შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი სახლის ლანდები (თავი VI)


გუშინ, 20:05
ავტორი Whosavesyou
ნანახია 546

დილა ისე გათენდა მთაში, თითქოს სამყარომ სუნთქვა ახალი აკორდიდან დაიწყო. მაისის მზეზე ბევრად ადრე, სანამ პირველი ოქროსფერი სხივები წითელი სახლის სახურავს შეეხებოდნენ, ეზოში კასი გამოვიდა. დილა ისეთი თბილი იყო, როგორიც არასდროს. ნისლის ყოველი ნატეხი მთლად გამქრალიყო ხეობიდან. ყოველი ჩასუნთქვა ფილტვებს მაცოცხლებელი ენერგიით ავსებდა.
ხასხასა ბალახზე, ალიონის მკრთალ ნათებაში, ვერცხლისფერ მარგალიტებად ბზინავდნენ ცვრის წვეთები. ვაშლისა და მსხლის ხეები ნელ ნიავზე ტკბილ სუნს აფრქვევდნენ.
მშვიდი ხმაური მოისმოდა სოფლის ბილიკებიდან. შორს, ფერდობზე საქონლის ყრუ ბღავილი ექოდ იფანტებოდა და მუსიკასავით იღვრებოდა ჩიტების პირველი, მფრთხალი ჭიკჭიკი. ცხრა მთას იქიდან მოისმოდა მდინარის ჩუმი ჩხრიალი.
გუშინდელი ქარიშხლის კვალიც აღარ ეტყობოდა კასის ნაკვთებზე. მიწისფერი ნიღაბი ერთიანად გაჰქრობოდა სახიდან. გეგონებოდათ, დილის სინათლესთან ერთად ხელახლა დაიბადაო. ხორბლისფერი კანი კვლავ ჯანსაღად უბზინავდა, სხეულიდან კი ყოველგვარი სიმძიმე ერთიანად ჩამოსცლოდა.
იჯდა ეზოში, ვენახის ხეივნის თაღის ქვეშ, ხის ძველ მაგიდასთან და ჰომეროსის „ოდისეას“ საოცარი სიმშვიდით კითხულობდა, ალუბლისფერი ბაგეები ოდნავ გაეპო და გაცრეცილ სტრიქონებს თითს აყოლებდა ნაზად. თვალებში ოკეანე კვლავ ჩასდგომოდა, ბზინვარე ხუჭუჭები კი ზურგზე ჩანჩქერად გადაჰფენოდა. იჯდა ძველებურად მშვიდი, ხელშეუხებელი და ფურცლის შრიალით ტკბებოდა.
სახლის მძიმე, მუხის კარი ჭრიალით გამოაღო მოხუცმა. უგემური ძილისგან სახე დამანჭვოდა. მთელი ღამე ლენასთან სასაუბროდ ემზადებოდა. მკაცრად გადაეწყვიტა, რომ უნდა გამოერკვია, რა შემთხვეოდა კასიანას. აინტერესებდა ყველაფერი, რაც არ იცოდა და არა მხოლოდ აინტერესებდა, არამედ დაჟინებით მოითხოვდა, რომ სცოდნოდა და შესაფერისად მოქცეულიყო! გრძნობდა, კასი უყვარდა და აღარ დაუშვებდა ... ამ მძიმე ფიქრებში ახლართულიყო, ხეივნის ძირას, კასიანას რომ მოჰკრა თვალი. ხშირი წარბები გაოცებისგან შუბლზე აუვიდა, დაჭიმული კუნთები კი ერთბაშად მოეშვა. მშვიდი იყო კასიანა. მშვიდი და უდარდელი. როგორც აქამდე.
მტკიცე ნაბიჯით მიდიოდა მაგიდისკენ. ხრეშის ყრუ შრიალზე კასიმ თავი ასწია და მოხუცს ფართო ღიმილი შეაგება. ჭინკები უთამაშებდნენ ჭაობისფერ თვალებში. თავის თავს ჰგავდა.
-ადრე ამდგარსა კურდღელსა! - ხმამაღლა გამოსძახა შორიდან კასიანამ. მხიარული იყო. სხეულში ცოცხალი სისხლის სითბო იგრძნო მოხუცმა. წუხანდელი ყინვაც ერთბაშად გაქრა.
-კარგად ხარ. - აღმოხდა კაკის.
-რა თქმა უნდა, კარგად ვარ, - გადაიკისკისა მან, - აბა ცუდად ხომ არ ვიქნები?
ხუმრობდა კასიანა. ისევ ისე, თავისუფლად და მოურიდებლად, როგორც სჩვეოდა. საკუთარ თავს ისე აიგდებდა ხოლმე აბუჩად, გეგონებოდათ, სხვაზე საუბრობსო. მოხუცს გაეღიმა.
-რა კარგია, რომ ხუმრობის ხასიათზე ხარ დილიდან. - ამოიგმინა მან, თითქოს მხრებიდან ლოდი ჩამოუგორდაო და პირისპირ ჩამოუჯდა.
-ვიღაცას ცუდად ეძინა! - წაიმღერა კასიანამ, მთელი სხეულით წინ გადაიხარა და კაცს თვალებში შეაჩერდა, - არ მითხრა, რომ ჩემზე დარდობდი? შენზე წარმოდგენა დამეკარგება!
კაკიმ ხმამაღლა გადაიხარხარა და დაკოჟრილი იდაყვები მძიმედ დააწყო მაგიდაზე.
-მართლა გეუბნები, - ტიკტიკებდა კასიანა. კულულები ზურგს უკან გადაიყარა და თვალები სასაცილოდ მოჭუტა, - არ მითხრა, რომ შენც ერთი ჩვეულებრივი გულჩვილი მოხუცი ხარ. მე კიდევ ვფიქრობდი, ეს მთის მგელი ვინ არის-მეთქი.
-ღმერთო, სადა ხარ? - ცაში აიხედა კაკიმ, - მთის მგელიო ... მგელი იმიტომ მოუსვენრობს, ჩემო გოგო, რომ ეზოში ჭინკა შემოჰპარვია და მზესაც ჯიბრში უდგება.
კასის გაეღიმა. გრძნობდა, ზრუნავდა მასზე მოხუცი.
-ჩემზე არ იდარდო, კაკი, - უთხრა მშვიდად და წიგნს დახედა, - ხომ იცი, აჩრდილების სამყაროში ჩასვლა ოდისევსსაც მოუწია, სანამ თავის სახლს მიაგნებდა.
კაკის გასცრა სხეულში. ხის მაგიდას დააჩერდა. ჟანგბადი ფილტვების ტკივილამდე ჩაისუნთქა და ეცადა გაეღიმა. გული სტკიოდა, რომ კასიანამ, 19 წლის ასაკში ამდენი რამ იცოდა აჩრდილების სამყაროზე. მასზე ბევრს ფიქრობდა მოხუცი. სინამდვილეში, მხოლოდ კასიზე ფიქრობდა მას შემდეგ, რაც სახლში გოგონები შემოუსახლდნენ. ფრთხილი იყო მასთან. სიტყვებს არჩევდა. ხედავდა, როგორ ნელ-ნელა ეხსნებოდა ბავშვი და არ უნდოდა, დაეფრთხო. ამ წინადადებაში კი, იმდენი ფარული აზრი იდო, რომ კაკის თავბრუ დაეხვა წამიერად.
-ლენას არაფრით ჰგავხარ. - უთხრა ბოლოს და კასის ჩაის ჭიქას დასწვდა.
ამაზე დიდხანს იცინოდნენ. ლენას მართლაც არაფრით ჰგავდა. არც არავის, დედამიწის ზურგზე მოსიარულეს.

888

ბასილი და თარაში მართლაც დაბრუნდნენ გრდემლთან, ბუცეფალისთვოს მყარი ლითონის ზღუდეების დასასრულებლად. სამჭედლო ხვარტში, ნაწრთობი მკლავები და ფართო მხრები სიცხისა და დაძაბულობისგან ერთიანად უპრიალებდათ.
რაღაც ჭია უღრღნიდა გულს, გუშინდელის შემდეგ, ისე უნდოდა კასი ენახა თარაშს. აინტერესებდა, ისევ თუ ბზინავდნენ ჩამქრალი ხუჭუჭები. მზემოკიდებული შუბლი ოფლის წვეთებით დანამვოდა. ბრაზიანად იფუნთხებოდა და ყველაფერს აკურთებდა, რაზეც ხელი მიუწვდებოდა.
-რა ჯანდაბა გჭირს? - მოთმინების ფიალა აევსო ბასას, ნალი იქვე მიაგდო და ბიძაშვილს მოუბრუნდა.
-იმუშავე, - ამოიგმინა თარაშმა, - ბასა.
ბასილს სასმელი ჰქონდა მათარაში. თარაშს გაუწოდა, როცა მიხვდა, მისი ატანა შეუძლებელი ხდებოდა. შეგნეული გაუთბო რომმა თარაშს. საკუთარ მუხლებს დაეყრდნო და ღრმად ჩაისუნთქა. არ იყო მისი საქმე, ისევ მოუსვენრობდნენ თუ არა კასის თვალები. ამაზე არ უნდა ეღელვა, იმიტომ რომ ასეთი არ იყო. ახლა კი, ახლა კი ... ახლა ... ჯანდაბა, მაინც რამ დააშრო ის ოკეანე მის თვალებში.
გოგონები ეზოში, ვენახის ხეივნის თაღის ქვეშ, კაკის შემოსხდომოდნენ გარშემო. თავის ხის სავარძელში იჯდა მოხუცი, იდაყვები მაგიდაზე მყარად დაეწყო და ჭადრაკის დაფას დასცქეროდა ყურადღებით.
-მე საერთოდ მგონია, რომ ეგ სვლა არ არის მომგებიანი ამ სიტუაციაში, - წინასწარ ზეიმობდა გამარჯვებას კასიანა, - რადგან სამ სვლაში, გარდაუვალი შამათი იქნება მაინც.
-მე კიდევ ვთვლი, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი. - თვალი ჩაუკრა კაკიმ სასაცილოდ. ძალიან უხდებოდა სვანური აქცენტი მის ხმას.
-რაღაც არ მგონია, რამე გამოსავალი რომ გქონდეს, - კმაყოფილი იყო კასიანა, - სიცოცხლეს იხანგრძლივებ უბრალოდ, რაც, ფართო სურათიდან, უაზრობად მეჩვენება.
-სიცოცხლე მაინც ტკბილია, კაააასიანა, - წაიმღერა მოხუცმა.
-გარდაუვალი მაინც თუ დადგება, - მხრები აიჩეჩა უმცროსმა და დაეჭვებით ახედა მოხუცს ქვემოდან,- ისევ ჭადრაკზე ვსაუბრობთ?
კაკის გაეცინა. არ იცოდა, ისევ ჭადრაკზე თუ ესაუბრებოდა. რაღაც არ ასვენებდა გუშინდელის შემდეგ. ვერ მოითმენდა, სანამ ლენას არ დაიმარტოხელებდა და არ მოაყოლებდა, რა ქარიშხალი ქროდა კასის ლამაზ თავში.
მეფე წააქცია ღიმილით და დიდი ტორები მყარად დააწყო ხის მაგიდაზე. კასიანა სახეზე აკვირდებოდა. მთის ცისფერთვალა მგელს მართლა ჩამოჰგავდა ბაბუამისი. მოსწონდა მისი ნაოჭები და ხმელი, გაძვალტყავებული ნაკვთები. უცბად, მოწევა მოუნდა ძალიან. ჯინსის ჯიბიდან კოლოფი ამოაცურა მშვიდად.
-კაკი, შენ ალბათ იცი, მე რომ ვეწევი, - დაიწყო უდარდელად კასიანამ და თვალები მოხუცის მზერას შეაჩეხა, - ლენამ ძალიან მთხოვა, დამემალა, რადგანაც... -თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა ბაბუამისი, - ხომ ხვდები... მოხუცი ხარ, და თანაც მთაში.
-კასი! - გადაირია ანიკა, სკამზე წინ წამოიწია და სახეზე სასაცილოდ წამოჭარხლდა, - ყურებს ვერ ვუჯერებ!
-აცადე, ანიკა, - გადაიხარხარა მოხუცმა, - გისმენ, განაგრძე?
-მე ლენა შემეცოდა და კარგი მეთქი, ვუთხარი, მაგრამ დამალვა ძალიან მომბეზრდა და მოკლედ, ხომ ხვდები. თანაც ვიცი, რომ აივნიდან მხედავ ხოლმე, როცა ვეწევი. ამის გამო, იმედია არ გგონია, რომ სული ეშმაკს მივყიდე.
მოხუცს თვალებში ჭინკები აუციმციმდნენ. ესიამოვნა, რომ ამაზე საერთოდ იფიქრა კასიანამ.
-ამის გამო არა, მაგრამ მიფიქრია ამაზე, - უპასუხა კაკიმ ხალისიანად.
პირდაპირი ლაპარაკი იცოდა კასიანამ. საუბრისას ხრიკებს არ იყენებდა. პირდაპირი და მოურიდებელი იყო. არ ეპირფერებოდა. ეს უყვარდა მასში მოხუცს.
-მიყვარს, გონიერი მოხუცები, - თქვა კასიანამ და კაკისთან ერთად, ხმამაღლა გადაიკისკისა.
ყურებიდან სისხლი სდიოდა ანიკას.
ლენას შეემჩნია, მოურიდებლად რომ აბოლებდა სახეზე მამამისს კასიანა და აჭარხლებული მირბოდა მათკენ. კაკი არ ჩანდა, მაინც და მაინც შეშფოთებული. უნდა ეღიარებინა, ნერვები ეშლებოდა ცოტათი, მის შვილებთან ასეთი რომ იყო მამამისი, თვითონ კი, სულ სხვანაირი ახსოვდა.
ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო ლენამ, რადგან ილდანები გამოლაგდნენ თავლიდან. ზუსტად ერთნაირად მოაბიჯებდნენ ბალახებში. ძალიან ჩამოჰგავდა მათი ფიგურები ერთმანეთისას და კასიანამ, წამით ერთ მთლიან მექანიზმად აღიქვა ორივე. ძალიან მაღლები იყვნენ, განიერი მხარ-ბეჭით, ოფლისგან დაცვარული შუბლებით და ახლად გადაცმული, მშრალი მაისურებით. ლითონის, ნამწვისა და ცხენების სუნი ასდიოდათ ილდანებს.
-კაკი, დავასრულეთ, - ბასილის ხმა მშვიდი იყო ძველებურად, თავის დაკვრით მიესალმა გოგონებს, - წინა ნალი მყარად ზის, ბუცეფალიც დამშვიდდა.
-ესეიგი, კასის შეუძლია, თამამად იჯირითოს შუაღამეს, სვანეთის ჯუნგლებში. გაუძლებს ნალები? - გაიცინა კაკიმ.
-ნალები გაუძლებს, - კასის უყურებდა თარაში, - გამბედაობა თუ ეყოფა.
ვითომ არ იცოდა, გამბედაობა ყველაფრისთვის რომ ჰყოფნიდა. მხოლოდ კასისკენ იყო მიმართული მისი მზერა. მისგან ორ ნაბიჯში იდგა და მუქი, თაფლისფერი თვალებით, როგორც ნადირი, ისე დასცქერდა სახეზე. ათვალიერებდა მის სიცოცხლით სავსე ნაკვთებს, გუშინდელის კვალიც რომ აღარ ეტყობოდათ, დაძაბულ ყვრიმალებს და უკმაყოფილოდ შეკრულ წარბებს, ოკეანეები რომ უმზერდნენ იქიდან. კასი ძველებური იყო. ცოცხალი.
ისეთი მტკიცე იყო თარაშის მზერა, გეგონებოდათ კასიანას მყიფე სიმშვიდის გარსის გაეხეთქა უნდაო, ასე ძალიან. სწრაფად სუნთქავდა გოგონა და სასაცილოდ უთამაშებდა კულულებზე დილის მზეზე. ცოტაც და გაეღიმებოდა თარაშს, ისე ართობდა გაბრაზებული კასის ყურება. არ იცოდა, ასეთიც თუ შეეძლო, ყოფილიყო.
-ბაბუ, შენ რა, იცოდი? - აკისკისდა ანიკა.
-რა იცოდა? - ვერაფერი ვერ გაიგო ლენამ, - რაზე საუბრობთ?
-კასის ღამ-ღამობით ბუცეფალი მიჰყავს ტყეში საჯირითოდ, - უდარდელად ატიკტიკდა ანიკა,- გვეგონა, ამაზე არაფერი იცოდით.
-ალბათ იმიტომ, რომ ნამდვილად არაფერი ვიცოდით ამაზე, - კოპები შეკრა ლენამ, - ცხენის ქურდობა რაღაა, კასიანა?
-არ ვიცი, - მხრები უდარდელად აიჩეჩა კასიანამ, - მეგონა ოჯახი ვიყავით და არ მიფიქრია, ცხენის წასაყვანად კითხვის დასმა თუ მჭირდებოდა.
-სწორია, კასი, - კვერი დაუკრა მოხუცმა, - დედაშენს არასდროს ესმოდა ოჯახის მნიშვნელობა.
-მამა! - ძალიან მოერიდა ლენას, კაკიმ სტუმრებთან ერთად რომ გაკიცხა, იმას კი ვერ მიხვდა, თავადაც იმავეს რომ აკეთებდა უმცროსთან, თანაც გამუდმებით. კაკიმ მხრები აიჩეჩა უშფოთველად. ლენას მოეჩვენა, რომ სამაგიერო გადაუხადა მამამისმა და სახე წამოუხურდა წამიერად.
-აბა, აბა, - წამოიმართა აყლაყუდა მოხუცი, - მორჩა მუშაობა, ახლა სადილი!

888

ღამის ორი საათი იქნებოდა, სოფელის თავზე სქელი, რძისფერი ნისლი რომ ჩამოწვა. მთვარე, ყინულოვან მწვერვალებს რომ ამოფარებოდა, მხოლოდ ბუნდოვან, მოვერცხლისფრო ნათებას ფანტავდა ხეობაში. უჩვეულოდ მშვიდი ღამე იდგა - არც ჩიტის ჭიკჭიკი, არც ქარის ქროლვა. მხოლოდ კასიანას ჩექმების თითქმის უხმო, რბილი შრიალი ნამიან ბალახზე.
ეს გზა უკვე ნაცნობი იყო მისთვის - საუკუნოვანი მუხების ჩრდილში ჩამალული ვიწრტო, ტყისპირა ბილიკი. კასის წელში გამართული, მსუბუქი სხეული, ამინდისთვის შეუფერებლად თხელი სარაფანა და თმაზე შემოხვეული შალი მთის ნისლის ნაწილად აქცევდა. შიშს არ გრძნობდა. ეს სიბნელე, სუნთქვას ჰგავდა მისთვის.
ილდანების მამულის ღობეს რომ მიადგა - მაღალ, ქვით ნაშენ და ზემოდან ხის ბოძებით გამაგრებულ ზღუდეს - წამით შეყოვნდა. თითები უხეშ ქვებს მოჰკიდა და ისეთი სიმსუბუქით გადაევლო, თითქოს ქარი ყოფილიყო. ილდანების ეზოს შიგნით, ვაშლის ხეების დიდ, ბნელ ჩრდილებში უხმოდ ჩაეშვა.
ჩამი-ჩუმი არ ისმოდა ეზოში. სუსტი სინათლის ნაპერწკალიც კი არ მოსჩანდა სახლის ფანჯრებიდან. შეუმჩნევლად ყოფნას არ ცდილობდა კასიანა, მაინც ვერავინ დაინახავდა იცოდა, დარეჯანს, ალბათ დიდი ხანი იყო, ეძინა. სახლის უკანა მხარეს, მეორე სართულის დაბალი სახურავისკენ აიხედა კასიმ. იცოდა, იქ რომ იყო თარაშის ოთახი. აქაურობა გადასარევად შეისწავლა იმ დღეს, კაკიმ რომ მოიყვანა.
ყველაფერი ირგვლივ ისე დუმდა, თითქოს კასიანას ყოფნა ამ სახლისთვის ბუნებრივი იყო. ხის კიბეებს მიადგა, რომლებიც აივანზე ადიოდა, მაგრამ სხვა გზა აირჩია მაინც. იცოდა, საძინებლის ფანჯარა პირდაპირ ვაზის ტალავერზე რომ გამოდიოდა, კიბით კი, დიდი მანძილი უნდა გაევლო და ვინ იცის, ამასობაში გააღვიძებდა დარეჯანსაც.
თითქმის უხმოდ აცოცდა ხის სქელ ღეროზე, სანამ ფანჯრის რაფას ხელებით არ ჩაეჭიდა. ფანჯარა ოდნავ იყო შეღებული, ოთახიდან შეშის ნაცრისა და მამაკაცის სუნი გამოდიოდა - ძალიან სუფთა და ცოცხალი. ცხვირი აეწვა წამით კასიანას.
ფანჯრის მინაზე სამჯერ მიაკაკუნა. ბგერა ისეთი სუსტი იყო, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიგებდა თარაში, თუ მსუბუქ ძილში იყო, ან საერთოდ არ ეძინა.
რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ, სხეული შეირხა ოთახში. მძიმე ნაბიჯები და მერე - კასის ცხვირწინ გადაიწია თეთრი ფარდები. თარაშის სილუეტი აღიმართა სიბნელეში. გულმკერდი შიშველი და დაკუნთული ჰქონდა, მთვარის შუქზე მკვეთრად იკვეთებოდა მისი სხეულის რელიეფი. თარაში გაშეშდა, ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარ კასიანას რომ ჰკიდა თვალი. დენის დარტყმასავით გაუარა სხეულში ცხელმა ტალღებმა. გაკვირვებისგან გაუფართოვდნენ სიბნელეში, ზეთისხილისფერი თვალები.
-დიდხანს უნდა მიყურო, თუ შემომიშვებ? - ღიმილმა გადაურბინა ღვინისფერ ბაგეზე კასის.
-ბავშვო, - თარაშმა თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, კასიმ სასწრაფოდ რომ გააჩუმა.
-ჩშშ! - დაიშრიალა მან და საჩვენებელი თითი მიიტანა ტუჩებთან. თარაშის დასახმარებლად გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება და მის ოთახში ერთი მოძრაობით ისკუპა.
ბნელოდა. მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა ოთახს. თარაშს უნდოდა, რამე ეკითხა, მაგრამ ყველაფერი ისედაც იცოდა. ხმის ამოღება ვერაფრით მოახერხა, ფანჯრის რაფასთან იდგა,ნახევრად ჩრდილში, მისი დაკუნთული მკერდი და დაძარღვული მხრები მთვარის შუქზე ქვის ქანდაკებას ჩამოჰგავდა. კასის უყურებდა, უხმოდ რომ ასვეტილიყო ოთახის ცენტრში და უღმერთოდ ლამაზი რომ იყო. ძველებური ღიმილი უპობდა ბაგეებს. ვერაფერს არჩევდა, თარაშის თვალების გარდა.
-გამხადე, - დაიჩურჩულა კასიმ. ისეთი ვნებიანი იყო მისი ხმა, რომ თითის წვერები აეწვა თარაშს, ისე მოუნდა შეხებოდა. ფრთხილად მიუახლოვდა სიფრიფანა სხეული და გახურებულ გულ-მკერდზე აუსრიალა გაყინული თითები. ლაპარაკი არ უნდოდა, - გამხადე, თარაშ.
თარაშმა სველი, ცხელი ტუჩები კასიანას ყელზე მიაკრა და კაბა მხრებიდან თითის ერთი მოძრაობით, უხეშად გადაუწია. ტილოს სარაფნის ქვეშ, მთვარის მბჟუტავ ცისფერ შუქზე, გოგონას უბადლო სხეული გამოიკვეთა. ისეთი ნაზი ჩანდა, ვერავინ მიხვდებოდა, ბუცეფალივით მტკიცე რომ იყო შიგნიდან. თარაშმა თავისკენ მოზიდა მძლავრად, არ იყო მასთან ნაზი, მაგრამ არც გადამეტებულად უხეში. ოთახში მხოლოდ მათი აჩქარებული, ხშირი სუნთქვის ყრუ ექო ისმოდა, თამბაქოსა და ციტრუსის მკვეთრ სურნელში რომ ირეოდა. თარაშის დიდი, დაძარღვული ხელები გოგონას თხელ წელსა და ზურგზე დაძვრებოდნენ გატაცებით, კასიანა კი ყოველგვარი სინდისის ქენჯნისა თუ მიწიერი ემოციის გარეშე, აბსოლუტური თავგანწირვით პასუხობდა მის ყოველ შეხებას. თარაშის ძალა კასისთვის ერთადერთი სინამდვილე იყო იმ მომენტში და ეს აბრუნებდა საწყის წერტილთან, ამიტომ იყო მასთან ყოფნა ასეთი სასიამოვნო. თარაშის ვნების მორევში, ფერფლად იქცეოდა დანარჩენი სამყარო. უმისამართოდ მიყრილი მისი ფიქრები ერთ წერტილში იკრიბებოდნენ და თარაში აფრთხოვდა ყველა აჩრდილს მისი გონების ყველა კუნჭულში. მისი ცხელი, საისიამოვნო სუნთქვა ერთადერთი იყო, რაც სწვდებოდა კასის სმენას და ეს საკმარისი იყო სიცოცხლისთვის იმ მომენტში, სხვა მომენტები არ არსებობდა უბრალოდ. კასის გულისცემას გრძნობდა თარაში მკერდით, თვალებს ხუჭავდა, მის რიტმს რომ აჰყოლოდა გონებით. მთლიანად მოეცვა კასიანას მისი არსებობა. არაფერი უგრძვნია, ასეთი ეგზოტიკური, ამდენად ახალი და სასიამოვნო. არ ჰყოფნიდა მისი შეხება არასდროს და ისე უჭერდა ხელებს, ეშინოდა, რამე არ ეტკინა მისთვის. სახეზე არაფერი ეწერა კასიანას, არც-ერთი ემოცია არ ემეტებოდა მისთვის. ასე ხედავდა თარაში. ეს აბრაზებდა. მომთხოვნი ხდებოდა, მისი ყველა მოძრაობა. თითქოს აიძულებდა, რამე ეგრძნო. ამას ხვდებოდა კასი. იცოდა, რომ აღიზიანებდა თარაშს, ასეთი ავტომატური რომ იყო მისი ყველა მოძრაობა და ხან და ხან, ირონიული ღიმილი გადაურბენდა ხოლმე სახეზე.
საწოლზე გადაწვა თარაში. ძლიერად აუდ-ჩაუდიოდა დანამული გულ-მკერდი. სასწრაფოდ გადაიყარა სახიდან წინანდელი აღფრთოვანება. გაგულგრილდა. ისე, როგორც სჩვეოდა. კასის გაეცანა. მოცეკვავე ჩრდილებს ქმნიდა ბიჭის მხარ-ბეჭზე მთვარის ცისფერი სინათლე. კასის გადაეწყვიტა, რომ მასსავით სიბნელის შვილი იყო თარაშ ილდანი, ამიტომ დადიოდა მასთან და არა, ვინმე სხვასთან. მოსწონდა კიდეც, ოდნავ. პირქუში რომ იყო და თავისებური. ჰო, ლამაზიც. ამას არ უარყოფდა, არასდროს. კასიანამ თავი ოდნავ მიატრიალა მისკენ, გაუღიმა. ოკეანისფერი თვალები, რომლებიც წუთის წინ ვნებით ჰქონდა დაბინდული, ახლა ისევ ყინულოვანი სიმშვიდით ანათებდნენ. თარაშის დაძარღვულ მკერდზე ნაზად გაატარა თითები, რაღაც აკორდს ეძებდა თითქოს. ტაო დააყარა თარაშს. ზურგი აქცია სასწრაფოდ კასიანამ და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. არ მოსწონდა იმის გააზრება, რომ რაღაც გავლენა უკვე ჰქონდა თარაშზე. სარაფანა გადაიცვა სასწრაფოდ და ფანჯრის რასასთან მიირბინა ბავშვურად.
-დამეხმარები? - ხელი გაუწოდა თარაშს და მანაც, ფანჯრის რაფაზე ერთი მსუბუქი მოძრაობით შემოსვა.



№1 სტუმარი სტუმარი Lika

Vaime rogor gamixarda danaxvaaaa

 


№2  offline წევრი Silent Echo

გაიხარე, ძალიან კარგი

 


№3  offline წევრი Whosavesyou

სტუმარი Lika
Vaime rogor gamixarda danaxvaaaa

Silent Echo
გაიხარე, ძალიან კარგი

პირიქით, დიდი მადლობა თქვენ რომ მამხნევებთ <3

 


№4 სტუმარი მე

კასი რა გოგოა ვგიჟდები. ძალიან კარგად წერ, წყალივით იკითხება, ნუ მოგვანატრე თავი. ❤️

 


№5  offline წევრი Whosavesyou

მე
კასი რა გოგოა ვგიჟდები. ძალიან კარგად წერ, წყალივით იკითხება, ნუ მოგვანატრე თავი. ❤️


აღარ მოგანატრებთ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent