ზავი საკურთხეველთან [თავი 7]
რაც დრო გადიოდა, ანდრეი და ანინე უფრო დაახლოვდნენ ერთმანეთთან, ერთ ოთახში ეძინათ, ერთად გადიოდნენ სახლიდან და ერთად მოდიოდნენ, ერთად საუზმობდნენ, ერთად ვახშმობდნენ, თუმცა სახელს ვერ უძებნიდნენ ამ ურთიერთობას, გარკვევითაც დიდად თავს არ იკლავდნენ. ერთი დღე იყო, ანდრეი ბიზნესშეხვედრაზე მიდიოდა, რომელიც ელიტურ რესტორანში უნდა გამართულიყო და მასთან ერთად ანინეც მიიწვიეს. როცა მოსაღამოვდა და ორივე სახლში იყვნენ, ვახშომიბისას ანდრეიმ სიჩუმე დაარღვია: -ხვალ ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე, რვა საათისთვის მზად იყავი, კაბას და ფეხსაცმელს გამოგიგზავნი, - უემოციო ტონით წარმოთქვა ბიჭმა. -რა ხდება? -დაინტერესდა ანინე. -ბიზნესშეხვედრაა და შენც ხარ მიწვეული, - უპასუხა ბიჭმა. -თუ გადავიტანე გაკვეთილები აუცილებლად წამოვალ, - დარწმუნებით ჩაილაპარაკა გოგონამ. -ანინე, ეს კითხვა არ ყოფილა. ამიტომ ხვალ ნებისმიერი საქმის გადადება მოგიწევს და ჩემთან ერთად წამოხვალ, ცოლო, - წარბაწეულმა მიახალა ანდრეიმ. ანინეს არ ესიამოვნა ბიჭის ეს გამოხტომა, თუმცა არ უნდოდა მეტად გაეღიზიანებინა და გაჩუმდა, უხმოდ წამოდგა, საჭმელს ნაგავში ჩაუძახა და საძინებლისკენ აიღო გეზი, ბიჭისაგან განაწყენებულმა. თითოეულ ქმედებას ანდრეი დიდი მონდომებით აკვირდებოდა, გააღიზიანა გოგონას ქცევამ და თვითონაც საძინებელს მიაშურა. გოგონა ემბრიონის ფორმაში იწვა, სრულ სიბნელეში, იგრძნო როგორ ჩაიზნიქა გვერდითა მხარე და არ განძრეულა, მისგან ზურგშექცევით იყო. მოულოდნელად ანდრეი გოგონას დაეტაკა, დაიჭირა, თავისკენ გადმოატრიალა და ზემოდან მოექცა: -რას ნიშნავს შენი ეს ქცევა? -რა...რას გულისხმობ, - შიშით ამოილაპარაკა ანინემ. გაახსენდა მათი პირველი დღეები, როგორ აშინებდა ბიჭი და ტანში უსიამოვნოდ გასცრა. -რამე პრეტენზია გაქვს, პატარა ანინე? საჭმელიც არ დაასრულე და ზურგი მაქციე, - მკაცრად ამოილაპარაკა ანდრეიმ. -ისე მექცევი თითქოს ნივთი ვარ, არ მაძლევ თავისუფლად სუნთქვის საშუალებას, ავადმყოფი ხარ , - ძლივს მოკრებილი გამბედაობით მიაყარა ანინემ. -ნივთვით გექცევი? არ გიკონტროლებ სად და როდის მიდიხარ, ხელს გიწყობ ყველანაირად და ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულებას არ გთხოვ, ვცდილობ გაგიგო და დრო მოგცე შესაგუებლად, - გაბრაზებით ამოილაპარაკა. -გამიშვი, - ამოიტირა. ბიჭმა გოგონას ყურადღება არ მიაქცია და მომთხოვნად წაეტანა ტუჩებზე, აგიჟებდა გოგონა, მისი სურვილი კლავდა და აღარ შეეძლო გაჩერება. -ანდრეი, გთხოვ ...., - უშედეგოდ ცდილობდა ბიჭის მოშორებას. ანდრეი მალევე გამორეკვა და ატირებულ ანინეს მოშორდა, გოგონა სულ კანკალებდა, როგორც კი სიმსუბუქე იგრძნო ეგრევე გაიქცა და სხვა ოთახში ჩაიკეტა. მთელი ღამე ვერ დაიძინა, არა იმიტომ რომ ანდრეიმ აკოცა, არამედ იმიტომ, რომ უკითხავად შეეხო. გული ეტკინა გოგონას, იზიდავდა ბიჭი, მაგრამ დრო მაინც სჭირდებოდა შესაგუებლად, ეშინოდა მერე განვითარებული მოვლენების, არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო, რადგან გამოცდილება არ ჰქონია, არასდროს ჰყოლია შეყვარებული და არც გეგმავდა, თუმცა მოულოდნელად თავზე დაატყდა ყველაფერი. მეორე დილით გაიღვიძა, გაახსენდა გუშინდელი ღამე და ისევ ლოგინზე დაეხეთქა. შუა დღე იყო რომ გამოვიდა, თავისი ბავშვები დემეტრეს გადააბარა: -რა გჭირს,ანგელოზო, კრიზისი გაქვთ ურთიერთობაში? -მხიარულად იკითხა ბიჭმა და გოგოსაც დაძაბულობა მოეხსნა. -კარგი რა, დემეეეე, - ამოიწუწუნა. -კარგი, ვთიშავ, პატარავ, - დაემშვიდობა გოგონას. ყავას იმზადებდა თან, მოულოდნელად ანდრეის ხმა რომ მოესმა: -ანგარიში უნდა აბარო? - ირონიულად ჰკითხა ბიჭმა. ანინე ჯერ კიდევ ნაწყენი იყო, ვერ დაევიწყებინა გუშინდელი და ხმა არ გასცა. -რა იყო, არ მელაპარაკები? - კვლავ განაგრძო ბიჭმა. -შემეშვი, ანდრეი, - ჩუმად უპასუხა გოგონამ. -მზად იყავი საღამოსთვის, ანინე! -გამაფრთხილებელი ტონით უთხრა ანდრეიმ. საღამოსთვის ულამაზესი კაბა და ფეხსაცმელი გამოუგზავნეს ანინეს, რა თქმა უნდა, ანდრეის დავალებით, თვითონაც მოეწონა, თუმცა არც უფიქრია მისი ჩაცმა. თავისი ატლასის გრძელი კაბა გამოიღო კარადიდან, წვრილ ბრეტელებზე, ღრმად ჩახსნილი და ზომიერი დეკოლტეთი. სრიალა ნაჭერი როგორც კი სხეულზე მოირგო, იდეალურად შეეთვისა ტანს, გამოყვანილი და წვრილი წელი, გრძელი ფეხები, ლამაზი კისერი... თმა დაიტალღა, წითელი ტუჩსაცხი გადაისვა და შავი მაღლები ჩაიცვა, თან შავი კლაჩი აიღო. ანდრეი უკვე დაბლა ელოდებოდა, როცა გოგონას ფეხსაცმელების კაკუნი მოესმა, ეგრევე მოტრიალდა, საოცარი სანახაობა დახვდა წინ, ულამაზესი იყო, ნერწყვი მოადგა და სუნთქვა შეეკრა, თუმცა ოსტატურად გადაფარა. უნდა კომპლიმენტებით აევსო გოგო, მაგრამ სიამაყეს ვერ გადააბიჯა: -სიჯიუტე კარგს არაფერს მოგიტანს, ანინე, - გამაფრთხილებლად ჩაილაპარაკა. -რა გინდა, რაც მითხარი გავაკეთე, კიდევ რამეს დამავალე? - თვალები აატრიალა. -რატომ არ ჩაიცვი ის კაბა, რომელიც მე გამოგიგზავნე? -ააა, ჩაცმის სტილიც უკვე შენთან უნდა შევათანახმო? ბიჭმა ამოიოხრა, აღარაფერი აღარ უთქვამს. ანინე მთელი საღამო ყურადღების ცენტრში იყო, ლევანიც და ლუკაც იხილა: -ფერიავ, შენთვის ალკოჰოლი შეიძლება?, - იუმორით ნათქვამი სიტყვები მოესმა ანინეს. -ლევან, ლუკა, როგორ ხართ? - მოღუშული სახე გამოუსწორდა გოგონას. -ჩვენ კარგად, მაგრამ როგორც ჩანს, შენ არც ისე კარგად, - ეჭვნარევი ტონით უპასუხა ლუკამ. -იმ ტირანოზავრმა რამე ხომ არ გაწყენინა, მივხედავთ, - გაბრაზებით ჩაილაპარაკა ლევანმა. -ვის უნდა მიხედოთ? -გაისმა ანდრეის ხმა. -ოჰ, გამოჩნდა მშვიდობის მაძიებელი, - შესძახა ლუკამ. ბიჭებმა საუბარი გააბეს ანინესათვის უცხო თემებზე, გოგოს მობეზრდა და გარეთ გასვლა გადაწყვიტა: -სად მიდიხარ? - მაშინვე ჰკითხა ანდრეიმ. -გარეთ, -მოკლედ მოუჭრა გოგონამ. აღარ შეჰკამათებია ბიჭი და ანინეც ნელი ნაბიჯებით გაუყვა გზას ტერასისკენ. იქვე სკამზე ჩამოჯდა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას აჰყურებდა: -თუ დაითვლი სახეზე დაგაყრის, - მოესმა უცხო ხმა ანინეს. მოიხედა და უცნობი ბიჭი იდგა, დაახლოებით 25 წლამდე იქნებოდა. ისევ ბიჭმა დაარღვია სიჩუმე: -მე სანი ვარ, -გაუწოდა ხელი ანინეს. -ანინე, - ჩამოართვა ხელი ბიჭს. -მთელი დღეა თვალყურს გადევნებ, ის კაცი ალბათ შენი ქმარია? - პირდაპირ მიახალა ბიჭმა. -სწორად შეგინიშნავს, - მობეზრებული ტონით გასცა პასუხი ანინემ. -მგონი არც ისე კარგი დამოკიდებულება გაქვთ ერთმანეთთან, - კვლავ განაგრძო ბიჭმა. -შენი საქმე არ არის, გირჩევნია მოშორდე, სწრაფად , - გაისმა ანდრეის უხეში ხმა. ბიჭი ეგრევე წავიდა, რადგან იცნო აჩბების ვაჟი, ის ხომ კრიმინალური ავტორიტეტი იყო და რატომღაც ანინეს გარდა ყველამ იცოდა ეს. ანინეს კი გაუკვირდა ეგრევე რომ გასცილდა, უსიტყვოდ, არადა გოგონას მოსალოდნელი კონფლიქტის გამო მთელი სხეული დაეძაბა. -სახლში მივდივართ, - ბრძანება გასცა ანდრეიმ და მაჯაზე ძლიერად ჩაავლო ხელი გოგონას, ჩქარა მიარბენინებდა მანქანისაკენ. მთელი გზა დაძაბაული იჯდა გოგონა, ხმას არ იღებდა, რადგან ემჩნეოდა ბიჭს რომ უმალვე აფეთქდებოდა. ჭიშკრამდე მოვიდნენ და ბიჭმა გოგონა სახლში დატოვა, თვითონ კი სადღაც წავიდა. ძალიან გვიანი იყო ანდრეი სახლში როცა დაბრუნდა, ანინეც მთელი ღამე ელოდებლდა, კაბაც კი არ ჰქონდა გახდილი. გოგონამ ყავის მოდუღება გადაწყვიტა, როცა კარი შემოგლიჯა ანდრეიმ, ანინე შეხტა. ბიჭმა თვალი მოავლო: -რატომ არ გძინავს? -გელოდებოდი. -ჰოო? -ჰო, - ჩაილაპარაკა ანინემ. -და რატომ? -ვინერვიულე. -რა გქონდა სანერვიულო, - ინტერესით ჩაეკითხა და წელზე ხელი მოხვია, ერთი ხელის მოსმით ჩაისვა კალთაში, თავი მის ყელში ჩარგო. გოგონას გაძალიანება არც უცდია, თითქოს დამშვიდდა კიდეც, ანდრეის გავარვარებული სხეული რომ შეიგრძნო. ბიჭმა კვლავ გაუმეორა ვნებამორეული ხმით: -რა ჰქონდა პატარა ანინეს სანერვიულო? -არ ვიცი, უბრალოდ ისე წახვედი, ვიფიქრე ჩემზე გაბრაზდი. -გავბრაზდი, მართალი ხარ. -რატომ? -არ მომეწონა იმ ს%%ს რომ ელაპარაკებოდი და იმიტომ. -კარგი რა, - ადგომა დააპირა გოგონამ, მაგრამ ბიჭმა არ დაანება. -ანდრეი! - გაბრაზებით მიმართა ბიჭს. -რა? არ შეიძლება ჩემ ცოლს ვეხუტებოდე? -გულუბრყვილოდ იკითხა ბიჭმა და ანინეს გაღიმებაც მიიღო პასუხად. გოგონა უეცრად ბიჭს წაეტანა ბაგეებზე, ალბათ ზედმეტი ალკოჰოლისგან გამოწვეული ქცევა იყო, ბიჭს გაუკვირდა მაგრამ მალევე დაუბრუნა საპასუხო კოცნა. კაბის თხელი ნაჭრისქვეშ თითები შეუცურა და ანინეს სხეულის შესწავლა დაიწყო, გოგოს კანი დაეხორკლა, ეს ბიჭმაც იგრძნო და კმაყოფილებით ჩაეცინა. -ზემოთ ავიდეთ, პატარავ, - უთხრა გოგოს და ნაზად, ხელში აყვანილი წაიყვანა ოთახისკენ. სათუთად ეპყრობოდა ანინეს, თუმცა მოულოდნელად გაბრუებული ფიქრებიდან გამოერკვა და წამოხტა ანინე: -მე....მე სტუდიაში უნდა წავიდე, -ამოიყვირა. -რა? ამ შუა ღამეს? - გაოცებულმა ჰკითხა ანდრეიმ, თუმცა ბოლოს მიხვდა რაშიც იყო საქმე და მთელი ოთახი მისმა ხარხარმა მოიცვა.ანდრეის ხარხარი კიდევ რამდენიმე წამს არ წყდებოდა.ანინე კი გაწითლებული იდგა საწოლის კიდესთან და ვერ გაეგო, გაბრაზებულიყო თუ თავადაც გასცინებოდა. -რა გაცინებს? -ბოლოს ნაწყენმა ჰკითხა. ანდრეიმ ძლივს შეიკავა თავი. -შუა ღამეა, ანინე. -მერე? -და შენ ახლა სტუდიაში წასვლა გადაწყვიტე? -ხო. -ზუსტად ახლა? -დიახ. ანდრეი რამდენიმე წამით ჩუმად მიაჩერდა. შემდეგ სახეზე ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა. -გინდა წასვლა? ანინემ პასუხი ვერ გასცა.რამდენიმე წუთის წინ ყველაფერი ბუნებრივად ჩანდა. თითქოს პირველად თვითონ გადადგა ნაბიჯი მისკენ და აღარ უფრთხოდა იმ სიახლოვეს, რომელიც ამდენ ხანს აშინებდა. მაგრამ ახლა, როცა ანდრეი ასე პირდაპირ ეკითხებოდა, უცებ ისევ გაუჩნდა ის ნაცნობი შიში. -არ ვიცი... ანდრეი საწოლიდან წამოდგა და მის წინ გაჩერდა. -მაშინ არ წახვიდე. ანინემ თვალებში შეხედა. -იმიტომ რომ შენ არ გინდა? -არა. სიჩუმე ჩამოვარდა. -იმიტომ, რომ თუ არ იცი რა გინდა, გადაწყვეტილებას ახლა ნუ მიიღებ. ანინე გაოცებული მიაჩერდა, ანდრეისგან ამას ნამდვილად არ ელოდა. -შენ... არ გაბრაზდი? -გავბრაზდი. -მაშინ რატომ არ მეჩხუბები? ანდრეის ტუჩის კუთხეში ირონიული ღიმილი გაეპარა: -მიტომ, რომ ჩემი გაბრაზება არ ნიშნავს, რომ შენს მაგივრად უნდა გადავწყვიტო. გოგონა რამდენიმე წამს ჩუმად იდგა. კვლავ ანდრეიმ წამოიწყო საუბარი: -თუ ჩემთან ყოფნა გინდა, აქ დარჩი. თუ მარტო ყოფნა გინდა, სხვა ოთახში გადადი. თუ სტუდიაში გინდა წასვლა, მანქანას გამოგიყვან. ანინემ გაოცებულმა დახედა. -ღამის ორ საათზე? -ეგ უკვე შენი უცნაური ჩვევაა. გოგონას უნებურად გაეღიმა: -იდიოტი ხარ. -ეგ უკვე ვიცი. რამდენიმე წამით ორივე ჩუმად იყო,შემდეგ კი ანინემ ფრთხილად გადადგა ნაბიჯი მისკენ: -სტუდიაში აღარ მინდა წასვლა. ანდრეიმ არაფერი თქვა. -უბრალოდ... ცოტა შემეშინდა. -ვიცი. -და შენთან დარჩენა მინდა. ანდრეის მზერა მაშინვე შეეცვალა: -დარწმუნებული ხარ? ამჯერად ანინემ პირდაპირ შეხედა თვალებში: -ჰო. ანდრეიმ ხელი გაუწოდა და გოგონამაც ჩასჭიდა,ანინეს ხელი ჯერ კიდევ ბიჭს ხელში ჰქონდა მოქცეული,რამდენიმე წამი ორივე უხმოდ იდგა: -ასე ნუ მიყურებ,-ჩუმად ჩაილაპარაკა ანინემ. -როგორ გიყურებ? -თითქოს რაღაცის გაკეთებას მიპირებ. ანდრეის ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა. -შეიძლება გიპირებ კიდეც. ანინემ თვალები მოჭუტა: -ანდრეი... -რა? -ისევ ისეთი ხდები. -როგორი? -აუტანელი. ანდრეიმ ჩაიცინა: -ახლა უკვე აღარ გეშინია ამის თქმა. -შეიძლება იმიტომ, რომ აღარ მეშინია შენი ისე, როგორც ადრე. ამ სიტყვებზე ბიჭის სახე წამით სერიოზული გახდა: -ეგ კარგია. -რატომ? -იმიტომ, რომ მინდა, ჩემთან ყოფნა რომ თავად გინდა და არა იმიტომ, რომ გეშინია. ანინემ რამდენიმე წამით ჩუმად უყურა: -ძალიან შეიცვალე. -შენც. -მე? -ადრე ერთი ოთახიდან მეორეში ისე დადიოდი, თითქოს ნაღმზე გადადიოდი, რომ არ გაგეღიზიანებინე. ანინემ ჩაიცინა: -იმიტომ, რომ მაშინ მართლა საშინელი იყავი. -ახლა? გოგონამ თავი გვერდზე გადახარა: -ახლა უბრალოდ მაღიზიანებ. -დიდი პროგრესია. -ძალიან დიდი. ანდრეიმ ხელი გაუშვა და საწოლზე ჩამოჯდა: -მოდი. ანინემ წარბი ასწია: -ეს ბრძანებაა? -არა. -დარწმუნებული ხარ? -პირველად გეკითხები. გოგონამ რამდენიმე წამს განზრახ აცადა და შემდეგ მის გვერდით ჩამოჯდა,ანდრეის არაფერი უთქვამს,არც შეხებია,ეს კი ანინემ უფრო სწრაფად შეამჩნია, ვიდრე თავად უნდოდა. -რატომ არ მეხები? ბიჭმა მისკენ გაიხედა: -შენი ნებართვის გარეშე არ შეგეხები. ანინეს სახეზე მსუბუქი ღიმილი გაეპარა: -ახლა შეგიძლია. ანდრეიმ ნელა მოხვია ხელი წელზე,ამჯერად ანინე არ დაძაბულა,პირიქით, თავი მის მხარზე დადო. -ასე უფრო მომწონს, - ჩუმად თქვა. -რა? -როცა მეკითხები. ანდრეიმ რამდენიმე წამი არაფერი უპასუხა. -მაშინ ხშირად შეგეკითხები, - დაუჩურჩულა ყურთან. -შენგან ამას ნამდვილად არ ველოდი. -ნუ მიეჩვევი. -აი, ისევ აუტანელი გახდი. -ხასიათი არ უნდა გამიფუჭო. ანინემ გაიცინა. მეორე დილით კი ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივად გაგრძელდა, მაგრამ სინამდვილეში არაფერი იყო ძველებურად,სამზარეულოში ანინე ყავას ამზადებდა, როცა ზურგს უკან ანდრეის ხმა გაისმა. -ჩემი ყავა? -თვითონ მოიმზადე. ანდრეი გაჩერდა. -რა? -რა იყო? -აქამდე მიკეთებდი. -რაღაცები ხშირად იცვლება. ბიჭმა რამდენიმე წამით უყურა, შემდეგ კი თავად აიღო ფინჯანი. -კარგი. ანინემ გაკვირვებულმა შეხედა: -არ იჩხუბებ? -არა. -არც დამიყვირებ? -არა. -ავად ხომ არ ხარ? ანდრეიმ თვალები გადაატრიალ: -ძალიან ბედნიერი ხარ, არა? -ცოტა. სწორედ მაშინ ტელეფონმა დარეკა,ანინემ ეკრანს დახედა და უცებ სახეზე ღიმილი შეეპარა: -ლუკაა. ანდრეიმ მაშინვე შეხედა: -უპასუხე. -ეჭვიანობ? -არა. -ტყუი. -ანინე! გოგონამ სიცილით უპასუხა ზარს: -ჰო, ლუკა? ანდრეი ჩუმად იდგა, მაგრამ სახეზე აშკარად ეტყობოდა, რომ საუბარს უსმენდა, რამდენიმე წუთში ანინემ ტელეფონი გათიშა: -დღეს დემეტრესთან ერთად კაფეში მივდივართო. ანდრეიმ თავი დაუქნია. -კარგი, წადი. -შენ არ მოდიხარ? -არა. ანინემ გაკვირვებულმა შეხედა: -მართლა? -რატომ უნდა წამოვიდე? -არ ვიცი... მეგონა იტყოდი, რომ შენი ცოლი მარტო არსად წავიდოდა ანდრეიმ მას თვალი გაუსწორა: -შენი ქმარი გეუბნება, რომ გაერთო. ანინემ გაეღიმა. -მგონი საბოლოოდ გავაფუჭე. -რა? -შენი საშინელი რეპუტაცია. ანდრეი მიუახლოვდა და გოგონას ყურთან დაიხარა: -გარეთ რომ გახვალ, ისევ ჩემი ცოლი იქნები, ეგ არ დაგავიწყდეს. ანინემ თვალები აატრიალა. -მესაკუთრე. -მხოლოდ შენთან. -ეს კომპლიმენტია? -ჩემგან კი. გოგონამ სიცილით თავი გააქნია,და პირველად, როცა ანდრეი სახლიდან გავიდა, ანინე მის დაბრუნებას შიშით აღარ დალოდებია,დაელოდა მხოლოდ მიტომ, რომ მოენატრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


