შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია 16 თავი


დღეს, 07:16
ავტორი ნეაკო
ნანახია 148

-მარიამ! ნუ მაღიზიანებ!
-თორემ რა მოხდება?!
-კარგი არაფერი დამიჯერე!
-მემუქრები?!
-შენ როგორ ფიქრობ?!
-მე შენზე საერთოდ არ ვფიქრობ!
-ვიცი!
-მაშინ ნუღარ გავაჭიანურებთ!
-მარიამ!
-განქორწინება...
-არ გაბედო! წინადადებია დასრულება არ გაბედო მარიამ! თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ- ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა დაძაბულ გოგონას და მოულოდნელად მაგიდაზე ხელი გამეტებით დაარტყა. უეცრად ყველამ მისკენ მიიხედა - თქვენს საქმეს მიხედეთ- შეუღრინა გეგამ მათ და მარიამს გახედა რომელიც მთელი ეს დრო ერთ ადგილზე მიყინულივით იჯდა და თვალის მოუშორებლად უყურებდა მას. შემაშფოთებელი სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც მოულოდნელად გეგას მშვიდმა ხმამ დარღვია- დღეისთვის საკმარისია! მაგრამ იცოდე! მე და შენ საუბარი ჯერ არ დაგვისრულებია!
- ...
-კიდევ შევხვდებით-მუქარით უთხრა და რკინის კარს მიღმა გაუჩინარდა.

სახლში დაბრუნებისთანავე ვაჩეს ოთახში შეიკეტა მარიამი და უხმოდ ატირდა.

გაოცება ვერ დამალა მარიამმა როცა კახეთში წასვლა და დედამისისთვის დაბადების დღის მილოცვა შესთავაზა სოფომ.
-ალბათ ხუმრობთ?!
-მაგრამ მეც უნდა წამოვიდე...
-თქვენ ხომ გეზიზღებათ იქაურობა?
-გინდა წასვლა თუ არა?!
-რა თქმა უნდა მინდა!
-მაშინ მოემზადე
-ხო მაგრამ...
-კახას არ სცალია ამიტომ ხვალ მე შენ და ვაჩე ტაქსით წავალთ და წამოვალთ.
-არც კი ვიცი რა ვთქვა
-მადლობა! უბრალოდ მადლობა თქვი და ეს საკმარისი იქნება!
-კარგი მაშინ მადლობა!
-საჩუქარზე არ ინერვიულო უკვე მოვამზადე
-საჭირო არაა
-კარგი მიდი მოემზადე ახლა შენთან კამათის თავი არ მაქვს-გულგრილად უთხრა სოფომ და ოთახში შეიკეტა.
მთელი ღამე სოფოს მომზადებულ საჩუქარზე ფიქრობდა მარიამი, ამიტომ ვერაფრით დაიძინა. ხან რა წარმოიდგინა ხან რა. ბოლოს გადაწყვიტა რაც არუნდა ეჩუქებინა სოფოს დედამისისთვის ზრდილობიანად გადაეხადა მადლობა შეწუხებისთვის და უკან დაებრუნებინა, მაგრამ ყველაფერი სულ სხვანაირად წარიმართა, ისე როგორც მარიამი ვერასდროს წარმოიდგენდა.

თვალები ცრემლებით აევსო მაიას როცა ვაჩე ყვავილებით ხელში დაინახა
-ბებოს სიყვარულო- მაშინვე მისკენ გაემართა, მაგრამ ვაჩემ გულგრიალად შეაჩეჩა ყვავილები ხელში და არ ჩაეხუტა.
-არ გეწყინოს დე, უბრალოდ ძილი დააკლდა თან გზაში ძალიან დაიღალა და
-არ მწყინს დედიკო- დაღლილი ხმით უთხრა მაიამ და მონატრებულ შვილს თბილად ჩაეხუტა. სოფოს მხოლოდ ხელი ჩამოართვა, ისიც შორიდან რადგან კარგად იცოდა მისი უკადრისობის ამბავი. სახლში შესვლისთანავე მოკრძალებული სუფრა გაშალა მაიამ და ტორტიც ზედმეტი ცერემონიების გარეშე დაჭრა.
სოფომ მხოლოდ ხილი და ტორტის პატარა ნაჭერი ჭამა, ისიც ზრდილობის გამო, რადგან სხვა ვერაფერს დააკარა პირი. ეწყინა მაიას, მაგრამ სახეზე არაფერი შეიმჩნია და ვაჩესგან უგულველყოფილმა ტელევიზოს დაუწყო ყურება გულის გადასაყოლებლად. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რომელიც მოულოდნელად სოფოს ცინიკურმა ხმამ დაარღვია
-მაია, იცი ვაჩეს შენთვის საჩუქარი აქვს?!
-საჩუქარი?-გაუკვირდა მოწყენილ ქალს
-დიახ-დაეთანხმა სოფო და ჩანთიდან ტელეფონის გაუხსნელი კოლოფი ამოიღო
-ეს... - თვალები უეცრად ცრემლებით აევსო მარიამს
-ასეთ ძვირფას საჩუქარს ვერ ავიღებ- იუარა მაიამ და გაწვდილი კოლოფი არ გამოართვა
-მარიამმა გიყიდა-უტიფრად იცრუა სოფომ და ხელებში შეაჩეჩა- ეგონა ეგონა სახლში დარჩა და ამიტომ არ გითხრა აღარაფერი
-მართლა დე? რატომ შეწუხდი? ან ამის ფული საიდან გქონდა?
-დანაზოგი ჰქონდა-მარიამის მაგივრად უპასუხა სოფომ და ტელეფონი ყუთიდან ამოიღო- თუ გინდა შენი ძველი ნომერი ჩავდოთ და ან ახალი გავააქტიუროთ
-არა ჩემს ძველ ნომერს ჩავდებ- აღფრთოვანებული ტონით უპასუხა მაიამ და მადლობის ნიშნად თავზე აკოცა მარიამს.
...
-ეს რატომ გააკეთეთ? გინდოდათ დაგემცირებინეთ?- აგრესიული ტონით ჰკითხა დედამთილს მარიამმა როცა შინ დაბრუნდნენ
-საიდან მოიტანე?
-უფლება არ გქონდათ ასე მოქცეულიყავით!
-ცუდი რა გავაკეთე? ქალს ტელეფონი არ ქონდა და ვუყიდე
-თქვენი სიბრალური არ ჭირდება დედაჩემს!
-ეს სიბრალურის გამო არ გამიკეთებია გეგას გამო გავაკეთე!
-გეგა რა შუაშია?
-მას უნდოდა რომ დედაშენი გამეხარებინა! სოფოს სიტყვებმა ისე დააბნია მარიამი რომ ვერაფერი ვეღარ უთხრა. არადა მთელი გზა ბოღმა და ცრემლები ახრჩობდა. ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყვნენ რომ სოფოსთვის საკადრისი პასუხი გაეცა მაგრამ გაჩუმება მოუწია.

ამ საშინლემა დამცირებამ საბრძოლო რეჟიმში გადასვლა აიძულა მარიამს და იმავე ღამეს სამსახურის ძებნა დაიწყო ინტერნეტში. უამრავი სასურველ ვაკანსია ნახა და სივიც გააგზავნა. იმის მიუხედავად რომ გამოცდილება არ ჰქონდა მაინც იმედიანად იყო და ფიქრობდა რომ სხვა თუ არაფერი დაბალანაზღაურებად სამსახურში მაინც აიყვანდნე და საკუთარი ფული ექნებოდა, რომლიდანაც მცირე დანაზოგს გააკეთებდა და ადრე თუ გვიან სოფო ტელეფონის ფულს დაუბრუნებდა. მისდა გასაკვირად მეორე დღეს სტომატოლოგიური კლინიკიდან დაუკავშირდნენ და რამდენიმე დღეში გასაუბრებაზე დაიბარეს.

თვალები ცრემლებით აევსო მარიამს როცა კახამ სამსახურზე ფიქრი კი არა ოცნებაც კი აუკრძალა.
-უფლება არ გაქვთ ასე რომ მომექცეთ!
-გვააქვს!
-თქვენ მე ვერაფერს ამიკრძალავთ!
-მარიამ შვილო
-შვილს ნუ მეძახით
-გეგას არ უნდა რომ იმუშაო! ხომ იცი არა?!- საუბრის ტემბრი შეარბილა კახამ
-ცუდი რა არის იმაში რომ სტომატოლოგიურ კლინიკაში ექთნად ვიმუშაო?
-არაფერია!
-მაშინ უფლება მომეცით რომ გასაუბრებაზე წავიდე
-არ შემიძლია
-რატომ?
-მარიამ შვილო...
-გავშორდები! უკვე ვუთხარი რომ განქორწინება მინდა
-რა თქვი?- წამოენთო სოფო რომელიც მთელი ეს დრო ხმის ამოუღებლად უსმენდა მათ
-ის რომ უკვე ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა და ვაპირებ გავშორდე თქვენს ავადმყოფ შვილს
-სიტყვებს დაუკვირდი!- მოიღუშა კახა
-თუ არ დავუკვირდები რა მოხდება?
-ჯანდაბა მაიძულებ რომ გული გატკინო
-გამბედაობა თუ გეყოფათ გულწრფელად მითხარით რასაც ფიქრობთ ჩემზე...
-სოფო ხმის ამოღება არ გაბედო!- დაუღრინა კახამ ცოლს და მარიამს მიუბრუნდა- შვილო შეწყვიტე ეს უაზრო წინააღმდეგობა საკუთარ თავთან, თორემ შენთან ერთად ვაჩეც დაზარალდება! გესმის რას გეუბნებ?!
-მესმის
-მაშინ შენს ოთახში დაბრუნდი!
-მეგონა კარგი ადამიანი იყავით
-ისეთ რამეს ნუ იტყვი რასაც მერე ინანებ
-უკვე ვეღარ ვხვდები გეგას მიესაჯა 5 წლითა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა თუ მე
-არჩევანის უფლება თვითონ წაართვი საკუთარ თავს როცა ამ სახლში დაბრუნდი!ასე რომ დროა ბედნს შეეგუო და წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტო თორემ გული გეტკინება თან ძალიან- გამაფრთხილებელი ტონით უთხრა სოფომ და კახასთან ერთად საძინებელში შეიკეტა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent