ოქროსფერი რეცეპტი (ნაწილი3)
ნიკოლასი კიდევ უფრო მიუახლოვდა, მაჯაში ამჯერად უფრო ძლიერად ჩაავლო ხელი, უმოწყალოდ. -აჰ.. - მხოლოდ ეს აღმოხდა ნინის, სახე შეეჭმუხნა, მაგრამ თვალები არ დაუხრია, კვლავ პირდაპირ უყურებდა..ნიკოლასი მისკენ გადაიხარა. - თქვენს ჯოჯოხეთად ვიქცევი - ხმა ზედმეტად მშვიდი ჰქონდა. - ოდესმე თუ სადმე გზაზე გადამეყრებით... - თითოეულ სიტყვას ცალკე წარმოთქვამდა. - ყველგან გაგამწარებთ - ნინის სუნთქვა გაუხშირდა. - არ მგონია კიდევ სადმე შეგხვდე, რადგან ციხეში ჩაგალპობთ - გიორგი დაძაბულად უყურებდა მათ. - ნიკო, საკმარისია. - არა! - ნიკოლასმა მზერა არ მოაშორა ნინის. - წლების შემდეგაც რომ შემხვდეთ სადმე... - უფრო ახლოს მიიწია. - მიფრთხილდით!..პოლიცია გამოიძახეთ! - დაიყვირა ნიკოლასმა. - ეს გოგო და მისი დამნაშავე ძმა უნდა დაისაჯონ! - დერეფანში ჩოჩქოლი ატყდა, ექთნებმა ერთმანეთს გადახედეს, ზოგი ჩურჩულებდა და სწორედ იმ წამს მთელი ძალით გამოსტაცა ხელი და მეორე ხელით ძლიერად ჰკრა ნიკოლასს მხარში, ეტლი ოდნავ შეირხა, ყველა გაშეშდა. - უმოწყალო პირუტყვო! - სიტყვები თითქმის კბილებში გამოსცრა, შემდეგ შემობრუნდა და გაიქცა. ნიკოლასი წამებში გაცეცხლდა. - ჯანდაბა! - ეტლის სახელურებს ჩაეჭიდა, წამოდგომა სცადა, ტკივილმა მუხლიდან მთელი სხეული დაუსერა. - ჯანდაბააა! - კვლავ სცადა, ფეხმა არ გაუშვა, ტკივილისგან სახე დაემანჭა. - დაიჭირეთ ის გოგო! - ნიკო! - დაიჭირეთ-მეთქი! - დაწყნარდი. - ვერ დავწყნარდები! - მე მოვაგვარებ - გიორგიმ მხარზე დაადო ხელი, შემდეგ კი დერეფნის ბოლოსკენ გაიქცა, ნინი გამალებით მირბოდა, ვერც ამჩნევდა საით მიდიოდა, მხოლოდ გარბოდა, სუნთქვა ეკვროდა..ყელში რაღაც მტკივნეულად ეჭედებოდა, ცრემლები თვალებს უწვავდა, საავადმყოფოს მთავარი შესასვლელი გააღო, ღამის გრილი ჰაერი სახეში მოხვდა, მძიმედ სუნთქავდა, თითქმის ქოშინებდა, მერე უკან მოიხედა და დაინახა გიორგი მისკენ მორბოდა. - ნინი, მოიცადე! - გოგონას გული კიდევ უფრო აუჩქარდა, გარბოდა, თითქოს მთელი სამყარო უკან მოსდევდა, ქუჩაში გამოვარდა, ხელის აწევით პირველივე ტაქსი გააჩერა, მძღოლმა დამუხრუჭება ძლივს მოასწრო, ნინი უკანა სავარძელში ჩახტა. - სწრაფად! - სად? - უბრალოდ წადით! - ხმა უკანკალებდა, მძღოლმა სარკეში შეხედა, შემდეგ მანქანა დაძრა, გიორგი ზუსტად იმ დროს მივარდა ტროტუართან, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ტაქსი ადგილს მოსწყდა, ნელ-ნელა მოშორდა ადგილს, გიორგი რამდენიმე წამი უძრავად იდგა, მისი მზერა მანქანას გაჰყვა..თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი ხელიდან გაუსხლტა, უცნაური გრძნობა დაეუფლა..ისეთი, რომლის ახსნაც არ შეეძლო. შემდეგ კი ჩუმად ჩაილაპარაკა: - ვინ ხარ სინამდვილეში?.. შორენას საავადმყოფოში გამოჩენა ქაოსს დაემთხვა, დერეფანში არეულობა იგრძნობოდა, პერსონალი დაძაბულად მოძრაობდა. სწორედ ამ დროს შეესწრო იგი ექიმის და ნიკოლასის ხმაურიან კამათს. - სახლში მინდა წასვლა! - მკვეთრად თქვა ნიკოლასმა. - ჯერ ვერ გაგწერთ - მშვიდად უპასუხა ექიმმა. - სახლში მინდა! არ მჭირდება აქ მკურნალობა! - ხმა აუმაღლა მან. - გთხოვთ, საკუთარ ჯანმრთელობას ნუ შეუქმნით საფრთხეს - იმ გოგოს შეიძლება რამე დაეშავებინა ჩემთვის! რისგან ვიყავი დაცული საერთოდ?! - გაბრაზებით თქვა ნიკოლასმა. - არა… ნინი ძალიან კარგი გოგოა… ის ვერაფერს დაგიშავებდათ - საკმარისია! მის ქებას აღარ მოვისმენ! - გაბრაზდა ნიკოლასი. - რა ხდება? რატომ ხარ ასე განერვიულებული, შვილო?! - საუბარში შორენა ჩაერთო. - ის ექთანი ყოფილა იმ ბიჭის და… რომელიც პირადად მივლიდა - შორენამ წარბი ასწია და ექიმს მკაცრად შეხედა. - მე თქვენ რა გითხარით? დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იცოდით. - ნინი უწყინარი გოგოა, დამიჯერეთ… ის ყველაზე მეტად დარდობდა ამ ინციდენტზე - სად არის ახლა ის გოგო? - გაიქცა - ბრაზით უპასუხა ნიკოლასმა, შორენამ მწარედ ჩაიცინა. - და ეს არის „უწყინარი“? თუ არაფერ შუაშია, რატომ გაიქცა? მოვითხოვ, სასწრაფოდ დააკავონ! ასევე თქვენ და ისიც უნდა დაისაჯოთ სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებისთვის! ამ ამბავს ასე არ დავტოვებ! - ქალბატონო შორენა… - გიჩივლებთ! თქვენც და მასაც! არცერთს არ უნდა გქონდეთ საქმიანობის გაგრძელების უფლება! ჩემი შვილი აქედან მიმყავს! ეს საავადმყოფო კი არა, სოროა! ნინი გულაჩქარებული მივარდა სახლში და სწრაფად შევიდა გუგას ოთახში, ოთახი ცარიელი იყო. - ახლა სადღა გაქრი, გუგა! - დაიყვირა მან, ხმაში ნერვიულობა ეტყობოდა. - აქ ვარ - უკნიდან მშვიდი, ხმადაბალი ხმა მოესმა, ნინი სწრაფად შემობრუნდა, გუგა კუთხეში იდგა. - კარგია, რომ აქ ხარ. მიდი, სწრაფად ჩაალაგე რამდენიმე ხელი ტანსაცმელი. - რა ხდება? - იკითხა გაკვირვებით გუგამ. - გაიგეს, რომ შენი და ვარ… პრობლემა გვაქვს. სწრაფად მოემზადე! - სად მივდივართ? - არ ვიცი… მთავარი ისაა, რომ აქედან წავიდეთ. შეიძლება რომელიმე თანამშრომელს ჩვენი მისამართი ათქმევინონ. სწრაფად უნდა დავტოვოთ აქაურობა! - გუგამ თავი დახარა და თვალებში ცრემლები ჩაუდგა. - ყველაფერი ჩემი ბრალია… შენთვის მხოლოდ პრობლემები მომაქვს. ამდენს ზრუნავ ჩემზე და მე… მოდი, დამიჭირონ.. არ მინდა ჩემს გამო შენი ცხოვრება აირიოს. - გუგა, ჩაალაგე! - მკაცრად თქვა ნინიმ - ახლა სინანულს აზრი აღარ აქვს, შემდეგში იმედია გაიაზრებ, რომ აღარ უნდა ჩამაგდო ასეთ რთულ და გამოუვალ სიტუაციაში! - სიჩუმე ჩამოვარდა, ოთახში მხოლოდ სწრაფი ნაბიჯების ხმა ისმოდა, ნინიმ ოთახს ნაღვლიანი მზერით მოავლო თვალი, ამ სახლში დიდი ხანი ცხოვრობდა, თითოეული კუთხე რაღაცას ახსენებდა. წასვლა უჭირდა, თითქოს ნაწილს ტოვებდა უკან..შუქები ჩააქვრეს. კარი გამოაღეს და ზუსტად იმ მომენტში კარის ზღურბლთან გიორგი იდგა.. ნინი წამით გაშეშდა, გული ისე სწრაფად უცემდა, თითქოს მკერდიდან ამოხტომას ცდილობდა.. გუგას შეხედა, მისი თვალებიც დაბნეულობით იყო სავსე. - გთხოვთ… - ძლივს ამოიჩურჩულა ნინიმ.. თვალები აუწყლიანდა, მაგრამ მაინც ცდილობდა ხმაში სიმტკიცე შეენარჩუნებინა..გიორგი მშვიდად, დაჟინებით აკვირდებოდა ორივეს. - ჩემი და არაფერ შუაშია… მე ვაგებ პასუხს ყველაფერზე, რაც მოხდა - წინ გადადგა გუგა, თითქოს მის დაცვას ცდილობდა. გიორგიმ მზერა ნელა გადაიტანა ერთიდან მეორეზე, არ ჩქარობდა, მხოლოდ აკვირდებოდა. - მშობლები? - მოკლედ იკითხა, სიჩუმე ჩამოვარდა, გუგამ თავი დახარა. - არავინ გვყავს ერთმანეთის გარდა… - თქვა და ნინის ხელი მაგრად ჩასჭიდა, ის არის ჩემი მშობელიც, დაც, ყველაფერი… მე დამიჭირეთ, ის არაფერ შუაშია, ნინი სწრაფად მიუბრუნდა. - გაჩუმდი, გუგა!.. - ჩუმად, მაგრამ მკაცრად უთხრა, შემდეგ გიორგის შეხედა - თუ ვინმე უნდა დაისაჯოს, ეს მე ვარ. ის ბავშვია - გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა, შემდეგ მკაცრი ხმით თქვა: - მანქანაში დაჯექით, ორივე.. - არ უყვირია, პირიქით, ისეთი მშვიდი და მყარი იყო, რომ წინააღმდეგობის სურვილსაც კი აქრობდა..ნინი ნელა შეტრიალდა, ნაბიჯი გადადგა მანქანისკენ. გუგა უკან მიჰყვა, მაგრამ თითებში ნინის ხელი ისე ძლიერად ეჭირა, თითქოს ეშინოდა, რომ თუ გაუშვებდა საერთოდ დაიკარგებოდა.. ნინის გარეგნულად მშვიდი სახის უკან ყველაფერი იმსხვრეოდა..გონებაში მხოლოდ ერთი ფიქრი ტრიალებდა: „ახლა იწყება… ახლა ნამდვილად იწყება ყველაფერი ცუდი. არავინ მყავს… არც არავინ დამიცავს. მარტო ვარ.. მხოლოდ გუგაა და მე უნდა გავუძლო ორივესთვის.“ - მან ჩუმად ჩაისუნთქა, თითქოს საკუთარ თავს აჩუმებდა, რომ არ ჩამოშლილიყო.. „არ მაქვს უფლება რომ დავეცე… ის ჩემზეა დამოკიდებული, თუ მე დავეცემი, ის საერთოდ დაიკარგება.“ - მომავალს ვეღარ ხედავდა, გრძნობდა, რომ წინ რაღაც ისეთი ელოდა, რისთვისაც არც ძალა ჰქონდა საკმარისი და არც იმედი, გუგამ ჩუმად ჩასჩურჩულა: - ნინი… არ გეშინია? - ნინიმ ოდნავ თავი გააქნია, თუმცა ხმა ოდნავ აუკანკალდა: - მეშინია… მაგრამ ახლა ეს აღარაფერს ცვლის - ძმას შუბლზე აკოცა და გულში ჩაიკრა.. გიორგის ტელეფონზე ზარი შემოვიდა, ეკრანს დახედა ნიკოლასი ურეკავდა. - გისმენ ნიკო - მშვიდად უპასუხა. - რა ქენი, მიაგენი? - მეორე მხრიდან დაძაბული ხმა გაისმა, გიორგიმ სარკეში გახედა უკანა სავარძელს, სადაც ნინი და გუგა ისხდნენ. - კი… ორივე ჩემთან ერთადაა, განყოფილებაში მივდივართ. - მეც მოვალ! ჩემი თვალით უნდა ვნახო. - დაისვენე, საჭირო არ არის. ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც საჭიროა. - კაი, გიო… ჩემი ძმა ხარ. - დროებით.. თავს გაუფრთხილდი.. - გიორგიმ ზარი გათიშა, მანქანაში სიჩუმე ჩამოვარდა, ნინი ფანჯარაში იყურებოდა სახეზე აშკარად ზიზღი ედგა, განსაკუთრებით ნიკოლასის ხმის გაგონების შემდეგ. გუგა კი დაძაბული იჯდა და თითებს ერთმანეთში ნერვიულად ხლართავდა.. სიჩუმე გიორგიმ დაარღვია. - იცით მაინც ვისთან გიწევთ დავა? იცით ეს ხალხი ვინ არის? - ნინი მაშინვე შეტრიალდა. - კი, ვიცი! თავხედი, უზრდელი, განებივრებული დედიკოს ბიჭია! თქვენც ალბათ მისნაირი ხართ! - გიორგიმ ოდნავ ჩაიღიმა, მაგრამ არ გაბრაზებულა. - შორენა წულუკიძე… გაგიგიათ ეს სახელი?- ნინიმ წარბი ასწია. - ეგ ხომ… „ბონბონის“ დამფუძნებელია… - დიახ.. ნიკოლასი კი მისი შვილია - ნინიმ ჩუმად ამოისუნთქა, თითქოს ახლა უფრო მძიმედ მოეჩვენა ყველაფერი. - ეგ ქალი… შორენა… ძალიან კარგი ადამიანია როგორც მსმენია. - კარგი კი არის, მაგრამ თავის ფენასთან.. დახვეწილი, თავაზიანი… სხვებს დიდად არ წყალობს. მითუმეტეს როცა საქმე შვილებს ეხება - მან ოდნავ შეანელა მანქანა. - ახლა რთული პერიოდი აქვს ბიზნესში, მაგრამ იმდენი გავლენა და ნაცნობობა აქვს, რომ თუ მოუნდება… მიწიდან ამოთხრის ადამიანსაც კი.. თქვენ სწორედ მათთან გაქვთ საქმე - ნინიმ ტუჩზე იკბინა. - ნიკოლასი ჩემი მეგობარია, მაგრამ ვაღიარებ, ზოგჯერ ზედმეტი მოსდის. თუმცა შენი ძმაც რომ დამნაშავეა, ამას ვერ გავექცევით. - ის ბავშვია… - ჩუმად თქვა ნინიმ. - ნუ ამართლებ - მკაცრად, მაგრამ მშვიდად უპასუხა გიორგიმ. - ბავშვი რომაა, მალე გაიზრდება. თუ არ დაისაჯა, იფიქრებს, რომ ყველაფერი ეპატიება - გუგამ თავი დახარა. - მე ძალით მართლა არ მინდოდა… - ძლივს ამოილუღლუღა. - ვიცი, მაგრამ მოხდა. ორივემ შეცდომა დაუშვით - ნინიმ ხელი მაგრად მოუჭირა სავარძელს. - ის თავიდანვე ისე იქცეოდა… როგორ უნდა გვეთქვა სიმართლე? თავიდანვე მხეცივით იყო.. პირუტყვი! - კარგი… რამეს მოვიფიქრებთ - მშვიდად თქვა გიორგიმ, ნინიმ სწრაფად შეხედა. - ანუ? - გიორგიმ მანქანა ნელა შეაჩერა და მათკენ მიიხედა. - დასარჩენი გაქვთ სადმე? - ორივემ ერთდროულად თავი გააქნია. - თქვენ… პოლიციაში არ მიგყავართ? - გაკვირვებით იკითხა ნინიმ. - არა.. - მაგრამ.. მერე პრობლემები არ შეგექმნათ… - ჩემზე ნუ დარდობ, მე არაფერი მომივა.. საერთოდ არავინ გყავთ? ნათესავი… მეგობარი? - არა… მეგობრები მხოლოდ საავადმყოფოში მყავდა. მათთანაც ვერ მივალ - ნათესავები? - არ გვყავს… - გიორგიმ ამოიოხრა. - კარგი… ერთ ადგილას დაგტოვებთ, ოღონდ მშვიდად იყავით, არ იხმაუროთ.. მერე რამეს მოვიფიქრებთ - ნინიმ თვალებში უნდობლობით შეხედა. - რატომ გვეხმარებით? - ასე მინდა და მორჩა! - მან გუგას შეხედა, ოდნავ მკაცრად, მაგრამ არა მტრულად. - განსაკუთრებით შენ, პატარა ონავარო. ჭკვიანად იყავი და ოჯახის უფროსი არ გააბრაზო, თორემ ძალიან მკაცრია - გუგამ სწრაფად დაუქნია თავი.. ნიკოლასი სახლში მიიყვანეს.. - ჩემი საწყალი ძამიკო დაბრუნდა - ირონიით, მაგრამ მაინც თბილად თქვა ანანომ და ოდნავ გვერდულად შეხედა. ნიკოლასმა არც დაფიქრება აცადა, ბალიში ესროლა. - ნუ გააღიზიანებ! - მკაცრად ჩაილაპარაკა შორენამ და თვალები დაუბრიალა. - კარგი ხო… ხომ იცი, ვერ გიტან, ძმაო, მაგრამ მაინც მიყვარხარ - გაეცინა ანანოს და ნიკოლასს ლოყაზე აკოცა - მართლა გული მეტკინა შენს გამო, მაგრამ ცხოვრება წინ არის. - საზიზღარო… ვითომ გიყვარვარ - ჩაიბუზღუნა ნიკოლასმა. - მიყვარხარ, აუტანელო! აბა შენი „დირექტორობის“ ამბავს როდის აღვნიშნავთ? - თვალები აუციმციმდა ანანოს, ნიკოლასი გაჩერდა. - რა დირექტორობის? - თქვა დაბნეულმა, შორენამ უცებ უხერხულად ჩაახველა. - ანანო… - ჯერ არ იცოდა? - გაკვირვებით მიუბრუნდა დედას, ნიკოლასი ოდნავ წამოიწია. - რა დირექტორობის დედა?! - ხმას აუმაღლა. - აქციები შენს სახელზე გავაფორმე… საწარმოს 100%-იანი მფლობელი ხარ - მშვიდად თქვა შორენამ, ოთახში წამით სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ ნიკოლასმა ხმამაღლა გადაიხარხარა - მე? საკონდიტროს მფლობელი? დედა, გააფრინე?! რამდენჯერ უნდა გითხრა, არ მაინტერესებს შენი „სულელური“ საკონდიტრო! - შეგახსენებ, რომ რაც გაგაჩნია, მაგ „სულელური“ საკონდიტროს დამსახურებაა. რაღაცით ხომ უნდა დაკავდე? ნელ-ნელა ფეხბურთიც უნდა დაივიწყო - მშვიდად, მაგრამ მტკიცედ უპასუხა შორენამ, ნიკოლასს სახე დაეჭიმა. - არა! არ დავივიწყებ! პირიქით, საუკეთესო სპეციალისტებს მოვძებნით! რაც შეიძლება მალე დავუბრუნდები სპორტს! ნამცხვრები ჩემი საქმე არ არის! ეგ ანანოს საქმეა! - ნელა წამოდგა და ოთახი კასტილებით დატოვა.. - რას აპირებ, დედა? - ჩუმად იკითხა ანანომ, შორენამ ფანჯარაში გაიხედა. - მოძებნოს სპეციალისტები… როცა დაინახავს, რომ არაფერი გამოდის, მერე მაინც სხვა გზა არ ექნება. - ანანომ ოდნავ ჩაიღიმა, ნახევრად ირონიით, ნახევრად სინანულით. - საწყალი… მისი გზა მაინც საკონდიტრომდე მიდის.. გიორგის მანქანა ქალაქის გარეუბანში, ორ სართულიან აგურის სახლთან გაჩერდა, ეზო მოვლილი და ლამაზი იყო, სახლი არც ზედმეტად მდიდრული, არც უბრალო, რაღაც მშვიდი და თბილი ჩანდა მის იერსახეში..ფანჯარაში მოხუცი ქალი გამოჩნდა, როგორც კი გიორგი დაინახა, მაშინვე ღიმილით გამოვიდა გარეთ. - ბებოს გულო! - ხელგაშლილი გაექანა მისკენ, გიორგიმაც ღიმილით მოეხვია. - როგორ არის ყველაზე ლამაზი გოგო მთელს მსოფლიოში? - თქვა და ლოყაზე მთელი ძალით აკოცა ბებიას..ნინი და გუგა მანქანასთან იდგნენ, მორცხვად, გუგამ ჩუმად გადაუჩურჩულა: - რომ გავიქცეთ? - გაგიჟდი? გვეხმარება… სად უნდა გავიქცეთ? - გიორგიმ მათკენ გაიხედა. - სტუმრები მოგიყვანე, ბებო. რამდენიმე დღით აქ უნდა უმასპინძლო. - რა პრობლემაა, შვილო - თბილად გაუღიმა ქალმა - სტუმარ-მასპინძლობა არ მეშლება - მან ხელით ანიშნა, ახლოს მოწეულიყვნენ, სინათლეში პატარა ცელქი ბიჭი გამოჩნდა, გვერდით კი ოქროსფერთმიანი გოგონა იდგა. ორივე მორცხვად აკვირდებოდა მოხუცს, თითო ზურგჩანთით..ქალმა ნინი როგორც კი დაინახა, ოდნავ შეჩერდა. - რა ლამაზია… - გაოცებით თქვა, თითქოს უნებურად - სახლში შემოდით, არ შეგცივდეთ. კარგი საჭმელი მაქვს გაკეთებული, ყველა ერთად დავსხდეთ.. ბაბუაშენიც მალე მოვა. - სად არის? - არ ვიცი… მალე მოვა - გიორგიმ საათს შეხედა. - მე მეჩქარება… ჩემს სტუმრებს შენ გაბარებ, ბებო. აბა შენ იცი - ზუსტად იმ დროს ეზოს ბოლოდან ბაბუაც გამოჩნდა. გარეგნულად თბილი, მშვიდი, ოდნავ ღიმილიანი მოხუცი იყო, მაგრამ თვალებში რაღაც მძიმე, უხილავი სიღრმე ედო, თითქოს წარსული ჩუმად ეწეოდა უკან..ბებომ მაშინვე ხელით ანიშნა: - სოსო, ნახე… სტუმრები გვყავს. შეხედე რა ლამაზი გოგონაა - კაცმა ნინი შეათვალიერა, ოდნავ უფრო დიდხანს, ვიდრე უბრალოდ ზრდილობა ითხოვდა. მერე თითქოს ძალით ჩამოიღო მზერა და ჩუმად თქვა: - ძალიან… - მის ხმაში სევდა გაერია, ქალმა ხელი ჩაჰკიდა ნინის და გუგას. - წამოდით, სახლში შევიდეთ, შეგცივდებათ - შიგნით შეიყვანა ორივე, ბაბუა კართან დარჩა. რამდენიმე წამი სიჩუმეში იდგა, მერე გიორგის ჩუმად ჰკითხა: - სად იყო ეს გოგო…? - ჩემი მეგობარია. სახლში რემონტი აქვს და მალე წავლენ, იმედია პრობლემა არ გაქვს.. რა იყო წარსული გაგახსენა ამ გოგომ არა? - კი… - თქვა კაცმა, მზერა არ შორდებოდა კარს. - დიდი ხანია იცნობ? - არც ისე.. - ბაბუამ თავი ოდნავ გააქნია. - ყველას მეგობარს ნუ ეძახი, შვილო… რა იცი ვინ არის - გეყოფა ახლა… მე წავედი, მეჩქარება.. დილით გასაუბრება მაქვს ახალ თანამშრომლებთან, სტუმრებს მიხედეთ- ბაბუა მარტო დარჩა ეზოში, მზერა სახლის ფანჯრებს მიაბჯინა, მის მშვიდ სახეს რაღაც შეუმჩნევლად შეერია, თითქოს ძველი მოგონება, რომელიც დიდი ხანია დამალული ჰქონდა… მაგრამ ნინის დანახვამ მაინც გააღვიძა.. შემდეგი კვირა ნინის ცხოვრებაში ერთდროულად ყველაზე მშვიდი და ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. მძიმე იმიტომ, რომ ყოველ დილით ახალი სამსახურის ძებნით იწყებოდა. მშვიდი იმიტომ, რომ წლების შემდეგ პირველად გრძნობდა ოჯახურ სითბოს. მიუხედავად იმისა, რომ სოსო და მარინა მისი ნამდვილი ბებია-ბაბუა არ იყვნენ, სწორედ მათთან გრძნობდა თავს ისე, როგორც ბავშვობაში არასოდეს უგრძვნია..დილაობით მარინას სამზარეულოში ეხმარებოდა, ცომს ზელდა, ბოსტნეულს ჭრიდა, ეზოში გაფენილ სარეცხს ხსნიდა, ხანდახან მარინა გაბრაზდებოდა კიდეც. - გოგო, დაისვენე, მე გავაკეთებ! - ბებო, მე უსაქმოდ ვერ ვჩერდები. - ეგ შენი სენია... - იცინოდა მოხუცი ქალი, გუგა კი თითქოს შეიცვალა, სულ ცოტათი, მაგრამ მაინც, ბაბუას აეკიდა, სანადირო თოფს მხარზე გადაიკიდებდა სოსო და ბიჭიც უკან დასდევდა..ასეთი ბედნიერი გუგა დიდი ხანია არ ენახა, მაგრამ საღამოობით რეალობა ისევ ახსენებდა თავს, სამუშაო, უფულობა, ბინის მალე შოვნა,მომავალი..პირველად საავადმყოფოში სცადა დაბრუნება, რამდენიმე კლინიკა შემოიარა, ყველგან ერთსა და იმავეს ეუბნებოდნენ. - სამწუხაროდ თქვენი ლიცენზია დროებით შეჩერებულია, ვერ დაგასაქმებთ, მოგვიანებით სცადეთ.. - ყოველი უარის შემდეგ ნინის მხრები უფრო და უფრო ეშვებოდა, მაგრამ მაინც აგრძელებდა, ბოლოს სამრეცხაოში დაიწყო მუშაობა, პატარა, დახუთული შენობა იყო..შიგნით მუდმივად ცხელი ორთქლი იდგა, ჰაერში სარეცხის ფხვნილის მძაფრი სუნი ტრიალებდა, დილიდან საღამომდე უზარმაზარ თეთრეულებს რეცხავდა, მძიმე საბნებს.. სასტუმროს თეთრეულს, საღამოს თითები ისე ჰქონდა დახეთქილი, საპნის შეხებაზეც კი ეწვოდა..ერთ დღეს უზარმაზარი სარეცხის ტომარა რომ ასწია, წელიც კი ეტკინა..მაგრამ ხმას არ იღებდა, ორი დღეც ვერ გაძლო, შემდეგ სუპერმარკეტში დაიწყო მოლარედ, დილით რვიდან ღამის ათამდე, მთელი დღე ფეხზე იდგა, ზოგი მომხმარებელი ზრდილობიანი იყო, ზოგი აუტანელი.. ხან ფასზე ედავებოდნენ, ხან რიგზე. ხან უბრალოდ ცუდ ხასიათზე იყვნენ და მასზე იყრიდნენ ჯავრს.. ერთხელ ერთმა ქალმა იმიტომ უყვირა, რომ პარკში ნელა ჩაულაგა..ნინი მხოლოდ ბოდიშს იხდიდა, სახლში დაბრუნებული კი ფეხსაცმლის გახდას ძლივს ახერხებდა, ფეხები საშინლად სტკიოდა, მაგრამ არც იქ გაუმართლა, სუპერმარკეტი თანამშრომლებს ამცირებდა, ნინიც გაათავისუფლეს..ერთ საღამოს კი ქალაქის ერთ-ერთ ღამის კაფეში შევიდა. სხვა გზა აღარ ჰქონდა, უფროსმა თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა ზედმეტად დიდხანს..რაც ნინის არ მოეწონა. - რაზე შეგიძლიათ მუშაობა? - შემიძლია მიმტანად ვიმუშავო - მშვიდად უპასუხა. - სამსახური ძალიან მჭირდება - კაცს ჩაეღიმა. - შენნაირი ლამაზი გოგონა მიმტანად არ მჭირდება - ნინის სახე დაეძაბა. - სიმღერა შეგიძლია? - არასოდეს მიცდია. - ცეკვა? - მიმტანად მირჩევნია მუშაობა, ბატონო, არც ცეკვა გამომდის და არც სიმღერა. - ანაზღაურება ბევრად მეტია. - არ მინდა. - გოგონა... - კაცმა სავარძელში გადაწვა თავი. - ლამაზად ჩაიცმევ და უბრალოდ მომღერლის უკან იცეკვებ, რას ხედავ ამაში ცუდს? - არ ვიცი.. - ცადე, თუ არ მოგეწონება, წახვალ, არავინ გაძალებს - რამდენიმე წუთში გასახდელში აღმოჩნდა, ერთ-ერთმა გოგომ წითელი კაბა მიაწოდა. - ეს ჩაიცვი - ნინიმ გაშალა და მაშინვე თვალები გაუფართოვდა. - ეს? - ჰო, ეს. - არა... - ნინიმ თავი გააქნია. - ამას ვერ ჩავიცვამ - გასახდელში სიცილი ატყდა. - რა საყვარელია. - სოფელიდან ხომ არ ჩამოხვედი? - ეს რა მორცხვია... - ნინის ყურებიც კი აუწითლდა, გასახდელში შევიდა, კაბა მაინც ჩაიცვა, სარკის წინ გაშეშდა, კაბა მუხლებამდეც კი არ სწვდებოდა, ნინი გამუდმებით ქვემოთ ექაჩებოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე ისევ მაღლა იწეოდა, როცა გარეთ გამოვიდა, თავს სრულიად უცხოდ გრძნობდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა... როგორც ტყეში შემთხვევით მოხვედრილ პატარა ირემს მგლების ხროვაში, ან როგორც თოვლის ფიფქს, რომელიც შეცდომით ცეცხლის შუაგულში ჩავარდა. ყველაფერი უცხო იყო, ხმამაღალი მუსიკა, ნეონის განათებები, მოკისკისე გოგონები, კაცების მზერა და ამ ყველაფრის შუაგულში იდგა ნინი, ხელებს დაბნეულად იჭერდა კაბაზე, მოკლე წითელ კაბას ისევ და ისევ ქვემოთ ექაჩებოდა, თითქოს ამით შეძლებდა საკუთარი სიმორცხვის დამალვას. - ღმერთო... - ჩაილაპარაკა თავისთვის. - აქ რას ვაკეთებ?.. - და პირველად ცხოვრებაში მართლა დაფიქრდა, იქნებ უკან გაბრუნებულიყო, მაგრამ შემდეგ გუგა გაახსენდა..ბებია და ბაბუა, გადაუხდელი გადასახადები და ადგილზე დარჩა.. ერთი კვირის შემდეგ, ნიკოლასი უკვე დამოუკიდებლად დადიოდა ნელა, კოჭლობით..ყოველი ნაბიჯი ახსენებდა, რომ ძველი ნიკოლასი აღარ არსებობდა, მაგრამ მაინც დადიოდა..ექიმები კმაყოფილები იყვნენ, ნიკოლასი კი არა. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა სიარულს, მას სირბილი უნდოდა, მოედანი და ბურთი ენატრებოდა..ტრიბუნები და ეს ყველაფერი ჩამორთმეული ჰქონდა, ამ პერიოდში ყველამ სცადა მასთან დალაპარაკება, შორენამ, სალომემ. ნანკამ, გიორგიმ..ყველა ერთსა და იმავეს უმეორებდა. - საკონდიტროში უნდა ჩაერთო. - ახალი ეტაპი დაიწყო. - ცხოვრება გრძელდება - მაგრამ პასუხი ყოველთვის ერთი იყო. - არა! - ერთ საღამოს მოთმინება დაეკარგა, ტელეფონი აიღო, გიორგის დაურეკა. - ბარში არ წამოხვალ? - ვერა. - რატომ? - საქმე მაქვს - უკმაყოფილოდ ამოიოხრა გიორგიმ. - ახალ კადრებს ვარჩევ სამსახურისთვის, სრული საგიჟეთია - ნიკოლასმა თვალები გადაატრიალა. - თქვენი საკონდიტრო უკვე ყელში ამომივიდა. - ერთხელ მაინც მოუსმინე დედაშენს. - არა და არა! - ნიკო... - კარგი, დამთავრდა - საუბარი შეაწყვეტინა. - მე მივდივარ, განტვირთვა მჭირდება. - ისევ გოგოები? - ნიკოლასს გაეცინა. - ჩემო ძმაო... - ხმა შეარბილა. - ცხოვრებაში ორი რამ არის სასიამოვნო ჩემთვის, მოედანზე ბადეში გოლის გატანა და საწოლშიც გოლის გატანა, ფეხბურთი უკვე დავკარგე, მეორე მაინც შემომრჩა. - გამოუსწორებელი ხარ. რამდენიმე საათის შემდეგ მუსიკა, ალკოჰოლი, ნათურები, ხმაური..ზუსტად ის გარემო იყო, სადაც ფიქრებს ადვილად ახშობდნენ, ნიკოლასი ბართან იჯდა, ხელში ჭიქა ეჭირა, ირგვლივ რამდენიმე გოგონა ტრიალებდა, იღიმოდნენ, ეხუტებოდნენ, ესაუბრებოდნენ..ისიც თამაშობდა თავის როლს იცინოდა, ეხუმრებოდა, მაგრამ სინამდვილეში არც ერთს არ უსმენდა, უცებ შუქები ჩაქრა, სცენაზე პროჟექტორები აინთო, მომღერალი გამოვიდა, მის უკან მოცეკვავე გოგონები გამოჩნდნენ, ნიკოლასმა უინტერესოდ გააყოლა თვალი.. ერთი, მეორე, მესამე და მერე... გაშეშდა, ჭიქა ჰაერში გაუჩერდა, თვალები დააწვრილა, ოქროსფერი თმა მოხვდა პირველ რიგში თვალში, ფერმკრთალი სახე, მორცხვი მოძრაობები..სხვებისგან სრულიად განსხვავებული, თითქოს შემთხვევით მოხვედრილი ამ სამყაროში.. ნიკოლასი ნელა წამოდგა, გული უცნაურად უცემდა, პირველი აზრი, რაც თავში მოუვიდა, იმდენად აბსურდული იყო, რომ თავადაც ვერ დაიჯერა. "ეს როგორ არის აქ?" - მას ხომ ეგონა, რომ პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავდა ან საერთოდ აღარასოდეს შეხვდებოდა. მაგრამ რამდენიმე მეტრში იდგა, ნინიმ ვერ შეამჩნია, სცენის კიდესთან იდგა უხერხულად, თითქოს ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა, მართლა უნდა ყოფილიყო თუ არა აქ..ნიკოლასის თვალებში სიძულვილი მყისიერად დაბრუნდა, ავარიის ღამე გაახსენდა, საავადმყოფო.. მოტყუება ნინის მიერ.. - ყველაფერი.. ბარის მფლობელს დაუძახა. - ეს წითური საიდან გაჩნდა? - კაცმა გახედა - ა, ეგ? - ჩაეცინა. - დღეს ავიყვანეთ, მაგრამ მგონი გაშვება მომიწევს, მისგან არაფერი გამოვა - ნიკოლასმა ჭიქას ისე ძლიერად მოუჭირა ხელი, რომ თითის სახსრები გაუთეთრდა, თვალი არ მოუშორებია ნინისთვის. გონებაში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა. "აქ საიდან გაჩნდი, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, როგორც დაგპირდი ყველგან გაგამწარებ - შემდეგ ბარის მფლობელს გახედა, ტუჩებზე ნელი, სახიფათო ღიმილი გადაეკრო. - ფულს ვიხდი მასში, ღამის გატარება მინდა მასთან!.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


