მე მიყურე ! მეექვსე თავი
მანქანაში ისხდნენ. ლიკას ხელი ეჭირა დაჩის. როგორ სიამოვნებდა მისი თითებიდან წამოსული სითბო. ვერ უძებნიდა ამ გრძნობას სახელს. ქალაქიდან გავიდნენ. გზიდან გადაუხვია დაჩიმ. — სად მივდივართ, დაჩი?! — ამოილაპარაკა ლიკამ. — იქ, სადაც მარტო მე და შენ ვიქნებით. ბევრი რამ გვაქვს გასაგები ერთმანეთზე. დრო დაგვჭირდება. ხვალ დილით დავბრუნდეთ, მაინც შაბათია. ნუ ხარ დაძაბული, გთხოვ. — უნდა გაგეფრთხილებინე, დაჩი. არ შეიძლება ასე. ტანსაცმელიც კი არ წამომიღია. — ხომ მენდობი, არა?! დამიჯერე, მოგეწონება იქ ყოფნა. ერთი კვირაა, ერთად ვართ და სამსახურის გადამკიდე ვერსად წავედით. მარტო იქ გხედავ. — კარგი, მილას მივწერ მაშინ, რომ არ მოვდივარ დღეს სახლში. დანებდა ლიკა მობილური აიღო და მისწერა დას. „მი, დღეს არ მივდივარ სახლში და ჭკვიანად იყავი.“ უმალვე მოუვიდა პასუხი. „აბა, შენ იცი, კარგად მიხედე შენს კაცს.“ ჩაეცინა. მობილური ჩანთაში დააბრუნა, საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. მანქანის გაჩერებამ გამოაფხიზლა. გარემოს მოავლო თვალი. სიმწვანეში ჩაფლული იყო სახლი. გადმოვიდა მანქანიდან. ჩაისუნთქა. სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა ირგვლივ. მიეხუტა დაჩი გოგონას, ჩარგო თავი მის თმებში. — როგორ მიყვარს შენი თმები და მისი სურნელი... მიეფერა სახეზე, აკოცა ტუჩის კუთხესთან. გააჟრჟოლა სიამოვნებისგან გოგოს. — ხომ გითხარი, მოგეწონება-თქო. წამოდი, შევიდეთ. სიმშვიდე სუფევდა ოთახში. სანთლების ფონზე გაშლილიყო მაგიდა ორ ადამიანზე. — დაჩი, რა ლამაზია. ყველაფერი შენ მოაწყვე?! აბა, რომანტიკოსი არ ვარო? — გაოცებას ვერ მალავდა ლიკა. — ხომ გითხარი, შენთან სხვა ადამიანად ვიქცევი. ეს მინიმუმია, რისი გაკეთებაც შენთვის შემიძლია. გამოსწია სკამი დაჩიმ. მიუჯდა ლიკა სუფრას. — და ბონუსად, ვახშამიც მე მოვამზადე. ასე რომ, დააფასე, რა კაცი ჩაიგდე ხელში! — რამხელა წარმოდგენა გქონიათ თავზე, ბატონო დაჩი! — ვახშამიც მზადაა, ქალბატონო. — მაოცებთ ყოველ წამს. დივანზე ისხდნენ. ლიკას თავზე დაატარებდა თითებს. აკოცა შუბლზე. სიამოვნებდა ლიკას. — მომიყევი შენზე. მე ყველაფერი მაინტერესებს, რაც შენ გეხება. დაიჯერებ, დაბადების წამიდან მაინტერესებს შენი ისტორია? შეკრთა წამიერად გოგო. შეამჩნია ეს დაჩიმაც. — რამე არასწორად ვთქვი?! — არა, დაჩი. უბრალოდ, მოსაყოლი არაფერია. ვართ მე, მილა და დედა. ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს. სამეგრელოში გავიზარდე. შემდეგ, სტუდენტები როცა გავხდით, თბილისშიც გადმოვედით. არ შეეძლო ლიკას მოეყოლა მისი ნამდვილი ამბავი. იქნებ, ჯერაც არ ჰქონდა ნდობა დაჩის მიმართ?! იქნებ, მასში იყო პრობლემა?! იქნებ, იჩქარა ურთიერთობის დაწყება? ამოუტივტივდა ათასი აზრი თავში. შეხედა თვალებში კაცს. ვერ დაინახა იქ სითბოს გარდა ვერაფერი. გაკიცხა გონებაში საკუთარი თავი. ხომ იმსახურებდა დაჩი სიმართლეს? — შენ და შენს დას რატომ გაქვთ სხვადასხვა გვარი? ლოგიკური კითხვა დასვა დაჩიმ. — მშობლები დამეღუპა და შემდეგ მილას დედამ მიშვილა. ერთ სოფელში ვცხოვრობდით. მარტო როცა დავრჩი, ვერ გამიმეტეს ბავშვთა სახლისთვის. ისედაც შვილივით ვუყვარდი მილას დედას. მილა კი და არის ჩემი. სულ ესაა ჩემი ისტორია. — პატარავ! — მიეფერა ლოყაზე თითებით, შეუმშრალა ჩამოვარდნილი ცრემლი. — რამდენი რამე გადაგიტანია ჯერ სულ პატარას. — მეტი რა გაინტერესებს, მკითხე. გაღიმება სცადა ლიკამ. — რატომ მგონია, რომ ბოლომდე არ მეუბნები რაღაცას? — გეჩვენება, დაჩი. გაუღიმა გოგომ. პირველად აკოცა საკუთარი ინიციატივით. მოეწონა დაჩისაც, რომ მან გამოიჩინა ინიციატივა. — მგონი, ვგიჟდები? პატარა ბიჭივით რატომ მიფრიალებს გული?! — იცი, შენი თითები მომწონს. კაცის ხელი მოიქცია საკუთარში. — როცა მეხები, ისეთი სითბოთი ვივსები... მგონია, ფარი ხარ და ვერავინ გამტეხავს. — რა სასიამოვნო მოსასმენია. მომიყევი, როგორი ბავშვი იყავი? — კითხვა დაუსვა დაჩიმ. — ჩვეულებრივი! — გაეცინა ლიკას. — არასდროს ვყოფილვარ ნაზი, სიფრიფანა გოგო. მე და მილას ბაღში ქარბორბალებს გვეძახდნენ. გაიცინა ისევ. — სკოლაში ბიჭებთან ვთამაშობდით ფეხბურთს. ზოგადად, ბიჭებთან ვმეგობრობდით ორივე. ამის გამო სულ ეჭვიანობდნენ კლასელი გოგოები. ხშირად უთანხმოებაც მოგვდიოდა. იცი, ერთი ვცემე. პირდაპირ დერეფანში ვითრიე თმებით. ხმით იცინოდა დაჩი. — რა იყო, ღირსი იყო! უჰ, მომიშალა ნერვები! — იცინოდა ლიკაც. როგორ ლაღი და ბედნიერი იყო ახლა. — საშიში ქალი ხარ! მეც არ მცემო, ძალიან გთხოვ. — ჰო და არ დაიმსახურო ცემა. — მერე სკოლა დავამთავრეთ და წამოვედით სასწავლებლად. სწავლას და მუშაობას ვუთავსებდი ერთმანეთს, როგორც სტუდენტების უმრავლესობა. საინტერესო არაფერი. — როგორ უცებ ჩამოარაკრაკე ოცდახუთწლიანი ცხოვრება. — დამიჯერე, საინტერესო მაინც არ ყოფილა. მეტი არაფერი. — შენ არ გაინტერესებს ჩემი ცხოვრება? — ნაწყენმა იკითხა კაცმა. — რატომ ბრაზობ? ლოყაზე აკოცა კაცს, შემდეგ მეორე ლოყაზეც. — მთაფლავ, ახლა? აკოცა თვითონაც ყელზე. მიეხუტა გოგოც. სიმშვიდე და დაცულობა მოდიოდა მისგან. — მომიყევი, დაჩი. ყველაფერი, რასაც შენ ჩათვლი საჭიროდ, რომ მე ვიცოდე. — დავიბადე და გავიზარდე თბილისში, ჭავჭავაძეზე. დედა პედაგოგია, მამა — ინჟინერი. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, არაფერი მაკლდა, პირველ რიგში — მშობლების სიყვარული. დედისერთა ვარ და ხომ იცით, როგორც ხდება? მათამამებდნენ. — ტუტუცი ბავშვი იყავი, დაჩიკო?! თან ვაკელი! — ეცინებოდა ლიკას. — ხოო... — ხმით გაეცინა დაჩისაც. — რა სასიამოვნოდ მომხვდა ყურში შენ მიერ განსხვავებულად წარმოთქმული ჩემი სახელი. — სხვათა შორის, არ ვიყავი ურჩი ბავშვი. კარგად ვსწავლობდი. „წიგნის ჭია“ ვიყავი, ბონუსად — სათვალეებით. — სერიოზულად? — დიახ. მერე გავსიმპატიურდი. — კარგი, კარგი, განაგრძე. — შემდეგ სკოლა დავამთავრე და დავქორწინდი. ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში. დასევდიანდა დაჩი. — თხუთმეტი წლის რომ ვიყავი, მაშინ გავიცანი. ჩემი პირველი სიყვარული იყო... ბევრი არ გვიფიქრია. სკოლის დამთავრების მერე დავქორწინდით. — მერე იყო ურთულესი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მარტო გადავედით მე და ჩემი ცოლი. ვმუშაობდი მშენებლობაზე, ღამე ვსწავლობდი... მშობლები გაგიჟებულები იყვნენ, რომ მათი ერთადერთი შვილი სახლიდან წავიდა და მშენებლობაზე მუშაობდა. დიმიტრი ახალკაცის თავმოყვარეობას ვთელავდი... — ეცინებოდა დაჩის. — მერე ქორწინებაში პრობლემები გაგვიჩნდა. უნივერსიტეტი დავამთავრე. მამას პატარა სამშენებლო კომპანია ჰქონდა. იქ დავიწყე მუშაობა. ერთად ავაშენეთ მე და ლადომ და დღევანდელობამდე მივიყვანეთ. მერე იყო განქორწინება. — ნუ მიყურებ ეგრე. არ გკითხავ, რატომ გაშორდით-თქო. ზედმეტად არ მინდა შევიჭრა შენს პირად სივრცეში. — ამიტომ ხარ ყველასგან განსხვავებული. მიეხუტა გოგოს უფრო ძლიერად. — ერთს გკითხავ! ისევ გიყვარს? — არა, უბრალოდ ვბრაზობ. — ბრაზიც ემოციაა. როცა ბრაზისგან თავისუფლდები, მაშინ უშვებ ადამიანს სამუდამოდ. — ფსიქოლოგიც ხომ არ ხარ? — დიდი ხანი დავდიოდი სეანსებზე. მშობლების გარდაცვალების მერე, — დაამატა უმალ. — ოღონდ არ შეგეცოდო, გთხოვ! — მუდარა გაუკრთა ხმაში გოგოს. — არ მეცოდები, პატარავ. ძალიან ძლიერი ხარ. — შევძლებ შენი ყოფილი ცოლის ლანდებს ვებრძოლო? — შენ შენ ხარ! არავისთან ბრძოლა არ გჭირდება. არ არსებობს ჩემს გონებაში და გულში ისეთი ვინმე, ვისთანაც ჭიდილი შეიძლება დაგჭირდეს. უკვე მეორედ აკოცა საკუთარი ინიციატივით. უპასუხა კაცმაც კოცნითვე. მიიზიდა თავისკენ. გადაუწია კაბის ბრეტელი მხარზე. მოშორდა გოგო, გაზარდა მათ შორის მანძილი. — შეიძლება დავიძინო? — რა თქმა უნდა. ოთახს გაჩვენებ. აბაზანაც იქაა, ყველაფერი იქ აწყვია. ავალაგებ აქაურობას და მოვალ. შუბლზე აკოცა გოგოს და დატოვა ოთახში, არეულ ფიქრებთან ერთად. აბაზანას მიაშურა. წყალი გადაივლო. პირსახოცშემოხვეული დაბრუნდა ოთახში. სულ არ შეუმჩნევია საწოლზე პარკი. ჩაიხედა. ტანსაცმელიც კი ნაყიდი ჰქონდა კაცს. ხალათი შემოიცვა. ჩაიღიმა. როგორ ყველაფერზე ზრუნავდა და ფიქრობდა... საწოლზე წამოწვა. ემოციებისგან დაღლილს მალევე ჩაეძინა კიდეც. დაბრუნდა დაჩი ოთახში. მის საწოლში იწვა ქალი, რომელიც ყველა ქალს ერჩია სამყაროში. ისეთი ლამაზი იყო... შავი ხვეულები უწესრიგოდ ეყარა ბალიშზე. მისი სახე ისე მშვიდი ჩანდა. ნაზი სახის ნაკვთები ჰქონდა ლიკას. შიშველი ფეხები მოუჩანდა ღამის პერანგიდან. ჩაეღიმა. წლების მერე პირველად ჰქონდა სურვილი, ეზრუნა ქალზე. მზად იყო, ფარად დასდგომოდა ყველგან. საბანი მოახურა და თვითონ იქვე სავარძელში მოთავსდა. მირბოდა ნატკენი ფეხით, შველას ითხოვდა. ირგვლივ არავინ იყო, ვერავინ ეხმარებოდა. წაიქცა. დაავლო ვიღაცამ ხელი. შეხედა. ის იყო — ის საძულველი არსება. თავის დახსნა უნდოდა, მაგრამ ხელზე ძლიერად უჭერდნენ. — გეგონა, გამექცეოდი? ხომ იცოდი, გიპოვიდი ადრე თუ გვიან, — იცინოდა კაცი. — თავი დამანებე! გამიშვი! გამიშვი! შუაღამეს გამოეღვიძა. გაეღვიძა დაჩისაც. მირბინა მასთან , ამშვიდებდა, თავზე უსვამდა ხელს. — დამშვიდდი, პატარავ. უბრალოდ, სიზმარი იყო. დამშვიდდი, აქ ვარ, — განაგრძობდა ფერებას. — მაპატიე, კოშმარი მესიზმრა. გაგაღვიძე შენც. — შემეშინდა. ყვიროდი, პატარავ, და შველას ითხოვდი... რა გესიზმრა? — არ მახსოვს, გეფიცები. მსგავსი რამ არასდროს მომსვლია. ტყუილს ისევ ტყუილი დაამატა. — აქ ვარ. დავიძინოთ, კარგი? მიეხუტა გოგოს. — თვალები დახუჭე. მე ვუდარაჯებ შენს ძილს, კარგი? იმ ღამეს კოშმარი აღარ დასიზმრებია. მშვიდად და უშფოთველად ეძინა. ბედნიერი იყო ლიკა. სამსახურში თუ პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად ჰქონდა. ამას ყველაზე ლამაზ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა. დედა ორ დღეში დაბრუნდებოდა. ორ დღეში ჩაეხუტებოდა ქალის ეტალონს. ნანატრი შვებულებაც დადგა. ეხვეწა დაჩი, ერთად წავიდეთო სადმე, მაგრამ ლიკას გეგმები ჰქონდა უკვე. სამსახურიდან გავიდა, მობილურზე დაურეკეს. მისი ძმა იყო. გული შეეკუმშა. — მართალია, დაო? ლიკ, მართლა ასე მოგექცა ის კაცი? ღმერთო, მე სად ვიყავი? რა ჯანდაბად ვიქეცი? მოკვდა, გესმის? მოკვდა და დღეს ჩემი ხელით დავასაფლავე. ამ ხელებით მიწა მივაყარე კაცს, რომელიც ცოცხლად დაწვას იმსახურებდა. — ნუგო, დამშვიდდი. მოვალ სახლში და ვილაპარაკოთ. არსად წახვიდე, იცოდე. დამპირდი. ნუ დამიმატებ სანერვიულოს. მპირდები? — ამოიღე ხმა, ნუგო! მოვკვდე, გინდა? — გპირდები, — გაისმა მობილურიდან საპასუხო პასუხი. ბევრი არ უფიქრია. უნდა წასულიყო. იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო, საკუთარი თვალით უნდა ენახა და თვალი უნდა გაესწორებინა იმ რეალობისთვის, რომელშიც აღმოჩნდა. მანქანაში ჩაჯდა. საჭეზე შემოხვეულმა თითებმა კანკალი დაიწყეს. თავი ხელში უნდა აეყვანა. რაც უფრო უახლოვდებოდა მის წარსულს, მით უფრო ითრევდა გაურკვევლობის გრძნობა. არ იცოდა, რა უნდა ეგრძნო. რვა წლის შემდეგ მიდიოდა იქ, სადაც დაიფიცა, რომ არასდროს დაბრუნდებოდა... რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ მიადგა იმ ადგილს, სადაც ის არსება ეგულებოდა. უკვე ღამე იყო. სასაფლაოსკენ მიიკვლევდა გზას თეთრ კაბაში გამოწყობილი გოგონა, მხრებზე აკიდებული წარსულის ტრავმით. მიხვდა, სადაც იქნებოდა დასაფლავებული. არ შეშინებია არაფრის. მიდიოდა და თან ტოვებდა წარსულის შიშებს. მიუახლოვდა. საფლავის ქვიდან უღიმოდა მისი ღამის კოშმარი — მისი ლაღი ბავშვობის დამამთავრებელი... უღიმოდა უდანაშაულო სახით. — მე მოვედი. მოვედი, რომ დავასრულო შენი არსებობა ჩემს ტვინში, გონებაში, ცხოვრებაში... ამბობენ, მკვდრებს ყველაფერს პატიობენო. მაგრამ არაფრის პატიებას არ ვაპირებ. ცხოვრება დამენგრა შენი ავხორცობის გამო. იმედია, იქ ზემოთ არსებობს სამართალი და იწვი ჯოჯოხეთის ცეცხლში... ჰო, ასეთად მაქციე. მოვედი რვა წლის მერე იქ, საიდანაც გავიქეცი შენს გამო და მოვედი შენს გამო, რომ შენი ამ ცხოვრებიდან გაქრობა აღვნიშნო... მიხარია, რომ აღარ არსებობ. ნეტავ, ადრე მომხდარიყო ეგრე... ღირსიც კი არ ხარ, რომ მიწის ეს პატარა ნაგლეჯიც დაიკავო... გათავისუფლდა იმ ტრავმებისგან, რაც ადრე ახრჩობდა. პირველად აღარ ეშინოდა. პირველად იყო თითქოს თავისუფალი. მხრებიდანაც იკლო ტვირთის სიმძიმემ. თითქოს წელში გამართვა უფრო გაუადვილდა. ზუსტად იცოდა, დღეიდან სუფთა ფურცლიდან იწყებდა ცხოვრებას. ისევ მანქანაში ჩაჯდა. კიდევ ერთი მოუგვარებელი საქმე ჰქონდა დარჩენილი... მიხარია ძალაინ, რომ მომყვებით და სტიმულს მაძლევთ!♥️ მიხარიხართ! გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. მადლობა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




