შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პირადი მცველი 17


დღეს, 09:07
ავტორი Tak.oo
ნანახია 402

ბაკურიანში ასულებმა დიდველის სასრიალო ტრასებს მიაშურეს.ნიცა იქვე ჯიხურთან გაჩერდა.
_ გლინტვეინი გინდათ?
_ შენ სვამ?_ გაუკვირდა მეკოს.
_ ხომ იცი მიყვარს,ცოტას მოვწრუპავ.
ოთოს გაეცინა.
_ ორსულს ხომ იცი ყველაფერი უნდა შეუსრულო,ნუ აბრიალებ თვალებს._ მიუბრუნდა მეკოს._ მე გყიდულობ ძიას ბავშვო.
ნიცას გაეცინა.
_ ბავშვო რაღაც სასაცილოდ ჟღერს.
_ აბა ჯერ სქესი არ ვიცით,რომ სახელი შევურჩიოთ.
_ ჰო… _ სევდიანად ჩაიღიმა ნიცამ.კონვერტი რომელშიც პატარას სქესი ეწერა დღესაც გაუხსნელი ედო ტუმბოს უჯრაში.ეგონა ალექსანდრე გამოჩნდებოდა,ჯიუტად ელოდა თითქმის ხუთი თვე,მაგრამ ბიჭი არ ჩანდა.
ოტომ ცხელი გლინტვეინი გაუწოდა და ტელეფონზე შემოსულ ზარს უპასუხა.
_ დიახ…კი,როგორც შევთანხმდით… კარგი.
ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა.
_ მეკო,შენ არ გინდა?
_ რა კითხვაა,რატომ არ უნდა მინდოდეს ავად ხომ არ ვარ?_ წარბი აწია მეკომ.
_ ღმერთო,რა კაპასი ხარ._ ჩაიცინა ოთომ და ჯიხურთან გაბრუნდა.რამდენიმე წუთში უკან მოვიდა,მეკოს ჭიქა გაუწოდა და ნიცას გაბადრული სახის დანახვაზე გაეცინა.
_ აბა როგორია,მოგწონს?
_ კი,მადლობაო ბავშვმა._ გაუცინა ნიცამ და ლოყაზე ნაზად უჩქმიტა ოთოს და სწორედ ამ დროს მისგან რამდენიმე მეტრში მდგომ ალექსანდრეს მოკრა მზერა და სახეზე ფერი დაკარგა.
ოთო გოგოს სახის გამომეტყველების ცვლილებაზე მიხვდა მის უკან მისი ძმა იდგა და ნელა შებრუნდა.ნიცას მზერას გააყოლა თვალი და უმალ ამოიცნო ძმა ხალხში.მამას ჰგავდა.გულში სწრაფი ბიძგები იგრძნო,გაუხარდა,მაგრამ თავი შეიკავა,ჯერ სიხარული შორს იყო.

ალექსანდრემაც შეამჩნია ნიცა და გულში ძლიერი ბიძგები იგრძნო,შემდეგ მზერა მის გვერდით მამაკაცზე გადაიტანა,რომელიც უკვე დაკვირვებით უმზერდა.
_ ამას აქ რა უნდა?_ ამოიჩურჩულა ნიცამ და მეკოს დაეყრდნო ცალი ხელით მკლავზე.
ალექსანდრე მოუახლოვდა გოგოს და სახე წამში აერია.თვალები გაუფართოვდა.შენიშნა გოგოს წამოზრდილი მუცელი,მერე ისევ მზერა ნიცას ტვალებზე შეაჩერა,სადაც პასუხს ეძებდა,უთქმელს,უსიტყვოს…
ნიცა გაყინული იდგა ადგილზე,მერე უცებ გამოერკვა,წამში გონს მოეგო.ზურგი აქცია მეკოს,ოთოს,გვერდი აუარა ალექსანდრეს და გასასვლელისკენ დაიძრა.
ბიჭი წამში მოეგო გონს და უკან მიყვა.ნიცა სწრაფი ნაბიჯით შორდებოდა ყველას და ყველაფერს.
მეკოც მის გზას დაადგა,რომ ოთომ მკლავში მოკიდა ხელი და შეაჩერა.
_ გაჩერდი,ილაპარაკონ ჯობია.
_ შენ ხომ არ გაგიჟდი?_ ტონი შეეცვალა მეკოს და ბიჭს სახეში შეხედა.წამში მზერა შეეცვალა,მერე გაუმკაცრდა._ შენი ხელი ურევია ამ ყველაფერში ხო?
_ წამოდი._მხარზე ხელი მოხვია ოთომ.
_ ხელი გამიშვი._ ხელი გააშვებინა ნიცამ._ რანაირად გააკეთე ეს ყველაფერი?
_ დალაგდება ყველაფერი,ოდესმე მაინც მოუწევდათ…
_ ხო,მაგრამ ამისთვის მოემზადებოდა!ახლა ასე მოულოდნელად…_ საფეთქელზე თითები მიიჭირა_ წამოდი,მალე დავეწიოთ…ამ მდგომარეობაში,რანაირად…რატო?_არ ცხრებოდა მეკო.
_ არაფერია ისეთი მეკო,გეუბნები ეს დღე ოდესმე დადგებოდა და რაც მალე უკეთესი.
მეკომ მკაცრი მზერა ესროლა ბიჭს.
_ კი,ასეა…_ განაგრძო ოთომ._ აბა ბავშვი რომ გაჩნდება რა გგონია,ალექსანდრესთვის ადვილი საპატიებელი იქნებოდა?
_ რა აქვს იმას საპატიებელი ბიჭო?_ სულ გაწიწმატდა მეკო.
_ მეკო,მოდი დაწყნარდი რა,მე ვთქვი მომავალში მერე ალექსანდრეც ვერ აპატიებდა და ამ ყველაფერს შეეწირებოდნენ თვითონ და პლუს ბავშვი.
ბავშვის ხსენებაზე მემო შედარებით მოლღვა.
_ ხო,მაგრამ მისო ბრალია. არ მისცა საშუალება,რომ ეთქვა.
_ დამიჯერე პატარა,_ ხელახლა მოხვია გოგოს ხელი,ამჯერად აღარ გააშვებინა._ როგორმე უნდა შევარიგოთ.
მეკომ ღრმად ჩაისუნთქა და ბიჭის მხარს მიაყრდნო თავი.
_ კარგი, წავიდეთ.


ნიცა სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა წინ.ხალხის ნაკადს გვერდს უვლიდა და მიუყვებოდა გზას,გასასვლელთან როგორც იქნა წამოეწია ალექსანდრე.მკლავში ხელი წაავლო.
_ გაჩერდი ნიცა._ თავისკენ მოაბრუნა.
_ თავი გამანებე._ კბილებში გამოსცრა გოგომ და ხელის გათავისუფლება სცადა.
_ გაგანებებ,როცა ამიხსნი რაღაცეებს._ მუცელზე ანიშნა მზერით.
_ შენთან ასახსნელი არაფერი მაქვს._ ხელი განზე გაწია._ გამიშვი ხელი.
ალექსანდრემ ხელი შეუშვა.
_ კარგი,მაგრამ მაინც მოგიწევს ახსნა.
_ რა მაქვს შენთან ასახსნელი?! რა სინდისით ამბობ მაგ სიტყვებს?!
_ ვისია ბავშვი?_ უპასუხოდ დატოვა მისი კითხვები ბიჭმა,თუმცა არც მის კითხვას მოყოლია პასუხი.სახეში მწარე ხელის გემო შეიგრძნო.
_ ჩემი! _ თვალი ყვალში გაუყარა და ისე უპასუხა. შეტრიალდა და გზა განაგრძო.

ნიცას სულში ქარიშხალი ტრიალებდა.ემოციებს ვერ აკავებდა.მოდიოდა და სიმწრის ცრემლები სდიოდა.
“დეგენერატი,იდიოტი,ვინ ვგონივარ მაგას მე?!”
ფეხით ჩამოიარა დაღმართი,ვერც სიცივეს გრძნობდა,ვერც დაღლას…
მხოლოდ საშინელ გულისწყვეტას,იმედგაცრუებას,ბრაზს…
ოთო და მეკო მანქანით დაეწივნენ.ოთომ მანქანა შეაჩერა,ფანჯარას ჩაუწია.
_ ნიცა,დაჯექი.
ნიცამ თავი მოაბრუნა,მეგობრებს შეხედა და უემოციოდ ჩაილაპარაკა.
_ ცოტახანს ფეხით ვივლი.
_ უკვე საკმაოდ იარე,დაჯექი.
_ არ დავღლილვარ.
_ ნიცა,ნუ ჯიუტობ,ამდენიც არ შეიძლება შენთვის._ საუბარში მეკო ჩაერთო.
უთქმელად დაჯდა უკანა სავარძელზე.
_ სახლში წავიდეთ რა…_ თავი საზურგეს მიაყრდნო და თვალები დახუჭა.მაშინვე ამდენი ხნის ნანატრი სახე დაუდგა თვალწინ და საკუთარ თავზე გაბრაზდა,ყველაფრის მიუხედავად კიდევ მისი სახე,რომ ედგა თვალწინ.
კოტეჯში მისვლისთანავე ოთახში შევიდა და განმარტოვდა.რამდენიმე წუთში მეკომ კარზე დაუკაკუნა.
_ ნიც… _ფრთხილად შეაღო კარი._ შეიძლება?
ბალიშში თავჩარგული,საბნის ქვეშ დახვდა მეგობარი.გული შეეკუმშა,ამ მდგომარეობაში,რომ იხილა.
_ არ იტირო რა,გთხოვ…
_ კაი,ვიცინებ,მასე მაქვს საქმე…_თავისივე თავის სიბრალულმა გული აუჩუყა.
თავზე ხელი გადაუსვა მეკომ და იქვე საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
_ ნიც,ვიცი,რომ გაბრაზებული ხარ და მიზეზიც გაქვს,მაგრამ მოდი დაელაპარაკე…_ შეაპარა მეკომ._ საუბარი საჭიროა ხომ იცი?
_ როცა მე მინდოდა,მაშინ არ მესაუბრა და ახლა მე არ დაველაპარაკები._ გაჯიუტდა ნიცა.
_ კარგი რა,ბავშვივით ლაპარაკობ.
ნიცამ გაბრაზებულმა ამოხედა.
_ ბავშვი ვარ!
_ ბავშვი მანდ მუცელში გყავს.
ნიცას რაღაც უნდა ეპასუხა,რომ კარზე ისევ კაკუნის ხმა გაისმა.
_ ოთო იქნება…_ ადგა და კარისკენ გაემართა მეკო.
კარი გააღო და მის წინ ალექსანდრე იდგა.
_ შეიძლება? _ მეკომ თავი დაუქნია და გზა დაუთმო.
_ როგორ ხარ მეკო?
_ კარგად,შენ?
_ კარგად._ ალექსანდრემ თვალი მოავლო ოთახს._ სად არის?
_ იქ._ თავით ანიშნა.
ნიცას საძინებლისკენ გაემართა.მშვიდი,მოზომილი ნაბიჯებით.
სანამ შევიდოდა ნახევრად ღია კარზე დააკაკუნა.
_ ოთო,ნუ მაიმუნობ._ მშვიდად ამოთქვა საბნის ქვევიდან ნიცამ.
_ ოთო არ ვარ._ კარგად ნაცნობი ხმა გაიშალა ოთახში.
იმ წამსვე ამოყო თავი საბნიდან ნიცა,რომელსაც ცხვირი საგრძნობლად გაწითლებოდა სიცივისგან და ცალკე ტირილისგან.
_ აქ რა გინდა?
_ ძნელი მისახვედრია ხომ?_ კითხვაზე კითხვით უპასუხა ბიჭმა და ოთახის სიღრმეში შეაბიჯა.
_ მე შენ გეკითხები._ არ გატყდა გოგო.
_ ერთი ჭირვეული გოგოს სანახავად მოვედი.
_ ჭირვეული და ჯიუტი თავად ხარ.
_ კაი ვიქნები._ ალექსანდრე საწოლს მიუახლოვდა,ხელით საწოლზე ანიშნა._ შეიძლება?
ნიცამ გამომეტყველებით ანიშნა “ სხვა რა გზააო” და ბიჭიც ჩამოჯდა.
_ როდის აპირებდი თქმას?
_ რის თქმას?
_ იცი რისიც…_ თვალებში ჩახედა,ნიცამ მზერა არ აარიდა._ ბავშვის._ დააკონკრეტა ბიჭმა
_ მაშინ,როცა დუდუს ვთხოვე დაგკონტაქტებოდა,მაგრამ…
_ დუდუს ბრალი არ არის,მე მყავდა გაფრთხილებული._ ჩახლეჩილი ხმით განაგრძო.
_ ხოდა ახლა რას ელი?
_ რომ მცოდნოდა…
_ ახლა,რომ იცი რა?! რამე შეიცვლება გგონია?! _ გაცხარდა და ტონს აუწია ნიცამ_ ახლა მე აღარ მჭირდები,როცა მართლა მიჭირდა და მჭირდებოდი,სიტყვის თქმის საშუალება არ მომეცი.
_ ხომ არ ვიცოდი მე, რაში მადანაშაულებ?!
_ მომეცი საშუალება,რომ გცოდნოდა?! ყველა გზა მომიჭერი,ხოდა ახლა მიბრძანდი._ თვალებიდან ცეცხლს ყრიდა._ შენივე მოჭრილ გზაზე დგახარ.
_ არ არის მასე,შენ როგორც ფიქრობ.ჩემი შვილიც არის და …
_ რა დარწმუნებული ხარ რომ შენია?!_ ირონიულად ჩაიცინა ნიცამ.
ალექსანდრე წამით გაჩუმდა. თვალები დააწვრილა.
_ არ გინდა მასეთი საუბარი.
_ კარგად ვიცი რაც მინდა და შენ ჩემს სურვილებში ნამდვილად არ შედიხარ, ასე რომ გზა ხსნილი გაქვს.
_ მაინც ის პატარა ნიცა ხარ.ჯიუტი და თავნება.
_ არავის უთხოვია დამახასიათეო,ასე რომ…_ თვალებით კარზე მიუთითა.
_ კარგი,გეყოფა ნიცა._ დაღლილი ტონით თქვა ალექსანდრემ._ შევცდი,რომ მცოდნოდა,მართლა სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი.ახლა ვერაფერს შევცვლი სამწუხაროდ.
_ არ მაინტერესებს._ მშვიდად გაიმეორა გოგომ._ არ არის მასე,უი,ბოდიში არ ვიცოდი და მკლავებში ჩაგადნე.
_ ვიცი,რომ არ არის ადვილი.მეც მენატრებოდი და არც ჩემთვის იყო,მარტივი…_ პაუზა გააკეთა ბიჭმა._ არის რაღაცეები რაზეც უნდა მეზრუნა…
შეაწყვეტინა აღარ დააცადა ნიცამ სათქმელის დასრულება.
_ ხოდა წადი და ისევ იმაზე იზრუნე,მე არ მჭირდება შენი ზრუნვა.
_ ასეთი ძნელია მოსმენა?!_ ტონი შეეცვალა ბიჭს.
_ კი.შენთვის ხომ ძნელი იყო ჩემი მოსმენა?! ერთი სიტყვა არ მათქმევინე ისე გაქრი… _ ნიცას ირონიულად ჩაეღიმა._ ხომ არ დაგავიწყდა?! ან რა გაქვს სათქმელი? რითი უნდა იმართლო თავი? წადი,თავი დამანებე,არაფრის მოსმენა არ მინდა შენგან.
ალექსანდრე წამოდგა.მიუახლოვდა და მის წინ ჩაიმუხლა.ხელი წაიღო მოსაფერებლად.
_ არც გაბედო,რომ შემეხო._ ფოლადივით ცივი ხმა ჰქონდა._ წადი.
გაწვდილი ხელი დაუშვა ალექსანდრემ.ერთხანს ჩუმად იდგა.
_ კარგი,მაგრამ ასე არ დასრულდება ჩვენი საუბარი.
აღარ დალოდებია პასუხს,მობრუნდა და კოტეჯი დატოვა.

კოტეჯიდან გადიოდა,რომ ეზოში ოთოს შეხვდა.წამით მზერა მასზე შეაჩერა,მერე კი გვერდით ჩაუარა და დუდუს ჩაუჯდა მანქანაში.
სიგარეტს მოუკიდა,თავი საზურგეს მიაყრდნო და ბოლი გამოუშვა.
_ ცუდად არის საქმე?_ დუდუმ დაარღვია სიჩუმე.
_ ჰო… _ ფანჯარაში გაიხედა._ მაგარი გაბრაზებულია.შენთვის მაინც ეთქვა…
_ შენ ხომ არ უბერავ?! _ ხმას აუწია დუდუმ._ მართლა რა გჭირს ტო? თავი დაადე და გაიქეცი,რამდენჯერ მოვიდა გოგო და მთხოვა შენთან გამომეყვანა კონტაქტზე და … _ თავი გააქნია,ძლივს შეიკავა თავი არ შეეგინა._ ქალიშვილი გოგოსავით თავს იფასებდი.ხოდა ახლა იმკი შედეგს.
_ შენ ვაფშე როგორ ხარ?_ ტონს აუწია ალექსანდრემ._ შენ თუ არ გესმის,რატომ წავედი,იმის იმედი რანაირად მქონდეს ნიცას გავაგებინო?!
_ აუხსნელად,რომ დაადე თავი და წახვედი რა გეგონა? შენ თუ გაქვს თავმოყვარეობა,მაგას რა არ აქვს?
_ აუ,ნუ შემე*ი რაა._ ღრმა ნაპასი დაარტყა და კბილები ისეთი ძალით დააჭირა ერთმანეთს,ძვლებმა ხმა გამოსცა.
ერთხანს ჩუმად იარეს.მერე ისევ დუდუმ დაარღვია სიჩუმე.
_ მოდი,თენგოსთან დავრჩეთ ეს დღეები და კიდე ამოვიდეთ ხვალ.
_ შენ რა ქენი შენს საქმეზე?_ პასუხი არ გასცა.
_ ცენტრალურ პარკთან მითხრეს ფართი ქირავდებაო.
_ მერე?
_ რა მერე? ხვალ ამოვიდეთ კიდევ,მე მაგას გავარკვევ და შენ ნიცასთან მოგვარდი.
_ არ დამელაპარაკება აზრი არ აქვს.
_ შენ ვერ ხარ ხო იცი!
_ არ მითქვამს არ ამოვიდეთთქო,უბრალოდ ვფიქრობ არ დამელაპარაკება.
_ არც ხარ ღირსი.
_ აუუ…_ თავი გადააქნია ალექსანდრემ და დადუმდა.


ოთომ როგორც კი დაინახა ალექსანდრე წავიდა,ნიცასთან შევიდა კოტეჯში.საძინებლიდან გამოდიოდა გოგონების ხმა.
_ ხომ გაიზარდა უმამოდ თვითონ,მეც მასე გავზრდი,არ მჭირდება არაფერში._ ბრაზობდა ნიცა.
_ ვერ ხარ შენ._ გაუწყრა მეკო და კარის ზღურბლზე ოთო შენიშნა.ნიცამ თავი აწია და ოთოს გაუღიმა.
_ მოდი.
კედელს მიეყრდნო ოთო.დაფიქრებული მზერა ჰქონდა.
_ ნიცა…_ მძიმედ დაიწყო და მიხვდა გოგო,რაღაც უნდა ეთქვა ბიჭს.
_ ალექსანდრე…_ პაუზა გააკეთა,თითქოს ძალას პოულობდა საკუთარ თავში._ ჩემი ძმაა.
ნიცას მოულოდნელობისგან გაეცინა.
_ მართლა._ განაგრძო ოთომ._ მე და ალექსანდრეს ერთი მამა გვყვავს.
_ ხუმრობ?_ დაბნეულმა იკითხა ნიცამ.
_ არა,არ ვხუმრობ.
_ ღმერთო ჩემო,_ ნიცამ საფეთქლებზე თითები მიიჭირა._ “ტელემუნდო”_ ს უნდა მივმართო,სასწაული სცენარით.რანაირად,როდის გაიგე? იცოდი?
_ არა,არასდროს მინახავს მე,ახლა ხანს გავიგე,ცოტახნის უკან…
_ ანუ,მართლა ბიძია ოთო ხარ._ გაიცინა ნიცამ.
_ ჰო,ერთი და განუმეორებელი._ჩაიცინა ოთომ.
_ ალექსანდრემ იცის?
ოთოს ჩაეღიმა და თავი გააქნია უარის ნიშნად.
_ ოჰ,აბა წინ დიდი ამბები გველის…_ გაეცინა გოგოს.

თბილისში მანანა ღელავდა,თუმცა იმედიანად იყო განწყობილი.ფიქრობდა ახალიწლისთვის რძალი თუ არა მინიმუმ შემორიგებული ეყოლებოდა ალექსანდრეს გოგო.
ლია გულს არ უტეხავსა მეგობარს,თუმცა კარგად ხვდებოდა ნიცა მელიქიშვილი ის ჩიტი არ იყო ერთ თბილ სიტყვაზე შერიგებოდა ბიჭს,მაგრამ ეცოდებოდა გოგო,იცოდა რთული ეტაპი მარტომ გაიარა და უნდოდა ბედნიერი ყოფილიყო.

მეორე დღესაც ავიდე ალექსანდრე და მის მომდევნო დღესაც,მაგრამ ნიცა ეზოს იქით ფეხს არ ადგმევინებდა.
კვირა საღამოს ალექსანდრე და დუდუ დაბრუნებას აპირებდნენ თბილისში.საღამოს ვახშამზე ცოტა დალიეს ალექსანდრემ და თენგომ.ნასვამმა ვერ მოითმინა,ბორჯომიდან გამოსულებმა ბაკურიანისკენ მიმავალ გზაზე გადაახვევინა დუდუს.
_ მოდი,სანამ წავალთ კიდე ამიყვანე რა.
დუდუს ჩაეღიმა და უსიტყვოდ გადაუხვია გზიდან.
ნიცა ოთოსთან ერთად იჯდა კოტეჯში და საუბრუბდნენ.მეკომ იმ დილით დაბრუნდა თბილისში.
_ მამაზე არასდროს არაფერი უთქვამს?_ ეკითხებოდა ოთო.
_ არა,მისი ძმაკაცისგან ვიცი,რომ მიატოვა და არ პატიობდა.ვიცი რომ ძალიან მწვავედ გადაიტანა ეგ პერიოდი._ნიცამ გონება დაძაბა,თითქოს გახსენებას ცდილობდა,რამე არ გამორჩენოდა._ ზოგადად ცოტა უჟმურია,მალე არ იხსნება ურთიერთობაში,მაგრამ კაი ტიპია,თუ მიგიშვა ახლოს.
ოთოს ჩაეღიმა.ყოველთვის უნდოდა ძმა ჰყოლოდა.როცა წამოიზარდა და გაიგო,რომ ჰყავდა კიდეც სადღაც,სხვა ოჯახში,სხვა დედის გაზრდილი მისი გაცნობა მოინდომა.ბავშვური ცნობისმოყვარეობით ხშირად ეკითხებოდა მამას მასზე,მაგრამ ის ყოველთვის არიდებდა თავს ამ თემას და პირველ ოჯახთან წაყვანაზეც უარს ამბობდა.დროთა განმავლობაში ოთომ დაანება თავი მამას და აღარ სთხოვდა წაყვანას.
წლების მერე კი გაიგო ყველაფერი და გაუგო მამას,გაგუგო ძმას,თუ რატომ არ უნდოდა მამასთან და მის მეორე ოჯახთან კომუნიკაცია,მაგრამ სურვილი ძმის გაცნობის,მუდმივად ცოცხლობდა მასში.

_ როგორ ფიქრობ,არ მიმიღებს?_ ინტერესით იკითხა ოთომ.
_ არ ვიცი._ მხრები აიჩეჩა ნიცამ და კარზე ხმა მოისმა.
ნიცამ მზერა კარს მიაპყრო.
_ რუსკაა ვითომ? _ ივარაუდა გოგომ.სანამ წამოდგებოდა ოთო წამოდგა და კარი გააღო.
კარში ალექსანდრე იდგა.ოთოს დანახვაზე სახე დაუსერიოზულდა.
_ ჩვენ უკვე შევხვდით ერთმანეთს._ ხელი გაუწოდა._ ალექსანდრემ.
_ ოთო._ ხელი ჩამოართვა გზა დაუთმო.
ნიცამ თვალები აატრიალა მის დანახვაზე.
_ არ დაიღალე?
_ არა,მიჩვეული ვარ შენს დევნას._ გაუღიმა ბიჭმა და ბედნიერმა შესცინა თვალებში.მიხვდა ნიცა ნასვამი იყო ბიჭი.
_ ნიცა,გავალ მე._ კარიდან დაიძახა ოთომ და კარი დახურა,რომ ნიცას ხმა მისწვდა მის სმენას.
_ ოთო… _ კარი ისევ სანახევროდ გაიღო და ოთოს სილუეტი გამოჩნდა._ არ წახვიდე,იყავი._ უხერხულობის განცდა დაეუფლა ოთოს,მაგრამ ნიცას ვერც უარი უთხრა.
_ მოვალ,რუსკას გავხედავ._ ნიცას მზერა დაეძაბა.
_ გახედე და მოდი,გელოდები._ მშვიდად დაუბრუნა პასუხი.ოთომ კარი დახურა.
_ როდემდე უნდა იარო აქ? მშვიდად ცხოვრება მინდა…_ დაიწყო ნიცამ.
_ იქამდე სანამ არ მაპატიებ._ თბილმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე ბიჭს.
_ ტყუილად დადიხარ.მიბრძანდი საიდანაც ჩამოსულხარ იქ.ეს ბოლო გაფრთხილება იყოს…
_ მორჩი ნიცა რა…_ ნელი ნაბიჯით დაიძრა მისკენ._ ორივემ კარგად ვიცით ჩვენი გრძნობების შესახებ და …
_ ხოდა,რომ ვიცი მაგიტომ გეუბნები,მიბრძანდი._ მშვიდი აუღელვებელი ტონი ჰქონდა ნიცას.
იქვე დივნის კიდეზე ჩამოჯდა ნიცას გვერდით და ხელი მის ნაზ თხელ თითებს შეახო წამით.გოგომ მაშინვე გაარიდა თავისი მტევანი.
_ გადი,თავი დამანებეთქო.
_ მითხარი,რომ აღარ გიყვარვარ და წავალ…
_ არ მიყვარხარ.
_ არა,მასე არა…_ ჩაიცინა ბიჭმა._ თვალებში მიყურე,მზერა გამისწორე.
_ აუუ,მოდი რა,ნუ დამიდგი იაფფასიანი საპნის ოპერა…_ ხელი აუქნია ნიცამ._ არც მასე გამიჭირდება…
_ ა,ხომ. დამავიწყდა შენ ხომ მსახიობი ხარ_ კბილი გაკრა ალექსანდრემ.
_ექვსი თვე გავიდა,პატარა დრო არ არის,მითუმეტეს ამ მდგომარეობაში მყოფი ქალისთვის._ სერიოზულად წარმართა საუბარი ნიცამ._ ოდესმე ცოლი,თუ გეყოლება იქნებ გაიგო და მიხვდე,ხოდა აღარ დამრჩა გრძნობა შენს მიმართ მიბრძანდი.
_ მე დამრჩა სამაგიეროდ…
_ არაუშავს,ეგეც გაგიქრება…თან მე ვერ გითანაგრძნობ.
_ ჰო,შენი თანაგრძნობა ვიცი მე…_წარბები აწია ზევით და ჩაეღიმა ბიჭს.
_ ჰო,მე შენი ირონია…_ ვალში არ დარჩა ნიცა.
_ ხომ ხედავ ისე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს უკვე,რომ…
_ რომ,მიზეზიც გვაქვს გადაყვარების._ შეაწყვეტინა და დაასრულა აზრი._ წადი თავი დამანებე._ დაღლმა ამოილაპარაკა ნიცამ.
_ ვერ წავალ,ვერ…არ არის ასე მარტივი…_ პაუზა გააკეთა და გააგრძელა._ შენ გგონია მაშინ,რომ წავედი არ გამიჭირდა? რომ არ გელაპარაკებოდი არ მიჭირდა?! ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიჭირდა,ისე მენატრებოდი,ისე მენატრებოდა შენი ურჩი ხასიათი,შენი სიცილი,შენი ხმა,შენი სურნელი… შენი თითოეული ქცევა,შენი ყველა უჯრედი,მაგრამ მიზეზი მქონდა ნიცა,ვერ დავრჩებოდი და უთავმოყვარეო კაცი ვერ გავხდებოდი,თავად არ მოისურვებდი მერე ასეთ ადამიანთან დარჩენას.
_ შეგეძლო აგეხსნა,გეთქვა,უთქმელად წასვლა გამოსავალი რატომ გეგონა?!
_ არ მეგონა ნიცა,უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა,მაშინ ასე ჩავთვალე საჭიროდ,რომ ამეხსნა,მაინც არ გაიგებდი,არ მოისვენებდი,ყველაფერს აურევდი,შენი მოუსვენარი ხასიათით._ ჩაეღიმა.
ერთხანს ჩუმად უყურებდა ბიჭს.
_ რატომ არ აპატიე მამაშენს?
ალექსანდრეს სახე დაუსერიოზულდა.შეცბა,არ ელოდა მსგავს კითხვას.
_ მიგვატოვა…
_ შენც მიმატოვე! _მშვიდი,მაგრამ მახვილივით ბასრი იყო ნიცას სიტყვები._ოდესმე მოუსმინე,მიეცი საშუალება რომ აეხსნა შენთვის?
ალექსანდრე უყურებდა გოგოს თვალებში და ხვდებოდა საით მიჰყავდა საუბარი.პასუხი თავად გასცა ნიცამ თავის დასმულ კითხვას.
_ არა,არ მიეცი შანსი…_ ნიცა გაჩუმდა._ არ მგონია ჩემი გაგება გაგიჭირდეს._ ნიშნის მოგებით უპასუხა.
რამდენიმე წამი ჩუმად იყვნენ.
_ნიცა,ბავშვი ვიყავი,მიტოვებული და უარყოფილი მეგონა თავი,მეგონა მე დავაშავე რამე და იმიტომ წავიდა…გთხოვ,არ მინდა იმ ყველაფრის გახსენება,ნუ ავლებ პარალელს ამ ორ სიტუაციას შორის._ გაჩუმდა,ღრმად ჩაისუნთქა,თითქოს საკუთარ გულს უსმენდა,რომ სწორად გადმოეცა სათქმელი._ მე დავბრუნდი.
_ ისიც ხომ დაბრუნდა?_ მაინც არ თმობდა პოზიციას ნიცა
_ რისთვის დაბრუნდა,მერე რისთვის?_ ტონს აუწია ალექსანდრემ._ ან შენ საერთოდ რა იცი? რატომ მიხსენებ იმ ადამიანს და იმ ისტორიას რაზეც არაფერი არ იცი და არ მითქვამს შენთვის.მე დავბრუნდი შენთვის,ჩვენი შვილისთვის…
_ ოჰ,კი…წარმოდგენაც არ გქონდა ბავშვის შესახებ.
_ რა მნიშვნელობა აქვს?! რა ამიხსენი?_ ფეხზე წამოდგა,ადგილს ვერ პოულობდა._შენს გამო ხომ დავბრუნდი,ახლა ბავშვიც დაემატა ამ ყველაფერს და მაქვს დარჩენის სურვილი და უფლება.
_ არ გვჭირდები!
ალექსანდრეს თვალები აენთო.
_ არ გაბედო და არ გაიმეორო ის რაზეც წარმოდგენა არ გაქვს.ნუ ლაპარაკობს მისი ენით._ თვალებით მუცელზე ანიშნა._ ვჭირდები თუ არა,ამას თავად მეტყვის წლების მერე გასაგებია?! შენ სულ რომ არ მაპატიო,მაინც არ დავტოვებ ბავშვს და არასდროს ეცადო ჩადგე ჩვენს შორის._ გაჩუმდა და დაჟინებით უმზერდა ნიცას.მიხვდა გოგო ცოტა გადააჭარბა და ზედმეტად მტკივნეულ თემას შეეხო.
_ არასდროს არ შემადარო მოღალატე და გამყიდველ კაცს,ანუ მამაჩემს._ სწორედ ამ დროს გაიღო კარი და ოთო შემოვიდა.



№1 სტუმარი სტუმარი თეო

კარგი რააა,ეს რა იყოოო არანაირად არ მეყოოო,თან სად დასრულდაააა🙈🙈🙈🙈🙈 გელოდები,კარგი იყო ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ელენე1511

სიტყვებიც დამავიწყდა,ძალიან ვისიამოვნე , ეს თავი განსაკუთრებული იყო,მადლობაზე მადლობა!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent