შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია 22 თავი


დღეს, 04:27
ავტორი ნეაკო
ნანახია 50

სახლში დაბრუნებისთანავე მარიამი მოიკითხა კახამ და როცა აივანზე მყოფი გოგონა დაინახა მაშინვე გარეთ გავიდა და თავზე წამოადგა.
მისმა უცნაურმა ქცევამ მარიამი დააბნია, ამიტომ გაუბედავად ჰკითხა:
-რამე მოხდა? გეგა ხომ კარგადაა?!
-კარგადაა!
-მაშინ ასეთი აღელვებული რატომ ხართ?
-შენ როგორ ფიქრობ?
- ...
-რა ხდება კახა?-ვერ მოითმინა სოფომ და აივანზე ისიც გავიდა
-არაფერი!
-რას ნიშნავს...
-დაგვტოვე!
-რაა?!
-ვერ გაიგე რა გითხარი?
-გავიგე!
-მაშინ დაგვტოვე!
-კარგი როგორც გინდა-ნაწყენი ტონით უთხრა სოფომ ქმარს და სახლში უკმაყოფილო სახით შევიდა.
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც მოულოდნელად მარიამის მშვიდმა ხმამ დაარღვია:
-ჩემ გამო ხართ... ასეთი გაღიზიანებული?!
-სწორად მიხვდი!
- ...
-მარიამ!
-რა უნდა, მითხარით და გავაკეთებ!
-მეგონა შემეწინაადეგებოდი
-ნეტავ შემეძლოს...
-ჩვენ შენი მტრები არ ვართ შვილო
-ვიცი-სლუკუნით უთხრა მარიამმა და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა- მაგრამ არც ჩემი ოჯახი ხართ!
-ვართ შვილი... მაგრამ... შენ ვერ ხვდები ამას!- მკაცრი ტონით უთხრა კახამ და სევდიანად გაუღიმა
- ...
5
-კარგი! მოკლედ, გეგას შენი ნახვა უნდა!
-გასაგებია...
-ამიტომ შემდეგ შეხვედრაზე...
-ციხეში აპირებთ ჩემს წაყვანას! მინდა მე ეს თუ არა-მისი გაწყვეტილი წინადადება დაასრულა მარიამაა და წამიერად მზერა გაუსწორა- სწორად გავიგე?!
-ასეა!- დაეთანხმა კახა და ოდნავ უკან დაიხია- მაგრამ ამას იმიტომ არ ვაკეთებ შვილი რომ შენ გული გატკინო, უბრალოდ მინდა რომ შენ და გეგამ ურთიერთობა დაალაგოთ რამენაირად.
-მესმის...
-ძალიან კარგი! იმედია მე და შენ, ამ უსიამოვნო თემაზე ლაპარაკი აღარ მოგვიწევს!- გამაფრთხილებელი ტონით წარმოსთქვა კახამ და მაშინვე მიტრიალდა
-ნუ ღელავთ...-ტირილის ნოტებ შეპარული ხმით უთხრა მარიამმა და როგორც კი სახლში შევიდა კახა მაშინვე ატირდა.
6
საბედნიეროდ ვაჩე ბაღში იყო, ამიტომ რამდენიმე საათის განმავლობაში ოთახში შეიკეტა და იქამდე არ გამოვიდა სანამ წასვლის დრო არ მოვიდა.
-მარიამ?! - შეაჩერა სოფომ, როცა მისი ტირილისგან დაწითლებული თვალები შეამჩნია-შენ რა იტირე?
- ...
-რა გითხრა კახამ ისეთი, რომ ამ მდგომარეობაში ჩაიგდე თავი?
- ...
-მარიამ! შენ გელაპარაკები არ გესმის?!
- ...
-კარგი, ახლა შენთან ჩხუბის თავი არ მაქვს! ოთახში დაბრუნდი! წავალ და ვაჩეს მე მოვიყვან!
-კარგი, როგოც გინდათ- მორჩილად უთხრა მარიამმა დედამთილს და მაშინვე ოთახში შეიკეტა.
7
საბედნიეროდ ვაჩე ბაღში იყო, ამიტომ რამდენიმე საათის განმავლობაში ოთახში შეიკეტა და იქამდე არ გამოვიდა სანამ წასვლის დრო არ მოვიდა.
-მარიამ?! - შეაჩერა სოფომ, როცა მისი ტირილისგან დაწითლებული თვალები შეამჩნია-შენ რა იტირე?
- ...
-რა გითხრა კახამ ისეთი, რომ ამ მდგომარეობაში ჩაიგდე თავი?
- ...
-მარიამ! შენ გელაპარაკები არ გესმის?!
- ...
-კარგი, ახლა შენთან ჩხუბის თავი არ მაქვს! ოთახში დაბრუნდი! წავალ და ვაჩეს მე მოვიყვან!
-კარგი, როგოც გინდათ- მორჩილად უთხრა მარიამმა დედამთილს და ოთახში შეიკეტა.
....
8
საშინლად გაბრაზდა გეგა როცა მარიამი დაინახა.
-თვალებზე რა გჭირს? შენ რა მთელი ღამე ტიროდი?-მიახლოებისთანავე ჰკითხა და მაგიდასთან მის მოპირდაპირედ დაჯდა
- ...
-იმდენად გეზიზღები რომ...
-არ მეზიზღები!
-მართლა?
- ...
-შენი თვალები სხვა რამეს მეუბნებიან
-მეცოდები! მაგრამ შენზე მეტად საკუთარი თავი მეცოდება! რადგან მეც ამ კედლებში ვარ გამომწყვდეული შენთან ერთად!
სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა ბნელ ოთახში, რომელიც მოულოდნელად გეგას მშვიდმა ხმამ დაარღვია
-მარიამ! ცოლად რატომ გამომყევი?
- ...
-ფულის გამო?
- ...
-მითხარი!
- ...
-!?
9
-მეგონა გიყვარდი-სლუკუნით უთხრა სასოწარკვეთილმა გოგონამ და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა.
-მიყვარხარ! -დაუფიქრებლად უთხრა გეგამ და სახეზე ნაზად მოეფერა
-არა არ გიყვარვარ...
-კარგი რა მარიამ... მორჩი ამ სისულელეების ლაპარაკს და მითხარი ვაჩე როგორააა?!
-კარგადაა
-მამას კაცი! შემდეგ მოსვლაზე ისიც მოიყვანე
-კარგი!
-ესე იგი ისევ მოხვალ ჩემს სანახავად?!
-მოვალ!
-რატომ?!
- ...
10
-იმიტომ რომ მე მინდა რომ მოხვიდე!- თავის დასმულ კითხვას, თვითონვე უპასუხა გაღიზიანებულმა ბიჭმა და ბოროტულად გაეღიმა- ალბათ ერთი სული გაქვს ციხიდან როდის გამოვალ რომ დამშორდე...
- ...
-მაგრამ მე სხვა გეგმები მაქვს!
- ...
-გეგა!
-მინდა რომ კიდევ ერთი შვილი გვყვავდეს...
-რას ბოდავ-ხმასთან ერთად მთელი სხეული აუკანკალდა მარიამს ნერვიულობისგან
-შევიცვლები! გპირდები!- გამომწვევი ტონით უთხრა გეგამ და ხელი დაუჭირა
-ავად ხარ, მკურნალობა გჭირდება-ზიზღით უთხრა მარიამმა და აღელვებული ფეხზე წამოდგა.
11
-დაჯექი!- მბრძანებლური ტონით გეგამ და სუსტ მაჯაზე ხელი მტკივნეულად მოუჭირა. მარიამი მის სურვილს დაემორჩილა მაგრამ დიდხანს ვერ მოითმინა ეს დამცირება ამიტომ ჩამწყდარი ხმით უთხრა
-გამიშვი!
-იფიქრე იმაზე რაც გითხარი!
-მტკივა!
-დრო ამოიწურა-გაისმა უცებ.
-მარიამ!
-უნდა წავიდე!- საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა გაღიზიანებულმა გოგონამ დაძაბულ ბიჭს და მასთან ერთად ფეხზე წამოდგა მაგრამ მისი მარწუხივით შემოჭდობილი თითებისგან მაჯის დახსნა ვერ შეძლო
-ახლა გაგიშვებ... რადგან სხვა გზა არ მაქვს-გამოსცრა კბილებში უეცრად გეგამ და მუქარანარევი ტონით გააგრძელა ლაპარაკი- მაგრამ როგორც კი ციხიდან გამოვალ ისევ ჩემი გახდები!
-გეგა გთხოვ- შეეხვეწა მარიამი
-რას მთხოვ?
-ასე ნუ იქცევი
-როგორ ვიქცევი?-თავი გამოიშტერა გეგამ და სანამ დაბნეული გოგონა კიდევ რამეს ეტოდა ტუჩებში ვნებიანად აკოცა.
...
12
მომხდარის გამო თავს საშინლად გრძნობდა მარიამი, მაგრამ ბაღში წასვლის უცილებლობამ, ფეხზე მყარად დგომა, ცრმელების გარეშე აიძულა. შესრულდა თუ არა 5 საათი მაშინვე საბავშვო ბაღისკენ გაეშურა რადგან შინ არავინ იყო, მის გარდა ვერავინ შეძლებდა ვაჩეს გამოყვანას ბაღიდან. უეცრად თავსხმა წვიმა წამოვიდა. სახლში მიტრიალება და ქოლგოს აღება დააპირა მაგრამ ბაღში მისასვლელი დრო აღარ რჩებოდა, ამიტომ ავტობუსის გაჩერებისკენ მიმავალი გზა გააგრძელა. უეცრად წვიმა გაძლიერდა. ძალიან შესცივდა მარიამს, რადგან მთლიანად დასველდა, მაგრამ სხვა არაფრის გაკეთება არ შეეძლო გარდა წინ სიარულისა. სციოდა და კანკალებდა, თან ტიროდა, მაგრამ მაინც წინ მიიწევდა!!! ვერავინ ამჩნევდა მის ცრემლებს და ამიტომ გადაწყვიტა მთელ გზა ასე გაივლო ტირილი არ შეეწყვიტა მაგრამ... მოულოდნელად სრულიად ცარიელ ქუჩაზე, ცენტრალური გზიდან მაღალი სიჩქარით მომავალმა მანქანამ შემოუხვია, რომელიც მის გვერდით მკვეთრი დამუხრუჭებით გაჩერდა.
13
საშინლად დაიძაბა მარიამი როცა მოულოდნელად მძღოლმა ფანჯარა ჩასწია და ისე რომ მისთვის არ შეუხედია უთხრა ,,დაჯექი" მერე კი ისევ ასწია.

დიდხანს... ძალიან დიდხანს იდგა მარიამი ერთ ადგილზე მიყინულივით და თვალის მოუშორებლად უყურებდა მზღოლს რომელიც მოთმინებით ელოდებოდა მის გადაწყვეტილებას.
14
ძალიან გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება მარიამს, მაგრამ ბუნების სისასტიკემ და აიტანელმა სიცივემ მისმიერ ,,შეცდომის დაშვების უფლება" განაპირობა.

ჩაჯდა თუ არა მანქანაში მარიამი, ალექსმა მაშინვე გათბობა ჩართო და თავისი ქურთუკი გაუწოდა შემოსაცმელად.
-მადლობა-ჩამწყდარი ხმით უთხრა მარიამმა და მორიდებით გამოართვა. ალექსმა არაფერი უპასუხა. აკანკალებულმა გოგონამ ქირთუკი ჩაიცვა და ელვა შესაკრავი ბოლომდე ასწია.
ნაცნობმა სურნელმა წამიერად გონება გაუბინდა.
ალექსმა მანქანა ადგილზე მოატრიალა და მთავარ გზაზე სწრაფად გავიდა, მაგრამ როგორც კი მარიამის თვალებს გადააწყდა სარკის გასწორებისას მაშინვე შეანელა სვლა.
15
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა მინებ დაბურულ მანქანაში რომელიც რომელიც მოულოდნელად ალექსის მშვიდმა მანქანამ დაარღვია.
-მარიამ...ცუდად გამოიყურები... ვაჩესთან ასეთ მდგომარეობაში არ მიხვიდე
-კარგად ვარ, თითქმის გავთბი
-თვალებზე გეუბნები...
-ავუხსნი!
-ჯერ კიდევ კანკალებ!
-გადამივლის
-დაგელოდებით, თუ წინაადეგი არ იქნები რა თქმა უნდა
-მადლობა, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია შენთვის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent