შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხუთი წამი ( თავი 5)


20-08-2026, 20:16
ავტორი ანნა ანუკი
ნანახია 30

ჩვეულ დროს მოიყარა მთელმა ოჯახმა თავი კაფეტერიაში... ოჯახის სრული შემადგენლობით ისხდნენ საოჯახოდ გამოყოფილ
მაგიდასთან და გემრიელად საუზმობდნენ მათი ჩვეული ღიმილითა და მხიარულებით. სრული იდილია შეექმნათ, მშვიდად გადაათვალიერებდნენ მზრუნველად ერთმანეთს. რატის ჩამოესვა ილია კალთაში, მასაც რუდუნებით დაეჭირა ჩანგალი, მაგრამ ისე გემრიელად მიირთმევდა არჩემაშვილის ხელიდან თითქოს მთელი მაგიდის შეჭმას აპირებდა... ოჯახის მშვიდ საუბარს დინჯად უსმენდა უტა და შემატებულ წევრს, მამამისს ხშირად უმზერდა ხოლმე საქმეზე მოსაუბრეს, მას შემდეგ რაც ირმამ უსაყვედურა რომ სადილი, საქმიანი საუბრების არ იყო, გაჩუმებულიყო და მცირე ლუკმებით მიირთმევდა....
მაინც მომლოდინედ აპარებდა თვალს უტა შემოსასვლელს, ელოდა ყოველწუთს ნაცნობს და არც დააყოვნა, შორიდანვე შეამჩნია უტამ სამზარეულოს კაფეში შესული ნიტა დაქალთან ერთად, დააკვირდა მკაცრი მზერით, აპირებდა თვალებით მის გამოწვევას, რომ ეგრძნო ეს მომთხოვნი მზერა ქებაძეს და მასაც შეეხედა მისთვის, თუმცა მოულოდნელად გადაიფიქრა, მოავლო ოჯახს თვალი, დედამისს მამამისსს რომ უმზერდა ღიმილით, მეტად ბედნიერი იჯდა ახლა მაგიდასთან მეუღლეს გვერდით...
ასეთი შანსი შეიძლება აღარც ჰქონოდა, საჩქაროდ გახედა ნიტას მაგიდისკენ რომ მიიწევდა და გვერდით მჯდომ თიკოს მიჰკრა მუჯლუგუნი ცქვიტად, მანაც ბავშვური სისხარტით აჰხედა ძმას , უტამაც ანიშნა თვალებით შემოსულისკენ დანარჩენი კი სრულად მას მიანდო
- რალამაზია დღეს! — ჩაიღიმა მზაკვრული ღიმილით პატარა ალავიძემ, განა ვისი და იყო, იდეალურად იცოდა რა უნდა გაეკეთებინა ახლა და ამის გასაკეთებლად არავის კარნახი არ სჭირდებოდა
- უტა არ ვკითხოთ სად იყიდა კაბა? — აუთამაშა ძმას წარბები და არც დაუსრულებია ჭამა მშობლებს გაჰხედა წამით, წამოხტა მაგიდიდან და სირბილით მიეჭრა გოგონებს, უნებლიეთ წამოხტა მაგიდიდან ირმა,
- დედა, დამშვიდდი... — ჩაერია უტა
- ახლა რა ოინებს აწყობს?! — საეჭვოდ გადახედა უტას და მდორედ ჩამოჯდა ადგილზე,
- ნახოს გოგონები აცადე — არ შეიმჩნია უტამ კმაყოფილება.
თიკომ ერთბაშად ოჯახის მაგიდასთან ჩამოაყენა ორივე და ცქვიტად აჰხედა გოგონებს
- მოვედით — გაიკრიჭა თიკომ
- დილამშვიდობისა, — ჩაილაპარაკა ერთბაშად სირცხვილისგან აწითლებულმა ნიტამ ისე ხმადაბლა საკუთარი ხმაც კი ძლივს გაიგო, დიდი ნერწყვი გადააგორა მგზნებარედ და თითების წვალება დაიწყო, არ გაუხედავს უკან უტას, განაგრძობდა ჭამას და ეღიმებოდა მხოლოდ
- დილამშვიდობისა გოგონებო... შემოგვიერთდით ადგილებიც ზუსტად გვაქვს, — ჩვეული თავაზიანობითა და გულთბილობით მიესალმა და მიიპატიჟა ირმამ, სკამებისკენ ანიშნა უხერხულად ჩამომდგარ გოგონებს
- არა, არა მიირთვით გემრიელად, ჩვენ სხვაგან დავსხდებით, უბრალოდ თიკომ არ დაიშალა,
- ახალგაზრდა გოგონები ხართ სალაპარაკოც გექნებათ არ დაგაძალებთ... — ქალური გამჭრიახობით ჩაუკრა თვალი ნიტას ირმამ, გაუღიმა ყურებამდე ორივეს და მოსწონდა მათი დანახვა. ქებაძე თვალსაც ვერ უსწორებდა ირმას, თითქოს ტირილს დაიწყებდა, მის მუხლებთან გაერთხმეოდა და პატიებას სთხოვდა რომ მისი "ქმრის" მიმართ ზიზღის ნაცვლად უცხო სიმპათიას გრძნობდა და ამას ძალიან ნანობდა, მოუყვებოდა როგორ რცხვენოდა მისი.... უცნაურ თავდახრილი შეძლებისდაგვარად აშორებდა თვალს მას და თავბედს იწყევლიდა ამ საჩოთირო სიტუაციისთვის
- ნიტა დაჯექი ჩვენთან გთხოვ, გაგაცნობ ჩემს ოჯახს, თან დღეს შენი კაბა მომეწონა,
- ღმერთო ეს რა საყვარელი ყოფილაა — გაუწელა ლოყები ნიტას გვერდით მდგარმა ელენემ და მის დაქალთან შედარებით სრულებით კმაყოფილი და პირმოცინარი ედგა თავზე ოჯახს
- მისნაირ კაბებს მე ვკერავ ერთ დღეს შეგიკერავ,
- მართლა? საუკეთესო გოგონები ხართ! — კმაყოფილმა გადახედა ძმას, მართლაც რომ კაბა გაუხარდა თიკოს მიხვდა ჯეგპოტი დაეცა. იცინოდა უტა მალულად და ყველანაირად ცდილობდა ზურგს უკან მდგარი გოგონებისთვის არ შეეხედა, მხოლოდ ირმა ამჩნევდა მის განსხვავებულ საქციელს და ეღიმებოდა თავადაც, ხვდებოდა რაღაცაში იყო საქმე,
- მოდით ახლა დასხედით, — გაუმეორა ისევ სკამებიც გამოწია,
- მოდით, გოგონებო, რადგან უკვე თიკომ დავალება მოგცათ, ბარემ შეკვეთაც გავაფორმოთ, — გაეცინა ირმას...
ელენე დადებითი ემოციებით შებოჭილი, მისი მხიარულებითვე გაიწია სკამისკენ, ესიამოვნა ოჯახის დახვედრა მოეწონა თავად თიკო... უტაც ნაცნობი იყო მისთვის და სურვილიც ჰქონდა მათი კიდევ მეტად გაცნობის
- არა! არა! უღრმესი მადლობა, არ შეგაწუხებთ მართლა, — შეაჩერა ნიტამ სხარტად
- ნუ გერიდებათ გოგონებო — წყნარად ახედა გოიორგიმ გოგონებს
- რატის კი ჰყავს ილია ხელში მაგრამ მისი შვილი არ არის, რომ იცოდეთ, — თიკომ თქვა თუ არა სიცილი ძლივს შეიკავა უფროსმა ალავიძემ თიკოს გადაკვრით სიტყვებზე ფართოდ გაეღიმა უხმოდ, კბილებ გამოჩენილს, ასევე ღიმილითა და წარბების გაკვირვებისგან შეყრით შეხედა ირმამ და კიდევ მეტად აინტერესებდა რა ხდებოდა ახლა მისი შვილის გონებაში. ყველა გზა მოეკვეთა ქებაძეს, ხვდებოდა როგორი უტაქტო გამოჩნდებოდა მაშინ თუ ელენესაც მოკიდებდა ხელს და წყლის წვეთივით აორთქლდებოდა იქიდან მასთან ერთად მაშინ როდესაც ელენე მზად იყო ჩამოჯდომისთვის, მარტო წასვლა კი ძალიან ეუხერხულებოდა. უნდოდა ზიზღსა და სიძულვილს მოეცვა მისი სხეული, უნდოდა სიძულვილისგან უტასკენ გახედვაც კი არ შესძლებოდა , მაგრამ ასე არ იყო, გული ამის საშუალებას არაფრით აძლევდა, ვერაფრით იძულებდა ამ უცნობსა და უცნაურს, ამ უთავმოყვარეოს, რომელიც ახლა დაუდევრად იჯდა და გემრიელად ილუკმებოდა,
- ეგ რა შუაშია? უბრალოდ ოჯახს, საშუალებას მოგცემთ მშვიდად ისაუზმოთ, — თითქოს თავის დახსნა სცადა ნიტამ ისევ
- ძმაო უთხარი რამე... — მავედრებლად გახედა თიკომ უტას, უტას ისევ გაეღიმა, ისე ააფრიალებდა ახლა თიკოს ხელში სიხარულისგან და მისი ასეთი გამჭრიახობისგან, ალბათ ცამდე ასწევდა,თიკო კი პროფესიონალურად აგრძელებდა მისი გაფუჭებული საქმის გამოსწორებას. ისე დააბნია თიკოს სიტყვებმა ნიტა როგორც იბნევა ბრინჯი იატაკზე. შეკრთა და მოუშორებლად დააჩერდა ზურგით მჯდარ უტას.
- რა დაუძახე? — თვალები გაუფართოვდა, კიდევ მეტად აგრესიამ მოიცვა. გაახსენდა საკუთარი სიტყვები უტასტვის, რომ ეთქვა — ბავშვისთვის ისიც კი არ გისწავლებია როგორ უნდა მოგმართოსო. უტა იღიმოდა კმაყოფილი და ცოტახანში მხურვალე აპლოდისმენტებსაც დაუკრავდა თიკოს ამ შოუსთვის
- ძმა — აიჩეჩა მხრები ვითომ უცოდინარმა
- მოდი მოდი დაჯექი... ძმაო სულ ნუ გადაჭამე ყველაფერი, ჩვენც დაგვიტოვე ცოტა... — უკმაყოფილოდაც შეაჩერდა უტას, ალმაცერად აჰხედა ქებაძეს , რეაქცია, რომ დაენახა, ხელით მოქაჩა ნიტას, ნიშნად რომ ჩამომჯდარიყო. აღარაფერი უთქვამს გაცბუნებულს ენა გადეყლაპა თითქოს, შეშფოთებულსა და თავგზაარეულს, გაკვირვებული ისე ჩამოჯდა თავისუფალ ადგილას, მზერა არ მოუშორებია უტასთვის
- არა, არა მანდ არა ეგ ჩემი ადგილია, — სწრაფად წამოაყენა ძლივს ჩამომჯდარი და უტას გვერდით მზაკვრული ღიმილით ჩამოსვა, დედამისს შეხედა წამით, გაურკვევლობის ღიმილით რომ უყურებდა, ხვდებოდა ეს ორი რაღაცას ხლართავდა, მაგრამ ამის გარკვევას მერე ითავებდა თიკოსთან. ნიტას გვერდით თავად ჩამოჯდა თიკო, ღიმილით სხარტად გადაცვალა საინები, აქამდე ხომ თავად იჯდა უტას გვერდით. ელენეს თვალი ჩაუკრა და კმაყოფილმა გადახედა ძმას,
- აბა მოგვიყევით თქვენზე გოგონებო, რადგან ერთ სუფრაზე ვართ დაე ვიცნობდეთ ერთმანეთს,— მშვიდად ხმარობდა დანა-ჩანგალს ირმა და ღიმილით აპარებდა გოგონებისკენ თვალს. ელენემ წანით ადროვა დაქალს რომ წამოიწყებდა საუბარს, ხმა რომ არ ამოიღო გაკვირვებით გადახედა შუშის მზერით მაცქერალს, მიხვდა მისი დაქალი ფიქრებით აქ რ იყო და თავად ითავა მათი გაცნობა, დეტალურად სცემდა პასუხებს ირმას შეკითხვებს, საუბრობდა გარკვევით და სასიამოვნოდაც. უსმენდა ოჯახის ყველა წევრი, ნიტას გონებაში კი ერთი სიტყვაც არ შედიოდა.
- შშშ — მცირედით მიიქცია უტამ გვერდზე მჯდომის ყურადღება, სხარტად გახედა ნიტამ, ინტერესით, იმედით რომ ამ გაურკვევლობიდან გამოიყვანდა თუმცა მაინც ბრაზით შეაჩერდა, ნიშნად როგორ გაბედა რომ დაუძახა
- რატომ არ ჭამ? მოიწიე არ გიკბენ, — ჩასჩურჩულა მზაკვრული ღიმილით, მოჩვენებით ზიზღის მზერით ახედა ნიტამ. ხვდებოდა უტაც მის ძალდატანებულ გველურ მზერას და კიდევ ეღიმებოდა, გასაბრაზებლად გადაიწია უტა მისკენ, რეფლექსურად, უეცრად გადაიწია მცირედ გვერდზე ნიტა, რადგან ადგილი ბევრი იყო მასსა და თიკოს შორის. ღიმილით დააკვირდა უტა ნიტას ქცევას და კიდევ მეტად გადაიწია მისკენ, მეტად გადაიწია ნიტაც, მაგიდის სიმაღლემდე დავიდა გვერდზე გადახრილი, უკვე აღარც შეეძლო თავის გაჩერება კიდევ გადაიწია უტა მისკენ, კიდევ მეტად გადაიწია ნიტა,
- რა მოხდა მადამ? გული გერევათ? — დასძინა ალავიძემ ხარხარით და ნიტაც დაბღვერილი გასწორდა თუ არა სწრაფად დაიხია უტამაც უკან,
- უტა! აცადე გოგო მოშინაურდეს რატომ აწვალებ? — შვილის მხიარულებაზე ღიმილი ვერ შეიკავა ირმამ, გაუწყრა მაინც
- რატომ ვაწვალებ დედა? ვუთხარი რომ ეჭამა — მხიარულად გადახედა მაგიდის თავში მჯდომს მხრები აიჩეჩა უცოდველად და ქებაძის ელვის სისწრაფის მზერა პროფესიონალირად დააიგნორა
- დედა?! — ლამის წამოიკივლა ნიტამ, შეაჩერდა უტას არა ზიზღით, არა ბრაზით, გაფართოებული გაურკვევლობაში მყოფი გაცბუნებული მზერით, თითქოს ახლავე ყველაფრის ახსნას მოითხოვდა სასოწარკვეთილი
- რა უცნაურად იქცევი! სირცხვილია ოჯახთან, — გადაჩურჩულა მხოლოდ მის გასაგონად, ვერაგული ღიმილით ალავიძემ
- უტა!.. — გამოსცრა კბილებში, მაგრამ უკან აღარ დაწეულა
- გისმენ! — დაიჩურჩულა ასევე ალავიძემ, კმაყოფილმა და თამამმა, მისკენ სრულად შეტრიალებულ ქალს დახედა წამით გულ-მკერდზე ღრმად რომ ადი-ჩაუდიოდა ღელვისგან, მოშიშვლებული გულ-მკერდი ლამაზად ამომჯდარი ლავიწებით და სწრაფად აძგერებული გულიც საოცრად იზიდავდა. გაეღიმა უტას მეტად...
- ვაბნევთ ამ გოგოს ჩვენ — გაეცინა ირმას, ვერ ხვდებოდა იმას თუ სინამდვილეში რაში იყო საქმე, თუმცა მისი ფიქრებიც არ ტყუოდა იმ წამს. თავზარდაცემული იყო ქებაძე, დაძაბული, სისხლ გაყინული, თითქოს ყინულები დაეყარათ მისთვის თავზე, შეაკანკალა ისე, როგორც ცივ წყალში პირველი შეხებისას გვემართება ხოლმე
- მე ირმა ვარ გენაცვალე, ეს ჩემი ქმარი გიორგია. — ანიშნა გვერდზე მჯდარისკენ, კიდევ მეტად გაუფართოვდა თვალები ამ უკანასკნელს, დაებრიცა სახე უხერხულობისგან, საცოდავად ჩაიბუტბუტა სიტყვები "ქმარი"
- ოთხი შვილის დედა ვარ, უტა უფროსია, ლიკა, თიკო და ილია ყველაზე პატარაა. რატიც ეს ჩვენი მეხუთე ბიჭია, მართალია უტას ძმაკაცია მაგრამ, არაფრით განსხვავდება ჩემი შვილებისგან,
- მაგიტო მიყვარხარ ირმაკო... — კმაყოფილებისგან გაებადრა სახე რატის. ეს კი შეამჩნია ნიტამ მაგრამ თავზარდამეცულს შიშის კვალი დასდებოდა სახეზე თითქოს ვინმე მის განსჯას აპირებდა და სასამართლოდან ერთბაშად გელიოტინზე დაადებინებდნენ თავს...
სახეზე დაისვა აკანკალებული თითები ნიტამ და უტას მდორედ, სახე აწითლებულმა გახედა, რომ დაენახა მისი რეაქცია. უტას ნიტას დაცინვა შეეწყვიტა, გადაელახა გასართობი მოცემულობა, სერიოზული, დინჯად იჯდა და ნიტას აღარც უყურებდა.
თითოეული ირმას სიტყვა სეტყვასავით დაეყარა გონებაში ნიტას, ყველა სალანძღავი სიტყვა რაც უტას უწოდა, ყველა ფიქრი, ყველა აზრი, ერთმანეთში აერია და ისე შერცხვა მისი, ცივი ტალღები უვლიდა სხეულში, სახეზეც სამარცხვინო დაღისგან ალმურ მოდებულს ყურები ერთბაშად აწითლებოდა აუთრთოლდა გული ერთბაშად, მგზნებარედ აცეცებდა თვალებს უმისამართოდ, მოსვა წყალი და თან ეცადა არავის შეემჩნია მისი ეს მდგომარეობა ღელვა და კდემამოსილება, ფეხებში ლითონივით სქელი მასა ჩაეღვარა, ისე დამძიმდა წამოდგომაც კი გაუჭირდა ახლა. უყურებდა უტას და მზერით სთხოვდა ერთხელ მაინც შეეხედა მისთვის, რომ როგორმე ეგრძნობინებინა როგორ ნანობდა თავის სიტყვებს, რომ ეს უბრალოდ გაუგებრობა იყო
- თიკო მაშინ მამა რომ დაუძახე? — ყველა რომ საუბარში გაერთო მაშინ იხელთა დრო გადახედა თიკოს და უჩურჩულა ლოყებ დაბრაწულმა, უცახცახებდა სხეული, კანკალებდა ისე როგორც ციებისას ემართებათ ხოლმე
- ჰო მაშინ მამაზე ვლაპარაკობდით და მისი გაბრაზება მინდოდა, მამასავით იქცეოდა — გაეკრიჭა ფართოდ, თითქოს სტომატოლოგიურში იჯდა იმ წამს , ეს მისი დამნაშავე ღიმილი იყო
- ღმერთო! რატომ მაშინვე ენა არ გადამცდა — ამოიტირა თავისთვის გაჰხედა უტას მავედრებელი, კდემამოსილი უაღრესი ბოდიშის მზერით, არ შეუხედავს უტას, მისი შფოთვა რომ იგრძნო წამოდგა,
- გემრიელად მიირთვით, გუშინაც ვერ დავიძინე ცოტახნით ოთახში ავალ — მაგიდას სკამი მიუდგა ილიას თვალი ჩაუკრა და კაფეც დატოვა... დაბნეულმა გააყოლა თვალი ნიტამ, აღელვებული აწვალებდა თითებს, ხან ხელის ზურგამდე მიატანდა თითებს ხან კი ისე დააწვებოდა, სანამ მოტეხვის პირას არ მიიყვანდა, მოსვა წყალი მაგრამ მაინც, დეზორიენტირებული სასოწრაკვეთილი იჯდა და უსასოო მზერით იცქირებოდა, თვალს რომ ამოეფარა ალავიძე ნიტამ წყალით სავსე ჭიქა რომლის დალევაც არ სურდა, სრულად გამოცალა. ძალა შეემატა გეგმები ააწყო სხარტად, გაეხსნა გონება
- მეც წავალ გემრიელად მიირთვით, გამიხარდა თქვენი გაცნობა, — უმალ წამოდგა,
- კი მაგრამ, ლუკმა არ შეგიჭამია, — გაოცებულმა დახედა მის თეფშს ირმამ გულისწყვეტით
- მე უბრალოდ არ მშიოდა, მადლობა დაპატიჟებისთვის, მალე გნახავთ — საჩქაროდ თქვა, იმდენად სწრაფად თითქოს წამი-წამზე სიტყვებს ვეღარ იტყოდა. დიდი სხარტი ნაბიჯებით გაჰყვა უტას, ისე რომ ელენესთვის არც კი შეუხედავს, ეცადა არ შეემჩნია ის უხერხულობა რასაც ახლა მთელს სხეულში ეკალბარდივით დაეყარა მისთვის, ცდილობდა ნაბიჯები მოეზომა მანამ სანამ კაფიდან არ გავიდა, გასვლისთანავე მოსწყდა ადგილს როგორც ცას ვარსკვლავი, უტასთვის რომ მიესწრო. სწრაფად აირბინა ორი სართული და ის ის იყო უტა საკუთარ კარს მიადგა, შორიდანვე იყვირა მისი სახელი გულ ამოვარდნილმა... ადგილზე შედგა ალავიძე, თითქოს ელოდაო, ეცვალა მზერა მზაკრულად, უკან არ გაუხედავს გაეღიმა კმაყოფილს. იგრძნო სირბილისგან დაღლა ქებაძემ და იმედით რომ უტა არ შევიდოდა, რომ უკვე შეძლო მისი შეჩერება, წამით დაეყრდნო მუხლებს მოხრილი ქოშინით და წუთიერი შესვენების შემდეგ უტასკენ გაემართა. მიიწევდა წინ, გონება არეული, მორცხვი, მღელვარებით აღსავსე, მკერდიდან გული საგრძნობლად მკვეთრად უძგერდა, მაგრამ უკან მაინც არ დაუხევია
- მაპატიე... — ერთი ეს თქვა და ქვედატუჩზე იკბინა, უტამ ყურიც არ ათხოვა ადგილიდან დაიძრა სწრაფად დასწვდა ნიტა, ხელში ჩაავლო ორივე ხელი და ისევ შეჩერებულს წინ ჩამოუდგა. ფეირვერკებს აფეთქებდა უტა იმ წამს გულში, კმაყოფილი იყო, ამ ყველაფრით, მოსწონდა ის ფაქტიც რომ ნიტა დანაშაულს მიხვდა და გაქცევის ნაცვლად, მთელი ძალები მოიკრიბა და ბოდიშის მოხდისთვის მზად იყო
- არ ვიცოდი! მართლა მაპატიე!.... ჩემი თვალით ყველაფერი ისე ხდებოდა როგორც...
- როგორ ვერ მიხვდი რომ დედაჩემი იყო? — ჩაეჭრა თუარა უტა, მეტად აწითლდა ნიტა, დიდრონი თვალებით, დამნაშავე ბავშვის მზერით შეაცქერდა გრძელი აპრეხილი წამწამების ქვემოდან. ეს მზერა უკვე ბევრჯერ ენახა ალავიძეს უკვე ბევრჯერ მოსდომებია გაღიმება ამ გაკვირვებული, გადიდებული და რაღაცნაირად წმინდა მზერის გამო
- ვერ მივხვდი! ის ისეთი ლამაზიაა!.. განაგრძნო დაბნეულმა და უტას რისხვით შეყრილ წარბებს ქვემოდან მომზირალ თვალებს მორცხვად შეაჩერდა
- როგორ დავიჯერო რომ დედაჩემზე პატარა შეხედულება არ მაქვს?
- კი მაგრამ,.. ბევრჯერ მინახავს წყვილები სადაც უფროსი ქალია... ამიტომ...— ჩახარა თავი დამნაშავედ. გვერდი უნდა აევლო ალავიძეს ისევ ჩაუდგა წინ ნიტა, ხვდებოდა გულის ჩქროლვა პიკს აღწევდა, მისი მზერაც აბნევდა და თითქოს აპატარავებდა კიდეც, მაგრამ მაინც გაჯიუტდა
- მართლა ვნანობ ყველა სიტყვას, იქნებ ყველაფერი დაივიწყო... იმ დღეს როცა თიკომ მამა დაგიძახა, მეორე დღეს დედას ეხუტებოდი არ მკოცნიო არ მეხუტებიო, ნაწყენი იყო, რა უნდა მეფიქრა უტა? გთხოვ ჩემს ადგილას წარმოიდგინო თავი... ძალიან დაბნეული ვიყავი და თან იმ ღამეს... იმ ღამეს ყველაფერი აირია... მართლა ვნანობ... ბოდიში რაც მაშინ გითხარი... — ლოყებ აწითლებულმა არ იცოდა როგორ აერიდებინა მისთვის მზერა, სიტყვათა ლექსიკონს ძლივს იძიებდა გონებაში, ვერ უყურებდა უტას ბნელ თვალებს, რომელიც მოუშორებელი მზერით, ყურადღებითა და რუდუნებით უსმენდა უხერხულობისგან შეფერილ ქალს. მონოლოგი დაასრულა თუარა ნიტამ, მდორედ შეამცირა მანძილი ნიტასთან ალავიძემ, მძიმე ბლანტი ჩაღვარა კიდურებში ქებაძეს, გაუაზრებლად დაიხია უკან ნაბიჯით ეცვალა თვალებიც გაკვირვებისგან სადღაც ყრუდ ესინოდ აკიდეც მისი, ყოველ უტას წინ სვლაზე რიტმში იხევდა უკან, მანამ სანამ კარებს არ აეკრო. მოექცა უტასა და კარის შორის, შეამჩნია როგორ ღელავდა ქებაძე, მაგრამ ცდილობდა არ გაეღიმა, ცდილობდა შეენარჩუნებინა ის მკაცრი სახე რომ ნიტას დანაშაული კიდევ მეტად ეგრძნო, მეტად შეამცირა ალავიძემ მანძილი, ისე რომ მისი თვალებისთვის მზერა არ მოუშორებია, ნიტაც გასახტებული, გულ აჩქროლებული მორიდებული და ამავე დროს მომლოდინედ აცქერდებოდა, ერთი ხელი რომ მის თავთან კარებს მიაყრდნო ალავიძემ დაიძაბა, გახედა უტას ძლიერ მკლავებს... მოავლო მზაკვრულად მომღიმარ ბაგეებზე უტას თვალები. უყურებდა კიდურებსა და ხელებში ძალა ერთბაშად გათანგვოდა, ძეგლივით იდგა მის წინ და უყურებდა კაცს მისკენ რომ მიიწევდა. ერთხელ უკვე გამოცდილი ჰქონდა ეს საოცარი გემოს ბაგეები, ის სანუკვარი და სასიამოვნო გრძნობები, მაგრამ ახლა თუ ისევ მსგავსად შეეხებოდა ეს უკანასკნელი გონებას დაკარგავდა ღელვისგან, განა ნათელი არ იყო, რომ უზონიდ მოსწონდა ეს კაცი? ახლა სრულიად სხვა სიტუაცია იყო
- უტა... — დაიჩურჩულა თუ არა გულზე მძიმედ მიიჭირა ხელები. ლამის დაეწაფა კიდეც უტა მის ტუჩებს, დასცქეროდა ნიტას ბაგეებს უთუოდ ელოდა ნიტა და წინასწარ განიცდიდიდა ყველა ემოციას. უეცრად კარები შეიღო და მასზე მიყრდნობილი ნიტაც ლამის გაჰყვა კარებს, არ დაუჭერია ალავიძეს უკან გადავარდნილი, ნიტამაც მოახერხა თავის შეკავება და თითქოს სუნთქვა დაიწყო აეყუდა კარებს ისევ, წამით ბრაზიც იგრძნო, როგორ გააბრიყვა უტამ ისე, რომ ვერც კი გაიგო როდის გააღო კარები
- ასეთი რთულია პატიება?
— უკმაყოფილოდ მოავლო ოთახს თვალი, შიგნით მცირედ შესულმა, თუმცა კმაყოფილი დარჩა უტას ოთახით, რომელიც წამებში მოათვალიერა
- ოთახიდან გადი!
- არა! სანამ არ მიხვდები რომ, რეალურად მართლა ძალიან დაბნეული ვიყავი და წყნენას არ მოიშორებ მანამდე არა! ვიცი რომ შეურაცხყოფა მოგაყენე, არ მინდა რომ ასე გაგრძელდეს
- ნიტა! — გამაფრთხილებლად გაიმეორა უტამ
- არა! ნაწყენს ვერ დაგტოვებ, — გაჯიუტდა თუ არა ხმამაღლა ამოიხვნეშა უტამ, ნიტასთვის მოულოდნელად კარიდან გასწია, კარებიც ჩაკეტა და გოგონას მოუტრიალდა ერთბაშად გააცია ქებაძეს, დააკვირდა ეოგორ ჩაიცურა გასარები ჯიბეში უტამ. ხან კარებს ხან კი უტას უყურებდა, წამით უნდობლობამ შებოჭა, შიშმა მოიცვა უნებურად.
უტამ მაიკა გადაიძრო თუ არა დიდი ნერწყვი ძლივობით გადააგორა ქებაძემ ყელში
- რას აკეთებ? — ხმა სრულად შეცვლოდა, მისკენ დაიძრა თუ არა უტა, შიშით აეკრო კედელს თითქოს მას გაარღვევდა და თავს გადაირჩენდა, ერთბაშად ჩამოენვრა ის სიმტკიცე და მედგარი ხასიათი რაც წუთის წინ ჰქონდა, უსაფუძვლო შიშს შეებოჭა, თუმცა ალავიძემ მხოლოდ ტელეფონი დადო კამუთზე, თითოეულ უტას ქცევას დიდრონი თვალებითა და შიშით აკვირდებოდა
- კარი გააღე ახლავე! — შიშით დააკვირდა მის ხელებს, არ შეიმჩნია სცადა მშვიდი ტონით ეთქვა
- ჩემი გეშინია ნიტა? — გაკვირვებული შეაჩერდა გოგოს მთავარი თემაც გადაავიწყდა უტას ისე მიიქცია ყურადღება ნიტას მეყსეულმა ცვლილებამ და კარადიდან ახალი მაისურიც პროგრამულად გამოიღო,
- საიდან მოიტანე?! — არ შეიმჩნია
- აბა რატომ ღელავ ასე?
- იმიტომ რომ ოთახში ვარ უცხო მამაკაცთან და კარი ჩაკეტილია!
- ანუ გეშინია — გამოიტანა დასკვნა
- არ მეშინია! — ხმა ეცვალა ნიტას,
- შენი თავი 19 წლის ხომ აღარ გგონია? ისე 19 წლის გოგოს მეტად შეუძლია თავი დაიცვას ვიდრე შენ! — ბრაზის ტალღამ დაუარა ალავიძეს
- უტა კარგი გააღე!
- მოიცა ბოდიშის მოხდა უკვე დაასრულე? — ღიმილით გადაიცვა მაისური და წავიდა მისკენ, ხმა გაუწყდა ნიტას დააკვირდა მამაკაცის მანერებს ისევ და ისევ
- ნიტა ქებაძეე... — ჩამოუდგა წინ ჩვეული, ან კი შეჩვეული მზაკვრული ღიმილით. ალავიძეს აქამდე ასეთი მაცდური ყოვლისმომცველი და დამაბნეველი მზაკვრული მზერა არასდროს ჰქონია ნიტას გამოჩენამდე, თავადაც ვერ ხვდებოდა მის გამაკვირვებელსა და განსხვავებულობას ქებაძის მიმართ. აათვალიერა უტამ თავიდან ფეხებამდე ქებაძე, თითებიც კი დაეძაბა ნიტას, აღელვებულსა და ათრთოლებულს კიდევ მიუახლოვდა უტა და მისსა და კედელს შორის მოქცეულს ცალი ხელი შეუცურა კისერზე მცირედად მიიზიდა ქალი მისკენ, იმხელა ძალა იგრძნო უტას მკლავებში ნიტამ, როცა ხელი ინსტიქტურად მოჰკიდა, რომ გააკანკალა, სასოწარკვეთილმა დაასორა ბაგეები ერთმანეთს და მისი ქცევის მონლოდინედ შეაჩერდა თვალებში
- ჩათვალე ისე კარგად გიცნობ მთელი შემი განვლილი ცხოვრება გაზეპირებული მაქვს — მიეფერა ლოყაზე, ნაზად დაატარა თითები მის სახეს . უტა ალავიძე მანდილოსნებთან ყოველთვის მოკრძალებული და თავშეკავებული იყო, მიუხედავად მისი ფიზიკური უზადობისა და მიმზიდველობისა, არასდროს გამოუყენებია ბოროტულად, მიუხედავად იმისა, რომ, გაუაზრებლად უყვარდებოდათ გოგონებს, უტას არასდროს უსარგებლია , ახლა კი მიეფერა ქალს ლოყაზე ღიმილითა და სიამოვნებით, ანდამატივით იზიდავდა ეს გოგო გაუთვითცნობიერებლად, განა ვისგან იყო გამორჩეული? აქამდე მსგავსი რამ არ დამართნია, აქამდე თავის საქციელებს ყოველთვის აკონტროლებდა... ახლა კი ისე ეფერებოდა სეშინებულს რომ არც დანაშაულის და არც წარსულის საშინელი ისტორია არ ახსენდებოდა,
- კარი გააღე გთხოვ — გულის ჩქროლვითა და დაბალი ტონით წარმოთქვა, იცოდა ხმამაღლა, რომ ეთქვა აუკანკალდებოდა ხმა
- რატომ გეშინია ასე?.. — კითხვის მერე გაახსენდა მისი თითოეულ ისტორია და მაშინვე ინანა მისი კითხვა, წამით შეჩერდა.
- კარგი მაპატიე — სწრაფად მოაშორა ხელი და სხარტად სრულად ჩამოშორდა
- არ მეშინია უტა! ნუ ფიქრობ რომ საკუთარი თავის დაცვას ვერ შევძლებ! — თითქოს ეცადა დამაჯერებელი ყოფილიყო, ეს ყველა ქალის მედიდური ამაყი თავის გამოჩენაა, მაგრამ თან ჯსაფუძვლო, ნიტას შემთხვევაში მაინც — რადგან მამაკაცისგან სახიფათო ვეღარაფერი იგრძნო, რადგან უტა თავადვე მოშორდა, როცა გაიაზრა, როგორ ეხებოდა წამების წინ, სითამამეც შეერია მის ხასიათს, მიხვდა უტა არ იყო ის ვისიც უმდა შეშინებოდა
- და შეძლებ?
- შევძლებ!
- ანუ რას მეუბნები? თუ მე შეგეხები იქ სადაც მინდა, თუ მოგეფერები ან თუ გაგაკავებ, შენ შეძლებ საკუთარი თავის შველას ნიტა? შენ შეძლებ ამას? გინდა ვცადოთ?! — გადადგა მისკენ მძვინვარედ ნაბიჯი და მის უცაბედ საქციელზეც ხელახლა აეკრო ნიტა კედეს. სძულდა უტას, ნიტა რომ მას ვერ ენდობოდა, სძულდა რომ ისეთივე საშიში ეგონა როგორიც ყველა, აღიზიანებდა ის ფაქტი რომ გოგონა, რომელზეც უამრავი რამ იცოდა, საერთოდ არ იცნობდა და მეტიც მისი ეშინოდა კიდეც რადგან არ ენდობოდა.
კედელს მიაყრდნო ხელები უტამ დაჰხედა და დააკვირდა შეშინებულს, გვერდზე რომ გადაეწია თავი, თვალები ძლიერად დაეხუჭა, კისერი დაჭიმვოდა და ისედაც ამ გლუვსა და მშვენიერს ვარდივით გადაშლილ გულ-მკერდს სიკვდილამდე უხდებოდა... ღრმად ადი-ჩაუდიოდა მკერდი. უტასაც დაჭიმვოდა ძარღვები კისერზე, თითქმის ტუჩებით ეხებოდა ნიტას საფეთქელს
- გეხვეწები გააღე კარი, — დაიჩურჩულა ისევ, განახლებულად იგრძნო შიში. ყბები დაეჭიმა ბრაზისგან ალავიძეს. .. გასაღები მისცა ხელებში და სრულად მოშორდა. წამით იმედიანად შეაჩერდა ნიტა, ადგილიდან არ იძვროდა უყურებდა მხოლოდ განზე გამდგარს, მძვინვარებისგან რომ ათამაშებდა თითებს
- მარტო დარჩენის მას შემდეგ გეშინია რაც ის ახ***ი რეპეტიციის მერე შემოგივარდა?
- არ ვიცი, მგონი... მაგრამ მანამდეც მქონდა ხოლმე შიში — გაუაზრებლად გასცა გულუბრყვილოდ პასუხი და ნებით მიეყრდნო კედელს გულის გადაშლაც დააპირა, წამებში ელვასავით გაუკრთა აზრი, რომ უტას ის არ იცნობდა — მოიცადე... შენ ეს?... საიდან იცი?! — თავზარი დაეცა, მძვინვარედ წაიწია მისკენ,
- უტა ეს საიდან იცი?!
- მე შენზე ძალიან ბევრი რამ ვიცი...
- რა იცი? — მიიწია მისკენ უკვე უშიშრად
- ყველაფერი რაც კი დღიურში გეწერა... — დანანებით ჩაილაპარაკა
- შენ?.. ჩემი დღიური შენ გაქვს? — უტამ კარადიდან მაშინვე გამოიღო მისი კურდღლის დღიური თუ არა სწრაფად აართვა ხელიდან ქებაძემ,
- ეს შენთან როგორ გაჩნდა? მეგონა რომ სამუდამოდ დავკარგე, — ბედნიერებაც შეერია ხმაში
- ჰო მეც მასე მეგონა, მეგონა რომ პირველად და უკანასკნელად გნახე იმ დღეს, როცა პირველად დამეჯახე ნიტა...
- მაშინ ამომვარდა არა?
- რომ წახვედი მაშინ შევამჩნიე, შემდეგ კი ისე აორთქლდით ვერსად გნახე... იმ დღეს შენ რომ არ დამჯახებოდი, შეიძლებოდა მანქანას გავეტანე, მადლობაც კი მქონდა სათქმელი, — ისე ლაღად ჩაეცინა ქებაძეს, ტუჩის კუთხეში გაეპარა ღიმილი უტას, მოშინაურდაო თითქოს ნიტა, სრულად გადაავიწყდა რამდენიმე წუთის წინ როგორ ღელავდა ამ კაცთან
- ყველაფერი წაიკითხე? — დანანებით ჩაილაპარაკა
- ყველაფერი...
- რა სირცხვილია, — სასაცილოდ აუწითლდა ყურები,
- ჩათვალე რომ არ წამიკითხავს,
- როგორ ჩავთვალო შენ ხომ ჩემზე ყველაფერი იცი,
- ხო არა? და მე როგორ დავივიწყო შენი სიტყვები მაშინ როცა ყველაფერი მახსოვს? — გაეცინა მასაც. კიდევ მეტად აწითლდა ქებაძე, დახარა კდემამოსილმა თავი
- არ მაპატიებ?
- არ ვიცი გააჩნია როგორ მოიქცევი
- და მაინც რას ელი ჩემგან? — ინტენსიურად მომღიმარმა ჰკითხა, ელოდა რაღაც შესასრულებელს, მოემზადა კიდეც ამისთვის
- ნდობას ნიტა, მხოლოდ ნდობას... — გაეხსნა სახე ნიტას ბავშვური დამრგვალებული თვალებით შეაჩერდა სახტად დარჩენილი
- უტა მე შენ არ გიცნობ,
- ვიცი! რადგან ბევრი რამ ვიცი შენზე, მგონია რომ დიდი ხანია რაც გიცნობ, მგონია რომ ყველგან შენ ხარ, ამიტომ ზოგჯერ ვერ ვაკონტროლებ როგორ უნდა მოგექცე შენთვის უცნობს. რამდენიმე დღის წინ მგონი პირველი კოცნაც წაგართვი, მაგიტომ გაბრაზდი არა? შენი პირველი კოცნა
ცოლის მოღალატემ, ბაბნიკმა არაკაცმა წაგართვა — მოისვა კეფაზე ხელი დამნაშავედ, თავადაც მორიდებით ჩაეღიმა თავდახრილმა შეხედა უხერხული ღიმილით და მოიქცია ქვედატუჩი კბილებს შორის
- შენ რა იცი რომ პირველი იყო? — გაეცინა მორცხვად ქებაძესაც
- და არა? — ალმაცერად შეხედა გამომცდელი თვალებით, უნდოდა კიდეც მართალი ყოფილიყო
- უკვე შორს მივდივართ — ღიმილს ძლივს იკავებდა ნიტა ალავიძეს ღიმილზე, შეფარკვლოდა ღაწვები და მორიდებით უმზერდა, სწრაფად შეტრიალდა და გასაღები კარებს მოარგო,
- მოიცადე... მართლა მაინტერესებს... მაგიტომ დაიწყე ტირილი არა? — ცქვიტად კარში გასულს გაჰყვა სხარტად, მოუჩქარა ფეხს ქებაძებ საჩოთირო თემისთვის თავის ასარიდებლად გაექცა უტას
- ნიტა... — დააწია გაქცეულს ღიმილით ხმა კარში შემდგარმა და უკვე რომ თვალს მიეფარა ქებაძე კეფაზე მოისვა ხელი, კმაყოფილებისგან გაბადვროდა სახე ქვედა ტუჩზე მომღიმარმა იკბინა და ოთახში გაუცნობიერებლად კმაყოფილი შევიდა...

....
ერთი შეხედვით ყველაფერი დალაგებულიყო, მათ შორის დაძაბულობაც გამქრალიყო, მაგრამ
მომდევნო ორი დღე აღარსად გამოჩენილა ქებაძე თითქოს მიწას შთაეთანთქა, არც დილას არც საღამოს აღარც კონცერტზე გამოჩენილა... ისე გაუჩინარებულიყო, როგორ მოულოდნელადაც გამოჩნდა, თითქოს ეს რამდენიმე დღე სასიამოვნო სიზმარში ყოფილიყო უტა ახლა კი გამოეღვიძა, უნებლიეთ ეძებდა ხოლმე კაფეტერიაში, იჯდა ხოლმე გვიანობამდეც შესასვლელში, მაგრამ ამაოდ. ეს ჯიუტი იმასაც აჯერებდა საკუთარ თავს, რომ გვიანობამდე მხოლოდ იმიტომ იჯდა ბიბლიოთეკაში, სასტუმროს შესასვლელის წინ, რომ უბრალოდ კითხვას გაჰყვებოდა და არა იმიტომ რომ ელოდა ნიტას გამოჩენას. იმ დღეებში უტა მეტს ფიქრობდა, ხასიათ წახდენილი უმცირესი დროით ჩანდა ოჯახთან, ამჩნევდა ირმაც მის ცუდ, ჩაფიქრებულსა და არეულ გუნებას, მაგრამ აცდიდა ჯერ ისევ, თავად გარკვეულიყო საკუთარ თავში. ყურადღებაც გაჰფანტვოდა და ამას მისი დედ-მამიშვილებიც კი გრძნობდნენ...
- უტა რატომ აღარ გვეთამაშები? დღეს მხოლოდ მეორედ გხედავ,
- მაპატიე რა ჩემო ფაშა, ხვალიდან გამოვასწორებ გეფიცები უფრო ყურადღებიანი ვიქნები, — თვალი ჩაუკრა უმცროს ძმას, მისი შენიშვნაც წუწუნისა და თავის გამართლების გარეშე მიიღო. უტას გაწვდილ ხელს ხელი კაცურად ჩამოართვა ილიამ და კმაყოფილი დააკვირდა ძმას....
...
ალერსიანი მშვიდი ლურჯი წყალი მხიარულად ლივლივებდა, დინების ადგილებში ბაცი ირიბი ზოლები დაჰყვებოდა ჰორიზონტთან კი მუქდებოდა, მზე მწველად ანათებდა ბათუმის სანაპიროს და აჟიტირებულსა და მგზნებარე დამსვენებლებს მეტად ულამაზებდა დღეს... ჰყვიროდა ნაპირზე ირმა, დააყოლებდა მზერას ხან ერთსა და ხან მეორე შვილს, თავად ცურვა არ იცოდა, ზღვის ტალღებზე კი ყოველჯერზე დაუვლიდა ხოლმე ცივი ტალღა, რომელიმეს, რომ ვერ დაინახავდა, ამიტომ არ უყვარდა ზღვა ირმას, მისთვის შიშთან, დაძაბულობასთან ასოცირდებოდა, თავად იჯდა ნაპირზე და უტას გარეშე არ შედიოდა წყალში, ქმარს მიუჯდებოდა ხოლმე ნაპირზე, ან კი იმედიანად შეხედავდა შვილებს რომ ყურადღებას ის აქცევდა, დაინახავდა შვილებს და წუთიერი სიმშვიდით მიეფიცხებოდა ხოლმე მზეს.
ირგვლივ უამრავი ხალხი იყო, ზოგი წყალში, ზოგიც კი მზისგულზე სველი სხეულით გაწოლილებს სასაცილოდ ასდიოდათ ორთქლი. რატი და უტა ჩაჰკიდებდნენ ერთმანეთს ხელს, მკლავებს გააძლიერებდნენ, შედგებოდა მასზე თიკო და მოქნილი სალტოთი ჩაეშვებოდა ხოლმე წყალში, ხან ლიკა მიჰბაძავდა ხოლმე შუათანას, ხან კი ილია გადახტებოდა ხოლმე შეძლებისდაგვარად. დაპირება ალალად, პატისონად შეასრულა უტამ, მხიარულება არ მოჰკლებიათ უმცროსებს, რატიც უთუოდ მხიარული ააკისკისებდა ხოლმე თიკოს. უტუოდ ისვენებდა ოჯახი.
შეზლონგზე ახლად ჩამომჯდარი იყო რატი, აკვირდებოდა ალავიძეს, სიარულ დავიწყებულ ბავშვებს რომ ეხმარებოდა წყლიდან ამოსვლაში, იღიმოდა მხიარულად, მხედველობის არე საოცარი სხეულების გოგონებმა რომ დაუფარეს, ხშირი იყო ზღვაზე ფლირტაობა, მაგრამ რატი სულ არ ელოდა. დაუმალავად შეათვალიერა ორივე, რატიმ — მაღალი, ძალზედ მოვლილი სხეულებისა და ლამაზი ფორმების გოგონები, ცისფერი თვალებითა და ქერა მხრებამდე თმით, საოცარი ღიმილი უმშვენებდათ პირ-სახეს
- (გამარჯობა) — დასძინეს ერთხმად რუსული ენით, წარბები შეჭმუხნა რატიმ, წამოიწია წინ, მაგრამ ფეხზე არ წამომდგარა, მაინც როგორ განსხვავებულად მაღლები და შხვართები იყვნენ. შეყოვნების მერე მიესალმა თავადაც
- შეიძლება ფოტო გადაგვიღო? — მცირედ გაირხა ერთ-ერთი და დააკვირდა რატის, გამოცდილმა უკვე იცოდა უარი რომ არ იქნებოდა პასუხი
- ოო გოგონებო შებმის ოსტატები ხართ, — ქართულად გამოესარჩლა, გაეცინა რატის, ფეხზე წამოდგა დინჯად და დააჩერდა მათზე მაინც დაბლებს. კმაყოფილი მზერა სტყორცნეს ერთმანეთს დამსვენებლებმა,
- იმედია ჩემი ტელეფონით არ გინდა რომ გადაგიღოთ
- მე არც მაგაზე მაქვს პრობლემა, შენთანაც გადავიღებ ფოტოებს — ხმამაღლა გაეცინა რატის, ტელეფონი გამოართვა დააკვირდა გოგოს ქვედა ტუჩი რომ მოექცია კბილებს შორის, დაისვა პრესზე ხელი მცირედი ღიმილით გაისველა ტუჩები და ანიშნა დამდგარიყვნენ, მიეღოთ სასურველი პოზა. სიცილით აკვირდებოდა შორიდან უტა, წყალში მუხლებამდე იდგა, ილია გამოჰყავდა, მოკრა თვალი ჯეკპოტ მოგებულ ძმაკაცს და ხმამაღალი სიცილით აკვირდებოდა გოგონებს, როგორ ცდილობდნენ მის შებმას, ეს ხომ თვალსაჩინო იყო.
- გოგონებო, მე ფოტოგრაფი არ ვარ, ასე რომ, თუ არ მოგეწონებათ, ნუ იწუწუნებთ. კარგი? — გააფრთხილა წინასწარვე და როგორც კი გოგონები მოეწყვნენ ფოტოების გადაღება დაიწყო. უტამ თიკოს რაღაც ჩასჩურჩულა წყლიდან ამოსული კი სანახაობას დააკვირდა.
ფოტოების გადაღების მერე, მხოლოდ მადლობით არ შემოიფარგლა ტელეფონის მფლობელი, რატიმ რომ ტელეფონი გაუწოდა, სწორედ მაშინ მისი გაწვდილი ხელი უკან დასწია გოგომ, საჩვენებელი თითი მოიქცია ტუჩებს შორის და შეაჩერდა გამომცდელად, გაეცინა რატის ქალის ცბიერებაზე ნომრები გახსნა თავადვე... უტა ირმას მიუახლოვდა უთხრა თიკო რომ გამოგხედავს ხელი გაბრაზებულმა დაუქნიე ცუდ რამეს აპირებსო... ამასობაში ნომერი თითქმის გასცა არჩემაშვილმა თიკომ რომ მიირბინა მასთან გოგონებს შორის ჩადგა და უტასგან გაზეპირებული სიტყვები ხმამაღლა წარმოთქვა
- " მამა დედამ თქვა, რომ გხედავს, გაკვირდება და გიყურებს და გადმოგცა შენთვითონ გაყრი თუ მე ვითრიო თმებით ეგ გოგონებიო? " მოულოდნელობისგან გაუაზრებლად დახედა რატიმ, გოგონების თავზარდაცემულ მზერაზე შორს მდგარმა ალავიძემ ხმამაღლა მორთო როხროხი, თვალი, რომ ააცეცეს გოგონებმა, თიკომ დაბარებულად გაჰხედა დედამისს, ირმამაც როგორც დაარიგეს სწორედ ისეთივე მკაცრი მზერით შეჰხედა შვილს, ანიშნა რას აკეთებო მკაცრად... შიშისფერებით ეცვალათ დამსვენებლებს სახე,
- ბოდიში, მაგრამ უნდა გეთქვა ჩვენთვის, რომ ცოლი გყავდა!
მარტო იჯექი, ახალგაზრდულად და მიმზიდველად გამოიყურებოდი და არასდროს გავიფიქრებდით, რომ შეიძლებოდა შვილი გყოლოდა!
- თიკო გინდა მოგკლა? — დახედა რატიმ,
- მე რა შუაში ვარ? — აიჩეჩა მხრები ლაღად და გოგონებს ხელი დაუქნია , ანიშნა ჩქარა წადითო, ერთ-ერთმა ურცხვადაც შეუკურთხა არჩემაშვილს დაუმსახურებლად და ჩქარა გაეცალნენ ადგილს
- ხვდები მაინც რა გოგოები დამაკარგვინე? არა ხვდები რა გააკეთე? — მძვინავარედ დააჩერდა
- აუ ჩაგახრჩობ ეხლა ზღვაში! — წამოენთო ისევ
- მეე რას მემუქრები აგე, უტამ მასწავლა მეც კი მესმის იმისი როხროხი, შენ რას ვერ მიხვდი,
— შეუტია სხარტად და საფუძვლიანად , მაშინვე გახედა გასახტებულმა შორს ჩამომდგარს და ისე წავიდა მისკენ თითქოს მოკვლას უპირებდა
- მე თუ აქ არ დაგმარხო! — მიახლოვებისთანავე დასძინა და გაქცეულს გაეკიდა, გარბოდნენ სასაცილოდ და მთელ სანაპიროზე ისმოდა, თიკოსა და ილიას ხმამაღალი ხით-ხითი , უტა შემაღლებულ ბორცვზე შედგა და თავით გადაეშვა ზღვაში, მიბაძა რატიმაც და მთელი ეს დრო რომ ბავშვების ხითხითს უსმენდა ბრაზიც გადავლოდა, მხოლოდ მათი მხიარულებისთვის თუ აჰყოლოდა ბავშვურ საქციელებს....
- კარმა! ეს თუ ბუმერანგივით არ შემოგიბრუნდეს კაცი არ ვიყო! — დაუგრგვინა შორს მყოფმა,
- კაი რა არჩემ, მოსაკლავად მიმეტებ გოგოების გულისთვსი ტო?
- რა გოგოები იყვნენ, ჯეკპოტი დამეცა და შემიძვერი ლამის,
- მოგიტრიალებ ასე თუ გეტკინა გული,
- გაქცეულს როდის მერე მივსდევთ შეჩ*მა? — გაეცინა თვითონაც და ტივტივი განაგრძო,
- ლამის შენს გამო გავეკიდე,
- გინდოდა ჩემი ლუკმა შენ გეჭამა არა შე ჩათლა*ო...
- ოო კარგი ნუ გაა*რაკე — მიცურდა მისკენ
- ორ "ნაშას" ერთი შენი გოგო ჯობია, — დააწყნარა ძმაკაცი
- არ ჩანს ეგ გოგო რაღაც
- და სად წავა შენ მკლავებში იქნება ბოლოს მაინც
- ველოდები...— გაეცინა ჩამოართვა ძლიერად ხელი...

....
გამხიარულებულიყო ალავიძე, მაგრამ მისი საქმეც ხშირად ერტიანად მოიყრიდა თავს, ეს უკანასკნელიც საქმეზე შეყვარებული ყოველთვის უთმობდა დროს. ზღვის მაღლა ამოსულიყო
გასახდელში აპირებდა შესვლას, შესასვლელი კარების კედლიდანვე გამომავალ ხმაზე წამით დაინტერესდა, გადასწია თავი და მცირე ხნით მოავლო თვალი წყვილს, ბიჭს ძლიერად მიეკრო ქალი კედელზე და გაშმაგებული ეწაფებოდა მის ტუჩებს, ისიც აჰყოლოდა ნეტარებით აღსავსე, მამაკაცს კოცნაში, მზერა უნებურად დაუბრუნა უტამ წყვილს, სრულად არ გამოჩენილ ქალს რომელიც მამაკაცი ფარავდა, ნაწყვეტ ნაწყვეტ შეუთვალიერა ვიზუალი, მუქი ყავისფერი ტალღოვანი მუცელზე ჩამოფარებული თმა, სიმაღლითაც ემთხვეოდა, ძალიან ჰგავდა ქებაძეს, რაღაც ცივი და მდუღარე ჩაეღვარა გულში უტას, ბრაზის ტალღამ დაუარა, დაეჭიმა ყბები და უკუ სვლით ჩამოშორდა წყვილს, სანაპიროსკენ დაიძრა ისევ, თითქოს წყალი შეძლებდა ახლა მის დამშვიდებას, თითქოს მისი მომავალს ყოველთვის მსგავსი სცენა მართავდა, წყევლასავით უდროო დროს წააწყდებოდა ხოლმე მსგავს სცენებს... გაცეცხლებულისა და ალ მოკიდებულის ჩაქრობას წყალი შეძლებდა თითქოს, ერთბაშად ჩაირბინა კიბეები და შორს ოჯახისკენ წავიდა, მიაბიჯებდა მძიმე, გაწბილებული, გაბითურებული, სასოწარკვეთილი, მძვინვარების ბობოქარი ქარიშხალი მეტად ურევდა გონებას, მგზნებარეს შეცვლოდა სახე, ბრაზისგან შეეკრა კოპები, მოექუფრა სრულად სახე, როგორ დაფიქრდა, როგორ მისცა ამ გოგოს უფლება რომ მასზე დაფიქრებულიყო, აგიჟებდა და აცოფებდა ეს ფაქტი, იმედგაცრუებას ვერ უსწორებდა თვალს უტა. წყალში შევარდებოდა ამ ცეცხლის ჩასაქრობად, თავადვე რომ არ მომხდარიყო ეს ყოველივე,
- უტაა — ხმაზე გაქვავდა ალავიძე, სარივით დაერჭო ადგილს და კისერიც არ შეაბრუნა, დაელოდა როდის გამეორდებოსა ხმა და ასეც მოხდა, ხმა ეცნო, გაცბუნებულმა, გველნაკბენივით გაიხედა ხმის მიმართულებით, შეამჩნია ქებაძე, მოკლე ჯინსის შორტითა და ტოპით, ოხ როგორი სწორი გრძელი და საოცარი ფეხები ჰქონდა, მცირედ დეკოლტეშიც კი საოცრად მოუჩანდა მკერდის რგოლები, უზადო იყო ქებაძე, გაშლილი მხრები წვრილი წელი და გრძელი თმა, შორიდანაც კი მომნუსხველი მზერა ჰქონდა ამ ქალს, მერედა სახე ისე გაბადვროდა უტას დანახვისას, გაციაგებული შეჰყურებდა... მამაკაცი ედგა წინ ქებაძეს უდრეკად და უნდობლად უყურებდა მაინც ნიტას... რაღაც უთხრა უცნობს ქებაძემ, მაინც არ დაუჯერა საკუთარ თავს უტამ, მისკენ დაიძრა ისე გაშმაგებული თითქოს ვერ მიმხვდარიყო, რომ უბრალოდ შეცდომა იყო, რომ უბრალოდ ცილი დასწამა ნიტას მასში, რომ ეჭვი შეეპრა და უცხო ქალში აერია, ეგოისტობამ შებოჭა, არ იცნობდა მას ნიტა, მაგრამ საშინლად აღაშფოთა, უზომოდ გააღიზიანა როცა დაუშვა ის ფაქტი, რომ ნიტა სხვასთან იყო,
- ხომ გითხარი მარტო არ ვარ-მეთქი? ბევრი გატყუებს აშკარად, — მიახლოებულმა გაიგო კიდეც ნიტას ხმამაღალი სიტყვები, სწრაფად მოსწყდა ნიტაც ადგილს და სახე გაბრწყინებული გაიქცა უტასკენ, შეეყარნენ თუ არა ერთმანეთს არც კი დაფიქრებულა უტა, კისერში ჩაავლო ქალს ხელი, თავისკენ მიიზიდა და დახრილმა მიაკრო ტუჩები ტუჩის კუთხეში, გაშრა ნიტა, არ ელოდა უტას ამ ქცევას, დიდი ნერწყვი გადააგორა ყელში, ვერც ხელი ჰკრა და ვერც გაუბრაზდა, რადგან წამის წინ უცხო მამაკაცის წინ მდგარი იქადებოდა, რომ უტა მის გვერდით იყო და მარტო არ იყო, აუჩქროლდა გული მგზნებარებისა, აღელვებისა და სიამოვნებისგანაც, ფრთხილად მოშორდა უტა და ახლოდანვე შეაჩერდა, მღელვარებამ აიტაცა თვითონაც,
- მეგონა...
- რა გეგონა? — უყურებდა ნიტა გაცბუნებული ასევე დაბნეულსა და არეულ მამაკაცს, ხან ერთსა და ხან მეორე თვალში, მოიქცია უტამ მისი სახე ხელებში და არ მოშორებია, ნიტასაც სასიამოვნოდ ეფრქვეოდა, უტას სუნთქვა სახეზე, მოსწონდა ეს სიახლოვე, ანდამატივით იზიდავდა, იმ სანუკვარი ურთიერთობის მომენტები უსრულდებოდა ახლა რომელზეც თავადაც უოცნებია, უცნობი იყო უტა მისთვის, მაგრამ ეს გამოუცდელი უცნობი მიზიდულობაცა და ვნებაც, ახლებური და სასიამოვნო იყო მისთვის
- უტა კარგად ხარ? — ჰკითხა, როცა აღელვება შეატყო, გაეღიმა უტას, თბილი სითხე ჩაეღვარა თითქოს სხეულში, მიეფერა სახეზე მოურიდებლად
- ვინ არის? — ანიშნა თვალებით,
- არ ვიცი,
- შენი გაცნობა უნდა? — მიუხვდა მაშინვე
- შეიძლება — აიჩეჩა მხრები ღიმილით
- რამე ვერ გაიგო დაველაპარაკო ანუ?
- ვფიქრობ ყველაფერი გაიგო, დაუგეგმავი დამაჯერებელი სცენა დაიდგა, ამაზეც ბოდიში გაქვს მოსახდელი,
- ახლა რა დავაშავე?
- გაგახსენებ რომ უცნობები ვართ შენ კი ურცხვად დამეტაკე,
- არ მიკოცნია,
- ხომ შემეხე?!
- ნიტა უცხო მამაკაცი ჩამოგაშორე,
- უცნაურად მოიქეცი, რა გჭირდა?
- როგორ მიხვდი, შენ ხომ არ მიცნობ? იქნებ მართლა მანიაკი ვარ? — მოჰხვია ხელი მხარზე და წავიდა მასთან ერთად წინ, უთუოდ დამშვიდებული, უაღრესად კმაყოფილი,
- არ მჯერა მე მაგის, — გაეცინა ხმამაღლა და აჰხედა მომღიმარს,
- ეს მერამდენე იყო დღეს? — უცნობისკენ ანიშნა ჯერ კიდევ
- ვერ გეტყვი, მაგრამ ბევრი ნამდვილად არ ინტერესდება, ჩემთვის ვის სცალია?
- წყენას უფრო ჰგავდა — დახედა ღიმილით და სინქრონულად დაიწყეს სიარული, ჩაეჭიდა ხელი ნიტას უტას გადახვეული ხელისთვის და მართლაც რომ წყვილივით მიიწევდნენ წინ,
- არა, არასდროს! პირიქით რაც უფრო უყურადღებოდ ვარ მაგ მხრივ, მით უფრო თამამი ვარ,
- საინტერესო ქალი ხარ — გაეცინა უტას, დაჰხედა გვერდით, მხიარულად ამომდგარს, თვალები რომ ბედნიერებისგან ეცვალა, შემდეგ გააყოლა თვალი ნიტას მზერას და წინ მომავალი ოთხეულის დანახვისას უემოციოდ დააკვირდა აჭორავებულებს, სწრაფად დაეხსნა ხელიდან ნიტა, ალავიძეს და მათკენ გაქცეული ჩადგა უცნობ მამაკაცსა და უტასთვის ნაცნობი ელენეს შორის, უსიამოვნოდ დააკვირდა უტა ბიჭს, მაშინვე, რომ მოჰხვია ხელი ნიტას, ისევე, როგორც ცოტახნის წინ უტას მოეხვია მისთვის,
- აუ მძიმე ხელი გაქვს,— უკმაყოფილოდ აჰხედა დაბალხმაზე ნიტამ უხერხულად მოიშორა მისი ხელი, დააკვირდა გამომწვევად უტა, განა ცოტახნის წინ მეტად მძიმე და ძლიერი ხელი არ ეხვეოდა?
- გამარჯობა, — მხიარულად მიესალმა ელენე, მაშინვე საპასუხოდ დაუკრა თავი უტამ, ალმაცერად მარაზმით შეხედა უცნობმა ბიჭმა უტას, მანაც მკაცრი მზერა დაახვედრა და მიახვედრა ეს მისი ვითომ გამაფრთხილებელი მზერა უადგილო რომ იყო, თითებზე ძარღვები დაებერა უტას იმდენად აღიზიანებდა ეს ბიჭი
- გიგი, ნაყინი არ ვჭამოთ? — მეორე გვერდით , რომ გოგო ედგა უტასთვის არასასიამოვნოდ სწორედ მან მიარტყა მუჯლუგუნი, კეკლუცური მზერა მოავლო უტას, მაგრამ მაინც გააკონტროლა თავი, ის ხომ შეყვარებულის გვერდით იდგა...
- გიგი... — დამცინავად ჩაიბურდღუნა უტამ და სანამ კი მეტად მიუახლოვდნენ ერთმანეთს მანამ დააკვირდა ნიტას თვალებს, თითქოს ანიშნებდა რაღაცას, მოუშორებელი მზერით აცქერდებოდა, თვალის დაუხამხამებლად, გაიგო ნიტამ რაც ჩაიქირქილა უტამ, არც ის სურდა არასწორად ეფიქრა რამე ალავიძეს,
- ხო გიგი, შენი გოგო მართალია მეც მინდა.... — დაუდასტურა ხმამაღლა, ისე რომ არ მოუშორებია უტასთვის მზერა, თითქოს მზემ გამოანათაო, ღრუბლები გადაიწმინდა და ცაზეც გარკვევით გამოჩნდა გიგის ვინაობა, ერთბაშად გაეხსნა სახე უტას, ერთიანად ამოუტივტივდა დღიურის გვერდები, გაახსენდა, რომ გიგი ელენეს ძმა იყო, ის გოგონა რომელიც გაუაზრებლად წაეკეკლუცა,
სწორედ ის ნიტას უნებლიეთ დაზარალებული გოგო იყო, რომელზეც იცოდა, რომ სადაქალოში არავის არ მოსწონდა. უტას გახსნილ სახეზე მიხვდა ნიტაც, რომ ნამდვილად გაზეპირებული ჰქონდა უტას მისი დღიური, მიხვდა, რომ ეს კაცი მის მრავალ მეტყველ თვალებს მისივე დღიურივით კითხულობდა, გაეღიმა მასაც, კეკლუცურად გაუკრთა მოხდენილი ღიმილი ბაგეებზე, მორცხვად დახარა თვალები და მოიქცია ქვედატუჩი კბილებს შორის...
- მადლობა რომ დამიხსენი — ჩაუარა გვერდი და მისთვის გასაგონად ამოილაპარაკა მხოლოდ, შემდეგ კი აქცია ზურგი ელენესთან ერთად ხელკავი რომ გამოედოთ ერთმანეთისთვის.....
- ხო ანუ ხვალ მიდიხარ?
- შეიძლება,
- იცი რა მე უკვე დავიღალე... — მაინც დარჩა მათი დიალოგის მცირედი ინფორმაცია ალავიძეს, ნიტასი კი არაფერი გაეგო, მაგრამ უზომოდ კმაყოფილი გატრიალდა ოჯახისკენ.

.......
- უკაცრავად ნიტა ქებაძე, საატუმროდან უკვე წავიდა? — სასტუმროს მისაღებში, ჩამომდგარი დაეყრდნო რესეფშენს უტა და შეაჩერდა გოგონას
- ხომ იცით რომ არავის შესახებ ინფორმაციას არ ვიძლევით?!
- არანაირი ინფორმაცია არ მაინტერესებს! ახლობელი ვარ, ისეთი ვერაფერი გეცოდინებათ რაც მე არ ვიცი, უბრალოდ, ვიკამათეთ და გაბრაზებული რომ იყო ვიფიქრე რომ წავიდა, მინდა შემოვიროგო, სიურპრიზი მინდა გავუკეთო... ვიმედოვნებ დამეხმარებით — იცრუა უტიფრად, მაგრამ დამაჯერებლად
- რამდენი წლისაა იცით?
- რა თქმა უნდა 24 ის
- დაბადების ადგილი?
- თბილისში კერძოდ ორთაჭალაში. სამშობიაროც, საათიც და სისხლის ჯგუფიც ხოარ გაინტერესებთ? — მობეზრებული შეაჩერდა გოგოს,
- არა საკმარისია, — დაიჩურჩულა და კომპიუტერის კლავიატურას რამდენჯერმე შეეხო. უხ როგორი მადლიერი იყო ახლა უტა იმ დღიურის,.. მეტიც გამოწვევას უფრო ჰგავდა ეს ყოველივე მზადაც კი იყო მეტი კითხვისთვის ამაყად გაეცა პასუხი
- არა, ქალბატონი ნიტა ისევ, სასტუმროში ჩაწერილი გახლავთ,
- კარგი, მადლობა... — თითქოს ჯანღი გადააგორა ზურგიდან, ყველაზე მეტად არ სურდა ასე ჩუმად წასულიყო, ასე ჩუმად დაშორდებოდენ ერთმანეთს. მაგრამ, მისი ასეთი არ გამოჩენა მაინც საფიქრალში აგდებდა რადგან უკვე მეორე დღე დაღამებულიყო, რაც ამ გოგოსთვის თვალიც კი არსად მოეკრა
- უკაცრავად... — სირბილით დააწია ხმა გამობრუნებულს და მიმღების გოგონა სირბილით მოუახლოვდა ალავიძეს, ფრთხილად შეახო მკლავზე ხელი, ჩაფიქრებულის ყურადღება , რომ მიექცია
- გოგონას გასვლის დროს ჩანთა დააგდებინეს, იქიდან კი ეს ნივთები გადმოუცვივდა და ვერც დაინახა, მომხმარებელმა მოგვაწოდა ჩვენც, კამერებში ვნახეთ თუ ვინ იყო და შეძლებთ, რომ გადასცეთ?
- კი რა თქმა უნდა, მადლობა...
- მადლობა თქვენ — გაუღიმა გოგომ თბილად, ოდნავი კეკლუცობაც კი ემჩნეოდა ირისებში, თუმცა ეს ალავიძესთვის მეორე ხარისხოვანი იყო, გამოართვა ერთი განსხვავებულად ლამაზი კალამი, პატარა და უბრალო ბლოკნოტი და საბავშვო გამჭვირვალე შუშაში შეფერილი ოდნავ ვარდისფერი გლოსი. " დღიურების დედოფალია"-ო გაიფიქრა უტამ და ნომერში ავიდა, იჯდა დიდხანს საწოლზე არაფრის გაკეთება შეეძლო, აკვირდებოდა მხოლოდ მის ნივთებს.
- უტაა, ლიკა მაბრაზებს რამე უთხარიი! — საყვედურებით შეაღო კარი თიკომ,
- ჩანთა წამართვა და ჩემი ნახატი დახია... — ცოტაც და ისე ატირდებოდა ცრემლებად იქცეოდა თავადაც,
- მოდი აქ აბა, — მაშინვე დაირტყა მუხლზე ხელი, ანიშნა ჩამომჯდარიყო ძმის კალთაში, ისიც სრუტუნით ჩამოჯდა ძმის მუხლზე
- ჩვენი ლამაზი ცხენი დავხატე უტა და ლიკამ კიდევ გადამიგდოო...
- იქნებ არ იცოდა რომ შენი დახატული იყო?
- როგორ არა იცოდა! მასაც ვაჩვენე რომ დავხატე
- კარგი არაუშავს, შეიძლება ასე იყო საჭირო, ახლა წახვალ და ახალს დახატავ და მერე იმაზე მაგარს დახატავ ვიდრე წინა იყო,
- აუ არ მინდა ახალი! რომ არ გამომივიდეს?
- პირიქით გოგო, როცა რაღაცას ვაკეთებთ და არ გამოგვდის ჩვენს შეცდომებზე ვსწავლობთ. ხომ გახსოვს რა შეცდომები დაუშვი იმ ნაშრომში, ხოდა ახლა იგივეს არ გააკეთებ ამ ახალ ნახატზე. ხომ გახსოვს რა მოუვიდა შენს წინა ნახატს როცა ყველას აჩვენე და შემდეგ მაგიდაზე მიაგდე უყურადღებოდ? ახლა იგივე შეცდომას აღარ დაუშვებ და მაგიდაზე კიარა ყურადღებას მიაქცევ და თავის ადგილას შეინახავ. აი ნახე რა მაგარი გამოგივიდეს ეს ახალი ნახატი!
- ლიკაზე მაგარს დავხატავ და მეც დავუხევ, — შეგულიანდა
- არა შენ რატომ დაუხევ? შენ ხომ ლიკა არ ხარ? ლიკას თავისი პრინციპები აქვს და შენ შენი, ორივე მაგარი გოგოები ხართ, ორივე კარგად ხატავთ ხო იცი? ახლა აშკარად რაღაც შეცდომა მოუვიდა ლიკას, დაველაპარაკები მე მაგაზე...
- მპირდები?
- გპირდები — მიაკრო საფეთქელზე ტუჩები, თიკომაც მალევე მიაბარა ყველაფერი ძმას და სახეზე კმაყოფილების ღიმილი გაუკრთა ისე მოავლო ოთახს თვალი
- ეს რა არის? — დასწვდა ნიტას ნივთებს უეცრად,
- არ გავუფუჭოთ, ეს ნიტას ნივთებია, ხომ იცი როგორი ფეთხუმია? ახლაც ვიღაცას მხარი გაუკრავს ჩანთა დავარდნია და ესენი გადმოუცვივდა,
- აუ ძალიან საყვარელია — გადაიკისკისა წარმოდგენაზე
- მოგწონს ნიტა?
- ძალიან! ძალიან საყვარელია უტა... ელენეც კარგი გოგოა მაგრამ ნიტა, იქნებ ჩვენთანაც დავპატიჟოთ უტა?
- დავფიქრდეთ, ნიტასაც ვკითხოთ, მერე...
- ეეე ჩემნაირი გლოსი აქვს, — მოხსნა უეცრად თავი მისი სურნელით მოიცვა მთელი კუთხე, ერთბაშად ის არომატი გაახსენდა ალავიძეს კოცნის დროს რომ შეიგრძნო, გააცია სასიამოვნოდ
- ანუ იმ დღეს ჩემთან რომ მოხვედი ეგ გლოსი გესვა?
- დიახაც,
- მაგიტომ გითხარი რომ მისი სურნელი გქონდა, პარაზიტო! ესეიგი არავისში არ მერევი,
- ოხ ძმაოო ძმაო შენ რაა ხარრ! და ნეტავ როგორ დაგამახსოვრდა ნიტას სურნელი?
- ერთი კვირაა რაც გავიცანით თიკო და როგორ ფიქრობ? ამ მოკლე დროში მის გაცნობას და დამახსოვრებას ვერ მოვასწრებდი?! — თავის მართლებას გავდა, თიკოც ისეთი თვალმჭვრეტელი და დაკვირვებული იყო, ენაწყლიანს ვერ გამოეპარებოდა ვერაფერი
- ძმაო შენში რაღაც ხდება,
- გადი ახლა დაიძინე! ასეთი ლაპარაკისთვის ზედმეტად პატარა ხომ არ ხარ?
- მე ვფიქრობ... ვფიქრობ, რომ შენზე ბევრს კი ვხვდები ისე — გადაიკისკისა
- სახელს ამართლებ, უცელქესი ხარ!
- მე მომწონს,
- მეც მომწონს მაგრამ ძალიან დიდივით ლაპარაკობ ზოგჯერ,— უცებ გამოუყო ენა თიკომ და სწრაფად ჩახტა ძმის მუხლებიდან,
- უტა, — გახედა კარებიდან
- გისმენ
- რას ფიქრობ ამდენი ხანი რატომ არ ჩანს ნიტა?
- არ ვიცი....
- ძილინებისა
- ტკბილიძილი პატარავ, — უზომოდ უყვარდა უტას თიკოს ქალური ტიტინი, მისი ბავშვური სიცელქე და ენამოსწრებულობა, ისეთ კარგ ხასიათზე აყენებდა ამ ბავშვთან საუბარი, ყოველ ღამე წყალივით სჭირდებოდა...

იმ ღამეს ძილი არ მიჰკარებია ალავიძეს, კედლებიც მრუმედ გამოკრთოდნენ სიბნელეში, შუაღამემდე იჯდა, საწოლზე ბლოკნოტით ხელში ფიქრობდა უნდა გადაეშალა თუ არა, უნდა წაეკითხა თუ არა, გული სთხოვდა თითქოს რომ ახალვე გადაეშალა და ყურადღებით წაეკითხა თითოეული წინადადება, მაგრამ გონება უშლიდა თითქოს დააშავებდა, რომ ახლა უკვე იცოდა ნივთის პატრონი და მის პირადში შეიჭრებოდა არა უნებლიეთ არამედ ნებით. იჯდა ისევ შუაღამემდე, ამდენი ცხოვრებაში არ გაეთენებინა ალავიძეს, რაც ამ ერთ კვირაში ათია ღამე, ფიქრით დაღლილი, გონება არეული იყო, ვერ არქმევდა სახელს მის მდგომარეობას, მაგრამ ფიქრი, ეს არაორდინალური მგზნებარე ემოციები ძილის საშუალებას არ აძლევდნენ.
„ავარიის შემდეგ „ — წაიკითხა სათაური, " ღმერთო თუ ამ დღიურსაც დავკარგავ მანიშნე რომ ეს მაინც აღარ ჩავწერო აქ... რა იქნებოდა ის თვალები რომ არ მენახა? ხომ მექნებოდა მოსვენების საშუალება?
არა ეს უნდა მოვყვე, ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი ეგო დავაკმაყოფილო, იმიტომ რომ არასდროს მჯეროდა წამში მომხდარი ემოციური შემთხვევების, მაგრამ ახლა? გზად მოვდიოდით მე და ელენე, ვფიცავ კაციშვილი არ გვიპრკოლებდა გზას, არსაიდან გაჩნდა ის შავთვალება, არც მაშინ დამინახავს სანამ არ დავეჯახე. მთელი სხეულით შევასკდი, ისევ მისი ძლიერი მკლავები რომ არა, მარტივ მამრავლებად დავიშლებოდი ქვაფენილზე. ყველაფერი მტკიოდა, თითოეული ძვალი, თითოეული ორგანო, რომ შევხედე გაცბუნებული მიყურებდა ეს უკანასკნელი, კუპრივით შავი თვალები ჰქონდა, რომ შევხედე, იმხელა ენერგია ვიგრძენი, არაორდინალური ძალა, ენრგიას უწოდებენ სწორედაც მისმა ზუსტად ამ ენერგიამ, გამოიწვია ჩემში აფორიაქება, ჩემი გული სალტოებს აკეთებდა ისე ძლიერად ჩქროლავდა, რა სირცხვილია, როცა ვიხსენებ იმედია იმ ხმაურში მას არ ესმოდა, 6 დღეა რაც ის შემთხვევა მოხდა და იმდენად ჩაიბეჭდა ჩემმა გონებამ, ხშირად გამახსენებს ხოლმე ენერგიების ძალას... " უტამ გველნაკბენივით დახურა ბლოკნოტი და კედელს შეაჩერდა
- ჯანდაბა, — ამოიგმინა, იგრძნო როგორ საგრძნობლად აუძგერდა გული
- არა უტა არა! შენ აღარასდროს შეგიყვარდება! მორჩი ამ სისულელეებს, საკმარისია! — " ნეტავ არ შემეხედა მისი თვალებისთვის"
- ეს გოგო... ეს გოგო საშიშია! — ჩურჩულებდა თავისთვის. კიდევ მეტად დაითრგუნა, კიდევ მეტი საფიქრალი დაემატა, იმ ღამეს თვალი არ მოუხუჭავს. იჯდა აივანზე და უყურებდა მთვარეს... თითქმის ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ ამ გოგოს ახლოსაც აღარ ჩაივლიდა, საკუთარ თავს აუკრძალა დააჯერა, რომ ეს ფორიაქი და მიზიდულობა სწორედ იმის ბრალი იყო რომ 3 თვის მერე არანაირი ურთიერთობა ჰქონია ქალთან, ჯერ ნატალიას ამბავიც არ დავიწყებოდა გულს, მაგრამ თავადც უკვირდა ის ფაქტი, რომ ეს გოგო თავიდან სრულად ამოეგდო, მაგრამ არ უარყოფდა იმ ფაქტს, რომ სიყვარულიდან სიძულვილამდე 1 ნაბიჯია, მაგრამ ამდენი ფიქრის მერე სრულად გაეანალიზებინა ის ფაქტიც, რომ ნატალიას მიმართ სიძულვილი არ ბოჭავდა, ის გოგო მხოლოდ მისი ცხოვრების არევასთან ასოცირდებოდა, ასოცირდებოდა მხოლოდ მხიარულ ცხოვრებასთან ტკივილის დროსაც. ალბათ ამიტომ იყო მარტივი იმ ქალის დავიწყება ვისთან ერთადაც არც ტკივილი განუცდია და არც მის პრობლემებზე მოყოლია, რამე. იმიტომ იყო ამ ქალის დავიწყება, მარტივი რომ დაღლილიც იყო მხოლოდ კარგი საუბრებით, რომ მადთან ყოფნის დროსაც ხვდებოდა სჭირდებოდა ადამიანი, ვისაც ეყვარებოდა და ვინც ეყვარებოდა.

6 საათი რომ სრულდებოდა მოუსვნერობამ შეაწუხა, და ერთიდაიგივე ხედიც მოსწყინდა თითქოს, გონების გასაფანტად გავიდა სასტუმროდან, გასასვლელში აუზთან ჩამოდგა და დაჰყურებდა წყალს ნაზად რომ ლივლივებდა, მის ანარეკლს დააჩერდა წამით, მზეც ახლად ცდილობდა ამოსვლას, მაგრამ არც ჩქარობდა თითქოს, თვალები ისე დამძიმებოდა ალავიძეს გეგონება ლოდი ედო ზედ... იდგა დიდხანს... თითქოს გული ეთანაღრებოდა ოთახში ასვლაზე, რამდენჯერ წასვლა მოიფიქრა, მაგრამ მაინც გაწელა დრო.
უგრძნობდა გული, რაღაცას ხშირად აჰხედავდა ხოლმე ნიტას სართულს, იმედით იქნებ გადმოიხედოსო, მაინც აინტერესებდა მაინც აღელვებდა გოგოს გაქრობა .
როცა უბრალოდ დაიღალა შეტრიალდა წასასვლელად, ხმაზე გაიხედა შემოსასვლელისკენ, არაფერი ჩანდა, არაფერი ხდებოდა, მხოლოდ ესმოდა დაღლილი ტირილის ხმა, ფეხის ხმა, რომელმაც მოაჩოჩებდა დაღლილი მოაფორთხიალებდა ფეხებს ვიღაც, შეკრთა ალავიძე მცირედ წავიდა კარისკენ დაინტერესებული, ელოდა ვიღაც გამოჩნდებოდა, მართლაც შემოაბიჯა მოსახვევში, ნიტა ქებაძებ. ადგილზე შედგა უტა, მოულოდნელობისგან გაქვავდა, თითქოს თვალებსაც არ უჯერებდა, რომ ასეთ დროს გარედან მოდიოდა ქებაძე. დააკვირდა უხმოდ უტა, გადაკიდებოდა მხარზე ჩანთა ნახევრად, თმა ისე აბურდვოდა ჩიტი ბუდეს გაიკეთებდა, თვალის გრიმი, ტუში სახეზე ჩამოთხაპნვოდა, უჩვეულოდ წითელი ტუჩსაცხი გადათხაპნილი ჰქონდა ლოყაზე, დამძიმებული თვალებით, უგონოდ მთვრალივით შემოაბიჯა ეზოში. ელდა ეცა ალავიძეს, ტვინში სისხლის ჩაექცევა იგრძნო, ერთბაშად მოაწვა თავში რაღაც მძიმე და გულმაც არაორდინალურად დაუწყო ძგერა, საჩქაროდ მიახლოვებული დასწვდა წაშლილს,
- ნიტა! — შეარხია მცირედ, ლამის მკლავებში ჩაალღვა ქალი, ზალებ გათანგული, ირხეოდა ალავიძეს შერხევაზე ქარიშხალში ხის წვერივით
- ხმა გამეცი და შემომხედე! — ბრაზისგან, რომ არც შეუხედავს ნიტას მისთვის, რომ არც შეუმჩნევია, კბილებში გამოცრა
- ვინ ხარ? — სხვისი ძალა რომ იგრძნო, თითქოს სულ მიენდო მას, მიეხუტა წელზე და მცირედ მოეკვეთა მუხლები, ახედა მის მკერდზე თავ მიდებულმა წამით შეხედა თვალებში,
- უტა? — სიხარულიც კი შეერია მის ხმას
- ჰო ნიტა, უტა ვარ!
- ელენე... — აქვითინდა კაცის მკლავებში, ფერები ეცვალა ალავიძეს აიტაცა მკლავებში ქალი და ნომერში ააჭრა უმალ...
აღელვებულმა გადააწვინა საწოლზე
- უტა ელენეს უშველე გევედრები... — დაიჩურჩულა თუ არა, ისე წამოიჭრა საწოლიდან თვალიც ვერ მოკრა ალავიძემ, აბაზანაში შესული დაემხო უნიტაზს... ასეთი სიტუაცია ცხოვრებაში არასდროს განეცადა, ისე ეშინოდა, ისეთი შეშინებული იყო ალავიძე, არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. ედგა გვერდით და მისი თმა ეკავა ხელში... როგორც კი სული მოითქვა ნიტამ ისტერიული ღრიალი აუტყდა, მთელი სხეულით თრთოდა, მთელი სხეული უკანკალებდა, შიშისგან, ახალი განცდებისგან... აღარაფრის ძალა შესწევდა, მხოლოდ შიშს შეებოჭა.
წამოაყენა უტამ და თავად მობანა სახე ცდილობდა მის დამშვიდებას, ცდილობდა ენუგეშებინა, მაგრამ ეს მისი მდგომარეობა ძალიან აშინებდა, ამბის კულმინაცია და მომხდარის ეშინოდა ყველაზე მეტად. მისი გონებაც შორს წასულიყო და უკიდურეს სიბინძურებდე დაედო ბინა, თავადაც ვენებში უვლიდა შიშის მოვარდნილი სახიფათო ტალღა
- კარგად ხარ? — ფეხზე დგომაც შეძლო ქებაძემ, იდგა უტას წინ თვალებ დაწითლებული, სისხლისფრად უელავდა მზერა, აკანკალებული იყო. წმენდდა ჯერ ისევ სველი ხელებით სახეს ალავიძე,
- ნუღა ტირი, ახლა ხომ კარგად ხარ?
- ელენე... — ამოიტირა ისევ. ტირილისგან აღარ ჰყოფნიდა ჰაერი, ღრმა შესუნთქვებით ითქვამდა სულს...
- დამშვიდდი და მომიყევი კარგი? — შეუმშრალა სახე, აიტაცა ხელში, გაიყვანა და ჩამოსვა საწოლზე, შიშით დახედა მის მკლავებს, თვალის შეპარებით დახედა ვენებზე, თითქოს ეშინოდა ფაქტის, მაგრამ მისი ფიქრები არ გამართლდა, მისი ფიქრები ცრუ აღმოჩნდა, ამოისუნთქა
- დამელოდე ორ წუთში ამოვალ
- არ წახვიდე
- მალე მოვალ გპირდები, შენი ნომერი მითხარი ახალ ტანსაცმელს მოგიტან კარგი? — ჩანთისკენ ანიშნა ნიტამ, უტამაც სწრაფად ამოაცურა გასაღები და ოთახიდან გასვლისთანავე ჩაკეტა კარი, მართლაც სწრაფად დაბრუნდა, ნიტასთვის გამოსაცვლელი ხელში კი დიდი ჭიქით ლიმონის წვენი მიიტანა. საწოლზე ემბრიონის პოზაში იწვა და სახე უცვლელს სცვიოდა ცრემლები,
- მოდი... — ფრთხილად წამოაყენა, ჯერ ლიმონის წვენის ჭიქა სრულად გამოაცლევინა ქებაძეს, მანაც სახე დამანჭულმა სულ დაცალა ჭიქა.
- შეძლებ რომ გამოიცვალო?
- დამეხმარე გახსნაში — ხმა ჩახლეჩილი მცირედ შებრუნდა კაბის ელვა რომ გაეხსნა უტას, მანაც ერთი ხელის მოსმით გახსნა ელვა, ქალსაც კაბის ბრეტელები მხრებიდან გადაუცვივდა მაშინვე,
- თვალები დახუჭე, გთხოვ... — მისი ხმა ისეთი ღონე მიხდილი იყო, თავადაც უილაჯო და გათანგული იყო. თვალებ დახუჭულმა გადააძრო კაბა სხეულიდან და გაჭირვებით ეცადა ახალი კაბა ჩაეცმია მისთვის,
- მორჩა — დაიჩურჩულა ხმაწასულმა,
- ელვას შეგიკრავ, — სურვილისამებრ ანიშნა ზურგზე და ნიტაც რომ მიტრიალდა მშვიდად შეუკრა...
- როგორ ხარ? — მოიქცია მისი სახე ხელებში, მის დაღლილ თვალებს ჩააჩერდა,
- ცუდად ვარ! ძალიან ცუდად ვარ უტა! აქ ვეღარ გავჩერდები, ელენესთან უნდა წავიდე,
- წუხელ სად იყავი?— დაუსვა ატირებულს მშვიდად კითხვა და ცხელი სითხე ცერა თითით მოსწმინდა სახიდან,
- გუშინ მე და ელენე რომ ვსეირნობდით, ზღვაზე ჩავედით მიუხედავად რომ ღამე იყო, სანაპიროზე დავსხედით, ჩვენსავით ორი გოგო იჯდა ახლომახლოს გავიცანით ერთმანეთი, კარგი გოგოები ჩანდნენ ერთი შეხედვით, ვერაფერს იფიქრებდი უტა... ვერაფერს! როგორ მოიქცნენ ასე? რატომ?! — აქვითინდა ხმამაღლა და ისე ეკრობოდა უტას სხეულზე თითქოს ყველაფერს დაივიწყებდა, თითქოს უტა შეძლებდა ამ ყველაფრის მოგვარებას,
- დამშვიდდი, შენთან ვარ აღარაფერი მოხდება, — მიეფერა თავზე, მოხვია ხელები მკერდზე ბავშვივით აკრულს
- ოთო უნდა მოსულიყო გვითხრა რომ აქ იყო, გოგონებმა გვითხრეს, აქვე ცხოვრობდნენ მარტო იყვნენ და ცოტახნით გვესაუბრა, რადგან ბევრი თემა ჩამოაგდეს თავიდანვე, გზად ერთმა მისი კრახით დასრულებული სიყვარულის შესახებ მოგვიყვა. ნაყინები და წვენები ვიყიდეთ, ბევრი იყიდეს მათთან რომ ავედით სახლში კიდევ ორი ბიჭი და ერთი გოგონა დაგვხვდა, სიგარეტს ახვევდნენ, დიდი ბონგი იდო იატაკზე და ყოველ წუთში იკვამლებოდნენ... შემეშინდა, ელენეს ვუთხარი რომ წავსულიყავით მაგრამ არ გაგვიშვეს გვთხოვეს ცოტახნით კიდევ გველაპარაკა, გოგონები გვერდზე გავიდნენ ჭიქებში წვენები ჩამოგვისხეს დიდხანს არ ვსვამდი, დამაძალეს მაგრამ არ ვიცი როდის დავლიე უტა... შემდეგ მხოლოდ, ბიჭების დასიახლიანებული თვალები მახსოვს, ელენე, რომელიც საწოლზე ხტუნაობდა და თან ისტერიულად ყვიროდა, დილას რომ გავიღვიძე, ყველანი ძირს ეყარნენ, არ ვიცი სუნთქავდა თუ არა რომელიმე, არაფერი ვიცი.... ჩემი ბრალია, ვერ დავიხსენი თავი, ვერაფერი გავაკეთე უტა... ელენე იქ არის, არ ვიცი ცოცხალია თუ არა, ისიც კი არ ვიცი უტა... - მოყოლისას თითოეული მომენტის გახსენების გამო, შიშისგან აკანკალდა, ბრაზისა და საკუთარი თავის დაკნინრბისგან გაღიზიანებული, ისტერიულად იშენდა ხელებს თავში, ღრიალებდა განწირული და შიშისგან დამონებული თრთოდა მთელი სხეულით,
- არ ვიცი რა ჯანდაბა დამალევინეს, არ ვიცი რა დავლიე, რითი დავთვერი ასე, როცა დავლიე.... არაფერი მჭირდა თითქის 40 წუთი მათ ვუყურებდი, ვაკონტროლებდი ჩვეულებრივ სიტუაციას და მერე ყველაფერი აირია, ის გრძნობა ღმერთო! მიყვარდა, ყველა მიყვარდა, ისეთ ეიფორიას ვგრძნობდი უცნაურს, ძალები აღარ მქონდა მაგრამ მახსოვს როგორ ვხარხარებდი, მერე და მერე სულ არაფერი მახსოვს, კიდევ დავლიე წვენი, მაგრამ ელენე... ელენე არ ვიცი.... გეხვეწები! უშველე უტა, დამეხმარე გემუდარები, — მკერდზე ჩამოეფხატა საცოდავად, თავით მიეყრფნო გათანგული,
- კარგი მისმინე!.. შემომხედე...
- დამეხმარე გეხვეწები...— ტიროდა ისტერიულად მხოლოდ,
- კარგი! კარგი დამშვიდდი ნიტა! დამშვიდდი რომ შევძლო დახმარება ! — მძვინარედ ამოთქვა და სწრაფად წამოდგა,
- მისამართი იცი? ან გზა გახსოვს?.. საიდან მოხვედი ნიტა გახსოვს?
- მგონი მახსოვს,
- კარგი ადექი, ელენეს ვუშველოთ, შენ თუ არ დამეხმარები მე ვერაფერს ვიზამ, — ფრთხილად წამოაყენა ფეხზე, შეუმშრალა ცრემლები მიაკრო ტუჩები შუბლზე, მიეფერა
- დამშვიდი კარგი? სიარულს შეძლებ?
- კარგად ვარ, უბრალოდ ძალები არ მაქვს, შევძლებ სიარულს,
- მანქანამდე ჩავიდეთ...

....
ვიწრო გზა ჩადიოდა სახლამდე, ძველებური 3 სართულიანი კორპუსი პატარა აივნებით, სამეზობლოც ახლოსვე ჰქონდა ბინას.
კარები შეაღო ალავიძემ, სრული სიჩუმე სუფევდა ჩაბნელებულ სახლში, საშინელი, არეულო სუნი ტრიალებდა, საღე დაემანჭა უტას, აცახცახებული მიჰყვებოდა უკან ნიტა და გზადაგზა სდიოდა ცრემლები
- თუ გინდა მანდ დარჩი,
- შემოვალ — მოიწმინდა უხმო ცრემლი და ადგილზე შემდგარი ალავიძეს გვერდით ჩამოდგა, ძლიერად მოუჭირა უტას გამაგრებულ მკლავს ხელი. გადახედა ძირს დაცვენილ ახალგაზრდებს ალავიძემ, ძირს თხელი შპრიცები ეყარა,
- ღმერთო! წასულან, კიდევ მეტი იყო აქ, — დაებრიცა ტუჩები მაშინვე ნიტას. მიუახლოვდა დივანზე უძალოდ გადაკიდებულ გოგოს ალავიძე და თავადაც ნერვიულად, შეამოწმა სუნთქავდა თუ არა, გულმა ლამის რეჩხი უყო პირველ წამებში როცა ვერაფერი იგრძნო, მაგრამ შემდეგ გახედა ფერწასულ ქებაძეს შემოსასვლელთან რომ მდგარიყო, შიშითა და ძრწოლვით უმზერდა ალავიძეს, მავედრებელი თვალებით
- ცოცხალია დამშვიდდი!
- ღმერთს მადლობა— ამოიტირა ისევ .
ითახში არსებული თითოეული შეამოწმა უტამ, ყველა სუნთქავდა. ყველა უნრალოდ ღრმა ძილში იყო, მათს შორის ელენე, ეს მათი ყოველდღიური რუტინა იყო, თავადაც მარტივად მიხვდა, როდესაც მაჯებზე დახედა თითოეულს, აქტიურ მომხმარებლებს დაჩხვლეტილი ვენა, ზოგს კი თოთები გაშავებოდათ, ვერაფერს შეცვლიდა უტა. ახლაც მთავარი მხოლოფ ელენე იყო მათთვის რაფგან მიუჩვევისთვის, ეს არც თუ ისე ჩვეულებრივი გადასატანი იქნებოდა. მოიკიდა მხარზე უტამ გოგო ჩაავლო ნიტას ხელი და მძვინვარე ნაბიჯებით წავიდა მანქანისკენ. როგორ არ უნდოდა ახლა შეემჩნია ის სიბრაზე, ის მზვინვარება და ზიზღი რასაც ახლა გრძნობდა, როგორ ცდილობდა თავის ხელში აყვანას, გოგონები ისედაც ცუდად იყვნენ, ნიტა ისედაც თავგზა არეულიყო, არ სურდა მეტად დაეთრგუნა ეს გოგო
- ხომ გადარჩება უტა?
- დამშვიდდი უბრალოდ სძინავს,— ყოველ წუთში ცდილობდა ატირებულის დაწყნარებას...
....
- გოგონას ექსტაზი (M**A) აქვს მიღებული, წვენში გარევით,
პიკი 2–4 საათია ეიფორია, ენერგია, სიახლოვის განცდა და მსგავსი ემოიცები ახასიათებს,
სრული ხანგრძლივობა 6–8 საათია, მეორე გოგონა გადარჩენილია ზედმეტი არაფერი სჭირს ყველაფერი კარგად აქვს, მაგრამ გადასხმა მასაც დავუდგით ეს (სისტემა) გამოდევნის ტოქსინებს,
- ანუ ჩვეულებრივ გადაივლის არა? — გამძაფრებულმა იკითხა,
- მის ცხოვრებაში, რადგან პირველი იყო, თავისი მძაფრი ხასიათიც თან გამოამჟღავნა, 2 საათში სრულად გადაივლის გადასხმა კიდევ მეტად გამოაკეთებს მაგრამ მეორე გოგონაზე იგივეს ვერ გეტყვით, კარგად იქნება, მაგრამ იმ შეგრძნებებს და იმ დამახინჯებულ სურათებს, რასაც ის ხედავდა პროცესში გონებიდან ჩვენ ვერაფრით ამოვუშლით, შეიძლება ჩარჩეს და შეაწუხოს იმ არასასიამოვნო მოგონებებმა, ჯანმრთელობის მხრივ არცერთს საფრთხე არ ემუქრებათ, გადაჭარბებული დოზა არცერთს მიუღია ჯანმრთელობას გისურვებთ! წარსულში დარჩეს ...
- მადლობა — გააყოლა ალავიძემ თვალი თეთრ ხალათში გამოწყობილს და პალატაში შევიდა,
- როგორ ხარ? — დააკვირდა გადაწოლილს, დააკვირდა დაკიდებულ წვეთებს აუჩქარებლად რომ შედიოდა ნიტას ვენაში,
- კარგად ვარ...
- ექიმმა თქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, შეიძლება ელენეს გაახსენდეს ხოლმეო ის ცუდი მომენტებდი რასაც პროცესში ხედავდა, სხვადასხვა წამლები გაქვთ მიღებული... შენ კანაფის ზეთი (T**C ზეთი) ჩაგიყარეს, შედარებით ნაკლებად საშიშია, სიცილს დროის არევას და მსგავს რამეებს იწვევს თურმე, აი ელენემ ექსტაზი (M**A) მიიღო ეიფორია, ენერგია, სიახლოვის განცდა, სიყვარულის აბივით უცნაური რამ და შეიძლება რომ რაღაცეებს დამახინჯებულად ხედავდაო, აი მაგალითად, საწოლი რომ დადის ან რაღაც მსგავსი,
- მალე გადაუვლის იმედია,
- არაფერიაო ექიმმა, დიდი დოზები არ დაგილევიათ,
- ვერაფრით ვიგებ ეს რატომ გააკეთეს? რის გამო კი მაგრამ? თავადაც კი არსად წასულან, ასეთი უგუნრები როგორ არიან?
- მათ ვერაფერს დაუშავებ, დამოკიდებულება აქვთ, ვერაფერს უზამ არ მისცემ და ჭკუიდან გადავლიან, განწირულები არიან,
- სხვებს რაღას ერჩიან?! არაფერი დამიშავებია მათთვის რომ მსგავსი რამ გაეკეთებინათ,
- დამშვიდდი, არ უფიქრიათ იმაზე რომ ახალბედებისთვის ეს სრული კოშმარი იქნებოდა, მათი ჭკუით კაიფში მყოფებს ისევე დიდ სიამოვნებას იღებდით, როგორსაც ისინი,
- რეებს აკეთებდნენ ერთმანეთში, არაფერი მახსოვს მაგრამ ზოგჯერ რომ გამახსენდება, სრული კოშმარი იყო! — სდიოდა ცრემლები ულევად ნიტას, ახლა ნარკოდამოკიდებული ეგონა საკუთარი თავი, ისე დამცირებულად გრძნობდა თავს, თვალებში ვერ უყურებდა უტას
- ახლა რა იქნება?
- როგორ ლაპარაკობ? შენ მომხმარებელი ხოარ გგონია თავი? ეს არაფერი იყო, წვენი დალიე და უბრალოდ დაგათრო, მეტი არაფერი! ყველაფერი გადაივლის და ეს დღეც აღარასდროს გემახსოვრება! ჭკუასაც ისწავლი რომ როგორი უცოდველი სახეც არ უნდა ჰქონდეთ აღარავის აჰყვე სახლში!.. ნუღა ტირი საკმარისია, უკვე კარგად ხარ...
- არ შემიძლია, როცა ვიხსენებ
- ნიტა ნუ იხსენებ!
- ვერასდროს დავივიწყებ! საკუთარი თავი მძულს, ღლაპ ბავშვებს თავი როგორ ვერ დავაღწიე?! როგორ ვენდე მიუხედავად იმის რაც შესვლისას დავინახე? როგორ დავლიეე! ჯობდა დავმხვრჩვალიყავი ვიდრე დამელია,
- სისულელეებს მორჩი! გულუბრყვილობასაც! ის დღე აღარ არსებობს კარგი?! სამუდამოდ დაივიწყე, როგორ შევძლებ დაძინებას? ელენეს ძმა ჩამოვიდა, შეყვარებული გაუშვა ელენეც მასთან მიდის. მაგრამ მე? გოგონებიც წავიდნენ, რას ვიფიქრებდი რომ ასეთი რამ გადამხდებოდა? წამით არ მოვიხედებოდი უკან ისე წავიდოდი აქედან.
- წინასწარ ნურაფერზე ფიქრობ დაწყნარდი... და უკვე ნუღარც წარსულს მისტირი, ძლიერი გოგო ხარ— მიეფერა სახეზე ატირებულს, ძლიერად ჩაჭიდა მის ხელს ხელი ნიტამ და თვალები ძლიერად დახუჭა...
....
- ყველაფერი კარგადაა! ცოცხლები ვართ, ხელი გვაქ ფეხი გვაქ. დავთვერით და გამოვედით, მაგრამ თუ კი მათ სადმე კიდევ წავაწყდები, ვფიცავ სათითაოდ დავხოცავ — ზიზღით დაიქირქილა, ელენემ დააწყნარა ვირტუალურად დაქალი. მოავლო გვერდიგვერდ მდგარ წყვილს თვალი,
- სად უნდა წასულიყვნენ? — გაოცებული შეაჩერდა უტას ნიტა,
- გგონიათ კიდევ აქ გაჩერდებოდნენ მას შემდეგ რაც თქვენ ადგილზე არ დახვდით? — კბილებში გამოცრა არჩემაშვილმა და მათი სახლის წინ დოინჯებითა და ბრაზით ჩამოდგა, დააკვირდა აკონკილ კორპუსს, მისი სიძველით, რომ გამოირჩეოდა თითქოს ქარი დაუბერავდა და ისიც ნაცარტუტად იქცეოდა. მათ საუბარსა და უსაფუძვლო ლოდინში, გვერდზე კორპუსიდან სახლიდან ქალმა ძველებური ხალიჩა აივანზე გაჭირვებით გაფმოაფინა და მის დაბერტყვას საქმიანად შეუდგა, თვალი კი უცნობი ახალგაზრდებისთვის დაებჯინებინა ინტერესიანად. აიხედს ხმაურზე არჩემაშვილმა, ერთხანს დააკვირდა და მისგანაც ინტერესი, რომ იგრძნო ერთბაშად მიმართა
- ქალბატონო, აქ რამდენი ახალგაზრდა ცხოვრობს ხომ არ დაგინახავთ? სად გაუჩინარდნენ დღეს?
- რავიცი და? დღიურად ქირავდება მაგ სახლი და ეტყობა წავიდნენ უკვე, ჩვენი მეზობელი აქირავებს დღიურად, თანხას იღებს და გასაღებს კარში უტოვებენ, ქირაობა თუ გინდათ კი აწერია კარს ნომერი თვითონ
- არა, არა, არ გვინდა, კარგი მადლობა,— დაუქნია თავი უკმაყოფილომ მაგრამ მაინც გაუღიმა მცირედად ქალს, რომელმაც დაასრულა იმ წუთშივე ფერთხვა,
- სადაც არ უნდა ვნახო, იქ ვაზღვევინებ მაგ ღლაპებს! — ბრაზისგან ბოლი ასდიოდა ელენეს, იმუქრებოდა უსაფუძვლოდ, მგზნებარედ.
- კარგი, სასტუმროში დავბრუნდეთ მაშინ...— ისე ჩაჭიდა ელენეს ხელი ქებაძემ თითქოს რამისგან დაიცავდა, ან კი თითქოდ მარტოობის შეეშინა, გრძნობდა უჭირდა ხედვა, თვალის გახელა, ძლიერ კაეშანსა და უსიამოვნობას გრძნობდა სხეულში რიდით შეხედა ელენემ მის ხელს, დაბალ ხმაზე თითქმის თავისთვის დაიჩურჩულა,
- მე ჩემს ძმასთან მივდივარ ნიტა ხომ იცი? ჩემი დროც ამოიწურა, მეტს აღარ შემიშვებენ სასტუმროში, — მოკრძალებულად შეხედა, ისე უცნაურად თითქოს მათ შორის დიდი ბარიერი გაედოთ და ძველებური ურთიერთობა შეებრკოლებინათ მისთვის
- ხო გამახსენდა! — უმალ უშვა ხელი,
- თუ რამე დამირეკე შენთან გავჩნდები, თავს გაუფრთხილდი კარგი?
- შენც — სუსტად ამოილპარაკა ქებაძებ, ძალები ერთბაშად გათანგვოდა, მაგრამ მაინც ძლიერად იდგა ფეხზე, მისი ხმაც დასუსტებულიყო, გული უძგერდა გამალებით, უხეში დარტყმებით, მოეწყინა, სახე ჩამოღვენთოდა თითქოს. აქამდეც შეემჩნია ალავიძეს მისი ეს მდგომარეობა, მაგრამ ჩათვალა რომ ელენეს წასვლის გამო ღელავდა ასე და იმ სტრესის გამი ხდებოდა მისი მსგავსი ცვლა, რაც გადაეტანა
- ნიტა — მობრუნდა უკვე შორს მყოფი, წამით იმედებით აივსო ქებაძე, ეგონა გადაიფიქრებდს მისი დაქალი მის მარტო დატოვებას
- ზეგ მიდიხარ ხომ? — არასასიამოვნო კითხვაზე ჩამოყარა ყურები ნიტამ
- კი, რეპეტიციები მეწყება,
- კარგი მანამდე გნახავ... — ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა შეძლებისდაგვარად თამამად და ბიჭებს ხელი დაუქნია მკრთალი ღიმილით,
- მადლობა, რომ გამოგვყევით... მე სასტუმროში ჩემით წავალ არ მოგაცდენთ, — აჰხედა გვერდზე მდგომს, ერთხანს შეაჩერდა სიამოვნებით , იდუმალი აღტაცებით უჭვრეტდა ამ დინჯსა და სერიოზულ , თავდაჭერილ და ძლიერ ადამიანს, დააკვირდა მის შავ თვალებს, სასიამოვნოდ, რომ უმზერდა.
- გაგიყვან...
- არ შეუწუხდე! საკმარისია, ისედაც ჩემი პრობლემები მოგახვიე თავს, ძალიან მრცხვენია... ასეთი სისულელე არასდროს მომსვლია...
- ბევრი სისულელე მოგსვლია, დამიჯერე,
- ასეთი ხომ არა? — გაეღიმა მცირედ ნიტას
- შეგიძლია თამამად თქვა რომ ყველაფერი გამოცადე ცხოვრებაში და ძლიერი გოგო ხარ — ღიმილით გადაუწია ყურსუკან თმა, დააკვირდა მის დამძიმებულ თვალებს ძლივს, რომ ახელდა ქებაძე, სახეზე მიმიკების გამოსახატავადაც კი სჭირდებოდა ძალა, მაგრამ მიუხედავად სისუსტისა მაინც თბილად, მაინც პატივისცემით უღიმოდა ალავიძეს,
- უტა მე მანქანაში დაგელოდები — ღიმილით ჩაეჭრა არჩემაშვილი მათ შემყურე, ბოლოჯერ დააკვირდა უტას მზერას კმაყოფილი და ადგილი დატოვა,
- წამოდი, დაგტოვებ სასტუმროსთან, — ჩაჭიდა ნაზად მის თლილ ცივ თითებს ხელი უტამ და დაჰხედა თან, უჩვეულოდ რომ მიიღო ასეთი გაყინული თითების ქონა
- არა, არა... მართლა რაც ჩემთვის გააკეთე არ გეყო? მიხედეთ საქმეს მე კარგად ვარ. თან არც შორს ვართ ცოტას გავისეირნებ გონებას გავფანტავ, იქნებ სხვა რამეზე ვიფიქრო ცოტახანს.
- ნიტა...
- მართლა... მადლობა, — ძლიერად დახუჭა თვალები წამით, უტას ხელებს თვითონ მიეფერა, ანიშნა მადლიერება, დაემშვიდობა დაიწყო სვლა მდორე ნაბიჯებით, შიშით გეგონება ფეხქვეშ ნიადაგი წამიერად გამოეცლებოდა და მის უფსკრულში ჩაკარგვის ეშინიდა. დააკვირდა ალავიძე, გაეღიმა ქალის სიჯიუტეზე და თავადაც მოზომილი ნაბიჯებით აედევნა უკან... თითქოს შეშინებული ადამიანის გამახვილებული ალღოთი იგრძნო ქებაძემ, რომ უტა მას აედევნა, გახედა წამით, გადააქნია უძალოდ თავი ღიმილით
- უტაა... ხომ გითხარ....
- არაფერს ვაკეთებ, ჩემთვის ვსეირნობ, ხომ ვერ დამიშლი არა? — შეიცხადა უკმაყოფილოდ და ხელით ანიშნა ქალს გზა განეგრძო, მცირედ გააქნია ნიტამ თავი გაეღიმა მხოლოდ და განაგრძო გზა მეტად მშვიდად, მეტად დაცულად, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე გრძნობდა სიმძიმეს კიდურებში, სქელ ბლანტს, რომელიც სიარულის საშუალებას არ აძლევდა, ერთიანად ატრიალდა დედამიწა თითქოს, ადგილზე შედგა, შეცბა, თითქოს ეცადა რამე ეპოვა ხელებით რომ დაყრდნობოდა, რომ არ წაქცეულიყო, მაგრამ გარშემო არაფერი იყო დაუბნელდა თვალს და უძალოდ მოსწყდა ადგილს, ჩაესვენა ალავიძეს მკლავებში უილაჯოდ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent