ზავი საკურთხეველთან [თავი 5]
სალამი, მეგობრებო. ბოლომდე არ ამიტვირთავს მეოთხე თავი, რატომღაც დაიჯარგა მისი ნაწილი. ეს კი მისი გაგრძელებაა. ******** დემეტრე უკვე კაფესთან ელოდებოდა.როგორც კი ანინე დაინახა, სახე გაებადრა: -ჩემო ანგელოზო! გოგონას გაეცინა და ბიჭს გადაეხვია,ანდრეი რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა.მის სახეზე კი ღიმილის ნატამალიც აღარ იყო. -მომენატრე, გოგო, - უთხრა დემეტრემ და თავი ოდნავ დაუქნია. - თუმცა საერთოდ არ მომწონს, რომ ისევ ასე გეძახი და გვერდით შენი ქმარი დგას. ანინეს ღიმილი გაუქრა. -დემე... -ხუმრობა იყო. ანდრეიმ ცივად შეხედა: -საქმეს მივხედოთ. დემეტრემ პირველად შეხედა მას პირდაპირ: -კარგი. რამდენიმე წუთში სამივე იმ ძველ შენობასთან მივიდა,სტუდიის მეპატრონე მათ უკვე ელოდებოდა. -დარბაზი კარგ მდგომარეობაშია, - აუხსნა კაცმა, - ცოტა შეკეთება სჭირდება, მაგრამ ფართი კარგია. თუ გადაწყვიტეთ, ხელშეკრულებას დღესვე მოვამზადებ.ანინემ დარბაზში შეაბიჯა.ჯერ კიდევ ცარიელი იყო,მაგრამ გოგონასთვის უკვე ცარიელი აღარ ჩანდა. წარმოიდგინა სარკეები კედლებზე,ხის იატაკი,პატარა ბავშვები, რომლებიც პირველად ცდილობდნენ ნაბიჯების გამეორებას, მუსიკა,სიცილი და თვითონ.შუა დარბაზში იდგა ვერ უჯერებდა თვალებს, მიზანთან ასე ახლოს რომ იყო. -აქ კარგუ იქნება, - ჩუმად თქვა. დემეტრემ გაუღიმა. -მეც ზუსტად ამას ვფიქრობდი. ანდრეი კართან იდგა და ჩუმად აკვირდებოდა. -რამდენი დაგვჭირდება რემონტისთვის? -ჰკითხა მან მეპატრონეს. ანინემ მაშინვე მისკენ გაიხედა. -რატომ ეკითხები? -უბრალოდ მაინტერესებს. -მე თვითონ მოვაგვარებ. -ანინე... -არა. ანდრეი გაჩუმდა.დემეტრემ კი საუბარში ჩარევა გადაწყვიტა. -მე და ანინე გავაკეთებთ. ანდრეიმ ნელა შეხედა. -თქვენ? -დიახ. -და ფული? -ნაწილობრივ მე მაქვს, დანარჩენს რამდენიმე თვეში ავიღებთ.ანინემ თავი დაუქნია: -შევძლებთ, - დაიჩურჩულა. ანდრეი რამდენიმე წამით მათ უყურებდა, შემდეგ კი მეპატრონეს მიუბრუნდა. -ხელშეკრულება მოამზადეთ. ანინე გაოცდა. -რას აკეთებ? -ვუთხარი, რომ ხელშეკრულება მოამზადოს. -მაგრამ..., - გოგონამ თვალები დაახამხამა. - გუშინ თქვი, რომ არ იქნებოდა. ანდრეიმ მას შეხედა. -გუშინ გაბრაზებული ვიყავი. -ახლა აღარ ხარ? -ჯერ კიდევ ვარ. ანინემ პირველად გაუღიმა: -მაშინ რატომ მეხმარები? ანდრეიმ მზერა აარიდა. -იმიტომ, რომ თუ რაღაცის გაკეთება ასე ძალიან გინდა, მინდა ვნახო, რამდენად შორს წახვალ. დემეტრემ ჩუმად ჩაიცინა. -ანუ თანახმაა? ანდრეიმ მკაცრად შეხედა. -შენთან ჯერ არაფერი შემითანხმებია. -მაგრამ სტუდიას ვხსნით, - სწრაფად ჩაერია ანინე. -შენ ხსნი. გოგონამ თავი დაუქნია. -მე ვხსნი. ამით დასრულდა ეს დღე. ანინე ყოველდღე დადიოდა დარბაზში, საქმეებს აგვარებდა. ერთი კვირა თითქოს ერთ დღეში გავიდა, დარბაზი შეიცვალა:ძველი კედლები შეიღება, იატაკი გააპრიალეს, უზარმაზარი სარკეები ჩამოკიდეს,ანინე თითქმის ყოველდღე იქ იყო, ზოგჯერ დილიდან საღამომდე მუშაობდა. დემეტრე გვერდიდან არ შორდებოდა.ერთად არჩევდნენ მუსიკას, ადგენდნენ გაკვეთილების განრიგს, ბავშვებისთვის პროგრამას ამზადებდნენ. პირველად, დიდი ხნის შემდეგ ანინე ბედნიერი იყო. ნამდვილად ბედნიერი.ანდრეი ამას ხედავდა.ყოველ საღამოს, როცა სახლში ბრუნდებოდა, ანინე დაღლილი იყო, მაგრამ თვალები უბრწყინავდა. ერთ საღამოს კი ოთახში შევიდა და ანინე იატაკზე იჯდა. მის გარშემო ათობით ფურცელი ეყარა. -ჯერ კიდევ მუშაობ? გოგონამ თავი ასწია. -პირველი ჯგუფი ორშაბათს მყავს. -რამდენი ბავშვი? -თორმეტი. ანდრეიმ წარბი ასწია. -თორმეტი? -ჰო. გოგონას ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მთელი მსოფლიოს ბავშვები მასთან მისულიყვნენ. -თორმეტი ბავშვი მოვიდა პირველივე კვირაში, წარმოგიდგენია?! ანდრეიმ რამდენიმე წამით არაფერი თქვა, შემდეგ კი მის წინ ჩაიმუხლა. -ბედნიერი ხარ? ანინემ გაუღიმა. -ძალიან. ბიჭმა გოგონას სახეს შეხედა. ამჯერად მის ღიმილს არავინ ართმევდა.ეს იყო მისი. -მაშინ გააგრძელე, - ჩუმად უთხრა. ანინემ თვალები გაუფართოვა. -მართლა? -ჰო. -აღარ შემიშლი ხელს? ანდრეის ტუჩის კუთხეში ღიმილი გაჩნდა. -თუ დემეტრე ზედმეტად არ გაგიხარდება, დაფიქრება შეიძლება. ანინემ თვალები გადაატრიალა. -ისევ ეჭვიანობ? -მე? -ჰო, შენ. -არასდროს. -ტყუი. ანდრეიმ ჩაიცინა. -შეიძლება. ანინემ მსუბუქად გაუღიმა. ანინესთვის გათენებამდე ადრე დაიწყო დილა. ჯერ კიდევ დილის შვიდი საათი იყო, როცა დარბაზის კარი გააღო. ცარიელ სივრცეში შევიდა და რამდენიმე წამით უბრალოდ იდგა, სარკეებში საკუთარი თავი დაინახა - აჩეჩილი თმით და სახეზე ისეთი ღიმილით, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონია. დღეს მისი პირველი გაკვეთილი იყო. მისი სტუდია. მისი ოცნება. ანინემ მუსიკა ჩართო. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და შუა დარბაზში გაჩერდა. მერე ნელა დაიწყო ცეკვა. სხეული თითქოს თავად მოძრაობდა, მუსიკა კი ისე ავსებდა სივრცეს, თითქოს ეს ადგილი ყოველთვის მისთვის იყო შექმნილი. -ვიფიქრე, აქ დამხვდებოდი. ანინე შეხტა და მუსიკა მაშინვე გამორთო. კართან დემეტრე იდგა, ხელში ორი ყავის ჭიქით. - დილა მშვიდობისა, ანინე მასწავლებელო. ანინეს გაეცინა. -შენ სულ ასე უნდა შემაშინო? -თუ ასეთი საყვარელი რეაქცია გექნება, კი. ბიჭმა ყავა გაუწოდა. -შენთვის. -მადლობა. -ნერვიულობ? ანინემ ჭიქას დახედა. -ძალიან. -ვერ გატყობ. -იმიტომ, რომ კარგად ვმალავ. დემეტრემ გაიცინა. -თორმეტი ბავშვი გელოდება. მათთვის შენ უკვე მასწავლებელი ხარ. უბრალოდ გახსოვდეს, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმისას არავინ იცის, რას აკეთებს. ანინემ თავი დაუქნია. -შენ რომ არ ყოფილიყავი... -ვიცი, ვიცი, ახლა იტირებ. -არ ვიტირებ. -ხუთ წუთში იტირებ. -დემე! ორივეს გაეცინა. მაგრამ მათ არ შეუმჩნევიათ, როგორ გაჩერდა რამდენიმე წამით შავი მანქანა სტუდიის წინ, ანდრეი საჭესთან იჯდა. ის არც კი აპირებდა მისვლას, უბრალოდ გზად გამოიარა. ყოველ შემთხვევაში, საკუთარ თავს ასე უმტკიცებდა,თუმცა როცა სარკმლიდან ანინე და დემეტრე დაინახა, ყბა მაშინვე დაეჭიმა. რამდენიმე წამის წინ მანქანიდან გადმოსვლას აპირებდა, შემდეგ კი გადაიფიქრა. „მისი პირველი დღეა.“ საკუთარ თავთან ეს მიზეზი იპოვა. „არ გავუფუჭებ.“ და მანქანა ადგილიდან დაძრა. ცხრას რომ ათი წუთი აკლდა, ბავშვები მოვიდნენ. პატარა გოგონა დედის ხელზე ჩაჭიდებული შემოვიდა და დარბაზს დიდი თვალებით მოავლო თვალი. -დედა, აქ ვისწავლი? ანინემ როგორც კი დაინახა, ჩაიმუხლა მის წინ: -თუ მოგეწონება. -ძალიან მომეწონება! გოგონამ ხელი ჩაჰკიდა. -მე ნინი მქვია. -მე კი ანინე. -შენ ცეკვას მასწავლი? -ყველაფერს, რაც ვიცი. ნინიმ გაუღიმა და სწორედ მაშინ ანინემ იგრძნო, რომ ნერვიულობა სადღაც გაქრა. მუსიკა ჩაირთო. ბავშვები ჯერ დაბნეულები იდგნენ. ანინემ ილეთები აჩვენა. -ერთი... ორი... სამი... ბავშვებმა გაიმეორეს. ერთს ფეხი აებლანდა, მეორემ საპირისპირო მიმართულებით გაიხედა, მესამე კი პირდაპირ იატაკზე დაჯდა. დარბაზი სიცილით აივსო. ანინეც მათთან ერთად იცინოდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ბავშვები უკვე თავისუფლად მოძრაობდნენ. დემეტრე კუთხეში იდგა და მათ უყურებდა. ანინეს კი ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს სამყაროში სხვა არაფერი არსებობდა. საღამოს, როცა ბოლო ბავშვიც წავიდა, ანინე იატაკზე ჩამოჯდა. -მოვკვდი. დემეტრემ წყლის ბოთლი გაუწოდა. -მაგრამ ბედნიერი ხარ. -ძალიან. -მაშინ ღირდა. -ღირდა. უცებ კარზე კაკუნი გაისმა და ორივემ ერთდროულად გაიხედა. კარი გაიღო, ანდრეი იდგა და ხელში პატარა თეთრი ყუთი ეჭირა. ანინეს გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა: -შენ აქ რას აკეთებ? ანდრეიმ დემეტრეს შეხედა, შემდეგ ანინეს: -შენს წამოსაყვანად მოვედი. -რატომ? -იმიტომ, რომ მთელი დღე აქ იყავი. ანინემ საათს დახედა. -შვიდია? -რვა. -ვერ გავიგე დრო როგორ გავიდა. ანდრეი დარბაზში შევიდა. მის მზერას არაფერი გამორჩენია, სარკეები, ახალი იატაკი, ბავშვების პატარა ფეხსაცმელები კუთხეში და კედელზე დაკიდებული აბრა, წარწერით: " ანინა ", რამდენიმე წამით წარწერას უყურებდა, შემდეგ კი ყუთი ანინეს გაუწოდა. -ეს შენთვისაა. გოგონამ გაკვირვებით გამოართვა. -რა არის? -გახსენი. ანინემ ყუთი გახსნა და დაინახა, შიგნით პატარა, ვერცხლისფერი მედალიონი იდო, რომელზეც პატარა მოცეკვავე გოგონას ფიგურა იყო გამოსახული. ანინემ რამდენიმე წამით ხმა ვერ ამოიღო. -ანდრეი... -პირველი დღეა, - უბრალოდ თქვა მან. - მინდოდა, რამე სამახსოვროდ ჩემგანაც დაგრჩენოდა. გოგონამ მედალიონს თითები შეახო. -მადლობა. ანდრეიმ თავი დაუქნია.დემეტრე მათ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით უყურებდა. -კარგი, მე წავალ, - თქვა ბოლოს. ანდრეიმ მისკენ გაიხედა. -კარგი. დემეტრე ანინეს მიუბრუნდა. -ხვალ გნახავ. -ხვალამდე, დემე. დემეტრე გავიდა. ანდრეი რამდენიმე წამით კარს უყურებდა. -კარგი ბიჭია, - მოულოდნელად თქვა. ანინემ გაოცებულმა შეხედა. -რა? -არაფერი. -არა, მოიცა... შენ მართლა თქვი, რომ დემეტრე კარგი ბიჭია? ანდრეიმ წარბი ასწია. -ნუ მიეჩვევი. ანინეს გაეცინა. ანდრეიმ შეხედა და აღარ გაღიზიანებულა, პირიქით. მიხვდა, რომ პირველად მისი ღიმილი სხვის გამო კი არ ეტკინა... უბრალოდ უნდოდა, ეს ღიმილი ხშირად ენახა. -წავიდეთ? -ჰკითხა. ანინემ მედალიონი ხელში მოიქცია და თავი დაუქნია. -წავიდეთ. დარბაზიდან გასვლის წინ კი უკან ერთხელ კიდევ მოიხედა, სარკეებში საკუთარი თავი დაინახა და პირველად აღარ ეჩვენებოდა ეს გოგო პატარა, შეშინებული და დაკარგული. ის უკვე ქალი იყო, რომელმაც საკუთარი ოცნება უდაბნოში ააშენა და ანდრეიმ ეს დაინახა. ქორწილის დღემდე ორი კვირა ისე გავიდა, თითქოს ანინესთვის დრო საერთოდ არ არსებობდა. სტუდია ყოველდღე უფრო ხმაურიანი ხდებოდა, ბავშვები ემატებოდნენ, მშობლები აქებდნენ, დემეტრე კი ყველაფერში ეხმარებოდა, მაგრამ სახლში დაბრუნებისას ანინე ყოველთვის ერთსა და იმავე რამეს ხედავდა.მის ოთახში თეთრი ყუთი იდგა, საქორწინო კაბა.ყოველ ჯერზე, როცა მას უყურებდა, გულში რაღაც ეჭიმებოდა. დღეს კი მისი ჩაცმის დღე იყო. ოთახში ლიანა, ანინეს დედა და ორი ქალი ტრიალებდნენ. -თავს მაღლა, საყვარელო, - უთხრა ლიანამ, როცა თმას უსწორებდა. ანინემ სარკეში საკუთარ თავს შეხედა. თეთრი კაბა ტანზე იდეალურად ერგებოდა. მკერდთან სადა იყო, წელი ნაზად გამოჰყავდა, ქვედა ნაწილი კი მსუბუქად ეშვებოდა იატაკამდე, თმა თავისუფლად დაეყარა მხრებზე, ცისფერი თვალები კი უცნაურად სევდიანი ჰქონდა. -ძალიან ლამაზი ხარ, - ჩუმად უთხრა დედამ. ანინემ მწარედ გაიღიმა. -პატარძალივით? დედას პასუხი არ ჰქონდა. -დედა... -ჰო? -მართლა უნდა გავაკეთო ეს? ქალს თვალები აემღვრა. -ანინე... -არ მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. -არ ვიცი, იქნება თუ არა, - გულწრფელად უთხრა დედამ. - მაგრამ მინდა, რომ დღეს საკუთარი თავი არ დაკარგო. ანინემ თავი დაუქნია.ამავე დროს, მეორე ოთახში ანდრეი სარკის წინ იდგა.შავი კლასიკური კოსტიუმი ეცვა, ზურაბი კი კართან იდგა. -მზად ხარ? ანდრეიმ საათს დახედა. -კი. -ნერვიულობ? ანდრეის გაეცინა. -მე? -ჰო, შენ. ანდრეიმ პასუხი არ გასცა. ზურაბმა რამდენიმე წამით შეხედა შვილს. -ანდრეი, ერთი რამე დაიმახსოვრე. -გისმენ. -ის გოგო დღეს შენს გვერდით იმიტომ დადგება, რომ არჩევანი არ ჰქონდა. ანდრეის სახე შეეცვალა. -ვიცი. -თუ გინდა, რომ ოდესმე საკუთარი სურვილით დარჩეს შენთან, დღესვე უნდა დაიწყო ამის დამსახურება. ანდრეი ჩუმად დარჩა. მამის სიტყვებმა თითქოს ზუსტად იმ ადგილას დაარტყა, სადაც ყველაზე მეტად სტკიოდა. ეკლესიაში უამრავი ადამიანი იყო, ორივე საგვარეულო,მეგობრები, ახლობლები. ყველას მზერა კარისკენ იყო მიმართული.მუსიკა დაიწყო.ანდრეი საკურთხეველთან იდგა და მაშინ დაინახა ანინე,მამამისის მკლავზე მიბჯენილი ნელა მოდიოდა. გოგოს თეთრმა კაბამ,გაშლილმა ქერა თმამ და ცისფერმა თვალებმა, ანდრეის რამდენიმე წამით სუნთქვა შეუკრა. მანამდე რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი ანინე ლამაზად ჩაცმული, მაგრამ ახლა რაღაც სხვანაირი იყო. ეს გოგო მისი ცოლი უნდა გამხდარიყო სამუდამოდ.ანინე საკურთხეველთან მივიდა. მამამისმა ხელი ანდრეის გადასცა, ანდრეიმ ხელი მოკიდა, გოგონას თითები ცივი ჰქონდა. -ნუ გეშინია, - ანდრეიმ ჩუმად უთხრა. ანინემ მისკენ გაიხედა. -არ მეშინია. ანდრეიმ მის თვალებში ჩაიხედა. -მაშინ რატომ გიკანკალებს ხელი? -იმიტომ, რომ არ მინდა. ანდრეის მზერა წამით დაეძაბა,მაგრამ ხელი არ გაუშვია. -ვიცი. მღვდელმა ცერემონია დაიწყო, სიტყვები ერთმანეთს მოსდევდა, მაგრამ ანინეს თითქმის არაფერი ესმოდა. ანდრეიმ მისკენ გაიხედა, შემდეგ კი ჩუმად უთხრა: -არაფერს დაგაძალებ. -უკვე დამაძალე. ანდრეი გაჩუმდა, პასუხი არ ჰქონდა, როცა ბეჭდების გაცვლის დრო მოვიდა, ანდრეიმ მისი ხელი აიღო, ბეჭედი ნელა გაუკეთა თითზე და ანინემაც იგივე გაიმეორა. -შეგიძლიათ აკოცოთ ერთმანეთს. ანდრეი გოგონას მიუახლოვდა. ანინეს თვალებში შიში დაინახა,ერთი წამით გაჩერდა, შემდეგ მხოლოდ შუბლზე აკოცა დამთელი ეკლესია ჩუმად დარჩა. ანინემ გაოცებულმა ახედა, ანდრეიმ კი ჩუმად უთხრა: -დღეს არა. საღამოს დიდი დარბაზი განათებული იყო, მუსიკა ისმოდა, სტუმრები იცინოდნენ,ჭიქებს ა უჭახუნებდნენ, ანინე კი მაგიდასთან იჯდა და ცდილობდა, ყველასთვის ეჩვენებინა, რომ კარგად იყო. დემეტრე შორიდან უყურებდა,როცა ანინემ მისი მზერა დაიჭირა, ბიჭმა ჭიქა ასწია გოგონას გაეღიმა, ანდრეიმ ეს შეამჩნია,მაგრამ ამჯერად არაფერი უთქვამს. რამდენიმე წუთის შემდეგ წამოდგა. -ცეკვა. ანინემ შეხედა. -რა? -ჩვენი პირველი ცეკვა. -მე არ მინდა. ანდრეიმ ხელი გაუწოდა. -ვიცი. ანინე გაჩერდა. -მაშინ რატომ მთხოვ? -იმიტომ, რომ დღეს ერთხელ მაინც მინდა, რაღაც შენი სურვილით გააკეთო. გოგონამ მის ხელს დახედა. და ნელა ჩადო თავისი ხელი მის ხელში,მუსიკა ჩაირთო. ანდრეიმ წელზე ხელი ფრთხილად მოხვია, ანინე თავდაპირველად დაძაბული იყო,მაგრამ რამდენიმე მოძრაობის შემდეგ სხეული თავისით აჰყვა მუსიკას. ანდრეი ჩუმად აკვირდებოდა. -ასე რატომ იღიმი, როცა ცეკვავ, - ჩუმად უთხრა. -იმიტომ, რომ მიყვარს. -ვიცი. -შენ არაფერი იცი ჩემზე. ანდრეიმ თვალებში შეხედა. -მაშინ მასწავლე. ანინეს ნაბიჯი წამით აერია,ანდრეიმ უფრო მყარად დაიჭირა. -არ დაგაგდებ. გოგონამ ჩუმად ჩაიცინა. -ჯერ არ ვიცი. -გაიგებ. მუსიკა დასრულდა,ანდრეიმ ხელი არ გაუშვა. -სტუდიაში ხვალ მიდიხარ? ანინემ გაკვირვებით შეხედა. -რა თქმა უნდა. -მაშინ წაგიყვან. -დემეტრე წამიყვანს. ანდრეიმ ჩაიღიმა. -ვიცი. -და არ გაბრაზდი? -ცოტათი. ანინეს გაეცინა. -ეჭვიანო. -შეიძლება. იმ ღამეს პირველად იცინეს ერთად, არა იმიტომ, რომ ქორწილ ბედნიერი იყო,არამედ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, მათ შორის რაღაც ძალიან ნელა იცვლებოდა. ორივეს ეშინოდა იმის აღიარების, თუ რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


