შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია 17 თავი


25-07-2026, 03:53
ავტორი ნეაკო
ნანახია 673

კახას და სოფოს წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც წავიდა გასაუბრებაზე მარიამი, მაგრამ შინ უხასიათოდ დაბრუნდა.
-დედიკო რატომ ხარ მოწყენილი?-ინტერესით ჰკითხა ვაჩემ როცა დაინახა
-არ ვარ დედას სიხარულო-ძალდატანებული ღიმილით უთხრა მარიამმა და ხელში აიყვანა.
-იცი მე და ბებომ, დღეს ჩემი დაბადების დღის ტორტი შევარჩიეთ თან 2 სართულიანი
-2 სართულიანი?!
-ხო, გინდა განახო?- სიხარულისგან თვალები უბრწყინავდა ვაჩეს
-მაჩვენე- დაღლილი ხმით უთხრა მარიამმა და ძირს ჩამოსვა. ვაჩემ მაშინვე, სოფოსთან მიირბინა და ტელეფონი გამოართვა- ძალიან ლამაზი ტორტი შეგირჩევიათ დედიკო-შეაქო მარიამმა როცა ფოტოები დაათვალიერა.
-მართლა?-მოუთმენლად ჰკითხა ვაჩემ და როცა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მარიამმა გახარებული მაშინვე ეზოში გავარდა.
-როგორც ჩანს გასაუბრებამ ცუდად ჩაიარა- ინტერესით ჰკითხა სოფომ რძალს როცა ტელეფონი გამოართვა
-ასეა-დაეთანხმა მარიამი და უემოციო მზერით სახეში მიაჩერდა
-მეგონა არ წახვიდოდი
-მეც ასე მეგონა!
-გეგა გაგიჟდება...
-გაგიჟდეს!
-მარიამ!
-გისმენთ ყურადღებით...
-მორჩით!- უეცრად კახა გამოვიდა საძინებლიდან და ორივე გააჩუმა.
...
კახამ და სოფომ, ვაჩეს დაბადების დღე გასართობ ცენტრში გრანდიოზულად აღნიშნეს.
მარიამს წარმოდგენა არ ჰქონდა სტუმრების ვინაობაზე და რაოდენობაზე, არც მენიუზე და არც გასართობ პროგრამაზე იცოდა რამე რადგან ყველაფერი კახამ და სოფომ დაგეგმეს გეგას ინიციატივით.
მთელი 2 საათის განმავლობაში ჩრდილივით დაიარებოდა სტუმრებშორის მარიამი. არავის იმჩნევდა და არავინ იმჩნდევდა. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს არ არსებობდა... თითქოს დაიკარგა. მხოლოდ მაშინ მოვიდა ხასიათზე როცა ტორტზე სანთლების ჩაქრობის დროს ანა და ბარბარე დაინახა.
-რა კარგია რომ მოხვედით- ჩამწყდარი ხმით უთხრა ზედმეტად მონატრებულ ბიძაშვილს/მულს და ორივეს ჩაეხუტა.
სახლში დაბრუნებისთანავე ოთახში შეიკეტა ბარბარე და დასაძინებლად დაწვა რადგან სოფოსთან ჩხუბი არ უნდოდა მომატებული კილოგრამების გამო.
იმის მიუხედავად რომ ძალიან გაბრაზებული იყო სოფო, ბარბარეს გამო განწყობა მაინც ამაღლებული ჰქონდა, ამიტომ კახასთან შეთანხმებით ვაჩე მათ ოთახში დააძინა.
ძალიან ცუდ ხასითზე იყო მარიამი ამიტომ ანამ მასთან ერთად დაძინება გადაწყვიტა.
-გული დაგწყდა დედაშენმა რომ ვერ შეძლო ჩამოსვლა?
-არა...მიჩვეული ვარ უკვე... ის არასდროს არის ჩემს გვერდით მაშინ როცა ყველაზე მეტად მჭირდება ხომ იცი...
-მაშინ რატომ ხარ ასეთი მოწყენილი?
-ისე დაგეგმეს ვაჩეს დაბადების დღე რომ მე არაფერი მკითხეს
-მერე რაა? დაიკიდე! მთავარია რომ ვაჩე ბედნიერია
-ხო, მაგრამ გული მაინც ძალიან მეტკინა
-გთხოვ ასე ნუ განიცდი! არცერთი მათგანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს!
-ვიცი მაგრამ...
-ეს ყველაფერი შენს გასაღიზიანებლად გააკეთეს და...როგორც ჩანს მიზანს მიაღწიეს!
-საერთოდ არ უნდა წავსულიყავი... მაგრამ ვაჩეს მარტო დატოვება ვერ შევძელი
-ძალიან სწორად მოიქეცი რომ წახვედი! სახლში რატომ უნდა მჯდარიყავი?!
-ასე მგონია რომ ჩემს დასჯას ცდილობენ
-რადგან გასაუბრებაზე წახვედი?-გაოცდა ანა- ვერ ვხვდები რატომ გეწინააღმდეგებიან?!
-გეგას გამო!-ზიზღით თქვა მარიამმა- არ უნდა იმ ავადმყოფს რომ ვიმუშაო!
-რა თქმა უნდა გეგა!- წამოენთო ანა- აბა კახას და სოფოს რა ინტერესი აქვთ?!
-არავითარი!
-რა საშინელი ადამიანია! უნდა რომ მთელი ეს წლები სანამ ციხიდან გამოვა მის მშობლებზე იყო დამოკიდებული!
-უკვე ვუთხარი რომ განქორწინება მინდა!
-რაააა?-გაოცებისგან შეყვირა ანამ- მერე რა გიპასუხა?
-არაფერი- იცრუა მარიამმა
-დაგემუქრა არა?!
- ...
-მარიამ!
- ...
-!?
-შეიძლება ასეც ითქვას
-რა გითხრა როცა განქორწინებაზე ლაპარაკი დაუწყე?
-წინადადების დასრულებაც არ მაცადა
-იდიოტი
-და ახლა რას აპირებ?
-ჯერ-ჯერობით არაფერს.
-მუშაობის დაწყება ხომ არ გადაიფიქრე?
-არა
-ძალიან კარგი, უამრავი ვაკანსიაა, რამეს მონახავ.
-ექთნის თანაშემწის დიპლომით არა მგონია რამე ნორმალური ვნახო, თან ყველგან გამოცდილებას ითხოვენ მაგრამ... არაუშავს, რამეს მოვნახავ. უმაღლესი რომ მქონდეს დამთავრებული ბევრად მარტივი იქნებოდა ალბათ, მაგრამ...
-უმაღლესი რადგან დამთავრებული არ გაქვს ეგ იმას არ ნიშნავს, რომ საპასუხისმგებლო საქმეზე ვერ იმუშავებ.
-ხო მაგრამ მაინც... პირველ რიგში დიპლომს აქცევენ ყურადღებას და სამუშაო გამოცდილებას მე კი არც ერთი მაქვს და არც მეორე.
-მერე რა რომ კოლეჯი დაამთავრე, სამაგიეროდ წარჩინებით დაამთავრე და შენი საქმე კარგად იცი! საშუალება არ გქონდათ თორემ უნივერსიტესაც მშვენივრად დაამთავრებდი... გამოცდილებას კიდე ისე როგორ დააგროვებ თუ ვიღაც პირველად არ აგიყვანს სამსახურში?
-კიდევ მაქვს სივი რამდენიმე ადგილას გაგზავნილი და ვნახოთ რა იქნება, სავსებით შესაძლებელია გასაუბრებაზე დამიბარონ, რადგან დაბალანაზღაურებადი სამსახურებია, მაგრამ არ ვიცი შევძლებ თუ არ ამუშაობის
-რატომ?
-ესენი ხელს არ შემიწყობენ და ვაჩე ვისთან უმდა დავტოვო ხოლმე როცა მე არ მეცლება?
-ნეტა ახლოს ვცხოვრობდეთ... მე დაგეხმარებოდი
-რაც არის არის... თუ ვერ შევძლებ არაუშავს. მთავარია გეგას გავეყარო. თელავში უფრო ვნახავ რამეს
-აუ როგორ მომენატრა თელავი- სევდიანი ხმით თქვა ანამ და ბალიშს ჩაეხუტა
-ალექსანდრე დადეშქელიანი!- მოულოდნელად თქვა მარიამმა და ანას გახედა- ეს სახელი და გვარი რამეს გეუბნება?
-ალექსანდრე დადეშქელიანი?-გაიმეორა ანამ- საიდან გაგახსენდა ახლა ეგ ბიჭი?
-რამდენიმე დღის წინ ვნახე ქუჩაში
-სად გოგო აააქ? ქუთაისში?- თვალები შუბლზე აუვიდა ანას
-ხოოო
-მერე? გამოგელაპარაკა?
-კიიი
-სერიოზულად? რა გითხრა მომიყევი
-ისეთი არაფერი. აღმოჩნდა რომ ჩვენი კარის მეზობლის შვილია
-ესე იგი ხშირად მოგიწევს ხოლმე მისი ნახვა?
-ასეა!
-იმ დღის მერე...
-იმ დღის მერე არ შევხვედრილვართ
-ჯანდაბა დავიძაბე!- აღელდა ანა- მოიცა დედამისი და მამამისი ხო გაშორებულები იყვნენ?! როგორც მახსოვს მამამისთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. მერე დედამისი საზღვარგარეთ წავიდა და...ალექსიც მალევე წაიყვანა.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

ამ საიტზე განსაკუყრებით ამ ბოლო წელს თუ ვინმე წერს კარგად და საინტერესოდ ეს თქვენ ხართ, თქვენი შემოქმედება ყოველთვის მომსონდა წლების განმავლობაში, მაგრამ თქვენი ნაკლია ის , რომ იშვიათად დებთ და გულგრილად ექცევით თქვენ მკითხველებს. დამიჯეტეთ ბევრი მკითხველი და დამფასებელი გყავთ

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

თქვენ რომ ასეთი ნეგატიური და ინერტული ურთიერთობა არ გქონდეთ მკითხველთან და ცოტა დროულად აქვეყნებდეთ თქვენს შემოქმედებას, იმდენად ცხობრებისეულ ისტორიებს წერთ და ისე მიდიხართ მკითხველის გულთან, რომ თქვენ ვერც ერთი ავტორი ვერ შეგედრებოდათ. მაგრამ ეტყობა ესეც ნიჭია რომელიც არ გაგაჩნიათ, ა დ ა მ ი ა ნობა

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

საინტერესოა .საყვარელო ხშირად გამოჩნდი ხოლმე♥️♥️♥️

 


№4  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნინო
ამ საიტზე განსაკუყრებით ამ ბოლო წელს თუ ვინმე წერს კარგად და საინტერესოდ ეს თქვენ ხართ, თქვენი შემოქმედება ყოველთვის მომსონდა წლების განმავლობაში, მაგრამ თქვენი ნაკლია ის , რომ იშვიათად დებთ და გულგრილად ექცევით თქვენ მკითხველებს. დამიჯეტეთ ბევრი მკითხველი და დამფასებელი გყავთ

მართლა ღამეებს ვათენებ, რომ როგორმე ახალი თავი დავდო. ონლაინ რეჟიმში ვწერ ძირითადად, რადგან ფიზიკურად არ მიხერხდება რომ დავჯდე და მშვიდად ვწერო, ვწერო იმდენი რამდენიც მინდა, როცა მინდა და როგორც მიდა, მერე დავარედაქტირო და გამოვაქვეყნო.

წლებია უკვე ამ რეჟიმში ვწერ საიტზე :( სამწუხაროდ ვერ შევძელი პიროვნული გაზრდა და გავითარება.

ისევ იქ ვარ საიდანაც დავიწყე.

თოთოეულ მკითხველს უდიდეს მადლობას გიხდით ვინც წლებია უკვე კითხულობთ ჩემს ისტორიებს, მიზიარებთ თქვენს შთაბეჭდილებებს და გულწრფელ ემოციებს ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი მია15

ძალიან საინტერესო ისტორია.ველოდები ახალ თავს.წარმატებები

 


№6  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნანა
საინტერესოა .საყვარელო ხშირად გამოჩნდი ხოლმე♥️♥️♥️

ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️❤️

 


№7  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი მია15
ძალიან საინტერესო ისტორია.ველოდები ახალ თავს.წარმატებები

❤️❤️❤️

 


№8  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი მარი
თქვენ რომ ასეთი ნეგატიური და ინერტული ურთიერთობა არ გქონდეთ მკითხველთან და ცოტა დროულად აქვეყნებდეთ თქვენს შემოქმედებას, იმდენად ცხობრებისეულ ისტორიებს წერთ და ისე მიდიხართ მკითხველის გულთან, რომ თქვენ ვერც ერთი ავტორი ვერ შეგედრებოდათ. მაგრამ ეტყობა ესეც ნიჭია რომელიც არ გაგაჩნიათ, ა დ ა მ ი ა ნობა

ძალიან უცნაური კომენტარი დამიწერეთ თან სასიამოვნო და თან გულდასაწყვეტი. მე არაერთხელ მაქვს ახსნილი (თქვენთვის, მკითხველისთვის) რატომ ვდებ ასე იშვიათად ახალ თავს და ზოგჯერ ასე ცოტა.

თქვენ მე არ მიცნობთ, არაფერი იცით ჩემზე, ამიტომ ვფიქრობ უფლება არ გაქვთ ჩემს ადამიანობას შეეხოთ და დარწმუნებით დაწეროთ რომ არ გამაჩნია, მითუმეტეს მაშინ როცა ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს მკითხველთან უკვე წლებია.

მე ყველა მკითხველის აზრს პატივს ვცემ, და არასოდეს გადავდივარ ზღვარს ამიტომ გთხოვთ თქვენც ნუ შეეხებით ჩემს ადამიანობას და ზღვარს ნუ გადახვალთ.

მადლობა ყურადღებისთვის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent