ჩუმი დაპირებები (თავი 2)
თავი 2 „თუ კუდი გრძელია, ან დაგაბიჯებენ ან ხაფანგში გაებმები“ სამსახურში ნატას დაბრუნება მოულოდნელი იყო. მხოლოდ მისთვის და არა გარშემომყოფებისთვის. ორ კვირაზე მეტი გასულიყო ნიკოს ამბისგან. ამინდიც არ აპირებდა გამოდარებას. სუსხიანი ნიავი დაჰქროდა მის სახლსა და ოთახში, მაგრამ შერეოდა სიმწვანე ბალახს. ხის კვირტების სურნელით გაჟღენთიყო ჰაერი. ღრუბლების სქელი ფარდა ეკვროდა ცას. დამჭკნარიყო მის მაგიდაზე პატარა პეტუნია. თითები გადაატარა მის გამხმარ ფოთლებს და გაახსენდა ბოლოს, იმ ამბის დღეს, როგორ დაუსხა წყალი უკანასაკნელად. თავი არ შეუწუხებია არავის მისი მოვლით. უგულოდ გაეცინა. ახალი ამბების გაგების შემდეგ მისი პეტუნიასთვის არავის ეცლებოდა. სპეციალურად მივიდა მალე, ყველასთვის რომ დაესწო და ის უხერხულობა აეცილებინა თავიდან, რასაც მისი შესვლა გამოიწვევდა სავსე ოთახში. უხერხულობა. პაატას შვილად ყოფნა მისთვის მხოლოდ უხერხულობა იყო. გულს ვერ უდებდა ვერაფერს, ეფანტებოდა ძალდატანებით მოკრებილი ყურადღება. საბუთებს აწესრიგებდა მხოლოდ თარიღების მიხელდვით. გასაშუქებელ ამბებს, სავარაუდო ინტერვიუებს და სტუმართა სიას. მთავარი თემა არჩევნები იყო, შემოდგომამდე ასე იქნებოდა. ხმას არ სცემდა არავინ. ისედაც არ იყო ახლოს ვინმესთან. მისი აქამდე დამალული ვინაობა ყველას გაეგო. ყური მოჰკრა დერეფანში მოჩურჩულე სხეულებს, მისი დანახვისას რომ გაჩუმდნენ და მოკრძალებული ღიმილი აიკრეს სახეზე. -ვიზიარებ, ნატა, - ოფისში მის წინ მჯდომი ანა სევდიანად უღიმოდა. - ჩამოსვლა ვერ მოვახერხე მაშინ და ვერ მოგისამძიმრე. -ჰო, გმადლობ,- უპასუხა კომპიუტერის ეკრანისთვის თვალმოუშორებელმა. -კვირის ბოლოსთვის, ახალ სიუჟეტი იგეგმება საღამოს გადაცემისთვის, თემა მომავალი არჩევნებია. უი, ნატა, ლაშა გეძახდა მაგ საკითხზე. - უცებ უთხრა კართან მდგომმა მარიმ, ხელები ცხელი ყავის ფინჯნისთვის შემოეხვია. უხმოდ დაუქნია თავი, ნელა წამოდგა და კაბინეტიდან გავიდა უსიტყვოდ. ღრმად ჩაისუნთქა სანამ დააკაკუნებდა კარზე. გრძნობდა არ ეტყოდა ლაშა სასიამოვნო ამბავს. თანხმობის მიღების შემდეგ, ზედმეტად ჩახუთულ კაბინეტში შევიდა. ვერ იტანდა ლაშა სიცივეს. -როგორ მალე დაგვიბრუნდი.- მიესალმა მისი განყოფილების უფროსი. -საკმარისი დრო გავიდა.- შეეცადა გაეღიმა და ფრთხილად ჩამოჯდა მისი მაგიდის წინ სავარძელზე. -მართალია,- ხელით გადააწყო ფურცლები ნაპირში და გადმოიხარა მისკენ. -კიდევ ერთხელ ვიზიარებ ნატა შენს მწუხარებას. -ნუ შეწუხდებით,- გაეღიმა ირონიულად.-მითხარით ამჯერად რა ხდება. -როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ,- გაეცინა გაღიზიანებულს,- ახალ სიუჟეტს ეხება, ალბათ გეტყოდნენ გოგოები, - დაიწყო შორიდან,- წინასაარჩევნოდ სხვადასხვა პარტიის წევრების დაპატიჟებას ვფიქრობთ საღამოს გადაცემებში, საზოგადოებისთვის უფრო ახლოს გასაცნობად. სიჩუმე ჩამოწვა ოთახში. მხოლოდ ლაშას უყურებდა. იცოდა, მთავარი ჯერ კიდევ არ უთქვამს. -კარგი იდეაა, - უპასუხა ბოლოს,- მაგრამ ჩემთან რა კავშირშია?- კაცმა თითები ერთმანეთს გადააჭდო. თვალებში გაუკრთა სიამოვნების ნაპერწკალი. როგორ ვერ იტანდა ნატა ამ კმაყოფილ გამომეტყველებას. -მინდა, ეს რუბრიკა შენ წაიყვანო. შენს კითხვებს ენდობა მაყურებელი, ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. ზედმეტი პათოსის, ემოციების გარეშე მოქმედებ. ადამიანებს მარტივად ალაპარაკებ. მოკლედ მინდა შენ წარუძღვე ამ ამბავს, რომლის ერთ-ერთი სტუმარიც… -მამაჩემი იქნება.-დაასწრო დაბოლოება გოგომ. -მართალია.- წამებში დაუბრუნდა ის მიძინებული სიველურე რაც ლაშას მოსწონდა. აღაფრთოვანებდა კიდეც, რადგან იცოდა ოჯახი ის ხაზი იყო, რომელიც მასთან არ უნდა გადაეკვეთა, მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ ოჯახის გამო მუშაობდა ტელევიზიაში. -უარს ვამბობ. - გაგიჟებულიყო ლაშა, თუ ეგონა რომ ამას ნამდვილად გააკეთებდა. -ჯერ ბოლომდე არც მოგისმენია,- ირონიულად გაუღიმა კაცმა. იცოდა მის ხელში იყო. -საკმარისი მოვისმინე. -ნატა, ეს პირადზე მაღლა დგას. პროფესიონალიზმი სწორედ ამას ნიშნავს. -პროფესიონალიზმი იმასაც ნიშნავს, რომ ჟურნალისტს პროპაგანდის იარაღად არ იყენებენ. ლაშას ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა. ხელები აათამაშა მაგიდაზე. გადაიხარა მაგიდაზე, უფრო რომ მიახლოებოდა გოგოს. -მეგონა ერთმანეთის გვესმოდა. შენ კი პროპაგანდაში მდებ ბრალს. განა სიცრუეს ავრცელებს ჩვენი არხი? -და ეს ასე არაა? აბა რას ვაკეთებ აქ. რატო ვამშვიდებ მდგომარეობას? უკვე გითხარი ლაშა, უარს ვამბობ.- კაბინეტში ისევ სიჩუმემ დაისადგურა. კარგად შეათვალიერა მის წინ მჯდომი. იქნებ მართლა აწყობდა მისი უარი? შეიძლება ასე უფრო გამოსადეგი ყოფილიყო. თუ სიტუაციას უფრო დაძაბავდა გოგო მის ანკესზე მარტივად წამოეგებოდა. მამამისთან ურთიერთობის გაღრმავება სჭირდებოდა. გარანტია უნდა ჰქონოდა, რომ არჩევნების შემდეგ ხელშეუხებელი იქნებოდა. -კარგი, მოდი პირდაპირ გეტყვი. რა თქმა უნდა, მხოლოდ ინტერვიუ არ იქნება. შენს ოჯახზეც ვისაუბრებთ. ხალხმა უნდა დაინახოს, როგორ გადაიტანა ოჯახმა ტრაგედია. -ტრაგედია? - ფრხილებმა გაუჭრა ხელისგულის კანი. ზიზღს მოეცვა მისი სხეული, ნეტავ შესძლებოდა მისთვის რამის დაშავება. -ნიკოლოზის ამბავი, ეს ადამიანის გულებს შეეხება, თანაგრძნობას გამოიწვევს. რეიტინგიც… -გაჩუმდი.- გოგოს ხმა იმდენად ჩუმი იყო, ლაშამ თავიდან ვერც გაიგონა. -რა? -გითხარი, გაჩუმდი-მეთქი.-ლოყაზე იკბინა შიგნიდან. ნელა წამოდგა და თავს ძალა დაატანა, ადამიანური სახე დაებრუნებინა. გაგიჟებული უცემდა გული.- ჩემს ძმას.. ჩემი ძმის სიკვდილი რეიტინგისთვის გინდა ? გგონია ამაზე დაგთანხმდები? ვინ გგონივარ? -ნუ აზვიადებ. -ვაზვიადებ?- გაეღიმა ირონიულად,- აქამდე არ მითქვამს არაფერზე უარი, სწორედ იმ ადამიანის გამო, ვისი გამოყენებაც ახლა რეიტინგისთვის გინდა. შენი და მამაჩემის გეგმებს უსიტყვოდ ვასრულებდი.. -ჯერ პატარა ხარ, ნატა. ახლა გრძნობები გალაპარაკებს, მაგრამ დამიჯერე ასეა სწორი, - მაგიდაზე გადმოიწია წინ ლაშა, - პოლიტიკაში ემოცია ყოველთვის აიცილებელია. შენ გგონია ის ყველაფერი, რაც გაქვს მაგის გარეშე გექნებოდა? არაფრიდან მოვიდოდა? მამაშენს დაუჯერე, თორემ დაკარგავ ყველაფერს. -უკვე დავკარგე ყველაფერი, როცა ბავშვი მოკლეს, ლაშა. ჩემი პატარა ძმა. არავის ემოციები მაინტერესებს. - ამას ვერ იტანდა ყველაზე მეტად. მამამისის ქონებას. ყველას რომ ჰქონდა უფლება წამოეძახა მასზე. რაში ჭირდებოდა რომელიმე?! -ნატა, დაფიქრდი. უარს თუ იტყვი, ამას შესაბამისი შედეგები მოჰყვება.- წამოდგა კაცი სკამკდან. -მემუქრები?- უკან დაიხია ნატამ ერთი ნაბიჯით. -გაფრთხილებ.- მიუახლოვდა უფრო მეტად. -მაშინ მეც გაგაფრთხილებ. ჩემს ძმას არავის წინასაარჩევნო კამპანიაში არ გამოვიყენებ. მათ შორის, არც მამაჩემისთვის და მითუმეტეს, ამ არხისთვის. ლაშამ ხმადაბლა ჩაიცინა. -სამსახურს ოჯახურ პრობლემებს სწირავ?- ნატამ რამდენიმე წამი უყურა, შემდეგ ნელა მოიხსნა ყელზე დაკიდებული საშვი და მაგიდაზე დადო. პრობლემა. მისი ძმის სიკვდილი იყო პრობლემა. -სამსახურს იმიტომ ვტოვებ, რომ ეს ადგილი.. -ემოციებით გადაწყვეტილებებს ნუ იღებ. -არა, ლაშა. ეს პირველი გადაწყვეტილებაა დიდი ხნის შემდეგ, რომელსაც ემოციით კი არა, საკუთარი თავის პატივისცემით ვიღებ. -ამ კარიდან რომ გახვალ, უკან ვეღარ დაბრუნდები. შეგიძლია საბუთები დაამზადო და მომავალი კვირიდან აღარ მოხვიდე. -არ არის საჭირო ამდენი დრო. აღარ მოვალ ხვალიდან, საბუთებს დავტოვებ.- უკან მოუხედავად გამოვიდა კაბინეტიდან და ზურგით მიეყრდნო ცივ კედელს. იცოდა პაატას გამო სამსახურიდან წამოსვლა სისულელი იყო. მითუმეტეს ლაშას გადაკიდება. თავად თუ არა, სხვა გააკეთებდა იმ სიუჟეტს, რომელშიც გამოჩნდებოდა მამამისის კეთილი საქმეები. გული ერეოდა. მანქანის უკანა სავარძელზე დადო სხვადასხვა ნივთებით სავსე პატარა ყუთი და გამხნარი პეტუნია. დილით, სანამ ტელევიზიაში მივიდოდა წვრილად ცრიდა, ახლა თოვლი შეპარვოდა. ნელა ეხებოდა გაყინულ ასფალტს. ახლა სად უნდა წასულიყო? სახლში? უხმოდ ჩაეცინა, როცა პაატას სახე წარმოიდგინა. ვინღა შეალამაზებდა მასზე ამბებს ოპოზიციურ ტელევიზიაში? ნეტავ, ოდნავ მაინც ჰგავდეს შალვასო, ინატრა. ბიძამისი სამაგალითი იყო მისთვის ყოველთვის, იდეალური მამა, დედმამიშვილი. პაატას ბინძურ სააქმებს ვერ მიეღწია მასთან, ან იქნება კიდეც იცოდა? უკვე ვეღარავის ვენდობიო გაიფიქრა. მაინც დაუდგა თვალწინ პატარა სანდრო მამისკენ სირბილით რომ მიდის, თავად მის უკან იყო ყოველთვის ამოფარებული, არასდროს გაქცეულა პაატასკენ სიხარულით. მაშინაც, როცა ბებიასთან მყოფები დროს ბედნიერად ატარებდნენ, ყველაფერს ცვლიდა პაატას მძიმე ნაბიჯების ხმა. მისი დაუკმაყოფილებლობა, სურვილი ჰქონოდა კიდევ უფრო მეტი-ახრჩობდა. საკმარისი არ იყო მისთვის არაფერი. არც პირველი შვილი. მხოლოდ ნიკო. მასთან იცვლიდა მხოლოდ სახეს. ისეთი მამა ხდებოდა, რომელსაც ყოველღამე ნატრობდა ნატა ბავშვობისას, მაგრამ უკვე დიდი ხანია შეეწყვიტა ოცნება. მის სიზმრებსაც კი სადაც ბენდიერი იყო, პაატა ამახინჯებდა მას შემდეგ რაც პირველად აწია ხელი საკუთარ შვილზე. ამწვარ ლოყაზე მეტად იმის გააზრება უფრო მტკინვეული იყო, რომ ამის შემდეგ, მათ შორის, დამთავრდა ყველაფერი. ასეთ მამას სჯობდა საერთოდ არ მყოლოდაო, შეუძვრებოდა ხოლმე მწარე ფიქრი ძილში წასულს. უკან დაბრუნებული ბიძაშვილის სახლისკენ წავიდა მაინც. სხვა ნათესავი მაინც არ ჰყავდა. ისევ იმპულსურად მოქმედებდა, მაგრამ სხვა წასასვლელი მაინც არ ჰქოდნა. კართან რომ გაჩერდა, რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა, თითქოს საკუთარ თავთან იბრძოდა. დააკაკუნა. რამდენიმე წამი სიჩუმე იყო, შემდეგ საკეტის ხმა გაისმა. სანდროს სახეზე კი პირველად გამოჩნდა რაღაც, რაც მის ჩვეულებრივ ცივ გამომეტყველებას არ ჰგავდა - გაოცება. -ნატა? -ჩემი სახელი გხსომებია, არ შემომიშვებ?- დაბნეული გაიწია გვერდით და შეატარა შიგნით. თვალი მოავლო ყველაფერს ნატამ. რამდენი წელია აქ არ ყოფილა. არც მის პატრონთან ჰქონია ურთიერთობა. -აქ რამ მოგიყვანა? - ჯერ კიდევ უკვირდა ბიჭს, უნდობლად აკვირდებოდა გოგოს ყველა ქცევას. ის კი, ყურადღებასაც არ აქცევდა, დაუკითხავად ეხებოდა ნივთებს ოთახში. - ყველა საფლავზეა გასული. -და შენ რატომ არ წახვედი?- თავად შეუბრუნა კითხვა. მიტრიალდა მისკენ და ჩახედა თვალებში. მზერა მოარიდა ბიჭმა. -არ შემიძლია მის საფლავზე მისვლა, ჯერ ვერა, ვერც კი გამიაზრებია საერთოდ რა ხდება, - გულწრფელად უპასუხა სანდრომ. ეტყობოდა დანაშაულის გრძნობა რომ ღრღნიდა მის სხეულს. გამოტოვებული წლები, გახუნებული მოგონებები… -არც აპირებდი დაბრუნებას? - შეეკითხა ბოლოს. მეექვსე წელი იწყებოდა სანდროს საზღვარგარეთ ყოფნის. ახსოვდა ის დღე მისი ბოლო ნუგეშიც რომ წავიდა, მოუხედავად იმისა, რომ უკვე აღარ ჰქოდნათ ისეთი ურთიერთობა როგორიც ბავშვობაში. ერთ დღეს სანდროც შეიცვალა მის მიმართ, სულ გაღიზიანებული იყო და მუდმივად გვერდიდან შორდებოდა, თავად კი ამის მიზეზს ვერ პოულობდა. -არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჯერ არა, - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. -ერთხელ მაინც რომ ჩამოსულიყავი და …- აღარ გააგრძელა, არ უნოდა მისთვის გულის ტკენა,- ვიცი, რომ გირეკავდა. რაო, რას გეტიტინებოდა? - ჩამოჯდა სავარძელში და უფრო დააკვირდა ჯერ ისევ ფეხზე მდგომს. -იმას რომ ტკბილეულის ჭამას უშლიდი, - ჩაეცინა სევდინად, - მანქანა საშინლად მართავდი და საცობში, ცუდი სიტყვების თქმასაც არ ერიდებოდი. -ჭორიკანა. - ფეხები აიკეცა სავარძელზე. - “გრეხებს” მიხსენებდა, ეგ ლაწირაკი? თავის ცოდვებზე არაფერს ყვებოდა? -თვალები აეწვა სიმწრით, მაგრამ ისევ ვერ გადმოლახა ცრემლებმა ჯებირი. აკანკალებული ტუჩი დაიჭირა კბილით. -კარგი რა, ნატა. რა ცოდვა უნდა ჰქონოდა თხუთმეტი წლისას.- ჩამოჯდა სანდროც მის პირდაპირ. -მახსენდება ერთი-ორი შემთხვევა,- ჩაეცინა სიმწრით. მასზე წარსულში საუბრობდა. წარსულში უნდა გაეხსენებინა. წარსულში. -ვიცი არ გსიამოვნებს ჩემი აქ ყოფნა, მაგრამ ცოტა ხნით დავრჩები რა, აივანზე ვიქნები ჩემთვის. არ შეგაწუხებ.- უთხრა ბოლოს ბიძაშვილს. მსუბუქი თავის დაქნევა მიიღო საპასუხოდ. -რამე მოხდა?-გვიან ღამით გააკითხა სანდომ ნატას. -რაღა უნდა მომხდარიყო,- გადახედა ცერად. -აბა, ვინ ზის აივნაზე ამ დროს. - ჩამოუჯდა მოშორებით სარწეველა სკამზე. ღრმად ჩაისუნთქა ღამის ცივი ჰაერი და ისევ შეხედა ბიძაშვილს. -წამოვედი სამსახურიდან.-უთხრა ბოლოს. -და რაო პაატამ? -არაფერი, - ფეხი აკეცა სკამზე და მუხლს ჩამოადო ნიკაპი, - არ მინახავს რამდენიმე დღეა. -დღეს შემოიარა შალვასთან, არკვევენ ყველაფერს. -თითქოს არ იცოდეს ისედაც ყველაფერი. -ნატა,- თითები მოისვა შუბლზე, - არაფერი ვიცი, საბაც არაფერს ამბობს, მამაც ჩუმადაა, ვერ ვხვდები.. -ხოდა რატომ? ისეთი რა არის, რასაც შალვაც არ ამბობს? ან დედაჩემი? არავინ არაფერს მეუბნება. დაკითხვაზეც ვერაფერი გავიგე. დუმილი ჩამოწვა ბიძაშვილებს შორის, რომელსაც არღვევდა ღამის ქალაქის ყრუ ხმაური. თავისი რიტმით გრძელდებოდა სიცოცხლე. -დაველაპარაკები, - მძიმე ამოოხვრას ამოაყოლა ბიჭმა და გადახედა გოგოს თვალები რომ გაეშტერებინა ახლოს მდებარე თბილისის ანძისთვის. - ვეტყვი შალვასაც დაელაპარაკოს პაატას შენს სამსახურზე, არ გეტყვის არაფერს. -რა აზრი აქვს,- ჩაეცინა მწარედ, - არ მიშვებენ კლანჭებს და მთელი ცხოვრებაა ყველგან მომწვდნენ, ვერსად გავიხარე. -ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე რო აბარებდი, მაშინ გეფიქრა მაგაზე,- თავი ვერ შეიკავა, წაკბინა მაინც. -სულ ჩემი სურვილით…-გაეცინა ძალით. მისი ოცნებები წარსულს ჩაბარებოდა. უფროს მიქელაძეს გადაეწყვიტა ყველაფერი. -ვეტერინარობა გინდოდა,- ხმით გაიცინა სანდრომ მისი ბავშვობის ოცნების გახსენებისას,- ყველა ცხოველი სახლში მოგყავდა. მართლა, ჩრდილი როგორაა? -მოკვდა.- უპასუხა პირდაპირ. ჩრდილი, როცა ქუჩიდან წამოიყანა საკმაოდ პატარა მუქბეწვიანი ლეკვი იყო, მაშინ ჯერ კიდევ ჰქონდათ ბიძაშვილებს ურთიერთობა, მაგრამ მას შემდეგ წლები გასულიყო. რამდენიმე წლის წინ მომკვდარიყო ჩრდილიც, მან და ნიკომ დამარხეს სახლის უკან. -შეგიძლია გქონდეს ჩემი იმედი. - მიუჯდა გვერდით და ხელი შემოხვია მის ათრთოლებულ სხეულს, - წამოხვალ და გათავისუფლდები, იმას გააკეთებ რაც მოგინდება, რისი სურვილიც გექნება. ამას ნიკოს გამო გააკეთებ. -გთხოვ არ უთხრა ბიძიას არაფერი, - ცრემლიანი თვალებით ახედა.-მე მოვაგვარებ ყველაფერს მალევე. -შალვასთან დასამალი რა არის ნატა? ისედაც გაიგებს ან თავად პაატა ეტყვის ადრე თუ გვიან. -მომკლავს პაატა. არ უთხრა მამაშენს მაინც არაფერი, კარგი? გთხოვ. სახლში დაბრუნდა შედარებით დამშვიდებული. სიცარიელე ჩანდა ირგვლივ მხოლოდ. სიბნელეს მოეცვა სახლის პირველი სართული, ეზოდან შემოსული განათება ირეკლავდა ნივთებს. ფრთხილად აიარა კიბე, ძმის ოთახთან შეყოყმანდა წამით, ხელიც წაიღო სახელურისკენ, მაგრამ ვერ შეძლო გაღება. შუბლით მიეყრდნო კარს, ღრმად ჩაისუნთქა სახლში ჩამოწოლილი მძიმე ჰაერი. თვალების სრესვით შეაღო თავისი ოთახის კარი და მაშივე აუჩქარდა გული. იგრძნო დაძაბულობა. კანკალით წაიღო ხელი ჩამრთველისკენ, მსუბუქმა შუქმა გაანათა ოთახი და დაინახა კიდეც, მაგიდასთან მჯდომი მამა სიგარეტით ხელში. სიცივემ მოიცვა მისი სხეული, ერთიანად გაშეშდა. არ ენახა დაკრძალვის შემდეგ მამა და ხვდებოდა, არ იყო მის ოთახში სტუმრობა უმიზეზო. -დაგაგვიანდა,- თვალები გაუსწორა კაცმა, მოხერხებულად დატრიალდა სკამზე და შვილს გაუპირისპირდა,- აქამდე სად იყავი? -დიდი ხანია ჩემი ამბებით ინტერესდები? - ძვლივს მოეგო გონს, ჩანთა მოიხსნა და საკითზე დაკიდა, კაშნეც. ცდილობდა არ შეეხედა იმ სახისთვის, მასში შიშსა და ზიზღს ერთდროულად, რომ იწვევდა. -ჩემი შვილების ამბებით სულ დაინტერესებული ვარ, - ირიბად ჩაიღიმა პაატამ. თვალს არ აშორებდა გოგოს სხეულს, გრძნობდა მის დაძაბულობას და სათავისოდ იყენებდა.- სად იყავი-მეთქი, გკითხე. -სამსახურში.- კბილები დააჭირა ქვედა ტუჩს ნატამ. პატარა სივრცეში მის წინ მარტო დარჩენილი ვერ მალავდა დაძაბულობას. -იმ სამსახურში, რომელშიც უკვე აღარ მუშაობ?-ჩაეცინა. ნუთუ ეგონა, რომ მისი რომელიმე ნაბიჯი გამორჩებოდა. -რაო ნატა, რამ გაფიქრებინა წამოსვლა? -როგორი სწრაფი ჩიტები გყოლია, - მის წინ იდგა ისევ ხელებგადაჯვარედინებული, არ დაუშვებდა მისი დაშინებით, სიამოვნება მიენიჭებია მამისთვის. - დავიჯერო, მიზეზი არ გითხრეს? -მითხრეს, მითხეს, - ჩაილაპარაკა და შეტრიალდა სკამით ფანჯრისკენ, ეზოს და შორს ქალაქის კონტურს მოავლო თვალი. - თავიდან გამიკვირდა, ჩემს გამო , რაღაც უაზრო სიუჟეტის გამო, რატომ წამოვიდოდა-მეთქი, მაგრამ გამახსენდა როგორც გიყვარვარ. კანკალით ჩაისუნთქა ჰაერი. ვეღარ უძლებდა, ფრჩხილებს ხელისგულს უჭერდა, მაგრამ აღარ შეეძლო. შეათვალიერა მამის სხეული, ფართო ბეჭები. ხელები, რომლების მის ნივთებს ეხებოდნენ მაგიდაზე. ურეაქციო სახის პროფილი, რომელზეც ემოცია იშვიათად ჩნებოდა… ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს და ჩამოჯდა, ახლა გვერდიდან ხედავდა მას. -მაგრამ შემდეგ ისიც გამახსენდა, თუ ვინ გიყვარს ჩემზე მეტად, - მიტრიალდა შვილისკენ და მოელვარე თვალებით შეხედა, - არ გინდოდა ნიკოლოზი ეხსენებინათ სადმე? -თითქოს არ იცოდე. ხო ვიყავი აქამდე იქ, ხო ვასრულებდი იმას, რასაც მეუბნებოდი, - თვალები აევსო ბრაზით, მისი პირიდან გაგებული ძმის სახელზე, - ახლა სხვა ვინმე იპოვე, ის იყოს შენი შუამავალი მედიაში. -მე რომ უბრალოდ შუამავალი არ მინდა?- ნელა წამოდგა, სიგარეტით ხელში დაიძრა მისკენ. მაშინვე დაიძაბა ნატას სხეული, ცუდი წინათგრძნობით, - ნატალია, რაზე ფიქრობდი, ლაშას რომ უთხარი მივდივარო? ჰა? - სწრაფად მოიქნია მარჯვენა ხელი გოგოს ლოყისკენ, სანამ გონზე მოსვლას მოასწრებდა ნატა. დარტყმის სიძლიერით, ინსტიქტურად გადავარდა ნატა საწოლზე, ხელი მიეკრა აწითლებულ ლოყაზე, თვალებში ჩადგომოდა ცრემლი. კანკალებდა მთელი სხეულით. - შენ გეკითხები, ხო გაგაფრთხილე უჩემოდ ნაბიჯი არ გადადგათქო?! - საწოლზე მიწოლილს ყელზე მოუჭირა ხელი, თანდათან ართმევდა ჰაერს, - როდის მორჩები ურჩობას? -გთხოვ..- ამოიხრიალა ნატამ, წამოწითლდა ცრემლიან სახეზე, ვეღარ სუნთქავდა უკვე. -ნუ მთხოვ, - ზიზღით აეწია ბაგე კაცს , სიგარეტი შვილის სახესთან ახლოს, პლედზე დაასრისა, - და ნუ მაიძულებ შესაბამის ზომებს მივმართო. რას აკეთებდი დღეს სანდროსთან სახლში? -ცერით დააწვა ხორხზე. -შემთხვევით შევხვდი, - ამოიხრიალა, როგორც კი ოდნავ მოეშვა ყელი ხელზე, საკუთარი ხელებით ჩაფრენოდა მამის მაჯას, მაგრამ ვერ უწევდა წინაადღმდეგობას.- გეფიცები, არ ვიცი.. -მე ვიცი სამაგიეროდ, - გაუშვა ხელი საბოლოოდ და მოშორდა, აგდებით შეხედა შვილის მუხლებს აქამდე მჯერდზე რომ აწვებოდა მოსაშორებლად. - ნატა…რამე ისე, რომ არ იყოს..- წამოდგა და შეიწმინდა ხელი შარვალზე შვილის ცრემლებით რომ დასველებულიყო, - შენ ხო იცი, მამა რასაც გააკეთებს.. -არ ხდება არაფერი, - მოიბუზა საწოლზე მწოლი, ზურგით მიეყრდნო ცივ კედელს, კანკალებდა მთელი სხეულით, ცრემლიან სახეზე მიწებებოდა თმები.- გეფიცები, არ ხდება, - სლუკუნებდა ისევ, უჭირდა ნორმალურად სუნთქვა. -შენთვის აჯობებს ასე იყოს, - მიუახლოვდა ისევ მაგიდას, ხელში შეათამაშა ერთმანეთზე დამაგრებული ფურცლები, ჩარჩოში მოთავსებული შვილების სურათიც შეათვალიერა. -ნიკო ვინ მოკლა..მითხარი გთხოვ, - შემოესმა შვილის ჩუმი სიტყვები, გულში გაუელვა წამით რაღაცამ, შეატრიალა სახე მისკენ. -ცხვირს იქ ნუ ჩაყოფ, სადაც შენი საქმე არაა, - კიდევ ერთხელ მოავლო თვალი საწოლზე მოკეცილ შვილს, - და რასაც გეუბნებიან, გააკეთე.- უცნაურად შეხედა თვალებში, აგრძნობინა ყველა არგაჟღერებული მუქარა და ოთახიდან გავიდა ჯიბეში ხელებჩაწყობილი. ოთახში დატოვა შვილი და მასთან ურთიერთობის ჩატეხილი ხიდი. საათების შემდეგ, როცა დაწყნარდა ნატა, ნელი ნაბიჯით წამოდგა და მაგიდასთან მივიდა, დაბინდული თვალებით დააკვირდა იმ ფურცელბს, ხელში რომ ათამაშებდა პაატა. წამით დაიბნა, მაგრამ შემდეგ მალევე ამოიცნო მისი საუნივერსიტეტო ნაშრომები, თითოელ მათგანს ერთი რამ აერთიანებდათ : სტუდენტის ხელმძღვქნელის სახელი. გულზე გაკრა ნატას ნაცნობი სახელის წაკითხვამ, მიხვდა იცოდა მამამისმა მისი ყველა ფიქრის, გრძნობის შესახებ და არ გაახარებდა. “აკაკი ნიჟარაძე”- საბას მამის სახელი უღიმოდა ფურცლიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


