მე მიყურე!
მე მიყურე ! თავი პირველი ამაყად მიაბიჯებდა, საქაღალდე ხელში ეჭირა. გრძელი თმა კოსად ჰქონდა შეკრული. მუხლებამდე შავი კაბა ეცვა, იმავე ფერის პიჯაკთან ერთად. თავის პატარა სამუშაო ოთახში შესვლამდე თანამშრომლებს მიესალმა. ლიკა კომუნიკაბელური ადამიანი არ იყო. სამსახურში მხოლოდ ერთს დაუმეგობრდა — ანკას, რომელიც იმდენად მხიარული და პოზიტიური გოგო იყო, რომ მაინც მოახერხა ლიკას გულის მოგება. საქაღალდე მაგიდაზე დადო, სავარძელში მოკალათდა და თავის რუტინულ საქმიანობას შეუდგა. ლიკა ერთ-ერთ პრესტიჟულ სამშენებლო კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა. იქ მოხვედრა მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამართლება იყო. ჯერ კიდევ სკოლიდან უყვარდა მათემატიკა. უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტიც წარმატებით დაამთავრა და სრულიად შემთხვევით, ბავშვობის მეგობრის დახმარებით, სწორედ ამ კომპანიაში აღმოჩნდა. თავიდან ბუღალტრის თანაშემწე იყო. ქალბატონი ციცინო მას წამით დასვენების საშუალებასაც კი არ აძლევდა. თუმცა ეს სიმკაცრე მხოლოდ იმიტომ იყო, რომ მასში დიდ პოტენციალსა და ნიჭს ხედავდა. ლიკაც უფრო და უფრო მოტივირებული ხდებოდა. მას სჭირდებოდა, რომ გონება მუდამ დატვირთული ჰქონოდა. ასე გაურბოდა იმ ფიქრებს, რომლებიც სულს სტკენდა. ნაქირავებ ბინაში ბავშვობის მეგობართან, ნილასთან ერთად ცხოვრობდა. ნილა მისი ბავშვობის ყველაზე ნათელი წერტილი იყო — გოგო, რომელმაც ხელი მაშინ ჩასჭიდა, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მაშინ, როდესაც ლიკას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ვერავინ ხედავდა ამას. ვერავინ ამჩნევდა, სინამდვილეში როგორ უჭირდა. მხოლოდ ნილა მიხვდა. მხოლოდ ნილა იყო მისი ხსნა. ზოგჯერ ოჯახი ვერ იქცევა იმ საყრდენად, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება. ზოგჯერ კი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ოჯახი ხელს გვკრავს კიდეც. ამის ეშინოდა ლიკას. საკუთარ თავთან ბრძოლაში ნელ-ნელა სიბნელე შთანთქავდა. და რომ არა ნილა... მან ჩვიდმეტი წლის ლიკა სიბნელისგან იხსნა. ერთად გაიზარდნენ სამეგრელოს ერთ-ერთ ლამაზ სოფელში. მის მოპირდაპირედ ცხოვრობდა ნილა. ისევე, როგორც მისი სახელი, თვითონაც ყველასგან განსხვავებული იყო. ბაღშიც განუყრელები იყვნენ, სკოლაშიც ერთ მერხთან ისხდნენ. ერთხელაც არ უჩხუბიათ სერიოზულად. მათი ოჯახები, როგორც იმ პერიოდში თითქმის ყველას, ფინანსურად უჭირდა, მაგრამ გოგონებს შეძლებისდაგვარად არასდროს არაფერი მოკლებიათ. თუ რომელიმეს განსხვავებული სათამაშო ჰქონდა, დაუფიქრებლად ორივესი ხდებოდა. მათ შორის საიდუმლო არ არსებობდა. არც ისეთი საკითხი არსებობდა, რაშიც ერთმანეთს ვერ გაუგებდნენ. ცამეტი წლის იყვნენ გოგონები, როდესაც ერთ დღეს კლასში ერთმა ბიჭმა ლიკას დასცინა, მხოლოდ იმიტომ, რომ მის ფეხსაცმელს შეკერვის კვალი ემჩნეოდა. მაშინ პირველად მიიღო მათმა კლასელმა მათემ ნილასგან მუშტი. ნილამ მტირალ მეგობარს ხელი მოჰკიდა და კლასიდან თავაწეულმა გაიყვანა. გოგონები იზრდებოდნენ ტიპურ ქართულ ოჯახებში. ორივე კარგი მოსწავლე იყო. ლიკა მათემატიკაში გამოირჩეოდა, ნილა კი ხელოვნების მიმართ განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა. იმ ზაფხულს ეროვნული გამოცდები ელოდათ. ნერვიულობდნენ. წინ ახალი ცხოვრება იყო — დამოუკიდებელი, თავისუფალი. ორივეს უამრავი გეგმა ჰქონდა. ლიკას მამას, დავითს, საერთოდ არ უნდოდა შვილის დედაქალაქში გაშვება. ალბათ უფრო შიშის გამო, ვიდრე სხვა მიზეზით. თუმცა დედა, ნათია, ქალიშვილს მხარს უჭერდა. ლიკას მიზანი 100-პროცენტიანი გრანტის აღება იყო. შემდეგ სამსახურსაც იშოვიდა და დამოუკიდებლად ცხოვრებას დაიწყებდა. ნილას მხოლოდ დედა ჰყავდა. ქალბატონმა ასმათმა თავისი „თვალის ჩინიც“ — ნილა — მარტომ გაზარდა. ლიკა კი საკუთარი შვილივით უყვარდა. ფინანსურად არც ერთ ოჯახს არ ულხინდა. წელებზე ფეხს იდგამდნენ, ოღონდ შვილებს საჭმელი, სასმელი და ტანსაცმელი ჰქონოდათ. — ლიკუ, რა მაგარი იქნება! მალე სტუდენტები ვიქნებით. ვიმუშავებთ და მშობლებს კისერზე არ დავაწვებით. მთავარია, გრანტი ავიღოთ. — ყველაფერი კარგად იქნება, ნილა. აი, ნახავ. ხვალ გამოცდას კარგად დავწერთ, მერე კი სტუდენტობასაც ავღნიშნავთ. — იცი, დედამ მითხრა, დანაზოგი მაქვს, რომ ერთი წელი ქირა გეყოთო. ხვალ ნაცნობს დაურეკავს და ბინას გვიქირავებს. ერთად ვიცხოვრებთ... არ მჯერა. — მერიდება ძალიან დედაშენის. იმდენი კარგი აქვს ჩვენი ოჯახისთვის გაკეთებული და ახლა ჩემს საცხოვრებელზეც ზრუნავს. მომეცი უფლება, ქირის ჩემი ნაწილი გადავიხადო. — არც კი გაიფიქრო, იცოდე! თორემ მეწყინება. ჩვენ ერთმანეთი გვყავს, ერთმანეთის იმედი ვართ და წვრილმანებზე ნუ იფიქრებ. — როგორც კი გამოცდებს მოვრჩებით, ეგრევე წავიდეთ. სამსახურიც ვიშოვოთ. — ხომ იცი, რომ მიყვარხარ? — ვიცი... განა არ ვიცი. 🫢 გამოცდები ჩააბარეს. ორივე კმაყოფილი იყო საკუთარი თავით. — შვილო, როგორ მიხარია, ჩემო ერთადერთო, ჩემო იმედო და უკარგესო! — სიყვარულით ეხუტებოდა ქალბატონი ასმათი ნილას და ცრემლებს ვერ მალავდა. — დედა, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემ გამო სულ იამაყო. იმ საღამოს გოგონებმა გადაწყვიტეს, რაიონში, რესტორანში, კლასელებთან ერთად წასულიყვნენ. ნილას დედამისი მოგვიანებით მოიყვანდა . ლიკა ემზადებოდა .. მის გარდერობში მხოლოდ ერთი მოკლე, შავი, მთლიანი კაბა ეგულებოდა. ტანზე მოირგო, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, ხვეული თმა მაღლა აიწია და საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა. სარკიდან ლამაზი ქალი უმზერდა — შევსებული ფორმებით, ქალური და დამშვენებული. ლიკა ცისფერთვალება, გრძელფეხება და ქერა არ იყო, მაგრამ ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული — შარმი, რომელიც ყველასგან გამოარჩევდა. ოთახიდან გავიდა და მამას შეეჩეხა. დავითს მწარე გამონათქვამები ახასიათებდა. — ძალიან ადრე დაგიწყია მოკლეების ჩაცმა, ჩემო შვილო. წადი და გამოიცვალე. ლიკას გულში რაღაც ჩასწყდა. თავადაც ვერ მიხვდა, რა იყო ეს — ალბათ იმედგაცრუება. ვერც დედამ დაუჭირა მხარი. — წადი, შვილო, გამოიცვალე. ჩაიცვი სადა რამე. მისი ძმაც სახლში არ იყო. ალბათ სადღაც დადიოდა — არავინ იცოდა სად. მაგრამ ის კაცი იყო და შეეძლო. ქალებს კი სხვა სტანდარტები დაგვიწესეს. ამიტომაც იყო, რომ ძმას კი არა, ნათესავის ქმარს მიჰყავდა ლიკა რაიონის რესტორანში. ლიკა ოთახში შევიდა. ცრემლები მოერია. ტანსაცმელი გამოიცვალა და მუქი, კოჭებამდე კაბა ჩაიცვა. — კმაყოფილი იყო დავითი. კმაყოფილი იყო ნათიაც. გოგო ნათესავს გაატანეს. — გამარჯობა, გიგო ბიძია. როგორ ხართ? — მოიკითხა ლიკამ. — კარგად, კარგად... — უცნაურად შეხედა კაცმა გოგონას. ლიკამაც შეამჩნია მისი მზერა. არ მოეწონა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რატომ. მანქანა დაიძრა. — იცი, რა ლამაზი ხარ? იცი, როგორი კარგი ხარ... — იმეორებდა კაცი. — მადლობა, გიგო ბიძია... — დაიბნა ლიკა. არ იცოდა, რა ეპასუხა. შემდეგ იყო შეხებები. ჯერ მუხლთან... მერე ხელი უფრო მაღლა წავიდა. ლიკა შეშინდა. გაიყინა. ვერაფერს აკეთებდა. წინააღმდეგობის გაწევაც კი უჭირდა. როდესაც კაცის ხელი საცვლისკენ სრიალს განაგრძობდა, ლიკა გონს მოეგო და ხელი დაუკავა. — ხელი გააჩერე! კაცი გაღიზიანდა. — გოგო, მაცადე, თორემ აქვე მიგახრჩობ! — დაემუქრა. მისი ხელები მკერდისკენ გადავიდა. ყველგან უსვამდა თავის ბინძურ ხელებს. ლიკა ტიროდა. ვერაფერს აკეთებდა. კაცმა მისი კოცნა სცადა. მისი საზიზღარი სახე გოგონასკენ დაიხარა, მაგრამ ამ დროს მანქანის გაჩერება მოუწია — გზაზე მეზობელი შეხვდათ. კაცმა მანქანა გააჩერა. ლიკამ მომენტი გამოიყენა. მანქანიდან გადახტა და გაიქცა. ირბინა მთელი ძალით, რაც კი ჰქონდა. მაგრამ სად უნდა წასულიყო? სახლში? ვერ წავიდოდა. იქ ვერ დაბრუნდებოდა. ერთადერთი ადგილი, სადაც შეეძლო გაქცეულიყო, ნილას სახლი იყო... ველოდები თქვენს აზრს ისტორიასთან დაკავშირებით .. ♥️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




