შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია 14 თავი


დღეს, 03:05
ავტორი ნეაკო
ნანახია 1

უცერად გაიელვა და ძლიერი ჭექა-ქუხილის შემდეგ თავსხმა წვიმა წამოვიდა. შეშინებული ვაჩე ალექსანდრეს ჩაეხუტა. საშინლად ეუხერხულა ეს სიტუაცია მარიამს, მაგრამ იმდენად მოულოდნელად მოხდა მოხდა ყველაფერი რომ ვერაფრის თქმა და გაკეთება ვერ მოახერხა დაბნეულობისგან. საშინლად დაიძაბა, როცა ალექსანდრემ მოულოდნელად ჰკითხა:
-ახლოს ცხოვრობთ?
- ...
-ამიტომ გეკითხები რომ მანქანით ვარ და შემიძლია სახლში მიგიყვანოთ, წინააღმდეგი თუ არ იქნები... რა თქმა უნდა!
-არ მინდა შეგაწუხოთ
-არ შემოგთავაზებდი თავსხმა წვიმა რომ არ იყოს
-მადლობა ყურადღებისთვის- სხვა ვერაფერის თქმა ვერ მოახერხა მარიამმა და მორიდებით აარიდა მზერა მის ჩამქრალ თვალებს
-მაშინ წავიდეთ- მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა ალექსმა და პირველი წავიდა, იქვე კუთხეში გაჩერებული შავი ქემრისკენ.

სახლში მისვლისთანავე მოაწესრიგა ვაჩე მარიამმა და აბაზანიდან გამოყვანის შემდეგ მაშინვე სამზარეულოში შეიყვანა.
-არ მშია-აბუზღუნდა ვაჩე, მაგრამ მარიამმა მის ჭირევულობას ყურადღება არ მიაქცია და სუფრა გაშალა. იმდენი გემრიელი საჭმელი დაალაგა მაგიდაზე რომ თავი ვერ შეიკავა ვაჩემ და გემრიელად ისადილა.
-ისე...რა კარგი დღე იყო დედიკო არა?!
-კი დედიკო ძალიან კარგი დღე იყო, მაგრამ კახას და სოფოს არაფერი არ უთხრა კარგი? ეს ჩვენი პატარა საიდუმლო იყოს
-გაბრაზდებიან?
- ...
-კარგი არ ვეტყვი
-ჩემი ჭკვიანი ბიჭი!- ღიმილით უთხრა მარიამმა და ლოყაზე ძლიერად აკოცა.
ჭამიდან ძალიან მალევე ჩაეძინა ვაჩეს ტელევიზორის ყურებისას, ამიტომ ხელში აიყვანა მარიამმა და საძინებელ ოთახში შეიყვანა, საწოლზე ფრთხილად დააწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა. შეკრთა როცა სოფოს ყვირილის ხმა მოესმა ღია ფანჯრიდან ,,ახლა რაღა მოხდა"
გაიფიქრა და აღელვებული დაბლა ჩავიდა. სწორედ ამ დროს ქარიშხალივით შეიჭრა სოფო სახლში და როცა კიბეზე მდგომი მარიამი დაინახა ბოლო ხმაზე უყვირა ქმარს
-რაც მოხდა ყველაფერში მხოლოდ თქვენ ორნი ხართ დამანაშავე!- და სანამ რომელიმე რამეს ეტყოდა ოთახში შეიკეტა.
-მოხდა რამე?-კითხვა ჩამდგარი თვალებით მიაჩერდა მამათილს მარიამი
-მოხდა!-დაღლილი ხმით უთხრა კახამ და უკმაყოფოლი სახით დივანზე ჩამოჯდა
-მდგომარეობა დაუმძიმდა გეგას?! ხომ კარგად იყო? დილით ადვიკატს რველაპარაკე მითხრა რომ კარგად იყო?!
-არა გეგა კარგადაა! რამდენიმე დღეში გაწერენ! უბრალოდ როცა მკურნალი ექიმისგან გაიგო რომ პალატაში გადაყვანის შემდეგ ხელბორკილი დაადეს... გაგიჟდა!
- ...
-მთელი გზა ჩვენ გვადანაშაულებდა მომხდარში...
-როგორც ყოველთვის!
-ძალიან დავიღალე...
-მესმის
-ვაჩე სადაა ძინავს?
-დიახ
-კარგი- უკმაყოფილო ტონით თქვა კახამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- კაროჩე წავედი მე რა და გვიან დავბრუნდები, სოფომ თუ მიკითხა უთხარი რომ ზურასთან ვარ, მაგის ბიჭი ალექსანდრე ჩამოვიდა საფრანგეთიდან და ... - კიდევ რაღაც თქვა, მაგრამ მარიამმა ვერ გაიგო.

კახას წასვლის მერე, მაშინვე საძინებელ ოთახში შეიკეტა მარიამი და უხმოდ ატირდა.
,,შეუძლებელია! შეუძლებელია ეს სიმართლე იყოს! ალექსანდრე ზურას შვილი ვერ იქნება... ალბათ რაღაც შეცდომაა..." ფიქრობდა დაუსრულებლად და წარსულის დეტალურად გახსენებას ცდილობდა.
,,5 წლის იყო ალექსანდრე როცა მისი მშობლები დაშორდნენ...ეს ზუსტად მახსოვს რადგან ხშირად იხსენებდა ხოლმე ამ ამბავს... მამამისის სახელი არ მახსოვს"- გონება დაძაბა მაგრამ მაინც ვერ გაიხსენა- ,,არასდროს უხსენები და ალბათ ამიტომ"- გაიფიქრა და მოპირდაპირე სახლს გახედა- ,,მაგრამ მაინც ძალიან ბევრი დამთხვევააა... იმედია ვცდები... და ზურას შვილი არ ხარ ლექსანდრე!- ჩამწყდარი ხმით, უმისამართოდ დაიჩურჩულა აღელვებულმა გოგონამ და ფარდები უღიმღამოდ გადასწია.
იმ საღამოს შემდეგ ალექსანდრე ნამდვილი თავი სტკივილი გახდა მარიამისთვის, რადგან მისი საქციელით და სიტყვა-პასუხით მოხიბლული კახა ხშირად ახსენებდა ხოლმე სახლში




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent