შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია 18 თავი


დღეს, 04:49
ავტორი ნეაკო
ნანახია 138

- ...
-რამდენი წლის იყო დედამისმა საფრანგეთში რომ წაიყვანა?
-16-ის
-და მას მერე შენს ცხოვრებაში აღარ გამოჩენილა ხო?!
-არა!
-და ახლა რა უნდა ქნა?- შეწუხებული სახე მიიღო ანამ
-რას გულისხმობ?!- ვერ მიუხვდა სათქმელს მარიამი.
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა. ბოლოს როგორც იქნა ძალა მოიკრობა ანამ და ყოყმანით დაიწყო დაპარაკი:
-სანამ საფრანგეთში გაფრინდებოდა...

რამდენიმე საათით ადრე...

ის შენთან მოვიდა...

და...

სიყვარული აგიხსნა!

-ბავშვები ვიყავით! მას მერე 10 წელი გავიდა!
-კარგი რა მარიამ! რა ბავშვები!-აღელდა ანა
-მე 14 წლის ვიყავი, ის 16-ის
-მერე რააა? პირველი სიყვარული...
-რა პირველი სიყვარული გოგო, შენ ნორმალური ხარ?!- მოიღუშა მარიამი და საუბრის დარულების ნიშნად შუქი ჩააქრო, მაგრამ ანამ ისევ ანთო და ისე რომ მისკენ არ მიუხედია ხმა დაბალი ტონით ჰკითხა
-ისევ ისეთი სიმპათიურია?.
მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა მარიამმა და კარგა ხნის სიჩუმის მერე მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა:
-სულ გაგიჟდი ხო?!
-რა იგრძენი როცა პირველად დაინახე?- ვერ მოითმინა ანამ და მაინც ჰკითხა.
-არაფერი!-დაუფიქრებლად უპასუხა მარიამმა და წამიერად მზერა გაუსწორა
-დარწმუნებული ხარ?-არ მოეშვა ანა
-მეძინება!
-მითხარი!
-მაინც რისი მოსმენა გინდა ჩემგან?- წამოენთო მარიამი და საწოლზე უკმაყოფილო სახით წამოჯდა
-სიმართლის!
-რომელი სიმართლის?!
- ...
-ანა!
- ...
-ესე იგი მორჩი მაჭანკლობას და შემიძლია დავიძინო ხო?
-ძალიან ამაღელვებელია ეს ყველაფერი და რა გავაკეთო?
-არ ხარ შენ ნორმალური!- თავი ვერ შეიკავა მარიამმა და მის სიტყვებზე გაეცინა, მაგრამ მაშინვე შეეცვალა სახის გამომეტყველება როცა ანამ დაუფიქრებლად ჰკითხა
-თვითონ რა იგრძნო ნეტა, როცა პირველად დაგინახა?!
-უკვე გვიანია! დავიძინოთ!
-ბედისწერააა- აღფრთოვანებული ტონით თქვა ანამ და აღელვებული ფეხზე წამოდგა
-გინდოდა გეთქვა ბედის ირონია?!- მოიღუშა მარიამი
- ...
-ანა გთხოვ დაივიწყე ყველაფერი რაც ამ საღამოს გითხარი კარგი?
-კარგი!
-ძალიან მიყვარხარ ხომ იცი
-მეც მიყვარხარ-ღიმილით უთხრა ანამ ბიძაშვილს და ჩაეხუტა.
....
საშინლად გაბრაზდა სოფო, როცა დილით ბარბარე, თეფშზე დიდი ტორტის ნაჭრით ხელში დაინახა
-ეს რა არის?
-ტორტი
-მერე?
- ...
-დილის 10 საათია!
- ...
-ბოლოს როდის იდექი სასწორზე?
-არ ვიცი არ მახსოვს-უდარდელად უთხრა ბარბარემ გაუღიმა
-შენს ასაკში...
-არ მაინტერესებს ჩემს ასაკში შენ როგორ გამოიყურებოდი, ან რამდენს იწონიდი, მე შენ არ ვარ!
-როგორ ელაპარაკები დედაშენს?- საუბარში ჩაერია კახა რომელიც მთელი ეს დრო დივანზე ხმის ამოუღებლად იჯდა და ყავას მიირთმევდა
-რა გინდათ ჩემგან? რააა?!- მოიღუშა ბარბარე და მაგიდაზე თეფში ხმაურით დადო
-არაფერი- გამაღიზიანებელი ტონით უთხრა სოფომ და წამიერად მზერა გაუსწორა
-მაშინ თავი დამანებეთ! ორივემ!- სლუკუნით უთხრა ბარბარემ და ატირებული ეზოში გავიდა.
....
საშინლად დაიძაბა სოფო როცა გეგამ დაურეკა და მკაცრი ტონით ჰკითხა
-მე ეგ გითხარი?
-რას გულისმობ დედიკო? -თავი გამოიშტერა სოფომ და მხიარული ხმით მოიკითხა
-იმიტომ გთხოვე ბავშვს დაბადებს დღე დაბადებისდღის ცენტრში გადაუხადე-თქო რომ მარიამი დაგეკ*დებინა?
-საიდან მოიტანე რომ...
-ბარბარემ მითხრა!
-ეგ უტვინო...
-მსგავსი შეცდომა აღარ დაუშვა!
-კარგი დედიკო
-ისევ დაყავს ვაჩე ბაღში ხოოო?
-კი!
-მუშაობოს დაწყება არ გადაუფიქრებია ხო?
-არა
-ამის დედაც-უმისამართოდ შეიგონა გაავებულმა ბიჭმა და ყურმილი დაკიდა.
....
საზაფხულო ბაღში სიარული ძალიან მოწონდა ვაჩეს იმის მიუხედავად რომ ადრე ადგომა უწევდა.
-გეგას არ უნდა ბაღში რომ ატარო ხომ იცი არა?
-ვიცი მერე?
-გამოიყვანე
-მინდა რომ მიეჩვიოს! ცუდი რა არის იმაში ბავშვმა ბაღში რომ იაროს მართლა არ მესმის- გულწრფელი ემოციით უთხრა მარიამმა დედამთილს და ვაჩეს ხელი ჩაკიდა- ბაღში წასვლის დროა დედიკო!
-მაგარია!- იყვირა ვაჩემ და თავის საყვარელ მანქანას ხელი წამოავლო.
ქუჩაში გასვლისთანავე გაწვიმდა
-ქოლგა მაინც წამომეღო- ხმამაღლა გაიფიქრა მარიამმა და ვაჩე ხელში აიყვანა, გზის მეტი უკვე გავლილი ჰქონდათ, ამიტომ უკან მიბრუნებას, გზის გაგრძელება არჩია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent