შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზავი საკურთხეველთან [თავი 4]


დღეს, 00:49
ავტორი კასანდრა
ნანახია 40

უნივერსიტეტის ეზოს მიადგნენ, ანინე მანქანიდან გადავიდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა,უცებ გაჩერდა.შორიდან ვიღაც ბიჭი მისკენ მოდიოდა,მაღალი, შავგვრემანი, ხელში წიგნები ეჭირა. მის დანახვაზე სახეზე ღიმილი მოეფინა.
-ანინე?
გოგონამ თვალები დაახამხამა.
-ნიკა?
ანდრეი მანქანაში იჯდა და მათ უყურებდა. ბიჭმა ანინეს ხელი ჩამოართვა, შემდეგ კი ისე გაუღიმა, როგორც ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია იცნობდა.ანდრეის მზერა გაუმკაცრდა, მოულოდნელად მიხვდა, რომ ლევანის მიმართ გაღიზიანება არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც ახლა გრძნობდა.
ანინემ ბიჭს რაღაც უთხრა და ნიკამ გაიცინა.ანდრეიმ საჭეს ხელი ძლიერად მოუჭირა.ანინე პირველად იღიმოდა ასე თავისუფლად და ანდრეის ეს ღიმილი საერთოდ არ მოსწონდა,რადგან ამ ღიმილის ადრესატი თავად არ იყო. ნიკა და ანინე მალევე დაიშალნენ, გოგონაც მალევე დაბრუნდა მანქანაში. ანდრეი უემოციოდ იჯდა და არაფერი უკითხავს გოგონასთვის. სიჩუმე ანინეს ტელეფონის ზარმა დაარღვია, მანაც დახედა ტელეფონს და უცხო ნომერი დაინახა, თუმცა უპასუხა, ანდრეი უკვე ცნობისმოყვარეობისგან ცქმუტავდა:
-გისმენთ, - დაიწკრიალა გოგონას ხმამ.
-ფერია, ლევანი ვარ, ჩაიწერე ამიერიდან ეს ნომერი, - გაისმა ლევანის ხალისიანი ხმა.
-გავითვალისწინებ, ლევან, -ღიმილით უპასუხა ანინემ. ანდრეის სხეული დაეძაბა.
-ფერია, დღეს საღამოს 7 საათისთვის მზად იყავი, ველაპარაკე სტუდიის მეპატრონეს და დასათვარიელებლად წაგიყვან, თან სადმე გავიაროთ, - აცნობდა გეგმას ლევანი.
-კარგი, ლევან, გავემზადები და მზად ვიქნები, ახლა დაგემშვიდოდები, - გახარებულმა უპასუხა ბიჭს.
როგორც კი ტელეფონი გათიშა, ანდრეიმ შეხედა ანინეს, ახსნას ელოდებოდა.
-ლევანი იყო, - ფრთხილად უპასუხა გოგონამ და თითები ერთმანეთში ახლართა.
-და?- მშვიდი ხმით უპასუხა, რადგან შენიშნა გოგონას აცახცახებული სხეული, აღარ უნდოდა უფრო გაენერვიულებინა.
-სტუდიის მეპატრონეს ესაუბრა და დღეს სანახავად მივდივართ, - ამოთქვა ანინემ.
-მე არ მკითხავ გიშვებ თუ არა?!, - ოდნავ ხმამაღალი ტონით უპასუხა ბიჭმა.
გოგონას თვალები აუცრემლიანდა და ფანჯარაში გაიხედა, პასუხი აღარ გასცა, რადგან იცოდა ისევ ატირდებოდა ბიჭის წინაშე.
-კითხვა დაგისვი, ანინე! -არ ეშვებოდა ბიჭი, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა როგორ ნერვიულობდა გოგონა.
ანინემ ნერვიულობა უკან მოიტოვა და გაცხარებულმა უყვირა:
-შენ მითანხმებ სად მიდიხარ და სად არა?- ლოყები კიდევ უფრო ასწითლებოდა. ბიჭმა დაამუხრუჭა და გოგონასკენ მოტრიალდა:
-ახლა კარგად დაიმახსოვრე რასაც გეტყვი, ჩემთან ტონს არასდროს აღარ აუწიო, თორემ პასუხს აგებ, და რაც შეეხება, შეთანხმებას, მკითხე და არ გითხარი? კარგად დაიმახსოვრე, რომ ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ, შესაბამისად ორივე ინფორმირებული უნდა ვიყოთ ერთმანეთის განრიგის შესახებ,-ჩამოურაკრაკა ბიჭმა.
ანინე ჩუმად უსმენდა, აღარაფერი უთქვამს, რადგან იცოდა, ხმას თუ ამოიღებდა კარგად არ დასრულდებოდა ყველაფერი.
სახლში მივიდნენ, ანინეს მაინც გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა. ავიდა ოთახში, მოემზადა, სადა შავი აბრეშუმის სარაფანი ჩაიცვა და თმა თავისუფლად გაიშალა. ლევანი მოსულიყო და ანდრეისთან ერთად მისაღებში იჯდა, გოგონას დანახვაზე ორივე წამოდგა, ლევანი მივიდა და ხელზე ეამბორა. ანინემაც გულწრფელად გაუღიმა, თან თვალი ანდრეისკენ გააპარა, სადაც იყო იფეთქებდა.
-ჩვენ წავიდეთ, ანდრეის საქმეები აქვს დღეს, - აუხსნა ლევანიმ.
-კარგი, წავიდეთ,-ნელი ნაბიჯებით გაუძღვა ბიჭს წინ.
გზაში ბევრი ისაუბრეს, მაინც ვერ ხვდებოდა ანდრეიმ რატომ უთხრა ლევანი არასანდოაო, რადგან ბიჭი იმდენად საყვარელი იყო, ვერ დაიჯერებდა მის ცუდ ზრახვებს. საბოლოოდ კი მიხვდა ამის მიზეზი რაც იყო - ეჭვიანობა. დარბაზს მიაშურეს, აღფრთოვანებული იყო ანინე, ირგვლივ ყველაფერი სუფთა და თან ძველი იყო, შუა საუკუნეების ზღაპრულ სამყაროში გეგონებოდა თავი. ანინე აქეთ-იქეთ დადიოდა და თან წარმოიდგენდა როგორ მოაწყობდა აქაურობას, რამდენი ბავშვი ეყოლებოდა, აღარაფერი ესმოდა. თუმცა მოულოდნელად სახე მოეღუშა, ეს ლევანმაც შენიშნა:
-რა დაგემართა? აქაც ანდრეი ხომ არ არის, განწყობა რომ გაგვიფუჭოს, ლამაზო? - ირონია ჩააქსოვა სიტყვებში.
-იცი, მე ახლა გამახსენდა რომ სტუდიის გახსნისთვის თანხას ჩემი ოჯახი მაძლევდა, მაგრამ არ მგონია ახლა მომცენ, რადგან უკვე "გავთხოვდი", -მოწყენილად ჩაილაპარაკა.
ლევანს გული შეეკუმშა იმის წარმოდგენაზე, რომ ეს პატარა გოგონა სულ მარტო იყო, იმასაც ხვდებოდა ანდრეისთვის რომ ეთხოვა გოგონას დახმარება, რის ფასად დაუჯდებოდა. თავად შესთავაზებდა, თუმცა ისიც იცოდა არ დათანხმდებოდა გოგონა. მოულოდნელად ანინეს გაეღიმა:
-რა მოიფიქრე, პატარავ? -ინტერესით ჩაეკითხა ბიჭი.
-ვისთან ერთადაც ვცეკვავდი, სანამ ანდრეი ძალით წამომიყვანდა, მანამდე მასთან ერთად მინდოდა ცეკვის სტუდიის გახსნა, ჩემს მეწყვილესთან ერთად. მას დავურეკავ, იქნებ დამთანხმდეს, -
გახარებულმა ჩაილაპარაკა.
-კარგი, - ეჭვნარევი მზერით ჩაათვარიელა გოგონა ლევანმა. იგრძნო, რომ კარგი დღე არ დაადგებოდა არც მას და არც ანინეს.
გოგონამ უცებ დარეკა დემეტრესთან:
-დემე, ანინე ვარ.
-ანინე, ჩემო ანგელოზო, როგორ გამიხარდა რომ დამირეკე, იმედი მაქვს ყველაფერი ჭორია და არ გათხოვილხარ, მითუმეტეს აჩბაზე, -სწრაფად მიაყარა ბიჭმა.
-დემე, არ არის ჭორი, შეგხვდები და აგიხსნი ყველაფერს, თუმცა ახლა ერთი შემოთავაზება მაქვს....,- მშვიდად უთხრა ანინემ.
-მითხარი, ანინე, -ოდნავ იმედგაცრუებელი ტონით გასცა პასუხი გოგონას.
ანინემ ყველაფერი აუხსნა სტუდიის შესახებ, უთხრა რომ მომდევნო 3 თვე ენთუზიაზმით იმუშავებდა და თანხას 3 თვის შემდეგ აიღებდა, როცა მოსწავლეები მოემატებოდათ.
დემე დათანხმდა, თუმცა შეხვედრაც მოსთხოვა. ლევანმა და ანინემ კაფეში შეიარეს, ყავაც დალიეს და გვიან დაბრუნდნენ, ბიჭმა სახლში მოაცილა, თვითონ აღარ შესულა, რადგან იცოდა წყვილს სალაპარაკო ექნებოდა.
ანინემ ფრთხილად შეაღო სახლის კარი, არ უნდოდა ბიჭს თვალში მოხვედროდა და გაეღიზიანებინა, თუმცა როგორც კი კარი შეაღო ერთი შეჰკივლა შიშისგან, ანდრეი სავარძელზე იჯდა სიბნელეში და ერთ ხელში ვისკის ჭიქა, ხოლო მეორე ხელში სიგარეტი ეჭირა.
-დიდი ხანი გაგიგრძელდათ სტუდიის დათვარიელება,-ცივად უთხრა ბიჭმა.
-ჰო, კაფეში ვიყავით ყავის დასალევად, - მოჩვენებითი სიმშვიდით მიუგო ანინემ.
-მე ზემოთ ავალ, თუ არაფერი გჭირდება,-ერთი სული ჰქონდა გასცლოდა ბიჭს და მის ვნებიან მზერას.
-მჭირდება, ანინე! - ბოხმა ხმამ შეაჩერა კიბის საფეხურთან გოგონა.
-რა გჭირდება? - დაბნეულმა იკითხა.
-შენ! -მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და წამოდგა, ნელა მიუახლოვდა ანინეს და ტორებს შორის მოამწყვდია.
-ვილაპარაკოთ ანინე დღევანდელ დღეზე, -ერთი ხელის მოსმით ჩაისვა კალთაში დაბნეული გოგონა, ანინეც დაჰყვა მის ნებას და ბიჭისგან გასაკვირად, მთელი სხეულით მოეშვა.
-ვილაპარაკოთ, - დაიჩურჩულა.
ანდრეი ანინეს კაბის ბრეტელს ეთამაშებოდა და მისი თმის სურნელს ღრმად ისუნთქავდა.
-აბა, გისმენ, რატომ დაურეკე დემეტრეს დღეს და არა მე? -მკაცრად შეეკითხა ანინეს.
გოგოს ელდა ეცა, იმას ფიქრობდა საიდან გაიგო, ლევანი ვერ ეტყოდა, აბა როგორ გაიგო?
-იმას კი ნუ ფიქრობ საიდან გავიგე, გირჩევნია კითხვაზე მიპასუხო,-ყურთან დაუჩურჩულა და ყელზე სველი კოცნა დაუტოვა.
-მე... მე... ვიფიქრე, დემესთან ერთად უკეთ გამომივიდოდა, - ჩაილაპარაკა გოგონამ და ელოდა ბიჭი როდის აფეთქდებოდა.
ანდრეიმ სწრაფი მოძრაობით გოგონას ყბაზე წაავლო ხელი და მოუჭირა, ანინემ თვალები დახუჭა, თუმცა ცხელი ცრემლები მაინც წამოუვიდა და ბიჭის ხელზე ჩასრიალდნენ. იგრძნო ანდრეიმ ეს, თუმცა არ შეიმჩნია:
-აღარ იფიქრო, პატარავ, მეგონა ეს საკითხი მოგვარებული გვქონდა, მაგრამ როგორც ჩანს კიდევ დარჩა რაღაც დეტალები გასარკვევი. არ მეთანხმები?!- მოჩვენებითი გულიბრყვილობით ჰკითხა ბიჭმა.
-თვალები გაახილე ანინე, მინდა რომ მიყურო, მომთხოვნი ხმით წარმოთქვა ბიჭმა, თუმცა გოგონამ უფრო მეტად ერთმანეთზე დააჭირა ქუთუთოები.
-ანინე, გაახილე! ,-კიდევ უფრო მეტად დაუჭირა სახე.
გოგონამაც ფრთხილად გაახილა თვალები და უმალვე ბიჭი ტუჩებზე წაეტანა, მთელი ძალით უკოცნიდა პატარა ვარდისფერ ტუჩებს გოგონას. ანინე დაფრთხა არ იცოდა რა ექნა და კბილები ჩაასო ბიჭის ტუჩებს, რომ როგორღაც გაეჩერებინა. ანდრეიმ მწარე ტკივილი იგრძნო, ეგრევე მიხვდა რაშიც იყოს საქმე და ირონიულად გაეცინა. წამიერი მოდუნებით ისარგებლა გოგონამ და წამოხტა ბიჭის კალთიდან, ოთახში გაიქცა.მეორე დილით ფეხაკრეფით გამოვიდა გოგონა ოთახიდან, თუმცა ანდრეის დაესწრო ადგომა და სამზარეულოში ფუსფუსებდა:
-დაჯექი, ჭამე.
-არ მშია, -მკვახედ უპასუხა გოგონამ.
ანდრეიმ ამოიხრა:
-კარგი, დღეს მივდივართ ჩემს ოჯახთან, შენებიც იქ იქნებიან, ქორწილი უნდა დავგეგმოთ. ამჯერად ვეღარ გადავდებთ მათთან სტუმრობას.
-რა საჭიროა ქორწილი, ისედაც შენი ცოლი ვარ, ძალით წამომიყვანე და დამისვი, იქნებ ახლა მაინც შემეშვათ,-გესლიანად ჩაილაპარაკა ანინემ.
ანდრეიმ არაფერი უპასუხა.საღამოს უკვე მზად იყვნენ, მანქანა დიდი სახლის წინ გააჩერა ანდრეიმ და გოგონა გადმოიყვანა. შევიდნენ უზარმაზარ ჰოლში, შორიდანვე მოჩანდა დიდი მრგვალი მაგიდა, გარშემო ორი ოჯახი თავიანთ ადგილებზე ისხდნენ და წყვილს ელოდებოდნენ.ამაყად შეაბიჯა ანინემ, მისკენ წამოსული დედაც ოსტატურად ჩამოიშორა, ძმებსაც არ შეხედა ზედ. ანდრეიმ უცერემონიოდ წარუდგინა მშობლებს საცოლე, მათაც თავი დაუკრეს.ანდრეი დედას ჰგავდა როგორც ჩანს, ულამაზესი ქალი იყო ლიანია, ხოლო სიმკაცრით ალბათ მამას - ზურაბ აჩბას წააგავდა. დაკვირვებით შეისწავლა გოგონამ გარემო, მდიდრული, ნათელ ფერებში მოწყობილი სასახლე ზღაპრებში ნაჩვენებ სახლს ჰგავდა.
-დაბრძანდით, ქორწილის დეტალებს ვათანხმებთ, როდის ფიქრობთ თქვენ ბავშვებო? - ჰკითხა ლიანამ წყვილს.
-რაც უფრო მალე, უკეთესი, დედა! - მშვიდად გასცა პასუხი ანდრეიმ.
-კარგით, მაშინ 2 კვირაში დავგეგმოთ, ისე მოვრთავთ ყველაფერს, როგორც ბავშვობაში წარმოიდგინდი, ანინე, -საუბარში ჩაერთო ზაური.
-შეგიძლიათ ყველაფერი შავ ფერში მოაწყოთ, ჩემთვის ეს დაკრძალვაა და არა რაიმე საზეიმო დღე, - უკმეხად მიახალა ანინემ იქ მყოფებს.ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, თითქოს ანინეს სიტყვებს კედლებიც კი დაებზარა. ლიანას სახიდან ღიმილი ნელ-ნელა გაქრა.ზურაბმა კი ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა და რამდენიმე წამით ჩუმად დააკვირდა გოგონას. ანდრეი საერთოდ არ განძრეულა. მხოლოდ ყბა დაეჭიმა.
-ანინე...-მშვიდად, მაგრამ გაფრთხილებით წარმოთქვა მისი სახელი ლიანამ.
-რა? -გოგონამ მხრები აიჩეჩა. - ტყუილს ხომ არ გეუბნებით?
-ჩვენ გვინდოდა ეს დღე შენთვისაც ბედნიერი ყოფილიყო,-რბილად უთხრა ქალმა.
ანინეს მწარედ გაეღიმა.
-ბედნიერი?-ჩაიცინა, -ბედნიერი დღე იქნებოდა, თვითონ რომ ავირჩევდი საქმროსაც ქორწლის დღესაც და საერთოდ ჩემს მომავალსაც. ანდრეიმ ამჯერად თავი ასწია.
-საკმარისია, -მისმა ხმამ ოთახში არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა.
ანინემ პირდაპირ შეხედა.
-რატომ? სიმართლე არ მოგწონს?
-აქ ამის განსახილველად არ მოვსულვართ.
-აბა რისთვის მოვედით? ჩემი ქორწილის დასაგეგმად? -მწარედ გაეღიმა გოგონას, - ქორწილის, რომელიც არც კი ვიცი, რატომ უნდა მქონდეს.
ზაურმა ამოიოხრა.
-გოგონა, რაც მოხდა, უკვე მოხდა. ახლა თქვენი ოჯახების მომავალზე უნდა ვიფიქროთ, - მიუგო ზურაბმა.
-ოჯახების? -ანინემ მამისკენ გაიხედა, - საინტერესოა, როცა ჩემი ცხოვრება გადაწყვიტეთ, მაშინ რატომ არ გაინტერესებდათ ჩემი აზრი?
ნაკანების მხარეს სიჩუმე
ჩამოვარდა. ანინემ პირველად შეამჩნია, როგორ აარიდა დედამ თვალი.გული უფრო მეტად ეტკინა.
-თქვენ ყველამ გადაწყვიტეთ, რომ ჩემი ცხოვრება ასე უნდა გაგრძელებულიყო, - მშვიდად განაგრძო მან, - ახლა კი ჩემგან ელით, რომ ლამაზი კაბა ჩავიცვა, გავიღიმო და ბედნიერი ქალის როლი მოვირგო?
-ანინე, -ამჯერად დედამისმა ჩუმად წარმოთქვა.
-არა, დედა, დღეს მაინც მომისმინე.
გოგონას ხმა უკანკალებდა, თუმცა ტირილს არ აპირებდა.
-მე არ მინდა ეს ქორწილი.
ანდრეის თვალები მაშინვე მის სახეზე გაჩერდა, რამდენიმე წამით ერთმანეთს ჩუმად უყურებდნენ. შემდეგ ბიჭმა მშვიდად თქვა:
-ქორწილი იქნება.
ანინეს თვალებში ისევ ის ნაცნობი სიჯიუტე აენთო.
-მაშინ ჩემი სურვილის გარეშე.
-როგორც გინდა.
ანდრეის სიმშვიდემ უფრო გააღიზიანა.
-და კიდევ ერთი რამ, -დაამატა გოგონამ, - ცეკვის სტუდია გავხსნი.
ანდრეის მზერა მაშინვე გამკაცრდა.
-რა თქვი?
-სტუდიას ვხსნი.
-ვისთან ერთად?
ანინემ რამდენიმე წამით დააყოვნა პასუხი:
-დემეტრესთან, - მტკიცედ მიუგო ბიჭს.
ანდრეიმ კბილები ერთმანეთს დააჭირა. ზურაბმა შვილს გადახედა, ლიანამ კი შეშფოთებული მზერა ანინეს მიაპყრო.
-დემეტრე ვინ არის? - იკითხა ლიანამ.
-ჩემი ძველი მეწყვილე, - მშვიდად უპასუხა ანინემ.
-ძველი? - ირონიულად გაიმეორა ანდრეიმ.
-დიახ.
-და რატომ უნდა გახსნა სტუდია მაინცდამაინც მასთან?
-იმიტომ, რომ ერთად ვცეკვავდით წლები, იმიტომ, რომ მენდობა და მასთან თავს თავისუფლად ვგრძნობ.
ბოლო სიტყვებზე ანდრეის მზერა შეიცვალა.ანინემ ეს შეამჩნია, მაგრამ უკან დახევა აღარ სურდა.
-თავისუფლად? -გაიმეორა მან.
-ჰო.
-ჩემთან კი არა?
გოგონა გაჩუმდა.ამ კითხვაზე პასუხი ზედმეტად მარტივი იყო.ანდრეიმაც თითქოს პასუხი მის დუმილში იპოვა.
-საინტერესოა.
-ანდრეი, - გააფრთხილა ლიანამ.
მაგრამ ბიჭმა დედას არც კი შეხედა.
-სტუდია არ იქნება.
ანინემ თვალები დააწვრილა.
-რატომ?
-იმიტომ, რომ მე ასე გადავწყვიტე.
-მაშინ მე მაინც გავაკეთებ.
-ანინე!
-რა?!
-ნუ მაიძულებ, ამ თემაზე აქვე დავიწყო საუბარი.
-დაიწყე.
ოთახში მყოფებმა შეშფოთებული მზერით გადახედეს ერთმანეთს. ანდრეი ნელა წამოდგა.
-ჩემთან ერთად გარეთ გამოდი.
-არა.
-ანინე!
-აქ ვილაპარაკოთ.
ანდრეიმ რამდენიმე წამით ჩუმად უყურა. შემდეგ მოულოდნელად უკან დაიხია.
-კარგი.
ეს „კარგი“ იმდენად მშვიდად თქვა, რომ ანინეს უცნაური შიში დაეუფლა. ანდრეი ისევ თავის ადგილას დაჯდა.
-მაშინ აქვე ვიტყვი. დემეტრესთან ერთად სტუდიას ვერ გახსნი.
-და თუ გავხსნი?
ბიჭმა თვალებში შეხედა.
-მაშინ მოგიწევს გაიგო, სად გადის ჩემი მოთმინების ზღვარი.
ანინეს გული შეეკუმშა,მაგრამ ამჯერად უკან არ დაიხია.
-შენი მოთმინების ზღვარი კი არა, ჩემი მოთმინების ზღვარია უკვე გასული.
ანდრეი გაჩუმდა.
პირველად მთელი საღამოს განმავლობაში გოგონას სიტყვებმა ნამდვილად დააფიქრა. მაგრამ სანამ ვინმე კიდევ რამეს იტყოდა, ანინეს ტელეფონმა დარეკა.
ეკრანზე ერთი სახელი გამოჩნდა - დემეტრე.
ანდრეიმაც დაინახა.ანინემ ტელეფონს დახედა, შემდეგ კი ანდრეის.
ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოწვა.
-უპასუხე, - თქვა ანდრეიმ.
ანინემ წარბები შეკრა.
-რა?
-უპასუხე.
გოგონამ უპასუხა.
-გისმენ, დემე, -მეორე მხრიდან ბიჭის ხმა იმდენად მხიარული იყო, რომ ანინეს სახეზე უნებურად ღიმილი მოეფინა.
-ანინე, ერთი კარგი ამბავი მაქვს... ანდრეი ჩუმად იჯდა და გოგონას აკვირდებოდა.
-რა მოხდა?
-სტუდიის ამბავი ცოტა უფრო მარტივად მოგვარდება, ვიდრე გვეგონა. ხვალ მეპატრონეს შევხვდები და შენც უნდა წამოხვიდე.
ანინეს თვალები გაუბრწყინდა.
-მართლა?
-მართლა, - დემეტრემ რამდენიმე წამით დაიცადა და გოგონას უთხრა, რომ ხვალ დაელოდებოდა.
-კარგი, დემე.
ზარი დასრულდა და ანინემ ტელეფონი ნელა ჩამოსწია. ანდრეი ისევ მას უყურებდა.
-ხვალ სად მიდიხარ?
გოგონამ პირველად იგრძნო, რომ ამჯერად პასუხი მისთვისაც მნიშვნელოვანი იქნებოდა.
-დემეტრესთან.
ანდრეის სახეზე ცივი ღიმილი გამოესახა.
-მაშინ მეც მოვდივარ.
-არა.
-ეს კითხვა არ იყო.
ანინემ თავი გააქნია:
-მე და დემეტრეს საქმე გვაქვს.
-მე შენი ქმარი ვარ, არ დაგავიწყდეს.
-მაგ სიტყვას ნუ გამოიყენებ იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრების კონტროლი შეძლო.
ანდრეი რამდენიმე წამით ჩუმად დარჩა. შემდეგ კი ისეთი ხმით, რომელიც მხოლოდ ანინეს ესმოდა, უთხრა:
-ხვალ გაიგებ, რამდენად კარგად შემიძლია კონტროლი. ანინეს სახიდან ღიმილი გაქრა.
საბოლოოდ ქორწილის თარიღი შეათანხმეს და დაიშალნენ, წყვილიც სახლის გზას გაუდგა.
თითქმის მთელი ღამე ვერ დაეძინა ანინეს.
დილით გოგონა საწოლიდან წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. გარეთ მზის პირველი სხივები ეცემოდა ეზოს. რამდენიმე წამით თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა.დღეს სტუდიისთვის რაღაც უნდა გაკეთებულიყო,რაც არ უნდა მომხდარიყო, ანდრეისთვის წინააღმდეგობა უნდა გაეწია და თავისი ინტერესები დაეცვა, რათა მომავალში წარმატებული ქალი ყოფილიყო.
კარადიდან ღია ფერის შარვალი და უბრალო თეთრი პერანგი გამოიღო. თმა მაღლა აიკრა, ჩანთაში კი ძველი ცეკვის ფეხსაცმელები ჩადო.
ოთახიდან გასვლისას ჯერ კიდევ ეგონა, რომ ანდრეის ეძინა,თუმცა შეცდა. ბიჭი დერეფანში იდგა და ხელებგადაჯვარედინებული ელოდებოდა.
-სად მიდიხარ? თუ სად მიიპარები, ძვირფასო ცოლო?
ანინე შეჩერდა.
-დემეტრესთან, სტუდიის საკითხები უნდა მოვაგვარო.
-ვიცი.
-მაშინ რატომ მეკითხები?
ანდრეიმ რამდენიმე წამით ჩუმად უყურა:
-წამოგყვები.
-არ არის საჭირო.
-ჩემთვის არის საჭირო.
ანინემ ამოიოხრა.
-ანდრეი, გთხოვ. ეს ჩემი საქმეა, მომეცი უფლება აქ მაინც გავაკეთო ისე, როგორც მე მინდა.
-შენი საქმე, რომელშიც გუშინ გაირკვა, რომ დემეტრეც მონაწილეობს.
-იმიტომ, რომ ის მეწყვილეა.
-იყო.
-ახლა ისევ იქნება.
ანდრეის სახეზე უცნაური გამომეტყველება გაჩნდა:
-ძალიან თავდაჯერებული გახდი, აღარ ეშინია ჩემი პატარა ანინეს?
-უბრალოდ პირველად მაქვს რაღაც, რაც მართლა ჩემია.
ამ სიტყვებზე ბიჭი გაჩუმდა, ანინემ დაარღვია სიჩუმე:
-წამოდი, თუ მაინც გინდა.
*********
დემეტრე უკვე კაფესთან ელოდებოდა.როგორც კი ანინე დაინახა, სახე გაებადრა:
-ჩემო ანგელოზო!
გოგონას გაეცინა და ბიჭს გადაეხვია,ანდრეი რამდენიმე ნაბიჯის მოშო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent