ჩვენს შორის ოთხი წელი ( სრულად )
ქალაქი თითქმის არ შეცვლილიყო. იგივე ვიწრო ქუჩები, ძველი აივნები და საღამოობით ეზოებში გაბნეული ბავშვების ხმაური ისევ ისე იფანტებოდა ჰაერში, თითქოს დრო აქ ნელა გადიოდა. ნინა მანქანის ფანჯრიდან უყურებდა ყველაფერს და ცდილობდა გაეხსენებინა, ბოლოს როდის იგრძნო თავი ამ ქალაქის ნაწილად. ოთხი წელი დიდი დრო არ იყო, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საკუთარი თავიც ვეღარ ეცნო. როცა წავიდა, თოთხმეტი წლის იყო — ჩუმი, მოუხერხებელი გოგო, რომელსაც მუდამ დიდი ზომის მაისურები ეცვა და ხალხის თვალებში ყურებას ერიდებოდა. ახლა კი მის დაბრუნებას სხვანაირი მზერა მოჰყვებოდა ნინას ყველაზე მეტად ერთი ადამიანის ნახვის ეშინოდა. ლუკა... ბიჭი, რომელიც ბავშვობიდან ყველა პრობლემაში ეხვეოდა, ყველა ჩხუბში მონაწილეობდა და მაინც მთელი უბნის საყვარელი შვილი იყო. ბიჭი, რომელსაც მუდამ ირონიული ღიმილი ჰქონდა და ყოველთვის როცა ნინას უყურებდა, თითქოს მის ყველა საიდუმლოს იცნობდა. ოთხი წლის წინ ნინა წავიდა ისე, რომ არ დამშვიდობებია. ახლა კი ქალაქში დაბრუნებულს ყველაზე ნაკლებად სწორედ მასთან შეხვედრა უნდოდა. და მაინც, ზუსტად იცოდა — ადრე თუ გვიან, შეხვდებოდნენ... მათი დედები საუკეთესო მეგობრები იყვნენ ნინას გონება მანქანის სავარძლიდან შორს , ისევ ბავშვობაში დაბრუნდა , გაახსენდა სახლი, ეზო.. ეზოში ყოველთვის ხმაური იყო ზაფხულის საღამოების დროს ბავშვები გვიანობამდე დარბოდნენ, სკამებზე ჩამომსხდარი მეზობლები ერთმანეთის ამბებს არჩევდნენ, სადღაც ღია ფანჯრიდან კი ძველი მუსიკა ისმოდა. იმ პატარა ეზოში ყველა ყველას იცნობდა, და თუ ვინმე რამეს დააშავებდა, მეორე დღეს უკვე მთელმა ქუჩამ იცოდა. ლუკაც ყოველთვის იქ იყო. ხან ველოსიპედით დაქროდა, ხან ფეხბურთის ბურთს ურტყამდა კედელს, ხანაც რომელიმე ბიჭთან ჩხუბობდა და მერე ისე იცინოდა, თითქოს არაფერი მომხდარა. დედა ხშირად ტუქსავდა, ცოტა დამშვიდდიო, მაგრამ ლუკა იმ კატეგორიის ბიჭი იყო, რომელსაც ერთ ადგილზე გაჩერება არ შეეძლო. ნინა კი თითქმის ყოველთვის მოშორებით იდგა. ძველი საქანელის გვერდით, წიგნით ხელში, ან დედის გვერდით ჩამომჯდარი ჩუმად აკვირდებოდა სხვებს. ბავშვებთან თამაში არასდროს გამოსდიოდა. ზედმეტად მორცხვი იყო იმისთვის, რომ ვინმესთან მარტივად დამეგობრებულიყო. — ისევ მარტო ზიხარ? — ერთხელ ლუკას ხმა გაიგონა ბიჭი თავზე ადგა , ბურთით ხელში ნინამ თავი ასწია. ბიჭი მზისგან გახუნებულ მაისურში იდგა და ხელში ნახევრად გაბერილი ბურთი ეჭირა. — არ მინდა თამაში, — ჩაილაპარაკა გოგონამ. — არ მიკითხავს გინდა თუ არა! და სანამ ნინა რამეს მიხვდებოდა, ლუკამ მაჯაში ხელი მოკიდა და ეზოს შუისკენ წაიყვანა იმ დღის შემდეგ ყველაფერი თითქოს თავისით შეიცვალა. ლუკა თითქმის ყოველდღე აკითხავდა. ხან აივნის ქვემოდან ეძახდა, ხან კარზე უკაკუნებდა და დაჟინებით ითხოვდა მისგან გარეთ გამოსვლას. ნინა ხშირად ბრაზდებოდა კიდეც მასზე — ზედმეტად ხმაურიანი, ზედმეტად თავხედი და აუტანელი იყო. მაგრამ მაინც, როცა ლუკა რამდენიმე დღით სოფელში წავიდოდა, ეზო უცნაურად ცარიელი ეჩვენებოდა. ერთხელ, უბნის ბიჭებმა ნინას დასცინეს — სათვალის და მოუხერხებელი გარეგნობის გამო. ნინა ხმას არ იღებდა, მხოლოდ თავს დაბლა ხრიდა, სანამ მოულოდნელად ლუკა არ გამოჩნდა. — თქვენი თავისთვის ოდესმე სარკეში შეგიხედავთ? ნინა ყველა თქვენგანს ერთად აღებულს გჯობიათ! ახლავე დაიკარგეთ— ისეთი ტონით თქვა, რომ სიცილი მაშინვე შეწყდა. მაშინ პირველად შეხედა ნინამ სხვანაირად. იმ საღამოს სახლში დაბრუნებულმა სარკეში დიდხანს უყურა საკუთარ თავს და პირველად დაფიქრდა, იქნებ მართლა არ იყო ისეთი შეუმჩნეველი, როგორიც ეგონა. .... წვიმდა. ისეთი მშვიდი, მონოტონური წვიმა იყო, ძველი ქალაქების სუნი რომ მოაქვს — სველი ასფალტის, მტვრიანი აივნების და წლების განმავლობაში უცვლელი ქუჩების. ნინა მანქანის ფანჯარას შუბლით მიყრდნობოდა და გარეთ იყურებოდა. ყველაფერი ნაცნობი ჩანდა. მაღაზია კუთხეში ისევ იმავე ადგილას იყო. ძველი საცხობის აბრაც არ შეეცვალათ. იმ ეზოსთან გავლისას კი, სადაც ბავშვობა გაატარა, გულში რაღაც უსიამოვნოდ შეეკუმშა. ოთხი წელი. მხოლოდ ოთხი წელი გავიდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მთელი ცხოვრება იყო გასული. — ნერვიულობ? — ჰკითხა დედამ საჭესთან ისე, თვალები გზისთვის არ მოუშორებია. ნინამ თავი ოდნავ გააქნია. — არა. მოიტყუა. სიმართლე ის იყო, რომ ქალაქში დაბრუნების თავიდანვე ეშინოდა. ეშინოდა იმ ხალხის, ვინც ჯერ კიდევ ძველ ნინას იცნობდა — ჩუმ გოგოს, რომელიც მუდამ თავის დამალვას ცდილობდა. ახლა ყველაფერი შეცვლილი იყო. ისიც. ნინამ თავიდანვე იცოდა, რომ საღამოს ვერ გაექცეოდა. როგორც კი დაბრუნდნენ, ლუკას დედამ მაშინვე დარეკა — ისეთი აღფრთოვანებული ხმით, თითქოს ოთხი წელი კი არა, მთელი საუკუნე იყო გასული. — დღეს საღამოს უნდა ამოხვიდეთ! უარი არ მიიღება! და აი ახლა, რამდენიმე საათის შემდეგ, ნინა მაგიდასთან იჯდა და ჩანგალს თითებში ატრიალებდა, სანამ დედები სამზარეულოსა და მისაღებს შორის ფუსფუსებდნენ. სახლი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ახსოვდა. იგივე კრემისფერი ფარდები. კედელზე ისევ ეკიდა ლუკას ბავშვობის ფოტოები — ერთში ტალახიანი იდგა ფეხბურთის ბურთით, მეორეში გაბრაზებული სახით უყურებდა კამერას, თითქოს გადაღება ეზარებოდა. — ლუკა მალე მოვა, — თქვა დედამისმა. — სამსახურში იყო. ნინამ თავი დაუქნია ისე, თითქოს ეს ინფორმაცია არაფერს ნიშნავდა. სინამდვილეში მთელი საღამო იმაზე ფიქრობდა, როგორ უნდა მოქცეულიყო შეხვედრისას. თითქოს ოთხი წელი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეს დაძაბულობა გამქრალიყო. კარის ხმა მოულოდნელად გაისმა. რამდენიმე წამში დერეფანში ნაბიჯებიც. — დე, მოვედი. ხმა უფრო თბილიი ჰქონდა, ვიდრე ახსოვდა. ნინამ ინსტინქტურად ასწია თავი. ლუკა სამზარეულოს კართან გაჩერდა. პირველად სწორედ მაშინ დაინახეს ერთმანეთი ოთხი წლის შემდეგ. ბიჭს შავი პერანგი ეცვა, სახელოები ნახევრამდე აეკაპიწებინა და დაღლილი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს დღე ზედმეტად გრძელი გამოსვლოდა. თავიდან უბრალოდ დედას გახედა, მერე — ნინას. და რამდენიმე წამით გაჩერდა. ნინამ ვერ გაიგო, შეიცნო თუ არა მაშინვე. მაგრამ ლუკას თვალებში რაღაც ძალიან სწრაფად შეიცვალა — ჯერ გაკვირვება, მერე დაბნეულობა, ბოლოს კი ის ჩვეული სიმშვიდე, რომელსაც ბავშვობაში არასდროს ფლობდა. — ნინა? — თქვა ბოლოს. მის ხმაში ემოცია თითქმის არ იგრძნობოდა, მაგრამ მაინც აშკარა იყო, რომ ამას არ ელოდა. — ჰო, — მშვიდად უპასუხა გოგონამ. დედებმა ერთმანეთს ისეთი გამომეტყველებით გადახედეს, თითქოს წლების ნანატრ სცენას უყურებდნენ. — შეხედეთ ერთი, როგორ გაიზარდეთ, — სიცილით თქვა ლუკას დედამ. ლუკამ მსუბუქად ჩაიცინა და ქურთუკი სკამის საზურგეზე გადაკიდა. — ესეეგი დაბრუნდი... ნინამ იგრძნო, როგორ დაეჭიმა მხრები. იგი ისევ ისეთი იყო მშვიდი ტონით საუბრობდა, მაგრამ სიტყვებში მუდამ პატარა ირონია ჰქონდა შერეული. ლუკა მაგიდასთან დაჯდა, თუმცა ნინასკენ თითქმის აღარ გაუხედავს. დედები ძირითადად თვითონ ლაპარაკობდნენ — იხსენებდნენ ბავშვობას, ძველ ამბებს, სკოლას. ნინა დროდადრო ამჩნევდა, რომ ლუკა ტელეფონს უყურებდა. ეკრანი რამდენჯერმე განათდა. ერთხელ ბიჭმა სწრაფად უპასუხა შეტყობინებას და მერე ისევ ისე მშვიდად გადადო გვერდით. თითქოს საერთოდ არ ანაღვლებდა ეს შეხვედრა. და მაინც, როცა ნინამ წყლის ბოთლისკენ გაიწვდინა ხელი, ლუკამ ინსტინქტურად დაუჭირა, რომ არ დაქცეოდა. მხოლოდ ერთი წამი გაგრძელდა ეს მოძრაობა. მაგრამ ორივემ მაშინვე შენიშნა. ვახშამი თითქოს ჩვეულებრივად დასრულდა, მაგრამ ნინა უკვე გრძნობდა აქ „ჩვეულებრივი“ არაფერი იყო. დედებმა ბოლო ნაჭერი ტორტიც რომ დაასრულეს, ერთმანეთს ისეთი მზერით გადახედეს, თითქოს უხმოდ შეთანხმდნენ რაღაცაზე. — ჰაერზე ხომ არ გავიდეთ? ეზოში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, — თქვა ნინას დედამ ზედმეტად მშვიდი ტონით. — დიახ, დიახ, ახალგაზრდებს სახლში რა გინდათ, ჩვენ ავალაგებთ ყველაფერს— მაშინვე აჰყვა ლუკას დედა და თეფშები სწრაფად აიღო. ორივემ ისეთი არგუმენტები წარადგინა არ დაუტოვეს წინააღმდეგობის შანსი ნინას ეზო სუსტად იყო განათებული. საღამოს ჰაერი თბილი, მაგრამ ოდნავ დაძაბული. ლუკა სკამზე იჯდა, ფეხი ოდნავ წინ ჰქონდა გაწეული, ხელები ჯიბეებში და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა თითქოს მთელი სიტუაცია ზედმეტად კარგად ესმოდა. ნინა ოდნავ მოშორებით იდგა. ჯერ კიდევ არ იცოდა — დაჯდომა ჯობდა თუ უბრალოდ დგომა. — აი, ასე, მარტო დაგტოვეთ, — გაისმა ლუკას დედის ხმა ,რომელმაც ნახევრად ღია ფანჯრიდან გამოიჭყიტა. — ცოტა მაინც დაელაპარაკეთ ერთმანეთს, ბავშვებო. — დედა… — ლუკამ თვალები გადაატრიალა. — უკვე ზედმეტად აშკარაა შენი გეგმა — რა არის აშკარა? — უპასუხა დედამ უდანაშაულო ტონით. — ჩვენ უბრალოდ ჰაერზე გასვლა შემოგთავაზეთ! ფანჯარა დაიხურა. ლუკამ თავი გააქნია. — არ გეგონოს, რომ ეს ჩემი იდეა იყო, — ჩაილაპარაკა ნინას გასაგონად ისე, თითქოს ბოდიშს იხდიდა, მაგრამ სინამდვილეში ირონიას მალავდა. — არც მგონია , — მშვიდად უპასუხა ნინამ. ლუკამ ოდნავ ჩაიცინა. — ანუ ასე სწრაფად დამიჯერე? — ისე შენზე კარგი წარმოდგენა ბავშვობიდანვე არ მქონდა, — იცრუა ლუკამ ხელი გულზე მიიდო, დრამატულად. — აჰჰ მეტკინა — ნუ თამაშობ, — გაეღიმა ნინას, ამჯერად ლუკამ პირველად შეხედა პირდაპირ თვალებში — შეცვლილხარ. — ცუდისკენ თუ კარგისკენ? ლუკამ თავი გვერდზე გადახარა, თითქოს გულწრფელად აფასებდა. — ჯერ ვერ გადავწყვიტე. — ყოველთვის ასე ხარ? უპასუხოდ ტოვებ კითხვებს? — როცა არ მინდა მოვიტყუო, — მშვიდად უპასუხა ლუკამ ისევ სიჩუმე. მაგრამ ამჯერად არა მძიმე არამედ უფრო მსუბუქი ამ დროს ისევ გაიღო ფანჯარა. — ლუკა, ნინა, ხომ არ გცივათ? — გაისმა ლუკას დედის ხმა. — მოიტანეთ პლედი, ერთად დაჯექით ლუკამ ხმამაღლა ამოიოხრა. — დედა შემთხვევით ოთხკარატიანი ბეჭედიც ხომ არ გიყიდია რომ დავიჩოქო ბარემ? ნინას ჩაეცინა. — დედაშენი ყოველთვის ასეთი იყო? — უარესი, — უპასუხა ლუკამ. — ახლა თავს იკავებს. ფანჯარა ისევ დაიხურა, მაგრამ ორივემ კარგად იცოდა თვალს მაინც არ აშორებდნენ. ლუკამ სკამზე ხელი გადაუსვა გვერდით. — დაჯექი, სანამ კიდევ რამე იდეა მოუვათ. — იდეა უკვე აქვთ, — ნინამ მშვიდად თქვა. — ხო, — ჩაიცინა ლუკამ. — და ჩვენ ვართ „პროექტი“. ნინა ბოლოს მაინც დაჯდა. მათ შორის დარჩა მცირე სივრცე. მაგრამ ამჯერად ეს სივრცე აღარ იყო უხერხული. უფრო რაღაც ისეთი იყო, რასაც ორივე ფრთხილად უვლიდა — თითქოს ჯერ არ იცოდნენ, რა იყო, მაგრამ არც გაფუჭება უნდოდათ. ნინა ფიქრებით ისევ წარსულს დაუბრუნდა .... ეზოში უკვე ბნელდებოდა ზაფხულის ის საათი იყო, როცა დედები ფანჯრებიდან ბავშვებს სახლში ეძახდნენ, მაგრამ არავინ ჩქარობდა ასვლას. ჰაერში გახურებული ასფალტისა და მტვრის სუნი იდგა, სადღაც შორს ძაღლი ყეფდა, საქანელა კი ქარისგან ჩუმად ჭრიალებდა. ნინა კიბეზე იჯდა და მუხლებზე დადებულ წიგნს უაზროდ დაჰყურებდა. სინამდვილეში არ კითხულობდა. ლუკა უკვე ათი წუთი იყო ეზოში ბიჭებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა და ყოველ ორ წუთში ერთხელ მაინც კამათობდა ვიღაცასთან. — ბრმები ხართ? კარში გავიდა ბურთი! — არ გასულა! — თუ არ გასულა, მაშინ თვალის ექიმი გჭირდება! ნინას უნებლიედ ჩაეღიმა. ლუკა ყოველთვის ისე ჩხუბობდა, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ყოფილიყო. რამდენიმე წუთში თამაშს თავი დაანება და პირდაპირ მისკენ წამოვიდა. მაისური მხარზე ჰქონდა გადაგდებული, თმა არეული და სახეზე ისევ ის გაღიზიანებული გამომეტყველება ეწერა, რომელიც ხუთ წუთში აუცილებლად გაუვლიდა. — შენ რატო ზიხარ აქ მარტო? — ჰკითხა ისე, თითქოს ეს პირადი შეურაცხყოფა იყო. ნინამ მხრები აიჩეჩა. — არ მინდა არავისთან — შენ არასდროს არავინ გინდა... და მის გვერდით ჩამოჯდა. რამდენიმე წამი ჩუმად იყვნენ. ლუკა ფეხით პატარა ქვას აგორებდა წინ და დროდადრო ნინასკენ იხედებოდა — ჩუმად, მალულად, თითქოს თვითონაც არ უნდოდა ამის აღიარება. — იცი რა ვერ გამიგია? — თქვა ბოლოს. — რა? — რატო გგონია ყოველთვის, რომ უშნო ხარ? ნინა მაშინვე დაიძაბა. მზერა წიგნზე გადაიტანა. — არ მგონია. — გგონია, — ლუკამ მშვიდად თქვა. — სახეზე გეტყობა ხოლმე. ნინამ წარბები შეჭმუხნა. — შენ რა, ახლა ფსიქოლოგი ხარ? — არა, უბრალოდ თვალები მაქვს, რაღაცეების შეფასება შემიძლია მათ შორის ისევ დუმილმა დაისადგურა ნინას აღარ გაუცინია. ლუკამ ცოტა ხანს უყურა, მერე უცებ ხელი წაავლო წიგნს და გვერდზე გადადო. — აი, ზუსტად ეს მაღიზიანებს. — რა? — სულ რაღაცის უკან იმალები, წიგნი, თმა, დიდი მაისურები… — ხელი გააქნია უკმაყოფილოდ. — ვერ ხვდები, რომ არ გჭირდება? ნინა უკვე გაბრაზებას აპირებდა. — შენ საერთოდ ვინ გეკითხება? — მეკითხება !— ლუკამ მაშინვე უპასუხა. ეს ისეთი ლუკა იყო — არავინ რომ არაფერს სთხოვდა , მაგრამ მაინც ერეოდა ყველაფერში. ნინამ თვალები გადაატრიალა და ადგომა დააპირა, მაგრამ ლუკამ უცებ მაჯაში მოკიდა ხელი. — მოიცა. — რა? ლუკამ რამდენიმე წამი უყურა. სრულიად უცნაური სერიოზულობით. ისეთი მზერით, რომელიც მის ასაკს საერთოდ არ ჰგავდა. — მართლა ვერ ხვდები? — ჩაილაპარაკა ბოლოს. ნინამ ვერაფერი უპასუხა. გული უკვე ძალიან სწრაფად უცემდა, თუმცა თვითონაც არ იცოდა რატომ. და მერე ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, გააზრებაც ვერ მოასწრო. ლუკა ოდნავ გადაიხარა და აკოცა. ძალიან მოკლედ. ძალიან ბავშვურად. უფრო სპონტანურად, ვიდრე გააზრებულად. მაგრამ იმდენად გულწრფელად, რომ ნინა ადგილზე გაიყინა. ლუკაც რამდენიმე წამი გაუნძრევლად დარჩა, თითქოს თვითონაც ვერ მიხვდა ბოლომდე, რა გააკეთა. მერე უცებ უკან დაიხია. — ნუ მიყურებ ასე, — თქვა სწრაფად, ისევ იმ უხეში ტონით, რომლითაც ყოველთვის ფარავდა ყველაფერს სერიოზულს. ნინა ჯერ კიდევ გაშეშებული იჯდა. — შენ… ახლა მაკოცე? ლუკამ თვალები გადაატრიალა. — იმედია შენ და არა მეზობლის ძაღლს. ნინას უნებლიედ გაეცინა. ლუკამ ეს ღიმილი რომ დაინახა, თვითონაც ოდნავ ჩაიღიმა — ძალიან პატარა, თითქმის შეუმჩნეველი ღიმილით. მერე უცებ წამოდგა. — არავის უთხრა, თორე მთელი უბანი მომკლავს — იდიოტი ხარ, — სიცილით უთხრა ნინამ. — ვიცი. და ისევ ბიჭებთან გაიქცა, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ იმ საღამოს, უკვე მეორედ , ნინამ სარკეში საკუთარ თავს სხვანაირად შეხედა. ნინას დიდხანს არ დაუძინია. ოთახში შუქი გამორთული იყო, ფანჯრიდან ქუჩის განათება შემოდიოდა და კედელზე ხის ტოტების ჩრდილები ნელა მოძრაობდნენ. ნინა ზურგზე იწვა და ჭერს უყურებდა. ხელს დროდადრო ისევ ტუჩებთან მიიტანდა, თითქოს დარწმუნება უნდოდა, რომ მართლა მოხდა. ლუკამ აკოცა. ეს აზრი იმდენად უცნაურად ჟღერდა, რომ ხან სიცილი უნდოდა, ხან საერთოდ საბნის ქვეშ დამალვა. მეორე დილით კი ყველაზე მეტად იმის ეშინოდა, რომ ლუკა ყველაფერს ჩვეულებრივ ხუმრობად გადააქცევდა. და ზუსტად ასეც მოხდა. ეზოში ჩავიდა თუ არა, ლუკა ბიჭებთან ერთად სკამზე იჯდა და რაღაცაზე კამათობდა. როგორც კი ნინა დაინახა, მაშინვე გაჩუმდა. მხოლოდ რამდენიმე წამით. მერე ისე გააგრძელა ლაპარაკი, თითქოს არაფერი მომხდარა. ნინას გული უცნაურად შეეკუმშა “ხომ ვიცოდი…” — გაიფიქრა თავისთვის. უკვე გასვლას აპირებდა, როცა ლუკამ მოულოდნელად დაუძახა: — ეი, წიგნების მაღაზია! ნინა შეტრიალდა. — რა? — აქ მოდი. მის ტონში ისევ ის ჩვეული უხეშობა იყო, მაგრამ ნინა უკვე ამჩნევდა — როცა ნერვიულობდა, ყოველთვის უფრო მკვეთრად ლაპარაკობდა. ნელა მივიდა. ბიჭები უცნაური ღიმილით უყურებდნენ ორივეს. ლუკამ უკმაყოფილო სახით გადახედა. — რას იყურებით? საქმე არ გაქვთ? — გუშინ სად გაქრი? — სიცილით ჰკითხა ერთ-ერთმა. — შენს აღზრდაზე ვზრუნავდი, — უპასუხა ლუკამ დაუფიქრებლად. ბიჭებმა სიცილი ატეხეს. ნინასაც გაეღიმა, მაგრამ მაშინვე იგრძნო, როგორ მიუახლოვდა ლუკა ოდნავ. საკმარისად ახლოს, რომ სხვებს ვეღარ გაეგოთ. — ისევ ისეთი სახე გაქვს, თითქოს სამყაროს დასასრული მოხდა, — ჩაილაპარაკა. — იმიტომ რომ უცნაური ხარ. — ეს ახალი ინფორმაცია არაა. ნინამ წარბები შეკრა. — გუშინდელი… — გუშინდელი არაფერი, — სწრაფად გააწყვეტინა ლუკამ. ნინას სახე მაშინვე შეეცვალა. ლუკამ ეს რომ დაინახა, თვალები გადაატრიალა და ამოიოხრა. — ღმერთო, რა დრამატული ხარ. — შენ თქვი, არაფერი იყოო. — არ მითქვამს არაფერი იყო-მეთქი, — ჩაილაპარაკა. — უბრალოდ… ნუ იქცევი ისე, თითქოს ახლა დაქორწინება მოგვიწევს. ნინას გაეცინა. ლუკამ მაშინვე იგრძნო შვება, მაგრამ რა თქმა უნდა, სახეზე არაფერი შეიმჩნია. — აი, ეს უკვე უკეთესია, — თქვა მშვიდად. ნინამ ხელი მსუბუქად ჰკრა მხარზე. ლუკამ მაშინვე დრამატულად მიიდო ხელი გულზე. — ძალადობა… მოწმეები მყავს. ბიჭებმა ისევ გადაიხარხარეს. და იმ წამში ყველაფერი ისევ ჩვეულებრივს დაემსგავსა. თითქოს არაფერი შეცვლილიყო. მაგრამ სინამდვილეში ორივემ უკვე იცოდა — რაღაც მაინც შეიცვალა. უბრალოდ ჯერ არცერთს არ შეეძლო ამისთვის სახელის დარქმევა. ლექცია დასრულდა. აუდიტორია ნელ-ნელა დაიცალა — სკამების ხმაური, ჩანთების შეკვრა, ერთმანეთში არეული ხმები. ნინა ჩანაწერებს აგროვებდა, მაგრამ გონება ისევ წარსულში ჰქონდა გაჭედილი. იმ კოცნაში. იმ ზაფხულში. და იმ ლუკაში, რომელიც ყველაფერს ხუმრობაში ფარავდა, თუნდაც ყველაზე სერიოზულ მომენტებს. — თუ კიდევ ხუთი წუთი უყურებ ფურცელს, ტექსტი თვითონ დაიწყებს ლაპარაკს. ლუკას ხმა გვერდიდან გაისმა. ნინამ თავი ასწია. ლუკა თავზე ადგა, ჩანთა ერთ მხარზე ჰქონდა გადაკიდებული — ჩავფიქრდი, — მშვიდად თქვა ნინამ. — ეგ სახიფათო პროცესია შენთვის. ნინამ თვალები გადაატრიალა და ფურცლები ჩანთაში ჩააწყო. — შენ ყოველთვის ასეთი გამაღიზიანებელი ხარ? — არა, ხანდახან მძინავს. ლუკამ მის ხელში ჩაკეცილ განრიგს დახედა. — შემდეგი აუდიტორია იცი სადაა? ნინა რამდენიმე წამი გაჩუმდა. — დაახლოებით. — ანუ არა, — დაასკვნა ლუკამ. — წამოდი. ეს არ იყო შეთავაზება ეს იყო ბრძანება დერეფანში ერთად გავიდნენ. ლუკა სწრაფად დადიოდა, ნინა კი ნაბიჯს აჩქარებდა, რომ არ ჩამორჩენოდა. — ნელა იარე, — თქვა ბოლოს. — შეგახსენებ ეს უნივერსიტეტია და არა სასეირნო პარკი, თან სათვალეც აღარ გიკეთია და წესით გზა არ უნდა გერეოდეს ! — შენ საერთოდ შეგიძლია ნორმალურად ელაპარაკო ადამიანს? ლუკამ გვერდულად გახედა. — შემიძლია. უბრალოდ იშვიათად ვთვლი საჭიროდ. ამ დროს უკნიდან გოგონას ხმა გაისმა: —ლუკა ლუკამ თვალები დახუჭა ისე, თითქოს ეს ხმა ზედმეტად კარგად იცნობდა. ნინა შეტრიალდა. გოგონა მათკენ მოდიოდა — მშვიდი ნაბიჯით, თავდაჯერებულად, თითქოს ზუსტად იცოდა, სად მიდიოდა და ვისთან. მუქი თმა მხრებზე ჰქონდა ჩამოშლილი, სახეზე კი ისეთი ღიმილი, რომელიც ერთდროულად თბილიც იყო და დაკვირვებულიც. როგორც კი ლუკასთან მივიდა, ბუნებრივად შეეხო მკლავზე. ძალიან ჩვეულებრივად. ისე, როგორც ადამიანები ეხებიან ერთმანეთს, როცა ერთმანეთის სივრცე უკვე დიდი ხანია იციან. — ელენე, — თქვა ლუკამ მოკლედ. მერე ნინასკენ გაიხედა. — ნინა. — ანუ ეს არის ნინა, — ელენემ მსუბუქი ინტერესით თქვა. ნინამ მაშინვე შეხედა ლუკას. — „ეს არის“? ლუკამ მხრები აიჩეჩა. — ლუკას დედა ბოლო ორი დღეა მხოლოდ შენზე ლაპარაკობს. უკვე მეცნობა სახელი. ელენეს გაეცინა. — ჩემზე? — ჰო, — ელენემ მშვიდად უპასუხა. — „ნინა დაბრუნდა“, „ნინა როგორ გაიზარდა“, „ნინა როგორი ჭკვიანი გოგოა“… უკვე მგონია, რომ პირადად გიცნობდი ნინა გაწითლდა. ლუკამ ეს მაშინვე შეამჩნია და შანსი რა თქმა უნდა, არ გაუშვა. — ვიცნობ ამ სახეს — რომელს? — როცა გინდა მიწაში ჩაძვრე. — შენ მართლა აუტანელი ხარ. — ამას დღეში საშუალოდ ოთხჯერ ვისმენ. ელენე მათ უყურებდა და ნელ-ნელა ეღიმებოდა — იმ ადამიანივით, ვინც რაღაცას აკვირდება და დასკვნებს აკეთებს — საღამოს გნახავ? — ჰკითხა ელენემ. — ალბათ, — უპასუხა ლუკამ. — „ალბათ“ - ეს პასუხი არ მიყვარს. — მაშინ სხვა ბიჭი უნდა შეგყვარებოდა ელენემ სიცილით ჰკრა ხელი მხარზე. — იდიოტი ხარ, თანაც გამორიცხულია სადაც შენ ხარ იქ სხვისი ადგილი დარჩეს — ეგ ახალი ინფორმაცია არაა. ნინა ჩუმად უყურებდა ორივეს. და პირველად დაბრუნების შემდეგ მიხვდა — ყველაზე რთული ლუკას ნახვა კი არ იყო. არამედ იმის დანახვა, როგორ აგრძელებდა ცხოვრებას მის გარეშე. საღამოსთვის ქალაქი მთლიანად შეცვლილი ჩანდა. დღის ხმაური ჩაცხრა, ქუჩებში კი ის მშვიდი ზაფხულის განწყობა ჩამოწვა, როცა ღია ფანჯრებიდან მუსიკა ისმის და ჰაერში სითბოსთან ერთად რაღაც გაურკვეველი მოლოდინიც ტრიალებს. ნინა საწოლზე დაყრილ ტანსაცმელს უყურებდა და უკვე მესამედ იცვლიდა აზრს. — ზედმეტად ბევრს ვფიქრობ, — ჩაილაპარაკა თავისთვის. კარებთან მდგომმა დედამ ღიმილით შეხედა. — იმიტომ რომ ნერვიულობ. — არ ვნერვიულობ. — ნინა… ნინამ ამოიოხრა. რა თქმა უნდა, ნერვიულობდა. თუმცა არა ანას დაბადების დღის გამო. და არც ახალი ადამიანების. სარკეში საკუთარ ანარეკლს გახედა. რამდენიმე წლის წინ ასეთ საღამოზე აუცილებლად დიდ მაისურს ჩაიცვამდა, თმას აიფარებდა და ეცდებოდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ახლა კი გარდერობის წინ იდგა და პირველად არ უნდოდა დამალვა. ბოლოს შავი, სადა კაბა აირჩია — მუხლს ოდნავ ზემოთ, თხელი მხრებით. არაფერი ზედმეტად თვალშისაცემი, მაგრამ ზუსტად ისეთი, როგორიც თვითონ მოსწონდა. თმა თავისუფლად დაიშალა მხრებზე. სარკესთან ახლოს მივიდა, ტუჩებზე მსუბუქი ბზინვარება წაისვა და რამდენიმე წამი საკუთარ თავს ჩუმად უყურა. ჯერ კიდევ უცნაური იყო საკუთარი თავის ასე დანახვა. უფრო თავდაჯერებულის. უფრო ქალის. ტელეფონი სწორედ მაშინ განათდა. ლუკა „თუ კიდევ ნახევარი საათი მოემზადები, ანა დაბერდება.“ ნინას უნებლიეთ ჩაეღიმა. „ხუთ წუთში ჩამოვალ.“ პასუხი მაშინვე მოვიდა. „არ მჯერა.“ ნინამ თვალები გადაატრიალა, ჩანთა აიღო და ქვემოთ ჩავიდა. ლუკა მანქანასთან იდგა. ერთი ხელი ჯიბეში ჰქონდა, მეორეში ტელეფონი ეჭირა ,ქუჩის განათება ნახევრად ეცემოდა სახეზე და დაღლილი გამომეტყველება კიდევ უფრო მკვეთრს ხდიდა. ნაბიჯების ხმა რომ გაიგონა, ინსტინქტურად ასწია თავი. და გაჩერდა. ძალიან მოკლე წამით. მაგრამ ნინამ მაინც შეამჩნია. ლუკას მზერა თავიდან ფეხებამდე ნელა ჩამოჰყვა — არა გამომწვევად, უფრო გაუაზრებლად. თითქოს რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ეს მართლა ნინა იყო. მერე ისევ ის ჩვეული სიმშვიდე დაიბრუნა. — ვაუ, — თქვა ბოლოს მშრალი ტონით. — დედაჩემს გულის შეტევა დაემართება. ნინამ წარბი შეკრა. — ეს კომპლიმენტია? — ჯერ ვარკვევ. მაგრამ ამჯერად მის ხმაში ირონია ოდნავ სუსტი იყო. ლუკამ მანქანის კარი გაუღო. ნინა რომ ჩაჯდა, თვითონაც მეორე მხარეს მოთავსდა, თუმცა ძრავი მაშინვე არ დაუქოქავს. რამდენიმე წამი უბრალოდ ჩუმად უყურებდა საჭეს. მერე თავი ოდნავ გადააქნია, თითქოს საკუთარ ფიქრებს ებრძოდა. — რა? — ჰკითხა ნინამ. ლუკამ სწრაფად გახედა. — არაფერი. — აშკარად რაღაც. — უბრალოდ უცნაურია. — რა არის უცნაური? ლუკამ მანქანა დაძრა. — შენ. ნინას წარბები აეწია. — ძალიან კონკრეტული ხარ. — ადრე ყველა ცდილობდა საერთოდ არ შეემჩნიე, — თქვა მშვიდად. — ახლა პირიქით იქნება. სიჩუმე ჩამოვარდა. ნინამ ფანჯრისკენ გაიხედა, თუმცა ღიმილის დამალვა მაინც გაუჭირდა. — ესე იგი მაინც კომპლიმენტი იყო. ლუკამ ოდნავ ჩაიცინა. — ნუ მიეჩვევი. მანქანა ნელა მიუყვებოდა ღამის ქუჩებს. რადიო ძალიან დაბალ ხმაზე უკრავდა. გარეთ თბილისი ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებდა — განათებული აივნები, მაღაზიებთან შეკრებილი ხალხი, მანქანების შორეული ხმაური. ნინა დროდადრო გრძნობდა ლუკას მზერას. ძალიან ხანმოკლეს. თითქოს უნებლიეს. და ყოველ ჯერზე, როცა თვითონ გახედავდა, ლუკა უკვე გზას უყურებდა. თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარა. ... მანქანა ცოტა ხნით ჩუმად მიდიოდა. ლუკას ერთი ხელი საჭეზე ეჭირა, მეორე კი თავისუფლად ჰქონდა ფანჯარასთან. თითქოს არც ფიქრობდა სად მიდიოდნენ — უფრო ჩვევით მართავდა. ნინა გვერდით იჯდა, ჩანთა კალთაზე ედო და თითებით მის თასმაზე თამაშობდა. — ანა როგორი განწყობითაა? — ჰკითხა ბოლოს. — როგორც ყოველთვის, — უპასუხა ლუკამ. — ხმაურიანი და დარწმუნებული, რომ ეს მისი დღეა და ყველა მასზე უნდა იყოს ორიენტირებული. ნინამ ჩუმად ჩაიცინა. — ანუ ჩვეულებრივად. — ჰო. ლუკამ ოდნავ გვერდულად გახედა. — შენ? — რა მე? — შენ როგორ ხარ. ნინა წამით დაიბნა. — ნორმალურად. ლუკამ ოდნავ თავი გადააქნია, თითქოს არ სჯეროდა, მაგრამ აღარ გააგრძელა. — კარგი. და ისევ გზას გახედა. რამდენიმე წუთის შემდეგ მანქანა შენობის წინ გაჩერდა. შიგნით უკვე მუსიკა ისმოდა. ლუკამ მანქანა გამორთო, მაგრამ გადმოსვლას არ ჩქარობდა. — მზად ხარ? — ჰკითხა ისე, თითქოს უბრალოდ ფორმალობა იყო. — არ ვიცი, — გულწრფელად უპასუხა ნინამ. ლუკამ წარბი ოდნავ ასწია. — ცუდი პასუხია. — შენ გგონია, რომ ყველა ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს? — არა, — მშვიდად თქვა. — უბრალოდ არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც უკან ბრუნდებიან. ეს წინადადება ცოტა ხანს ჰაერში დარჩა. ნინამ არ უპასუხა მაშინვე. — მე არ ვბრუნდები, — თქვა ბოლოს ჩუმად. ლუკამ ოდნავ გაიღიმა. — ჰო? — უბრალოდ… აქ ვარ და ალბათ ყოველთვის აქ ვიყავი ლუკამ მანქანის კარი გააღო. — მაშინ წავიდეთ, „აქ მყოფო“. ეს „აქ მყოფო“ ირონიით იყო ნათქვამი, მაგრამ უხეში არ ყოფილა. უფრო მათი ჩვეული ენა. შიგნითა ხმაური შესვლისთანავე მოხვდათ სახლი სავსე იყო ახალგაზრდებით — სიცილი, მუსიკა, კუთხეებში შეკრებილი ჯგუფები. ნინამ პირველ წამებში ოდნავ შეიკავა სუნთქვა. ლუკამ ეს მაშინვე შეამჩნია. — ნუ დაიკარგები, — უთხრა — არ ვიკარგები, — უპასუხა ნინამ. — კარგია. მაგრამ მაინც ოდნავ უფრო ახლოს დაუდგა, ისე თითქოს ავტომატურად. და ნინამ პირველად იგრძნო რაღაც უცნაური. ეს არ იყო უბრალოდ დაცვა. არც ზედმეტი ყურადღება. უფრო ჩვევა იყო. ლუკას გვერდით ყოფნა — როგორც ბუნებრივი პოზიცია. რამდენიმე ნაბიჯით წინ წავიდნენ. და იქვე ანა გამოჩნდა — ხმაურიანი, ხელებგაშლილი, სიცილით. — ბოლოს და ბოლოს! — დაიძახა. — ნინა! ნინა მაშინვე გადაეხვია. — გილოცავ. — გილოცავ კი არა, სად იყავი აქამდე? — ვემზადებოდი. — ვხედავ, — ანამ ოდნავ შეათვალიერა და ჩაიღიმა. — კარგი არჩევანია. ნინა ოდნავ დაიბნა. — მადლობა. ლუკა გვერდით იდგა და რაღაცას უყურებდა ტელეფონში. თითქოს საერთოდ არ იყო ჩართული მაგრამ როგორც კი ანამ ნინას ხელი გაუშვა, ლუკამ ოდნავ თავი ასწია. — არ დაიწყოთ ახლა ემოციური სცენები, — თქვა მშვიდად. — შენ არავინ გთხოვს აქ ყოფნას, — ანამ მაშინვე უპასუხა. — მადლობა, — ლუკამ უპასუხა. ანამ გაიცინა და სხვებთან გაიქცა. ლუკამ ხელი ნინას ზურგს უკან გადაიტანა — თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ საკმარისად რომ გზა გაეკვლია. — აქედან ნუ გადახვალ, — თქვა. — რატომ? — იმიტომ რომ მერე შენი მოძებნა მეზარება. ნინამ თვალები გადაატრიალა. -და ვინ გთხოვს მომძებნო ? -აჰაა ასე არა? ლუკამ წარბები შეკრა - ძალიან მაინტერესებს სახლში დაბრუნებას როგორ აპირებ! -ტაქსის შესახებ გსმენია? -ღამის სამ საათზე თბილისში ნახევრად შიშველი გოგო რომ ტაქსში მარტო ჯდება იცი ამ დროს რა შეიძლება მოხდეს ბერლინის პრინცესა? ნინამ კიდევ ერთხელ აათვალიერა საკუთარი სხეული, არადა ფიქრობდა რომ მოკრძალებულად გამოიყურებოდა ... საღამო ნელ-ნელა გაიხსნა. ნინამ რამდენიმე ახალ ადამიანს გაიცნო— ანას მეგობრები, უნივერსიტეტიდან იცინოდა კიდეც. მაგრამ დროდადრო მაინც ამჩნევდა ლუკას. ის ყოველთვის სივრცეში იყო. ხან ანასთან, ხან ვიღაცებთან საუბრობდა, ხან უბრალოდ იდგა და საუბარს ისმენდა და ელენეც მალე გამოჩნდა. ელენე ლუკასთან მივიდა ისე, თითქოს საერთოდ არ არსებობდა მანძილი მათ შორის — გვიან მივედი? — უთხრა. — ცოტაც და სხვას შევაბამდი ! უპასუხა ლუკამ. ელენემ ხელი მის მკლავზე ოდნავ ჩამოატარა — მენატრებოდი. ლუკამ ჩაიცინა. — ორი საათია არ გინახივარ. — საკმარისია ჩემთვის ელენე ისე მიუახლოვდა, რომ სიტყვები უკვე აღარ იყო საჭირო. ლუკამ ხელი მის წელზე შეუმჩნევლად მოათავსა და ოდნავ თავისკენ მიიზიდა. — ისევ გგონია, რომ ყურადღება სხვაგან უნდა გქონდეს? — ჩუმად ჰკითხა. — ყოველთვის შენთან მაქვს, — უპასუხა ელენემ. და ეს უკვე ჩვეულებრივი დიალოგი აღარ იყო. მოკლე შეხება, ძალიან ახლო საუბარი, ნახევრად ღიმილი, რომელიც მხოლოდ მათ ესმოდათ. ნინა ამას ხედავდა. ამჯერად არა შემთხვევით. და პირველად მიხვდა ძალიან მარტივ რამეს: ლუკა არ იყო ერთნაირი, ყველასთან ! ელენესთან — იყო სრულიად „სხვა“. სივრცე მათ შორის აღარ არსებობდა როგორც ცალკე მყოფი რამ. და ნინამ ეს პირველად იგრძნო არა როგორც სიუჟეტი…არამედ როგორც რეალური, ყოველდღიური სიმართლე. მუსიკა უფრო ხმამაღალი გახდა, თითქოს ოთახი ნელ-ნელა მთლიანად ივსებოდა ხმაურით. ნინა ჯერ კიდევ ანას მეგობრებთან იდგა, მაგრამ ყურადღება უკვე ნახევრად სხვაგან ჰქონდა. ხან პასუხობდა კითხვებს, ხან უბრალოდ იღიმოდა, მზერა მაინც უნებლიედ იმ კუთხისკენ უბრუნდებოდა, სადაც ლუკა და ელენე იყვნენ. ელენე ლუკას გვერდით იდგა, რაღაცას ეუბნებოდა დაბალ ხმაზე. ლუკა თავს ოდნავ ხრიდა, რომ უკეთ გაეგო. მერე რაღაც უპასუხა და ელენეს ჩაეცინა — მოკლედ, ბუნებრივად. ელენემ ლუკას პერანგის სახელოზე თითი ჩამოატარა — არ გცხელა? — ჰკითხა. — შენთან? — ლუკამ ოდნავ ჩაიცინა. — ყოველთვის. ელენემ წარბი ასწია. — ისევ დაიწყე. ლუკამ მხრები აიჩეჩა. — მე არაფერი მითქვამს ელენე ოდნავ მიუახლოვდა. — მაშინ გააგრძელე ჩუმად ყოფნა. ლუკამ წამით შეხედა. და მერე ხელი მის წელზე უფრო მყარად მოათავსა — არა უხეშად, მაგრამ ისე, რომ ელენე აღარ მოშორებოდა. — ბევრს რომ ლაპარაკობ იცი ?თქვა დაბალი ხმით ლუკამ ოდნავ თავი დახარა მისკენ. ძალიან მარტივად მიიზიდა უკან, თავისკენ. ეს მოძრაობა ისეთი ბუნებრივი იყო, თითქოს ამდენ ხალხში მხოლოდ მათი ადგილი იყო ელენემ არც კი გააპროტესტა. პირიქით — ოდნავ უფრო ახლოს მივიდა, თავი მის მკერდს მიაყრდნო წამით, თითქოს ეს ყველაზე ჩვეულებრივი რამ იყო მსოფლიოში. ლუკამ რაღაც ჩასჩურჩულა. ელენემ ოდნავ თავი გადააქნია, თითქოს არ სჯეროდა. — არა, — უთხრა. — კი, — ლუკამ მშვიდად უპასუხა. — შენ ყოველთვის ასე იწყებ. — და ყოველთვის მთავრდება ისე, როგორც მინდა. ელენემ ოდნავ თვალები აატრიალა, მაგრამ ღიმილი არ გაქრობია. — ძალიან თავდაჯერებული ხარ დღეს. — შენ გვერდით ყოველთვის ვარ. — ეს უკვე კომპლიმენტია? — არა, — ლუკამ მშვიდად თქვა. — ფაქტია. ელენე წამით გაჩერდა. და მერე ხელი მის კისერზე მოათავსა , ძალიან მშვიდად. — მაშინ მოდი, ფაქტი დავადასტუროთ. ლუკამ ოდნავ გაიღიმა. — აქ? — რატომაც არა. ლუკამ ელენე ოდნავ თავისკენ მიიზიდა და ძალიან მოკლე, მაგრამ მკაფიო კოცნა დაუტოვა — ისეთი, რომელიც ოთახში არავის უნდა შეემჩნია, მაგრამ მაინც რაღაცით იგრძნობოდა. როცა დაშორდნენ, ელენემ ოდნავ გაიღიმა. — ისევ შენ მართალი აღმოჩნდი — ვიცი. ნინა ამას ისევ უყურებდა. და ახლა უკვე არა შემთხვევით. ეს იყო ის მომენტი, როცა რაღაც შიგნით ნელა იცვლება — არა ერთ წამში, არამედ შეუმჩნევლად. ლუკა აღარ იყო მხოლოდ ბავშვობის ფიგურა. არც უბრალოდ ძველი ნაცნობი. ის იყო ადამიანი, რომელსაც თავისი ცხოვრება ჰქონდა — მკაფიო, რეალური, ძალიან ახლო ურთიერთობით, რომელიც მის თვალწინ იფურჩქნებოდა და ნინა პირველად გრძნობდა, რომ ამ ცხოვრებაში მისი ადგილი საერთოდ არ იყო განსაზღვრული. უბრალოდ… გვერდით იდგა. და ეს „გვერდით“ უცებ უფრო მძიმე გახდა, ვიდრე ადრე. ... ნინა რამდენიმე წამით უბრალოდ იდგა ერთ ადგილზე. არ იცოდა სად წასულიყო — ან ვისთან. სახლში მოძრაობა ისევ ჩვეულებრივად გრძელდებოდა, მუსიკა იცვლებოდა, ვიღაცები იცინოდნენ, მაგრამ მასში რაღაც უცნაური სიცარიელე იგრძნობოდა. ელენე აღარ ჩანდა. ლუკაც აღარ უყურებდა — მოდი, წამოდი, — ანას მეგობარმა, სალომემ, ხელი მსუბუქად ჩაავლო. — ყველას გაგაცნობ. ნინამ ოდნავ გაიღიმა და გაჰყვა. ახალი ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდნენ. სახელები, სიცილი, მოკლე დიალოგები. — შენ ლიტერატურაზე სწავლობ? — დაბრუნდი თუ ახლა დაიწყე აქ სწავლა? — ლუკას იცნობ? ეს ბოლო კითხვა ორჯერ უფრო ხშირად ისმოდა. ნინა ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე პასუხს იძლეოდა: — ბავშვობიდან. და მაშინვე იგრძნობდა რაღაც უცნაურს ადამიანების რეაქციაში — თითქოს ეს ინფორმაცია რაღაც დამატებით მნიშვნელობას ატარებდა, რომელსაც თვითონ ვერ ხსნიდა. ლუკა ამ დროს ოთახის მეორე მხარეს იდგა. ელენე აღარ იყო მასთან, მაგრამ ის მაინც პერიოდულად უყურებდა სივრცეს. და ერთხელ, როცა ნინა ახალ ჯგუფთან საუბრობდა და იცინოდა, ლუკამ მზერა მასზე შეაჩერა დიდხანს არა. უბრალოდ საკმარისად. ნინა ამას ვერ ამჩნევდა. მაგრამ გრძნობდა ის პატარა, უხილავი დაძაბულობა, როცა ვიღაც გიყურებს და შენ ჯერ არ იცი რატომ! — შენ აქ მარტო არ იარო, არ გათამამდე— ანა დაბრუნდა და ნინას ჭიქა გაუწოდა — რატომ? — იმიტომ რომ ეს ხალხი ჯერ არ გიცნობს კარგად. ნინამ ოდნავ ჩაიცინა. — ეს პრობლემაა? ანა მხრები აიჩეჩა. — არა. უბრალოდ ლუკა აქ არის და შეიძლება გახდეს პრობლემა! ნინამ მაშინვე შეხედა. — და? ანა გაჩუმდა, მერე თითქოს სიტყვა ფრთხილად აირჩია: — როცა ის არის, რაღაცეები სხვანაირად მუშაობს , მე მას კარგად ვიცნობ ამ დროს ლუკამ დერეფნი გამოიარა და მათ მიუახლოვდა თითქოს უბრალოდ გადაადგილდებოდა, მაგრამ მისი მზერა პირდაპირ ნინასკენ წავიდა. — ეი, გავიდეთ ? ნინამ გაიკვირვა — სად? — ჰაერზე — ახლა? ლუკამ წარბი ოდნავ შეკრა. — არა მაზეგ! ეს არ იყო კითხვა. ეს იყო იმ ტონალობაში ნათქვამი, რომელიც არჩევანს არ ტოვებდა, მაგრამ არც ბრძანებას ჰგავდა ხმამაღლა. ნინამ ანას შეხედა. ანა მხრები აიჩეჩა — „მე არაფერ შუაში ვარ“ გამომეტყველებით. გაჰყვა. დერეფანში რომ გავიდნენ, ხმაური ოდნავ შემცირდა. — რატომ წამომიყვანე? ლუკას ნაბიჯი არ შეუნელა. — იმიტომ რომ ზედმეტად ბევრს გაკვირდებიან! ნინა გაჩერდა ნახევარი წამით. — ეს ცუდია? ლუკამ გვერდულად გახედა. — შესაძლოა რამდენიმე წამი სიჩუმემ დაისადგურა — უბრალოდ არ მიყვარს, როცა არასწორ ხალხს ეჩვევი სწრაფად. ნინამ წარბი შეკრა. — „არასწორი ხალხი“? ლუკამ ოდნავ მხრები აიჩეჩა. — ყველას არ ვენდობი. — მე არ მითხოვია შენგან შეფასება, რამენაირად თავად გადავწვეტ ვის ვენდო! ლუკა გაჩერდა. მარტო ერთი წამით. მერე უფრო მშვიდად თქვა: — არ გაფასებ — უბრალოდ გიყურებ. ეს ფრაზა ისევ დარჩა ჰაერში. მაგრამ ახლა უკვე სხვანაირად ჟღერდა ნინამ იგრძნო, რომ რაღაც უცნაურ ზღვარზე გადადიოდნენ. — შენ ყოველთვის ასე აკეთებ? — ჰკითხა ბოლოს. — როგორ? — ხალხს ისე ათამაშებ როგორც გინდა ? ლუკამ ოდნავ გაიღიმა. — არა. — მაშინ რატომ მე? ლუკამ წამით შეხედა. მზერა არ იყო მძიმე — იმიტომ რომ შენ მაძლევ ამის საშუალებას! ნინამ დააპირა რაღაც ეთქვა , პირი ოდნავ გააღო — მოდი! შეაწყვეტინა ლუკამ— დავბრუნდეთ. ლუკა უბრალოდ წავიდა. ნინა ერთი წამით კიდევ დარჩა ადგილზე. თითქოს უნდოდა გაეგო — ეს საუბარი საერთოდ სად დასრულდა. ლუკა კედელს მიეყრდნო. არ ჩქარობდა. ნინა გვერდით გაჩერდა, ჯერ კიდევ ოდნავ დაძაბული. -რატომ გგონია, რომ ყოველთვის მართალი ხარ? — ჰკითხა ნინამ. ლუკამ მაშინვე შეხედა. ამჯერად არ იცინოდა. — არ მგონია. — უბრალოდ სწრაფად ვამჩნევ რაღაცეებს!. ნინა ოდნავ დაიძაბა. — მაგალითად? ლუკამ მზერა მის თვალებთან შეაჩერა — მაგალითად ის, რომ შენ დღეს ძალიან ბევრს ცდილობ არ გამოჩნდე, ისეთი როგორიც ადრე იყავი. ნინამ სუნთქვა ოდნავ შეიკავა. — და ადრე როგორ ვიყავი? ლუკამ პასუხი არ დააგვიანა. — ჩუმი — და უფრო უსაფრთხო. ეს სიტყვა უცნაურად მოხვდა ნინას ყურს „უსაფრთხო“. ნინა თითქოს არ ელოდა ამას. — და ახლა? — ჰკითხა ნელა. ლუკამ მხრები ოდნავ აიჩეჩა. — ახლა უფრო მეტად საშიში მოკლე სიჩუმე ჩამოწვა ჰაერი ოდნავ გაცივდა. ნინა უკვე აპირებდა რაღაცის თქმას, როცა კარის ხმა გაისმა უკან. ვიღაც გამოვიდა გარეთ სიცილით. — აი აქ ხართ! ანა. ხელში ჭიქა ეჭირა, სახე გაწითლებული სიცილისგან. — რას შვრებით აქ მარტო? ანა ნინასთან მივიდა და ხელი მკლავზე მოკიდა. — მოდი, შიგნით დავბრუნდეთ, რაღაც თამაში იწყება. ანამ ხელი ოდნავ მოუჭირა ნინას მკლავზე. — მოდი, არ გვაცდევინო ხალხი, მართლა იწყება თამაში. ნინამ თავი დაუქნია, მაგრამ ფეხები თითქოს არ ემორჩილებოდა მაშინვე. ლუკა უკვე კედელს მოშორდა. — რა თამაშია? — ჰკითხა მშვიდად. — „სიმართლე ან მოქმედება“, — ანამ მაშინვე უპასუხა. — კლასიკა. ლუკამ თვალები გადაატრიალა. - არ იცვლები რა სიმართლე და მოქმედება ? — შენც ისევ ისეთივე დამღლელი ხარ, — ანამ პასუხი დაუბრუნა! ოთახში წრე სწრაფად შეიკრა. სავარძლები, იატაკზე ჩამომჯდარი ხალხი, ჭიქები ხელში. ნინა ანას გვერდით დაჯდა. ლუკა კი, თითქოს შემთხვევით, პირდაპირ მის მოპირდაპირე მხარეს აღმოჩნდა. თითქოს ეს პოზიცია არ აურჩევია. მაგრამ არც შეცვლიდა. ბოთლი შუაში დაატრიალეს. სიცილი, ხმაური, შეძახილები. პირველი „სიმართლე“ — ვიღაცის წვრილმანი საიდუმლო. მეორე — „მოქმედება“ და სასაცილო დავალება. ატმოსფერო ნელ-ნელა იხსნებოდა. და მერე ბოთლი გაჩერდა. ნინაზე. მცირე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. — სიმართლე თუ მოქმედება? — ჰკითხა ანამ ღიმილით. ნინამ ჩაისუნთქა. — სიმართლე. ვიღაცამ მაშინვე ჩაიცინა. — ოოო, კარგი არჩევანია. ლუკა ოდნავ წინ გადაიხარა. არ ჩარეულა. უბრალოდ უყურებდა. — კარგი, — ანამ თქვა. — კითხვა მარტივია. პაუზა. — შენი პირველი კოცნა ვისთან იყო? ნინას სუნთქვა ოდნავ შეეკრა. ოთახი თითქოს წამით ზედმეტად ხმამაღალი გახდა და მერე ისევ უცებ ჩაწყნარდა. ყველას თვალები მასზე იყო. — ბავშვობაში… — დაიწყო ნელა. თვალები წამით სადღაც გვერდით გაექცა. — თორმეტი წლის ვიყავი. ეს იყო ყველაფერი. არც სახელი. არც მეტი დეტალი. უბრალოდ დრო. ოთახში რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოწვა, მერე ვიღაცამ სიცილით გაატარა დაძაბულობა. — ოჰო, ანუ ოფიციალურად ბავშვობა ითვლება! — თქვა ერთ-ერთმა. სიცილი გაიშალა. თამაში გაგრძელდა. მაგრამ ნინამ იგრძნო, რომ ლუკა არ იცინოდა. თავი ოდნავ უკან ჰქონდა გადაწეული, სკამზე, და ნელა ატრიალებდა ჭიქას ხელში. თვალები მისკენ ჰქონდა. არა გამომწვევად. უფრო ჩუმად. როგორც ადამიანს, რომელიც პასუხს კი არ უსმენს — არამედ ამოწმებს. — თორმეტი, — გაიმეორა ლუკამ ძალიან დაბალი ხმით, თითქოს საკუთარ თავს ეუბნებოდა. —ზუსტად მახსოვს. ეს „მახსოვს“ ჰაერში ზედმეტად დიდხანს დარჩა. ნინას რაღაც უცნაურად დაეჭიმა შიგნით — არა სირცხვილი, არამედ შეგრძნება, რომ ლუკა ამ ამბავს არ უყურებდა ისე, როგორც დანარჩენები. ანა სწრაფად გადაერთო თამაშზე. — კარგი, შემდეგი! ბოთლი დატრიალდა ისევ. ხმაური დაბრუნდა. მაგრამ ნინასთვის თამაში აღარ გრძელდებოდა იმავე სივრცეში. ლუკამ ჭიქა დადგა მაგიდაზე. და ბოლოს, ძალიან მშვიდად, თითქოს არაფერს ამბობს ზედმეტს: — კარგი მეხსიერება მაქვს, — ჩაილაპარაკა. ნინამ თვალები ოდნავ გადაატრიალა, მაგრამ აღარ უპასუხა. უბრალოდ ჩაება თამაშში სხეულით. გონება კი ჯერ კიდევ იმ „თორმეტში“ იყო გაჭედილი. ბოთლი ისევ დატრიალდა. ხმაური დაბრუნდა, სიცილი, ვიღაცის შეძახილები. ნინა თითქოს ისევ თამაშში იყო, მაგრამ სინამდვილეში აღარ უსმენდა. თვალები შემთხვევით მაინც ლუკას უბრუნდებოდა. ბოთლი გაჩერდა. ლუკაზე. ვიღაცამ მაშინვე დაიყვირა: — ოჰოო! სიცილი გაიშალა. ლუკამ წარბი ოდნავ ასწია, თითქოს არც კი უკვირდა. — სიმართლე თუ მოქმედება? — ჰკითხა ანამ. — მოქმედება, — მშვიდად თქვა. ეს ტონი იყო ზუსტად ისეთი, თითქოს უკვე იცოდა, რომ უარესი იქნებოდა თუ სიმართლეს აირჩევდა. ანა წამით დაფიქრდა. მერე გაიღიმა. — კარგი. — უნდა აირჩიო ერთი ადამიანი ოთახიდან… და 10 წამი უნდა ჩახუტო ისე, რომ არ გათავისუფლდე. ოთახში მაშინვე სიცილი ატყდა. ვიღაცამ ლუკას მხარზე ხელი დაკრა. — რთული არ იქნება შენთვის! ლუკამ ოდნავ ჩაიცინა. — პრობლემა არაა. და მაშინ, ერთ წამში, მისმა მზერამ ოთახი გადაჭრა. ნელა. ზუსტად. და გაჩერდა. ნინაზე. სიცილი თითქოს ოდნავ ჩაცხრა. ნინა ჯერ ვერ მიხვდა. მერე კი იგრძნო. ლუკა წამოდგა. ისე მშვიდად, თითქოს ეს უკვე გადაწყვეტილი იყო. არც ჩქარობდა. არც თამაშობდა ზედმეტად. უბრალოდ მიდიოდა. ნინამ ინსტინქტურად ოდნავ უკან გადაიწია. — ლუკა… — თქვა ვიღაცამ უკნიდან სიცილით, ლუკამ არც შეხედა. ის პირდაპირ ნინასთან გაჩერდა. ახლოს. ძალიან ახლოს — არ ინერვიულო, — თქვა დაბალი ხმით. ირონიით, მაგრამ მშვიდად. — 10 წამია მხოლოდ. ნინამ სუნთქვა შეიკავა. — რატომ მე? — ჩუმად ჰკითხა. — რადგან ყველაზე მშვიდად შენ რეაგირებ. ეს იყო პასუხი. ან საბაბი. და შემდეგ უბრალოდ წინ გადმოიხარა. ნელა. არ ჩქარობდა. მისი ხელები ჯერ არ შეხებია. მაგრამ მანძილი უკვე გაქრა. ნინამ ინსტინქტურად ოდნავ დაძაბა მხრები. და სწორედ მაშინ, ლუკამ ხელი მის ზურგზე მოათავსა. მყარად არა. უბრალოდ საკმარისად, რომ გაქცევის შანსი აღარ ყოფილიყო. ჩახუტება არ იყო რომანტიკული. უფრო კონტროლირებული იყო. ზუსტად ისეთი, როგორიც ლუკას სტილში ჯდებოდა — მშვიდი, დარწმუნებული, ოდნავ დამცინავი კიდეც. ნინა გაშეშდა წამით. ლუკას სუნთქვა ძალიან ახლოს იყო. და ეს ათი წამი უცებ ბევრად უფრო გრძელი გახდა. — ერთი… ორი… — ვიღაცამ დაიწყო დათვლა სიცილით. ნინა ვერ ითვლიდა. მხოლოდ იმას გრძნობდა, რომ ლუკა საერთოდ არ ჩქარობდა გათავისუფლებას. თითქოს დრო მისთვის სხვანაირად მიდიოდა. — რვა… ცხრა… და ბოლოს, ლუკამ ოდნავ უკან დაიხია. ზუსტად ბოლო წამზე. არ აჩქარებულა. არც ზედმეტი დრამა. უბრალოდ გაუშვა. მაგრამ სანამ ბოლომდე მოშორდებოდა, ძალიან დაბალი ხმით, მხოლოდ ნინამ რომ გაიგო უთხრა — ხედავ? არც ისე რთული იყო. და ისევ იმ ირონიით, მშვიდად დაბრუნდა თავის ადგილზე. თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ ნინასთვის უკვე ყველაფერი მომხდარი იყო! ნინა ისევ იდგა ერთ ადგილას. თითქოს სხეული დაბრუნდა თამაშში, მაგრამ გონება ჯერ კიდევ იმ რამდენიმე წამში იყო გაჭედილი. ლუკა უკვე უკან იჯდა, ჩვეულებრივად, თითქოს არაფერი მომხდარა. ვიღაცები ისევ იცინოდნენ. თამაში გრძელდებოდა. და სწორედ ამ დროს, ოთახის კიდეში მოძრაობა გაჩნდა. ელენე. შემოვიდა მშვიდად, არაჩქარებით, ხელში ტელეფონი ეჭირა და ერთი წამით შეჩერდა, სანამ სივრცეს შეათვალიერებდა. მზერა სწრაფად გადაატარა ოთახს. მერე გაჩერდა. ლუკაზე. და მის გვერდით — ნინაზე. არაფერი შეცვლილა მის სახეზე მაგრამ იმ წამში თითქოს ყველაფერი ცოტა უფრო ნათელი გახდა ელენე ნელა მოვიდა. არ ჩქარობდა. ისე, როგორც ადამიანი, რომელიც უკვე ხედავს სცენას და უბრალოდ მის ბოლო კადრს უახლოვდება. — აქ ხარ, — თქვა მშვიდად და ლუკას მხარზე ოდნავ შეეხო. ლუკამ თავი ასწია. — ჰო. — დავკარგე შენს გვერდით ადგილი? მის ტონში ირონია იყო, მაგრამ რბილი. ლუკამ ოდნავ გაიღიმა. — არავის დაუკარგავს არაფერი. ელენემ მაშინვე შენიშნა ნინა. და წამით მზერა იქ გაჩერდა. დიდხანს არა. მაგრამ საკმარისად. — გამარჯობა, — თქვა ნინასთვის მშვიდად. — გამარჯობა, — უპასუხა ნინამ. მის ხმაში ჯერ კიდევ იყო ის დაძაბულობა, რომელიც ლუკას ჩახუტებამ დატოვა. ელენემ ოდნავ თავი დახარა. — თამაშში გაერთეთ? ეს კითხვა თითქოს უბრალო იყო. მაგრამ სინამდვილეში ძალიან დაკვირვებული ლუკამ ფეხი გადააჯვარედინა. — ჩვეულებრივი სისულელე იყო. — შენ მონაწილეობდი „სისულელეში“? — ელენემ წარბი ოდნავ ასწია. ლუკამ ჩაიცინა. — იძულებით. ელენემ ეჭვიანი თვალით შეხედა. — იძულებით, ჰო… მისი მზერა ისევ ნინაზე გადავიდა წამით. მერე ისევ ლუკაზე. და ამ პატარა დუმილში იყო ყველაფერი. არა სიტყვებით. ნინამ იგრძნო, რომ ოთახი ისევ შეიცვალა. ელენემ აღარ გაამწვავა უბრალოდ ლუკას მიუახლოვდა. — მოდი, გარეთ გავიდეთ ცოტა ხნით. ლუკამ თავი დაუქნია. და სანამ ადგებოდა, ერთი წამით ისევ შეხედა ნინას. მოკლედ. არამკვეთრად. მაგრამ საკმარისად, რომ ნინას დაეჭიმა შიგნით რაღაც და წავიდა ელენესთან ერთად! ნინა ფანჯარასთან იდგა და ტელეფონს უყურებდა ისე, თითქოს მართლა რაღაც მნიშვნელოვანს კითხულობდა. სინამდვილეში უბრალოდ დრო გაჰყავდა. ლუკა და ელენე რამდენიმე მეტრში იდგნენ. ელენე რაღაცას უყვებოდა სიცილით, ლუკა კი ნახევრად უსმენდა — ერთი ხელი ჯიბეში ჰქონდა, მეორე კი პერიოდულად მის წელზე გადაჰქონდა ისე ბუნებრივად, თითქოს საერთოდ ვერ ამჩნევდა ამას. ნინამ მზერა სწრაფად აარიდა. — სახლში როგორ მიდიხარ? — სალომე მიუახლოვდა. — ალბათ ტაქსით. — ამ დროს? — რა პრობლემაა? სალომემ მხრები აიჩეჩა. — პრობლემა არაა… თუ ლუკა არ გაიგებს. ნინას უნებლიედ ჩაეცინა. — თქვენ რატომ გგონიათ, რომ ყველაფერს აკონტროლებს? — იმიტომ რომ აკონტროლებს, — უპასუხა სალომემ დაუფიქრებლად. ზუსტად იმ დროს ლუკამ მათკენ გამოიხედა. თითქოს რაღაც იგრძნო. მზერა ჯერ სალომეზე გაჩერდა, მერე — ნინაზე. და რამდენიმე წამში უკვე მათთან იყო. — რა ხდება? — არაფერი, — სწრაფად თქვა სალომემ და თითქმის მაშინვე გაშორდა სიტუაციას. — მე საერთოდ არ ვარ აქ. ლუკამ წარბი ოდნავ შეკრა. — საეჭვოდ ჟღერს. ნინამ თვალები გადაატრიალა. — უბრალოდ ვამბობდი, რომ ტაქსით წავალ. ლუკას სახე მაშინვე ოდნავ შეეცვალა. ძალიან მცირედით. მაგრამ საკმარისად. — არა. ერთი სიტყვა. მშვიდი. დაბალი. და მაინც ისეთი, რომელსაც ავტომატურად პასუხობ. ნინამ წარბი შეკრა. — „არა“ რას ნიშნავს? — იმას, რომ მე წაგიყვან. — არ არის საჭირო. — არის. — ლუკა— — ნინა. მისი ხმაც ოდნავ დაბალი გახდა. უფრო ის ტონი იყო, როცა უკვე მოთმინებას აკონტროლებდა. — ელენეც სახლში მისაყვანია, — დაამატა ნინამ, თითქოს ეს რაღაცას ცვლიდა. — და? — ლუკამ მშვიდად შეხედა. — მანქანაში ოთხი ადგილი მაქვს. ნინამ ამოიოხრა. — შენთან კამათი შეუძლებელია. — ვიცი. ზუსტად ამ დროს ელენე მიუახლოვდა. — რაზე ჩხუბობთ? — არ ვჩხუბობთ, — უპასუხა ლუკამ დაუფიქრებლად. ნინამ მაშინვე გახედა. — ვჩხუბობთ. ელენეს გაეცინა. — ესე იგი ყველაფერი ნორმალურადაა. ლუკამ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. — წავედით? ელენე მშვიდად დადგა მის გვერდით. ისე ახლოს, თითქოს ეს ავტომატური იყო უკვე. ნინა რამდენიმე წამი უყურებდა ამ სიმარტივეს. რამდენად ბუნებრივად არსებობდნენ ერთად. რამდენად შეჩვეული იყო ლუკა მის შეხებას. და უცებ ძალიან აღარ უნდოდა იმ მანქანაში ჩაჯდომა. ქვემოთ რომ ჩავიდნენ, ღამე უკვე გრილი გახდა. ქუჩა თითქმის ცარიელი იყო. ლუკამ მანქანა გააღო. ელენე წინ დაჯდა. რა თქმა უნდა. ნინას საკუთარ თავზე გაეცინა კიდეც, საერთოდ რატომ ელოდა სხვანაირს. თვითონ უკანა სავარძელზე მოთავსდა. მანქანა დაიძრა. რამდენიმე წამი მხოლოდ მუსიკა ისმოდა დაბალ ხმაზე. ელენე რაღაცას უყვებოდა ლუკას უნივერსიტეტიდან, ლუკა ხანდახან პასუხობდა, ხანდახან უბრალოდ იღიმოდა. და ნინა უკნიდან უყურებდა მათ პროფილებს ქუჩის განათებებში. როგორ ეხებოდა ელენე საუბრისას ხელს. როგორ უსმენდა ლუკა ნახევრად ყურადღებით, მაგრამ მაინც ამჩნევდა ყველაფერს. მერე ერთ მომენტში, შუქნიშანზე გაჩერებულმა, ლუკამ სარკეში გამოიხედა. პირდაპირ ნინასკენ. — ჩუმად ხარ. ნინას მზერა ფანჯრიდან არ მოუშორებია. — დავიღალე. რამდენიმე წამი სიჩუმე იყო. ლუკა ისევ უყურებდა სარკიდან. თითქოს ხვდებოდა, რომ ეს ბოლომდე სიმართლე არ იყო. მაგრამ ამჯერად აღარ დაუძალებია. მანქანა მშვიდად მიდიოდა ღამის ქუჩებში. თბილისი ამ დროს სხვანაირი იყო — უფრო ჩუმი, განათებებით დანაწევრებული, ნახევრად ცარიელი გზებით და ღია ფანჯრებიდან გამოტანილი მუსიკის შორეული ხმებით. ნინა თავს ფანჯარას აყრდნობდა. ცდილობდა გარეთ გაეხედა და არა წინ. არა იმ ორ ადამიანზე, რომლებიც მანქანის წინა სავარძლებზე ისხდნენ ისე ბუნებრივად, თითქოს მთელი სამყარო უკვე შეთანხმებული იყო მათზე. ელენე რაღაცას უყვებოდა. ხელით ლაპარაკობდა, ხანდახან იცინოდა კიდეც. ლუკა ერთ ხელს საჭეზე აყოლებდა, მეორეთი კი პერიოდულად მის თითებს ეხებოდა — დაუფიქრებლად, ჩვევით. ეს შეხებები ძალიან პატარა იყო. მაგრამ სწორედ ამიტომ ჩანდა რეალური. — ხვალ ადრე გაქვს ლექცია? — ჰკითხა ელენემ. — რვაზე, — უპასუხა ლუკამ. — და მაინც აქამდე დარჩი. — შენც აქ იყავი. ელენემ ოდნავ გაიღიმა. — ეგ არგუმენტია? ლუკამ მხრები აიჩეჩა. — ჩემთვის საკმარისია. ნინამ თვალები დახუჭა წამით. საკუთარ თავზე ბრაზდებოდა, საერთოდ რატომ უსმენდა. რამდენიმე წუთში მანქანა გაჩერდა. ელენეს სახლი. ლუკამ ძრავი არ გამორთო. ელენე მისკენ შებრუნდა. — ხვალ გნახავ? — ალბათ. ელენემ მაშინვე წარბი ასწია. — ისევ ეს პასუხი? ლუკას ჩაეცინა. — მუშაობს მაინც. ელენე რამდენიმე წამი უყურებდა. მერე წინ გადაიხარა და ტუჩებთან ძალიან მოკლე კოცნა დაუტოვა. ისეთი ბუნებრივი, მშვიდი კოცნა იყო, აშკარად რომ ამბობდა — ეს მათთვის ჩვეულებრივი რამ იყო. ნინამ მზერა ფანჯარას მიაშტერა. ქუჩის განათებები უცებ ზედმეტად საინტერესო გახდა. — არ გაქრე ხვალ, — უთხრა ელენემ ჩუმად. — ვეცდები. — არა, შენ არ „ცდილობ“. ან აკეთებ, ან არა. ლუკამ ოდნავ ჩაიღიმა. — აი ამიტომ მიყვარხარ. ეს ძალიან ჩვეულებრივად თქვა. ისე, თითქოს საერთოდ არ დაფიქრებულა. ნინას თითები მაშინვე დაეჭიმა. ელენეს ღიმილი შეეცვალა. უფრო რბილი გახდა. — კარგი ღამე, — ჩაილაპარაკა. — შენც. კარი დაიხურა. რამდენიმე წამი მანქანაში სრული სიჩუმე იყო. მხოლოდ ძრავის ხმა. და პირველად მთელი საღამოს განმავლობაში, ლუკა და ნინა მარტო დარჩნენ. ლუკამ ნელა ამოისუნთქა და მანქანა დაძრა. არც მუსიკა ჩაურთავს. არც ლაპარაკი დაუწყია. თითქოს ორივე რაღაცას ელოდა. — შეგიძლია აქ გამიჩერო, — თქვა უცებ ნინამ. ლუკამ მაშინვე გახედა სარკიდან. — რას ნიშნავს „აქ“? — აქვე გადავალ. — სახლამდე ათი წუთია. — ვიცი. ლუკას ყბა ოდნავ დაეჭიმა. — ნინა. — რა? — ღამის პირველ საათზე შუა ქუჩაში არ დაგტოვებ. — არ და ვიკარგები. — ეგ არგუმენტი უკვე გამოიყენე დღეს. ნინამ ამოიოხრა და ფანჯრისკენ გაიხედა. — უბრალოდ აღარ მინდა მანქანაში ჯდომა. ეს ზედმეტად გულწრფელი გამოვიდა. ორივემ მაშინვე იგრძნო. ლუკა რამდენიმე წამი ჩუმად იყო. მერე დაბალი ხმით ჰკითხა: — ჩემ გამო? ნინამ პასუხი არ გასცა. და სიჩუმე უკვე პასუხს ჰგავდა. შუქნიშანზე გაჩერდნენ. ლუკამ ამჯერად პირდაპირ შეტრიალდა მისკენ ნახევრად. მის სახეზე აღარ იყო ირონია. არც ხუმრობა. უბრალოდ აკვირდებოდა. — მთელი საღამოა უცნაურად იქცევი. — შენც. — მე ყოველთვის ასეთი ვარ. — ზუსტად ეგ არის პრობლემა. ლუკამ წარბი ოდნავ შეკრა. — ანუ? ნინამ პირველად შეხედა პირდაპირ. — შენ საერთოდ ვერ ხვდები, როგორ მოქმედებ ადამიანებზე. ეს სიტყვები ჰაერში დარჩა. მძიმედ. ლუკა რამდენიმე წამი არაფერს ამბობდა. მერე ძალიან მშვიდად ჩაილაპარაკა: — და შენ გგონია, რომ შენზეც ვერ ვხვდები? ნინამ მაშინვე აარიდა მზერა. თითქოს ეს კითხვა ზედმეტად ახლოს მოხვდა. მანქანა ისევ დაიძრა. გარეთ შუქები სწრაფად იცვლებოდა, მაგრამ მანქანაში ჰაერი უცნაურად გაჩერდა. — არ ვიცი რას გულისხმობ, — თქვა ბოლოს ნინამ მშვიდად. ლუკას ჩაეცინა. ძალიან ოდნავ. — კარგი ტყუილია. — შენ რატომ გგონია, რომ ყველა შენს გარშემო ტრიალებს? — არ მგონია. პაუზა. — უბრალოდ შენ ზედმეტად ცუდად მალავ რაღაცეებს. ნინამ უნებლიედ გაიცინა. უფრო ნერვიულობისგან. — წარმოუდგენლად აუტანელი ხარ. — ეგ უკვე მითხარი. რამდენიმე წამი ისევ ჩუმად იყვნენ. მერე ლუკამ უცებ ჰკითხა: — ელენე არ მოგეწონა? ნინა დაიბნა. კითხვა იმდენად პირდაპირი იყო, რომ პასუხი ვერ მოასწრო. — რა? — მთელი საღამო ისე უყურებდი, თითქოს ან გინდოდა გაგექრო, ან დაგეკითხა ნინამ წარბები შეკრა. — უბრალოდ გაკვირდებოდით. — „გაკვირდებოდით“? ლუკამ სიტყვა ირონიულად გაიმეორა. — რა აკადემიურად ჟღერს. ნინამ ფანჯრისკენ გაიხედა. — კარგი წყვილი ხართ. ეს მშვიდად თქვა. ზედმეტად მშვიდად. ლუკა რამდენიმე წამი ჩუმად დარჩა. მერე თავი ოდნავ დახარა. — ვართ. ეს სიტყვა მარტივად თქვა. ეჭვის გარეშე. და რატომღაც სწორედ ეს იყო ყველაზე უსიამოვნო. ნინამ იგრძნო, როგორ დაეჭიმა ყელი. საკუთარ თავზე გაბრაზდა ამის გამო. — მაშინ პრობლემა რა არის? — ჰკითხა ლუკამ მოულოდნელად. ნინა სწრაფად შეტრიალდა. — რა პრობლემა? — არ ვიცი, შენ მითხარი. მის ხმაში ისევ ის სიმშვიდე იყო, რომელიც ნინას ყველაზე მეტად უშლიდა ნერვებს. თითქოს არასდროს კარგავდა კონტროლს. — ყველაფერი შენს გარშემო რატომ უნდა ტრიალებდეს? — თქვა ბოლოს ნინამ ჩუმად. — იქნებ საერთოდ არაფერ შუაში ხარ. ლუკამ ჩაიცინა. მაგრამ ამჯერად სიცილი მოკლე იყო. — კარგი — მაშინ რატომ გეწყინა, როცა ვუთხარი რომ მიყვარს? ნინა გაშეშდა. მანქანაში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მძიმე. ლუკა წინ იყურებოდა. თითქოს უბრალოდ ჩვეულებრივი კითხვა დასვა. მაგრამ მისი თითები საჭეზე ნელა აკაკუნებდა — ერთადერთი ნიშანი იმისა, რომ თვითონაც ელოდა პასუხს. ნინამ ტუჩები ოდნავ დააჭირა ერთმანეთს. — არ მწყენია. — ჰო? — უბრალოდ… სიტყვა გაუწყდა. იმიტომ რომ თვითონაც არ იცოდა ბოლომდე. რა იყო ეს. ეჭვიანობა? წყენა? დაგვიანებული გრძნობა? თუ უბრალოდ იმის გააზრება, რომ ლუკას ცხოვრებაში უკვე არსებობდა ვიღაც, ვინც მის ადგილს საერთოდ არ ტოვებდა. ლუკამ ამჯერად აღარ გააწყვეტინა. უბრალოდ ელოდა. ნინამ თვალები დახუჭა წამით. — უბრალოდ უცნაური იყო შენი ნახვა ასეთად. — როგორ? ნინამ ჩუმად ჩაიცინა. — ადამიანურად. ლუკამ პირველად მართლა გაიცინა საღამოს განმავლობაში. — რა ცუდი წარმოდგენა გქონია ჩემზე. მანქანა ნელა გაჩერდა ნინას სახლთან. მაგრამ არცერთი არ ჩქარობდა მოძრაობას ლუკამ ძრავი გამორთო. სიჩუმეში მხოლოდ გარედან ისმოდა შორეული ძაღლის ყეფა და ვიღაცის ტელევიზორის ხმა ღია ფანჯრიდან. — ნინა. — ჰო? ლუკამ რამდენიმე წამი უყურა. იმაზე დიდხანს, ვიდრე მეგობრები უყურებენ ერთმანეთს. — მე მართლა მიყვარს ელენე. ეს სიტყვები მშვიდი იყო. გულწრფელი. და სწორედ ამიტომ მოხვდა ყველაზე მძიმედ. ნინამ კარი ნელა დახურა. მანქანის ხმა კიდევ რამდენიმე წამი ისმოდა გარეთ. მერე — სიჩუმე სახლში შუქები თითქმის ყველგან ჩამქრალი იყო. მხოლოდ სამზარეულოდან გამოდიოდა თბილი, მოყვითალო განათება. — მოხვედი? — დედამისის ჩუმი ხმა გაისმა. — ჰო. — როგორ ჩაიარა? ნინამ ჩანთა სკამზე დადო. — ნორმალურად. დედამ რამდენიმე წამი უყურა. ისეთი მზერით, თითქოს ზუსტად იცოდა, „ნორმალურად“ საერთოდ არაფერს ნიშნავდა. — ლუკამ მოგიყვანა? ნინამ წყლის ჭიქა აიღო. — ჰო. — და? ნინა მაშინვე გაჩერდა. — „და“ რას ნიშნავს? დედას ჩაეღიმა. — არაფერს. უბრალოდ გკითხე ნინამ თვალები გადაატრიალა. — თქვენ მართლა უნდა შეწყვიტოთ ეს უცნაური გეგმები. — რა გეგმები? — შენი და ლუკას დედის. დედამ უკვე ხმამაღლა გაიცინა. — ღმერთო, ისევ ვცდილობთ ვითომ ვერ ხვდებით. ნინამ ღრმად ამოისუნთქა. — კარგი ღამე. — ნინა. გოგონა ნახევრად შებრუნდა. — ჰო? დედამ ცოტა ხანს უყურა. — ფრთხილად იყავი. ეს სიტყვები უცნაურად დარჩა ჰაერში. ნინას აღარ უკითხავს — რასთან ფრთხილად. იმიტომ რომ პასუხი თვითონაც იცოდა. ოთახში შესვლისთანავე ფეხსაცმელი მოიშორა და საწოლზე ჩამოჯდა. სრული სიჩუმე იყო. მაგრამ მის თავში ყველაფერი ისევ მოძრაობდა. ლუკას ხმა. ელენესთან მისი სიცილი. ის ჩახუტება. და ბოლოს— „მე მართლა მიყვარს ელენე.“ ნინამ თვალები დახუჭა. ეს უნდა ამშვიდებდეს. სინამდვილეში კი რატომღაც პირიქით მოქმედებდა. ტელეფონი განათდა. ლუკა. ნინას გული ინსტინქტურად შეეკუმშა. რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა შეტყობინებას, სანამ გახსნიდა. „ახვედი?" ნინამ უნებლიედ გაიცინა. რა თქმა უნდა მაინც წერდა. „ჰო.“ რამდენიმე წამში პასუხიც მოვიდა. „კარგი.“ მხოლოდ ეს. ნინამ ეკრანს დახედა. უცნაური ბიჭი იყო. ზოგჯერ ზედმეტად ახლოს მოდიოდა. მერე კი ერთ წინადადებაში ისევ ზღვარს ავლებდა. ტელეფონი ისევ განათდა. „და კიდე ერთი რაღაც.“ ნინამ ტუჩი ოდნავ მოიკვნიტა. „რა?“ პასუხი ამჯერად ცოტა გვიან მოვიდა. თითქოს ლუკა ფიქრობდა, საერთოდ უნდა დაეწერა თუ არა. „ასე აღარ შემომხედო ხოლმე.“ ნინა გაიყინა. გული უცებ ძლიერად აუჩქარდა. თითები ეკრანზე გაუშეშდა ... დილა ზედმეტად ადრე დაიწყო. ნინას თითქმის არ უძინია. რამდენჯერმე გაეღვიძა ღამით, ყოველ ჯერზე ტელეფონს უყურებდა, თითქოს ლუკასგან კიდევ რამეს ელოდა. მაგრამ აღარ მოუწერია. და რატომღაც ეს უფრო აღიზიანებდა. უნივერსიტეტში მისვლისას ქალაქი ჯერ კიდევ ნახევრად გამოღვიძებული ჩანდა. კაფეებიდან ყავის სუნი გამოდიოდა, ეზოებში სტუდენტები ჯგუფებად იდგნენ, ვიღაცები ბოლო წუთებში იმეორებდნენ რაღაცებს. ნინას ყურსასმენები ეკეთა, თუმცა მუსიკას არ უსმენდა. უბრალოდ არ უნდოდა ვინმესთან ლაპარაკი. — ეი! სალომეს ხმა მოესმა უკნიდან. ყურსასმენები მოიხსნა. — დილამშვიდობის. — ისეთი სახით რატომ დადიხარ, თითქოს ვიღაც მოკალი? ნინას ჩაეცინა. — ჯერ არავინ. — კარგი, ეს უკვე პროგრესია. ერთად შევიდნენ შენობაში. სალომე ჩვეულებრივად ლაპარაკობდა ყველაფერზე ერთდროულად — ლექტორზე, წვეულებაზე, ვიღაც ბიჭზე, რომელმაც მთვრალმა აუზში გადახტომა გადაწყვიტა. ნინა ნახევრად უსმენდა. მერე სალომე უცებ გაჩერდა. — ოჰ. ნინამ ინსტინქტურად ასწია თავი. ლუკა. დერეფნის ბოლოს იდგა ორ ბიჭთან ერთად. შავი ჰუდი ეცვა, ყავა ეჭირა ხელში და რაღაცაზე მშვიდად ლაპარაკობდა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს წინა ღამით საერთოდ არაფერი მომხდარა. თითქოს იგრძნო. თავი ასწია. და პირდაპირ ნინასკენ გამოიხედა. მზერა მხოლოდ რამდენიმე წამი გაგრძელდა. მაგრამ საკმარისი იყო, რომ ნინას ისევ დაეძაბა მხრები. ლუკამ ბიჭებს რაღაც უთხრა და მათ მოშორდა — დილამშვიდობის, — თქვა მშვიდად. — დილამშვიდობის, — უპასუხა სალომემ უცნაური ღიმილით, რომელიც აშკარად ამბობდა „რაღაც ვიცი“. ნინა ჩუმად იდგა ლუკამ ჯერ სალომეს შეხედა. — შეგიძლია ორი წუთით მოიტაცო შენი თავი? სალომემ მაშინვე გაიცინა. — უი, რა კულტურული ხარ! — იშვიათი მოვლენაა. დააფასე. სალომემ ნინას შეხედა. მერე ლუკას და წავიდა რამდენიმე წამი უხერხული სიჩუმე იყო. ლუკამ ყავა მოსვა. — არ გძინებია. ეს კითხვა არ ყოფილა. ნინამ თვალები ოდნავ მოჭუტა. — შენ რა, გამომძიებელი ხარ? — არა. უბრალოდ თვალები მაქვს. ნინას უნებლიედ გაახსენდა ბავშვობა. ზუსტად იმავე ტონით ეუბნებოდა ამას თორმეტი წლის ასაკშიც. — შენც დაღლილი ჩანხარ — თქვა ნინამ. პატარა სიჩუმე ჩამოვარდა. ხალხი გვერდით უვლიდა, ვიღაცები ესალმებოდნენ ლუკას, მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევდა. მთლიანად აქ იყო. ნინასთან. — გუშინდელზე მიბრაზდები? — ჰკითხა უცებ. ნინა დაიბნა. — კონკრეტულად რომელ ნაწილზე? ლუკას ოდნავ ჩაეცინა. — კარგი კითხვაა. ნინამ მზერა აარიდა. — არ ვარ გაბრაზებული. — ჰო? — უბრალოდ… არ მომწონს, როცა მგონია, რომ წინასწარ იცი რას ვიფიქრებ. ლუკა რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა. მერე ძალიან მშვიდად თქვა: — იმიტომ რომ ხშირად ვიცი რას ფიქრობ ნინას ისევ დაეჭიმა რაღაც შიგნით. ეს თავდაჯერებულობა უკვე ნერვებს უშლიდა. და ამავე დროს… საშინლად მოქმედებდა მასზე. — ეგ შენი ყველაზე გამაღიზიანებელი თვისებაა, — თქვა ნინამ ჩუმად. ლუკამ ყავის ჭიქა ოდნავ ასწია. — მხოლოდ ერთი? — დღეს მხოლოდ ერთს გამოვყოფ. — პროგრესია ნინას უნებლიედ გაეღიმა. და ზუსტად ეს იყო პრობლემა. ლუკასთან გაბრაზებაც კი რთული იყო, რადგან ყოველთვის ახერხებდა დაძაბულობის გაფანტვას — ერთი ფრაზით, ნახევარი ღიმილით, იმ წყნარი ირონიით, რომელიც თითქოს მუდმივად მის გარშემო ტრიალებდა. — დღეს რამდენი ლექცია გაქვს? — ჰკითხა ლუკამ. — ოთხი. — სამძიმარს გიცხადებ. — შენ? — ორი. იმიტომ რომ ღმერთს ვუყვარვარ. ნინამ თვალები გადაატრიალა. — ან უბრალოდ მესამე კურსელი ხარ. — ეგ ნაკლებად ლამაზი ვერსიაა დერეფანში ვიღაცამ ლუკას დაუძახა. ორმა ბიჭმა ჩაიარა და მიესალმა. ლუკამ თავი დაუქნია, მაგრამ ყურადღება მაინც ნინაზე დარჩა. თითქოს ერთდროულად ორ სივრცეში არსებობდა. — კაფეტერიაში ჩავალ ლექციამდე, — თქვა ბოლოს ნინამ. — მეც. — არ დამიპატიჟებიხარ. — ძალიან ცუდი შენთვის ერთად ჩავიდნენ ქვემოთ. უნივერსიტეტის კაფეტერია თითქმის სავსე იყო — ყავის სუნი, სკამების ხმა, ერთმანეთში არეული საუბრები. ნინა სალაროსთან გაჩერდა. — კაპუჩინო. — და რამე საჭმელი თუ შეიძლება — დაამატა ლუკამ მის ნაცვლად. ნინამ მაშინვე გახედა. — მე თვითონ შემიძლია შეკვეთა. — ვიცი. — მაშინ რატომ ლაპარაკობ ჩემ მაგივრად? ლუკამ ჯიბიდან ბარათი ამოიღო. — იმიტომ რომ დილიდან არაფერი გიჭამია. ნინა გაჩერდა. — საიდან იცი? ლუკამ მშვიდად შეხედა. - როცა ნერვიულობ არაფერს ჭამ! ეს ზედმეტად პირადი იყო. ზედმეტად ზუსტი. ნინამ იგრძნო, როგორ დაეჭიმა მხრები. — შენ მართლა საშიში ხარ ხანდახან. ლუკას ჩაეცინა. სალაროსთან მდგომ გოგოს აშკარად უჭირდა ღიმილის დამალვა. ლუკამ შეკვეთა აიღო და მაგიდისკენ წავიდა ფანჯარასთან დასხდნენ. რამდენიმე წამი ორივე ჩუმად იყო. — ელენე სად არის? — ჰკითხა უცებ ნინამ. კითხვა დაუფიქრებლად წამოსცდა. და მაშინვე ინანა. ლუკამ წარბი ოდნავ ასწია. — რატომ გაინტერესებს? — უბრალოდ ვიკითხე. — უბრალოდ? მის ხმაში ისევ ის ირონია დაბრუნდა. ნინამ ყავას დახედა. — გუშინ თქვი, რომ გიყვარს. ლუკას მზერა რამდენიმე წამით გაჩერდა მასზე. მერე თავი ოდნავ დახარა. — და? — და არაფერი. — ძალიან ჰგავს „და რაღაცას“... ნინამ ამოიოხრა. — ზოგჯერ მგონია სპეციალურად მთრგუნავ. — არა, — მშვიდად თქვა ლუკამ. — ეგ ბუნებრივად გამომდის. ნინას უნებლიედ გაეცინა. და სწორედ ამ მომენტში, ვიღაცის ხმა გაისმა გვერდიდან: — ვაუ. დილიდან ერთად ხართ უკვე? ორივემ ერთდროულად ასწია თავი. ელენე იდგა. თმა აწეული ჰქონდა, დიდი ჰუდი ეცვა და ხელში ყავა ეჭირა. მაგრამ ყველაზე საშიში მის სახეზე ის მშვიდი ღიმილი იყო, რომელიც ზუსტად ვერ იკითხებოდა. — როგორ ხარ? — ჰკითხა ელენემ ნინას. — კარგად. — გადარჩი ანას წვეულებას? ნინამ ოდნავ გაიღიმა. — ძლივს. — ეგ უკვე ტრადიციაა. ელენე საუბარში მარტივი იყო. მსუბუქი. მის გვერდით დაძაბულობა თითქოს ნაკლები უნდა ყოფილიყო. მაგრამ ნინას პირიქით ემართებოდა. რაც უფრო სასიამოვნო აღმოჩნდებოდა ელენე, მით უფრო რთული ხდებოდა ყველაფერი. — დღეს რას აკეთებ ლექციების მერე? — ჰკითხა ელენემ ლუკას. — სამსახურში ვარ საღამოს. — ისევ ღამე? — ჰო. ელენემ ტუჩი ოდნავ მოიკვნიტა. — საერთოდ აღარ ისვენებ. ლუკამ მხრები აიჩეჩა. — ფული მიყვარს. — მატყუარა ხარ. ლუკას ჩაეცინა. ელენემ ხელი მის მაჯაზე მსუბუქად ჩამოსდო. — ნორმალურად როდის უნდა დაიძინო? — როცა მოვკვდები ალბათ. — როგორი რომანტიკული ხარ. — ვცდილობ. ნინა ჩუმად უსმენდა. და პირველად მიხვდა რაღაცას: ლუკა ელენესთან სხვანაირად მშვიდი იყო. ნაკლებად დამცინავი. ნაკლებად თავდაცვითი. თითქოს მასთან მუდმივად ბრძოლა არ სჭირდებოდა. და ზუსტად ეს აღმოჩნდა ყველაზე რთული სანახავი. — სხვათა შორის, — თქვა უცებ ელენემ და ნინასკენ შებრუნდა, — ლუკა ბავშვობაში შენს გამო სულ ჩხუბობდა. ნინა გაშეშდა. ლუკამ მაშინვე ამოიოხრა. — ოჰ ღმერთო, დაიწყო. — მართლა! — ელენეს გაეცინა. — ერთხელ ვიღაც ბიჭს ცხვირიც გაუტეხა შენ გამო. — ელენე. — რა? საყვარელი ისტორიაა. ნინამ უნებლიედ შეხედა ლუკას. — მართლა? ლუკა უკვე აშკარად ნერვიულდებოდა. რაც მის შემთხვევაში მხოლოდ იმით ჩანდა, რომ ყბა ეჭიმებოდა. — ათი წლის ვიყავი. — და მაინც ძალიან აგრესიული, — დაამატა ელენემ სიცილით. ნინას პირველად მართლა გაეცინა იმ დილას. ლუკამ მაშინვე გახედა. და რამდენიმე წამით უბრალოდ უყურებდა. ელენემ ეს მზერა შენიშნა. ძალიან სწრაფად. თითქმის შეუმჩნევლად. მაგრამ შენიშნა. და პირველად მის ღიმილში რაღაც შეიცვალა. ძალიან მცირედით. თითქოს უცებ რაღაც დააკავშირა ერთმანეთთან. ელენემ ჭიქა ნელა დადო მაგიდაზე. მის სახეზე ისევ მშვიდი გამომეტყველება იყო, მაგრამ ახლა უფრო დაკვირვებული ჩანდა. — კარგი, მე ლექციაზე გავრბივარ, — თქვა ბოლოს. — თორემ ისევ დამაგვიანდება და მერე ამ კაცს მოუწევს ჩემი წუწუნის მოსმენა მთელი დღე. ლუკამ ცალი წარბი ასწია. — თითქოს პირველად იყოს. ელენე ოდნავ გადაიხარა მისკენ. — აბა შენ რა გინდა, იდეალური ვიყო? — შეუძლებელია. — და მაინც ჩემთან ხარ. — სამწუხაროდ. ელენეს გაეცინა. შემდეგ სრულიად ბუნებრივად მოკიდა ხელი ლუკას ყბაზე და ძალიან მოკლე კოცნა დაუტოვა ტუჩებთან ახლოს. სწრაფი. ჩვეული. ისეთი, როგორც ადამიანებს ჩვევიათ როცა ერთმანეთი ძალიან კარგად იციან. — საღამოს დაგირეკავ, — უთხრა ჩუმად. — თუ მეღვიძება. — იდიოტი ხარ. — ეგ უკვე ვიცით. ელენე წავიდა. ნინა კი ზედმეტად კარგად აცნობიერებდა, რომ ახლა ისევ მარტო დარჩნენ. რამდენიმე წამი არცერთს არაფერი უთქვამს. გარედან სტუდენტების ხმაური ისმოდა. ვიღაცამ ახლოს სკამი გაწია. ყავის აპარატი ჩაირთო. მაგრამ მათ შორის სიჩუმე მაინც ცალკე არსებობდა. — ნუ მიყურებ ეგრე, — თქვა ბოლოს ლუკამ. ნინა დაიბნა. — როგორ? — თითქოს დანაშაული ჩავიდინე. — არ გიყურებ. ლუკამ ჩაიცინა. — ცუდი მატყუარა ხარ. ნინამ ყავას დახედა. — ელენე კარგია. ეს სიტყვები უფრო თავისთვის თქვა, ვიდრე მისთვის. მაგრამ ლუკამ მაინც გაიგო. — ჰო, — უპასუხა მშვიდად. და ამ ერთ სიტყვაში ისეთი სიმარტივე იყო, ნინას უცნაურად მოუჭირა გულზე. თითქოს ლუკასთვის ყველაფერი უკვე დალაგებული იყო. ელენე — მისი რეალური ცხოვრება. ნინა კი… რას წარმოადგენდა საერთოდ? — რას ფიქრობ? — ჰკითხა უცებ ლუკამ. — არაფერს. — ისევ იტყუები. ნინამ ამოიოხრა. — შენ მართლა ვერ იტან სიჩუმეს? — პირიქით. უბრალოდ შენს სიჩუმეში ყოველთვის ზედმეტად ბევრი რამ ხდება! ნინამ პირველად პირდაპირ შეხედა. — და შენ რატომ გადარდებს? ლუკა რამდენიმე წამით გაჩუმდა. მერე მხრები ოდნავ აიჩეჩა. — არ ვიცი. ეს პირველად იყო, როცა პასუხი მართლა არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ყველაზე გულწრფელი. .... ნინა იმ საღამოს სახლში დაბრუნდა, მაგრამ მთელი დღე თავიდან ვერ მოიშორა. ელენეს ღიმილი. მისი ხელი ლუკას მაჯაზე. ის სწრაფი, ჩვეული კოცნა. და ყველაზე მეტად — ლუკას სახე იმ მომენტში. იმდენად ბუნებრივი იყო ყველაფერი მათ შორის, რომ ნინამ უცებ თავი ზედმეტად იგრძნო. თითქოს შემთხვევით შევიდა ოთახში, სადაც არ უნდა ყოფილიყო. საწოლზე იწვა, ტელეფონი ხელში ეჭირა და უკვე მეხუთედ კითხულობდა სალომეს შეტყობინებებს, საერთოდ რომ არ ესმოდა რას წერდა. ტვინი ისევ კაფეტერიაში ჰქონდა დარჩენილი. და პირველად, ალბათ ძალიან დიდი ხნის შემდეგ, საკუთარ თავს ერთი ძალიან ცუდი კითხვა დაუსვა: რატომ არ მოსწონს ის იდეა რომ ლუკა სხვასთანაა? გული უცნაურად შეეკუმშა. მაშინვე სცადა სხვა რამეზე ეფიქრა. მაგრამ მოგონებები ერთმანეთის მიყოლებით ამოტივტივდნენ. ლუკა თორმეტი წლის ასაკში, როცა ვიღაც ბიჭს მართლა ეჩხუბა მის გამო. ლუკა, რომელიც ყოველთვის ამჩნევდა, როცა ნინა ნერვიულობდა. ლუკა, რომელსაც ზეპირად ახსოვდა როგორ სვამდა ყავას. ლუკა, რომელიც ყველაზე ხმაურიან ოთახშიც კი მაინც მხოლოდ მას უყურებდა. ნინამ თვალები დახუჭა. და უცებ გააცნობიერა, რომ ეს ყველაფერი ახალი საერთოდ არ იყო. ეს გრძნობა ახალი არ იყო. უბრალოდ აქამდე სხვა სახელებს არქმევდა. მიჩვევა. ბავშვობა. ძველი მეგობრობა. კომფორტი. რამდენჯერ უთქვამს საკუთარი თავისთვის, რომ ლუკა უბრალოდ “მისი ადამიანია”? მაგრამ ადამიანები ასე არ რეაგირებენ “უბრალოდ მეგობარზე”. არ გტკივა იმის ყურება, როგორ ეხება სხვას. არ გახსოვს მისი ყოველი მზერა ზედმეტად კარგად. არ ელოდები ღამის ორ საათზე შეტყობინებას ისე, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი შეიცვლება. ნინა ნელა წამოჯდა საწოლზე. უცებ თითქოს ყველაფერი ზედმეტად ხმამაღალი გახდა საკუთარ თავში. — ოჰ ღმერთო… ჩუმად თქვა. და პირველად მართლა შეეშინდა ამ აზრის. იმიტომ რომ თუ ეს სიმართლე იყო… მაშინ ელენეც რეალური იყო. ყველაფერი რეალური იყო. და ყველაზე ცუდი ნაწილი? ლუკას ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა. ან… ჰქონდა? ნინას მაშინვე გაახსენდა მისი მზერა კაფეტერიაში. ის წამები, როცა უბრალოდ უყურებდა. ის უცნაური დაძაბულობა, რომელიც მხოლოდ მათ შორის ჩნდებოდა. მისი ხმა: — „შენს სიჩუმეში ყოველთვის ზედმეტად ბევრი რამ ხდება.“ ნინამ ბალიში სახეზე მიიფარა. — არა. არა, არა, არა… მაგრამ რაც უფრო უარყოფდა, მით უფრო აშკარა ხდებოდა. ალბათ ყოველთვის შეყვარებული იყო ლუკაზე! უკვე სამის ნახევარი იყო. ნინას ისევ არ ეძინა. ოთახში მხოლოდ ტელეფონის მკრთალი შუქი და ფანჯრიდან შემოსული ქალაქის განათება ირეოდა ერთმანეთში. რამდენიმე წუთი უაზროდ სქროლავდა ფოტოებს. ძველებს. ძალიან ძველებს. და მერე შემთხვევით ერთ სურათზე გაჩერდა. ზაფხული. ალბათ თორმეტი წლისები იყვნენ. ეზოში ისხდნენ — ნინა, ლუკა, თეო და კიდევ რამდენიმე ბავშვი. ლუკას მაშინაც შავი მაისური ეცვა, თმა საშინლად აწეწილი ჰქონდა და კამერისთვის შუა თითის ჩვენებას აპირებდა, სანამ ნინა გვერდიდან არ სწვდებოდა მის ხელს გაბრაზებული სახით. ნინას უნებლიედ გაეღიმა. ზუსტად ახსოვდა ის დღე. იმიტომ რომ იმ საღამოს პირველად იჩხუბეს მართლა. ლუკამ ვიღაც ბიჭს ხელი ჰკრა, რადგან ნინას დასცინოდა — სათვალის გამო. მერე თვითონ ნინა უყვიროდა ნახევარი საათი. „ყველაფერზე ჩხუბი არ შეიძლება!“ და ლუკამ მაშინ ისეთი სახით შეხედა, თითქოს საერთოდ ვერ ხვდებოდა რას ეუბნებოდა. „შენზე ცუდად ილაპარაკა.“ თითქოს ეს ყველაფერი ხსნიდა. თითქოს ეს საკმარისი მიზეზი იყო. მაშინ ნინა უბრალოდ გაბრაზებული იყო. ახლა კი… ახლა პირველად დაფიქრდა, რომ იმ დღის მერე სხვანაირად უყურებდა. ტელეფონი გვერდით გადადო და ჭერს ახედა. მოგონებები თავისით მოდიოდნენ. ლუკა, რომელიც ყოველ დილით აკითხავდა სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კორპუსში ცხოვრობდა და გზას იმატებდა. ლუკა, რომელიც ყოველთვის ატარებდა მის ჩანთას, როცა ნინა იღლებოდა ლუკა, რომელიც ერთხელ მთელი კვირა არ ელაპარაკებოდა ბიჭს, რომელმაც ნინა ატირა. ლუკა, რომელიც მეთხუთმეტე დაბადების დღეზე შუა წვეულებიდან გაქრა, რადგან ნინას პანიკური შეტევა დაეწყო და ხმაური ვეღარ აიტანა. მაშინ კიბეებზე ისხდნენ ერთად. ნინა ტიროდა და ცდილობდა სუნთქვა დაემშვიდებინა. ლუკა გვერდით ეჯდა, მუხლები ხელებით ჰქონდა მოხვეული და არაფერს ამბობდა. უბრალოდ იქ იყო. დიდხანს. სანამ ნინამ ბოლოს ჩუმად არ ჰკითხა: — „რატომ არ ბრუნდები შიგნით?შენი დაბადების დღეა“ და ლუკამ მხრები აიჩეჩა. — „შენ აქ ხარ.“ ნინას მაშინ ეს პასუხი უბრალოდ ლოგიკური ეგონა. ის ყოველთვის ასეთი იყო. ყოველთვის მის მხარეს. ყოველთვის ზედმეტად ახლოს. და ალბათ ზუსტად ამიტომ ვერასდროს შეამჩნია, როდის გახდა ეს ყველაფერი რაღაც უფრო დიდი. იმიტომ რომ ლუკა მის ცხოვრებაში უბრალოდ ყოველთვის არსებობდა. როგორც სუნთქვა. როგორც ჩვევა. უცებ გაახსენდა მეცხრე კლასიც. სკოლის ექსკურსია. წვიმდა და ყველა დარბოდა, ყვიროდა, ერთმანეთს წყალს ასხამდნენ. ნინა კი გაბრაზებული იდგა, რადგან ფეხსაცმელი მთლიანად დაუსველდა. ლუკა სიცილით მივიდა მასთან. — „იცი, რომ მკვლელის სახე გაქვს?“ — „წადი.“ — „რა აგრესიული ხარ.“ და მერე სრულიად მშვიდად გაიხადა თავისი ჰუდი და თავზე გადააფარა. ნინამ მაშინვე შეუბღვირა. — „შენ შეგცივდება .“ ლუკამ უბრალოდ გაიცინა. — „მე არ მოვკვდები ასე მარტივად.“ იმ საღამოს სახლში მისულს მთელი ჰუდი ისევ ლუკას სუნით ჰქონდა სავსე. წვიმის, ყავის და რაღაც ძალიან მისი სუნით. და ნინას ახსოვს, რომ იმ ღამით პირველად ვერ დაიძინა ნორმალურად. მაშინ უბრალოდ იგნორირება მოახერხა ახლა კი… ახლა უკვე აღარ შეეძლო. უცებ მიხვდა, რომ მთელი ცხოვრება ლუკას გარშემო ჰქონდა აწყობილი ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდებოდა. ყველა მნიშვნელოვანი მოგონება მასთან იყო დაკავშირებული. ყველა უსაფრთხო ადგილი. ყველა ყველაზე ხმაურიანი ჩხუბი. ყველა მომენტი, როცა ყველაზე მეტად უგრძვნია თავი დაფასებულად და ყველაზე საშინელი სწორედ ეს აღმოჩნდა: ლუკა მისთვის მხოლოდ სიყვარული არ იყო. ლუკა სახლი იყო. ნინამ თვალები დახუჭა. და ამის გააზრებამ უცებ ისეთი შიში გამოიწვია, სუნთქვა შეეკრა. იმიტომ რომ ადამიანები სახლებს არ კარგავენ მარტივად. მაგრამ თუ დაკარგავენ — ყველაფერი ინგრევა. ნინამ ღრმად ჩაისუნთქა. მაგრამ ჰაერი მაინც არ ჰყოფნიდა. ოთახი უცებ ძალიან პატარა გახდა. ფიქრები — ზედმეტად ხმამაღალი. ტელეფონი ისევ აიღო. თითი თავისით გადავიდა ლუკას ჩატზე. ბოლო შეტყობინება ისევ იქ იყო. „ჭამე რამე.“ სამი საათის წინ ჰქონდა მოწერილი. უბრალო ფრაზა. სხვას ალბათ არაფრად მოეჩვენებოდა. მაგრამ ნინას უცებ გაახსენდა, რამდენჯერ გაუკეთებია ლუკას ასეთი რაღაცები ისე, რომ თვითონ ვერც ამჩნევდა. რამდენჯერ დარჩენილა მის სახლთან გვიან ღამემდე, მხოლოდ იმიტომ რომ ნინას ცუდი დღე ჰქონდა. რამდენჯერ უყიდია ყავა დაუკითხავად, ზუსტად ისეთი, როგორიც უყვარდა. რამდენჯერ შეუმჩნევია რაღაცები, რასაც სხვები საერთოდ ვერ ხედავდნენ. და ყველაზე უარესი? ნინას ეს ყველაფერი ნორმალური ეგონა. იმიტომ რომ ეს ლუკა იყო. ტელეფონი მკერდზე დაიდო და თვალები დახუჭა. უცებ კიდევ ერთი მოგონება ამოუტივტივდა. მერვე კლასი. ზამთარი. სკოლიდან ბრუნდებოდნენ და ნინა მთელი გზა ჩუმად იყო. იმ დღეს პირველად ვერ მოხვდა მოსამზადებელ პროგრამაში, რომელიც ძალიან უნდოდა. სახლში არავისთან ულაპარაკია. არც მეგობრებისთვის უპასუხია. მხოლოდ ლუკა იდგა საღამოს მის კართან. ორი ენერგეტიკულით და ჩიფსებით. — „დედაშენმა გამიღო კარი და ისეთი სახით შემომხედა, მგონია შვილად ამიყვანს .“ ნინას მაშინაც კი გაეცინა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე ტირილისგან თავი სტკიოდა. ლუკა მის ოთახში შევიდა ისე, თითქოს საკუთარ სახლში იყო. საწოლზე დაჯდა. რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა. მერე თქვა: — „ახლა თუ მეტყვი, რომ სამყარო დასრულდა, მართლა დაგცინებ.“ — „არ მეცინება.“ — „შენ იშვიათად იცინი საერთოდ.“ — „ძალიან გამამხნევე.“ — „მადლობა.“ და მერე უცებ სრულიად სერიოზული გახდა. — „ერთი უნივერსიტეტი თუ ვერ დაგაფასებს, ეგ მაგათი პრობლემაა.“ ნინას მაშინ ყელში რაღაც გაეჭედა. იმიტომ რომ სახლში მთელი დღე ესმოდა: „უფრო მეტი უნდა გექნა.“ „სხვებმა შეძლეს.“ „ამდენი ფული რაში დაგეხარჯა.“ ლუკა კი ერთადერთი იყო, ვინც ისე უყურებდა, თითქოს წარუმატებლობა საერთოდ ვერ ცვლიდა მის ღირებულებას. იმ ღამეს ლუკა ორ საათამდე დარჩა მასთან. ფილმს უყურებდნენ. უფრო სწორად — ფილმი ფონად ჰქონდათ ჩართული, თვითონ კი უაზრობებზე ლაპარაკობდნენ. და ნინას ახსოვს ერთი კონკრეტული მომენტი: ლუკა რაღაცაზე ლაპარაკობდა, ხელებით უხსნიდა რაღაც ისტორიას, თვითონ კი უბრალოდ უყურებდა. მის თვალებს. მის ღიმილს. მის თითებს. და მაშინ პირველად გაუელვა თავში ძალიან სწრაფმა, ძალიან საშიშმა აზრმა: „ალბათ ოდესღაც ვიღაცას ძალიან შეუყვარდება.“ მაშინვე მოიშორა ეს ფიქრი. იმიტომ რომ გაგრძელება არ უნდოდა. არ უნდოდა ეფიქრა იმაზე, რომ ეს „ვიღაც“ თვითონ შეიძლებოდა ყოფილიყო. ან იმაზე უარესი — რომ არ იქნებოდა. ნინამ სახეზე ხელი მოისვა. ახლა უკვე ყველაფერი ერთმანეთს ებმებოდა. ყველა ის მომენტი, რომელიც წლების განმავლობაში უბრალოდ „ლუკად“ ჰქონდა მონიშნული. მისი ეჭვიანობა ყოველ ჯერზე, როცა ლუკა ვინმეს ხვდებოდა. ის უცნაური გაღიზიანება, როცა გოგოები ზედმეტად ეხუტებოდნენ. ის ფაქტი, რომ არასდროს მოსწონდა არცერთი მისი ურთიერთობა საკმარისად. თავისთვის ყოველთვის სხვა ახსნა ჰქონდა: „უბრალოდ არ უხდებიან.“ „უბრალოდ არ ესმით მისი.“ ღმერთო. ახლა ისე აშკარად ჟღერდა ყველაფერი, საკუთარ თავზე გაბრაზდა. ნინამ ბალიში გვერდზე გადააგდო და საწოლიდან წამოდგა. ფანჯარასთან მივიდა. ქალაქი თითქმის ჩუმი იყო. და პირველად ცხოვრებაში იგრძნო, რომ საკუთარი გულისგან გაქცევა აღარ შეეძლო. იმიტომ რომ სიმართლე უკვე ზედმეტად დიდი გახდა დასაიგნორებლად. მას ლუკა უყვარდა. არაპრაქტიკულად. არასწორ დროს. ალბათ უიმედოდაც კი. მაგრამ უყვარდა. დიდი ხანია უყვარდა! დილით გაღვიძებისთანავე პირველი, რაც ნინამ იგრძნო, პანიკა იყო. არა ის სწრაფი, ხმაურიანი პანიკა. უფრო მძიმე. ნელი. ისეთი, გულმკერდზე რომ გაწვება და გახსენებს, რომ გუშინდელი ფიქრები სიზმარი არ ყოფილა. რამდენიმე წამი უბრალოდ იწვა და ჭერს უყურებდა. მერე ტელეფონი აიღო. ლუკასგან ახალი შეტყობინება ჰქონდა. „ცოცხალი ხარ?“ დრო — 08:14. ნინას უნებლიედ გაეღიმა. და ზუსტად იმ წამს ისევ დაეძაბა სხეული. იმიტომ რომ ახლა უკვე იცოდა, რატომ მოქმედებდა მასზე ასე ყველაფერი. ადრე ეს უბრალოდ ლუკა იყო. ახლა კი ყოველი შეტყობინება ზედმეტ მნიშვნელობას იძენდა. ყოველი მზერა. ყოველი შეხება. ყოველი „ჭამე რამე“. ნინამ ტელეფონი ისევ საწოლზე დააგდო, თითქოს დამნაშავე ყოფილიყო. — ღმერთო… ჩუმად ამოილაპარაკა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ახლა ვეღარ „გადაარქმევდა“ ამას რამეს. ვეღარ იტყოდა: უბრალოდ მიჩვეული ვარ. ვეღარ მოიტყუებდა თავს, რომ ლუკა მხოლოდ კომფორტი იყო. სიმართლეს უკვე სახელი ჰქონდა. და ეს ყველაფერი უცებ ბევრად საშიში გახდა. უნივერსიტეტში მისვლამდე თითქმის მთელი გზა საკუთარ თავს ეუბნებოდა, რომ ნორმალურად უნდა მოქცეულიყო. არაფერი შეცვლილა. ლუკამ არაფერი იცოდა. ისევ ისე უნდა ელაპარაკა, როგორც ყოველთვის. უბრალოდ პრობლემა იყო ის, რომ ახლა უკვე ყველაფერს ამჩნევდა. კაფეტერიასთან იდგა, როცა ლუკა დაინახა. შავი ქურთუკი ეცვა, ტელეფონში იყურებოდა და ვიღაც ბიჭს ნახევრად უსმენდა. ჩვეულებრივი სცენა იყო. ათასჯერ ნანახი. მაგრამ ნინას გულმა მაინც ძალიან ძლიერად დაარტყა. საშინლად ძლიერად. თითქოს სხეულმა უკვე იცოდა ის, რასაც თვითონ მთელი ღამე ებრძოდა. ლუკამ თავი ასწია. და მაშინვე დაინახა. როგორც ყოველთვის. ნინას ზოგჯერ მართლა ეჩვენებოდა, რომ ლუკა მას ოთახშიც კი ინსტინქტურად პოულობდა. მის სახეზე მაშინვე გაჩნდა ის მშვიდი, ოდნავ დამცინავი ღიმილი. — ოჰ. ცოცხალი ხარ თურმე. ნინა მიუახლოვდა. — ძლივს. — მშვენიერია. უკვე ვფიქრობდი მემორიალის მოწყობაზე. — დრამატული ხარ. — შენთვის ყოველთვის. ეს სრულიად ჩვეულებრივი ფრაზა იყო. ლუკა ხშირად ამბობდა ასეთ რაღაცებს. მაგრამ ახლა… ახლა ნინას პირდაპირ მუცელში მოხვდა. იმდენად, რომ მზერა მაშინვე აარიდა. ლუკა წამით გაჩუმდა. ალბათ შენიშნა. რა თქმა უნდა შენიშნა. — კარგად ხარ? — ჰკითხა უცებ. ნინამ ზედმეტად სწრაფად დაუქნია თავი. — კი. — მატყუარა ნინას უნებლიედ გაახსენდა, რამდენჯერ უთქვამს მსგავსი რაღაცები მხოლოდ იმისთვის, რომ მისი მდგომარეობა შეემოწმებინა. რამდენჯერ წაუკითხავს მისი განწყობა ერთი შეხედვით. და ღმერთო. როგორ ვერ ხვდებოდა აქამდე? — რატომ მიყურებ ეგრე? — ჰკითხა ლუკამ უცებ. ნინა შეკრთა. — როგორ? — თითქოს პირველად მხედავ. გული ისევ ძლიერად აუჩქარდა. იმიტომ რომ ზუსტად ეგ ხდებოდა. არა, ლუკას პირველად არ ხედავდა. მაგრამ პირველად ხედავდა ყველაფერს ერთად. როგორ იწევდა ყბა ოდნავ, როცა იღლებოდა. როგორ ისწორებდა სახელოებს ლაპარაკისას. როგორ რბილდებოდა ხმა, როცა მას ელაპარაკებოდა. როგორ უყურებდა ისე, თითქოს ნინას სახეზე ყველა ემოცია ცალკე ენად ესმოდა. და ყველაზე საშინელი? ნინამ უცებ გააცნობიერა, რომ ალბათ ლუკას ყოველთვის ასე უყურებდა. უბრალოდ აქამდე ამისთვის სახელი არ ჰქონდა დარქმეული. — ნინა. ლუკას ხმამ ისევ რეალობაში დააბრუნა. — ჰა? ლუკა ახლა უკვე აშკარად აკვირდებოდა. — სად დაიკარგე? შენში, — გაიფიქრა ნინამ ავტომატურად. და კინაღამ შეეშინდა საკუთარი თავის. — არ მძინებია კარგად, — თქვა ბოლოს. ეს ნაწილობრივ სიმართლეც იყო. ლუკამ თავი ოდნავ დახარა. მერე სრულიად ბუნებრივად მიიწია ახლოს და შუბლზე ხელის ზურგი მიადო. ეს წამიერი მოძრაობა იყო. ძველი. ჩვეული. ისეთი, როგორსაც წლებია აკეთებდა. მაგრამ ნინა ადგილზე გაიყინა. იმიტომ რომ ახლა მისი შეხება უკვე სხვანაირად იგრძნობოდა. ზედმეტად ახლოდ. ზედმეტად თბილად. ლუკამ წარბი შეკრა. — სიცხე არ გაქვს. — ლუკა… მისი ხმა უცნაურად ჩახლეჩილი გამოვიდა. ლუკა წამით შეჩერდა. მათი მზერები ერთმანეთს გაეყინა. და რაღაც შეიცვალა. ძალიან მცირედით. თითქოს ჰაერი უცებ დამძიმდა. თითქოს ორივემ ერთდროულად იგრძნო, რომ რაღაც აღარ იყო ისეთი მარტივი, როგორც ადრე. ლუკამ ხელი ნელა ჩამოსწია. მაგრამ ნინას მაინც დარჩა მისი შეხების შეგრძნება კანზე. რამდენიმე წამი არცერთი არ იძვროდა. დერეფანში ხალხი მოძრაობდა, ვიღაც იცინოდა, ვიღაც ლექციაზე აგვიანებდა, მაგრამ მათ შორის სივრცე უცნაურად ჩაკეტილი გახდა. ლუკა ისევ ისე უყურებდა. უფრო ყურადღებით ახლა. თითქოს რაღაცის წაკითხვას ცდილობდა. — მართლა კარგად ხარ? — ჰკითხა ისევ, ამჯერად უფრო ჩუმად. ნინამ იგრძნო, როგორ აუჩქარდა სუნთქვა. ადრე ამ კითხვაზე პასუხი მარტივი იყო. ლუკასთან ყველაფერი მარტივი იყო. ახლა კი აღარ იცოდა როგორ უნდა მდგარიყო მის წინ ისე, რომ სახეზე არაფერი დასტყობოდა. — უბრალოდ დაღლილი ვარ, — თქვა ბოლოს. ლუკას აშკარად არ დაუჯერა. რა თქმა უნდა. მაგრამ აღარ ჩაეძია. — ყავა გჭირდება, — თქვა ბოლოს. — თითქოს ექიმი ხარ. — ძალიან სიმპათიური ექიმი ვიქნებოდი. — საშინელი ექიმი იქნებოდი. — პაციენტები მაინც შემიყვარებდნენ. ნინას უნებლიედ ჩაეცინა. და ღმერთო. ესეც კი რთული გახდა ახლა. იმიტომ რომ ყოველი ასეთი წამი უფრო მეტად არღვევდა. კაფეტერიაში ერთად ჩავიდნენ. ყველაფერი ზედმეტად ჩვეულებრივად იყო. სწორედ ეს აგიჟებდა ნინას. ლუკა ისევ ისე ესალმებოდა ხალხს. ისევ ისე იღიმოდა. ისევ ისე დადიოდა მის გვერდით, თითქოს არაფერი შეცვლილა. მხოლოდ ნინასთვის იყო ყველაფერი თავდაყირა. სალაროსთან იდგნენ, როცა ლუკამ უცებ ჰკითხა: — დღეს ისევ არაფრის ჭამას აპირებ? ნინამ მაშინვე შეხედა. — ერთი დღე მაინც შეგიძლია არ მაკონტროლო? — არა. — რატომ? ლუკამ მხრები აიჩეჩა. — ვიღაცამ ხომ უნდა ქნას ეგ! ისე თქვა, თითქოს ეს ყველაზე ბუნებრივი რამ იყო მსოფლიოში. და ნინას უცებ ისევ ის ღამე გაახსენდა. მეთოთხმეტე დაბადების დღე. ეზოში ისხდნენ მარტოები, ყველა უკვე სახლში წასული იყო. ნინა სიცივისგან კანკალებდა. ლუკამ მაშინაც ისე შეხედა, როგორც ყოველთვის უყურებდა — თითქოს მისი ყოველი პატარა დისკომფორტი პირადად ეხებოდა. — „ხუთი წუთი გაჩერდი და მოვალ.“ — „სად მიდიხარ?“ — „კვდები სიცივით.“ ათი წუთის მერე დაბრუნდა ცხელი ჩაით. იმ უბნის ერთადერთი მაღაზია უკვე დაკეტილი იყო და მერე გაიგო, რომ ვიღაც ნაცნობი გააღვიძა, მხოლოდ იმიტომ რომ ნინას ხელები გაყინული ჰქონდა. მაშინ ესეც უბრალოდ „ლოგიკური“ საქციელი ეგონა. ახლა კი… ახლა უკვე თითოეულ მოგონებაში რაღაც ახალი ჩანდა. — ნინა. ლუკას ხმამ ისევ გამოიყვანა ფიქრებიდან. — ჰა? — უკვე მეორედ გაითიშე ორ წუთში. ნინამ სწრაფად აიღო ყავა. — ვფიქრობდი უბრალოდ. — სახიფათო საქმიანობაა შენთვის. — იდიოტი ხარ. — მაგრამ საყვარელი. ეს ისე ბუნებრივად თქვა ნინას კი უცებ მოეჩვენა, რომ თუ კიდევ ერთ ასეთ ფრაზას ეტყოდა, პირდაპირ მის წინ პანიკური შეტევა დაეწყებოდა. ფანჯარასთან დასხდნენ. ლუკა რაღაცას უყვებოდა — ვიღაც ლექტორის აბსურდულ მოთხოვნებზე, სამსახურში მომხდარ უაზრო სიტუაციაზე — მაგრამ ნინა ნახევარსაც ვერ იგებდა. უბრალოდ უყურებდა. და რაც უფრო უყურებდა, მით უფრო ეშინოდა. იმიტომ რომ ეს სიყვარული პატარა არ იყო. არ იყო უეცარი შეჯახება რეალობასთან ეს წლების განმავლობაში გაზრდილი რაღაც იყო. ჩუმად. შეუმჩნევლად. ყველა იმ მომენტში, როცა ლუკა მის მხარეს იდგა. ყველა იმ წამში, როცა ნინა ყველაზე ცუდ ვერსიად გრძნობდა თავს და ლუკა მაინც ისე უყურებდა, თითქოს არაფერი აკლდა. — ისევ მიყურებ ეგრე, — თქვა უცებ ლუკამ. ნინა შეკრთა. — როგორ? ლუკამ ყავა დადო. მერე ოდნავ წინ გადაიხარა. — თითქოს რაღაცის თქმა გინდა. ნინას სუნთქვა შეუჩერდა. ერთი წამით მართლა მოეჩვენა, რომ ლუკამ ყველაფერი იცოდა. რომ უბრალოდ ელოდებოდა, თვითონ როდის იტყოდა ხმამაღლა. მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ხო? — არაფერია, — თქვა სწრაფად. ლუკა რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა. მერე ძალიან ნელა გაიღიმა. არა დამცინავად. უფრო… რბილად. — კარგი. მაგრამ მის ხმაში აშკარად ისმოდა: "არ მჯერა" ნინამ მზერა მაშინვე აარიდა. იმიტომ რომ კიდევ ცოტა და მართლა რაღაცას ეტყოდა. საშინელი ნაწილი ის იყო, რომ თვითონაც არ იცოდა რას. „მიყვარხარ“? არა. ამ სიტყვას ხმამაღლა ვერასდროს იტყოდა. მით უმეტეს ახლა. მით უმეტეს მაშინ, როცა ელენე არსებობდა. როცა ლუკას ცხოვრება უკვე აწყობილი ჩანდა მის გარეშე. ნინამ ყავა მოსვა მხოლოდ იმისთვის, რომ რამე გაეკეთებინა ხელებით. ლუკა ისევ უყურებდა. ღმერთო, რატომ უყურებდა ყოველთვის ასე ყურადღებით? თითქოს ადამიანებს კი არა, მათ შიგნით მიმდინარე რაღაცებს ხედავდა. — მაფრთხობ ხანდახან, — თქვა ბოლოს ნინამ. ლუკას წარბი ოდნავ აუწია. — ეს ახალი ინფორმაცია არ არის. — არა, სერიოზულად. ნინამ უნებლიედ ჩაიკბიჩა ტუჩი. — ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ზედმეტად კარგად მიცნობ. ლუკას სახეზე რაღაც ძალიან მცირე შეიცვალა. თითქოს ეს სიტყვები მოულოდნელად უფრო მძიმე გახდა. — ოცნებაა პირდაპირ, — თქვა მსუბუქად, მაგრამ ხმა ოდნავ ჩაუღრმავდა. — ამდენი წელია გიცნობ. უცნაური იქნებოდა პირიქით. ამდენი წელია. ეს სიტყვები ნინას პირდაპირ გულში მოხვდა. იმიტომ რომ ზუსტად ეს იყო პრობლემა. ამდენი წელი. ამხელა ისტორია. და ამ ისტორიის შიგნით ისე შეუმჩნევლად გაზრდილი სიყვარული, რომ ახლა ვეღარ არჩევდა სად მთავრდებოდა მეგობრობა და სად იწყებოდა რაღაც ბევრად უფრო საშიში. რამდენიმე წამი ისევ ჩუმად იყვნენ. მერე ლუკამ უცებ ჰკითხა: — რაღაც მოხდა? ნინამ თავი ასწია. — რას გულისხმობ? — გუშინდელი დღიდან უცნაური ხარ. გული მაშინვე აუჩქარდა. რა თქმა უნდა შეამჩნია. ლუკა ყოველთვის ამჩნევდა. — უცნაური როგორ? ლუკამ მხრები ოდნავ აიჩეჩა. — თითქოს… არ ვიცი. რამდენიმე წამი სიტყვას ეძებდა. — თითქოს ჩემთან ყოფნა გძაბავს ნინას ყელში რაღაც გაეჭედა. იმიტომ რომ ეს უკვე ძალიან ახლოს იყო სიმართლესთან. შენ მძაბავ, რადგან მიყვარხარ. ღმერთო. ეს ფიქრი უკვე ბუნებრივად მოდიოდა თავში. — ეგოისტურად ჟღერს, — სცადა გაეცინა. ნინამ პირველად პირდაპირ შეხედა. ლუკა ისევ მშვიდად იჯდა მის წინ, ყავის ჭიქით ხელში, თითქოს ჩვეულებრივი საუბარი ჰქონდათ. მაგრამ მის თვალებში ახლა რაღაც ფრთხილი იყო. თითქოს მართლა ღელავდა. თითქოს ნინასგან დისტანციას გრძნობდა და არ მოსწონდა. და ზუსტად ამან გახადა ყველაფერი უარესი. იმიტომ რომ ლუკა ისევ ისეთი იყო, როგორიც ყოველთვის. თბილი. ახლოს. ყურადღებიანი. მხოლოდ ნინა იყო შეცვლილი. ან იქნებ არც შეცვლილა. იქნებ უბრალოდ ბოლოს და ბოლოს დაინახა საკუთარი თავი სიმართლეში. — ლუკა… სახელი უნებლიედ დასცდა. მისი ხმა ისეთი ჩუმი გამოვიდა, ორივე წამით გაჩუმდა. ლუკა ოდნავ წინ გადაიხარა — ჰო? ნინამ ტუჩები დააშორა ერთმანეთს. ერთი წამი. მართლა მხოლოდ ერთი წამი იყო იმ აზრამდე, რომ ყველაფერს ეტყოდა. რომ უბრალოდ ამოისუნთქავდა და იტყოდა: „არ შემიძლია შენთან ნორმალურად ყოფნა, იმიტომ რომ მიყვარხარ.“ მაგრამ შემდეგ ელენე გაახსენდა. მისი ხელი ლუკას მაჯაზე. ის მშვიდი, ჩვეული კოცნა. და მთელი სხეული უცებ ისევ დამძიმდა. ნინამ სწრაფად დახარა თავი. — არაფერი. ლუკა გაჩუმდა. ამჯერად უფრო დიდხანს. მერე ძალიან ნელა ამოიოხრა. — კარგი. მაგრამ აშკარა იყო, რომ საერთოდ არ იყო „კარგი“. სიჩუმე ისევ მათ შორის ჩამოჯდა. მძიმე. დაუმთავრებელი. ლუკა თითებით ყავის ჭიქას ატრიალებდა. ნინა ფანჯარას უყურებდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. და უცებ პირველად ცხოვრებაში იგრძნო, რომ შეიძლება ლუკას დაეკარგა არა იმიტომ, რომ წავიდოდა — არამედ იმიტომ, რომ სიმართლეს ვეღარ დამალავდა. ლუკა ისევ ჩუმად იყო. ეს უჩვეულო იყო. ჩვეულებრივ ასეთ მომენტებში რამე ხუმრობას იტყოდა, დაძაბულობას გაფანტავდა, ნინას აიძულებდა გაეცინა მიუხედავად ყველაფრისა. ახლა კი უბრალოდ უყურებდა ყავის ჭიქას. თითქოს ფიქრობდა. და ეს ნინას კიდევ უფრო ანერვიულებდა. — ლექცია არ გაქვს? — ჰკითხა ბოლოს ნინამ მხოლოდ იმისთვის, რომ სიჩუმე გაეტეხა. ლუკამ თავი ასწია. — მაქვს. — მაშინ რატომ ზიხარ აქ? რამდენიმე წამი პასუხი არ გაუცია. მერე მხრები ოდნავ აიჩეჩა. — შენ გამო ალბათ. ნინას გული პირდაპირ ყელში აუვარდა. ლუკამ ეს ისე ჩვეულებრივად თქვა, თითქოს საერთოდ ვერ ხვდებოდა რას უკეთებდა მის ნერვულ სისტემას. ან… იქნებ ხვდებოდა? არა. არ შეიძლებოდა. ნინამ მზერა სწრაფად აარიდა. — ძალიან უცნაური ადამიანი ხარ. — ვიცი. — არა, სერიოზულად. ზოგჯერ მგონია საერთოდ ვერ ამჩნევ, რას ამბობ. ლუკამ თვალები ოდნავ მოჭუტა. — ანუ? ღმერთო. ნინა ძალიან ახლოს იყო რაღაც საშიშთან. იგრძნო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თოკზე იდგა — ერთი არასწორი სიტყვა და ყველაფერი ჩამოინგრეოდა. — არაფერი, — თქვა სწრაფად. ლუკას ყბა ოდნავ დაეჭიმა. აჰ. ეს ნინამ კარგად იცოდა. ნიშნავდა, რომ ღიზიანდებოდა. არა ძლიერად. უფრო… ჩუმად. იმიტომ რომ ვერ იტანდა, როცა ნინა რაღაცას უმალავდა. — შენ მართლა ფიქრობ, რომ ვერ გხედავ? — თქვა ბოლოს მშვიდად. ნინა დაიბნა. — რას? — როცა რაღაც გაწუხებს. მისი ხმა ისევ ძალიან რბილი იყო. საშინლად რბილი. — მთელი ცხოვრებაა გიცნობ, ნინა. გული ისევ აუჩქარდა. — ვიცი. — არა, მგონი არ იცი. ნინამ პირველად მართლა შეხედა. ლუკა ახლა მთლიანად მას უყურებდა. ყურადღებით. დაძაბულადაც კი. თითქოს ამ საუბარში რაღაც უფრო დიდი ესმოდა, ვიდრე სიტყვები. — გუშინდელი საღამოდან ისე იქცევი, თითქოს უცებ გადაწყვიტე, რომ ჩემგან უნდა დაიხიო. ნინას სუნთქვა შეეკრა. იმიტომ რომ ზუსტად ეს ხდებოდა. ინსტინქტურად ცდილობდა დაშორებას. საკუთარი თავის დაცვას. სანამ ეს ყველაფერი მართლა ძალიან დიდი გახდებოდა. მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ლუკა ყოველთვის ამჩნევდა. ყველაფერს. — არ ვიხევ, — თქვა ჩუმად. ლუკამ მაშინვე უპასუხა: — იტყუები. და ღმერთო. ამ ერთ სიტყვაში იმდენი დარწმუნებულობა იყო, ნინას თვალები უნებლიედ დაეხუჭა წამით. ლუკამ ნელა ამოისუნთქა. მერე უფრო ჩუმად დაამატა: — რამე გავაკეთე? ეს კითხვა ისეთი გულწრფელი იყო, ნინას უცებ დანაშაულის შეგრძნება დაეუფლა. იმიტომ რომ ლუკა აშკარად ფიქრობდა, რომ პრობლემა თვითონ იყო. არადა საერთოდ ვერ წარმოიდგენდა, სინამდვილეში რა ხდებოდა. პრობლემა ის არის, რომ მიყვარხარ. ნინას ყელში ისევ გაეჭედა რაღაც. — არა, — თქვა სწრაფად. — შენ არაფერი დაგიშავებია. ლუკა რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა. — მაშინ მითხარი. ვერ გეტყვი. ვერასდროს გეტყვი. იმიტომ რომ თუ ეტყოდა, ყველაფერი შეიცვლებოდა. მათი წლები. მათი მეგობრობა. მათი უცნაური, მჭიდრო სამყარო, სადაც ყოველთვის ერთმანეთისკენ ბრუნდებოდნენ. და ყველაზე საშინელი? ნინამ საერთოდ არ იცოდა, რას იზამდა ლუკა სიმართლის გაგების შემდეგ. შეიძლებოდა საერთოდ აღარაფერი ყოფილიყო ისეთი. შეიძლებოდა უკან დაეხია. შეიძლებოდა ეცადა დისტანციის დაჭერა. და ნინა ამას ვერ გადაიტანდა. ვერ გადაიტანდა ლუკას დაკარგვას მხოლოდ იმიტომ, რომ ერთხელ მაინც ვერ გააკონტროლა საკუთარი გული. — უბრალოდ… ცოტა გადაღლილი ვარ, — თქვა ბოლოს. საშინელი ტყუილი იყო. ლუკას სახეზე აშკარად გამოჩნდა, რომ არცერთი წამით არ დაუჯერა. მაგრამ ამჯერად აღარ შეეწინააღმდეგა. მხოლოდ თავი ოდნავ დაუქნია. მერე ძალიან მშვიდად თქვა: — კარგი. მაგრამ მარტო ნუ დარჩები, როცა ასეთ ხასიათზე ხარ. ნინას გული ისევ მოეჭირა. იმიტომ რომ ლუკა ისევ ლუკა იყო. ისევ ზრუნავდა. ისევ ცდილობდა მის გვერდით ყოფნას. და ნინას პირველად ცხოვრებაში უნდოდა ერთდროულად ორი სრულიად საპირისპირო რამ: რომ არასდროს გაშორებოდა. და რომ ცოტა ხნით საერთოდ აღარ ენახა, რადგან ასე სუნთქვა უჭირდა. რამდენიმე წამი ისევ ჩუმად ისხდნენ. მერე ლუკამ ტელეფონს დახედა და უკმაყოფილო სახე მიიღო. — შესანიშნავია. უკვე ოცდახუთი წუთით ვაგვიანებ. ნინამ უნებლიედ შეხედა საათს. — მაშინ რატომ არ მიდიხარ? ლუკამ ისე შეხედა, თითქოს პასუხი აშკარა იყო. — იმიტომ რომ შენ უცნაურად იქცევი და ნერვებს მიშლი. ნინას სიცილი თითქმის წამოსცდა. ღმერთო. ვერც კი წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ერთ ადამიანს ერთდროულად ასე ემოქმედა მასზე — დაემშვიდებინა და სრულიად აერია. — წადი ლექციაზე, — უთხრა ჩუმად. ლუკა ისევ არ განძრეულა. მერე უცებ ოდნავ გადაიხარა მისკენ. — მართლა კარგად იქნები? ნინას გული ისევ აუჩქარდა. ეს კითხვა თითქოს ზედმეტად ახლოს მოდიოდა. ზედმეტად მზრუნველად. და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ლუკა ამას საერთოდ ბუნებრივად აკეთებდა. ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ უყურებდა ნინა ახლა თითოეულ ასეთ მომენტს. — ჰო, — თქვა ბოლოს. — უბრალოდ ცოტა სივრცე მჭირდება. სიტყვა თავისით წამოსცდა. და მაშინვე ინანა. ლუკა გაშეშდა. ძალიან მცირედით. მაგრამ ნინამ მაინც შეამჩნია. მის სახეზე ის მოკლე, თითქმის შეუმჩნეველი გამომეტყველება გაკრთა, რომელიც მხოლოდ მაშინ უჩნდებოდა, როცა რაღაც ნამდვილად არ მოსწონდა. — სივრცრ?— გაიმეორა ნელა. ნინამ სწრაფად დაუქნია თავი. — ანუ… არა შენგან კონკრეტულად. უბრალოდ ღმერთო, გაჩუმდი. რაც უფრო ცდილობდა გამოსწორებას, მით უარესად ჟღერდა ყველაფერი. ლუკა რამდენიმე წამი არაფერს ამბობდა. მერე ძალიან მშვიდად დაუქნია თავი. — კარგი. მაგრამ მის ხმაში პირველად გამოჩნდა რაღაც, რაც ნინას არ მოეწონა. დაშორება. არა ცივი. არა გაბრაზებული. უბრალოდ… ფრთხილი. თითქოს უცებ თვითონაც უკან დაიხია ნახევარი ნაბიჯით. და ნინას მუცელი მაშინვე მოეკუმშა. იმიტომ რომ ზუსტად ეს არ უნდოდა. — ლუკა— — არა, ყველაფერი რიგზეა, — შეაწყვეტინა მშვიდად. — თუ სივრცე გჭირდება, გექნება. და აი, ეს იყო პრობლემა. ლუკა არასდროს იყო ადამიანი, ვინც ვინმეს რამეს აიძულებდა. თუ ნინა კედელს ააშენებდა, ლუკა ძალით არ დაანგრევდა. უბრალოდ უკან დაიხევდა. და ღმერთო. ნინამ უცებ ისეთი პანიკა იგრძნო, სუნთქვა გაუჭირდა. იმიტომ რომ მხოლოდ ახლა გააცნობიერა რაღაც ძალიან საშიში: შეიძლებოდა ლუკა მართლა დაეკარგა. არა დრამატულად. არა ჩხუბით. უბრალოდ… ნელ-ნელა. რამდენიმე არასწორი ნაბიჯით. რამდენიმე დაუმთავრებელი წინადადებით. რამდენიმე „არაფერია“-თი. ლუკა ნელა წამოდგა. — ლექციაზე წავალ სანამ მართლა გამრიცხავენ. სცადა ეხუმრა, მაგრამ ხმა ისეთი მსუბუქი აღარ იყო, როგორც ჩვეულებრივ. ნინას გულში რაღაც მწარედ დაეჭიმა. — ლუკა, მე ეგ არ მიგულისხმია… ლუკამ ჩანთა მხარზე გადაიკიდა. მერე რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა. ისეთი მზერით, თითქოს ცდილობდა გაეგო, ზუსტად სად იდგნენ ახლა ერთმანეთთან. — ვიცი, — თქვა ბოლოს ჩუმად. მაგრამ ნინამ ვერ გაიგო მართლა იცოდა თუ არა. ლუკა შეტრიალდა და წავიდა. ნინა კი ადგილზე გაყინული დარჩა. და პირველად ცხოვრებაში ლუკას ზურგის დანახვამ მართლა შეაშინა. იმიტომ რომ აქამდე არასდროს უფიქრია, როგორი იქნებოდა, თუ ერთხელაც უბრალოდ აღარ დაბრუნდებოდა მისკენ. ნინა კიდევ რამდენიმე წამი გაუნძრევლად იჯდა. თვალებით ისევ იმ მიმართულებას უყურებდა, სადაც ლუკა გაუჩინარდა. უცნაური იყო. ათასჯერ წასულა ასე მისგან — ლექციაზე, სამსახურში, სახლში. მაგრამ პირველად იგრძნო, რომ რაღაც თან გაჰყვა. რაღაც პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი. და ეს მთლიანად მისი ბრალი იყო. ნინამ ხელები მაგიდის ქვეშ მუშტებად შეკრა. სივრცე მჭირდება. ღმერთო. რატომ თქვა საერთოდ ეგ? ლუკასთან არასდროს სჭირდებოდა სივრცე. პირიქით — მთელი ცხოვრება ის იყო ადამიანი, ვისთანაც ბოლოს მაინც ბრუნდებოდა. ყოველთვის. ჩხუბის მერე. ცუდი დღის მერე. პანიკური შეტევის მერე. ყველაფრის მერე. და ახლა პირველად თვითონ უბიძგა უკან. მუცელში უსიამოვნო სიცარიელე იგრძნო. ტელეფონი აიღო ინსტინქტურად. ლუკას ჩატი ისევ გახსნილი იყო. ბოლო შეტყობინება: „ჭამე რამე.“ თითი კლავიატურაზე გაუშეშდა. „ეგ არ მიგულისხმია.“ წაშალა. „უბრალოდ ცუდად ვარ.“ წაშალა. „გთხოვ, ნუ მიბრაზდები.“ წაშალა ესეც. იმიტომ რომ ყველაზე საშინელი სიმართლე იყო: არ იცოდა როგორ ელაპარაკა ახლა ისე, რომ საკუთარი თავი არ გაეცა. მთელი დღე არეულად გავიდა. ლექციებზე იჯდა და სიტყვების ნახევარიც არ ესმოდა. სალომე რაღაცას უყვებოდა შუა სემინარზე, მაგრამ ნინა მხოლოდ თავს უქნევდა ავტომატურად. ლუკა არსად ჩანდა. და რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო არაბუნებრივად ეჩვენებოდა ეს. იმიტომ რომ ლუკა ყოველთვის ჩნდებოდა. ყოველთვის უგზავნიდა რამე უაზრო ვიდეოს. ყოველთვის ურეკავდა მოულოდნელად.ახლა კი… სიჩუმე იყო. და ნინა მიხვდა, რომ უკვე ელოდებოდა. ყოველ ვიბრაციაზე ტელეფონს დახედავდა. ყოველ ხმაზე თავს სწევდა დერეფანში. საშინელი იყო, რამდენად სწრაფად მოენატრა. ბოლოს ვეღარ მოითმინა. ლექციის დასრულებისთანავე თვითონ მისწერა. "საშინლად გამომივიდა დღეს" შეტყობინებას რამდენიმე წამი უყურებდა. მერე გაგზავნა. გული ისე აუჩქარდა, თითქოს სიყვარულის ახსნა გაუგზავნა და არა ერთი უაზრო წინადადება. ლუკამ თითქმის მაშინვე ნახა. Typing… ნინას სუნთქვა შეეკრა. მაგრამ მერე გაქრა. Typing… ისევ გაქრა. ღმერთო. ნინა უკვე პანიკას იწყებდა, როცა ბოლოს პასუხი მოვიდა. "არაუშავს უბრალოდ ცოტა შემაშინე" ნინას გული უცნაურად მოეჭირა. იმიტომ რომ ლუკა ამას იშვიათად აღიარებდა. იშვიათად ამბობდა პირდაპირ, როცა რამე მართლა შეეხებოდა. თითი ისევ კლავიატურაზე გაუშეშდა. " არ მინდოდა" "ვიცი" მხოლოდ ერთი სიტყვა. მაგრამ ნინამ მაინც იგრძნო, რომ ბოლომდე აღარ იყო ისე, როგორც დილით. თითქოს მათ შორის გაჩენილი პატარა ბზარი ჯერ კიდევ იქ იყო. და ყველაზე საშინელი ის აღმოჩნდა, რომ ახლა ნინამ ზუსტად იცოდა რის ეშინოდა ყველაზე მეტად: არა იმისა, რომ ლუკა ვერასდროს შეიყვარებდა. არამედ იმისა, რომ ერთხელაც შეწყვეტდა მისკენ სიარულს! იმ საღამოს სახლში დაბრუნებისას ნინას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მთელი დღე ვიღაცას გაურბოდა. და ყველაზე ირონიული ის იყო, რომ სინამდვილეში საკუთარ თავს გაურბოდა. ბინაში შესვლისთანავე ჩანთა იატაკზე დააგდო და პირდაპირ საწოლზე დაეცა. ტელეფონი ისევ ხელში ეჭირა. ლუკას ბოლო „ვიცი“ ეკრანზე ჯერ კიდევ ღია იყო. ერთი სიტყვა. და მაინც იმდენი რაღაც იკითხებოდა შიგნით, ნინას გულზე აწვებოდა. იმიტომ რომ ლუკა ჩვეულებრივ ასეთ დროს რაღაცას დაამატებდა. რამე სულელურ ხუმრობას. სტიკერს. „დრამატული ხარ“. რამეს. ახლა კი საუბარი უბრალოდ დასრულდა. და ეს დასრულება ზედმეტად არ ჰგავდა მათ. ნინამ თვალები დახუჭა. უცებ გაახსენდა მეცხრე კლასი. ერთხელაც ასე იჩხუბეს. საშინლად. აღარც ახსოვდა მიზეზი — ალბათ რაღაც სრულიად უაზრობა იყო. ლუკამ რაღაც მწარე უთხრა. ნინამაც დაუბრუნა. მერე მთელი კვირა არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ყველაზე საშინელი კვირა იყო მის ცხოვრებაში. მაშინ პირველად მიხვდა, რამდენ სივრცეს იკავებდა ლუკა მის ყოველდღიურობაში. ყოველ დილით ინსტინქტურად მისკენ იხედებოდა დერეფანში. ყოველ შესვენებაზე უნდოდა რაღაც ეთქვა და მერე ახსენდებოდა, რომ გაბრაზებულები იყვნენ. მეშვიდე დღეს ლუკა თვითონ მივიდა. წვიმდა. ნინა სკოლის უკან იდგა მარტო, კაპიშონი ნახევრად თვალებზე ჩამოფარებული. ლუკა უხმოდ დადგა გვერდით. რამდენიმე წამი არაფერი უთქვამს. მერე ჯიბიდან სნიკერსი ამოიღო და გაუწოდა. ნინამ გაკვირვებულმა შეხედა. — ეს რა არის? — სამშვიდობო შეთავაზება. — სნიკერსით? — მეტის ფინანსები არ მაქვს. ნინას მაშინ სიცილი წასკდა მიუხედავად ყველაფრისა. ლუკამაც გაიღიმა. მერე ისე, თითქოს ეს ყველაზე ნორმალური რამ იყო მსოფლიოში, მხარზე ხელი გადახვია და თქვა: — აღარ შემიძლია შენთან არ საუბარი! იმ მომენტში ნინას ისეთი შვება ახსოვს, ლამის ეტირა. მაშინ ეგ უბრალოდ საუკეთესო მეგობრობა ეგონა. ახლა კი… ახლა უკვე იცოდა, რომ იმ შვების ნაწილი ბევრად უფრო ღრმა იყო. ნინა დიდხანს იწვა გაუნძრევლად. თითქოს სხეული უკვე დაიღალა ფიქრისგან, მაგრამ ტვინი მაინც აგრძელებდა იმავე სცენების თავიდან გაშვებას. ლუკა და ელენე. ელენეს ხელი ლუკას მაჯაზე. ის მოკლე, ჩვეული კოცნა. და მერე ლუკას სახე — სრულიად მშვიდი. საშინელი სიმშვიდე. იმ ტიპის, რომელიც ამბობს: ყველაფერი წესრიგშია. იმიტომ რომ მართლაც წესრიგში იყო. ლუკასთვის. ნინამ თვალები დახუჭა. და ისევ იგივე კითხვა დაბრუნდა, რომელსაც მთელი დღე გაურბოდა: თუ ყველაფერი წესრიგშია… მაშინ მე რატომ მტკივა? ტელეფონი გვერდით იდო და ოდნავ ანათებდა. ეკრანზე არაფერი ახალი. ლუკა აღარ წერდა. და ეს უკვე თავისთავად იყო პასუხი. ⸻ მეორე დღეს უნივერსიტეტში ნინა ადრე მივიდა. არ იცოდა რატომ. უბრალოდ ვერ გაჩერდა სახლში. კაფეტერიაში ჯერ კიდევ ნახევრად ცარიელი იყო სივრცე. ყავის აპარატის ხმა უფრო ხმამაღლა ისმოდა, ვიდრე ხალხის და სწორედ მაშინ დაინახა ისინი. ლუკა და ელენე. ფანჯარასთან ისხდნენ. ისე ბუნებრივად, თითქოს ეს მათი ადგილი ყოფილიყო ელენე რაღაცას უყვებოდა ლუკა უსმენდა. მართლა უსმენდა. ისეთი ყურადღებით, როგორითაც ნინას ყოველთვის უსმენდა… მაგრამ ახლა სხვა იყო. აქ უფრო მშვიდი იყო. არანაირი დაცვა. არანაირი ირონია. უბრალოდ ის. ელენემ რაღაც თქვა და გაეცინა. ლუკამაც გაიღიმა — პატარა, თითქმის შეუმჩნეველი ღიმილი. მაგრამ ნინამ მაინც დაინახა. და უცნაურად, ყველაზე მტკივნეული ის არ იყო, რომ ლუკა ელენესთან იყო. არამედ ის, რომ ლუკა ასე კარგად იყო. ისე, თითქოს მის გვერდით ყოფნა არ საჭიროებდა ბრძოლას. თითქოს იქ არ სჭირდებოდა მუდმივად რაღაცის დამტკიცება. ნინა იდგა კართან და გრძნობდა, როგორ ეშლებოდა რაღაც შიგნით. ელენემ თავი ოდნავ მიაბრუნა და ლუკას მხარზე თითი დაუკაკუნა. — დღეს საღამოს მაინც დაისვენე, — თქვა ნაზად. — გთხოვ. ლუკამ ამოიოხრა. — შენ ჩემი დედა ხდები ნელ-ნელა. — ცუდი იდეაა? — საშიშია. ელენემ გაიცინა და მის წინ ყავა დადგა. ეს მოძრაობა ისეთი ჩვეულებრივი იყო, თითქოს ასჯერ ჰქონდათ გაკეთებული. ნინა უყურებდა და უცებ გააცნობიერა რაღაც ძალიან მკვეთრად: ელენე არ იყო შემთხვევითი. არ იყო დროებითი. არ იყო „რაღაც ეტაპი“. ის იყო ადგილი, სადაც ლუკა უკვე იდგა. და ნინა… ნინას იქ ადგილი საერთოდ არ ჰქონდა. ლუკამ რაღაც თქვა ჩუმად და ელენემ ოდნავ თავი დახარა მისკენ, თითქოს მხოლოდ მათ ორს ესმოდა. იმ პატარა ჟესტში იმდენი კომფორტი იყო, ნინას სუნთქვა შეეკრა. იმიტომ რომ ეს ის კომფორტი იყო, რომელიც თვითონ ყოველთვის ჰქონდათ. მაგრამ ახლა სხვასთან. ნინა სწრაფად შეტრიალდა. თითქოს თვალის დევნება რაღაც დანაშაული იყო. დერეფანში გავიდა. და მხოლოდ მაშინ იგრძნო, რომ ხელები ოდნავ უკანკალებდა. მთელი დღე ცდილობდა არ დაენახა. არ დაეფიქსირებინა. არ მიეყურა. მაგრამ ლუკა მაინც ყველგან იყო. მისი ხმა კაფეტერიაში. მისი სიცილი დერეფანში. ელენეს გვერდით მდგომი ჩრდილი. და ნინა ნელ-ნელა ხვდებოდა, რომ ყველაზე რთული არ იყო იმის აღიარება, რომ შეყვარებული იყო. ყველაზე რთული იყო იმის დანახვა, რომ ამ სიყვარულის მეორე მხარეს უკვე სხვა იდგა. და ის სხვა არ იყო ცუდი. ეს იყო ყველაზე უარესი ნაწილი. იმიტომ რომ ელენე არ ტოვებდა სივრცეს სიძულვილისთვის. არც ეჭვისთვის. არც გამართლებისთვის. საღამოს, როცა უნივერსიტეტიდან გამოვიდა, ტელეფონი ისევ ვიბრირებდა. "დღეს ვერ გნახე, ყველაფერი რიგზეა? " ნინამ ეკრანს დიდხანს უყურა. და პირველად არ იცოდა რა ეპასუხა. იმიტომ რომ პასუხი არ იყო უბრალოდ „კი“ ან „არა“. პასუხი იყო: მე გიყურებდი მთელი დღე და სწორედ ეს იყო პრობლემა. მაგრამ ეს ვერ დაწერა. ვერც ვერასდროს დაწერდა. ბოლოს მხოლოდ ერთი სიტყვა აკრიფა "კი" დილა ზედმეტად მკაფიო იყო. ისეთი, როცა ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში უკვე შეცვლილია. ნინა უნივერსიტეტის დერეფანში იდგა და ხელში ყავის ჭიქას ატრიალებდა, რომელსაც არც კი სვამდა. ყავის სუნი ჩვეულებრივად უნდა დამშვიდებულიყო. მაგრამ დღეს ვერაფერს შველოდა. კაფეტერიიდან ხმაური ისმოდა. და იმ ხმაურში რაღაც ძალიან კონკრეტულს ელოდა. ლუკას ხმას. და ელენეს სიცილს. და სწორედ მაშინ გაიგონა. ჯერ ელენე. მერე ლუკა. ნინამ ინსტინქტურად თავი ასწია. ისინი დერეფნის ბოლოს მოდიოდნენ. ერთად. ელენე რაღაცას უყვებოდა, ხელებით ისევ ხატავდა ჰაერში, როგორც ყოველთვის. ლუკა გვერდით მიდიოდა. მშვიდად. ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი. და იღიმოდა. ისეთი პატარა ღიმილით, რომელიც ნინამ უკვე ზეპირად იცოდა — მაგრამ ახლა პირველად სხვას ეკუთვნოდა. ნინას გული ისე დაეჭიმა, თითქოს ვიღაცამ მკერდი მოუჭირა. ელენემ რაღაც თქვა და ლუკამ მოკლედ გადაიხარხარა. ნინა გაშეშდა. იმიტომ რომ ეს სიცილი… ეს სიცილი საერთოდ სხვა ტიპის იყო. არა ის დაცვითი, ირონიული, „არავინ მომეკაროს ზედმეტად ახლოს“ ლუკა. ეს იყო ლუკა, რომელიც არ იბრძოდა. და ნინამ პირველად გააცნობიერა: ლუკა ყოველთვის იბრძოდა — უბრალოდ აქამდე ამას ვერ ამჩნევდა. ელენემ თავი ოდნავ ლუკასკენ მიაბრუნა. — დღეს მაინც არ გადაიღლი თავს ხო? ლუკამ მხრები აიჩეჩა. — ვეცდები. — ეს უკვე პროგრესია. ლუკამ ჩაიცინა და ოდნავ მხარი გაკრა. ნინას თვალები წამით გაუშეშდა. ეს ჟესტი. ისეთი პატარა. ისეთი ბუნებრივი. და მაინც — ზედმეტად ახლობელი. თითქოს ლუკას და ელენეს შორის არ არსებობდა ის უხილავი ბარიერი, რომელიც ნინას ყოველთვის ჰქონდა. ელენე შეჩერდა, ლუკას შეხედა. — დღეს საღამოს თუ ისევ გვიან მომაკითხავ გეჩხუბები — შენ ხომ მაინც ჩხუბობ. ელენემ ოდნავ გაუღიმა და ხელი მის მაჯაზე დაადო. ისევ. ის მარტივი, ჩვეული შეხება. ნინამ ამოისუნთქა — მაგრამ უფრო სწორად, ვერ ამოისუნთქა. ლუკამ უცებ გვერდზე გაიხედა. და ნინას თვალები შეხვდა. ერთი წამი. მხოლოდ ერთი. მაგრამ საკმარისი იყო. ლუკას გამომეტყველება ოდნავ შეიცვალა. თითქოს რაღაც ძალიან პატარა დაძაბულობა გაკრთა მის თვალებში. ელენემ ვერ შეამჩნია. ან არ შეამჩნია. — ნინა, — თქვა ლუკამ. მისი ხმა ჩვეულებრივი იყო. მაგრამ ნინამ უკვე იცოდა — მისთვის არაფერი იყო ჩვეულებრივი ახლა. ელენემაც შემოატრიალა თავი. — ჰეი, — თქვა თბილად. — დილამშვიდობის. ნინა თითქოს ავტომატურად გაიღიმა. — დილამშვიდობის. სიჩუმე. ის პატარა, უხერხული წამი, რომელიც არავის უყვარს. ლუკამ ოდნავ გადაყლაპა ნერწყვი — ლექციაზე მიდიხარ? — ჰო. — მეც მაგ მიმართულებით ვარ, — თქვა ელენემ. — თუ არ გეჩქარება. ნინამ იგრძნო, როგორ შეეკუმშა შიგნით რაღაც. ეს „თუ არ გეჩქარება“ არ იყო უბრალოდ წინადადება. ეს იყო სივრცე. სივრცე, რომელშიც ლუკა და ელენე ბუნებრივად ჯდებოდნენ. და ნინა… თითქოს ზედმეტი იყო. — არა, — თქვა ნინამ სწრაფად. — მე… სხვა ლექცია მაქვს. ლუკამ ოდნავ თავი დაუქნია. — კარგი. მარტივი სიტყვა. მაგრამ ისევ ის იგივე სიმშვიდე. ის სიმშვიდე, რომელიც ნინასთვის უკვე აღარ იყო მშვიდი. ნინამ გვერდით გაიარა. და სანამ წავიდოდა, ერთი წამით მაინც იგრძნო: ლუკას მზერა მიჰყვებოდა. მაგრამ არ დაუძახა. არ შეაჩერა. არაფერი. და ეს იყო ყველაზე მტკივნეული ნაწილი. იმიტომ რომ ლუკა ადრე ყოველთვის რაღაცას იტყოდა. ყოველთვის. ნინა კიბეებზე ჩავიდა. სუნთქვა ცოტა აჩქარებული ჰქონდა. გული — არა. გული თითქოს საერთოდ სხვაგან იყო დარჩენილი. და პირველად ძალიან მკაფიოდ გაიფიქრა: ახლა უკვე არა მხოლოდ მე ვარ ჩუმად. ლუკაც არის. და ეს აღარ იყო შემთხვევითობა. ეს უკვე ცვლილება იყო. .. იმ საღამოს სალომემ თითქმის ძალით წაიყვანა — არანაირი „არ მინდა“, — უთხრა კართან. — ერთი სემესტრია უკვე სახლ-ლექცია-სახლში ცხოვრობ. დღეს მოდიხარ. ნინა თავიდან წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ბოლოს მაინც დანებდა. ალბათ იმიტომ, რომ სახლში დარჩენა უკვე ზედმეტად ხმამაღალი იყო. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა — უფრო რთული, ვიდრე ხალხში ყოფნა. წვეულება ერთ-ერთი სტუდენტის ბინაში იყო. ხმაური კარს მიღმა ჯერ კიდევ დერეფნიდან იგრძნობოდა. მუსიკა ისეთი ხმამაღალი იყო, თითქოს კედლებშიც ვიბრირებდა. სალომემ შესვლისთანავე ხელი ჩასჭიდა. — აი, ხედავ? ცხოვრება მაინც მიჰქრის ნინამ მხოლოდ ოდნავ გაუღიმა. მაგრამ შიგნით არაფერი „ხდებოდა“. ის უბრალოდ იყო. და ისიც ძლივს. სასმელი პირველსავე წუთებში გაუჩნდა ხელებში ვიღაცამ მისცა. ვიღაცამ რაღაც თქვა. ნინამ კი ვერც გაიგო რა. უბრალოდ დალია. ერთი. მერე მეორე. მერე უკვე აღარ ითვლიდა. პირველი რამდენიმე ჭიქა თითქოს შვებას ჰგავდა. სხეული ოდნავ მოდუნდა. ფიქრები ნელ-ნელა აღარ იყო ისეთი მკვეთრი. ლუკა. ელენე. ის დილა. ის ღიმილი. ყველაფერი თითქოს შორს იწევდა. და ნინამ პირველად იმ დღეს ამოისუნთქა ისე, რომ არ სტკენოდა. — შენ კარგად ხარ? — სალომეს ხმა მოესმა სადღაც გვერდიდან. — ჰო… მგონი, — გაეღიმა ნინას. საკუთარ ხმას თვითონაც ვერ ცნობდა. სალომემ წარბი ასწია. — „მგონი“ უკვე ცუდი ნიშანია. — არ მინდა ფიქრი. ეს წამოსცდა. სალომემ ცოტა ხანს უყურა. მერე არაფერი უთქვამს. უბრალოდ კიდევ ერთი ჭიქა მისცა. დრო აირია. მუსიკა აირია. ხალხის სახეები ერთმანეთში გადადიოდა. და ნინასთვის ყველაფერი ერთ დიდ, თბილ ბურუსად იქცა. სადღაც შორიდან ვიღაც იცინოდა. ვიღაც ეხვეოდა. ვიღაც ეძახდა. მაგრამ ნინა თითქოს შიგნით იყო ჩაკეტილი. და პირველად იმ დღეს აღარ სტკიოდა. იმიტომ რომ აღარ ფიქრობდა. კარი გაიღო. ჰაერი შეიცვალა. ნინა ამას მაშინვე ვერ მიხვდა. მხოლოდ მერე. როცა სალომეს ხმა უცებ დაიძაბა: — ოჰ. ნინამ თავი ნელა ასწია. და ყველაფერი ისევ გაჩერდა. ლუკა იდგა კართან. ელენესთან ერთად. ნინა ვერ მიხვდა, როგორ მოვიდა იქ. ვერ მიხვდა, რატომ იყო იქ. მაგრამ იყო. ლუკას მზერა ოთახს მოედო და გაჩერდა. მასზე. ნინაზე. ერთი წამი. მერე მეორე. მის სახეზე რაღაც გაურკვეველი გაკრთა. არა გაბრაზება. არა სიცილი. უფრო… ყურადღება. შეშფოთებაც კი. ნინა ოდნავ შეირხა. ღმერთო. რატომ ტრიალებდა ყველაფერი ასე ნელა? ელენემაც დაინახა. — აქ ყოფილხარ, — თქვა მშვიდად. ნინამ რაღაც უპასუხა. მაგრამ საკუთარ ხმას აღარ ენდობოდა. ლუკა რამდენიმე ნაბიჯით წამოვიდა. — რამდენი დალიე? — ჰკითხა ჩუმად. მისი ხმა ზედმეტად ახლოს იყო. ზედმეტად რეალური. ნინამ გაიცინა. არასწორად. — არ ვიცი… საკმარისი? ლუკას ყბა ოდნავ დაეჭიმა. ელენემ ნელა ამოისუნთქა. — ნინა, დაჯექი ცოტა. — არ მინდა დაჯდომა, — თქვა ნინამ და უცებ თავი გადააქნია. — კარგად ვარ. ლუკამ პირდაპირ შეხედა. ის მზერა აღარ იყო უნივერსიტეტის დერეფნის. არ იყო მშვიდი. — არ ხარ კარგად, — თქვა მოკლედ. ნინამ ამაზე სიცილი დაიწყო. უცნაურად. ზედმეტად ხმამაღლა. — ახლა შენ რას აკეთებ? მექანიკური ინჟინერი ხარ თუ ჩემი ექიმი? სიჩუმე. ელენე გვერდით გადმოიხარა. — ნინა… მაგრამ ნინამ აღარ მოუსმინა. იმიტომ რომ ლუკას მზერა ახლა უკვე ზედმეტად მძიმე იყო. და უცებ, სრულიად უადგილოდ, ნინამ იგრძნო, როგორ აუვარდა ყელში რაღაც. ყველაფერი ერთდროულად. ელენე. დილა. სიჩუმე. „კი.“ „კარგი.“ ის, როგორ არ დაუძახა. როგორ არ გააჩერა. და ის, რომ მაინც იქ იდგა ახლა. როცა უკვე გვიანი იყო. — რატომ ხარ აქ? — ამოილაპარაკა ნინამ უცებ. ლუკა გაჩერდა. — რა? ნინა ძლივს იდგა. მაგრამ მაინც უყურებდა. — რატომ ხარ ყოველთვის იქ, სადაც მერე აღარ მეხმარები? სიჩუმე. ოთახში მუსიკა აგრძელებდა. მაგრამ მათ შორის თითქოს ყველაფერი ჩუმდებოდა. ლუკამ ნელა ჩაისუნთქა. ელენემ თავი ოდნავ დახარა, თითქოს მიხვდა, რომ ეს უკვე მათი იყო. ნინამ კი ვერ გააჩერა ენა — ერთხელ მაინც… — ხმა დაუკანკალდა. — ერთხელ მაინც თუ არ მოდიხარ , რატომ საერთოდ მოდიხარ? ლუკას თვალები უცნაურად გაუფართოვდა. და პირველად მთელი დღის განმავლობაში მისი მშვიდობა მთლიანად დაირღვა. ლუკა ერთი წამით უბრალოდ გაშეშდა. თითქოს ვერ გაიგო ზუსტად რა უთხრა ნინამ. ან უფრო სწორად — გაიგო ზედმეტად კარგად. მისი მზერა ნელა ჩამოიწია ნინას სახიდან მის ხელებამდე, მერე ისევ უკან. და იმ წამს პირველად აღარ იყო იქ ის ჩვეულებრივი ლუკა, რომელიც ყველაფერს ირონიით ფარავდა. — ნინა… — თქვა ჩუმად. მისი ხმა აღარ იყო მკაცრი. აღარ იყო მშვიდი. უფრო ფრთხილი გახდა. ელენემ ოდნავ უკან დაიხია, თითქოს ინსტინქტურად მიხვდა, რომ უნდა გაჩერებულიყო. მაგრამ არ წასულა. ნინა კი ისევ იდგა. სხეული ოდნავ ერყეოდა. სასმელი ჯერ კიდევ თავში ურევდა ყველაფერს. და სწორედ ამიტომ — აღარ ჰქონია ის დამცავი ფენა, რომელიც ჩვეულებრივ აკავებდა. — არ გესმის, ხო? — ამოილაპარაკა ნინამ და უცებ სიცილი აუტყდა, ისევ არასწორი, დაძაბული. — შენ არასდროს გესმის ბოლომდე. ლუკამ ნაბიჯი გადმოდგა მისკენ. — არ მიყვარს ასე რომ ხარ. ეს წინადადება თითქოს ჰაერში გაიყინა. ნინა გაჩერდა. სიცილი შუაში ჩაუწყდა. — „ასე“ როგორ? — ჰკითხა ჩუმად. ლუკამ პასუხი დააგვიანა. თითქოს ეძებდა სიტყვას, რომელიც არ დააზიანებდა. მაგრამ ვერ იპოვა. — დაკარგული, — თქვა ბოლოს ძალიან ჩუმად. და ეს სიტყვა იყო ზუსტად ის, რაც ნინას ყველაზე მეტად მოხვდა. ყელი შეეკუმშა. — დაკარგული არ ვარ, — თქვა მაშინვე, ზედმეტად სწრაფად. — უბრალოდ… გაჩერდა. „უბრალოდ რა?“ თავი დაეხარა. ფრჩხილებით ხელისგულს მოეჭიდა. და უცებ ყველაფერი ამოვარდა. — უბრალოდ არ მინდა ვიყო აქ, როცა შენ… — ხმა გაებზარა. — როცა შენ სხვასთან ხარ ისე, როგორც… როგორც ყოველთვის ჩემთან იყავი. სიჩუმე. მუსიკა თითქოს უფრო შორიდან ისმოდა. ლუკამ თავი ოდნავ დახარა. ელენემ ჩუმად ამოისუნთქა, მაგრამ არაფერი თქვა. ლუკა კი ნელა, ძალიან ნელა მიუახლოვდა. — რას ამბობ? — ჰკითხა თითქმის ჩურჩულით. ნინა თავს ვეღარ აჩერებდა. — შენ იცოდი ყოველთვის, — ამოილაპარაკა. — ყველაფერი. როგორ ვარ. რას ვფიქრობ. როდის მტკივა. და ახლა… ახლა თითქოს სხვაგან ხარ და მე უბრალოდ… გაჩერდა. სიტყვა არ მოვიდა. „ზედმეტი.“ ეს იყო ის, რაც უნდოდა ეთქვა. მაგრამ ვერ თქვა. ლუკას სახე დაეძაბა. — ნინა, მე არასდროს… გაჩერდა. თითქოს თვითონაც ვერ დაასრულა. ელენემ ამ დროს ძალიან მშვიდად გადადგა ერთი ნაბიჯი უკან. — მგონი… მე უნდა წავიდე ცოტა ხნით, — თქვა ჩუმად. და წავიდა. არანაირი სცენა. არანაირი დრამა. უბრალოდ სივრცე დატოვა. ლუკა და ნინა დარჩნენ. მხოლოდ ისინი. და ახლა ოთახი უკვე ძალიან პატარა გახდა. ლუკა ოდნავ მოიღუნა მისკენ. — დამაკვირდი, — თქვა ჩუმად. ნინა არ უყურებდა. — არ შემიძლია. — რატომ? ნინამ ამოისუნთქა, მაგრამ ჰაერი ისევ არ ჰყოფნიდა. — იმიტომ რომ… — გაჩერდა. — იმიტომ რომ თუ შეგხედავ, საერთოდ ვერ გავჩერდები. ლუკა გაიყინა. იმ წამში თითქოს რაღაც შეიცვალა მის თვალებში. სრული სიჩუმე. მერე ძალიან ნელა: — რას ნიშნავს ეგ? ნინა ახლა უკვე ტირილამდე იყო მისული, მაგრამ თვალები მაინც მშრალი ჰქონდა. სასმელი ყველაფერს აადვილებდა მაგრამ ბოლომდე ვერ ათავისუფლებდა. — ნიშნავს, რომ არ უნდა მყავდე ასე ახლოს, — თქვა ჩუმად. — და მაინც ყოველთვის ყველაზე ახლოს ხარ. ლუკა აღარ იღიმოდა. — ნინა… — თქვა ისევ, მაგრამ ახლა უკვე სხვანაირად. — შეხედე მე. და ამჯერად ეს არ იყო თხოვნა. ეს იყო რაღაც უფრო მძიმე. ნინამ ნელა ასწია თავი. თვალები შეხვდა. და ლუკას მზერაში პირველად დაინახა ის, რასაც ყოველთვის გრძნობდა, მაგრამ არასდროს ახმოვანებდა: დაძაბულობა. არა გაბრაზება. არა გაღიზიანება. რაღაც ძალიან ღრმა. და ძალიან პირადი. ლუკამ ნელა ამოისუნთქა. — შენ მთვრალი ხარ, — თქვა მშვიდად. ნინას გაეღიმა სუსტად. — კარგი დიაგნოზია. ლუკამ ოდნავ თავი გადააქნია. — ამაზე მერე ვილაპარაკებთ. — „მერე“ აღარ არსებობს, — ჩუმად თქვა ნინამ. ლუკა გაჩუმდა. და პირველად არ უპასუხა მაშინვე. იმიტომ რომ ეს წინადადება უკვე სხვანაირად ჟღერდა. და ორივემ იგრძნო: ეს აღარ იყო უბრალოდ წვეულება. და არც უბრალოდ ემოციური აფეთქება. ეს იყო ის მომენტი, რომელიც რაღაცას ან დაიწყებდა… ან დაასრულებდა. მუსიკა ოთახში უცებ შეიცვალა. დიჯეიმ რაღაც უფრო ნელი ჩართო. ბასი ისევ იყო, მაგრამ სხვანაირად — თითქოს ყველაფერი ოდნავ გაიწელა. ნინა ისევ იდგა ლუკას წინ. და იმ სიჩუმეში, რომელიც მათ შორის ჩამოჯდა, მუსიკა ერთადერთი რამ იყო, რაც მოძრაობდა. ვიღაცამ გვერდით დაიყვირა, ვიღაცამ გაიცინა. მაგრამ ნინასთვის ყველაფერი შორიდან ისმოდა. და მაშინ, თითქოს შემთხვევით, ნინამ დაიწყო ჩუმად აყოლა. თავიდან თითქმის ჩურჩულით. მერე ცოტა ხმამაღლა. არა იმიტომ, რომ იცოდა რას აკეთებდა. არამედ იმიტომ, რომ აღარ შეეძლო გაჩერება. მისი ხმა ოდნავ კანკალებდა, მაგრამ მაინც იდგა. და სიტყვები… უფრო ზუსტად — გრძნობა — ასე ჟღერდა „შენ შეიძლება იყო ის, ვინც მე მიყვარს… და მე შეიძლება ვიყო ის, ვინც შენზე ფიქრობს ღამით, როცა ვერ იძინებ. მე აქ ვდგავარ, და ველოდები, რომ რაღაც მაინც მოგწვდეს ჩემამდე. შენ შეიძლება იყო ის, ვინც ჩემში რჩება, და მე შეიძლება ვიყო მიზეზი, რატომაც გიჭირს მშვიდად სუნთქვა. მე არაფერი შემიძლია მეტი… უბრალოდ ვდგავარ აქ და ველოდები, რომ დამინახავ.“ ნინამ ბოლო სიტყვა ჩუმად თქვა და გაჩუმდა. თითქოს უცებ გააცნობიერა, რომ ეს ხმამაღლა არ უნდა ეთქვა. რომ ოთახში მუსიკა იყო. ხალხი იყო. და ლუკა იყო ყველაზე ცუდი აუდიტორია ამ ყველაფრისთვის. მაგრამ უკვე გვიანი იყო. ლუკა აღარ იღიმოდა. მხოლოდ ის მზერა ჰქონდა, რომელიც ნელა, ძალიან ნელა გადადიოდა ნინას სახეზე. თითქოს პირველად აღარ ცდილობდა „გამოცნობას“. თითქოს უკვე იცოდა. და უბრალოდ ვერ წყვეტდა ყურებას. — ნინა… — თქვა ძალიან ჩუმად. მაგრამ ნინამ თავი გააქნია. — არ მითხრა არაფერი, — ამოილაპარაკა. — გთხოვ. იმიტომ რომ თუ იტყოდა… ყველაფერი რეალური გახდებოდა. და ეს უკვე აღარ იყო სიმღერა. ეს უკვე იყო აღიარება, რომელიც შემთხვევით ამოვარდა შუა ხმაურიან ოთახში. ნინა ისევ იდგა, მაგრამ ახლა უკვე თითქოს ირყეოდა. ლუკამ რამდენიმე წამი უყურა. მერე ძალიან ჩუმად თქვა: — უნდა წავიდეთ. — არ მინდა, — ამოილაპარაკა ნინამ დაუფიქრებლად. ლუკამ არ უპასუხა მაშინვე. უბრალოდ მივიდა. და ნელა, ძალიან ფრთხილად ჩამოადო ხელი მის იდაყვზე — ისე, რომ არ დაეძალებინა. — ნინა, — თქვა ჩუმად. — ფეხზე ძლივს დგახარ. ეს სიმართლე იყო. და სწორედ ამიტომ გაღიზიანა. — ვდგავარ, — უპასუხა ნინამ, მაგრამ ხმა უკვე აღარ იყო მტკიცე. ლუკამ ოდნავ ამოისუნთქა. — კარგი. მაგრამ მაინც მივდივართ ამჯერად წინააღმდეგობა აღარ ჰქონია გარეთ ჰაერი ცივი იყო. წვეულების ხმაური კარის დახურვისთანავე უკან დარჩა — თითქოს სხვა სამყაროში. ნინა ფეხს ძლივს აბიჯებდა. ლუკა გვერდით დაუდგა, ხელი არ გაუშვია. არ ა მჭიდროდ — უბრალოდ საკმარისად, რომ არ წაქცეულიყო. — სად მივდივართ? ლუკამ ოდნავ გვერდით გახედა. — სახლში მიგიყვან. ნინამ რაღაცის თქმა სცადა, მაგრამ სიტყვები არ მოვიდა. უბრალოდ თავი დახარა. ქუჩა ცარიელი იყო. ქალაქის შუქები რბილად ანათებდა ასფალტს. და ნაბიჯები ერთმანეთში იშლებოდა. რამდენიმე წუთი ჩუმად დადიოდნენ. ლუკა არც ჩქარობდა, არც აჩქარებდა. უბრალოდ მის გვერდით იყო. როგორც ყოველთვის. მაგრამ ახლა ეს „როგორც ყოველთვის“ სხვანაირად ტკიოდა — რატომ იყავი იქ საერთოდ? — ამოილაპარაკა ნინამ ბოლოს, უფრო თავისთვის. ლუკამ თავი ოდნავ მიაბრუნა. — მეგობარმა დამპატიჟა. — არ მეგონა, რომ ასე იქნებოდი. ნინამ ჩაიცინა სუსტად. — როგორ „ასე“? ლუკა გაჩუმდა. და ეს სიჩუმე საკმარისი იყო პასუხისთვის. მერე უბრალოდ თქვა: — სახლში რომ მივალთ დაიძინე. ნინამ არაფერი უპასუხა. იმიტომ რომ „დაძინება“ ყველაზე მარტივი სიტყვა იყო იმ ყველაფერთან შედარებით, რაც თავში ჰქონდა. მის კორპუსთან რომ მივიდნენ, ლუკამ ნელა გააჩერა. ნელა შეავლო მზერა კორპუსის შესასვლელს. მერე ისევ ნინას. — ვერ დაგტოვებ ასე, — თქვა ჩუმად. ნინამ მხრები ოდნავ აიჩეჩა, თითქოს ეს საერთოდ არ ეხებოდა. — კარგად ვარ. ლუკამ არაფერი უპასუხა. უბრალოდ ხელი ისევ მის იდაყვზე დადო — ამჯერად უფრო მყარად, მაგრამ მაინც ფრთხილად. — მოდი. და ნინა აღარ შეწინააღმდეგებია. ლიფტში სიჩუმე იყო. ისეთი, რომელიც ხმაურს არ ჰგავდა — უფრო მძიმე, დაბნეულს. ნინა კედელს ეყრდნობოდა. ლუკა გვერდით იდგა, თვალს არ აშორებდა, თითქოს ნებისმიერ წამს შეიძლებოდა წაქცეულიყო. — რატომ აკეთებ ამას? — ამოილაპარაკა ნინამ უცებ. ლუკამ თავი ოდნავ გადახარა. — რას? ნინამ მხრები აიჩეჩა. — ამას… ყოველთვის. ლუკა ცოტა ხანს ჩუმად იყო. — იმიტომ რომ გჭირდები ახლა, — თქვა ბოლოს უბრალოდ. და ეს წინადადება ზედმეტად მარტივი იყო იმისთვის, რომ უსაფრთხო ყოფილიყო. ნინამ არაფერი უპასუხა. უბრალოდ თავი დახარა. ბინაში შესვლისთანავე ლუკამ კარი ფრთხილად დახურა. ნინა რამდენიმე წამი შუა ოთახში იდგა, თითქოს ვერ იგებდა სად იყო. — დაჯექი, — თქვა ლუკამ მშვიდად. ნინა დივანზე ჩამოჯდა. ხელები მუხლებზე ედო. თვალები ნახევრად დახუჭული ჰქონდა. ლუკამ წყალი მოუტანა და გვერდით დაუდგა. — დალიე. ნინამ ნელა მოსვა. მერე თავი უკან მიაყრდნო. — არ მიყვარს ეს შეგრძნება, — ამოილაპარაკა ჩუმად. — ვიცი, — თქვა ლუკამ. — ცოტას დაისვენებ და გაგივლის. ნინა არ პასუხობდა. მისი სუნთქვა ნელდებოდა. ოთახში სითბო დაბრუნდა. და დაღლილობაც ერთდროულად დაეცა. ლუკამ ნელა შეხედა. — საწოლამდე გაგიყვან, — თქვა ჩუმად. ნინამ თავი ოდნავ დაუქნია. საწოლთან მისულმა ლუკამ ფრთხილად დააჯინა. ნინა უკვე ნახევრად გათიშული იყო. — არ წახვიდე… — ამოილაპარაკა თითქმის ჩურჩულით. ლუკა გაშეშდა. ერთი წამით. მერე ძალიან ჩუმად თქვა: — არ მივდივარ. ნინამ თვალები დახუჭა. და თითქოს ამ ერთმა წინადადებამ მთელი დაძაბულობა ოდნავ შეუმსუბუქა. ლუკამ პლედი გადააფარა. ფრთხილად, თითქმის შეხების შიშით. მერე გვერდით ჩამოჯდა, საწოლის კიდეზე. არ უთქვამს არაფერი. უბრალოდ იქ იყო. როგორც ყოველთვის. მაგრამ ახლა ეს „როგორც ყოველთვის“ უკვე აღარ იყო მარტივი. ნინას სუნთქვა ნელ-ნელა გათანაბრდა. თვალები აღარ გაახილა. და ბოლოს მხოლოდ ძალიან ჩუმად თქვა: — ლუკა… — ჰო? ნინამ აღარ დაასრულა წინადადება. უბრალოდ ჩუმად ჩაეძინა. ლუკა კიდევ ცოტა ხანს იჯდა. მზერა მის სახეზე ჰქონდა გაჩერებული. და პირველად იმ ღამეს, ოთახში დარჩენილი სიჩუმე აღარ ჰგავდა ჩვეულებრივ სიჩუმეს. ლუკა რამდენიმე წამი კიდევ არ განძრეულა. თითქოს ელოდა, რომ ნინა ისევ იტყოდა რამეს. მაგრამ ოთახში მხოლოდ მისი თანაბარი სუნთქვა ისმოდა. ნაზად. გათიშულად. ლუკამ ფრთხილად დახარა თავი. ნინას სახეს უყურებდა — იმ მშვიდ გამომეტყველებას, რომელიც მთვრალ მდგომარეობაში უცნაურად დაუცველი ხდებოდა. თითქოს ყველა ის ფენა, რასაც დღის განმავლობაში იკავებდა, ახლა უბრალოდ ჩამოშლილიყო. ლუკამ ოდნავ ამოისუნთქა. — რა გააკეთე დღეს… — ჩაილაპარაკა თითქმის ჩუმად. არ იყო ბრაზი. უფრო… გაუგებრობა. და რაღაც, რაც ზედმეტად ჰგავდა შიშს. ფრთხილად წამოდგა. ნინას პლედი ოდნავ გაასწორა. მერე ტელეფონს დახედა — ეკრანი ისევ ანთებული იყო, მაგრამ არაფერი მნიშვნელოვანი. ლუკამ ჩუმად ჩააქრო შუქი ოთახში. და მაინც არ წავიდა. კარისკენ არც კი გაიხედა. უბრალოდ ფანჯარასთან დადგა. ქუჩის შუქი ნელა ეცემოდა ოთახს. ნინასკენაც. ლუკამ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ერთხელაც დაბლა დახარა თავი. დღეს პირველად დაინახა ნინა ისე, როგორც ადრე არასდროს უნახავს. არა როგორც „საუკეთესო მეგობარი“. არა როგორც ადამიანი, რომელსაც უბრალოდ იცნობს. არამედ როგორც ვიღაც, ვინც რაღაცას მალავდა. და ეს რაღაც მას ეხებოდა. ლუკამ ნელა დახუჭა თვალები. — რა გემართება… — ამოიოხრა ჩუმად. მაგრამ პასუხი არ იყო. მხოლოდ ნინა. მისი სუნთქვა. და ის უცნაური სიჩუმე, რომელიც წვეულებიდან მოყოლებული მათ შორის გაჭიმულიყო. ლუკა ბოლოს ისევ საწოლთან დაბრუნდა. ფრთხილად ჩამოჯდა. მხოლოდ ერთი წამით დახედა. მერე ისე, თითქოს თვითონაც ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა, ნინას შუბლთან ძალიან ოდნავ მიიტანა ხელი — მაგრამ შეჩერდა. ჰაერში. არ შეეხო. გაჩერდა. და უკან დაიხია. თავი ოდნავ გადააქნია, თითქოს საკუთარი თავი გააჩუმა. — არა… — ჩაილაპარაკა ჩუმად. მერე წამოდგა. კარი ფრთხილად გააღო. და სანამ გავიდოდა, კიდევ ერთხელ შეხედა. დიდხანს. თითქოს რაღაცას იმახსოვრებდა. ან რაღაცას პირველად უშვებდა. კარი ჩუმად დაიხურა. და ოთახი ისევ მარტო დარჩა ნინასთან. მაგრამ იმ ღამით, ლუკას წასვლა აღარ ჰგავდა ჩვეულებრივ წასვლას. უფრო ჰგავდა რაღაცის შეკავებას. და რაღაცის პირველად არ გაკეთებას. დილა ზედმეტად მკაფიო იყო. ნინა იდგა ოთახში და გრძნობდა, რომ გუშინდელი ღამე საერთოდ არ „გადავიდა“. ის უბრალოდ დარჩა. კარზე კაკუნი. ერთი. მეორე. ნინამ უკვე იცოდა, ვინც იყო. მაგრამ მაინც არ უნდოდა გახსნა. ლუკა. როცა კარი გააღო, ლუკა არ იღიმოდა. ეს იყო პირველი, რაც მაშინვე შეამჩნია. არა მეგობრული ვიზიტი. არა ჩვეულებრივი დილა. — უნდა ვილაპარაკოთ, — თქვა პირდაპირ. ნინამ ოდნავ თავი გვერდზე გადაწია. — გუშინ უკვე ვილაპარაკეთ. ლუკამ მაშინვე შეხედა. — არა, არ გვითქვამს ყველაფერი. სიჩუმე. ნინა გვერდზე გაიწია და კარი გააღო. — შემოდი ლუკა შუა ოთახში გაჩერდა. ნინა კი კართან ახლოს დარჩა — თითქოს იქ დგომა რაღაც დაცვა იყო. ლუკამ პირდაპირ დაიწყო: — გუშინ... ნინა მაშინვე გაიყინა. — ლუკა… — არა, მოიცა, — მისი ხმა პირველად ოდნავ დაიძაბა. — მინდა გავიგო რა იყო ეგ. ნინა მხრები აიჩეჩა. — არაფერი. ეს სიტყვა ზედმეტად სწრაფად გამოვიდა. ზედმეტად ავტომატურად. და ორივემ იცოდა. ლუკამ თვალები მოჭუტა. — არაფერი? — ჰო. ლუკა ოდნავ წინ წავიდა — ნინა, მთვრალი იყავი, მაგრამ არა იმდენად. ნინამ მაშინვე შეხედა. — შენ როგორ ადგენ რამდენად „მთვრალი ვიყავი“? — გეყოფა! ეს წინადადება დარტყმას ჰგავდა. ნინამ ოდნავ უკან დაიხია. — არა, — თქვა ჩუმად. — შენ გგონია, რომ მიცნობ. ლუკა გაშეშდა. — რას ნიშნავს ეგ? ნინამ ხელები გადაჯვარედინა. — იმას, რომ გუშინ რაც მოხდა… არაფერს ნიშნავს. სიჩუმე. ეს უკვე აღარ იყო უბრალოდ უარყოფა. ეს იყო კედელი. ლუკამ ნელა ამოისუნთქა. — ნინა, შენ ჩემზე იმღერე. — და მერე რა? მისი ხმა უცებ გამკაცრდა. — შეიძლება უბრალოდ დრამატული ვიყავი. ლუკამ თავი ოდნავ გადააქნია. — შენ დრამატული არ ხარ.— შენ თავს არასდროს უშვებ ასე. ნინას ყელში რაღაც გაეჭედა. — არ იცი რას ვაკეთებ, როცა შენ არ მიყურებ. ლუკა მაშინვე შეჩერდა. ეს წინადადება ჰაერში გაჩერდა. საშიში იყო. ზედმეტად. და ნინამ მაშინვე ინანა. მაგრამ უკვე გვიანი იყო. ლუკამ ნელა ჩაისუნთქა. — მითხარი, — თქვა უფრო დაბალი ხმით. — რას ნიშნავს ეს. ნინა გაღიზიანდა. — არაფერი არ ნიშნავს! ხმა აუწია. პირველად. — უბრალოდ მუსიკა იყო, ლუკა! ლუკა არ დაიძრა. მხოლოდ უყურებდა. და ამ მზერაში უკვე აღარ იყო მხოლოდ კითხვა. იყო ეჭვი. და ტკივილი. ლუკამ ოდნავ წინ გადადგა ნაბიჯი. — მე რა ვარ შენთვის ამაში? ეს იყო ზღვარი. ნინა ამას გრძნობდა. და ზუსტად ამიტომ უკან დაიხია. — შენ საერთოდ არ ხარ ამაში, — თქვა სწრაფად. ძალიან სწრაფად. ზედმეტად სწრაფად. ლუკამ თვალები ოდნავ დახარა. — ტყუი!ამის დედაც! რატომ იქცევი ასე ეს სიტყვა აღარ იყო მშვიდი. მაგრამ არც აგრესიული. უბრალოდ… დარწმუნებული. და ეს იყო ყველაზე ცუდი ნაწილი. ნინა გაბრაზდა. იმიტომ რომ ლუკა ისევ ცდილობდა მის „წაკითხვას“. — რატომ გგონია, რომ ყველაფერი შენზეა? — თქვა მკაცრად. ლუკა გაჩუმდა. რამდენიმე წამი. მერე ძალიან მშვიდად: — იმიტომ, რომ როცა ჩემზე არ არის… შენ ასე არ იქცევი. ეს წინადადება ზედმეტად ზუსტი იყო. ნინას სუნთქვა შეეკრა. ლუკამ ოდნავ ხმას დაუწია: — გუშინ შენ არ იყავი უბრალოდ მთვრალი— შენ იყავი გულწრფელი. ნინა მაშინვე შეტრიალდა. — საკმარისია. ლუკამ არ შეწყვიტა. — ნინა— — გითხარი საკმარისია! ეს უკვე ყვირილი იყო. სიჩუმე. მძიმე. მკვდარი. ნინა ძლივს სუნთქავდა. ლუკა არ მოძრაობდა. მაგრამ პირველად მის თვალებში არ იყო სიმტკიცე. იყო რაღაც, რაც ძალიან ჰგავდა გატეხვას. — მე არ ვცდილობ შენზე ზეწოლას, — თქვა ბოლოს ჩუმად. — უბრალოდ მინდა ვიცოდე სიმართლე. ნინა ნელა შემოტრიალდა. თვალები უკვე აუწყლიანდა, მაგრამ არ უშვებდა. — და თუ სიმართლე არ არსებობს? — თქვა ჩუმად. ლუკა გაშეშდა. ნინა ნაბიჯით მიუახლოვდა. — თუ უბრალოდ… შენ გგონია, რომ რაღაც არის?— და სინამდვილეში არაფერი? ეს იყო დაცვა. მაგრამ ორივემ იცოდა — სუსტი. ლუკამ ძალიან ჩუმად ამოისუნთქა. — მაშინ რატომ გეშინია ჩემთან საუბრის? ეს კითხვა პირდაპირ მოხვდა. ნინა გაჩუმდა. და ამ სიჩუმეში პირველად გამოჩნდა სიმართლე: ის არ იცავდა ფაქტებს. ის იცავდა საკუთარ თავს. ლუკა აღარ მიუახლოვდა. უბრალოდ თქვა: — არ ვაპირებ ძალით გამოგტეხო.— მაგრამ ვერ გავაკეთებ ისე, თითქოს არაფერი იყო. და კარი ნელა გააღო. ნინა იდგა შუა ოთახში. გაყინული. და პირველად მიხვდა, რომ ყველაზე საშიში ახლა ის კი არ იყო, რომ ლუკა სიმართლეს ეძებდა… არამედ ის, რომ ნინა ყველაფერს აკეთებდა, რომ ის ვერასდროს ეპოვა. ... ოთახში ისეთი სიჩუმე დარჩა, ნინას ყურებში ზუზუნივით ესმოდა. რამდენიმე წამი საერთოდ არ განძრეულა. თითქოს სხეულმა ჯერ ვერ გაიგო, რომ ლუკა მართლა წავიდა. მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ მთელი საუბრის განმავლობაში ნორმალურად არც ერთხელ უსუნთქია. ხელები უკანკალებდა. გაბრაზებისგან. შიშისგან. ნინამ სწრაფად მოისვა სახეზე ხელი და ფანჯარასთან მივიდა. ვიღაც მანქანიდან გადმოდიოდა. ვიღაც ძაღლს ასეირნებდა. მხოლოდ მისი შიგნით იყო ყველაფერი თავდაყირა. ტელეფონი საწოლზე ეგდო როცა ეკრანმა გაანათა სალომე: „ცოცხალი ხარ?“ ნინამ მაშინვე აკრიფა: „არა.“ მერე წაშალა. „ჰო.“ გაგზავნა. რამდენიმე წამში პასუხიც მოვიდა: „მაშინ ყავაზე ჩამოდი. მარტო ყოფნას სჯობს" ნინას უნებლიედ ჩაეცინა. სალომე ყოველთვის გრძნობდა შესაფერის მომენტს! კაფე ჩვეულებრივზე მეტად ხმაურიანი იყო ან შეიძლება უბრალოდ ნინას ნერვები ჰქონდა ზედმეტად გამძაფრებული. სალომე უკვე იჯდა გზასთან ახლოს როგორც კი ნინა დაინახა, სახე შეეცვალა. — ოჰ, ცუდადაა საქმე. ნინა სკამზე ჩამოჯდა. — ეგრე მეტყობა? — გაგიჟებული ჰარლი ქვინის ვიდზე ხარ ნინას გაეცინა, მაგრამ სუსტად. სალომე ცოტა ხანს უყურებდა. მერე პირდაპირ ჰკითხა: — ლუკას ეჩხუბე? ნინამ მაშინვე ააარიდა მზერა — ღმერთო… მართლა რა ხდება თქვენ შორის? ნინას ყელში ისევ იგივე სიმძიმე დაუბრუნდა. — არაფერი. სალომემ ხმამაღლა ამოიოხრა. — თუ კიდევ ერთხელ იტყვი „არაფერი“, გესვრი ამ კოვზს ნინამ გადახედა. — ვერ ვეუბნები. სალომე გაჩუმდა. — რას? და აი, აქ იყო პრობლემა. იმიტომ რომ ნინამ თვითონაც ვერ თქვა ხმამაღლა. ვერ თქვა: „მიყვარს.“ სიტყვა ისევ ზედმეტად დამანგრევლად ჟღერდა — უბრალოდ… ყველაფერი აირია, — თქვა ბოლოს ჩუმად. სალომე ისევ უყურებდა. ყურადღებით. ისე, თითქოს ნაწილებად აწყობდა სურათს. და მერე ძალიან ფრთხილად ჰკითხა: — შენ ლუკაზე ხარ შეყვარებული? ნინას გული პირდაპირ გაჩერდა. და პირველად, როცა ეს ვიღაცამ ხმამაღლა თქვა — რეალურად, აშკარად — ნინამ იგრძნო, როგორ შეეშინდა. იმიტომ რომ ახლა ეს უკვე მარტო მის თავში აღარ იყო. ნინამ სწრაფად გაიხედა ფანჯრისკენ. — არა. ზედმეტად სწრაფი პასუხი იყო, ინპულსური სალომემ მაშინვე შეამჩნია. — ნინა… — არა, — გაიმეორა ამჯერად უფრო მკაცრად. — უბრალოდ დავიბენი ცოტა. სალომე ჩუმად იყო. და ეს სიჩუმე ბევრად უარესი აღმოჩნდა, ვიდრე შეკითხვები. მერე ბოლოს ძალიან ფრთხილად თქვა: — ახლა ზუსტად ისე გამოიყურები როგორც ადამიანი რომელიც საკუთარ თავს ატყუებს ნინამ თვალები მოჭუტა იმიტომ რომ დღეს უკვე მეორედ ვიღაც პირდაპირ იმ ადგილას ურტყამდა, რომელსაც ყველაზე ძლიერ იცავდა. სალომე რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა. მერე ფრთხილად ჰკითხა: — ელენეს გამო არ ეუბნები? ნინამ მაშინვე თვალები დახარა. სალომემ ნელა ამოიოხრა. — ღმერთო… ნინა მაშინვე დაიძაბა. — ნუ მიყურებ ეგრე. — როგორ? — თითქოს ტრაგიკული გმირი ვარ რომელიღაც რომანტიკული ფილმიდან. — ნინა, შენ შეყვარებული ხარ შენს საუკეთესო მეგობარზე, რომელსაც შეყვარებული ჰყავს. რა გამომეტყველება უნდა მქონდეს? ნინამ მწარედ ჩაიცინა. იმიტომ რომ როცა ამას ვიღაც სხვა ხმამაღლა ამბობდა, ყველაფერი კიდევ უფრო უარესად ჟღერდა. სალომემ ყავის ჭიქას დახედა. — საშინელი იცი რა არის ამ ყველაფერში? ნინამ წარბი შეკრა. — ცუდი საერთოდ არაა ელენე — ზუსტად მაგას ვამბობ. სალომე სკამის საზურგეს მიეყრდნო. — მარტივი იქნებოდა საშინელი რომ იყოს. ეგრევე იპოვიდი მიზეზს, რატომ „არ იმსახურებს“ ლუკას. ნინა ჩუმად იყო. იმიტომ რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც ყველაზე მეტად ტკიოდა. ელენე კეთილი იყო. მშვიდი. ზრდასრული. და ლუკა… ბედნიერი ჩანდა მასთან. — როცა ერთად არიან, — თქვა ნინამ ძალიან ჩუმად, — ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ოთახში ზედმეტი ვარ. სალომეს სახე ოდნავ შეეცვალა. ნინა ფანჯარაში იყურებოდა. — და ყველაზე ცუდი იცი რა არის? ხმა გაებზარა, მაგრამ გააგრძელა. — ლუკა სხვანაირია მასთან. — როგორი? რამდენიმე წამი სიტყვებს ეძებდა. — მშვიდია. სალომე ჩუმად უსმენდა. — ჩემთან ყოველთვის თითქოს… ფხიზლად იყო. ხუმრობდა. მეკამათებოდა. ყველაფერს ამჩნევდა. ელენესთან კიდე უბრალოდ არსებობს. და ნინამ პირველად თქვა ხმამაღლა ის, რასაც ამდენი დღე საკუთარ თავშიც ვერ აყალიბებდა: — მგონია, რომ მასთან უფრო მარტივია. ეს სიტყვები ისეთი მძიმე აღმოჩნდა, ნინას თვითონვე ეტკინა. სალომემ ნელა ჩაისუნთქა. — ეგ არ ნიშნავს, რომ შენ ნაკლებად კარგი ხარ მასზე ნინამ მაშინვე ჩაიცინა. — არა, უბრალოდ ეს ნიშნავს, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველაფერს ართულებს. ტელეფონი განათდა ორივემ ინსტინქტურად დახედა. ლუკა. ამჯერად შეტყობინება უფრო მოკლე იყო. „ელენემ მკითხა რა მოხდა ჩვენ შორის.“ ნინას მუცელი მაშინვე მოეკუმშა. სალომემ ჩუმად ამოილაპარაკა: — ოჰ, ჯანდაბა… ნინას ხელები ისევ აუკანკალდა. იმიტომ რომ ეს უკვე მხოლოდ მას და ლუკას შორის აღარ იყო. ელენემაც შეამჩნია. სალომე ფრთხილად დააკვირდა. — რას ეტყვი? ნინამ ეკრანს ისე უყურებდა, თითქოს პასუხი იქვე უნდა ეპოვა. მაგრამ თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა: თუ ელენე უკვე კითხვებს სვამდა… მაშინ რაღაც მართლა შეიცვალა. ... ჩვენ შორის. ღმერთო. ეს ორი სიტყვა უკვე ზედმეტად ბევრს ნიშნავდა. — ნინა, — სალომემ ფრთხილად დაუძახა. — სუნთქავ საერთოდ? ნინამ მაშინღა გააცნობიერა, რომ მართლა შეკრული ჰქონდა სუნთქვა. ნელა ამოისუნთქა. — არ ვიცი რა ვქნა. სალომემ ყავის ჭიქა გვერდზე გასწია. — კარგი, მოდი რეალურად ვიფიქროთ. ნინას მაშინვე მწარედ ჩაეცინა. — რეალურად? ამ სიტუაციაში? — ჰო, რეალურად. სალომე წინ გადაიხარა. — ლუკამ აშკარად რაღაც იგრძნო. ელენემაც შეამჩნია. და შენ კიდე ზიხარ და ცდილობ ყველას დააჯერო, რომ საერთოდ არაფერი ხდება. — იმიტომ რომ არ უნდა ხდებოდეს. ეს თითქმის ჩურჩული იყო. სალომე ცოტა ხანს ჩუმად უყურებდა. — ელენეს გამო? ნინამ მაშინვე დაუქნია თავი. — ლუკას გამო. სალომე დაიბნა. ნინამ ფანჯარაში გაიხედა. გარეთ ხალხი ისევ ჩვეულებრივ მოძრაობდა. ვიღაც იცინოდა. მხოლოდ მისი ცხოვრება იყო უცებ არეულად გაჩხერილი სადღაც შუაში. — თუ ვეტყვი… — დაიწყო ნინამ ნელა, — ყველაფერი შეიცვლება. — შეიძლება უკეთესობისკენაც. ნინამ მაშინვე გააქნია თავი. — არა, შენ ვერ ხვდები. ხმა ოდნავ დაუბზარდა. — ლუკა ისეთი ადამიანია… თუ გაიგებს, რომ მტკივა, უკან დაიხევს. სალომე ჩუმად უსმენდა. — ელენეს გამო? — ორივეს გამო. ნინამ თვალები დახუჭა წამით. — თავს დამნაშავედ იგრძნობს. ყველაფერს ზედმეტად გააანალიზებს. მერე დაიწყებს ფრთხილად მოქცევას. მერე აღარაფერი იქნება ბუნებრივი. ყელში ისევ ის სიმძიმე დაუბრუნდა. — და მე ვერ გადავიტან, თუ ერთ დღესაც ისე შემომხედავს, როგორც ადამიანს, რომელსაც უნდა მოერიდოს. სალომეს სახე ნელა დარბილდა. — ანუ მზად ხარ საკუთარ თავს ატკინო, ოღონდ ლუკა არ დაკარგო? ნინამ პასუხი არ გასცა. სალომემ ნელა ამოისუნთქა. — მგონია, უკვე გვიანია იმისთვის, რომ ვერავინ ვერაფერი შეამჩნიოს. ნინამ ეკრანს თვალი ვერ მოაშორა. და პირველად ძალიან მკაფიოდ წარმოიდგინა ელენე. ლუკას წინ მჯდომი. მშვიდი. ყურადღებიანი. და ის მომენტი, როცა ქალმა, რომელსაც ლუკა უყვარდა, პირველად იგრძნო, რომ რაღაც მათ შორის შეიცვალა. და ამ აზრმა ნინას გულში ისეთი დანაშაულის გრძნობა ჩაასხა, თვალები უნებლიედ დახუჭა. იმიტომ რომ რაც არ უნდა ძლიერად ჰყვარებოდა ლუკა… ელენეს ტკივილის მიზეზი არ უნდა ყოფილიყო! სალომემ ფრთხილად ჰკითხა: — რას აპირებ? ნინამ ნელა გადაატრიალა ტელეფონი ხელებში. — არ ვიცი. და სწორედ მაშინ კარი გაიღო. ნინამ ინსტინქტურად გაიხედა. ლუკა იყო. კაფის შესასვლელთან იდგა. სწრაფად მოსულ ადამიანს ჰგავდა — ოდნავ არეული თმა, დაძაბული სუნთქვა, თვალები, რომლებიც ოთახში რაღაცას ეძებდნენ. ან ვიღაცას. და როგორც კი ნინა დაინახა, მაშინვე გაჩერდა. სალომემ ძალიან ჩუმად ამოილაპარაკა: — ოჰ, ღმერთო… ნინას მუცელი შეეკუმშა. იმიტომ რომ ლუკას სახეზე პირველად აღარ იყო მხოლოდ დაბნეულობა. იყო ბრაზი სწრაფად წამოვიდა მათკენ. ნინამ ინსტინქტურად დამალა ტელეფონი ხელში. — ზარს რატომ არ პასუხობდი? — ჰკითხა პირდაპირ. ხმა მშვიდი ჰქონდა. ნინამ მზერა აარიდა. — არ მინდოდა. სალომემ ორივეს გადახედა. მერე ძალიან ნელა წამოდგა. — მე… ყავას მოვიტან. ორივემ იცოდა, რომ უბრალოდ მიდიოდა მათგან ახლა ისინი მარტო იყვნენ. ლუკა სკამის საზურგეს დაეყრდნო. რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა ნინას. — ელენემ მკითხა, შენთან რატომ ვიკამათე და რა მოხდა იმ ღამით! ნინას ყელში რაღაც ისევ გაეჭედა. ლუკამ მზერა არ მოაშორა. — და პირველად ცხოვრებაში არ ვიცოდი რა მეპასუხა. სიჩუმე. კაფის ხმაური ისევ გარშემო იყო ნინამ ძლივს ამოილაპარაკა: — ლუკა… — არა, ახლა მე მომისმინე. მის ხმაში ბრაზმა გაიჟღერა — ერთმანეთს ყველაფერს ვეუბნებოდით ნინამ თვალები დახარა. იმიტომ რომ ზუსტად ეს იყო პრობლემა. ლუკამ ნელა ჩაისუნთქა. — და ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უცებ კარი დამიხურე. ეს სიტყვები პირდაპირ გულში მოხვდა. ნინას ტუჩები ოდნავ გაეხსნა, მაგრამ ხმა არ ამოუვიდა. ლუკა უფრო ალაპარაკდა: — თუ რამე ისე შეიცვალა, რომ მე აღარ უნდა ვიყო შენს სიახლოვეს.... ღმერთო. ეს უკვე აღარ ჰგავდა უბრალო კითხვას. და უცებ მიხვდა, რომ ყველაზე საშიში მხოლოდ საკუთარი გრძნობები აღარ იყო. არამედ ის, რომ ლუკასაც პირველად აშინებდა მათი დაკარგვა. ნინა დიდხანს ჩუმად იჯდა — ლუკა… მისი სახელი პირველად არ იყო თბილი. ლუკამ მაშინვე შეხედა. ის ისევ იგივე პოზაში იჯდა — დაძაბული, მოუთმენელი, თითქოს პასუხს ელოდა, რომელიც ყველაფერს გაარკვევდა — მგონი… უნდა გაჩერდე. ლუკას წარბი ოდნავ შეეკრა. — რას ნიშნავს ეს? ნინამ ამოისუნთქა — აღარ უნდა მოხვიდე ჩემთან ასე. სიჩუმე. ლუკა არ განძრეულა. თითქოს ვერ გაიგო. — როგორ „ასე“? ნინამ მზერა აარიდა. იმიტომ რომ თუ პირდაპირ შეხედავდა, შეიძლება ისევ დაშლილიყო — უბრალოდ… აღარ. ლუკას სახეზე პირველად გაჩნდა ნამდვილი გაუგებრობა. — ნინა, გესმის რას მეუბნები? — მესმის. ეს სწრაფად თქვა. ზედმეტად სწრაფად. და თვითონაც იგრძნო. — უბრალოდ ასე იქნება უკეთესი. ლუკამ ნერვიულად ჩაიცინა. — ვისთვის? ნინამ ამაზე პასუხი არ გასცა. ლუკა ერთი ნაბიჯით წინ წავიდა. — ელენესთვის? ეს სიტყვა თითქოს სპეციალურად იყო ნათქვამი. ნინას თვალები ოდნავ აემღვრა. ხმა დაებზარა. — რაც გუშინ იყო, რაც დღეს არის… შენ ცდილობ ყველაფერი გააქრო, თითქოს მე საერთოდ არ უნდა ვიყო შენს სივრცეში. ნინა წამით გაიყინა. და მერე, თითქოს თავი დაიცვა, ძალიან მშვიდად თქვა: — შეიძლება ასეც იყოს. ლუკა გაშეშდა. ეს იყო ყველაზე საშიში პასუხი. — შენ გაქვს შენი ცხოვრება, ლუკა.— და მე… უბრალოდ არ მინდა გავაფუჭო ეს. ლუკა უყურებდა. მაგრამ თვალებში უკვე აღარ იყო ბრაზი. იყო რაღაც სხვა. — შენ არ აფუჭებ. ნინამ თავი გააქნია. — არ ვიცი რას ვაკეთებ, მაგრამ… სუნთქვა გაუჭირდა. — მაგრამ ასე უკეთესია. ეს იყო გაქცევა. ლუკა დიდხანს გაჩუმდა. მერე ძალიან ჩუმად თქვა: — ანუ გინდა, რომ აღარ მოვიდე. ნინამ თვალები დახარა. და ძლივს ამოილაპარაკა: — ჰო. ერთი სიტყვა. ლუკა რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა. თითქოს რაღაცის დაჯერებას ცდილობდა, რაც არ ჯდებოდა რეალობაში. მერე თავი ნელა დაუქნია. ერთხელ. — კარგი, — თქვა ჩუმად. მაგრამ ამ „კარგში“ უკვე აღარ იყო არც მშვიდობა, არც მომავალი იყო დაშორება. ცოცხალი, დაუნდობელი ლუკა ნელა შებრუნდა. ერთხელაც არ მიუხედავს უკან. ნინა კი იჯდა. გაშეშებული. ხელები მაგიდის ქვეშ ისე ჰქონდა დაჭერილი, რომ თითები სტკიოდა. და პირველად ცხოვრებაში, როცა თვითონ აირჩია დისტანცია… იგრძნო, რომ ყველაზე მეტად სწორედ ეს არჩევანი სტკიოდა. .... სადღაც, ამ ორ პარალელურ ცხოვრებაში, ერთი რამ საბოლოოდ დალაგდა: ლუკამ აირჩია ელენე — არა როგორც გაქცევა თავშესაფარი არამედ როგორც საყვარელი ქალი და ნინამ გაუშვა ლუკა და მიუხედავად იმისა, რომ ორივეს რაღაც დარჩა დაუმთავრებელი, ცხოვრება აღარ ცდილობდა იმ ძველ წერტილში დაბრუნებას. ის უბრალოდ წინ მიდიოდა ... საღამოს ქალაქი წვიმის მოლოდინში იყო ჰაერი მძიმე და თბილი ერთდროულად , ქუჩები კი სველი ასფალტის სუნით გაჟღინთულიყო ლუკა მანქანას მართავდა. ერთი ხელი საჭეზე ჰქონდა, მეორე — ფანჯარასთან. სახეზე ისევ ის დაძაბული სიმშვიდე ეწერა, რომელიც ყოველთვის უჩნდებოდა, როცა მთელი დღე ზედმეტად ხმაურიანი გამოსდიოდა ტელეფონი განათდა. ელენე. რამდენიმე წამი უყურა ეკრანს, მერე უპასუხა. — სად ხარ? — მანქანაში -მარტო? ლუკას ტუჩის კუთხე ოდნავ შეერხა. — დაკითხვაა? — ჯერ არა. ამოხვალ? ლუკამ თავი საზურგეს მიადო. დაღლილობა ახლა უფრო მძიმედ იგრძნო. — გვიანია. — ლუკა… მის სახელს ისე ამბობდა, თითქოს წინასწარ იცოდა, მაინც მივიდოდა. ელენეს ბინაში ნახევრად ჩამქრალი შუქები ენთო. ფანჯარა ღია იყო და ქუჩიდან წვიმის სუნი შემოდიოდა. ელენე სამზარეულოს კართან იდგა, დიდი მაისური ეცვა და თმა დაუდევრად ჰქონდა შეკრული. ლუკა როგორც კი დაინახა, მაშინვე შეამჩნია მისი დაღლილი გამომეტყველება. — ღმერთო, რა სახე გაქვს, — ჩაილაპარაკა ლუკამ ქურთუკი სკამზე გადააგდო. — ესე იგი მაინც სიმპათიური ვარ. ელენეს გაეცინა. — ზედმეტად თავდაჯერებული ხარ ადამიანისთვის, რომელსაც თვალები ეხუჭება. ლუკა ახლოს მივიდა. ისე ახლოს, რომ ელენემ ინსტინქტურად თავი ოდნავ ასწია. — და მაინც მომწერე. — იმიტომ რომ მიყვარს, როცა ჩემს სახლში ხარ ლუკამ ხელი წელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა. მოძრაობა მშვიდი იყო, მაგრამ ისეთი ბუნებრივი, თითქოს სხეულს უკვე დამახსოვრებული ჰქონდა ეს მანძილი. — მიწვევ? — ყოველთვის. ელენემ ტუჩი მსუბუქად მოიკვნიტა. — და ყოველთვის მუშაობს. ლუკას ჩაეცინა. მერე თავი მის ყელში ჩარგო და რამდენიმე წამი უბრალოდ ასე დარჩა. ელენემ ხელი თმაში შეუცურა. — მძიმე დღე გქონდა? — შენამდე — კი. — ანუ მე გმირი ვარ? ლუკამ თავი ასწია. — შენ უბრალოდ ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისთანაც ჩუმად ყოფნა არ მაღიზიანებს. ელენეს მზერა მაშინვე დარბილდა. — ეგ უკვე კომპლიმენტია. — მიეჩვიე. ელენემ მსუბუქად ჰკრა ხელი მხარზე. — აუტანელი ხარ. — და მაინც ვერ მშორდები. — არც ვცდილობ. ეს ძალიან მარტივად თქვა. იმ სიმშვიდით, რომელიც მხოლოდ რეალურ სიახლოვეს მოაქვს. ლუკა რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა. მერე უცებ ხელში აიყვანა. ელენეს სიცილი მაშინვე აღმოხდა. — ლუკა! — რა? — გამიშვი. — არა. — რომანტიკოსი ხდები და მაშინებ. ლუკამ დივანზე დასვა, თვითონ კი ახლოს დარჩა — შენ კიდევ ძალიან ბევრს ლაპარაკობ. ლუკამ ოდნავ ჩაიღიმა. მერე თითებით თმა გადაუწია სახიდან. ძალიან ნელა. ძალიან ფრთხილად. იმ კაცის შეხებით, რომელსაც უხეშობაც შეეძლო და სინაზეც — ერთდროულად. ელენეს სუნთქვა შეუმჩნევლად შეეცვალა. — ნუ მიყურებ ასე, — ჩუმად უთხრა. — როგორ? — თითქოს ისევ რაღაცის გაკეთებას აპირებ. ლუკა უფრო ახლოს დაიხარა. — და თუ ვაპირებ? ელენემ პასუხი აღარ გასცა. ლუკამ აკოცა. ჯერ ნელა. მერე უფრო დაჟინებით — იმ ნაცნობი თავდაჯერებით, რომელიც ელენეს ყოველთვის აკარგვინებდა აზრის დასრულების უნარს. მისი ხელები წელზე უფრო ძლიერად მოექცა. ელენემ თითები კისერზე მოუჭირა და ჩუმად ჩაეცინა ტუჩებთან. — საშინელი ხარ. — ვიცი. — გიყვარს, როცა მართალი ხარ? ლუკამ მის ქვედა ტუჩს ძალიან რბილად უკბინა. — არა. პაუზა გააკეთა. — უბრალოდ ძალიან მიყვარს შენთან ყოფნა. ... მეორე დილით უნივერსიტეტის კაფეში უჩვეულო ხმაური იყო წვიმიანი ამინდების გამო ყველა გაღიზიანებული და ნახევრად მძინარე ჩანდა. ნინა რიგში იდგა და ყავას ელოდებოდა, როცა უკან ანას ხმა გაიგონა. — ღმერთო, ვინმემ ლუკა ნახეთ დღეს? სალომემ მხრები აიჩეჩა. — დილით არ იყო? — ალბათ ჯერ კიდევ ვერ გამოაღწია ელენეს სახლიდან ! ნინას თითები ჭიქაზე შეუმჩნევლად დაეჭიმა. ანა ჩვეულებრივად აგრძელებდა: — დილის რვაზე მივწერე და ძლივს მიპასუხა. ისეთი ხმა ჰქონდა, მგონი საერთოდ არ ძინებია! სალომემ სწრაფად გახედა ნინას. მაგრამ ნინამ თავი არ ასწია. და უცებ ზედმეტად მკაფიოდ წარმოიდგინა ყველაფერი — წვიმიანი ღამე. ელენეს ბინა. ლუკას დაბალი ხმა. მათი ჩუმი სიცილი. ის სიმშვიდე, რომელიც მათ შორის უკვე ბუნებრივად არსებობდა. და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ეს წარმოდგენა საერთოდ არ ჰგავდა ფანტაზიას. იყო რეალობას, რომელშიც ნინას ადგილი არ ჰქონდა. .... ნინამ ჭიქა უფრო მჭიდროდ დაიჭირა. ცხელი ქაღალდი თითებს უწვავდა, მაგრამ ხელი მაინც არ გაუშვია. სალომე ჩუმად აკვირდებოდა. ძალიან კარგად ხედავდა იმ პატარა ცვლილებებს, რომელსაც სხვები საერთოდ ვერ ამჩნევდნენ — როგორ ეჭიმებოდა ნინას ყბა, როგორ გაუშეშდა მზერა, როგორ ცდილობდა, ჩვეულებრივად მდგარიყო მაგრამ წონასწორობის დაცვა მაინც უჭირდა ანა კი ისევ უდარდელად ლაპარაკობდა. — ელენესთან რომ რჩება, მეორე დღეს საერთოდ არაადამიანი ხდება . ერთხელ მანქანაშიც კი ჩაეძინა. ნინამ უნებლიეთ თვალები დახუჭა წამით. სურათები თავისით ჩნდებოდა. ელენეს სამზარეულო. ღამის სიჩუმე. ლუკას მაისური დივანის კიდეზე. ელენეს თითები მის კისერზე. და ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ლუკას ასეთი სიმშვიდე მხოლოდ ძალიან იშვიათ ადამიანებთან ჰქონდა. — — ნინა? სალომეს ხმამ გამოაფხიზლა. — ჰა? — დაჯდები? ნინამ უხმოდ დაუქნია თავი. მაგიდასთან რომ დასხდნენ, ანა ისევ ტელეფონში იყურებოდა. — ოჰ, მაინც არ მიპასუხა! სალომემ თვალები აატრიალა. — აცადე კაცს ცხოვრება. — არა, უბრალოდ მაინტერესებს ცოცხალია თუ არა. ნინას აღარ უნდოდა მოსმენა. მაგრამ მაინც უსმენდა. ეს იყო ყველაზე დამამცირებელი ნაწილი — რომ საკუთარ თავს ვერ აჩერებდა! კაფის კარი რამდენიმე წუთში გაიღო. ლუკა შემოვიდა. შავი ჰუდი ეცვა, იგივე რაც წინა დღით . თმა ისევ ოდნავ სველი ჰქონდა — ალბათ წვიმაში მოჰყვა. მაგრამ ნინამ სხვა რამ შეამჩნია პირველად. მის კისერზე ძალიან მკრთალი წითელი კვალი. თითქმის შეუმჩნეველი. მაგრამ საკმარისი. ნინას მუცელი მაშინვე შეეკუმშა. თვალები ინსტინქტურად აარიდა. სალომემაც დაინახა. და მაშინვე ნინასკენ გააპარა მზერა. ლუკა მაგიდასთან მივიდა. — დილიდან რატომ ტირიხართ ყველანი? — ჩაილაპარაკა დაღლილი ხმით. ანა მაშინვე დააკვირდა — ღმერთო… შენ მართლა ელენესთან დარჩი. ლუკამ სკამი გამოწია და დაჯდა. — დეტექტივი ხარ? — არა, უბრალოდ სახეზე გაწერია. ლუკას ტუჩის კუთხე ოდნავ შეირხა. — საშინელი ჩვევა გაქვს. — ანუ ვცდები? ლუკამ პასუხი აღარ გასცა. მაგრამ არც უარყო. და ეს საკმარისი აღმოჩნდა. ნინა ხმას საერთოდ არ იღებდა. ცდილობდა ყავისთვის ეყურებინა და არა ლუკასთვის. არა მის ხელებზე. არა მის ხმაზე. არა იმ მშვიდ კმაყოფილებაზე, რომელიც აშკარად ეტყობოდა. პირველად იყო, როცა სხვისი ბედნიერება მართლა ფიზიკურად სტკიოდა. — — შენ რაღა გჭირს? — ლუკამ უცებ ნინასკენ გაიხედა. ნინამ თავი ასწია. — არაფერი. — აშკარად. მის ხმაში ისევ ის ჩვეული სიუხეშე იყო. მაგრამ ახლა ნინას ესეც აღიზიანებდა. — უბრალოდ დავიღალე. ლუკა რამდენიმე წამი უყურებდა. მერე მშვიდად თქვა: — ჰო, შენ ბოლო დროს სულ დაღლილი ხარ. ნინამ იგრძნო, როგორ ეჭიმებოდა ყელი. იმიტომ რომ უნდოდა ეთქვა: „არა, უბრალოდ მიჭირს შენი ყურება, როცა აშკარად სხვა გიყვარს.“ მაგრამ მხოლოდ ცივად უპასუხა: — შეიძლება. ლუკამ წარბი ოდნავ შეკრა. ... ნინამ რამდენიმე წამით კიდევ გააჩერა მზერა მაგიდაზე. თითქოს თუ საკმარისად დიდხანს უყურებდა ყავის ქაფს, ყველაფერი დანარჩენი გაქრებოდა — ლუკაც, ანას სიტყვებიც, ის კისერზე პატარა წითელი კვალი, რომელსაც ვერაფრით იშორებდა თვალიდან. მაგრამ არ ქრებოდა სალომემ მაშინვე იგრძნო, მაგრამ არაფერი თქვა — უბრალოდ ოდნავ წინ გადაიხარა, თითქოს მზად იყო რამე ეთქვა, თუ ნინა გაიბზარებოდა, დაიმსხვრეოდა ნინა სკამიდან ნელა წამოდგა. — უნდა წავიდე. ანამ მაშინვე ახედა. — უკვე? — ლექცია მაქვს. ეს ტყუილი ისე მარტივად თქვა, თვითონაც გაოცდა. ლუკამ თავი ოდნავ ასწია. — ახლა? ნინამ მას არ შეხედა. — ჰო. ერთი წამით სიჩუმე ჩამოვარდა. სალომემ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ნინამ უკვე ჩანთა აიღო. და როცა კაფიდან გავიდა, ჰაერი თითქოს უფრო ცივი იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ნინა სწრაფად მიდიოდა, ისე თითქოს თუ არ იჩქარებდა, რაღაც დაეწეოდა. და რეალურად ეწეოდა კიდეც — საკუთარი ფიქრები. „ელენესთან დარჩა.“ ეს ერთი წინადადება თავში წრეზე ტრიალებდა. მერე კიდევ ერთი: „საერთოდ რატომ მიკვირს?“ თვალები აეწვა. არ უნდოდა ტირილი. არა ახლა. არა აქ. მაგრამ მაინც გაუჭირდა სუნთქვა. საფეხურებთან შეჩერდა ერთი წამით, ჩანთას უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი და სწრაფად ჩაუყვა ქვემოთ. ლუკამაც გააყოლა მზერა ნინას თავიდან თითქოს არაფერს აკეთებდა. მერე უბრალოდ ადგა. — სად მიდის? — იკითხა ანამ. ლუკა უკვე კარისკენ მიდიოდა. ლუკამ ნაბიჯს მოუმატა. — ნინა! ნინა არ გაჩერდა. ლუკა უფრო ახლოს მივიდა. — ნინა, გაჩერდი! ამჯერად უკვე გვერდით ამოუდგა. ნინამ თავი ოდნავ შეაბრუნა, მაგრამ არ შეხედა. — რას აკეთებ? — შენ რას აკეთებ. მისი ტონი ისევ მშვიდი იყო ლუკამ მზერა მის სახეზე გააჩერა. და მაშინვე დაინახა. თვალები. ის პატარა, სწრაფად დამალული სიწითლე, რომელიც ადამიანს მაშინ უჩნდება, როცა ზედმეტად დიდხანს ცდილობს არ იტიროს. ლუკა გაჩერდა. — შენ ტირი? ნინამ მაშინვე თავი გააქნია. — არა. — კი. — ლუკა, გთხოვ… მისი ხმა პირველად დაიბზარა. ლუკა აღარ უჩხიკინებდა. უბრალოდ გვერდით დაუდგა. რამდენიმე წამი ჩუმად იდგნენ. მერე ძალიან მშვიდად თქვა: — დღეს დილით რაღაც არასწორად გავაკეთე? ნინამ სწრაფად შეხედა. — არა. — მაშინ რა არის? ქუჩაზე მანქანამ ჩაიარა, წვიმის სუნი ძლიერდებოდა. ნინა ცდილობდა რაღაც ეთქვა, მაგრამ სიტყვები არ მოდიოდა. იმიტომ რომ სიმართლე ძალიან მარტივი იყო და ამიტომაც — ყველაზე რთული. „შენ ელენესთან იყავი.“ და ეს საკმარისი იყო ყველაფრის ასახსნელად. ლუკამ ოდნავ თავი გადახარა. ნინამ სწრაფად ამოისუნთქა. — უბრალოდ წავედი, კარგი? და ისევ ნაბიჯი გადადგა. ლუკამ არ გააჩერა. მაგრამ არც გაუშვა ბოლომდე. უბრალოდ გვერდით მიჰყვებოდა. .... წვეულებაზე მისვლისთანავე ჰაერი თითქოს ამსუბუქდდა — ხმაური, მუსიკა, განათებები, ერთმანეთში არეული სიცილი. ნინა თავიდან თითქოს ჩვეულებრივად შევიდა. მაგრამ უკვე პირველ ათ წუთში მიხვდა, რომ ეს „ჩვეულებრივობა“ დიდხანს არ გაძლებდა. ლუკა იქ იყო. ყურადღების ცენტრში გოგონების გარემოცვაში და როგორც კი ნინა დაინახა, მისი მზერა წამით შეჩერდა ნინამ ეს მზერა იგრძნო და მაშინვე გაიხედა სხვა მხარეს. — მოდი, დაჯექი აქ, — ანამ ხელი მოკიდა და მაგიდისკენ წაიყვანა. — დღეს არ გაქვს უფლება ჩუმად იყო. სალომეც იქვე იყო მაგრამ ნინა მხოლოდ სასმელზე ფიქრობდა პირველი ჭიქა — ზედმეტად სწრაფად. მეორე — თითქოს არაფერი. მესამე — უკვე აღარ უფიქრია. მუსიკა უფრო ახლო გახდა, ხმები უფრო შორეული. და როცა ერთ-ერთი ბიჭი, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა, გვერდით მიუჯდა და რაღაც ხუმრობა უთხრა, ნინამ პირველად გაიღიმა გულწრფელად — მარტო ხარ? — ჰკითხა ბიჭმა. — კი— უპასუხა ნინამ და უნებურად, თითქმის დემონსტრაციულად, ლუკასკენ გაიხედა. ის ისევ იქ იდგა. და ახლა უკვე უყურებდა. უყურებდა პირდაპირ. არაფერს აკეთებდა. უბრალოდ ხედავდა. — მაშინ დავლიოთ, — თქვა და ჭიქა აუწია. ნინა დათანხმდა საკმარისი იყო ერთი წამი. ლუკას მზერა ოდნავ გამკვეთრდა. მერე ნელა გამოეყო კედელს. არ ჩქარობდა. მაგრამ მოძრაობაში უკვე იგრძნობოდა რაღაც, რაც მშვიდობას არ მოიტანდა — ნინა, მოდი აქ, — ანამ დაუძახა შორიდან, მაგრამ ნინამ თითქოს ვერ გაიგონა. ბიჭი რაღაცას ეუბნებოდა ახლოს ყურთან ზედმეტად ახლოს. და ნინა, თითქოს მიზანმიმართულად, არ შორდებოდა მას ფიზიკურად — ლამაზი ხარ , — უთხრა ბიჭმა. ნინამ გაიღიმა. — მართლა? და სწორედ იმ წამს იგრძნო. ლუკა უკვე იქ იდგა. ისე ახლოს, რომ პირველად იგრძნო დაძაბულობა. — ყველაფერი კარგადაა? — ჰკითხა ლუკამ მშვიდად. მაგრამ მისი ხმა მშვიდი მხოლოდ მოჩვენებითად იყო ბიჭმა თავი ასწია. — კი, უბრალოდ ვსაუბრობთ. ლუკამ ნინას შეხედა. და იმ ერთ წამში ყველაფერი იყო ნათქვამი. ბრაზი — რომელიც არ ყვიროდა, მაგრამ ვეღარ იმალებოდა. — წამოდი, — თქვა ლუკამ. ნინამ თვალები აატრიალა. — რატომ? ეს სიტყვა ზედმეტად მშვიდად თქვა. და სწორედ ამან გააღიზიანა. ლუკამ ოდნავ ჩაიცინა — ნუ მაფიქრებინებ, რომ უნდა აგიხსნა! — პრობლემა გაქვს? უცნობმა ბიჭმა მიმართა ლუკამ პირველად შეხედა მას პირდაპირ. — შენ ხარ ჩემი პრობლემა! მოკლე სიჩუმე. ბიჭმა რაღაცის თქმა სცადა, მაგრამ ლუკა უკვე ნინასკენ იყო გადმოხრილი. — წავედით. ნინა არ ადგა. — არ მინდა. — ნინა. ერთი სიტყვა. უფრო მძიმე, ვიდრე დანარჩენი ყველაფერი. — არ მგონია, რომ შენ გადაწყვიტო… ჩაერია უცნობი სიტყვა ვერ დაამთავრა. ლუკამ ხელი ისე სწრაფად მოკიდა მის ქურთუკს, რომ მაგიდაზე მინარცხების შემდეგ არყის ჭიქები ძირს მიმოიფანტა. — ხელი გამიშვი. — კიდევ ერთხელ დაგინახავ მის სიახლოვეს და საკუთარ საქციელზე პასუხს აღარ ვაგებ! ბიჭმა რამდენიმე წამი უყურა, მერე უხმოდ უკან დაიხია. არავინ ჩარეულა. ნინა იჯდა და ლუკას უყურებდა ლუკა უბრალოდ მისკენ დაიხარა, ხელი მაჯაზე მოუჭირა — არა მტკივნეულად, მაგრამ საკმარისად მტკიცედ. — გითხარი წავიდეთ. — და თუ არ მინდა? ლუკამ ერთი წამით შეხედა. და მერე ძალიან მშვიდად თქვა: — ნაკლებად მაინტერესებს შენი სურვილი, გითხარი წამოხვალ! სანამ რამეს იტყოდა, ლუკამ ძალით წამოაყენა ! გარეთ გასვლისას ცივი ჰაერი მოხვდათ. მუსიკა უკან დარჩა. ლუკამ კარი დახურა — რა ჯანდაბას აკეთებ?— ნინამ ნელა ამოისუნთქა — როგორ ბედავ და ერევი ჩემს ცხოვრებაში ! -ნინა მოთმინებას მაკარგვინებ! სახეზე ყველა ძარღვი ნელნელა ეტყობოდა ლუკას ნინა ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. — მოთმინებას გაკარგვინებ? — გაიმეორა ჩუმად. — მართლა? ლუკა ხმას აღარ იღებდა. მკერდი მძიმედ აუდიოდა. ნინამ ჩაიცინა. — ძალიან საინტერესოა, ლუკა. როცა შენ ელენესთან ერთად ხარ, ყველაფერი წესრიგშია, არა? ეს სახელი პირდაპირ მოხვდა გულში ლუკას ნინა აღარ ჩერდებოდა. — როცა მთელი უნივერსიტეტი ლაპარაკობს იმაზე, როგორ უყურებთ ერთმანეთს, როგორ დადიხართ ერთად, როგორ— — გაჩერდი! მაგრამ ნინას ახლა უკვე აღარ ეშინოდა. — არა, რატომ? . ლუკამ უცებ ნაბიჯი გადმოდგა. ნინა ახლა თითქმის კედელსა და მას შორის მოექცა. — ნუ მიხსენებ ახლა ელენეს! — რატომ? უხერხულია? — ნინა! მის ხმაში უკვე გაფრთხილება ისმოდა. მაგრამ ნინა მაინც არ აპირებდა უკან დახევას — შენ არ გაქვს უფლება მოხვიდე და სცენა მოაწყო მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ბიჭს ვესაუბრე! — ესაუბრე? ლუკას სიცილი თითქმის დაუჯერებელი იყო. ნერვიული. მოკლე. მკვეთრი. — ეგ იყო შენთვის? ნინა გაჩუმდა. ლუკამ ხელი თმაში შეიცურა და თავი გადააქნია, თითქოს საკუთარ თავთან ბრძოლა აღარ შეეძლო. — მთელი საღამო მიყურებდი. — არა. — ნუ მატყუებ! ეს უკვე თითქმის ყვირილი იყო. ნინა გაშეშდა. ლუკა პირველად მართლა კარგავდა კონტროლს. — თავიდანვე მიყურებდი. ყოველ ჯერზე, როცა ვიღაც გელაპარაკებოდა, მიყურებდი. როცა იმ იდიოტთან დაჯექი — ისევ მიყურებდი. მისი ხმა ნელდებოდა. უფრო დაბალი ხდებოდა. უფრო საშიში. — და მერე მაყურებინებდი, როგორ გეხებოდა! ნინას სუნთქვა შეეკრა. იმიტომ რომ ზუსტად იცოდა — მართალი იყო. ლუკა კიდევ უფრო მიუახლოვდა. ახლა უკვე იმდენად ახლოს იდგა, რომ ნინას მისი სუნთქვა სახეზე ეხებოდა. — და ყველაზე ცუდი იცი რა არის? ნინა ხმას ვერ იღებდა. ლუკას თვალები პირდაპირ მისას იყო მიბჯენილი. ბრაზით. ეჭვიანობით. და რაღაც ბევრად უფრო ღრმათი, რასაც უკვე ვეღარ მალავდა. — მაინც ვერ გავწიე თვალი შენგან, მაინც ვერ მოგაშორე მზერა! სიჩუმე. ნინას გული ისე უცემდა, თითქოს მკერდს შიგნიდან ურტყამდა. ლუკამ ძალიან ნელა დახარა თავი. — მძულს ეს. — რა? ხმა ძლივს ამოუვიდა. ლუკას გაეცინა. მაგრამ ეს სიცილი საერთოდ არ ჰგავდა ბედნიერებას — ის, რაც შენთან მემართება. ნინა გაიყინა. ლუკა რამდენიმე წამი არაფერს ამბობდა. — ჯანდაბა… — ჩაილაპარაკა შემდეგ ნინა ისევ კედელთან იდგა. გული ისე უცემდა, თითქოს ლუკასაც ესმოდა. ლუკამ ორივე ხელი თმაში შეიცურა, მერე ისევ დაბლა ჩამოუშვა. აშკარად ცდილობდა დამშვიდებას. ვერ ახერხებდა. — იცი ყველაზე მეტად რა მაღიზიანებს? — თქვა ბოლოს ისე, რომ პირდაპირ აღარ უყურებდა. ნინა ჩუმად იყო. — რომ უკვე ვიცი. ნინას სუნთქვა შეეკრა. ლუკამ პირველად შეხედა პირდაპირ. მის თვალებში ბრაზი ისევ იყო. მაგრამ ახლა იმ ბრაზის ქვეშ რაღაც ბევრად უფრო რთული ჩანდა. — იმ ღამის მერე… — დაიწყო ნელა. — როგორ მიყურებდი. როგორ მერიდებოდი. როგორ ცდილობდი, ყველაფერი „არაფერი“ გამხდარიყო. ხმა ჩაუწყდა წამით. თითქოს შემდეგი სიტყვების თქმა თვითონაც არ უნდოდა. — მე სულელი არ ვარ, ნინა. სიჩუმე. ნინამ ინსტინქტურად თავი გააქნია. — ლუკა, არ— — არა, მომისმინე! — თავიდან ვფიქრობდი, რომ უბრალოდ ავურიე ყველაფერი. მერე ვცდილობდი დამეჯერებინა, რომ მთვრალი იყავი. მერე — რომ უბრალოდ ემოციური მომენტი იყო. ოდნავ ჩაიცინა. ტკივილით. — და რაც უფრო მეტად ვცდილობდი არ დამენახა… მით უფრო აშკარა ხდებოდა. ნინას თვალები აუწყლიანდა. ლუკა კი თითქოს პირველად ამბობდა იმას, რასაც თვეებია საკუთარ თავში ახშობდა. — დღეს იმ ბიჭთან რომ დაგინახე… თვალი დახუჭა წამით. — მივხვდი, რომ პრობლემა ის კი არ იყო, ვინ გეხებოდა. ნელა გაახილა თვალები. — პრობლემა ის იყო, რომ ვხვდებოდი, რატომ აკეთებდი ამას. ნინა გაშეშდა. ლუკა რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა. მერე ძალიან ჩუმად თქვა: — შენ ცდილობდი, მე მტკენოდა... ეს სიტყვები არც ბრალდებას ჰგავდა. არც ბრაზს. უფრო სიმართლეს. მძიმეს. დაუნდობელს. ლუკამ ნელა ამოისუნთქა. მერე თავი ოდნავ გადააქნია, თითქოს საკუთარ თავთან კამათობდა. — ღმერთო… როგორი ცუდი დროა ამისთვის. ელენე ხმამაღლა არ უხსენებია. არ დასჭირვებია. მისი არსებობა მაინც მათ შორის იდგა. მძიმედ. ნინა ხმას ვერ იღებდა. ყელში ყველაფერი ეჭედებოდა. იმიტომ რომ პირველად ლუკა აღარ ეკითხებოდა. აღარ ცდილობდა გამოეცნო. მან უკვე იცოდა. და ეს ბევრად უფრო საშიში აღმოჩნდა. ქუჩაში ქარმა ისევ გადაუარა მათ შორის სივრცეს. ლუკამ მზერა აარიდა. თითქოს ნინასთვის თვალებში ყურება უკვე ზედმეტად რთული იყო. — ყველაზე ცუდი ისაა… — თქვა ჩუმად. — რომ ნაწილობრივ მესმის კიდეც. ნინამ გაკვირვებით ახედა. ლუკას გაეცინა სუსტად. დაღლილად. — შენ გგონია, მე ვერ ვხედავდი, როგორ გამირბოდი? როგორ ცდილობდი, საერთოდ აღარ დარჩენილიყავი ჩემთან მარტო? გაჩერდა. მერე ძალიან მშვიდად დაამატა: — და მე კიდე მაინც მოვდიოდი. ნინას სუნთქვა აუჩქარდა. — იმიტომ რომ ვერ შევეგუე იმ აზრს, რომ უბრალოდ დაგკარგავდი. ეს სიტყვები ძალიან მშვიდად თქვა. ზედმეტად მშვიდად. ისე, როგორც ადამიანები ამბობენ რაღაცას, რასაც საკუთარ თავსაც ძლივს უტყდებიან. ნინამ ინსტინქტურად უკან მიადო თავი კედელს. გული სტკიოდა. ფიზიკურად. — ლუკა… — არა, ბოლომდე მომისმინე, — თქვა ჩუმად, მაგრამ მტკიცედ. პირველად მის თვალებში გაჩნდა ნამდვილი შინაგანი ბრძოლა. არა მხოლოდ ეჭვიანობა. არა მხოლოდ ბრაზი. არამედ ადამიანი, რომელიც ორ რეალობას შორის იყო გაჭედილი. — მე მართლა ვცადე, ყველაფერი სწორად გამეკეთებინა. ეს სიტყვები ნელა წარმოთქვა. თითქოს თითოეული მძიმე იყო. — ელენესთან. ჰაერი თითქოს დამძიმდა. ნინამ თვალები დახარა. ლუკა კი აგრძელებდა, თითქოს გაჩერების შემთხვევაში ვეღარასდროს იტყოდა ამას. — და პრობლემა ისაა, რომ ის არაფერშია დამნაშავე. მის ხმაში პირველად გაისმა რაღაც ძალიან მტკივნეული. — საერთოდ არაფერში. ნინას თვალები დაეხუჭა წამით. იმიტომ რომ ზუსტად ეს იყო მიზეზი, რატომაც ამდენ ხანს დუმდა. ლუკამ ნელა მოისვა ხელი სახეზე. — მე მასთან მშვიდად უნდა ვიყო. ყველაფერი მარტივი უნდა იყოს! მწარედ ჩაიცინა. — და მაინც აქ ვარ. შუაღამისას. შენთან. იმიტომ რომ ვიღაც ტიპმა ხელი მოგხვია და ჭკუა დავკარგე. სიჩუმე. მძიმე. დაუნდობელი. ნინა პირველად ხედავდა, როგორ ებრძოდა ლუკა საკუთარ თავს. რეალურად. თითქოს ორი სხვადასხვა ადამიანი ექაჩებოდა საპირისპირო მხარეს. ლუკამ ბოლოს ისევ შეხედა. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა დაძაბულობისგან. — მეზიზღება, რომ ახლა უკვე ვიცი რას გრძნობ. ნინას სუნთქვა გაუწყდა. ლუკას ხმა ოდნავ დაებზარა. — იმიტომ რომ მას მერე ყველაფერი შეიცვალა. და ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ ნინას საიდუმლო. ეს ორივეს ტვირთი გახდა. ნინა რამდენიმე წამი საერთოდ ვერ ინძრეოდა. თითქოს სხეულმა უარი თქვა ამ ყველაფრის მიღებაზე. ლუკას ნათქვამი ჰაერში ისევ მძიმეად ეკიდა. „ახლა უკვე ვიცი რას გრძნობ.“ ღმერთო. ნინას უნდოდა ეთქვა, რომ ცდებოდა. რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ემოცია იყო. ალკოჰოლი. მომენტი. მაგრამ პირველად მიხვდა — ლუკა აღარ დაიჯერებდა. იმიტომ რომ თვითონაც ძალიან კარგად ხედავდა სიმართლეს. ნინამ ძლივს ჩაისუნთქა. — არ უნდა გეთქვა… ხმა ისეთი სუსტი ჰქონდა, თვითონვე ვერ იცნო. ლუკა რამდენიმე წამი უყურებდა. მერე თავი ოდნავ გადააქნია, თითქოს საკუთარ თავზე ბრაზდებოდა. — იცი, ყველაზე მეტად რა მაშინებს? ნინამ ნელა ახედა. — რომ მას მერე, რაც მივხვდი… გაჩერდა. თითქოს შემდეგი სიტყვები ზედმეტად სახიფათო იყო. — შენს ყველა მზერას სხვანაირად ვხედავ. ნინას გული მტკივნეულად შეეკუმშა. — ადრე თუ უბრალოდ შენ იყავი… ახლა ყველაფერს ვაანალიზებ. როცა მერიდები. როცა უცებ ჩუმდები. როცა თითქოს სპეციალურად ცდილობ, ცივი იყო ჩემთან. ოდნავ ჩაიცინა. ტკივილით. — და ყველაზე საშინელი ისაა, რომ ახლა უკვე ვიცი, რატომ აკეთებ ამას. ქარი ისევ დაეჯახა მათ შორის სივრცეს. ნინას ხელები უკანკალებდა. — ლუკა, გთხოვ… — არა, მართლა მჭირდება ამის თქმა. მისი ხმა მშვიდი იყო, მაგრამ ამ სიმშვიდეში დაძაბულობა იმალებოდა. — იმიტომ რომ ვგრძნობ, როგორ მექაჩება ეს ყველაფერი შენკენ… ნინა გაიყინა. ლუკამ მაშინვე დახუჭა თვალები. თითქოს საკუთარმა ნათქვამმა თვითონვე შეაშინა. — და მეზიზღება ეს. ეს უკვე თითქმის ჩურჩული იყო. — მეზიზღება, რომ საერთოდ არსებობს მომენტი, სადაც შენზე ასე ვფიქრობ. ელენე ისევ უხილავად იდგა მათ შორის. მძიმედ. რეალურად. ლუკამ სწრაფად მოისვა ხელი სახეზე. — იმიტომ რომ მე ელენე მიყვარს. ეს წინადადება მტკიცედ თქვა. თითქოს საკუთარ თავს ახსენებდა. თითქოს საზღვარს ავლებდა, რომელსაც ორივე უახლოვდებოდა. ნინას თვალები მაშინვე აემღვრა. მაგრამ ლუკა არ გაჩერებულა. — და ზუსტად ამიტომ ვარ ასე გაგიჟებული. ხმა ისევ დაეძაბა. — იმიტომ რომ არ უნდა მაწუხებდეს, ვისთან ზიხარ. არ უნდა ვბრაზდებოდე, როცა ვიღაც გეხება. არ უნდა მოვდიოდე შენთან ყოველ ჯერზე, როცა თავს მარიდებ. მისი სუნთქვა აშკარად აღარ იყო თანაბარი. — მაგრამ მაინც ვაკეთებ. სიჩუმე. მძიმე. მტკივნეული. ლუკამ ბოლოს ძალიან ჩუმად თქვა: — და არ ვიცი, როგორ გავაჩერო ეს ისე, რომ რომელიმე თქვენგანი არ დავაზიანო. ნინას თვალები დაეხუჭა წამით. იმიტომ რომ ეს იყო ზუსტად ის წინადადება, რომლის მოსმენაც ყველაზე მეტად ეშინოდა. არა „მიყვარხარ“. არა აღიარება. არამედ ეს. ის, რომ ლუკა იდგა მის წინ და რეალურად ცდილობდა სწორი ყოფილიყო. თუნდაც ეს ყველას ტკენოდა. ქუჩაში მანქანამ ჩაიარა. შორს ისევ ისმოდა წვეულების ჩახშობილი მუსიკა. მაგრამ მათ შორის ყველაფერი უცნაურად გაჩერდა. ნინამ ნელა ჩაისუნთქა. მერე ძლივს აიძულა თავი, რომ ეთქვა: — მაშინ გააჩერე. ლუკამ მაშინვე შეხედა. ნინა პირველად უსწორებდა თვალს პირდაპირ. თვალები სველი ჰქონდა, მაგრამ ხმა — მშვიდი. ზედმეტად მშვიდი. — დაბრუნდი ელენესთან. — ნინა— — არა. ახლა თვითონ შეაწყვეტინა. — ერთხელ მაინც მომისმინე ბოლომდე. ნინამ ტუჩი მოიკვნიტა, თითქოს სიტყვები ფიზიკურად სტკიოდა. — შენ თქვი, რომ გიყვარს. ლუკას თვალებში რაღაც შეირხა. — და თუ მართლა ასეა… მაშინ ეს აქ უნდა დამთავრდეს! ქარმა ნინას თმა სახეზე გადაუყარა. უბრალოდ იდგა. გატეხილი, მაგრამ მაინც საოცრად მტკიცე. — მე არ მინდა ვიყო ის ადამიანი, ვის გამოც ერთ დღეს ელენეს თვალებში ვეღარ შეხედავ ლუკა ხმას აღარ იღებდა. ნინა კი აგრძელებდა, თითქოს თუ ახლა გაჩერდებოდა, ვეღარასდროს შეძლებდა ამის თქმას. — და არც ის მინდა, რომ ერთ დღეს ჩემზე გაბრაზდე. იმიტომ რომ ვერ გაერკვიე საკუთარ თავში. ლუკამ ნერვიულად მოისვა ხელი კისერზე. — ყველაფერი ასე მარტივი არაა. ნინას მწარედ ჩაეცინა. — ვიცი. ზუსტად ეგაა პრობლემა. რამდენიმე წამი ერთმანეთს უბრალოდ უყურებდნენ. და პირველად იყო ეს მზერა სრულიად დაუცველი. ყოველგვარი თამაშის გარეშე. ყოველგვარი უარყოფის გარეშე. მხოლოდ სიმართლით, რომელსაც ორივე ძალიან გვიან მიუახლოვდა. მერე ნინამ ძალიან ჩუმად თქვა: — მე შენ მიყვარხარ, ლუკა. ჰაერი თითქოს ერთ წამში დაცარიელდა. ლუკა საერთოდ არ განძრეულა. ნინას ხმა აღარ უკანკალებდა. ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე საშინელი უკვე თქვა. — მაგრამ ეგ საკმარისი არაა. ისე, თითქოს ეს სიტყვები პირდაპირ სხეულში მოხვდა. ნინა კი აგრძელებდა, უკვე თითქმის ჩურჩულით: — ზოგჯერ სიყვარული უბრალოდ გვიან მოდის. სიჩუმე. ლუკა ძალიან ნელა მიუახლოვდა. ახლა მათ შორის მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი იყო დარჩენილი. ნინას სუნთქვა შეეკრა. იმიტომ რომ ერთი წამით მართლა ეგონა — რომ ლუკა აკოცებდა. რომ ყველაფერს დაანგრევდა. მაგრამ ლუკა გაჩერდა. ზუსტად იმ ზღვარზე. თვალები დახუჭა. მერე ძალიან ჩუმად ამოისუნთქა. და უკან დაიხია. ეს იყო ყველაზე მტკივნეული ნაწილი. არა ის, რომ ვერ შეეხო. არამედ ის, რომ შეეძლო… და მაინც არ გააკეთა. ლუკამ თავი ოდნავ დაუქნია. თითქოს რაღაც საბოლოოდ გადაწყვიტა საკუთარ თავში. — სახლში წადი ნინა. მისი ხმა ჩახლეჩილი იყო. ნინას ცრემლი ბოლოს მაინც ჩამოუვარდა. მაგრამ აღარ შეუმჩნევია. ლუკა რამდენიმე წამი კიდევ იდგა. უყურებდა ისე, თითქოს იმახსოვრებდა. მერე შებრუნდა. და ამჯერად, როცა წავიდა — ნინამ იცოდა, რომ ეს მართლა წასვლა იყო. იმ ღამით ნინას არ დაუძინია. საწოლში იწვა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა თვალებს ხუჭავდა, ისევ იმ მომენტში ბრუნდებოდა. ლუკა ძალიან ახლოს. მისი დაძაბული სუნთქვა. და ის წამი, როცა შეეძლო ეკოცნა… და არ აკოცა. ღმერთო. სწორედ ეს ტკიოდა ყველაზე მეტად. ნინამ ბალიში სახეზე მიიჭირა, თითქოს ასე შეძლებდა საკუთარი ფიქრების ჩახშობას. მაგრამ ვერ ახერხებდა. იმიტომ რომ ლუკას სიტყვები ისევ თავში უტრიალებდა. „მე ელენე მიყვარს.“ ეს წინადადება უცნაურად მშვიდი იყო. მტკიცე. და ზუსტად ამიტომ ანადგურებდა. იმიტომ რომ ნინამ იმ წამს მიხვდა — ლუკა არ იტყუებოდა. ეს არ იყო თავის მართლება. არც გაქცევა. მას მართლა უყვარდა ელენე. და მიუხედავად იმისა, რომ ნინას მიმართაც რაღაც არსებობდა… არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა. ნინამ თვალები მაგრად დახუჭა. ცრემლები ისევ ჩუმად გადასდიოდა ყელში უცნაური იყო — სიყვარულზე უარესი თურმე ის ყოფილა, როცა ხვდები, რომ ვიღაცას საკმარისად უყვარხარ დასანგრევად… მაგრამ არა საკმარისად გადასარჩენად ! და მაინც, ყველაზე მეტად საკუთარი თავი ეზიზღებოდა. იმიტომ რომ იმ ერთ წამში — როცა ლუკა მასთან ძალიან ახლოს იდგა — ნინას უნდოდა, რომ ეკოცნა. უნდოდა, ყველაფერი დავიწყებოდა. ელენეც. სწორიც. არასწორიც. მხოლოდ იმიტომ, რომ ერთხელ მაინც ეგრძნო, რას ნიშნავდა ლუკას არჩევანი. მაგრამ ლუკამ უკან დაიხია. და ამით საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ნინა მართალი იყო. ელენე მისთვის უბრალოდ „სწორი არჩევანი“ არ ყოფილა. ის იყო ადამიანი, რომლის დაკარგვაც არ შეეძლო. ნინამ ნელა მიიდო ხელი მკერდზე. გული ისევ სტკიოდა. მაგრამ ამ ტკივილში პირველად იყო რაღაც საბოლოო. თითქოს საკუთარ თავს ეუბნებოდა: „ახლა მართლა უნდა გაუშვა.“ ... იმ დროს ლუკა მანქანაში იჯდა. ძრავა ისევ გამორთული ჰქონდა. ტელეფონის ეკრანი ხელში ანათებდა ელენეს პასუხი ისევ გახსნილი იყო. „მიყვარხარ" ლუკამ თავი უკან მიადო სავარძელს და თვალები დახუჭა. დაღლილი იყო. არა ფიზიკურად. შიგნიდან. იმიტომ რომ პირველად ცხოვრებაში საკუთარი თავი ვერ გაიგო ბოლომდე. მას ნინა უყვარდა? ამ კითხვამ უცებ გაიარა თავში. და მაშინვე თვალები გაახილა. არა. არა ისე. მაინც არა ისე. ნინა მისთვის რაღაც ბევრად უფრო საშიში იყო. ემოცია, რომელიც კონტროლს აკარგვინებდა. ადამიანი, ვისთანაც ზედმეტად ბევრი გრძნობა ჰქონდა ერთმანეთში არეული. ზრუნვა. მიჩვევა. ეჭვიანობა. მიზიდულობა. ბრაზი. და ახლა — დანაშაულიც. ლუკამ ორივე ხელი საჭეს დააჭირა. იმიტომ რომ რაც უფრო მეტად ფიქრობდა, მით უფრო ნათლად ხვდებოდა ერთ რამეს: თუ იმ ღამით ნინას აკოცებდა — ვეღარასდროს დაბრუნდებოდა უკან. და ეს ყველაფერი აღარ იქნებოდა უბრალოდ „არეული გრძნობები“. ეს გახდებოდა ღალატი. ელენესი. საკუთარი თავისიც. ლუკამ ნელა ამოისუნთქა. და პირველად ძალიან მკაფიოდ დაინახა ელენე საკუთარ თავში. მისი მშვიდი ღიმილი. როგორ უსმენდა ყოველთვის ბოლომდე. როგორ არასდროს ცდილობდა მის შეცვლას. ელენესთან ყველაფერი სტაბილური იყო. რეალური. და უცებ მიხვდა, რომ ნინასთან ყოველთვის რაღაცის დევნაში იყო. ემოციის. დაძაბულობის. აღიარების იმის, რაც არასდროს ჩერდებოდა. მაგრამ სიყვარული მარტო ქაოსი ვერ იქნებოდა. ლუკამ ტელეფონს დახედა. მერე ძალიან ჩუმად ჩაილაპარაკა: — მე უკვე ავირჩიე. და პირველად, როცა ეს თქვა, თავის მოტყუებას აღარ ჰგავდა მისი ნათქვამი იმ ღამით ნინას არ დაუძინია. საწოლში იწვა, ხელები მკერდზე ჰქონდა გადაჭდობილი, თითქოს ამით შეძლებდა გულის შეკავებას, რომელიც ზედმეტად ძლიერად და არათანაბრად უცემდა. თვალებს ხუჭავდა და მაინც ყოველთვის იმავე ადგილას ბრუნდებოდა — იმ ბოლო წამში. ლუკა ძალიან ახლოს. მისი სუნთქვა, რომელიც ზედმეტად რეალური იყო. და ის სიჩუმე, რომელიც ყველაფერს გადაწონიდა. შემდეგ კი ერთი წინადადება: „მე ელენე მიყვარს.“ ეს სიტყვები აღარ ჰგავდა უბრალოდ ნათქვამს. ისინი იყო საბოლოო ხაზი, რომელსაც ვეღარ გადაახტებოდა. და ნინამ პირველად ძალიან მკაფიოდ იგრძნო ეს არ დაიწყო იმ ღამით. ეს დიდი ხნის წინ დაიწყო და უბრალოდ გვიან მიხვდა. ხშირად ადამიანს გვიან არ სტკივა ის, რაც ხდება. გვიან სტკივა ის, რაც ვერ შეამჩნია მაშინ, როცა უნდა დაენახა. ნინასაც ასე დაემართა. ლუკა მის ცხოვრებაში დიდი ხანი იყო. ძალიან დიდი ხანი — იმ ასაკიდან, როცა გრძნობებს ჯერ სახელსაც კი ვერ არქმევ. ის იქ იყო ბავშვურ სიცილებში, შემთხვევით მზერებში, დაუმთავრებელ სიტყვებში. და მაშინაც კი, როცა არაფერი იყო „ნათქვამი“, ყველაფერი მაინც არსებობდა. უბრალოდ — ნინამ ვერ დაინახა. ან ვერ მიიღო. ან არ იცოდა, როგორ მიეღო ის, რაც მაშინ ზედმეტად დიდი ჩანდა. ახლა კი, წლების შემდეგ, ყველაფერი დაბრუნდა. მაგრამ უკვე სხვანაირად. უკვე გვიან. ნინამ სახე ბალიშში ჩარგო და პირველად საკუთარ თავთან ხმამაღლა აღიარა ის, რასაც დიდი ხანია გაურბოდა: — ის მაშინაც იყო. ხმა არავის გაუგია. მაგრამ მის შიგნით ეს წინადადება ძალიან მკაფიოდ გაისმა. ლუკა მაშინაც ასე უყურებდა. ისევე ჩუმად, ისევე დაძაბულად, როგორც ახლა. უბრალოდ მაშინ ნინა პატარა იყო იმ გრძნობისთვის, რომელსაც ვერ გაუგო. და ახლა უკვე დიდი იყო იმ სინანულისთვის, რომელიც დარჩა. ლუკა არ გახდა უცხო ერთ დღეში. ის ნელ-ნელა დაკარგა მაშინ, როცა ვერ ამოიცნო, რა იყო მის წინ. ... ლუკა მანქანაში იჯდა. გარეთ ყველაფერი ჩვეულებრივად მოძრაობდა. ცხოვრება არ აჩერებდა ნაბიჯს. მისი ტელეფონი გვერდით იდო. ელენეს შეტყობინება ეკრანზე ისევ ანათებდა — მარტივი, მშვიდი, უპირობო: „მიყვარხარ.“ ლუკამ დიდხანს უყურა. ამ სიტყვაში არ იყო ეჭვი. არ იყო ბრძოლა. არ იყო ქაოსი. იყო რაღაც ძალიან მარტივი და რეალური — ადამიანი, რომელიც მას იღებდა ისეთად, როგორიც იყო. არა იმედით, რომ შეიცვლებოდა. არამედ იმით, რომ უკვე საკმარისი იყო. ლუკამ ჩუმად ამოისუნთქა. და საკუთარ თავში პირველად ყველაფერი სწორად დალაგდა. ნინა მისთვის აღარ იყო გზა. აღარ იყო კითხვა. აღარ იყო ის „იქნებ“, რომელიც ადამიანს უკან აბრუნებს. ნინა იყო ის, რაც ერთხელ ძლიერად იგრძნო — მაგრამ ვერ გადაიქცა ცხოვრებად. ზოგი რამ მთავრდება არა იმიტომ, რომ უნდა დასრულდეს — არამედ იმიტომ, რომ სხვანაირად აღარ გამოდის გაგრძელება. დასასრული! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


