მე მიყურე! მეოთხე თავი
სამსახურის შემდეგ, გადაღლილს, ყოველთვის ჰქონდა თავისი კომფორტის ზონა არჩეული — პატარა, მყუდრო კაფე, ნელი და გემოვნებიანი მუსიკით. იმ დღეს მისი ქორწინების ექვსი წლის იუბილე იყო. იმ ქორწინების, რომელსაც სიყვარულის გარდა, საფუძველი ჰქონდა მიკრული. ხასიათი წაუხდა დაჩის. ვისკი შეუკვეთა და იმ ადგილას დაჯდა, სადაც ყოველთვის იჯდა ხოლმე. იმ დღეს პირველად ნახა პატარა, შეშინებული გოგო, გრძელი, ყავისფერი, ხუჭუჭა თმით. შემთხვევით თავისი შეკვეთა ზედ გადაასხა. შეეშინდა გოგონას — შეამჩნია დაჩიმ. — ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ... შემთხვევით მომივიდა, არ მინდოდა, — ათას ბოდიშს უხდიდა გოგონა. — არაუშავს, არაფერია, — ისეთი სიმშვიდით ჩაილაპარაკა დაჩიმ, რომ ლიკა თავისდაუნებურად დამშვიდდა. მიხვდა, რომ დაჩი მენეჯერთან არ იჩივლებდა და სიმწრით ნაშოვნ სამსახურს არ დაკარგავდა. რამდენიმე საათი დაჰყო დაჩიმ კაფეში. უყურებდა, როგორ გადაადგილდებოდა მაგიდებს შორის გოგონა, როგორი უბრალო იყო, როგორი ლამაზი და სუფთა თვალები ჰქონდა. ვეღარ მივიდა მასთან ახლოს. ვერ... ან არ უნდოდა... არ გამოელაპარაკა. იმ დღის შემდეგ გოგონა კაფეში აღარ უნახავს. მეორე დღეს ლიკა დაითხოვეს — მხოლოდ იმიტომ, რომ კლიენტთან მოუვიდა შელაპარაკება. თავის დაცვა დასჭირდა. რამდენიმე წლის შემდეგ დაჩიმ ლიკა მეორედ ნახა. კომპანიამ რამდენიმე წარმატებული სტუდენტი სტაჟირებაზე აიყვანა და ერთ-ერთი მათგანი ლიკა აღმოჩნდა. მაშინვე იცნო. თვალებს ისევ შიშით აცეცებდა აქეთ-იქით. „როგორ გაზრდილა...“ — გაიფიქრა გულში, თუმცა არ შეიმჩნია, რომ იცნო. საჭიროდ არ ჩათვალა, სტაჟიორთან წლების წინანდელი შეხვედრა განეხილა. იმ დღის შემდეგ ქალბატონი ციცინოსგან ყოველდღე იგებდა ამბებს სტაჟიორებზე. იცოდა, რომ ლიკა ნიჭიერი იყო და დიდი პოტენციალი ჰქონდა. ოღონდ თვითონაც ვერ ხვდებოდა, როდიდან და რატომ ინტერესდებოდა ასე მისით. ახლა კი ბარის კუთხეში იდგა ლადოსთან ერთად, რომელიც ანკასთან მორიგი ჩხუბის შემდეგ სადაც იყო, აფეთქდებოდა, და უხერხულად აწურულ გოგოს უყურებდა, რომელსაც ოდნავი დაძაბულობაც კი ეტყობოდა. სულ სხვა იყო. იმ პატარა, შეშინებულ გოგოს აღარ ჰგავდა, პირველად რომ ნახა და დამფრთხალი თვალებით აქეთ-იქით აცეცებდა მზერას. მის წინ დახვეწილი, მშვენიერი ქალი იდგა — თავისი მომხიბვლელობითა და ეშხით. რამდენიმე წამით მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. გოგომ სწრაფად მოარიდა თვალები და მეგობრებთან ერთად საუბარი განაგრძო. — რა გჭირს, ?! რას უყურებ დაშტერებული?! — ჰკითხა ლადომ მეგობარს. — ანკას ვუყურებ. რამე არ მიქაროს ან ვინმემ ზედმეტად არ შეაწუხოს. — ვის აბოლებ, შენ?! ორი წლის ბავშვი ხომ არ გგონივარ? ანკას რა მიხედვა უნდა? ეგ იქით გადააჭამს ვინმეს თავს. აღიარე, რომ ლიკას უყურებ?! — სისულელეს ნუ ამბობ. — ძმობას გაფიცებ, რატომ გიტყდება აღიარება? ამხელა კაცი ხარ, მოგეწონა ქალი — რა მოხდა მერე?! თუ უნდა, სულ თიკას მისტირო... — ოცდახუთი წლის გახდა დღეს, მე კი მალე ოცდაჩვიდმეტის ვხდები. ხვდები? მგონი, უნდა ხვდებოდე, რომ ასაკი არ მიწყობს ხელს. — არ მეგონა, ასეთი კომპლექსიანი თუ იყავი. რა იყო, , რომელ საუკუნეში ჩარჩი? გოგომ გითხრა, ასაკი მაბრკოლებსო?! ან ჯერ სცადე რამე და არ გამოგივიდა? — ბევრია თორმეტი წელი, ძმაო? — გამახსენე, შენი ყოფილი ცოლი რა ასაკის იყო, რომ მოიყვანე?! მგონი, ტოლები იყავით, ხომ? თანაც თინეიჯერები... და კი, გიღალატა სხვასთან. — აჰა, შენი ტოლი ქალი... ასე რომ, მიდი, აწიე ტრ..კი და, თუ მოგწონს, რამე გააკეთე. წამო, დაბადების დღე მივულოცოთ. — აი, შენ რომ შეუჩნდები ადამიანს... — მომწონს. მართალი ხარ. თავიდანვე მომეწონა — ექვსი წლის წინ, როცა პირველად ვნახე. მაშინ ბავშვი იყო. ვისკი გადამასხა, გჯერა?! — ჩაიცინა დაჩიმ. — არ არსებობს! ბედია, უეჭველი! — ახარხარდა ლადო. — მომწონს, მაგრამ არ ვიცი... ისეთია... აი, არ გინდა, რომ აწყენინო. ატკინო. ვერ გაუმართლო იმედები... — ხვალ რა მოხდება, არავინ იცის. ადექი ახლა და წამოდი. დაჩიმ ბარმენს ანიშნა. — უკაცრავად, აი, მესამე მაგიდასთან გოგოები რომ არიან, რასაც შეუკვეთავენ, არაფრის გადახდევინოთ. მე გამომიგზავნეთ ანგარიში. — დიახ, ბატონო დაჩი, როგორც იტყვით. — აი, ასე! ,,ახალკაცების,, სიამაყე ხარ! ძმა ხარ! — ზმუოდა ლადო. — წამო, წამო, სანამ გადავიფიქრე. გოგოები მხიარულობდნენ. ლიკასაც მოეხსნა დაძაბულობა — სულ სხვანაირი იყო, ლაღი და თავისუფალი. არ დაანებეს თავი, ცოტა კოქტეილი დაალევინეს. სასმელი ცოტაც კი უცებ ეკიდებოდა, მაგრამ გოგონებს უარი ვერ უთხრა. მისცა თავს უფლება, ცოტა ხნით მაინც გამოერთო ბნელი ფიქრები გონებიდან. — მოგესალმებით, როგორ ხართ?! — მიესალმა ლადო. — გილოცავ, ლიკა! საჩუქარი არ მაქვს ახლა, მაგრამ გამოვასწორებ. იმედია, არ შეგაწუხებთ, თუ შემოგიერთდებით. თან თვალი ანკასკენ გააპარა, რომელიც ეჭვით უმზერდა. — დიდი მადლობა, ბატონო ლადო. დაბრძანდით, რა თქმა უნდა. — ოღონდ „ბატონო“ არა, რა გთხოვ. — გილოცავ, ლიკა, — ხელი გაუწოდა დაჩიმ. ლიკამაც გაუწოდა ხელი. — მადლობა. სხვა სიტყვა არ ყოფილა. — ეს ჩემი დაა, მილა. მილა, გაიცანი დაჩი და ლადო — ჩემი უფროსები არიან. მილას მოეწონა ეს ბიჭები. მათთან უხერხულობას საერთოდ არ გრძნობდა ლიკა .ამიტომაც უფრო მოეწონა .ნდობის ძაფები გაიბა მათ შორის თითქოს . დასხდნენ ერთ მაგიდასთან. დაჩი ლიკას მოპირდაპირედ იჯდა, ლადო — ანკას გვერდით. მხიარულობდნენ. სიტუაცია ისე ბუნებრივად მიდიოდა, რომ დაჩი სასიამოვნოდ გაკვირვებული იყო. ხანდახან თვალს ოსტატურად აპარებდა ლიკასკენ. ლადომაც შეამჩნია, ფაქტზე დაიჭირა ძმაკაცი და მალულად ჩაიცინა. ირგვლივ მშვიდი მუსიკა უკრავდა, წყვილები ცეკვავდნენ. — წამო, ვიცეკვოთ, ჩემო დედოფალო. ოღონდ ფეხზე ნუ დამაბიჯებ, კარგი? — გაეხუმრა ლადო ანკას, რაზეც გოგომ კარგად შეუბღვირა. — არ მინდა. ვის რად უნდა შენთან ცეკვა, პრიმატო? — კარგი, ხომ იცი, არ მწყინს შენგან. მოდი, მოდი. მოჰკიდა ხელი ლადომ ანკას და საცეკვაოდ გაიყვანა. ხელი წელზე მოხვია, იგრძნობოდა მათ შორის ქიმია! დარჩა დაჩი დებთან მარტო. უნდოდა, ლიკასთან ცეკვა, მაგრამ დღეისთვის ეს ზედმეტად ბევრ გადადგმულ ნაბიჯად ჩათვალა. არ უნდოდა მოვლენების დაჩქარება. ბოდიში მოიხადა, ყველას დაემშვიდობა და სახლში წავიდა.უამრავი ფიქრი უტრიალებდა თავში . სახლში მისულს კაბინეტს მიაშურა , უჯრიდან თიკას ფოტო გადმოიღო! ფოტოდან ლამაზი, კეთლი თვალები უმზერდა ,რომელიც ერთ დროს ასე სიყვარულით უმზერდნენ მას..მერე სად წავიდა ეს სიყვარული? იქნებ საერთოდ არც არსებობდა და მას ეჩვენებოდა მხოლოდ .? დარჩა დაჩი თავის აჩრდილებთან მარტო. გონებამ პარალელი გაავლო ლიკასთან , რომელიც საერთოდ არ გავდა მის ყოფილ ცოლს.მაშინ რაღატომ შეადარა? გონება აერია ... ნუთუ შეძლებდა ცოლის აჩრდილი დაევიწყებინა? ნუთუ შეძლებდა ისევ ეწამა სიყვარულის?! — შენი უფროსი კარგი ტიპი ჩანს... ანგარიში გადაიხადა და ადრე წავიდა, უხერხულად რომ არ გეგრძნო თავი ამის გამო. — მრცხვენია ძალიან. არ იყო ვალდებული. — კარგი, ახლა ნუ აიწურე უხერხულობისგან. დავიჭირე რამდენჯერმე, როგორ გიყურებდა... — რას გულისხმობ, მილა?! — ნუ გამოიშტერებ თავს ახლა... გიყურებდა, ლიკ. როგორც ქალს. მეტი როგორ გითხრა? — რა სისულელეა, მილა... — შეიცხადა ლიკამ. — ჩემი უფროსია, ასაკით ჩემზე დიდია, სხვადასხვა ცხოვრება გვაქვს. და კიდევ ათასი მიზეზია. — ლიკა, მისმინე. ოცდახუთი წლის ხარ უკვე. დროა, ვინმე შემოუშვა შენს ცხოვრებაში. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, დაჩი იქნება ეს თუ ვინმე სხვა. — კაცი ნამდვილად არ მჭირდება, რომ ბედნიერი ვიყო... — ყველა ერთნაირი არ არის. მოეფერა ლოყაზე დას. მიუხვდა დის შიშებს, შეუმშრალა ჩამოვარდნილი ცრემლი. არ უნდოდა გაეხსენებინა ის წარსული დისთვის, რასაც ასე გაურბოდა. იცოდა, რომ ატკენდა, მაგრამ ჯობდა, ელაპარაკათ, ვიდრე გულში ჩაემარხა ყველა ფიქრი. — მაპატიე. ხომ იცი, არ მინდა, ცუდად იყო. მე შენთვის ლაღი ცხოვრება მინდა. უბრალოდ, მეშინია, გესმის?! არავის აძლევ მიკარების უფლებას. გახსოვს, კაფეში ერთი ბიჭი რომ შეგეხო ხელზე? შენ პანიკური შეტევა დაგემართა. ამის მეშინია, გესმის? უნდა დაძლიო, მოერიო თავს. ახალგაზრდა ხარ, ჭკვიანი, მომხიბვლელი. ნუ მისცემ წარსულს უფლებას, აწმყო გაგინადგუროს და მომავლის უფლება წაგართვას... — კარგად ვიქნები, გპირდები. მართლა... კაცი ნამდვილად არ მჭირდება. გთხოვ, ნუ ვილაპარაკებთ მეტად ამაზე. თავი აარიდა ამ საკითს ლიკამ . — კარგი, მაპატიე, რა... გთხოვ. ჩაეხუტა დას, რომელიც ასე დაიჩაგრა ყველასგან ცხოვრებაში. — ნახე, რა ბედნიერები ვიქნებით. დედა ჩამოდის ორ თვეში. მე კი არდადეგები დავგეგმე. ბათუმზე რას იტყვი? — ეშმაკურად ჩაილაპარაკა ლიკამ. — მოვრჩე სამსახურის საქმეებს, რაღაც არეულობაა, და მერე წავიდეთ სამივე ერთად. — არის! არის! რა მაგარია! — ყვიროდა მილა ბედნიერებისგან. ორი წელი იყო, დედა არ ენახათ. ორი წელი იყო, არ ჩახუტებოდა დედას — ამ სამყაროში ყველაზე უფრო ტკბილს. ვერ იტანდა ორშაბათს. ძლივს წამოწია ტანი. ფეხშიშველი გაემართა სააბაზანოში. შხაპმა ცოტა გონზე მოიყვანა. მოწესრიგდა. მილა უკვე გასულიყო ადრე. ყავის დალევა მარტო არ უყვარდა. სტიკერი დახვდა მაცივარზე მიკრული. „ლიკ, გავედი ადრე. კოტემ სასწრაფოდ შეგვკრიფა ყველა. მანქანას გიტოვებ, გასაღები მაგიდაზეა. გაუფრთხილდი ჩემს „ჭიამაიას“. მიყვარხარ. მილა.“ გაეღიმა. უყვარდა ეს გოგო ძალიან. დაავლო ხელი გასაღებს და სახლის კარი გამოიხურა. იქ მისულს სრულ ქაოსში დახვდა ოფისი. ანკა გაცხარებული ლაპარაკობდა ტელეფონზე, ლადო დაცვის თანამშრომელს რაღაცაზე ეკამათებოდა. — რა ხდება? გაარკვიეთ რამე? კაბინეტიდან დაჩი გამოვიდა. დაძაბული ჩანდა. — ვარკვევთ. — მშენებლობაზე მუშა დაშავდა. ვარკვევთ, რა მოხდა. მთავარია, კარგადაა. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვს, მაგრამ მგონია, შემთხვევით არ მომხდარა... — წავედით, ლადო. საავადმყოფოში. ანკა, მიხედე აქაურობას და რუხაძეს დაურეკე. მეილზე დოკუმენტები გამომიგზავნოს. წავიდა ლადო და დაჩი. ლიკა ანკასთან ერთად დარჩა. „რატომ არ მომესალმა დაჩი?“ — გაიფიქრა უცებ. „ლიკა, პრობლემები აქვს ახლა და შენს მისალმებაზე ფიქრის დრო კიდევ აქვს?“ — შემოუძახა თავს. მაგრამ მაინც... რატომ დასწყდა გული? ვერ მიხვდა. კაბინეტში შესულს უზარმაზარი თაიგული დახვდა. გაოცდა. ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. კონვერტი გახსნა. „დაბადების დღეს გილოცავ,, დაჩი.“ გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა. რატომ აღელდა ასე? ყვავილები ბევრჯერ გამოუგზავნიათ, მაგრამ არასდროს აუღელვებია ამ ფაქტს . ახლა კი... რა ხდებოდა?! ამოუტივდა გონებაში მილას სიტყვები გიყურებდა ლიკა ! ისევ და ისევ გამიხარდება თუ დააფიქსირებთ თქვენს აზრს ისტორიასთან დაკავშირებით .. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.





