შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია 20 თავი


დღეს, 10:56
ავტორი ნეაკო
ნანახია 21

მარიამ!
-გააღე!
-ჩემი არ გჯერა!
-რა მნიშვნელობა აქვს...
-ჩემთვის აქვს! -დაუფიქრებლად უპასუხა გაღიზიანებულმა ბიჭმა დაბნეულ გოგონას და წამიერად მისკენ მიიხედა. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეხვდა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რომელიც მოულოდნელად მარიამის მშვიდმა ხმამ დაარღვია
-ალექსანდრე! კარი გააღე! გთხოვ!
-სხვა არაფრის თქმა არ შეგიძლია ჩემთვის?
-სხვა დროს როცა მე და ვაჩეს დაგვინახავ...- დაუნდობლად დაიწყო საუბარი მარიამმა მაგრამ, როგორც კი ალექსანდრეს ამღვრეულ თვალებს გადააწყდა მაშინვე გაჩუმდა.
-ისე მოვიქცე თითქოს შენ და ვაჩეს საერთოდ არ გიცნობთ?!-მისი გაწყვეტილი წინანდადება დაასრულა გაღიზიანებულმა ბიჭმა და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- სწორად გავიგე?
-ასეა!- წარბშეუხრელად დაეთანხმა მარიამი იმის მიუხედავად, რომ ცრემლები ახრჩობდა.
-ვერ შევძლებ!
-ალექსანდრე!
-რა?!
-გთხოვ!
-რას მთხოვ?-მისკენ არ მიუხედია ისე ჰკითხა გაღიზიანებულმა ბიჭმა დაბნეულ გოგონას და სიმშვიდის შესანარჩუნებლად თავი საზურგეს მიადო თვალებდახუჭულმა.
- ...
-მარიამ?!
- ...
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა მინებდაბურულ მანქანაში, რომელიც მოულოდნელად მარიამის მშვიდმა ხმამ დაარღვია
-ასეთი რთულია შენთვის ამის გაკეთება?! მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა ალექსანდრემ და საუბრის დასრულების ნიშნად კარი განბლოკა.

ვახშმის დროს მარიამმა მორიდებით მოახსენა მაგიდასთან მსხდომთ რომ დილით, ზუარას შვილმა წაიყვანა ბაღში ის და ვაჩე.
-როდის მოასწარით ასე დაახლოვება?- გამომწვევი ტონით ჰკითხა სოფომ დაძაბულ გოგონას და წამიერად მზერა გაუსწორა.
-მე და ალექსანდრე ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს- უემოციო ტონით უპასუხა მარიამმა გაოგნებულ დედამთილს და თავდასხმისთვის მოემზადა
-რანაირად?-გაუკვირდა ბაბრბარეს და ხაჭაპურის ბოლო ლუკმა პირში გაიქანა.
-ჩემს მეზობლად ცხოვრობდა თელავში სანამ დედამისი საფრანგეთში წაიყვანდა.
-მართლა?- შეიცხადა ბარბარემ და ამჯერად კრემიან ნამცხვარს წამოავლო ხელი
-აქამდე რატომ არ გვითხარი?- საუბარში ჩაერია კახა რომელიც მთელი ეს დრო ჩუმად იყო.
-არ ვიცოდი ზურას შვილი თუ იყო-მორიდებით უთხრა მარიამმა და მოჩვენებითი მშვიდათ განაგრძო საუბარი მასთან- ერთმანეთს პირველად რამდენიმე კვირის წინ შევხვდით სტადიონზე და გამოველაპარაკეთ, მაგრამ ზურას შვილი თუ იყო ნამდვილად არ ვიცოდი. ახლახანს გავიგე, ისიც შემთხვევით.
-კახა ხშირად ლაპარაკობდა ალექსანდრეზე- მოიღუშა სოფო.
-დიახ ასეა-დაეთანხმა მარიამი- მაგრამ ვერ დავაკავშირე...
-რას ნიშნავს ვერ დააკავშირე- ირონია გაერია ხმაში სოფის
- 5 წლის იყო ალექსანდრე, როცა მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და დედამისმა თელავში წამოიყვანა საცხოვრებლად. წლების შემდეგ კი საფრანგეთში წავიდა სამუშაოდ და როცა ალექსანდრე 16 წლის გახდა ისიც თან წაიყვანა.
-რატომ წაიყვანა?- დაინტერესდა კახა
-ზუსტად არ ვიცი... ალბათ თავისი ძმების გამო.
-რას გულისხმობ?-ვერ მიუხვდა სათქმელს კახა
-ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ანანოს მის ძმებთან. განსაკუთრებით ალექსანდრეს მიღება გაუჭირდათ მათ ...
-ანანო ვინაა?!- აიბნა სოფო
-ალექსანდრეს დედა- მარიამის ნაცვლად უპასუხა კახამ
-შენ საიდან იცი?-წამოენთო სოფო
-შენი აზრით?!
- ...
-იმედია ის ქალი ისევ საფრანგეთშია- მომღიმარი სახით თქვა ჯონჯლის წნილის ჭამით გართულმა ბარბარემ და კიდევ ერთი კრემიანი ნამცხვარი გადაიღო თეფშზე, ამ დროს თავი ვერ შიკავა სოფომ და ბოლო ხმაზე უყვირა
-შეწყვიტე!
უეცრად ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა სასოწარკვეთილ გოგონას მაგრამ სახეზე არაფერი შეიმჩნია და სოფოს გასაღიზიანებლად ის ერთი ნაჭერი ნამცხვარიც ბოლომდე შეჭამა.
-ასე განზრახ იქცევი არა? გინდა რომ გამაღიზიანო?!
-სამყარო შენს გარშემო არ ბრუნავს!
-ბარბარე!- თვალები დაუბრიალა კახამ შვილს
-რაა?
-შენს ოთახში წადი!
-რატომ? იმიტომ რომ 2 ცალი კრემიანი ნამცხვარი შევჭამე და შენი ცოლი გავაღიზიანე?!
-სიტყვებს დაუკვირდი!
-დედიკო მეშინია- თავდახრილი ვაჩე მარიამს მიეხუტა.1
-წავალ ვაჩეს დავაწვენ-მაგიდიდან ადგომა დააპირა მარიამმა მაგრამ სოფომ მრისხანე ხმამ შეაჩერა
-საუბარი ჯერ არ დაგვისრულებია!
-რა გაინტერესბეთ?! მკითხეთ და გიპასუხებთ!
ამ საღამოს უჩვეულოდ მშვიდი იყო მარიამი.
-ბევრი რამ!
-მაინც?
-,,შემერყა აურა" წავალ დავწვები თორემ თავი დაკითხვაზე მგონია-უეცრად მაგიდიდან ადგა ბარბარე და კიდევ ერთი კრემიანი ნამცხვარი გააყოლა ხელს.
-ბარბარე- ამ დროს თავი ვერ შეიკავა სოფომ და ისევ უყვირა საძინებელი ოთახისაკენ მიმავალ გოგონას
-რააა?-მიტრიალდა ბარბარე
-ჩემს გამოწვევას ნუ ცდილობ!- მუქარით უთხრა სოფომ და კრემიანი ნამცხვარი ხელიდან ააცალა- შეიგნე უკვე რომ ასეთი საქციელით საკუთარ თავს აზიანებ აყენებ!
-გავიგე! ახლა შეიძლება რომ ჩემს ოთახში წავიდე?
-შეიძლება!
ბარბარესთან კამათის შემდეგ სოფო მაგიდასთან მშვიდად დაჯდა და მარიამის დაკითხვა განაგრძო
-ალექსანდრე და ზურა ვერ დავაკავშირეო ერთმანეთთან ამბობდი და რანაირად? ზურაც ხომ დადეშქელიანია?
-წარმოდგენა არ მქონდა რომ ზურა დადეშქელიანი იყო გვარად... თან, როცა პატარები ვიყავით ალექსანდრეს მამამისი არასდროს უხსენებია. დედამისიც სულ მუშაობდა, ამიტომ მეზობლებთან ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია. არავინ იცოდა ვინ იყო, როგორ გამოიყურებოდა ან რას საქმიანობდა ალექსანდრეს მამა.
-უცნაურია-გულწრფელი ემოციით თქვა სოფომ და კახას გახედა- როგორ შეიძლება მეზობლებს არაფერი არ სცოდნოდათ ზურას შესახებ...
-უცნაური რა არის?!- გაუკვირდა კახას
-ის რომ ზურას შესახებ არავინ არაფერი იცოდა თელავში
-ეგ იმიტომ რომ ზურა თელავში არასდროს ყოფილა-მოიღუშა კახა
-ეგ რას ნიშნავს?- დაიბნა სოფო
-აუ ნუ მალაპარაკებ ახლა ზურას პირად ცხოვრებაზე რააა
-ესე იგი მისი წარსულის შესახებ ყველაფერი იცი?!
- ...
-კახა!
-რა თქმა უნდა ვიცი! მაგრამ...
-მაგრამ არაფრის თქმას არ აპირებ ჩემთვის, რადგან პირობა მიეცი რომ ამ თემაზე არავისთან ილაპრაკებდი არა?
-შეიძლება ასეც ითქვას-დაღლილი ხმით დაეთანხმა კახა და ტელეფონს დახედა
-ის მაინც გვითხარი ერთმანეთს რატომ დაშორდნენ და ხელმეორედ რატომ არ დაქორწინდა.
-სოფო!
-კახა!
- ...
-ან ბათუმიდან ქუთაისში საცხოვრებლად რატომ გადმოვიდა?
- ...
-როგორც ვიცი ახალგაზრდობაში ცუდ წრეში ტრიალებდა
-გამოგიძიებია უკვე ყველაფერი!- წამოენთო კახა
-ისიც ვიცი ვიღაც კრიმინალურ ავტორიტეტთან დაპირისპირების გამო ციხეში რომ იჯდა
-საიდან?-სახეზე აშკარა გაოცება გამოეხატა კახას
-მეზობლებისგან.
-მაშინ ისიც გეცოდინება ცოლს რატომ დაშორდა
-არა ეგ არ ვიცი, მაგრამ ძნელი მისახვედრი არაა!
- ...
-დედიკო მეძინება- აბუზღუნდა უეცრად ვაჩე და მარიამს მიეკრო
-წადი დააძინე, აქაურობას მე მივხედავ-ნება დართო სოფომ გაოცებულ რძალს და მაგიდის ალაგება დაიწყო
-მადლობა-გულწრფელი ემოციით უთხრა მარიამმა და გაბუტული ვაჩე ხელში აიყვანა.
....
მას შემდეგ რაც მარიამმა ოჯახს ალექსანდრეს ამბავი გაუმხილა სულიერად დამშვიდდა, მაგრამ როგორც კი ეს ამბავი ანას გაუმხილა ისევ აფორიაქდა.
-გაგიჟდი გოგო? რატომ უთხარი? ახლა უფრო მეტად გაგაკონტროლებენ!
-სხვა გზა არ მქონდა!
-რას გულისხმობ?
-რამდენჯერმე მანქანა გაგვიჩერა და ბაღში წაგვიყვანა
-არ არსებობს!
-ამის გამო თავს ცუდად ვგრძნობდი
-რატო?
-არ ვიცი, ისეთი განცდა მქონდა თითქოს ყველას ვატყუებდი...
-რა რეაქცია ჰქონდათ როცა ეს ამბავი გაიგეს?
-გაუკვირდათ!
-მერე?!
-დაკითხვა მომიწყო სოფომ, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
-ახლა უფრო მეტად გაგაკონტროლებენ
-ვიცი მაგრამ...
-მაგრამ რააა?!
-ალექსანდრეს უკვე ველაპარაკე ამ საკითხთან დაკავშირებით
-სერიოზულად?!- გაოცდა ანა
-ვუთხარი ჩემგან და ვაჩესგან თავი შორს დაეჭირე-მეთქი
-რატო?
-ასე იყო საჭირო და იმიტომ!-მოიღუშა მარიამი
-რა გიპასუხა?
-არაფერი
-გაბრაზდა?
-კი... საშინლად
-მას მერე...
-ერთმანეთი აღარ გვინახია.
-დედამისიც დაბრუნდა საქართველოში?- უეცრად სხვა თემაზე გადავიდა ანა
-როგორც ვიცი არა!
-მამამის სხვა ცოლი ან შვილი ჰყაავს?
-არა!
-მართლა?- გაუკვირდა ანას
-მოდი მოვრჩეთ ალექსანდრეზე ლაპარაკს
-კარგი.
-შენზე მომიყევი!
-მოსაყოლი არაფერია. სახლი სამსახური, სამსახური სახლი.
-ნეტა იცოდე რა ბედნიერებააა, როცა სამსახური გაქვს, თუნდაც მოსაწყენი და ფინანსურად დამოუკიდებელი ხარ! აბა მე შემომხედე! კახას და სოფოს შევყურებ ხელებში...მას მერე რაც გეგას ცოლი გავხდი.
-შენი ბრალია!- მოიღუშა ანამ
-ვიცი...-სლუკუნით უთხრა მარიამმა და გადმოდენილი სიმწრის ცრმელები სწრაფად მოიშორა სახიდან.
-ცოლად არუნდა გაყოლოდი...
- ...
-ნაჩქარევად მიიღე გადაწყვეტილება...
- ...
-და აი შედეგიც !!!
-კარგი ადამიანი მეგონა...
-ვიცი!
-ჩემებიც აღფრთოვანებულები იყვნენ მისით.
-ხო რა თქმა უნდა დაიწყებდნენ: კარგი ოჯახის შვილია, შვილო! სახლი აქ! კარი აქ! მანქანა ყავს! უმაღლესი განათლებითაა! წესიერი-პატიოსანი ბიჭია! არ სვამს! არ ეწევა! არ თამაშობს! ხოდა შენებსაც მეტი რა უნდოდათ! თან შენი კლასელი ბიძაშვილი იყო... და იფიქრე არ მოგატყუებდნენ...
-საბოლოოდ მაინც მე ვარ ყველაფერში დამნაშავე! რადგან მე მივეცი უფლება რომ ჩემს ცხოვრებაში შემოსულიყო! ცოლობაზე უარი რომ მეთქვა, ახლა ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი იქნებოდა...
-შეცდომებს ყველა ვუშვებთ-მისი გამხნევება სცადა ანამ
-დედაჩემი სულ მეუბნებოდა რომ მისი ცხოვრების აზრი მე ვიყავი ხოდა, როცა მამაჩემზე გამწარებული ვიტყოდი არასოდროს გავთხოვდები-მეთქი ასე მეუბნებოდა ,, ერთხელ მაინც გათხოვდი შვილო და ბავშვი გააჩინე! ქმარი თუ არ გამოგადა უკან წამოდი, მეც დაგეხმარები და ერთ ბავშვს როგორმე გავზრდით!" ხოდა ახდა მისი ოცნება, გავთხოვდი, გავაჩინე 1 ბავშვი !არ გამომადგა ქმარი, მაგრამ უკან დაბრუნებაზე მაინც უარს მეუბნება რადგან არუნდა ხალხმა ჩემზე იჭორაოს, სახელი გამიტყდეს, ვაჩე დაიჩაგროს...
-დედაშენს ნუ უსმენ! თუ წასვლა გინდა წადი! ეს შენი ცხოვრებააა... რა მნიშვნელობა აქვს ვინ რა იტყვის? მთავარი შენი ბედნიერებააა!
-ეჰ ანა ასე მარტივი არაა! ძალიან ძლიერი უნდა იყო მორალურად, ფსიქოლოგიურად, ემოციურად ან ფინანსურად რომ ეს ნაბიჯი გადადგა!
-მარიამ ვფიქრობ, შენ მომავლის შიში უფრო გაბრკოლებს ვიდრე რეალური პრობლემები. ძალიან ბევრს ფიქრობ იმაზე თუ რა იქნება ხვალ! თუ ნაბიჯს არ გადადგამ ვერასდროს გაიგებ წინ რა გელოდება.
-დღესვე შემიძლია ბარგი ჩავალაგო და წავიდე სახლიდან, მაგრამ ვაჩე? მას რა ვუყო? დედაჩემთან ყოფნა არ უყვარს, არც თელავი არ უყვარს... ის სახლიც ეზიზღება ერთი სული აქვს ხოლმე როდის ქუთაისში როდის წამოვალთ... რომ წავიდეთ საარსებოდ ფული ხომ გვჭირდება?
-ცოტა დანაზოგი გაკეთე
-მაგის შესაძლებლობა არ მაქვს...
-მაშინ სამსახურის ძებნა გააგრძელე
-აზრი? სოფომ უკვე გამომიცხადა რომ ბავშვს ვერ მიხედავს... კახაც ამრეზით მიყურებს... ახლა კი დადის ვაჩე ზაფხულის ბაღში მაგრამ ივლისის ბოლოს დასრულდება და მერე ვის დავუტოვო ბავშვი? ვინ მიხედავს? ძიძას ვერ ავუყვან... უფლებას არ მომცემენ! თან, ჩემი ხელფასი ისედაც არ ეყოფა... მაქსიმუმ 1000 ლარიანი სამსახური ვიშოვი ჩემი განათლებით... თუმცა ეგეც საეჭვოა- სლუკუნით თქვა მარიამმა და იმის მიუხედავად რომ ცრემლები ახრჩობდა საუბარი მშვიდად გააგრძელა- და ამ ყველაფრის ფონზე როგორ წარმოგიდგენია ჩემი კარიერული წინსვლა და აღმასვლა?
- ...
-თელავშიც იგივე მელის... ამიტომ ვცხოვრობ დღემდე ამ სახლში... გეგას მშობლებთან ერთად...
-მესმის
-ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა გეგა კარგი ადამიანი რომ ყოფილიყო
-ავადმყოფი ლუდომანი!- წამოიყვირა უცებ ანამ და აღელვებული ფეხზე წამოდგა-რატომ არის ასეთი უთავმოყვარეო და სულმდაბალი ადამიანი?
-მარტო ეგ რომ იყოს კიდე ჯანდაბას, სვამს ეწევა, იგინება, მანქანით დადის მთვრალი და ფულს ათას დებილობაში ხარჯავს
-მისმინე!-უეცრად მარიამისკენ მიტრიალდა ანა- არ ვიცი შენ რა მოლოდინები გაქვს ამ ცხოვრებისგან მაგრამ ერთი რამ კარგად დაიმახსოვრე...





სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent