ჩუმი დაპირებები (თავი 4)
“ვიღაც ისევ გელოდება” პირველად იყო აქ. იდეალურად გაეწმინდათ სასაფლაო. ამაში მაინც გადაუხადა მადლობა მშობლებს, მის ერთადერთს რომ არ აკლებდნენ ყურადღებას. არც დააკლებდნენ. მათაც ძალიან უყვარდათ შვილი. გაუაზრებლად აცეცებდა თვალებს ირგვლივ, ოღონდ აეცილებინა მზერა საფლავის ქვისთვის. ოღონდ არ დაენახა ძმის გაყინული მზერა. გულს არ ეკარებოდა მისი გარდაცვალება. ყველაფერი მირაჟი, სიზმარი ეგონა. ვერ აღიქვავდა სად იყო ახლა ან რატომ. ეგონა სახლში მისულს კარში შეეგეგებოდა ისევ ბედნიერი ღიმილით. ნიკო ბედნიერი ბავშვი იყო. ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო მისი ასაკის, მაგრამ მისი სიხარული ისეთი ხმამაღალი იყო რომ ვერ ამჩნევდა ნატას სიჩუმეს. იდეალური დის პორტრეტში იმალებოდა ოჯახური პრობლემები, მამის სახელის ხშირი დამალვა, რომ აბეზარი ხალხის ზედმეტი ყურადღება არ მიექცია გარეთ. მხოლოდ ერთხელ შენიშნა ბავშვმა დის ყელზე მკვეთრი ნათითურები, მონდომებით რომ ფარავდა ნატა მაკიაჟით და თმით. დის პირველი ტყუილიც მაშინ გაისმა მისთვის. -არ მინდოდა შენი მოტყუება,- დაცდა ხმამაღლა ფიქრები,- მაგრამ არც სიმართლისთვის მემეტებოდი.- შეხედა ბოლოს გაყინულ ქვას. - მაშინ პირველად მომხვდა, სკოლიდან მოსვლა დავაგვიანე და ანერვიულდა ბაბუა, პაატას დაურეკა მაშინვე. მაშინ, არ იყო ასეთი ცნობილი, გაბრაზდა სახელს მიფუჭებო, არადა მხოლოდ ნაყინის ჭამა მინდოდა კლასელებთან ერთად. იმ ღამით…მოვიდა ჩემთან ოთახში, როცა წავიდა ბაბუა… -ისე ვეჭვიანობდი შენზე,- გაეცინა სიმწრით.- ჩემი გადამრჩენელი იყავი, დედა რომ ორსულად იყო არც კი მჯეროდა, ჩვენი ოჯახისთვის ზედმეტად მოულოდნელი იყო. როცა მას ვხედავდი, როგორ გეფერებოდა გარედან, ისეთ ალერსიან სიტყვებს გეუბნებოდა ჩემთვის რომ არასდროს გაემეტებინა. თან ყვებოდა ყველა, მამაც კი ისეთი შეცვლილი იყო…არ მყავდა მანამდე ასეთი ნანახი. რომ დაიბადე ისეთი პატარა და გალეული იყავი, სულ ტიროდი, ჩხაოდი, პატარა თითებს იქნევდი ირგვლივ, ერთხელ ფჩხილებიც ისე ჩამარჭე…თავს გევლებოდა ყველა, ყველას ისე უყვარდი, დინა სულ თავზე გადგა, პაატაც კი, ისეთი სინაზით აყავდი ხელში…- ამოსულ ბალახს ეფერებოდა თითებით, თითქოს ახლაც მის წინ იყო,- ილექებოდა ეს ყველაფერი ჩემში, ვხედავდი ჩემი თვალებით, მაგრამ…- მზერა გაუსწორა ბიჭის თვალებს,- გადაფარე ჩემი ბავშვური ეჭვიანობა თუ შური. მარტო ჩემს გვერდით ჩუმდებოდი, მარტო ჩემს ხელებში გეძინებოდა, არადა სულ რაღაც ათი წლის ვიყავი. წარმოუდგენლად მეჩვენება დინამ რომ შენი თავი მანდო. ახლა ათი წლის ბავშვს ჩემი შვილი როგორ უნდა დავაკავებინო…ისე მომეწებე, სულ ჩემთან გინდოდა და მეც…შენში დავინახე ყველაფერი, ჩემი გამქრალი ბავშვობა, მშობლები, რომლებსაც ვძულდი მაგრამ მიყვარდა შენს გამო. შენი თავი მაჩუქეს, შენზე ვლოცულობდი ყოველდღე. ახალი დღის გათენებაც შენს გამო მიხაროდა. ისეთი პატარა იყავი, სულ შიში მქონდა საწოლში არ გამეჭყლიტე, მაგრამ თვალებდაჭყეტილი ვათენებდი ღამეებს. დინა რომ სამსახურს დაუბრუნდა ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, ძიძა ტყუილად მოვიყვანეთო ჩხუბობდა პაატა, მაგრამ ვერ გელეოდი. ისე ვცდილობდი ყველაფერი რაც მე დამაკლდა შენ გქონოდა, არაფერი გამოგრჩენოდა, ისე მიხაროდა მათაც რომ უყვარდი. პაატას ავიწყდებოდა თავისი ბოროტი მხარე შენი ყურებისას, შენი დასვრა არ უნდოდა თავისი საქმეებით, ალბათ ყველაფერს ბოლოს დაგიტოვებდა,- ცრემლებით დასველებოდა სახე, გაუცნობიერებლად ეფერებოდა უკვე საფლავის ქვას, - ერთად გავიზარდეთ, ჩემს ხელში გაიზარდე, ახლა კი…ახლა ვეღარ ვუძლებ, გესმის? ეს სიცარიელე,- გულზე მიირტყა ხელი, - ეს სიცარიელე არ ქრება, აღარ ვარგივარ ადამიანად. სახლში მისვლა მეზიზღება, აღარ ხარ შენ იქ, ისედაც შენს გამო ვრჩებოდი, შენ მაძლებინებდი. ახლა რა უნდა ვქნა? ჰაერში გამოეკიდა მისი შეკითხვა უპასუხოდ, ერთადერთი ადრესატი ახლა მიწაში იწვა. ვეღარ დაელაპარაკებდო მას ვერასდროს. თვალი მოავლო სასაფლაოს, ჩუმად რომ გარინდებულიყო შეღამებისას. მსუბუქი ნიავი არხევდა გამხარ მიწაზე ამოსულ ბალახს და ხეებს. არ ჩანდა ირგვლივ არავინ. -გავიგებ და ვიპოვნი ვინც ეს ჩაიდინა, -დაპირდა ჩუმად,- არ დავინდობ არავის, თუნდაც ეს მამაჩვენი იყოს. ისედაც ვიცი, მის გამო მოხდა ყველაფერი. თვალს ვერ გისწორებდა დასაფლავებისას. წამოდგა ნელა და დაიბერტყა ხელებით შარვალზე შერჩენელი მიწა. დაბინდოდა თვალები ცრემლებით. დადგა საფლავის წინ და შეხედა ბოლოჯერ. -საბა და მე ყველაფერს გავარკვევთ. საბა შენს გამო ხო იცი ყველაფერს გააკეთებს, ისე უყვარხარ. მასთან.. ახლა მხოლოდ ის დამრჩა, მის გამო..მე თუ რამედ ვარგივარ, ჩემგან თუ რამე დარჩა მხოლოდ მისთვის, მაგრამ შენ ხომ არ მიმატოვებ არსდროს, სულ ჩემთან იწმები, ჩემს გულში.- გაუღიმა სევდით,- მარტო შენ იცოდი ჩვენზე, მარტო შენ. - ხელი გადაუსვა ქვის თავზე დაყრილ ფოთლებს და გადაწმინდა, მოუსუფთავა ბიჭსაც სახე. -ნეტავ, მე მომვკდარიყავი.-დაცდა ბოლოს, საფლავიდან გამოსვლისას. ჩამოწოლილიყო ბინდი, დაეტოვებინა ყველას თავისი გარდაცლილი და წასულიყვნენ სახლებში. გასასვლელს უახლოვდებოდა და უფრო იკვეთებოდა ნაცნობი სხეულიც, ხელებგადაჯვარედინებული რომ მიყრდნობოდა მის მანქნას. - ვიცოდი, რომ მოხვიდოდი.- მოესმა უკვე ახლოდან. -სანდრო?- ხელი ძლიერად მოუჭირა ჩანთას. მზერა წამით გადაიტანა იქ, სადაც ნიკო ეგულებოდა -მთელი დღეა გელოდები . - ჩამავალი მზის სხივები აკიაფდნენ მის სახეზე. გული ასტკივდა ნატას. ადრე რა კარგი მეგობრები იყვნენ, ახლა კი… -წავიდეთ მაშინ,- არც შესთავაზა ნიკოს მონახულება, შესაბამის ძალა რომ ჰქონოდა მივიდოდა ისედაც, დაჯდა საჭესთან და კიდევ ერხელ შეხედა ბიჭს, აბნევდა მისი საქციელები. -არც ისე ცუდად მართავ,- თქვა ბოლოს. -ქალაქის პირობებზე არამიშავს, სხვაგან მაინც არ გავდივარ,- პაატას დაჟინებ იყო ეს მანქანაც. -მაგრამ ნიკა მაინც არ ცდებოდა,- გაუღიმა ეშმაკურად. ყურადღება ეფანტებოდა გზაზე, ისე აბნევდა ბიძაშვილის ღიმილი. -წამოდი ჩვენთან, გავიგე რომ დიდიხანია რაც არ გვსტუმრებიხარ,- უთხრა სანდრომ ბოლოს, -ენატრები ნათიას. დედაჩემსაც ეგრე ვენატრებოდეო გაიფიქრა მაშინვე, ძალიან უყვარდა ნათიას, მის ბიცოლასს, ადრეც ხშირად რჩებოდა მათთან, როცა პატარა იყო, მაგრამ პაატა იმის შიშით რომ რამე არ წამოცდენოდა, აღარ აძლევდა უფლებას. შემდეგ უკვე თავად აღარ ჰქონია სურვილი, აქით სტუმრობდნენ ხშირად ცოლ-ქმარი. -მოვალ,- დაპირდა უიმედოდ. გააბრაზებდა მამამისს, ღირდა მისი მეტად გაღიზიანება? მისაღებ ოთახში მძიმე სიჩუმე იდგა. კედელზე ჩამოკიდებული ტელევიზორი უხმოდ აჩვენებდა საარჩევნო კამპანიის კადრებს. ეკრანზე ისევ პაატას სახე ჩანდა. სადაც არ უნდა წასულიყო მას ხედავდა სულ. ტელეფონს ატრიალებდა ხელში, გული ეწურებოდა ისე სურდა მიეწერა საბასთვის, მაგრამ იცოდა ამ ტელეფონით შეუძლებელი იყო. უნდა გაეგო გამოძიების დეტალები, სამსახურის გარეშე ხელ-ფეხ შეკრული იყო. პულტი აიღო და როგორც კი ოთახში მამამისი შემოვიდა ტელევიზორი გამორთო. -ისევ გამორთე? - პიჯაკი მიაგდო დაუდევრად დივანზე. -ხო, უკვე მეზიზღება შენი სახის ყველგან დანახვა.- ჩაიჩოჩა მისგან შორს. იცოდა რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის სიტყვებს, მაგრამ ვერ აჩუმებდა ენას. წარბიც არ შეუხრია მამამისს. უსიტყვოდ მოავლო თვალი ცარიელ ოთახს. მისაღებში იკრიბებოდნენ ადრე, დინაც როცა სამსახურიდან ბრუნდებოდა მონდომებით გამოკითხავდა ნიკას სკოლის ამბებს. -ამიტომაც წამოხვედი ტელევიზიიდან?-მძიმედ დაეშვა სავარძელზე, მოიხსნა ჰალსტუხი და მიაგდო ისიც დივანზე. -ხომ ჩამანაცვლე.-სიჩუმე ჩამოვარდა. წამოიწია მამამისი და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა შვილს, ჩამოჯდა მის გვერდით. უფრო მეტად დაიძაბა ნატა. - უნდა დაბრუნდე სამსახურში.-ტრადიციული სიმკაცრე არ დაჰკარგვოდა მის ხმას. რამდენიმე წამით ისე შეხედა მამას, თითქოს სწორად ვერ გაიგო.-ლაშას დაველაპარაკე. ყველაფერი მოგვარდა. გაეცინა შვილს, მაგრამ ამ სიცილშიც უფრო მეტად ნერვიულობა იგრძნობოდა. -და თუ არ მივედი? ასე დარწმუნებული რატომ ხარ? -შენს ადგილას რომ ვიყო, საკუთარ თავს ზედმეტ კითხვებს აღარ დავუსვამდი.-ზიზღიანი მზერა მოავლო მამას და აარიდა ბოლოს თვალი. -ლაშამ გამომიშვა. შენც იცი, რატომ. ვეღარ დავბრუნდები უკან. -ლაშა არაფერს წყვეტს. -მაგრამ ჩემთვის წყვეტს. -არა, ნატა. შენთვის მე ვწყვეტ.- წამოდგა და მიუახლოვდა უფრო, ჩამოუჯდა წინ. დაფარა მისი მხედველობის არეალი, მიიქცია მთელი მისი ყურადღება. ყოველ დღე უფრო და უფრო აძულებდა თავს. -ნიკო აღარ არის, -თქვა ბოლოს ნატამ ჩუმად.- აღარ შეგიძლია მისი სახელით ჩემი იქ გაჩერება. ვეღარ დამაშინებ მისით. -მის გამო უნდა იყო იქ. ხალხს უნდა ახსოვდეს. -ნუ მაცინებ, გთხოვ. მასზე საუბარი შენს არჩევნებს სჭირდება. -არჩევნებსაც, მართალია, და რა არის ამაში ცუდი? -შენ შვილზე საუბრობ! ჩემს ძმაზე! -ზუსტად, რომ შენი ძმაა, - მუხლებს ჩამოეყრდნო იდაყვებით და გადაიხარა მისკენ, - როცა შენ ისაუბრებ მასზე, ხალხი სხვანაირად მოგისმენს. როცა მე ვლაპარაკობ, პოლიტიკოსი ვარ. სიტუაციის მართვა გვჭირდება. სიმართლე ის არის, რომ ნიკოლოზი მოკვდა, ხალხს კი, აინტერესებს რატომ. არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი. ჟურნალისტები კითხვებს დასვამენ. შენ იქ იქნები. გააკეთე რამდენიმე სიუჟეტი, იყავი კამერის წინ, ილაპარაკე ნიკოზე. იმაზე, როგორი ძმა იყო, რას ნიშნავდა შენთვის. -და თუ არ გავაკეთე? -რატომ ართულებ ყველაფერს? -მარიონეტი ვარ. მთელი ცხოვრებაა ისე მმართავ როგორც გსურს! - ნატა.-უჩვეული სიმშვიდე შეპარვოდა კაცის ხმას,- სანამ ჩემს გვარს ატარებ და სანამ ჩემი ოჯახი წევრად ითვლები, შენი ცხოვრება მხოლოდ შენი არ არის. შენი სიცოცხლე ჩემია, ამიტომ მინდა კამერების წინ დადგე, ოჯახის ტკივილი გარეთ გაიტანო, იტირო, -რომელი ოჯახის პაატა? უკვე აღარც მახსოვს ბოლოს როდის მელაპარაკე როგორც მამა, ვფიქრობდი..ახლა მაინც…მაგრამ, საოცარია… ნიკოს დაკრძალვიდან საკმარისი დრო გავიდა და შენ ისევ რეიტინგებზე გადახვედი. -მისმინე, რეიტინგიც საჭიროა, მაგრამ არის კიდევ ერთი საკითხი. -აბა? -შენ.-მწარედ გაეცინა გოგოს. -ცხოვრებაში ჩემზე არასდროს გიფიქრია, სახელიც კი სხვამ დამარქვა, ასე რომ ნუ მატყუებ. -არ გატყუებ.-ხელები გადაიჯვარედინა გულზე, კიდევ უფრო დააკვირდა მამამისს. ეტყობოდა დაღლა, ჩაწითლებოდა თვალები, მოდუნებული ჰქონდა სხეულიც. მთელი ცხოვრება კარგი ადამიანის თამაში, რა თქმა უნდა, დამღლელი იქნებაო, გაუფიქრა ნატამ. -მაშინ ამიხსენა, რატომ უნდა დავბრუნდე იქ, სადაც შენთვის საქმე ვაკეთო, ვეტენო ადამიანებს და -იმიტომ, რომ ტელევიზია ახლა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ნატა, გვჭირდება, რომ.. -რისთვის? შენი მსახიობობისთვის? შვილის სიკვდილის გამოსაყენებლად? განწირული დაპირებების მისაცემად? -იმისთვის, რომ მოგვისმინონ! არჩევნები ახლოვდება, შენთვის უფრო ადვილია შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და მისი შესაბამისი ფორმით გაშუქება. ჟურნალისტებს ხშირად ისეთი ინფორმაცია უვარდებათ ხელში, რაც გამოძიებამდეც კი არ მიდის…სწორედ ამიტომ უნდა დაბრუნდე. ნიკოს ამბავი ყველგან იქნება, სხვადასხვა ვერსია გავრცელდება. შენი ძმის მკვლელობა ახლა მხოლოდ პოლიციის საქმე აღარ არის. საზოგადოებას აინტერესებს. -და შენ გეშინია, რასაც გაიგებენ. -მე იმის მეშინია, რომ ვიღაცები მის სიკვდილს გამოიყენებენ. შენ კი ხალხამდე სწორად მიტანა შეგიძლია. ერთი არასწორად ნათქვამი წინადადება და მთელი ამბავი შეიძლება სხვა მიმართულებით წავიდეს. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ოჯახმა რაღაც დამალა. რომ მე რაღაც ვიცოდი, რომ ნიკოს სიკვდილთან კავშირი მაქვს. -იქნებ მართლა გაქვს.-სიჩუმე ჩამოვარდა. ყბა მოეღრიცა კაცს, გაეცინა ნატას მის შეცვლილ გამომეტყველებაზე,- ხო იცი ჩემი ეჭვების შესახებ. აი, პირდაპირ გადებ ხელს, შენს გამო მოკვდა ვიცი. ისიც ვიცი, რის მიღწევას ცდილობ ამ საუბრით, ამ ყალბი არჩევნის უფლებით. გინდა, რომ ხალხმა დაინახოს, როგორ განიცდი შვილის სიკვდილს. გინდა, მე ვილაპარაკო და მათ ჩემშიც შენი ტკივილი დაინახონ. -შენთვის თუ ძმა იყო, ჩემთვის - შვილი. შვილის სიკვდილს ვერ ფარავს რაიმე, ნატა. ახლა დახმარება მჭირდება, ამ გამოძიებაში. უნდა ვიპოვო ვინც ეს ჩაიდინა… -და შენ გგონია დავიჯერებ, რომ რამეს ვერ არკვევ? ყველაფერი შეგიძლია, ყველას მოქრთამვა, დამუქრება, რატომ არ იყენებ ამ ყველაფერს იმისათვის რომ გაიგო, ვინ მოკლა ჩემი ძმა! -ვაკეთებ ყველაფერს,-თავი დაუქნია კაცმა,- მაგრამ არაა საკმარისი. არსებობს რაღაცეები, სადაც არ წვდება ჩემი ძალა, ასეთია ტელევიზია და ხალხი. ნატა, გვერბრძვიან, ჩვენი ოჯახის განადგურება სურთ. ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი.. -ჩვენი ოჯახი განადგურებულია, გესმის? ნიკომდეც ასე იყო. და რატომ? სულ შენს გამო, შენი ამ სიხარბის გამო. მითხარი, ხო შენს გამო მოკვდა ბავშვი, მითხარი! ადამიანიც იყავი ერთხელ! - გაუცნობიერებლად დაეწყო ტირილი და სუსტ ხელებს გაუჩერებლივ ურტყავდა მკერდზე მამას. -მაქვს ეჭვი ვინც გააკეთა ეს,- დაცდა ჩუმად კაცს,- ჯერ ვერ ვამტკიცებ ვერაფერს, შენი დახმარება მჭირდება ნატა, თუ გადაცემაში გაიტან ამ ამბავს… ზეწოლ შეცდომას დააშვებინებს და შუქზეც გამოვა, ხალხი გენდობა, დაგიჯერებს.. -და პოლიცია რას აკეთებს? რატომ არ ანდობ მათ? გამოძიებასთან რატომ არ თანამშრომლობ… -რომელ გამოძიებასთან, შვილო?- მიმართა აგდებით, - ეგ ლეკვები რისი გამრკვევები არიან. შენ თვითონაც ძალიან კარგად იცი, რას როგორ აკეთებენ! -პაატა, ვერ მომატყუებ, შენ თვითონ მასწავლე უნდობელი როგორ გავმხდარიყავი. -დაბრუნდი, ნატა. დამეხმარები და დაგეხმარები, ერთად უნდა ვიმოქმედოთ. -როგორ დამეხმარებუ? პრესკონფერენციაზე პირველ რიგში დამსვამ? არ მჯერა მე შენი დაპირებების! -გამოძიების ყველა ეტაპზე ჩაგრთავ. მიგაწვდი მასალებს, ყველაფერს! ოღონდ შესაბამისი ფორმით უნდა გადაიცეს ხალხში. -გაიყინა გოგო. - ხვალ დილით დაბრუნდები. -და, თუ არ? -ნუ გააბრაზებ მამას,- ხელი მოუსვა აკანკალებულ მუხლზე,- ხომ იცი, ნერვები არ მყოფნის ხოლმე. დამთანმხდი, სანამ არჩევანის საშუალებას გაძლევ. დიდხანს უყურებდა სახეზე. არ აპირებდა მის ნდობას, იცოდა რაც იყო მამამისი. არ ჰქონდა არასდროს მისი იმედი, მაგრამ პირველად…პირველად დაინახა მის თვალებში დანაკარგით გამოწვეული ტკივილი, ვერ ინელებდა ისიც მისი ძმის სიკვდილს, უნდოდა შურისძიება, დამნაშავის დასჯა. მერე რა, თუ მის გამო მოხდა ყველაფერი. მის გამო მოკვდა. მისი არცერთი სიტყვა სჯეროდა, მაგრამ ძმის გამო, ნიკას გამო, გააკეთებდა ამას. თავად არ იყო არასდროს მათი შვილი, მის გამო დაქორწინდნენ მშობლებიც, ყოველ ერთად გატარებულ წუთში იგრხნობოდა ეს იძულება. ნეტავ დაშორდნენ ერთმანეთსო, ნატრობდა ნატა ბავშვობაში. ეს ნატვრაც ჩაბარებოდა წარსულს. დანაშაულის შეგრძნება იპყრობდა მაინც როცა თავს მათ გარეშე, მარტო წარმოიდგენდა. მხოლოდ ფორმალურად ჰყავდა დედ-მამა, არცერთს შეუსრულებია მისი მოვალეობა. მაგრამ ნიკოსთან სხვანაირები იყვენენ, ისეთი, როგორ მშობელსაც ნატრობდა ნატა. ეს სიყვარული ჩანდა ახლა მამამისის თვალებში, როცა ხედავდა ამ ამაყ კაცს, თავი რომ არასდროს დაეხარა. ნიკოს გამო გახდებოდა ისევ მისი მარიონეტი. -კარგი. - დაპირდა ჩუმად,-დავბრუნდები. -სწორ გადაწყვეტილებას იღებ.- თავი დაუქნია და წაიღო ხელი მისკენ, დამფრთხალი გადაიწია უკან. -ამას შენს გამო არ ვაკეთებ და თუ შემთხვევით აღმოვაჩენ, რომ ვიღაცამ მთელი ამ ხნის განმავლობაში მომატყუა..- ზიზღით შეხედა კაცს, -აღარ დავინტერესდები შედეგით. ხომ იცი მოსიარულე ნაღმი ვარ, როდის ავფეთქდები არ ვიცი, ამაშიც შენ დაგემსგავსე. - პაატას სახეზე ისევ ის დაძაბულობა დაბრუნდა რაც სახლში შემოსვლისას ეხატა, გაიხსნა პერანგის რამდენიმე ღილი და გოგოს სავარძლითად პულტიც აიღო. -იმედი მაქვს, სიმართლე ორივეს ერთსა და იმავე ადამიანამდე მიგვიყვანს.- ჩართო ტელევიზორი. მაისის წვიმას ახლახან გადაეღო. ასფალტი ჯერ კიდევ სველი იყო, მაგრამ სიჩქარეს არ აგდებდა. ეჭვის ჭია შესჩენოდა სანდროს ზარის შემდეგ. ასეთი რა საქმე უნდა ჰქონოდა?! წინდაუხედავად გადაკვეთა ღერძულა ხაზი და გადაუხვია მარცხნივ. სხვაზე ბრაზობდა წესების დარღვევისას, ახლა თავის გასამართლებელი მიზეზით ამშვიდებდა თავს. რამდენიმე წამში ლურჯ-წითელ ციმციმას მოჰკრა თვალი სარკეში და მალევე სთხოვეს მანქანის გადაყენება. გაღიზიანებულმა აატრიალა თვალები. -ესღა მაკლდა…- მანქანა ასფალტის პირას გააჩერა, ფანჯარა ჩამოწია ისე, რომ არც შეუხედავს, უკვე სანივთე უჯრაში ეძებდა მივიწყებულ საბუთებს. კარზე თითებით მსუბუქად რომ დააკაკუნეს. -საპატრულო პოლიცია, საბა ნიჟარაძე.-დაიწყო მობეზრებული ხმით,- თქვენ გადააჭარბეთ დასაშვებ სიჩქარეს, გადაკვეთეთ ღერხულა ხაზი…თუ შეიძლება, წარმოადგინეთ მართვის მოწმობა, ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. იმ წუთას შეგროვებული საბუთები გაუწოდა, მაგრამ ხელები ჰაერში გაუშეშდა, როცა აღიქვა ნაცნობი სხეული. -საბა?-ბიჭს წარბიც არ შეუხრია. -გთხოვთ, პირად ურთიერთობებს სამსახურთან ნუ ავურევთ.- დაიხარა მისკენ, თითებს შორის მოექცია ნატას გადაცემული საბუთები. -რა სასიამოვნოა. -გაეცინა ლაღად, დავიწყებოდა წეღანდელი დარდი,- დაგაქვეითეს თუ ახალი ჰობი იპოვე? -საბამ უპასუხოდ გადაშალა საბუთები. -დარღვევის დაფიქსირება ჰობი არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როცა მძღოლს საგზაო ნიშნები მხოლოდ დეკორაცია ჰგონია. -არაფერი არ დამირღვევია.-დაეყრდნო ორივე ხელით ჩაწეულ საქარე მინას. -არა? - თავი ოდნავ გადახარა ბიჭმა.- ყვითელი ხაზი ალბათ თვითონ გადმოხტა თქვენს საბურავებთან. -მაგრამ გზა ცარიელი იყო. -შესანიშნავი არგუმენტია. შემდეგ ჯერზე წითელზეც გაიარეთ. თუ არავინ მოდის, შუქნიშანსაც არ ეწყინება.-სერიოზული სახით აგრძელწბდა საუბარს. თვალები მოჭუტა ნატამ მის პასუხზე. -ვხედავ, ფორმამ იუმორის გრძნობა ვერ დაგიკარგა. -პირიქით. ამ სამსახურში მის გარეშე დიდხანს ვერ გაძლებ. -მართლა? მე მეგონა, აქ მხოლოდ ჯარიმების წერას ასწავლიდნენ. -სხვათა შორის, წერაც კარგად გამომდის.-წინასწარ მოტანილი ქაღალდის შევსება დაიწყო. -რას აკეთებ?- შეეცადა მანქანიდან მიწვდომოდა მის ხელებს. -ჯარიმას ვწერ. -არ დაწერ!- საბამ მშვიდად დახედა მის გაბრაზებულ სახეს. -ეს მუქარაა თუ სურვილი? -ფაქტი!- ისევ აგრძელებდა უმისამართო თავის გამართლება. -ფაქტი სრულიად სხვაა, მაგალითად ის, რომ მოძრაობის წესები დაარღვიეთ.- მორჩა წერას და ისევ გააგრძელა მისი თვალიერება. სიცილს ძვლივს იკავებდა. -სად მიდიხართ ამ სიჩქარით? -კარგი, მოდი პირდაპირ მითხარი, მართლა ამისთვის გამაჩერე? - კიდევ უფრო გაწია თავი მანქანიდან. ვერ იკავებდა ბრაზს. -სხვა რისთვის? -არ ვიცი, იქნებ მოგენატრე.-საბას ტუჩის კუთხე შეუტოკდა, მაგრამ მაშინვე დაიბრუნა სერიოზული გამომეტყველება. -ქალბატონო, გთხოვთ, ნუ ცდილობთ სახელმწიფო მოხელეზე ზემოქმედებას. -შენ სახელმწიფო მოხელეც ხარ? -ამ წუთში - დიახ. -რამდენიმე დღის წინ ჩვეულებრივი გამომძიებელი იყავი.-აწია წარბები, რატო აყოვნებდა ამდენ ხანს საერთოდ. -ახლა კი, დროებით საგზაო პოლიციელი ვარ.- დაიხარა მისკენ და კალთაში ჩაუდო შევსებული ფურცელი. -და აშკარად ვერ ეგუები. -უფრო კარგად ვეგუები, ვიდრე თქვენ წესებს.- არ უპასუხია საერთოდ არაფერი, აიღო ფურცელი და დააკვირდა გაკვირვებული. -…ეს გაფრთხილებაა? -დიახ. -და ჯარიმა რატომ არ გამომიწერე?-წარბებ აწეულმა გახედა ბიჭს, რომელმაც საპასუხოდ მხოლოდ მხრები აიჩეჩა. -თქვენი პირველი დარღვევა. -არ არის პირველი.-გაეცინა ისე. უჩვეულო თავისუფლებას გრძნობდა ამ სულელური საუბრით. წარსულიც გახსენებოდა, როცა პირველად შეხვდა მას შემდეგ რაც დაეხმარა მანქანის გამართვაში. -ვიცი. -აბა? -პირველია, რაც მე დავაფიქსირე.- ისევ ვერ შეიკავა სიცილი. -ანუ შემიწყალე? -არა. უბრალოდ არ მინდა, შემდეგ შეხვედრაზე თქვა, რომ საგზაო პოლიციელებმა ბიუჯეტი ჩემი ხარჯზე შეავსესო. -და შემდეგი შეხვედრა აუცილებლად იქნება? -საერთოდ არ მინდა.- ბეიჯის სწორებას მოჰყვა ფორმაზე, -რა მატყუარა ხარ. -რომ იცოდე, სამსახურში ტყუილისთვის პრობლემები მექმნება. -და ჩემთან?- მიიქცია მისი მზერა,- ხომ იცი, ჩემთან უფრო ძვირი დაგიჯდება,- თვალი ჩაუკრა გახალისებულმა. ერთი ნაბიჯით დაიხია უკან საბამ. - და საერთოდ, ეს ფორმა საერთოდ არ გიხდება.- მშვიდად გაიღიმა ისევ მის სიტყვებზე. -იმდენად, რომ უკვე სამი წუთია თვალს ვერ მაშორებ. -თავმდაბლობა სცადე ხოლმე!-ხელი აუქნია და დაძრა მანქანა, წამში გაუჩინარდა ქუჩის ბოლოში. თვალი გააყოლა ბოლომდე საბამ, მაინც გაიგებდა სად მიდიოდა. -შენ კი…-თავისთვის ჩაილაპარაკა ღიმილით, - …სიჩქარის პედალი. სწრაფად დარეკა ზარი. ისე მალე გაუღეს, თითქოს კართან იდგნენ მის მოლოდინშიო. -მოდი, საყვარელო,- გაუღიმა თბილად ნათიამ. -გამარჯობა ბიცოლა,- გადაეხვია თბილად. ტრადიციულად იგრძნო მშობლიური სუნი და სითბო, რაც ენატრებოდა მთელი ცხოვრების მანძილზე. -სანდრო სახლშია?- ქურთუკი ჩამოკიდა საკიდზე და მზერა მოავლო დერეფანს, საუბრის ხმა ისმოდა მისაღებიდან. -სტუმრები გვყავს. მოდი, გელოდებოდოთ შენც.- უცნაურად გადახედა გოგოს. მისაღებში შევიდნენ ორივე, შეკრებილ ხალხს მოავლო თვალი. მაშინვე ინანა აქ მოსვლა, დალოდებოდა საღამომდე და თავად მიაკითხავდა ბიძაშვილი. მისი ოჯახიც აქ იყო, რამდენიმე უცნობ ადამიანთან ერთად. მწარედ იკბინა ტუჩზე. ნეტავ დალოდებოდა სანდროს. -ჩემი გოგო მოსულა,- მაშინვე წამოდგა მაგიდიდან შალვა, მივიდა და გულში ძლიერად ჩაიკრა ძმისშვილი. ფრთხილად მოხვია ხელები ნატამ. იგრძნო თავზე გადაუსვეს თბილად ხელი. მაშინვე დაინახა მამამისის გამაფრთხილებელი მზერა. უკან დაიხია მაინც სითბოს მონატრებულმა. თავად არ ეგრძნო მშობლისგან ასეთი განწყობა, სადაც შეხვდებოდნენ სიყვარულით. -როგორ ხარ? -არაგვიშავს, მოდი დაჯექი, შემოგვიერთდი,- თავად გამოუწია სკამი და მოისვა გვერდით, თავისი ხელით გადმოუღო საყვარელი საჭმელები თეფშზე, კიდევ ერთხელ მოეფერა თავზე ხელიც როგორც პატარა ბავშვს. მაგრამ უნებურად გაექცა თვალები მაგიდის მეორე მხარეს, სადაც მამამისი იჯდა. პაატა მშვიდად ესაუბრებოდა გვერდით მჯდომ მამაკაცს, ხელში ჭიქა ეჭირა და მსუბუქი ღიმილით უქნევდა თავს. მის გვერდით იყო დინაც, მოკლე შავი შარფი შემოეხვია ყელზე და საკუთარ თითებს დაყურებდა ხშირად. კარგად დააკვირდა ნატა. ლამაზი, გამჭირვალე ფრჩხილების უკან ეტყობოდა მიწის კვალი. შვილს რომ შეხედა, მხოლოდ წამით გაუღიმა და ისევ საუბარს დაუბრუნდა. მოათვალიერა დანარჩენებიც, მათ შორის რამდენიმე სახე ეცნო, ადამიანები, რომლებიც ტელევიზიაში ხშირად ჩნდებოდნენ, პაატას გვერდით იდგნენ არჩევნების დროს ან ბიზნეს შეხვედრებზე. ერთ-ერთი მათგანი, ასაკოვანი მამაკაცი მუქ ლურჯ კოსტიუმში, ნატას ბავშვობიდან ახსოვდა, ხშირი სტუმარი იყო მის სიუჟეტებშიც. გიორგი მახარაძე. მაღალჩინოსანი, რომელიც უფლებამოსილების გადამეტებისთვის ჩამოაქცეითეს. მის ირგვლივ აგორებული სკანდალი წლებია რაც გაგრძელებულიყო. არ მოეწონა მამამისის გვერდით ამ კაცის ყოფნა, მაგრამ პაატა, მასზე ნაკლები იყო? მშვიდი მზერით აკვირდებოდა კაცი მის თვალებს. მეორე მხარეს გოგოსთვის უცნობი ახალგაზრდა კაცი იჯდა, მაგრამ მისი ჩაცმულობიდან და საუბრის მანერიდან აშკარად ჩანდა, რომ არ იყო უბრალო სტუმარი. არ მოეწონა მისი თვალები ნატას, დაჟინებით რომ ათვალიერებდა. შენიშნა ეს მზერა პაატამაც. -ნატა,- მიმართა მახარაძემ, -დიდი ხანია, არ შევხვედრილვართ, თუ არ ვცდები, ბოლოს ტელევიზიაში გნახე. -დაკრძალვაზეც შევხვდით.- უპასუხა მშვიდად. ნეტავ მალე მოსულიყო სანდრო და დაეხსნა ამ უხერხული სიტუაციიდან. -ნამდვილად. საწყენია რომ სამსახური დატოვე, შენი საქმის პროფესიონალი ხარ. -ბრუნდება ხვალიდან, - პაატამ გასცა პასუხი მის ნაცვლად, - მძიმე პერიოდი ჰქონდა. -მესმის.- ღიმილით დაუქნია თავი კაცს. - არჩევნებიც ახლოვდება, ქაოსი იქნება ყველგან, ნადირობენ ჟურნალისტები ყვაფერზე უფრო რომ დაიძაბოს მდგომარეობა. -სანდრო სახლშია? - ვეღარ მოითმინა ნატამ ბოლოს და გადაუჩურჩულა შალვას. -აივანზეა, მიდი. - კვლავ გაუღიმა კაცი. შეეცადა ჩუმად დაეტოვებინა მაგიდა რომ არ გამოეწვია კითხევი, მხოლოდ იმ ბიჭის მზერა იგრძნო ისევ ხმა რომ არ ამოუღია მისი მოსვლოს შემდეგ. გავიდა აივანზე მსუბუქი ნაბიჯით. სავარძელში მჯდომი მშვიდად ეწეოდა სიგარეტს, მიეყრდნო მოაჯირს მის წინ. -აბა, რატომ დამირეკე? -ნახე უკვე? - ანიშნა თავით მისაღებისკენ, ეტყობოდა როგორ ვერ იტანდა ამ საზოგადოებას, ნერვიულად გასრისა სიგარეტი დაბალ მაგიდაზე მოთავსებულ ყავის ლამბაქზე. -ჰო, ვინაა ის ბიჭი? - არ მოესვენა ეჭვმა. -ლევანი, არ მახსოვს გვარი, ეგეც მაგათია. - წამოდგა და გაუძღვა თავისი ოთახისკენ,- არ უპასუხო არაფერი თუ რამეს გეტყვის. -არც ვაპირებდი,- ეწყინა შენიშვნა, მის უკან მოიხურა კარი. დიდი ხანია არ ყოფილა სანდროს ოთახში, ამ სახლში. -ეგენი ყველაფერს პასუხად თვლიან, არ მიუახლოვდე ზედმეტად. - ჩამოსვა მის წინ სავარძელზე, თავად საწოლს დაეყრდნო და გადაიხარა მისკენ. -უნდა გელაპარაკო, ნატა. -მოვედი, როგორც კი დამირეკე. -მამამ მთხოვა გარკვეული პერიოდი პაატასთან ვიყო, იურიდიულ საკითხებში დავეხმარო, ხომ იცი ზეწოლაა ახლა ჩვენზე, - დაიწყო მძიმედ, - მოკლედ, ფინანსურ განყოფილებაში რამდენიმე ფაილს ვამოწმებდი. ძველი პროექტების ხარჯები, კომპანიებს შორის გადარიცხვები, საარჩევნო ფონდის ანგარიშები… ერთ-ერთმა დოკუმენტმა დამაეჭვა. -და? -პაატას ერთ-ერთ პატარა კომპანიას სახელმწიფო კონტრაქტი აქვს მიღებული. ოფიციალურად ყველაფერი წესრიგშია. პრობლემა ისაა, რომ კონტრაქტიდან მიღებული თანხის ნაწილი რამდენიმე დღეში სამ სხვადასხვა კომპანიაზე ნაწილდება. -რა კომპანიებზე? კონტრაქტი მხოლოდ ერთთან აქვს დადებული! -ერთი შეხედვით სამშენებლო კომპანიებია. მაგრამ რეალურად ორი მათგანი თითქმის ცარიელია. თანამშრომლები არ ჰყავთ, როგორც აქტივები, მესამე კი უცხოურ ანგარიშზეა მიბმული. -ანუ ფიქტიური კომპანიები?-გაიყინა ნატა, ელოდა ყველაფერს, მაგრამ ამ მაშტაბისას? -სავარაუდოდ, ჯერ სრული სურათი არ მაქვს. მაგრამ ეს ნახე.- ჯიბიდან ამოიღო გასაღები, მომენტალურად გაეცინა ნატას მის საქციელზე. სანდრომ წარბებაწულმა გამოაღო პატარა ტუმბო. გამოიღო ფურცლები და მიაწოდა ხელში. ჩვეულებრივი ხელშეკრულებები იყო, ცხრილებით, თარიღებით…მაგრამ ერთ-ერთი ზედმეტად დიდ თანხას ითვლიდა. -თითქმის ორი მილიონი? მაგრამ როგორ? -ტენდერის თანხა. თანაც..- გადაშალა სულ ბოლოს, - კიდევ ერთიც სახელმწიფო პროექტებიდან. ეს ფული კი იმ კომპანიაზე გადადის, რომელსაც პროექტთან ოფიციალურად არანაირი კავშირი არ აქვს. იქიდან კი ისევ იყოფა. ერთი ნაწილი პაატას კომპანიასთან ბრუნდება, მეორე ნაწილი უცხოურ ანგარიშზე მიდის. -იქნებ უბრალო ფინანსური ოპერაციაა.- აუკანკალდა ხელები გოგოს, იგრძნო ამ საქმეს როგორი ბინძური სუნი ასდიოდა. -თავიდან მეც ეგ ვიფიქრე, მაგრამ შემდეგ დანარჩენი დოკუმენტები ვიპოვე, მსგავსი სქემა მინიმუმ ოთხ პროექტზე მეორდება. -ოთხზე? -რაც ჯერჯერობით ვიპოვე. -შენი აზრით..- იკბინა ტუჩზე ანერვიულებულმა, - პაატამ ეს იცის, ხო? ისაა ამ ყველაფრის თავში. -ჯერ დაზუსტებით არ ვიცი, ნატა. ყველა დოკუმენტი მის ხელმოწერასთან ან გარემოცვასთან მიდის. ეს მხოლოდ ფულის გათეთრება აღარ მგონია. -სულ ესაა? -ერთ-ერთი გადარიცხვის დანიშნულებაში “კონსულტაციაა” მითითებული. კომპანია, რომელმაც ეს თანხა მიიღო, იმავე კვირაში თანხას ურიცხავს სხვა ფირმას. იმ ფირმას კი კავშირი აქვს იმ ადამიანთან, ვინც პაატას წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში მონაწილეობს. -ანუ საარჩევნო ფული? სახელმწიფო კონტრაქტებიდან ფული გადიოდა კერძო კომპანიებში და მერე… -და უკან საარჩევნო კამპანიაში ბრუნდებოდა. -ეს უკვე ბევრად მეტია, ვიდრე ფულის გათეთრება.-მაგიდაზე მიყარა ფურცლები და თავი ხელებში ჩარგო, - კორუფცია. თითქოს პირველად გაუჩნდა განცდა, რომ ნიკას მკვლელობის უკან მხოლოდ მამის პოლიტიკური მტრები კი არა, ბევრად უფრო დიდი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო. და თუ სანდროს ნაპოვნი საბუთები მართალი აღმოჩნდებოდა, მაშინ ნიკოს სიკვდილი შესაძლოა იმავე ქსელის ნაწილი ყოფილიყო. -უნდა წავიდე, - წამოდგა სწრაფად. -აღარ შემიძლია, ჰაერი მჭირდება. -გაგიყვან,- წამოდგა მაშინვე ბიჭიც. -არა არა, ამათთან დარჩი, არაფერი იეჭვონ ხო? ხვალ სამსახურში დავბრუნდები და ამ ყველაფერთან წვდომა უფრო მექნება. გაგაგებინებ ყველაფერს. თავი დაუქნია სანდრომ. იცოდა რასაც გრძნობდა გოგო, მიუახლოვდა ფრთხილად და ჩაიკრა გულში. -არ ინერვიულო, ჯერ უნდა დავრწმუნდეთ ყველაფერში. ერთად გავიდენენ მისაღებში, დივანზე გვერდიგვერდ ისხნენ დინა და ნათია, აივნის კარში იდგა ჯერ კიდევ უცნობი ლევანი. აღარ ჩანდნენ სხვები. -სახლში მივდივარ დედა,- უთხრა დამშვიდებულმა, დააკვირდა მის ცრემლიან თვალებს, ნათია მხარზე ნაზად უსვამდა ხელს. -მოგვიანებით მოვალთ,- დაუბრუნეს წყნარი პასუხი. აკოცა ნათიას, როგორც დედას. თავის დაკვრით დაემშვიდობა უცნობს და გავიდა დერეფანში. -დახმარება ხომ არ გჭირდება?- გააცია უცხო ხმის გაგონებისას, ხელში გაუშეშდა საკიდიდან ჩამოხსნილი ქურთუკიც. -რაში? -აღევებული ჩანხარ,- აწია წარბი კაცმა, მზერა არ მოუშორებია მისი გათეთრებული თითებისთვის, აგრძნობინა როგორი შესამჩნევი იყო მისი ემოციურობა. -უბრალოდ დაღლილი ვარ, არ მჭირდება დახმარება. გმადლობთ,-უპასუხა სასწრაფოდ და გავიდა კარში. მიეყრდნო ცივ კედელს შვებით. საბა უნდა ენახა, რაც შეიძლება მალე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


