ბედის ირონია 19 თავი
წვიმა გაძლიერდა, ამიტომ მარიამმა ვაჩეს ბაღში წაყვანა გადაიფიქრა და სწორედ მაშინ როცა უკან მიტრიალება გადაწყვიტა მის გვერდით მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გაჩერდა. ,,არანორმალური" გაიფიქრა მარიამმა და როცა საჭესთან მჯდომი ალექსანდრე დაინახა საშინლად დაიძაბა. -დილა მშვიდობისა- წვიმის ხმა, მარტივად გაკვეთა ალექსანდრეს მშვიდმა ხმამ, რომელიც მათ უკეთ დასანახად გვერდითა სავარძლისკენ გადაიხარა. -დილა მშვიდობისა- დაღლი ხმით მიესალმა მარიამი და წამიერად მზერა გაუსწორა. -ბაღში მიდიხართ? ვაჩემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -დასხედით წაგიყვანთ. -ახლოსაა! -წვიმს! - ... -მარიამ?! - ... -არ შემოგთავაზებდი რომ არ წვიმდეს - ... -მართლა! -არ მინდა შეგაწუხოთ- უეცრად ბურთი გაეჩხირა ყელში აღელვებულ გოგონას -არ შევწუხდები!- დარწმუნებით უთხრა ალექსმა და კარები განბლოკა -მაგარიააა!- იყვირა ვაჩემ და გახარებული გადაიხარა მანქანისაკენ. ,,ჯანდაბა" გაიფიქრა მარიამმა და როცა უკნიდან მანქანები მიადგნენ ალექს, იძულებული გახდა მანქანში ჩამჯდარი რადგან გარშემომყოფების ზედმეტი ყურადღებას იპყრობდა. მთელი გზა ლაპარაკობდა ვაჩე და ათას კითხვას უსვამდა ალექსს მანქანასთან დაკავშირებით. -შენია? თუ ძმაკაცებმა გათხოვეს? -ჩემია -მართლა? მაგარია! გამოიწერე? -მოგწონს? -კიიი ძალიან -დარწმუნებული ვარ როცა გაიზრდები ამაზე ბევრად უკეთეს იყიდი... -არა მე ეს მომწონს! ზუსტად ესეთი უნდა ვიყიდი როცა გავიზრდები! -მაგარია ესე იგი როცა გაიზრდები ერთნაირი მანქანები გვეყოლება-სარკიდან გახედა ალექსმა მოუსვენარ პატარას და გაუღიმა -ტარება რომ არ ვიცი?- შეწუხდა ვაჩე -მამიკო რომ გამოვა ციხიდან ის გასწავლის- საუბარში ჩაერია მარიამი და თვალები დაუბრიალა დანაღვლიანებულ პატარას -მამიკოს რომ მანქანა აღარ ყავს?-შეეწინაღმდეგა ვაჩე -სამაგიეროდ კახას ყავს! -მე ეს მანქანა მომწონს! -ბევრს ნუ ლაპარაკობ! -ნუ უბრაზდები- მარიამის ბოლო სიტყვებზე გულიანად გაეცინა ალექს და ბაღთან მიახლოებისას მანქანა ფრთხილად გააჩერა. -მადლობა-დაღლილი ხმით უთხრა მარიამმა და მანქანიდან სწრაფად გადავიდა, ვაჩეც გადაიყვანა და წამის მეასედში, შენობაში გაუჩინარდა. სახლში დაბრუნებული მარიამი მთელი დღე იმაზე ფიქრობდა დაგეგმილი იყო ეს შეხვედრა თუ შემთხვევითი. ..... რამდენიმე შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ მარიამმა ალექს სთხოვა მათთვის მანქანა აღარასდროს გაეჩერებინა, მითუმეტეს ბაღში წაყვანა აღარ შეეთავაზებინა. -რატომ? -იმიტომ, რომ ასე მინდა! -რამე არასწორად გავაკეთე? -არა -მაშინ უფლებას რატომ არ მაძლევ რომ თქვენთან ახლოს ვიყო? - ... -მარიამ?! -მოდი ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის! -ეს რას ნიშნავს?! -ვერ ხვდები?! - ... -ალექსანდრე! -კარგი! -თუ ჩემი დასჯა გინდა... -საიდან მოიტანე?!- გაეცინა ალექს -რა ვიცი-მხრები აიჩეჩა მარიამმა-რატომღაც მგონია რომ მაგ მიზნით დაგვიახლოვდი მე და ვაჩეს -სერიოზულად?- გაოგნდა ალექსი- ამას მართლა მეუბნები? - ... -ამის სათქმელად ჩამიჯექი მანქანში? -ალექსანდრე! გთხოვ წადი ჩვენი ცხოვრებიდან... -რომ გითხრა საქართველოში შენზე შურის საძიებლად არ დავბრუნებულვარ-თქო დამიჯერებ? -არ ვიცი-სლუკუნით უთხრა მარიამმა და სახეზე ხელები აიფარა. -მარიამ! -უნდა წავიდე-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა მისთვის სასოწარკვეთილმა გოგონამ და კარს ხელი წაატანა, მაგრმა ალექსმა დაბლოკა -საუბარი ჯერ არ დაგვისრულებია! -გააღე! -რადგან ვაჩეს ბაღში დატოვების შემდეგ მანქანაში ისევ ჩამიჯექი ვიფიქრე რომ.. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გქონდა ჩემთვის სათქმელი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


