შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია 11 თავი


10-06-2026, 09:13
ავტორი ნეაკო
ნანახია 440

ოთახიდან გავიდა თუ არა ვაჩე, კახამ მაშინვე ჩხუბი დაუწყო.
-მის მხარეს ხარ?
-ხვდები ახლა რა სისულელეს მეკითხები?
-ყოველთვის მას იცავ!
-არ მინდა რომ სახლიდან წავიდეს!
-რატომ?
-მიზეზი ბევრია! ჩამოგითვალო?!- წამოენთო კახა
-ვეზიზღებით!
- ....
-უკან იმიტომ დაბრუნდა რომ ცხოვრების მარტო გაგრძელების შეეშინდა და არა იმიტომ რომ გეგას გვერდში დასდგომოდა
-ვიცი!
-მაშინ უფლება მიეცი, რომ ისევ წავიდეს!
-არავითარ შემთხვევაში!
-რატომ?
-ვერ ხვდები?!
- ...
-ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება გეგამ უნდა მიიღოს და არა მარიამმა!
-კახა ძალიან გთხოვ არ გინდა, ყველაფერს უარესად ნუ გაართულებ...
-რის თქმას ცდილობ?
-მარიამის ყოველდღე ტირის, თითქმის არ გვეკონტაქტება, შენს დატოვებულ ფულს არ ეკარება, დედამისი გამოგზავნილ კაპიკებს იზოგავს და იმას ხარჯავს...
-სარიოზულად? აქამდე რატომ არაფერი მითხარი?
-საჭიროდ არ ჩავთვალე!
-სოფო ვიცი რომ მარიამი გულზე დიდად არ გეხატება, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ის ჩვენი რძალი და შვილიშვილის დედაა!
-ისევ მე გამოვედი ყველაფერში დამნაშავე!- წამოენთო სოფო- ის არაფერი ჩვენს გვერდით ცხოვრებას რომ აიძულებ პირადი მიზეზების გამო?
-პირად მიზეზებში რას გულისხმობ?!- მოიღუშა კახა
-იცი რასაც ვგულისხმობ!
-!?
-კახა!
-სოფო! მარიამი ამ სახლში იცხოვრებს! ჩვენთან ერთად მინიმუმ 5 წელისა და 7 თვის განმავლობაში გინდა ეს შენ თუ არა!- ხმა გაიმკაცრა კახამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- ასე გეგას გამო ვიქცევი და არა იმიტომ რომ რძლის სახლიდან გაქცევა მიტყდება გესმის რას გეუბნები?
-მესმის!
-მაშინ ეს თემა დავხუროთ!
-კარგი.დილით მარიამთან გასაუბრება ვერ შეძლო კახამ რადგან ძალიან ეჩქარებოდა სამსახურში, მაგრამ როგორც კი გათავისუფლდა მაშინვე სახლში დაბრუნდა.
-ასე ადრე არ გელოდი- გაოცება ვერ დამალა სოფომ როცა დაინახა
-ვაჩე სადაა?
-ძინავს
-ასე ადრე?
-ტელევიზორის ყურებისას ჩაეძინა
-მარიამი?
-აქ ვარ-სოფოს მაგივრად უპასუხა დაღლილმა გოგონამ და სამზარეულოდან გამოსვლისთანავე, კახას მითითებით ისაღებ ოთახში, მაგიდასთან დაჯდა.
-მარიამ შვილო რაც გავიგე მართალია?
-რას გულისხმობთ?
-რომ ჩემს მიერ დატოვებულ ფულს ხელს არ კიდებ და დედაშენის გამოგზავნილს ხარჯავ.
-რამდენჯერმე ჩამირიცხა 200 ლარი სულ ესაა!- აუხსნა მარიამმა
-აქეთ სჭირდება დედაშენს დახმარება...
-ვიცი
-მაშინ ფულს რატომ ართმევ?!- აღშფოთდა კახა.
- ....
-მარიამ?!
- ...
-კითხვაზე არ მიპასუხებ?
- ...
-კახა, ჩვენი რძალი იმდენად ამაყია რომ... ურჩევნია ავადმყოფი დედის ფული დახარჯოს ვიდრე ჩვენი- გესლიანად თქვა სოფომ და მარიამს გახედა რომელიც მთელი ეს დრო ერთ ადგილზე მიყინულივით იჯდა და თვალის მოუშორებლად უყურებდა მას. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რომელიც კახას მბრძანებლურმა ხმამ დაარღვია
-შენ ნუ ერევი!
-კარგი- ნაწყენი ტონით უთხრა სოფომ ქმარს და საძინებელში შეიკეტა. კახამ მის ჭირვეულობას ყურადღება არ მიაქცია და მარიამს მიუბრუნდა
-მარიამ შვილო დედას უკან დაუბრუნე ის ფული რაც გამოართვი! უთხარი რომ არ დაგჭირდა! ახლა კი ეს ბარათი გამომართვი
-საჭირო არაა
-მარიამ!
-მე...
-უბრალოდ გამომართვი
-ხო მაგრამ...
-სანამ ამ სახლში ცხოვრობ და გეგას ცოლი გქვია შენც ჩემი შვილი ხარ... ასე რომ... მოსარიდებელი აქ არაფერია.
-მადლობა- ჩამწყდარი ხმით უთხრა მარიამმა და მორიდებით თავი დახარა.
მომხდარის გამო თავს საშინლად გრძნობდა მარიამი, ამიტომ დილით კახასთვის ბარათის დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ როგორც კი ამ თემაზე საუბარი წამოიწყო საუზმის დროს, კახამ მაშინვე გააჩუმა და ნაწყენი ტონით უთხრა
-მარიამ შვილო, ბარათი შენია, ამიტომ როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე მოიქეცი! თუ გინდა გამოიყენე! თუ გინდა ნაგვის ურნაში ჩააგდე! მაგრამ უკან დაბრუნებაზე ფიქრიც კი არ გაბედო! -ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოსთქვა და გაბრაზებული ფეხზე წამოდგა- წავედი თორემ დამაგვიანდება
-გაგაცილებ- ღიმილით უთხრა სოფომ ქმარს და მანქანამდე მიაცილა
-საღამოსთვის არაფერი დაგეგმო
-რატომ რა ხდება?
-განსაკუთრებული არაფერი-ეშმაკური ღიმილით უთხრა კახამ თვალებაციმციმებულ ცოლს და ტუჩებში ვნებიანად აკოცა.
იმ საღამოს კახამ, რესტორანში წაიყვანა სოფო და დაბადების დღე წითელი ვარდების თაიგულითა და ბოლო მოდელის აიფონით მიულოცა.
-არ მჯერა-კივილი დაიწყო ბარბარემ როცა მარიამმა დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო- სერიოზულად? მართლა აიფონი უყიდა? თან ბოლო მოდელი?
-კიიიიი
-არ არსებობს... როდის გახდა მამაჩემი ასეთი რომანტიული და მზრუნველი...?!
-სულ ასეთი არ იყო?!
-შენ წარმოიდგინე და არა!
-კარგი რა ბარბარე...
-სერიოზულად გეუბნები!
-კახა ყოველთვის მოსიყვარულე და თბილია სოფოსთან მიმართებაში
-ხო მაგრამ ადრე ასეთი მზრუნველი და ყურადღებიანი არ იყო
-ბოლო დროს ცოტა დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და ალბათ ამიტომ მოუწყო ასეთი განსაკუთრებული საღამო
-შეიძლება... ნეტა მალე გაიღვიძონ, ერთი სული მაქვს დავურეკო და გუშინდელი ამბები გამოვკითხო
-გამთენიისას დაბრუნდნენ სახლში, ალბათ შუადღემდე მოგიწევს ლოდინი
-აუ ჩამოვიდოდი, მაგრამ გამოცდა მაქვს დღეს
-არაუშავს, მთავარია გამოცდა წარმატებით ჩააბარო, ყველაზე დიდი საჩუქარი ეგ იქნება დედაშენისთვის ხომ იცი
-ვიცი, აუ ყურადღებით იყავი დღეს, კურიერი დაგირეკავს და დედიკოს საჩუქარს გადმოგცემს
-რა არის?
-ყელსაბამი
-რა ყურადღებიანი გოგო ხარ, დარწმუნებული ვარ ძალიან გაუხარდება.
-იმედია მოეწონება
-მოეწონება-დარწმუნებით უთხრა მარიამმა მულს და გაუღიმა
-ძალიან მენატრებით
-ჩვენც
-ვაჩე ჩამიკოცნე ეგ ძილისგუდა
-კარგი
-გაკოცეთ ორივეს ძალიან ბევრი მიყვარხართ- გულები აჩვენა თითებით ბარბარემ რძალს და ტელეფონი გაუთიშა.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ნეაკო საყვარელო ძალიან აგვიანებ ხოლმე🥰

 


№2 სტუმარი სტუმარი გვანცა

თუ არსებობდით აღარც მახსოვდა. სამწუხაროა

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

ნეაკო თქვენს მკითხველებს წლებია გულს ტკენთ ასეთი ინერტულობით. იშვიათია თქვენი გამოჩენა. იწყებთ და მერე იკარგებით. გთხოვთ ან ერთიანად დადეთ ისტორია, ან კიდევ ნუღარ აგრძელებთ, ადამიანი არ ხართ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent