შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია 21 თავი


დღეს, 08:03
ავტორი ნეაკო
ნანახია 56

-მორიგი სიბრძნე ანა აბაშიძისგან!- ამ დროს თავი ვერ შეიკავა მარიამმა და გაეღიმა- მიდი აბა გისმენ!
-მოკლეთ, თუ გინდა რომ გეგასთან განქორწინება და ამ სახლიდან წასვლა შეძლო, მაშინ...
-მომავალზე ფიქრი უნდა შევწყვიტო!
-ზუსტად! სხვა შემთხვევაში ცხოვრების თავიდან დაწყებას ვერასდროს შეძლებ- დანანებით უთხრა ანამ გვერდით მიუჯდა-ძალიან ბევრს ფიქრობ იმაზე თუ რა იქნება ხვალ!
- ...
-წარმოგიდგინია რა შეიძლება მოხდეს, დროზე ადრე რომ გამოვიდეს გეგა ციხიდან!
-არა ეს შეუძლებელია!- შეეწინააღმდეგა მარიამი და აღელვებული ფეხზე წამოდგა
-ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?!- გაუკვირდა ანას- ტიპს 3 ადვიკატი ჰყავს!
-ჯანდაბა ანა, ამაზე აქამდე არასოდეს მიფიქრია!
-ვიცი და იმიტომ გეუბნები!
-რა უნდა ვქანა მართლა დროზე ადრე რომ გამოვიდეს ციხიდან?
-ჯერ ვერ გამოვა ნუ ღელავ, მაგრამ მას მერე რაც სასჯელის ნახევარზე მეტს მოიხდის...სავსებით შესაძლებელია რომ... შეიწყალონ... მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და არა გარდაუვალი რეალობა!
-გოგოებო რაზე ლაპარაკობთ?- უეცრად ოთახის კარი ბარბარემ შეაღო და ანას ლაპარაკი შეაწყვეტინა- ძლივს დავაძინე ვაჩე- წუწუნით თქვა და ფენოვანი ხაჭაპურის უზარმაზარი ნაჭერი პირში გაიქანა
-ღამე ჭამა სააზიანოა- დამრიგებლური ტონით უთხრა ანამ და კმაყოფილი მზერით სარკეს გახედა, რომელშიც მისი სხეულის უზადო ფორმები იდეალურად აირეკლებოდა.
-ვიცი და მაგიტომ ვჭამ- სიცილით უთხრა ბარბარემ და თვითონაც სარკისკენ გაიხედა.
-ასე არ შეიძლება!- გაუბრაზდა მარიამმა და სარკეს ჩამოეფარი- ვიცი გინდა დედაშენი გააღიზიანო მაგრამ...
-მაგრამ ამ სულელური საქციელით მხოლოდ საკუთარ თავს აყენებ ტკივილს- მარიამის გაწყვეტილი წინადადება ანამ დაასრულა.
-ვიცი, მაგრამ ისე მივეჩვიე გვიან ღამით ჭამას, რომ უკვე თავს ვეღარ ვერევი. თავიდან მართლა დედაჩემის გასაღიზიანებლად ვიქცეოდი ასე, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი გახდა და...
-ღამე ჭამა ყველას გვიყვარს- სიცილით შეაწყვეტინა ლაპარაკი ანამ ბარბარეს და ხაჭაპურის ჭამაში შეეზიარა- მაგრამ ამ მავნე ჩვევას უფლებას არ ვაძლევთ ჩვენი ცხოვრების ხარისხზე იმოქმედოს! ასე რომ დროა თავი ხელში აიყვანო და ბავშვობის ტრამვებისგან თავი გაითავისუფლო!
-ასე მარტივი არაა
-ვიცი, მაგრამ ამას სხვა ვერავინ გააკეთებს შენს ნაცვლად! იმედია ვდები ამას?!
-ვხვდები!
-ძალიან კარგი!-კმაყოფილი ტონით თქვა ანა და ტაში შემოკრა- ცვლილებების დროა!
-თავი ოპოზიციური პარტიის ყრილობაზე რატო მგონია?!-სიცილით თქვა მარიამმა და გაბრაზებულ ანას გახედა- რაა?
-კაი მე წავედი მეძინება- გაეცინა ბარბარესაც და ოთახიდან სწრაფად გავიდა.
-მარიამ, ნეტა შენი დედამთილი რას ფიქრობს ჩემზე? ძალიან ხომ მოვუხშირე თქვენთან სტუმრობას?!-უეცრად სხვა თემაზე გადავიდა ანა.
-რატომ მეკითხები?
-რავიცი ცოტა უცნაური ქალია
-ცოტა?!
-მარიამ!
-რააა?
-მითხარი!
-დამიჯერე, ჩემი დედამთილი შენზე საერთოდ არ ფიქრობს! რომ ფიქრობდეს...
-ახლა აქ არ ვიქნებოდი ხო?- გაეცინა ანას
-ასეა-დაეთანხმა მარიამი და ჩაეხუტა.
....
საშინლად დაიძაბა გეგა, როცა კახა დაინახა- რა სახე გაქ მოხდა რამე?- მიახლოებისთანავე კითხა და მაგიდასთან მის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა.
-მოხდა!- ერთი სიტყვით უპასუხა კახამ და მზერა გასწორა.
-რა ხდება მითხარი?!
-შენს ადვოკატებს ველაპარაკე ამ დილით, მითხრა რომ შეწყალების იმედი არ უნდა გვქონდეს
-სოფომ იცის?
-ჯერ არა
-არაფერი უთხრა!
-კარგი
-არც მარიამს უთხრა
-არამგონია დიდად გული დაწყდეს!
-ვიცი
-ჯობს რომ გაეყარო!
-შეენც მამა?!
-რამდენი ხანია შენს სანახავად არ მოსულა! არც კი გკითხულობს...
-მკ*დია
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული რომ არ ვიყო, შენი აზრით, ასე მშვიდად ვიქნებოდი?
-კარგი მაშინ აღარ ჩავერევი თქვენს ურთიერთობაში, თვითონ გადაწყვიტეთ რა ჯობია თქვენი მომავლისთვის.
-მე კი ვიცი რა ჯობია...მაგრამ მარიამი არ დამთანხმდება!- უცნაური ტონით თქვა გეგამ და ბოროტულად გაეღიმა. კარგა ხნის სიჩუმის მერე კი დანანებით დაამატა- ურთიერთობა რომ აგვერია მაშინვე უნდა მემოქმედა.
-არც ახლაა გვიანი, 4 წელი და გამოხვალ...
-იცი აქ რა ნელა გადის დრო?
-ვიცი...
-მაგრად მომენატრა ვაჩე!
-როცა მეტყვი მოგიყვან.
-შემდეგ შეხვედრაზე- წამიერად ჩაფიქრდა გეგა- მარიამი მოიყვანე... ოღონდ მარტო!
-ვეცდები!
-თუ არ დაგთანხმდება...
-ვაიძულებ რომ მოვიდეს!- გეგას გაწყვეტილი წინადადება დაასრულა კახამ და უეცრად სხვა თემაზე გადავიდა- ის ნაბ*ჭვარი კიდევ ხომ არ გაწუხებს?
-არა! რა უქენი ისეთი ჩემი ნებართვის გარეშე ხმას რომ აღარ იღებს?
-რა შენი ტრ*კის საქმეა?!
-ფული მიეცი თუ დაემუქრე?!-არ ეშვებოდა გეგა
- ...
-კარგი ხო... სხვა რა ხდება? სახლში ხო ყველა ჭკვიანადაა?
-რძალ-მული დედაშენის წინააღმდეგ გაერთიანადა
-ერთმანეთს აგიჟებენ ალბათ
-დამღალეს.
-დრო ამოიწურა-გაისმა უცებ გეგასთვის ნაცნობი და ამავე დროს ყველაზე საძულველი ხმა ამიტომ თავი ვერ შეიკავა და შეიგინა
-შენ დედას შევ..*
-ნუ იგინები, შეიძლება 2 კვირა კიდევ დაგიმატონ-სიცილით უთხრა კახამ შვილს და გასამხნევებლად მხარზე ხელი დაარტყა
-თავი ჩცდ-ს პერსონაჟი მგონია
-კაი მიდი ჭკვიანად!
-ამ კედლებში ოდესმე შენ და დედას ერთად გნახავთ?
-ეგ დაივიწყე!
-რატო?
-ხო იცი არ შემიძლია დედაშენის თვალებზე ცრემლების დანახვა!
-ვიცი- ღიმილით უთხრა გეგამ და მორჩილად გაჰყვა ბადრაგს.
....




№1 სტუმარი სტუმარი ნანა

კარგია და ხშირად გამოჩნდით ხოლმე♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent