შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოქროსფერი რეცეპტი (ნაწილი 4)


გუშინ, 20:54
ავტორი თინათინი10
ნანახია 545

ბარის მფლობელმა ნიკოლასს ცალყბად გაუღიმა, ნიკოლას ხელაძის თვალებში ახლა ბრაზი აღარ ჩანდა, უფრო სახიფათო რამ იკვეთებოდა..
შურისძიების სურვილი, ადამიანის გამწარების სურვილი..
- ახალია, ნიკოლას, დღეს პირველი დღე აქვს - ძალიან მორცხვია. - ტუჩის კუთხე ჩაუტყდა ბიჭს
-ჰმ.. მორცხვი? - გაეცინა.
- მორცხვი თუა, აქ რატომ მუშაობს? .
- ბოლომდე ვერც ხვდება სად მოხვდა..
მიმტანად უნდოდა მუშაობა და მე დავარწმუნე - ნიკოლასს ირონიული ღიმილი მოეფინა სახეზე.
- მართლა?
- ჰო.
- არ მაინტერესებს! - ჭიქა მაგიდაზე დადგა.
- მიდი და უთხარი, რომ აქ ვარ.
- არამგონია მოვიდეს.
- მოვა! უთხარი, რომ ველოდები - მზერა სცენისკენ გადაიტანა.
- ჩემი დანახვა ძალიან ესიამოვნება -
კოქტეილი მოსვა, თვალებიდან დამცინავი ნაპერწკლები არ ქრებოდა..
სიმღერა დასრულდა, ტაში გაისმა..
მოცეკვავე გოგონები კულისებში შევიდნენ, ნინიმ შვებით ამოისუნთქა,
ეგონა გადარჩა..
- ეს რა იყო?! - ერთ-ერთი მოცეკვავე თითქმის ყვირილით მივარდა.
- რანაირად ცეკვავდი? საერთოდ ცეკვავდი? სცენაზე იდექი უბრალოდ! - დაძაბულ ნიმის ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა
- ნუ მიყვირი!! ცეკვა არ ვიცი, ვუთხარი თქვენს უფროსს ისედაც მაგრამ მაინც სცენაზე გამაგდო!
- საწყალი... - გოგონამ დამცინავად ჩაიცინა.
- თურმე ცეკვა არ იცის..
- და არც ვისწავლი! - ნინიმ გაბრაზებულმა თმა ყურს უკან გადაიწია.
- არც აქ ვაპირებ მუშაობას!
- მაშინ რატომ მოხვედი?
- იმიტომ რომ სამსახური მჭირდებოდა, მაგრამ არა ასეთი! - ნინი გასახდელში შევიდა, კარი ხმაურით მიიხურა.
პირველივე რაც გააკეთა, წითელი კაბის გახდა იყო,სარკეში საკუთარი ანარეკლი რომ დაინახა, სახე შეეჭმუხნა.
- საშინელებაა... - ჩაიბურტყუნა.
- ღმერთო... - თითქოს ვიღაც სხვის ტანსაცმელში იყო გამომწყვდეული,
თითქოს პატარა ჩიტი შემთხვევით გალიაში შეაგდეს..გარედან ლამაზი ჩანდა, შიგნით კი სუნთქვა უჭირდა.
უკვე ელვის სისწრაფით იხდიდა კაბას, როცა დაასრულა წასვლა დააპირა, თუმცა კარში ბარის მფლობელი შეეჩეხა..
- რა ხდება ნინი? საით გაგიწევია? გავიგე გოგონებთან კამათი მოგსვლია
- სამსახურიდან მივდივარ.. არ მომწონს აქ მუშაობა! - ბარის მფლობელმა დამამშვიდებლად გაიღიმა.
- ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ.
- არ არის ნაჩქარევი! ეს ადგილი ჩემთვის არაა!
- აქ შეგიძლია განვითარდე.
- არ მინდა! - ნინი შემოტრიალდა, კაცმა უხერხულად ჩაახველა.
- სანამ წახვალ...მაინც უნდა შემოგთავაზო ერთი რამ - ნინი დაეჭვებით მიაჩერდა.
- რა?
- გარეთ ერთ ადამიანს შენთან სასიამოვნო საღამოს გატარება სურს -
ნინიმ წარბები შეკრა.
- რა თქვით?
- მოიხიბლა შენით..
- სწორად გავიგე? რას მთავაზობთ?! - მისი ხმა ნელ-ნელა მაღლდებოდა.
- არა, არა... სხვანაირად გაიგე... - კაცი აშკარად დაიბნა.
- უბრალოდ შენთან ერთად დროის გატარება უნდა...ძალიან სასიამოვნო ბიჭია, მდიდარი.. - ნინის სახე ბრაზისგან აენთო.
- წადი შენი და იმ მდიდარი ბიჭისაც!
- ნინი...
- ავადმყოფებო!! - კაცს პასუხიც არ დააცადა, ქარიშხალივით გავარდა შენობიდან, სწრაფად გარბოდა, თითქოს უკან რაღაც საშინელება მოსდევდა..
ცივი ჰაერი სახეში ეცემოდა, გულში კი მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა.
-"რა ხალხია..." "სად მოვხვდი..." "ღმერთო, რა სამარცხვინო ადგილი იყო..." - ბარის მფლობელმა უკმაყოფილოდ ამოიოხრა,
შემდეგ ნელა დაბრუნდა დარბაზში, ნიკოლასი მაშინვე წამოდგა.
- აბა?
- რა აბა?
- მზადაა წითური პრინცესა? - კაცმა უხერხულად ჩაიცინა.
- სხვა რომ აირჩიო? მაინცდამაინც მას რას გადაეკიდე, უამრავი ლამაზი, გამოცდილი გოგო გვყავს.. - ნიკოლასის მზერა გამკაცრდა.
- მზადაა?
- არა!
- რას ნიშნავს არა?
- წავიდა - რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
- რა?
- ადგა და წავიდა.
- როგორ თუ წავიდა?
- არ მინდა აქ მუშაობაო და წავიდა -
ნიკოლასს სახე ნელ-ნელა დაეძაბა,
შემდეგ კი მთელი ძალით დაარტყა ხელი მაგიდას, ჭიქები შეირხა
- არაფრის მაქნისო! - დაიღრიალა,
რამდენიმე წამში უკვე გარეთ იყო, მარცხენა ფეხი ისევ აწუხებდა, მაგრამ ახლა საერთოდ ვერ გრძნობდა, აქეთ-იქით იყურებოდა, ცარიელი ტროტუარები, ღამის ქუჩა..მაგრამ ნინი არსად ჩანდა.
- ჯანდაბა! - კბილებში გამოსცრა, მანქანაში ჩაჯდა, ძრავა დაქოქა..
- ასე მალე სად გაქრა ის მახინჯი... -
ჩაიბურტყუნა და გაბრაზებულმა საჭეს მუშტი კიდევ ერთხელ დაარტყა..სწორედ იმ წამს, შორს, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ოქროსფერი თმა შენიშნა ქარისგან აშლილი..ნინი მარტო მიდიოდა.
თავდახრილი, ჩანთა მხარზე ჰქონდა გადაკიდებული..ნიკოლასს ტუჩის კუთხე აუთამაშდა.
- აი სად ყოფილხარ...- მანქანას სიჩქარე მოუმატა, რამდენიმე წამში დაეწია,
შემდეგ კი მკვეთრად გადაუღობა გზა,
საბურავების ხმამ ღამის სიჩუმე გაჭრა..
ნინი შეშინებული შეხტა, მანქანა მისგან სულ რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდა, მძღოლის კარი გაიღო, ნიკოლასი ნელა გადმოვიდა, კმაყოფოლი ირონიული სახით, ნინი ადგილზე გაშეშდა.
- შენ?! - ჩურჩულით აღმოხდა.
- ჰაი... - ნიკოლასმა ხელი დაუქნია,
ზუსტად ისე, როგორც ადამიანმა, რომელსაც სხვისი ნერვების მოშლა სიამოვნებას ანიჭებს, ნინიმ თვალები გადაატრიალა.
- ღმერთო...ესღა მაკლდა - ჩაიბურტყუნა თავისთვის, შემდეგ შემობრუნდა და წასვლა დააპირა, მაგრამ ნიკოლასი ნელ-ნელა მისკენ დაიძრა.
- არ მომეკარო! - დაუყვირა ნინიმ, ბიჭი არ შეჩერებულა..პირიქით, უფრო მიუახლოვდა, ნინი უკან იხევდა, შემდეგ შეტრიალდა და გაქცევა დააპირა, მაგრამ ვერ მოასწრო, ნიკოლასმა მკლავში ჩაავლო ხელი, ამჯერად ისე არა, როგორც საავადმყოფოში, უფრო მსუბუქად..
- გამიშვი!
- ჯერ არა! - ნინი მისკენ შებრუნდა და იმ წამს მათი მზერები ერთმანეთს შეეჩეხა, უცნაური მომენტი იყო, რამდენიმე წამით თითქოს ყველაფერი დადუმდა, ქარის შრიალი, ქუჩის ხმაური, მანქანების გუგუნი..ყველაფერი..ნიკოლასი პირველად აკვირდებოდა ასე ახლოდან წითურ თმას, მკაფიო მწვანე თვალებს, ჯიუტად აპრეხილ ნიკაპს..ნინი კი პირველად ამჩნევდა, რომ ახლოდან ნიკოლასის თვალები სულ სხვანაირი იყო, არა მხოლოდ ცივი.
არა მხოლოდ ამპარტავანი,სადღაც სიღრმეში ტკივილიც ჩანდა..მძიმე, ენით აუღწერელი ტკივილი..თუმცა იმ წამს ამის აღიარებას საკუთარ თავთანაც კი არ აპირებდა..პირველი ნინი გამოფხიზლდა.
- მომაშორე ხელები - გაბრაზებულმა გამოსცრა.
- საშინლად მაღიზიანებ, მეზიზღები! - ნიკოლასს გაეცინა.
- ეგ ორმხრივია წითურო.. მე მგონია, რომ ციხეში ლპები, შენ კი აქ ჩნდები და ცეკვავ..ისე...საშენო ადგილი კი აგირჩევია - ნინის სახე ბრაზმა კიდევ უფრო მოიცვა.
- შენს გამო ცხოვრება თავდაყირა დამიდგა, ცინიკოსო! ჩემი პროფესიით ვეღარ ვმუშაობ! წესიერი სამსახური ვერ ვიშოვე და ეს ყველაფერი სწორედ შენს გამოა! ღმერთი დაგსჯის!
- ჩემს გამო არა, შენი ლაწირაკი ძმის გამოა..როგორ გამოხვედი საერთოდ?
რანაირად?
- ეგ შენი საქმე არ არის!
- რახან გამოხვედი, არ იფიქრო, რომ სიმშვიდე გეღირსება! ის პატარა ც გამოვიდა?
- სიტყვებს დაუკვირდი! თავად ხარ! დედიკოს ფულების გარეშე არაფერი იქნებოდი! პატარა საცოდავი კაცმაცუნა ხარ! - ნიკოლასს ტუჩის კუთხეში გაეცინა,
თვალებში ეშმაკურმა სხივმა გაურბინა.
- მე პატარა არაფერი მაქვს, გოგონი.
თუ გინდა, დაგიმტკიცებ - ნინი წამებში გაწითლდა, მერე კიდევ უფრო გაბრაზდა.
- აუტანელი ავადმყოფი ხარ!
- რატომ არ დათანხმდი ჩემთან ერთად გართობაზე?
- შენ იყავი?! ნაძირალა! მაგას სიკვდილი მირჩევნია! - ნიკოლასმა ხმამაღლა გადაიხარხარა.
- ღმერთო... შენ რა გეგონა? მართლა შენთან ღამის გატარებაში გადავიხდიდი მაგდენ ფულს? - ნინის თვალები ელვას ჰგავდა.
- შენი თავი ასეთი მიმზიდველი გგონია მახინჯო? ფულს იმიტომ ვიხდიდი, რომ კიდევ ერთხელ შემეხსენებინა შენთვის, ვის გადაეღობეთ გზაზე, თორემ შენში ფულს მაგის გამო არ გადავიხდიდი, ამაში ფულს არასდროს ვიხდი.. გინდა მუშაობის ლიცენზია დაგიბრუნდეს? - ნინი გაშეშდა.
- გინდა ისევ შენი პროფესიით იმუშავო?
- შენგან არაფერი მინდა.
- მხოლოდ ერთი მოქმედებაა საჭირო..
ძალიან მარტივი - ნიკოლასი დაიხარა, მის ყურთან ახლოს.
- პატიება მთხოვე! - ნინიმ პირდაპირ თვალებში ჩახედა უშიშრად, ჯიუტად, ამაყად.
- არასდროს! - რამდენიმე წამით ნიკოლასი გაჩუმდა, თითქოს ასეთ პასუხს არ ელოდა.
- ანუ არ გინდა
- შენს წინაშე თავს არასდროს დავიმცირებ! - ნიკოლასს სახე დაეძაბა.
- მაშინ ერთი კარგი ბარის მისამართი ვიცი, იქნევ იქ მოგეწონოს..
- ხელი გამიშვი, ამაზრზენო!
- მე პირადად ვიზრუნებ იმაზე, რომ ვერსად დაიწყო მუშაობა! შენს კოშმარად ვიქცევი!
- კოშმარზე უარესი ხარ! - ერთმანეთს ეჯიკავებოდნენ, ნინი თავის დაღწევას ცდილობდა, ნიკოლასი არ უშვებდა,
სწორედ ამ დროს, მათ წინ მანქანა გაჩერდა, ფარების შუქი პირდაპირ მიენათა ორივეს, ორივემ ერთდროულად გაიხედა, მძღოლის ადგილას გიორგი იჯდა, ხელები საჭეზე ედო, სახე მშვიდი ჰქონდა, მაგრამ თვალები აშკარად გაბრაზებულს მიუგავდა, მან ჯერ ნიკოლასს შეხედა, შემდეგ ნინის..

მანქანიდან აუღელვებლად გადმოვიდა,
ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.
- გაუშვი - ხმა ზედმეტად მშვიდი ჰქონდა, ნიკოლასს ხმამაღლა გაეცინა
- შენ მისი მცველი ხარ?
- ნიკოლას გაუშვი! - რამდენიმე წამის განმავლობაში ერთმანეთს უყურებდნენ,
შემდეგ ნიკოლასმა თითები ნელა მოადუნა, ნინის ხელი გაუშვა.
- რანაირად არის ეს გოგო გარეთ?
შენ მაინც ამიხსენი.
- ის არც არასდროს დაუკავებიათ,
მე არ წავიყვანე იმ დღეს - ნიკოლასის სახე წამებში შეეცვალა.
- რა?
- რაც გაიგე!
- გიორგი...ნამდვილად მაოცებ, რა ჯანდაბა გჭირს? - გიორგიმ ყურადღება აღარ მიაქცია, ნინის გახედა.
- ნინი, მანქანაში ჩაჯექი, მალე მოვალ ნინიმ უხმოდ დაუქნია თავი, მანქანისკენ წავიდა, მაგრამ სანამ კარს გააღებდა...
უნებლიეთ უკან მოიხედა, ნიკოლასიც უყურებდა პირდაპირ..დაჟინებით, იმავე სიძულვილით, იმავე გაღიზიანებით..
პირველი ნინი შებრუნდა, მანქანაში ჩაჯდა, კარი მიიხურა.
- გელოდები.. ამიხსენი, რატომ არის ეს გოგო თავისუფალი?
- არაფერს არ გიხსნი, ასე ჩავთვალე სწორად და იმიტომ - ნიკოლასი გიორგის მიუახლოვდა.
- მოგხიბლა? თუ რა ჯანდაბა გეტაკა?
- სისულელეებს ნუ ამბობ.
- აბა რატომ იცავ ასე კბილებით?
- იმიტომ რომ უსამართლობას ვერ ვიტან.
- უსამართლობა ის არ იყო, რაც მე დამემართა?! - ამჯერად ნიკოლასს ხმაში ბზარი გაუჩნდა, მტკივნეული ბზარი..
- ყველაფერი დავკარგე, გიორგი...
ყველაფერი - გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა.
- ეს უბედური შემთხვევა იყო, განა ძალით უნდოდა? დაფიქრდი..ნუ დაგაბრმავებს
ტრაგედია, ის ბიჭი მოზარდია..ბავშვია! -
ნიკოლასი ჩუმად იდგა.
- შენ ხომ ასეთი არ ხარ...არ ხარ ისეთი დაუნდობელი, როგორიც მათ თვალში გამოჩნდი, სად წავიდა ძველი ნიკოლასი?-
ნიკოლასს მწარედ ჩაეცინა.
- მანქანამ გაიტანა! - სიჩუმე ჩამოვარდა.
- შეეშვი ამ გოგოს, ისედაც საკმარისად დაიტანჯა, ყველაზე უდანაშაულო ისაა..თუ ჩემდამი პატივისცემა გაქვს...
არ უჩივლო. - ნიკოლასმა თავი ოდნავ დახარა, შემდეგ კი გაეღიმა
- შენ ის აშკარად მოგწონს
- ასე არ არის
- მხოლოდ ამიტომ ხარ მისი მხსნელი
- ცდები
- მხოლოდ შენი ხათრით, გიორგი...
მხოლოდ შენი ხათრით არ ვუჩივლებ -
რამდენიმე წამით გაჩუმდა, შემდეგ მანქანისკენ ანიშნა.
- მაგრამ მის წყალობას ნუ მომთხოვ.
სადაც შანსი მომეცემა..ყველგან გავამწარებ - თვალები დააწვრილა.
- შეხედე, კიდევ ისე მიყურებს...უტეხად,
თითქოს მე ვიყო დამნაშავე - გიორგიმ მანქანისკენ გაიხედა, ნინი ფანჯარასთან იჯდა, ხელები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული, წარბები შეკრული.
მწვანე თვალები კი პირდაპირ ნიკოლასს აშტერდებოდა..იმ მზერაში იმდენი ბრაზი იყო...იმდენი წყენა...იმდენი ზიზღი, რომ ადამიანს თავისუფლად შეეძლო ეფიქრა, ახლა მანქანიდან გადმოხტებოდა და რამეს ესროდა.
- რას ელოდები? გოგო ყველანაირად გაამწარე და სიყვარულით სავსე თვალებით შემოგხედავს? - გიორგის გაეცინა, ნიკოლასმა არაფერი უპასუხა,
მანქანასთან ახლოს მივიდა, ფანჯარასთან დაიხარა, ნინიმ თვალები მოჭუტა.
- კიდევ რა გინდა?
- ნუ ნერვიულობ, ციხეში არ გიშვებ.. გიორგის უმადლობდე - ნინის არაფერი უთქვამს.
- არსად ვაპირებ დამალვას, მშიშარა არ ვარ! - ნიკოლასს გაეცინა.
- რა საყვარელი ხარ, როცა მამაცი გგონია თავი.
- შენ აუტანელი ხარ, როცა ხმას იღებ მაშინაც კი! - ნინიმ გაბრაზებულმა ფანჯარა ასწია, პირდაპირ ცხვირწინ..
- ნახვამდის, ოქროსფერთმიანო.
- ჯანდაბაში წადი!
- ვნახოთ პირველი რომელი მივა -
ნიკოლასმა თვალი ჩაუკრა, შემობრუნდა.
თავის მანქანაში ჩაჯდა, ძრავა დაქოქა და რამდენიმე წამში ღამის სიბნელეში გაუჩინარდა.. მანქანაში სიჩუმე ჩამოვარდა, გიორგიმ საჭეს ხელი მოჰკიდა, ნინი კი ისევ იმ მიმართულებას უყურებდა, სადაც ნიკოლასი გაუჩინარდა..
- აუტანელი იდიოტია... - ჩაიბურტყუნა..
- როგორ მიპოვე? - დაბალი ხმით ჰკითხა ნინიმ გიორგის
- გუგამ მითხრა - რამდენიმე წამის შემდეგ გიორგიმ წარბები შეკრა.
- რა ჯანდაბა გინდოდა იმ ბარში? - ნინიმ ფანჯარას გახედა.
- რა ვქნა...სამსახურს ვეძებ, როდემდე ვიყო სხვის ჭერქვეშ? უკვე მერიდება ბებიაშენის და ბაბუაშენის. ახლა რომ ის იდიოტი აღარ გვიჩივლებს...დროა სახლში დავბრუნდეთ.. - გიორგიმ წამიერად გახედა.
- ფული გჭირდება? რამდენი? - ნინის გაეცინა.
- რას ამბობ...ფულს ვერ გამოგართმევ, ისედაც საკმარისად დაგვეხმარე.
- ჩათვალე გასესხე, მერე დამიბრუნე.
- არა - თავი გააქნია ნინიმ, ამასობაში სახლში მივიდნენ.. საუბარი შემოსასვლელში განაგრძეს.. შუქები არ ენთო, მოხუცებს და გუგას უკვე ეძინათ..
- სამსახურს ვიშოვი სადმე როგორ არ გამოჩნდება წესიერი სამსახური - გიორგი რამდენიმე წამით ჩუმად იყო, თითქოს რაღაცას წყვეტდა, შემდეგ მშვიდად თქვა:
- ჩვენთან საკონდიტროში არის ადგილები - ნინიმ მაშინვე გადახედა.
- საკონდიტროში? - გაეცინა.
- სად?! ნიკოლასის საკონდიტროში?!
მეხუმრები?!
- ნიკოლასი წლებია იქ არც კი მოსულა, არ აინტერესებს და არც მოვა, დარწმუნებით შემიძლია გითხრა - ნინი ჩაფიქრდა.
- შორენა პირისპირ გინახავს?
- არა..
- ანუ არ გიცნობს
- არა..
- მაშინ პრობლემაც არ არის - ნინი ჯერ კიდევ ეჭვით უყურებდა.
- იმ ქალმა რომ გაიგოს?
- საიდან გაიგებს? - გიორგიმ მსუბუქად გაიღიმა.
- მენდე, ცუდ ვარიანტს არ შემოგთავაზებდი..
- კარგი, მაშინ ვცდი..
- მაშინ ხვალ ორ საათზე მოდი, მე და შორენა ვიქნებით, ფორმალური გასაუბრება იქნება.
- ვნერვიულობ უკვე.
- არ ღირს ნერვიულობა
- რა უნდა ვთქვა?
- თქვი რომ სამუშაო გამოცდილება გაქვს.. ისე ზოგადად ახლოს ხარ კონდიტერიასთან?
- კი.. თან ძალიან, უცხოც არ არის ჩემთვის
- ხო და ძალიან კარგი, შორენას მოეწონები ჩათვალე, მთავარია დაძაბულობა არ გეტყობოდეს, შორენას მორცხვი ადამიანები არ უყვარს.
- კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გიორგი.. ღმერთივით გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში
- არაფრის, შენს გვერდით მიგულე მუდამ -
ნინიმ გაიღიმა, შემდეგ კი მოულოდნელად გადაეხვია.
- არ ვიცი შენ გარეშე რას ვიზამდით - გიორგი ერთ წამს გაშეშდა, შემდეგ ძალიან ფრთხილად მოხვია ხელები, თითქოს ეშინოდა, ეს წამი არ დაერღვია.
- ყველაფერი კარგად იქნება - ჩუმად თქვა-
მისაღების მეორე მხარეს, ნახევრად ღია კართან, მოხუცი ბაბუ იდგა, სიბნელეში ჩუმად უყურებდა მათ, მისი მზერა ნინიზე შეჩერდა დიდხანს, შემდეგ გიორგის სახეზე გადაიტანა, სახე შეეცვალა,
მოხუცმა ინსტინქტურად მუშტი შეკრა..


შორენა და გიორგი კადრებს არჩევდნენ საკონდიტროსთვის..
- გიო რამოდენიმე წუთი გავალ, შეხვედრა მაქვს, შემდეგი ვინც იქნება გაესაუბრე, გენდობი ხომ იცი
- კარგი.. ჩემი მეგობარიც მოვა დღეს გასაუბრებაზე
- ხომ იცნობ კარგად, თუ შენიანია შეგიძლია თამამად მიიღო სამსახურში, როგორც საკუთარ თავს ისე გენდობი..
გიორგი ლეპტოპში თავჩარგული იჯდა,
საათს გახედა, შემდეგ კარს.. გასაუბრებაზე დაგვიანებულ კანდიდატებს ვერ იტანდა, ზუსტად იმ დროს კარი ხმაურით გაიღო, გიორგიმ თავი ასწია და გაშეშდა...კართან იდგა გოგონა, ძალიან მოკლე შორტებით, შავი ბადეებიანი წინდებით, მაღალქუსლიანი ჩექმებით, ტოპით, შავი პომადით, თვალები ისე ჰქონდა შეღებილი, თითქოს როკ-კონცერტზე მიდიოდა..თან საღეჭ რეზინს ღეჭავდა ხმაურით, გიორგიმ თვალები ოდნავ მოჭუტა - "დაიკარგა ალბათ..." - გაიფიქრა.
- ალბათ კაბინეტი შეგეშალათ - გოგონამ მშვიდად მიიხედ-მოიხედა, შემდეგ სავარძელში ჩაეშვა, ფეხი ფეხზე გადაიდო, საღეჭი რეზინა ისევ განაგრძობდა მუშაობას.
- არა, არ შემშლია, გასაუბრებაზე ვარ - გიორგიმ ცალი წარბი ასწია.
- უკაცრავად?
- გასაუბრებაზე ვარ
- თქვენ?
- დიახ მე! რა გაგიკვირდა?
- ბევრი რამ - უპასუხა გიორგიმ გულწრფელად.
- მაგალითად?
- მაგალითად ის, რომ ასე გამოწყობილი ადამიანები გასაუბრებაზე არ დადიან.
- აჰა..ეს წესები შენ დაწერე თუ შორენამ? -
გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა
- გოგონა...ერთმანეთს არ ვიცნობთ, შენობით მიმართვა ჩვენს შორის უტაქტობაა.
- რა საყვარელი ხარ, თან როგორი მკაცრი..
ზოგადად ასეთი ხარ თუ მომავალი თანამშრომლებისთვის თამაშობ? - გიორგის თვალის კუთხე აუთამაშდა, რაც მის შემთხვევაში უკვე ნერვების დაკარგვას ნიშნავდა.
- ნიღაბს არ ვირგებ ზოგადად..ახლა შეგიძლიათ მიბრძანდეთ.
- როგორ? გასაუბრება არც კი დაგვიწყია, ჩემი რეზიუმე არ გაინტერესებს?
- ვერ ვხედავ ამის საჭიროებას.
- რატომ?
- რადგან ჩვენი ხანმოკლე დიალოგიდან უკვე შემექმნა გარკვეული შთაბეჭდილებები თქვენზე, თქვენ ჩვენთან ვერ დასაქმდებით ვერასდროს!
- მაინც რა შთაბეჭდილებები?
- ჩვენს საკონდიტროში თქვენნაირი უტაქტო თანამშრომლებისთვის ადგილი არ არის..კარგად ბრძანდებოდეთ - გიორგიმ ისევ ლეპტოპს დახედა, მეგი არ განძრეულა, პირიქით, კომფორტულად გადაწვა სავარძელში.
- ვერ გაიგეთ რა გითხარით? სხვა ხალხიც მელოდება.
- ვერ გავიგე - უპასუხა მეგიმ უდარდელად, გიორგიმ კიდევ ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა.
- დაცვას გამოვიძახებ.
- გამოიძახე, მეც გავერთობი.
- ღმერთო... - ჩაიბურტყუნა გიორგიმ.
- საერთოდ ნორმალური ხართ?
- ხასიათზეა დამოკიდებული - სწორედ ამ დროს კარი გაიღო, შორენა შემოვიდა, მეგი წამებში წამოხტა.
- მამიდაააა! - გიორგის თვალები გაუფართოვდა, მეგი კი უკვე შორენას ეხუტებოდა.
- ჩემო გადარეულო! - შორენამ სიცილით ჩაიკრა გულში ძმისშვილი
- კიდევ კარგი მოხვედი.
თორემ შენი ფიცხი თანამშრომელი გაგდებას მიპირებდა - შორენას გაეცინა
- გიორგჯ უკვე გადარიე ხო? - შემდეგ გიორგის მიუბრუნდა.
- გიო, ეს ჩემი ძმისშვილია - მეგი..
ახლახანს ჩამოვიდა გერმანიიდან - მეგიმ გამარჯვებულივით გაუღიმა გიორგის, გიორგი ისევ წარბაწეული იდგა.
- დამავიწყდა შენი გაფრთხილება..დღეს უნდა მოსულიყო, იმედია ძალიან არ გაგაბრაზა.
- არა მამიდა, ძალიან სასიამოვნო დიალოგი გვქონდა მე და გიორგის.. -
მეგიმ პასუხი დაასწრო, გიორგიმ სერიოზული სახით გადახედა
- ნამდვილად დაუვიწყარი იყო -
მშვიდად თქვა.
- მინდა მეგიმ ჩვენთან დაიწყოს მუშაობა, ორი ოპერატორი გვჭირდება, ერთ-ერთი მეგი იქნება.
- კარგი..როგორც იტყვი - უპასუხა გიორგიმ.
- მინდოდა ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ყოფილიყო.
- იყოს მერე, რა პრობლემაა? მეგი და შენი მეგობარი აიყვანე, გასაუბრება არც არის საჭირო, იმ გოგოს ხვალ გავიცნობ.
- კარგი - გიორგიმ ლეპტოპი დახურა.
- ესე იგი ახალი ოპერატორები ნინი და მეგი იქნებიან - მეგიმ მხიარულად დაუქნია ხელი.
- სასიამოვნოა თანამშრომლობა, გიორგი -
მეგის გაეღიმა, ძალიან კმაყოფილი ღიმილით..თითქოს უკვე გადაწყვიტა, რომ ამ ზედმეტად სერიოზული კაცის ნერვების მოშლა მისი ახალი საყვარელი ჰობი გახდებოდა.
- წავედით მამიდა, ერთი სული მაქვს ნიკოლასი ვნახო. იცის რომ ჩამოვედი?
- არა, არ იცის. შენ მაინც თუ დაითანხმებ აქ მოსვლაზე.
- ვცდი, მაგრამ კარგად ვიცნობ, ვირივით ჯიუტია, თუმცა ჩვენს ოჯახში ეს გენეტიკურია - სიცილით გავიდნენ გარეთ..

ნიკოლასი და ანანო სახლში ფლეისთეიშენს თამაშობდნენ
- აუუ, სულ მიგებ ნიკოლას! არ მინდა ამის თამაში! - ბუზღუნებდა ანანო და ჯოისტიკი დივანზე მიაგდო.
- ნუ ბურტყუნებ, მოდი კიდევ ერთი ხელი ვითამაშოთ.
- არ მინდააა!
- იმიტომ რომ აგებ?
- იმიტომ რომ მატყუებ!
- ფლეისთეიშენში როგორ უნდა მოგატყუო, ადამიანო?
- არ ვიცი, მაგრამ რაღაცას შვრები! -
ნიკოლასს გაეცინა, ზუსტად ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა.
- მოიცა... მგონი ვიღაც მოვიდა - ნიკოლასი
კარისკენ წავიდა, გაღებისთანავე სახე გაუნათდა.
- სოსო ბაბუუ! გამარჯობა
- გაგიმარჯოს შვილო - ნიკოლასი მოხუცს გადაეხვია.
- როგორ ხარ? რაც ის ამბავი შეგემთხვა ვერ გნახე.
- ეგ არაფერი, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! კი ხარ კარგ ფორმაში... დადიხარ ისევ სანადიროდ?
- ხომ იცი, ნადირობის გარეშე ვერ ვძლებ
- აქ რა ქარმა გადმოგაგდო?
- ნახვა მინდოდა შენი... - მოხუცმა წამით შეაყოვნა.
- და თან საქმეც მაქვს - ნიკოლასმა წარბი ასწია.
- საქმეც?
- გცალია?
- რა მაქვს საქმე... წამოდი ბაღში გავიდეთ, ყავა დავლიოთ და თან ვილაპარაკოთ - რამდენიმე წუთის შემდეგ ორივე ბაღში იჯდა, ნიკოლასმა ყავა მოსვა.
- აბა, მითხარი... რამ შეგაწუხა, სოსო ბაბუ?-
მოხუცმა ფინჯანი მაგიდაზე დადო.
- ნიკო შვილო... რაღაც მაინტერესებს
- მკითხე
- შენ რომ ავარია შეგემთხვა... მასთან რამე კავშირში არის გოგონა სახელად ნინი? - ნიკოლასის ხელი ჰაერში გაუშეშდა, სახიდან ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა.
- ნინი?
- ჰო... წითური გოგო - რამდენიმე წამი ხმა არ ამოუღია, შემდეგ სკამზე უფრო სწორად გასწორდა.
- რატომ მეკითხები? ნინის იცნობ?
- ნინი ჩვენთან ცხოვრობს...
- რა?!
- ჩვენთან ცხოვრობს, გიორგიმ მოიყვანა -
ნიკოლასის თვალებში რაღაც უცნაურმა გაიელვა.
- გიორგიმ? საინტერესოა... - სახე შეეცვალა, გონებაში მაშინვე ყველა მომენტი ამოუტივტივდა..როგორ გამოეკიდა გიორგი, როგორ იცავდა.
როგორ არ მისცა უფლება საჩივარი შეეტანა.
- მგონი გიოს მოსწონს... - ჩაილაპარაკა თავისთვის.
- არა! - სოსო თითქმის წამოხტა.
- ეგ გამორიცხულია!
- გამორიცხული რატომ არის?
- იმიტომ რომ... იმიტომ... - მოხუცი აშკარად დაიბნა.
- უბრალოდ არ არის ეგრე, გიორგი კეთილი ბიჭია..ეხმარება, მეტი არაფერი.
- ჰო... როგორ არა... - ნიკოლასმა ირონიულად ჩაიცინა, მოხუცმა სწრაფად გადაიტანა თემა.
- იცი რომ ის გოგო შენს საკონდიტროში იწყებს მუშაობას? - ამჯერად ნიკოლასი მთლიანად შემოტრიალდა მისკენ.
- რას ამბობ? ჩვენს საკონდიტროში?
- დიახ..
- შორენასთან?
- გიორგიმ მოაწყო ყველაფერი -ნიკოლასი რამდენიმე წამი ჩუმად იჯდა, შემდეგ კი...
ნელ-ნელა ტუჩის კუთხე აეწია, სწორედ ისეთი ღიმილი, რომელიც კარგს არაფერს მოასწავებდა, ყავის ფინჯანი დადო,
თვალებში ეშმაკურმა სხივმა გადაურბინა,
ზუსტად ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, კატას რომ თაგვი ჩაუვარდება თათებში.
- საინტერესოა...ძალიან საინტერესო... ნუ ღელავ სოსო ბაბუ, თუ ეს სიმართლეა...
მაშინ ის სრულად ჩემს ხელში იქნება.
- რას აპირებ?
- არაფერს...ჯერ არაფერს - მოხუცმა ეჭვით შეხედა.
- მაინც მგონია იმ გოგოს არ უნდა ვენდოთ.
- არც მე ვენდობი, საერთოდ, მაგრამ... -
ნიკოლასი წამოდგა.
- თუ მართლა ჩვენს საკონდიტროში იწყებს მუშაობას...მაშინ თავად შევაფასებ მის შესაძლებლობებს.
- კარგი შვილო, მე ჩემი სათქმელი გითხარი - მოხუცი წავიდა, ნიკოლასი კი დიდხანს იდგა ბაღში, შემდეგ ჩუმად ჩაიცინა.
- წითურო...შენ საერთოდ არ იცი რაში გაყავი თავი..ტყიდან გამოქცეულმა კურდღელმა საკუთარი ნებით შეაბიჯა ლომის ხახაში...

- ნიკოლააააას! - მოულოდნელმა კივილმა ნიკოლასი გამოაფხიზლა, შემოტრიალდა და რამდენიმე წამით თვალებსაც კი არ დაუჯერა.
- მეგი?!
- სიურპრიიიზ! - გოგონა მისკენ გამოექანა,
ნიკოლასმაც გაეცინა და ძლიერად ჩაიკრა გულში.
- ჩემო გადარეულო! როდის ჩამოხვედი?
- დღეს დილით!
- ეს რა არის?! რა ფორმაში ხარ?
- არ დაიწყო ახლა! მშვენიერ ფორმაში ვარ!
- მაგ შორტს თუ შორტი ჰქვია საერთოდ...
- ბებერივით ნუ ლაპარაკობ! - მეგიმ სიცილით გაჰკრა ხელი.
- რა ქარმა გადმოგაგდო საქართველოში?
- მომბეზრდა ევროპა, დროა ფესვებს დავუბრუნდე, თან ძალიან მომენატრეთ.. ანანო სად არის?
- სახლში იყო, შეიძლება გავიდა უკვე.
- ღმერთო, როგორ მომენატრეთ ყველანი...- კვლავ მოეხვია ნიკოლასს, მერე უცებ დასერიოზულდა.
- ნიკო...შენი ამბავი გავიგე, ძალიან მეწყინა, მაგრამ ხომ იცი ცხოვრება გრძელდება, ვიცი ყველაფერს გადალახავ - ნიკოლასმა მხოლოდ თავი დაუქნია, სწორედ ამ დროს შორენა ჩაერთო.
- სხვათა შორის, მეგი ხვალიდან ჩვენს საკონდიტროში იწყებს მუშაობას.
- ოჰ... - ნიკოლასს გაეცინა.
- ეგ არ გამკვირვებია, დედას ყველა საკონდიტროში მიჰყავს, მე ვერ მომიხერხა მხოლოდ ვერაფერი.
- იმიტომ რომ ჯიუტი ხარ - მშვიდად თქვა შორენამ.
- მიდი რა ნიკო, წამოდი შენც! ერთად ვიმუშავებთ!
- გამორიცხულია.. რა თანამდებობაზე იწყებ?
- ოპერატორად.
- ოპერატორები არ გყავდა დედა?
- ორივე გავუშვი..მეგი და გიორგის მეგობარი ავიყვანე.
- გიორგის მეგობარი? - უცნაურად იკითხა ნიკოლასმა.
- ვინ?
- არ ვიცი, ჯერ არ ვიცნობ..გიომ გაუწია რეკომენდაცია - ნიკოლასს უნებურად ტუჩის კუთხე აეწია.
- გასაგებია...
- რა იყო? რატომ იღიმი?
- არაფერი.. უბრალოდ მაინტერესებს ვის გაუწია რეკომენდაცია, ჩვენმა ძვირფასმა გიორგიმ
- ეგ გიორგი საერთოდ გაუცინარი ხელმწიფეა! ლამის მცემა დღეს - ნიკოლასს ხმამაღლა გაეცინა.
- რა დააშავე?
- არაფერი! უბრალოდ გასაუბრებაზე მივედი და გამომიცხადა, ჩვენს საკონდიტროში თქვენნაირი უტაქტო თანამშრომლებისთვის ადგილი არ არისო - ნიკოლასს სიცილი აუტყდა.
- გიორგი ძალიან სერიოზულია, არ მოერიდება იმის რომ ოჯახის ახლობელი ხარ, გიორგის მთავარი დევიზია დისციპლინა, ასე რომ მეგუნა უფრთხილდი
- დისციპლინას იქით ვასწავლი მაგას! მეც არ მოვერიდები - ნიკოლასმა თავი გადააქნია.
- ღმერთო, რა ელოდება იმ კაცს...პატარა, ხმაურიანი, შავპომადიანი ჯოჯოხეთი ელოდება..
- კარგი ნუ წაიღე ტვინი იმ უჟმური გიორგით, წავედით ძალიან მშიაა!! - მეგიმ სიცილით წაიყვანა სახლისკენ, ნიკოლასს კი ღიმილი ჯერ კიდევ არ შორდებოდა სახიდან.. ოქროსფერთმიანი წითური ახსენდებოდა..ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაც ძალიან საინტერესო უნდა მომხდარიყო..

საკონდიტროს შენობაში დილიდანვე ფუსფუსი იყო, ნინი შენობასთან რამდენიმე წუთით ადრე მივიდა, ღრმად ჩაისუნთქა..დიდი შუშის ფასადი, მოვლილი ეზო, ძვირადღირებული ინტერიერი...
- იმედია არ დამაგვიანდა... - ჩაილაპარაკა თავისთვის, შიგნით შევიდა.

მეგი ამჯერად სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდა..ღია ფერის შარვალი, თეთრი პერანგი, შეკრული თმა, თითქოს გუშინდელ გოგოს საერთოდ არ ჰგავდა.
გიორგიმ ზემოდან ქვემოთ შეავლო თვალი.
- როგორც ჩანს შორენას კარგად უმუშავია შენს ჩაცმულობაზე..ასე არ სჯობს? - მეგიმ თვალები მოჭუტა.
- შორენა რა შუაშია? მე მოვინდომე ასე..
თუ მინდა საერთოდ შიშველი მოვალ,
რა პრობლემაა? - გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა.
- თავში ქვა გიხლია გარეთ..აქ კი წესები მოქმედებს და საერთოდ ვფიქრობ თანამშრომლებისთვის ფორმა უნდა დაინერგოს..აუცილებლად განვიხილავ ამ საკითხს შორენასთან.
- ღმერთო... - მეგიმ თვალები აატრიალა.
- ოთხმოცი წლის მოხუცი დგას ჩემს წინ..- გიორგიმ რაღაცის თქმა დააპირა, სწორედ ამ დროს ნინი გამოჩნდა.
- ხომ არ დავაგვიანე?
- მოდი ნინი - გაუღიმა გიორგიმ.
- არა, ჯერ არა, შორენა მალე მოვა..გაიცანი მეგი, შენთან ერთად იმუშავებს - მეგი მაშინვე წამოდგა.
- ძალიან სასიამოვნოა - ხელი გაუწოდა.
- რა საინტერესო იმიჯი გაქვს...ძალიან საყვარელი ხარ - ნინის გაეღიმა.
- დიდი მადლობა.
- ოღონდ ერთს ვერ ვხვდები, ასეთ ლამაზ გოგოს მონაზონივით რატომ გაცვია?არაუშავს, ერთად რომ ვიმუშავებთ, შენს სტილსაც მივხედავ.
- რას უზამ? შავი პომადა უნდა წაუსვა?
თუ თვალები ჩაუშავო? - მშვიდად იკითხა გიორგიმ, მეგიმ მაშინვე შეუბღვირა.
- შენ არავინ გეკითხება.
- სწორეს მე მეკითხება! აქ პასუხისმგებელი პირი მე ვარ.
- აი ზუსტად ეს მაღიზიანებს შენში.
- მხოლოდ ეს?
- ჯერ მხოლოდ ეს! - სწორედ ამ დროს კარი გაიღო, ოთახში შორენა შემოვიდა.
მაღალი, მკაცრი, ელეგანტური..მუქი ფერის კლასიკური კოსტიუმი ეცვა, თმა იდეალურად ჰქონდა დასწორებული,
მისი ყოველი ნაბიჯი ძალაუფლებას ასხივებდა..ნინის უცებ გაახსენდა ნიკოლასი.
- "გასაკვირი არც არის..." - გაიფიქრა.
- "იმ თავხედის დედა სწორედ ასეთი ქალი თუ იქნებოდა..."
- დასხედით გოგონებო - თქვა შორენამ ისე, რომ ნინისთვის თითქმის არც შეუხედავს, საქაღალდე გახსნა.
- მოკლედ..ბევრი დრო არ მაქვს..აგიხსნით რას მოიცავს თქვენი სამუშაო, დანარჩენ დეტალებში გიორგი დაგეხმარებათ..ასევე ხელშეკრულებებსაც გავაფორმებთ, იმედი მაქვს ნაყოფიერი თანამშრომლობა გამოგვივა.
- აუცილებლად - უპასუხა მეგიმ.
- ვეცდებით - ჩუმად თქვა ნინიმ, შორენამ მხოლოდ თავი დაუქნია..სწორედ იმ წამს კარი კიდევ ერთხელ გაიღო, ოთახში შემოსულმა ადამიანმა ყველას ყურადღება მიიპყრო, მაღალი, თავდაჯერებული, შავ პერანგში, მზის სათვალით..თითქოს საკუთარ სამეფოში შემოსულიყო..ნინის გული წამით გაუჩერდა.
- არა.. ოღონდ ეს არა... - გაიფიქრა.., ნიკოლასმა ჯერ დედას გახედა, შემდეგ გიორგის..ტუჩის კუთხე ნელ-ნელა აეწია.
- მთავარი დირექტორის გარეშე აპირებ ახალი თანამშრომლების აყვანას, დედა?-
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, შორენამ გაკვირვებით შეხედა.
- შენ აქ რას აკეთებ?
- სამსახურში მოვედი! - უპასუხა სრულიად სერიოზული სახით, შემდეგ სათვალე მოიხსნა და მზერა პირდაპირ ნინიზე შეაჩერა..ნინის თითქოს სუნთქვა შეეკრა, ნიკოლასის თვალებში მაშინვე გაჩნდა ის ნაცნობი, აუტანელი ღიმილი, მტაცებლის ღიმილი..ადამიანისა, რომელმაც ნანატრი ნადავლი ხელახლა დაინახა, ნინიმაც შეხედა პირდაპირ, ჯიუტად, ჯიბრით..არც ამჯერად დაუხრია თვალები.. სიძულვილით სავსე გაბრაზებული და მაინც...უცნაურად სახიფათო იყო მათი მზერები ერთმანეთის მიმართ..



№1 სტუმარი სტუმარი სალომე

შემდეგი თავი როდის აიტვირთება?

 


№2 წევრი თინათინი10

სტუმარი სალომე
შემდეგი თავი როდის აიტვირთება?

მალე ავტვირთავ, ალბათ ხვალ დაადასტურებს ადმინი

 


№3 სტუმარი რეალისტი

ძალიან კარგი იყო. რაღაც მინდა დავწერო, ნორმალური ჩაცმულობა ცივილიზაციის ნიშანია! ვერ ვიტან მოკლე შორტებში ჩაცმულ ხალხს, ბოზებივით რომ აცვიათ და ,,21- ე საუკუნეა" გაიძახიან!
ამ დროს კი ჩაცმულობით პირველ ყოფილებს დაემსგავსნენ! თუ 21-ე საუკუნეა, ჩაიცვან ნორმალურად, თორემ რითი განსხვავდებიან პაპუასებისგან? ან ამაზონის ჯუნგლებში მცხოვრები ინდიელებისგან?
გამოდის რომ ქვის ხანის ჩაცმულობა და 21 საუკუნისა 1 და იგივე ყოფილა

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგია სიამოვნებით ვკითხულობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent