შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანამ ზაფხული დასრულდება (სრულად)


27-08-2026, 20:06
ავტორი MB-stories
ნანახია 1

თავი 1
ქუჩაში ივნისის ბოლო დღეები იდგა. ისეთი მატყუარა, გაწელილი პერიოდი, კალენდარი რომ უსასრულო თავისუფლების ილუზიას გიქმნის. სამი თვე, ოთხმოცდაათი მზიანი დღე და იმდენი თავისუფალი დრო, რომ შეგიძლია საკუთარი ცხოვრება თავიდან, სრულიად სუფთა ფურცლიდან მოიფიქრო.
თუმცა, რეალობა უფრო პროზაული იყო: ივლისის ბოლოს აუცილებლად აღმოაჩენდი, რომ სამი კვირა უბრალოდ საწოლში იწექი, ორი დღე მეგობრებთან ერთად ყავას სვამდი და დანარჩენი დრო ტელეფონის ცივ ეკრანზე თითის უაზრო სქროლვას შეეწირა.
მარიამ ბერიძეს ეს კანონზომიერება ზედმიწევნით ჰქონდა შესწავლილი.
სწორედ ამიტომ იწვა ახლა დივანზე, ფეხები პატარა მაგიდაზე ჰქონდა შემოწყობილი და ლეპტოპის ეკრანს ისეთი სახით უყურებდა, თითქოს იქიდან პირადად მისთვის მომავალი უნდა გამოჩენილიყო.
ეკრანზე გახსნილი ჰქონდა არქიტექტურის ერთ-ერთი ძველი პროექტი.
მეორე მხარეს ტელეფონი ედო. ეკრანზე კი — ანასტასიას ოცდაცხრა გამოტოვებული ზარი.
მარიამმა ბოლოს ტელეფონი აიღო.
— ოცდაცხრა? — ჩაილაპარაკა მარიამმა და წარბი შეჭმუხნა— ადამიანი ხარ თუ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური?
ტელეფონი მაშინვე აწკრიალდა. ანასტასია Calling...
— რა მოხდა? — უპასუხა მარიამმა მშვიდად.
— სად ხარ?
— სახლში.
— რატომ?
— იმიტომ, რომ... ჩემი სახლია?
— მარიამ, სერიოზულად გელაპარაკები.
— მეც.
— ათ წუთში შენთან მოვდივარ.
— არა.
— უკვე გამოვედი.
— ანასტასია.
— რა?
— მე საერთოდ არ მითქვამს, რომ მოდი მეთქი.
— ვიცი.
ზარი გაითიშა. მარიამმა ჯერ ტელეფონს შეხედა, მერე ჭერს და ამოოხვრით ჩაილაპარაკა: „ღმერთო...“
ზუსტად თორმეტი წუთის შემდეგ კარზე ზარი დარეკა.
მეორედ.
მესამედ.
მეოთხედ.
მეხუთედ უკვე მარიამი კარისკენ წავიდა.
— ერთხელ რომ დარეკო, კარს მაინც გავაღებ!
— ვიცი, მაგრამ დრამატული შესვლა მინდოდა.- განაცხადა ანასტასია ქავთარაძემ. იგი ზღურბლზე იდგა, თვალებზე მზის სათვალე ეფარა, ხელში ორი ცივი ყავა ეჭირა და ისეთი იერი ჰქონდა, თითქოს სახელმწიფო საიდუმლოებას მიათრევდა.
მის უკან ანიც იდგა. ანის ერთი ხელი კამერაზე ჰქონდა შემოხვეული, მეორეში კი პატარა ქაღალდის ჩანთა ეჭირა.
— შენც მოხვედი? — მარიამმა ანის შეხედა.
— მე მანქანაში ველოდებოდი, მაგრამ მარტო რომ წამოსულიყო, შემეშინდა, — მხრები აიჩეჩა ანიმ.
— სწორად გეშინოდა, — დაეთანხმა ანასტასია, მისაღებში შეაბიჯა და ყავები მაგიდაზე დაახეთქა
მარიამმა კარი დახურა.
— რა გინდათ?
— შენს ცხოვრებას ვუშველოთ.
— ჩემს ცხოვრებას არაფერი სჭირს.
— ზუსტად ეგ არის პრობლემა.
ანი ჩუმად იცინოდა.
მარიამმა ორივეს შეხედა.
— კარგი. ხუთი წუთი გაქვთ.
— თხუთმეტი.
— შვიდი.
— ათი.
— რვა.
— შევთანხმდით.
— საერთოდ არ შევთანხმებულვართ.
— უკვე შევთანხმდით.
ანასტასიამ ჩანთიდან დიდი, დაკეცილი ფურცელი ამოიღო.
მარიამმა მაშინვე თვალები მოჭუტა.
— ეს რა არის?
— ჩვენი ზაფხული.
— ზაფხული ფურცელში რატომ გაქვს?
— იმიტომ, რომ შენნაირ ადამიანებს თავისუფლებაც ინსტრუქციით სჭირდებათ.
ანი სიცილით დივანზე ჩამოჯდა.
ანასტასიამ ფურცელი მაგიდაზე საზეიმოდ გაშალა გაშალა. ზედ დიდი ასოებით ეწერა:
SUMMER BUCKET LIST
ქვემოთ კი დაახლოებით თორმეტი პუნქტი.
მარიამმა სიას გადაავლო თვალი:
1. მზის ამოსვლის ყურება სანაპიროზე.
2. ღამის ცურვა.
3. სპონტანური მოგზაურობა.
4. მთელი ღამე გარეთ ყოფნა.
5. კარაოკე...
მარიამი აქ გაჩერდა.
— არა.
— ჯერ ბოლომდე არ წაგიკითხავს.
— Karaoke წერია, მე არ ვიმღერებ.
— არავინ გთხოვს. უბრალოდ სხვებს ვაიძულებთ! — დაამშვიდა ანასტასიამ.
მარიამმა ფურცელი ქვემოთ ჩამოწია.
— კიდევ რა გაქვს?
— დილის ექვსზე საუზმე, უცნობ ქალაქში შემთხვევით წასვლა, სანაპიროზე მთელი დღე, ერთი სრულიად დაუგეგმავი დღე...
— ეს უკვე ჩემი კოშმარია.
ანი ფურცელს დააკვირდა.
— ბოლოში კიდევ არის.
მარიამმა წაიკითხა.
„ზაფხულის ბოლოს ისეთი მოგონება უნდა გვქონდეს, რომელზეც ხუთი წლის შემდეგაც გავიცინებთ.“
ამჯერად არაფერი უთქვამს.
— ეს მოგეწონა, ხომ? — შეამჩნია ანასტასიამ.
— უბრალოდ ცუდი არ არის.
— ანუ მოგეწონა.
— ანასტასია...
— ვიცოდი.
მარიამმა ყავა აიღო.
— კარგი. ვთქვათ, გავაკეთეთ. მერე?
— მერე ზაფხული გვექნება.
— ახლა არ მაქვს?
ანი გაეღიმა.
— ახლა შენ სახლში ზიხარ და ძველ პროექტს ასწორებ.
მარიამმა ლეპტოპს გახედა.
ეკრანზე ჯერ კიდევ იგივე ნახაზი იყო.
— ეს პროექტი უნდა დავასრულო.
— ხვალ.
— ხვალაც მაქვს საქმე.
— ზეგ?
— ანასტასია.
— მარიამ.
— მე მართლა ბევრი საქმე მაქვს.
ანასტასიამ ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
— შენ ყოველთვის ბევრი საქმე გაქვს.
მარიამი გაჩუმდა.
ეს უკვე ხუმრობა აღარ იყო.
ანი ფანჯარასთან მივიდა და ფარდა ოდნავ გადაწია.
გარეთ საღამოს მზე იდგა. ივნისის ბოლო დღის თბილი, ოქროსფერი მზე, რომელიც შენობებს შორის ისე იკარგებოდა, თითქოს არსად ეჩქარებოდა.

ანი ფანჯარასთან იდგა და ჩუმად თქვა:
— გახსოვთ, შარშან რა ვთქვით? რომ ეს ზაფხული სხვანაირი იქნებოდა?
— და იმის წინაც, — გაეცინა ანასტასიას.

მარიამმა ისევ ფურცელს დახედა. რამდენი ზაფხული გაფრინდა ასე დაპირებებით, რომ „შემდეგ ჯერზე“ რაღაცას შეიცვლიდნენ, მერე კი ყველაფერს საქმე, დაღლა და ხვალინდელი დღის ჩვეული რუტინა ყლაპავდა.
— კარგი, თანახმა ვარ, — ამოისუნთქა მარიამმა. — მაგრამ წესები მაქვს: არანაირი სიცოცხლისთვის საშიში სისულელე და არანაირი კრიმინალი.
— მარიამ, ზაფხულის გეგმას ადგენ, საერთაშორისო ხელშეკრულებას კი არა!— ჩაიცინა ანასტასიამ.
— და კიდევ ერთი, — მარიამმა კალამი აიღო და ბოლოში თავისი ხელით მიაწერა:
13. არცერთს არ შეუყვარდეს ვინმე.

ოთახში რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ანიმ წარწერას შეხედა, მერე მარიამს. ანასტასიას კი სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაუარა.
— რატომ იცინი? — იკითხა მარიამმა.
— იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, ეს რატომ დაწერე, — გადაიხარა ანასტასია. — იმიტომ, რომ ყველაზე მეტად შენ დაგემართება.
— საერთოდ არ მაინტერესებს! — კალამი მაგიდაზე დააგდო მარიამმა.

მათ ჯერ არ იცოდნენ, რომ ეს პუნქტი მთელი ზაფხულის ყველაზე ირონიული გადაწყვეტილება გახდებოდა და სწორედ აქედან დაიწყებოდა ისეთი ზაფხული, რომლის დავიწყებასაც ვერცერთი მათგანი ვერასდროს შეძლებდა.


თავი 2
მეორე დილით მარიამმა ზუსტად 5:17-ზე გაიღვიძა.
არა იმიტომ, რომ მაღვიძარა ჰქონდა დაყენებული.არა იმიტომ, რომ განსაკუთრებულად მოტივირებული იყო.
არამედ იმიტომ, რომ ვიღაც მის ფანჯარას კენჭებს უშენდა, თითქოს შუშის მიღმა გადარჩენას სთხოვდა.
მარიამმა თვალები გაახილა.
რამდენიმე წამი ჭერს უყურებდა.
კაკუნი ისევ გაისმა.
— თუ ანასტასიაა, — ჩაიჩურჩულა მან, — დღესვე გავყიდი ამ სახლს.
ტელეფონს ხელი დაავლო.
5:18 AM.
კარზე მისვლა არ დასჭირდა.
ფანჯრიდან გაიხედა და ეზოში, დილის ბინდბუნდში მაშინვე დაინახა ანასტასია, რომელიც ეზოდან ხელს უქნევდა.

მარიამმა ფანჯარა გამოაღო.
— შენ ნორმალური ხარ?
— დილა მშვიდობისა!
— ხუთი საათია.
— ხუთი და თვრამეტი. — შეუსწორა ანასტასიამ
— ეს განსხვავებას ქმნის?
— ჩემთვის კი. უკვე თითქმის ექვსია.
მარიამმა თვალები დახუჭა.
— სახლში შემოდი.
— ვერა.
— რატომ?
— ანი მანქანაში მელოდება.
— მაშინ ანიც ამოვიდეს.
— ანის სძინავს.
— და შენ რატომ არ გძინავს?
ანასტასიამ ისეთი სახით შეხედა, თითქოს პასუხი სრულიად აშკარა იყო.
— პირველი პუნქტი.
მარიამმა რამდენიმე წამი ხმა ვერ ამოიღო.
შემდეგ ნელა თქვა:
— მე ეს გუშინ მართლა დავწერე?
— დიახ.
— რატომ?
— იმიტომ, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა.
— ხუთის ნახევარზე?
— მზის ამოსვლამდე განსაკუთრებით ლამაზია.
— შენთვის შეიძლება მაგრამ ჩემთვის ახლა საძინებლის კედელიც განსაკუთრებით მიმზიდველად გამოიყურება.
ანასტასიამ სიცილი დაიწყო.
— ოცდახუთ წუთში ჩამოდი.

ოცი წუთის შემდეგ მარიამი მანქანაში იჯდა. თმა სწრაფად, არეულას ჰქონდა შეკრული, თვალებში ჯერ კიდევ ძილი ეტყობოდა და ხელში ყავა ეჭირა.
— მე თქვენ მძულხართ— თქვა მან.
— მეც მიყვარხარ, — უპასუხა ანასტასიამ.

ანის უკანა სავარძელზე ეძინა.
მარიამმა სარკეში გაიხედა.
— ანი ცოცხალია?
— იმედია.
— სად მივდივართ?
ანასტასიამ მანქანა დაძრა.
— სანაპიროზე.
— კონკრეტულად?
— კონკრეტულად სანაპიროზე.
— ანუ არ იცი?
— ვიცი.
— სად?
— არ ვიცი.
მარიამმა შუბლზე ხელი მიიდო.
— ღმერთო.
ანი უკანა სავარძლიდან წამოიწია.
— რომელი საათია?
— ექვსამდე ათი წუთია.
— ძალიან კარგია.
— შენც რატომ ხარ ასეთი ბედნიერი?
ანი თვალებს იფშვნეტდა.
— იმიტომ, რომ თუ დღეს გადავრჩით, შემდეგი პუნქტი უფრო ადვილი იქნება.
— რომელი?
ანასტასიამ ჩუმად გაიცინა.
— ღამის ცურვა.
მარიამმა მას შეხედა.
— არა.
— ჯერ არაფერი მითქვამს.
— პასუხი მაინც არაა.
მანქანაში რამდენიმე წუთით სიჩუმე ჩამოვარდა.
ფანჯრიდან ქალაქი ნელ-ნელა იცვლებოდა.
ღამის განათებები ქრებოდა და ცისფერი ცა ზემოდან უფრო ნათელი ხდებოდა.
მარიამმა თავი მინას მიადო.
ეს ის მომენტი იყო, როცა ქალაქს ჯერ კიდევ ნახევრად ეძინა. ცარიელი ქუჩები.
ალაგ-ალაგ მანქანების მოძრაობა.
დახურული კაფეები.
და სადღაც შორს, ჰორიზონტთან, ცა ნელ-ნელა ვარდისფერს იღებდა.
— კარგი, — ჩუმად თქვა მან.
ანასტასიამ მაშინვე გაიღიმა.
— რა?
— არაფერი.
— მოგწონს.
— არაფერი მითქვამს.
— მაგრამ სახეზე გაწერია.
მარიამმა თავი გააქნია.
— ერთხელაც დაგახრჩობ.
— ეგ Bucket List-ში არ შედის.

***

სანაპიროზე რომ მივიდნენ, სიჩუმე მეფობდა. ზღვა სრულიად მშვიდი იყო, გრილი ქარი კი სახეში მსუბუქად ეთამაშებოდათ.
ანასტასიამ მანქანა გააჩერა და პირველი გადავიდა.
— გადმოდით!

მარიამმა ფეხსაცმელი გაიხადა და ცივ ქვიშაზე დადგა. ანიმ იქვე კამერა მოიმარჯვა, ანასტასიამ კი ჩანთიდან წინა ღამით ნაყიდი, ოდნავ დაჭ....ტილი კრუასანები ამოიღო.

— ოჰ.
— ხედავ? — ანასტასიამ გამარჯვებული სახით შეხედა. — ღირდა ადგომა.
— ჯერ მზე არ ამოსულა.

— არ გაინძრეთ! — დაიყვირა ანიმ და კადრი დაიჭირა
— ლამაზი ხართ.
მარიამმა ჩაიცინა.
— ეს ფოტო არავის უნდა აჩვენო.
— რატომ?
— იმიტომ, რომ ხუთი საათის შემდეგ გადაღებული ჩემი სახე დანაშაულის მტკიცებულებაა. - ჩაიბუტბუტა მარიამმა,
ანი ისევ იღებდა.
ანასტასიამ მარიამს მხარზე ხელი დაადო.
— გაიღიმე.
— არა.
— ერთხელ მაინც.
— არა.
— მარიამ.
— ანასტასია.
— მარიამ.
— ანასტასია.
— კარგი.
ანასტასიამ უცებ მარიამს გვერდიდან ხელი ჰკრა.
მარიამმა სიცილით უკან დაიხია.
ანი ზუსტად იმ მომენტში იღებდა.
— აი! — თქვა მან. — ესაა.
— რა?
— ნამდვილი ფოტო.
მარიამმა კამერაში ჩაიხედა. სამივე ერთად იყვნენ — თმაარეულები, დაღლილები, მაგრამ ნამდვილები.

მარიამმა ფოტოს რამდენიმე წამი უყურა.
— კარგი ფოტოა.
ანის გაეღიმა.
— ვიცი.
ისინი სანაპიროზე ჩამოსხდნენ.
ანასტასიამ ჩანთიდან სამი პატარა კრუასანი ამოიღო.

მზის პირველი, ოქროსფერი სხივი წყლის ზედაპირზე გადაეშვა.
სამივე გაჩუმდა.
მარიამმა ზღვისკენ გაიხედა.
ოქროსფერი სინათლე ნელ-ნელა გადაეშვა წყლის ზედაპირზე.
ქალაქი უკან რჩებოდა. ხმაურიც. საქმეც.
დარჩა მხოლოდ სამი მეგობარი და ახალი დღე.
— პირველი პუნქტი შესრულებულია, — თქვა ანასტასიამ.
ანი კამერას დახედა.
— ოფიციალურად.
მარიამმა გაიღიმა.
— დარჩა თორმეტი.
ანასტასიამ მაშინვე ტელეფონი ამოიღო.
— ცამეტი.
— რა?
— გუშინ კიდევ ერთი დავამატე.
— რა დაამატე?
ანასტასიამ ეკრანი აჩვენა.
14. შემთხვევით ადამიანებთან დამეგობრება.

მარიამმა რამდენიმე წამი შეხედა.
— არა.
— რატომ?
— იმიტომ, რომ უცნობებთან დამეგობრება ჩემს გეგმებში არ შედის.
ანი ჩუმად იცინოდა.
— ალბათ უბრალოდ კარგი ადამიანები უნდა შეგვხვდნენ.
მარიამმა თავი გადააქნია.
— თქვენ ორს ძალიან მარტივად გჯერათ ადამიანების.
ანასტასიამ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
— შენ კი ძალიან მარტივად არ აძლევ ადამიანებს შანსს.
მარიამმა არაფერი უპასუხა.

ზუსტად იმ მომენტში, შორიახლოს ხმაური გაისმა. სანაპიროზე სამი ბიჭი მოდიოდა — ერთი რაღაცას ემოციურად ჰყვებოდა, მეორე იცინოდა, მესამე კი ტელეფონში იყო ჩაფლული და გარესამყაროს საერთოდ აიგნორებდა.

ანასტასიამ თვალები მოჭუტა. — შეხედეთ.
მარიამმა მაშინვე თქვა:
— არა.
— ჯერ არაფერი მითქვამს.
— მაინც ვიცი, რასაც იტყვი.
ანი უკვე იღიმოდა.
— მგონი ისინი ჩვენი ასაკის არიან.
— შესანიშნავია, — თქვა მარიამმა. — ახლა წავიდეთ.
ანასტასიამ ხელი მოჰკიდა.
— მოიცადე.
— რატომ?
— იმიტომ, რომ...
მან ტელეფონი ამოიღო.
Bucket List გახსნა.
მეთოთხმეტე პუნქტს შეხედა.
შემდეგ სამ ბიჭს.
შემდეგ ისევ მარიამს.
— მგონი დღეს ჩვენი პირველი დამატებითი პუნქტი შესრულდება.
მარიამმა თვალები დაახამხამა.
— რომელი?
ანასტასიამ გაიღიმა.
— უცნობ ადამიანებთან დამეგობრება.

— ანასტასია, არც იფიქრო! — წამოენთო მარიამი, მაგრამ გვიანი იყო — ანასტასია და ანი უკვე მათკენ მიაბიჯებდნენ.
მარიამმა ღრმად ამოისუნთქა და მათ უკან გაჰყვა
მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ეს შემთხვევითი შეხვედრა მთელ ზაფხულს თავდაყირა დააყენებდა. განსაკუთრებით კი ის ერთი ბიჭი — ტელეფონით ხელში , რომელიც რამდენიმე კვირაში ნერვების წყვეტამდე მიიყვანდა.

თავი 3

— გამარჯობა!

სამივე ბიჭი ერთდროულად გაჩერდა, თითქოს ზღვის ჰაერში უცებ რაღაც უხილავ, ელექტრიზებულ ბარიერს წააწყდნენო. მარიამმა იმ წამსვე მწარედ ინანა, რომ ანასტასიას ნაბიჯებს გამოჰყვა და თავისი ნებით შეებიჯა ამ გაურკვევლობაში.

ერთი შეხედვითაც ნათელი იყო, რომ ამ სამეულიდან ყველაზე ქარიზმატული და ხმაურიანი სწორედ ის გახლდათ, ვინც ახლა მათ წინ იდგა. მაღალი, ივნისის მზისგან ოდნავ გარუჯული კანით, შავი, ოდნავ მოშვებული მაისურით და ისეთი თავდაჯერებული, ნახევრად ირონიული ღიმილმაკრული სახით, თითქოს დილის ექვს საათზე, სრულიად ცარიელ სანაპიროზე სამი უცნობი გოგოს გაცნობა მისთვის ჩვეულებრივი, ყოველდღიური რუტინა ყოფილიყო.

— გამარჯობა, — უპასუხა მან. ხმა დაბალი ჰქონდა, ოდნავ ჩახრიწული.

მის გვერდით მდგარმა ბიჭმა ჯერ გოგოებს გადაავლო თვალი, შემდეგ თავის მეგობარს შეხედა და ჩუმად, ეშმაკურად ჩაიცინა. მესამე კი — ისევ ტელეფონის ცივ ეკრანში იყო ჩაფლული, თითქოს გარესამყარო საერთოდ არ ეხებოდა.

ანასტასიამ მარიამს გვერდულად გადახედა. ახლა მე ვილაპარაკებ, — თქვა მისმა გამომეტყველებამ.
მარიამის თვალები კი მხოლოდ ერთ რამეს ღაღადებდა: ღმერთო ჩემო, რატომ მაინცდამაინც მე?

— ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, — დაიწყო ანასტასიამ სრულიად სერიოზული, საქმიანი ტონით.
— არა, — ჩუმად ჩაილაპარაკა მარიამმა და თვალები დახუჭა.
მაღალმა ბიჭმა წარბი ინტერესით ასწია.
— იმედია, უკანონო არაფერია.
— ჯერ არა, — წამოცდა ანასტასიას.
მარიამმა თავი გვერდზე გადაატრიალა და მეგობარს შეუბღვირა:
— „ჯერ არა“ რატომ დაამატე?
— საინტერესოდ ჟღერს, — უცნობმა ბიჭმა ჩაიცინა და ნაბიჯი გოგოებისკენ გადადგა.
— ხომ ხედავ? — ანასტასიამ მარიამს მიუბრუნდა. — უკვე საუბრობენ ჩვენთან.
— იმიტომ, რომ შენ უბრალოდ არ აძლევ მათ არჩევანის უფლებას.

მესამე ბიჭმა ამ დროს ნელა ჩაიდო ტელეფონი ჯიბეში და გოგოებს შეხედა.
— ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ წავიდეთ, თუ ხელს გიშლით.
მის ხმაში ისეთი მშვიდი, გაწონასწორებული ირონია იგრძნობოდა, რომ მარიამს, თავისდაუნებურად, ტუჩის კუთხეში პირველი მსუბუქი ღიმილი გაეპარა.

— არა, პირიქით! — სწრაფად იუარა ანასტასიამ. — ზუსტად სამი ადამიანი გვჭირდება.
სამივე ბიჭმა ერთმანეთს გადახედა.
— რისთვის? — იკითხა შავმაისურიანმა.
— ჩვენი Bucket List-ისთვის.

ორი წამის განმავლობაში სანაპიროზე მხოლოდ ტალღების ნაზი შრიალი ისმოდა. სიჩუმე მეორე ბიჭის ჩაცინებამ დაარღვია.
— თქვენ მართლა გაქვთ Bucket List?
— რა არის ამაში უცნაური? — ანასტასიამ დემონსტრაციულად შემოიწყო ხელები წელზე.
— არაფერი, — თქვა მან. — უბრალოდ...
— უბრალოდ?
— არ ვიცი. ძალიან ორგანიზებულად, ოდნავ ხელოვნურად ჟღერს ზაფხულისთვის.

მარიამმა სწრაფად მიაპყრო მას მზერა.
— ზუსტად!
ბიჭმა მას გადმოხედა, თვალები მოჭუტა.
— შენც ასე ფიქრობ?
— მე საერთოდ არ მინდოდა ამაში მონაწილეობის მიღება.
— მაგრამ მაინც აქ ხარ.
— სამწუხაროდ.
ბიჭს გაეღიმა.
— საინტერესოა.
— რა?
— არაფერი.
— თუ არაფერი იყო, რატომ თქვი?
— შენ ყოველთვის ასე ბევრ კითხვას სვამ?

მარიამი ერთი წამით დააკვირდა მის ნაკვთებს.
— მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანები უაზროდ ლაპარაკობენ.
ანასტასიამ სწრაფად გადახედა ანის. ანი უკვე ხელს აფარებდა პირზე და სიცილს ძლივს იკავებდა.

— კარგი, — თქვა შავმაისურიანმა და ხელები გაშალა. — მგონი, ერთმანეთი უკვე მოგვეწონა.
მარიამმა წარბი ასწია.
— ვინ გითხრა?
— შენს ტონზე მივხვდი.
— მაშინ ცუდად გისწავლია ადამიანების ემოციების კითხვა.
— შეიძლება, — ის ისევ იღიმოდა.

მარიამმა პირველად შეამჩნია, თუ რამდენად მშვიდად, თითქმის სიამოვნებით იღებდა ეს ბიჭი მის უხეშ, ცივ პასუხებს. ეს უცნაური თავდაჯერებულობა უფრო აგიჟებდა და აღიზიანებდა.

— მე სანდრო ვარ, — თქვა მან და ხელი ოდნავ წინ წასწია.
მარიამმა თავი ოდნავ, ამაყად დაუქნია.
— კარგი.
სანდროს ხმამაღლა გაეცინა.
— შენი სახელიც უნდა მითხრა.
— რატომ?
— ელემენტარული ზრდილობის გამო.
— ან შეიძლება უბრალოდ არ გითხრა.
— მაშინ მთელი დღე „გოგოს“ დაგიძახებ.
— ეგეც შეიძლება, ავიტან.
— მარიამია, — ჩაერია ანასტასია და ეშმაკურად გაიღიმა.
მარიამმა მას ისეთი მზერა მიაპყრო, თითქოს ადგილზევე კლავდა.
— მადლობა, ანასტასია.
— ყოველთვის შენს გვერდით ვარ!

სანდრომ სახელი ნელა გაიმეორა, თითქოს გემოს უსინჯავსო:
— მარიამ...
რაღაც უცნაური, თბილი ტონი იყო იმაში, თუ როგორ თქვა ეს სახელი. უბრალოდ სიტყვა იყო, მაგრამ მარიამმა რატომღაც მზერა აარიდა და ზღვას გახედა.

— მე ანასტასია ვარ, — განაგრძო ორგანიზატორმა. — ეს ანია.
— სასიამოვნოა, — მეორე ბიჭმა ხელი ასწია. — მე გეგა ვარ.
მესამემ ბოლოს და ბოლოს თავი აწია ტელეფონიდან, ოდნავ თავი დაუკრა.
— თორნიკე.

— ძალიან კარგია, — თქვა ანიმ და კამერა მოიმარჯვა.
თორნიკემ ისევ ეკრანს დახედა.
— ახლა შეგვიძლია წავიდეთ?
— არა! — ერთდროულად წამოიყვირეს ანასტასიამ და სანდრომ.
ორივემ გაოცებით შეხედა ერთმანეთს.
— რა? — იკითხა ანასტასიამ.
— ჯერ არ ვიცით, რა გვინდა, — უპასუხა სანდრომ.
— ჩვენ ვიცით! — თქვა ანასტასიამ და ჯიბიდან დაკეცილი ფურცელი გაშალა. — პუნქტი ნომერი თოთხმეტი.

გეგამ ფურცელს დახედა და წაიკითხა:
— „შემთხვევით ადამიანებთან დამეგობრება“?
— დიახ.
თორნიკემ ჩაიცინა.
— ეს უკვე მეგობრობაა?
— ჯერ არა, — განმარტა ანასტასიამ. — მაგრამ შეიძლება გახდეს.
— და კონკრეტულად რას გვთავაზობ? — ჰკითხა სანდრომ.
ანასტასიამ თვალები ჭერს მიაპყრო.
— ჯერ არაფერს.
მარიამმა ხმამაღლა, ღრმად ამოიოხრა.
— მაშინ რატომ დაგვაწყებინე ეს სპექტაკლი?
— იმიტომ, რომ ახლა, ერთად უნდა მოვიფიქროთ.
— შესანიშნავი, გენიალური გეგმაა.

გეგამ მარიამს შეხედა.
— თქვენ ყოველთვის ასე დეტალურად გეგმავთ ცხოვრებას?
— სამწუხაროდ, — უპასუხა მარიამმა.
— კარგია.
— რა არის კარგი?
— ჩვენც ზუსტად ასე ვართ.
თორნიკემ თავი დაუქნია, თითქოს მძიმე სიმართლეს აღიარებსო.
— მართლა. სანდრო ყოველთვის ამბობს, რომ აქვს გეგმა, მაგრამ სინამდვილეში არასდროს არაფერი აქვს.
— ტყუილია! — თქვა სანდრომ.
— შარშან ბათუმში მანქანა დაგვეკარგა, სანდრო.
— მანქანა არ დაგვკარგვია!
— სამი საათი ვეძებდით მცხუნვარე მზეში!
— იმიტომ, რომ შენ არ გახსოვდა, სად გააჩერე!
— ზუსტად, იმიტომ რომ შენ მითხარი, აქ დავაყენოთ, გეგმა მაქვსო!

ანიმ ხმამაღალი სიცილი დაიწყო. მარიამმაც, რამდენადაც არ უნდა ნდომებოდა ემოციების გამოჩენა, ვეღარ შეიკავა თავი და გადაიკისკისა.

სანდრომ მაშინვე მას შეხედა.
— შენც იცინი?
— ცოტა.
— კარგია.
— რა არის კარგი?
— მეგონა, საერთოდ არ იცოდი სიცილი.
მარიამი ისევ მყისიერად მოიღუშა.
— უკვე სერიოზულად ნერვებს მიშლი.
— სულ რაღაც ხუთი წუთია მიცნობ.
— სრულიად საკმარისია.
— მაშინ კარგი, დინამიური დასაწყისია.

მარიამმა თვალები გადაატრიალა. ანასტასიამ კი ფურცელი საზეიმოდ დაკეცა.
— კარგი, მოდი ასე შევთანხმდეთ: დღეს მთელ დღეს ერთად გავატარებთ.
— მთელ დღეს? — მარიამმა მაშინვე იკითხა.
— რატომაც არა?
— ჩვენ საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს!
თორნიკემ ხელი ასწია.
— მე სრულიად მხარს ვუჭერ ამ გოგოს არგუმენტს.
გეგამაც თავი დაუქნია.
— მეც.
სანდრომ კი მხრები უდარდელად აიჩეჩა.
— მე წინააღმდეგი არ ვარ.

ანასტასიამ ეშმაკურად გაიღიმა.
— კენჭისყრა!
— რა? — იკითხა მარიამმა.
— ვინც თანახმაა, ხელი აწიოს.

ანასტასიამ ხელი ასწია. ანი — მაშინვე გაჰყვა. სანდრომ — რამდენიმე წამის შემდეგ. თორნიკემ — სიცილით აწია ხელი. გეგამ — ბოლოს, ამოოხვრით.
მარიამმა ხუთ ადამიანს გადახედა, რომლებიც მას უყურებდნენ.
— თქვენ ყველანი სრულიად გიჟები ხართ.
— ეს თანხმობად ჩავთვალოთ? — ჰკითხა სანდრომ და გადაიხარა.
მარიამმა კიდევ ერთხელ ამოიოხრა.
— მხოლოდ ერთი დღე.
ანასტასიამ გამარჯვებულივით ასწია ხელები.
— ერთი დღე!
— და საღამოს ეს ყველაფერი დასრულდება.
— რა თქმა უნდა.
— და არავინ აკეთებს არანაირ სისულელეს!
თორნიკემ სანდროს გადახედა.
— ეგ პირადად შენ გითხრა.
— მე რა დავაშავე?
— ჯერ არაფერი.
— „ჯერ“?
— ზუსტად.

***
ერთი საათის შემდეგ ექვსივე პატარა, ზღვისპირა კაფეს ხის ტერასაზე ისხდა. მარიამი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ერთი საათის წინ ისინი სამი მეგობარი იყვნენ, რომლებიც უბრალოდ მზის ამოსვლას უყურებდნენ. ახლა კი ექვსნი იყვნენ. მაგიდაზე ექვსი ჭიქა ყავა, სამი სხვადასხვა ტიპის საუზმე და ანის კამერა ედო.

ანი ფოტოებს იღებდა. თორნიკე ყოველ კადრში სახეს იცვლიდა და ათასნაირ მანჭვას აკეთებდა.
— ერთხელ მაინც დაჯექი ნორმალურად! — უთხრა ანიმ, თუმცა სიცილს ვერ იკავებდა.
— რატომ? მერე ვინ უნდა გამიცინოს?
— შენ თვითონ იცინი ყველაზე მეტად!
— ეს ჩემი თანდაყოლილი ნიჭია, რა ვქნა.

გეგა მშვიდად სვამდა ყავას და მათ მაიმუნობას უყურებდა. ანასტასია მას მიუბრუნდა.
— შენ ყოველთვის ასეთი ჩუმი ხარ?
— არა.
— აბა?
— როცა საჭირო ხდება, ვლაპარაკობ.
— და ახლა საჭირო არ არის?
— ჯერ არა.
ანასტასიამ რამდენიმე წამი შეჰყურა მის მშვიდ სახეს.
— მომწონს შენი იუმორი.
გეგამ ჭიქა მაგიდაზე დადო.
— მადლობა.
— ეს კომპლიმენტი იყო, თუ ვერ მიხვდი.
— მივხვდი.
— უბრალოდ გაცნობდი.
— მეც გიპასუხე.

ანასტასია წამით გაჩუმდა პირველად მთელი დილის განმავლობაში. მარიამმა ეს დიალოგი გვერდიდან დაინახა და უნებლიეთ გაეღიმა.
სანდრომ ეს წამიერი ღიმილი მაშინვე დააფიქსირა.
— რას იღიმი?
— არაფერს.
— ისევ „არაფერს“?
— დიახ.
— შენ ძალიან ხშირად იღიმი „არაფერზე“.
მარიამმა მისკენ მიაბრუნა მზერა.
— შენ კი ძალიან ხშირად მაკვირდები.

სანდრო რამდენიმე წამით გაჩუმდა, მარიამის პირდაპირ მზერას არ აარიდა თვალი. შემდეგ ნელა გაეღიმა.
— შეიძლება.

ამჯერად მარიამს პასუხი აღარ ჰქონდა. გულში უცნაურმა, უცნობმა სითბომ გაჰკრა და სწრაფად აარიდა თვალი.

ანი კამერით მათკენ შემოტრიალდა.
— არ გაინძრეთ!
— რატომ? — იკითხა მარიამმა.
— ეს კადრიც მინდა გადავიღო.
— რა კადრი?
ანი უბრალოდ იღიმოდა, ობიექტივში იყურებოდა.
— პირველი დღის კადრი.

მათ ჯერ არ იცოდნენ, რომ ეს ფოტო მოგვიანებით თითოეული მათგანის ტელეფონში დაიდებდა ბინას. არ იცოდნენ, რამდენჯერ დაბრუნდებოდნენ მოგონებებით ამ ერთ უბრალო დილასთან. და არც ის იცოდნენ, რომ ექვსი სრულიად შემთხვევითი ადამიანის ეს შეხვედრა ნელ-ნელა გადაიქცეოდა იმ ზაფხულად, რომელსაც ვერცერთი მათგანი ვერასდროს ვეღარ დაივიწყებდა.

მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში ყველაფერი საოცრად მარტივი იყო.
ექვსი ადამიანი.
ერთი სრულიად თავისუფალი დღე.
ზღვის სიო.
დილის მზე.
და Bucket List, რომელსაც წინ კიდევ ძალიან ბევრი, გიჟური პუნქტი ელოდა.


თავი 4
ზაფხულის იმ დილას მარიამმა ერთი უტყუარი ჭეშმარიტება შეიგნო: სამ ბიჭთან ერთად გატარებული ერთი საათიც კი ბევრად უფრო დამღლელი და ქაოსური აღმოჩნდა, ვიდრე სამ მეგობარ გოგოსთან ერთად გატარებული მთელი კვირა.

პრობლემათა იერარქიაში პირველ ადგილს სანდრო იკავებდა — თავისი აუტანელი, მშვიდი ირონიით.
მეორე — თორნიკე.
მესამე — ანასტასია, რომლის ენერგიაც ხშირად ყოველგვარ საზღვრებს სცდებოდა.
გეგა, საბედნიეროდ, ამ ქაოსში ერთადერთ საღად მოაზროვნე, ნორმალურ ადამიანად ჩანდა.

— სად მივდივართ? — ჰკითხა მარიამმა, როცა კაფის გრილი სივრციდან მზით გადახურებულ ქუჩაში გამოვიდნენ.

ანასტასიამ უდარდელად აიჩეჩა მხრები.
— არ ვიცი.

მარიამი ადგილზე გაშტაბდა, წარბები შეიჭმუხნა.
— როგორ თუ არ იცი?
— ჯერ ხომ არ გადაგვიწყვეტია.
— ექვსი ადამიანი ვართ, ანასტასია.
— ვიცი.
— ექვს ადამიანს მკაფიო გეგმა სჭირდება!

სანდრომ გვერდიდან ჩაიცინა, მზერა მარიამზე შეაჩერა.
— არა, ექვს ადამიანს უბრალოდ კარგი განწყობა სჭირდება.

მარიამმა უკმაყოფილოდ გადახედა.
— შენ საერთოდ როდისმე გეგმავ რამეს?
— რა თქმა უნდა.
— მაგალითად?

სანდრომ წამით დაფიქრდა, ტუჩის კუთხეში ჩუმმა ღიმილმა გაკრა.
— ახლა.
— და?
— ახლა ვგეგმავ, რომ არაფერი დავგეგმოთ.

თორნიკემ მხარზე მეგობრულად დაადო ხელი.
— აი, ჩვენი ჭეშმარიტი ლიდერი.
— მადლობა.
— ირონია იყო.
— ვიცი.

ანი მათ უკან ნელი ნაბიჯით მოდიოდა, კამერა თვალთან მიეტანა და ქუჩის კადრებს იღებდა.
— მოდი, აბსოლუტურად შემთხვევითი ადგილის პუნქტი ავირჩიოთ.

ანასტასიას თვალები წამსვე აღტაცებით გაუბრწყინდა.
— შესანიშნავი იდეაა!

მარიამს იმავე წამს აჰკრა განგაშის ზარმა — ეს ძალიან, ძალიან ცუდი აზრი იყო.
— რას ნიშნავს „შემთხვევითი ადგილი“?

ანასტასიამ ქუჩის კუთხეში მდგარ, მტვრიან ავტობუსის გაჩერებას გახედა.
— რომელ ავტობუსსაც პირველს დავინახავთ, იმაში ჩავჯდებით.
— არა.
— რატომ?
— იმიტომ, რომ შეიძლება სრულიად არასწორ, ღვთისგან მივიწყებულ ადგილას აღმოვჩნდეთ!

გეგამ, რომელიც აქამდე ჩუმად მიაბიჯებდა, დაბალი ხმით თქვა:
— ეგ არის მთელი ამ იდეის ხიბლი.

მარიამმა გაოცებულმა შეხედა.
— შენც?
— მე უბრალოდ ვცდილობ გავარკვიო, საერთოდ რატომ მოვედი აქ.

თორნიკემ ხელი ჰაერში ასწია.
— მეც მაქვს ერთი ეგზისტენციალური კითხვა.
— რა?
— ვინმემ იცის, ახლა სად ვართ?

ყველამ ერთმანეთს შეხედა. პასუხი არავის ჰქონდა.
მარიამმა თვალები დახუჭა და ღრმად ამოიოხრა.
— შესანიშნავია.

ოცი წუთის შემდეგ ექვსივე უკვე ავტობუსის სალონში იჯდა, რომელიც რხევა-რხევით მიიწევდა წინ.
მარიამი ფანჯარასთან იჯდა, მის გვერდით — ანი. წინ ანასტასია და გეგა მოკალათებულიყვნენ, ხოლო უკანა სავარძლები სანდროსა და თორნიკეს დაეკავებინათ.

— მე ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, საით მივდივართ, — ჩაილაპარაკა მარიამმა და მინაზე მიყრდნობილ ქალაქის ხედებს თვალი გააყოლა.
— სწორედ ამას უწოდებენ ადამიანები თავგადასავალს, — მოესმა უკნიდან სანდროს ხმა.
— შენ მაინცდამაინც ჩემს უკან რატომ ზიხარ?
— შემთხვევით.
— აქამდე სამი თავისუფალი ადგილი იყო.
— ხოდა, ახლა აღარ არის.

მარიამმა უკან მიიხედა. სანდრო სრულიად მშვიდად იჯდა, იდაყვით ფანჯრის რაფას დაყრდნობოდა და ეშმაკური მზერით უყურებდა.
— შენ ამას განზრახ აკეთებ.
— რას?
— ჩემს ნერვებზე თამაშს.
— შეიძლება, — თქვა მან და თვალი ჩაუკრა.

მარიამმა თავი უკმაყოფილოდ გააქნია. მის გვერდით ანი ჩუმად იცინოდა და კადრებს იღებდა.

ავტობუსიდან ჩამოსვლისას მარიამს პირველად გაუჩნდა ეჭვი, რომ ანასტასიას ლექსიკონში სიტყვა „სპონტანური“ სინამდვილეში „სრულ უპასუხისმგებლობას“ ნიშნავდა.

ანასტასია ქუჩის შუაგულში იდგა, ხელში ტელეფონი ეჭირა და ეკრანს ისეთი გაოგნებული სახით დაჰყურებდა, თითქოს ციფრული რუკა პირადად მას ატყუებდა.

— კარგი... — თქვა ბოლოს.
არავინ უპასუხა.
— კარგი, — გაიმეორა მან, ამჯერად უფრო დაუჯერებლად.

თორნიკემ მძიმე ჩანთა მეორე მხარზე გადაიკიდა.
— ამჯერად რა ხდება?
— მგონი... სწორ ადგილას ვართ.

მარიამმა ირგვლივ მიმოხედა. მარჯვნივ ვიწრო, ქვებით მოკირწყლული ქუჩა იწყებოდა, რომელიც სიმწვანეში ჩაძირული მთისკენ მიუყვებოდა ლანდშაფტს. მარცხნივ ძველი, დროისგან გაფერმკრთალებული შენობები, რამდენიმე პატარა მაღაზია და მყუდრო კაფე იდგა. წინ კი გზა ზღვის ლურჯი ჰორიზონტისკენ ეშვებოდა.

— „მგონი“? — ჩაეკითხა მარიამი.
— დიახ.
— და თუ არ ვართ?
— მაშინ სრულიად სხვა, უკეთეს ადგილას ვიქნებით.
— ანასტასია, შენ უბრალოდ საოცარი ხარ.
— მადლობა!
— ეს კომპლიმენტი არ ყოფილა.
— ვიცი.

სანდრომ ხმამაღლა გაიცინა.
— თქვენ ორნი დიდი ხანია მეგობრობთ?
— ბავშვობიდან, — უპასუხა ანიმ და კამერა ახალ ხედზე დააფოკუსა.
— გასაკვირია.
— რა არის გასაკვირი? — ჰკითხა მარიამმა.
— ანასტასია როგორ გადარჩა.

ანასტასიამ ხელები თეატრალურად გაშალა.
— ხალხო, ცოტა მეტი ნდობა გამოიჩინეთ!

გეგამ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, ეკრანს დახედა და მშვიდად თქვა:
— რეალურად, სწორ ადგილას ვართ.

ყველა მისკენ მიბრუნდა.
— როგორ გაიგე? — ჰკითხა ანიმ.
— GPS რუკაზე ვნახე.

მარიამმა გაოცებულმა ასწია წარბი.
— და ეს თავიდანვე რატომ არ გააკეთე?
— არავის უკითხავს.

თორნიკემ მხარზე ხელი მძიმედ დაადო.
— გეგა, შენ ამ ჯგუფში უდიდესი, შეუცვლელი რესურსი ხარ.
— ვიცი.

მარიამს უნებლიეთ გაეღიმა.
— მგონი პირველად თქვი რაღაც საკუთარ თავზე.
— ნელ-ნელა ვიხსნები, პიროვნულად ვვითარდები.

სანდრომ კმაყოფილად დაუქნია თავი.
— არ ინერვიულოთ, ეს ჩვენი ზაფხულის საუკეთესო დღე იქნება.

მარიამმა ეჭვით შეხედა.
— შენ ამას რატომ ამბობ ისეთი დაჯერებით, თითქოს წინასწარ იცი?
— იმიტომ, რომ ჯერ მხოლოდ დილის ათი საათია.
— და?
— ცუდი და გიჟური რამეებისთვის წინ მთელი დღე გვაქვს.

თორნიკემ სიცილით გადახედა.
— სანდრო, გთხოვ, ერთი დღე მაინც მოიქეცი ნორმალურად.
— ვეცდები.
— ეგ ყველაზე საშიში და საეჭვო პასუხია, რაც შეიძლებოდა გაგეცა.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ავტობუსმა ისინი პატარა, ზღვისპირა სოფელში ჩამოიყვანა, რომელიც საქალაქო ხმაურისა და აურზაურისგან სრულიად ხელუხლებელი ჩანდა.

ზღვა აქ საოცრად მშვიდი, კრისტალურად სუფთა იყო. ნაპირთან პატარა ხის ნავები წყლის ნელ რხევას აჰყოლოდნენ. ქვიშის ნაცვლად სანაპიროს პრიალა, ათასფერადი ქვები ფარავდა, ხოლო ზემოთ, კლდის ფერდობზე, ძველი, ხისალტეებიანი სახლები და პატარა, მყუდრო კაფე გადაჰყურებდა უფსკრულს.

ანი ნაბიჯის გადადგმისას გაჩერდა, აღფრთოვანებული დასცქეროდა ხედს.
— აქ არასდროს ვყოფილვარ.
—არ მე, — აღიარა მარიამმა.

ანასტასიამ გამარჯვებულის იერით ასწია ხელები.
— აი! ზუსტად ამიტომ გვჭირდებოდა Bucket List!
— ეს Bucket List-ის რომელი პუნქტია? — ჰკითხა გეგამ.
ანასტასია წამით დაფიქრდა.
— სპონტანური, უგეგმო მოგზაურობა.
— ანუ შესრულებულად ითვლება?
— ნახევრად.
— რატომ ნახევრად?
— იმიტომ, რომ ჯერ კიდევ წარმოდგენა არ გვაქვს, აქედან უკან როგორ დავბრუნდებით.

მარიამმა მძიმედ ამოიოხრა.
— აბსოლუტურად ნორმალურია შენი გაგებით.

სანდრო გვერდით ამოუდგა და გადახედა.
— ხედავ? უკვე შეეგუე ამ ქაოსს.
— არაფერსაც არ შევგუებივარ.
— სამი საათის წინ ავტობუსში ჩაჯდომაზეც სასტიკ უარს ამბობდი.
— ახლაც უარს ვამბობდი.
— მაგრამ მაინც ჩამოხვედი.
— იმიტომ, რომ ავტობუსი გაჩერდა და სხვა გზა არ იყო.
— ეგ უბრალოდ უმნიშვნელო დეტალებია.

მარიამმა პასუხი აღარ გასცა. სანდროს ეშმაკური ღიმილი უფრო ფართო და თბილი გახდა.

პირველი ორი საათი საოცრად ჰარმონიულად და მშვიდად გავიდა. ისინი სანაპიროზე მდგარ პატარა, ხის კაფეში შევიდნენ, სადაც მხოლოდ რამდენიმე ძველი მაგიდა იდგა.

ხნის მეპატრონემ, ექვსივე რომ დაინახა, გულიანად გაიცინა:
— ამდენი ახალგაზრდა დილაადრიან აქ რას აკეთებთ, შვილებო?

თორნიკემ დაუფიქრებლად უპასუხა:
— არც ჩვენ ვიცით, პატივცემულო.
მეპატრონემ თავი დაუქნია.
— მშვენიერი დასაწყისია.

მათ ცხელი ხაჭაპური, ცივი ლიმონათი, არომატული ყავა და ადგილობრივი, თაფლიანი ნამცხვარი შეუკვეთეს.

სანამ შეკვეთას ელოდნენ, ანასტასიამ მაგიდაზე თითები ნერვიულად დააკაკუნა.
— მოდი, გავიგოთ, ვინ რამდენ პუნქტს შეასრულებს.
— რას გულისხმობ? — ჰკითხა ანიმ.
— Bucket List-ის ბოლოს ქულები დავთვალოთ.
— და გამარჯვებულის პრიზი? — დაინტერესდა თორნიკე.
— ვინც ყველაზე მეტს შეასრულებს, დანარჩენები მის ერთ სურვილს შეასრულებენ.

მარიამმა კატეგორიულად თქვა:
— არა.
— რატომ?
— იმიტომ, რომ შენს გიჟურ სურვილებზე წარმოდგენაც კი არ მაქვს და რისკზე წასვლას არ ვაპირებ.
— სწორედ ეგაა მთელი ამ თამაშის ხიბლი!

სანდრომ ხელის აწევით განაცხადა:
— მე სრულიად თანახმა ვარ.

მარიამმა ეჭვით გადახედა.
— რა თქმა უნდა.
— რატომ „რა თქმა უნდა“?
— იმიტომ, რომ შენ ნებისმიერ სისულელეზე უყოყმანოდ თანახმა ხარ.
— არა. მხოლოდ ხარისხიან, კარგ სისულელეებზე.
— და განსხვავება რა არის?
— ის, რომ ბოლოს ტკბილი და კარგი მოგონება დაგრჩეს.

ამჯერად მარიამი გაჩუმდა. სანდროს ხმის ტონი მოულოდნელად შეიცვალა — მასში რაღაც სიღრმე და სითბო გაჩნდა. ის ერთი წამით აღარ ხუმრობდა.

მარიამმა უხერხულად გადაიტანა მზერა მაგიდაზე.
— კარგი, — თქვა მან, — მაგრამ მკაცრი წესები უნდა გვქონდეს.

ანასტასიამ აღტაცებულმა შემოჰკრა ტაში.
— მარიამი წესებს ადგენს! საბოლოოდ გადავრჩებით.
— პირველი წესი: არავინ აკეთებს ისეთ რამეს, რაც სურვილის საწინააღმდეგოა.
— მეორე? — ჰკითხა გეგამ.
— არავინ ტოვებს ჯგუფს და არ მიდის მარტო.
— მესამე? — ჩაერია თორნიკე.

მარიამი წამით დაფიქრდა.
— ტელეფონები არ უნდა ჩავრთოთ. დღეში ერთხელ მაინც, რამდენიმე საათი სრულად ტელეფონების გარეშე უნდა გავატაროთ.

სამუშაო მაგიდასთან სიჩუმე ჩამოვარდა.
თორნიკემ ნელა, თითქოს ემშვიდობებაო, ჩადო ტელეფონი მაგიდის ცენტრში.
— ეს უკვე ექსტრემალური გადარჩენის შოუა.

ანიმ სიცილი დაიწყო.
— გადარჩები, ნუ ნერვიულობ.
— არ ვიცი, ეჭვი მაქვს.

სანდრომ თავისი ტელეფონი პირდაპირ მარიამის წინ დადო.
— შენც?

მარიამმაც ამოიღო თავისი ტელეფონი.
— მეც.

ექვსივე ტელეფონი მაგიდის შუაგულში აღმოჩნდა. ანასტასიამ სწრაფად გადაუღო ფოტო.
— ეს რა არის? — ჰკითხა მარიამმა.
— მტკიცებულება.
— რისი?
— იმისა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ნორმალურად მოვიქეცით.

ტელეფონების გამორთვიდან ორმოცი წუთის შემდეგ თითქმის ყველას უკვე სინანული იპყრობოდა. განსაკუთრებით თორნიკეს, რომელიც ციფრულ სამყაროს მოწყვეტილი ჩანდა.

— საათი მაინც ხომ არ აქვს ვინმეს?
— არა, — უპასუხა ანიმ.
— აბა, საიდან ვიცით, რამდენი საათია?
გეგამ მხრები აიჩეჩა და ცას გახედა.
— მზის პოზიციას შეხედე.
თორნიკემ ეჭვით ახედა ცას.
— მე ტექნოლოგიურ ეპოქაში დავიბადე, ჩემი ბიოლოგიური საათი არ მუშაობს.
— ხვდები, რა ცუდია ეს? — ჰკითხა ანასტასიამ.
— რა?
— ჯერ კიდევ ორი საათი გვაქვს დარჩენილი.
— საიდან იცი?
— იმიტომ, რომ ასე გადავწყვიტე.

მარიამმა თავი გააქნია.
— საოცარია, როგორ ახერხებ ყველაფრის მტკიცებას ისე, რომ რეალურად არაფერი იცი.
— მადლობა!
— ეგკომპლიმენტი არ იყო.
— ვიცი.

სანაპიროზე დაბრუნების შემდეგ, დროის გასაყვანად, ქვების წყალზე სროლაში შეჯიბრი მოიფიქრეს.

პირველი ხუთი წუთი პროცესი საკმაოდ სახალისო იყო.
მეექვსე წუთზე თორნიკემ განაცხადა:
— ვინც ყველაზე შორს გადააგდებს, ის იგებს.
მეშვიდე წუთზე სანდრომ ეჭვიანად აღნიშნა, რომ თორნიკეს მოგება მხოლოდ შემთხვევითობა იყო.
მეცხრე წუთზე თორნიკემ მეორე ქვა ისროლა, უფრო აზარტულად.
მეათე წუთზე ორივე უკვე პატარა ბავშვებივით კამათობდა.

— ჩემი ბევრად უფრო შორს წავიდა!
— არა.
— კი.
— იმ ქვას ნაკლები სიმძიმე და უკეთესი აეროდინამიკა ჰქონდა!
— ახლა ქვების წონას და ფორმასაც ითვლი?
— შეჯიბრი აბსოლუტურად სამართლიანი უნდა იყოს!
— ჩვენ უბრალოდ ქვებს ვესვრით ზღვას, სანდრო!
— ზუსტად. სპორტული პრინციპების დაცვაა საჭირო.

ანი სიცილით იგუდებოდა მათ გვერდით. მარიამმა კი უცებ, ჩუმად, პატარა, ბრტყელი ქვა აიღო.
— მომეცით.

ორივემ გაოცებულმა შეხედა.
— რა? — ჰკითხა სანდრომ.
— მეც ვითამაშებ.
— დარწმუნებული ხარ?
— რატომ?
— უბრალოდ მაინტერესებს.

მარიამმა ტანი ოდნავ უკან გადახარა და ქვა ისეთი ოსტატობითა და ძალისხმევით ისროლა, რომ ის პირდაპირ წყლის ზედაპირს დაეჯახა და რამდენჯერმე რიტმულად ახტა:

ერთი.
ორი.
სამი.
ოთხი.
ხუთი!

ყველა გაშტაბდა. ქვა ბოლოს წყალში ჩაიკარგა და პატარა წრეები დატოვა.

თორნიკემ გაოცებისგან პირზე ხელი აიფარა. გეგამ მარიამს პატივისცემით შეხედა. ანასტასიამ კი აღტაცებული ყვირილი მორთო:
— მარიამ! აი, ეს იყო საოცრება

სანდრო რამდენიმე წამით ჩუმად იდგა, გაოცებული. შემდეგ თავი დაუქნია.
— კარგი.
— რა?
— შთამბეჭდავი იყო, ვაღიარებ.

მარიამმა უდარდელად აიჩეჩა მხრები.
— უბრალოდ ქვაა.
— ხუთჯერ გადახტა წყალზე.
— და?
— არაფერი. — მას თბილად გაეღიმა. — უბრალოდ არ მეგონა, თუ ასე შეგეძლო.

მარიამმა იმავე წამს მწველი მზერა მიაპყრო.
— კიდევ ერთხელ თუ მეტყვი, რომ რამეს ვერ შევძლებ, ხვალიდან ჩემს Bucket List-ში მხოლოდ შენი დამარცხების პუნქტი იქნება.

სანდრომ ჩაიცინა, თვალები ეშმაკურად გაუჰაეროვანდა.
— მაშინ ხვალაც აუცილებლად შევხვდებით.

მარიამმა პასუხი არ გასცა, მაგრამ ანიმ კარგად დაინახა, როგორ გადაურბინა ტუჩებზე ფარულმა ღიმილმა.

შუადღის ხვატში ყველანი უკვე საკმაოდ დაღლილები იყვნენ. სანაპიროს კიდეზე, დიდ კლდესთან, პატარა ჩრდილი იპოვეს და ქვებზე ჩამოსხდნენ.

ანასტასია ნაპირზე იწვა, თვალები დაეხუჭა. თორნიკე მის გვერდით იჯდა და ჯოხით სველ ქვიშაში რაღაცას ხატავდა. გეგა ჩუმად წიგნს კითხულობდა, ანი კი გადაღებულ ფოტოებს ათვალიერებდა.

მარიამი ზღვის ჰორიზონტს გაჰყურებდა. სანდრო მის გვერდით, ქვებზე დაჯდა.
— დაღლილი ხარ?
— ცოტა.
— ნანობ?
მარიამმა თავი მისკენ მიაბრუნა.
— რას?
— აქ წამოსვლას.
მან ცოტა ხნით იფიქრა, ზღვის ნიავმა თმა სახიდან გადაუყარა.
— არა.
— კარგია.
— შენ?
— მეც არა.
— რატომ?
სანდრომ შორს, ტალღებისკენ გაიხედა.
— იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ზაფხულში, ამ დროს უბრალოდ სახლში ვიქნებოდი და არაფერს გავაკეთებდი.

მარიამს ნაზად გაეღიმა.
— ანუ ეს Bucket List მართლაც მუშაობს.
— შეიძლება.

რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა მხოლოდ ტალღების ხმაური ისმოდა. სანდრომ ქვიშიდან პატარა, გლუვი ქვა აიღო, თითებში დაატრიალა.
— იცი, რა მომწონს შენში?

მარიამმა მაშინვე შეხედა, მზერა დაძაბა.
— არა.
— ის, რომ ყველაფერზე მზა, მკვეთრი პასუხი გაქვს.
— ეგ კომპლიმენტია?
— ჯერ არ გადამიწყვეტია.
— მაშინ ნუ იტყვი.
— უკვე ვთქვი.

მარიამმა თავი გააქნია.
— შენ ყოველთვის ასეთი ხარ?
— როგორი?
— ისეთი, თითქოს ამქვეყნად ყველაფერი უბრალოდ ხუმრობაა.

სანდრო რამდენიმე წამით დაფიქრდა, მისი გამომეტყველება უცბად სერიოზული გახდა.
— არა.

პასუხი ისეთი მშვიდი და მართალი იყო, რომ მარიამმა საუბრის გაგრძელება ვერ გაბედა. სანდროს ისევ გაეღიმა.
— მაგრამ შენთან უფრო მიყვარს ხოლმე ასე ყოფნა.
— რატომ?

სანდრომ პირდაპირ თვალებში ჩახედა.
— იმიტომ, რომ საყვარლად ბრაზდები.

მარიამმა სიცილი ვეღარ შეიკავა, თუმცა სახეზე სიწითლემ გადაუარა.
— აუტანელი ხარ.
— ეს უკვე მეორედ მითხარი დღეს.
— იმიტომ, რომ მწარე სიმართლეა.
— მაგრამ მაინც გამიღიმე.
— სრულიად შემთხვევით.
— კარგი, იყოს ასე.
— ნუ იმახსოვრებ.
— უკვე დავიმახსოვრე და უკან ვერ დავაბრუნებ.

მარიამმა ისევ ზღვისკენ გაიხედა. პირველად იმ დილით, მის გონებაში გაელვა ფიქრმა, რომ სანდრო უბრალოდ ნერვების მომშლელი, აბეზარი ბიჭი არ იყო.

ეს ფიქრი მხოლოდ ერთ წამს გაგრძელდა. მერე ისევ დაიბრუნა თავისი ჩვეული სიჯიუტე.
უბრალოდ ბიჭია. მხოლოდ ბიჭი. არაფერი განსაკუთრებული. სრულიად ჩვეულებრივი... უბრალოდ... ძალიან თბილი და კარგი ღიმილით.

მარიამმა თავი გააქნია, თითქოს ფიქრების გაფანტვას ცდილობსო.
— სისულელეა.
— რა? — ჰკითხა სანდრომ.
— არაფერი.
— ისევ „არაფერი“?
— ჰო.
— შენ ეს სიტყვა ძალიან გიყვარს, ფარივით იყენებ.

მარიამმა გაიღიმა.
— შენც ზედმეტად ბევრი, ცნობისმოყვარე კითხვა გიყვარს.

სანდრომ თავი დაუქნია.
— ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის საინტერესო პასუხებს მაძლევ.

მარიამმა ამჯერად არაფერი უპასუხა, მხოლოდ ზღვის ჰორიზონტს გაუსწორა მზერა.

სადღაც მათ უკან ანასტასიას ხმამაღალი ძახილი გაისმა:
— ხალხო!

ყველა უცბად შემოტრიალდა. ანასტასია ფეხზე იდგა, ცალ ხელში ფურცელი ეჭირა და გამარჯვებულივით ფრიალებდა.
— ახალი პუნქტი მაქვს!

თორნიკემ მძიმედ ამოიოხრა.
— ღმერთო ჩემო, კიდევ რა მოიფიქრა...
— დღეს საღამოს, აქედან ფეხით ავიდეთ იმ მთაზე!

გეგამ წიგნიდან მზერა მოაცილა და მაღალ, მწვანე ფერდობს ახედა.
— რამდენად მაღალია?
— არ ვიცი.
— რამდენი დრო დაგვჭირდება?
— არ ვიცი.
— აბა, რატომ გინდა მაინცდამაინც იქ ასვლა?

ანასტასიას თვალები გაუბრწყინდა.
— იმიტომ, რომ იქიდან საოცარი მზის ჩასვლა გამოჩნდება!

ანი მაშინვე ფეხზე წამოხტა, კამერა მოიმარჯვა.
— მე სრულიად თანახმა ვარ!
თორნიკემ თავი გააქნია.
— მეც მივდივარ.
გეგამ წიგნი დახურა და ჩანთაში ჩადო.
— კარგი, წამოვალ.

ყველას მზერა მარიამზე გადავიდა. მარიამმა თვალი მოავლო მეგობრებს, შემდეგ სანდროს შეხედა. ის არაფერს ამბობდა, მხოლოდ ჩუმად ელოდებოდა მის გადაწყვეტილებას.

მარიამმა ღრმად ამოიოხრა.
— კარგი, წამოვალ.

ანასტასიას სახეზე გამარჯვებულის ღიმილმა გადაურბინა.
— ვიცოდი!
— მაგრამ თუ იქიდან ფეხით უკან ჩამოსვლა სიბნელეში მოგვიწევს...
— მერე რომელიმე მანქანას ვიპოვით!
— ანასტასია!
— კარგი, კარგი, ვხუმრობ.

სანდრო ფეხზე წამოდგა, ტანსაცმლიდან ქვიშა დაიბერტყა.
— მაშინ, დრო არ დაკარგოთ, წავედით.

მარიამმაც გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. იმ წამს პირველად გაიფიქრა, რომ შესაძლოა ანასტასიას მართლაც ჰქონდა ერთი კარგი, გენიალური იდეა. ეს დღე ნამდვილად განსხვავებული და განსაკუთრებული იყო.

მხოლოდ ერთი რამ არ იცოდა:
მათი პატარა, შემთხვევითი მოგზაურობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. და ამ საღამოს, მთის დაბურულ გზაზე, მათ წინ კიდევ ერთი ადამიანი უნდა გამოჩენილიყო — ადამიანი, რომელიც ამ ზაფხულის ისტორიას სრულიად სხვა, მოულოდნელი მიმართულებით წაიყვანდა.


თავი 5

მთისკენ მიმავალი, ვიწრო გზა თავიდან არც ისე ძნელად ასასვლელი ჩანდა.
პირველი ათი წუთი, ყოველ შემთხვევაში.

ბილიკი თანდათან ვიწროვდებოდა, ბარის შორეული, ყრუ ხმაური უკან რჩებოდა და ზღვის ლურჯი სივრცე სულ უფრო მაღლიდან იშლებოდა. მარცხნივ ასწლოვანი ხეების მწვანე კედელი აღმართულიყო, მარჯვნივ კი — ციცაბო ფერდობი, რომლის ძირასაც წყლის კრისტალური ზედაპირი მზის ოქროსფერ სხივებს ირეკლავდა.

ანასტასია წინ მიაბიჯებდა და ყველას აჩქარებდა:
— მალე ბნელდება, ცოტა სწრაფად იარეთ!
თორნიკემ უკანიდან დაუძახა:
— მზე ჯერ კიდევ ცაზეა, სად ჩქარობ?
— სანამ ბოლომდე არ ჩავა, სულ რამდენიმე წუთი გვავს!
— შენ რა, მზეს ეჯიბრები?
— შეიძლება! — გადაძახა ანასტასიამ.

გეგამ საათს დახედა, რომლის არსებობაც ახლახანს გახსენებოდა და მშვიდი ხმით თქვა:
— რეალურად, დაახლოებით ორმოცდახუთი წუთი გვაქვს სრულ დაბნელებამდე.
ანასტასიამ გამარჯვებულივით გაიღიმა:
— ხედავთ? ზუსტად ამას ვამბობდი.
მარიამმა უკან მიიხედა:
— გეგა, რატომ ეხმარები?
— არ ვიცი.

სანდრო მის გვერდით მიაბიჯებდა, მსუბუქი ნაბიჯით.
— შენ ყოველთვის ასეთი უკმაყოფილო ხარ?
— საერთოდაც არ ვარ.
— ხარ.
— არა.
— ხარ.
— სანდრო!
— მარიამ!
— გაჩუმდი, გთხოვ.
— კარგი.

ორიოდე წამით გზაზე მართლა სიჩუმე ჩამოვარდა. მარიამმა გაკვირვებულმა შეხედა.
— რა იყო? — ჰკითხა სანდრომ.
— არაფერი.
— მართლა გაჩუმდი.
— შენ მთხოვე და მეც ავასრულე.
— უცნაურია...
— რატომ?
— მეგონა, გაჩუმებას ვერ შეძლებდი.

სანდრომ ჩუმად ჩაიცინა.
— შენ ჩემზე ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვს.
— ჯერჯერობით აბსოლუტურად საფუძვლიანი.
— ჯერ მხოლოდ ერთი დღეა, რაც მიცნობ.
— ზუსტად.

სანდრომ თავი დაუქნია, მზერა გზას გაუსწორა.
— კარგი. დრო გვექნება.

მარიამმა პასუხი აღარ გასცა. მაგრამ მისმა გულმა რატომღაც იმ ერთ სიტყვაზე გააკეთა პატარა, სრულიად არასაჭირო და უცნაური ნახტომი.

დრო გვექნება.

რატომღაც ეს ფრაზა ჰაერში ზედმეტად ბუნებრივად, თბილად გაჟღერდა. თითქოს უკვე წინასწარ იყო გადაწყვეტილი, რომ ეს ექვსი ადამიანი ერთმანეთს ისევ შეხვდებოდა.

დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ პირველი მცირე პრობლემაც გაჩნდა.
— წყალი ვინმეს აქვს? — იკითხა თორნიკემ და შეჩერდა.
ყველამ მას შეხედა.
— რა? — იკითხა მან.
— შენს ჩანთაში არ არის?
— მე მეგონა, თქვენ გქონდათ წამოღებული.

ანასტასიამ ჩანთა გახსნა და ჩაიხედა.
— მე მხოლოდ ერთი პატარა ბოთლი მაქვს.
გეგამ თავისი ამოიღო.
— მეც ერთი.
მარიამმა თავის ჩანთას დახედა.
— მე არაფერი მაქვს.
ანი გაჩუმდა.
— არც მე.

სანდრომ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.
— კარგი.
— რა არის კარგი? — ჰკითხა მარიამმა ეჭვით.
— მაღლა, სადმე კაფე აუცილებლად იქნება.
— და თუ არ იქნება?
— მაშინ სასტიკი წყურვილი მოგვკლავს.

მარიამმა თვალები გადაატრიალა.
— ძალიან დამამშვიდებელი პერსპექტივაა.

თორნიკემ ანასტასიას ბოთლი გამოართვა.
— ერთი ყლუპი დაგიტოვო?
— არა.
— რატომ?
— იმიტომ, რომ ვიცი, შენი ერთი ყლუპი ნახევარ ბოთლს ნიშნავს.
— ეს ცილისწამებაა!
— ეს შენს შესახებ არსებული ზუსტი სტატისტიკაა.

ანი სიცილით გაჰყვა მათ. მარიამმა კი შეამჩნია, რომ უკვე აღარ ეჩვენებოდა უცნაურად მათი ასე, გვერდიგვერდ სიარული.

დილით ისინი ექვსი სრულიად უცხო ადამიანი იყვნენ. ახლა კი... უკვე ჰქონდათ საერთო, შიდა ხუმრობები. უკვე იცოდნენ, ვინ რას სვამდა, ვინ ვერ იტანდა სიცხეს, ვინ იღებდა ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად... და ვინ იყო პასუხისმგებელი ყველა გიჟურ იდეაზე.

პასუხი, რა თქმა უნდა, ანასტასია იყო.

მთის წვერამდე დაახლოებით ათი წუთის სავალიღა იყო დარჩენილი, როცა ანიმ მოულოდნელად კამერა დაბლა დაუშვა და გაჩერდა.
— შეხედეთ...

ყველა ადგილზე გაიყინასავით.
მზე უკვე ჰორიზონტს ეხებოდა. ცა ალისფერ, ნარინჯისფერსა და ნაზ ვარდისფერს შორის იღვრებოდა. ზღვა კი ქვემოთ ისე კაშკაშებდა, თითქოს ვიღაცას ლურჯ ზედაპირზე ოქროს მტვერი დაეყარა.

ანასტასიამ აღტაცებისგან პირი გააღო.
— ოჰ...
თორნიკემ ჩუმად თქვა:
— მართლაც კარგი იდეა იყო.
ანასტასიამ მისკენ გაიხედა:
— ჩაიწერე ეს მომენტი!
— რა?
— პირველად თქვი, რომ ჩემი იდეა კარგი იყო.
— არ ვაპირებ ჩაწერას.
— უკვე აღიარე და ეგაა!

გეგამ სიცილით თავი გააქნია. ანი კამერას სწრაფად ამზადებდა კადრისთვის.

მარიამი კი რამდენიმე ნაბიჯით წინ წავიდა, ფერდობის კიდესთან ახლოს. გრილი ქარი თმას სახეზე უფსანტავდა. მან თვალები მიხუჭა. ზღვის მლაშე სუნი, თბილი ჰაერი, მზის ბოლო სხივები... ზუსტად ასეთი მომენტები ჰქონდა წარმოდგენილი, როცა ანასტასიამ პირველად Bucket List აჩვენა. არა რაღაც გრანდიოზული, არამედ უბრალოდ ისეთი საღამო, რომელიც მალულად, მოულოდნელად გაგახსენდება ხოლმე.

— მარიამ.

თვალები გაახილა. სანდრო მის გვერდით იდგა, ტელეფონით ხელში.
— რა?
მან ეკრანი აჩვენა.
— აქ ძალიან კარგი კადრია.
— რას გულისხმობ?
— უბრალოდ დადექი ასე.
— რატომ?
— ფოტოს გადაღება მინდა.
მარიამმა წარბი ასწია:
— შენ ფოტოებს იღებ?
— ზოგჯერ.
— ანის საქმეს იპარავ?
— არა, მას ახლა სულ სხვა გეგმა აქვს.

ანი შორიდან უყურებდა მათ და ეშმაკურად იღიმოდა.
— გადაიღე, გადაიღე! — დაუძახა ანიმ.

მარიამი გაჩერდა. სანდრომ ტელეფონი ასწია.
— გაიღიმე.
— არ მინდა.
— მაშინ ნუ გაიღიმებ.
— კარგი.
— მზად ხარ?
— არა.
— მაინც გადავიღებ.

მარიამმა სწორედ იმ წამს შეხედა კამერას.
ჩხაკუნი.

— მორჩა.
— მაჩვენე.

სანდრომ ტელეფონი გაუწოდა. ფოტოზე მარიამი ზღვის ფონზე იდგა, თმა ქარში ჰქონდა არეული და მზის უკანასკნელი, ოქროსფერი სხივი პირდაპირ სახეზე ეცემოდა. რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა ეკრანს.

— ცუდი არ არის.
— ვიცი.
მარიამმა ტელეფონი დაუბრუნა.
— ზედმეტად თავდაჯერებული ხარ.
— შენ ეს უკვე მეორედ მითხარი დღეს.
— იმიტომ, რომ მართალია.
— და შენ უკვე მეორედ მოგეწონა ჩემი გადაღებული ფოტო.

მარიამმა გაკვირვებულმა შეხედა:
— ვინ თქვა, რომ მომეწონა?
— შენმა სახემ.
— ჩემი სახე ისევ ჩემს წინააღმდეგ მუშაობს?
— საკმაოდ ხშირად.

მარიამმა ჩაიცინა.
— აუტანელი ხარ.
— ეს უკვე მესამეა
— ითვლი?
— შენს სიტყვებს? კი, ვითვლი.

მარიამს პასუხი აღარ ჰქონდა. ამჯერად მან უბრალოდ, უნებლიეთ გაიღიმა. სანდროს არაფერი უთქვამს, მაგრამ ისიც იღიმოდა — ჩუმად, თბილად.

მზე რომ ბოლომდე ჩავიდა, ქვემოთ დაბრუნება უკვე სრულ სიბნელეში მოუწიათ.
ანასტასიამ პირველივე ნაბიჯზე თქვა:
— კარგი, მგონი ეს ნაწილი საერთოდ არ გამითვლია.
— რა ნაწილი? — ჰკითხა გეგამ.
— ღამით, სიბნელეში მთიდან ჩამოსვლა.

თორნიკემ ტელეფონის ფანარი აანთო.
— ახლახან ხომ არ გითხარი, რომ შენი იდეები ძალიან მიყვარს?
— არა.
— ძალიან კარგი.

მარიამმა ჩანთიდან პატარა, კომპაქტური ფანარი ამოიღო და აანთო. სანდრომ გაოცებულმა შეხედა.
— შენ ფანარი გქონდა?
— კი.
— და აქამდე არ თქვი?
— არავის უკითხავს.
— შენ მართლა აბსოლუტურად ყველაფრისთვის ემზადები.
— ვცდილობ.
— ახლა უკვე ძალიან მომწონს ეს თვისება.
მარიამმა მისკენ გაიხედა:
— რატომ?
— იმიტომ, რომ ჩვენგან ერთს მაინც შეუძლია ჩვენი გადარჩენა.
— „ჩვენგან“?
— დიახ.
— უკვე ჩვენს ჯგუფში ხარ?

სანდრომ მხრები აიჩეჩა.
— შენ ხომ თქვი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი დღე გრძელდებოდა?
— მართლა ერთი დღეა.
— ჯერ ეს დღე არ დასრულებულა.

მარიამმა საათს დახედა — საღამოს ცხრა ხდებოდა.
— ტექნიკურად...
— ზუსტად.
— კარგი, იყოს ასე.

ისინი ერთად განაგრძობდნენ გზას სიბნელეში.
ქვემოთ რომ ჩავიდნენ, ექვსივეს ერთი და იგივე ფიქრი აწუხებდა: ჭამა.

პატარა, სანაპირო კაფე თითქმის ცარიელი იყო. მათ ორი დიდი ხის მაგიდა შეაერთეს და ისეთი უხვმასშტაბიანი მენიუ შეუკვეთეს, თითქოს მთელი სამი დღე არაფერი ეჭამათ:
ხაჭაპური, ლობიანი, შემწვარი კარტოფილი, სალათი, ცივი ლიმონათი, დესერტი და ბოლოს — კიდევ ორი დამატებითი პორცია კარტოფილი.

— მე არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ექვსმა ადამიანმა უნდა შეჭამოს, — თქვა მარიამმა.
თორნიკემ ჩანგალი აიღო:
— მე სრულიად მჯერა.
— რატომ?
— იმიტომ, რომ უკვე ვიწყებ ჭამას.

ანასტასიამ სანდროს შეხედა:
— შენ საერთოდ რა ჭამე დღეს?
— დილით ყავა დავლიე.
— მხოლოდ ყავა?
— კი.

მარიამმა მაშინვე მკაცრად უთხრა:
— ეგ ძალიან ცუდია.
სანდრომ მისკენ გაიხედა.
— რატომ?
— იმიტომ, რომ მერე თავბრუ დაგეხვევა.
— ჩემი ექიმი ხარ?
— არა.
— მაშინ რატომ მელაპარაკები ასე?
— იმიტომ, რომ ადამიანმა ნორმალურად უნდა ჭამოს.

სანდრომ რამდენიმე წამით ჩუმად შეხედა. შემდეგ გაიღიმა:
— კარგი.
— რა?
— არაფერი.
— ისევ „არაფერი“?
— არა. უბრალოდ, პირველად მიბრძანე რაღაც და რატომღაც მომეწონა.

მარიამი უხერხულად წამოწითლდა და მაშინვე წყალი მოსვა. ანიმ და ანასტასიამ ეშმაკურად გადახედეს ერთმანეთს. თორნიკემ ეს მზერა არ გამოპარვია:
— თქვენ ორნი ძალიან საეჭვოდ ჩუმად ხართ.
— არაფერია, — თქვა ანიმ.
— კიდევ ერთი „არაფერი“, — ჩაიცინა სანდრომ.

მარიამმა მაგიდის ქვეშ ანასტასიას ფეხზე მსუბუქად დააბიჯა. ანასტასიამ სიცილი ძლივს შეიკავა.

საღამოს ბოლოს უკვე ყველას დაღლილობისგან ეღიმებოდა. თორნიკემ ანგარიში მოითხოვა.
— კარგი, დღევანდელი დღე ოფიციალურად რამდენ პუნქტად ითვლება?

ანასტასიამ ფურცელი გაშალა:

1. მზის ამოსვლა — ერთი;

2. ღამის გასვლა — ორი;

3. სპონტანური მოგზაურობა — სამი;

4. ახალი ადამიანების გაცნობა — ოთხი;

5. მზის ჩასვლა უცნობ ადგილას — ხუთი.

გეგამ ფურცელს დახედა:
— ჩვენ ხუთი პუნქტი ერთ დღეში შევასრულეთ?
— დიახ!
მარიამმა თავი გადააქნია:
— ეს ცოტა საშიშია.
— რატომ?
— იმიტომ, რომ სია ძალიან მალე დაგვიმთავრდება.

ანასტასიამ მას შეხედა:
— ამიტომაც ვამატებთ ახალ პუნქტებს.
— რამდენს?
— იმდენს, რამდენიც დაგვჭირდება.

სანდრომ მაგიდაზე დადებულ ფურცელს დახედა:
— მოდი, ახლა თითოეულმა კიდევ თითო პუნქტი მოიფიქროს.
— კარგი იდეაა, — თქვა ანიმ.

თორნიკემ კალამი აიღო:
— ჩემი პირველი: მთელი ღამე არ დავიძინოთ.
— უკვე გვაქვს, — უთხრა მარიამმა.
— მაშინ ჩემი მეორე: კარაოკე.
— ეგეც გვაქვს.
— მესამე: მანქანით სადმე შორს წასვლა.

მარიამმა ამჯერად ინტერესით შეხედა:
— ეგ ჯერ არ გაგვიკეთებია.
სანდრომ მაშინვე თქვა:
— მაშინ ეგ იყოს შემდეგი.

ანასტასიამ ფურცელზე ჩაწერა:
Road Trip — ერთი დღე გზაში, ყოველგვარი წინასწარი გეგმის გარეშე.

მარიამმა ჩანაწერი წაიკითხა.
— ყოველგვარი გეგმის გარეშე?
სანდრომ გაიღიმა:
— შეგეშინდა?
— არა.
— დარწმუნებული ხარ?
— კი.
— მაშინ მზად იყავი.
მარიამმა თვალები მოჭუტა:
— რისთვის?
— იმისთვის, რომ შემდეგი პუნქტი შენთან ერთად შევასრულო.

მარიამმა პასუხის გაცემა დააპირა, მაგრამ სიტყვები უცბად ვერ იპოვა. ანასტასიამ ფურცელი ნელა დაკეცა. ანი ისევ იღიმოდა. გეგამ კი ისეთი სახით გადახედა სანდროს, თითქოს რაღაც უკვე მიხვდა. თორნიკემ უბრალოდ ჩაიცინა.

იმ საღამოს ექვსივე სხვადასხვა გზით წავიდა სახლში. მაგრამ სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, მარიამმა ტელეფონი ჩართო.

პირველი შეტყობინება ანასტასიასგან იყო:

Anastasia: ხვალ არა. ზეგ.

მეორე — ანისგან:

Ani: დღეს ძალიან კარგი იყო.

მესამე კი უცნობი ნომრიდან მოვიდა. მარიამმა რამდენიმე წამი შეჰყურა ეკრანს.

Unknown: იმედია, ხვალ აღარ იტყვი, რომ მხოლოდ ერთი დღე გვქონდა.

მარიამი მაშინვე მიხვდა ვინც იყო. სანდრო.
მის თითებს რამდენიმე წამი არაფერი აუკრეფიათ. შემდეგ დაწერა:

Mariam: ხვალ ნამდვილად არ მაქვს დრო.

პასუხი თითქმის იმავე წამს მოვიდა:

Sandro: ზეგ?

მარიამმა უნებლიეთ გაიღიმა.

Mariam: შეიძლება.
Sandro: კარგი. მაშინ ზეგამდე.

მარიამმა ტელეფონი ჩაკეცა. მან არ იცოდა, რატომ გაეღიმა ასე თბილად. ალბათ, უბრალოდ კარგი დღე ჰქონდა. მხოლოდ ეს. და არაფერი მეტი.

ყოველ შემთხვევაში, ჯერ ასე ეგონა.


თავი 6
იმ დილით მარიამს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, საგულდაგულოდ მოფიქრებული რამ ჰქონდა დაგეგმილი.
არაფერი.

სრული სიჩუმე, საწოლში დიდხანს კოტრიალი და სიმშვიდე. ზუსტად ამიტომ, როცა დილის ცხრა საათზე ტელეფონმა ოთახში მწარედ იფეთქა და აწკრიალდა, უკვე ზუსტად იცოდა, ვინც იქნებოდა.

— არ ვუპასუხობ, — თქვა მან წაუყრუებლად, ამოიოხრა და ტელეფონი ბალიშის სქელ ფენაში ღრმად შეაცურა.

ზარი შეწყდა. თუმცა სამ წამში ეკრანი ისევ განათდა და მელოდიამ ხელახლა იფეთქა. მარიამმა თვალები მჭიდროდ დახუჭა.
— ჯანდაბა...

მესამედ რომ დარეკა, ვეღარ გაუძლო, ბალიშის ქვეშიდან გამოიღო და მწვანე ღილაკს თითი გაუსვა.
— რა გინდა? — ამოიბუტბუტა ნაძალადევი ხმით.
— გაიღვიძე? — გაისმა ანასტასიას მხიარული, ენერგიით სავსე ხმა.
— არა. მძინავს.
— ტელეფონს ძილში პასუხობ?
— განსაკუთრებული, იშვიათი ნიჭია.
ანასტასიას ტელეფონში წკრიალა სიცილით გაეცინა.
— ზუსტად ერთი საათი გვაქვს.
— რისთვის?
— Road trip, ჩემო კარგო!

მარიამმა საწოლში უცებ წამოჯდა, საბანი გვერდით გადასწია და შუბლი შეჭმუხნა:
— რა?
— რა „რა“? დაგავიწყდა?
— არა, მაგრამ...
— მაშინ რატომ ჟღერს შენი ხმა ისე, თითქოს პირველად გესმის ამის შესახებ?
— იმიტომ, რომ მეგონა, გუშინწინ უბრალოდ ისე ვამბობდით...
— ჩვენ Bucket List-ის პუნქტებს უბრალოდ ჰაერში არ ვამბობთ.
— სად მივდივართ? — იკითხა მარიამმა და ოთახში თვალები მოავლო.
— არ ვიცი!

მარიამი რამდენიმე წამით სრულიად ჩუმად იჯდა, ენის წვერზე ათასი პასუხი უტრიალებდა.
— ისევ?
— რა „ისევ“?
— ჩვენ უკვე ერთხელ წავედით სადღაც, არ ვიცოდით, სად მივდიოდით და ძლივს დავბრუნდით უკან.
— ამიტომაც იყო ასეთი კარგი!
— ეგ შენი ლოგიკაა?
— დიახ, ჩემი ოფიციალური ლოგიკაა.
— ვინ მოდის?
— ყველანი.
— სანდროც?

მეორე მხარეს მცირე, საეჭვო პაუზა ჩამოვარდა.
— რატომ? გენატრება?
— საერთოდ არა, — სწრაფად მიახალა მარიამმა.
— არც მიკითხავს, გენატრება თუ არა, უბრალოდ აღვნიშნე, — ჩაიცინა ანასტასიამ. — კარგი, კარგი, ნუ ნერვიულობ. მოდი ზუსტად ერთ საათში, ქვემოთ გელოდებით.

ზარი გაითიშა. მარიამმა ტელეფონის ჩაშავებულ ეკრანს დახედა, შემდეგ ჭერს ახედა და ამოიოხრა:
— შესანიშნავია...

ზუსტად ერთი საათისა და ოცი წუთის შემდეგ მარიამი ეზოში, ვერცხლისფერი მანქანის წინ იდგა და მკლავები გადაეჯვარედინებინა.
— ზუსტად ერთი საათი ვთქვი.
ანასტასიამ მზის დიდრონი სათვალე ცხვირზე მოიხდინა და გაისწორა:
— ქალებს დროის სრულიად სხვაგვარი, ბევრად უფრო სიღრმისეული აღქმა გვაქვს.
— შენ ყველა შენს დაგვიანებას ასე ხსნი?
— თითქმის ყველა პრობლემას, — გაიღიმა მან.

ანი უკვე საბარგულში ჩანთებს ოსტატურად ალაგებდა.
— წყალი გვაქვს.
— საჭმელი? — იკითხა გეგამ.
— გვაქვს.
— დამტენები?
— გვაქვს.

მარიამმა გვერდზე მდგომ სანდროს შეხედა, რომელიც მანქანას ეყრდნობოდა.
— მანქანა ვისია?
— ჩემი.
— და შენ მართავ?
— ზოგადად, დიახ.
— „ზოგადად“ რატომ? — წარბი ასწია მარიამმა.
სანდრომ ეშმაკურად გაიღიმა:
— იმიტომ, რომ ზოგჯერ მანქანაც უნდა დაელოდოს ჩემს განწყობას.

თორნიკემ უკნიდან, საბარგულის მხრიდან დაუძახა:
— არ უსმინო!
— რატომ? — ჰკითხა მარიამმა.
— სანდრო მართლა ძალიან კარგად მართავს.
— მადლობა, თორნიკე, — თქვა სანდრომ.
— მაგრამ მუსიკას საშინლად ცუდად არჩევს.
— ეს აშკარა ცილისწამებაა, — გააპროტესტა სანდრომ.
გეგამ მანქანის კარი მიხურა და დაამატა:
— არა, ეგ უბრალოდ უდავო ფაქტია.

მარიამმა თავი უკმაყოფილოდ გააქნია:
— კარგი... უკვე აშკარად ვნანობ, რომ წამოვედი.
სანდრომ მძღოლის კარი გააღო და გადახედა:
— ჯერ არც კი წავსულვართ.
— ზუსტად ამიტომ მაქვს ჯერ კიდევ გადარჩენის იმედი.

გზაზე შესვლის პირველი ნახევარი საათი გასაკვირად მშვიდი, ჰარმონიული და სასიამოვნო აღმოჩნდა. თუმცა, როგორც კი ქალაქს გასცდნენ, ანასტასიამ მაგნიტოფონში მუსიკა ხმამაღლა ჩართო. ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ მარიამმა მკვეთრად თქვა:
— არა.
— რა? — მოხედა ანასტასიამ.
— ეს სიმღერა სასწრაფოდ გამორთე.
— რატომ?
— იმიტომ, რომ უბრალოდ ვერ ვიტან.
— მე ძალიან მომწონს.
— არ მაინტერესებს.
— ამ მანქანაში დემოკრატიაა!
— ოთხი ერთზე ვართ, რა დემოკრატია?

თორნიკემ უკანა სავარძლიდან თავი წინ წამოყო:
— მე ანასტასიას მხარეს ვარ.
მარიამმა გაოცებულმა გადახედა:
— რატომ?
— სიმღერას არაფერს ანიჭებს, კარგი ბასი აქვს.
გეგამ ფანჯრიდან გაიხედა და მშვიდად თქვა:
— მე მარიამის მხარეს ვარ. ეგ სიმღერა მართლა საშინელებაა.
ანი სიცილით ჩაერია:
— მე საერთოდ არ მაინტერესებს, მთავარია ჩუმად არ ვიხეტიალოთ.

სანდრომ უკანა ხედვის სარკეში გაიხედა:
— მე მძღოლი ვარ. შესაბამისად, ჩემი ხმა გადამწყვეტია.
— ეგ ასე არ მუშაობს, — უთხრა მარიამმა და სავარძელში გასწორდა.
— ამ მანქანაში ზუსტად ასე მუშაობს.
— მაშინ პირველივე გაჩერებაზე მანქანიდან გადავალ.
— შუა გზაზე?
— თუ საჭირო გახდა, დიახ.

სანდრომ ჩუმად ჩაიცინა, ხელი გადაყო და სიმღერა შეცვალა. უფრო ნაზი, რიტმული ინდი-როკი გაისმა.
— კარგი, კარგი, — თქვა მან.
მარიამმა ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა:
— მადლობა.
— არაფრის.

რამდენიმე წამი სიჩუმეში გაიარა. სანდრომ გვერდულად გადახედა:
— ეს მოგწონს?
მარიამმა თავი ოდნავ დაუქნია:
— კი.
— ვიცოდი.
— საიდან?
— უბრალოდ, ვიცოდი.

მარიამმა ისევ ფანჯარაში გაიხედა. მისთვის სრულიად გაუგებარი იყო, როგორ ახერხებდა ეს ბიჭი ხუთ წუთში ერთხელ ისე ეთქვა რაღაც სრულიად ჩვეულებრივი ფრაზა, რომ ის მერე დიდხანს დარჩენილიყო მის გონებაში.

გეგმა სინამდვილეში ძალზე მარტივი იყო: გზა, კარგი მუსიკა, ბევრი საჭმელი, გაჩერება იქ, სადაც მოუნდებოდათ და საღამოს უკან დაბრუნება. სხვა სიტყვებით რომ ეთქვათ — საერთოდ არანაირი გეგმა არ გააჩნდათ.

და სწორედ ამიტომ, დაახლოებით ორი საათის უმიზნო მგზავრობის შემდეგ, ვერცხლისფერი მანქანა სადღაც მივიწყებულ, პატარა სოფლის ორმოებიან გზაზე აღმოჩნდა.

— სანდრო... — დაიწყო მარიამმა.
— ჰო?
— სად ვართ?
— საქართველოში, — უპასუხა მან სერიოზული სახით.
მარიამი ნელა შემოტრიალდა მისკენ:
— ძალიან სასაცილოა.
— ვიცი.
— სერიოზულად გეკითხები.

სანდრომ ტელეფონში ნავიგაციას დახედა, სადაც წითელი ხაზი სადღაც სივრცეში წყდებოდა.
— მგონი, ცოტა გადავუხვიეთ.
თორნიკემ თავი ორ სავარძელს შორის გამოყო:
— „ცოტა“?
— ნუ, დაახლოებით ოცი წუთით.
— მერე რა მნიშვნელობა აქვს? — თქვა ანასტასიამ. — საბოლოოდ მაინც სადმე მივალთ.
გეგამ რუკას დახედა:
— ეს გზა მგონი პირდაპირ მთისკენ მიდის.
ანი ფანჯრიდან გადაიხარა:
— მაგრამ ნახეთ, რა ლამაზია!

მარიამმა გარეთ გაიხედა. ხეები გზის ორივე მხარეს მწვანე თაღად შეკრულიყვნენ. შორს, ჰორიზონტზე, მზით განათებული მწვანე ფერდობები იშლებოდა. ზაფხულის კაშკაშა დღე იყო და გარემო ისეთი ცოცხალი, ზღაპრული ფერებით ბრწყინავდა, თითქოს რომელიღაც ფილმის გრანდიოზული დეკორაცია ყოფილიყო.

მარიამმა ღრმად ამოისუნთქა:
— კარგი.
სანდრომ მაშინვე შეხედა სარკეში:
— „კარგი“?
— კი.
— არ გაბრაზდი?
— არა.
— მაშინ მართლა ძალიან კარგი დღე ყოფილა.
მარიამმა თვალები გადაატრიალა, თუმცა ტუჩის კუთხეში ღიმილი მაინც შეეპარა.

პირველი გაჩერება სრულიად შემთხვევით იპოვეს. გზის პირას, ოდნავ გადახრილ ხის აბრაზე ხელით ეწერა: „ხელნაკეთი ნაყინი — 500 მ.“

ანასტასიამ მაშინვე იყვირა:
— ვჩერდებით!
სანდრომ მანქანა მკვეთრად გადაიყვანა გზის პირას.
მარიამმა სიცილით ჰკითხა:
— შენ რატომ ეთანხმები ამ გოგოს ყველაფერში?
— ნაყინი წერია, — უპასუხა სანდრომ უბრალოდ.
— ეს საკმარისი არგუმენტია?
— ჩემთვის აბსოლუტურად საკმარისია.

პატარა, ყვავილებიან ეზოში ექვსივე ხმაურით შევიდა. ჩრდილში ხანდაზმული, თბილი სახის ქალი იდგა და დიდ ხის დახლზე სხვადასხვა ფერის ნაყინის ჭურჭელი ეწყო.
— რომელი გემოები გაქვთ? — ჰკითხა ანიმ.
— ატამი, მარწყვი, შოკოლადი, ლიმონი და ალუბალი, შვილო.

ანასტასიამ მაშინვე აირჩია:
— ლიმონი!
თორნიკემ:
— შოკოლადი.
გეგამ:
— ალუბალი.
ანიმ:
— მარწყვი.
მარიამმა ცოტა ხანს იფიქრა და თქვა:
— ატამი, გთხოვთ.

სანდრომ მარიამს შეხედა და ქალს უთხრა:
— მეც იგივე.
მარიამი მიუტრიალდა:
— რატომ?
— უბრალოდ, მინდა.
— სხვა გემო არ მოგწონს?
— მომწონს.
— მაშინ რატომ მაინცდამაინც იგივე?
სანდრომ მხრები აიჩეჩა:
— შეიძლება ატამი განსაკუთრებით მომწონს.

მარიამს პასუხი აღარ უპოვია. ანასტასიამ მათ შორის გაიხედა და ისეთი ეშმაკური ღიმილი აასახა სახეზე, რომ მარიამმა მაშინვე გააფრთხილა:
— არც კი იფიქრო!
— მე არაფერი მითქვამს, — ხელები ასწია ანასტასიამ.
— სახეზე გეტყობა.
— ჩემი სახე შენს წინააღმდეგ მუშაობს, მახსოვს!
მარიამმა ნაყინი გამოართვა ქალს:
— ჭამე და გაჩუმდი.

ნაყინის ჭამის შემდეგ ფოტოების გადაღების სერია დაიწყო. ანი ყველას სათითაოდ უღებდა კადრებს. შემდეგ ჯგუფური ფოტოების დროც დადგა.
პირველი — ჩვეულებრივი, ოფიციალური.
მეორე — სადაც ყველამ გაიღიმა.
მესამე — სადაც თორნიკემ მოულოდნელად თვალები დახუჭა.
მეოთხე — სადაც სანდრომ მარიამს ხელი უბრალოდ მხარზე დაადო.
მეხუთეზე კი მარიამმა გვერდით გადახედა და შეამჩნია, რომ სანდრო კამერის ნაცვლად პირდაპირ მას უყურებდა.

ანიმ სწორედ იმ წამს დააჭირა თითი ღილაკს.
ჩხაკუნი.

მარიამმა მაშინვე მიირბინა ანიმდე:
— ეს არ წაშალო, გთხოვ.
ანიმ წარბი ეჭვით ასწია:
— რომელი?
— ბოლო კადრი.
— რატომ?
— არ ვიცი... უბრალოდ.
ანიმ თბილად გაიღიმა:
— კარგი, არ წავშლი.

სანდრო კი იქვე, მშვიდად იდგა და უყურებდათ:
— მეც მინდა ეგ ფოტო.
— შენც? — ჰკითხა ანიმ.
— კი.
— რატომ?
— ძალიან კარგი კადრი გამოვიდა.

მარიამმა ჩუმად ჩაიცინა და გვერდით ჩაუარა:
— საერთოდ არ ვიცი, რა მოგწონს მაგ ფოტოში.
სანდრომ თვალი თვალში გაუსწორა:
— მე ზუსტად ვიცი.
მარიამმა პასუხი აღარ გასცა.

საღამოსკენ გზამ კიდევ უფრო მშვიდი, უცნაური და ჯადოსნური მიმართულება მიიღო. მზე უკვე დაბლა ეშვებოდა. მანქანაში მუსიკა ძალიან ჩუმად, რბილად უკრავდა.

თორნიკეს უკანა სავარძელზე თავი გადაეგდო და ეძინა. გეგა ტელეფონში რაღაც სტატიას კითხულობდა. ანი გადაღებულ ფოტოებს არჩევდა. ანასტასიას კი, თავისი უშრეტი ენერგიის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს ჩათვლიმებოდა.

მხოლოდ მარიამი და სანდრო იყვნენ სრულად ფხიზლად.
— დაღლილი ხარ? — ჰკითხა სანდრომ ჩუმად, რომ არავინ გაეღვიძებინა.
— არა.
— ტყუილია.
— შენ საიდან იცი?
— მთელი დღეა ვაკვირდები.

მარიამმა გაკვირვებულმა გადახედა:
— რას აკვირდები?
— ყველაფერს.
— მაგალითად?

სანდრომ გზას თვალი არ მოაშორა, ცოტა ხნით იფიქრა და თქვა:
— როცა მართლა გიხარია, მარცხენა წარბს ოდნავ მაღლა წევ.
მარიამი წამით გაჩუმდა.
— რას ამბობ...
— ახლა არა, მაგრამ როცა გიხარია — კი.
— და კიდევ?
— როცა ნერვიულობ ან უხერხულად ხარ, თითებს აამოძრავებ ხოლმე.

მარიამმა თავის ხელებს დახედა. ისინი მართლაც მჭიდროდ ჰქონდა ერთმანეთზე გადაჯვარედინებული.
— კიდევ? — ჰკითხა დაბალი ხმით.
— როცა თავს უხერხულად გრძნობ, მაშინვე სხვა თემაზე გადაგაქვს საუბარი.

მარიამმა ჩუმად ჩაიცინა:
— შენ მართლა ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გაქვს.
— არა, უბრალოდ შენ ხარ ძალიან საინტერესო.

ეს უკვე ისე თქვა — მშვიდად, აუღელვებლად, რომ ხუმრობის ნატამალიც არ ერია. მარიამმა უცებ ვერაფერი უპასუხა და სწრაფად გაიხედა ფანჯარაში, საიდანაც ნელ-ნელა ბნელდებოდა.

— შენც არ ხარ ისეთი ცუდი, — ჩაილაპარაკა ბოლოს.
— ეს კომპლიმენტია?
— ნუ მიეჩვევი.
სანდრომ ჩუმად გაიღიმა:
— უკვე გვიანია.

მარიამმა თავი სავარძლის საზურგეს მიადო. გარეთ მზე თითქმის სრულად ჩასულიყო. მან უცებ გაიფიქრა, რომ ამ ბიჭის გაცნობიდან სულ რაღაც რამდენიმე დღე იყო გასული. და მაინც, რაღაცნაირად ისე ესაუბრებოდა, თითქოს წლებია იცნობდა. ეს ცოტა უცნაური იყო, მაგრამ საშინლად თბილი. ცუდი — ნამდვილად არა. საერთოდაც არა.

უკან დაბრუნებისას, როცა ყველას გაეღვიძა, ანასტასიამ უკვე ახალი იდეა წამოაყენა:
— ხალხო!
არავინ უპასუხა.
— ხალხო, გაიღვიძეთ!
თორნიკემ თვალები გაახილა და დაიზმორა:
— რა ხდება, მშვიდობაა?
— ახალი პუნქტი!
მარიამმა ღრმად ამოიოხრა:
— კიდევ რა არის?

ანასტასიამ ჯიბიდან დაკეცილი ფურცელი ამოიღო:
— ერთმანეთისთვის საიდუმლო მეტსახელების მოფიქრება.
გეგამ გაიღიმა:
— ეგ სხვათა შორის ძალიან მომწონს.
— რა თქმა უნდა, შენ მოგეწონება, — თქვა მარიამმა.
— შენთვისაც მოვიფიქრებ ახლავე.
— არ მინდა, მადლობა.
— უკვე მოვიფიქრე!
მარიამმა გადახედა:
— რა?
გეგამ ჩაიცინა:
— „ქალბატონი წესები“.

თორნიკემ ხმამაღლა გაიცინა. ანასტასიამ კალამი აიღო და მაშინვე ჩაწერა:
— ძალიან, ძალიან კარგია!
— არა! — მარიამმა ხელი გაიწოდა ფურცლისკენ.
ანასტასიამ ფურცელი მაღლა ასწია:
— უკვე ოფიციალურად ჩაწერილია!
— მე ამას არ ვაღიარებ.

სანდრომ საჭიდან თვალი არ მოუწყვეტია, ისე თქვა:
— მე ერთი იდეა მაქვს.
მარიამი მაშინვე მძღოლისკენ გადაიხარა:
— რა?
— „ატამი“.

მას რამდენიმე წამით ენა ჩაუვარდა, ვერაფერი თქვა. ანასტასიამ ნელა, ეშმაკურად გადახედა ანის. ანი უკვე ჩუმად იღინოდა. მარიამმა სანდროს შეხედა:
— რატომ?
— ნაყინი.
— უბრალოდ ატმის ნაყინი ავიღე!
— ვიცი.
— მაშინ?
— უბრალოდ, მომეწონა.

მარიამმა თავი გააქნია:
— არა.
— კარგი.
— საერთოდ არ დამიძახო ასე.
— კარგი, ატამო.
— სანდრო!

მან ხმამაღლა დაიწყო სიცილი. უკანა სავარძლებიდან უკვე ყველას ხარხარი ისმოდა. მარიამმა ორივე ხელი სახეზე აიფარა:
— ღმერთო ჩემო, რა ხალხთან მოვხვდი...
სანდრომ სარკეში თვალი ჩაუკრა:
— ჩვენს ხალხთან.

მარიამმა ხელები ჩამოიღო. ამჯერად არაფერი უპასუხია. უბრალოდ ჩუმად, ბედნიერად გაიღიმა.

ღამის თერთმეტ საათზე დაბრუნდნენ ქალაქში. ყველა საშინლად დაღლილი იყო, მაგრამ არც ერთს არ უნდოდა პირველი წასულიყო სახლში.

ბოლოს ანიმ თქვა:
— მგონი, ოფიციალურად ძალიან კარგი დღე გამოვიდა.
თორნიკემ თავი დაუქნია:
— მართლაც ძალიან კარგი.
გეგამაც დაუჭირა მხარი.

ანასტასიამ Bucket List გახსნა:
— კიდევ ერთი პუნქტი ოფიციალურად შესრულებულია!
მარიამმა ფურცელს დახედა:

6. Road Trip — შესრულებულია.

ქვემოთ უკვე ახალი, ხელით მიწერილი პუნქტები ეწერა:

საიდუმლო მეტსახელები.
მთელი დღე მხოლოდ შემთხვევით ადგილებში გაჩერება.
ღამის ცურვა.
Karaoke.

მარიამმა ჩაიცინა:
— ათამდე მივედით...
— და კიდევ ბევრი გვაქვს წინ, — თქვა ანასტასიამ და თვალი ჩაუკრა.

სანდრომ მანქანის კარი დახურა:
— შემდეგი რომელია?
ანასტასიამ ფურცელს დახედა:
— ღამის ცურვა.
თორნიკემ მაშინვე თქვა:
— აი, ეს ნამდვილად მომწონს.
გეგამაც თავი დაუქნია. ანიმ გაიღიმა.

მარიამმა სანდროს შეხედა. ისიც ზუსტად მას უყურებდა.
— შენ? — ჰკითხა სანდრომ.
— მეც თანახმა ვარ.
მარიამმა ამოისუნთქა:
— კარგი, მეც.

ანასტასიამ ხელები შემოხვია ყველას:
— მაშინ გადაწყვეტილია!

მარიამმა მათ შეხედა. ექვსივე ჯერ კიდევ ერთად იდგა ქუჩაში. არავის უნდოდა სახლში წასვლა. და ალბათ ეს იყო ყველაზე უცნაური ნაწილი: სულ რაღაც ორი დღის წინ ისინი სრულიად უცხო ადამიანები იყვნენ.

მარიამმა ეზოში შესვლამდე უკან გაიხედა. სანდრო ისევ მანქანასთან იდგა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო.
— ღამე მშვიდობის, ატამო.
მარიამმა თვალები მოჭუტა:
— ღამე მშვიდობის, ნერვების მომშლელო.
— ოჰ, პროგრესია!
— რა?
— უკვე შენც მეტსახელი დამარქვი.
მარიამს გაეღიმა:
— არ მიეჩვიო.

და სადარბაზოში შევიდა.

იმ ღამეს, სანამ დაიძინებდა, საწოლში დაწოლილს ტელეფონში ანის მიერ გადაღებულ ფოტოებს ათვალიერებდა. ბოლო ფოტოზე ისევ ის კადრი გაჩერდა: მარიამი და სანდრო, ერთმანეთს უყურებდნენ, ორივეს სახეზე რაღაც უცნაური, თბილი ღიმილი ჰქონდა.

მარიამმა ფოტო რამდენიმე წამით დატოვა ეკრანზე. შემდეგ ჩუმად ჩაილაპარაკა სიბნელეში:
— უბრალოდ კარგი ზაფხულია...

და ტელეფონი გვერდით დადო.
მას ჯერ კიდევ ეგონა, რომ ყველაფერი მარტივი იყო. ჯერ კიდევ ეგონა, რომ ეს მხოლოდ ჩვეულებრივი მეგობრობა, ზაფხული და რამდენიმე სულელური პუნქტი იყო.

მაგრამ Bucket List-ს ერთი თვისება ჰქონდა, რომელიც არც ერთ მათგანს ჯერ არ ესმოდა:
ზოგი პუნქტი უბრალოდ შესასრულებელი იყო...
ზოგი კი ადამიანებს ერთმანეთთან ისე აახლოებდა, რომ შესრულების შემდეგ უკან დაბრუნება უკვე სრულიად შეუძლებელი ხდებოდა.


თავი 7
მეორე დღეს მარიამმა მთელი დილა ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თითქმის ეგზისტენციალური გადაწყვეტილების მიღებაში გაატარა.

უნდა წასულიყო თუ არა ღამით საცურაოდ?

საღამოს ოთხ საათზე, როცა ოთახში მზის ცხელი სხივები შემოდიოდა, პასუხი აბსოლუტურად მკაფიო ჰქონდა — არა.

ხუთზე, ყავის ჭიქით ხელში — ალბათ არა.

ექვსზე, როცა ჰორიზონტი ნელ-ნელა ალისფრად შეიღება — ჯერ კიდევ არა.

ზუსტად შვიდ საათზე კი ტელეფონის ეკრანზე ანასტასიას სახელი განათდა.

— მზად ხარ? — გაისმა დინამიკიდან ენერგიული, უკვე ბრძოლისუნარიანი ხმა.

საწოლზე წამოწოლილმა მარიამმა თვალები დახუჭა და ჭერს ამოოხრებით ახედა.

— არა.

— შესანიშნავია.

— რატომ არის ეს შენთვის ასეთი შესანიშნავი?

— იმიტომ, რომ მეც არ ვარ.

— მაშინ რატომ მირეკავ, ანასტასია?

— იმიტომ, რომ თორნიკემ გამოაცხადა, თუ ათ წუთში ეზოში არ იდგებით, ჩემით ავალ, ოთახის კარს შევამტვრევ და პირდაპირ საბნებიანად ჩაგყრით მანქანაშიო.

მარიამი ელვისსწრაფად წამოჯდა საწოლზე.

— ეგ რა მუქარაა?

— თორნიკეს შემთხვევაში — სამწუხაროდ, ძალიან რეალური სამოქმედო გეგმა.

— სად მივდივართ?

— იმ სანაპიროზე, პირველად რომ ვიყავით.

— ღამით?

— სწორედ მაგაშია მთელი იდეა, ჩემო გენიოსო! ღამით ცურვა, ცოტა ადრენალინი, ცოტა სიგიჟე...

— და პნევმონია.

— ღმერთო ჩემო, მარიამ! — ანასტასიამ დრამატულად დაიყვირა. — ოცი წუთი გაქვს.

— ნახევარი საათი.

— ოცი.

— ოცდახუთი და ახლავე ვიწყებ ჩაცმას.

— შეთანხმდით!

ზარი გაითიშა. მარიამმა ტელეფონს დახედა, თმები უკან გადაიწია და ჩუმად წაიბუტბუტა:

— რატომ ვაკეთებ ამას? რატომ მივყვები იმ გიჟებს?

პასუხი, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა. ან უფრო სწორად — ჰქონდა, მაგრამ საკუთარ თავსაც კი არ გამოუტყდებოდა, რომ ამ პასუხს სანდროს სახელი ერქვა.
***

სანაპიროზე რომ მივიდნენ, საათი თითქმის ათს უჩვენებდა.

დღისით ხმაურიანი და ფერადი სანაპირო ღამით სრულიად გარდაქმნილიყო. ზღვას აღარ ჰქონდა ის ლურჯი, მინანქრისებური ელფერი — ახლა ის შავი, საიდუმლოებით მოცული, მოძრავი გოლიათივით სუნთქავდა, რომლის ტალღებზეც მთვარის ოქროსფერი და ვერცხლისფერი ნამსხვრევები ლივლივებდა.

ანი უკვე ქვიშაზე იდგა კამერით ხელში და ობიექტივში მთვარის შუქის ირმის ნახტომს იჭერდა. გეგა ხის მორიდან გადმოხრილიყო, დასაჯდომად პირსახოცებს შლიდა და თან თვალს ადევნებდა, რომ ქარს არაფერი წაეღო.

თორნიკე კი უკვე წყლის პირას იდგა, მაისური უკვე გაეხადა და ფეხსაცმელს იძრობდა.

— არ მითხრა, რომ ახლა პირდაპირ შედიხარ, — უთხრა ანასტასიამ, როცა მას მიუახლოვდა და მკლავები მკერდზე ჯვარედინად გადაიჭდო.

თორნიკემ ნელა მოიხედა, მისი თვალები ღამის სიბნელეში ეშმაკურად კიაფობდნენ.

— აბა რისთვის მოვედით, ჩემო გიჟო პრინცესა? ქვიშის სასახლეები რომ ვაშენოთ?

— შეიძლება უბრალოდ აქ ვიჯდეთ, ცეცხლი დავანთოთ და ცივილიზებული ადამიანებივით ვისაუბროთ.

— ღამის ცურვა გვაქვს Bucket List-ში. შენი ხელით წერია!

— მე ჯერ არ დამიმტკიცებია ამის შესრულების დრო!

— შენ თვითონ დაწერე, ანასტასია.

— იმ მომენტში, დღის სინათლეზე, უფრო მამაცი ვიყავი!

თორნიკემ გაიცინა და ორი ნაბიჯი გადადგა მისკენ.

— ახლა შეგეშინდა?

ანასტასიამ თვალები მოჭუტა და ნიკაპი ამაყად აწია.

— მე არაფრის არ მეშინია. განსაკუთრებით შენი.

— მაშინ შემოდი.

— კარგი.

— კარგი.

— კარგი!

— რატომ იმეორებ სამჯერ?

— იმიტომ, რომ სამ წამში მოვიფიქრებ, როგორ გაწყენინო ისე, რომ მთელი ცხოვრება გვახსოვდეს!

თორნიკემ თავი უკან გადააგდო და ხანგრძლივად გაიცინა.

— ღმერთო, რა სულელი ხარ.

— შენ თვითონ შემითანხმე ეს იდეა!

— ეგ ყველაზე მარტივი იყო, შენი რეაქციის ყურება ღირს მთელ ამ პროცესად.

ანასტასიამ უკან მდგომ სანდროს გადახედა, რომელიც სანაპიროზე იდგა და ჩუმად ეღიმებოდა.

— ხედავ, როგორ მელაპარაკება? ეგ არის შენი საუკეთესო მეგობარი?

სანდრომ მხრები უდარდელად აიჩეჩა.

— შენც ზუსტად ასე ელაპარაკები, ანასტასია. ერთი-ერთში.

— ტყუილია! მე აბსოლუტურად ზრდილობიანი ვარ!

— ზუსტად ეგრე ელაპარაკები, — ჩაერთო მარიამიც და გაეცინა.

ანასტასიამ ელვისსწრაფად გადაიტანა ყურადღება მასზე.

— შენ საერთოდ გაჩუმდი!

— რატომ?

— იმიტომ, რომ შენი მიუკერძოებელი მხარე ახლა საერთოდ არ არის საჭირო!

— მაგრამ ჩემი აზრი აბსოლუტურად სწორია.

— კიდევ უარესი! მოღალატე!

თორნიკემ ამასობაში უკვე წყალში შეაბიჯა. ცივმა ტალღამ მუხლებამდე მიაღწია, მაგრამ სახეზე ემოციაც არ შეცვლია.

— მოდიხარ, თუ შიშისგან ქვიშაში უნდა ჩაირგო ფეხები?

ანასტასიამ რამდენიმე წამი უყურა, კბილებს ერთმანეთს აჭერდა.

— მოვდივარ! და თუ მოვკვდი, ჩემს სულს დავავალებ, რომ მთელი ცხოვრება დაგესიზმროს!

მან სანდალები ქვიშაზე მოისროლა და წყლისკენ გაიქცა. როგორც კი ცივი წყალი კოჭებს შეეხო, ისეთი იკივლა, რომ მთელ სანაპიროზე ფრინველები ხეებიდან აფრინდნენ.

— ცივია! ღმერთო, თორნიკე, ეს ყინულია!

თორნიკემ სიცილით უკან დაიხია, სადაც წყალი წელამდე წვდებოდა.

— ჯერ მხოლოდ ფეხები გაქვს წყალში, ნუ დრამატულობ!

— სწორედ ამიტომ ვამბობ! ფეხები გამიყინა!

— მოდი, ხელი მომეცი.

— შენ მოდი!

თორნიკემ მისკენ ხელი გაიწოდა. ანასტასიამ რამდენიმე წამი ეჭვით შეხედა მის გაწვდილ თითებს. შემდეგ, თითქოს გადაწყვეტილება მიიღოო, ხელი მჭიდროდ ჩაავლო.

თორნიკემ წამითაც არ დააყოვნა — ერთი მკვეთრი, ძლიერი მოძრაობით წინ მიიზიდა. ანასტასია წაბორძიკდა და პირდაპირ წყალში ჩავარდა.

— თორნიკე! — დაიყვირა მან, როგორც კი ზედაპირზე ამოყურყუმელავდა, სველი თმა სახეზე ეყრებოდა. — შენ... შენ მონსტრი ხარ!

მეორე შხეფი პირდაპირ სახეში მოხვდა — თორნიკემ წყალი აასხა.

ანასტასიამ გაოცებულმა, პირდაღებულმა შეხედა. შემდეგ თვალები აუციმციმდა და სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაუარა.

— აჰ, ასე, ხომ? ახლა ნახავ!

— რა უნდა ვნახო?

ანასტასიამ წყალი ორივე ხელით აიღო და მთელი ძალით პირდაპირ მკერდში შეასხა. თორნიკემ სიცილით იბრუნა პირისახე.

— ომი გამოაცხადე?

— ომი! არანაირი ზავი!

და რამდენიმე წამში ორივე უკვე ისეთი სიშმაგით ასხამდა ერთმანეთს წყალს, რომ გარშემო შხეფების ნამდვილი ფეიერვერკი დგებოდა.

სანაპიროდან ანი კამერას სწრაფად აჩხაკუნებდა, ობიექტივში იჭერდა წყლის განათებულ წვეთებსა და მათ გაცინებულ, სველ სახეებს. გეგამ თავი გააქნია და სანდროს გადახედა.

— ისინი ნორმალურები არასდროს იქნებიან, ხომ იცი?

სანდრომ დაბალი, ხმის ტემბრით ჩაიცინა.

— სწორედ მაგიტომ არიან ასეთი კარგი წყვილი.

მარიამმა მათ გადახედა.

— სრულიად გიჟები არიან.

— შენც ხომ გიყვარს ეგ? — ისე ჩუმად თქვა სანდრომ, რომ მხოლოდ მარიამს ესმოდა.

მარიამმა ნელა მიაბრუნა თავი სანდროსკენ.

— რა?

— როცა ადამიანები კონტროლს კარგავენ. როცა წესებს ივიწყებენ.

— ვინ გითხრა, რომ მიყვარს?

— შენ.

— როდის?

სანდრო მისკენ ოდნავ დაიხარა. მისი სხეულიდან წამოსული სითბო მარიამმა თითქმის კანით იგრძნო. ღამის სიგრილეში სანდროს მზერა საოცრად ცხელი და დაძაბული იყო.

— გუშინ. როცა მთვარეს უყურებდი და გეგონა, რომ არ გიმზერდი.

— არ მახსოვს, — მარიამმა ნერწყვი გადაყლაპა, ხმა ოდნავ დაუდაბლდა.

— მე მახსოვს. მე ყველაფერი მახსოვს, რასაც ამბობ.

მარიამმა რამდენიმე წამით თვალებში შეხედა. სანდროს სახეზე ჩვეული, ოდნავ ირონიული ღიმილი აღარ იყო. ეჭირა ის მზერა, რომელიც ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა — ღრმა, შიშველი, თითქმის საშიშად ყურადღებიანი.

მარიამმა პირველმა აარიდა თვალები, იგრძნო, როგორ აუჩქარდა გულისცემა.

— წყალში შედიხარ?

— შენ?

— ჯერ არ ვიცი.

— გეშინია? — სანდრომ ტუჩის კუთხე ოდნავ ასწია. ეს იყო გამოწვევა.

მარიამმა მაშინვე ამაყად შეხედა.

— არაფრის არ მეშინია.

— მაშინ მოდი.

სანდრომ ხელი გაუწოდა. ხელისგული ღია ჰქონდა, თითები — გრძელი, ძლიერი. მარიამმა რამდენიმე წამს დახედა ამ ხელს.

— ცივია, — თქვა ჩუმად.

— ვიცი.

— ძალიან ცივი იქნება.

— ვიცი.

— და თუ წავბორძიკდი? თუ ჩავვარდი?

სანდრომ ოდნავ, ძლივს შესამჩნევად გაიღიმა.

— დაგიჭერ. არასდროს დაგიშვებ.

მარიამმა ისევ მის ხელს შეხედა, ამოისუნთქა და თავისი თითები სანდროს ხელისგულში ჩადო.

ერთი შეხება. სულ ერთი.

მაგრამ იმ წამს მარიამს ეჩვენა, რომ დენმა გადაუარა. სანდროს კანი ცხელი იყო, კონტრასტული ღამის გრილ ჰაერთან. სანდროს თითები მჭიდროდ შემოეხვია მის თითებს. მარიამს მთელი სხეული დაეძაბა.

სანდრომ ეს რეაქცია წამიერად შეამჩნია.

— კარგად ხარ?

— კი.

— დარწმუნებული ხარ?

— დიახ, სანდრო.

— მაშინ რატომ გაქვს ასეთი სახე?

— როგორი?

— თითქოს შენი სხეული მეუბნება, რომ ხელი გამიშვიო, შენი თვალები კი სხვას ამბობენ.

მარიამმა პასუხის ნაცვლად თითები უფრო ძლიერად, თითქმის აგრესიულად მოუჭირა.

— იქნებ პირიქითაა.

სანდრო გაჩუმდა. წამით მის თვალებში გაოცება და დაბნეულობა გაკრთა. მარიამმა პირველად დაინახა, რომ თავისი სვლით სანდრო საგონებელში ჩააგდო. ამ პატარა გამარჯვებამ მარიამს უცნაური, თავბრუდამხვევი სიამოვნება მოუტანა.

— წავედით? — ჰკითხა მან და ოდნავ წინ წასწია სანდროს ხელი.

სანდრომ თავი დაუქნია, თვალი არ მოუშორებია.

— წავედით.

წყალში შესვლისთანავე, როცა ტალღა თეძოებამდე მიწვდა, მარიამმა შეიკვლა.

— ღმერთო ჩემო!

სანდრომ ხამამაღლა დაიწყო სიცილი.

— ცივია?

— არა, თბილია, ადუღებული წყალია! რა თქმა უნდა, ცივია, სანდრო!

— შენ თვითონ თქვი, არაფრის არ მეშინიაო.

— წყლის არ მეშინოდა! ყინულოვანი ტემპერატურის მეშინია!

— აჰ, ძალიან ლოგიკური გამართლებაა, — თქვა სანდრომ და თვალები მოჭუტა.

მარიამმა წყალი პირდაპირ სახეში შეასხა. სანდრომ თავი გვერდზე გადახარა, წყლის წვეთები თმიდან ჩამოუვიდა.

— კარგი, — თქვა მან დაბალი ხმით.

— რა?

— ომი.

— უკვე მეორე ომია დღეს სანაპიროზე.

— ჩვენგან ეს ზაფხული მშვიდობას არ უნდა ელოდოს, მარიამ.

მარიამმა ისევ შეასხა წყალი და უკან დაიხია. სანდრო ნელი, საშიში ნაბიჯებით წამოვიდა მისკენ.

— ახლა გაიქეცი.

— რატომ?

— თორემ დაგიჭერ. და რომ დაგიჭერ, წყალში ჩაგძირავ.

მარიამმა სიცილით დაიხია უკან.

— ვერ დამიჭერ!

— დარწმუნებული ხარ?

— აბსოლუტურად!

ის მოტრიალდა და სიღრმისკენ გაცურა. სანდრო წამში დაედევნა, მისი ძლიერი მოსმები წყალში ექოსავით ისმოდა.

— მარიამ!

— რა? — გასძახა მან და უკან მოიხედა.

— მართლა გგონია, რომ ჩემზე სწრაფი ხარ?

— ახლა გაიგებ!

რამდენიმე წამში მარიამმა იგრძნო, როგორ შეირხა წყალი მის უკან. სანდრო უკვე ძალიან, ძალიან ახლოს იყო.

— მოიცადე! — დაიყვირა მარიამმა და გაჩერდა.

— რა მოხდა?

— შეთანხმება არ გვქონდა!

— რა შეთანხმება?

— რომ ასე სწრაფად არ დამიჭერდი!

— ეგ შეთანხმება არასდროს შემდგარა.

— ახლა ვამბობ!

სანდრომ წყალქვეშ ხელი მოძებნა და მისი მაჯა დაიჭირა. მარიამმა სიცილით, სულისშემხუთველი ემოციით სცადა გათავისუფლება.

— გამიშვი!

— არა.

— სანდრო!

— თვითონ მითხარი, ვერ დამიჭერო.

— იმიტომ, რომ მეგონა, ჯენტლმენი იყავი და ფორას მომცემდი!

— ცუდი გათვლა იყო, ჩემო პრინცესა.

მარიამმა პასუხის გასაცემად თავი ასწია და პირდაპირ სანდროს თვალებს წააწყდა.

ორივეს სიცილი ნელ-ნელა ჩაქრა.

ისინი ძალიან ახლოს იყვნენ. ზღვის შავი ზედაპირი მათ ირგვლივ მშვიდად, რიტმულად ირხეოდა. სანდროს ხელი ჯერ კიდევ მჭიდროდ ერტყა მის მაჯას წყალქვეშ. სანდროს თმიდან წყლის წვეთები ჩამოდიოდა და ტუჩებზე ეცემოდა.

მარიამმა დაბლა დახედა მის ტუჩებს. შემდეგ ისევ თვალებში შეხედა.

— ხელი გამიშვი... — ჩუმად თქვა მან.

სანდრომ თითები ნელა გაშალა. მაჯა გათავისუფლდა, მაგრამ არც ერთი არ განძრეულა. მანძილი მათ შორის თითქმის არ არსებობდა.

— რატომ მიყურებ ასე? — ჰკითხა მარიამმა, ხმა ეპარებოდა.

— იმიტომ, რომ მიყვარს.

მარიამმა თვალები გააფართოვა, გული წამით გაუჩერდა.

— რა?

სანდროს ტუჩის კუთხეში ნელი, ეშმაკური ღიმილი გაუჩნდა.

— მიყვარს, როცა ბრაზდები. თვალები ოქროსფერი გიხდება.

მარიამმა ღრმად ამოისუნთქა, ცდილობდა აჩქარებული სუნთქვა დაეფარა.

— შეგეშინდა, რომ სხვა რამეს იტყოდი?

— არა. მე არაფრის მეშინია.

— კარგი.

— შენ შეგეშინდა? — სანდრომ თავი ოდნავ გვერდზე გადახარა.

— საერთოდ არა.

— ტყუილია. ვიგრძენი, როგორ აგიჩქარდა პულსი, როცა შენი ჯამა მეჭირა.

მარიამმა წყალი პირდაპირ სახეში შეასხა.

— გაჩუმდი და ცურვა გააგრძელე!

სანდრომ ხამამაღალი სიცილით დაიხია უკან, თუმცა თვალი ერთ წამითაც არ მოუშორებია.

***
სანაპიროზე დაბრუნების შემდეგ ანასტასია და თორნიკე ისევ სველები იდგნენ და ტერიტორიების გადანაწილებაზე კამათობდნენ.

— ჩემი პირსახოცი რატომ აიღე, თორნიკე?!

— მეგონა ჩემი იყო!

— შენი ლურჯია! ჩემი — ვარდისფერი! როგორ უნდა აგერიოს ვარდისფერი და ლურჯი?!

— ღამით ყველა კატა შავია და ყველა პირსახოცი — ერთნაირი.

— საერთოდ არ არის! შენ უბრალოდ ელემენტარული ყურადღება არ გაქვს!

— მაშინ რატომ არ დაწერე დიდი ასოებით „ანასტასია“, რომ ჩემნაირ უბრალო მოკვდავებს არ აგვერიოს?

— იმიტომ, რომ ნორმალურ ადამიანებს სჯერათ, რომ ზრდასრულ მამაკაცს საკუთარი პირსახოცის ცნობა შეუძლია!

— აი, ახლა უკვე ვიცი.

თორნიკემ ნაზი, თითქმის დამცინავი მოძრაობით გაუწოდა პირსახოცი.

— აი, აიღე, შენო უდიდებულესობავ.

ანასტასიამ გამოართვა და მხრებზე მოიხვია, მთელი სხეულით კანკალებდა.

— მადლობა.

— არაფრის.

ორი წამით მათ შორის სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ ზღვის ხმაური ისმოდა. თორნიკემ უყურა, როგორ იკუნტებოდა ანასტასია სველ პირსახოცში, თმაზე წყლის წვეთები უბრწყინავდა. თორნიკეს მზერა უეცრად დარბილდა, ჩაიცინა.

— შენ მართლა საყვარელი ხარ, როცა ბრაზდები.

ანასტასია ადგილზე გაშტაბეჭდდა.

— რა?

— არაფერი.

— არა, მოიცა, გაიმეორე! რა თქვი?

— არ მინდა, ერთხელ თქმაც საკმარისია.

— თორნიკე!

— რა?

— რა თქვი-მეთქი?!

თორნიკემ ნელა, კმაყოფილმა გაიღიმა.

— მშვენივრად გაიგე.

ანასტასიამ რამდენიმე წამი გაოგნებულმა შეხედა. შემდეგ პირსახოცი თავზე გადაიფარა, რომ თავისი აწითლებული ლოყები დაემალა.

— იდიოტი ხარ...

თორნიკემ გულიანად დაიწყო სიცილი.

— აი, ისევ.

— რა ისევ?!

— ისევ ბრაზდები.

— და შენ ამით ტკბები, ხომ?

— ძალიან. ეს ჩემი საყვარელი სანახაობაა.

მათ შორის რამდენიმე წამით უცნაური, ელექტრონული დაძაბულობით სავსე სიჩუმე ჩამოვარდა. ანასტასიამ პირსახოცი ოდნავ ჩამოწია და თვალებში შეხედა. თორნიკეს მზერაში იმდენი თბილი, ქაოსური ცეცხლი ენთო, რომ ორივემ ერთდროულად გაიღიმა.

სრული გიჟები. ზუსტად ასეთი, შეშლილი და ცოცხალი უნდა ყოფილიყო მათი წყვილი.

ცოტა მოშორებით, ხმაურისგან მოშორებით, ანი და გეგა ცეცხლის პატარა, ახლად დანთებულ კერასთან ისხდნენ. შეშის ტკაცატკუცი მშვიდად იღვრებოდა ღამის ჰაერში.

ანი კამერის პატარა ეკრანს დაჰყურებდა და ფოტოებს ათვალიერებდა

— ეს ნახე, — თქვა მან ჩუმად.

გეგა ოდნავ გადაიხარა მისკენ, რომ ეკრანისთვის შეეხედა. ფოტოზე სანდრო და მარიამი იყვნენ — წყალში, ერთმანეთთან ძალიან ახლოს, გარშემო ათასობით განათებული წვეთით, ორივეს სახეზე შეუზღუდავი სიცილი ეწერა.

გეგამ რამდენიმე წამი დუმილით უყურა ფოტოს.

— ძალიან კარგი ფოტოებია, ანი. ნამდვილი.

ანიმ მას შეხედა. ცეცხლის ანარეკლი მის თვალებში ოქროსფრად ციმციმებდა.

— მხოლოდ ფოტოა კარგი?

— რა უნდა ვთქვა? შენ კადრის დაჭერა იცი.

გეგას რბილად გაეღიმა.

— შენ სულ იღებ ყველას. სულ სხვის ემოციებს ინახავ.

— იმიტომ, რომ არ მინდა ეს მომენტები დამავიწყდეს. ადამიანებს ავიწყდებათ, ფოტოებს — არასდროს.

— და შენს ფოტოებს ვინ გიღებს? შენს ემოციებს ვინ ინახავს?

ანი გაჩუმდა. თითქოს ეს კითხვა არასდროს არავის დასვამსო.

— არავინ. მე ყოველთვის კამერის მიღმა ვარ.

გეგამ ხელი კამერისკენ გაიწოდა.

— მომეცი.

— რატომ?

— დღეს მე გადავიღებ. შენს ისტორიასაც სჭირდება კადრი.

ანი რამდენიმე წამს უყურებდა მის თბილ, მშვიდ თვალებს. შემდეგ კამერა ფრთხილად გაუწოდა. გეგამ ობიექტივი მისკენ მიმართა. ანიმ ოდნავ უხერხულად გაიღიმა. გეგამ ღილაკს თითი დააჭირა.

— როგორ გამოვედი? — ჰკითხა ანიმ.

— ჯერ არ ვიცი, უნდა შევაფასო, — თქვა გეგამ სერიოზული სახით.

— მაშინ ნახე.

ანი მის გვერდით, ქვიშაზე უფრო ახლოს დაჯდა. მათ მხრები ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად შეეხო ერთმანეთს. არც ერთს არ უცდია მოშორება. გეგამ კამერაში ფოტო გახსნა.

ანი გაჩუმდა. ფოტოზე ის ეჯდა ცეცხლის შუქზე, თმა ოდნავ აწეწილი ჰქონდა, თვალებში კი ისეთი სიღრმე ჩანდა, როგორიც იშვიათად ჩნდებოდა ხოლმე.

— ძალიან კარგი გამოვიდა... — თქვა მან ჩუმად.

— იმიტომ, რომ ფოტოგრაფი იყო ნიჭიერი, — თქვა გეგამ და მისკენ გაიხედა.

— მე კამერას ვგულისხმობდი, — ანიმ გაიღიმა.

— მეც, — გეგამ თვალი ჩაუკრა.

მათ შორის ეს პატარა, ინტელექტუალური თამაში იმდენად მშვიდი, უხმაურო და ჰარმონიული იყო, რომ გარშემო მყოფებს საერთოდ ვერ შეემჩნიათ. მაგრამ იქ, იმ ცეცხლის პირას, მხარდამხარ ჯდომისას, რაღაც ძალიან ღრმა და მტკიცე იწყებოდა.

ძალიან ნელა. ძალიან ფრთხილად.

ღამის ბოლოს ექვსივე ცეცხლის გარშემო იჯდა, პირსახოცებში გახვეულები. ცეცხლი თბილად გუგუნებდა.

ანასტასიამ ჯბიდან დაკეცილი Bucket List ამოიღო და კალმით ამაყად დახედა.

— მეცხრე პუნქტი: „ღამით ცურვა შავ ზღვაში“ — ოფიციალურად შესრულებულია!

თორნიკემ ხელი მაღლა ასწია.

— და თან ძალიან მაღალ დონეზე!

— ათი ქულა ჩემთვის! — გამოაცხადა ანასტასიამ.

— რატომ შენ?

— იმიტომ, რომ წყალში პირველი შევედი!

თორნიკემ ჩაიცინა.

— მე რომ არ შემოვსულიყავი და ხელი არ მომეკიდებინა, ისევ სანაპიროზე იდგებოდი და კოჭებს დაჰყურებდი.

— მაგრამ შემოვედი!

— ჩემი წყალობით!

— კარგი, შენც ერთი ქულა, ნუ ტირი.

— მხოლოდ ერთი?

— ორი! მეტს ვერ მოგცემ, ამბიციები გაგიზრდება.

— უკეთესია.

ანასტასიამ ფურცელზე რაღაც ჩაიწერა, შემდეგ ეშმაკური მზერით მარიამს გადახედა.

— შენ რატომ ხარ ასე ჩუმად, მარიამ? წყალში საკმაოდ აქტიური იყავი.

— არაფერი, უბრალოდ დავიღალე, — უპასუხა მარიამმა და პირსახოცი უფრო მჭიდროდ მოიხვია.

სანდრომ, რომელიც მის გვერდით იწვა ქვიშაზე, მაშინვე ჩაიცინა.

— ისევ „არაფერი“. ეს შენი საყვარელი პასუხია.

მარიამმა გადახედა.

— არ დაიწყო, სანდრო.

— არც დამიწყია.

— შენს სახეზე გეტყობა, რომ რაღაცას გეგმავ.

— ჩემს სახეზე?

— დიახ, შენს ირონიულ გამომეტყველებაზე.

— ჰმ, მგონი, ჩემს სახეს ბოლო დროს ძალიან ბევრს სწავლობ.

მარიამმა ერთი წამით თვალებში შეხედა, ცეცხლის ალმა მათ შორის გაირბინა.

— შეიძლება. და დასკვნებიც გამოტანილი მაქვს.

სანდროს ღიმილი ნელა, სიღრმისეულად გაეზარდა.

— კარგი. ეს უკვე საინტერესოა.

ანასტასიამ მათ ორივეს გადახედა, შემდეგ ანის, შემდეგ გეგას, ბოლოს კი თორნიკეს გადახედა, რომელიც ეშმაკურად უღიმოდა.

— მგონი, ეს ზაფხული ძალიან, ძალიან საინტერესო იქნება, — თქვა ანასტასიამ და Bucket List ჯიბეში ჩაიდო.

თორნიკემ თავი დაუქნია, მზერა ანასტასიას ტუჩებზე შეაჩერა.

— მგონი, უკვე არის.

მარიამმა ცეცხლს გახედა. გულში ჯერ კიდევ ცდილობდა დაერწმუნებინა თავი, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ თამაში იყო.

უბრალოდ Bucket List.
უბრალოდ ზაფხული.
უბრალოდ მეგობრობა, სიცილი და ზღვის ტალღები.
არაფერი მეტი.

მაგრამ როცა სანდრომ მისი ხელი ჩუმად მოძებნა ქვიშაზე გაშლილ პირსახოცზე და თითებით ფრთხილად, თითქმის შეუმჩნევლად შეეხო მარიამის თითებს, მარიამს ხელი არ გაუწევია.

არც სანდროს უთქვამს რამე.

უბრალოდ, მათი თითები რამდენიმე წამით გადაეჯაჭვა ერთმანეთს სიბნელეში. და მერე ნელა დაშორდნენ.

არავის შეუმჩნევია.

გარდა ანისა.

ანის კი არაფერი უთქვამს. უბრალოდ კამერა აიღო და ცეცხლის ფონზე შავი ზღვისა და მთვარის მორიგი ფოტო გადაიღო.

იმიტომ, რომ ზოგჯერ ყველაზე ლამაზი და საინტერესო ისტორიები სწორედ მაშინ იწყება, როცა მათ ჯერ კიდევ არავინ ამბობს ხმამაღლა.



თავი 8
მეორე დილით მარიამს ყველაზე მეტად ერთი უაღრესად გაუგებარი, თითქმის გამაღიზიანებელი ფაქტი აგიჟებდა: ის საერთოდ, არც ერთი უჯრედით არ უნდა ეფიქრა წინა ღამეზე.

მაგრამ ფიქრობდა.

უფრო ზუსტად კი — ერთადერთ, უწონად, მაგრამ გონებაში წარუშლელად აღბეჭდილ მომენტზე.

სანდროს თითები მის თითებს რომ შეეხო.

სულ რამდენიმე წამით. ქვიშაზე, ცეცხლის შუქზე, ზღვის შრიალში. არც არაფერი დრამატული არ მომხდარა. არც ხმამაღალი აღიარებები ყოფილა. არც აღთქმები დაუდევთ. და მაინც, დილით თვალების გახელისთანავე, ჯერ კიდევ ნახევრად ძილბურანში მყოფს, ზუსტად ის პულსირებადი შეხება გაახსენდა.

მარიამმა ამოიოხრა და რბილი ბალიში მთელი ძალით აიფარა სახეზე.

— არა, მარიამ. უბრალოდ არა.

რამდენიმე წამი ასე, სულშეხუთული იწვა, ებრძოდა საკუთარ ფანტაზიას.

— საერთოდ არაფერს ნიშნავდა.

ზუსტად ამ დროს ტელეფონმა ტუმბოზე ხმამაღლა, ვიბრაციით დაიწკრიალა. მარიამმა ბალიში გვერდზე გადადო და ეკრანს გადახედა.

Sandro

მარიამმა ეკრანს გაშეშებულმა დახედა. გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა. ზარი შეწყდა. ერთი წამით შვების ილუზია იგრძნო, თუმცა ეკრანი მაშინვე შეტყობინებამ გაანათა.

Sandro:
გაიღვიძე, ჩემო პრინცესა, თუ ჯერ კიდევ ზღვის სიზმრებს ნახულობ?

მარიამმა წარბები შეჭმუხნა, თითები სწრაფად აამოძრავა კლავიატურაზე.

Mariam:
არა. გვერდს ვიცვლი და მძინავს.

პასუხი წამიერად მოვიდა, თითქოს სანდროს ტელეფონი ხელში ეჭირა და ელოდებოდა.

Sandro:
ტელეფონზე ძილში წერ ხოლმე? საკმაოდ შთამბეჭდავი ტექნიკაა.

მარიამს უნებურად, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ეპარებოდა ღიმილი ტუჩის კუთხეში.

Mariam:
გუშინ შენ თვითონ არ მითხარი, რომ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ვარ?

Sandro:
ყველაფერი მახსოვს, რასაც გეუბნები. განსაკუთრებით დეტალები.

რამდენიმე წამი ეკრანზე სამი წერტილი კიაფობდა. შემდეგ:

Sandro:
დღეს რას აკეთებ? იმედია, ჩემს ნახვაზე უარის თქმის სტრატეგიას არ ამუშავებ.

მარიამმა ტელეფონი პირქვე დადო საწოლზე. არ უპასუხა.

ოცდაათი წამი ითვალა.
ერთი წუთი.
ორი წუთი.

მერე მაინც ვერ მოითმინა, ისევ აიღო ტელეფონი.

Mariam:
ჯერ არ ვიცი. გეგმები არ მაქვს.

Sandro:
მშვენიერია. მეც აბსოლუტურად უგეგმოდ ვარ.

Mariam:
ანუ?

Sandro:
ანუ არსებობს 99%-იანი ალბათობა, რომ სრულიად „შემთხვევით“ გადავეყაროთ ერთმანეთს.

მარიამმა თავი უკმაყოფილოდ გააქნია.

— რა იდიოტია, ღმერთო ჩემო... — ჩაილაპარაკა ხმამაღლა, მაგრამ სარკეში საკუთარ ანარეკლს რომ შეხედა, თვალები უცნაურად უბრწყინავდა.


***

ორი საათის შემდეგ ექვსივე ქალაქის ცენტრში, ძველებურ, გამწვანებულ ეზოში მდებარე პატარა, მყუდრო კაფეში იჯდა. ჰაერში ახლად დაფქული ყავისა და თბილი კრუასანების სურნელი ტრიალებდა.

ანასტასიას, როგორც ყოველთვის, უკვე ჰქონდა საბრძოლო განწყობა და მორიგი სტრატეგიული გეგმა.

— დღეს ჩვენ გვჭირდება ახალი, ბევრად უფრო სახიფათო გამოწვევა! — გამოაცხადა მან და ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადგა.

თორნიკემ ცივი ყავა ნელა მოსვა, წარბები ასწია.

— შენს ლექსიკონში სიტყვა „დასვენება“ საერთოდ არსებობს, თუ ლექსიკონის ეგ გვერდი ამოხეული გაქვს?

— რა თქმა უნდა, არსებობს! — ამაყად მიუგო ანასტასიამ.

— და როდის დგება ეს სანატრელი მომენტი?

— როცა მძინავს. და ხანდახან — ჭამის დროს.

— ანუ პრაქტიკულად არასდროს.

— ზუსტად მიხვდი, ჩემო ჭკვიანო ბიჭო!

ანი მაგიდაზე გადაშლილ მენიუს ათვალიერებდა და კამერას თითებით ეთამაშებოდა.

— მაინც რა გამოწვევაზე ლაპარაკობ, ანასტასია?

ანასტასიამ ტელეფონი ცენტრში დადო.

— დღეს ერთმანეთისთვის გამოწვევებს ვიფიქრებთ. პერსონალურს! ფსიქოლოგიურს!

გეგამ, რომელიც ანი გვერდით იჯდა და მის კამერას ინტერესით აკვირდებოდა, მაშინვე ჩაიცინა.

— ეს იდეა ძალიან ცუდად დამთავრდება.

— რატომ, პესიმიზმის მეფევ?

— იმიტომ, რომ შენ იქნები პირველი, ვინც საკუთარივე მოფიქრებულ წესებს სრული ქაოსით დაარღვევს.

— მე?! მე წესების დამცველი ვარ!

ანასტასიამ თორნიკეს შეხედა, მხარდაჭერის იმედით.

— თორნიკე, შენ რას იტყვი? ხომ ვარ წესრიგის განსახიერება?

— გეგას ვეთანხმები. ასი პროცენტით, — მშვიდად თქვა თორნიკემ.

— მოღალატე! გუშინ ზღვაში ვინ გადაგარჩინა?!

— ჯერ ერთი, შენ თვითონ ჩამათრიე. მეორეც — შენი წყალობით ძლივს გადავრჩი ცოცხალი.

— ანუ მადლობა უნდა გადამიხადო, რომ გადარჩი!

— მადლობა, ჩემო ჯალათო.

— არაფრის, ჩემო მსხვერპლო.

მარიამმა მათი მორიგი სიტყვიერი ორთაბრძოლა მოისმინა და სიცილი ვერ შეიკავა. სანდრო მის გვერდით იჯდა, სხეულით ოდნავ მისკენ გადახრილი.

— რას იცინი, ატამო? — ჰკითხა სანდრომ დაბალი ხმით.

— მათზე... — გადაუჩურჩულა მარიამმა.

— რა არის ასეთი სასაცილო?

— არ ვიცი... საოცარია, როგორ შეიძლება ორი ადამიანი ასე უსასრულოდ, ყოველ წუთს კამათობდეს და თან ასე უტყუარად ეწყობოდეს ერთმანეთს.

სანდრომ ანასტასიასა და თორნიკეს გადახედა, რომლებიც ახლა იმაზე დავობდნენ, ვის უფრო ლამაზი პროფილი ჰქონდა.

— შეიძლება მათ ჯერ თვითონაც არ იციან, რა ხდება მათ თავს, — თქვა სანდრომ და მარიამს შეხედა.

მარიამმა წარბი ასწია.

— რას გულისხმობ?

— არაფერს.

— შენც დაიწყე ეგ სიტყვა? „არაფერი“?

— შენგან ვისწავლე. საუკეთესო მასწავლებელი ხარ.

მარიამმა მაგიდის ქვეშ ფეხით მსუბუქად მიარტყა.

— ნუ აკეთებ ეგრე.

— რას?

— იმას, რასაც ახლა აკეთებ.

— ისევ არ ვიცი, რას ვაკეთებ, — სანდროს თვალებში ეშმაკური ალი აციმციმდა.

— ზუსტად იცი, სანდრო. ყოველ წამს იცი.

სანდრომ ჩუმად გაიღიმა, მარიამის თითებთან ძალიან ახლოს დადო თავისი ხელი.

— შეიძლება. არ უარვყოფ.

— პირველი გამოწვევა ასეთია! — დაიყვირა ანიმ, რომელმაც მაგიდაზე თითები დააბაკუნა. — ყველამ უნდა აირჩიოს ადამიანი ამ ჯგუფიდან და მასზე თქვას ერთი რამ, რაც თავიდან სრულიად არასწორად ეგონა!

— ეს მარტივია, — თქვა თორნიკემ.

— აბა, შენ დაიწყე, — შეეწინააღმდეგა ანასტასია.

თორნიკემ ნელა მიაბრუნა თავი მისკენ, თვალები მოჭუტა.

— თავიდან, როცა პირველად დაგინახე, მეგონა, რომ უბრალოდ აუტანლად ხმაურიანი გოგო იყავი.

— და ახლა? — ანასტასიამ ამაყად გაისწორა თმა. — მიხვდი, რომ სიღრმეები მაქვს?

— ახლა ვიცი, რომ ბევრად უფრო აუტანლად ხმაურიანი ხარ, ვიდრე მეგონა.

ყველამ ხამამაღლა დაიწყო სიცილი. ანასტასიამ მაგიდიდან ქაღალდის ხელსახოცი აიღო და თორნიკეს პირდაპირ სახეში ესროლა.

— კარგი! შენი ჯერი ამით დასრულდა, საშინელო ადამიანო!

— მაგრამ ხომ სიმართლე ვთქვი? — იცინოდა თორნიკე.

— შემდეგი! — იყვირა ანასტასიამ.

გეგამ გვერდით მჯდომ ანის შეხედა. ანიმ კამერა ჩამოწია და პასუხის მოლოდინში გაინაბა.

— თავიდან მეგონა, რომ ძალიან ჩუმი, ასოციალური და ჩაკეტილი იყავი, — თქვა გეგამ რბილი ხმით.

ანიმ ოდნავ გაიღიმა.

— და ახლა?

— ახლა ვიცი, რომ უბრალოდ ყველას აკვირდები. შენ ჩუმად ხარ, იმიტომ რომ კადრს იჭერ — ადამიანების ნამდვილ სახეებს ხედავ.

ანი რამდენიმე წამით გაჩუმდა. ლოყებზე ოდნავი სიწითლე დაეტყო.

— ეგ... ცუდია?

— არა, — გეგას ხმა საოცრად თბილი და მშვიდი იყო. — პირიქით. ეს ყველაზე იშვიათი ნიჭია.

ანის ღიმილი შეეცვალა. ის აღარ იყო უბრალო, მორცხვი ღიმილი — მასში რაღაც ძალიან ნაზი და ღრმა გამოჩნდა. ანასტასიამ ეს მზერა წამში დაიჭირა, მაგრამ არაფერი უთქვამს, მხოლოდ ეშმაკურად გაიღიმა.

— ახლა მარიამი! — გამოაცხადა თორნიკემ.

მარიამმა ელვისსწრაფად გადაიტანა მზერა სანდროზე.

— რატომ მე?

— იმიტომ, რომ შენი და სანდროს ჯერი ყველაზე საინტერესოა ამ მაგიდასთან, — ჩაერთო ანასტასია.

— არაფერიც არ იქნება საინტერესო, — თქვა მარიამმა.

სანდრომ ხელი აწია, ვითომ ნებართვას ითხოვსო.

— მე ვიტყვი.

მარიამმა თვალები მოჭუტა.

— არა, სანდრო.

— ჯერ არც კი მითქვამს.

— მაინც არა. ვიცი, რაღაც საშინელებას იტყვი.

სანდრომ რამდენიმე წამი უყურა, თვალები დაუვიწროვდა, ღიმილი ნელ-ნელა გაქრა.

— თავიდან მეგონა, რომ ძალიან ცივი, მიუწვდომელი და ამპარტავანი იყავი.

მარიამს სარკასტულად გაეღიმა.

— და ახლა? რა აღმოაჩინე?

— ახლა ვიცი, რომ უბრალოდ ყველას არ აძლევ უფლებას, შენს ციხესიმაგრეში შემოვიდეს. შიგნით კი... ბევრად უფრო ცხელი ცეცხლი გინთია.

მაგიდასთან წამიერად სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ხუმრობის განწყობა ჰაერში გაქრა. მარიამმა სანდროს შეხედა. სანდროს სახეზე თამაში აღარ ეტყობოდა — მის თვალებში ისეთი პირდაპირი, შიშველი სიმართლე ეწერა, რომ მარიამს ყელში სუნთქვა გაეჩხირა.

— და ეს ცუდია? — ძლივს ამოთქვა მარიამმა.

— არა, — სანდროს მზერა არ აურიდებია, ოდნავ გადაიხარა მისკენ. — მგონი, სწორედ ეგ მიზიდ... სწორედ ეგ მომწონს შენში ყველაზე მეტად.

მარიამმა ერთი წამით გულისცემაც კი ვეღარ იგრძნო.

ანასტასიამ დრამატულად, ხმაურიანად ჩაახველა.

— კარგი! ჰაერი განელდა! შემდეგი! — თქვა მან.

თორნიკემ სიცილი ძლივს შეიკავა და თავი გააქნია. მარიამმა კი მზერა სასწრაფოდ ფანჯარაზე გადაიტანა, სადაც ქუჩის ხედი ჩანდა.

— ძალიან კარგი... — ჩაილაპარაკა ჩუმად.

სანდრომ ოდნავ დაიხარა და ჩურჩულით ჰკითხა:

— რას ამბობ, ატამო?

— არაფერს.

— ისევ „არაფერი“?

— დიახ.

— ოდესმე მაინც ხომ უნდა მითხრა, რას ფიქრობ სინამდვილეში?

მარიამმა მისკენ გაიხედა, თვალები აუციმციმდა.

— როცა საჭიროდ ჩავთვლი. და როცა შენ დაიმსახურებ.

სანდრომ ვნებიანად გაიღიმა.

— მოთმინება მაქვს. დაველოდები.

***

კაფიდან გამოსვლის შემდეგ ანასტასიამ უცებ გაჩერდა ქუჩის შუაგულში.

— პარკში წავიდეთ! ახლავე!

— რატომ? — ჰკითხა გეგამ.

— იმიტომ, რომ იქ რაღაც გენიალური მინდა გავაკეთოთ.

თორნიკემ მაშინვე თქვა:

— ანასტასიას ბაგეებიდან წარმონათქვამი „რაღაც გენიალური“ არასდროს ნიშნავს მშვიდობიან დასასრულს.

— დღეს ძალიან ნეგატიურად ხარ განწყობილი, თორნიკე!

— შენ კიდევ ალოგიკურად პოზიტიური ხარ!

— იმიტომ, რომ მე სიცოცხლე და თავგადასავლები მიყვარს!

— მე კიდევ ამ თავგადასავლებში სიცოცხლის შენარჩუნება მიყვარს.

ანასტასიამ უეცრად ხელი ჩაავლო თორნიკეს მაჯაში.

— წამო-მეთქი!

— ხელი რატომ ჩამჭიდე, ქალბატონო?

— რომ არ გაიქცე და პასუხისმგებლობას არ აარიდო თავი.

— მე არსად გავრბივარ.

— მაშინ ხელი რატომ არ გაგიშვია?

თორნიკემ დაბლა დახედა მათ ჩაჭიდებულ ხელებს. მერე ანასტასიას შეხედა. თორნიკეს თვალებში რაღაც ახალი, თბილი და ეშმაკური გაკრთა.

— საინტერესო დეტალია.

— რა?

— არაფერი.

მაგრამ ხელი არც ერთს არ გაუშვია. ისე მიდიოდნენ პარკის ხეივანში, თითქოს ეს მსოფლიოში ყველაზე ბუნებრივი რამ ყოფილიყო.

**

პარკში ანასტასიას იდეა ოფიციალურად გაჟღერდა: ექვსივე წყვილებად უნდა გაყოფილიყო და ერთმანეთისთვის პატარა, სიმბოლური დავალება ეპოვათ.

— წყვილებად? — იკითხა ანიმ.

— აბსოლუტურად შემთხვევითი პრინციპით! — თქვა ანასტასიამ და ჯიბიდან ექვსი დაკეცილი ფურცელი ამოიღო. — აქ სახელები წერია.

თორნიკემ პირველმა ამოიღო ფურცელი.

— აბა, ვინ არის ჩემი უბედურება?

ანასტასიამ გაშალა.

— მე.

თორნიკემ ხამამაღლა გაიცინა.

— რა თქმა უნდა! განგება გვდევნის.

— პრობლემა გაქვს ჩემთან?

— საერთოდ არანაირი. პირიქით, უკვე ვემზადები მენტალურად.

— მაშინ წამოდი, ნუ ზარმაცობ!

გეგამ მეორე ფურცელი გაშალა.

— ანი.

ანიმ ოდნავ გაიღიმა, ლოყები ისევ შეეფეთქა.

— ძალიან კარგი.

მესამე წყვილი ავტომატურად დარჩა. მარიამმა ფურცელი აიღო. სანდრომაც. ორივემ ერთდროულად გახსნა.

Sandro × Mariam

— რა თქმა უნდა, — ჩაილაპარაკა მარიამმა და თვალები გადაატრიალა.

— ეს წმინდა წყლის შემთხვევითობაა, — უპასუხა სანდრომ, თუმცა კმაყოფილებას ვერ მალავდა.

— შენ ამას შემთხვევითობას ეძახი?

— ამჯერად — დიახ. თუმცა ბედისწერის მჯერა.

ანასტასიამ შორიდან გასძახა:

— ფურცლები პატიოსნად ავურიე, მე არაფერ შუაში ვარ!

მარიამმა გადასძახა:

— არავინ გეკითხება!

დავალება ასეთი იყო: წყვილებს ერთმანეთისთვის რაღაც პატარა, მნიშვნელოვანი საჩუქარი უნდა ეპოვათ პარკის გარშემო მდებარე სუვენირების მაღაზიებში — ლიმიტი: ათი ლარი.

გეგა და ანი მშვიდად გაემართნენ ხეივნისკენ, ანი უკვე უღებდა ფოტოებს პარკის ძველ სკამებს. თორნიკემ ანასტასიას შეხედა.

— შენ რას მაჩუქებ, ჩემო ფერიავ?

— ენა-მეთქი, ჯერ შენ უნდა მიყიდო რამე!

— რატომ მაინცდამაინც მე პირველმა?

— იმიტომ, რომ მე უფრო დახვეწილი გემოვნება მაქვს და შენი საჩუქარი უნდა შევაფასო.

— ეგ დასამტკიცებელია.

— წამო და დავამტკიცოთ!

ისინი კამათით წავიდნენ. მარიამმა და სანდრომ რამდენიმე ნაბიჯი უკან დატოვეს.

— ჩვენ? — ჰკითხა სანდრომ.

— ჩვენც უნდა წავიდეთ, — ჩაილაპარაკა მარიამმა.

— რატომ ხარ ასე დაძაბული?

— არ ვარ დაძაბული!

— ხარ. მხრები მაღლა გაქვს აწეული.

— უბრალოდ... მშია.

— ახლახან ვჭამეთ კაფეში, მარიამ.

— მაშინ წყალი მინდა.

— წყალი მაქვს.

სანდრომ ჩანთიდან პატარა, ცივი ბოთლი ამოიღო და გაუწოდა. მარიამმა გაკვირვებულმა შეხედა.

— ეს... ეს ჩემი საყვარელი ბრენდის წყალი არ არის? როდის აიღე?

— დილით, კაფეში შესვლამდე.

— რატომ?

— იმიტომ, რომ ვიცი, ყოველთვის გავიწყდება წყლის წაღება და მერე წუწუნებ, მწყურიაო.

მარიამი გაჩუმდა. ნაბიჯი შეანელა.

— შენ... ეს საიდან იცი?

— გუშინაც არ გქონდა. და იმის წინაც.

— და ასეთ დეტალებს იმახსოვრებ?

— მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი აინტერესებთ, — თქვა სანდრომ უბრალოდ.

მარიამმა ბოთლი გამოართვა. თითები წამით ისევ შეეხო ერთმანეთს.

— მადლობა...

— არაფრის, ატამო.

რამდენიმე ნაბიჯი ჩუმად გაიარეს. მარიამმა ბოთლი გახსნა და მოსვა.

— შენ ყოველთვის ასეთი ყურადღებიანი ხარ გოგოების მიმართ?

— არა.

— მაშინ?

— მხოლოდ მაშინ, როცა მართლა მინდა.

მარიამმა ნელა მიაბრუნა თავი მისკენ.

— და ახლა გინდა?

სანდრომ ნაბიჯი გააჩერა, პირდაპირ თვალებში შეხედა.

— ახლა მხოლოდ ეგ მინდა.

მარიამმა სასწრაფოდ აარიდა მზერა, მაგრამ ტუჩებზე მოწოლილი ღიმილი ვერაფრით დამალა.

პატარა, მყუდრო სუვენირების მაღაზიაში შევიდნენ. მარიამი თაროებს ათვალიერებდა.

— შენ რა გინდა რომ გიყიდო? — ჰკითხა სანდრომ.

— არ ვიცი. რამე სიმბოლური.

— მე უკვე ვიცი, რას გიყიდი.

სანდრომ თაროდან პატარა, ვერცხლისფერი ბრელოკი აიღო. მასზე პატარა, ხავერდოვანი ატამი ეკიდა. მარიამმა დაინახა თუ არა, თვალები გაუფართოვდა.

— არა! სანდრო, არა!

— რატომ? იდეალურია.

— იმიტომ, რომ ისევ ატამი! ეს უკვე შევიწროებაა!

— ეს უკვე ოფიციალური მეტსახელია.

— მე არ დამიმტკიცებია!

— უკვე გვიანია, სალაროსთან მივდივარ.

მან ბრელოკი იყიდა. მარიამმა თავი უკმაყოფილოდ გააქნია, თუმცა ბრელოკი რომ გამოართვა, თითები ნაზად გადაუსვა.

— ახლა მე უნდა გაჩუქო რამე, — თქვა მარიამმა.

— ველოდები.

მარიამმა თაროები მოათვალიერა. უცებ პატარა, შავი, ტყავისწნული სამაჯური დაინახა ვერცხლისფერი დეტალით.

— ეს.

სანდრომ სამაჯური ხელში აიღო.

— რატომ მაინცდამაინც ეს?

— იმიტომ, რომ... შენს სტილს ჰგავს. უბრალოა, მაგრამ მკვეთრი.

— შენ ჩემს სტილს აკვირდები? — სანდროს ხმაში დამცინავი, ვნებიანი ნოტები გაჩნდა.

მარიამმა შეიცხადა.

— უბრალოდ შევამჩნიე! ნუ აზვიადებ!

— ჰო, რა თქმა უნდა. „უბრალოდ“.

მარიამმა სამაჯური გამოართვა და სანდროს მაჯას მიადო.

— მოგწონს თუ სხვა ავარჩიო?

სანდრომ სამაჯურს კი არ შეხედა, არამედ მარიამის თითებს, რომლებიც მის მაჯას ეხებოდნენ.

— ძალიან მომწონს.

მარიამმა თითები სასწრაფოდ უკან წაიღო, თითქოს ცხელ გავარვარებულ რკინას შეეხოო. სანდრომ სამაჯური ხელზე გაიკეთა.

— არასდროს მოვიხსნი.

— ნუ აკეთებ ასეთ დრამატულ განცხადებებს! — გაეცინა მარიამს.

— ჩემთვის ეს უბრალო ნივთი არ არის. შენი ნაჩუქარია.

მარიამმა ისევ აარიდა თვალი, გული უცნაურად უცემდა.

პარკის ცენტრალურ მოედანზე დაბრუნებულებს დანარჩენები უკვე ელოდნენ. ანასტასიას ხელში პატარა, ბრჭყვიალა პლასტმასის გვირგვინი ეჭირა.

თორნიკემ რომ დაინახა, თვალები ჭყიტა.

— ეს რა უბედურებაა, ანასტასია?

— ეს შენი საჩუქარია!

— ჩემი?! რატომ?

— იმიტომ, რომ შენ ხარ მეფე.

— რისი მეფე, პრინცესა?

— ჩემი ნერვების მოშლის მეფე!

თორნიკემ ხამამაღლა დაიწყო სიცილი.

— აუ, მიყვარს ეს ტიტული! მომეცი!

მან გვირგვინი ამაყად დაიდგა თავზე.

— აბა, როგორ გამოვიყურები?

ანასტასიამ რამდენიმე წამი უყურა, თავი გვერდზე გადახარა.

— აბსოლუტურად სულელურად.

— მაგრამ მაინც მოგწონს, ხომ?

ანასტასიას ლოყები აეწვა, გაიღიმა.

— შეიძლება... ცოტათი.

თორნიკემ ოდნავ დაიხარა მისკენ, ხმა დაუდაბლდა.

— შენც მოგწონვარ?

ანასტასიას ღიმილი სახეზე შეახმა.

— რა?

— არაფერი.

— არა, მოიცა, ახლა უკვე თქვი!

— უბრალოდ ვკითხე, რა იყო?

— და შენი პასუხი როგორია?!

თორნიკემ მხრები უდარდელად აიჩეჩა.

— ჯერ არ ვიცი, უნდა დაფიქრდე.

ანასტასიამ ხელჩანთა მსუბუქად ჰკრა მკერდში.

— იდიოტი ხარ!

— მადლობთ გეთაყვა!

მაგრამ ორივე სიცილით იხრჩობოდა.

საღამოს, პარკიდან გამოსვლისას, მზე უკვე ჩადიოდა. ექვსივე ერთად მიუყვებოდა ხეივანს.

გეგა და ანი ცოტა უკან იყვნენ. ანი რაღაცას აღფრთოვანებით უყვებოდა ფოტოგრაფიის ტექნიკაზე, გეგა კი თვალს არ აშორებდა და ყურადღებით უსმენდა.

თორნიკე და ანასტასია წინ მიდიოდნენ და ისევ რაღაცაზე ხმაურიანად კამათობდნენ.

მარიამი და სანდრო შუაში მიაბოტებდნენ.

მარიამმა უცებ თვალი გააპარა სანდროს მაჯისკენ. სამაჯური ისევ ეკეთა.

— მართლა არ მოიხსენი... — ჩაილაპარაკა მან.

სანდრომ მისკენ მიაბრუნა თავი.

— რატომ უნდა მომეხსნა, მარიამ?

— არ ვიცი... ეგრევე ჯიბეში ჩაიდებდი მეგონა.

— შენ მაჩუქე. ჩემთვის მნიშვნელოვანია.

მარიამმა რამდენიმე წამი ჩუმად იარა. შემდეგ ხმადაბლა თქვა:

— კარგი...

სანდრომ ოდნავ გაიღიმა.

— ატამო.

— ნუ მეძახი ასე ხალხში!

— რატომ?

— უბრალოდ.

— გრცხვენია?

— არა!

— მაშინ რატომ გაღიზიანებს?

მარიამი უეცრად გაჩერდა ხეივნის შუაგულში. სანდროც გაჩერდა. მათ შორის რამდენიმე სანტიმეტრიღა იყო.

— იმიტომ, რომ როცა ასე მეძახი... — დაიწყო მარიამმა და სიტყვა გაუწყდა.

— რა, მარიამ? თქვი.

— არაფერი...

სანდრომ ნელა, ვნებიანად გაიღიმა.

— ისევ დამიმალე ემოცია.

მარიამმა პირდაპირ თვალებში შეხედა.

— იქნებ უბრალოდ არ მინდა, რომ ყველაფერი ასე მარტივად იცოდე?

— კარგი.

— კარგი?

— დაგელოდები.

— რას დაელოდები, სანდრო?

სანდრო ოდნავ მიუახლოვდა. მისი სხეულის სითბო თითქმის შეეხო მარიამს.

— სანამ თვითონ მოგინდება, რომ მითხრა. სანამ თვითონ ვერ გაძლებ.

მარიამს გული გამალებით უცემდა. ისე ახლოს იყვნენ, რომ სანდროს სუნამოს ნოტები ჰაერში იღვრებოდა. ერთი წამით ორივე გაჩუმდა. მარიამმა მის თვალებს შეხედა, იქ სიღრმე და ვნება ეწერა. სანდრომ მის ტუჩებს შეხედა.

მარიამმა ძლივს შესამჩნევად ამოისუნთქა.

— სანდრო...

— ჰო?

წინიდან ანასტასიას ხმამაღალი ძახილი გაისმა:

— ჰეი, თქვენ ორნი, მანდ რას აკეთებთ, მოდიხართ?!

მათ ერთდროულად მიიხედეს. მარიამმა ინსტინქტურად უკან დაიხია.

— კი, მოვდივართ!

სანდრომ დაბალი ხმით ჩაიცინა.

— გადაგარჩინა...

მარიამმა გადახედა.

— ვინ?

— ანასტასიამ.

— რას გადამარჩინა, სანდრო?

— იმას, რისი თქმაც აპირებდი.

მარიამმა თავი გააქნია.

— შენ მართლა აუტანელი ხარ!

— მაგრამ მაინც ჩემთან ერთად დადიხარ.

მარიამმა ვერაფერი უპასუხა. ისინი დანარჩენებს შეუერთდნენ.

მაგრამ იმ რამდენიმე წამში რაღაც შეურყევლად შეიცვალა. მათ შორის უკვე მხოლოდ უბრალო ფლირტი და ხუმრობა აღარ იყო. მიზიდულობა აშკარა, თითქმის ხელშესახები გახდა.

და რაც ყველაზე მთავარი იყო — ორივემ ეს მშვენივრად იცოდა.

იმ საღამოს Bucket List-ს კიდევ ერთი, სრულიად ახალი პუნქტი დაემატა.

არ დავმალოთ, როცა ვინმე მართლა მოგვწონს.

ანასტასიამ ჩაწერა და ფურცელი ასწია. თორნიკემ გადაიკითხა.

— ეს წესი ყველას ეხება, თუ გამონაკლისებიც გვყავს?

ანასტასიამ პირდაპირ თვალებში შეხედა თორნიკეს.

— აბსოლუტურად ყველას.

გეგამ ჩუმად ჩაიცინა. ანიმ თავი დახარა და გაიღიმა.

მარიამმა სანდროს შეხედა. სანდრო უკვე მას უყურებდა — ისეთი მზერით, რომელშიც პასუხი უკვე ეწერა.

არც ერთს არაფერი უთქვამს.

მაგრამ ამჯერად, სიტყვები აღარც არავის სჭირდებოდა.


თავი 9

მეორე დილით, როცა მარიამმა თვალები გაახილა, ტელეფონის ეკრანი უკვე ანასტასიას მიერ ჯგუფში დატოვებული ერთადერთი შეტყობინებით ანათებდა. შეტყობინება იმდენად მოკლე და კატეგორიული იყო, რომ კითხვების დასმის ყოველგვარ სურვილს უჭრიდა ადამიანს:

Anastasia:

დღეს 9 საათზე. არავინ იკითხოს, სად მივდივართ. უბრალოდ მოემზადეთ.

პასუხებმაც დიდხანს არ დააყოვნა.

Gega:

უკვე ძალიან ცუდად დაიწყო ეს დღე...

Tornike:

მე მოვდივარ. სანამ ნერვების მოშლას პირადად არ დავიწყებ, დღე არ ითვლება.

Ani:

მეც მოვდივარ.



მარიამმა საწოლზე წამოიწია, ტელეფონი ხელში აათამაშა და ეკრანს რამდენიმე წამით გაშტერებით უყურა. სანდროსგან ჯერ არაფერი იყო.

და ზუსტად იმ წამს, თითქოს სანდრო მის ფიქრებს კითხულობდა და სპეციალურად ელოდებოდა ამ პაუზას, ეკრანი ისევ განათდა.

Sandro:

მეც.


მარიამმა შეტყობინებას დახედა და უნებურად, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ტუჩის კუთხეში სითბომ გაუარა. სულ ერთი სიტყვა იყო, მაგრამ მასში იმხელა თავდაჯერებულობა და ირიბი მინიშნება იგრძნობოდა, რომ გულმა ისევ ისე დაიწყო ფეთქვა, როგორც წინა დღით

საღამოს ცხრა საათზე ექვსივე ქალაქის ერთ-ერთ ძველ, პატარა ქუჩაზე მდებარე ბართან იდგა. გარედან შენობა იმდენად უბრალო და მიწყნარებული ჩანდა, რომ შიგნით არსებულ ქაოსს ვერაფრით ივარაუდებდით.

შიგნით კი ნამდვილი ფეთქებადი სამყარო დახვდათ: ჭერიდან ჩამოკიდებული ფერადი, მოციმციმე ნათურები, მძიმე, რიტმული მუსიკა, მუქი ხის ბარი და პატარა, განათებული სცენა, რომლის კუთხეშიც გიგანტურ ეკრანზე კაშკაშებდა წარწერა:

KARAOKE NIGHT

მარიამმა ნელა მიაბრუნა თავი ანასტასიასკენ. მისი მზერა მკვლელი იყო.

— არა.

— ჯერ არაფერი მითქვამს! — უდანაშაულო თვალებით მიუგო ანასტასიამ.

— არც არის საჭირო. შენს სახეზე ყოველთვის ეწერა მასობრივი განადგურების იარაღის ინსტრუქცია.

— რატომ ხარ ასეთი პესიმიტი?

— იმიტომ, რომ უკვე ზუსტად ვიცი, რა გვიდევს სულში და რა გვიდევს ამ იდეის უკან!

თორნიკემ ჩაიცინა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და სცენას გადახედა.

— მეც ვიცი. და უკვე მზად ვარ სულიერად.

ანასტასიამ კმაყოფილად გაშალა ხელები.

— რა მოხდა, ხალხო? Bucket List-ს ვინ მიხედავს? ეს ჩვენი მე-12 პუნქტია!

გეგამ ეკრანს შეხედა და თავი გადააქნია.

ანიმ ჩუმად, კუთხეში მდგარ რბილ სავარძელზე მიუთითა.

— მე უბრალოდ დავჯდები. და ფოტოებს გადაგიღებთ. ჩემი კამერა ამ კომპრომატებისთვის მზადაა.

— არავითარ შემთხვევაში! — ანასტასიამ ხელი ჩაავლო ანის მაჯაში. — ექვსივე გავდივართ. წყვილებად ან ცალ-ცალკე, მაგრამ არავინ რჩება ჩრდილში!

გეგამ გადაჭრით თქვა:

— მე სიმღერას ვერ ვმღერი. ჩემი ხმა სამოქალაქო თავდაცვის განგაშის სიგნალს ჰგავს.

ანიმ მას შეხედა და ჩუმად გაეღიმა.

— არც მე ვარ ბიონსე, გეგა.

გეგამ მზერა ანის შეახო. მის თვალებში რაღაც ძალიან თბილი და რბილი გაკრთა.

— მაშინ ერთად ვერ ვიმღერებთ.

— რატომ?

— იმიტომ, რომ ორი კატასტროფა ერთად უკვე ეროვნული უბედურებაა.

ანიმ ხანმოკლე სიცილით გააქნია თავი.

— შეიძლება სწორედ მაგ კატასტროფაში იყოს მთელი ხიბლი?

გეგამ რამდენიმე წამით უყურა, მერე ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.

— კარგი. ოღონდ თუ ხალხმა ნივთების სროლა დაიწყო, შენს უკან დავიმალები.

— შეთანხმებულია.

ანასტასიამ ტაში შემოჰკრა.

— აი, ეს არის გუნდური სული! ახლა კი... პირველი მსხვერპლი!

— რატომ მაქვს განცდა, რომ „მსხვერპლი“ მე ვარ? — დაიწუწუნა თორნიკემ.

— იმიტომ, რომ შენ ხარ ჩემი პარტნიორი უბედურებაში! — ანასტასიამ მიკროფონი აიღო და თორნიკეს მკერდზე მიაბჯინა. — წამოდი, მეფევ.

— რომელი სიმღერაა? — ეჭვით ჰკითხა თორნიკემ, სანამ სცენაზე ავიდოდნენ.

— სიურპრიზი!

— ანასტასია, შენგან სიურპრიზი ჩემთვის სამედიცინო დაზღვევის გააქტიურების საფუძველია.

მუსიკა ჩაირთო. თორნიკეს თვალები გაუფართოვდა, როცა რიტმი იცნო — ეს იყო ცნობილი, ენერგიული დუეტი, მაგრამ ანასტასიას აშკარად წინასწარ ჰქონდა მომზადებული გეგმა.

— შენ ეს სპეციალურად ქენი! — გადაუჩურჩულა თორნიკემ.

— რა თქმა უნდა! — თვალი ჩაუკრა ანასტასიამ და მიკროფონში პირველივე ნოტი ისეთი სიძლიერით ჩაჰყვირა, რომ დარბაზი შეზანზარდა.

პირველი რამდენიმე სტროფი თითქოს ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ მერე ანასტასიამ სრულიად განზრახ, ექსპრომტად შეცვალა ტექსტის სიტყვები და პირდაპირ თორნიკეს დაუწყო სიმღერა, სადაც მას „ამპარტავან ჯალათს“ და „ნერვების მჭამელს“ ეძახდა.

თორნიკეს სიცილისგან სუნთქვა შეეკრა, მიკროფონი დაბლა დაწია და თავი გააქნია.

— რას აკეთებ, გიჟო?! ეს საერთოდ არ არის ეგ ტექსტი!

— ეს ჩემი საავტორო ვერსიაა! — იყვირა ანასტასიამ და თორნიკეს გარშემო ცეკვით შემოუარა, თმები აიფრიალა და თვალებში ეშმაკური ცეცხლით შეხედა. — მიდი, ამყევი!

— შენთან ნორმალურად ყოფნა უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია!

— და მაინც ჩემ გვერდით დგახარ, სცენაზე, ათობით ადამიანის წინაშე! — მიკროფონი მიუტანა ტუჩებთან.

თორნიკემ ანასტასიას თვალებში ჩახედა. მუსიკის გუგუნში, ფერადი განათების ქვეშ, ანასტასია საოცრად კაშკაშა, ცოცხალი და მიზიდველი ჩანდა. თორნიკეს ხმაში ხუმრობა უცებ სადღაც გაქრა.

— ეგ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა.

— მაგრამ არ ნანობ, ხომ? — ანასტასიამ სიმღერა წამით შეწყვიტა, ხმა დაუდაბლდა და პირდაპირ თვალებში შეხედა.

თორნიკემ ერთი წამით მზერა მის ტუჩებზე გადაიტანა, მერე ისევ თვალებში შეხედა.

— არა. არ ვნანობ.

ეს „არა“ იმდენად სერიოზულად, იმდენად შიშვლად და პირდაპირ ითქვა, რომ ანასტასიას წამიერად სიტყვა ყელში გაეჩხირა. ეშმაკური ღიმილი სახეზე გაუყინა. მათ შორის ჰაერი უეცრად ისე დაცხა, თითქოს გარშემო მუსიკა და ხალხი გაქრა.

სიმღერა დასრულდა. დარბაზმა ტაშით და ყვირილით იფეთქა. ანასტასიამ სასწრაფოდ დაიბრუნა ჩვეული ფორმა, თავი დახარა და მაყურებელს ხელები დაუქნია.

— ხედავ? ჩვენ ვარსკვლავები ვართ!

თორნიკემ ჩაიცინა, ხელი მხარზე გადახვია და სცენიდან ჩამოიყვანა.

— შენ ნამდვილად გიჟი ხარ, ანასტასია.

— შენ კი ჩემი პარტნიორი.

— ეგ უკვე განაჩენს ჰგავს, — უთხრა თორნიკემ, მაგრამ ხელი მხარიდან ასე მარტივად არ მოუშორებია.

შემდეგი გეგა და ანი იყვნენ.

მათ სრულიად განსხვავებული, მშვიდი და აკუსტიკური სიმღერა აირჩიეს. სცენაზე რომ ავიდნენ, გეგა აშკარად ნერვიულობდა — თითებს მიკროფონის სადგამს უჭერდა და დარბაზს არ უყურებდა. ანი კი მის გვერდით იდგა, კამერა გვერდზე გადაედო და ჩუმად იცინოდა.

— რა გაცინებს? — გადაუხვია გეგამ.

— შენ.

— ასეთი საცოდავი ვარ?

— არა... უბრალოდ ისეთი სახე გაქვს, თითქოს უმაღლესი მათემატიკის გამოცდაზე ხარ და ბილეთი არ იცი.

— შეიძლება ჩემთვის ეს ბევრად უფრო რთულია, ანი, — ამოიოხრა გეგამ.

ანი ოდნავ მიუახლოვდა. მისი ნაზი სურნელი გეგამ წამში იგრძნო.

— უბრალოდ მე მიყურე. ხალხი დაივიწყე.

გეგამ თავი მიაბრუნა და თვალი თვალში გაუყარა.

— ეგ უფრო რთულს ხდის ყველაფერს.

ანის ლოყები შეეფაკლა.

— რატომ?

— იმიტომ, რომ როცა შენ გიყურებ, ტექსტიც მავიწყდება და ისიც, სად ვარ.

ანი რამდენიმე წამით გაჩუმდა, თვალები დახარა, მერე ნაზად გაიღიმა.

— მაშინ... აურიე ტექსტი. ნებას გრთავ.

მუსიკა დაიწყო. გეგას მართლაც ერთი წამითაც არ აურიდებია თვალი. მღეროდა დაბალი, ოდნავ ბოხი, მაგრამ საოცრად თბილი ხმით. ანიც ჰყვებოდა. სიმღერის შუაში, როცა ანიმ მართლა აურია სიტყვები და შეცდომაზე ორივეს ერთდროულად აუტყდა სიცილი, მიკროფონები ჩამოწიეს და უბრალოდ ერთმანეთს უყურებდნენ.

ეს არ იყო უბრალო სიმღერა — ეს იყო მათი პატარა, ჩუმი სამყარო შუაგულ ხმაურიან ბარში.

როცა სცენიდან ჩამოვიდნენ, გეგამ ანი გზაში შეაჩერა და ჩუმად, მხოლოდ მისთვის გასაგონად უთხრა:

— შენთან ერთად კიდევ ათასჯერ ავურევდი ტექსტს.

ანიმ მას შეხედა, თვალები უბრწყინავდა.

— მეც, გეგა.

— ახლა თქვენი ჯერია! — გამოაცხადა ანასტასიამ და თითი მარიამისა და სანდროსკენ გაიშვირა.

მარიამმა მკლავები მკერდზე გადაიჯვარედინა.

— არა. შანსი არ არის.

— რატომ, ატამო? — სანდრო გვერდიდან მიუახლოვდა, მისი ხმა დაბალი და ბოხი იყო. — გეშინია?

— შენი? არასდროს, — მარიამმა თვალები მოჭუტა.

— მაშინ მიკროფონის?

— უბრალოდ არ მინდა საჯაროდ ჩემი ვოკალური მონაცემების დემონსტრირება.

— მე თანახმა ვარ, — თქვა სანდრომ მშვიდად და მიკროფონი აიღო.

— შენ საერთოდ არ გიკითხავს, მე რა მინდა!

— მაგრამ ვიცი, რომ გინდა.

— საიდან იცი?

— შენს სახეზე წერია. როცა ნერვიულობ ან რაღაც ძალიან გინდა და ებრძვი საკუთარ თავში, მარცხენა წარბი ოდნავ ზემოთ გადივა. ახლაც ასე ხარ.

მარიამმა ჩაიცინა, თუმცა იგრძნო, როგორ აუჩქარდა გულისცემა.

— ჩემი სახე ისევ მღალატობს?

— საშინლად. მაგრამ მე ეს მომწონს.

ანასტასიამ ეკრანზე სიმღერა უკვე ჩაერთო. ეს იყო ნელი, საოცრად ატმოსფერული, ოდნავ სახიფათო რიტმის მქონე სიმღერა.

— ეს ძალიან ცუდი არჩევანია, ანასტასია! — გასძახა მარიამმა.

სანდრომ ხელი გაუწოდა.

— იდეალური არჩევანია. წამოდი.

— შენ ყველაფერზე ასე მარტივად ხარ თანახმა?

— როცა საქმე შენ ეხება? — სანდრომ თითები მარიამის თითებში გადაახლართა და სცენისკენ ექაჩებოდა. — თითქმის ყველაფერზე.

— ეგ უკვე საშიში განცხადებაა, სანდრო.

— რატომ?

— იმიტომ, რომ შეიძლება დაგიჯერო. და მერე უკან დახევის უფლებას არ მოგცემ.

სანდრო გაჩერდა, მარიამს უყურა, თვალებში ცეცხლი აენთო.

— მერე ვინ თქვა, რომ უკან დახევას ვაპირებ?

მუსიკა ჩაირთო.

პირველი ნაწილი მარიამმა დაიწყო. მისი ხმა სუფთა იყო, ოდნავ თრთოდა, მაგრამ საოცრად ღრმად ჟღერდა. სანდრო იდგა მისი პირდაპირ, მიკროფონი ეჭირა და თვალს არ აშორებდა.

როცა სანდროს ნაწილი მოვიდა, მისი დაბალიტემბრი დინამიკებში ისე გაისმა, რომ მარიამს ტანში ჟრუანტელმაუარა. სანდრო ნელ-ნელა უახლოვდებოდა. მათ შორის მანძილი სანტიმეტრებამდე შემცირდა.

ერთ მომენტში მარიამს სიმღერის სიტყვა შეეშალა — სანდროს მზერამ იმდენად აურია გონება.

სანდრომ მიკროფონში ჩუმად, სიმღერასთან აკორდში ჩაასწორა ტექსტი და მარიამს გადახედა.

— ნუ დამცინი... — ჩურჩულით თქვა მარიამმა მიკროფონს მიღმა.

— არ დაგცინი.

— ეშმაკურად გეცინება!

— იმიტომ, რომ საოცრად საყვარელი ხარ, როცა იბნევი, ატამო.

მარიამს სიტყვა შუა სიმღერაში გაუწყდა. სანდრომ თავისი ხელი ნელა გადაიტანა მარიამის მიკროფონზე, ოდნავ დაუწია დაბლა და თვითონაც დაიხარა მისკენ.

— ახლა რატომ გაჩუმდი?

— შენ... განზრახ აკეთებ ამას, — მარიამმა სუნთქვა ძლივს შეიკავა.

— რას?

— ჩემი წყობიდან გამოყვანას ცდილობ.

— მე უბრალოდ სიმართლეს ვამბობ. და თუ ეს შენს წონასწორობას დარღვევს, ესე იგი, სწორ გზაზე ვარ.

სიმღერის ბოლო აკორდები ისე მიდიოდა, რომ არც ერთს ტექსტისთვის აღარ დაუხედავს. ერთმანეთის პირისპირ იდგნენ, თითქმის ტუჩებით ეხებოდნენ ერთმანეთის სუნთქვას. სანდროს ხელი მარიამის წელთან ძალიან ახლოს ეჭირა — არ ეხებოდა, მაგრამ იმ სითბოს მარიამი ტანსაცმლის მიღმაც გრძნობდა.

როცა მუსიკა შეწყდა, დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც წამების შემდეგ ხმაურიანი აპლოდისმენტები მოჰყვა.

მარიამმა ისე სწრაფად დაიხია უკან, თითქოს დენმა დაარტყაო.

— წავიდეთ! — ჩაილაპარაკა და სცენიდან სწრაფი ნაბიჯით ჩამოვიდა.

სანდრო უკან მიჰყვებოდა, სახეზე გამარჯვებულის ღიმილი ეტყობოდა.

— რატომ გარბიხარ, ატამო?

— არ გავრბივარ!

— მიდიხარ ისე, თითქოს უკან ხანძარი იყოს.

— იმიტომ, რომ მშია! — თქვა მარიამმა პირველივე აბსურდული მიზეზი, რაც თავში მოუვიდა.

— სიმღერამ ასე მოგაშია?

— დიახ!

სანდრომ ჩაიცინა, დაეწია და გვერდით ამოუდგა.

— კარგი. როგორც იტყვი, ატამო.

მარიამი მკვეთრად გაჩერდა.

— ისევ?

— რა?

— ეგ სახელი!

— არ მოგწონს?

მარიამმა რამდენიმე წამი უყურა სანდროს ტუჩებს, მერე თვალებში შეხედა.

— არ მითქვამს, რომ არ მომწონს...

სანდროს ღიმილი შეეცვალა — უფრო რბილი, უფრო ღრმა გახდა.

— მაშინ ჩემი საყვარელი სიტყვაა.

მაგიდასთან დაბრუნებულებს ანასტასია ეშმაკური მზერით დახვდათ.

— ნუ, ნუ... ეს რა იყო? — თქვა მან და კოქტეილი მოსვა. — თქვენ შორის ჰაერი ისე იწვოდა, რომ ბარმენს სახანძროში დარეკვა უნდოდა.

— არაფერიც არ იწვოდა, — თქვა მარიამმა და წყლის ჭიქას ხელი დაავლო.

თორნიკემ ჩაიცინა.

— მარტო სიმღერა რომ ყოფილიყო, კიდევ დავიჯერებდი. მაგრამ ის მზერა? სანდრო, ძმაო, შენ უკვე დაკარგული ხარ.

— შენ შენს თავს მიხედე, გვირგვინოსანო, — გადაუკრა სანდრომ.

თორნიკემ ხელები ასწია.

— მე აბსოლუტურ კონტროლში ვარ!

ანასტასიამ გვერდიდან გადახედა თორნიკეს.

— შენ და კონტროლი? ისევე შორს ხართ ერთმანეთისგან, როგორც მე და მშვიდი ცხოვრება.

— მაგრამ მაინც გიყვარს ჩემი ქაოსი, ხომ? — თორნიკემ ოდნავ გადაიხარა მისკენ.

ანასტასიას თვალები გაუფართოვდა, მერე ჩაიცინა.

— სიზმარში, თორნიკე. მხოლოდ სიზმარში.

— ვნახოთ, — ჩაილაპარაკა თორნიკემ.

მარიამმა ანი და გეგა შეამჩნია. ანი თავის კამერაში გადაღებულ ფოტოებს უჩვენებდა გეგას, გეგა კი იმდენად ახლოს იჯდა მასთან, რომ მათი თმები ერთმანეთს ეხებოდა. გეგა უსმენდა ისეთი ყურადღებით, თითქოს ანი მსოფლიო მნიშვნელობის საიდუმლოს ანდობდა.

არავინ ჩარეულა. არავინ აჩქარებდა პროცესს.

ყველაფერი თავისით, ბუნებრივად იზრდებოდა. ის, რასაც ხმამაღლა არ ამბობდნენ, ჰაერში ელექტროობასავით ტრიალებდა.

ღამის თორმეტის შემდეგ, როცა ბარი უფრო გაივსო, თორნიკე მოულოდნელად წამოდგა.

— გარეთ გავიდეთ.

— რატომ? — იკითხა ანასტასიამ.

— სუფთა ჰაერი მინდა.

— შენ?! სუფთა ჰაერი?! როდიდან გახდი ასეთი ეკოლოგიური?

— წამო-მეთქი, ნუ სვამ ბევრ კითხვას.

— ბრძანებებს ნუ მიცემ! — თქვა ანასტასიამ, მაგრამ მაინც წამოდგა და გაჰყვა.

მარიამმა მათ ზურგს თვალი გააყოლა.

— მათ რაღაც სერიოზული ემართებათ, — თქვა მან.

— აშკარად, — დაეთანხმა სანდრო.

— მგონი თვითონაც ვერ ხვდებიან, რაში არიან.

— ან ხვდებიან და უბრალოდ ეშინიათ აღიარების.

მარიამმა ნელა მიაბრუნა თავი სანდროსკენ.

— შენც ასე შვრები?

სანდრო გაჩუმდა. მისი მუქი თვალები მარიამის სახეს იკვლევდნენ.

— რას?

— ხვდები რაღაცას და არ ამბობ?

— შეიძლება.

— და რატომ? შიშია?

— არა, შიში არ არის, — სანდრო ოდნავ მიუახლოვდა, ხმა დაუდაბლდა. — უბრალოდ ზოგჯერ რაღაცის ხმამაღლა თქმა ყველაფერს ცვლის. და უკან დახევის გზას წვავს.

მარიამმა თვალი არ აარიდა.

— და თუ ეს ცვლილება კარგია? თუ უკან დაბრუნება საერთოდ არავის სჭირდება?

სანდროს სუნთქვა გაუხშირდა.

— მაშინ მაინც უნდა დარწმუნდე, რომ მეორე ადამიანიც მზად არის ამ ნახტომისთვის.

— შენ ყოველთვის ასეთი გათვლილი და დინჯი ხარ?

— მხოლოდ მაშინ, როცა საქმე ჩემთვის მართლა ძვირფას ადამიანს ეხება.

მარიამმა პასუხი ვერ იპოვა. ყელში ბურთი გაეჩხირა — სასიამოვნო, მაგრამ მძიმე.


***

ქუჩაში, ბარის სიღრმეში, კედელთან იდგნენ თორნიკე და ანასტასია. ღამის სიგრილე ოდნავ აგრილებდა გახურებულ ჰაერს.

— რატომ გამომიყვანე? — ჰკითხა ანასტასიამ და მკლავები გადაიჯვარედინა.

— იმიტომ, რომ შიგნით ძალიან ბევრი ხალხია. და შენი ხმაც კი იკარგებოდა.

— ჩემი ხმა იკარგებოდა?! ეგ შეუძლებელია!

— ვიცი. სწორედ ეგ არის პრობლემა, — თორნიკემ გაიღიმა, მერე კედელს მიეყრდნო და ანასტასიას ჩახედა. — მინდოდა მარტო დაგლაპარაკებოდი.

ანასტასია პირველად დაებნესავით.

— რაზე?

— შენზე.

— ჩემზე რა? რა შენი საქმეა?

— შენ სულ ასეთი ხარ? ხმაურიანი, ჯიუტი, ყველაფერზე პასუხი რომ გაქვს მომზადებული და წამითაც რომ არ ჩერდები?

ანასტასიამ ამაყად ასწია ნიკაპი.

— კი. ასეთი ვარ. თუ არ მოგწონს...

— მომწონს, — შეაწყვეტინა თორნიკემ.

ანასტასიას სიტყვა პირზე გაუშრა.

— რა?

— მომწონს-მეთქი. შენი ქაოსი.

— მხოლოდ ჩემი ქაოსი? — ანასტასიამ ეშმაკურად მოჭუტა თვალები, თუმცა გული უცემდა.

თორნიკემ ჩაიცინა, ნაბიჯი გადადგა მისკენ.

— ძალიან ბევრ კითხვას სვამ, ანასტასია.

— პასუხის გაცემის გეშინია?

— არაფრის არ მეშინია. უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

— ვერ ვიტან ლოდინს! შენ ეს იცი!

— ვიცი. სწორედ მაგით ვტკბები ახლა.

ანასტასიამ ჩანთა მსუბუქად ჰკრა მკერდში.

— იდიოტი ხარ, თორნიკე!

— შენ კიდევ ჯიუტი, — თქვა თორნიკემ, ხელი ნელა გაუშვა და ანასტასიას თმის აბურდული ტალღა ყურს უკან გადაუწია.

თითების შეხება იმდენად ნაზი იყო, რომ ანასტასია ადგილზე გაშეშდა. ორივე გაჩუმდა. ომი წამიერად შეწყდა და დარჩა მხოლოდ ის, რასაც ორივე ასე გულმოდგინედ მალავდა.

***

ბარიდან პირველები ანი და გეგა წავიდნენ. ანიმ ჩანთა მოიკიდა და ჯგუფს დაემშვიდობა.

— მე გავაცილებ, — თქვა გეგამ და ფეხზე წამოდგა.

— აუცილებელი არ არის, გეგა, ტაქსით წავალ, — უთხრა ანიმ.

— ვიცი, რომ აუცილებელი არ არის.

— მაშინ?

— მინდა. უბრალოდ მინდა, რომ მშვიდობიდან მიხვიდე.

ანი რამდენიმე წამით უყურებდა მის სერიოზულ სახეს, მერე თბილად გაეღიმა.

— კარგი. წამო.

დარჩნენ ოთხნი. მარიამმა საათს დახედა — პირველი სრულდებოდა.

— მეც უნდა წავიდე. ხვალ ბევრი საქმე მაქვს.

— გაგიყვან, — თქვა სანდრომ და მანქანის გასაღები თითზე დაატრიალა.

— არ არის საჭირო, სანდრო.

— ვიცი, უბრალოდ ასე მინდა.

მარიამმა შეხედა. ზუსტად იგივე სიტყვა. ზუსტად ისეთივე სიმტკიცე.

— კარგი...

მანქანაში სიჩუმე სუფევდა. რადიოში რაღაც ძალიან მშვიდი, ჯაზური მუსიკა დაბალ ხმაზე უკრავდა. ქალაქის ღამის განათებები ფანჯრის მინაზე ოქროსფერ ზოლებად იწელებოდა.

მარიამმა თავი სავარძელს მიადო და სანდროს პროფილს შეხედა — მკვეთრი ყბის ხაზი, სწორი ცხვირი, წაბლისფერი კულულები, რომელიც შუბლზე ეცემოდა, დაძარღვული ხელები საჭეზე, მშვიდი, თავდაჯერებული მზერა და ეშმაკური ღიმილი ტუჩის კუთხეში.

— დღეს... ძალიან კარგი საღამო იყო, — თქვა მარიამმა.

— ჰო.

— მხოლოდ „ჰო“?

სანდრომ გვერდით გადახედა, ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.

— თუ დავიწყებ ლაპარაკს იმაზე, როგორ გამოიყურებოდი იმ სცენაზე და რას ვგრძნობდი, როცა ჩემ გვერდით იდექი... შეიძლება ზედმეტი ვთქვა.

მარიამმა გული ყელთან იგრძნო.

— იქნებ მინდა, რომ ზედმეტი თქვა?

სანდრომ მანქანა ოდნავ შეანელა, წითელ შუქნიშანზე გაჩერდა და მთელი სხეულით მარიამისკენ ტრიალდა.

— დარწმუნებული ხარ, ატამო?

— შეიძლება... — ჩურჩულით თქვა მარიამმა.

სანდრომ ნელა გააქნია თავი.

— მაშინ ჯერ არა.

— რატომ?

— იმიტომ, რომ არ მინდა, ეს სიტყვები უბრალოდ ღამის, მუსიკის ან კარაოკეს ეფექტი იყოს. მინდა, როცა გეტყვი, სრულიად ფხიზელზე და გააზრებულად გესმოდეს.

მარიამმა ნელა გაიღიმა.

— და თუ დილასაც ზუსტად იგივეს იფიქრებ?

— მაშინ დილით გეტყვი.

მანქანა მარიამის სახლთან გაჩერდა. მარიამმა კარის სახელურს ხელი დაავლო, მაგრამ სანამ გადავიდოდა, სანდრომ ხელი ნაზად დაადო მაჯაზე.

— მარიამ.

— ჰო?

— დღეს საოცრად ლამაზი იყავი.

მარიამი გაჩერდა.

— მადლობა...

— და კიდევ რაღაც.

— რა?

სანდრო ოდნავ გადაიხარა მისკენ. მისი სუნამოს სურნელმა ისევ მოიცვა მთელი სალონი.

— შენი მარცხენა წარბი ახლაც აწეულია.

მარიამს გაეცინა, ხელი გაითავისუფლა.

— იმიტომ, რომ ნერვებს მიშლი!

— ვიცი. და ეს ჩემი საყვარელი პროცესია.

— ღამე მშვიდობის, სანდრო.

— ღამე მშვიდობის, ატამო.

მარიამი გადავიდა. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ უკან მიიხედა. სანდრო ისევ იქ იჯდა, ფანჯრიდან უყურებდა. მარიამმა ხელი დაუქნია და სადარბაზოში შევიდა.

მისი გული ისე ცემდა, თითქოს მთელი მარათონი პირველს დაეფაროს.

ეს აღარ იყო უბრალო ზაფხულის თავგადასავალი. აღარც უბრალო ფლირტი.

იმ ღამით, გვიან, ჯგუფში ანასტასიამ ახალი შეტყობინება დაწერა:

Anastasia:

ხვალ არაფერი გვაქვს დაგეგმილი. სრული თავისუფლება.

Tornike:

ეს უფრო საშიშია, ვიდრე შენი ყველაზე გიჟური გეგმა.

Ani:

მართალია :D

Gega:

მაშინ ხვალ ვინ რას აკეთებს?

Sandro:

მე ვიცი, რასაც ვაკეთებ.

მარიამმა რამდენიმე წამი უყურა სანდროს პასუხს, მერე პირადში მისწერა:

Mariam:

რას?

პასუხი წამებში მოვიდა:

Sandro:

ჯერ შენ უნდა გადაწყვიტო.

Mariam:

რას?

Sandro:

მომცემ თუ არა უფლებას, Bucket List-ის შემდეგი პუნქტი მხოლოდ შენთან ერთად შევასრულო.

მარიამს გულზე სითბომ გადაუარა.

Mariam:

რომელი პუნქტი?

Sandro:

ჯერ არ ვიცი. მთავარია, შენ იყო ჩემს გვერდით. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.

მარიამმა ტელეფონი გულთან მიიტანა, საწოლზე გადაწვა და ჭერს გაუღიმა.

მან პირველად აღარ სცადა საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ეს უბრალოდ თამაში იყო. იმიტომ, რომ თამაში დიდი ხნის წინ დამთავრდა.


თავი 10

დილით მარიამმა თვალები რომ გაახილა, პირველი, რაც გონებაში ელვასავით გაკრთა, სანდროს გუშინდელი შეტყობინება იყო.
„მთავარია შენ იყო.“

რამდენიმე წამი ჭერს უყურებდა, თითქოს იმ ოთხ სიტყვაში დამალული ტონალობის გაშიფრვას ცდილობდა. გული რაღაც უცნაურ, რიტმარეულ ტაქტზე უცემდა. შემდეგ ამოიოხრა და ტელეფონი აიღო ეკრანზე ჯგუფური ჩეთიდან უკვე თორმეტი გაცხოველებული შეტყობინება დახვდა.

Anastasia: ვინმეს რაიმე გენიალური, პლანეტარული მასშტაბის იდეა აქვს? თუ ისევ ჩემი კრეატივის იმედად ხართ?
Tornike: შენ ხომ არ გაქვს?
Anastasia: არა.
Tornike: მაშინ ოფიციალურად გადარჩენილები ვართ. ჩემი ნერვული სისტემა მადლობას გიხდის.
Anastasia: ძალიან სასაცილო ხარ, თორნიკე. იუმორის მწვერვალზე ხარ დღეს.
Gega: ხალხო, დღეს მართლა არაფერს ვგეგმავთ? უბრალოდ მზის დარტყმა მივიღოთ?
Ani: შეიძლება უბრალოდ ქალაქში გავიაროთ... რამე მშვიდი ყავახანა ვიპოვოთ.
Anastasia: მოსაწყენია! სიკვდილამდე მოსაწყენი.
Tornike: ტასო, შენთვის უბრალოდ სუნთქვაც მოსაწყენია, თუ პროცესს თან არ ახლავს ფეიერვერკები და მინიმუმ ერთი გადარჩენის შანსი.
Anastasia: ზუსტად. და მიხარია, რომ როგორც იქნა მიხვდი.


მარიამს უნებურად გაეღიმა. თითებით ეკრანი ჩამოსქროლა და ბოლოს სანდროს მიერ დატოვებული ბომბი ნახა.

Sandro: მე და მარიამს იდეა გვაქვს.

მარიამი საწოლზე წამოჯდა, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო.
Mariam: რა იდეა?! სანდრო, რა განცხადებებს აკეთებ?

პასუხმაც არ დააგვიანა — სანდრომ პირადში მისწერა.
Sandro: გუშინ ხომ გითხარი, რომ შენ უნდა გადაგეწყვიტა? ჰოდა, გადაწყვეტილება შენს ნაცვლად მივიღე.
Mariam: მე არ მითქვამს, რომ რამე გადავწყვიტე!
Sandro: მაგრამ არც ის უარი გითქვამს, საპარლამენტო ვეტოს რომ ჰგავს.
Mariam: ძალიან კარგად თამაშობ სიტყვებით, იცი?
Sandro: შენთან სხვაგვარად შანსი არ მაქვს. უნდა ვმანევრირებდე.

მარიამმა პასუხი აკრიფა, წაშალა, ისევ აკრიფა, ტელეფონს გაბრაზებულმა შეხედა და ბოლოს მაინც დანებდა.
Mariam: კარგი, გისმენ. რა "გენიალური" იდეა გაქვს?
Sandro: დღეს თითოეულმა წყვილმა რამდენიმე საათი სრულიად ცალკე გაატაროს. ყოველგვარი ჯგუფური კონტროლის გარეშე.

მარიამმა ეკრანს თვალი არ მოაცილა. სიტყვა „წყვილმა“ თვალებში ეკალივით ეჩხირებოდა.
Mariam: წყვილმა?
Sandro: რა იყო, გეშინია ამ სიტყვის? თუ ჩემთან მარტო დარჩენის?

მარიამმა ირონიულად ჩაიცინა და თითები სწრაფად აამოძრავა.
Mariam: შენთან? სიზმარშიც კი არა.
Sandro: ძალიან კარგი. მაშინ 11-ზე გამოგივლი.

მარიამმა ტელეფონი საწოლზე ისროლა. ორი წამის შემდეგ ისევ აიღო.
Mariam: სად მივდივართ?
Sandro: თუ გეტყვი, სიურპრიზის ეფექტი დაიკარგება და შენი კონტროლის მანია გაიმარჯვებს.
Mariam: შენ ზედმეტად გიყვარს სიურპრიზები და საკუთარი თავის საიდუმლოებით შეფუთვა.
Sandro: შენ კი ზედმეტად გიყვარს აბსოლუტურად ყველაფრის დაკითხვა. 11-ზე.
Mariam: თერთმეტზე.


**
თერთმეტს ხუთი წუთი აკლდა, როცა ანასტასიამ და ანიმ მარიამს ვიდეოზარით დაურეკეს.
— მზად ხარ? — პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდა ტასო.
— კი, თითქმის.
— რას იცვამ?
— ჩვეულებრივს. ჯინსი, მაისური.
— ეს პასუხი საერთოდ არ მომწონს და ჩემს ესთეტიკურ გრძნობებს შეურაცხყოფს.
— ანასტასია, პაემანზე კი არ მივდივარ! — თქვა მარიამმა და სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალი აარიდა.

ანი ჩუმად ისმენდა და იქვე ხითხითებდა.

ტელეფონში მოკლე, ეჭვით სავსე პაუზა ჩამოვარდა.
— მე არ მითქვამს სიტყვა „პაემანი“. შენ თვითონ თქვი.
მარიამმა თვალები დახუჭა და შუბლზე ხელი მიიდო.
— გთხოვ, არ დაიწყო...
— კარგი, კარგი, ნუ ნერვიულობ. უბრალოდ... ცოტა ეფექტურად ჩაიცვი, რამე ისეთი, მზეზე რომ ანათებდეს.
— რატომ?
— იმიტომ, რომ შეიძლება ფოტო გადავიღოთ.-თქვა ანიმ
— ფოტოებს შენ არ იღებ? ინსტაგრამისთვის- ჰკითხა მარიამმა ტასოს
— დღეს არა. დღეს ჩემი კამერა ისვენებს.
— რატომ?
— იმიტომ, რომ მე და თორნიკეს სრულიად სხვა, გასაიდუმლოებული გეგმა გვაქვს.
მარიამს და ანის ტონიდან გამომდინარე ეჭვიანად გაეღიმათ.
— თქვენ ორნი ისევ რაღაც ავანტიურას აპირებთ. - ჩაილაპარაკა მარიამმა
— ჩვენ ყოველთვის რაღაცას ვაპირებთ. სტაბილურობა მოსაწყენია.
— ეგ მართლა მაშინებს, ტასო.
— უნდა გეშინოდეს კიდეც. აბა ჰე, სანდრო უკვე ეზოშია, ფანჯრიდან ვხედავ!


ზარი გაითიშა. მარიამმა სარკეში ისევ ჩაიხედა — ღია ლურჯი ჯინსი, თეთრი ტოპი, ზემოდან მსუბუქად გადაცმული თავისუფალი პერანგი და ბუნებრივად ჩამოშლილი, ტალღოვანი თმა.
— ნორმალურია, არაფერი განსაკუთრებული, — ჩაილაპარაკა თავის დასამშვიდებლად.

ტელეფონი ისევ აინთო.
Sandro: ქვემოთ ვარ. თუ არ ჩამოხვალ, ამოვალ და ხელში აყვანილს ჩამოგიყვან.
მარიამმა ღრმად ჩაისუნთქა:
Mariam: მოვდივარ, ნუ გიჟობ.

სანდროს მანქანასთან რომ მივიდა, ის კაპოტზე მიყრდნობილი ელოდებოდა. მარიამმა მყისიერად შეამჩნია, რომ ბიჭს დღეს ჩვეულებრივზე უბრალოდ, თუმცა რაღაც განსაკუთრებული ელეგანტურობით ეცვა — თეთრი, სხეულზე მომდგარი მაისური, შორტი და საათი. მის ხელზე ისევ ის შავი, დაწნული სამაჯური იყო.

მარიამმა ავტომატურად, გაუაზრებლად შეხედა მის მაჯას. სანდრომ ეს მზერა ჰაერშივე დაიჭირა.
— ამოწმებ? — ეშმაკური ღიმილით ჰკითხა მან.
— რას?
— ისევ მიკეთია თუ არა.
— უბრალოდ... შევამჩნიე. მზერა გააპარა.
— ხო, რა თქმა უნდა. „უბრალოდ“, — სანდრომ მანქანის კარი გაუღო, ოდნავ წელში გადაიხარა და ხელის მოძრაობით ანიშნა, — დაბრძანდით, ქალბატონო.
მარიამმა თვალები გადაატრიალა, თუმცა ღიმილი ვერ შეიკავა.
— ეს უკვე მეტისმეტად თეატრალურია.
— „ქალბატონი წესები“ ხომ ხარ? როლში უნდა შევიდე.
— ეგ საშინელი სახელი ანასტასიას ავადმყოფური ფანტაზიის ბრალია.
— მე კი ძალიან მომწონს. გუხდება.
— შენ ყველაფერი მოგწონს, რაც ჩემს ნერვებზე ოდნავ მაინც მოქმედებს და წონასწორობას მაკარგვინებს.
— შეიძლება. მაგაში ბადალი არ მყავს, — ჩაიცინა სანდრომ, კარი მიხურა და საჭესთან დაჯდა.


რამდენიმე წამით მანქანაში მხოლოდ კონდიციონერის მსუბუქი შუილი ისმოდა. ჰაერში იგრძნობოდა ის ელექტრული დაძაბულობა, ორივე რომ ასე გულმოდგინედ ცდილობდა უარყოფას.
მარიამმა სიჩუმე ვერ გაძლო:
— ახლა მაინც მეტყვი, სად მივდივართ? თუ რუკა თვალდახუჭულმა უნდა ვიკვლიო?
— არა.
— სანდრო!
— მარიამ!
— ძალიან, ძალიან მაღიზიანებ.
— ვიცი.
— და ეს მოგწონს, ხომ?
— სიგიჟემდე, — გადახედა სანდრომ და თვალი ჩაუკრა.

მარიამმა ფანჯარაში გაიხედა, თითები ერთმანეთში გადაიხლართა.
— კარგი. აღარაფერს გკითხავ. აბსოლუტური იგნორი.
— დარწმუნებული ხარ, რომ გაძლებ?
— დიახ. 100%-ით.

ზუსტად ხუთი წუთის შემდეგ:
— ძალიან შორს მივდივართ?
სანდროს ხამაღალი სიცილი მანქანის სალონში გაისმა.
— უკვე ვიფიქრე, მთელი ხუთი წუთი როგორ გაძელი-მეთქი! რეკორდია.
— უბრალოდ ლოჯისტიკური ინტერესი მაქვს! — თავი დაიცვა მარიამმა.
— დაახლოებით ორმოცი წუთი.
— და კონკრეტულად სად?
— მარიამ... — თქვა სანდრომ დაბალი, გამაფრთხილებელი, თუმცა თბილი ტონით.
— კარგი, გავჩუმდი!

ქალაქის ხმაურიან ქუჩებს რომ გასცდნენ და გზატკეცილი მწვანე ზოლმა შეცვალა, მარიამმა გარემოს გადახედა.
— აქ არასდროს ვყოფილვარ.
— ვიცი.
— საიდან იცი? ჩემი მარშრუტების რუკა გაქვს?
— იმიტომ, რომ ყურადღებით გისმენ. თქვი ერთხელ, სად ყოფილხარ და სად არა.
მარიამმა ნელა მიაბრუნა თავი მისკენ.
— შენ მართლა იმახსოვრებ ასეთ წვრილმანებს?
— რაც შენ გეხება — საკმაოდ ბევრ რამეს, — თქვა სანდრომ ისე ბუნებრივად, თითქოს ამინდზე ლაპარაკობდა.

მარიამმა პასუხი ვერ იპოვა. გული ისევ აუჩქარდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ მანქანა ასფალტის გზას ასცდა და პატარა, ხეებით დაჩრდილულ გრუნტის გზაზე გადაუხვია. ბოლოს, ტოტების მიღმა, მზის სხივებზე აციმციმებული პატარა, სარკესავით სუფთა ტბა გამოჩნდა. მარიამს აღტაცებისგან თვალები გაუფართოვდა.
— ეს... ეს რა არის?
— ადგილი, რომელიც სრულიად შემთხვევით ვიპოვე გასულ ზაფხულს. ჩემი საიდუმლო თავშესაფარი.
მანქანა გააჩერა. ირგვლივ სრული სიჩუმე სუფევდა — მხოლოდ ფოთლების შრიალი და წყლის მსუბუქი რხევა ისმოდა. ნაპირას უზარმაზარი, ძველი ხეები იდგა, რომელთა ტოტებიც წყალზე საოცარ ჩრდილებს ქმნიდნენ.

— მოგწონს? — სანდრომ ძრავა გამორთო და გადახედა.
მარიამი გადავიდა, სუფთა, სველი ბალახის სუნი შეიგრძნო.
— საოცრებაა... ძალიან მომწონს.
სანდრო საბარგულთან მივიდა და იქიდან დიდი, ოსტატურად დაწნული კალათა ამოიღო. მარიამმა წარბები გაოცებით ასწია.
— ეს... ეს როდის მოამზადე?
— დილით, სანამ შენ ჯგუფში შეტყობინებებს კითხულობდი.
— რა არის შიგნით?
— საჭმელი.
— შენ მოამზადე? — ეჭვით ჰკითხა მარიამმა.
— ნაწილობრივ.
— „ნაწილობრივ“ რას ნიშნავს?
— ზოგი ვიყიდე, ზოგი ჩემი კულინარიული გენიის ნაყოფია.
— ანუ სერიოზულად პიკნიკი მოაწყვე?
— არ მოგწონს? — სანდრო ოდნავ გადაიხარა მისკენ.
მარიამმა უნებურად გაიღიმა:
— არ მითქვამს, რომ არ მომწონს.
— სახეზე გეტყობა. შენი თვალები ყოველთვის გაცემენ.
— ისევ ჩემი სახე?
— ძალიან.


ხის ჩრდილში რბილი, დიდი პლედი გაშალეს. სანდრომ კალათიდან ოსტატურად ამოალაგა სენდვიჩები, ახალი ხილი, ცივი სასმელები და ბოლოს — პატარა, ატლასის ბაფთით შეკრული ყუთი.
მარიამმა ყუთს დახედა, შემდეგ სანდროს.
— ეს რა არის?
— გახსენი და ნახავ.

შიგნით პატარა, ხელნაკეთი ატმისფერი კანფეტები ეწყო. მარიამს ეჭვით სავსე ღიმილი გადაურბინა სახეზე.
— სანდრო, სერიოზულად?
— რა?
— ისევ ატამი?
— შემთხვევით მოხდა, ვფიცავარ!
— შემთხვევით? ატმის არომატით?
— მაღაზიაში დავინახე და...
— და იყიდე.
— კი.
— რატომ?
სანდრომ პლედზე ხელი ჩამოყრდნო, ოდნავ ახლოს მიიწია და თვალებში ჩახედა.
— იმიტომ, რომ შენ გამახსენდი. შენი სუნამო. შენი გემოვნება.

მარიამმა რამდენიმე წამი ხმა ვერ ამოიღო. ჰაერი თითქოს ჟანგბადისგან დაიცალა. მან სიჩუმის დასარღვევად სწრაფად აიღო ერთი კანფეტი.
— გემრიელია, — ჩაილაპარაკა მან.
— ვიცი.
— შენ რატომ არ ჭამ?
— მე უფრო საინტერესო სანახაობა მაქვს.
მარიამმა თავი ასწია. სანდრო პირდაპირ, აშკარა, დაუფარავი ინტერესით უყურებდა.
— ასე რას მიყურებ?
— არაფერს. უბრალოდ გიყურებ.
— ისევ ეს პასუხი.
— საუკეთესო პასუხია.

მარიამმა კანფეტი პირში ჩაიდო და თავი გააქნია.
— მართლა ძალიან უცნაური ხარ.
— მაგრამ მაინც წამოხვედი. ჩემთან ერთად.
— იმიტომ, რომ დამპირდი სიურპრიზს!
— და? როგორ შეაფასებდით, ქალბატონო მარიამ?
მარიამმა ტბას გადახედა, მზის სხივების ციმციმს წყალზე და ოდნავ გაიღიმა.
— საოცარი სიურპრიზია. 10-დან 10 ქულა.
სანდროს სახეზე თბილი, კმაყოფილი ღიმილი გაუჩნდა.
— მიხარია.

დიდხანს უბრალოდ იწვნენ პლედზე და ლაპარაკობდნენ. აღარ იყო ის ხელოვნური ბარიერები, რომლებსაც ქალაქში აგებდნენ. ილაპარაკეს სკოლის სასაცილო ამბებზე, უნივერსიტეტის გამოცდებზე, ბავშვობის ყველაზე გიჟურ სისულელეებზე. მარიამმა პირველად გაიგო, რომ სანდროს ბავშვობაში პროფესიონალი მოცეკვავე უნდოდა ყოფილიყო.

— არ მჯერა! — მარიამმა სიცილი ვერ შეიკავა, — შენ და სამეჯლისო ცეკვები?
— რატომ? რა არის ასეთი დაუჯერებელი?
— ვერ წარმომიდგენიხარ ფრაკში და პარკეტზე ტრიალში.
— მერწმუნე, მეც ვერ წარმომიდგენია ახლა.
— ვიდეო გაქვს? უნდა მანახო!
— რა თქმა უნდა, არა.
— ანუ გაქვს!
— მარიამ, არა.
— სანდრო, გთხოვ!
— ბავშვობის ვიდეოს ვერ გაჩვენებ.
— რატომ, ასეთი საშინელებაა?
— იმიტომ, რომ ჩემს მთელ მამაკაცურ ღირსებას და ავტორიტეტს შენს თვალში წამში ავაფეთქებ.

მარიამს ხანგრძლივი, გულიანი სიცილი აუტყდა. სანდრო უბრალოდ იჯდა და მის სიცილს უყურებდა.
— ახლა უფრო მეტად მინდა ნახვა!
— არ გაჩვენებ. შანსი არ არის.
— მაშინ მე მოგიყვები ჩემს ყველაზე სამარცხვინო ისტორიას.
— ეს მუქარაა თუ მოსყიდვის მცდელობა?
— ეს სამართლიანი გაცვლაა!
— კარგი, გისმენ.
— მეხუთე კლასში, საახალწლო ღონისძიებაზე, სცენაზე ლექსი უნდა მეთქვა. შუა ადგილას სრული ფიასკო დამემართა. აბსოლუტურად ყველაფერი დამავიწყდა.

სანდროს სიცილი აუტყდა.
— რა გაცინებს?! საშინელი ტრავმა იყო!
— წარმომიდგენია შენი სერიოზული სახე პანიკის მომენტში.
— ნუ იცინი!
— მერე რა ქენი?
— იქვე, ადგილზე მოვიფიქრე სრულიად ახალი, რითმოვანი აბსურდი.
— და საზოგადოების რეაქცია?
— ყველას ეგონა, რომ ავანგარდულ პოეზიას ვკითხულობდი და სპეციალურად გავაკეთე.
— ანუ ბავშვობიდანვე საოცრად თავდაჯერებული და არტისტული ყოფილხარ.
— არა! უბრალოდ ისეთ პანიკაში ვიყავი, რომ ტვინმა თვითგადარჩენის რეჟიმი ჩართო.

სანდრო ჩუმად უყურებდა. მისი მზერა უცებ იმდენად რბილი და სიღრმისეული გახდა, რომ მარიამს სიტყვა გაუწყდა.
— რა? — ჩუმად ჰკითხა მან.
— არაფერი.
— ისევ ეს "არაფერი".
— უბრალოდ... ძალიან მომწონს, როცა ასე იცინი. გულწრფელად, ყოველგვარი ფილტრების გარეშე.
მარიამს სიცილი ნელ-ნელა შეუნელდა.
— რატომ?
— იმიტომ, რომ იშვიათად იძლევი იმის უფლებას, რომ ასეთი იყო.
— საიდან იცი, როგორი ვარ?
— იმიტომ, რომ გიყურებ. მუდმივად.

მარიამმა მზერა ოდნავ აარიდა, გრძნობდა, როგორ ეწვოდა ლოყები.
— ზედმეტად ბევრს მიყურებ, სანდრო.
— შეიძლება.
— და არ მოგბეზრდა?
— ჯერ არა.

მარიამმა ისევ მისკენ გაიხედა.
— „ჯერ“?
სანდრო ოდნავ მიუახლოვდა, პლედზე ხელებით გადმოიწია.
— ჯერ ძალიან, ძალიან შორს ვართ მაგ წერტილისგან.

მარიამმა პასუხი აღარ გასცა. ჰაერი უცებ თითქოს დამძიმდა, აივსო ელექტრული მუხტით. არა უსიამოვნოდ — პირიქით, ისე მძლავრად, რომ სუნთქვა ჭირდა.

სანდრო მის გვერდით იჯდა. მათ მუხლებს შორის მანძილი თითქმის გამქრალიყო. მარიამმა ხელი პლედზე დადო. სანდროს ხელი იქვე, რამდენიმე მილიმეტრში იყო. თითები ერთმანეთს ოდნავ, უნებლიეთ შეეხო. ამჯერად არც ერთს არ გაუწევია ხელი.

მარიამმა მისკენ გაიხედა. სანდროს მუქი თვალები უკვე მის ტუჩებსა და თვალებს შორის მოძრაობდნენ.
— ისევ? — ჩუმად ჰკითხა სანდრომ.
— ისევ.
— და ახლა? ისევ უარყოფას აპირებ?
— ახლა აღარ ვაპირებ დამალვას, — თქვა სანდრომ დაბალი, ხმის ჩახლეჩით.
მარიამმა თვალები ოდნავ დააწვრილა, გულისცემა ყურებში ეხმიანებოდა.
— რას?
სანდრო უფრო ახლოს დაიხარა, მისი სუნამოს ნაცნობი, მერქნოვანი არომატი მარიამს გრძნობებს უბნევდა.
— იმას, რომ სიგიჟემდე მიზიდავ. პირველივე დღიდან.

მარიამს სუნთქვა შეეკრა. რამდენიმე წამით მხოლოდ ერთმანეთის თვალებში იძირებოდნენ. სანდროს ხელი ნელა, გააზრებულად მიუახლოვდა მისას. თითები ერთმანეთს გადაეჯაჭვა მჭიდროდ, მტკიცედ. მარიამს ხელი არ გაუწევია.

— ეს... ესეც უნდა იყოს Bucket List-ში? — ჩუმად, ოდნავ აკანკალებული ხმით იკითხა მან.
სანდროს ტუჩის კუთხეში ოდნავი ღიმილი გაუკრთა.
— არა.
— რატომ?
— იმიტომ, რომ ეს სიას არ ემორჩილება. ეს მხოლოდ ჩვენი წესებით ხდება.

მარიამმა თავი ოდნავ დაუქნია.
— კარგი.

სანდრო კიდევ უფრო მიუახლოვდა. მათ სახეებს შორის მანძილი სულ რამდენიმე სანტიმეტრიღა იყო. მარიამმა თვალები დახარა, სანდროს ცხელ სუნთქვას საკუთარ კანზე გრძნობდა. შემდეგ ისევ შეხედა.
— სანდრო...
— ჰო?
— მგონი... შენ ძალიან თავდაჯერებული ხარ.
— ახლა? ამ წამს?
— ახლა ცოტა მეტად, ვიდრე დასაშვებია.
სანდროს გაეღიმა, მზერა უფრო დაუმუქდა.
— მაშინ მითხარი, რომ გავჩერდე. ახლავე.

მარიამმა რამდენიმე წამი ჩუმად უყურა მის ტუჩებს, შემდეგ თვალებში ჩახედა.
— არ მინდა.

სანდროს ღიმილი მყისიერად გაქრა. მან ნელა, საოცარი სიფრთხილით მიიწია მისკენ, თითქოს მინისგან გაკეთებული ყოფილიყო. მარიამმაც ოდნავ დახარა თავი, თვალები მიხუჭა და სწორედ მაშინ

ტელეფონი აწკრიალდა. ისე ხმამაღლა, ისე აგრესიულად, რომ ორივემ ერთდროულად დახუჭა თვალები და ჰაერი ამოუშვა.

მარიამმა თავი უკან გადასწია და ამოიოხრა.
— არა... ეს შეუძლებელია.
მარიამმ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ეკრანს დახედა.
Anastasia
— არ უპასუხო, — თქვა მარიამმა და თვალები დახუჭა.
— არც ვაპირებდი.

ზარი შეწყდა. ორი წამის შემდეგ მეორედ დაიწყო. შემდეგ მესამედ.
მარიამს ნერვულმა სიცილმა წამოუარა.
— აიღე, თორემ სპეცრაზმს გამოგიგზავნის.
— არ მინდა.
— იქნებ მართლა რამე მოხდა?

მარიამმა ღრმად ამოიოხრა, თვალები გადაატრიალა და ეკრანს თითი გაუსვა.
— რა ხდება, ტასო?
ანასტასიას ისტერიული ხმა ტელეფონის დინამიკიდან ისე ისმოდა, რომ სანდროსაც მკაფიოდ ესმოდა:
— სად ჯანდაბაში ხართ?!
— რატომ გვახსენებ არსებობას?
— არ მითხრა „რატომ“!
— ანასტასია...
— ჩვენ სერიოზული, კატასტროფული პრობლემა გვაქვს!

სანდრომ მარიამს შეხედა, რომელსაც უკვე ეღიმებოდა.
— რა პრობლემა?
პაუზა.
— თორნიკე დაიკარგა!

სიჩუმე ჩამოვარდა. მარიამმა ტელეფონი დიქტოფონზე ჩართო თვალები დახუჭა და ხელები სახეზე აიფარა.
— ტასო, გაიმეორე რა მოხდა? — ჰკითხა სანდრომ.
ანასტასიამ ჰაერი ხმაურით ამოისუნთქა.
— მე ვუთხარი, ათი წუთით მანქანასთან დამლოდებოდა, სანამ მე მაღაზიაში შევიდოდი. ოცდახუთი წუთია ვერ ვპოულობ! დედამიწამ შთანთქა!
სანდრომ შუბლი მოისვა, აშკარად ცდილობდა ნერვები არ მოშლოდა.
— ზუსტად სად ხართ?
— იმ ტყის პირას, სადაც გუშინ ფოტოები გადავიღეთ.
— კარგი. 5 წუთში მოვდივართ.

ზარი გათიშა. სანდრომ მარიამს შეხედა.
— მართლა? ამ მომენტში?
— მართლა, — გადაიკისკისა მარიამმა.
— როგორ შეიძლება ზრდასრული ადამიანი უბრალოდ დაიკარგოს 10 კვადრატულ მეტრში?!
— თორნიკეზეა ლაპარაკი, სანდრო. მას ყველაფერი შეუძლია.

მარიამმა სიცილი ვერ შეიკავა.
— რა გაცინებს?
— იმიტომ მეცინება, რომ ჩვენი იდეალური, რომანტიკული მომენტი ზუსტად თორნიკემ გააფუჭა თავისი მორიგი გენიალური სვლით!
სანდრომ წარბი ასწია და ოდნავ გადაიხარა მისკენ.
— ანუ რომანტიკული მომენტი იყო? აღიარებ?
მარიამმა ოდნავ გაიღიმა, თვალები მოჭუტა.
— შეიძლება.
სანდრომ თავი დაუქნია, პლედის აკეცვა დაიწყო.
— მაშინ აუცილებლად გავაგრძელებთ.
— რას?
— იმას, რაც დავიწყეთ. როცა იმ დაკარგულ ექსპონატს ვიპოვით.
— ეს დაპირებაა?
— არა, — სანდრომ ხელი გაუწოდა წამოსასვლელად, — ეს გარანტიაა.

მარიამმა ხელი მჭიდროდ ჩასჭიდა.
— წავედით, გადავარჩინოთ.


***
ტყის პირას რომ მივიდნენ, გეგა და ანიც იქ დახვდნენ, ხოლო ანასტასია უკვე ნერვიულად დადიოდა გზაზე ბოლთას ცემით.
— ბოლოს და ბოლოს! საიდან მოდიხართ, კოსმოსიდან?!
სანდრო მანქანიდან გადავიდა.
— სად ნახე ბოლოს?
— აი, იმ ხესთან!
— და მერე როგორ დაიკარგა?
— არ ვიცი! ერთად ვიყავით, ორი წამით თვალი მოვაცილე და უცებ გაქრა! თითქოს პორტალმა ჩაყლაპა!
მარიამმა ირგვლივ გაიხედა.
— ტელეფონი აქვს?
— აქვს, მაგრამ არ იღებს! ალბათ ხმა აქვს გათიშული ან... ან დათვი დაესხა თავს!
სანდრომ ამოიოხრა.
— ტასო, აქ დათვები არ არიან. კარგი, გავიყოთ ტერიტორია და მოვძებნოთ. შენ აქ დარჩი.
ანასტასიამ მაშინვე იფეთქა:
— მეც მოვდივარ!
— არა.
— რატომ?!
— იმიტომ, რომ შენ აქ უნდა დარჩე. თუ თვითონ დაბრუნდება, ვიღაც ხომ უნდა დახვდეს?
— და თუ ტყეშია და რამე უჭირს?!
— მაშინ ჩვენ ვიპოვით.
ანასტასიამ გაბრაზებულმა, აცრემლებული თვალებით შეხედა.
— არ მიყვარს, როცა ვინმე მელაპარაკება ისე, თითქოს პატარა, უსუსური ბავშვი ვიყო!
— მაშინ ნუ იქცევი ისე, თითქოს პანიკურ შეტევაში ხარ.

ანასტასია გაჩუმდა. მარიამმა დაინახა ის, რასაც ტასო ასე გულმოდგინედ მალავდა — ის თორნიკეზე ათასჯერ უფრო მეტად ნერვიულობდა, ვიდრე ოდესმე აღიარებდა.
მარიამი მივიდა და მხარზე ხელი ნაზად დაადო.
— ანასტასია.
— რა?
— ვიპოვით. აუცილებლად.
ანასტასიამ თავი დაუქნია, თუმცა ქვედა ტუჩი ოდნავ უთრთოდა.
— ვიცი... უბრალოდ იდიოტია.

ზუსტად თხუთმეტი წუთის შემდეგ თორნიკე იპოვეს.

ტყის მეორე მხარეს, გზატკეცილის პირას მდგარ პატარა ჯიხურთან იდგა, მშვიდად მიყრდნობოდა ბოძს და ხელში დიდ, მარწყვის ნაყინს შეექცეოდა.

ანასტასიამ რომ დაინახა, რამდენიმე წამი უბრალოდ ადგილზე გაშტყდა. შემდეგ სახეზე წითელმა ალმურმა გადაუარა და მისკენ მარშით წავიდა.
— შენ... შენ საერთოდ ნორმალური ხარ?! — იყვირა მან.
თორნიკემ ნაყინის ლოკვა შეწყვიტა და გაოცებულმა შეხედა.
— რა იყო, ტასო?
— სად ჯანდაბაში იყავი?! მთელი ტყე ფეხზე დავაყენეთ!
— ნაყინის საყიდლად გადმოვედი...
— ოცდახუთი წუთი?!
— რიგი იყო, ტასო. თან გამყიდველს ხურდა არ ჰქონდა და...
ანასტასიამ თვალები დახუჭა, ხელები მომაჭყვიტა.
— მე კინაღამ... მე მეგონა, რომ... — ხმა გაუტყდა და გაჩუმდა.

თორნიკე რამდენიმე წამი უყურებდა მის აფორიაქებულ სახეს, ეშმაკური იერი უცებ გაქრა და თვალები გაუთბა.
— ინერვიულე?
— არა! საერთოდაც არ მინერვიულია!
— სახეზე გეტყობა. თვალებიც კი წითელი გაქვს.
— შენც დაიწყე ახლა სანდროსავით ჩემი სახის კითხვა?!
თორნიკემ ნაყინი გაუწოდა.
— შენთვის ვიყიდე.
ანასტასია ადგილზე გაშტყდა.
— რა?
— მარწყვისაა. ორი ბურთულა.
— რატომ?
— იმიტომ, რომ ვიცი, როგორ გიყვარს. თან როცა ბრაზობ, შაქარი გჭირდება.

ანასტასიამ ნაყინს დახედა, შემდეგ თორნიკეს თვალებში ჩახედა. ხელი უნებურად გაუწოდა და გამოართვა.
— მაინც საშინლად გაბრაზებული ვარ.
— ვიცი.
— ძალიან.
— ვიცი, ტასო.
— და არასდროს არ გაპატიებ.
— კარგი.
— ხუთ წუთში გაპატიებ.
თორნიკეს ბაგეებზე საფირმო, სითბოთი სავსე ღიმილი გაუჩნდა.
— ეგ უკვე სერიოზული პროგრესია.
ანასტასიამ თავი გააქნია, თუმცა ნაყინი ჩაკბიჩა.
— იდიოტი ხარ.
— მაგრამ შენი იდიოტი? — ჰკითხა თორნიკემ და ოდნავ თვალი ჩაუკრა.
ანასტასიამ ნაყინს დახედა, მერე ისევ მას შეხედა.
— ზედმეტად ბევრს ლაპარაკობ. ჭამე შენი ნაყინი.
— ესე იგი, პასუხი "დიახია", — გაიცინა თორნიკემ.


***
ცოტა მოშორებით გეგა და ანი იდგნენ. გეგამ ანის შეხედა.
— მგონი, მშვიდობიანად დასრულდა ოპერაცია „საშველი“.
ანის გაეღიმა.
— მგონი.
— ჩვენ დღეს რას ვაკეთებთ? — ჰკითხა გეგამ დაბალი ხმით.
— არ ვიცი...
— მაშინ წამოდი.
— სად?
— უბრალოდ გავისეირნოთ. აი, იმ სანაპიროსკენ.

ანი დაეთანხმა. ნელა გაჰყვნენ გზას. მათ უკან არც ერთს არ გამოუხედავს. გეგამ თითქმის შეუმჩნევლად, ოდნავ გაუბედავად ანის ხელი აიღო. ანი გაჩერდა, შეხედა. გეგას ხელი არ გაუშვია — უბრალოდ ელოდა. ანი არ გაბრაზებულა. ოდნავ გაეღიმა და თითები მის თითებში ნაზად შეაცურა. ასე, ჩუმად, ხელიხელჩაკიდებულებმა განაგრძეს გზა.

***

საღამოს ექვსივე ისევ ერთად შეიკრიბა კაფის ტერასაზე. ანასტასია კვლავ იმიტირებულად ეჩხუბებოდა თორნიკეს, ანი და გეგა ერთმანეთს რაღაცას ჩურჩულით ეუბნებოდნენ და იცინოდნენ.

მარიამი სანდროს გვერდით იდგა, მოაჯირს მიყრდნობილი. მათ შორის ის ჰაეროვანი, დამუხტული დაძაბულობა ისევ იყო, თუმცა ახლა ორივემ ზუსტად იცოდა — ეს მხოლოდ წარმოსახვა ან შემთხვევითობა აღარ გახლდათ.

სანდრო ოდნავ დაიხარა მარიამისკენ და ჩუმად ჰკითხა:
— ისევ არ ნანობ?
მარიამმა თავი ასწია და შეხედა.
— რას?
— დღეს რომ ჩემთან წამოხვედი. იმ საიდუმლო ტბაზე.
მარიამმა თბილად, ოდნავ ეშმაკურად გაიღიმა.
— არა. არც ერთი წამით.
— და ის... რაც იქ თითქმის მოხდა?
მარიამმა რამდენიმე წამი ჩუმად, პირდაპირ თვალებში უყურა.
— მაგას განსაკუთრებით არა.

სანდროს კმაყოფილმა ღიმილმა სახე გაუნათა.
— ძალიან კარგი.
— მაგრამ ერთი რამ მტკიცედ უნდა იცოდე.
— გისმენ, ქალბატონო წესებო.
— შემდეგ ჯერზე ტელეფონს საერთოდ გამოვრთავთ. ორივე.
სანდროს გულიანი სიცილი აუტყდა.
— შეთანხმდით. ტელეფონები უდაბნოში.

მარიამმაც გაიცინა. მაგრამ სანამ მანქანისკენ წავიდოდნენ, სანდრომ ნელა გაუწოდა ხელი და თითები ჩაჭიდა. მარიამმა შეხედა. სანდროს ხელი არ გაუშვია. არც მარიამს გაუწევია.

და ამჯერად, მათ შორის ამ პატარა, აშკარა ჟესტს არავინ გაუკვირვებია.
არც ანასტასიას, რომელსაც ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე.
არც ანის.
არც ბიჭებს.

ყველა თითქოს დიდი ხანია ელოდა, როდის შეწყვეტდნენ ისინი ამ უსასრულო, დამღლელ თამაშს და უბრალოდ აღიარებდნენ იმას, რაც გარშემომყოფებისთვის ისედაც დღესავით ნათელი იყო.

მხოლოდ თვითონ მარიამი და სანდრო ცდილობდნენ, ჯერ კიდევ არ დაერქმიათ ამისთვის ოფიციალური სახელი.

მაგრამ ზაფხული გრძელდებოდა.
და Bucket List-ს კიდევ ცხრა პუნქტი ელოდა.
ზოგი მათგანი უბრალოდ გიჟური გასართობი იქნებოდა.
ზოგი კი — ისეთი, რომლის შესრულების შემდეგ ექვსივეს ურთიერთობები უკვე ძველებურად ვეღარასდროს დარჩებოდა.


თავი 11
ზაფხულის იმ საღამოს ქალაქში ისეთი აუტანელი, სულხუთავი სიცხე იდგა, თითქოს ჰაერიც კი დამძიმებულიყო და ასფალტს ადნობდა. ასეთ ამინდში გარეთ გასვლა თითქმის სისხლის სამართლის დანაშაულს უტოლდებოდა.

მაგრამ ექვს ადამიანს ეს, რა თქმა უნდა, ფეხზე ეკიდა. განსაკუთრებით — ანასტასიას.

— ზღვაზე ვერ მივდივართ, მთაში ვერ მივდივართ, ოთხ კედელში გამოკეტვა და დეპრესიაში ჩავარდნა კიდევ ჩემს გეგმებში არ შედის, — ჩამოთვალა მან უკმაყოფილოდ და ტელეფონი მაგიდაზე დრამატულად დააგდო. — ამიტომ დღეს ღამე არ ვიძინებთ. წერტილი!

თორნიკემ სრულიად ოლიმპიური სიმშვიდით მოსვა ცივი ლიმონათი, ჭიქიდან ყინულის კუბიკები ერთმანეთს ეჯახებოდნენ.
— და რითია დამსახურებული ეს სასჯელი?
— იმიტომ, რომ ზაფხულია, თორნიკე!
— ეს არგუმენტი კი არა, კალენდარული ფაქტია.
— ჩემი ლოგიკით — რკინის არგუმენტია!
— და რა არის ჩვენი „სასჯელის“ პროგრამაში?

ანასტასიამ ბაგეები იდუმალად მოჭუტა და თვალები ეშმაკურად გაუბრწყინდა.
— ღამის პიკნიკი.

გეგამ მაშინვე ისეთი ღრმად ამოიოხრა, თითქოს მთელი ფილტვებიდან ჰაერი ერთბაშად დაეცალა.
— წინა ჯერზე შენი „უწყინარი პიკნიკი“ ტყეში დაკარგული თორნიკეთი დამთავრდა.
— მაგრამ ხომ ვიპოვეთ, გეგა, რა წუწუნია!
თორნიკემ თავი დინჯად დაუქნია:
— მართალია. მე თვითონაც ვიპოვე საკუთარი თავი... სულიერი ჰარმონია და განმარტოება ავუწყვე ბუნებას.
— ნაყინის ჯიხურთან იდექი და მესამე პორციას ჭამდი, თორნიკე, — დაამატა ანიმ მშრალად.
— უმნიშვნელო დეტალებია, ნუ აფუჭებ პოეტურ მომენტს.

მარიამს გაეცინა — იმ წმინდა, წკრიალა სიცილით, მთელ ოთახს რომ ათბობდა. სანდრო მის გვერდით იჯდა, ოდნავ გადახრილი, და თვალს არ აშორებდა. მარიამმა ეს დაჟინებული, თბილი მზერა შეამჩნია და ლოყები ოდნავ შეეფაკლა.

— რა იყო? — ჰკითხა ჩურჩულით.
— არაფერი.
— ისევ ასე უნდა მიყურო?
— უბრალოდ მიყვარს, როცა იცინი. სამყარო ოდნავ ნაკლებად აუტანელი ხდება.
მარიამმა თვალები გადაატრიალა, თუმცა ტუჩის კუთხეში ღიმილი მაინც გაეპარა.
— შენ ეს ფრაზა უკვე ზედმეტად ბევრჯერ გამოიყენე. ორიგინალურობაში "ორიანი".
— იმიტომ გამოვიყენე, რომ ყოველ ჯერზე მუშაობს.
მარიამმა ღიმილი ძლივს დამალა და მზერა აარიდა.

ანასტასიამ ორივეს ეჭვით გადახედა, მერე თითი დაუქნია.
— კარგი, თქვენ ორნი, ცოტა მაინც შეანელეთ ტემპი, ჰაერი უკვე ელექტროენერგიითაა დატენილი.
— რას? — ერთდროულად იკითხეს მარიამმა და სანდრომ.
თორნიკემ ხანძარივით ატეხა სიცილი:
— აი, ზუსტად ამ სინქრონული უარყოფის გამო ხართ ასეთი გასართობები.


***
საღამოს თერთმეტის ნახევარზე ქალაქის ხმაურს გაქცეულები, ტბის პირას მდებარე პატარა, ველურ ღია სივრცეში აღმოჩნდნენ. სიოს წყლისა და ბალახის სუნი მოჰქონდა.

ამჯერად ანასტასიას ყველაფერი იდეალურად, თითქმის სამხედრო სიზუსტით ჰქონდა ორგანიზებული: რბილი, თბილი პლედები, ხეებზე ჩამოკიდებული მცირე ნათურები, რომლებიც ირგვლივ ოქროსფერ შუქს აფრქვევდნენ, გემრიელი საჭმელი, პორტატული დინამიკი, საიდანაც დაბალი, ბასებიანი მუსიკა ისმოდა, ბარათები და, რა თქმა უნდა, მისი საკულტო ნივთი — Bucket List.

მარიამმა ჩანთიდან პატარა, ოდნავ დაკეცილი ბარათი ამოიღო.
— კიდევ ერთი გიჟური პუნქტი?
— აბა რისი ანასტასია ვიქნებოდი!
— წაიკითხე.

ანასტასიამ ბარათს თვალი გადაავლო და ხმამაღლა, დრამატულად წარმოთქვა:
12. „ერთ ღამეს, ყოველგვარი გეგმის, საათისა და წესების გარეშე, ბოლომდე ერთად გავატარებთ.“

გეგამ კმაყოფილმა დაუქნია თავი.
— აი, ეს უკვე ჩემი ფორმატია.
ანი ჩუმად, ოდნავ შესამჩნევი ღიმილით დაეთანხმა:
— მეც მომწონს.

თორნიკემ ანასტასიას ეშმაკურად გადახედა:
— „ყოველგვარი გეგმის გარეშე“ შენ დაწერე, ანასტასია?
— დიახ, ჩემი ხელითაა ნაწერი.
— ანუ ზუსტად იცი, წუთების მიხედვით რას გავაკეთებთ მომდევნო 5 საათი.
— რა თქმა უნდა.
— ხოდა ეს უკვე შინაგანი წინააღმდეგობაა.
— ნუ მეწინააღმდეგები, თორნიკე, თორემ ინანებ!
— კარგი, ვმორჩილდები.
— ასე მარტივად? უბრძოლველად?
— დღეს — კი.
ანასტასიამ ეჭვით მოჭუტა თვალები.
— რაღაცას აპირებ.
— არა, რას ამბობ.
— როცა „არა“-ს ასეთი უდანაშაულო სახით ამბობ, აუცილებლად რაღაც დივერსიას გეგმავ.
თორნიკემ ოდნავ გაიღიმა, მზერაში კი ისეთი ცეცხლი გაუკრთა, რომ ანასტასიას წამით ყელში სუნთქვა გაეჩხირა.
— შეიძლება. ვნახოთ.

მუსიკას აუწიეს. პირველი საათი უბრალოდ უდარდელ სიცილში, ხუმრობასა და ჭამაში გავიდა.

გეგამ იმდენი მწვადი შეჭამა, ანიმ ბოლოს თეფში უბრალოდ ხელიდან გამოაგლიჯა.
— საკმარისია, თორემ გასკდები.
— რატომ მართმევ? ჯერ კიდევ მშია!
— იმიტომ, რომ ნახევარ საათში დაიწყებ წუწუნს, ცუდად ვარ, კუჭი მაწუხებსო.
— არ ვიტყვი!
— იტყვი, გეგა, ყოველთვის ასე შვები.
— არ ვიტყვი-მეთქი.
— გეგა, თვალებში შემომხედე.
გეგამ მას შეხედა, ანიმ წარბი ასწია.
— კარგი, ჯანდაბას, წაიღე, — დათმო გეგამ და დანებების ნიშნად ხელები ასწია.
ანი გამარჯვებული სახით დაჯდა პლედზე.
— ხედავ? ჩემი მოსმენაც შეგიძლია, როცა მოინდომებ.
— მხოლოდ მაშინ, როცა შენგან საფრთხეს ვგრძნობ. ან... როცა მინდა.
— და ახლა გინდა? — ჰკითხა ანიმ და ოდნავ გადაიხარა მისკენ.
გეგამ თვალი თვალში გაუყარა, ხმა ოდნავ დაუდბილდა:
— ახლა — განსაკუთრებით.

ანის ლოყები შეეფაკლა, ღიმილი ნელა შეეპარა სახეზე. მათ შორის ყველაფერი საოცრად მშვიდად, ულამაზესად ვითარდებოდა. არ ჰქონდათ ხმამაღალი, დრამატული განცხადებები, არც ზედმეტი სცენები. უბრალოდ ერთმანეთის გვერდით ყოფნა, ერთმანეთის სითბოს შეგრძნება უკვე ისე ბუნებრივად გამოსდიოდათ, თითქოს ასე იყო მთელი ცხოვრება.



ცოტა ხანში ანასტასიამ ეშმაკური სახით ამოიღო ბარათების შეკვრა.
— აბა, ახლა იწყება ნამდვილი თამაში!
თორნიკემ თავი უკმაყოფილოდ გააქნია:
— არა, მე პასს ვიღებ.
— ჯერ არც გითქვამს, რა თამაშია!
— ვიცი შენი თამაშები, ანასტასია. საბოლოოდ მაინც ვინმეს პროვოცირებით სრულდება.
— წესები მარტივია: თითოეულმა უნდა ამოიღოს ბარათი და უსიტყვოდ შეასრულოს დავალება.
— რა ტიპის დავალებაა?
— გააჩნია, ბედი რას გარგუნებს.

პირველი ანი აღმოჩნდა. მან ბარათი გახსნა და ჩუმად წაიკითხა.
„უთხარი ადამიანს შენს გვერდით ერთი რამ, რაც მასში ყველაზე მეტად მოგწონს და რასაც ხშირად მალავ.“

ანი გეგას გვერდით იჯდა. ყველას მზერა მათზე გადავიდა. ანი ოდნავ დაიბნა, თითებით ბარათის კუთხეებს აწვალებდა.
— ეს... ეს აუცილებელია?
— წესები წესებია, ნუ აფუჭებ თამაშს! — წამოიძახა ანასტასიამ.

ანი გეგასკენ შეტრიალდა. რამდენიმე წამი მათ შორის მხოლდ მუსიკის ხმა ისმოდა.
— სიმშვიდე, — თქვა ანიმ ოდნავ ხმადაბლა.
გეგამ გაკვირვებულმა ასწია წარბი.
— რა?
— შენში ყველაზე მეტად შენი ეს აუღელვებელი სიმშვიდე მომწონს. გვერდით რომ გყავარ, მგონია, რომ არაფერი ცუდი არ მოხდება.

გეგას სახეზე ისეთი თბილი, გულწრფელი ღიმილი გაჩნდა, რომელიც იშვიათად უნახავთ.
— იდეალური პასუხია. ახლა ჩემი ჯერია.

გეგამ ბარათი აიღო, გახსნა.
„უთხარი ადამიანს შენს გვერდით ის, რასაც დიდი ხანია ეუბნები საკუთარ თავს, მაგრამ მასთან აღიარების გეშინოდა.“

ყველამ ერთხმად შეძახილი ატეხა:
— ოოოოო, აი ეს მესმის!

გეგამ ბარათს დახედა, მერე ანიზე გადაიტანა მზერა.
— ეს საერთოდ არ მომწონს.
ანასტასიამ გადაიკისკისა:
— ზუსტად ამიტომ არის საუკეთესო ბარათი!

გეგამ რამდენიმე წამი იფიქრა. მერე ანიკენ სრულიად შეტრიალდა, ხელი ნელა გადაუსვა ტუჩზე და პირდაპირ თვალებში ჩახედა.
— კარგი. ჯანდაბას.
ანი სუნთქვაშეჩერებული ელოდა.
— შენთან ყოფნა იმაზე ათასჯერ მეტად მომწონს, ვიდრე თავიდან თავს ვუტყდებოდი, — თქვა გეგამ და ხმაში უჩვეულო სიღრმე გაუჩნდა.
— და? — ჩუმად ჰკითხა ანიმ.
— და მგონი უკვე აღარ მინდა, რომ ეს უბრალოდ საყვარელი მეგობრობა იყოს. მინდა მეტი.

სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ანასტასიამ თვალები გააფართოვა, თორნიკემ ჩუმად, კმაყოფილად ჩაიცინა, მარიამმა კი ანიზე გადაიტანა მზერა.

ანის სახეზე მოულოდნელი, მაგრამ საოცრად თბილი, ბედნიერი ღიმილი გაჩნდა.
— მეც. ზუსტად ეგრე ვარ.
გეგამ შვებით ამოისუნთქა, თითქოს მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი ჩამოეხსნა.
— კარგი.
— „კარგი“? — გაეცინა ანის.
— ჰო, უბრალოდ მეგონა, რომ ამ გიჟურ აზრებში მარტო ვიყავი.
ანი ოდნავ მიუახლოვდა და მხარზე თავი ჩამოადო.
— აღარ ხარ მარტო.

— შემდეგი! — იყვირა ანასტასიამ, თითქოს ეს ემოციური აფეთქება ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყოს.

თორნიკემ ბარათი ამოიღო. წაიკითხა და ტუჩის კუთხეში გამარჯვებულის ეშმაკურმა ღიმილმა გაკრა.
— რა წერია? — ჰკითხა ანასტასიამ და ცნობისმოყვარეობით გადაიხარა.
— ეს ბარათი... მგონი სპეციალურად შენთვისაა.
— წაიკითხე, ნუ მაწვალებ!

თორნიკემ ბარათი პირდაპირ თვალწინ აუფრიალა.
„აკოცე ადამიანს, რომლის მიმართაც ყველაზე ძლიერ, აუხსნელ მიზიდულობას გრძნობ.“

ანასტასიას თვალები გაუფართოვდა, ლოყები წამში აელეწა.
— ეს... ეს ვინ დაწერა?!
— ალბათ განგებამ, — თქვა თორნიკემ და ოდნავ მიუახლოვდა.
— მე ამ თამაშს აღარ ვთამაშობ. ბოიკოტი!
— წესები წესებია, ანასტასია. უკან დახევა შენს სტილში არ არის.
თორნიკე მთლიანად მისკენ შემოტრიალდა. მანძილი მათ შორის კრიტიკულად შემცირდა.
— პრობლემა გაქვს?
— არა! — იუარა მან მკვეთრად.
— მაშინ?
— უბრალოდ...
— გეშინია? — ჰკითხა თორნიკემ და თვალებში გამოწვევა ჩაუდგა.

ანასტასიას ბრაზისგან და ვნებისგან თვალები გაუფართოვდა.
— მე არაფრის მეშინია, თორნიკე!
— მაშინ დამიმტკიცე. ახლავე.

მარიამმა ჩუმად ჩაილაპარაკა:
— ოჰო, აი ეს კი ცეცხლია...
ანიმ სიცილი ძლივს შეიკავა.

ანასტასია რამდენიმე წამით თორნიკეს თვალებში უყურებდა. ჰაერში ელექტრული მუხტი ტრიალებდა.
— ზედმეტად თავდაჯერებული ხარ.
— შენ თვითონ შემქმენი ასეთი.
— მერე არ ინანო.
თორნიკემ გაიღიმა, მზერა ტუჩებზე გადაუტანა.
— არც ვაპირებ.

ანასტასია მისკენ გადაიხარა. კოცნა თავიდან მოკლე, ჯიუტი და იმპულსური იყო. მაგრამ სრულიად მოულოდნელად თორნიკემ ხელი მჭიდროდ შემოხვია წელზე, თავისკენ მიიზიდა და როცა ანასტასიამ უკან დაიხია, ორივემ მძიმედ სუნთქვით შეხედა ერთმანეთს.

— ეს იყო? — ჩუმად ჰკითხა თორნიკემ, ხმაში აშკარა პროვოკაციით. — ეს იყო შენი „არაფრის მეშინია“?
ანასტასიამ თვალები მოჭუტა.
— რატომ, მეტი გინდა?
თორნიკემ გაიღიმა, ხელი მის თმაში შეაცურა.
— შენ?

ანასტასიას ერთი წამითაც არ დააყოვნა. ისევ მიუახლოვდა და ტუჩებზე დაეწაფა. ამჯერად კოცნა იყო ხანგრძლივი, ცხელი, სავსე დაფარული ვნებითა და იმ ქიმიით, რომელსაც კვირებია მალავდნენ.

დანარჩენი ოთხი უკვე ხმამაღლა ყვიროდა და ტაშს უკრავდა.
— საკმარისია, ხალხი ვართ აქ! — დაიყვირა გეგამ სიცილით.
— ცოტა ჰაერი დატოვეთ! — დაამატა ანიმ.

ანასტასია თორნიკეს ნელა ჩამოშორდა, ლოყები ეწვოდა, მაგრამ მაინც ამაყი სახე ეჭირა.
— უბრალოდ ეჭვიანობთ, რომ მე მქონდა პირველს კოცნა.
— საერთოდ არა, — გაეცინა მარიამს.

თორნიკემ ანასტასიას ყურთან დაიხარა და ჩუმად ჩასჩურჩულა:
— მგონი ჩვენ ოფიციალურად გავხდით ამ კომპანიის მთავარი პრობლემა.
— მგონი?
— კარგი, ძალიან დიდი და საშიში პრობლემა.
ანასტასიამ გაიცინა და მხარზე აკოცა.
— მომწონს.

მერე ბარათების ყუთი მარიამის წინ აღმოჩნდა. მან თითქოს ინსტინქტურად, ოდნავ კანკალით ამოიღო ერთი ბარათი. წაიკითხა და წამში გაჩუმდა.

სანდრომ გვერდიდან დახედა, მზერა დაუმძიმდა.
— რა წერია?
მარიამმა ბარათი გულზე მიიკრა.
— არაფერი.
— ისევ მემალები?
— არ გემალები.

ანასტასიამ მოულოდნელად ხელიდან გამოაცალა ბარათი.
— მე წავიკითხავ!
მარიამმა ვერც კი მოასწრო შეჩერება. ანასტასიამ ხმამაღლა, საზეიმო ტონით წაიკითხა:
„დარჩი იმ ადამიანთან მარტო ათი წუთით. ტელეფონების გარეშე, სიბნელეში. უნდა უთხრა ერთი რამ, რასაც სხვებთან ვერასდროს იტყოდი.“

ყველამ სანდროს შეხედა. სანდრომ — მარიამს.
— მგონი ეს ბედისწერაა და არა შემთხვევითობა, — თქვა სანდრომ დაბალი ხმით.
მარიამმა ჩაიცინა, თუმცა გული გამალებით უცემდა.
— ეს უკვე ზედმეტად ხშირად ხდება.

ანასტასიამ ორივეს ტელეფონები შეაგროვა და ჯიბეში ჩაიდო.
— ათი წუთი. დრო წავიდა!
— რატომ მგონია, რომ ეს ბარათები შენი დაწერილია? — ჰკითხა მარიამმა ეჭვით.
— იმიტომ, რომ ძალიან ჭკვიანი ხარ, ჩემო საყვარელო.

სანდრო წამოდგა, ხელი გაუწოდა მარიამს.
— წავიდეთ?
მარიამმა ხელი ჩაჰკიდა. თითების შეხებაზე ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.

ტბის ნაპირიდან ცოტა მოშორებით, ხეების ჩრდილში, პატარა ხის ძველი სკამი იპოვეს. ირგვლივ მხოლოდ ციცინათელები და წყლის ნელ-ნელი რაკრაკი ისმოდა.

სანდრომ ორივე ტელეფონი გამორთო და ბალახზე დადო.
— ახლა ვერავინ შეგვაწყვეტინებს. ვერც ანასტასია.
მარიამმა გაიღიმა, სკამზე ჩამოჯდა.
— იმედი მაქვს.

ისინი გვერდიგვერდ დასხდნენ. პირველი წუთი სრულ სიჩუმეში გავიდა. მხოლოდ მათი სუნთქვა ისმოდა.
მეორე წუთი.
მესამე.

— კარგი, — თქვა მარიამმა და სიჩუმე გაჭრა. — ვინ იწყებს?
— შენ.
— რატომ მაინცდამაინც მე?
— იმიტომ, რომ ბარათი შენმა ხელმა ამოიღო.
— ძალიან „სამართლიანი“ ხარ, სანდრო.
— ვიცი.

მარიამმა ღრმად ჩაისუნთქა. ღამის გრილი ჰაერი ფილტვებს ეამა.
— კარგი.
რამდენიმე წამი ფიქრობდა, მერე სანდროს გადახედა.
— შენთან ყოფნისას... თავს საოცრად მშვიდად ვგრძნობ. თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დგება.
სანდრომ არაფერი თქვა, უბრალოდ უსმენდა, მზერა გაუშტერდა.
— რაც ძალიან უცნაურია, — განაგრძო მარიამმა და ოდნავ ჩაეცინა, — რადგან თავიდან საერთოდ არ მომწონდი. გაღიზიანებდი კიდეც.
— ეგ ვიცოდი. შენი თვალები ამბობდნენ.
— და ახლა...
გაჩუმდა.
— ახლა? — სანდრო მისკენ ოდნავ გადაიხარა.
მარიამმა პირდაპირ თვალებში შეხედა, ყოველგვარი ნიღბის გარეშე:
— ახლა ძალიან მომწონხარ. იმაზე მეტად, ვიდრე მეგონა, რომ ვინმე შემყვარებოდა.

სანდროს მზერა შეეცვალა. სიღრმე და სითბო ჩაუდგა თვალებში.
— ეგ იყო ის, რისი თქმაც სხვებთან ვერ შეგეძლო?
— კი.
— კარგი.
— მხოლოდ „კარგი“? ეს არის შენი პასუხი?
სანდრომ გაიღიმა, ხელი ნელა გადაუსვა ლოყაზე.
— თუ ახლა ყველაფერს გეტყვი, რასაც შენზე ვფიქრობ, შეიძლება შეგეშინდეს და ხვალვე გაიქცე.
— არ გავიქცევი.
— დარწმუნებული ხარ?
— სრულიად.

სანდრო მთლიანად მისკენ შემოტრიალდა, ორივე ხელი ლოყებზე მოჰკიდა.
— მაშინ მეც გეტყვი. შენზე ვფიქრობ მაშინაც კი, როცა აქ არ ხარ. დილით, საღამოს, მუშაობისას... სულ შენ ხარ ჩემს გონებაში.
მარიამმა სუნთქვა შეიკრა.
— რამდენად ხშირად?
— აუტანლად ხშირად.
— რამდენად?
— იმდენად, რომ ხანდახან საკუთარ თავზე ვბრაზდები, კონტროლს რომ ვკარგავ.
მარიამს გაეღიმა, გული სიხარულით აევსო.
— რატომ ბრაზდები?
— იმიტომ, რომ თავიდან მეგონა, ეს უბრალოდ ზაფხულის მორიგი ფლირტი ან თამაში იყო.
— და ახლა?
სანდრო ცოტა ხნით გაჩუმდა, თითი ნაზად გადაუსვა ტუჩზე.
— ახლა ეს ყველაფერზე სერიოზულია, რაც კი ოდესმე მქონია.

მარიამმა თვალებში შეხედა.
— ჩემთვისაც.

სანდროს ხელი ნელა ჩამოცურდა მის ყელზე.
— შეიძლება? — იკითხა ჩუმად, ძლივს გასაგონად.
მარიამმა პასუხის ნაცვლად მხოლოდ თავი დაუქნია და თვალები დახუჭა.

სანდრო დაიხარა. კოცნა ამჯერად იყო ნელი, ღრმა, საოცრად ნაზი და იმავდროულად ვნებიანი. არ ჰგავდა წინა ჯერზე თითქმის მომხდარ, გაწყვეტილ მომენტს. არც თამაშს ჰგავდა. ეს იყო ის პირველი ნამდვილი კოცნა, რომელსაც ორივე კვირებია შეგნებულად თუ ქვეცნობიერად ელოდა.

როცა ოდნავ დაშორდნენ, მარიამმა თვალები არ გაახილა, სანდროს შუბლზე შუბლი მიადო. ორივეს სუნთქვა აჩქარებული ჰქონდა.
— ახლა რა ვქნათ? — ჩურჩულით იკითხა მარიამმა.
— ახლა მგონი უკვე ძალიან დაგვიანებულია უკან დასახევად. უკან დასაბრუნებელი გზა დავწვით.
მარიამს გაეღიმა.
— ძეგლი უნდა დავუდგათ ამ წესს.

სანდრომ ისევ აკოცა. ამჯერად უფრო თამამად, უფრო მწყურვალედ. მარიამმა ხელები მის კისერზე შემოხვია და თითები თმაში შეაცურა. რამდენიმე წუთით გარშემო ყველაფერი გაქრა: არც მუსიკა ისმოდა, არც მეგობრების შორიდან მომავალი სიცილი, არც ქალაქის ხმაური. მხოლოდ ისინი იყვნენ — ამ ღამეში, ტბის პირას.

შემდეგ მარიამმა ოდნავ სულმოთქმით თქვა:
— ათი წუთი გავიდა?
სანდრომ საათს დახედა, თუმცა მარიამისთვის თვალი არ მოუწყვეტია.
— თექვსმეტი.
მარიამს სიცილი წასკდა.
— ანასტასია მოგვკლავს!
— არაუშავს, ღირდა.
— რატომ?
— იმიტომ, რომ პირველად ცხოვრებაში, ანასტასიას გეგმა გენიალური აღმოჩნდა.

როცა უკან დაბრუნდნენ, დანარჩენები უკვე კოცონთან ისხდნენ და მათ ელოდნენ.

ანასტასიამ ორივეს შეხედა, მერე სანდროს აწეწილ თმას დაადგა თვალი, მერე მარიამის აფორაჯებულ ტუჩებს.
— ჰოოოო! აი, ეს კი ათ წუთზე მეტი იყო!
მარიამმა მაშინვე გააფრთხილა:
— არაფერი თქვა, ანასტასია, გაფრთხილებ!
— მე არაფერი მითქვამს, თვალები თავისით ლაპარაკობენ!
თორნიკემ ჩაიცინა:
— სახეზე დიდი ასოებით გაწერიათ ორივეს.
სანდრომ მშვიდად, კმაყოფილი სახით თქვა:
— შენს სახეზეც ბევრი რამ წერია, თორნიკე, განსაკუთრებით ტუჩის საცხის კვალი.

თორნიკემ ანასტასიას შეხედა, რომელსაც ლოყები აეწვა.
— მართალია, ვერ უარვყოფ.
ანასტასიამ მხარი გაჰკრა:
— შენ ჩუმად იყავი!


ანი მარიამთან მივიდა და მხარზე ხელი გადახვია.
— კარგად ხარ?
მარიამმა თბილად გაიღიმა:
— ძალიან. უკეთესად ვერ ვიქნებოდი.
ანიმ გაუღიმა.
— მიხარია.

გეგამ სანდროს შეხედა და წარბები ასწია:
— ანუ?
— არაფერი.
— გასაგებია.
— რა არის გასაგები?
— ყველაფერი, ძმაო, ყველაფერი.
მარიამმა სიცილით თავი გააქნია.
— ყველანი აუტანლები და საშინლები ხართ!

სანდრომ მის გვერდით ჩაიარა, ხელი წელზე ნაზად შეახო და ჩუმად უთხრა:
— მაგრამ მაინც ჩვენი ხარ.
მარიამმა თავი ასწია, ეშმაკურად გახედა:
— „ჩვენი“?
— მეგობრების.
პაუზა. სანდრომ თვალი ჩაუკრა:
— ჯერჯერობით.
მარიამმა თვალები მოჭუტა:
— ეს „ჯერჯერობით“ ძალიან მომწონს.

ღამე კიდევ დიდხანს გაგრძელდა. ისინი ბალახზე იწვნენ, ცას უყურებდნენ, სადაც ათასობით ვარსკვლავი კაშკაშებდა, დაბალ მუსიკას უსმენდნენ და ბავშვობის გიჟურ ისტორიებს იხსენებდნენ.

ანასტასია და თორნიკე ახლა უკვე ისე იქცეოდნენ, თითქოს მთელი ცხოვრება ერთმანეთის ნერვებზე იყვნენ დამოკიდებული. ერთმანეთს ეკაფიobjectებოდნენ, აბრაზებდნენ, დასცინოდნენ, მაგრამ ყოველ რამდენიმე წუთში მაინც ეხებოდნენ — ხან ხელზე, ხან მხარზე, ხან თმაზე. ნამდვილად გიჟური, ფეთქებადი წყვილი ხდებოდნენ.

ანი და გეგა კი მათ სრულ, მშვიდ კონტრასტს წარმოადგენდნენ. გეგა ანის მუხლებზე იყო მიყრდნობილი, ანი კი თითებით მის თმას ნელა ეთამაშებოდა. არც ერთს სჭირდებოდა ზედმეტი სიტყვები — მათ სიჩუმეშიც ყველაფერი ნათელი იყო.

მარიამი და სანდრო ცოტა მოშორებით ისხდნენ, პლედზე. მათი თითები ერთმანეთში მჭიდროდ იყო გადახლართული.

მარიამმა ცას ახედა.
— უცნაურია, არა?
— რა? — ჰკითხა სანდრომ და თითზე აკოცა.
— ერთი თვის წინ საერთოდ არ ვიცნობდით ერთმანეთს. უცხოები ვიყავით.
— ვიცი.
— ახლა კი...
— ახლა კი?
მარიამმა მათ გადახლართულ ხელებს შეხედა.
— ახლა უკვე აღარ მინდა ეს ზაფხული ოდესმე დასრულდეს.
სანდრომ მისკენ დაიხარა, სუნთქვა ლოყაზე ეცემოდა:
— მაშინ არ დავასრულოთ. მუდმივი ზაფხული გამოვაცხადოთ.
— როგორ?
— არ ვიცი, რამე მოვიფიქროთ.
— ეს შენი ახალი გეგმაა?
— არა.
— პირველად არ გაქვს გეგმა?
— არა.
მარიამმა გაიღიმა და აკოცა.
— ძალიან კარგი.
სანდრომ მის ხელს თითები მოუჭირა:
— რადგან ზოგიერთი რამ... ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო რაღაცები — გეგმის გარეშე ხდება.

მარიამმა თავი მის მხარზე დადო. და იმ ღამეს, პირველად ამ ზაფხულს, აღარავის სჭირდებოდა ახსნა-განმარტებები, ვინ ვისთან იყო და რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ეს უკვე ჰაერში ტრიალებდა, თავისთავად ჩანდა.

დილამდე ცოტა ხნით ადრე, როცა ცამ ფერის ცვლა დაიწყო, ანასტასიამ Bucket List ისევ ამოიღო.
12. პუნქტი — შესრულებულია.

მის ქვემოთ კი კალმით ახალი პუნქტი ჩაწერა:
ერთად ვნახოთ მზის ამოსვლა ტბაზე.

თორნიკემ წაიკითხა და დაიმანჭა:
— ანუ კიდევ ორი საათი ვერ დავიძინებთ?
— ზუსტად!
— გძულვარ, ანასტასია.
— ვიცი, თორნიკე.
— მაგრამ მაინც ბოლომდე მოგყვები.
ანასტასიამ გამარჯვებული სახით გაიღიმა:
— ეგეც ვიცი.

მარიამმა სანდროს შეხედა:
— ჩვენ?
— ჩვენ ვრჩებით.
— მზის ამოსვლამდე?
— შენ ხომ თქვი, არ გინდა ზაფხული დასრულდესო.
მარიამმა გაიღიმა:
— მაშინ დავრჩეთ.

და ექვსივე ისევ იქ დარჩა. იმ ღამეს, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა გეგმა. მაგრამ რომელმაც ექვსივეს ცხოვრებაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეცვალა:

ზოგი ურთიერთობა უბრალოდ იწყება.
ზოგი კი ერთ ღამეში იცვლის სახელს და სამუდამოდ რჩება.


თავი 12

ღამის ოთხი საათი იყო. ტბის პირას უკვე ისეთი მძიმე, თითქმის მისტიკური სიჩუმე ჩამოწოლილიყო, რომელიც მხოლოდ ზაფხულის გათენებამდე რამდენიმე წუთით ადრე არსებობს — როცა ბუნება სუნთქვას იკავებს და ჰაერი სველი, გრილი ნისლით ივსება.

ყველას ეძინა. ან თითქმის ყველას.

გეგას თავი ანის მხარზე ჰქონდა მიყრდნობილი და თანაბრად სუნთქავდა, ანი კი სრულიად უძრავად იჯდა, თითებს მის თმაში ნაზად აცურებდა და თვალმოუჭუტავად უყურებდა ჰორიზონტს.

მოშორებით, თორნიკე პირდაპირ ბალახზე იყო გაწოლილი, ანასტასიას კი მისი პლედის სამი მეოთხედი ჰქონდა მითვისებული.

— გამეღვიძა, — ჩაიჩურჩულა თორნიკემ და თვალები გაახილა.
— ნუ ლაპარაკობ, სამყაროს ჰარმონიას არღვევ, — უპასუხა ანასტასიამ თვალების გაუხელავად.
— სამყაროს ჰარმონიას ის არღვევს, რომ ჩემი ერთადერთი პლედი წამართვი და ყინულის ქანდაკებად ქცევას მიპირებ.
— ცივა, თორნიკე. ეგ შენი ათლეტური აღნაგობა რით ვერ გიცავს?
— მე?
— შენ დიდი ხარ. გაუძლებ.
თორნიკემ რამდენიმე წამი უყურა მისი პროფილის მკვეთრ ხაზებს.
— უბადლო ლოგიკაა. მედიცინა ამას ვერ ხსნის.
— ვიცი.
— მომეცი პლედი.
— არა.
— ანასტასია, გაიყინა ჩემი პრესის კუნთები, შემიბრალე.
— თორნიკე, საკუთარ თავს კომპლიმენტებს ნუ უკეთებ.
— ნახევარი მაინც.

ანასტასიამ ამოიოხრა და პლედის კუთხე ოდნავ გადასწია. თორნიკემ დრო არ დაკარგა — მაშინვე მისკენ ჩაიწია, მკლავი გვერდით ამოუდო და თავი პირდაპირ მის მხართან დადო. მანძილი მათ შორის ნულამდე დავიდა.

— ასე? — ჰკითხა ჩურჩულით, მისი სუნთქვა ანასტასიას ყელზე ეცემოდა.
— ჰო...
— ახლა გაცილებით უკეთესია.
ანასტასიამ ჩუმად, ოდნავ ნერვიულად ჩაიცინა.
— შენ საერთოდ არ გძინავს?
— შენ რომ გვერდით მიზიხარ და თან ჩემს პლედში ხარ გახვეული, მე როგორ დავიძინო?
— რატომ მიყურებდი?
— იმიტომ, რომ აუტანლად ლამაზი ხარ, როცა არ ჩხუბობ.
ანასტასია რამდენიმე წამით გაჩუმდა, თვალები მოჭუტა.
— ღამეა. ვერ მხედავ.
— ზეპირად ვიცი შენი სახე.
— სულელი ხარ, თორნიკე.
— ვიცი. მაგრამ შენ მოგწონს ეს სულელი.
— სამწუხაროდ.
თორნიკემ გაიღიმა, ტუჩის კუთხე მის ყელს უმნიშვნელოდ შეეხო.
— მეც მომწონს, რომ გიჟდები ჩემზე.

მათი ხელები პლედის ქვეშ ერთმანეთს შეეხო. თითები ერთმანეთში გადაეხლართათ. ამჯერად ანასტასიას ხელი არ გაუწევია — პირიქით, თითები უფრო მჭიდროდ მოუჭირა.


***

მარიამი და სანდრო ცოტა მოშორებით, წყალთან ახლოს ისხდნენ. მარიამს სანდროს მხარზე ჰქონდა თავი მიდებული და თვალები მილულული აქვს. სანდროს ხელი მის წელზე ედო, თითებით მის მაისურის ქსოვილს ნაზად ეხებოდა.

— გძინავს, ატამო? — ჩუმად ჰკითხა სანდრომ.
— არა... — ჩაილაპარაკა მარიამმა და უფრო მჭიდროდ მიეკრა — მაგრამ, მეძინება
— მაშინ დაიძინე. მე დაგიცავ ტბის მონსტრებისგან.
— შენ?
— მე აქ ვარ.

მარიამმა თვალები გაახილა და თავი ასწია, სანდროს თვალებში შეხედა.
— ეგ პასუხი მომწონს.
— რომელი?
— „მე აქ ვარ.“
სანდრომ ოდნავ გაიღიმა, მზერა დაუმძიმდა.
— ყოველთვის ვერ ვიქნები.
— ვიცი.
— მაგრამ როცა ვიქნები... მთლიანად შენი ვიქნები.

მარიამმა თავი ისევ მის მხარზე დადო, გულისცემა აუჩქარდა.
— ვიცი.

რამდენიმე წამი მხოლოდ ტბის ნაზი შრიალი ისმოდა.
— სანდრო?
— ჰო?
— ჩვენ ახლა რა ვართ? — იკითხა მარიამმა და ხმაში უჩვეულო სიფრთხილე გაერია.

სანდრო ცოტა ხნით ჩუმად დარჩა, თითებით მარიამის ხელისგულზე წრეებს ხაზავდა.
— არ ვიცი.
მარიამმა თავი მკვეთრად ასწია.
— ეს არ არის პასუხი, სანდრო.
— ვიცი.
— მაშინ?
სანდრომ პირდაპირ თვალებში შეხედა — იმ მზერით, რომელშიც არც ერთი პროცენტი არ იყო თამაში.
— მინდა, რომ რაღაც ძალიან ნამდვილი ვიყოთ. მაგრამ არ მინდა, რამე იარლიყი მივაწებოთ უბრალოდ იმიტომ, რომ სხვებისთვის მარტივი იყოს.
მარიამმა რამდენიმე წამი უყურა, მერე ოდნავ მოეშვა.
— ჩემთვისაც ეგრეა.
— მაშინ დრო მივცეთ ერთმანეთს.
— მაგრამ ერთ რამეს გაფრთხილებ.
— გისმენ, განაჩენს.
— თუ კიდევ ერთხელ „ატამს“ დამიძახებ, აი ამ ტბაში გადაგაგდებ და ყურსაც არ შევიბერტყამ!
სანდროს სიცილი აუტყდა.
— მაშინ ყოველ ხუთ წუთში დაგიძახებ.
მარიამმა თავი გააქნია.
— აუტანელი ხარ.
— მაგრამ მოგწონვარ. თან ძალიან.
მარიამმა თვალები მოჭუტა, ტუჩები დაპრუწა.
— ზედმეტად.

სანდროს ეშმაკური ღიმილი ნელა გაქრა, თვალები დაუმუქდა.
— ეს სიტყვა არ უნდა გეთქვა.
— რატომ?
— ახლა უკვე მართლა გამიჭირდება შენგან ხელების შორს ჭერა.

მარიამმა რამდენიმე წამი უყურა, მერე ოდნავ წამოიწია და ძალიან ჩუმად, პირდაპირ ტუჩებთან უთხრა:
— არც მინდა, რომ შორს გეჭიროს.

სანდრომ ხელი მის ყელთან მიიტანა, თმიდან პატარა ურჩი ღერი გადაუწია და მისი სახე თავისკენ მოქაჩა.
— კარგი.
— კარგი.

და ერთმანეთს აკოცეს. ამჯერად არც აჩქარებულან, არც ვინმეს დამალვიან. კოცნა იყო ღრმა, ვნებიანი, თითქოს ორივეს სურვილი ერთიანად აფეთქდა. ეს უკვე აღარ იყო უბრალო ფლირტი — ეს იყო განცხადება.

— მზე ამოდის, ხალხნო! — ანასტასიას წკრიალა ხმა ირგვლივ ყველას გადაწვდა.

მარიამმა მაშინვე თვალები გაახილა და სანდროს მოშორდა, ლოყები ეწვოდა სიწითლისგან.
— რომელი საათია?
— ხუთი, — დაიყვირა ანასტასიამ.
— შენ მთელი ღამე არ გაჩუმებულხარ, ანასტასია?
— არა, ენერგიის ვულკანი ვარ!
თორნიკე წამოდგა, ძვალი-ძვალში გაიტკცუმა.
— და არც მე დამცლოდა ძილი ამის გამო.


გეგამ თვალები მოიფშვნიტა, ანის მკლავიდან თავი ასწია.
— მე ხუთ წუთში მოვკვდები და დავიძინებ.
ანიმ გაიღიმა, თმაზე გადაუსვა ხელი:
— უკვე მესამედ ამბობ მაგას.
— ამჯერად სერიოზულად ვამბობ.

**
ექვსივე ტბის ნაპირთან მივიდა. ცაზე პირველი ოქროსფერი და ნარინჯისფერი ზოლი გამოჩნდა, რომელიც წყლის ზედაპირს ალმასებივით ათამაშებდა. მზე ნელა, ამაყად ამოდიოდა.

ყველა გაჩუმდა. მომენტის სილამაზემ ექვსივე დაატყვევა.

ანასტასიამ ტელეფონი ამოიღო.
— ეს კადრი უნდა გადავიღო!
თორნიკემ თავი მის მხარზე ჩამოადო, ხელი წელზე მოხვია.
— შენ ყველაფერს იღებ, ხომ?
— მხოლდ კარგ მომენტებს.
— მაშინ მე ცუდი მომენტი ვარ შენს ცხოვრებაში?
— ზოგჯერ აუტანელი მომენტი ხარ.
— მადლობა, დავაფასე.
ანასტასიამ გადაიკისკისა და ფოტო გადაიღო.


გეგამ ანის გადახედა, რომლის სახესაც მზის პირველი სხივები ათბობდა.
— საოცრად ლამაზია...- ჩაილაპარალა გეგამ
— მზე?
ანიმ მას შეხედა, თბილი, ოდნავ ეშმაკური თვალებით.
— არა.

ანიმ რამდენიმე წამი ვერაფერი თქვა, მერე გაეცინა.
— შენ ასეთი მოულოდნელი, პირდაპირი სიტყვები საიდან მოგაქვს?
— არ ვიცი, შენი დამსახურებაა.
— მომწონს ეს დამსახურება.

მზის ამოსვლამ ყველას ენერგია თითქოს ერთდროულად დაუბრუნა. ანასტასიამ ტაში შემოჰკრა.
— ახლა ცურვა! დილის ტემპერატურის შოკი!

თორნიკეს გარდა ოთხეულმა ერთდროულად წამოიყვირა:
— არა!
— რა არა? რას ჰგავს ეს ერთსულოვნება!
— არავინ შედის ყინულივით წყალში დილის ხუთზე, ანასტასია!

თორნიკემ ჩაიცინა და მაისური გადაიძრო.
— მე შევალ.
ანასტასიამ მაშინვე აათვალიერა მისი შიშველი სხეული.
— მართლა?
— თუ შენც წამოხვალ.
— მოვდივარ!
— არა, არა, — თქვა გეგამ და თავზე ხელი წაიშვირა. — უკვე ვნანობ, რომ აქ ვარ.

ანასტასიამ ფეხსაცმელი გაიხადა.
— თორნიკე!
— ჰო?
— სამი.
— რას ითვლი, გოგო?
— სამამდე!
— მოიცა, ჯერ წყალი შევამოწმოთ...
— ორი!
— ანასტასია!
— ერთი!

ორივემ ყვირილითა და სიცილით წყალში გაირბინა, შხეფები ოთხივე მხარეს გაფრინდა.

— გიჟები არიან, სრულიად შეიშალნენ, — თქვა ანიმ.
— აბსოლუტურად, — დაეთანხმა მარიამი სიცილით.

რამდენიმე წამში ანასტასიას წრიპინი გაისმა:
— თორნიკე-ე-ე!
— რა მოხდა?!
— ყინულია! ფეხები გამეყინა!
— შენ თვითონ შემოხტი, ვინ გექაჩებოდა!
— იმიტომ, რომ შენ შემომყევი!
— უკან დაბრუნდი, მანიაკო!
— არა!

მარიამს სიცილისგან მუცელი ასტკივდა.
— ესენი მართლა ერთმანეთისთვის არიან შექმნილები.
სანდრომ მისკენ გაიხედა, თვალი ჩაუკრა:
— უკვე ერთად არიან, უბრალოდ ჯერ არ აღიარებენ.

ცოტა ხანში ანასტასია და თორნიკე წყლიდან ამოვიდნენ, ორივე კანკალებდა. თორნიკემ თავისი მშრალი მაისური ამოიღო ჩანთიდან და ანასტასიას მხრებზე შემოახვია.
— ჩაიცვი, თორემ ფილტვების ანთება გარანტირებული გქვს.
— შენ?
— მე არ მცივა, ძლიერი ორგანიზმი მაქვს
— კბილების კაკუნის ხმა მესმის, ნუ მატყუებ.
— კარგი, მცივა, — აღიარა თორნიკემ.

ანასტასიამ მაისური უფრო მჭიდროდ მოიხვია, მისი სუნამოს სუნი ეცა.
— მადლობა.
თორნიკე მის გვერდით ბალახზე დაჯდა.
— მადლობას ნუ ეუბნები საკუთარ მფარველ ანგელოზს.
— რატომ?
— მერე ისევ მომიწევს შენი გადარჩენა.
— მე შენი გადარჩენა არ მითხოვია.
— ვიცი.
— მაგრამ მაინც გააკეთებდი?
თორნიკემ მას შეხედა, მზერა საოცრად სერიოზული გახდა.
— ყოველთვის. სადაც არ უნდა იყო.

ანასტასიას გაეღიმა, გული აუჩქარდა.
— ეს უკვე საშიშია.
— რატომ?
— იმიტომ, რომ შეიძლება მომეწონოს შენი გმირობები.
თორნიკემ თავი ოდნავ დახარა, ტუჩის კუთხეში ღიმილით:
— შეიძლება უკვე გიჟდები კიდეც.
ანასტასიას არაფერი უპასუხებია. უბრალოდ თავი მის სველ მხარზე ჩამოადო.

**

მარიამი და სანდრო წყალში არ შესულან. ისინი ცოტა მოშორებით ისხდნენ.
— რატომ არ შედიხარ? — ჰკითხა მარიამმა.
— არ მინდა.
— გეშინია ცივი წყლის?
— არა.
— მაშინ?
— მირჩევნია მშრალი ვიყო და შენთან ვიჯდე.
— ჩემთან?
— მხოლოდ შენთან.
მარიამმა გაიღიმა.
— კარგი პასუხია.
— ვიცი, ქულებს ვაგროვებ.

მარიამმა ფეხსაცმელი გაიხადა და ფეხები წყალში ჩაყო.
— ოჰ, ჯანდაბა!
— ცივია?
— საშინლად!
სანდროს სიცილი აუტყდა.
— რა გაცინებს?!
— შენი რეაქცია და სახე.
— დამეხმარე, სანდრო!
— როგორ?
— ხელი მომეცი, წონასწორობას ვკარგავ.

სანდრომ ხელი გაუწოდა. მარიამმა თითები მჭიდროდ ჩასჭიდა.
— წამოდი!
— სად?!
— წყალში, ჩემთან ერთად!
— მარიამ, შეიშალე?
— შენ თვითონ მითხარი, შენთან ვარო!
— ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყინულივით წყალში უნდა გადავხტე!

მარიამმა მთელი ძალით მოქაჩა. სანდრომ წონასწორობა დაკარგა, მაგრამ წყალში ჩავარდნის სანაცვლოდ, სიცილით მოხვია ორივე ხელი წელზე და მარიამი პირდაპირ თავისკენ მიიზიდა. მარიამიც სიცილით ეცადა თავის დაღწევას, წყლის შხეფები ესხმებოდათ.

— გამიშვი, სანდრო!
— შენ ჩამომიყვანე, ახლა ითმინე!
— იმიტომ, რომ გინდოდა!
— მე არაფერი მითქვამს!

ისინი ერთმანეთთან აუტანლად ახლოს აღმოჩნდნენ. მარიამმა სიცილი შეწყვიტა. სანდრომაც. წყალი ფეხებთან ერტყმოდათ, მზის პირველი ოქროსფერი სხივები პირდაპირ მათ სახეებს ათბობდა.

— ისევ ის სახე გაქვს, — ჩუმად თქვა სანდრომ, ხმა გაუხეშებოდა.
— რომელი?
— როცა რაღაცის თქმა გინდა, ათას რამეს ფიქრობ და ბოლოს გაურბიხარ.
მარიამმა თავი ოდნავ დახარა, მერე სანდროს თვალებში ჩახედა.
— ახლა არ გავქცევივარ. ახლა ვიტყვი.
— გისმენ.
— მგონი ეს ზაფხული ძალიან, ძალიან მომწონს.
სანდრომ გაეღიმა, თითი ლოყაზე ჩამოუსვა.
— მარტო ზაფხული?
— არა. შენც.

სანდრომ უფრო ახლოს მიიზიდა, ტუჩები ოდნავ ეხებოდა მის ტუჩებს.
— ეგ უკვე საუკეთესო პასუხია.

კოცნა ისევ მშვიდი, მაგრამ ღრმა და ვნებიანი იყო. ამჯერად მარიამმა თვითონ შეამცირა მათ შორის მანძილი, ხელები მის მხრებსა და ყელს მოხვია. როცა დაშორდნენ, ორივეს ეღიმებოდა.

— ახლა ნამდვილად შევალ წყალში, — თქვა სანდრომ მძიმე სუნთქვით.
— რატომ?
— იმიტომ, რომ ისე გამაცხელე, სხვანაირად ვერ გავგრილდები.
მარიამს სიცილი აუტყდა.
— სანდრო!
— რა?
— შენ მართლა აუტანელი და თავხედი ხარ.
— მაგრამ ეფექტური.
— ნუ იამაყებ!


***
შუადღისთვის ექვსივე ქალაქში დაბრუნდა. ყველაზე დიდი ტრაგედია კი მაშინ აღმოაჩინეს, როცა მანქანიდან გადასვლას აპირებდნენ.

ანასტასიამ ჩანთაში ჩაიხედა, მერე თვალები გაუფართოვდა.
— ბიჭებო...
— რა მოხდა, კატასტროფაა? — ჰკითხა გეგამ.
— მგონი საჭმელი აღარ გვაქვს. საერთოდ.
თორნიკემ უკანა სავარძელს დახედა.
— როგორ აღარ გვაქვს? ორი ჩანთა იყო!
ანი გაჩუმდა, მერე ანასტასიას შეხედა.
— ანასტასია... მთელი ღამის მარაგი ერთ დილით შეჭამე?
ანასტასიამ უდანაშაულო სახით მხრები აიჩეჩა.
— სტრესი მქონდა! ცივ წყალში ვიყავი!
მარიამმა გაიცინა.
— შენ მართლა უნიკალური მოვლენა ხარ.
— მადლობა, ვიცი.
— კომპლიმენტი არ ყოფილა.
— მაინც მივიღე!

ქალაქში დაბრუნების შემდეგ თითოეული თავის საქმეზე წავიდა. ანი და გეგა ერთად წავიდნენ ყავის დასალევად. თორნიკე ანასტასიას სახლში მიაცილებდა.

მარიამმა კი მანქანიდან გადასვლის წინ სანდროს შეხედა.
— დღეს საღამოს რამეს ვაკეთებთ?
სანდრომ თავი გააქნია.
— არა.
— ნამდვილად? — მარიამს ოდნავ გული დაწყდა.
— ნამდვილად.
— რატომ?
— მინდა, ცოტა მომენატრო. რომ საღამოს გიჟივით მინდოდეს შენი ნახვა.

მარიამს გაეღიმა.
— უკვე მოგენატრე?
— ჯერ არ გადასულხარ მანქანიდან.
— და?
— და უკვე მენატრები.

მარიამმა თავი გააქნია, სიცილით.
— საღამოს მოგწერ.
— დამელოდები?
— შეიძლება.
— მარიამ.
— კარგი, ჰო!
— კარგი რა?
— მოგწერ-მეთქი.
სანდრომ კმაყოფილად გაიღიმა.

მარიამი მანქანიდან გადავიდა. ორი ნაბიჯი გადადგა. შემდეგ შეყოვნდა, უკან მობრუნდა, სანდროს ღია ფანჯარასთან მივიდა და ოდნავ გადაიხარა.

— სანდრო.
— ჰო, ატამო?
— დღეს რომ მითხარი, „არ მინდა შენგან მოშორებით ყოფნაო“...
— ჰო?
— მე უფრო მეტად არ მინდა.

სანდრომ რამდენიმე წამი უბრალოდ უყურა, თვალები გაუბრწყინდა. შემდეგ ხელი მოჰკიდა და შუბლზე თბილად აკოცა.
— წადი, სანამ მანქანიდან გადმოვსულვარ და ისევ დამიკოცნიხარ.
მარიამმა გადაიკისკისა.
— შეიძლება სწორედ მაგისთვის დავბრუნდი.
— მაშინ მალე დაბრუნდი ჩემთან.

მანქანა დაიძრა. მარიამი გზაზე იდგა და უყურებდა, სანამ მანქანა მოსახვევში არ გაუჩინარდა.

იმავე საღამოს Bucket List-ის საერთო ჩატში ახალი ფოტო გამოჩნდა. ანასტასიამ ტბაზე მზის ამოსვლის საოცარი, ოქროსფერი ფოტო ატვირთა. ქვემოთ კი დაწერა:

Anastasia: პუნქტი შესრულებულია!

Tornike: და ვინც ყინულივით წყალში ჩამაგდო, იმაზე ცალკე შურისძიების პუნქტი გვჭირდება.
Anastasia: შენ თვითონ შემოხვედი, ნუ ტყუი!
Tornike: შენ გამო შემოველ, თორემ შინაგანი ორგანოები ჯერ კიდევ მჭირდება.
Anastasia: 🥹
Tornike: არ დაიწყო ეგ ემოჯები, ვერ მომისყიდი მაგით.
Anastasia: გვიანია, უკვე მოგწონვარ.

ანიმ და გეგამ ჩატში მხოლოდ სიცილისა და გულების ემოჯები ჩაყარეს.

მარიამს ჩატში არაფერი დაუწერია. პირად შეტყობინებებში კი სანდროსგან შეტყობინება მოვიდა.

Sandro: მომენატრე.

მარიამმა რამდენიმე წამი ეკრანს უყურა, გული აუჩქარდა.

Mariam: მეც.

პასუხი წამში მოვიდა:

Sandro: ხვალ გნახავ.
Mariam: ეს კითხვა იყო თუ ბრძანება?
Sandro: ფაქტი.

მარიამმა გაიღიმა.

Mariam: კარგი.

ტელეფონი გვერდით დადო, მაგრამ ზუსტად სამ წამში ეკრანი ისევ განათდა.

Sandro: და ხვალ მარტო შენ და მე. არანაირი Bucket List, არანაირი ხალხი.

მარიამმა ეკრანს შეხედა და ღიმილი უფრო ფართო, უფრო თბილი გახდა. ზაფხულის მეცამეტე დღე ჯერ მხოლოდ იწყებოდა — და უკვე აშკარა იყო: Bucket List-ის პუნქტები სულ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდებოდა. მთავარი ის ექვსი ადამიანი იყო. და განსაკუთრებით ის, რაც მათ შორის ხდებოდა მაშინ, როცა სხვები აღარ უყურებდნენ.


თავი 13

მეორე დილას მარიამმა ზუსტად იცოდა, რომ სამყაროს ჩვეული წონასწორობა ირღვეოდა.

არა მხოლოდ იმიტომ, რომ სანდროს გუშინდელ შეტყობინებას ტელეფონის ეკრანზე — „ხვალ მარტო შენ და მე“ — მისი გულისცემა შუაღამემდე აეჩქარებინა, არამედ იმიტომაც, რომ ამ ექვსეულში ჰაერი უკვე ელექტრობით იყო გაჯერებული. თითოეულ წყვილს შორის რაღაც ახალი, გარდაუვალი და საშიშად მიმზიდველი იწყებოდა.

ანი და გეგა ერთმანეთს ჯერ კიდევ ფრთხილი, ნახევრად უთქმელი მზერებით ეხებოდნენ, თუმცა მათ ჩუმ გაღიმებაში უკვე იმალებოდა აშკარა სიახლოვე. ანასტასია და თორნიკე კი საერთოდ ცალკე ქარიშხალს წარმოადგენდნენ ხუთ წუთს ვერ ძლებდნენ ისე, რომ ერთმანეთისთვის ნერვები არ მოეშალათ ან ჰაერი კამათით არ აეფეთქებინათ.

მარიამმა ჯგუფი გახსნა.

Anastasia:

დღეს ვინ რას აკეთებს? მშვიდობიანად დამეთანხმეთ, რომ გენიალური გეგმა მაქვს.

Tornike:

მე მძინავს. ჩემი გეგმა უკვე გენიალურია.

Anastasia:

შენი აზრი არავის უკითხავს.

Tornike:

მაშინ რატომ მომწერე ზოგად ჩათში? თუ ჩემი ყურადღება გინდოდა, პირადში მოგეწერა, არ მოგერიდოს.

Anastasia:

იმიტომ დავწერე, რომ მინდოდა! და შენი ყურადღება არ მჭირდება

Tornike:

მართლა? მაშინ ხუთი წუთის წინ ვინ მწერდა, „თორნიკე, სად ხარო“? მოგენატრე?

Anastasia:

სიზმარშიც კი არა!

Tornike:

საინტერესოა... სიზმარშიც თუ ვარ, ესე იგი საერთოდ ვერ მითავისუფლებ ტვინს.

Ani:

თქვენ ორმა ცალკე ჩათი გაიკეთეთ, გთხოვთ. დილის რვა საათზე თქვენი ფლირტის მოსმენა ჯერ კიდევ მძიმეა.

Gega:

ასი პროცენტით ვუჭერ მხარს.

Anastasia:

თქვენ უბრალოდ ეჭვიანობთ, რომ ჩვენ ასეთი დინამიკური წყვილი ვართ!

Gega:

წყვილიო? უკვე აღიარე?

Anastasia:

გეგა, გაჩუმდი!

Tornike:

ნუ ნერვიულობ, ტასო, ვიცი, რომ ჩემ გარეშე მოწყენილობა მოგკლავს. ეჭვიანობენ, აბა რა.

მარიამმა სიცილით დახურა ჯგუფი. ეკრანი გაშავდა თუ არა, პირადში ახალი შეტყობინება აციმციმდა.

Sandro:

გამოხვედი?

Mariam:

ჯერ არა. მინიმუმ ათი წუთი მჭირდება, რომ შენი სიურპრიზებისთვის სულიერად მოვემზადო.

Sandro:

მზად იყავი. ხუთ წუთში ქვემოთ ვარ.

Mariam:

სად მივდივართ? კლიმატური პირობების მიხედვით ჩავიცვა თუ შენი გიჟური იდეების?

Sandro:

დღეს კითხვები არ მიიღება.

Mariam:

ძალიან ცუდად და საეჭვოდ იწყება ეს დღე...

Sandro:

ჩამოდი და ნახავ.

ზუსტად ათ წუთში სანდროს შავი მანქანა მის სახლთან გაჩერდა. მარიამი ჩაჯდა, უსაფრთხოების ღვედი შეიკრა და მაშინვე შეამჩნია უკანა სავარძელზე მიგდებული ორი დიდი ჩანთა.

— ეს რა არის? გაქცევას ვაპირებთ თუ ქვეყნის დატოვებას?

— ჩვენი დღევანდელი ცხოვრებაა, — სანდრომ გადახედა, ტუჩის კუთხეში ეშმაკური ღიმილი გაუკრთა.

— რას ნიშნავს?

— იმას, რომ მთელი დღე გარეთ ვიქნებით. მხოლოდ შენ, მე და არანაირი გეგმა.

— სად? — მარიამმა წარბები აზიდა.

— შენ ისევ კითხვებს მისვამ. ხომ გითხარი, დღეს წესები შეიცვალა-მეთქი?

— იმიტომ, რომ ნორმალური, ჭკუათმყოფელი ადამიანები წინასწარ იგებენ, საით მიჰყავთ!

— დღეს ნორმალურები არ ვართ, მარიამ.

— ეჰ, ეგ უკვე დიდი ხანია ვიცი, უბრალოდ იმედი მქონდა, რომ მკურნალობას ექვემდებარებოდი.

მანქანა დაიძრა. პირველი ათი წუთი დინამიკებიდან გამოსული დაბალი, რბილი მუსიკის ფონზე ჩუმად მიდიოდნენ. მარიამი ფანჯარაში იყურებოდა, თუმცა გვერდითა მზერით გრძნობდა, როგორ ხშირად გადაჰყავდა სანდროს თვალი გზიდან მასზე.

— რას მიყურებ? — ბოლოს ვეღარ მოითმინა და მისკენ მიტრიალდა.

— არაფერს.

— მანქანას უყურე, სანდრო!

— გზას ვუყურებ.

— მე გზაზე არ ვარ, თუ ვერ შეამჩნიე.

— ზოგჯერ ხარ. ჩემი გზა ზუსტად იქით მიდის, სადაც შენ ხარ.

მარიამს მოულოდნელობისგან გაეცინა, ლოყები ოდნავ შეეფაკლა.

— ეს რა სადღეგრძელოსავით პასუხია?

— ჩემი პასუხია.

— საშინელი პასუხია, იცოდე.

— მაგრამ გაგაცინე? გაგაცინე.

— ეგეც მართალია... — ჩაილაპარაკა მარიამმა და თავი გააქნია, თუმცა ღიმილი სახიდან ვერაფრით მოიშორა.

პირველი გაჩერება
მანქანა ქალაქის ძველ, ქვაფენილიან უბანში გაჩერდა, სადაც დილის მზე აივნებსა და ვაზის ფოთლებს ოქროსფრად აფერადებდა. მარიამი გადმოვიდა, გრილი ჰაერი ჩაისუნთქა და ირგვლივ მიმოიხედა.

— აქ რა გვინდა?

სანდრომ ქუჩის ბოლოსკენ, პატარა, ხისდარაბებიან კაფეზე მიუთითა.

— საუზმე.

— ახლა?

— შენ დილაობით ჭამ?

— კი, რა თქმა უნდა, — ამაყად განაცხადა მარიამმა.

— იტყუები.

— საიდან იცი, ბატონო დეტექტივო?

— გუშინ სამი საათი გავიდა მას შემდეგ, რაც გაიღვიძე, სანამ პირველი ლუკმა შეჭამე. ვიღაცას ავიწყდება ჭამა, როცა ფიქრობს.

მარიამმა გაოცებულმა შეხედა, გულში რაღაც უცნაურად სითბოდ დაეღვარა.

— შენ მართლა ყველაფერს ამჩნევ?

— ყველაფერს — არა. შენს შემთხვევაში — დიახ, თითქმის ყველაფერს.

კაფეში შევიდნენ, საიდანაც ახლად დაფქული ყავისა და ცხელი ცომეულის სუნი გამოდიოდა. სანდროს მიმტანისთვის არც კი დაუცდია, ისე შეუკვეთა.

— შენთვის — ცივი ყავა, ორი ყინულით და ის პატარა, ნუშის კრუასანი.

მარიამმა თვალები მოჭუტა და ეჭვით შეხედა.

— ეს უკვე ცოტა საშიშია.

— რატომ?

— იმიტომ, რომ ჩემზე ზედმეტად ბევრი იცი. მალე ალბათ ჩემს პაროლებსაც გამოიცნობ.

— ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაგები... და მერწმუნე, პროცესით ძალიან ვსიამოვნებ.

მარიამმა მზერა არიდებით თავი დახარა. სანდრომ მას წინ პატარა თეფში დაუდო.

— ჭამე.

— ბრძანებაა?

— ზრუნვაა. თუმცა თუ ბრძანების სახით უფრო მოგწონს, შემიძლია ტონი შევცვალო.

მარიამმა კრუასანი აიღო და პატარა ლუკმა გადაყლაპა.

— ამას თუ შევჭამ, მერე რა ხდება?

— მერე წავალთ.

— სად?

— ამასობაში პასუხს მოვიფიქრებ, რომ ისევ არ დამიწყო გამოკითხვა.

კაფედან რომ გამოვიდნენ, სანდრო გაჩერდა და მარიამს ხელი გაუწოდა. მარიამმა ჯერ მის ხელს შეხედა, მერე სანდროს თვალებში ჩახედა.

— რა?

— ხელი.

— რატომ?

— იმიტომ, რომ მინდა. და იმიტომ, რომ ქუჩაში მარტო სიარული მოსაწყენია.

მარიამმა ოდნავ გაიღიმა და თითები მის თბილ ხელისგულში შეაცურა. სანდრომ თითები მჭიდროდ გადაახვია. ისინი ძველი ქუჩებით ნელა მიდიოდნენ. მარიამი ხანდახან ვიტრინებს ათვალიერებდა. ერთ-ერთ პატარა, ანტიკვარულ მაღაზიასთან მოულოდნელად გაჩერდა. ვიტრინაში, ხის სადგამზე, პატარა, ოდნავ გადახუნებული ვინტაჟური კამერა იდო.

— რა საოცარი რამ არის... — ჩაილაპარაკა მარიამმა.

სანდრომ კამერას დახედა, მერე მარიამის ანთებულ თვალებს მიაპყრო მზერა.

— მოგწონს?

— ძალიან. ასეთებს განსაკუთრებული ესთეტიკა აქვს.

— იყიდე.

— არა, რას ამბობ.

— რატომ?

— უბრალოდ მომწონს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ უნდა ვიყიდო.

— ეს ნიშნავს, რომ გინდა.

— მაგრამ არ მჭირდება!

სანდრომ მაღაზიის კარში შეიხედა.

— ხუთი წუთი დამელოდე.

— სანდრო, გაჩერდი, სერიოზულად ვამბობ...

— ხუთი წუთი, მარიამ. ნუ ხარ ასეთი ურჩი.

მარიამმა თავი გააქნია, თუმცა გული გამეტებით უცემდა. რამდენიმე წუთში სანდრო გამოვიდა. ხელში პატარა, შეფუთული კამერა ეჭირა და გამარჯვებული სახით უყურებდა.

— არა! სანდრო, მართლა არ იყო საჭირო!

— ვიცი.

— მაშინ რატომ ქენი?

— იმიტომ, რომ როცა რაღაცას ისეთი თვალებით უყურებ, როგორც ამას უყურებდი... მე უბრალოდ მინდა, რომ შენი იყოს.

მარიამმა კამერა გამოართვა. ხელები ოდნავ უთრთოდა.

— მადლობა... გიჟი ხარ.

— ახლა გადაიღე.

— რა?

— პირველი კადრი.

მარიამმა კამერა ჩართო, ობიექტივი გაასწორა.

— შენ გადაგიღო?

— რა თქმა უნდა. ჩემი სახე ამ კამერის საუკეთესო დებიუტი იქნება.

სანდრო მის წინ დადგა, ოდნავ გაიღიმა. მარიამმა წკაპუნის ხმა გაიგონა.

— უი, საშინელებაა! — ჩაიცინა მარიამმა, ეკრანს რომ დახედა.

— მაჩვენე.

— არა, არ გაჩვენებ!

— მარიამ, ნუ ხარ ეჭვიანი ფოტოგრაფი, მაჩვენე.

სანდრო მისკენ დაიხარა, იმდენად ახლოს, რომ მარიამმა მისი სუნამოს ნაცნობი, ხისებრი სურნელი იგრძნო. სანდრომ ეკრანს დახედა.

— მშვენიერი ფოტოა.

— მართლა? ოდნავ ბუნდოვანია.

— ჰო.

— იმიტომ, რომ შენ ხარ?

— იმიტომ, რომ შენ გადაიღე. და იმიტომ, რომ ასე მომშტერებიხარ.

მარიამს გაეღიმა, თვალი თვალში გაუყარა.

— ეს კამერა უკვე მომწონს.

— ძალიან კარგი.

— მაგრამ შენზე მაინც უკეთეს ფოტოებს გადავიღებ, იცოდე.

— ეჭვიც არ მეპარება. სცადე, თუ შეძლებ.

***
შუადღისკენ ქალაქის ხმაური უკან დარჩა. გზა სულ უფრო მწვანე, ტყით დაფარული ბორცვებისკენ მიიწევდა. მარიამმა საბოლოოდ ვეღარ მოითმინა, სავარძელზე გასწორდა.

— ახლა მაინც მეტყვი, საით მივყავარ ამ საიდუმლო აგენტს?

— თითქმის მივედით.

— სად, სანდრო?

— ერთი პატარა, მშვიდი სოფელია.

— რატომ მაინცდამაინც იქ?

— იქ ერთი ადგილი ვიცი, სადაც დრო გაჩერებულია.

რამდენიმე წუთში მანქანა ხეებში ჩაფლულ, პატარა, ვენახით გარშემორტყმულ ეზოსთან გაჩერდა. ეზოში მოხუცი ქალი იდგა, თბილი, ნაოჭებით დაქსოვილი თვალებითა და სითბოთი სავსე სახით.

— მოხვედით, შვილო? — ჰკითხა მან და მანქანისკენ წამოვიდა.

მარიამმა გაოცებულმა გადახედა სანდროს.

— შენ აქ იცნობ ვინმეს?

— ბებიაჩემია. ბავშვობაში მთელ ზაფხულს აქ ვატარებდი.

ქალმა მარიამს შეხედა, თვალები გაუნათდა.

— ეს ის გოგო უნდა იყოს, არა?

მარიამი ადგილზე გაშტყდა.

— მე?

სანდრომ სიცილი ძლივს შეიკავა და ჩახველებით დაფარა უხერხულობა.

— დიახ, ნელი ბებია, ეს არის.

— რას ნიშნავს „ეს ის გოგო უნდა იყოს“? — მარიამმა სანდროს მკლავში ხელი წაავლო.

ქალმა სანდროს გადახედა და გაიცინა.

— რას და ამ ბიჭს პირი არ დაუხურავს, სულ შენზე ლაპარაკობს, შვილო.

მარიამს თვალები გაუფართოვდა.

— მართლა?

— ნელი ბებია, გთხოვ! — სანდროს ყურები ოდნავ გაუწითლდა.

— რა იყო, ტყუილს ხომ არ ვამბობ? სიმართლეს ვამბობ!

მარიამმა ღიმილი ძლივს შეიკავა, სანდროს შეშფოთებულ სახეს უყურებდა და სიამოვნებდა.

— მაინც რას ამბობდა, ნელი ბებია?

— ყველაფერს! როგორ უშლი ნერვებს და მაინც როგორ ვერ ამოგდო თავიდან.

— ნელი ბებია, ყავა ხომ არ გვექნებოდა? — სანდრომ სასწრაფოდ გადაიყვანა თემა.

— კარგი, კარგი, არ შეგაწუხებ. წადით, ეზოში, კაკლის ქვეშ დასხედით.

ეზოში, დიდ, აჩრდილიან ხის ქვეშ დასხდნენ. მარიამმა ახალი კამერა მაგიდაზე დადო, ორთავე ხელი ნიკაპქვეშ ამოსდო და სანდროს გამომწვევად შეხედა.

— ახლა კი, ბატონო სანდრო, მოყევი.

— რა მოვყვე?

— რას ეუბნებოდი ჩემზე?

— არაფერს განსაკუთრებულს.

— სანდრო! ნელი ბებომ თქვა, პირი არ დაუხურავსო.

სანდრომ გაიღიმა, თავი უკან გადასწია და ცოტა ხნით ჩუმად იყო.

— იმ დღეს... როცა პირველად გნახე, სახლში რომ მივედი, ბებიამ მკითხა, რატომ იყავი ასე ჩაფიქრებულიო.

— და?

— ვუთხარი, ერთი გოგო გავიცანი, რომელიც საერთოდ არ ჰგავს არავის, ვინც კი ოდესმე მინახავს-მეთქი.

მარიამმა მზერა ოდნავ დახარა, გულში სითბო ჩაეღვარა.

— მერე?

— მერე მითხრა: „მოგეწონაო?“

— და რა უპასუხე?

სანდრომ მას თვალებში ჩახედა. მზერა დამძიმდა, ხუმრობის კვალი გაქრა.

— ვუთხარი, რომ არ ვიცოდი.

— ტყუილია. იცოდი.

— შეიძლება.

— როდის მიხვდი საბოლოოდ?

სანდრო ჩაფიქრდა, თითქოს იმ კადრს იხსენებდა.

— ალბათ იმ დღეს, როცა პირველად გაგეცინა ჩემზე... გულითადად, ყოველგვარი ბარიერის გარეშე.

— ანუ ჩემი დაცინვა მოგეწონა?

— საშინლად მომეწონა. შენი ღიმილის ტყვეობაში მოვექეცი.

მარიამმა თავი გააქნია, თუმცა თვალები უბრწყინავდა.

— შენ მართლა უცნაური ხარ.

— ვიცი.

— და ახლა?

— ახლა ზუსტად ვიცი.

— რა?

სანდრო მაგიდაზე გადმოიხარა, მარიამისკენ ოდნავ წაიწია.

— რომ მომწონხარ. ისე ძალიან, რომ უკვე საშიშია.

მარიამმა თვალებში შეხედა, მისი სუნთქვა საკუთარ კანზე იგრძნო.

— ეგ უკვე ვიცი.

— არა. ის არ იცი, რამდენად.

მარიამმა არაფერი თქვა. სანდროს ხელი მაგიდაზე გადავიდა და მარიამის თითებს შეეხო.

— იმდენად, რომ როცა გუშინ მარტო დაგტოვე, სახლში მივედი თუ არა, იმ წამიდან ვფიქრობდი, როდის გათენდებოდა, რომ ისევ მენახე.

მარიამმა თითები მის ხელში შეაცურა, მჭიდროდ მოუჭირა.

— მეც.

— მართლა?

— მართლა.

— კარგი... — ჩაილაპარაკა სანდრომ.

— ეს სიტყვა რატომ გიყვარს ასე ძალიან?

— იმიტომ, რომ შენგან მოსმენილი ყველაფერი „კარგი“ ხდება.

მარიამმა გაიღიმა, ხელი ოდნავ მოქაჩა.

— მოდი აქ.

სანდრო მისკენ დაიხარა. კოცნა ამჯერად აღარ იყო ისეთი ფრთხილი, როგორც პირველად. მასში იყო დაგროვილი ვნება, მოუთმენლობა და ის სიმშვიდე, მხოლოდ ერთმანეთის გვერდით რომ პოულობდნენ. მარიამმა ხელი მის კისერზე შემოხვია, სანდრომ კი მეორე ხელი მის წელზე მოათავსა და უფრო ახლოს მიიზიდა, თითქოს მათ შორის ჰაერის თხელი ფენაც კი ზედმეტი ყოფილიყო.

როცა ერთმანეთს დაშორდნენ, ორივე სულს ითქვამდა. მარიამმა ჩუმად, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით თქვა:

— ახლა უფრო მეტად მომწონხარ.

— არ უნდა გეთქვა...

— რატომ?

— იმიტომ, რომ უკვე ძლივს ვიკავებ თავს.

მარიამს გაეცინა, თვალები ეშმაკურად გაუელვა.

— რისი გიჭირს?

— იმისი, რომ მთელი დღე ასე არ გიყურო და არ გკოცნო.

— მაგას ისედაც აკეთებ, ასე რომ, პრობლემა არ გვაქვს.


***
ქალაქის ხმაურიან ქუჩაში ანასტასია და თორნიკე მაღაზიიდან გამოვიდნენ და ჩვეულებისამებრ კამათობდნენ.

— მე გითხარი, რომ შავი მაისური უნდა აგეღო! — ბრაზობდა ანასტასია.

— და მე გითხარი, რომ თეთრი მირჩევნია-მეთქი.

— თეთრი საერთოდ არ გიხდება!

— რატომ, აბა?

— იმიტომ!

— „იმიტომ“ არ არის არგუმენტი, ტასო.

— ჩემთვის არის.

— შენ ყველაფერი „ჩემთვის არის“-ით გიმთავრდება, როცა იჭედები.

— იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ყოველთვის მართალი ვარ!

თორნიკემ ირონიულად გაიღიმა, იქვე, ხეივანში გაჩერდა და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მაისური თავზე გადაიძრო, რომ ახალი ჩაეცვა. მისი ნათელი, ნავარჯიშევი სხეული მზის შუქზე გამოჩნდა.

ანასტასია გაშეშდა. მზერა უნებლიეთ თორნიკეს მკერდსა და პრესზე გაეყინა, ლოყები მყისიერად აეწვა.

— ახლა? — ჰკითხა თორნიკემ და მაისური ჯერ არ ჩაუცვამს, ხელში ეჭირა.

ანასტასია უცებ აზრზე მოვიდა და თვალი აარიდა.

— ახლა რა?

— არაფერი... უბრალოდ გაშტერებული მიყურებ.

— კარგად იყავი, რა!

თორნიკემ ხმამაღლა გაიცინა.

— მოგწონს?

— არა!

— სახე გატყუებს, ტასო. წითლდები.

— ნუ ხარ ასეთი აუტანლად თავდაჯერებული!

— ვერ ვიქნები სხვანაირი. შენ რომ ასე მიყურებ, თავს ვერ ვაკონტროლებ.

ანასტასიამ თვალები გადაატრიალა, თუმცა გული გამეტებით უცემდა.

— მიდი, ჩაიცვი სწრაფად!

— რატომ? გიშლის ხელს ჩემი სხეული?

— თორნიკე!

მან სიცილით ჩაიცვა მაისური, შემდეგ მივიდა, ანასტასიას ხელი ჩაავლო თითებში და თავისკენ მიიზიდა.

— წამოდი.

— სად?

— შენს საყვარელ ადგილას, ნაყინს იყიდი და დაწყნარდები.

— და საიდან იცი, რომელია ჩემი საყვარელი ადგილი?

— უკვე ვიცი შენზე ბევრი რამ, ტასო. ჩუმად ვაკვირდები შენს კაპრიზებს.

ანასტასიამ ასწია თავი და თვალებში ჩახედა.

— სახიფათოდ სწრაფად სწავლობ.

— შენც, უბრალოდ არ აღიარებ.


***
ანისა და გეგას დღე გაცილებით მშვიდად, თითქმის პოეტურად მიდიოდა. ისინი პატარა, ძველი კინოთეატრიდან გამოვიდნენ, სადაც რეტრო-ფილმს აჩვენებდნენ.

— ფილმი მოგეწონა? — ჰკითხა გეგამ და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.

— ძალიან. ისეთი ატმოსფერო იყო... შენ?

— მე ნახევარი ვერ გავიგე, — აღიარა გეგამ.

ანიმ გადახედა და გაეცინა.

— იმიტომ, რომ მთელი ფილმის განმავლობაში ეკრანს კი არა, ჩემს პროფილს უყურებდი.

გეგა გაჩერდა.

— შეამჩნიე?

— ძალიან აშკარა იყო, გეგა.

— კარგი.

— და?

— და არ ვნანობ. ეკრანზე არაფერი ხდებოდა ისეთი საინტერესო, რაც შენს სახეზე არ ეწერა.

ანი მასთან ახლოს მივიდა.

— რატომ უყურებ ასე?

გეგამ ხელი ნელა აიღო და ანი ლოყაზე თბილად მიადო. თითის ბალიშით მისი რბილი კანი იგრძნო.

— იმიტომ, რომ ძალიან ლამაზი ხარ.

ანი ოდნავ გაწითლდა, მზერა დახარა.

— ამას ხშირად მეუბნები ბოლო დროს.

— იმიტომ, რომ ყოველდღე უფრო და უფრო ლამაზი ხდები ჩემთვის.

ანიმ გაიღიმა, თვალებში სითბო ჩაუდგა.

— ეგ უკვე საშიში ფრაზაა.

— რატომ?

— შეიძლება შემიყვარდე.

გეგამ რამდენიმე წამი ჩუმად შეხედა. მისი მზერა იმდენად სიღრმით სავსე იყო, რომ ანიმ სუნთქვა შეიკავა.

— შეიძლება? — ჩუმად ჰკითხა გეგამ.

ანი გაჩუმდა.

— ანი...

— ჰო?

— მგონი უკვე გვიანია. მე უკვე იქ ვარ.

**
საღამოს ექვსივე ისევ პატარა რესტორანში შეიკრიბა. მაგიდასთან სხდომისას, ანასტასიამ მაშინვე ეშმაკური მზერით შეხედა მარიამს.

— აბა?

— რა „აბა“? — თავი მოიკატუნა მარიამმა.

— როგორ ჩაიარა თქვენმა „მხოლოდ ჩვენ ორნი“ დღემ?

მარიამმა სანდროს გადახედა. სანდროს ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა.

— კარგად. მშვიდად.

თორნიკემ ჩაიცინა და ჭიქა ასწია.

— მხოლოდ კარგად? სანდრო, ასე ცუდად იმუშავე?

სანდრომ მხრები აიჩეჩა.

— ჩვენთვის საკმაოდ კარგად და ნაყოფიერად ჩაიარა.

ანასტასიამ მაშინვე თვალები მოჭუტა.

— ოოო! ნახე, როგორ უყურებენ ერთმანეთს!

— ნუ დაიწყებ, ტასო, — უთხრა მარიამმა.

— მე არაფერი მითქვამს, შენ თვითონ გაგითქვა სახემ საიდუმლო!

— კამერა იყიდე? — ჰკითხა ანიმ, რომ განმუხტა სიტუაცია.

— კი, სანდრომ მაჩუქა.

— მაჩვენე, აბა!

მარიამმა კამერა გახსნა. პირველი ფოტო სანდროსი იყო — მზის შუქზე, ოდნავ ბუნდოვანი, სადაც მისი მზერა საოცრად თბილი და ღრმა ჩანდა.

ანიმ გაიღიმა.

— ძალიან ლამაზი ფოტოა.

თორნიკემ გადაიხარა, დახედა და ჩაიხითხითა.

— კაცს აშკარად შეყვარებული და გაშტერებული სახე აქვს.

სანდრომ მას მკაცრად გადახედა.

— შენს საქმეს მიხედე, თორნიკე.

ანასტასიამ სიცილი დაიწყო.

— კარგი, ეს უკვე ოფიციალურია!

— რა არის ოფიციალური? — ჰკითხა მარიამმა.

— არაფერი, არაფერი... — გადაიკისკისა ტასომ.

სანდრომ მარიამის ხელი მაგიდის ქვეშ ჩუმად მოძებნა და თითები მჭიდროდ გადაახვია. მარიამმა მისკენ გაიხედა. სანდროც უყურებდა. მათ შორის ეს პატარა, ჩუმი შეხება თითქოს მხოლოდ მათ სამყაროს ეკუთვნოდა.

საღამოს ბოლოს ანასტასიამ ჩანთიდან Bucket List ამოიღო და კალამი მოამზადა.

— ახალი პუნქტი!

— ისევ? — ამოიოხრა გეგამ.

— დიახ, გეგა, პროცესი არ გაჩერდება!

მან ფურცელზე ლამაზი ხელით დაწერა:

„ერთი დღე გაატარე იმ ადამიანთან, ვისთანაც დრო ყველაზე სწრაფად გადის.“

თორნიკემ მაშინვე თქვა:

— ეს პუნქტი უკვე შესრულებულია.

ანასტასიამ შეხედა, წარბი ასწია.

— როგორ?

— დღეს შენთან ერთად მთელი დღე გავატარე და საათისთვის არც კი დამიხედია.

ანასტასია რამდენიმე წამით გაჩუმდა, ლოყები ოდნავ აეწვა. შემდეგ გაეღიმა.

— კარგი პასუხია, თორნიკე. გეთვლება.

ანიმ გეგას შეხედა, თვალებით ეუბნებოდა ყველაფერს.

— ჩვენც შევასრულეთ.

გეგამ ხელი მოუჭირა.

მარიამმა კი სანდროს შეხედა.

— მგონი... ჩვენც.

სანდრომ თავი დაუქნია, თვალები უბრწყინავდა.

— მგონი არა.

— რა?

— ზუსტად ვიცი.

მარიამმა გაიღიმა. და იმ საღამოს პირველად არავის უცდია დაემალა, რომ ეს ექვსეული უკვე მხოლოდ მეგობრების ჯგუფი აღარ იყო.

სამი წყვილი სხვადასხვა სიჩქარით, სხვადასხვა ხასიათითა და ტემპერამენტით, მაგრამ ერთი ზაფხულის ცის ქვეშ იბადებოდა.

ერთნი — ხმაურითა და კამათით.

მეორენი — სიცილითა და მშვიდი მზერებით.

მესამენი კი იმ ღრმა, ვნებიანი შეხედვებით, რომლებიც ნებისმიერ სიტყვაზე ბევრად მეტს ამბობდნენ.

და Bucket List-ს ჯერ კიდევ ექვსი პუნქტი ჰქონდა დარჩენილი. მაგრამ რაც უფრო ახლოვდებოდა ზაფხულის ბოლო, მით უფრო ნაკლებად აინტერესებდათ, რამდენ პუნქტს მოასწრებდნენ.

მათ უკვე იპოვეს ის, რისთვისაც ეს ყველაფერი დაიწყეს.

ერთმანეთი.



თავი 14

ამ თავგადასავლების შემდეგ იმ ექვსეულში ერთ რამეზე უსიტყვოდ შეთანხმდა ყველა: მათი სამეგობრო ჯგუფი ნორმალური აღარ იყო.

სამყაროს ჩვეული წესრიგი საბოლოოდ დაირღვა. მეგობრობის უსაფრთხო, ნაცნობი საზღვრები წაიშალა და მის ადგილას რაღაც გაცილებით ელექტრონული, საშიში და ამავდროულად აკრძალულად მიმზიდველი გაჩნდა. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ერთ მათგანს არ ჰქონდა უმცირესი სურვილიც კი, ისევ იმ ძველ, „ნორმალურ“ ცხოვრებას დაბრუნებოდა.

დილით, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მზის სხივები ახლად იღვიძებდნენ, ჯგუფში პირველი შეტყობინება ანასტასიამ ისროლა — ჩვეული დიქტატორული ენერგიით.

Anastasia:

დღეს ყველას ერთად გვეკისრება შეკრება. უარი არ მიიღება, აპელაციას არ ექვემდებარება.

Gega:

რატომ? რამე ახალი ტანჯვა მოიფიქრე?

Anastasia:

იმიტომ, რომ მე მინდა! და ჩემი სურვილი ამ ჯგუფში კანონია.

Tornike:

ეს უკვე სრულიად საკმარისი მიზეზია. მე უკვე ტანსაცმელს ვარჩევ.

Anastasia:

შენ საერთოდ გაჩუმდი.

Tornike:

დილაადრიან ასეთი აგრესია რას ნიშნავს, ტასო? მოგენატრე?

Anastasia:

დილიდანვე საშინლად მაღიზიანებ!

Tornike:

ჰოდა, ეგ იგივეა. ჩემზე ფიქრობ, ესე იგი ვარსებობ.

Ani:

თქვენ ორნი მართლა ვერ ჩერდებით? დილის ცხრა საათზე მაინც დაზოგეთ ეგერგია!

Tornike:

არა.

Anastasia:

არასოდეს!

მარიამმა ეკრანს შეხედა და სიცილი ვერ შეიკავა. თითქმის იმავე წამს ტელეფონი ისევ ვიბრირებდა. ამჯერად პირადში სანდროს სახელი აციმციმდა.

Sandro:

დღეს ჩემთან ხარ.

Mariam:

ეს კითხვა იყო თუ ბრძანებულება N148?

Sandro:

კითხვების დასმის უფლება დღეს ჩამოგერთვა. ეს ფაქტია.

Mariam:

და თუ გეგმები მაქვს? მაგალითად, მსოფლიოს გადარჩენა?

Sandro:

გააუქმე. მსოფლიო დაელოდება, მე — ვერა.

Mariam:

ძალიან, საშიშად თავდაჯერებული ხდები, ბატონო სანდრო...

Sandro:

შენ გაძლევ უფლებას, ასეთი გამხადო.

მარიამმა რამდენიმე წამი ეკრანს უყურა, ლოყებზე მოწოლილი სითბო თითით შეამოწმა და აკრიფა:

Mariam:

საღამოს გნახავ.

Sandro:

არა.

Mariam:

რა „არა“?

Sandro:

ადრე.

Mariam:

რამდენად ადრე?

Sandro:

ახლა. ჩამოდი, ქვემოთ ვარ.

მარიამმა ტელეფონი მაგიდაზე თითქმის დააგდო, ხელები სახეზე აიფარა და ჩუმად ამოიოხრა:
— ღმერთო ჩემო... ეს ბიჭი ჭკუიდან შემშლის.


***
საღამოს შეკრება თავიდან სრულიად ჩვეულებრივი, მშვიდი ვახშამი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სადაც ანასტასია ერია, იქ „ჩვეულებრივი“ ცნება უბრალოდ კვდებოდა.

როცა მარიამი და სანდრო დანიშნულ ადგილზე მივიდნენ, დანარჩენები უკვე იდგნენ. ანი გეგას გვერდით იდგა, მათი თითები ერთმანეთში ისე ბუნებრივად, ისე მჭიდროდ იყო გადახლართული, თითქოს ასე იბადებოდნენ. მარიამს ღიმილი მოერია.

— თქვენ უკვე საერთოდ აღარ მალავთ, არა? — გადაუჩურჩულა ანი-გეგას.

ანი ოდნავ გაწითლდა და მზერა აარიდა, გეგამ კი სრულიად მშვიდად, ტუჩის კუთხეში დამალული ღიმილით უპასუხა:
— რას?
— არაფერს, გეგა, საერთოდ არაფერს...
— ჰოდა, ძალიან კარგი.

ანასტასიამ ხელები ტაშისცემით შემოჰკრა, თვალები ეშმაკურად უბრწყინავდა.
— აბა, ჩემო საყვარელო წყვილებო და ჯერ კიდევ გაურკვეველო არსებებო, ყველანი აქ ვართ?
— არა, — ირონიულად შენიშნა თორნიკემ.
— ვინ აკლია?
— ჩემი საღამოს მშვიდი ძილი აკლია. მე მინდა ვიცოდე, საიდან იღებ ამდენ გიჟურ იდეას და ახლა სად მიგყავართ.
ანასტასიამ თვალი თვალში გაუყარა.
— შენც მოდიხარ და არანაირი პროტესტი.
— ეს არ მიკითხავს, ტასო.
— ვიცი, რომ არ გიკითხავს, უბრალოდ ფაქტის წინაშე გყენებ.
— მაშინ მაინც საით?
ანასტასიამ კმაყოფილმა გაიღიმა.
— ღამის კლუბების ზონაში.

გეგამ ცაში ააპყრო თვალები.
— ღამეა, ტასო.
— და?
— არაფერი, უბრალოდ ინფორმაციისთვის.
— ზუსტად. შენი დაკვირვებულობა აღფრთოვანებას იწვევს.

სანდრომ მარიამს გადახედა, ხელი წელზე ფრთხილად მოხვია და ყურთან უთხრა:
— მზად ხარ ამ ქაოსისთვის?
— საერთოდ არა.
— იდეალურია, მაშინ ზუსტად ჩვენს ტალღაზე ვართ.

სანაპიროზე, პირდაპირ წყლის პირას გაშლილ პატარა Open-Air კაფესთან გაჩერდნენ. დაბალი, ბასებიანი მუსიკა ჰაერს აბრდღვიალებდა, ტალღების ხმაურს ერწყმოდა. ზღვის მხრიდან თბილი, მარილიანი ქარი უბერავდა და გოგონების თმებს ეამაშებოდა.

ანასტასიამ ერთ წამსაც არ დაჰკარგვია, თორნიკეს მაჯაში ხელი ჩაავლო და წინ წაათრია.
— ცეკვა. ახლავე.
— არა, — თორნიკე ადგილზე გაშტყდა.
— კი!
— ანასტასია, მე საერთოდ არ ვცეკვავ. ჩემი სხეული ასეთი მოძრაობებისთვის არ შექმნილა.
— ახლა იცეკვებ, სხვა არჩევანი არ გაქვს.
— ანასტასია...
— თორნიკე, ნუ ხარ ასეთი მოხუცი!
— ხალხია, ყველანი გვიყურებენ. მე არ მიყვარს, როცა ყურადღების ცენტრში ვარ.
ანასტასია მასთან სულ ახლოს მივიდა, თითის წვერებზე აიწია და თვალებში ჩახედა.
— მაშინ მხოლოდ მე მიყურე. სხვა ყველაფერი წაშალე.

თორნიკემ რამდენიმე წამი უყურა. მისი მზერა რაღაც უცნაურად დამბალი, ღრმა გახდა.
— შენთან კამათს დედამიწაზე აზრი არ აქვს, ხომ იცი?
— ვიცი.
— ეს საშინლად მაღიზიანებს.
— ეგეც ვიცი.
ანასტასიამ ხელი გაუწოდა. თორნიკემ საბოლოოდ ჩაიცინა, თავი გააქნია და მისი თითები თავის დიდ ხელისგულში მოიქცია.
— მხოლოდ ერთი სიმღერა, ტასო.
— ვნახოთ, როგორ მოიქცევი.

მუსიკალური რიტმი შეიცვალა — უფრო რბილი, ნელი ჰანგები დაიღვარა. ანი და გეგაც შეუერთდნენ მოცეკვავეებს. გეგა თავიდან აშკარად უხერხულად მოძრაობდა, თითქოს ყოველ ნაბიჯს ითვლიდა. ანი უყურებდა და ჩუმად იცინოდა.

— შენ მართლა საერთოდ ვერ ცეკვავ, გეგა.
— ვიცი, — უპასუხა მან სრული სერიოზულობით.
— აი, საერთოდ!
— ვიცი-მეთქი.
— მაშინ რატომ გამოჰყევი იმ გიჟს? რატომ ხარ აქ?
გეგამ ორივე ხელი მოხვია წელზე, თავისკენ მიიზიდა და ჩუმად უთხრა:
— შენთვის. მხოლოდ შენ გამო.

ანის სიცილი პირზე გაეყინა. გული გამეტებით დაეჯახა ნეკნებს.
— ეგ... ეგ უკვე არ იყო სამართლიანი დარტყმა.
— რატომ?
— იმიტომ, რომ ასეთ რაღაცებს რომ მეუბნები, მერე აღარ შემიძლია გაგიბრაზდე, თუნდაც ფეხზე დამაბიჯო.
— არც მინდა, რომ გამიბრაზდე.
ანი უფრო ახლოს მივიდა, შუბლი მის მკერდს მიადო.
— და თუ მაინც გავბრაზდი?
— მაშინ შემოგირიგებ.
— საინტერესოა... როგორ?
გეგამ თავი დაიხარა და მის შუბლზე თბილად, ხანგრძლივად აკოცა.
— ასე.
ანის სახეზე ბავშვურმა, ბედნიერმა ღიმილმა გადაირბინა.
— შეიძლება იმუშაოს...
— „შეიძლება“?
— კიდევ ერთხელ სცადე და ზუსტად გეტყვი.
გეგას ხმამაღლა გაეცინა.
— შენც ძალიან კარგად სწავლობ ანასტასიასგან ეშმაკობებს.



მარიამი და სანდრო ცოტა მოშორებით, ხის მოაჯირთან იდგნენ. მარიამი სანაპიროს უყურებდა, თუმცა სანდროს სხეულის სითბოს გვერდიდან მკაფიოდ გრძნობდა.
— შენ არ ცეკვავ? — ჰკითხა მარიამმა და მისკენ მიტრიალდა.
— შენთან ვცეკვავ.
— მაგრამ ჯერ ნაბიჯიც არ გადაგიდგამს.
— იმიტომ, რომ გიყურებდი.
— ისევ? შენ საერთოდ სხვა რამეს თუ უყურებ ამ სამყაროში?
— ისევ. და არა, სხვა არაფერი მაინტერესებს.
მარიამმა თავი გააქნია, თუმცა ლოყები აეწვა.
— მგონი ეს შენი ქრონიკული ჩვევა გახდა.
— ცუდია?
— არა... საერთოდაც არ არის ცუდი.
სანდრომ ხელი გაუწოდა.
— მაშინ მოდი ჩემთან.

მარიამმა ხელი ჩასჭიდა. სანდრომ ის ნელა მიიზიდა. მუსიკა დაბალ, ვნებიან აკორდებზე გადავიდა. სანდროს დიდმა, თბილმა ხელმა მარიამის წელზე დაიდო ბინა, მარიამმა კი ხელები მის კისერზე შემოაწყო.

— ასე? — ჩურჩულით ჰკითხა მარიამმა.
— ჰო... ზუსტად ასე.
— ძალიან ახლოს ვართ, სანდრო.
— ვიცი.
— ხალხი გვიყურებს.
— ვიცი.
— და არ გაწუხებს?
— საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რას უყურებს.
მარიამმა გაიღიმა.
— მე კი ცოტა მერიდება...
— რატომ?
სანდრო უფრო ახლოს დაიხარა, მისი ტუჩები თითქმის ეხებოდა მარიამის ყურის ბიბილოს.
— მაშინ მხოლოდ მე მიყურე. დახუჭე თვალები და მხოლოდ ჩემი სუნთქვა ისმინე.
მარიამმა თავი ასწია და თვალებში ჩახედა.
— ასე?
— ზუსტად.

რამდენიმე წამით ირგვლივ ყველაფერი გაქრა — მუსიკა, ხალხის ხმაური, ზღვის ტალღები. მხოლოდ მათ შორის არსებული ელექტროობა დარჩა.
მარიამმა ჩუმად, ძლივს გასაგონად უთხრა:
— შენთან რაღაც საშინლად უცნაური მემართება, სანდრო.
— რა?
— როცა ასე ახლოს ხარ... მე ყველაფერი მავიწყდება. საკუთარი სახელიც კი.
სანდროს ტუჩის კუთხეში გამარჯვებულმა ღიმილმა გაელვა.
— მეც. ზუსტად იგივე.

მარიამმა მის კისერზე ხელი ოდნავ უფრო მჭიდროდ შემოხვია, თითებით თმაში შეეხო. სანდრომ თავი დახარა.

კოცნა ამჯერად შუა მუსიკაში, ხალხის ქაოსში მოხდა. მოკლე, მაგრამ იმდენად ღრმა, ვნებიანი და ბუნებრივი, თითქოს ამას მთელი ცხოვრება აკეთებდნენ. როცა დაშორდნენ, მარიამმა ოდნავ აჩქარებული სუნთქვით ჩაიცინა:
— ახლა უკვე ნამდვილად აღარ ვართ „უბრალოდ მეგობრები“.
— არასდროს ვყოფილვართ, მარიამ. უბრალოდ შენ გჭირდებოდა დრო, რომ ეს გეღიარებინა.
— ეგ თავიდანვე იცოდი?
— პირველივე წამიდან, როცა თვალები მომაპყარი.

***
ღამის თორმეტის ნახევარზე, როცა ყველანი უკვე ოდნავ დაღლილები, მაგრამ ემოციებით ავსებულები იყვნენ, ანასტასიამ ჭიქაზე თითი დააკაკუნა და საზეიმოდ გამოაცხადა:
— ყურადღება! ყველასთვის მაქვს ახალი დავალება!
— არა, — დაუფიქრებლად თქვა თორნიკემ.
— ჯერ არც კი მითქვამს, რა არის!
— ვიცი, მაგრამ შენი პირიდან წამოსული ნებისმიერი „დავალება“ კატასტროფით მთავრდება.
— ამჯერად ძალიან მარტივი, რომანტიკული და საყვარელი რამ არის.
— ეგ უფრო მაშინებს, ტასო.

ანასტასიამ ტელეფონში ტაიმერი გახსნა.
— წესები ასეთია: თითოეული წყვილი ცალ-ცალკე მიდის. გაქვთ ზუსტად ერთი საათი. ეს საათი უნდა გაატაროთ ისე, რომ დანარჩენებს არ შეხვდეთ და გააკეთოთ ის, რაც გულს გაუხარდება.
გეგამ ჩაიცინა.
— ეს უკვე ოფიციალური პაემანია.
ანიმ მას გადახედა, ლოყები შეეფაკლა.
— წინააღმდეგი ხარ?
— სულაც არა. პირიქით.
— მაშინ წავიდეთ.
გეგამ ხელი გაუწოდა, ანიმ დაუფიქრებლად ჩასჭიდა თითები.

მათ გვერდით თორნიკემ ანასტასიას გადახედა, წარბი ასწია.
— შენ ეს სპეციალურად მოიფიქრე, არა?
— რა თქმა უნდა.
— და ჩვენ?
— თქვენ განსაკუთრებით გჭირდებათ დეტოქსიკაციური პაემანი.
თორნიკემ ჩაიცინა, ხელი წელზე შემოხვია და თავისკენ მიიზიდა.
— კარგი. წამო, ვნახოთ, რამდენ ხანს გაძლევ ჩემთან ჩხუბის გარეშე.

მარიამმა სანდროს შეხედა.
— ჩვენ სად მივდივართ?
— ჩემთან.
— ისევ ეს პასუხი?
— შენ ხომ თქვი, რომ კითხვები აღარ გექნებოდა?
— ეგ არასდროს მითქვამს!
— მაშინ ახლა გაიგე და დაიმახსოვრე.



***
მათ სანაპიროს ყველაზე მშვიდი, ბნელი მონაკვეთისკენ გაასეირნეს. მხოლოდ რბილი შრიალი და ნიავი სდევდათ თან. დიდხანს ჩუმად მიდიოდნენ, თითქოს ამ სიჩუმით ტკბებოდნენ.

ბოლოს ანიმ ჩუმად თქვა:
— უცნაურია...
— რა არის უცნაური? — ჰკითხა გეგამ.
— ცოტა ხნის წინ საერთოდ არ ვიცოდი, შენ თუ მოგწონდი. მეგონა, უბრალოდ ზაფხულის მეგობარი იყავი.
— მე კი მეგონა, რომ ჩემი მზერა იმდენად აშკარა იყო, მთელი ქალაქი ხედავდა.
— არა, გეგა.
— რატომ?
— იმიტომ, რომ სულ ასეთი მშვიდი, უემოციო და გაწონასწორებული ხარ.
გეგამ გაიღიმა, გაჩერდა და ანი თავისკენ შემოაბრუნა.
— შენთან არა, ანი. შენთან ჩემი მშვიდი სამყარო თავდაყირა დგება.
ანი გაჩერდა, სუნთქვა შეეკრა.
— მართლა?
— მართლა.
— რატომ?
გეგა მის წინ დადგა, ორივე ხელი ლოყებზე ნელა მოახვია.
— იმიტომ, რომ შენთან ერთად ყველაფერზე ვფიქრობ. ჩემს მომავალზე, ჩემს ცხოვრებაზე...
— ჩემზეც?
— განსაკუთრებით შენზე. შენ ჩემი ფიქრების მთავარი გმირი გახდი.

ანი რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა. შემდეგ თითებით მის მაისურს ოდნავ შეეხო, მოქაჩა.
— მგონი... მეც ძალიან მომწონხარ, გეგა.
— „მგონი“?
— ძალიან-მეთქი!

გეგამ ხელი წელზე შემოხვია, ანი მისკენ მიიწია. კოცნა იყო საოცრად მშვიდი, თბილი, ნაზი, მაგრამ ამავდროულად იმდენად ღრმა, რომ მათ შორის ყოველგვარი გაურკვევლობა ერთ წამში გაქრა.

როცა დაშორდნენ, ანიმ თავი მის მკერდზე მიადო, მისი გულისცემა ისმინა.
— ახლა რა ვართ?
— არ ვიცი... — ჩაილაპარაკა გეგამ.
— ისევ „არ ვიცი“?
— მინდა, რომ ჩემი გოგო იყო. ოფიციალურად.
ანიმ ასწია თავი და გაეღიმა.
— ეგ უკვე ბევრად უკეთესი პასუხია.
— და? რა არის შენი პასუხი?
— თანახმა ვარ, ბატონო გეგა.
გეგამ შუბლზე აკოცა.
— კარგი.
— შენ ეს სიტყვა „კარგი“ მარიამისგან ისწავლე?
— არა, პროფესიული დაავადებაა.
— ჰო, ვიცი, — გაეცინა ანის.


**

ისინი სულ სხვა, ხმაურიანი ქუჩებისკენ წავიდნენ. პირველი ხუთი წუთი კამათობდნენ იმაზე, თუ საით უნდა წასულიყვნენ. შემდეგ კიდევ ხუთი წუთი იმაზე, თუ ვინ მიდიოდა უფრო სწრაფად.

მერე თორნიკე უცებ გაჩერდა, ანასტასიას მაჯაში ხელი ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა.
— შენ საერთოდ შეგიძლია ჩემთან ერთად ათი წუთი ისე იყო, რომ არ მეჩხუბო?
ანასტასიამ სერიოზული სახით დაფიქრდა.
— არა.
— რატომ, ტასო?
— იმიტომ, რომ მიყვარს შენი გაღიზიანება. შენი გაბრაზებული სახე ყველაფერს მირჩევნია.

თორნიკე ადგილზე გაშტყდა.
— რა თქვი?
ანასტასია უცებ მიხვდა, რა წამოცდა, თვალები გაუფართოვდა.
— არაფერი!
— არა, არა, მოიცა.
— დაივიწყე, წამოსცდა ჩემს ენას!
— გაიმეორე.
— არ ვაპირებ!

თორნიკე მის წინ დადგა, ორივე ხელი მხრებზე დაადო.
— ანასტასია.
— რა?
— მითხარი.
— უბრალოდ ვთქვი, რომ შენი გაღიზიანება მიყვარს-მეთქი!
— არა. შენ სხვა სიტყვა თქვი.
ანასტასიამ თვალები აარიდა, ლოყები ალბათ ცეცხლისფრად ექცა.
— არაფერიც არ მითქვამს...
თორნიკემ ხელი ნიკაპთან მიადო და ნელა, ნაზად მისკენ მოაბრუნა მისი სახე.
— კიდევ ერთხელ თქვი. გთხოვ.

ანასტასიამ ამოიოხრა, თვალი თვალში გაუყარა და წამოენთო:
— მიყვარს!
— რა?
— შენ! მიყვარხარ, აუტანელო ადამიანო!

თორნიკე რამდენიმე წამით გაჩუმდა. მისი სახიდან ჩვეული, ირონიული ღიმილი სრულიად გაქრა. თვალები რაღაც წარმოუდგენელი სითბოთი აევსო.
— ეგ... ეგ მართლა თქვი?
— არა, მოგეჩვენა, ჰალუცინაცია გაქვს!
— ანასტასია...
— კარგი, ჰო! თქვი რამე, სანამ მიწა გასკდა და ჩამყლაპა!

თორნიკემ ხელი წელზე შემოხვია, ჰაერში დაატრიალა და გულში მჭიდროდ ჩაიკრა.
— მაშინ ერთი რამ უნდა იცოდე, ჩემო გიჟო.
— რა?
— შენც მიყვარხარ. იმ პირველივე დღიდან, როცა ყვირილით მომვარდი.

ანასტასიამ თვალები დახარა, თუმცა ბედნიერებას ვერ მალავდა.
— ეს საერთოდ არ ჯდება ჩვენს დინამიკაში...
— რატომ?
— ჩვენ უფრო „მძულხარ“-ით ვიწყებთ ხოლმე ყოველ დილას.
— შეგვიძლია ხვალ დილით ისევ ვიჩხუბოთ, თუ ასე ძალიან გინდა.
ანასტასიამ სიცილით თავი მის მხარზე მიადო.
— გიჟი ხარ, თორნიკე.
— შენ გამო ვარ ასეთი.
— ეგეც მომწონს...

თორნიკემ დაიხარა და აკოცა. ეს არ იყო ფრთხილი კოცნა — ეს იყო კოცნა, სადაც მთელი მათი კამათი, ვნება და აღიარება გაერთიანდა. ანასტასიამ კისერზე ხელი შემოხვია და პასუხი გაცა. როცა დაშორდნენ, თორნიკემ ჩუმად უთხრა:
— ახლა უკვე ნამდვილად ვერ მოგიშორებ თავიდან.
— ვინ გითხრა, რომ მოშორებას ვაპირებდი?


***
მათ ქალაქის ყველაზე წყნარ, ძველ ქუჩაზე გაიარეს. სანდროს მარიამის ხელი ეჭირა. ბოლოს პატარა, ჩაბნელებულ მოედანზე მიიყვანა, სადაც ბავშვობისდროინდელი საქანელები იდგა.

— აქ რატომ მოვედით? — გაიკვირვა მარიამმა.
— ბავშვობაში, როცა რამეზე ვფიქრობდი, აქ მოვდიოდი ხოლმე.
— მარტო?
— ძირითადად მარტო. ან ბიჭებთან ერთად.

მარიამი ერთ-ერთ საქანელაზე დაჯდა.
— მაშინ მაბიძგე.
— მართლა?
— ჰო, მინდა ფრენის შეგრძნება.
სანდრო მივიდა და ნელა უბიძგა.
— უფრო ძლიერად, სანდრო!
— მერე გადმოვარდები.
— არ გადმოვვარდები, ნუ ნერვიულობ.
— ძალიან თავდაჯერებული ხარ დღეს.
— შენ თვითონ მასწავლე ასეთობა!

სანდრომ უფრო ძლიერად უბიძგა. საქანელა მაღლა აფრინდა. მარიამმა სიცილი დაიწყო, თმა ქარში გაეშალა.
— სანდრო!
— რა?
— საკმარისია!
— ახლა ხომ არ გეშინია?
— არა!
— მაშინ რატომ ყვირი?
— იმიტომ, რომ...

უცებ საქანელამ უკან დაბრუნებისას მარიამის ფეხი მიწას წამოედო, წონასწორობა დაკარგა. სანდრომ ელვისსისწრაფით მოჰკიდა ხელი, მარიამი ინსტინქტურად მისკენ გადმოვარდა. სანდრომ წელზე შემოხვია ხელები და მკერდზე აიკრა.

ორივე გაჩერდა. მარიამს სახე მის სახესთან სულ რამდენიმე მილიმეტრში ჰქონდა. ორივეს გული გიჟივით ცემდა.
— ისევ გადამარჩინე... — ჩურჩულით თქვა მარიამმა.
— მგონი ეს უკვე ჩემი ძირითადი პროფესია გახდა.
— და თუ ყოველთვის დაგჭირდები?
— მაშინ ყოველთვის გადაგარჩენ. ნებისმიერ სიტუაციაში.

მარიამმა მას თვალებში შეხედა.
— ასეთი სიტყვები ძალიან საშიშია, სანდრო.
— რატომ?
— იმიტომ, რომ შეიძლება შეგეჩვიო... ისე შეგეჩვიო, რომ მერე შენ გარეშე ვეღარ ვიარსებო.
სანდროს თბილი თითები მის ლოყაზე გადავიდა, ნელა ჩამოჰყვა ყბის ხაზს.
— მეც ზუსტად ეგ მინდა. მინდა, რომ შემეჩვიო.

მარიამმა თვალები დახარა, მერე ისევ ასწია.
— სანდრო...
— ჰო?
— მაკოცე.

სანდროს ტუჩებზე გამარჯვებულმა, ნაზმა ღიმილმა გაელვა.
— ეს პირველი შემთხვევაა, როცა შენ თვითონ მთხოვ.
— ნუ გამიფუჭებ მომენტს, გთხოვ...
— არც ვაპირებ.

ის დაიხარა. მარიამმა ხელები მის კისერზე შემოხვია. კოცნა ნელა დაიწყო, ოდნავ კრთომით, მაგრამ რამდენიმე წამში წარმოუდგენლად ღრმა, ვნებიანი გახდა. სანდრომ მისი წელი უფრო მჭიდროდ მოიზიდა, მარიამმაც აღარ დატოვა მათ შორის არანაირი მანძილი.

როცა ბოლოს დაშორდნენ, ორივეს სუნთქვა აჩქარებული ჰქონდა.
— ახლა ნამდვილად ცუდი იდეა იყო მარტო დარჩენა... — თქვა მარიამმა და სული ითქვა.
სანდრომ ხმამაღლა გაიცინა.
— მე კი პირიქით ვფიქრობ.
— რატომ?
— იმიტომ, რომ თუ სხვებთან ერთად ვიქნებოდით, ასე ვერ გაკოცებდი.
მარიამმა თავი მის მხარზე მიადო.
— შეიძლება... ისევ მომინდეს.
— მაშინ აღარ დავბრუნდეთ. დარჩი ჩემთან.
— სანდრო!
— ხუმრობა იყო.
— არ იყო ხუმრობა, ვიცი.
— შეიძლება არც იყო, — ეშმაკურად ჩაიცინა სანდრომ.
მარიამმა სიცილით მხარზე ხელი გაჰკრა.

**
ერთი საათის შემდეგ სამივე წყვილი ისევ შეკრების ადგილას შეხვდა ერთმანეთს.

ანასტასია და თორნიკე ერთმანეთს თითქმის ძალისმიერად ეჭიდებოდნენ ხელებში და ორივეს კმაყოფილი სახე ჰქონდა. ანი და გეგა მშვიდად, ბედნიერი ღიმილით მოდიოდნენ. მარიამი და სანდრო კი ისე ახლოს იყვნენ, რომ სიტყვები საერთოდ აღარ იყო საჭირო.

ანასტასიამ ყველას გადახედა.
— აბა? ცოცხლები ხართ?
თორნიკემ ხელი ასწია.
— მე ერთი ოფიციალური განცხადება მაქვს.
— გისმენთ, ბატონო თორნიკე.
— ეს თამაში საოცრად მომწონს.
— იმიტომ, რომ შენთან მარტო დამტოვა?
— ზუსტად.

ანასტასიამ ამაყად გაიღიმა. ანი და გეგა ერთმანეთს გადახედეს, გეგამ ხელი ანის წელზე შემოხვია.
— ჩვენც არ ვუჩივით.
მარიამმა ჩაიცინა.
— აშკარად ეტყობა თქვენს სახეებს.

ანასტასიამ უცებ ჩანთიდან ისევ Bucket List ამოიღო და კალამი მოამზადა.
— ახალი პუნქტი!
— ღმერთო ჩემო... — ამოიოხრა თორნიკემ.

ანასტასიამ დაწერა:

„ერთ დღეს ყველამ უნდა გააკეთოს ის, რასაც ყველაზე მეტად ეშინია.“

სიჩუმე ჩამოვარდა. გეგამ წაიკითხა.
— ეს უკვე მართლა საინტერესოა.
— რა შეიძლება იყოს? — ჰკითხა ანიმ.
ანასტასიამ გაიღიმა.
— მაგას შემდეგ ჯერზე გაიგებთ. სიურპრიზია.
თორნიკემ წარბი ასწია.
— შენ რაღაც ძალიან ცუდი და საშიში გაქვს მოფიქრებული, ხომ?
— შეიძლება.
— და მე მაინც გამოგყვები, ხომ?
— ვიცი, რომ გამომყვები.

იმ ღამეს, სახლში დაბრუნების შემდეგ, მარიამი ლოგინზე დაჯდა და ახალი კამერა გახსნა. დღის განმავლობაში გადაღებულ ფოტოებს ათვალიერებდა.

ანი და გეგა — იცინიან.

ანასტასია და თორნიკე — კამათობენ, მაგრამ თვალებში ცეცხლი უნთით.

სანდრო.

მერე ერთ-ერთ ფოტოზე გაჩერდა. სანდრო შორიდან უყურებდა მას, სანამ თვითონ იღებდა ფოტოს. იმ მზერაში იმდენი სითბო და უთქმელი სიყვარული იყო, რომ მარიამს გული აუჩქარდა.

ტელეფონი აინთო.

Sandro:

ფოტოები გამომიგზავნე.

მარიამმა ერთ-ერთი უბრალო ფოტო გაუგზავნა.

Mariam:

ეს?

Sandro:

არა.

Mariam:

მაშინ რომელი?

Sandro:

ის, სადაც მე გიყურებ.

მარიამმა გაიღიმა.

Mariam:

შენ სულ მე მიყურებ, სანდრო.

Sandro:

ზუსტად.

რამდენიმე წამში კიდევ ერთი შეტყობინება მოვიდა:

Sandro:

ხვალ ისევ გნახავ.

მარიამმა აკრიფა:

Mariam:

ხვალაც?

Sandro:

ხვალაც და ზეგაც. მომენატრები.

პასუხი თითქმის მაშინვე მოვიდა:

Sandro:

უკვე მომენატრე.

მარიამმა ტელეფონი გულთან მიიტანა და ჭერს შეხედა. ზაფხული ჯერ კიდევ გრძელდებოდა, თბილი და თავბრუდამხვევი. მაგრამ ახლა უკვე ერთი რამ იყო აშკარა და საშიში: მათ ერთმანეთი მართლა შეუყვარდათ. და ეს ზაფხულის ბოლოს აღარ იქნებოდა ისეთი მარტივი, როგორც დასაწყისში ეგონათ.


თავი 15

დილა ჯგუფში უჩვეულო, თითქმის საეჭვო სიჩუმით დაიწყო.

არც ანასტასია წერდა თავისი ჩვეული დიქტატორული ენერგიით. არც თორნიკე ისროდა ირონიულ რეპლიკებს. არც გეგა აკეთებდა მშვიდ, პრაგმატულ კომენტარებს. ეს დუმილი იმდენად არაბუნებრივი იყო, რომ მარიამს ტელეფონის ეკრანისთვის თვალის მოცილება გაუჭირდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ჩათში პირველი შეტყობინება ისროლა.

Mariam:

ყველანი ცოცხლები ხართ? თუ ანასტასიამ უკვე შეადგინა ჩვენი ანდერძი?

რამდენიმე წამში ეკრანზე ანის სახელი აციმციმდა.

Ani:

მე კი... ჯერჯერობით.

Gega:

მეც. თუმცა ტასოს იდეების შემდეგ სიცოცხლის გარანტიას ვერავინ მოგვცემს.

Tornike:

სამწუხაროდ, მეც ცოცხალი ვარ და დილიდანვე მენატრება ჩემი სიმშვიდე.

Anastasia:

შენ განსაკუთრებით ნუ წუწუნებ!

Tornike:

დილა მშვიდობისა, ჩემო საყვარელო მტანჯველო.

Anastasia:

არ მომმართო ასე ჯგუფში!

Tornike:

რატომ, ტასო?

Anastasia:

უხერხულია!

Tornike:

გუშინ ღამით, სანაპიროზე, საერთოდ არ გეჩვენებოდა უხერხულად.

Ani:

მე ამ ჩათიდან გავდივარ! დილის ათ საათზე თქვენი ფლირტის გაძლება ჩემს ძალებს აღემატება.

მარიამმა სიცილი ვერ შეიკავა. თითქმის იმავე წამს ეკრანის ზედა ნაწილში სანდროს პირველი შეტყობინება გამოჩნდა.

Sandro:

დილა მშვიდობისა, ჩემო პრობლემა.

Mariam:

შენ მაინც ნორმალური ხარ ამ გიჟების ფონზე.

Sandro:

ჯერ.

Mariam:

რას ნიშნავს „ჯერ“?

Sandro:

დღეს ანასტასიას გეგმა უნდა შევასრულოთ.

მარიამს გულმა ერთიანად რეჩხი უყო. მაშინვე გაახსენდა წინა ღამეს ჩაწერილი, ნახევრად აკრძალული პუნქტი.

„ერთ დღეს ყველამ უნდა გააკეთოს ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია.“

Mariam:

და რა არის შენი ყველაზე დიდი შიში, ბატონო სანდრო?

რამდენიმე წამი პასუხი არ მოსულა. მარიამი ხედავდა, როგორ კრეფდა სანდრო ტექსტს, მერე აჩერებდა, მერე ისევ იწყებდა.

Sandro:

შენ.

მარიამმა წარბი შეკრა, ლოყებზე მოწოლილი სითბო თითის წვერებით შეამოწმა.

Mariam:

მე?

Sandro:

ხუმრობა იყო.

Mariam:

არა, არ იყო.

Sandro:

დღეს თვალებში შემომხედავ და გეტყვი.


***
შეკრების ადგილი ამჯერად ანასტასიამ წინასწარაც კი არ გაუმხილა. ექვსივე მათგანს მხოლოდ მოკლე, ბრძანებითი ტონით დაწერილი შეტყობინება მიუვიდა: „სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვით. დანარჩენს ადგილზე გაიგებთ. პანიკა აკრძალულია.“

— ეს ადამიანი ერთხელაც ვერ მოგვცემს ნორმალურ ინსტრუქციას, — ჩაილაპარაკა გეგამ, როცა დანიშნულ ადგილას მივიდა და ანი გვერდით ამოიყენა. ანიმ თითები მის ხელისგულში შეაცურა, გეგამ კი დაუფიქრებლად მოუჭირა თავისი დიდი, თბილი თითები.

მარიამმა ირგვლივ მიმოიხედა.
— მე უკვე მეშინია.
ანიმ ამოიოხრა:
— მეც. ანასტასიას სიურპრიზები ჩემს ნერვულ სისტემას ანგრევს.

თორნიკემ მათ უკან ჩაიარა, ხელები ჯიბეებში ეწყო და სახეზე ჩვეული, ირონიული ღიმილი დასთამაშებდა.
— თქვენ ორს ჯერ არაფერი გინახავთ.
— შენ იცი რამე? — ჰკითხა გეგამ.
— არა.
— მაშინ რატომ ლაპარაკობ ასეთი საიდუმლო სახით?
— უბრალოდ ვცდილობ, სიტუაციას სერიოზული და ოდნავ დრამატული ელფერი მივცე.

ამ დროს ანასტასია გამოჩნდა. ჯინსის ქურთუკში, ეშმაკურად მოციმციმე თვალებითა და ხელში თავისი მარადიული Bucket List-ით ისე გამოიყურებოდა, როგორც საკუთარ არმიას მიძღვნილი გენერალი.

— მზად ხართ, ჩემო საყვარელო მსხვერპლნო?
ექვსივემ თითქმის ერთდროულად უპასუხა:
— არა.
— მშვენიერია. დემოკრატია გაუქმებულია!

თორნიკე ზურგიდან მიეპარა, ხელი წელზე მჭიდროდ შემოხვია და თავისკენ მიიზიდა.
— რა მოვიფიქრე, ტასო?
— რა მოვიფიქრეთ, — შეასწორა ანასტასიამ და წამით მისი ხელის შეხებაზე ტანში ჟრუანტელმა გაუარა, თუმცა სახეზე სიმკაცრე შეინარჩუნა.
— კიდევ უარესი. თუ შენი იდეაა, ესე იგი გადარჩენის შანსი ნულს უახლოვდება.

ანასტასიამ გზა უჩვენა. რამდენიმე წუთის სიარულის შემდეგ პატარა, ღამის განათებებით ავსებულ გასართობ პარკთან მივიდნენ. პარკის შუაგულში, თითქოს ცას ბურღავდა, უზარმაზარი, რამდენიმეათეული მეტრის სიმაღლის თავისუფალი ვარდნის ატრაქციონი იდგა. კონსტრუქცია ზუზუნებდა, ხოლო ზემოდან პერიოდულად მგზავრების გამყინავი ყვირილი ისმოდა.

მარიამი ადგილზე გაშტყდა.
— არა.
სანდრომ მას გადახედა, ტუჩის კუთხეში დამალული ღიმილებით.
— რა „არა“?
— უბრალოდ არა. გამორიცხულია. მე მანდ არ ავალ.

ანასტასიამ ამაყად გაიღიმა.
— ზუსტად! ეს არის მეთექვსმეტე პუნქტი.
— შენ ეს სპეციალურად გააკეთე, ხომ?
— რა თქმა უნდა! შიშის დაძლევა თუ გვინდა, პირდაპირ უფსკრულში უნდა გადავხტეთ.

გეგამ ატრაქციონს ახედა, მერე ანიზე გადაიტანა მზერა.
— ვის ეშინია სიმაღლის?
ანიმ ნელა, თითქმის დანაშაულებრივად ასწია ხელი.
— მე...
გეგამ თვალებში ჩახედა, ხელი უფრო მჭიდროდ მოუჭირა.
— მაშინ ერთად ავდივართ.
ანი გაოცდა, თვალები გაუფართოვდა.
— შენ არ გეშინია?
— მეშინია.
— მართლა?
— კი. გული საგულედან მიხტება.
— და მაინც მოდიხარ?
გეგამ ნელა დაიხარა, ყურთან ჩუმად უთხრა:
— შენთან ერთად ჯოჯოხეთშიც წამოვალ, ანი. სიმაღლე უბრალოდ დასაწყისია.

ანის სუნთქვა შეეკრა, ლოყებს წამში ალი მოეკიდა.
— კარგი... ოღონდ არ გამიშვა.
— არასოდეს.

*
მარიამმა სანდროს შეხედა, რომელიც იქვე, მისგან რამდენიმე სანტიმეტრში იდგა და მის თითოეულ ემოციას აკვირდებოდა.
— მე არ ავდივარ, სანდრო. მართლა.
— კარგი.
— მართლა ასე მარტივად?
— კი.
— არ დამაძალებ? არ მეტყვი, რომ სუსტი ვარ?
— არა.

მარიამმა გაკვირვებულმა შეხედა.
— მაშინ რატომ მოხვედი?
სანდრო მასთან სულ ახლოს მივიდა, ხელი ნაზად შეახო წელზე და თვალებში ჩახედა. იმ მზერაში იმდენი სიმხურვალე და მფარველობა იყო, რომ მარიამს მუხლები აუკანკალდა.
— იმიტომ, რომ შენი კომფორტი და შენი შიში ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ანასტასიას Bucket List-ის რომელიმე პუნქტი. თუ შენ არ გინდა, მეც აქ დავრჩები.
მარიამს სახე შეეცვალა.
— მაგრამ შენ გინდა ასვლა?
— შენთან ერთად? კი. შენ გარეშე — აზრი არ აქვს.
— და თუ ვერ შევძლებ?
— მაშინ უბრალოდ აქ ვიდგებით, შენს თმას ნიავი აურევს და მე გიყურებ.
მარიამმა რამდენიმე წამი ჩუმად უყურა, მერე ჩუმად ამოიოხრა.
— შენ საშინლად უსამართლო ხარ, სანდრო...
— რატომ, ჩემო გოგო?
— იმიტომ, რომ როცა ასე მელაპარაკები, როცა ასე მიყურებ... უარის თქმა უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი ხდება.
სანდროს ტუჩებზე გამარჯვებულმა ღიმილმა გაელვა.
— მაშინ არ თქვა უარი. მენდე.
მარიამმა ღრმად ჩაისუნთქა.
— კარგი... ოღონდ თუ მოვკვდი, ჩემს საფლავზე ყოველდღე იასამნებს მოიტან.
— შეთანხმებულია.

**
პირველი ანასტასია და თორნიკე ავიდნენ. ატრაქციონის დამჭერებმა სკამებში მჭიდროდ ჩაკეტეს.

— თუ მოვკვდი, — დაიწყო ანასტასიამ და ცდილობდა ხმის კანკალი დაემალა, — იცოდე, შენ გამო მოვკვდები!
— რატომ ჩემ გამო, ტასო? შენი იდეა იყო!
— შენ რომ ასეთი აუტანლად მიმზიდველი არ ყოფილიყავი, მე დღეს სახლში ვიქნებოდი და ჩაის დავლევდი!
თორნიკემ ჩაიცინა, მისი თითები მოძებნა და ძლიერად ჩაჭიდა.
— მაშინ არ მოკვდები.
— საიდან იცი, ბატონო წინასწარმეტყველო?
— იმიტომ, რომ მე შენთან ვარ. და მე არ ვაპირებ შენს გაშვებას.

ანასტასიამ მას გვერდულად შეხედა. თორნიკეს მზერაში ისეთი თავდაჯერებულობა ედო, რომ ანასტასიას გული გამეტებით დაეჯახა ნეკნებს.
— ეს... ეს რატომღაც დამამშვიდა.
— კარგი.
— მაგრამ თუ დავიწყებ ყვირილს
— დაიწყებ, დარწმუნებული ვარ.
— შენც იყვირებ! ჩემთან ერთად!
— ალბათ, თუმცა ჩემი იმიჯისთვის ეს დარტყმა იქნება.

ატრაქციონი ნელა, ზუზუნით დაიძრა. ზემოთ, სულ უფრო მაღლა ადიოდნენ. ქალაქის განათებები პატარა წერტილებად იქცა. ანასტასიამ თორნიკეს ხელი ისე ძლიერად მოუჭირა, რომ სახსრები გაუთეთრდა.

— არ გამიშვა, თორნიკე!
— არ გაგიშვებ.
— საერთოდ არასოდეს!
— საერთოდ არასოდეს, ტასო.

ერთი წამით ირგვლივ ქარიც კი გაჩუმდა. ისინი უბრალოდ ერთმანეთს უყურებდნენ — თვალებში აშკარა, გაშიშვლებული ელექტროობით.

შემდეგ სკამები მოწყვეტით ჩამოვარდნენ.

— ააჰჰჰჰჰ! — ორივეს ყვირილი ჰაერში გაერთიანდა.

ქვემოთ რომ დაეშვნენ და დამუხრუჭების მექანიზმმა იგრიალა, ანასტასიას ოქროსფერი თმა მთლიანად აერია, თვალები გაფართოებული ჰქონდა. თორნიკემ მას შეხედა, სული ძლივს მოითქვა და უცებ ხმამაღალი სიცილი დაიწყო.

— არ გაბედო! — წამოენთო ანასტასია.
— რა?
— სიცილი!
— ვერ ვიკავებ თავს, საოცარი სანახავი ხარ!
— თორნიკე, მოგკლავ!
თორნიკე ნელა დაიხარა, აწეწილი თმის ღერი ნაზად მოაშორა სახიდან, თითის ბალიში ლოყაზე ჩამოუსვა.
— მაინც საშინლად ლამაზი ხარ. განსაკუთრებით მაშინ, როცა გეშინია და ჩემს ხელს ეჭიდები.

ანასტასიამ ჯერ გაბრაზებული შეხედა, მერე ლოყები აეწვა და უნებლიეთ გაეღიმა.
— შენც... არ ხარ ცუდი.
— ეს კომპლიმენტი იყო?
— ნუ მიეჩვევი, იშვიათი მოვლენაა.
თორნიკემ წელზე ხელი მოხვია, თავისკენ მიიზიდა და ყურთან უთხრა:
— გვიანია, უკვე მივეჩვიე.

*
ანი მთელი გზა, სანამ სკამები მაღლა ადიოდა, სამარისებურად ჩუმად იყო.

— გეშინია? — ჰკითხა გეგამ და თითები მის ხელისგულზე ჩამოუსვა.
— ძალიან. მგონია, რომ გული გამიჩერდება.
— მაშინ მიყურე. მხოლოდ მე.
— რას შეცვლის?
— ვერაფერს, მაგრამ ჩემი ყურება მაინც უფასოა.

ანს უნებლიეთ გაეცინა.
— საოცრად „ეფექტური“ დამამშვიდებელი ხარ, გეგა.
— ვიცი. სამაგიეროდ, გულწრფელი.

როცა ატრაქციონმა პიკს მიაღწია და წამით შეჩერდა, ანიმ თვალები მჭიდროდ დახუჭა. გეგას ხელი ისე ძლიერად ჩასჭიდა, რომ თითები აეტკინა, მაგრამ გეგას ნაკვთიც კი არ შეურხევია. პირიქით, უფრო მჭიდროდ მოეხვია.

თავისუფალი ვარდნის შემდეგ, როცა ქვემოთ დაბრუნდნენ, ანი სიცილითა და კანკალით დაეცა იქვე მდგარ სკამზე.
— არასდროს... გესმის? არასდროს აღარ გავაკეთებ ამას!
გეგა მის გვერდით ჩამოჯდა, ხელი მხარზე გადახვია.
— ტყუილია.
— არა, სიმართლეა!
— მომავალ ზაფხულს ისევ მოგინდება.
— არ მოინდება!
— მაშინ მე მოვინდომებ.
ანი შეჩერდა, მას გადახედა.
— რატომ?
გეგამ თვალებში ჩახედა, ხმა დაუმბილდა:
— იმიტომ, რომ შენს გვერდით მეშინია ნაკლებად. შენ გვერდით ყველაფერი უფრო მარტივია.

ანი გაჩუმდა. თვალები აუცრემლიანდა.
— ეს... ეს ძალიან საყვარელი იყო, გეგა.
— ვიცი.
— და ცოტა არანორმალურიც.
— შენც მოგწონს ეს არანორმალურობა.
ანი მისკენ გადაიხარა, თავი მის მკერდს მიადო.
— ძალიან მომწონს...
გეგამ დაიხარა და შუბლზე თბილად, ხანგრძლივად აკოცა.
— მაშინ ღირდა ამ სიმაღლეზე ასვლა.
**
ბოლოს მარიამის და სანდროს ჯერი მოვიდა. ისინი ატრაქციონის პლატფორმაზე იდგნენ. მარიამი ქვემოთ იყურებოდა და სუნთქვა უჭირდა.

— სანდრო...
— ჰო, ჩემო გოგო?
— თუ აქედან უკან დავიხიე... ახლავე, ამ წამს...
— არაფერი მოხდება. დედამიწა ბრუნვას გააგრძელებს.
— ყველანი დამცინებენ. ანასტასია მთელი ცხოვრება შემახსენებს ჩემს შიშს.
— მე არასდროს დაგცინებ.
— მართლა?
— მართლა.

მარიამმა მას შეხედა. სანდროს მზერაში იმდენი სიმშვიდე, სითბო და ურყევი ძალა იყო, რომ მარიამმა ღრმად ჩაისუნთქა.
— მაშინ წამოდი.
სანდრომ ხელი გაუწოდა:
— წამო.

ისინი ერთად ავიდნენ. როცა სკამები ყველაზე მაღალ წერტილზე გაჩერდა და მთელი ქალაქი ხელისგულივით გამოჩნდა, მარიამს თვალები მიელულა.

— სანდრო!
— აქ ვარ. შენს გვერდით.
— არ გამიშვა, გთხოვ.
— არ გაგიშვებ. ჩემი ხელი შენია.
— მართლა?
— მართლა, მარიამ.

რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა.
— მზად ხარ? — ჰკითხა სანდრომ.
— არა.
— არც მე.
მარიამმა გაოცებულმა გაახილა თვალები.
— შენც გეშინია? სანდრო?
სანდროს ოდნავ გაეღიმა.
— ცოტა.
— მაშინ რატომ აკეთებ ამას?
— იმიტომ, რომ შენ აკეთებ. და მე არ ვაპირებ შენს მარტო დატოვებას არცერთ სიმაღლეზე.

მარიამმა თავი გააქნია, თვალებში ცრემლი გაუკრთა.
— სულელი ხარ...
— შენ გამო ვარ ასეთი.

ამ დროს სკამები მოწყვეტით დაეშვა დაბლა. მარიამმა იყვირა, სანდროს ხელი ისე ძლიერად ჩასჭიდა, თითქოს ეს იყო ერთადერთი საყრდენი მთელს სამყაროში. სანდრომ მეორე ხელიც გადახვია და თავისკენ მიიზიდა.

როცა პლატფორმაზე გაჩერდნენ, მარიამმა ნელა გაახილა თვალები.
— ცოცხლები ვართ?
— როგორც ჩანს.
მარიამს უცებ ხმამაღალი, ბედნიერი სიცილი წასკდა.
— მე მართლა გავაკეთე! სანდრო, მე ეს გავაკეთე!
სანდრომ მას შეხედა, თვალები უბრწყინავდა.
— კი. შენ ეს შეძელი.
— საშინლად მეშინოდა...
— ვიცი.
— მაგრამ მაინც გავაკეთე!
სანდრომ ორივე ხელი სახეზე მოახვია, თითის ბალიშებით ლოყები გაუთბო.
— ამიტომაც ვამაყობ შენით. შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რამდენად ძლიერი ხარ.

მარიამმა ღიმილით შეხედა, მერე მზერა დაასერიოზულა.
— ახლა კი მე მაქვს კითხვა.
— გისმენ.
— დილით მითხარი, შენი ყველაზე დიდი შიში დღეს გეტყვიო. რისი გეშინია, სანდრო?

სანდრო რამდენიმე წამით გაჩუმდა. მისი თითები მარიამის ყბის ხაზზე შეჩერდა. მზერა ოდნავ დაუმძიმდა.
— იმის... რომ რაღაც ძალიან კარგი, რაღაც საოცარი, რაც ახლა მაქვს... შეიძლება ერთ დღეს უბრალოდ დასრულდეს. ზაფხულივით.

მარიამის ღიმილი ნელ-ნელა გაქრა. გულში უცნაურმა ტკივილმა გაჰკრა.
— ეს... ეს არ არის ის პასუხი, რომლის მოსმენაც მინდოდა.
— ვიცი.
— მაგრამ რატომ მითხარი?
— იმიტომ, რომ შენ მკითხე. და მე შენთან ტყუილი არ ძალმიძს.

მარიამი მასთან სულ ახლოს მივიდა, თითის წვერებზე აიწია.
— მაშინ ჩემი პასუხიც გქონდეს, ბატონო სანდრო.
— რა პასუხი?
— თუ რამე ასეთი კარგია... თუ რამე ასეთი ნამდვილია... უბრალოდ იმის შიშით არ უნდა დავტოვოთ, რომ ოდესმე შეიძლება დასრულდეს.

სანდრო ჩუმად დარჩა, თვალს არ აშორებდა.
მარიამმა ხელები მის კისერზე შემოხვია, თითები თმაში შეაცურა.
— ჯერ კიდევ აქ ვართ.
— კი.
— და მე არსად მივდივარ.

სანდრომ ღრმად ჩაისუნთქა, წელზე ხელები მჭიდროდ მოხვია და თავისკენ მიიზიდა.
— მაშინ მოდი აქ.

კოცნა ამჯერად არ იყო ფრთხილი. ეს იყო ხანგრძლივი, თბილი, ვნებიანი და იმდენად ღრმა კოცნა, რომ მარიამს სულელივით დაავიწყდა ირგვლივ არსებული სამყარო. სანდროს ტუჩები ველური სიმხურვალით ეხებოდა მისას, თითქოს ცდილობდა, მარიამის ყოველი სიტყვა საკუთარ სხეულში შთაენერგა.

როცა დაშორდნენ, სანდრომ შუბლზე ნაზად აკოცა.
— აი, ახლა უკვე აღარ მეშინია.
— რატომ?
— იმიტომ, რომ შენ მითხარი, რომ არ მიდიხარ.


*
როცა ატრაქციონების ზონიდან გამოვიდნენ და ემოციებისგან დაცლილები მიდიოდნენ, ანასტასიამ საზეიმოდ გამოაცხადა:
— პუნქტი შესრულებულია!
Bucket List-ში მეთექვსმეტე პუნქტს დიდი, წითელი X დაადო.
— ახლა საჭმელი. შიმშილით ვკვდები.

თორნიკემ მაშინვე გადახედა:
— ეს იყო შენი გენიალური გეგმის მეორე ნაწილი?
— არა.
— დარწმუნებული ხარ?
— სრულიად.
— ანუ ახლა ისევ რაღაც გიჟურ სისულელეს მოიფიქრებ?
— შეიძლება.
— საშინლად მიყვარხარ, ტასო.

ანასტასია ადგილზე გაჩერდა, თვალები გაუფართოვდა.
— რა?
თორნიკემ უბრალოდ მხრები აიჩეჩა.
— არაფერი.
— არა, მოიცა, გაიმეორე!
— რატომ?
— მინდა რომ კიდევ გავეგონო!
— საშინლად მიყვარხარ-მეთქი.

ანასტასიას სახეზე ბავშვურმა, უზომოდ ბედნიერმა ღიმილმა გადაირბინა.
— მეც...
თორნიკემ ხელი შემოხვია, თავისკენ მიიზიდა.
— ახლა შეგვიძლია ვჭამოთ?
— კი.
— კარგი, იმიტომ რომ შიმშილით ვკვდები.
— მთელი დღის განვლობაში მხოლოდ საჭმელზე ფიქრობ?
თორნიკემ ოდნავ დაფიქრდა, ეშმაკურად გადახედა:
— შენზე და საჭმელზე.
— რომელზე უფრო ხშირად?
— შენზე. მაგრამ საჭმელი მეორე ადგილზეა.
ანასტასიამ სიცილით მხარზე ხელი გაჰკრა.
— სწორი პასუხია, გადარჩი.

პატარა კაფეში ექვსივე ერთად დაჯდა. გეგა ანის გვერდით იჯდა, მათი თითები მაგიდის ქვეშ ისევ გადახლართული იყო. თორნიკე ანასტასიას თეფშზე საუკეთესო ნაჭრებს უწყობდა, მარიამი და სანდრო კი ერთმანეთის პირდაპირ ისხდნენ და მათ შორის ისეთი ჰაერი ტრიალებდა, რომ თითქმის ფიზიკურად იგრძნობოდა ქიმია.

საღამოს, როცა ყველანი იშლებოდნენ, მარიამმა სანდროს მანქანამდე გააცილა. ზღვიდან თბილი, მარილიანი ნიავი უბერავდა.

— დღეს კარგი იყო, სანდრო.
— ძალიან კარგი.
— მიუხედავად იმისა, რომ იმ ატრაქციონზე კინაღამ მოვკვდი.
— „კინაღამ“?
— კარგი, ოდნავ გადავაჭარბე დრამატიზმში.

სანდრომ გაიღიმა, მარიამს ნაბიჯი გადაუჭრა და წინ დაუდგა.
— ერთი რამ გავიგე დღეს, მარიამ.
— რა?
— შენთან ერთად შიში უფრო მარტივია. ყველაფერი უფრო მარტივია.
მარიამმა რამდენიმე წამი უყურა.
— ჩემთვისაც.
— და კიდევ რაღაც.
— რა?
— შენ რომ მითხარი, არსად მივდივარო...
— ჰო?
— ეგ ჩემთვის ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავდა.

მარიამი მასთან სულ ახლოს მივიდა, თითები მის მაისურს ჩააფრინა.
— მაშინ კარგად დაიმახსოვრე, ბატონო სანდრო.
— რას?
— არ მივდივარ. არც ზაფხულის ბოლოს. არც მერე.

სანდრომ ხელი მის წელზე შემოხვია, ჰაერში ოდნავ ასწია და თავისკენ აიკრა.
— მაშინ დარჩი ცოტა ხანს.
— რამდენ ხანს?
— სანამ არ მომინდება, რომ გაგიშვა.
მარიამმა გაიღიმა.
— და როდის მოგინდება?
— სავარაუდოდ... არასოდეს.
— შეიძლება გვიანობამდე გაგრძელდეს ეს „არასოდეს“.
— იმედი მაქვს.

ერთმანეთს ისევ აკოცეს. ამჯერად ბევრად უფრო თამამად, ვნებიანად, ქუჩის განათებების ქვეშ. მარიამმა თითები მის თმაში შეაცურა, სანდრომ მისი წელი უფრო მჭიდროდ მოიზიდა. რამდენიმე წამით ორივეს სრულიად დაავიწყდა, რომ შუა ქუჩაში იდგნენ.

მოულოდნელად იქვე ჩავლილი მანქანის სიგნალმა და ფარების შუქმა გაანათა ისინი. მარიამმა სიცილით, აწითლებული ლოყებით უკან დაიხია.
— ღმერთო ჩემო...
სანდრომ მანქანას გაღიმებულმა გახედა.
— მგონი ვიღაცას შურს ჩვენი.
— კარგი, წავედი სახლში, სანამ მთელმა ქალაქმა არ დაგვინახა.
— მარიამ.
— ჰო?
— ხვალ?
— ხვალაც.
— მარტო?
მარიამმა ეშმაკურად გაიღიმა.
— შეიძლება.
— ეს „შეიძლება“ აღარ მომწონს.
— მაშინ დარწმუნებული იყავი.

მან თითის წვერებზე აიწია და კიდევ ერთხელ, მოკლედ აკოცა ტუჩებში.
— ხვალ მარტო შენ და მე.

იმავე ღამეს, პირველ საათზე, ჯგუფში ანასტასიამ ფოტო გამოაგზავნა.

ფოტოზე ექვსივე ერთად იყვნენ — ატრაქციონიდან ახლად ჩამოსულები, აწეწილი თმებით, მაგრამ წარმოუდგენლად ბედნიერი თვალებით.

ქვემოთ ეწერა:

16. შესრულებულია.

მარიამმა ტელეფონი გულთან მიიტანა და ჭერს შეხედა. მეთექვსმეტე პუნქტი დასრულებული იყო. მაგრამ ახლა თამაში სულ სხვანაირი, ბევრად უფრო საშიში და ამავდროულად მიმზიდველი ხდებოდა.

ოთხი პუნქტი.

სამი წყვილი.

ერთი ზაფხული.

და რაც ყველაზე მთავარი იყო — მათ ჯერ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რამდენად საოცარი და ვნებიანი შეიძლებოდა ყოფილიყო დარჩენილი პუნქტები.


თავი 16

დილას მარიამმა პირველად გაიფიქრა, რომ ზაფხული ძალიან სწრაფად გადიოდა.

ფანჯრიდან შემოსული ოქროსფერი შუქი უკვე ოდნავ სხვანაირად ეცემოდა ოთახს — თითქოს აგვისტოს მიწურულის ჰაერში იმ უხილავმა, მსუბუქმა მელანქოლიამ დაისადგურა, რომელმაც ყველამ იცის, რომ დღეები დათვლილია, მაგრამ არავის სურს ამის ხმამაღლა აღიარება.

სულ რამდენიმე კვირის წინ Bucket List უბრალოდ ხუმრობა იყო.

სამი მეგობარი გოგო, რამდენიმე უცნაური იდეა, ფოტოები, სიცილი და ზაფხულის გასატარებელი გეგმები.

ახლა კი...

ახლა ანი და გეგა ერთმანეთის გარეშე თითქმის აღარ ჩანდნენ. გეგას სერიოზულობა ანის ნაზი ღიმილის წინაშე უნებლიეთ დნებოდა, ხოლო ანის თვალებში ისეთი მშვიდი ბედნიერება დასადგურებულიყო, რომლის დამალვაც შეუძლებელი გახლდათ.

ანასტასია და თორნიკე ოფიციალურად ყველაზე ხმაურიანი, ყველაზე ქაოსური და ამავდროულად ყველაზე საშიში წყვილი გახდნენ. მათ შორის ჰაერი მუდმივად ისეთ ელექტროობას აფრქვევდა, რომ ნებისმიერ წამს შეიძლებოდა კამათი ვნებიან კოცნაში გადაზრდილიყო — ან პირიქით.

ხოლო სანდროსთან მარიამის ურთიერთობას უკვე სახელი აღარ სჭირდებოდა.

უბრალოდ არსებობდა.

და საოცრად, თითქმის შეუძლებლად კარგადაც.

ტელეფონი მაგიდაზე გამეტებით აინთო.

Anastasia:

დღეს ყველა ერთად.

Tornike:

მეშინია ამ ორი სიტყვის. ყოველ ჯერზე, როცა ტასო ამას წერს, ვიღაცას ან გული მიდის, ან ატრაქციონიდან ვარდება.

Anastasia:

უნდა გეშინოდეს, თორნიკე! განსაკუთრებით შენ, იმიტომ რომ დღეს შენი ცრემლებით ვრწყავ ჩემს კალენდარს.

Gega:

რა გვაქვს?

Anastasia:

ორი დღე დაგვრჩა.

ჩათში რამდენიმე წამით ისეთი სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, რომ თითქოს ეკრანის მიღმაც კი ისმოდა ექვსივეს შეკავებული სუნთქვა.

Ani:

ორი?

Mariam:

უკვე?

ანასტასიამ პასუხი მხოლოდ ერთი ფოტოთი გასცა.

Bucket List.

მის ქვემოთ ორი ცარიელი, თითქმის დაუნდობელი პუნქტი დარჩენილიყო.

17.

18.

Tornike:

ესე იგი მართლა მთავრდება...

ანასტასიამ ამჯერად აღარ იხუმრა, არც ირონიული რეპლიკა ისროლა.

Anastasia:

კი.


*
საღამოს ისევ იმ ადგილას შეიკრიბნენ, საიდანაც მათი მთელი ზაფხულის ისტორია დაიწყო.

იმ პატარა, იმ კაფესთან, სადაც ტალღების ხმაურში პირველად დასხდნენ ერთად. მაშინ აქ უბრალოდ ექვსი ადამიანი იდგა — ერთმანეთისთვის ნახევრად უცხოები, ოდნავ ეჭვისთვალით გადანახედნი.

ახლა კი სამი წყვილი იდგა.

ანასტასიამ გაცვეთილი, ოთხად დაკეცილი ფურცელი საზეიმოდ გაშალა.
— დარჩენილი ორი პუნქტი ყველას ერთად უნდა შევასრულებინოთ.
— რატომ? — იკითხა გეგამ და თითები ანის ხელისგულში შეაცურა.
— იმიტომ, რომ ბოლო ორი ცალ-ცალკე არ უნდა იყოს. ამ ისტორიას ექვსივემ ერთად უნდა დავუსვათ წერტილი, — თქვა ანასტასიამ და ხმაში პირველად გამოერია სენტიმენტალურობა.

თორნიკემ თავი დაუქნია, ზურგიდან მიეპარა, ხელი წელზე შემოხვია და თავისკენ მიიზიდა.
— კარგი აზრია, ჩემო დედოფალო.
ანასტასიამ გაკვირვებულმა გადახედა, წარბი ასწია:
— შენ დამეთანხმე? სიცხე ხომ არ გაქვს?
— ნუ მიეჩვევი. უბრალოდ წამიერი სისუსტეა.
— გვიანია, უკვე ჩავინიშნე.

მარიამმა ჩაიცინა.
— რა არის მეჩვიდმეტე, ტასო?

ანასტასიამ ფურცელი შემოატრიალა, სადაც მისი ხელით ეწერა:

17. „წაიყვანე შენი ადამიანი იმ ადგილას, სადაც გინდა, რომ მასზე ყველაზე კარგი მოგონება დაგრჩეს.“

მარიამმა ნელა მიაბრუნა თავი და სანდროს შეხედა.

სანდრო უკვე იღიმოდა — იმ დაბალი, ოდნავ ეშმაკური ღიმილით, რომელიც მარიამს მუხლებს აუკანკალებდა ხოლმე.

— ვიცი, სად მივდივართ, — ჩაილაპარაკა სანდრომ.
— სად?
— ხვალ გეტყვი.
— ისევ საიდუმლო, ბატონო სანდრო?
— ამჯერად განსაკუთრებული საიდუმლო, მარიამ.

**
იმავე საღამოს სანდრომ მარიამი პატარა, ნახევრად მიტოვებულ სანაპიროზე წაიყვანა, სადაც მხოლოდ ტალღების თანაბარი, მშვიდი ხმაური ისმოდა. ქალაქის ხმაური შორს რჩებოდა, ცაზე კი პირველი ვარსკვლავები აციმციმდნენ.

სანდრო ჩუმად მიდიოდა, ხელები ჯიბეებში ეწყო.

მარიამიც ჩუმად მიჰყვებოდა.

მაგრამ ამჯერად ეს უხერხული სიჩუმე არ ყოფილა — ეს იყო ისეთი სიჩუმე, როცა ორ ადამიანს სიტყვები საერთოდ არ სჭირდება ერთმანეთის შესგრძნობად.

მარიამმა ვეღარ მოითმინა, გვერდით ამოუდგა და თითები მის ხელისგულში შეაცურა. სანდრომ მაშინვე მჭიდროდ მოუჭირა თავისი დიდი, თბილი თითები.

— იცი, რა მეშინია, სანდრო? — ჩუმად იკითხა მარიამმა და ზღვას გახედა.
სანდრომ ნაბიჯი შეანელა და მაშინვე მას შეხედა.
— რა?
— რომ ეს ყველაფერი დამთავრდება... ქალაქში დავბრუნდებით, ჩვეულებრივ რუტინაში ჩავეშვებით და ეს ზაფხული უბრალოდ სიზმარივით გაქრება.
— რატომ უნდა იყოს ეს ცუდი?
— იმიტომ, რომ იქ აღარ იქნება ყოველდღე ეს ყველაფერი.
— რა ყველაფერი, ჩემო გოგო?

მარიამი გაჩერდა, სანდროს წინ დაუდგა, თვალებში ჩახედა და ნაზად გაიღიმა:
— შენ.

სანდრო ადგილზე გაშტყდა. მისი მზერა ერთ წამში დაუმძიმდა, თითქოს იმ ერთმა სიტყვამ გულის სიღრმემდე ჩააღწია.
— მარიამ.
— ჰო?
— ზაფხული შეიძლება დამთავრდეს, — მან მარიამის ორივე ხელი მოიქცია თავის ხელებში და უფრო ძლიერად მოიჭირა. — მაგრამ მე არ ვაპირებ დამთავრებას.

მარიამმა თავი ოდნავ დახარა, ლოყებზე მოწოლილი სითბო რომ დაემალა.
— დაპირებაა?
— არა.
— მაშინ რა არის?
— გადაწყვეტილება. ურყევი გადაწყვეტილება.

მარიამმა თავი ასწია. სანდროს თვალებში იმდენი ცეცხლი, სიმხურვალე და ურყევი ძალა ედო, რომ მარიამს სუნთქვა შეეკრა.
— კარგი... თანახმა ვარ.

სანდრო მისკენ დაიხარა. ხელი ნაზად, მაგრამ მჭიდროდ მოხვია წელზე და თავისკენ აიკრა.

კოცნა ამჯერად არ ყოფილა უბრალოდ ნაზი. ეს იყო ვნებიანი, ღრმა და მწყურვალი კოცნა — თითქოს ორივეს უნდოდა დაემახსოვრებინა ყველაფერი: ამ ადგილის სურნელი, საღამოს მარილიანი სითბო, ზღვის ხმაური და ერთმანეთის სხეულის გახურებული სიახლოვე. სანდროს ტუჩები ეხებოდა მას ისეთი ველური სიფრთხილით, თითქოს მარიამი სამყაროში ყველაზე ძვირფასი განძი ყოფილიყოს.

როცა ნელა დაშორდნენ, მარიამმა თითები მის მაისურს ჩააფრინა და ჩუმად უთხრა:
— ახლა ეს ადგილი ნამდვილად სამუდამოდ დამამახსოვრდება.
— რატომ?
— იმიტომ, რომ შენ აქ მყავხარ.

**
ანი და გეგა ქალაქის ძველ უბანში სეირნობდნენ, სადაც პატარა, იტალიური ტიპის ეზო იპოვეს — ძველი ხის სკამითა და სუროს ფოთლებით დაფარული კედლებით.

გეგამ სკამზე ჩამოჯდა, ანი კი გვერდით მიისვა.
— აქ პირველად ბაბუაჩემთან ერთად მოვედი, ძალიან პატარა რომ ვიყავი, — ჩაილაპარაკა გეგამ და ირგვლივ მიმოიხედა.
ანიმ თავი მის მხარს მიადო.
— ამიტომ მომიყვანე?
— ჰო.
— რატომ მე, გეგა?

გეგამ რამდენიმე წამი იფიქრა. თავისი ჩვეული პრაგმატული მზერით ცას ახედა, მერე ანიზე გადაიტანა ყურადღება.
— იმიტომ, რომ შენთან ერთად მინდა ისეთი ადგილები მქონდეს, რომლებიც ადრე მარტო ჩემთვის არსებობდა. მინდა ჩემი მოგონებები შენით გადავწერო.

ანის თვალებში საოცარი სითბო გამოჩნდა, გული სიყვარულით აევსო.
— გეგა...
— ვიცი, ცოტა ზედმეტად სენტიმენტალურია ჩემგან, ხომ? — ჩაიცინა გეგამ.
— არა. საერთოდ არ არის ზედმეტი.

ანი მისკენ მიუახლოვდა, მუხლებზე მოექცა და კისერზე ხელები შემოხვია.
— ძალიან, ძალიან მომწონს.
გეგამ წელზე ხელები მოხვია, თავისკენ მიიზიდა და ცხვირი მის თმაში ჩარგო.
— კარგი.
ანი გაეღიმა.
— ისევ „კარგი“...
— ახლა უკვე შენც ამბობ.
— შენგან გადამედო, ბატონო გეგა.
— მაშინ არ მოვიშოროთ ეს ვირუსი, — ჩაჩურჩულა გეგამ და ანიმ იგრძნო, როგორ შეეხო მისი თბილი ტუჩები ჯერ ლოყას, მერე კი ნაზად, ხანგრძლივად დაებჯინა ტუჩებზე.


**
ანასტასიასა და თორნიკესთვის, რა თქმა უნდა, არაფერი ხდებოდა მშვიდად.

ანასტასიამ თორნიკე მთის პატარა, ქვიან ბილიკზე წაიყვანა, საიდანაც ქალაქი ხელისგულივით ჩანდა, მაგრამ ასასვლელად საკმაოდ დიდი ენერგია იყო საჭირო.

— შენ ეს ადგილი მოგწონს, ტასო? — სული ძლივს მოითქვა თორნიკემ და ოფლიანი შუბლი მოიწმინდა.
— არა, საშინლად მძულს, ფეხები მტკივა!
— მაშინ რატომ მოხვედი?!
— შენ გამო! რომ მენახა, როგორ იტანჯებოდი!
— სწორი პასუხია, ჩემო დემონო.
— ვიცი!

ანასტასიამ სიცილით თავი გააქნია. თორნიკე მასთან მივიდა, წელზე მჭიდროდ მოხვია ხელი და კლდეს მიაბჯინა.
— შენთან ყველაფერი რატომ ხდება ასე ქაოსურად და მარტივად? — ჰკითხა თორნიკემ, მისი თვალები ეშმაკურად უბრწყინავდა.
— იმიტომ, რომ თავიდან ძალიან ბევრი ვიკამათეთ და მთელი ნერვული სისტემა ამომაჭერი!
— მართალია. ახლა კი ვიცი, რომ თუ შენთან ვიჩხუბებ, ხუთ წუთში მაინც მომენატრები.

ანასტასია გაჩერდა, თვალები გაუფართოვდა.
— ხუთ წუთში?
— შეიძლება სამში. გააჩნია, რამდენად ლამაზად ხარ გაბრაზებული.
— საშინლად შემაწუხებელი ხარ, თორნიკე!
— მაგრამ?
ანასტასიამ ხელები კისერზე შემოხვია, თითები მის თმაში შეაცურა და თვალებში ჩახედა:
— მაგრამ ჩემი ხარ. მთლიანად ჩემი.

თორნიკემ გამარჯვებული ღიმილებით გაიღიმა.
— ეგ უკვე ძალიან მომწონს.

მან ანასტასია ჰაერში ასწია და ისეთი ველური, ვნებიანი კოცნით დააჯილდოვა, რომ ანასტასიას სული შეეგუბა. როცა დაშორდნენ, ანასტასიამ შუბლზე შუბლი მიადო, მისი სუნთქვა საკუთარ სახეზე იგრძნო.
— არ მინდა დასრულდეს, თორნიკე...
— არ დასრულდება.
— ზაფხული დასრულდება.
— ეგ კი.
— მაშინ?
თორნიკემ ხელი უფრო მჭიდროდ მოუჭირა წელზე:
— ჩვენ არა, ტასო. ჩვენ არასოდეს.


**
საღამოს ექვსივე ისევ ერთად შეიკრიბა.

Bucket List-ის მეჩვიდმეტე პუნქტთან დიდი, წითელი ნიშანი დასვეს.


მაგრამ ამჯერად არავის ყვიროდა, არავინ ცეკვავდა. იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი დარჩა.

მეთვრამეტე.

ფინალური.

ანასტასიამ ფურცელს დახედა.
— ამას ხვალ გავაკეთებთ.
— რა არის? — ჰკითხა მარიამმა.
— ჯერ არა.
თორნიკემ ამოიოხრა.
— ისევ საიდუმლო, დედოფალო?
— ბოლო პუნქტი უნდა იყოს საიდუმლო!

მარიამმა სანდროს შეხედა.
— შენ იცი?
— არა.
— მართლა, სანდრო?
— მართლა, ჩემო გოგო.

მაგრამ მარიამმა მის თვალებში ისევ დაინახა ის პატარა, ეშმაკური ნაპერწკალი.
— იტყუები!
სანდროს გაეღიმა, დაიხარა და ყურთან ჩუმად უთხრა:
— შეიძლება.

იმ ღამეს ყველანი ერთად ისხდნენ კოცონთან.

სიცილი.

ძველი ფოტოები ტელეფონებში.

პირველი შეხვედრის ამბების გახსენება.

პირველი შთაბეჭდილებები.

პირველი ჩხუბები.

პირველი კოცნები.

და ის მომენტები, რომლებიც მაშინ არაფერს ნიშნავდა, მაგრამ ახლა ყველასთვის შეუფასებელი გახდა.

— გახსოვთ, პირველად რომ შეგხვდით? — ჰკითხა ანიმ და გეგას მიეყრდნო.
— მე მაშინ ვფიქრობდი, რომ ანასტასია სრულიად გაგიჟებული იყო, — თქვა გეგამ.
— ახლა?
— ახლა ვიცი, რომ ნამდვილად გაგიჟებულია, მაგრამ შევეგუე.
ყველას გაეცინა.

თორნიკემ ანასტასიას შეხედა, თმაზე მოეფერა:
— მე კი თავიდან მეგონა, რომ საერთოდ ვერ ვიტანდი ამ გოგოს.
— და ახლა? — ჰკითხა ანასტასიამ და წარბი ასწია.
— ახლა უფრო რთული მდგომარეობაა.
— რატომ?
— ახლა საშინლად, აუტანლად მიყვარხარ.
ანასტასიას გაეღიმა, ლოყები აეწვა.
— კარგი.

მარიამმა თავი სანდროს მხარზე დადო. სანდროს სურნელი ენაცვლებოდა კოცონის კვამლის სუნს.
— თქვენ იცით, რომ ეს ყველაფერი მართლა დამთავრდება? — ჩუმად იკითხა მარიამმა.
სანდრომ მის ხელს თავისი დიდი ხელი დაადო.
— ხვალ ერთი ბოლო პუნქტი გვაქვს.
— და მერე?
სანდრომ მას შეხედა:
— მერე ვნახავთ.

მეორე დღეს დილით ანასტასიამ ყველას მხოლოდ ერთი შეტყობინება გაუგზავნა.

„დღეს საღამოს 8-ზე. პირველივე ადგილას, სადაც ერთად შევხვდით. არავინ დაიგვიანოს.“

მარიამმა შეტყობინებას დიდხანს უყურა. გულში რაღაც უცნაურად უცეთქავდა — თითქოს იცოდა, რომ ფინალი რაღაც დიდს შეცვლიდა.

საღამოს კი, როცა ექვსივე ერთად მივიდა იმ ადგილას, Bucket List უკვე მაგიდის შუაგულში იდო.

ანასტასიამ ფურცელი აიღო.

ბოლო პუნქტი ეწერა.

18. „დაწერე ერთი რამ, რასაც ამ ზაფხულის შემდეგაც გააკეთებ.“

მარიამმა ამოისუნთქა.
— სულ ეს არის?
ანასტასიამ გაიღიმა.
— არა.
— აბა?
— ყველა ცალ-ცალკე წერს. ფურცლებს ვკეცავთ და ერთად ვხსნით.

თორნიკემ კალამი აიღო.
— მე ვიცი, რასაც დავწერ.
მან დაწერა და ფურცელი გადაკეცა.

ანასტასიამაც.

გეგამაც.

ანიმაც.

სანდრომაც.

ბოლოს მარიამმა.

— წავიკითხოთ? — იკითხა ანიმ ხმის კანკალით.
ანასტასიამ თავი დაუქნია.

თორნიკემ პირველი გახსნა.

„მასთან ისევ მოვალ.“

ანასტასიამ გაიღიმა, თვალები აუცრემლიანდა.

შემდეგ თავისი გახსნა.

„მას ისევ გავაღიზიანებ.“

— ეს რომანტიკული არ არის, ტასო, — უთხრა თორნიკემ.
— შენ ხომ იცი, რას ნიშნავს.
— ვიცი.
მათ ხელები ერთმანეთს მჭიდროდ ჩასჭიდეს.

გეგას ეწერა:

„მას კიდევ ბევრ ადგილს ვაჩვენებ.“

ანის:

„მას კიდევ ბევრჯერ გავაცინებ.“

მარიამმა სანდროს ფურცელს დახედა.

იქ მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა:

„ამ ზაფხულს აქ არ დავტოვებ.“

მარიამმა თავი ასწია. სანდრო მას უყურებდა — იმ მზერით, სადაც მთელი სამყარო ეტეოდა.
— შენ? — ჰკითხა სანდრომ.

მარიამმა თავისი ფურცელი გახსნა.

„ყოველდღე ისევ ავირჩევ.“

სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოს ზღვის შორეული ხმაური ისმოდა.

ანასტასიამ თვალები მოიწმინდა.
— ახლა ნუ ამატირებთ!
თორნიკემ ჩაიცინა.
— შენ ტირი, ტასო.
— არა!
— ტირი.
— ქარმა მოიტანა თვალში რაღაც!
— რა თქმა უნდა.

მარიამი სანდროსთან მივიდა.
— ანუ?
— ანუ რა, ჩემო გოგო?
— ამ ზაფხულს აქ არ დატოვებ?
სანდრომ თავი გააქნია.
— არა.
— და როგორ?
— ხვალ დაგირეკავ.
— მერე?
— ისევ გნახავ.
— მერე?
— კიდევ გნახავ. ყოველდღე.
მარიამს გაეღიმა.
— ასე მარტივად?
— ზუსტად ასე.

მან ხელი მოხვია, წელზე აიკრა და აკოცა.

მათ უკან ანასტასია და თორნიკე ერთმანეთს დასცინოდნენ და ეხუტებოდნენ.

ანი და გეგა იცინოდნენ.

მზე ნელა ჩადიოდა ზღვაში.

და ექვსივე მიხვდა, რომ Bucket List დასრულდა.

მაგრამ ზაფხული ჯერ არ დასრულებულა.

და მათი ისტორიაც — არა.


თავი 17

იმ საღამოს მათ გადაწყვიტეს, რომ ბოლო ღამე ისევ ერთად უნდა გაეტარებინათ.

იმავე ადგილას.

იმავე პლედებზე.

იმავე მუსიკით.

ოღონდ ამჯერად Bucket List მაგიდაზე დახურული იდო.

აღარავინ გეგმავდა არაფერს.

ანასტასიამ პირველად მთელი ზაფხულის განმავლობაში თქვა:
— დღეს აღარაფერი გვაქვს გასაკეთებელი.
თორნიკემ გაოცებულმა შეხედა.
— მართლა?
— მართლა.
— ცუდად ხარ?
— ძალიან.
— მაშინ ექიმი გვჭირდება, სასწრაფოდ!
ანასტასიამ სიცილით ბალიში ესროლა.
— გაჩუმდი!

ანი გეგას მხარზე იყო მიყრდნობილი.

მარიამი და სანდრო კი ცოტა მოშორებით ისხდნენ.

მარიამმა ყველას გადახედა.
— უცნაურია...
— რა? — ჰკითხა ანიმ.
— რომ თავიდან უბრალოდ Bucket List-ის შესრულება გვინდოდა. რიგითი პუნქტები იყო.
გეგამ გაიღიმა.
— ახლა კი თვითონ გახდით Bucket List.
— ზუსტად.
თორნიკემ თავი დაუქნია.
— ცუდი გამოთქმა არ არის.
ანასტასიამ მას შეხედა.
— შენგან ეს კომპლიმენტია?
— ძალიან დიდი.

ღამე ნელა მიდიოდა.

თითოეულმა თავისი საყვარელი მოგონება დაასახელა.

ანისთვის — ის დღე, როცა გეგამ პირველად უთხრა, რომ მის გარეშე აღარ უნდოდა.

გეგასთვის — მათი პირველი კოცნა.

თორნიკესთვის — პირველი დღე, როცა ანასტასიამ ხელი ჩასჭიდა და ატრაქციონზე აიყვანა.

ანასტასიასთვის — მზის ამოსვლა.

მარიამისთვის — პირველი კაფე სანდროსთან ერთად.

სანდროსთვის — საქანელები.

— რატომ საქანელები? — ჰკითხა მარიამმა.

სანდრომ გაიღიმა, თითები მის თმაში შეაცურა.
— იმიტომ, რომ მაშინ პირველად მივხვდი, რომ შენთან ერთად უბრალო, ბავშვური რაღაცებიც მინდოდა.
მარიამს გაეღიმა.
— ეგ ყველაზე კარგი პასუხია.

შუაღამე გახდა.

ანასტასიამ Bucket List გახსნა.

ბოლო გვერდზე მხოლოდ ერთი რამ დაწერა:

„18. შესრულებულია.“

შემდეგ კალამი შუაში ჩადო.

— მორჩა.

არავინ უპასუხა. იმიტომ, რომ ყველას ცოტა უჭირდა ამ სიტყვის მოსმენა.

თორნიკემ ხელი ჩასჭიდა ანასტასიას.
— არა.
ანასტასიამ შეხედა.
— რა არა?
— უბრალოდ ერთი სიის დასასრულია.

მან Bucket List დახურა.

— არა ჩვენი.
ანასტასიას გაეღიმა.
— მართალია.

მარიამი და სანდრო ნელა მოშორდნენ დანარჩენებს.

ზღვის ხმაური ისმოდა.

მარიამმა ფეხსაცმელი გაიხადა და ქვიშაზე ფეხშიშველი წავიდა.

სანდრო უკან მიჰყვა.

— იცი, რა უცნაურია, სანდრო?
— ისევ?
— ჰო.
— რა, ჩემო გოგო?
— რომ რამდენიმე კვირის წინ საერთოდ არ გიცნობდი.
— ვიცი.
— ახლა კი მგონია, რომ ძალიან დიდი ხანია გიცნობ.

სანდრომ ხელი გაუწოდა. მარიამმა ჩასჭიდა.
— შეიძლება იმიტომ, რომ ზოგ ადამიანს დრო არ სჭირდება, მარიამ.
— რას გულისხმობ?
— უბრალოდ ხვდები. პირველივე წამიდან.
მარიამმა მას შეხედა.
— შენ როდის მიხვდი?
— პირველივე კვირაში.
— რატომ არ მითხარი?
— მეშინოდა.
— რისი?

სანდრომ გაიღიმა, თვალებში სითბო ჩაუდგა.
— რომ თუ გეტყოდი, გაქრებოდი.
მარიამი გაჩერდა.
— და ახლა?
— ახლა ვიცი, რომ არ გაქრები.
— საიდან?

მარიამმა ორივე ხელი მის ხელებში მოაქცია.
— იმიტომ, რომ მეც არ მინდა გაქრობა.
სანდრომ თავი დახარა.
— მაშინ მოდი, ამაზე შევთანხმდეთ.
— რაზე?
— ზაფხული შეიძლება დასრულდეს.
მარიამმა თავი დაუქნია.
— მაგრამ ჩვენ არა.
— არა, მარიამ. არასოდეს.

ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ.

შემდეგ აკოცეს.

დიდხანს.

იმ სიმშვიდითა და ვნებით, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა უკვე აღარ გეშინია, რომ მეორე ადამიანი დილით აღარ იქნება.

მათ უკან ანასტასია ყვიროდა:

— მარიამ! სანდრო! მოდით, ფოტო უნდა გადავიღოთ!

მარიამმა სიცილით სანდროს შეხედა.

— მივდივართ.

— არა.

— რა?

— ჯერ ერთი წუთი.

— რატომ?

— მინდა ეს დამამახსოვრდეს.

— რა?

— შენ. ახლა. ჩემს მკლავებში.

მარიამმა თავი მის მხარზე დადო.

— მაშინ დაიმახსოვრე.

რამდენიმე წამი ასე იდგნენ.

შემდეგ დაბრუნდნენ დანარჩენებთან.

ექვსივე ერთად დადგა.

ანი გეგას მიეყრდნო.

ანასტასია თორნიკეს ჩაეხუტა.

მარიამმა სანდროს ხელი ჩასჭიდა.

ტაიმერი ჩაირთო.

სამი.

ორი.

ერთი.

ფოტო გადაიღო.

ექვსი ადამიანი.

სამი წყვილი.

ერთი ზაფხული.

და ერთი Bucket List, რომელმაც იმაზე ბევრად მეტი შეასრულებინა მათთვის, ვიდრე ოდესმე წარმოედგინათ.

წლების შემდეგ, ალბათ, აღარავის გაახსენდებოდა ყველა პუნქტი.

აღარავის გაახსენდებოდა კონკრეტულად რომელ დღეს სად წავიდნენ, რომელ კაფეში ჭამეს, რომელ სიმღერაზე იცეკვეს, ვინ პირველად ჩავარდა წყალში თუ ვინ რომელ ატრაქციონზე იყვირა.

მაგრამ ყველას გაახსენდებოდა ეს ზაფხული.

ზაფხული, როცა სამი გოგო უბრალოდ ერთად გასართობად წავიდნენ და დაბრუნებისას ექვსნი იყვნენ.

ზაფხული, როცა ანიმ გეგა იპოვა.

ანასტასიამ თორნიკე.

მარიამმა კი სანდრო.

და რაც მთავარია —

არც ერთ მათგანს აღარ სჭირდებოდა Bucket List იმისთვის, რომ გაეგო, რა უნდა გაეკეთებინა შემდეგ.

რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი უკვე შესრულებული იყო:

იპოვე ადამიანი, ვისთანაც გინდა, რომ შემდეგი ზაფხულიც დადგეს.

და მათ, ექვსივემ, უკვე ზუსტად იცოდნენ, ვისთან ერთად უნდოდათ მისი ნახვა.

ეპილოგი
ზაფხული ისე დამთავრდა, როგორც ყველა კარგი რამ ძალიან სწრაფად.

სექტემბერმა თავისი საქმე გააკეთა.

ქალაქი ისევ ხმაურიანი გახდა, თბილი საღამოები შემცირდა და ის თავისუფალი დღეები, როცა ექვსივეს შეეძლო უბრალოდ სადმე წასულიყო, ყოველდღიურობამ შეცვალა.

მარიამი უნივერსიტეტში დაბრუნდა.

დილა ისევ ლექციებით, ყავით და ბოლო წუთას დაწერილი დავალებებით დაიწყო. პარალელურად სამსახურშიც დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს.

ანი უნივერსიტეტსა და სამსახურს შორის დარბოდა და ყოველ საღამოს ამბობდა, რომ „ხვალიდან აუცილებლად დავისვენებდი“.

რა თქმა უნდა, არასდროს ისვენებდა.

ანასტასია კი პირველივე კვირაში იმდენად ჩაერთო უნივერსიტეტსა და სამსახურში, რომ თორნიკემ ერთხელ მისწერა:

Tornike:

შენ ცოცხალი ხარ? თუ უკვე კომპანიის დირექტორი გახდი და ჩვენნაირ მოკვდავებს აღარ გვპასუხობ?

Anastasia:

შენ რატომ მეკითხები?

Tornike:

იმიტომ, რომ ორი დღეა არ გინახივარ და ჩემი ირონიული დოზა გიქვეითდება.

Anastasia:

მოგენატრე?

Tornike:

სამწუხაროდ. ძალიან.

Anastasia:

მეც, თორნიკე. საშინლად.

ბიჭებიც თავიანთ სამუშაოებს დაუბრუნდნენ.

გეგას ისევ თავისი დატვირთული დღეები ჰქონდა.

თორნიკეს — სამსახური, შეხვედრები და მუდმივი მოძრაობა.

სანდროსაც თავისი საქმეები.

მაგრამ ერთი რამ უკვე აღარ იყო ისეთი, როგორც ადრე.

ისინი ერთმანეთის ყოველდღიურობაში მყარად გაჩნდნენ.

მარიამის დილა ხშირად სანდროს შეტყობინებით იწყებოდა:

Sandro:

გაიღვიძე, ჩემო გოგო.

Mariam:

რატომ? შვიდი საათია, სანდრო!

Sandro:

მომენატრე. და შენი ყავა ჩემთან გელოდება.

ზოგჯერ ლანჩის დროს ხვდებოდნენ ერთმანეთს, ზოგჯერ მხოლოდ ათი წუთით — მანქანაში, სწრაფად დალეული ყავითა და თბილი კოცნით. ზოგჯერ კი მთელი დღე ისე გადიოდა, რომ ერთმანეთს ვერ ნახულობდნენ, მაგრამ საღამოს მაინც აუცილებლად ურეკავდნენ და საათობით ლაპარაკობდნენ.

ანი და გეგა ერთმანეთის გეგმებში ისე ბუნებრივად ჩაერთნენ, თითქოს ყოველთვის იქ იყვნენ.

ანასტასია და თორნიკე კი ისევ იმავე ტემპით აგრძელებდნენ ურთიერთობას — კამათი, სიცილი, მოულოდნელი შეხვედრები და ერთმანეთის გაღიზიანება.

უბრალოდ ახლა ამას უკვე „ურთიერთობა“ ერქვა.

ერთ საღამოს ექვსივე ისევ ერთად შეიკრიბა პატარა თბილისურ კაფეში.

სექტემბრის ჰაერი უკვე ოდნავ გრილი იყო, მაგრამ შიგნით საოცარი სითბო ტრიალებდა.

ანასტასიამ ტელეფონი მაგიდაზე დადო.
— იცით, რა მივხვდი?
— მეშინია, — თქვა თორნიკემ და ყავა მოსვა.
— ზაფხული რომ დასრულდა, ცხოვრება არ დასრულებულა.
ანი გაეღიმა.
— იმიტომ, რომ ახლა ჩვენი ჩვეულებრივი ცხოვრება გვაქვს.
გეგამ მის ხელს ხელი დაადო.
— და ერთმანეთი.

მარიამმა სანდროს შეხედა.
— ანუ Bucket List აღარ გვჭირდება?
სანდრომ თავი გააქნია, დაიხარა და მარიამის ხელისგულს აკოცა.
— არა.
— რატომ?
მან ხელი ჩასჭიდა:
— იმიტომ, რომ ახლა უბრალოდ ერთად ყოფნა გვაქვს.

მარიამს გაეღიმა.

და ალბათ სწორედ ეს იყო ყველაზე კარგი რამ, რაც იმ ზაფხულმა მათ დაუტოვა.

მათ არ დარჩათ მხოლოდ ფოტოები, მოგონებები და ერთი ძველი Bucket List.

დარჩათ ერთმანეთი.

და ახლა, როცა ზაფხული დასრულდა, მათ პირველად ჰქონდათ რაღაც, რაც ზაფხულზე ბევრად დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო



——-
მოგესალმებით მეგობრებო,

სპონტანურად, სულ რაღაც ერთ კვირაში დაიწერა ეს საზაფხულო, მსუბუქი ისტორია. იმედია, ისიამოვნებთ მისი წაკითხვით და ცოტა ზაფხულის განწყობაც გადმოგცათ. 🤍
მადლობა, რომ წაიკითხეთ.
მოხარული ვიქნები, შთაბეჭდილებებსაც თუ გამიზიარებთ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent