ოქროსფერი რეცეპტი (ნაწილი 2)
ნინი საშინლად დაფრთხა ამ სიტყვების გაგონებაზე, მთელი ძალით სცადა მაჯის გათავისუფლება, მაგრამ უშედეგოდ. ნიკოლასის თითები რკინის მარწუხებივით ჰქონდა შემოჭერილი, ტკივილი ნელ-ნელა უფრო ძლიერდებოდა. - მე არაფერი ვიცი! - აკანკალებული ხმით უპასუხა - წარმოდგენაც არ მაქვს რაზე ლაპარაკობთ! - დამეხმარეთ და გაიგეთ! - კბილებში გამოსცრა ნიკოლასმა - ბევრ ფულს მოგცემ... ძალიან ბევრ ფულს! - ფული საჭირო არ არის... გთხოვთ გამიშვით... - აქ ვინ მომიყვანა? - სასწრაფომ... - ის ბავშვი სად არის? - არანაირი ბავშვი არ ყოფილა... - მატყუებ! - გთხოვთ... - ნინის თვალებში უკვე შიში იკითხებოდა. - მტკივა... გამიშვით... - იპოვეთ! - ზუსტად ამ დროს პალატის კარი გაიღო, შიგნით მთავარი ექიმი და კიდევ ორი მედიკოსი შემოვიდნენ, ნიკოლასმა მხოლოდ მაშინ გაუშვა ხელი, ნინი მაშინვე უკან დაიხია, მაჯა მთლიანად გაწითლებოდა, მისი თითების კვალი აშკარად ეტყობოდა კანზე.. შეუმჩნევლად მეორე ხელით დაიზილა მტკივნეული ადგილი, რამდენიმე წამით თვალებიც დახუჭა, თითქოს ტკივილის დამალვას ცდილობდა. - როგორ გრძნობთ თავს? - მშვიდად ჰკითხა ექიმმა. - ცუდად! - უხეშად მიუგო ნიკოლასმა ექიმს რეაქცია არ ჰქონია. - რამე გაწუხებთ? ტკივილები გაქვთ? - ჩემი ფეხის ამბავი მაინტერესებს! - თითქმის დაიყვირა ნიკოლასმა. - ფეხბურთელი ვარ! ერთ კვირაში თამაში მაქვს! - ნინიმ და ექიმმა ერთმანეთს მოკლე, მძიმე მზერა გაცვალეს, სიჩუმე ჩამოვარდა, ისეთი სიჩუმე, რომელიც ცუდი ამბის წინ მოდის. - ბატონო ნიკოლას... - დაიწყო ექიმმა ფრთხილად - ავარიის დროს მარცხენა მუხლმა ძალიან მძიმე დაზიანება მიიღო. - კონკრეტულად? - დაგიზიანდათ წინა ჯვარედინი იოგი, ნაწილობრივ დაზიანებულია მენისკიც და გვაწუხებს ნერვული დაზიანებაც.. - ნიკოლასი გაუნძრევლად უყურებდა. - ანუ? - ანუ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ფეხის სრულად შეხორცებაა. - თამაში როდის შემეძლება? - ექიმმა ღრმად ამოისუნთქა. - უახლოეს პერიოდში ვერა. - რამდენ ხანში? სამ თვეში? ექვსში? - კვლავ სიჩუმე, ნიკოლასს სახე ნელ-ნელა შეეცვალა. - ექიმო... - ვერ გეტყვით ზუსტ დროს. - რამდენ ხანში ვითამაშებ?! - შესაძლოა.. - ექიმმა სიტყვების შერჩევა სცადა. - შესაძლოა პროფესიონალურ ფეხბურთში დაბრუნება ძალიან რთული აღმოჩნდეს - ჰაერი გაიყინა, ნინის სუნთქვაც კი შეეკრა, ნიკოლასი რამდენიმე წამს უძრავად იწვა, თითქოს სიტყვების მნიშვნელობა ჯერ ბოლომდე ვერ გაიგო, შემდეგ ნელა წამოიწია. - რას ნიშნავს "ძალიან რთული"? - არავინ პასუხობდა. - რას ნიშნავს?! - ხმა უკვე აღარ ჰგავდა მის ხმას. - მე ნაკრებში უნდა ვითამაშო... - თვალები ექიმზე ჰქონდა მიჩერებული. - ერთ კვირაში შეკრება მაქვს... - ნიკოლას... - მითხარით რომ ცდებით! თქვენ აშკარად ცდებით.. - ნიკოლასი მთელი ძალით წამოიწია საწოლიდან, მაშინვე საშინელმა ტკივილმა დაუარა ფეხში, სახე დაემანჭა, მაგრამ არ ჩერდებოდა. - თქვენ შეშლილები ხართ! - საწოლის მოაჯირს ჩაეჭიდა. - გიჟები! - ნიკოლას, დამშვიდდით... - მე თამაში შემიძლია! - თვალები სიბრაზისგან უელავდა. - აუცილებლად ვითამაშებ! - ფეხზე არ ადგეთ! - არაპროფესიონალები ხართ ყველანი!- ექიმმა შუბლზე ხელი გადაისვა. - ნინი, გთხოვ, დამამშვიდებელი გაუკეთე - მაგრამ ნინი ადგილზე გაქვავებულიყო, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა იმას, რაც გუგას გამო ხდებოდა.. - ნინი დამამშვიდებელი! - უფრო მკაცრად დაუძახა ექიმმა, გოგონა შეკრთა, სწრაფად მიუახლოვდა, ხელები უკანკალებდა, შპრიცი ძლივს ეჭირა, ნიკოლასმა მზერა მასზე გადაიტანა, შემდეგ კი ხელი ძლიერად ჰკრა, შპრიცი იატაკზე დავარდა. - არ მინდა! - დაიღრიალა. - მოაშორე ეგ წყეული ნემსი! - ნინიმ უკან დაიხია. - მოშორდი აქედან! - მისი ხმა უკვე მთელ საავადმყოფოში ისმოდა. - წადი და რაც გითხარი ის გააკეთე! - ნინის გული საშინლად უცემდა. - იპოვე ის საზიზღარი ბავშვი! - ნიკოლასის თვალებში ახლა მხოლოდ სიძულვილი ჩანდა. - ციხეში დავალპობ! მასაც და მის დასაც! - ექიმმა უხერხულად ჩაახველა, მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა. - ნინი...გადი.. მე მივხედავ - გოგონამ პასუხიც არ გასცა, მაშინვე შეტრიალდა, კარი გააღო და თითქმის გაიქცა.. დერეფანში გამოსულს სუნთქვა უჭირდა, ცრემლები თვალებს უწვავდა, კედელს მიეყრდნო, მუხლები უკანკალებდა. - გუგა... - ჩურჩულით თქვა, თვალები დახუჭა. - ეს რა გამიკეთე გუგა..რა შარში გამხვიე - ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე. - ამ გიჟს როგორ გადამყარე... - თავი კედელს მიადო. - ახლა რა ვქნა...რა ჯანდაბა ვქნაა!! პალატაში ექიმი მარტო დარჩა ნიკოლასთან. - ნიკოლას...გთხოვთ მომისმინეთ - არ მინდა არაფერი! - დამშვიდდით. - არ მინდააააა! - ბოლო ხმაზე დაიღრიალა, პალატის კედლებიც კი თითქოს შეზანზარდა. - ვინც ეს გამიკეთა, უნდა დაისაჯოს! - ექიმი ჩუმად იდგა. - აქ ძაღლივით მომიყვანეს! ის ლაწირაკი ბავშვი მისმა დამ გადამალა! - სახე სიბრაზისგან გასწითლებოდა. - მთელ საავადმყოფოს თავზე დაგამხობთ! - გთხოვთ... - ოცდაოთხ საათს გაძლევთ! - მუშტი საწოლზე დაარტყა. - ოცდაოთხ საათს რომ ბიჭიც და მისი დაც ჩამაბაროთ! - სწორედ ამ დროს პალატის კარი გაიღო, ყველა ინსტინქტურად შეტრიალდა, კარში შორენა წულუკიძე შემოვიდა, შავი, ძვირადღირებული პალტო ჯერ კიდევ წვიმის წვეთებით ჰქონდა დაფარული, სახე გაფითრებოდა, მაგრამ თვალები საშიში ჰქონდა..ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება პრობლემებს ფულით, ძალაუფლებით და გავლენით აგვარებდა, პირველად ხედავდა საკუთარ შვილს ასეთ მდგომარეობაში, რამდენიმე წამით გაშეშდა, შემდეგ მზერა ნიკოლასის შეხვეულ ფეხზე გადაიტანა, სისხლით დალაქავებულ ბინტზე და სახეზე ფერი საბოლოოდ დაეკარგა. - შვილო... - ჩურჩულით თქვა, ნიკოლასმა დედას შეხედა და პირველად ამ ღამით... თვალები აუწყლიანდა. - მითხრეს, რომ შეიძლება ვეღარ ვითამაშო... - ვინ გააკეთა ეს? - იკითხა ჩუმად, ნიკოლასმა კბილები ერთმანეთს დააჭირა. - ერთი ლაწირაკი ბავშვი იყო.. სულელი, იდიოტი ბავშვი!! - შორენას თვალები ჩაუმუქდა. - სახელი? გვარი? დააკავეს? - არ ვიცი, გადამალეს! - როგორ თუ გადამალეს?! - აქ მისი და მუშაობს, გადამალეს.. - თუ შეიძლება ჩემს შვილთან მარტო დამტოვეთ - ექიმებმა პალატა დატოვეს - ხომ მიცნობ, შვილო? - შორენა ნელა ჩამოჯდა საწოლის კიდეზე - მიწიდან ამოვთხრი მათ, თუ საჭირო გახდა. დარდი არ გქონდეს - ნიკოლასმა სიცილი სცადა, მაგრამ ტკივილმა ხელი შეუშალა. - როგორ არ ვინერვიულო, დედა?ოცნებას ჩამომაშორეს...მთელი ცხოვრება ამას ვცდილობდი, მიზანს მივაღწიე... - მუშტი შეკრა. - და ვიღაც სულელი, თავხედი ბავშვის გამო ყველაფერი დამენგრა, თან არც დასჯილა... - დაისჯებიან - მტკიცედ თქვა ქალმა. - კარგზე იფიქრე. - რა კარგზე? - მწარედ გაეცინა ნიკოლასს. - აწი რაზე უნდა ვიფიქრო? - ცხოვრება ფეხბურთით არ მთავრდება. - ჩემთვის მთავრდება. - სისულელეა - შორენას ხმა ისევ მკაცრი გახდა. - ამხელა ბიზნესი გვაქვს, ისწავლი მართვას, ჩემს გვერდით დადგები, ახალ საქმეს დაიწყებ. - არ მინდა! - ნიკოლასმა საწოლს მუშტი დაარტყა. - მეზიზღება ეგ შენი ნამცხვრები! - ნიკოლას! - არ მინდა! - თვალები სიბრაზისგან უელავდა. - მთელი ცხოვრება იმ კრემებს და ბისკვიტებს ვერ შევაცქერდები! - მაშინ დაჯექი სახლში და იგლოვე - მოულოდნელად წამოდგა შორენა. - თუ ფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება საკუთარ თავს შეიცოდებ, ეგ შენი არჩევანი იქნება! - ქალმა კარისკენ გადადგა ნაბიჯი და პალატა დატოვა - ჩემი რატომ არ გესმით არავის...რატომ... რამდენიმე წუთის შემდეგ შორენა მთავარი ექიმის კაბინეტში ისე შევიდა, არც კი დაუკაკუნებია, მისი ქუსლიანების ხმა კაბინეტში მკაფიოდ გაისმა, ექიმი მაშინვე ფეხზე წამოდგა. - ქალბატონო შორენა... - დაჯექით! - თავადაც ჩამოჯდა, ისე, თითქოს კაბინეტი მისი საკუთრება ყოფილიყო. - ალბათ მიცნობთ. - თქვენნაირ პატივსაცემ ადამიანს ვინ არ იცნობს... - ექიმი აშკარად ნერვიულობდა. - გარწმუნებთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს კომპეტენციაში შედის. - თქვენს კომპეტენციაში შედის დამნაშავეებისთვის ხელის დაფარება? - ექიმი დაიბნა. - ვერ მიგიხვდით... - ძალიან კარგად მიმიხვდით - შორენას ხმა ზედმეტად მშვიდი იყო. - რანაირად დავიჯერო, რომ ამ საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა არ იცის, ვინ იყო ის ბავშვი? - ექიმმა არაფერი უპასუხა. - ან ვინ არის მისი და, რომელიც აქ მუშაობს? - სიჩუმე ჩამოვარდა, ექიმმა მზერა აარიდა, შორენას ტუჩის კუთხე ოდნავ შეირხა, თითქოს პასუხი უკვე მიიღო. - სწორედ ასე - ჩუმად თქვა მან. - ესე იგი იცით! ექიმო ზომებს ველოდები თქვენი მხრიდან! ის ხალხი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს - ქალი ნელა წამოდგა, ძვირადღირებული პალტო გაისწორა. - ხვალ იმ გოგონას ვინაობას ველოდები - თვალი თვალში გაუყარა ექიმს, შემდეგ შემობრუნდა და კაბინეტი იმავე ამაყი, თავაწეული ნაბიჯებით დატოვა..კარი დაიხურა, ექიმმა მხოლოდ ამის შემდეგ ამოისუნთქა ღრმად, სავარძელში ჩაეშვა. დაღლილი მზერა ფანჯრისკენ გაიტანა. შემდეგ კი ჩუმად ჩაილაპარაკა: - ნინი, ნინი.. რა მოგიხერხო ახლა... - სახეზე სინანული დაეტყო. - ნინი.. ვეღარ დავმალავთ.. ეს ხალხი.. ორივე დედა-შვილი შეშლილები არიან.. მაინც გაიგებენ - კარგით.. მე თავად შევალ ახლა და ვეტყვი..ასე აჯობებს.. თქვენ უხერხულ სიტუაცუაში ვერ ჩაგაყენებთ ჩემს გამო.. ნინი ღრმად ჩაისუნთქა, ხელში წამლების ურიკა ეჭირა. კარის წინ რამდენიმე წამით შეყოვნდა, შემდეგ კი პალატაში შევიდა. ნიკოლასი საწოლში ნახევრად წამოწოლილი იჯდა, ტელევიზორში ფეხბურთი გადიოდა. - გოოოოლ!! - მთელი ხმით დაიყვირა. - აი ასე! ასე უნდა ითამაშო ფეხბურთი! - მუშტი ჰაერში ასწია, შემდეგ მზერა ნინისკენ გადაიტანა, წითური გოგონასკენ..მერე მის ხელში დაჭერილ შპრიცს დახედა, ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა. - ეგ რა არის? - ნინის ტუჩები ოდნავ შეირხა. - წამალია. - ვხედავ, რომ წამალია... - ეჭვით შეხედა. - მაგრამ რატომ არის ასეთი "წვეტიანი?" - ნინის პირველად გაეღიმა, მართლა გაეღიმა. - ამხელა სპორტსმენს ნემსის ეშინია? - ნემსის არ მეშინია, გოგონი - სასწრაფოდ გასწორდა. - უბრალოდ... - ყელი ჩაიწმინდა. - მიჩვეული არ ვარ, ზოგადად ნემსს ყოველთვის მე ვუკეთებდი სხვებს - ნინიმ წარბი შეკრა. - რას ნიშნავს ეგ? - ნიკოლასს ეშმაკურად ჩაეღიმა. - არაფერს, შენ ვერ გაიგებ.. - დამცინავი მზერით ნინი აათვალიერა, გოგონას სახე წამებში აუწითლდა. - უზრდელი ხართ. - უკვე მეორედ მეძახი უზრდელს. - იმიტომ რომ ხართ! - მომწონს შენი გამბედაობა - ნინიმ თვალები აატრიალა - ხელი გამომიწოდეთ - აუცილებელია? - ეს სამედიცინო პროცედურაა - ნინიმ ვენა იპოვა, ნემსი ფრთხილად გაუკეთა, ნიკოლასი რამდენიმე წამით გაჩუმდა, შემდეგ გაოცებულმა დახედა ხელს. - მორჩა? - დიახ. - საერთოდ ვერაფერი გავიგე.. სასწაულია, ოქროსფერთმიანო... - ნინიმ წარბი ასწია. - ნაზი ხელები გაქვს.. - ჩუმად ჩაახველა, შემდეგ დაამატა - იქნებ მასაჟიც გაგეკეთებინა? - ვწუხვარ, მასაჟებს აქ არ ვაკეთებთ! - უხეშად უპასუხა გოგონამ. - რა სიმკაცრეა. - როგორც ვხედავ, განერვიულებული აღარ ხართ. - აი ჩემი წამალი - ტელევიზორისკენ გაიშვირა ხელი. - ფეხბურთმა მომიყვანა ხასიათზე - ნინი უხმოდ აგრძელებდა საქმეს, ერთი სული ჰქონდა, როდის გავიდოდა პალატიდან. - აუ... - უცებ დაიკვნესა ნიკოლასმა. - აქ მეტკინა. - სად? - აი აქ.. - გვერდზე ანიშნა, ნინი მიუახლოვდა. - აქ? - ცოტა მაღლა - გოგონამ ხელით შეამოწმა. - გტკივათ? - ცოტა.. ასეთი ცივი ხელები რატომ გაქვს?- ნინი გაშეშდა. - ნერვიულობ? - ღიმილით ჰკითხა, შემდეგ მის ხელზე დაადო ხელი. - თუ გინდა გაგითბობ - ნინიმ ხელი უცებ გამოსტაცა. - საკმარისია! თქვენი ადგილი იცოდეთ! - ნიკოლასს გაეცინა - კაცი არასდროს გყოლია, არა? - ნინის თვალები გაუფართოვდა. - რა სითავხედეა! - პასუხი ესე იგი კი არის. - თქვენ აუტანელი ხართ! - ტონს დაუწიე, გოგონი - სრული სერიოზულობით უთხრა, ნინიმ წასვლა დააპირა.. სიმართლის თქმა უნდოდა, თუმცა ამ მომენტში ისე იყო გაცეცხლებული მზად იყო ნიკოლასი ადგილზე გაეგუდა.. - ბალიში გამისწორე - ნინიმ კბილები დააჭირა ერთმანეთს, მიუახლოვდა, ბალიშს ხელი მოკიდა, ამ დროს ნიკოლასი მის მაჯას შეეხო და თავისკენ შემოაბრუნა, რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა მწვანე თვალებში, ჭორფლიან ლოყებზე, ცეცხლისფერ თმებზე.. - რას აკეთებთ?! - დაბნეულმა წამოიძახა ნინიმ, ზუსტად ამ დროს კარი გაიღო. - ოჰო.. - გიორგის ხმა გაისმა, ნიკოლასმა ხელი მაშინვე გაუშვა, ნინი ელვასავით მოტრიალდა, წამით გიორგის შეხედა, მერე ურიკას ხელი დაავლო და კარისკენ გაექანა, ისე ნერვიულობდა, რამდენიმე ამპულა ძირს დაუცვივდა. - ჯანდაბა.. - ჩაილაპარაკა ჩუმად, ასაღებად მოიხარა, მაგრამ გიორგიმ დაასწრო, ამპულები აკრიფა, ნინის გაუწოდა. - ფრთხილად - მხოლოდ ეს თქვა, გოგონამ მადლობის ნიშნად თავი დაუქნია, გიორგი უცნაურად გაშეშდა.. - მადლობა... - პალატიდან თითქმის სირბილით გავიდა, კარი დაიხურა, გიორგი კიდევ რამდენიმე წამი უყურებდა იმ ადგილს, სადაც გოგონა გაუჩინარდა.. - რა იყო? - ჩაეცინა ნიკოლასს. - მოგეწონა? - გიორგიმ პასუხი არ გასცა, კვლავ კარისკენ იყურებოდა. ნინი დერეფანში გამოვარდა, კარი ზურგს უკან ისეთი ძალით მიიხურა, რამდენიმე ექთანმა გაკვირვებულმა გამოხედა.. გოგონა სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა, სახე აწითლებოდა, გული გამალებით უცემდა ბრაზისგან, სირცხვილისგან. დაბნეულობისგან. - იდიოტი... უზრდელი - ჩაილაპარაკა თავისთვის, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. შემდეგ ისევ გაჩერდა, ხელები გადაიჯვარედინა. - ვინ ჰგონია საერთოდ თავი?! ოქროსფერთმიანოო... - მისი ტონის მიბაძვა სცადა. - ნაზი ხელები გაქვსო...აუტანელი ბიჭი! - სახე კიდევ უფრო აუწითლდა, კედელს მიეყრდნო, ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ გაბრაზება არ ცხრებოდა.. - რატომ ორივე ფეხი არ მოგტყდა იმ ავარიის დროს... - ჩაიბურტყუნა. - შენნაირები ამას იმსახურებენ ზუსტად! - მაშინვე შეწუხდა საკუთარ სიტყვებზე, თვალები დახუჭა, თავი გააქნია. - არა...ეგ არ უნდა მეთქვა.. - მაგრამ მერე ნიკოლასის ღიმილი გაახსენდა და ისევ გაბრაზდა. - თავხედი ბიჭი! ნიკოლასი უკვე ჩვეულ პოზიციაში იწვა, ტუჩებზე ღიმილი დასთამაშებდა. - რას აკეთებდი იმ გოგოსთან? - ნიკოლასს სიცილი წასკდა. - რაღაცით ხომ უნდა გავერთო? - ნიკო!... - მართლა, დავიღალე ამ ოთხ კედელში - მხრები აიჩეჩა. - და ექთნების შეწუხება გადაწყვიტე? - შეწუხება არა...უბრალოდ ვამოწმებდი მოთმინების ზღვარს - ეშმაკურად ჩაეღიმა, გიორგიმ თვალები გადაატრიალა. - ბავშვივით იქცევი. - ძალიან დაბნეულია. - ვინ? - ეგ წითური - ნიკოლასს ისევ გაეცინა. - თავს დავდებ ქალიშვილია. - ნიკოლას! გარყვნილი ნუ ხარ! - - უკვე დამიწყე ჭკუის სწავლება? - ნანკამ რომ გაიგოს... - ნანკა? ნანკა წარსულია..სერიოზული არც არაფერი ყოფილა - გიორგიმ ამოიოხრა, რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ უფრო სერიოზულად ჰკითხა: - როგორ ხარ? - ნიკოლასის სახეზე ღიმილი ნელ-ნელა გაქრა. - რას გულისხმობ? - კარგად იცი რასაც - ნიკოლასმა მზერა აარიდა, ტელევიზორისკენ გაიხედა.. - მიჭირს..საშინლად მიჭირს - გიორგი არაფერს ამბობდა, მხოლოდ უსმენდა. - ზოგჯერ რამდენიმე წამით მავიწყდება, მგონია რომ უნდა მოვემზადო და ვარჯიშზე წავიდე.. მერე მახსენდება, და მთლიანად ვინგრევი შინაგანად.. მთელი ცხოვრება ამისთვის ვემზადებოდი, გიო... - ვიცი - და უცებ აღარაფერი დამრჩა - გიორგი მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაადო. - მარტო არ ხარ, რაც არ უნდა მოხდეს... შენს გვერდით ყოველთვის მიგულე - ნიკოლასმა პირველად გაიღიმა გულწრფელად. - რა რომანტიკული ხარ. - იდიოტი ხარ. - მეც მიყვარხარ, ძმაო - ორივეს გაეცინა, დაძაბულობა ოდნავ განიმუხტა. - რა ხდება საკონდიტროში? დაცხვეთ იდეალები? - ჰკითხა ირონიულად ნიკოლასმა - დავაცხვეთ და დავკრემეთ კიდეც - მშვიდად უპასუხა გიორგიმ. - შენ არაფერი გეშველება ნიკო.. რა აუტანელიც იყავი, ისევ ისეთი დარჩი - ზუსტად ამ დროს პალატაში სხვა ექთანი შემოვიდა, გადასხმის სისტემის მომზადება დაიწყო - ის ოქროსფერთმიანი სად წავიდა? - ექთანს გაეღიმა. - შესვენებაზეა. - ჰო, როგორ არა... - ტუჩის კუთხე ჩაუტყდა. - გამირბის - გიორგიმ ეჭვით შეხედა. - ნიკოლას... - რა? - თავი დაანებე იმ გოგოს. - რატომ? - იმიტომ - რა გული შეგტკივა იმ მახინჯზე - გიორგის სახე უცებ გამკაცრდა. - გეყოფა, გოგოზე ასე ნუ ლაპარაკობ. - ოჰო... - წარბები ასწია. - როგორი მაჩო ხარ, მეგობარო. - არ მიყვარს მსგავსი რაღაცეები, ყველა ქალი იმსახურებს პატივისცემას - მშვიდად თქვა გიორგიმ - პატივს ყველას ვცემ, ნაძირალას ნუ გამომიყვან.. - აბა? რა ლაპარაკია - უბრალოდ ის გოგო ძალიან სასაცილოა და ცოტა გავეხუმრე -მხრები აიჩეჩა.. გიორგიმ იატაკისკენ დაიხედა, საწოლის ქვეშ რაღაც ბრწყინავდა. - ეს რა არის? - მოიხარა, ტელეფონი აიღო. - ეს შენია? - არა - შემდეგ გაეცინა. - ალბათ იმ წითურს დაუვარდა სიჩქარეში, გიორგიმ ტელეფონი ხელში შეატრიალა. - მომეცი აქ - ნიკოლასმა ტელეფონი გამოართვა, ეკრანს თითი შეახო. და იმ წამს...ღიმილი სახეზე შეახმა, ეკრანი განათდა, ფოტო გამოჩნდა, წითური გოგონა იღიმოდა..მის გვერდით კი...ბიჭი იდგა, დაახლოებით ცამეტი წლის..ქერა, გამხდარი..ზუსტად ის ბიჭი, გაახსენდა წვიმიანი ღამე, ფარები. დარტყმა..შეშინებული სახე საქარე მინიდან..ყველაფერი ერთდროულად დაუბრუნდა.ნიკოლასს თითქოს ვიღაცამ მკერდში მუშტი ჩაარტყა, სუნთქვა შეეკრა, თვალები გაუფართოვდა, გულისცემა აუჩქარდა..იმ ბავშვის სახე სამუდამოდ ჰქონდა გონებაში ჩაბეჭდილი, ის იყო.. ვინც მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, ვინც წაართვა ნაკრები..ოცნება, მომავალი..მისი ფოტო იმ გოგოს ტელეფონში იყო, რომელიც მთელი ღამე ატყუებდა, რომ არაფერი იცოდა, რომ არავის იცნობდა, რომ არანაირი ბავშვი არ არსებობდა..ნიკოლასის ხელზე ძარღვები დაებერა..ტელეფონი ძლივს ეჭირა. - გიო, დამეხმარე წამოდგომაში! - გიორგიმ გაკვირვებით შეხედა. - რა მოხდა? - დამეხმარე, გიო!! - ნიკოლასმა ისეთი ხმით დაიღრიალა, რომ პალატის კარიც კი შეზანზარდა. - ნიკო, დამშვიდდი... - ეტლი მოიტანე! - რათ გინდა? - ეტლი მოიტანე! - გიორგი აღარ შეეკამათა, რამდენიმე წამში ეტლი მოაგორა..ნიკოლასი თითქმის გადახტა მასში, ტკივილისგან სახე დაემანჭა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. მის თვალებში მხოლოდ ერთი მიზანი ჩანდა..დერეფანში გასვლისთანავე ბოლო ხმაზე დაიყვირა: - სად არის?! - ყველა შეკრთა, ექიმები, ექთნები..პაციენტების ახლობლები, ყველა მისკენ მობრუნდა. - სად წავიდა ის წითური ექთანი?!- ნიკოლასი ახლა დაჭრილ მტაცებელს ჰგავდა, ისეთს, რომელიც ტკივილისგან უკვე ვეღარ ფიქრობდა.. - სად არის?! - დერეფნის მეორე ბოლოდან ხმა გაისმა. - აქ ვარ! - ყველას მზერა ნინისკენ წავიდა, ის იდგა ფერმკრთალი, შეშინებული, მაგრამ თავაწეული. მხრები გამართული ჰქონდა, თითქოს საკუთარი შიშისთვის არ უნდოდა გამარჯვების უფლების მიცემა.. ხელები უკანკალებდა, გული გამალებით უცემდა, ნიკოლასი პირდაპირ მისკენ დაიძრა, ეტლის ბორბლები იატაკზე ხმაურით ტრიალებდნენ..გიორგი უკან მიჰყვებოდა. - ნიკო... - გაჩუმდი! - ნიკოლასი ნინის წინ გაჩერდა, ტელეფონი ასწია, ეკრანი გაანათა, ნინისა და გუგას ფოტო გამოჩნდა.. ნინის ფეხქვეშ თითქოს მიწა გამოევალა, ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. თვალები წამით დახუჭა, სწორედ იმ წამს მიხვდა. ყველაფერი დასრულდა.. - ფარისეველო... - ჩუმად თქვა ნიკოლასმა, მაგრამ ეს ჩურჩული ყვირილზე საშიში იყო. - თვალებში მიყურებდი... - კბილები ერთმანეთს დააჭირა. - ხედავდი მომავალ წართმეულ ადამიანს, რომელიც ამ დღეში შენმა ძმამ ჩააგდო და ხმას არ იღებდი! - შემდეგ ხალხს და გიორგის მიუბრუნდა - მისმა ძმამ ჩამაგდო ამ დღეში! - ნინის თვალებში პირველად გაიელვა ტკივილმა - მე... - არ მჭირდება შენი ახსნა! - შეაწყვეტინა. - შენ ხელს აფარებდი! - ის ბავშვია... - ბავშვი?! - მწარედ გაეცინა ნიკოლასს, გიორგი წინ გადაუდგა. - მერე ნინი რა შუაშია? - შუაშია! - ნიკოლასი თითქმის ღრიალებდა. - იმიტომ რომ მატყუებდა! - თითი ნინისკენ გაიშვირა. - იცოდე... ორივეს პასუხს გაგებინებთ!! ნინის სუნთქვა შეეკრა - იმას ინატრებთ...რომ იმ ღამეს საერთოდ არ გადავრჩენილიყავი - ეტლი კიდევ წინ გასწია, ახლა მათ შორის სულ რამდენიმე ნაბიჯი იყო..ნინი უნებლიედ უკან დაიხია, კედელს მიეყრდნო..გაქცევის ადგილი აღარ ჰქონდა და პირველად...ნამდვილად შეხვდნენ თვალებით ერთმანეთს, არა როგორც ექთანი და პაციენტი, არა როგორც უცნობები, არამედ როგორც მტრები..ნიკოლასის თვალებში ცეცხლი იწვოდა, ბრაზი, ტკივილი, ნინის თვალებში კი შიში ჩანდა, მაგრამ იმ შიშის უკან კიდევ რაღაც იყო..სიამაყის მსგავსი.. ჯიუტი, გაუტეხელი სიამაყე, ისეთი, რომელიც ადამიანს აიძულებს არ იტიროს მაშინაც კი, როცა გული ეშლება.. რამდენიმე წამი არც ერთი არ ლაპარაკობდა, თითქოს მთელი დერეფანი გაქრა, თითქოს მხოლოდ ისინი დარჩნენ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


