სანამ დრო დაგვრᲩა ნაწილი 2
წვიმა არ მოდიოდა, თუმცა ცა ისეთი მძიმე, ტყვიისფერი ღრუბლებით იყო დაფარული, თითქოს ჰაერიც კი ფილტვებს ჭრიდა. სასაფლაოზე ხალხის ჩურჩული შორეულ ხმაურად ისმოდა. ანა იდგა პატარა, თეთრ კუბოსთან. სახეზე არანაირი ემოცი— ისეთი გაფითრებული და უსიცოცხლო იყო, თითქოს სხეული დარჩენოდა, სული კი შვილს გაჰყოლოდა.ნიკა მის გვერდით იდგა. მისი მხრები, ჩვეულებრივ მყარი და საიმედო, ახლა სრულიად ჩამოშლილიყო. თვალები ჩასისხლიანებოდა, ხელები უცახცახებდა. ის ანასკენ იწევდა, უნდოდა ხელი ჩაეკიდა, მისი ტკივილი შეემსუბუქებინა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მისი თითები ანას ცივ კანს ეხებოდა, ანა ინსტინქტურად, თითქოს უნებლიეთ, თითებს მუჭში მალავდა. ეს უსიტყვო გაუცხოება ნიკასთვის ყოველ ჯერზე გულში დანის ჩარტყმასავით იყო. როდესაც კუბოს მიწა პირველად დააყარეს, ანამ მკვეთრად,ხმამაღლა ჩაისუნთქა, თითქოს ჰაერი გამოელიაო, და ბალახზე მუხლებით დაეშვა. ნიკამ ვეღარ გაუძლო, ისიც გვერდით მიუჯდა, მხრებში ჩაავლო ხელი და თავისკენ მიიზიდა, მთელი ძალით ჩაეხუტა. — ანა... ანა, გეხვეწები, ნუ მიკეთებ ამას, შემომხედე... — ჩაესმა ანას ნიკას ჩახლეჩილი, სასოწარკვეთილი ხმა— აქ ვარ, შენთან ვარ... მარტო არ ხარ, ერთად უნდა გადავიტანოთ, გემუდარები... ანამ ნელა, თითქმის ძალდატანებით შემოატრიალა თავი. მისი დიდი, ცრემლისგან დაცარიელებული თვალები ნიკას შეეფეთა. ამ მზერაში იმდენი ტკივილი იყო, რომ ნიკას სუნთქვა შეუეკრა. — როგორ? — ძლივს გასაგონი, აკანკალებული ხმით ჰკითხა ანამ. — როგორ გადავიტანოთ, ნიკა? ადექი და მითხარი, როგორ ვიცოცხლო ხვალინდელი დღიდან? — ანა, მე... მე ყველაფერს მივცემდი, მე რომ ვყოფილიყავი მის ადგილას... — ნიკამ თავი ანას მუხლებში ჩარგო, მისი შავი კაბის ქსოვილს ჩააფრინდა და ატირდა—ჩემი ბრალია, მე უნდა მომეკლა საკუთარი თავი, ის იქ რატომ წევს?! რატომ?! ანამ ხელი ნელა, ძალიან ფრთხილად დაადო ნიკას აკანკალებულ თავს, თითქოს შვილს ეფერებოდა, მაგრამ მის თითებში სითბო აღარ იყო. — ნუ ამბობ მაგას... , გეხვეწები. შენ რა შუაში ხარ... უბრალოდ... — ანას თვალებიდან დიდი ხნის შეკავებული ცრემლი გადმოგორდა და ნიკას ხელს დაეცა. — უბრალოდ, ყოველ ჯერზე, როცა შენ გიყურებ, იმ ღამეს ვხედავ. იმ ხმას ვგებულობ... მესმის, როგორ ყვირის ელენე და შენი სახე მიდგას თვალწინ, საჭესთან... შენ არ ხარ დამნაშავე, ნიკა, ვიცი, რომ არ გინდოდა... მაგრამ მე შენს თვალებში ჩემი შვილის სიკვდილს ვხედავ. და ამას ვერაფერს ვუხერხებ... ეს სიტყვები პირდაპირ ბრალდებაზე ბევრად უფრო მტკივნეული აღმოჩნდა. ნიკამ ხელები შეუშვა, თითქოს პარალიზებულიაო, და ნელა წამოდგა ფეხზე. მან გააცნობიერა, რომ ანა კი არ სჯიდა, არამედ რეალობა, რომლის შეცვლაც არცერთს შეეძლო. ნიკას სახეზე საშინელი უმწეობა აღებეჭდა. ის ხედავდა ცოლს, რომელიც ცოცხლად კვდებოდა, და ხვდებოდა, რომ სწორედ მისი სიახლოვე აყენებდა ანას ამ გაუსაძლის ტკივილს. საფლავზე ყვავილების დაწყება რომ დაასრულეს, ხალხი ნელ-ნელა დაიშალა. ანა ბოლო მომენტამდე იდგა იქ, სანამ მიწა სრულიად არ გასწორდა, თითქოს იქიდან ფეხის მოცვლა ელენეს ღალატი ყოფილიყო. ნიკა რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა — კაცი, რომელმაც საკუთარი შვილი დაკარგა, და ახლა გრძნობდა, როგორ კარგავდა ქალსაც, რომელიც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. მათ შორის უკვე გადაჭიმულიყო უხილავი, მაგრამ გადაულახავი უფსკრული. ****ელენემდე**** ელენემდე იყო მთელი ცხოვრება. ნიკა და ანა ერთმანეთს მანამ იცნობდნენ, სანამ საერთოდ გაიგებდნენ, რა იყო სიყვარული. ისინი ერთ ეზოში გაიზარდნენ — ძველ, თბილისურ იტალიურ ეზოში, სადაც ბავშვობის ზაფხულის საღამოები ყურძნის ტალავერს ქვეშ, ასფალტზე დახაზული „კლასობანათი“ და დამალობანათი გადიოდა. ნიკა ყოველთვის ხულიგანი, მუხლებგადატყავებული ბიჭი იყო, რომელიც მეზობლის ხეებიდან ხილს იპარავდა, ანა კი — ჩუმი, გრძელთმიანი გოგონა, რომელიც აივნიდან უყურებდა მის სიგიᲟეებს. ნიკასთვის ანა ყოველთვის „მისი გოგო“ იყო, რომელსაც ეზოს ბიჭებისგან იცავდა, ანა კი ჩუმად მალავდა დედისგან ნიკას ნაჩხუბარ, დასისხლიანებულ მუშტებს და წყალბადის ზეჟანგით უმუშავებდა ჭრილობებს.მათი მეგობრობა სიყვარულში ისე შეუმჩნევლად გადაიზარდა, რომ კონკრეტული თარიღიც კი არ ახსოვდათ. ეს მოხდა იმ წელს, როცა სკოლას ამთავრებდნენ. ერთ საღამოს, როცა ეზოში ყველას ეძინა, ისინი სახურავზე ისხდნენ. ანას სციოდა. ნიკამ თავისი ძველი ჯინსის ქურთუკი მოახვია მხრებზე, მერე კი, ნაცვლად ჩვეული, მეგობრული ხუმრობისა, უცებ ძალიან სერიოზულად შეხედა თვალებში. — ანა, იცი, რომ სხვასთან შენი დანახვა მომკლავს? — თქვა ნიკამ და მისი ხმა პირველად არ ჰგავდა ბავშვურს.ანას არ გაჰკვირვებია. თითქოს ყოველთვის იცოდა, რომ ეს წამი დადგებოდა. მან უბრალოდ თავი დაადო ნიკას მხარს და ჩუმად უპასუხა: — სხვა არც არსებობს, ნიკა. მას მერე ისინი სულ ერთად იყვნენ. მათ არ სჭირდებოდათ პათეტიკური სიტყვები, გრანდიოზული ჟესტები ან ხმამაღალი ფიცები — მათ ზურგს უკან საერთო ბავშვობა, საერთო მეზობლები, საერთო მოგონებები და საიდუმლოებები იდგა. ისინი ერთმანეთს უსიტყვოდ, მხოლოდ გამოხედვით უგებდნენ. ნიკამ ზეპირად იცოდა ანას ყოველი გამოხედვა, იცოდა, რომ როცა ანა ნერვიულობდა, თმის ღერებს თითზე ახვევდა. ანამ კი იცოდა, რომ ნიკას მკაცრი იერის მიღმა საოცრად თბილი და მგრძნობიარე გული იმალებოდა, რომელსაც მხოლოდ მასთან აშიშვლებდა. როცა დაქორწინდნენ, ძველი ეზოდან იმავე უბანში, პატარა ბინაში გადავიდნენ. მათი ცხოვრება საოცრად მყუდრო იყო. ანას უყვარდა გვიან ღამით სამზარეულოში ტრიალი, როცა ნიკა დივანზე იწვა, ტელევიზორს უყურებდა და დროდადრო სამზარეულოში შედიოდა, რომ გამომცხვარი ნამცხვრის პირველი ნაჭერი მოეპარა. ისინი ხუმრობდნენ, რომ უკვე მოხუცებულ წყვილს ჰგავდნენ, რადგან ერთმანეთი უპირობოᲗ უყვარდათ და როცა ელენე დაიბადა, ეს არ ყოფილა მხოლოდ შვილი — ეს იყო მათი საერთო ბავშვობის, მათი ოცნებებისა და მთელი ცხოვრების გაგრძელება. ელენეს სახეში ორივე საკუთარ პატარაობას ხედავდა. ნიკა გოგონას ზუსტად ისევე ეთამაშებოდა ეზოში, როგორც წლების წინ ანას... სწორედ ამიტომ, როცა ელენე დაიღუპა, მათ მხოლოდ შვილი კი არ დაკარგეს, არამედ ის საძირკველიც ჩამოეშალათ, რომელზეც მთელი მათი არსებობა, ბავშვობიდან მოყოლებული, იდგა. ****ნგრევა**** ბინაში ისეთი სიჩუმე დახვდათ, თითქოს აქ წლებია არავის ეცხოვრა. კედლებიდან ისევ ისმოდა ელენეს სიცილის ექო, მაგრამ რეალურად ჰაერი გაყინულიყო. შესასვლელში, კუთხეში, ისევ ელაგა პატარა, წითელი საწვიმარი ჩექმები. ნიკამ თვალი აარიდა, ანა კი წამით შედგა, თითქოს ფეხი აერიაო, თუმცა ხმა არ ამოუღია, ნელი, მექანიკური ნაბიჯებით გაემართა საძინებლისკენ და კარი ზურგსუკან მიხურა. გადიოდა კვირეები. მათ სახლში სიტყვები საერთოდ გაქრა. სიჩუმე ყოველდღე უფრო და უფრო მძიმე ხდებოდა, მგუდავი, ჰაერი არ ყოფნიდათ.ნიკა საათობით იჯდა სამზარეულოში, უკვე გაციებულ ყავას უყურებდა და ყურს უგდებდა ელენეს ოთახიდან მომავალ ხმებს. ანა იქ გადასახლდა. იატაკზე იჯდა, პატარა საწოლთან, ხელში ელენეს საყვარელი სათამაშო ეჭირა და კედელს მიშტერებოდა. ნიკას რამდენჯერმე უნდოდა შესვლა, მასთან ერთად იატაკზე დაჯდომა, ტირილი, მაგრამ როგორც კი კარს მიუახლოვდებოდა, შიში იპყრობდა — ანას მზერა კლავდა. ის, რაც ადრე მათ აერთიანებდათ — ერთმანეთის ზრუნვა — ახლა წამებად ქცეულიყო. ერთ საღამოს ნიკამ ვეღარ გაუძლო. ეს სიჩუმე აგიᲟებდა. ეგონა, თუ ელენეს ნივთებს, რომლებიც ყველგან ეყარა, თვალს მოარიდებდა, ანასთვის სუნთქვა ცოტათი მაინც გაადვილდებოდა. მან დიდი მუყაოს ყუთი აიღო, ელენეს ოთახში შევიდა და სათამაშოების ჩალაგება დაიწყო.სწორედ ამ დროს შემოვიდა ანა. როდესაც დაინახა ნიკა, რომელსაც ხელში ელენეს ფერადი ფანქრების ყუთი და ნახატები ეჭირა, მისი სახე წამში შეიცვალა. თვალები გაუფართოვდა, სუნთქვა გაუხშირდა. — რას აკეთებ? — მისი ხმა ჩურჩულს ჰგავდა, მაგრამ ეს იყო ქარიშხლის წინარე ჩურჩული. — რას აკეთებ-მეთქი, ნიკა?! — ანა... გეხვეწები, დამᲨვიდდი მეგონა, ასე ჯობებდა... — ხმადაბლა, აკანკალებული ხმით თქვა ნიკამ და ფანქრები ყუთში ჩაუშვა. — ყოველ ჯერზე, როცა ამას ხედავ, უფრო ცუდად ხდები... ცოტა ხნით გადავმალავ, რომ თვალში არ გვხვდებოდეს... — ხელი არ ახლო! ხელი არ ახლო მის ნივთებს! — მოულოდნელად მთელ ხმაზე იკივლა ანამ. ის ნიკასკენ გაეშურა, ყუთი ხელიდან გამოსტაცა, სათამაშოები იატაკზე გადმოიყარა. — როგორ ბედავ?! როგორ ბედავ მის წაშლას ამ სახლიდან?! გინდა, რომ საერთოდ დაივიწყო? გინდა ისე მოიქცე, თითქოს არც არასდროს გვიცხოვრია მასთან ერთად?! გინდა შენი სინდისი დააწყნარო, ხომ?! — რას მელაპარაკები, ანა, რას?! — ნიკასაც ბოლო მოეღო, მისმა ნერვებმა ვეღარ გაუძლო, წამოხტა და ისიც აყვირდა, თვალებიდან ცრემლები წვიმასავიᲗ სდიოდა. — როგორ უნდა დავივიწყო?! ჩემი შვილი იყო! ჩემი გაზრდილი, ჩემი სისხლი და ხორცი! შენ გგონია, მე არ მტკივა?! შენ გგონია, მე ჩვეულებრივად ვსუნთქავ?! — არ ვიცი, როგორ სუნთქავ, მაგრამ სუნთქავ! — დაუყვირა ანამ და ნიკას მკერდში მუშტები დაუშინა. — შენ სუნთქავ, ნიკა! შენ დადიხარ, შენ ჭამ, შენ ცოცხალი ხარ! ის კიდევ მიწაში დევს! ჩემი შვიდი წლის გოგო, ჩემი ერთადერთი იმედი... ცივ მიწაშია! შენ კი ზიხარ აქ და მის ნივთებს მალავ, რომ ცხოვრება გაიადვილო?! — ცხოვრება გავიადვილო?! — ნიკამ ანას ხელები დაუჭირა, რომ აღარ დაერტყა, თავისკენ მიიზიდა და პირდაპირ თვალებში ჩახედა, მისი ხმა სასოწარკვეთილებისგან ყვირილიდან ხავილში გადავიდა. — შენ საერთოდ აზრზე ხარ, ჩემს შიგნით რა ხდება?! მე ყოველ წამს იმ მანქანაში ვკვდები, ანა! ყოველ ღამე მესიზმრება ის დარტყმა, ყოველ წამს მესმის ელენეს ყვირილი და ჩემი სახელი! შენ გგონია, მე არ მინდოდა მის ადგილას ყოფნა?! შენ გგონია, მე სიცოცხლე მიხარია?! აი, აიღე და მომკალი, თუ ასე უფრო დაწყნარდები! მომკალი, რადგან მე თვითონაც ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, რომ ცოცხალი გადავრჩი! ანამ ხელი გაითავისუფლა, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. მისი ტირილი ისტერიკაში გადაიზარდა, მხრები უზანზარებდა, თმები სახეზე მიწებებოდა. — არ შემიძლია, ნიკა... არ შემიძლია... — სლუკუნებდა ანა და სახეზე ხელებს იფარებდა. — მე შენ არ გადანაშაულებ... ვიცი, რომ სატვირთო გამოვარდა, ვიცი, რომ არ გინდოდა... ყველაფერი ვიცი! მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა შენს სახეს ვუყურებ, იმ საბედისწერო წამს ვხედავ. შენს ხმას რომ ვიგებ, მახსენდება, როგორ მეუბნებოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა... და არაფერია კარგად! ჩვენი შვიდი წელი... ჩვენი სიყვარული... ყველაფერი იმ გზაზე დარჩა, სისხლში! — ანა... — ნიკა ნაბიჯით მიუახლოვდა, ხელი გაუწოდა, მაგრამ ანამ ისეთი მზერით შეხედა, ნიკას ხელი ჰაერში გაუშშდა. — ნუ მეხები, გეხვეწები... — ჩურჩულით თქვა ანამ, ძალა გამოცლილი იატაკზე, ელენეს სათამაშოებთან დაეშვა და მუხლებზე დაიდო თავი. — მე შენს თვალებში ჩემი შვილის სიკვდილს ვხედავ, ნიკა. და რაც უფრო მეტს ვცდილობთ, ერთად ვიყოთ, მით უფრო მეტად ვიხრჩობი. მე შენთან ერთად ამ სახლში ვერ ვიცოცხლებ. ვერა... ნიკა იდგა ოთახის შუაგულში, უყურებდა ქალს, რომელიც თერთმეტი წელი მისი სამყარო იყო. ხედავდა იატაკზე მიმოფანტულ ფანქრებს, თოჯინებს და ხვდებოდა — მათი ოჯახი ნანგრევებად ქცეულიყო. ის ბზარი, რომელიც ავარიის ღამეს გაჩნდა, ახლა უზარმაზარ უფსკრულად ქცეულიყო და ამ უფსკრულს ვეღარაფერი ამოავსებდა. მისი აქ ყოფნა ანას ყოველდღე კლავდა. ნიკამ ნელა მოიწმინდა სახიდან ცრემლები. ხმა სრულიად ჩაუწყდა, მხოლოდ ჩურჩულით თქვა: — გასაგებია... მე წავალ. შენ არ მოგიწევს ამ სახლიდან წასვლა. მე წავალ, ანა. ნიკას არაფერი ჩაულაგებია. უბრალოდ აიღო ქურთუკი, მანქანის გასაღები და დერეფანში გავიდა. კარის გაღებისას წამით შეჩერდა, ეგონა, ანა გააჩერებდა, რამეს ეტყოდა... მაგრამ ელენეს ოთახიდან მხოლოდ გულსაკლავი, ჩუმი სლუკუნის ხმა ისმოდა. ნიკამ კარი გაიხურა. ზუსტად იმ წამს, როცა საკეტი გაჩხაკუნდა, ორივემ იცოდა — მათი მრავალწლიანი ცხოვრება სამუდამოდ დასრულდა. ****უფსკრულის პირას**** იუსტიციის სახლის ცივი, მინის კედლები თავზე ეხურათ. განქორწინების ფურცელი, რომელიც ორმოცდაათ წუთში გაფორმდა, ნიკას ხელში უბრალო, უსულო ქაღალდად კი არა, მათი თერთმეტწლიანი ცხოვრების ნასვენებ კუბოდ ეჩვენებოდა. ანა მის გვერდით მიდიოდა — უცნაურად მშვიდი, თითქოს ეს ყველაფერი მას საერთოდ არ ეხებოდა. — ანა, გეხვეწები... ორი წუთით, სადმე ჩამოვჯდეთ. უბრალოდ დამელაპარაკე, — ნიკამ ხელი მკლავზე მოჰკიდა, მაგრამ ანამ ისევ ისე, ნაცნობი, მექანიკური მოძრაობით აარიდა Თავი. ამ მოძრაობაზე ნიკას შიგნით რაღაც საბოლოოდ გაწყდა. მან გააჩერა, მისკენ მიაბრუნა და თვალებში ჩახედა. — ასე ადვილად? სულ ეს იყო? ხელი მოაწერე და მორჩა, ყველაფერი დასრულდა? ანა, შემომხედე, ნუ იქცევი ისე, თითქოს უცხოები ვიყოთ! — ჩვენ ვართ უცხოები, ნიკა, — ანას ხმა საშინლად დაცარიელებული იყო. მას არც კი უცდია ხელის გათავისუფლება. — ის ადამიანები, რომლებმაც ერთმანეთი იმ ეზოში შეიყვარეს, იმ ღამეს, გზაზე დაიღუპნენ. ელენესთან ერთად. მე შენში ვეღარ ვხედავ ჩემს ქმარს. — იმიტომ, რომ არ გინდა დაინახო! — ნიკამ ხმას აუწია, ირგვლივ გამვლელებმა Შეხედეს, მაგრამ მას უკვე ფეხებზე ეკიდა მთელი სამყარო. თვალებიდან ბრაზისა და სასოწარკვეთას ასხივებდა. — შენ კედელი ააშენე, ანა! შენ გადაწყვიტე, რომ მე ვარ მონსტრი, რომელმაც ჩვენი შვილი მოკლა! შენ გგონია, მე არ ვიცი, რას ფიქრობ? ყოველ დღე, ყოველ წამს შენს თვალებში ბრალდებას ვკითხულობდი! შენ მე ცოცხლად დამმარხე, ანა! ერთი შანსიც კი არ მოგიცია, რომ ერთად გვეტირა, ერთად გვეტარებინა ეს ჯვარი! — მე შენ არ გადანაშაულებ-მეთქი! — მოულოდნელად ანამაც იყვირა. მისი სიმშვიდე წამში აორთქლდა და სახე ტკივილისგან დაემანჭა. ხალხმრავალ დერეფანში მისი ხმა ექოდ გაისმა. — რამდენჯერ უნდა გითხრა ერთი და იგივე?! არ გადანაშაულებ! მაგრამ გესმის, რომ შენი დანახვა მავნებს?! შენი სუნთქვაც კი მახსენებს იმას, რაც დავკარგეთ! ყოველ ჯერზე, როცა მეხები, მგონია, რომ ელენეს ვღალატობ! როგორ გინდა, რომ შენთან ერთად ვიწვე ლოგინში, როგორ გინდა, რომ გაგიღიმო და სადილი მოგიმზადო, როცა ჩვენი შვილის საფლავზე მიწა ჯერ კიდევ სველია?! შენ გინდა, რომ ცხოვრება გააგრძელო, მე კი არ შემიძლია! არ შემიძლია, გესმის?! — ცხოვრება გავაგრძელო?! — ნიკამ სიმწრით ჩაიცინა, სახე ხელებით მოისრისა და მერე ისევ ანას მიაჩერდა. — შენ გგონია, მე ვცხოვრობ?შენ ეგოისტი ხარ, ანა. შენ შენი ტკივილი იმდენად დიდ კვარცხლბეგზე შემოსვი, რომ ჩემი საერთოდ ვერ დაინახე. შენ მხოლოდ შენს თავს დასტირი! შენ მე მამობა წამართვი, ოჯახი წამართვი და ახლა გინდა, რომ საერთოდ გამანადგურო?! — ჰოდა, წადი! — დაუყვირა ანამ, თვალებიდან ცრემლები ღვარად ჩამოუვიდა, ხელები უცახცახებდა. — წადი და მიხედე შენს ცხოვრებას! მე ვეღარ ვიქნები შენი გადამრჩენელი! მე თავად ვკვდები და შენი ყურება, შენი დანაშაულის გრძნობის თრევა ზურგით აღარ შემიძლია! დამანებე თავი, ნიკა! დამანებე თავი, თუ ოდესმე მართლა გყვარებივარ! ეს სიტყვები უკანასკნელი დარტყმა იყო. ნიკა გაშრა. მისი ხელები ნელა ჩამოცურდა ანას მკლავებიდან. ის უყურებდა ქალს, რომელიც მისი ბავშვობის, მისი ახალგაზრდობის და მისი მთელი არსებობის ნაწილი იყო, და მიხვდა —მათ ერთმანეთი ყველაზე მწარედ, ყველაზე ღრმად ატკინეს. — კეთილი, — ჩურჩულით თქვა ნიკამ. ხმა სრულიად ჩაუწყდა. — მეტჯერ აღარ შეგაწუხებ. ანამ არაფერი უპასუხა. ზურგი შეაქცია და აჩქარებული, აკანკალებული ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ. ნიკა იდგა შუა დარბაზში და უყურებდა, როგორ მიდიოდა მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული, და როგორ რჩებოდა მისგან მხოლოდ ნამსხვრევები. ორი კვირის შემდეგ თბილისის აეროპორტში ჩვეული ქაოსი და ხმაური იდგა. ნიკა შორს, მეორე სართულის კუთხეში იდგა და ქვემოთ, სარეგისტრაციო ზოლს უყურებდა. მან იცოდა, რომ ანა მიდიოდა. საერთო მეგობრისგან გაიგო, რომ ანა საფრანგეთში აპირებდა ცხოვრების ნულიდან დაწყებას. მასთან მიახლოება არც უფიქრია — იცოდა, რომ მისი დანახვა ანასთვის კიდევ ერთი ჭრილობა იქნებოდა. და აი, დაინახა. ანა მარტო მიდიოდა. მხოლოდ ერთი დიდი, შავი ჩემოდანი ჰქონდა. ისეთი პატარა, გამხდარი და დაუცველი ჩანდა ამ უზარმაზარ აეროპორტში, ნიკას გული ყელში მოებჯინა. უნდოდა ჩასულიყო, ხელი მოეკიდა, ეთქვა: „არსად წახვიდე, მე წავალ, ოღონდ შენ დარჩი შენს ქალაქში“, მაგრამ ფეხი ვერ მოიცვალა. ანამ პასპორტ კონტროლი გაიარა და ნელი ნაბიჯებით გაემართა თვითმფრინავისკენ მიმავალი გვირაბისკენ. ერთ მომენტში მან წამით შეაჩერა ნაბიჯი, თითქოს იგრძნო ვიღაცის მზერაო, და უკან მოიხედა. ნიკამ ინსტინქტურად სვეტის უკან დაიმალა რომ ანას ის არ დაენახა. ანამ ცარიელი მზერით გადახედა დარბაზს, მერე მძიმედ შეისწორა მხარზე ჩანთა და გვირაბში გაუჩინარდა. ნიკა მინას მიეყრდნო. ფანჯრიდან ჩანდა, როგორ იძვრებოდა უზარმაზარი ლაინერი ადგილიდან, როგორ გადიოდა ასაფრენ ბილიკზე და როგორ წყდებოდა მიწას. ის უყურებდა ცაში აჭრილ თვითმფრინავს, რომელიც ნელ-ნელა იკარგებოდა თბილისის ნაცრისფერ ღრუბლებში. ამ მომენტში ნიკამ მთელი სიცხადით გააცნობიერა — მისი ცხოვრების ეს უზარმაზარი, მთავარი ეტაპი სამუდამოდ დაიხურა. ბავშვობის ეზო, პირველი კოცნა სახურავზე, ელენეს დაბადება, მათი საერთო ბედნიერება — ყველაფერი ამ თვითმფრინავთან ერთად გაფრინდა. ის სრულიად მარტო დარჩა საკუთარ ნანგრევებში. მაგრამ, მიუხედავად ამ გაუსაძლისი ტკივილისა, მიუხედავად იმ მწარე სიტყვებისა, რაც ერთმანეთს ახალგაზრდობის სიგიჟით ესროლეს, ნიკამ იცოდა ერთი რამ: საყვარელი ქალის სიყვარულს ის თავის გულში ვერაფერს მოუხერხებდა. ეს სიყვარული არც განქორწინების ფურცლით მომკვდარა და არც კილომეტრებით მოკვდებოდა. ის მასთან ერთად იცოცხლებდა, ბოლო ამოსუნთქვამდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


