შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხუთი წამი (თავი 6)


დღეს, 12:48
ავტორი ანნა ანუკი
ნანახია 20

მანქანა შეაჩერა ალავიძემ ნიტასთვის უცხო ადგილას, ირგვლივ ლამაზი განათებებით იყო დეკორირებული ეზო, პრესტიჟული რესტორნის წინ შეეჩერებინა უტას, ალმაცერად გადახედა ნიტას, გადავიდა პირველი ნიტას კარები გამოუღო და ჯენტლმენურად შეაშველა ხელი. ჩამოუდგა თუარა ნიტა წინ, მცირედ მოცინარი ბაგეებით, ეცვალა მზერა და მკაცრად შეაჩერდა მამაკაცს,
- ჯერ არ უნდა გეკითხა მინდოდა თუ არა?
- არ გინდა?
- არ მინდა — მტკიცედ დაუკრა თავი ნიტამ,
- გაჯიუტებული მეჩვენები — გაეღიმა მცირედ და მის ნებას დაჰყვა, წინ გაატარა ქალი, უმისამართოდ წასულს გვერდი რომ აუარა რესტორანს... ელოდა კიდეც ამ ცვლილებას მაგრამ ამგვარად არა, უფრო იმედიც ჰქონდა, რადგან შეხვედრის წუთებმა მშვიდობით ჩაიარა იქნებ სულ ასე გაგრძელებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა
- შესაძლოა, — გააყოლა თვალი მოხდენილად წინ წასულს, გაეპო ბაგეები და მოზომილი ნაბიჯებით გაჰყვა თან...
- მგონი გაბრაზებული ხარ...
- შესაძლოა... — ქალის პასუხზე უკმაყოფილოდ ჩაიქნია თავი ალავიძემ,
- იმის გამო რომ მთელი ეს პერიოდი არ მოგიკითხე?
- შესაძლოა!
- მოეშვი ამ პასუხს და გაჩერდი ორი წუთი მგონი გასარკვევი გვაქვს რაღაც...
- შესაძლოა! — გაიმეორა ჯიუტად და ალავიძემაც უხეშად ჩაავლო მკლავში ხელი მიატრიალა თავისკენ და უკვე გაცბუნებულს ჩააჩერდა თვალებში მკაცრად,
- გეყოფა! — გამოუცრა ბრაზით, წამით ეცვალა შიშით თვალები ნიტას, უკვე ნაცნობ შავ თვალებს თავად რომ ჩააჩერდა ყველაფერი რომ ამოიკითხა მასში უდარდელი სახით გაინთავისუფლა ხელი და ასევე ბრაზით შეაჩერდა კაცს
- ახლა გვაქვს სალაპარაკო უტა? მთელი ეს ორი თვე სად იყავი? რამის თქმა თუ გინდოდა აქამდე მოსულიყავი, თუ მხოლოდ ის იყო აუცილებელი რომ სადმე შემთხვევით გადავკვეთოდით ერთმანეთს, რომ გაჩერებულიყავი და ჩემთან მოსულიყავი? ვფიქრობ უსამართოა ეს შეხვედრა და ახლაც ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს! — წამით უყურა გაავებულ ქალს ალავიძემ, გაოგნებულ სახეს ვერ მალავდა, უყურებდა ხან ერთ და ხან მეორე ცეცხლ ანთებულ თვალში გაკაპასებულს
- ვერ გავიგე? წეღან გაგიხარდა რომ მნახე ახლა რა შეიცვალა?
- მართალი ხარ.! — უკან დაიწია უხერხულად – მართალი ხარ..! გამიხარდა!.. ვერც დავმალე და არც ვაპირებდი!.. დარწმუნებული იყავი მაშინვე გამოვამჟღავნდებდი ბრაზს ის სიტუაცია რომ არა...
- ნიტა ასე ადვილად შეგიძლია გაიაზრო ადამიანთა ურთიერთობის ყველა დეტალი? — გაკვირვებას ვერ მალავდა, იდგნენ დიდი შენობის გვერდით, ლამპიონის ქვეშ, წვიმდა სასიამოვნოდ, ქროდა ნიავიც მაგრამ მათ დაბნეულობას ვერ ფანტავდა, ვერც აქრობდა მათგან აალებულ ცეცხლს, თითქოს მცირედ აგრილებდა ცეცხლმოკიდებულებს
- ვერ გავიგე, რას ნიშნავს? ვერ მივხვდი რას გულისხმობ?
- ვგულისხმობ... ანუ... — ვერ მოაბა თავი — ვგულისხმობ ასე მარტივად შეძლებდი დაფიქრებულიყავი აპირებდი თუ არა ჩემთან რამე ურთიერთობას?
- მეხუმრები უტა? — გაოცებას ვერ მალავდა და კიდევ მეტად ბრაზობდა ნიტა, აი უტა კი მეტად ხვდებოდა რომ ვერ იძახდა სათქმელს სწორად, სხვა რამის თქმა სურდა მაგრამ ნიტას სრულიად სხვა სიტყვებს ეუბნებოდა, უჩვეულოდ გონება არეულს ცნობიერება დაკარგულს არეოდა სიტყვათა ლექსიკონი
- უტა მე და რატი ძალიან კარგად ვმეგობრობთ, ზუსტად იმ დღიდან, რაც ის გავიცანი, ჩემთანაც მოვიდა, დედაჩემიც გაიცნო, მასთან ისე ახლოს ვარ როგორც არავისთან! და აი შენ! ვის გვერდითაც ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული და საოცარი თავგადასავალი გადამხდა,ის ადამიანი სრულიად გაქრა ჩემი ცხოვრებიდან და აკრძალული ხილივით მისი ხსენების უფლებაც კი არ მაქვს! რადგან მას თურმე საცოლე ჰყოლია!
- ეს შენ საიდან იცი?! — გამოცრა კბილებში ეცვალა მზერა ბრაზისგან უმალ, შეამჩნია ნიტამაც როგორ დაეჭიმა ყბები, მისმა ცვლილებამაც გააკვირვა წამით
- გგონია ყველაფერს დამალავ?
- რატიმ გითხრა?!
- მას არაფერი უთქვამს!
- ნუთუ? ჩემი ცხოვრების გაქექვა დაიწყე?
- არა უტა! დედაშენს წამოცდა ბათუმში გოგოზე, რომელითაც დავინტერესდი! და შემდეგ რთული გამოსაცნობი არ იყო!
- კარგი! სადმე დავსხდეთ! როგორც ჩანს ბევრი გვაქვს სალაპარაკო, — მოკიდა მკლავში ხელი, მაშინვე გაინთავისუფლა ნიტამ, ეწყინა როცა უტამ არ უარყო მისი საცოლის არსებობის შესახებ...
- არაფერი მაქვს სალაპარაკო
- ნიტა გეყოფა ჯიუტობა უბრალოდ ვისაუბროთ მშვიდად, ყველაფერში გაგარკვევ,
- რაში, რომ დამიმალე მაშინ რომ საცოლე გყავდა?
- ნიტა არავინ მყავს! რა საცოლე რას ბოდავ?! — გაჭირვებით ცდილობდა ტონი შეერჩია, ბრაზი ეკონტროლებინა და ეს გაურკვევლობა როგორმე დაეხშო, მსგავსი რამ უკვე გამოცდილი ჰქონდა ნიტასგან, თითქოს შეგუებულიც იყო ამ ფაქტს, რომ ნიტა ახსნის საშუალებას არ მისცემდა და შემდეგ არც ისეთი მარტივი გამოსასწორებელი იქნებოდა ეს ყოველივე როგორც წინაზე.
- გეყოფა! — ბრაზისგან აალებულმა ჩაავლო მხრებში ხელი ქებაძეს , ბრაზისგან ჩააჩერდა თვალებში თავისკენ მიწეულს
- გოგო რომელსაც ჩემი ყოფილი ქვია, ჩემთვის მკვდარია! — ნიტა წამით გაჩუმდა, ზედმეტად ფიცხი, გაავებული ათრთოლებული და მგზნებარე იყო ალავიძე, მისი ბნელი თვალებიც კი ელავდა იმ წამს ბრაზისგან ანთებული კელაპტრებით,
- ჯობდა დეტალურად გაგერკვია ყველაფერი! რადგან მე ამ თემაზე აღარასოდეს ვაპირებ საუბარს!
- და შენ...
- მე როცა შენს გვერდით ვიყავი, არავინ მყავდა საფიქრალი შენს მეტი! მაშინ როცა შენს გვერდით მეძინა მხოლოდ იმის მეშინოდა, რომ ცუდად არ გამხდარიყავი ნიტა!
- უტა მე შენ არ გიცნობ... —დაუმშვიდდა ხმა ქებაძეს, ავი მზერა დაუცხრა, თითქოს იგრძნო მის მიმართ სიყვარული, განიცადა მისი შეხება ისევ, მონატრებული გრძნობა, რომელსაც ალბათ ახლა ორმაგადაც განიცდიდა
- და არც მენდობი? — დამშვიდდა უტაც,
- გენდობი, მაგრამ...
- იქ სადაც მაგრამ არსებობს, იქ თანხმობაც არ არის.
- რატომ არ მოხვედი?
- ასე ადვილი არ იყო ნიტა,
- რაა უტა? ადამიანის ნახვა? მოკითხვა? მიწერა თუ საუბარი?.. რა გაგიჭირდა?
- ნიტა როგორ საუბრობ ასე მარტივად?
- იმიტომ რომ მარტივია უტა, მე და რატი...
- შენ და რატი მეგობრობთ ნიტა! გააწყვეტინა უეცრად
- ჰო და მერე? ასე მარტივად შეიძლება თურმე ადამაინთან დაახლოვება და დამეგობრება,
- და შენ ჩემთან მეგობრობა გინდა ნიტა? — მის ტონში არც ირონია იყო, არც დაცინვა, არც ბრაზი, რაღაც ნამდვილი, რაღაც გულწრფელი, გულიდან ამოსული სიტყვები რომელიც ნამდვილად აინტერესებსა უტას. მისი კუპრივით შავი თვალებიც კი საეჭვოდ წმინდა იყო იმ წამს, რამაც ქებაძე ერთიანად არია, დააბნია, დაძაბა, გააქვავა, ამ მოულოდნელმა კითხვამაც სულ გადარია... უყურებდა მხოლოდ მდუმარედ და ისევ მას სთხოვდა შველას თავისივე კითხვისგან
- მე ვერ შევძლებ ნიტა!.. მე შენ ძმაკაცობას ვერ გაგიწევ, ვერ გემეგობრები... ამიტომ დამჭირდა ამდენი ხანი! ამიტომ მინდოდა დავფიქრებულიყავი, მინდოდა გამერკვია ჩემი გრძნობები უთუოდ, უეჭვოდ! შემდეგ დავრწმუნებულიყავი იმაში რომ მე შენთვის საფრთხე არ ვიქნებოდი! ამის მერე შევძელი შენთან მოსვლა ნიტა, მე შენთან მეგობრობას არ ვაპირებ! თავიდანვე ასე იყო, იმ დღიდან როცა გაკოცე! — ათრთოლებულიყო, მგზნებარედ ცახცახებდა ქებაძე , უყურებდა სანუკვარ სახეს ამდენი ხანი რომ ელოდა, უსმენდა სიტყვებს რომლის მოსმენასაც ნატრობდა, კანკალებდა ემოციებისგან და სიცივისგან ერთიანად, ან კი შეიძლება მხოლოდ ბედნიერების დამალვისგან გამოწვეული თრთოლვა იყო, ყელში ბურთი გაჩხეროდა თითქოს და ვერ შეძლო... ვერაფრით ამოიღო ხმა ისევ... მცირე ნაბიჯები გადადგა მისკენ და სველ სხეულზე აეკრო, ხელებიც კი არ მოუხვევია, ისე მიეკრო გულ მკერდზე თითქოს სურდა მთლიანად მის მარწუხებში დამალულიყო, ძლიერად რომ შემოხვევდა უტა, ასეც მოხდა, ძლიერად მოჰხვია მკლავები უტამ და თბილად მიაკრო ტუჩები თავზე...
ნიტას უარის შემდეგ, რომ არ სურდა არსად დაჯდომა, მართალც აღარსად წასულან, ისევ უხმო, უსიტყვო მგზავრობის შემდეგ, მის კორპუსთან შეაჩერა უტამ... ასევე უხმოდ გადმოვიდა ნიტა და უტასკენ აღარც მიბრუნებულა,
- სად მიდიხარ?
- სახლში!
- სახლში?
- ჰო აბა რისთვის მომიყვანე?!
- დედაშენს არ გამაცნობ?
- დედაჩემს ვერ გაგაცნობ
- ასეთი ცუდი ვარ? — გაეცინა უსიამოვნოდ
- საზღვარგარეთაა გადასული ორი კვირით... — წამით გაიაზრა სიტყვები, ყველაფერი გადახარშა ერთბაშად მის სასიკეთოდ, ალავიძის თავზე ციცინათელები გაჩნდნენ, თვალები გაუბრწყინდა იმ წამს და საკუთარმა იდეამ აღაფრთოვანა
- ანუ მთელი ორი კვირა მარტო ხარ? — დააზუსტა მაინც. კმაყოფილებისგან ვერ არჩევდა ტონს, აღელვებულს და აღფრთოვანებულს
- მართალია!
- არ გინდა მდგმური?
- ნორმალური ხარ? — სიცილი ძლივს შეიკავა ქებაძემ, ეუცნაურებოდა ასეთი უტა და თან ძალიან მოსწონდა ეს უშუალო საუბარი
- შემიძლია რამე დაგალევინო... ყავა ჩაი, რამეზე დაგპატიჟო...
- არა, მადლობა, დედა მიკრძალავს უცხოებთან სახლში აყოლას
- როგორი აუტანელი ყოფილხარ შენ!
- ხო არა?.. ასეა როცა ადამიანი მოგიშინაურდება — გადაჰხვია ხელი და მასთან ერთად აუყვა კიბეებს,
- შენც შეცვლილი ხარ, ვერ ხედავ როგორ ცქმუტავ?
- ალბათ იმიტომ რომ შენი ნახვა გამიხარდა,
- ალბათ?
- კი ალბათ — გაიღიმა ბოროტულად შემდეგ შეაჩერდა წამით უტას – შენ როგორ ხარ? — უტას მუცელში რაღაც თბილი ჩაეღვარა, არ ელოდა ამ კითხვას, ისე მოუნდა ახლა ეკოცნა მისთვის ვერ მოითმინა და შუბლზე ნაზად მიაკრო ტუჩები,
- კარგად ვარ...
- ყველაფერი კარგად მიდის?
- რაღაც ცუდებიც არის, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა,
- ხომ იცი ყველაფერი კარგად იქნება! დრო სჭირდება ყველაფერს და მოთმინებაც, რაც შენ იდეალური გაქვს, — წავიდა ისევ წინ, საყვარლად ფილოსოფოსობდა ქებაძე, სულ რომ არაფერი ეთქვა ისედაც დადებითად მოქმედებდა უტაზე
- უდავოდ მართალი ხარ! — დააკვირდა კამყოფილი, მშვიდად შეათვალიერა მალულად
- რა უნდოდა იმ ტიპს? — გაახსენდა უეცრად მეტროს ამბავი
- ჩემი ნომერი...
- მერე?!
- დაკავებული გოგონები უცხოებს ნომრებს არ აძლევენ — ალმაცერად ახედა და ბინის კარები ღიმილით შეაღო,
- ეგ უკვე მომწონს... მაგრამ თუ დაგირეკავს მითხარი,
- შენ რა შუაში ხარ? — ნიშნის მოგებით ახედა მამაკაცს
- პრინციპში მართალი ხარ! მე რა შუაში ვარ? მე თავში ვარ!
- ოჰო, თავში როდის მერე?... — გაეცინა ნიტას და სამზარეულოსკენ აიღო გეზი, შეჰყვა სახლში ნიტას დაკეტა კარები, მანაც გაიხადა მოსაცმელი და შინაურულად მიაფინა დივანზე შემდეგ შეჰყვა სამზარეულოში ნიტას საუაბრის გაწყვეტის გარეშე,
- გაგახსენებ რომ დღეს უკვე ჩემი გოგო დაგერქვა,
- სერიოზულ ურთიერთობაში ვარ და ვერ მივწერ ვერავის?
- არა ეგეთი მდაბიობობანას თამაში არ გვინდა, შენ მოგანდობ ვისთან როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს
- ჯეკპოტი დამეცა? — გაეცინა ქებაძეს, ცდილობდა არ შეტყობოდა ის არაამქვეყნიური ემოცია მის გულში სალტოებს რომ აკეთებდა, ეიფორიით შებოჭილი, ცქმუტავდა შეუმჩნევლად
- მიხვედრილი ქალი ხარ! — დააკვირდა ზე კმაყოფილი ქალს
- ცოტა დრო დაგჭირდა აშკარად გრძნობები გაგერკვია, — წამოუწყო ნიტამ, მაგრამ ეცადა ეს უხეში არ ყოფილიყო, არ უნდოდა ცუდად ემოქმედა მასზე, ან გაეღიზიანებინა ეს მშვიდი კაცი,
- ცოტა?... თუ პირიქით?
- ვიცი შენს შესახებ უტა! მე ვთხოვე შენზე მოეყოლა რატის, მინდოდა ტყუილად არ მქონოდა რამის იმედი, ან არ მინდოდა რამე მეგრძნო არასწორი ადამიანის მიმართ და ტყუილად დამეწყო ლოდინი..,
- მართალი ხარ! ყველაზე ცუდი გამოცდილებაა არასწორი ადამიანი!
- დარწმუნებული ხარ?
- მთელი ეს დრო ვცდილობდი თავიდან ამომეგდე, მომეცილებინე და იმის მაგივრად მომშორებოდი ჩემს ტვინში გამრავლდი. არაფერი მაქვს დასამალი! ყველა გრძნობა მახსოვს ნიტა, შენს გათბობას რომ ვცდილობდი იმ ღამეს, შენ გულისცემას ვგრძნობდი, იმ დროს ჩვენი გულები ზუსტად ერთნაირად ცემდა... იმ ღამესვე როცა ვერ გაგაღვიძე იმის არ შემშინებია რომ ჩემს გვერდით შეიძლებოდა ვინმე გარდაცვლილიყო, შემეშინდა რომ შენს თვალებს ვეღარ ვნახავდი... იმ დღეს, როცა ის ბიჭი თავზე დაგვადგა, შემეშინდა, რომ გაყვებოდი და მას აირჩევდი... არსად შენს გამო არ მიეჭვიანია, შენში ეჭვი არსად შემპარვია, მხოლოდ იმათზე ვბრაზობდი ვინც შენთან იყვნენ ახლოს... აქამდე მეგონა რომ ძალიან ეჭვიანი ვიყავი, ყველაფერს ვაკვირდებოდი სულ ვეჭვიანობდი აქამდე, არ მგონია ჩემში შეცვლილიყო რამე... არასდროს მყვარებია აქამდე, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა, ან უბრალოდ გავგიჟდი...
- გაგიჟდი არა? ანუ სიყვარული სიგიჟეა?
- დაე სულ გაგიჟებულმა ვიარო თუ ამ სასიამოვნო გრძნობებს ეგ სიგიჟე იწვევს...
- რატომ გადაწყვიტე, რომ ახლა მეც იგივე გრძნობები მექნებოდა რაც შენ?
- შენ ხომ არ ინანე ის პირველი კოცნა? — გაეღიმა ნიტას, სირცხვილისგან შეეფარკლა ღაწვები, დახარა თავი ღიმილით და მიუბრუნდა დენის მადუღარას სადაც წყალი დუღდებოდა.... არ მოეშვა, მოჰხვია მუცელზე ხელები ალავიძემ ჩარგო ქალის კისერში თავი და მის სურნელზე თავადვე იგრძნო ის მონატრებული გრძნობები სიგიჟემდე რომ ენატრებოდა,
– უცნობი შეგიყვარდა ქებაძე? — კმაყოფილი ცინიზმით ჩაილაპარაკა მის ყურთან
– მე შენზე მართლა არაფერი ვიცი უტა! — უკმაყოფილოდ ახედა, არც კი უცდია მისი მოშორება ან კი თავის შორს დაჭერა, სწორედ ამ "უცნობისგან"...
– ცოლად გამომყევი ნიტა, — ისეთი სერიოზული იყო ალავიძე მხოლოდ ბეჭედი აკლდა მის ხელს. წამით დადუმდა ნიტა, შეჩერდა თვალებში, ეცადა ამოეცნო ეხუმრებოდა თუ არა, მაგრამ ის იმდენად სერიოზული იყო ღიმილიც კი არ უკრთოდა ბაგეებზე.
– მეხუმრები? უცნობს ცოლად როგორ გავყვე? ან ეს ხომ სულელური იქნება?!
– შენ ჩემი ნამდვილი ვერსია გაიცანი ჩემს ოჯახთან ერთად თან, ყველა გაგიჟდება!
– ამას ყველას გამო აკეთებ? ან საერთოდ სერიოზულად საუბრობ?
- არასერიოზული ნამდვილად არ ვარ...
- ორი კვირა გავატარეთ ერთად მხოლოდ! არც ორი კვირა, შემდეგ არც შენ მოგიწერია და არც მე, მხოლოდ ორი კვირაა გიცნობ....არა შენ შეიძლება ჩემი ისტორიებიდან მიცნობ და ბევრი რამ იცი ჩემზე მაგრამ, მე? მე სულ არაფერი ვიცი შენზე უტა,
- ჰოდა გამიცნობ,
- რატომ აიჩემე?
- დავიღალე! მხოლოდ ფიქრებით შემიძლია ვიყო შენთან, რა მოხდება თუ გვერდით მეყოლები? არც მე ვარ პატარა და არც შენ! თუ გინდა ჩემთან ყოფნა გაწელვას არ ვაპირებ, არც უაზრო შეყვარებულობანას თამაშს, ავდგები და სახელს დაგარქმევ, როგორც ჩემი მეუღლე! და თუ შენ არ გინდა იგივე, თუ შენ ჩემს მიმართ არ ფიქრობ ისე როგორც საჭიროა ... კილომეტრზეც არ მოგიახლოვდები — შეაშინა ნიტა ამ კაცის სერიოზულობამ, კუშტმა გამოხედვამ და მკაცრმა კილომ, შეეშინდა მისი დაკარგვის
- და რა მოხდება თუ მომავალში აღმოვაჩენთ რომ ერთმანეთს ვერ ვუგებთ დავშორდებით და მორჩა?..ასე ადვილია?
- ვერასდროს აღმოვაჩენთ რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვუგებთ, — მტკიცე იყო ალავიძე
- უტა სისულელეზე ვსაუბრობთ, — ჩამოუდგა ყავა წინ მისაღებში გასულს და დააკვირდა დივანზე ჩამომჯდარს,
- რატომაა სისულელე? ხომ არ გიტაცებ? მინდა რომ ერთად ვიყოთ
- და ამას რის გამო აკეთებ? გეშინია უტა? — დაუდაბლდა ხმა ქალს, უტას მზერაზეც მიხვდა ცუდ თემას შეეხო, მაგრამ მასთან ყველა თემაზე საუბარი უნდა შეძლებოდა ეს იყო ახლა მისთვის წინაპირობა
- ბოლომდე არ მენდობი და გეშინია, რომ სადმე წავალ? გეშინია რომ.., რომ გიღალატებ? — ალავიძე ფეხზე წამოიჭრა, ჩახედა გაავებული თვალებით ქებაძეს,
- ყველა მისნაირი გგონია, თუ უბრალოდ მის მიმართ ვერ დაივიწყე გრძნობები? — შეჰბედა კიდევ, ჩააჩერდა განრისხებულ თვალებში და რიდითა და მოკრძალებით მაინც იკითხა რაც სურდა
- ის ქალი მოკვდა ნიტა! მის მიმართ ზიზღის გარდა არაფერს ვგრძნობ!
- მაგრამ, იმიტომ ვერ საუბრობ მასზე რომ მაინც გტკივა! და გტკივა მხოლოდ მისგან ვინც გიყვარს უტა...
- არაფერი მტკივა! უბრალოდ ზიზღს ვგრძნობ და ნუ მელაპარაკები ამ თემაზე! — ძლიერად დაარტყა კედელს ხელი, რა აუტანელი გრძნობა იყო მომხდარს რომ ვერ ივიწყებდა, მაგრამ როგორ დააჯერებდა ქებაძეს რომ მართლა სძულდა ის ქალი, რომ მართლა არაფერს გრძნობდა მის მიმართ, მაგრამ მართლა ასე იყო, თუ უბრალოდ ზიზღს დაეფარა ყველაფერი, მართლა ასეთი ძლიერი იყო უტა, რომ საკუთარი თავის ყველა სისუსტე ერთბაშად ამოძირკვა? რომ ყველაფერი ცქვიტად დააწყო თავის ადგილზე, მაგრამ უტა მართლაც დაფიქრებული კაცი იყო.
- რა მოხდება თუ ამ საკითხს მეტად
ჩაუღრმავდებიან, რა მოხდება უტა თუ ეს ღალატი არ იქნება? თუ ის ქალი დამნაშავე მართლა არ იქნება,
- არაფერი არ მოხდება...
- შენთან მოვა ხომ იცი?... — წყენა იგრძნობოდა ნიტას ყველა სიტყვაში, შიში რომ უტას ჯერ ისევ სხვისი სიყვარული ამოძრავებდა
- ნიტა არ მაინტერესებს! როცა რაღაცას გეუბნები ის ესეა გესმის?! ის ქალი! სულ რომ წმინდანი აღმოჩნდეს, მე მას ვერ შევხედავ, მე მის მიმართ დადებითად განწყობილი ვერ ვიქნები, სულ რომ დამხვრიტონ მე მის მიმართ სიყვარული არ მექნება! არ შემიძლია! ისედაც დავაღწიე თავი, სასწაულად გადავურჩი სიცრუეს, აბსურდ სიყვარულს, გავიაზრე და დავეხსენი... და საერთოდ... ოხ! — დასძინა ბოლოს, მიხვდა იმდენად გაბრაზდა, ტონს ვეღარ აკონტროლებდა, მძვინვარედ ჩააჩერდა ერთხანს ქალს, მაინც რომ აღელვებულიყო შიშისგან და მკერდი ღრმად ადი-ჩაუდიოდა, დააკვირდა და გასასვლელისკენ მძვინვარე, მოზომილი ნაბიჯებით წავიდა,
- უტა! სად მიდიხარ? — აედევნა წასულს
- გვიანია... — მხოლოდ ეს თქვა და ისე გამოაღო კარი,
- არ წახვიდე — დაიჭირა მისი ხელი ქებაძემ, შეაჩერდა მოტრიალებულს, ხვდებოდა როგორ გააღიზიანა, გააბრაზა და მის გაშვებას არ აპირებდა ასეთ მდგომარეობაში,
- თანახმა ვარ უტა, მაგრამ ეს ორი კვირა შენი თავი უნდა გამაცნო... მინდა რომ სულ გხედავდე, ყოველ წუთში ვხედავდე შენს თვალებში ზუსტად იმ სითბოს რასაც ახლა ვხედავ, ვფიქრობ ორ კვირიან თანაცხოვრებაში გავიგებთ იმასაც როგორ გავუგებთ მომავალში ერთმანეთს, ყველაფერზე დავფიქრდები შენთან ერთად უტა. ასევე, მინდა, რომ მოვძებნოთ ის გოგო და დაველაპარაკოთ...
- ნორმალური ხარ?
- თუ შენ მის მიმართ არაფერს გრძნობ ესეც ხომ უნდა გავიგო? არ არსებობს ხასიათი არ შეგეცვალოს, მაშინ როცა ჩვენ ერთად დაგვინახავ, როგორც არ უნდა ივარჯიშო შენს თვალებს ვერავინ მასწავლის! პირველივე დღიდან ბოლომდე შევიცანი, და ბოლო სიღრმემდე ამოვიცანი იმ ღამეს სანამ ხელებს მომხვევდი... — უტა დუმდა, უსმენდა მხოლოდ მას, როგორ გასცემდა ბრძანებებს და როგორ ძლიერად იდგა იმ წამს, არც უსუსრს და არც დაუცველს ჰგავდა, ძლიერი ქალი იდგა იმ წამს ალავიძეს წინ, დამოუკიდებელი, რომელიც ცდილობდა საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი სწორი ნაბიჯი გადაედგა, მტკიცე და შეუვალი იყო ქებაძე
- გიჟი ხარ?
- შეიძლება! და კიდევ, ტანსაცმელს როდის გადმოიტან? მე ხომ შენი მდგმური ვარ...
- ასე ჩქარა დაგეგმე ყველაფერი?
- დრო მიფრინავს, საქმეს ლოდინი არ უყვარს,
- დედაშენი არ გაბრაზდება? სახლში უცხო საქმრო რომ დაასახლე? — ახლა თავად დაფიქრდა სხვა მოვლენებსა და ჭორიკანა მეზობლებზეც
- დედაჩემი მადლობასაც გეტყვის თუ აქედან წამიყვან, — შევიდა ოთახში მობეზრებულად და უტას ხარხარზე ბოროტულად გახედა,
- და მე სად ვიძინებ? გამოწვევა მიღებულია, იმდენად მტკიცე იყავი ვერაფერს ვამბობ,
- ჯობია არ წააგო ძვირფასო, — ჩაუკრა თვალი,
- სულ არ ვიცნობ მე ასეთ ქებაძეს,
- არც მე სხვათაშორის... მცვლი ალავ?
- ვმოქმედებ?
- ფაქტები არ იმალება, — ხელები ასწია დანებების ნიშნად და დივანზე ჩამომჯდარს გვერდით მიუჯდა,
- და რაო მე სად ვიძინებდი?
- აი იქ... სასტუმრო ოთახში...
- რა სამწუხაროა,
- ალავიძე ძლიერი ბიჭია, უძლებს რაღაც რაღაცეებს, — მიეხუტა ხელ გაშლილს და კმაყოფილმა დაადო გულზე თავი,
- რას ვუყუროთ? განვიტვირთოთ ცოტა, სალაპარაკოდ 2 კვირა გვაქვს წინ
- მურთფილმებს... — ერთხანს გაოცებით დახედა უტამ, შემდეგ კი ახარხარდა...
- ვუყუროთ!
....
მათი თანაცხოვრების სამი დღე, წარმატებული და ძალზედ სასიამოვნო იყო, ყოველი დილა უხაროდათ ადრე ამდგარი ჩიტებივით ისხდნენ ხოლმე დილაადრიან მისაღებში და საუბრობდნენ ყველაფერზე, არ არსებობდა თემა რაზეც ერთმანეთს არ დაუთმობდნენ, იცოდა ნიტამ, როგორი ჯიუტი იყო ალავიძე, ამიტომ უთმობდა, ალავიძე კი უბრალოდ პატივს სცემდა ნიტას სიტყვებს ნიტას აზრს და გაჩუმდებოდა ხოლმე... მაგრამ უმეტეს წილად მათი აზრები იმდენად ემთხვეოდა ერთმანეთს რომ გაოცებასა და კმაყოფილებას ვერ მალავდნენ.
მათ პატარა იდილიას, ხშირად შეჰმატვოდნენ რატი და ელენე, იზიარებდნენ ხოლმე წყვილის მხიარულებას, დალევდნენ და პატარა ბავშვებივითაც კი დაიწყებდნენ ხოლმე თამაშს.
ხვდებოდა ნიტა მისი ცხოვრება მეტად მხიარული და მრავალფეროვანი გამხდარიყო.
თითქმის ყოველ დღე, დაღლილი რომ მიჰყავდა უტას, განსხვავებულსა და ლამაზ ადგილებზე. თუნდაც კაფეში მასთან საუბარიც ისე ადუნებდა ისე სიამოვნებდა და განტვირთავდა, რომ ხვდებოდა როგორ ეკედლებოდა ამ კაცს.
ეჭვიანობდა კიდეც, მანდილოსნების მზერას რომ შეამჩნევდა, ხარბად რომ ათვალიერებდნენ უტას, მაგრამ ისიც უჩურჩულებდა ხოლმე ალავიძეს და მეტად მხიარული ხდებოდა, განზრახ გაიპრანჭებოდა ხოლმე უტა, ნიტაც სიცილით მიარტყავდა ხელს ან კი წელზე მოხვევდა ქებაძეს ხელს, მისწევდა თავისკენ და მიაკრობდა ტუჩებს...

...
დილიდანვე ურეკავდა არჩემაშვილი უტას, მისი ხმა ისეთი აღელვებული და მგზნებარე იყო, გაჭირვებით მოაბა თავი სიტყვებს რატიმ, რომ ერთმანეთი სასწრაფოდ უნდა ენახათ...
უმოკლეს დროში კი მის პირდაპირ იჯდა.
- რა მოხდა, არ მოყვები?
- ვერ ვიგებ როგორ მოვყვე...
- პირდაპირ! — დასძინა ბრაზით უტამ
- ნატალიამ საჩივარი დაწერა,
- რა?!.. — დაემანჭა გაკვირვებისგან სახე — ვიზე? ჩემზე?
- თავის ბიძაშვილზე
- ბიძაშვილზე?!
- ჰო! რა თუთიყუშივით იმეორებ ყველა სიტყვას რა დაგემართა?
- და რაზე შეიტანა, რის გამო? — დააიგნორა არჩემაშვილის ღრენა — კიდევ რამე სცადა?
- არაფერი უბრალოდ, იმ დღეზე, უთქვამს, რომ მაშინ ის ბიჭი მასზე ძალადობდა და შენ ის გადაარჩინე, თავდაცვის მიზნით და ბრაზის გამო კი სცემე,
- ასე თქვა?
- ასე თქვა და მალე შენი სასამართო იქნება, თუ მაგ ვარიანტს მიემხრობი, სასჯელს სრულად მოგხსნიან, მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან...
- როგორ? მოვიტყუო?
- ჭრელად! საერთოდ არ მოიტყუო თქვი, რომ შეუსწარი მათ და შემდეგ უბრალოდ აღარაფერი გახსოვს დანარჩენს იმ გოგოს ჰკითხავენ ისევ და ის ბიჭი ჩაჯდება ციხეში
- სასამართლო როდისაა?
- დიდი ხნის წინ უჩივლია ნატოს, ორ დღეში გიწევს მისვლა,
- რატომ გააკეთა?
- იქნებ მართლა უყვარხარ?
- როგორც არ უნდა იყოს, არ ვაპირებ არაფერს, ის ჩემთვის აღარ არსებობს,
- მართლა... ასე როგორ შეიცვალე აზრი მის მიმართ, მართლა კარგად იყავი იმ გოგოსთან,
- მართალია კარგად ვიყავი, მაგრამ არ მიყვარდა...
- მე კი ვიცი მაგრამ შენ როგორ მიხვდი?
- ყველა ჩვენს ურთიერთობას გადავხედე, დამოკიდებულებებს, საბოლოოდ და მტკიცედ ნიტამ მიმახვედრა...
- როგორც იქნა მიხვდი!
- მივხვდი? და არ დამტანჯა?.. ასე პარაზიტივით მართლა არავიზე მიფიქრია არასდროს, ყოველ წუთში, ყოველ საქმეზე, ყველაფერზე ნიტა მახსენდება არჩემ...
- გადაგრია ჩემმა გოგომ ალავ?
- შენსას მოგცემ ახლა! — მოუღერა დამრგვალებული მუშტი მუქარის ნიშნად და ფეხზე წამოდგა,
- მე კი წავალ ჩემს გოგოსთან ახლა, შენ კარგი ამბები შემატყობინე — ძლიერად ჩამოართვა არჩემაშვილს ხელი და კმაყოფილი გაშორდა ადგილს....

....
მარტო მყოფი, ქებაძე სამზარეულოში თამამად ტრიალებდა, დინამიკში ჩაერთო მშვიდი მელოდიები და ღიღინით აკეთებდა საჭმელს სავახშმოდ...
ვერ შეემჩნია და ვერც გაიგო, როდის მივიდა ალავიძე და ვერც სამზარეულოში დაენახა მის უკან მდგარი ღიმილით რომ აკვირდებოდა როგორ ნაზად აქნევდა თეძოებს, მთელი სხეულით როკვას მიეცა ქალი და დაანარნარებდა სხეულს როგორც ზღვა ტალღებს, საოცრად გრაციოზული და მომხიბვლელი იყო ნიტა, წითელი მოკლე აბრეშუმის კაბა საღამური ჩაეცვა, ეს უკანასკნელი საოცრად ქალური და სექსუალური იყო. სამოსიც მის ტანს დაკვდომოდა ზედ და თითოეულ დახვეწილსა და საოცარი სხეულის ნაწილებს უკვეთდა, ცეკვის დროსვე დატრიალდა და უკვე ჩვეულად შეეჯახა ალავიძის ძლიერ სხეულს... შეკრთა, შეეშინდა წამით, მაგრამ მისი დანახვისას ღიმილით ჩაენაცვლა სახე აიწია მისკენ და მიაწება ტუჩები ლოყაზე თამამად, ესიამოვნა უტას, მოეფინა ღიმილი სახეზე
- როდის მოხვედი?
- ლამაზად რომ ცეკვავდი
- რატომ არ მითხარი?
- მერე აღარ იცეკვებდი,
- როგორი ცუდი ხარ! — ღიმილითვე შეიშმუშნა მამაკაცის მკლავებში ხელები რომ მოეხვია და დაჰყურებდა ქალის ლამაზ სახეს
- შენ ძალიან სექსუალური ყოფილხარ ცეკვის დროს...
- ხო არა? — აწკიპა წარბები და ხის კოვზი ხელში შეაჩეჩა,
- ცოტახნით მიხედე
- აუ არ წახვიდე — გაეტირა სასაცილოდ... სხარტად დაბრუნდა ნიტა ხალათით, კარგად გაეკრა წინ და უტას უკმაყოფილო სახეზე, მორცხვად ჩაეღიმა
- სად იყავი?
- არჩემას შევხვდი,
- ზედმეტად ხომ არ დამივიწყა მაგან?
- აქ არ დავინახო ეგ პარაზიტი...
- რატომ ვითომ? იცის რომ დედა წასულია და მეზობლების საჭორაოს არ მხდის...
- ოო წარმომიდგენია რა აღარ შეგითხზეს ახლა... ეს ცუდია... — ახლაღა დაფიქრდა ალავიძე ამ საშიშროებაზე და წამით ნიტას სახელის სისუფთავეზეც გაეფიქრა. უკმაყოფილოდ გააჟრიალა რა შეიძლებოდა ეფიქრათ სხვებს
- დამირეკა დედამ უკვე, მეზობლებმა ყოველ საღამოს ბიჭი ადის შენ სახლში და ყოველ დილას გამოდისო...
- რომ გავიგო ვინ ავრცელებს ჭორებს გგონია გადამირჩება?
- მაცადეე... დედამ ისედაც იცოდა შენზე და იმ დღესაც ვუთხარი
- რა თქვა? რა ვითარებაა? — აუციმციმდა თვალები
- გავთხოვდი მაგრამ დროებით აქ ვცხოვრობთ, რადგან მე ვთქვი რომ ასე ადვილად ჩემს სახლს ვერ დავშორდებოდი და მარტო ვერ დავტოვებდი... — აკისკისდა გამოგონილსა და აბსურდულ ამბავზე
- ესპანურ ფილმში ვართ — გაეცინა ალავიძეს და დააკვირდა ისევ მოფუსფუსესა და გახალისებულს
- ნეტავ ვის გამო?!
- ყველაფერს მე ნუ დამაბრალებ,
- აბა ვის დავაბრალო? — აწკიპა წარბები ნიტამ
- შენ თავს, შენ შემეჯახე, შენ მაკოცე, შენ გამომიწვიე, მეც ის მოვინდომე რაც ცხადია ამ ყველაფერს მოყვებოდა
- ბატონო? — თვალები გაუფართოვდა მოსმენილისგან გაცბუნებულს, შეტრიალდა მისკენ ქებაძე და ბრაზიანად ჩააჩერდა შავ შარავანდედმოსილ თვალებში, საოცრად, აღმატებულად რომ უმზერდა იმ წამს, თითქოს ვარსკვლავს უყურებდა ალავიძე და მის სიკაშკაშეს ირეკლავდა მისი ბნელი თვალები,
- მე გაკოცე, მე გამოგიწვიე? ასეა არა?
- არ გამომიწვიე? — ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში
- მე სხვანაირი გამოწვევა ვიცი თუ მომინდა...
- უფრო გაბედული გახდი თუ მეჩვენება? — შეცვალა თემა, მიუახლოვდა გაკაპასებულს და ხანგრძლივად მიაკრო ტუჩები ლოყაზე, მძვინვარე დააცხრო ერთბაშად, მოჰხვია ხელები მუცელზე შეტრიალებულს და მის კისერში ჩარგო თავი
- მეც ვამჩნევ...
- ვმოქმედებ არა?
- ახლა კი! შემეშვი! მშვიდად გავაკეთო საჭმელი.
- მეოჯახე გოგო ხარ, არჩევანში არ შევცდი,
- შენ თუ მოსამსახურედ გინდა ჩემი ცოლობა... — ალმაცერად აჰხედა წამით, იფიქრა გაბრაზდებაო, მაგრამ არც ეს საკითხი ასვენებდა გულის სიღრმეში, კარგი მანქანა, კარგი სამოსი, კარგი ფურგონი მაგრამ სოფელში ცხოვრება მაინც აფიქრებდა, აშინებდა
- მაგის პრობლემა არ მაქვს ნიტა, მოსამსახურე თუ დამჭირდება უამრავს ავიყვან! არც შენ მოგიწევს საჭმლის კეთება და არც რამეზე თან გადაყოლა... და თუ შენ ასე ფიქრობ...
- ასე არ ვფიქრობ, ეგ ხომ საკუთარ ნამუსზეა? საკუთარ კომფორტზე, იქნებ მხოლოდ ჩემი გაკეთებული საჭმელი მინდა რომ მივირთვა ან სულაც ვინ გააკეთებს თუ მე არა? შენ?
- მაგაზე რატომ ფიქრობ საერთოდ? — მაინც გაღიზიანდა ალავიძე
- ოჯახის შექმნაზე ვლაპარაკობთ უტა! — ბრაზი და გაკვირვება ერთბაშად შეერია ტონში, გაზქურა გამორთო და უხეშად მიაგდო ნაჭერი მაგიდაზე
- ჰო ოჯახის...
- და მე ვიცი და ვუყურებ რაც მოყვება ოჯახს! რომ ქალია ყველაფერი, სახლი დაალაგე, სარეცხი დარეცხე დააუთოვე, საჭმელი გააკეთე, ახლა ამ შემთხვევაში, ძროხა მოწველე, ქათმებს აჭამე ყველი ამოიყვანე.... ათასი რამ ევალება ქალს. მისმინე, მე არ მიჭირს არაფრის გაკეთება მაგრამ ეს ჩვეულებრივად ნიშნავს იმ ფაქტს, რომ სრულიად უნდა დავემშვიდობო ახალგაზრდობას და მშრომელი ქალი გავხდე! ეს ასეა! არ მინახავს სოფელში ქალი, რომელსაც ნამუშევარი ხელები არ ჰქონდა, შენც კარგად იცი როგორი მშრომელები არიან და როგორ გამოიყურებიან, არც ვთაკილობ და არც ვწუწუნებ! მე ეს მიკეთებია! მაგრამ ვიცი როგორი რთულია! და როცა ვიაზრებ რომ ეს მთელი ცხოვრ...
- გეყოფა! გეყოფა!.. არავინ გთხოვს არც სახლის დალაგებას და მითუმეტეს ცხოველებთან ახლოს მისვლას კარგი? შენ ამ ყველაფერთან არაფერ შუაში არ ხარ! არ ვიცი რა წარმოდგენები გაქვს, მაგრამ მესმის შენი, ნამდვილად დასანანი იქნება შენნაირი აღნაგობის, შენნაირი უზადო სილამაზის ქალი რომ შრომამ შეგცვალოს... ნურაფერზე ვილაპარაკებთ ნიტა!.. შეიძლება ჩვენი აზრები გაიყოს და ვიკამათოთ კიდეც, როცა ჩემთან ჩამოხვალ ყველაფერს თავად ნახავ და თუ შენთვის პრობლემაა სოფელში ცხოვრება, თუ შენთვის გრეხია, მსგავს ძლიერ ხალხთან ურთიერთობა... იცი რა? კი ჩემთან ერთად სხედან და მიირთმევენ საჭმელს ყველა მსგავსი მშრომელი ხალხი, მათ ხელებსაც ემჩნევათ შრომის კვალი და არც ბრენდული ტანსაცმელები არ აცვიათ და თუ კი ეს შენთვის დისკომფორტია და მსგავს ძლიერ ხალხთან შენი ადგილი არ არის, ახლავე წავალ ამ სახლიდან ნიტა...
- უკვე გითხარი, რომ სწორედ მსგავს ხალხთან მქონდა ურთიერთობა და არათუ! მათთან ერთად ვმუშაობდი ყანაშიც! ყველიც ამომყავდა, თონეშიც გადაყუდებული ვიყავი 24/7 რადგან ქორწილისთვის პირები დამეცხო დ აკიდევ უამრავი რამ! მხოლოდ ის დღიური არ არის ჩემი ცხოვრება... სწორედ ამ გამოცდილებით ვიცი როგორი რთული და დამღლელია, და არ ვიცი ვარ მზად თუ არა! გესმის?...
მე შენ გენდობი უტა! შენი დამოკიდებულებები ვიცი, ვიცნობ შენს მშობლებს და ვხედავ იმასაც, როგორი დამოკიდებულება გაქვთ მამაკაცებს მანდილოსნის მიმართ, ამას ვაფასებ, უზომოდ მომწონს და ამანაც მომხიბლა შენში, მაგრამ მე არაფერი ვიცი, თვალ ახვეული ვარ და მხოლოდ შენი ხელი მიჭირავს, მხოლოდ ასე მოგყვები გვერდით თვალ ახვეული და რაც არ უნდა იყოს მეშინია! არ მინდა რომ რამე არასწორი გავაკეთო გესმის? არ მინდა რომ ზედმეტად დავბრმავდე...
- ნიტა ხომ მენდობი არა?
- გენდობი უტა და ზუსტად მაგის მეშინია,
- შენ ხომ ჩემი არ გეშინია?
- მე შენ მიყვარხარ უტა! — აღარაფერი უთქვამს ალავიძეს ერთხანს უცქირა ათრთოლებულს, წამოდგა კიდევ ერთხელ შეხედა ქებაძის დაბნეულსა და იმედიან თვალებს. შემდეგ კი სამზარეულო უსიტყვოდ დატოვა. მაშინ პირველად უტას გამო აევსო თვალები ცრემლებით ქებაძეს, ჩარგო მაგიდაზე ჩამოდებულ მკლავზე ხელები და აუტყდა ჩუმი ქვითინი
....

ოთახში შუქი ისევ ენთო, საათი 4:34 უჩვენებდა... ოთახში გამოკეტილსა და ჩაფიქრებულ ალავიძეს ჩვეულად არ ეძინა, ჯერ ისევ შედიოდა მის ოთახში კარების ზოლებიდან შუქის მცირე ნათელი სხივები, დაძინებას აპირებდა, მაგრამ შუქს ასე არ დატოვებდა, ოთახიდან გასული წავიდა ჩამრთველისკენ, მაშინ შეამჩნია დივანზე მიწოლილი ქებაძე, ბალიშისთვის ჩაევლო ხელი, მიეხუტებინა გულზე, თმა აბურდულს ლამაზად მიეხუჭა თვალები და მშვიდად სუნთქავდა. დაღლილი იყო, ძილშიდაც კი დაღლილი ჰქონდა თვალები. ინანა იმ წამს ალავიძემ უხმოდ შესვლა. ინანა, რომ არ დაამშვიდა, რომ არ ჩაეხუტა, რომ არ აუხსნა და ნიტას " მიყვარხარ" რომ უპასუხოდ დატოვა, ინანა რომ ნიტამ მისი მიზეზით იტირა იმ ღამეს. მის სახესთან ჩაიმუხლა, მიეფერა სახეზე, უყურა წამით დამშვიდებულს, მოაშორა სახეზე დაყრილი თმა და შეაჩერდა დიდხანს, ათას კითხვას უსვამდა საკუთარ თავს, ფიქრებით ოდესმე ატკენდა თუ არა ქებაძეს, მისი გრძნობები უდავო იყო თუ კიდევ საფიქრალი, ხვდებოდა ნიტას გრძნობებს ნიტას ძლიერ გრძნობას მის მიმართ, რომ შეურყეველი იქნებოდა, მაგრამ მისი გრძნობებიც ისეთივე იყო როგორც ნიტასი?.. მოხდებოდა მის ცხოვრებაში რამე ისეთი რაც ძველ არაღიარებულ სიყვარულს დაუბრუნებდა? იქნებ სანამ დრო იყო მართლაც დალაპარაკებოდა ნატოს იქნებ ყველაფერი გაეგო, არა იმიტომ რომ ნატოსთვის ეპატიებინა, მხოლოდ იმიტომ რომ გაეგო შეეცვლებოდა თუ არა ზიზღი ნატალიას მიმართ და თუნდაც გულის სიღრმეში მაინც იგრძნობდა თუ არა რამე სინანულს ან კი დანაკლისს...
ფრთხილად აიტაცა ნაზი სხეული მკლავებში უტამ, ოთახში მის საწოლზე დააწვინა ფრთხილად, დახედა როგორ შეიშმუშნა ქებაძე, ფრთხილად გახადა ხალათი და ხარბად დააჩერდა უზადო ქალს. უნდოდა ოთახიდან გასვლა, მაგრამ თითქოს რაღაც ძლიერი უშლიდა ამისთვის ხელს კიდურებში ბლანტი, სქელი სითხე ჩაქცეოდა თითქოს და იძულებულს ხდიდა არ დაეტოვებინა ახლა ნიტა. შუქი ჩააქრო და წასვლაც ვერ შეძლო, მიუწვა გვერდით, მოჰხვია ხელი, იგრძნო ქებაძემ ალავიძის სასიამოვნო სურნელი თვალებ მილულულსაც კი აუფრიალდა სხეულში სასიამოვნოდ უცნაური არსებები. მიიწია მეტად მისკენ ჩამოადო მკერდზე თავი, მოეხვია თვითონაც ძლიერად თითქოს არსად გაშვება უნდოდა მისი და მამაკაცის ძლიერი ხელები რომ იგრძნო მთელ სხეულზე, დამშვიდებული და დაცული გადაეშვა მორფეოსში, ჩაიკრა გულში ქებაძე უტამ, ღრმად შეისუნთქა ქალის სურნელი, თითქოს გულმა იმ წამსვე ყველაფერზე გასცა პასუხი, ნიტა რომ დამამშვიდებელივით მოქმედებდა მასზე და გარინდულმა მიხუჭა თვალები....
....
დრო მიფრინავდა, ისევე როგორც ალბატროსი გადაიფრენს ზღვებს... თითქოს ერთიდაიგივე ხდებოდა, თითქოს არაფერი ახალი, ისევ კითხვებ ქვეშ ურთიერთობა და შიში... მაგრამ მათ შორის არანაირი დაძაბულობა, არც გაუცხოება არც უხერხულობა თითქოს იყვნენ უკვე ერთი ოჯახი, მაგრამ ნიტას უცოდინრობის შიში ჭამდა, ჭიასავით შეჩენოდა და შიგნიდან ღრღნიდა ქალს.... მაინც მოთმინებით ელოდა ყველაფრის გარკვევას და ემზადებოდა თავიდანვე ყველაფრისთვის, უყვარდა ეს კაცი, თავიდანვე შეუყვარდა უცნობი, დათმობდა მის გამო რაღაც-რაღაცეებს, მაგრამ არა მთელ მის ცხოვრებას.
ჩაიარა სასამართლომ ნერვიულობის გარეშე, ალავიძე გაფრთხილებით შემოიფარგლა, მისი ადვოკატი ძალზედ ჭკვიანი და საქმის პროფესიონალი აღმოჩნდა, მოულოდნელად დააღწევინა ალავიძეს თავი იმ უსიამოვნებისგან რაც ჩაედინა... ნიტაც მეტად გარკვეულიყო ყველაფერში, მოესმინა უტას მონაყოლისთვის დეტალურად და აღარაფერი იყო მისთვის უცხო. იმდენად დეტალურად იცოდა ყველაფერი თითქოს იმ საშინელ დღეს უტას გვერდით იყო.
.....
სასამართლოს წინ იდგა ქებაძე ელოდებოდა როდის გამოვიდოდა უტა ალავიძე თავისუფალი, უკვე სრულიად ვალდებულება მოხსნილი, რომელსაც საშუალება ექნებოდა სრულად დაევიწყებინა წარსული.
ეს უკანასკნელიც ისეთ ფორმაში იყო თითქოს თავად იყო ალავიძის ადვოკატი, შავ კლასიკურებში მაღლებზე შემდგარიყო და სრულ ნაწარმოებს ქმნიდა, შავი ჩანთა დაეკიდა წკვერტით თითებზე და ნერვოზულად აწვალებდა,
გადი-გამოდიოდა უზარმაზარი კიბეების თავში და წამით მოავლებდა თცალს მასზე მიშტერებულ გამვლელებს
- ნიტა... — ხმაზე სწრაფად გახედა გამოსულ არჩემაშვილს და დიდი ნაბიჯებით წავიდა მისკენ, არც დაფიქრებულა ისე ჩაეხუტა აღელვებული,
- ყველაფერი კარგადაა, — თბილად შეეხო ქალს მხრებზე
- ღმერთს მადლობა! ამდენი დიდი ხანია არ მინერვიულია, არც მეგონა თუ სრულად გაუუქმებდნენ სასჯელს,
- მეც მეგონა რომ ვერ გამოძვრებოდა მაინც, მაგრამ აშკარად რაღაც იყო,
- მთავარია ყველაფერი დასრულდა,
- ჰო დასრულდა, მალე გამოვა დამშვიდდი... — ანუგეშებდა აღელვებულს, მაგრამ თავადაც უკმაყოფილო სახე ჰქონდა მიუხედავად ძმაკაცის თავისუფლებისა
- რატომ გააკეთა ნატალიამ ასე? — ვერ მოითმინა მოშორდა და შეაჩერდა არჩემაშვილს, ენდობოდა მას, იცოდა თუ კი რამე იცოდა არ დაუმალავდა,
- არ ვიცი, მეც მაინტერესებს რატომ გააკეთა ეს ახლა და არა მანამდე...
- მგონია რომ თავის გამართლებას შეძლებს თუ კი უტა ახსნის საშუალებას მისცემს...
- და შენ ამის გეშინია ნიტა? — დააჩერდა, თვითონაც გრძნობდა აურას, არა კეთილსა და სასიამოვნოს, რაღაც დაძაბულობის შეგრძნება ბოჭავდა
- მას ხომ უყვარდა რატი? პირველ სიყვარულზე ბევრი მსმენია, უკვე გამომიცდია კიდეც, ეს ისეთი ახალი ფენომენია ვერასდროს დაივიწყებ გესმის?
- უტა, იმ გოგოსთვის მხოლოდ გასართობი იყო, უტასთვის უბრალიდ მეგობარი, შემდეგში კი უხეშად რომ ვთქვათ ნაშა! უბრალოდ არასდროს უკადრებია ეს სტატუსი მისთვის, ხშირად არც ნახულობდნენ ერთმანეთს, მაგრამ უტა ხშირად რეკავდა ხშირად მელაპარაკებოდა ხოლმე მასზე ბევრჯერ გაბრაზებულს ულაპარაკია, მაგრამ ვიცოდი რომ ყოველთვის კარგი დამოკიდებულებით იყო იმ გოგოსთან, რაღაცნაირად შეჩვეული იყო... არ სჭირდებოდა მაგრამ სურდა... მის გარეშე ყოფნა არ ტკენდა, მაგრამ მისი ნახვა მოსწონდა... უცნაური იყო მათი ურთიერთობა, მაგრამ იმდენად დიდხნიანი რომ უტას გრძნობები დამაჯერებელი იყო ან უბრალოდ ერთგული იყო...
- ჯობდა თავიდანვე გაგვერკვია ყველაფერი,
- ძალიან შეეჩვიე არა?
- იმდენად რომ მისი გაშვებაც გამიჭირდება რატი, არ უნდა გამეკეთებინა ეს! არ უნდა შემომეშვა სანამ ყველაფერი არ გაირკვეოდა,
- არა! ეს კარგია, ის თავადვე გაერკვევა ასე, ახლა გაარკვევს რეალურს და არარეალურს... მიუხედავად დიდი დროის ერთად ყოფნისა, არასდროს უთქვამს რომ მის ცოლად მოყვანას აპირებდა და სულ რამდენიმე კვირის გაცნობილს თავზე დაგადგა...
- ეს არაფერს არ ცვლის მგონია რომ ამას იმიტომ აკეთებს რომ ნატ...
- არა! უტა ასეთი არ არის!
- მაშინ საკუთარი გრძნობების გაურკვევლობის გამო აკეთებს ამას,
- შენ არ გატკენს ნიტა...
- მაგრამ... არ მინდა რომ მის ტანჯვად ვიქცე,
- გეყოფა... ასე არ იქნება, მას ჭირდები ნიტა!.. — აღარაფერი უთქვამს ქებაძეს, ჩაეხუტა არჩემაშვილს ძლიერად და ხმაურზე გახედა რატის მიხუტებულმა კარებს საიდანაც ალავიძემ გამოადგა ფეხი, წამოიწია ნიტა, მოეხვეოდა ახლა უტას და ბედნიერი დაბრუნდებოდა სახლში, თუმცა ძეგლად იქცა, უტას ხელს რომ ნატალიას ხელი ჩაეჭიდა... ადგილზე შეეყინა წინ გადადგმული ფეხი და რატის არ მოშორებია. შეატრიალა ქალმა ალავიძე თავისკენ და კიდევ ძლიერად გახლართა მისი ხელი უტას გახურებულ ხელში... დაიბნა ქებაძე იდგა გაქვავებული და უყურებდა მხოლოდ, უყურებდა ქალის სახეს, ანერვიულებულს, იმედიანს, მავედრებელ მზერას და რაღაც რეალურს ხედავდა მასში, არა აფერისტულს არა ტყუილს, ენდობოდა ნიტა იმ მზერას როგორც ნატო შესცქეროდა იმ წამს ალავიძეს... არაფერი ესმოდა ქალის, მაგრამ უყურებდა მაინც. აკვირდებოდა უტას და უნდოდა ახლა მის თვალებში ჩაეხედა რომ აემოეცნო რამე, პასუხი რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა... ფრთხილად წაიღო უტამ თავისუფალი ხელი ქალის ჩაჭიდებული ხელისკენ, ფრთხილად შეახო მის მაჯას ხელი და ხელიდან ფრთხილად ჩამოიშორა... უთხრა რაღაც და მცირედი ღიმილით მოტრიალდა, ნიტას გაუღიმა შორიდანვე და დაიძრა მომლოდინეებისკენ. ვეღარ გაბედა ნიტამ მისი ფიქრები სისრულეში მოეყვანა, ვერ გაბედა მოეხვია კისერზე ხელი, ჩახუტებოდა და მისი ბედნიერება გულწრფელად გამოეხატა,
- ნიტა... — დაიძახა შორიდანვე, მეტად გაებადრა სახე ალავიძეს და მიახლოვებული ჩამოუდგა წინ ქებაძეს...
- გილოცავ თავისუფლებას უტა!
- მადლობა...
- როგორ ხარ?
- კარგად ვარ!
- მიხარია...
- შენ როგორ ხარ?
- მიხარია რომ კარგად ხარ... — გაუღიმა მცირედ და ჩუმად გააპარა მზერა მოახლოვებული ქალისკენ. ახლოს იდგა უტა, ძალიან ახლოს მაგრამ მცირედაც კი არ ეხებოდა ქალს, უყურებდა და ერთი სული ჰქონდა როდის მოჰხვევდა ხელებს, მაგრამ თითქოს გრძნობდა ნიტას რიდს... ნიტას თავშეკავებულობას რაც თავადაც აკავებდა,
- სალაპარაკო აქვთ ჩვენთან!
- ჩვენთან? — გაუკვირდა ნიტას, დაიბნა და გახედა კიდევ მეტად დაბნეულ ნატალიას
- უტა იქნებ მხოლოდ ჩვ... — დაიწყო მაგრამ, მზერით შეაჩერა ალავიძემ,
- ხო! მხოლოდ ჩვენ! დიდი სიამოვნებით მოგისმენთ... მანქანა იქით არის დავსხდეთ... — ანიშნა ხელით ნატალიას შემდეგ თავად რატი წარუძღვა წინ დაბნეულს, ობოლი ცრემლი რომ შეიწმინდა,
- ასე რატომ ექცევი? მოუსმინე უტა გთხოვ, — შეებრალა ქებაძეს
- როგორ ასე? უხეშადაც არაფერი მითქვამს
- მაგრამ მას შენთან უნდა საუბარი
- ნიტა მე შენ ცოლად მოყვანას ვაპირებ, სიყვარულს გპირდები და იცი ეს რას ნიშნავს?! მე და შენ ერთი ვართ!
- ასე არ არის... რაც არ უნდა იყოს ჯერ არაფერი გადაწყვეტილა...
- მოვუსმინოთ და შემდეგ ერთად გადავწყვიტოთ... — აღელვებულის თითებში გახლართა ხელი და წინ წასულმა თან გაიყოლა ათრთოლებული, ტვინამდე რომ აეღწია გულის დარტყმებს, ღელავდა ისე თითქოს ახლა წარსდგებოდა ნამდვილი სასამართლო, თითქოს ეს იქნებოდა სიკვდილ-სიცოცხლის საქმე... თითქოს მიჰყავდათ და გელიოტინზე მოუწევდა თავის დადება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent