სანამ დრო დაგვრᲩა ნაწილი 4 (დასასრული)
სახლის კარი ნელა გაიღო. ანა ზღურბლზე შედგა და წამით სუნთქვა შეეკრა. ჰაერში ისევ ტრიალებდა ძველი ავეჯის, ნიკას ოდეკოლონისა და იმ შორეული ბედნიერების სუნი, რომელიც ოთხი წლის წინ აქედან გაქცევისას დატოვა. არაფერი შეცვლილიყო. მისაღებ ოთახში ზუსტად ისე იდგა სავარძლები, კედლებზე ისევ ის ნახატები ეკიდა, თითქოს დრო ამ სახლში 2022 წელს გაჩერებულიყო და ნიკას ჯიუტად არ მიეცა უფლება სამყაროსთვის, რომ წინ წასულიყო. ნიკამ ჩემოდანი იატაკზე დადო, ანას ზურგიდან ნაზად მოჰხვია ხელები და მხარზე აკოცა. — მოვედით, — ჩაჩურჩულა მან. — შენს სახლში ხარ, ანა. ანამ თავი დაუკრა, თვალები ცრემლებით აევსო, მაგრამ არ უტირია. ნელი ნაბიჯებით გაიარა მისაღები ოთახი, თითები გადაუსვა ძველ კომოდს, რომელზეც მათი ერთობლივი ფოტოები ისევ ეწყო. მერე კი მზერა დერეფნის ბოლოში, ოდნავ შეღებულ კარს მიაჯაჭვა. ელენეს ოთახი. ნიკა გვერდით ამოუდგა, მისი აკანკალებული ხელი თავის ხელში მოიქცია. მათ უსიტყვოდ გაიარეს დერეფანი და კარი ბოლომდე შეაღეს. ოთახში მზის ოქროსფერი შუქი იღვრებოდა. სათამაშოების თაროზე ზუსტად ისე ეწყო ფუმფულა დათუნიები და თოჯინები, როგორც ელენეს უყვარდა. პატარა საწოლზე ვარდისფერი გადასაფარებელი იყო გადაფარებული, რომელზეც არცერთი მტვრის ნაწილაკი არ იყო — ნიკა ამ ოთახს ისე უვლიდა, როგორც ტაძარს. საწერ მაგიდაზე ელენეს ფერადი ფანქრებიც კი ხელუხლებლად ეწყო. ანას მუხლები მოეკვეთა. ის ნელა მიუახლოვდა საწოლს, ზედ დაეშვა, ელენეს პატარა ბალიში ხელებში მოიქცია, სახეზე მიიდო და მისი სუნის ძებნა დაიწყო. ოთხი წლის განმავლობაში პირველად, ანა შვილის ოთახში იყო. — ყველაფერი შეგინახავს... — ამოიხოხა ანამ, ბალიში მკერდზე მიიკრა და ნიკას ახედა. ნიკა იქვე, მუხლებზე დაეშვა საწოლის წინ, ანას ხელები თავის ხელებში მოიქცია და თავი მის მუხლებზე დადო. — ყოველდღე აქ შემოვდიოდი, ანა, — თქვა მან დაბალი, ჩახლეჩილი ხმით. — აქ ვესაუბრებოდი მას. შენზეც ვუყვებოდი. ვეუბნებოდი, რომ სადღაც შორს იყავი, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდებოდი. ახლა ჩვენ ერთად ვართ მის ოთახში. ის გვხედავს და უხარია, მერწმუნე. ანამ ხელი ნიკას თმებში შეუცურა. ამ ოთახში ტკივილი აღარ იყო ისეთი მჭრელი და აგრესიული, როგორც საავადმყოფოში. ეს იყო თბილი, მშვიდი სევდა, რომელმაც ორივე ერთიანად მოიცვა. მათ დიდხანს იარეს იმ საღამოს მოგონებებში, იხსენებდნენ ელენეს სიცილს, მის პირველ ნაბიჯებს, მის გიჟურ იდეებს. ბინდდებოდა. ნიკამ ანა მისაღებ ოთახში, დივანზე გადაიყვანა, თბილი პლედი მოახვია და სამზარეულოში გავიდა. რამდენიმე საათში სახლში გემრიელი საჭმლის სუნი დატრიალდა. ანას გაეღიმა — გაახსენდა, როგორ უყვარდა ნიკას ძველებურად, გვიან ღამით, სამზარეულოში ფუსფუსი და რთული კერძების მომზადება. ნიკამ მაგიდა პირდაპირ დივანთან გააწყო. ანასთვის ბევრი არაფრის ჭამა შეიძლებოდა, თუმცა ნიკამ ყველაფერი ისე მოამზადა, როგორც მის დასუსტებულ ორგანიზმს სჭირდებოდა. — ასე მგონია, ის ოთხი წელი საერთოდ არ ყოფილა, — თქვა ანამ, როცა ნიკამ თბილი ჩაის ჭიქა ხელებში დააჭერინა და თავადაც გვერდით მიუჯდა. — თითქოს უბრალოდ გრძელი, საშინელი სიზმარი ვნახე და ახლა გამოვიღვიძე. — სიზმარი დამთავრდა, ანა, — ნიკამ ხელი გადახვია და Თავისკენ მიიზიდა. — ახლა მხოლოდ რეალობაა. და ეს რეალობა ჩვენია. ისინი ერთად ისხდნენ სიბნელეში, მხოლოდ ტელევიზორის ეკრანიდან გამოსული მკრთალი შუქი ანათებდა ოთახს. გარეთ თბილისის ჩვეული, ხმაურიანი ღამე იდგა, მაგრამ ამ სახლში სრულმა სიმშვიდემ დაისადგურა. ანას ტკივილები ჯერ კიდევ არ ჰქონდა გააქტიურებული, წამლები თავის საქმეს აკეთებდნენ, და იმ წუთას, კაცის თბილ მკლავებში მოქცეული, თავს აბსოლუტურად უსაფრთხოდ გრძნობდა. ნიკა უყურებდა მის მშვიდ სახეს და გულში მარადისობის ფიცი დადო. სამი თვეც რომ ყოფილიყო დარჩენილი, ის ამ სამ თვეს ისეთ ბედნიერებად აქცევდა, რომ სიკვდილსაც კი შეეშინდებოდა მათთან მოახლოების. — მიყვარხარ, ანა, — ჩუმად თქვა ნიკამ ღამის სიჩუმეში, როცა იგრძნო, რომ ქალს თვალები ეხუჭებოდა. — მეც მიყვარხარ, ნიკა... ყოველთვის მიყვარდი, — ჩაილაპარაკა ანამ ძილბურანში და უფრო მჭიდროდ მიეკრა მის მკერდს. ****დროის მდუმარე დინება**** პირველი რამდენიმე კვირა ნამდვილ სასწაულს ჰგავდა. სახლი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ მოგონებების ცივ მტვერს ინახავდა, ახლა ანას ნაბიჯების ხმით, მისი თმების სურნელითა და სამზარეულოდან გამოსული ჩაის ორთქლით გაცოცხლდა. ნიკა ყოველ დილით იმაზე ადრე იღვიძებდა, ვიდრე მზე თბილისის სახურავებს გადაეფერებოდა. ის უბრალოდ იჯდა საწოლის კიდეზე და უყურებდა ანას მშვიდ, მძინარე სახეს. წამლები ჯერ კიდევ ეფექტურად ებრძოდნენ სხეულში ჩაბუდებულ სენს და ნიკა ამ თითოეულ ფხიზელ, უტკივილო წამს ღმერთივით უფრთხილდებოდა. ივნისის ბოლოს, როცა ქალაქში სიცხემ იმატა, ნიკამ ანა თბილისის შემოგარენში, ტყის პირას მდებარე პატარა აგარაკზე წაიყვანა. მათ უყვარდათ იქაური სიმშვიდე. ნიკა დიდ, რბილ სავარძელს ეზოში, მრავალწლოვანი კაკლის ხის ჩრდილში უდგამდა. ანა იქ იჯდა, მხრებზე თხელი პლედი ჰქონდა მოხვეული და კითხულობდა — ხან ხმამაღლა, ხანაც ჩუმად, თავისთვის. ნიკა კი იქვე ფუსფუსებდა, ხის ტოტებს აგროვებდა, კოცონს ანთებდა ან სამზარეულოში კერძებს ამზადებდა, ეს პროცესი ხშირად ღამის ცხრა-ათ საათამდე გრძელდებოდა. მას უყვარდა ეს გვიანი ფუსფუსი; ეს აძლევდა განცდას, რომ ჩვეულებრივი, ნორმალური ოჯახი იყვნენ, რომლებსაც წინ კიდევ მთელი ცხოვრება ჰქონდათ. საღამოობით, როცა ცაზე პირველი ვარსკვლავები აციმციმდებოდნენ, ნიკა მის გვერდით, ბალახზე ჯდებოდა, თავს ანას მუხლებზე ადებდა და ისინი საათობით საუბრობდნენ. არა სიკვდილზე, არა წარსულ ტკივილზე, არამედ ათასგვარ წვრილმანზე — წაკითხულ წიგნებზე, ფილმებზე, ბავშვობისდროინდელ სასაცილო ისტორიებზე. ხანდახან უბრალოდ დუმდნენ და ეს დუმილი იმაზე მეტს იტევდა, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. თუმცა, ივლისის შუა რიცხვებიდან სამყარომ ნელ-ნელა დაიწყო ფერების შეცვლა. გადასვლა იმდენად შეუმჩნეველი და ბუნებრივი იყო, რომ თავიდან ნიკას ეგონა, უბრალოდ ზაფხულის მძიმე სიცხე აუძლურებდა ანას. ყველაფერი წვრილმანებით დაიწყო. ერთ დღეს ანამ წიგნის გადაფურცვლა დააგვიანა, რადგან თითებში ძალა არ ეყო. მეორე დღეს ეზოში გასასვლელად წამომდგარს ფეხი აუკანკალდა და ნიკამ დაიჭირა. ანამ უხერხულად გაიღიმა, თითქოს არაფერიაო, მაგრამ მის თვალებში ნიკამ პირველად დაინახა ისევ ის შიში, რომელიც საავადმყოფოᲨი ჰქონდა. აგვისტოს დასაწყისისთვის ტკივილგამაყუჩებლების დოზამ იმატა. წამლები, რომლებიც ადრე თორმეტ საათს ყოფნიდა, ახლა რვა საათში კარგავდნენ ძალას. ანა სულ უფრო მეტ დროს ატარებდა საწოლში. მისი სხეული, ისედაც სიფრიფანა, ახლა თითქმის გამჭვირვალე გახდა. ხალათის სახელოებიდან გამოჩენილი მკლავები იმდენად დაწვრილდა, რომ ნიკას გული ეკუმᲨებოდა მათი დანახვისას. მაგრამ ნიკა არ გატეხილა. საფლავზე დაღვრილმა ცრემლებმა თითქოს მისი სულის მთელი სისუსტე თან გააყოლა. ის იქცა მყარ, ურყევ კედლად. როცა ანას ტკივილების მორიგი ტალღა უვლიდა და სახე ტანჯვისგან ეჭმუხნებოდა, ნიკა მას საწოლში აჯენდა, ზურგიდან ეკვროდა, ხელებს მჭიდროდ ხვევდა და ასე, საკუთარი სხეულით იჭერდა მის კანკალს. — აქ ვარ ანა... აქ ვარ, გაივლის, ახლავე გაივლის, — ჩურჩულებდა ის მის ყურთან და ნაზად უზელდა დაჭიმულ მხრებს. უკვე აგვისტოს ბოლო იყო, როცა ანამ დამოუკიდებლად ფეხზე წამოდგომა საერთოდ ვეღარ შეძლო. ნიკამ სამსახურიდან უვადო შვებულება აიღო, ტელეფონი გამორთო და სახლის კარი გარე სამყაროს საბოლოოდ ჩაუკეტა. მათი სამყარო ახლა მხოლოდ ამ ერთი პალატად ქცეული ოთახით შემოიფარგლებოდა. ნიკამ ისწავლა ყველაფერი: როგორ გაეკეთებინა გადასხმა, როგორ დაეთვალა წამლების მილიგრამები, როგორ შეეცვალა თეთრეული ისე, რომ ანას სუსტი ძვლებისთვის ტკივილი არ მიეყენებინა. ყოველ დილით, ის ფრთხილად იყვანდა ანას ხელში — ახლა ის იმაზე მსუბუქი იყო, ვიდრე ელენე სიცოცხლის ბოლო თვეებში — და აბაზანაში გაჰყავდა. თბილი წყლით ბანდა სახეს, ნაზად ვარცხნიდა მის გრძელ, შავ თმებს, რომლებიც მკურნალობის არარსებობის გამო საბედნიეროდ არ დასცვენია, თუმცა ბზინვარება დაეკარგათ. ერთ-ერთ ასეთ საღამოს, ნიკამ ანა ხელში აყვანილი გამოიყვანა მისაღებ ოთახში და ფანჯარასთან, სავარძელში ჩასვა. გარეთ უკვე შემოდგომის პირველი ნიშნები ჩანდა, ფოთლები ყვითლდებოდა და ქუჩებში ქარი ქროდა. ანამ ფანჯარას შეხედა, მერე ნიკას, რომელიც მის წინ მუხლებზე დაეშვა და მის გაყინულ ფეხებზე თბილი წინდების ჩაცმას აპირებდა. ანამ ხელი ნელა ასწია, ნიკას ლოყაზე დაადო. მისი თითები სრულიად უსისხლო და ცივი იყო, მაგრამ ნიკასთვის ეს შეხება ყველაზე თბილი იყო დედამიწაზე. — ნიკა... — თქვა ანამ, მისი ხმა უკვე ძალიან სუსტი, ჩამწყდარი იყო. — შემომხედე. ნიკამ თავი ასწია და მის თვალებში ჩახედა. — გმადლობ, — ჩაჩურჩულა ანამ და მისი თვალებიდან ცრემლი ჩამოგორდა. — გმადლობ, რომ არ წახვედი. გმადლობ, რომ ასე... ასე ღირსეულად მაცილებ. მეშინოდა, რომ სიკვდილის წინ მარტოობა დამახრჩობდა, მაგრამ შენ... შენ სამუდამოდ განმკურნე მარტოობისგან. ნიკამ მისი ცივი ხელი ტუჩებთან მიიტანა, აკოცა და დიდხანს არ უშვებდა. სახეზე ისევ ის მტკიცე, შეუვალი გამომეტყველება ჰქონდა, თუმცა გული Შუაზე ეფლიᲗებოდა. — ჩვენ არსად არავის ვაცილებთ, ანა, — უთხრა მან მტკიცედ. — ჩვენ უბრალოდ ერთად ვართ. ბოლომდე. სექტემბრის დასაწყისი იყო. გარეთ ქარი ხეებიდან პირველ გამხმარ ფოთლებს გლეჯდა და მისაღები ოთახის დიდ ფანჯარაზე აწყდებოდა. ანა სავარძელში იჯდა, მხრებზე ნიკას თბილი პლედი ჰქონდა მოხვეული, ნიკა კი მის წინ, დაბალ სკამზე იჯდა, მის გაყინულ ხელებს თავის თბილ ხელებში ათბობდა და ჩუმად უყურებდა. წამლების მოქმედება ნელ-ნელა გადიოდა და მათ იცოდნენ, რომ ეს სიმშვიდე დროებითი იყო. — ნიკა... — ანამ ხმადაბლა დაიწყო, მზერა ფანჯრიდან მის თვალებზე გადაიტანა. — შემომხედე, გᲗხოვ. — გიყურებ ანა, — ნიკამ თითები ოდნავ მოუჭირა. — რა გინდა, მითხარი. — მინდა, რომ რაღაცებზე ვისაუბროთ. ისეთ რაღაცებზე, რასაც აქამდე შეგნებულად ვუვლიდით გვერდს. ოთხი წელი... ოთხი წელი გავიქეცი, იმიტომ რომ მეგონა, ჩემი წასვლით ტკივილს შეგამსუბუქებდი. მეგონა, თუ ყოველდღე ჩემს თვალებში ელენეს დაკარგვის სინანულს არ დაინახავდი, ცხოვრების თავიდან დაწყებას შეძლებდი. მითხარი, ძალიან გძულდი ამის გამო? ნიკამ მძიმედ ჩაისუნთქა. თავი ოდნავ გვერდზე გადახარა, თითქოს იმ ოთხი წლის ტვირთი ხელახლა დააწვა მხრებზეო. — თავიდან... თავიდან ბრაზი მახრჩობდა, ანა. ყოველ დილით, როცა ცარიელ საწოლში ვიღვიძებდი, მინდოდა სახლში ყველაფერი დამემტვრია. ვფიქრობდი, როგორ შეძლო-მეთქი, როგორ მიმატოვა ზუსტად მაშინ, როცა ერთმანეთი ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. მაგრამ სიძულვილი? არა, ანა. შენი შეძულება ჩემი სხეულის არცერთ უჯრედს არ შეუძლია. უბრალოდ... უბრალოდ ვერ ვხვდებოდი, რატომ გამომიკეტე კარი. — იმიტომ, რომ მაშინ მე თვითონ ვიყავი ცარიელი, — ანას თვალებიდან ცრემლი ჩამოგორდა, მაგრამ ხმა არ აკანკალებია. — როცა ელენე წავიდა, ჩემში დედა მოკვდა, ნიკა. და როცა დედა კვდება, ქალიც აღარ რჩება. შენს თვალებში რომ ვიხედებოდი, მხოლოდ ჩვენს საერთო ნანგრევებს ვხედავდი. მეგონა, თუ მარტო დავრჩებოდი, ჩემს ტკივილს როგორმე მოვერეოდი... მერე კი, პარიზში, როცა ეს დიაგნოზი დამისვეს, მივხვდი, რომ სამყარომ დამსაჯა. დამსაჯა იმის გამო, რომ შენ ზურგი შეგაქციე. — ნუ ამბობ მაგას! — ნიკას ხმა ერთბაშად გაუტყდა, მზერა აემღვრა. — ნუ ამბობ, რომ ვინმემ დასაჯა. ეგ წყეული სენი უბრალო, ბინძური შემთხვევითობაა და მეტი არაფერი. შენ არაფერში ხარ დამნაშავე. და თუ ვინმეს ბრალია, ჩემია... მე უნდა მეპოვნე. მიწისქვეშეთიდან უნდა ამომეთხარე და უკან წამომეყვანე. — არა, შენ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო, — ანამ ცალი ხელი გაათავისუფლა და ნელა, ძალაგამოცლილმა დაადო ნიკას ლოყაზე. — შეხედე შენს თავს... თმები სულ გაგჭაღარავებია. ეს ჩემი ბრალია. მაგრამ იცი, რა არის ყველაზე საოცარი? — რა? — ახლა... როცა ვიცი, რომ სულ რამდენიმე კვირა მაქვს დარჩენილი, საერთოდ აღარ მეშინია. საავადმყოფოში, როცა მარტო ვიწექი, მარტოობისგან ვიხრჩობოდი. მეშინოდა, რომ სიკვდილის წამს ჩემს ხელს არავინ დაიჭერდა. ახლა კი აქ ვარ. ჩემს სახლში, ჩემს საწოლში, შენს მკლავებში. შენ მე მარტოობისგან განმკურნე, ნიკა. ნიკამ თავი ჩაღუნა, ქალის ცივი ხელისგული ტუჩებთან მიიტანა და დიდხანს, მჭიდროდ მიეკრა ზედ. მისი მხრები ოდნავ შეინძრა, მაგრამ ხმამაღალი ტირილის უფლება საკუთარ თავს არ მისცა. — მე არ გაგიშვებ, ანა... — ჩაიჩურჩულა მან. — ვიცი, რომ ვერაფერს შევცვლი, მაგრამ ჩემი სული შენთან ერთად წამოვა.აქ მხოლოდ ჩემი გვამი დამრჩება. — არა, ნიკა, დამპირდი, რომ ასე არ იზამ, — ანამ აიძულა, რომ თავი აეწია და მისთვის ჩაეხედა თვალებში. — დამპირდი. როცა მე წავალ... შენ უნდა იცოცხლო. ელენესთვისაც და ჩემთვისაც. ეს სახლი აღარ უნდა იყოს ცივი ტაძარი. აქ სიცოცხლის ხმა უნდა ისმოდეს. მე მინდა, რომ როცა იქ, ზემოთ, ელენეს შევხვდები და ვეტყვი, მამამ ბოლომდე მომიარა-მეთქი, მასთან ერთად მშვიდად ველოდო შენს მოსვლას. ბევრი, ბევრი წლის შემდეგ. დამპირდი, ნიკა. ნიკა უყურებდა მის გამჭვირვალე, ლამაზ თვალებს და გრძნობდა, როგორ ეცლებოდა სამყაროს ზრი. მაგრამ ანას სიმშვიდემ მასაც უზარმაზარი ძალა მისცა. — გპირდები, — თქვა მან ძლივს გასაგონად. — ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მთხოვ. ოღონდ ახლა... ახლა ნუღარაფერზე ფიქრობ. — ჩამეხუტე, — სთხოვა ანამ და თვალები მოხუჭა. — უბრალოდ მჭიდროდ ჩამეხუტე და ასე ვიყოთ. ნიკა სკამიდან ადგა, სავარძელში მის გვერდით მოკალათდა, ანას სუსტი, სიფრიფანა სხეული მთლიანად მკერდზე მიიკრა და პლედი ზემოდან გადააფარა. ისინი დიდხანს ისხდნენ ასე, უსიტყვოდ, ქარის ხმაურში. ანას სუნთქვა ნელ-ნელა დასტაბილურდა, ნიკა კი მის თმებს ეფერებოდა და გულში თითოეულ წამს მარადისობად აქცევდა. ****მარადისობის პირველი წამი**** ოქტომბრის ბოლო იყო. შემოდგომამ თბილისის ქუჩები ოქროსფერი და ხმელი ფოთლებით გაავსო. ამ დღეს ქალაქში უცნაური, თითქოს არაბუნებრივი სიჩუმე იდგა, თითქოს სამყარომაც იცოდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სული დედამიწას ტოვებდა. სახლში მხოლოდ საათის ისრების მძიმე, ერთფეროვანი წიკწიკი ისმოდა. ანა უკვე რამდენიმე დღე იყო, საწოლიდან ვეღარ დგებოდა. მისი სუნთქვა სულ უფრო სუსტი, ზედაპირული და წყვეტილი ხდებოდა. ტკივილებმა, რომლებიც მანამდე ასე აწამებდნენ, უკან დაიხიეს — თითქოს სიკვდილმა ბოლო წუთებში წყალობა მოიღო და მას მშვიდად წასვლის უფლება მისცა. ნიკა მის გვერდით იჯდა. ამ თვეების განმავლობაში ის საოცრად შეიცვალა; სახეზე წვერი გაეზარდა, თვალების გარშემო ღრმა ნაოჭები გაუჩნდა, მაგრამ მის მზერაში აღარ იყო წვეთი შიში. ის იყო კაცი, რომელიც თავის უკანასკნელ, ყველაზე მნიშვნელოვან საგუშაგოზე იდგა. მას ანას მარჯვენა ხელი თავის ორსავე ხელში მოექცია და გამუდმებით უთბობდა თითებს, რომლებიც ნელ-ნელა კარგავდნენ სიცოცხლისᲗვის დამახასიაᲗებელ სითბოს. ნაშუადღევს ანამ თვალები ნელა გაახილა. მისი მზერა უკვე სადღაც შორს, ნისლში იყო მიმართული, მაგრამ როგორც კი ნიკას სახეს წააწყდა, მის უფერულ ტუჩებზე სუსტმა, ძლივს შესამჩნევმა ღიმილმა გაირბინა. — ნიკა... — აქ ვარ ანა. აქ ვარ, შენთან, — ნიკა ოდნავ გადაიხარა მისკენ და შუბლზე ნაზად შეეხო ტუჩებით. — არაფერზე იფიქრო, მე შენთან ვარ. — ელენე... — ჩაილაპარაკა ანამ და თვალები ფანჯრისკენ გაექცა, სადაც ოქროსფერი მზის სხივები ოთახში გრძელ ზოლებად იღვრებოდა. — ელენე ვნახე, ნიკა... ისეთი ლამაზია. ზუსტად იმ თეთრ კაბაშია, სასაფლაოს ფოტოზე რომ აქვს... მიღიმის და ხელს მიწვდის. ნიკას ყელში უზარმაზარი ბურთი გაეჩხირა. თვალებიდან ცხარე ცრემლები წამოუვიდა, მაგრამ ხმა არ აკანკალებია. მან იცოდა, რომ ახლა ტირილის და სუსტად ყოფნის უფლება არ ჰქონდა. ანას სიმᲨვიდე სჭირდებოდა. — ვიცი, ჩემო სიყვარულო, ვიცი, — ჩაუჩურჩულა ნიკამ და მისი თითები ტუჩებთან მიიტანა. — ის შენ გელოდება. მიდი მასთან. ჩაეხუტე ჩემ მაგივრად. უთხარი, რომ მამას ორივე უსაზღვროდ უყვარხარᲗ.უᲗხარი, რომ მალე... მეც მოვალ და ყველანი ერთად ვიქნებით. ანამ თავი ოდნავ დაუკრა. მისი სუნთქვა კიდევ უფრო შენელდა. მან უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, ნიკას თვალებში ჩახედა და თქვა: — არ დაგავიწყდეს... რაც დამპირდი, ნიკა. იცოცხლე. ჩემთვის... და ელენესთვის. მე შენს გულში დავრჩები. ყოველთვის, როცა ქარი დაუბერავს... იცოდე, რომ მე ვარ. — მახსოვს, ანა. გპირდები, — უპასუხა ნიკამ და მის თვალებში პირველად გამოჩნდა ის საოცარი, წმინდა სიმშვიდე, რომელიც მხოლოდ დიდ სიყვარულს შეუძლია შვას. ანამ ღრმად ჩაისუნთქა. ეს იყო ხანგრძლივი, მშვიდი ჩასუნთქვა, თითქოს ამ სახლის, ნიკას სურნელისა და მთელი თავისი მიწისმიერი ცხოვრების ერთ დიდ მოგონებად შეგროვებას ცდილობდაო. მერე კი... ნელა ამოისუნთქა. მისი თვალები გაიყინა, თუმცა მათში შიში არ ყოფილა. სახის ნაკვთები სრულიად მოეშვა, გათეთრდა და ანა დაემსგავსა მარმარილოს ულამაზეს ქანდაკებას, რომელსაც მიწისმიერი ტანჯვა ვეღარასდროს შეეხებოდა. მისი ხელი ნიკას ხელებში საბოლოოდ გაცივდა. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. საათი ისევ წიკწიკებდა კედელზე, თითქოს მათ ტრაგედიას დაცინოდა. და აი მაშინ, ნიკას ყელიდან ამოხეთქა ისეთმა ხმამ, რომელიც ადამიანისას არ ჰგავდა. ეს იყო დაჭრილი, განადგურებული ცხოველის ღრიალი, რომელმაც ოᲗახის კედლები შეაზანზარა. მან თავი ანას უსულო მკერდში ჩარგო და ატირდა.გონებადაკარგულივით, სხეულის სრული კანკალით. გავიდა რამდენიმე დღე. სასაფლაოზე, ელენეს თეთრი მარმარილოს გვერდით, ახალი, შავი ქვა აღმართულიყო. ნიკა მათ წინაშე იდგა. ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაეწყო, შემოდგომის ცივი ქარი თმებს უფრიალებდა. ის უყურებდა ორ ფოტოს — მის პატარა გოგონას და მის ანას. ორთავე იღიმოდა. და ნიკამ პირველად ამდენი წლის განმავლობაში იგრძნო, რომ გულზე ის საშინელი, მახრჩობელა ლოდი აღარ აწვა. მათ იცოდნენ, რომ ის აქ იყო. მათ იცოდნენ, რომ ის თავის პირობას შეასრულებდა. ნიკამ ღრმად ჩაისუნთქა შემოდგომის ცივი ჰაერი, ზურგი შეაქცია საფლავებს და ნელი, მაგრამ მყარი ნაბიჯებით წამოვიდა წინ. მას წინ გრძელი ცხოვრება ელოდა — ცხოვრება, რომელიც ორჯერ მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეცხოვრა. მაგრამ მან იცოდა, რომ ყოველ ნაბიჯზე, ყოველ გაელვებაზე, ის მარტო აღარასოდეს იქნებოდა. ***ეპილოგი**** ნიკა:ვიცი, ახლა რასაც ფიქრობთ. ფიქრობთ, რომ ეს ისტორია უსამართლოა. რომ სამყარო ზედმეტად სასტიკია, როცა ერთ კაცს ყველაფერს ართმევს — ჯერ შვილს, მერე კი ქალს, რომლის გარეშეც მისი არსებობა მხოლოდ ინერციით მოძრაობაა. მეც ასე ვფიქრობდი. წლების განმავლობაში, როცა ჩემს ცარიელ სახლში, კედლებიდან ელენეს სიცილი და ანას სუნთქვა ხმა მელანდებოდა, მეც წყევლით მივმართავდი ცას. მეგონა, სიცოცხლე მხოლოდ სასჯელი იყო. მაგრამ დღეს, როცა სარკეში საკუთარ თეთრ თმებს ვუყურებ და ფანჯრიდან თბილისის მორიგ შემოდგომას გადავყურებ, სხვა რამეს მივხვდი. სიკვდილი არ არის სიყვარულის დასასრული. სიკვდილი მხოლოდ ზღვარია, რომელსაც სხეული ვერ გადადის, მაგრამ სული... სული მასზე ბევრად ძლიერი და თავისუფალია. ყველას ჰგონია, რომ მე იმ ოქტომბრის ღამეს მარტო დავრჩი. არადა, სწორედ მაშინ, როცა ანას ხელი ჩემს ხელებში გაცივდა, მე სამუდამოდ დავიბრუნე ის. დავიბრუნე იმიტომ, რომ მან თავისი უკანასკნელი, ყველაზე წმინდა წუთები მე მაჩუქა. მან არ აირჩია პარიზის ცივი კლინიკა, არ აირჩია უცხო ადამიანების მზერა. მან აირჩია ჩვენი ნანგრევები და ჩემი მხარი. მან სიკვდილს თვალებში ღირსებით ჩახედა, იმიტომ რომ იცოდა — ჩემს მკლავებში მას ვერაფერი დაუᲨავებდა. ადამიანები ხშირად გარბიან. გარბიან ტკივილისგან, შეცდომებისგან, სინანულისგან... ანაც გაიქცა. მაგრამ სიყვარულს საოცარი თვისება აქვს — ის ყოველთვის გიტოვებს უკან დასაბრუნებელ გზას. თუნდაც ეს გზა ძალიან მოკლე იყოს. თუნდაც ეს გზა მხოლოდ სამ თვეს გრძელდებოდეს. ის სამი თვე ჩემი ცხოვრების ყველაზე ნამდვილი, ყველაზე სუფთა და მტკივნეულად ლამაზი საუკუნე იყო. მე შევასრულე პირობა. მე ვცოცხლობ. ყოველ დილით ყავას ვსვამ, ქუჩაში გავდივარ, ხალხს ვუᲦიმი. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა შემოდგომის ცივი ქარი სახეზე მეცემა, მე თვალებს ვხუჭავ და ვიცი — ეს ანაა. ყოველ ჯერზე, როცა სადღაც, ბავშვის უმიზეზო სიცილი მესმის — ვიცი, რომ ელენე მახსენებს თავს. ნუ იტირებთ ჩემ გამო. მე მარტო არ ვარ. მე ორჯერ მეტი პასუხისმგებლობით და ორჯერ მეტი სიყვარულით დავდივარ ამ მიწაზე. მე მათი ხმა ვარ ამ სამყაროში. და როცა ჩემი დრო მოვა... მე არ ᲨემეᲨინდება. მე ვიცი, რომ იმ დიდ, ნათელ სიცარიელეში ორი ნაცნობი ხელი დამხვდება. ერთი პატარა, ფუმფულა დათუნიათი ხელში და მეორე — თბილი, მშვიდი, ჩემი ანასი. მანამდე კი... სანამ თქვენი საყვარელი ადამიანები თქვენ გვერდით არიან, ნუ მისცემთ სიამაყეს უფლებას, რომ დაგაშოროთ. ჩაეხუტეთ მათ. დღესვე. იმიტომ, რომ დრო ყველაზე ძვირფასი რამა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




