შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აივანი მაზნიაშვილზე (თავი IX)


დღეს, 00:48
ავტორი gordon
ნანახია 45

იმავე საღამოს სიტუაციამ ანას ბინაში გადაინაცვლა. გურიიდან ჩამოტანილი ტკბილეულობა და ხილის ჩირი მაგიდაზე უკვე ეწყო, ჩაიდანიც ორთქლს უშვებდა, როცა კარზე ნაცნობი, მოუთმენელი კაკუნი გაისმა. როგორც კი საკეტი გადაატრიალა, მისაღებ ოთახში გოგონები ხმაურით შემოიჭრნენ — რა თქმა უნდა, თაია პირველი იყო, ვისაც თვალები ცნობისმოყვარეობით უციმციმებდა.
— აბა, მესხო! დეტალები გვჭირდება და თან სასწრაფოდ, — თქვა თაიამ, როგორც კი დივანზე მოკალათდა და პლედი მუხლებზე გადაიფარა. — გურულ ნისლში ფიქრების დასალაგებლად წასული გოგო თბილისში ჩამოდის და პირველივე ღამეს მეზობლის საწოლში იღვიძებს? ამას ასე მარტივად ვერ გადაურჩები.
ანამ ჩაი დაასხა, გოგონების მოპირდაპირედ დაჯდა და თავიდან სცადა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა, თუმცა სახეზე მოწოლილმა სიწითლემ მაშინვე გასცა.
— კარგი, ხომ, ნუ ყვირიხართ, ყველაფერს მოგიყვებით, — ჩაეღიმა ანას და ჭიქას ხელები შემოაჭდო. — გუშინ გვიან ჩამოვედი. ისეთი დაღლილი ვიყავი, მართლა ჩემს ბინაში შემოსვლას ვაპირებდი, მაგრამ... უბრალოდ ვერ მოვითმინე. მის კარზე დავაკაკუნე. საერთოდ არ ელოდა, დილით მიწერილ მესიჯზე ისე მოვატყუე, ეგონა კიდევ სოფელში ვიყავი.
— და რა რეაქცია ჰქონდა ბურდულს? — ნენემ სუნთქვა შეიკავა და წინ გადმოიხარა.
— კარი რომ გააღო, წამით გაშტერდა. მერე კი... — ანას უნებურად თვალწინ დაუდგა დემეტრეს ძლიერი მკლავები, — სიტყვის თქმაც არ მაცადა, პირდაპირ წელზე მომხვია ხელები, ჰაერში ამიტაცა და ისე ჩამიკრა გულში, თითქოს საუკუნეა არ ვუნახავვარ. მე ჩემი გავაგრძელე, ნამგზავრი ვარ, გამიშვი, წყალი უნდა გადავივლო-მეთქი, მაგრამ ვის ეუბნები? თავისი ჩვეული ირონიით გამომიცხადა, ოთხი დღეა შენი ხმა არ გამიგია და ახლა ეს წამებში უნდა ავანაზღაუროო. არსადაც არ გაგიშვებო.
გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს, თაიას სახეზე გამარჯვებული ღიმილი გადაეფინა.
— მერე? მერე რა მოხდა? — ჩაეკითხნენ ერთხმად.
— მერე დივანზე დამსვა, ჩემ წინ ჩაიმუხლა და... იცით, როგორია დემეტრე, სენტიმენტებს ვერ იტანს, მაგრამ მის თვალებში იმდენი რამ ეწერა, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. სანამ ის გურიის ამბებს მეკითხებოდა, მე, საშინლად გადაღლილს, მის მხარზევე ჩამეძინა. საერთოდ ვერ გავიგე, ისე გადამიყვანა საძინებელში, საწოლზე დამ აწვინა და ზეწარი გადამაფარა. თვითონ კი... წარმოიდგინეთ, მთელი ღამე იმ მოუხერხებელ, მოკლე ტახტზე ეძინა, საწოლი კი მთლიანად მე დამითმო.
ანამ გოგონებს დილის ის კურიოზული მომენტიც მოუყვა, თინა დეიდას ზარზე ოზის ხვრინვა კაცის ხვრინვაში რომ აერია, რაზეც სამზარეულო ერთიანად ხარხარმა გააყრუა. თუმცა, ყველაზე მთავარი და სერიოზული ნაწილი ბოლოსთვის შემოინახა — მათი საუბარი სამზარეულოს მაგიდასთან.
— დღეს დილით, ყავაზე რომ ვისხედით, ბურდულმა ირონია გვერდზე გადადო, — ხმა დაუდაბლდა ანას და თითებით ჭიქის პირს აჰყვა. — მითხრა, რომ სიჩქარე და დრამა მისი სტილი არ არის, მაგრამ აღარც იმის მოთმენა უნდა, რომ უბრალოდ კედლის იქით გადავიდე ხოლმე. მითხრა, რომ უნდა, მართლა ვცადოთ ურთიერთობა. ოღონდ ჩვენი წესებით, ყოველგვარი ზედმეტი სენტიმენტალურობის გარეშე.
— და შენ რა უთხარი? — მერიკომ ხელი ხელზე მოჰკიდა ანას, მისი ხმა მოულოდნელად ძალიან თბილი და მზრუნველი გახდა.
— მეც დავეთანხმე. ვუთხარი, რომ სოფელში იმიტომ კი არ წავედი, რომ გავრბოდი, არამედ იმიტომ, რომ მივხვდი — ჩემი ყოველი ფიქრი უკვე მასთან იყო დაკავშირებული. ასე რომ... ახლა უკვე ოფიციალურად ერთად ვართ, თუმცა ორივე ვცდილობთ თავი ისე დავიჭიროთ, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება.
— აი, ეგ კი ნამდვილად თქვენს სტილშია, — გადაიკისკისა თაიამ. — ორი ჯიუტი, რომლებიც ერთმანეთს უტყდებიან სიყვარულში, მაგრამ ამას „წესებით თამაშს“ არქმევენ. მთავარია, რომ ბურდულმა საბოლოოდ აღიარა, მესხო. ახლა უკვე ვეღარ სადმე გაგექცევა.
ბინაში დიდხანს ისმოდა გოგონების სიცილი და ჩაის ჭიქების წკრიალი. ანა უსმენდა მათ, პარალელურად კი მზერა ფანჯრისკენ გაურბოდა, საიდანაც მეზობელი ბინის აივანი მოჩანდა. იცოდა, რომ კედლის მიღმა დემეტრე იყო — თავისი ირონიით, ოზითა და იმ ახალი, დაუწერელი წესებით, რომლებმაც ანას ცხოვრება საბოლოოდ და შეუკცევადად შეცვალა.
გოგონების მხიარული სიცილისა და ხმამაღალი ჭორაობის ხმამ მეზობელის აივანზეც კი მიაღწია. დემეტრე, რომელიც ოზისთან ერთად იყო გამოსული ღამის ჰაერზე, წამით შეჩერდა, ჩაეღიმა და გადაწყვიტა, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაეშვა.
მეზობლის აივნის მხარეს გადავიდა და ანას შუშის კარზე თითების ნაცნობი, რიტმული კაკუნი გაისმა.
ოთახში ხმაური წამით მიწყდა. გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს, თაიამ კი ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ზუსტად იცოდა, ვინც იყო კარს მიღმა. ანა ფეხზე წამოდგა, აივნის ფარდა გადაწია. დემეტრეს ხელები ჯიბეებში ჩაეწყო, მხრით კედელს მიყრდნობოდა და ეშმაკურად უღიმოდა.
როგორც კი ანამ კარი გააღო, ბიჭმა სიგრილე შემოიტანა ოთახში.
— მესხო, თქვენი სიცილის ხმაზე ჩემს ბინაში ჭაღი ზანზარებს, — ჩაილაპარაკა დემეტრემ და თან მზერა პირდაპირ ანას თვალებზე გადაიტანა, რომელშიც აშკარა აღელვება იკითხებოდა. ისე ბუნებრივად შემოაბიჯა მისაღებ ოთახში, თითქოს საკუთარ სახლში ყოფილიყო. — თან ვიფიქრე, მარტო ოზის ხვრინვა ხომ არ იქნება ჩემი სავიზიტო ბარათი ამ ოჯახში-მეთქი.
— ბურდულო, შენ საერთოდ იცი, რას ნიშნავს პირადი სივრცე? — სცადა ბუზღუნი ანამ, მაგრამ დემეტრე უკვე მის გვერდით იდგა და სანამ გოგონა რეაგირებას მოასწრებდა, ბიჭმა ხელი წელზე მოჰხვია და თავისკენ მიიზიდა, სრულიად დაუფარავად, პირდაპირ მისი მეგობრების წინაშე.
— გამარჯობა, გოგოებო, — გადახედა დემეტრემ დივანზე მსხდომებს და თავი ოდნავ დაუკრა, სახეზე კი ისევ ის კმაყოფილი, ნახევრად ირონიული ღიმილი ეხატა. — იმედია, ანა ჩემზე მხოლოდ კარგ ამბებს გიყვებოდათ, თორემ მოგიწევთ გურიიდან ჩამოტანილი ტკბილეულის მარტო ჭამა.
— უი, დემეტრე! — პირველი თაია გამოცოცხლდა, რომელსაც თვალები სიხარულით უციმციმებდა ამ სცენის დანახვაზე. — ჩვენც ზუსტად შენს „გმირულ“ საქციელებს განვიხილავდით. განსაკუთრებით იმ ნაწილს, საწოლი რომ დაუთმე და თავად ტახტზე გაათენე ღამე. არ ველოდით შენგან ასეთ ჯენტლმენობას, ნამდვილად.
— ეგ ტაქტიკური სვლა იყო, — თვალი ჩაუკრა დემეტრემ თაიას და ანას ლოყაზე თითი ნაზად ჩამოუსვა, რომელიც უკვე ალისფრად ღვიოდა. — აგენტი მყავდა შესაგზავნი საძინებელში, ოზიმ თავისი საქმე ხუთიანზე შეასრულა.
— ხოდა, იმ აგენტს გადაეცი, დედაჩემს თუ კიდევ დააფრთხობს, ჩემი ხელით გამოვასახლებ შენი ბინიდან, — თქვა ანამ, თუმცა დემეტრეს მკლავებში თავს ისე კომფორტულად გრძნობდა, რომ გაწევას არც კი ცდილობდა.
— ვერ გამოასახლებ, უკვე გვიანია, — დაასკვნა ბიჭმა, გოგონებს კიდევ ერთხელ დაემშვიდობა, ანას ყურთან ახლოს დაიხარა და ჩუმად ჩაჩურჩულა: — დიდხანს ნუ გააჩერებ, მესხო. აივანზე გელოდები, ყავა შენზეა.
დემეტრე ისევე მოულოდნელად და ქარიშხლიანად გაბრუნდა აივნისკენ, როგორც შემოვიდა. როგორც კი კარი დაიხურა, თაიამ ბალიში ჰაერში შეაგდო.
— ოფიციალურად ვგიჟდები ამ ბიჭზე! — წამოიყვირა. — ანა, შანსი არ გაქვს, ეს ურთიერთობა უკვე ნებისმიერ „წესს“ გასცდა.

გოგონების წასვლის შემდეგ ბინაში უცნაური, სასიამოვნო სიჩუმე ჩამოწვა. ანამ ფინჯანი ყავა მოადუღა, ხელები სასწრაფოდ გაითბო ცხელ კერამიკაზე და აივნის კარი ფრთხილად გააღო. თბილისური ღამის გრილი ჰაერი ერთბაშად შეეფეთა სახეში.
დემეტრე იქ დახვდა. მოაჯირს მიყრდნობოდა, სიგარეტს ეწეოდა და ქალაქის აციმციმებულ შუქებს გადაჰყურებდა. როგორც კი კარის ხმა გაიგო, მზერა ანაზე გადაიტანა, ნამწვი საფერფლეში ჩააქრო და თავისუფალი სკამისკენ მიანიშნა, თუმცა გეგმები აშკარად სხვაგვარი ჰქონდა.
— როგორც იქნა, მესხო. მეგონა, თაია შენს ბინაში აპირებდა გადმოსახლებას, — ჩაილაპარაკა ჩვეული, მშვიდი ტონით.
ანამ გაიღიმა, გვერდით სკამზე აპირებდა დაჯდომას, მაგრამ ბურდულმა სიტუაციის მართვა, როგორც ყოველთვის, საკუთარ თავზე აიღო. ანას ხელი მაჯაში მოჰკიდა და ერთი მსუბუქი, მტკიცე მოძრაობით პირდაპირ კალთაში დაისვა.
— დემეტრე, დაიღვრება! — შეიცხადა ანამ და ინსტინქტურად ჭიქას ჩააფრინდა, თუმცა ბიჭმა მეორე ხელი მაშინვე წელზე მოჰხვია და ზურგით თავის მკერდზე მიაყრდნო.
— არ გადაიღვრება, გიჭერ, — ჩასჩურჩულა ყურთან და ნიკაპი მის მხარს დაადო. — თანაც, აივანზე ცივა. ასე ორივე დავზოგავთ ენერგიას.
ანამ იგრძნო, როგორ აევსო ფილტვები მისი სურნელით. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა — მის მკლავებში იმდენად თბილოდა და ისეთი სიმშვიდე იყო, რომ უბრალოდ მიენდო. რამდენიმე ყლუპი ყავა ჩუმად მოსვა დემეტრემ, უყურებდნენ, როგორ ირეოდა მისი ფინჯნიდან ამომავალი ორთქლი ღამის ჰაერში.
— მაინც რა უთხარი ასეთი თინას, ჩემს აგენტზე რომ ეჭვები გაუჩნდა? — ჰკითხა დემეტრემ და ხმაში ისევ გაურია ირონიის ნაპერწკალი.
— სიმართლე ვუთხარი, რომ ძაღლი ხვრინავდა-მეთქი, მაგრამ ოზის იმდენად მამაკაცური ტემბრი აქვს, რომ არ დამიჯერა, — ჩაეღიმა ანას. — მითხრა, იმ შენს მეზობელს გადაეცი, ძაღლი თუ ეგრე გავს, საქმე კარგად არ აქვსო.
დემეტრემ დაბალი ხმით ჩაიცინა და ანას წელზე ხელი უფრო მჭიდროდ მოუჭირა.
— თინა დეიდას იუმორის გრძნობა აშკარად შენზე უკეთესი აქვს. თუმცა, ჯერ სად ხართ, ნამდვილი კაცური ხვრინვა არ მოუსმენია, ოზი ჩემთან შედარებით მხოლოდ ამინდის პროგნოზს კითხულობს.
— აი, ეგ კი ნამდვილად არ იყო საჭირო ანტირეკლამა, ბურდულო, — გადაატრიალა თვალები ანამ და თავი უკან გადასწია, რომ მისი სახე დაენახა. — მე ხომ ჯერ კიდევ მაქვს შანსი, საკუთარ საძინებელში დავბრუნდე.
— ეგ შანსი გუშინ ღამით, ზუსტად პირველ კაკუნზე დაკარგე, — სრულიად სერიოზულად, ყოველგვარი ირონიის გარეშე უთხრა დემეტრემ და თვალებში ჩახედა. ხელი ნაზად ააყოლა მის მკლავს. — ახლა უკვე გვიანია წესების შეცვლა, წითურო.
ანა გაჩუმდა. მიხვდა, რომ მიუხედავად ამ ნახევრად ხუმრობითი საუბრისა, მათ შორის არსებული დაძაბულობა სულ სხვა რამეზე მეტყველებდა. ისინი უბრალოდ ისხდნენ აივანზე, თბილისის თავზე, და ორივემ იცოდა — ეს ღამე კიდევ ერთი მტკიცებულება იყო იმისა, რომ ძველი, ცალ-ცალკე არსებული ცხოვრება უკან მოიტოვეს.
თაიამ სადარბაზოს კარი ზურგს უკან ხმაურით მიხურა,ქუჩაში აპირებდა გასვლას, როცა ჯიბეში ტელეფონმა მოუთმენლად დაივიბრირა. ეკრანს დახედა და გულმა უცნაური რიტმით გამოტოვა ერთი დარტყმა — შეტყობინება მათესგან იყო.
როგორც კი გოგონამ მისწერა, თუ სად იმყოფებოდა, პასუხმაც არ დააყოვნა: მათე იქვე, ახლოს აღმოჩნდა. სულ რამდენიმე წუთში თაიამ შეამჩნია, როგორ შემოუხვია ნაცნობმა შავმა ავტომობილმა ქუჩაზე და გზის პირას, პირდაპირ მის წინ გაჩერდა.
— შენ აქ საიდან ასე სწრაფად? — გაოცებულმა ჰკითხა თაიამ, როგორც კი მანქანას მიუახლოვდა და მათეს გამჭოლ მზერას შეეფეთა.
— მითხარი, სადაც იყავი და შემთხვევით სულ ორი წუთის სავალზე აღმოვჩნდი, — ჩაეღიმა მათეს. მისი ხმა ღამის სიჩუმეში განსაკუთრებით მშვიდი და საიმედო ჩანდა. ბიჭი გადავიდა, კარი ჯენტლმენურად გაუღო და თავით ანიშნა, ჩაჯექიო. — თანაც, ვიფიქრე, ამ დროს ტაქსის ძებნა დაგეზარებოდა.
—ვუშველიდი თავს როგორმე.
—ვიცი, რომ გაგიხარდა თაია, არაფრის — ყურადღება არ მიუქცევია მათეს გოგონას ირონიული კომენტარისთვის,რადგან იცოდა, რეალურად მართლა გაუხარდა თაიას მისი დანახვა, ბოლო-ბოლო გაბრწყინებული თვალები და ყურებამდე ღიმილი საკმარისი იყო მისახვედრად.
მათემ მანქანა ადგილიდან ნელა დაძრა, სიჩქარეთა გადამრთველ კოლოფზე ხელი მოათავსა და თბილისის ნახევრად ცარიელ ქუჩებს გაჰყვა. რამდენიმე წუთი ჩუმად მიდიოდნენ, სანამ ბიჭმა სარკეში იმ კორპუსს არ გადახედა, საიდანაც თაია ახლახან გამოვიდა.
— სხვათა შორის, მაგ კორპუსში ჩემი უახლოესი მეგობარი ცხოვრობს, — ჩაილაპარაკა მათემ და ჩაეღიმა, თითქოს რაღაც გაახსენდაო. — ხშირად მიწევს მანდ მოსვლა.
თაიამ გაოცებულმა გადახედა.
— მართლა? ჩემი საუკეთესო მეგობარიც მანდ ცხოვრობს, ზუსტად იმ სადარბაზოში, საიდანაც გამომიარე.
— სერიოზულად? — მათემ წარბები აზიდა და წამით თაიასკენ მიაბრუნა თავი. — ჩემი ძმაკაცი მეორე სართულზეა. იქნება იცოდე კიდეც, ერთი ფრანგული ბულდოგი ჰყავს, ოზი, და ძაღლი უფრო ჭკვიანია, ვიდრე თავად პატრონი.
თაია ადგილზე შეხტა, თვალები გაუფართოვდა და კინაღამ ყვირილი დაიწყო. — რაა?! ოზი?! ფრანგული ბულდოგი?! არ მითხრა ახლა, რომ შენს მეგობარს დემეტრე ჰქვია!
—აი, ხომ ვთქვი გეცოდინება მეთქო! საიდან, ისე თუ საიდუმლო არაა?
— ღმერთო ჩემო, მათე! დემეტრე ანას მეზობელია! ანა ჩემი უახლოესი დაა, ვისგანაც ახლა გამოვედი. მთელი საღამოა მაგათ „დეტექტივზე“ ვჭორაობთ და შენ დემეტრეს უახლოესი ძმაკაცი ხარ?!
მათეს ჯერ კიდევ გაოცება ეხატა სახეზე, მაგრამ წამებში ყველაფერს მიხვდა, თავი უკან გადასწია და გემრიელად ჩაეცინა.
— აი, თურმე ვინ ყოფილა ის „წითური გოგო“, ბურდული ამ ბოლო დროს ტვინს რომ მიბურღავდა, — თქვა მათემ და საჭეს ხელები დაჰკრა. — მთელი ოთხი დღეა ადგილს ვერ პოულობდა, სულ მოუსვენრად იყო და დღეს დილით დამირეკა, სახლში ისეთი სიმშვიდეა, ყავას მარტო ვსვამ და მეზობლის აივანს ვუყურებო.
— ვაიმე, არ მჯერა, სამყარო რა პატარაა! — თაია ემოციებს ვერ მალავდა, სავარძელზე შემოტრიალდა. — ანუ შენ და დემეტრე... ძმაკაცები ხართ?
— ძმაკაცები კი არა, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, — გაეღიმა მათეს, მანქანა ისევ ადგილიდან დაძრა და თან ჩაილაპარაკა: — ესე იგი, ანას დაქალი ხარ... ახლა უკვე ყველაფერი გასაგებია. ბურდულს რომ ვიცნობ, მაგას ასე მარტივად არაფერი გამოუვა, მაგრამ თუ საქმეში შენც ერიე, აშკარად საინტერესო ამბები გველოდება წინ.
— მოკლედ, ბურდულს ორშაბათიდან ახალი შავდღე ელოდება, ჩემი ხელით უნდა ავუშალო ნერვები, — ჩაილაპარაკა მათემ ეშმაკური ღიმილით, მერე კი მზერა თაიაზე გადაიტანა და ხმას ოდნავ დაუწია. — მაგრამ მოდი, ამჯერად სხვის სიყვარულის ისტორიებზე ჭორაობას თავი დავანებოთ. მთელი გზაა სხვებზე მელაპარაკები და შენზე ჯერ არაფერი მითხარი. როგორ ჩაიარა კვირამ?
— გადარბენებზე, როგორც ყოველთვის, — ამოიოხრა თაიამ და საზურგეს მიეყრდნო, თუმცა მათეს თბილი ტონი სიამოვნებდა. — უნივერსიტეტი, გამოცდები, პროექტები... ხანდახან მგონია, რომ საკუთარი თავისთვისაც არ მცალია.
— ეგ იმიტომ, რომ ზედმეტად ბევრს შრომობ, — მათემ შუქნიშანზე მანქანა გააჩერა, თაიასკენ მიტრიალდა და ხელი სავარძლის საზურგეზე გადადო, ისე, რომ მისი თითები გოგონას მხარს თითქმის ეხებოდა. — და თან, როგორც ვხედავ, ვიღაცას ავიწყდება, რომ განტვირთვაც საჭიროა. მაგალითად, ჩემთან ერთად სადმე კარგ ადგილას ყავის დალევა.
— ეს პაემანზე დაპატიჟებაა, მათე? — თაიამ წარბი აწია და ეცადა, ხმაში აღელვება დაემალა, თუმცა ღიმილი მაინც შეეპარა ბაგეებზე.
— ჩათვალე, რომ კი, — უთხრა ბიჭმა და თვალებში ისეთი პირდაპირი, თბილი მზერით ჩახედა, რომ თაიამ წამით სუნთქვაც კი შეიკავა. — ოღონდ ისეთ პაემანზე, სადაც ტელეფონს გამორთავ და მთელ ყურადღებას მხოლოდ მე დამითმობ. როგორ ფიქრობ, დაიმსახურა ეს ჩემმა მანქანამ დღეს ღამით შენს ტაქსისტობად ყოფნისთვის?
— მარტო მანქანამ თუ მძღოლმაც? — აჰყვა თამაშში თაია და ოდნავ წინ გადაიხარა.
— მძღოლი ბევრად უფრო მომთხოვნია, ასე რომ, მარტივად ვერ გადამირჩები, — ჩაეღიმა მათეს. შუქნიშანზე მწვანე აინთო და მანქანა ისევ დაიძრა. ბიჭმა მარჯვენა ხელი სიჩქარეების გადამრთველზე მოათავსა, ზუსტად თაიას ხელთან ახლოს. — ხვალიდან თავისუფალი დრო წინასწარ ჩამინიშნე გრაფიკში, სხვა უარი არ მიიღება.
— ვნახავ, თუ კარგად მოიქცევი, შეიძლება მოვიცალო, — უთხრა გოგონამ და ფანჯარაში გაიხედა, რომ ალეწილი ლოყები დაემალა.
— მე სულ კარგად ვიქცევი, უბრალოდ შენ მოგაქვს ჩემში ქაოსი, — ჩაილაპარაკა მათემ დაბალი ხმით, მანქანა თაიას სახლთან გააჩერა და ძრავი გამორთო. სალონში ისევ ის მყუდრო, ინტიმური სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც ორთავეს ასე ძალიან მოსწონდა.

ორივე გადავიდა მანქანიდან. ღამის გრილმა ჰაერმა თაია ოდნავ შეაფხიზლა, მაგრამ მათეს სიახლოვე მაინც არ აძლევდა გონს მოსვლის საშუალებას. ბიჭმა ხელი ისევ წელზე მოჰხვია და ასე, ნელი ნაბიჯით მიაცილა სადარბაზოს მინის კარამდე.
ზღურბლთან მათე გაჩერდა, ზურგით შუქზე დადგა და თაიას ზემოდან დახედა. მის თვალებში ისევ ის მშვიდი, ეშმაკური ნაპერწკლები ტრიალებდა.
— აბა, მოვედით. იმედია, ჩემი პირობა ძალაშია და ხვალინდელ გეგმებს არაფერი დაემუქრება, — თქვა დაბალი ხმით.
— ვიფიქრებ მაგაზე, — უთხრა თაიამ, თუმცა გულში უკვე ზუსტად იცოდა პასუხი.
წამით შეყოვნდა, მერე კი ფეხის წვერებზე აიწია, ხელები მსუბუქად შეახო მის მხრებს და ლოყაზე თბილად, გაბმულად აკოცა. მათეს სურნელი კიდევ ერთხელ იგრძნო ასე ახლოს და ლოყები საბოლოოდ აელეწა.
— მადლობა მოცილებისთვის. მშვიდობიანი ღამე, მათე, — უთხრა სწრაფად, სადარბაზოს კარი შეაღო და შიგნით შევიდა, სანამ ბიჭი რაიმეს თქმას მოასწრებდა.
მათეს გაეღიმა, კარს მიღმა დარჩენილმა თავი დაუკრა, ხელით ანიშნა, ადიო, და მანამ არ განძრეულა, სანამ გოგონა ლიფტში არ შევიდა.
თაია საკუთარ ბინაში თუ არა, პირდაპირ ემოციების ქარიშხალში შევიდა. ჩანთა იქვე, სკამზე მიაგდო, ფეხსაცმელები ნაჩქარევად გაიძრო და ტელეფონი ხელში მოიმარჯვა. ოთახში სიარულით ისე აკრიფა ნომერი, რომ მოსაცმელის გახდაც კი დაავიწყდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და ანას „მესინჯერში“ სასწრაფოდ მისწერა:
„ანუკა, სასწრაფოდ დამირეკე! არ მაინტერესებს, გძინავს, ყავას სვამ თუ აივანზე ბურდულთან ერთად ზიხარ. ახლავე დამირეკე, ისეთი რაღაც უნდა მოგიყვე, საერთოდ ჭკუიდან გადახვალ!!!“
შეტყობინება გაგზავნა და ტელეფონს დააშტერდა, სადაც წამებში გაჩნდა ნიშანი, რომ ანამ მესიჯი უკვე წაიკითხა. თაიამ იცოდა, რომ ამ ღამეს ძილი არც ერთ მათგანს არ ეწერა.

ზუსტად სამ წამში თაიას ტელეფონი აწკრიალდა. ეკრანზე ანას სახელი აციმციმდა და გოგონამ ყურმილი ისე სასწრაფოდ აიღო, თითქოს სადმე ეჩქარებოდა.
— გოგო, რა ხდება, ხომ მშვიდობაა?! — გაისმა ანას აღელვებული, მაგრამ შემოპარულად დაბალი ხმა, ეტყობოდა, ისევ აივნიდან ლაპარაკობდა. — რა უნდა მომიყვე ასეთი?
— ანა, დაჯექი, თორემ წაიქცევი! — თაიამ ძლივს შეიკავა კივილი, რომ მეზობლები არ გაეღვიძებინა. — მათემ გამომიარა. ხომ გითხარი, მომწერა-მეთქი? ხოდა, სახლამდე მიმაცილა და გზაში იცი რა აღმოვაჩინეთ? შენი ბურდული და ჩემი მათე ბავშვობის უახლოესი ძმაკაცები ყოფილან!
ყურმილში რამდენიმე წამით აბსოლუტური სიჩუმე ჩამოწვა. ანას აშკარად ჰაერიც კი ჩაეკეტა გაოცებისგან.
— რაა?! — ბოლოს ძლივს ამოთქვა ანამ. — მათე და დემეტრე?! სერიოზულად?! ეგ როგორ... უი, ახლა გამახსენდა, დემეტრე ახსენებდა ხოლმე ვიღაც მათეს, მაგრამ აზრზე თუ ვიყავი, შენს მათეზე თუ ამბობდა!
— ხო, წარმოიდგინე! — გადაიკისკისა თაიამ, პალტო როგორც იქნა გაიძრო და საწოლზე დაეშვა. — მთელი გზა თქვენზე ვჭორაობდით. თურმე ბურდული ამ ოთხი დღეა იმას უცრემლიანებდა ტელეფონში, აივანს ვუყურებ და სახლში მარტო ყავას ვსვამო. მოკლედ, სამყარო იმაზე პატარაა, ვიდრე გვეგონა.
— ვაიმე, არ მჯერა, — სიცილით თქვა ანამ, ყურმილიდან აშკარად ისმოდა, როგორ ცდილობდა ხმაური არ აეტეხა. — იცი, ეს რას ნიშნავს? ორმაგი პაემანი უნდა მოვაწყოთ, აუცილებლად! წარმოგიდგენია, ის ორი ერთად რომ დაჯდება და ჩვენ რომ ერთმანეთს თვალებით ვანიშნებთ ყველაფერს? შანსი არ არის, ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ!
— აუცილებლად, მაგრამ ჯერ ჩემს ინდივიდუალურ გეგმებს მივხედო, — ეშმაკურად ჩაილაპარაკა თაიამ.
— უი, მართლა! ხვალინდელი პაემანი ახსენე მესიჯში, აბა დეტალები? — მაშინვე დაინტერესდა ანა.
— მოკლედ, ისე ფაქიზად და მსუბუქად მეფლირტავებოდა მთელი გზა, კინაღამ მანქანაშივე დავდნი. მითხრა, ზედმეტად ბევრს შრომობ და განტვირთვა გჭირდებაო. ხვალისთვის პაემანზე დამპატიჟა — ოღონდ ისეთზე, ტელეფონი უნდა გამორთო და მთელი ყურადღება მე დამითმოო. სხვა უარი არ მიიღებაო, ისეთი ტონით მითხრა, წინააღმდეგობა ვერც გავუწიე. ბოლოს სადარბაზომდე მიმაცილა, ლოყაზე ვაკოცე და... მოკლედ, ანუკა, მგონი მართლა სერიოზულად ვებმები ამ ქსელში.
— ძალიანაც კარგი! — თბილად ჩაეღიმა ანას. — მათე მართლა საიმედო და კარგი ბიჭია, რაც დემეტრესგან მსმენია... მოკლედ, ხვალისთვის უნდა მოემზადო. ახლა კი წადი, დაიძინე, თორემ თვალებდასივებული პაემანზე ვერ გახვალ.
— ხო, მართალი ხარ, თვალები მეხუჭება უკვე, — დაამთქნარა თაიამ. — ტკბილი ღამე, ანუ. ბურდულს გადაეცი, ხვალ ჩემგან „საყვედური“ ელოდება საიდუმლოებების შენახვისთვის.
— გადავცემ, — გაეცინა ანას. — მშვიდობიანი ღამე.
თაიამ ტელეფონი გათიშა, ტუმბოზე დადო და ბალიშზე თავი დასდო თუ არა, მაშინვე ტკბილმა ძილმა აიტაცა. სახეზე ისევ ის მსუბუქი ღიმილი დასთამაშებდა, მათეს მანქანიდან გადმოსვლისას რომ დაჰყვა, და ზუსტად იცოდა — ხვალინდელი დღე მის ცხოვრებაში სულ სხვა ეტაპს დაიწყებდა.

მეორე დღეს თბილისური საღამო ზომიერად თბილი და მშვიდი გამოდგა. თაია სარკის წინ იდგა და ბოლო შტრიხებს ისწორებდა. ზედმეტად გადაპრანჭვა არ უნდოდა, ამიტომ არჩევანი თავისუფალ, ღია ფერის პიჯაკსა და ჯინსზე შეაჩერა, თუმცა თმა განსაკუთრებული მონდომებით დაივარცხნა.
ზუსტად დათქმულ დროს, ტელეფონმა მოკლე შეტყობინებით დაივიბრირა: „ქვემოთ ვარ, არ იჩქარო“.
ჩანთას ხელი დაავლო, კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში, ირონიულად ჩაეღიმა საკუთარ აღელვებაზე და სახლიდან გავიდა. ქვემოთ ჩასულს, მათე მანქანასთან მიყრდნობილი დახვდა. დღეს მასაც სპორტულ-კლასიკური სტილი შეერჩია და საოცრად კარგად გამოიყურებოდა. როგორც კი თაია დაინახა, მაშინვე გასწორდა, სახეზე ის ნაცნობი, თბილი ღიმილი გადაეფინა და ნაბიჯი მისკენ გადმოდგა.
— საოცრად გამოიყურები, — თქვა მათემ დაბალი ხმით და სანამ გოგონა პასუხს მოასწრებდა, თაიას ნაზად მოჰხვია ხელი წელზე, თავისკენ მიიზიდა და ლოყაზე თბილად აკოცა. — იმედია, გუშინდელი პირობა არ დაგვიწყებია. ტელეფონი?
— აი, შეხედე, — სიცილით უთხრა თაიამ და ტელეფონი აჩვენა, რომელიც უკვე „არ შეაწუხოთ“ რეჟიმზე გადაეყვანა. — სრულიად შენს განკარგულებაში ვარ.
— ძალიან კარგი, იმიტომ რომ დღეს განსაკუთრებული გეგმა მაქვს, — ჩაეღიმა მათეს, მანქანის კარი ჯენტლმენურად გაუღო და როგორც კი ორივე სალონში მოკალათდა, მანქანა ქალაქგარეთისკენ დაძრა.
მათემ თაია თბილისთან ახლოს, მყუდრო, გამწვანებულ ღია რესტორანში წაიყვანა, სადაც ხმაურიანი ქუჩების ნაცვლად მხოლოდ ფოთლების შრიალი და სასიამოვნო მუსიკა ისმოდა. მაგიდა იზოლირებულ კუთხეში, აივანზე ჰქონდათ დაჯავშნილი, საიდანაც ქალაქის ხედი იშლებოდა.
როცა შეკვეთა მისცეს და ფინჯანი ყავა და ღვინო მაგიდაზე გაჩნდა, მათემ იდაყვები მაგიდას დააყრდნო და თაიას თვალებში ჩახედა.
— აბა, მითხარი, როგორ ჩაიარა დღევანდელმა? როგორც მივხვდი ანას უთხარი დემეტრეს მეგობარი რომ ვარ, დილიდან ამიკლო ბურდულმა.
— აბა, მითხარი, როგორ ჩაიარა დღევანდელმა? როგორც მივხვდი ანას უთხარი დემეტრეს მეგობარი რომ ვარ, დილიდან ამიკლო ბურდულმა.
მათემ ეს ისეთი ნახევრად ირონიული, მაგრამ საოცრად თბილი ღიმილით თქვა, რომ თაიას მაშინვე ჩაეცინა. მან ღვინის ჭიქას ხელები შემოხვია, სავარძელში უფრო მოხერხებულად მოკალათდა და მათეს ეშმაკურად შეხედა.
— ვაიმე, არ მკითხო! — გადაიკისკისა გოგონამ. — ანასთან დილიდანვე „ცხელი ხაზი“ მქონდა გახსნილი. დემეტრეს რა უთხრა ასეთი, მთელი დღე რომ გირეკავდა?
— რა და, ტიპი შოკშია, — ჩაეღიმა მათეს, იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და თაიასთან უფრო ახლოს მიიწია. — მირეკავს და მეუბნება: „მათე, შანსი არ არის, მთელი თბილისის მასშტაბით მაინცდამაინც ჩემი შეყვარებულის დაქალს როგორ გადაეყარეო“. მერე რა თქმა უნდა, თავისი ჩვეული სტილით დააყოლა — ეგ გოგო ზედმეტად რთული, თავშეკავებული ტიპაჟია, თავისი კედლები აქვს აშენებული და მაგის გულის მოგებას მთელი სტრატეგია დასჭირდება, შენს მოთმინებას ვენაცვალეო.
— რაა?! ეგრე თქვა? — თაიამ წარბი აწია, თუმცა მის თვალებში ინტერესის ნაპერწკალი აინთო. — ესე იგი, თვლის, რომ ჩემი კედლების მოშლა ასეთი რთულია? და საერთოდაც, შენ მართლა აპირებ ამ „სტრატეგიების“ შემუშავებას?
მათემ თვალები მოჭუტა, მზერა თაიას სახეზე გადაიტანა და ხმას ოდნავ დაუწია. ხელი მაგიდაზე წინ წასწია და მისი თითების სიახლოვეს გააჩერა.
— სიმართლე გითხრა, გამოწვევები ყოველთვის მიზიდავდა, — თქვა დაბალი, ხავერდოვანი ხმით და მის თვალებში ისეთი პირდაპირი ნაპერწკალი აინთო, რომ თაიამ წამით სუნთქვაც კი შეიკავა. — ბურდულს ერთი რამ დაავიწყდა... მე შენი კედლების ნგრევას კი არ ვაპირებ, უბრალოდ მინდა, რომ თავად გამიღო კარი. და იცი რა არის ყველაზე საინტერესო? რაც უფრო თავშეკავებული ხარ, მით უფრო მეტად მინდება, რომ მხოლოდ ჩემთან იყო გულწრფელი.
— ესე იგი, ჩემს სიმშვიდეს საფრთხე ემუქრება? — ღიმილით ჰკითხა თაიამ და თავადაც ოდნავ წინ გადაიხარა.
— აბსოლუტურად, — დაეთანხმა ბიჭი, ხელი ნაზად მოუჭირა მის თითებს და თბილად გაუღიმა. — ამიერიდან მხოლოდ იმის დაგეგმვას ვაპირებ, თუ როგორ მოვიპარო შენი ყურადღება ამ გადატვირთული გრაფიკიდან. მაგალითად, ხვალისთვის. ან ზეგისთვის.
თაიამ იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. მათეს სიტყვებში ყოველთვის ისეთი სიმტკიცე და გულწრფელობა იგრძნობოდა, რომ ყოველგვარი თავდაცვის მექანიზმი წამში სუსტდებოდა. ამ საღამოს ტელეფონის გამორთვის პირობა მართლაც საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდა — მათ გარშემო მხოლოდ თბილისის მშვიდი ღამე და ის ახალი, თბილი გრძნობა დარჩენილიყო, რომელსაც წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა.

— ხოდა, სანამ ბურდული ჩემს მოსათვინიერებელ სტრატეგიებს ადგენს, მირჩევნია ის მითხრა, შენ თვითონ თუ იყავი ყოველთვის ასეთი... სერიოზული და გაწონასწორებული, — ეშმაკურად ჩაეღიმა თაიას და ღვინის ჭიქა ტუჩებთან მიიტანა. — თუ სკოლაში ან სტუდენტობის დასაწყისში შენც გქონდა „შავი ლაქები“?
მათემ თავი უკან გადასწია და ისე გემრიელად ჩაეცინა, თითქოს ზუსტად ამ შეკითხვას ელოდაო.
— შავი ლაქები კი არა, ნამდვილი კატასტროფა, — ჩაილაპარაკა ბიჭმა და მაგიდას დაეყრდნო. — პირველ კურსზე ვიყავი. მე და ჩემმა ჯგუფელმა გადავწყვიტეთ, რომ ლექტორისთვის, რომელიც მთელ ნაკადს სულს გვძრობდა, რამე ისეთი მოგვეფიქრებინა, გამოცდაზე მაინც რომ დაერბილებინა გული. მოკლედ, სადღაც ამოვიკითხეთ, რომ კლასიკური მუსიკა და ყვავილები აგრესიას აცხრობსო.
— არ მითხრა, რომ აუდიტორიაში ორკესტრი მიიყვანეთ, — სიცილით შეაწყვეტინა თაიამ.
— უარესი, — თვალები მოჭუტა მათემ. — გადავწყვიტეთ, რომ გამოცდის დილას მისი კათედრის მაგიდაზე უზარმაზარი, ძვირადღირებული ქოთნის მცენარე დაგვხვედრებინა. მთელი ღამე ვეძებეთ, ძლივს ვიშოვეთ რაღაც იშვიათი, ეგზოტიკური ყვავილი და დილის შვიდ საათზე სათადარიგო გასაღებით შევიპარეთ უნივერსიტეტში. მაგიდის შუაგულში დავდგით, ბარათიც დავუტოვეთ „პატივისცემით, პირველი ნაკადი“-ო და ამაყები გამოვედით.
— მერე? არ გაჭრა?
— როგორ არა, გაჭრა... ოღონდ სულ სხვა მიმართულებით, — ჩაეღიმა მათეს. — გამოცდაზე რომ შემოვიდა, კაცი ჯერ გაფითრდა, მერე აუდიტორიის ფანჯრები სასწრაფოდ ფართოდ გამოაღო და ყვირილი დაიწყო, სასწრაფოდ გაიტანეთ ეს ოთახიდან, ვინ გინდათ რომ მოკლათო. თურმე ამ ჩვენს იშვიათ მცენარეს საშინლად მძაფრი, სპეციფიკური სურნელი ჰქონია, რომელზეც კაცს უმძიმესი ალერგია აღმოაჩნდა. საბოლოოდ, გამოცდა კი არ გადაიდო, არამედ იმ დღეს ყველამ ისეთი მივიღეთ, რაც მთელი ცხოვრება გვეყოფა. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ ქოთნის გარეთ გატანა მე მომიწია და მთელი კორპუსის წინაშე დავთრევდი იმ უზარმაზარ მცენარეს, როგორც მთავარი დამნაშავე.
თაიამ ვეღარ გაუძლო და ხმამაღლა გადაიკისკისა, ხელები სახეზე აიფარა. მისი კედლები, რომლებზეც მათე ასე მონდომებით საუბრობდა, ამ წუთას სრულიად გამქრალიყო.
— ვაიმე, მათე! საერთოდ ვერ წარმოგიდგენ მაგ ამპლუაში, — თქვა გოგონამ, როცა ძლივს დააწყნარა სიცილი. — შენ და ქოთნის ყვავილით ხელში...
— ხოდა, ხედავ? ჩემშიც არის დამალული ქაოსი, — მათემ ხმა ისევ დააყოვნა, ხელი ნაზად გადაატარა თაიას თითებზე და თბილად ჩახედა თვალებში. — ასე რომ, შენი კედლების მე საერთოდ არ მეშინია. თუ საჭირო გახდება, ყვავილების ქოთნით ხელშიც მოგადგები სადარბაზოსთან.
თაიამ ღვინის ჭიქა მაგიდაზე დადგა, თვალები მოჭუტა და მათეს ეშმაკურად გადახედა. მისი ისტორიის მერე აშკარად იგრძნო, რომ „რევანშის“ დრო დადგა.
— კარგი, რადგან ასეა და შენი სტუდენტური კატასტროფა გამანდე, მეც მოგიყვები ჩემს „შავ ლაქას“, — ჩაეღიმა გოგონას, საზურგეს მიეყრდნო და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა. — მეორე კურსზე ვიყავი. ერთი საგანი გვქონდა, რომლის ლექტორიც უზომოდ პედანტი, მკაცრი და სერიოზული ქალი იყო. აი, აუდიტორიაში ჩურჩულსაც კი არ გვპატიობდა. ხოდა, ერთ დღესაც, შუალედური გამოცდა გვაქვს. მე, რა თქმა უნდა, მთელი ღამე ნამეცადინები, ნახევრად მძინარე, ძლივს მივედი უნივერსიტეტში. კარი შევაღე თუ არა, დავინახე, რომ ჩემი ჯგუფელები უკვე მსხდნენ და წერდნენ.
— დააგვიანე? — ჩაეღიმა მათეს, რომელიც უკვე ინტერესით უსმენდა.
— არა, ზუსტად მივედი, უბრალოდ ყველაზე ბოლო აღმოვჩნდი, — გააგრძელა თაიამ. — თავისუფალი ადგილი მხოლოდ პირველ მერხზე, პირდაპირ ლექტორის მაგიდის წინ იყო. სხვა გზა არ მქონდა, ჩუმად მივედი, დავჯექი, ფურცელი ავიღე და დავიწყე წერა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ჩემს ჩანთაში ტელეფონმა არ დაიწყო ზუზუნი. თან ვიბრაციაზე მქონდა და მთელ მერხს აზანზარებდა. ლექტორმა ისეთი მზერა მესროლა, მივხვდი, თუ სასწრაფოდ არ გამოვრთავდი, გამოცდიდან გამაძევებდა.
თაიამ წამით შეისვენა და სიცილი აუტყდა, მათემ კი წინ გადმოიხარა, აშკარად ელოდა კულმინაციას.
— მოკლედ, მაგიდის ქვეშ ფრთხილად ჩავყავი ხელი ჩანთაში, — აგრძელებდა თაია და თან ხელებით აჩვენებდა მოძრაობას, — ტელეფონს დავუწყეებე ძებნა, თან თვალებით ლექტორს ვუყურებ, რომ არ შემამჩნიოს. უცებ ხელში რაღაც პლასტმასის მოგრძო ნივთი მომხვდა, მეგონა ტელეფონის ქეისი იყო, სასწრაფოდ ამოვიღე, რომ ღილაკისთვის ხელი დამეჭირა და... წარმოიდგინე, მთელი აუდიტორიის წინაშე, ლექტორის ცხვირწინ, ჰაერში მაღლა აღვმართე ჩემი ვარდისფერი, მსხვილი თმის მასაჟორი! თან ისეთი სერიოზული და კონცენტრირებული სახით დავყურებდი, თითქოს ეკრანზე „გათიშვის“ ღილაკს ვეძებდი.
მათემ ვეღარ გაუძლო, თავი ხელებში ჩარგო და მხრები აუზანზარდა სიცილისგან.
— არა, ყველაზე საშინელება ის იყო, — იცინოდა თაიაც, — რომ იმ მომენტში ტელეფონმა ხმა საერთოდ გათიშა, აუდიტორიაში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და მე ვდგავარ სავარძელში, ხელში სავარცხლით, რომელსაც ისეთი გამომეტყველებით ვუყურებ, თითქოს კოსმოსურ აპარატს ვმართავდე. ლექტორმა სათვალე ჩამოიწია, ჯერ სავარცხელს შეხედა, მერე მე და ძალიან მშვიდად მითხრა: „თაია, თუ ვარცხნილობა არ მოგწონთ, შეგიძლიათ დერეფანში გახვიდეთ და იქ მოწესრიგდეთ, გამოცდას ნუ აცდენთო“. ჯგუფელები მერხების ქვეშ იყვნენ დამალულები, რომ ხმამაღლა არ გაეცინათ.
— ვაიმე, თაია... — მათემ ძლივს მოითქვა სული, თვალებიდან სიცილისგან წამოსული ცრემლი მოიწმინდა და გოგონას ხელზე თავისი ხელი დაადო. — ესე იგი, სავარცხელს „თიშავდი“? ნამდვილად საოცარი ტიპი ხარ. ახლა გასაგებია, რატომაა შენი კედლების გარღვევა ასეთი რთული, უბრალოდ არასწორ ნივთებს იყენებ იარაღად.
— ნუ დამცინი, ისედაც მთელი ორი წელი მაგაზე მეხუმრებოდნენ, — ტუჩები დაბუტა თაიამ, თუმცა თვალები სიხარულით უციმციმებდა. მათეს ხელის სითბო მის კანზე ისევ სასიამოვნოდ ვრცელდებოდა და გრძნობდა, რომ ამ საღამოს მათი ერთმანეთთან დაახლოება იმაზე სწრაფად ხდებოდა, ვიდრე ამას თავად წარმოიდგენდა.
მყუდრო რესტორანში მუსიკა ნელ-ნელა უფრო მშვიდი და დაბალი გახდა, სტუმრების უმეტესობამაც უკვე დატოვა აივანი. თბილისის თავზე ღამე სრულ უფლებებში შევიდა — ქალაქის შუქები ახლა უფრო კაშკაშად მოჩანდა, ვიდრე საღამოს დასაწყისში.
თაიამ ღვინის ბოლო ყლუპი მოსვა, ჭიქა მაგიდაზე ფრთხილად დადგა და საზურგეს მიეყრდნო. სახეზე ის სასიამოვნო დაღლილობა ეტყობოდა, მხოლოდ საუკეთესო საღამოების შემდეგ რომ რჩება ხოლმე ადამიანს.
— მგონი, დროა, ჩემი ტელეფონი „არ შეაწუხოთ“ რეჟიმიდან გამოვიყვანო, თორემ ანა ალბათ უკვე პოლიციაში რეკავს, — ჩაეღიმა გოგონას და საათს შეხედა.
— დაე, დარეკოს, — უპასუხა მათემ, თავისი ჭიქაც გვერდზე გადადგა, თაიას ხელს თითები გადააჭდო და სრულიად სერიოზულად ჩახედა თვალებში. — სიმართლე გითხრა, საერთოდ არ მინდა ამ საღამოს დასრულება. იმაზე ბევრად უკეთესი გამოვიდა, ვიდრე წარმო მეცგინა.
— სავარცხლის გამორთვის ისტორიამ იმოქმედა ასე? — ეშმაკურად ჰკითხა თაიამ, თუმცა გრძნობდა, როგორ აუჩქარდა გული მისი ასეთი პირდაპირი ტონისგან.
— მაგამაც, — გაეღიმა ბიჭს, მერე კი ფეხზე წამოდგა, თაიას სკამთან მივიდა და ადგომაში მიეხმარა. პიჯაკი მხრებზე ფრთხილად შეუსწორა და მისი თითების შეხებამ გოგონას ზურგზე ჟრუანტელად დაუარა. — მაგრამ უფრო იმამ, რომ ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვიპოვე ადამიანი, ვისთანაც დრო საერთოდ ვერ ვიგრძენი.
მათემ ანგარიში გაასწორა, თაიას ხელი ჩაკიდა და რესტორნიდან ერთად გავიდნენ. მანქანაში ჩასხდომისას სალონში ისევ ის ნაცნობი, მყუდრო ატმოსფერო დახვდათ. მთელი გზა სახლისკენ თითქმის ჩუმად გაიარეს, თუმცა ეს არ იყო უხერხული სიჩუმე — ეს იყო ორი ადამიანის მრავლისმეტყველი დუმილი, რომლებსაც ერთმანეთის სიახლოვე უკვე სიტყვების გარეშეც სიამოვნებდათ. მათეს მარჯვენა ხელი ისევ სიჩქარეების გადამრთველზე იდო, თაიას ხელთან სულ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით.
როცა შავი ავტომობილი თაიას კორპუსთან გაჩერდა, მათემ ძრავი გამორთო და ფარები ჩააქრო. ეზოში აბსოლუტური სიმშვიდე სუფევდა.
— მოვედით, — თქვა თაიამ დაბალი ხმით და მათეს გადახედა. მანქანიდან გადასვლის სურვილი ახლაც ისევე არ ჰქონდა, როგორც წინა ღამით.
— ხო, მოვედით, — მათე მისკენ შემოტრიალდა, ხელი ნაზად ააყოლა გოგონას ლოყას და თითებით თმის ღერი ყურს უკან გადაუწია. მისი მზერა საოცრად თბილი და მრავლისმეტყველი იყო. — ტელეფონი შეგიძლია ჩართო, მაგრამ იცოდე... ხვალინდელი დღისთვის გეგმებს უკვე მე ვადგენ. ამჯერად კედლების გარეშე.
— შევთანხმდით, — ჩაეჩურჩულა თაიას და იგრძნო, როგორ გაუყუჩდა სუნთქვა, როცა მათე უფრო ახლოს მიიწია.
ბიჭი დაიხარა და ამჯერად ლოყის ნაცვლად, ტუჩებთან ძალიან ახლოს, საოცრად ნაზად და თბილად აკოცა. ეს არ იყო ნაჩქარევი კოცნა — მასში მთელი საღამოს განმავლობაში დაგროვილი გულწრფელობა და გრძნობა იდო.
თაიამ სადარბაზოს კარი ისე შეაღო, რომ ფეხები ძლივს ემორჩილებოდა. ლიფტში შესულმა, ტელეფონი როგორც იქნა ჩართო და მაშინვე ეკრანზე მათეს ახალი მესიჯი აციმციმდა:
„უკვე მენატრები. ადი, დამირეკე და ერთად მოვუყვეთ ანას, რომ ჩვენი ორმაგი პაემნის დრო დადგა.“
თაიას სახეზე ბედნიერმა ღიმილმა გადაჰკრა. მან იცოდა, რომ ეს საღამო მხოლოდ დასასრული კი არა, რაღაც გაცილებით დიდისა და ლამაზის დასაწყისი იყო.
საათი უკვე ღამის სამს უახლოვდებოდა. თაიამ ცხელი შხაპი მიიღო, თმა გაიშრო, თავისი საყვარელი პიჟამა ჩაიცვა და როგორც კი საწოლში შეძვრა, ტელეფონი ხელში აიღო. ეკრანზე ანას სახელი უკვე ციმციმებდა — ზუსტად იცოდა, რომ მისი დაქალიც ფხიზლად იქნებოდა და ამბების მოლოდინში ადგილს ვერ პოულობდა.
ვიდეოზარი ჩართო თუ არა, ეკრანზე ანას სახე გამოჩნდა. ისიც საწოლში იწვა, მუხლებზე ბალიში დაედო და თვალები ინტერესით უბრწყინავდა.
— როგორც იქნა! — ჩასჩურჩულა ანამ ტელეფონს, თან ცდილობდა ხმამაღლა არ ელაპარაკა. — საათს ვუყურებ და წუთებს ვითვლი. აბა, სასწრაფოდ მოყევი ყველაფერი! როგორი იყო? სად წაგიყვანა?
თაიამ თავი ბალიშში ჩარგო, ბედნიერებისგან ჩაეცინა და მერე ისევ ეკრანს შეხედა.
— ანუ, საერთოდ სხვა სამყაროა... — ამოიოხრა თაიამ და ტელეფონი უფრო მოხერხებულად დაიჭირა. — ქალაქგარეთ, ისეთ მყუდრო რესტორანში წამიყვანა, საოცარი ხედი იყო. მაგრამ მთავარი ეგ კი არაა... ისეთი სერიოზული და საიმედოა, ანა. აი, მთელი საღამოა ისე მსუბუქად და დახვეწილად მეფლირტავებოდა, თან ჩემს კედლებზე დამცინოდა — ბურდულს უთქვამს მისთვის, მაგ გოგოსთან სტრატეგიები დაგჭირდებაო.
— უიმე, ბურდულს თავისი არ ეყოფა, სხვის საქმეებში რომ არ ჩაერიოს? — გაეცინა ანას და საწოლზე წამოჯდა. — მერე, რა უთხარი?
— რა ვუთხარი და, ჯერ იმან მომიყვა თავისი სტუდენტობის კატასტროფა, მერე მე მოვუყევი ჩემი ისტორია, გამოცდაზე ტელეფონის ნაცვლად თმის მასაჟორი რომ ამოვიღე ჩანთიდან და გათიშვას ვცდილობდი. ისე იცინა, ანუკა, თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. იმ მომენტში მივხვდი, რომ ჩემი კედლებიდან ერთი აგურიც აღარ იყო დარჩენილი.
— ვაიმე, ეგ ისტორია მათესაც თუ მოუყევი, საქმე მართლა სერიოზულადაა, — ჩაიფხუკუნა ანამ. — მერე? როგორ დაგემშვიდობა?
თაიამ წამით გააჩერა მზერა, ლოყები ისევ აელეწა და საბანს დახედა.
— სახლამდე მომაცილა... მანქანაში ძრავი გამორთო, სრული სიჩუმე იყო. თმა ყურს უკან გადამიწია და... მაკოცა, ანა. ოღონდ ისე ნაზად და თბილად, აი, მთელი საღამოს ემოცია იმ ერთ კოცნაში იდო. ლიფტში რომ შევედი, ფეხები მეკვეთებოდა. შანსი არ არის, ეს ბიჭი ჩემს ცხოვრებაში უბრალოდ ასე არ გამოჩენილა.
ანას სახეზე საოცრად თბილი, გულწრფელი ღიმილი გამოესახა. ისე უყურებდა დაქალს, თითქოს თავად ყოფილიყო მის ადგილას.
— ძალიან მიხარია, თაი... შენ ყველაზე მეტად იმსახურებ ასეთ ბედნიერებას. მათე მართლა საოცარი ტიპია, დემეტრეც სულ მაგას ამბობს, ჩემი ყველაზე ერთგული და ძლიერი ძმაკაციაო. აბა, ახლა მითხარი, ორმაგ პაემანზე რა ვქნათ? მათემ ახსენა?
— კი, მომწერა, უკვე მენატრები და ანას უნდა მოვუყვეთ, რომ ორმაგი პაემნის დროაო, — გაეღიმა თაიას. — წარმოგიდგენია? შენ და ბურდული, მე და მათე... მაგ შეხვედრაზე ალბათ სიცილით გავიგუდებით.
— ეგ ნამდვილი კატასტროფა იქნება, — თავი გადააქნია ანამ, თუმცა აშკარად კმაყოფილი ჩანდა. — ბურდული ისედაც ყოველ წამს ჩემს აივანზეა გადმომდგარი, ახლა კიდევ მათე თუ დაემატა, საერთოდ მოსვენება არ მექნება. ოზიზე ხომ აღარაფერს ვამბობ.
— მოგიწევს შეგუება, მესხო, — ჩაუკრა თვალი თაიამ. — კარგი, გოგო, თვალები მეხუჭება უკვე, ისეთი დაცლილი ვარ ემოციებისგან. ხვალ ყველაფერს უფრო დეტალურად მოგიყვები.
— დაიძინე, ჩემო გოგო, ტკბილი ღამე, — თბილად უთხრა ანამ. — მიხარია, რომ ასეთი ბედნიერი ხარ.
— შენც, ანუკა. ტკბილი ღამე, — დაემშვიდობა თაია და ზარი გათიშა.
ტელეფონი გვერდზე გადადო, შუქი ჩააქრო და საბანში უფრო თბილად გაეხვია. თბილისურ ღამეს მისი ოთახის ფანჯრებიდან მშვიდი სიჩუმე შემოჰქონდა, თაიას კი ეძინებოდა და ზუსტად იცოდა, რომ ხვალინდელი დღე კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა.
ანამ ტელეფონის ეკრანს დახედა, ზარი რომ გაითიშა, და სახიდან ღიმილი მაინც არ სცილდებოდა. თაიას ასეთი ბედნიერი ხმა დიდი ხანია არ გაეგონა. ტელეფონი ბალიშის ქვეშ შეაცურა, საზურგეს მიეყრდნო და თბილ, მყუდრო სიჩუმეში ფიქრებს მიეცა, თუმცა ეს სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულა.
აივნის კარი ფრთხილად, თითქმის უხმოდ გაიღო და ოთახში ღამის გრილ ჰაერთან ერთად დემეტრე შემოვიდა. სიგარეტის და მძაფრი, ნაცნობი სურნელი შემოჰყვა. მაისურის სახელოები იდაყვებამდე აეკეცა, თმა ოდნავ აჩეჩილი ჰქონდა და ანას დანახვაზე ტუჩის კუთხე ჩვეული, ნახევრად ირონიული ღიმილით ჩაუტყდა.
— ჯერ კიდევ ფხიზლობ, მესხო? — ჩაილაპარაკა დაბალი, ნამძინარევი ხმით, საწოლთან მივიდა და პირდაპირ ანას ფეხთით ჩამოჯდა. — ისეთი ხმით ლაპარაკობდი, მეგონა საიდუმლო სახელმწიფო გეგმას ადგენდით. რა ხდება?
ანამ ფეხები აკრიფა, მუხლებზე ხელები შემოხვია და დემეტრეს ეშმაკურად შეხედა.
— სახელმწიფო გეგმა არა, მაგრამ შენს საუკეთესო მეგობარს ნამდვილად ეხება, — თქვა გოგონამ და თავი გვერდზე გადახარა. — თაიამ ახლახან დარეკა. პაემნიდან დაბრუნდა.
დემეტრემ წარბები აზიდა, სრულიად სერიოზული სახე მიიღო, თუმცა თვალებში ისევ ის ეშმაკური ნაპერწკლები აუცეკვდა.
— ოჰ, ესე იგი, მათემ როგორც იქნა გამოიჩინა ინიციატივა? — ჩაეცინა ბიჭს, წინ გადმოიხარა, ანას ხელი მოჰკიდა და თავისკენ მიიწია, სანამ გოგონა მის მკერდს არ მიეყრდნო. — აბა, რა თქვა „რთულმა და გაუვალმა“ თაიამ? ჩემმა ძმაკაცმა კედლების მოშლის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა?
— იმაზე უკეთესადაც კი, ვიდრე შენ წარმოგედგინა, ბურდულო, — ჩაეღიმა ანას და იგრძნო, როგორ შემოხვია დემეტრემ მკლავები წელზე, თითქოს საკუთრების უფლებას აფიქსირებდაო. — მათეს სტრატეგიებმა იდეალურად იმუშავა. ისიც კი მითხრა, მათემ მესიჯი მომწერა, ანას უნდა მოვუყვეთ, რომ ორმაგი პაემნის დროაო.
დემეტრემ თავი უკან გადასწია და დაბალი ხმით ჩაიცინა. მისი სუნთქვა ანას ყურთან ახლოს თბილად გაირინდა.
— მათესგან სხვას არც ველოდი. ეგ ტიპი თუ რამეს მოინდომებს, ბოლომდე მიჰყავს საქმე, — ჩაილაპარაკა და ანას ნიკაპზე თითები ნაზად შეახო, თავი მისკენ მიაბრუნებინა. — ესე იგი, ორმაგი პაემანი... წარმოგიდგენია, ის ორი როგორ დაგვიჯდება და დაგვიწყებს ყურებას? მათე ალბათ მთელი საღამო იმაზე ილაპარაკებს, თუ როგორ ვუშლიდი ნერვებს.
— და მე სიამოვნებით მოვუსმენ, — აჰყვა თამაშში ანა, ხელი მის ყელსა და მხარზე ააცურა. — თაიამ, სხვათა შორის, დაგიბარა, საყვედური ელოდება საიდუმლოებების შენახვისთვისო.
— მაგ საყვედურს მათესთან გადავამისამართებ, ჩემი ბრალი არ არის, ჩემმა ძმაკაცმა მთელი თბილისის მასშტაბით მაინცდამაინც შენს დაქალს თუ დაადგა თვალი, — ჩაეჩურჩულა დემეტრემ, დაიხარა და ანას ტუჩებთან ძალიან ახლოს, ლოყაზე თბილად, მფარველოვნად აკოცა. — მაგრამ ახლა სხვებზე ფიქრს თავი დაანებე. გვიანია. დროა, ყველამ თავის საქმეს მიხედოს.
— შენი საქმე რომელია? — ღიმილით ჰკითხა ანამ.
— შენთან ყოფნა, — მოკლედ და მტკიცედ უპასუხა ბურდულმა, საზურგეს მთლიანად მიეყრდნო და ანა თავის მკერდზე უფრო მჭიდროდ მიიხუტა.
ოთახში ისევ ის სიმშვიდე ჩამოწვა, მათ რომ ასე ძალიან უყვარდათ. ანამ თვალები მინაბა, დემეტრეს გულისცემის თანაბარ რიტმს მიუგდო ყური და მიხვდა, რომ მიუხედავად ყველანაირი ქაოსისა, მათ გარშემო ახლა ზუსტად ის სამყარო იქმნებოდა, სადაც ორივეს თავისი ადგილი უკვე ნაპოვნი ჰქონდა.

ივნისის პირველი კვირის დილა საოცრად კაშკაშა და მზიანი გათენდა. ოთახში ზაფხულის პირველი თბილი ჰაერი შემოიჭრა, რომელიც უკვე საერთოდ არ ჰგავდა გაზაფხულის გრილ ნიავს. ანამ ადრიანად გაიღვიძა. დღეს სახლიდან გასვლა არ უწევდა, ამიტომ სრულიად თავისუფლად, საზაფხულოდ გამოიყურებოდა: მოკლე შორტები და დემეტრეს ის გრძელი, დიდი თეთრი მაისური ჩაიცვა, სხეულზე საამოდ რომ უფრიალებდა ფეხშიშველს.
სამზარეულოში ფანჯარა ფართოდ გამოაღო, მზის სხივებს სახე შეუშვირა და ყავის აპარატი ჩართო. სანამ ყავის მძაფრი სურნელი მთელ ბინას მოედებოდა, ტაფა გაზქურაზე შემოდგა, კვერცხი და ბეკონი მოიმარჯვა — იცოდა, რომ დემეტრეს სამსახურში ეჩქარებოდა და ბურდულს მშიერზე სახლიდან გასვლა ეზარებოდა. ანა დაბალ ხმაზე აჰყვა მუსიკას და საუზმის სამზადისში ტრიალებდა მზიან სამზარეულოში.
ზუსტად იმ მომენტში, როცა ბეკონმა ტაფაზე გემრიელად დაიწყო შიშხინი, საძინებლის კარი გაიღო და ზღურბლზე დემეტრე გამოჩნდა. ბიჭს უკვე თითქმის სრულად ჩაეცვა სამსახურის ტანსაცმელი — კლასიკური შარვალი და ნახევრად შეკრული თეთრი პერანგი, რომლის სახელოებსაც გზადაგზა იდაყვებამდე იკეცავდა. თმა შხაპის მერე ჯერ კიდევ სველი ჰქონდა და ოდნავ აჩეჩილი სტილით დასდგომოდა.
დემეტრე წამით გაჩერდა, ზურგით მზის შუქში მდგარ ანას შეხედა, მზერა მის გრძელ მაისურსა და ფეხებზე ააყოლა და ტუჩის კუთხე ნაცნობი, თბილი ღიმილით ჩაუტყდა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა, ზურგიდან აეკრო, ხელები მჭიდროდ მოჰხვია წელზე და ნიკაპი მის მხარზე მოათავსა.
— მგონი, ჩემი მაისურები შენ ბევრად უფრო გიხდება, ვიდრე მე, მესხო, — ჩაილაპარაკა დაბალი, ნამძინარევი ხმით და ანას ყელში თბილად აკოცა, რამაც გოგონას სასიამოვნო ჟრუანტელი მოჰგვარა. — რა სურნელია? კვერცხი ბეკონით? შენგან ასეთ მზრუნველობას დილიდან ნამდვილად არ ველოდი.
— ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს ყოველდღე გშიმშილებდე, ბურდულო, — გაეცინა ანას, თავი უკან გადასწია და მის ტუჩებს მსუბუქად შეეხო. — მიდი, დაჯექი, ყავაც მზადაა და საუზმეც. სამსახურში არ დაგაგვიანდეს, თორემ მერე ჩემს თავს დააბრალებ ყველაფერს.
— არსად არ მეჩქარება, როცა აქ ასეთი ხედი მხვდება, — უთხრა დემეტრემ, თუმცა მაგიდასთან მაინც დაჯდა.
ანამ თეფშზე ლამაზად დაალაგა საუზმე, ყავის ჭიქა გვერდით დაუდგა და თავადაც მის პირდაპირ, სკამზე ფეხებმორთხმული მოკალათდა. მზე პირდაპირ მათ მაგიდას ათბობდა. დემეტრემ ჭამა დაიწყო, თუმცა მზერას ანას მაინც არ აცილებდა — მოსწონდა მისი ასეთი მშვიდი, საშინაო და აუღელვებელი ყურება ზაფხულის ამ პირველ დღეებში.
— მათეს ველაპარაკე დილით, — თქვა ბიჭმა ყავის ყლუპის მერე და ჩაეღიმა. — ტიპი ისეთი ბედნიერი ხმით მელაპარაკებოდა, მგონი მართლა სერიოზულად არის საქმე. მოკლედ, დღეს საღამოსვე უნდა შევუთანხმდეთ მაგ ორს და კვირის ბოლოს ის ორმაგი პაემანი მოვაწყოთ. მაინტერესებს, თაია თავისი კედლებით როგორ აპირებს ჩემს ძმაკაცთან თავის დაჭერას.
— თაიაზე რამეს თუ იტყვი, საუზმის გარეშე დარჩები შემდეგში, — თითი დაუქნია ანამ, თუმცა თავადაც ეღიმებოდა. — მათემ ხომ გითხრა, კედლები თავისით გაიღოო? ასე რომ, მოემზადე, ბურდულო, წინ საინტერესო დღეები გველოდება.
დემეტრემ საუზმე დაასრულა, ჭიქა გადადგა და წამოდგა. ანასთან მივიდა, სავარძლის სახელურებს ხელებით დაეყრდნო, ზემოდან გადახედა და შუბლზე თბილად აკოცა.
— ვნახოთ, ვნახოთ... ახლა კი წავედი. ჭკვიანად იყავი, სახლი არ გადამიბრუნო შენი მუშაობის დროს, — ჩაუკრა თვალი, პიჯაკს ხელი დაავლო და კარისკენ წავიდა, თან ოზის დაუძახა, რომელიც სამზარეულოს კუთხიდან ზანტად მიჰყვებოდა უკან.
დემეტრეს წასვლის შემდეგ ბინაში ის საამო, ზაფხულის დილის სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ანას ასე ძალიან უყვარდა. პირველი, რაც გააკეთა, ოზის მიხედა — ბურდულის ერთგული, „უზარმაზარი“ ოთხფეხა მეგობარი დღეს მასთან რჩებოდა. ოზიმ სამზარეულოში ტანის ზანტი რხევით შემოაბიჯა, იატაკზე გემრიელად გაიშოტა და ანას ისეთი თვალებით შეხედა, თითქოს ეუბნებოდა, მთელი დღე შენს განკარგულებაში ვარო.
— აბა, ოზი, დღეს დიდი დღე გვაქვს, ბევრი საქმე უნდა მოვასწროთ, — ანამ თბილად გაუღიმა, თავზე ხელი გადაუსვა და ლეპტოპთან მოკალათდა.
ანას ახალი, საკმაოდ მასშტაბური პროექტი ჰქონდა დაწყებული, რომელიც მთელ მის კონცენტრაციას მოითხოვდა. რამდენიმე საათი ისე გავიდა, აზრზეც ვერ მოვიდა — თითები კლავიატურაზე სწრაფად დარბოდა, ეკრანზე ცხრილები და გეგმები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ოზი ამ დროს მისი სკამის ქვეშ იწვა და ხანდახან მძიმედ ამოიოხრებდა ხოლმე, თითქოს პროექტის სირთულეს ისიც იზიარებდა.
შუადღეს, როცა გონების განტვირთვა დასჭირდა, ტელეფონმა დაირეკა — ეკრანზე „დედა“ აციმციმდა.
— ხო, დე, როგორ ხარ? — თბილად უპასუხა ანამ და სავარძელში გაიზმორა.
დედამისთან საუბარი ყოველთვის მშობლიურ სითბოსა და სიმშვიდეს აბრუნებდა. ცოტა ხანი ისაუბრეს — დედამ ამინდი იკითხა, მერე ტრადიციულად დაეკითხა, კარგად თუ იკვებებოდა და ხომ არ გადაიღალა სამსახურით. ანამ სიცილით დაამშვიდა, ყველაფერი რიგზეაო, ოზის ამბებიც მოუყვა და ბოლოს, როცა დედამ თბილად დალოცა და დაემშვიდობა, გოგონამ იგრძნო, რომ ენერგიის ახალი ტალღა მოაწვა. ხაზზე დიდხანს არ გაჩერებულან, მაგრამ ეს რამდენიმე წუთი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ძალების აღსადგენად.
ლეპტოპი დახურა თუ არა, ანამ მუსიკა უფრო ხმამაღლა ჩართო და სახლის დალაგებას შეუდგა, რაც მისთვის ყოველთვის ერთგვარი თერაპია იყო. მტვერსასრუტით სწრაფად გადაუარა ოთახებს, სანამ ოზი ამ პროცესს დივნიდან სრულიად გულგრილი, სამეფო მზერით ადევნებდა თვალს, მერე ნივთები თავის ადგილზე დაალაგა და საძინებელიც გაანიავა. სარეცხი მანქანის გაჩერებისთანავე სველი, სუფთა ტანსაცმელი კალათაში ჩაყარა და აივნისკენ გაეშურა, სადაც ივნისის მზეზე მათ გაფენას თავისი მყუდრო მუღამი ჰქონდა. იქვე, კუთხეში მდგარ ქოთნის ყვავილს მზის სიცხისგან ფოთლები ოდნავ მოეწყინა, ამიტომ ანამ ოთახიდან წყლით სავსე სარწყავი გამოიტანა და მიწა თბილად დაუნამა. სასიამოვნო იყო იმის ყურება, როგორ იწოვდა მშრალი მიწა წყალს და როგორ ცოცხლდებოდა მწვანე ფოთლები საზაფხულო სხივებზე.
საღამოს ხუთი საათისთვის სახლი უკვე იდეალურად პრიალებდა, სარეცხიც თითქმის გამშრალიყო და ანამ ვახშმის მზადება დაიწყო, რადგან იცოდა, რომ დემეტრე სამსახურიდან დაღლილი და მშიერი დაბრუნდებოდა. სამზარეულოში წინსაფარაფარებული ტრიალებდა, ხორცს აზავებდა და გარნირს ამზადებდა, ოზი კი ამჯერად უკვე ფეხდაფეხ დაჰყვებოდა, რადგან გამოსულმა სურნელმა მისი ძაღლური ინსტინქტები საბოლოოდ გამოაღვიძა. ანამ სიცილით გადაუგდო ერთი პატარა ნაჭერი და ჩუმად დაუბარა, დემეტრეს არ უთხრა, თორემ რეჟიმის დარღვევისთვის გაგვიბრაზდებაო. როცა ყველაფერი მზად იყო, ტაფას თავსახური დააფარა, წინსაფარი მოიხსნა და აივანზე გავიდა, სადაც მზე ნელ-ნელა ეშვებოდა თბილისის თავზე და ცას ვარდისფრად ღებავდა. ანამ ღრმად ამოისუნთქა, გვერდით მყოფ ოზის თავზე ხელი გადაუსვა და ჩაეღიმა — ეს იყო იდეალური, პროდუქტიული დღე და წინ კიდევ მთელი საღამო ელოდა ბურდულთან ერთად.
საღამოს შვიდი საათი სრულდებოდა, როცა იტალიურ ეზოში დემეტრეს მანქანის ნაცნობი ხმა გაისმა. ანამ მეორე სართულის ღია აივნიდან გადმოხედა და დაინახა, როგორ შემოაბიჯა ბიჭმა ეზოში. პიჯაკი ცალ ხელზე გადაეკიდა, პერანგის საყელო კიდევ უფრო მეტად გაეხსნა და აშკარად ეტყობოდა მთელი დღის დაღლილობა. ეზოს ხის ძველ, ჭრიალა კიბეებზე ნაბიჯებს სწრაფად ამოჰყვა — იცოდა, რომ ზემოთ, თბილ ბინაში, თავისი პატარა ოჯახი ელოდებოდა.
სანამ დემეტრე კიბის ბოლო საფეხურს ამოათავებდა, ოზიმ უკვე ააცანცარა თავისი დიდი, ფრანგული ყურები და კარისკენ გაიქცა. მისი მოკლე, მსუქანი ტანის იატაკზე ბაკაბუკი და წკმუტუნი იმის ნიშანი იყო, რომ პატრონი უკვე აივანზე იდგა. გასაღების პირველივე ჩატრიალებაზე ოზი კარს აეკრა.
დემეტრემ კარი შეაღო თუ არა, ბინაში ზაფხულის თბილ ჰაერთან ერთად ანას მიერ მომზადებული ვახშმის საოცარი სურნელი დახვდა. ბიჭმა ძლივს მოასწრო პიჯაკის ჩამოკიდება, რომ ოზი თავისი მოკლე ფეხებით შარვლის ტოტებზე შემოახტა, მთელი სხეულით აცანცარდა და სიხარულისგან ხრუტუნი დაიწყო.
— მოგესალმები, ჩემო კაცო, აბა, როგორ გაატარეთ დღე? — ჩაეცინა დემეტრეს, დაიხარა, პატარა ფრანგული ბულდოგი ხელში აიტაცა, მის სქელ კისერზე ძლიერი ხელები მოუთათუნა და თავისი ჩვეული სითბოთი აიყვანა ჰაერში, მერე კი მზერა სამზარეულოს ზღურბლზე მდგარ ანაზე გადაიტანა.
ანა იქვე იდგა, კედელს მიყრდნობილი, ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და ამ სცენას საოცრად თბილი ღიმილით უყურებდა. დემეტრემ ოზი იატაკზე ფრთხილად დასვა, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა გოგონას, წელზე ხელები მოჰხვია და მთელი ძალით მიიზიდა თავისკენ. ანამ იგრძნო მისი სხეულის ნაცნობი სიმტკიცე და სურნელი, რომელიც მთელი დღის მანძილზე ასე ძალიან აკლდა.
— საოცარი სურნელია, მესხო. მგონი, სამსახურიდან იმიტომ გამოვიქეცი, რომ ვიცოდი, აქ ნამდვილი სამოთხე დამხვდებოდა, — ჩაილაპარაკა დემეტრემ დაბალი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით, დაიხარა და ანას ტუჩებზე საოცრად თბილი, მონატრებული კოცნა დაუტოვა. — სახლი ისე გიპრიალებს, მგონი ოზისთვის დღეს საერთოდ არ მიუციათ უფლება, რომ გაქანებულიყო.
— პირიქით, მთელი დღე ჩემი მთავარი ასისტენტი იყო, პროექტზე მუშაობაშიც გვერდით მეჯდა და საჭმლის მომზადებაშიც თავისი წვლილი შეიტანა, — გადაიკისკისა ანამ, ხელი მის აჩეჩილ თმაში ააყოლა და თბილად ჩახედა თვალებში. — ძალიან დაიღალე? მიდი, გამოიცვალე, ხელი გადაიბანე და ყველაფერი მზადაა, ვივახშმოთ.
დემეტრემ თვალი მოჭუტა, ანას კაბასა და ფეხებს შეავლო მზერა, მერე კი უფრო ფართოდ ჩაეღიმა.
— შენთან რომ მოვდივარ, დაღლილობა წამში მიქრება, — თქვა ჩურჩულით, კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე და საძინებლისკენ წავიდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად.
ანამ ტაფას თავსახური მოხადა და თეფშების გაწყობა დაიწყო. ოზი ისევ სამზარეულოს შუაგულში დაჯდა, მოკლე კუდს იატაკზე აცაცუნებდა და ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს. პარასკევი საღამო იწყებოდა, იტალიური ეზოს მყუდრო ბინაში სიყვარულისა და სიმშვიდის სურნელი ტრიალებდა, და ანამ ზუსტად იცოდა, რომ წინ საუკეთესო უქმეები ელოდათ.
დემეტრე სასადილო მაგიდასთან უკვე შორტებითა და თავისუფალი, ნაცნობი შავი მაისურით დაბრუნდა. სამსახურის დაძაბულობა სახიდან თითქმის სრულად გამქრალიყო, მის ნაცვლად კი ის მშვიდი, ოდნავ ეშმაკური გამომეტყველება დასთამაშებდა, ანას ასე ძალიან რომ უყვარდა. ბიჭმა ჩანგალი აიღო და პირველივე ლუკმის გასინჯვისას კმაყოფილებისგან თავი გააქნია.
— აი, ამას ქვია პარასკევის დამსახურებული ჯილდო, — თქვა მან და თეფშზე მიანიშნა. — აბა, გადმოალაგე, რა ხდება „ცხელ ხაზზე“? ვიცი, რომ თაიას დილიდან მშვიდობიანი ძილი არ ეღირსებოდა.
— მართლა საგანგებო მზადება აქვს. მათეს უთქვამს, კვირის გეგმები ჩემზე იყოსო და ეს გოგო ნერვიულობს, ზედმეტად პომპეზური რამ არ მოაწყოსო. ხომ იცი, ჯერ კიდევ ფრთხილობს, უცებ ძალიან არ გაეხსნას. მეც მთელი დღეა ვფიქრობ, სად აჯობებდა შეხვედრა, რომ ყველამ თავი თავისუფლად იგრძნოს.
დემეტრემ ლუკმა გადაყლაპა, მერე მაგიდის ქვეშ ფეხი ფრთხილად გააყოლა ოზის, რომელიც იატაკზე გაშოტილიყო და მოთმინებით ელოდა თავის შანსს.
— მათესთან ერთად სიტუაციის დაძაბვა გამორიცხულია, — ჩაილაპარაკა ბიჭმა. — მაგრამ რადგან ივნისის პირველი დღეებია და ქალაქში უკვე კარგად ცხელა, ჩემი აზრით, ასფალტზე ჯდომას სადმე ქალაქგარეთ გასვლა ჯობია. მცხეთისკენ, ან უფრო ზემოთ, არაგვის პირას ხომ არ წავსულიყავით? იქაური სიგრილე და მდინარის ხმაური ბუნებრივად განმუხტავს ყველაფერს. თან ჩემს ძმაკაცს ახალი მანქანის გამოცდის საბაბიც მიეცემა.
— უი, ეგ მართლა საუკეთესო აზრია, — თვალები გაუანათდა ანას. — თაიას ხომ გიჟდება ბუნებაზე და ფოტოების გადაღებაზე. თან, ღია სივრცეში იძულებული არავინ იქნება, მაგიდასთან აჭიმული იჯდეს. პიკნიკის მოწყობა შეიძლება და საღამოს თბილისში რომ დავბრუნდებით, შეგვიძლია უბრალოდ მთაწმინდაზე ავისეირნოთ, როცა ქალაქი განათდება.
— მოკლედ, სრული მარშრუტი მზადაა, — დაეთანხმა დემეტრე, წამოდგა და თავისი ცარიელი თეფში ნიჟარაში ჩადო. მერე ანას ზურგსუკან დაუდგა, მხრებზე ძლიერი ხელები მოჰხვია და თავისკენ მიიზიდა. — ხვალ დილით მათეს შევეხმიანები და ზუსტ ლოკაციას
ამასობაში პატარა ფრანგულმა ბულდოგმაც გაიღვიძა, წამოდგა და მათი ფეხების გარშემო დაიწყო ტრიალი, თან ისე ხვრუტუნებდა, თითქოს საუბარში თავისი სიტყვის თქმა უნდოდა. ანამ დაიხარა, მსუქანი ოზი ხელში აიტაცა და დემეტრეს ცხვირწინ აუფარა.
— ოზის ხომ წამოვიყვანთ? თაიასთან საერთო ენის გამონახვაში დაგვეხმარება.
— აბა ამ ყურცქვიტას გარეშე სად მივდივართ, ეგ ჩვენი მთავარი იარაღია, — ჩაეღიმა ბურდულს და ძაღლს ნაკეცებიან შუბლზე ხელი გადაუსვა.

მზე უკვე კარგა ხნის ჩასული იყო, თბილისურ ღამეს ქალაქის აურზაური შემოჰქონდა ეზოში, სადაც მეზობლების დაბალი საუბრის ხმა და ბავშვების სიცილი ერთმანეთში ირეოდა. ანამ მოაჯირს მიეყრდნო, ტელეფონი მოიმარჯვა და თაიას ნომერი აკრიფა. იცოდა, რომ დაქალი ამ დროს აუცილებლად კარადის წინ იდგებოდა და საგონებელში ჩავარდნილი არჩევდა სამოსს.
— ალო, ანუკა! — თაიას ხმა მაშინვე გაისმა, აშკარად აღელვებული და დაფეთებული ჩანდა. — როგორც იქნა! მთელი საღამოა ვფიქრობ, სად მივყავართ იმ შენს ბურდულსა და მის ძმაკაცს. სასწრაფოდ მითხარი, რა ხდება, თორემ მართლა კაბით წამოვალ ბუნებაში და მერე მთელი დღე ჩემს თავზე მეცინება!
— დამშვიდდი, თაი, კაბა და მაღალქუსლიანები სასტიკად აკრძალულია, — გაეცინა ანას და აივანზე მდგარ სკამზე მოხერხებულად მოკალათდა. — მოკლედ, დემეტრემ და მათემ ყველაფერი გაანაწილეს. ხვალ დილით, ცხრა საათზე, მათე თავისი მანქანით შენთან გამოივლის, მერე ჩვენ აგვიყვანთ და ოთხივო ერთად ქალაქიდან გავდივართ. მცხეთისკენ მივდივართ, მაგრამ შუაგულში კი არ ვჩერდებით, უფრო ზემოთ, არაგვის პირას ავდივართ, სიმწვანეში.
— ვაიმე, ბუნება, მდინარე... რა კარგია! — ამოისუნთქა თაიამ, ფონზე ტანსაცმლის საკიდების ჩხაკაჩხუკის ხმა გაისმა. — ანუ, აბსოლუტურად სპორტულად წამოვიდე, ხომ?
— კი, ზუსტად. ბოტასები, თავისუფალი შარვალი და რამე თხელი ჟაკეტიც ჩაიგდე ჩანთაში, მდინარესთან საღამოობით გრილა ხოლმე. პიკნიკისთვის საჭმელს, პლედებს და რაღაცებს ბიჭები აგვარებენ, ჩვენ მხოლოდ კარგი განწყობა მოგვეთხოვება. ისეთი ადგილი შეარჩიეს, სადაც ხეების ჩრდილში შეგვიძლია დავსხდეთ, ვილაპარაკოთ, თან მათეს ახალი მანქანის გამოცდაც უნდათ გზატკეცილზე. სხვათა შორის, ოზიც მოგვყავს!
— ოზიც? ჩემი პატარა ხრუტუნა? — თაიას ხმაში მაშინვე სითბო ჩადგა. — ეგ თუ წამოვა, მათეს საერთოდ აღარ შევხედავ, მთელი დღე ოზის უნდა ვეთამაშო, იცოდე.
— ნუ ტყუი, თაია, მათეს შეხედავ კი არა, დარწმუნებული ვარ, თვალს ვერ მოწყვეტ, — ჩაეცინა ანას და თავისი სასმელი მოსვა. — მოკლედ, პიკნიკის მერე, საღამოსკენ, თბილისში რომ დავბრუნდებით, გეგმაშია მთაწმინდაზე ასვლა. როცა ქალაქი განათდება, ფეხით ჩამოვსეირნდებით, ასე რომ, გრძელი და ძალიან მაგარი დღე გველოდება. ნერვიულობის საბაბი საერთოდ არ გაქვს. მათე სულ იმას ამბობდა თურმე დემეტრესთან, მინდა თაიამ თავი მაქსიმალურად თავისუფლად და კომფორტულად იგრძნოსო.
ტელეფონში რამდენიმეწამიანი სიჩუმე ჩამოვარდა. ანამ იცოდა, რომ თაია ახლა ალბათ საწოლზე ჩამოჯდა და ეღიმებოდა, მისი თავდაცვითი მექანიზმები კი ნელ-ნელა დნებოდა.
— ჰო, ვიცი... მართლა საოცარი ტიპია, — თქვა ბოლოს თაიამ გაცილებით უფრო დაბალი და თბილი ხმით. — კარგი, მესხო, დაგემორჩილები. ბოტასებსა და თავისუფალ მაისურს ვამზადებ. ხვალ დილამდე!
— ხვალამდე, ჩემო გოგო, ჭკვიანად, — დაემშვიდობა ანა და ზარი გათიშა.
როგორც კი ტელეფონი მაგიდაზე დადო, იგრძნო, როგორ მიუახლოვდა ზურგიდან დემეტრე. ბიჭმა ხელები წელზე მოჰხვია, თავისი ძლიერი სხეულით აეკრა და ნიკაპი მის მხარზე მოათავსა, თან თვალებში ის ნაცნობი, ეშმაკური ნაპერწკლები უციმციმებდა.
აივნის გრილი ჰაერიდან დემეტრემ ანა ნაზად, მაგრამ მტკიცედ წაიყვანა საძინებლისკენ. ოთახში მხოლოდ ფანჯრიდან შემოსული ქალაქის მკრთალი შუქი ანათებდა, რაც გარემოს კიდევ უფრო მყუდრო და ინტიმურ ელფერს სძენდა. ანა საწოლზე ჩამოჯდა, დემეტრე კი მის გვერდით მოკალათდა, ზურგით საზურგეს მიეყრდნო და გოგონა თავისკენ მიიზიდა.
— ესე იგი, ხვალისთვის სრული მზადყოფნაა, — ჩაილაპარაკა დემეტრემ დაბალი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით და თითებით ანას თმის ღერებს დაუწყო თამაში. — იმედია, მათეს მართლა კარგი ადგილი აქვს შეგულებული, თორემ ბუნებაში უაზროდ ხეტიალი ჩემი ძლიერი მხარე არ არის, მით უმეტეს კვირა დილით.
— ნუ წუწუნებ, ბურდულო, ყველაფერი იდეალურად იქნება, — ჩაეღიმა ანას, თავი მის მკერდზე დაადო და მისი გულისცემის თანაბარ რიტმს მიუგდო ყური. — მთავარია, მათემ და თაიამ თავი თავისუფლად იგრძნონ. ძალიან მინდა, რომ ეს დღე კარგად ახსოვდეთ.
დემეტრემ ჩუმად ჩაიცინა, ხელი ანას ნიკაპს ქვეშ ამოუდო და თავი ნაზად ააწევინა, რათა პირდაპირ თვალებში ჩაეხედა. მის მზერაში უცებ ისეთი თამამი, პირდაპირი და მწველი ნაპერწკლები აციმციმდა, რომ ანას წამით სუნთქვა შეეკრა.
— მათე და თაია როგორმე ჩვენ გარეშეც მოაგვარებენ თავის ამბებს, მესხო... — ჩაეჩურჩულა ბიჭმა, სახე მასთან საოცრად ახლოს მიიტანა და ტუჩის კუთხე საფირმო, ეშმაკური ღიმილით ჩაუტყდა.
— აი, მე კი ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ხვალინდელ პიკნიკზე ჩემთვისაც დაგრჩება თუ არა დრო, თუ მთელი დღე იმ ორის კედლების მსხვრევას უნდა უყურო? ზედმეტად ბევრს ფიქრობ სხვებზე, როცა მე აქ ვარ, შენთან ასე ახლოს.
— დემეტრე... — ძლივს ამოთქვა ანამ, თუმცა მისმა თამამმა ფლირტმა და სიახლოვემ სრულიად განაიარაღა.
— ხო, ვიცი, ჭკვიანად უნდა ვიყო, — ჩაეცინა ბიჭს, თუმცა ამჯერად სიტყვების გაგრძელებას საქმე ამჯობინა.
დაიხარა და ანას ტუჩებს საოცრად თბილი, მომთხოვნი და ხანგრძლივი კოცნით შეეხო, რომელშიც მთელი დღის მონატრება და დაგროვილი ემოცია ერთიანად იგრძნობოდა. ანამ ხელები მის კისერზე გადააჭდო, მთლიანად მის ავლაში გადაეშვა და იგრძნო, როგორ გაქრა ოთახიდან ყველანაირი ფიქრი, საზაფხულო გეგმები თუ ქალაქის ხმაური.
როცა კოცნა დასრულდა, დემეტრემ ის საბნის ქვეშ უფრო თბილად მოაქცია, თავად გვერდიდან მჭიდროდ აეკრა და ერთი ძლიერი მკლავი მყარად მოჰხვია წელზე, თითქოს თავის საკუთრებას მთელი სამყაროსგან მალავდაო. პატარა ოზი საწოლის ბოლოში, თავის მყუდრო კუთხეში უკვე გემრიელად და ხმამაღლა ხვრუტუნებდა. ანამ თვალები მინაბა, დემეტრეს სხეულის სითბოთი გარშემორტყმულმა ღრმად ამოისუნთქა და ორივემ მშვიდად ჩაიძირა ძილში, ზაფხულის იმ დაუვიწყარი უქმეების მოლოდინში.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

როგორ გამიხარდა რომ დავინახე,კარგი იყო,საკმაოდ დიდი თავიც იყო,მაგრამ მაინც არ მეყო❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent