შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია 13 თავი


26-06-2026, 10:05
ავტორი ნეაკო
ნანახია 708

-წინააღმდეგი ხომ არ იქნებით?- ინტერესით ჰკითხა უცნობმა მარიამს და წამიერად მზერა გასწორა, ამ დროს მათი თვალები პირველად შეხვდა ერთმანეთს.
- ... -მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა მარიამმა და დაბნეული მზერა ვაჩეზე გადაიტანა რომელიც მოღუშული სახით მიუახლოვდა მას
-დედიკო გთხოვ ძალიან გთხოვ, უფლება მოგვეცი რომ ვითამაშოთ
-კარგი... როგორც გინდა- დაღლილი ხმით უთხრა მარიამმა გახარებულ ბიჭს და კარგა ხნის სიჩუმის მშვიდად დაამატა- მაგრამ იცოდე მალე უნდა წავიდეთ სახლში!
-გასაგებია-სერიოზული ტონით უთხრა ვაჩემ და უცნობს ბურთი გამოართვა- წავიდეთ ვითამაშოთ- სტადიონისკენ მიუთითა და გახარებული იქით გაიქცა.
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც მოულოდნელად, უცნობის მშვიდმა ხმამ დაარღვია
-როგორც ჩანს მხოლოდ ცხოვრებიდან კი არა გონებიდანაც ამოშლილი გყავარ მარიამ?!
-უკაცრავად?- გაოგნებული გოგონა მაშინვე მისკენ მიტრიალდა წაშლილი სახით
- ...
-ჩემი სახელი საიდან იცით? მიცნობთ?
- ...
-ესე იგი მიცნობთ?!
-ასეა!
-მაგრამ მე... ვერ ვიხსენებ თქვენს სახეს და ხმას
-ალექსანდრე დადეშქელიანი... ეს სახელი და გვარი რამეს გეუბნება?
- ...
-მარიამ?!- უეცრად თავზე წამოადგა აღელვებული ბიჭი თვალებაწყლიანებულ გოგონას და უემოციო მზერით თვალებში ჩააცქერდა -ესე იგი მართლა დამივიწყე?!- ნაწყენი ტონით ჰკითხა და სევდიანად გაუღიმა-აი მე კი დღემდე ვერ შევძელი შენი დავიწყება
- ...
-საერთოდ არ შეცვლილხარ... ისევ ისეთი სევდიანი, ნაზი და ლამაზი ხარ
-სამაგიეროდ შენ შეიცვალე... თან ძალიან- გაუბედავად უთხრა მარიამმა და წამიერად მზერა გაუსწორა
-ასეა!- დაეთანხმა ალექსანდრე და ცივად გაუღიმა.
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც ვაჩეს მოუთმენელმა ხმამ დაარღვია
-დედიკოო! მოდით!
ვაჩესთან თამაშით ძალიან გაერთო 4 ალექსანდრე, იმის მიუხედავად რომ მის კარში 11 გოლი გავიდა და საბოლოოდ 11:5 წააგო.
სანამ ვაჩე და ალექსანდრე ფეხბურთს თამაშობდნენ აღელვებული მარიამი დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ ვერ 4 ახერხებდა. მომხდარის გამო თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, ამიტომ ვერაფრით ახერხებდა გაძლენელებული სუნთქვის, გახშირებული გულისცემის და აჩქარებული პულსაციის დამორჩილებას.
ეცრად წვიმა წამოვიდა
-ვაჩე! სახლში წასვლის დროა!
-აუ ცოტა ხანს კიდევ ვიყოთ რა...
-არ შეიძლება! ... გაცივდები!
-დედიკო მართალია- დაეთანხმა ალექსი მარიამს და ხელში აიყვანა გაბრაზებული პატარა
-სახლში წასვლა არ მინდა!
-არც მე არ მინდა... მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს... შეხედე რა გაბრაზებული სახით გვიყურებს დედაშენი-მარიამზე მიუთითა ალექსმა, რა დროსაც თავი ვერ შეიკავა ვერცერთმა და ორივეს გაეცინათ

-არ არინახვა დროს კიდევ ვითამაშოთ
-



№1 სტუმარი სტუმარი მარი

მე თქვენი ისტორიები წაკითხული მაქვს ნეაკო, საუკეთედოდ წერყ, მაგრამ წლებია ასე მეორდება იშვიათად დებთ ახალ თავს, თან არც გვეკონტაქტებით და იძულებულები ბართ ჩვემც შეგეშვათ, ვიცი რომ ახლაც დამაიგნორებთ

 


№2 სტუმარი სტუმარი გვანცა

ხმა მღაღადებლიდა უდაბნოსა შინა
წერე და იკითხე

 


№3 სტუმარი სტუმარი გვანცა

ნეაკო დუმილის აღთქმა გაქვთ დადებული?

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამი

ცუდად აშკარად არ წერთ,მაგრამ აზრი? ისე წელავთ ისტორიას, ერთი ბეწო თავებს დებთ და თან ძალიან დიდი ინტერვალით, სურვილს საერთოდ დაუკარგავთ ადამიანს წაკითხვისას.

 


№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი მარი
მე თქვენი ისტორიები წაკითხული მაქვს ნეაკო, საუკეთედოდ წერყ, მაგრამ წლებია ასე მეორდება იშვიათად დებთ ახალ თავს, თან არც გვეკონტაქტებით და იძულებულები ბართ ჩვემც შეგეშვათ, ვიცი რომ ახლაც დამაიგნორებთ

აქ ვარ და გისმენთ? რა გაინტერესებთ?

ის თუ რატომ ვდებ ასეთ პატარა თავებს ან ასეთი დიდი ინტერვალით არაერთხელ მაქვს ახსნილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ავხსნი არ მეზარება!

მოკლედ ფიზიკურად, ფინანსურად, მორალურად, ემოციურად, ცხოვრებისეულად არ მაქვს შესაძლებლობა რომ დავწერო იმდენი და ისეთი ხარისხის ისტორიები რასაც მკითხველი ითხოვს ამ საიტზე.

ვწერ იმას რაც ჩემს გონებაშია.

ვწერ იმდენს რამდენის შესაძლებლობაც მეძლევა( ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე)

წაიკითხავთ თუ არა ეს თქვენი გადასაწყვეტია. მე არ მეხება.

არავითარი იგნორი, უბრალოდ ვერ მიხერხდება საიტზე აქტიურობა.

მადლობა ყველას ვინც კითხულობდით და აღარ კითხულობთ ჩემს ისტორიებს, ასევე მადლობა თქვენ რომ კითხულობდით დ ასავარაუდოდ აღარ წაიკითხავთ.

აბსოლუტურად მესმის თქვენი, მაგრამ სხვა შესაძლებლობა არ მაქვს და იმიტომ ვწერ ასე. საიტის მიტოვება ბევრჯერ ვცადე, მაგრამ არ გამომდის :( გონებაში იმდენი ისტორია იბადება იმდენი პერსონაჟი რომ მათ უგულველყოფას ვერ ვახერხებ.

იმედია ამომწურავად ვუპასუხე ყველას შეკითხვებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent