ბედის ირონია 12 თავი
ბარბარესთან საუბრის შემდეგ, ადვოკატმა დაურეკა მარიამს და გეგა დაჭრის ამბავი შეაყობინა. -ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა, ვიცოდი!- ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა სოფომ ქმარს როცა ეს ამბავი გაიგო და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან. -ნუ ღელავთ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება-მისი დამშვიდება სცადა მარიამმა -ისე ნუ მელაპარაკები თითქოს ძალიან გაღელვებდეს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა -სოფო!- თვალები დაუბრიალა კახამ ცოლს -რა?! -შეგიძლია რომ დამშვიდდე?! -არ შემიძლია! -თავი შეიკავე. გთხოვ! - ... უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რომელიც მოულოდნელად მარიამის მშვიდმა ხმამ დაარღვია -მე წავალ, ვაჩეს გავაღვიძებ და მოვემზადებით... -შენი წამოსვლა საჭირო არ არის!- მბრძანებლური ტონით უთხრა სოფომ კიბეზე ამავალ რძალს და შავი სათვალე გრაციოზულად გაიკეთა -უკაცრავად?- დაიბნა მარიამი -ვერ გაიგე რა გითხარი?!- აგრესიული ტონით ჰკითხა სოფომ და გამომწვევი მზერით სახეში მიაჩერდა -თავი ვინ გგონიათ ასე რომ მელაპარაკებით?-წამოენთო მარიამი -შენი დედამთილი!-იგივე ტონალობით უპასუხა სოფომ და გასასვლელი კარისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა -ერთი წამით- მისი შეჩერება სცადა მარიამმა. -დედიკო რა ხდება ვინ ჩხუბობს?!- შეშინებული ვაჩე, ოთახიდან ფეხშიშველი გამოვიდა -არავინ დედაკო ნუ ღელავ- ღიმილით უთხრა მარიამმა და ნახევრად მძინარე პატარა ხელში აიყვანა. -სადმე მივდივართ? -აღარ!-ჩამწუდარი ხმით უთხრა მარიამმა და ოთახში შეყვანისთანავე საწოლში დააწვინა, თვითონაც გვერდით მიუწვა და თვალები დახუჭა. შეკრთა როცა კარზე დაუკაკუნა კახამ და მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა -მარიამ შვილო, მშვიდად მოემზადეთ, ჩვენ მანქანაში დაგელოდებით. -კარგით- მორიდებით გასძახა მარიამმა და როცა კიბეები ჩაირბინა კახამ, კარადასთან მივიდა. ეზოში გასვლისთანავე საჭეს მიუჯდა კახა და რამდენიმე წამით თვალები დახეუჭა -არ მივდივართ?- უკმაყოფილო ტონით ჰკითხა სოფომ და სათვალე შეისწორა -არა! -რატომ? -მარიმს ველოდები -ის თუ წამოვა მე არ წამოვალ! -როგორც გინდა- დაღლილი ხმით უთხრა კახამ ცოლს და როცა მისკენ მომავალი მარიამი დაინახა ფანჯარის მინა ბოლომდე ჩამოსწია- რა ხდება შვილო? მზად რატომ არ ხართ? ვაჩე ხომ ლარგადაა? -აღელდა კახა -იცით მე -დაიბნა მარიამი- თავს ცუდად ვგრძნობ... ამიტომ სახლში დარჩენა გადავწყვიტე. -სწორი გადაწყვეტილებააა!- შეაქო სოფომ და სათვალე კიდევ ერთხელ შეისწორა -კარგი როგორც გინდა-ნაწყენი ტონით უთხრა კახამ რძალს და მომანტალურად აწია ფანჯარა- კმაყოფილი ხარ?- ძლივს შეკავებული აგრესიით ჰკითხა ცოლს და საბურავების ხრჭიალით მანქანა დგილს მოწყვიტა. მათი წასვლის შემდეგ ოთახში დაბრუნდა მარიამი და ვაჩეს გვერდით მიუწვა. მალევე ჩაეძინა. ტელეფონის ზარის ხმამ გააღვიძა. -გისმენთ -მარიამ დე ტელეფონი გამიფუჭდა და ახლა თანამშრომლის ნომრიდან გირეკვა გირეკავ, ვიფიქრე რომ დამირეკოს და არ ვუპასუხო არ ინერვიულოს-მეთქი. -რატომ რა მოხდა? -არ ვიცი აღარ ირთვება -ეს ვისი ნომერია -მანანასი -კარგი მოვინიშნავ და აქ დაგირეკავ ხოლმე -კარგი -მომენატრე -მეც მომენატრე. -კარგია ახლა უნდა გავთიშო, არა მცალია -კარგი დე-სლუკუნით უთხრა მარიამმა და გაუთიშა. ამ საუბრიდან ძალიან მალევე გაეღვიძა ვაჩეს, მაგრამ ყურადღება რომ არ მიაქცია მარიამმა შეეშინდა და სლუკუნით ჰკითხა -დედიკო ტირი? -არა რას ამბობ ჩემო პატარა- სასწრაფოდ მოიწმინდა ცრემლები მარიამმა და მისკენ მიტრიალდა, ვაჩეს გაეღიმა და ჩაეხუტა. -დედიკო შეიძლება რომ დღეს სტადიონზე წავიდეთ? -სტადიონზე? რა თქმა უნდა შეიძლება! -მართლაააა? -ოღონდ ჯერ უნდა გამოცვალო, თმები დაივარცხნო, ხელ-პირი დაიბანო და ისაუზმო! -კარგი-საჩქაროდ უთხრა ვაჩემ და კარადასთან მიირბინა. ტანსაცმელი გამოცვალა და სტადიონზე წასასვლელად კვარაცხელიას ფორმა გაამზადა. უამინდობის გამო სტადიონი თითქმის ცარიელი იყო მხოლოდ რამდენიმე ბავშვი თამაშობდა ბურთით და ისინიც მალევე წავიდნენ, რის გამოც ძალიან მოიწყინა ვაჩემ. -მთელი სტადიონი ჩვენია ნუთუ არ გიხარია?- ინტერესით ჰკითხა მარიამმა გაბუტულ ბიჭს და სტადიონზე შევიდა -შენთან თამაში არ მინდა! -რატომ? -იმიტომ რომ გოგო ხარ! -ჩემი ბუტია-სიცილი აუტყდა მარიამა- კარგი მაშინ სახლში წავიდეთ -არ მინდა! -აბა რა გავაკეთოთ? -მარტო ვითამაშებ -მგონი ცუდი აზრია, თან...მალე წვიმა წამოვა -მერე რა? მე მაინც აქ ვიქნები! -ვაჩე -არ მინდა სახლში -კარგი აქ ვიყოთ მაგრამ როგორც კი წვიმა წამოვა მაშინვე სახლში წავალთ შევთანხმდით? -ხელი გაუწოდა -შევთანხმდით-ბუზღუნით უთხრა ვაჩემ და ხელი ჩამოართვა. მარტო თამაში მალევე მოწყინდა ვაჩეს ამიტომ მარიამთან მივიდა გაბუტული და ნაწყენი ტონით უთხრა უთხრა -აქ ყოფნა აღარ მინდა! სახლში წავიდეთ! -კარგი- ღიმილით უთხრა მარიამმა და როცა ბურთის გამორთმევა სცადა ხელიდან გაუვარდა ორივეს და დაღმართზე დაეშვა. ორივე ბურთს დაედევნა. უეცრად ვიღაც უცნობმა ფეხით გააჩერა და როცა ვაჩე მიუახლოვდა ბურთი ხელში აიღო და მომღიმარი სახით ჰკითხა -გინდა ვითამაშოთ? - თვალებგაბრწყინებულმა ვაჩემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მარიამს გახედა რომელიც მთელი ეს დრო ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და თვალის მოუშორებლად უყურებდა მათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


