ხუთი წამი (თავი 7)
თხოვნა საჩქაროდ შეუსრულა ალავიძემ ნატალიას, მასაც სწორედ ეს სურდა, სწრაფად დასრულებულიყო , სწრაფად გადაესვა ხაზი ამ ქალისთვის, ნიტასაც სურდა მისი ნახვა წარსულში ამასაც ერთბაშად აღასრულებდა. ისხდნენ კაფეში ჩუმად და ხმის ამოუღებლად უყურებდა უტას გვერდით მჯდომი ნიტა ერთმანეთის პირისპირ მსხდომებს, მთელი მისი სხეული ღელვას მოეცვა, ისე ცახცახებდა, როგორც ცივ წყალში პირველად ჩასვლისას გვემართება ხოლმე, შინაგანად თრთოდა ისე თითქოს მისი სხეულის ნაწილებს სურდათ ადგილის შეცვლა. იჯდა ნატალიაც და ღელვას მოეცვა ისიც. მხოლოდ უტა იყო მშვიდი, გაწონასწორებული, დაუდევარად მიყრდნობიდა სკამის საზურგეს და მდორედ მოსვა ყავა, მაშინ პირველად შეხედა ნატალიას თვალებში, შეცვლილს ამ პერიოდში, დადარდიანებულს სახე ჩამქრალს, ერთფეროვანსა და დაღლილს... - არ მოყვები? — მშვიდი იყო ალავიძე - ასე არ შემიძლია — დაიჩურჩულა თავდახრილმა და ობოლი ცრემლი შეიწმინდა, მაშინვე წამოდგა ქებაძე უხერხულად, დასძინა მე წავალო და სცადა მარტო მათი დატოვება, მასაც ეს სურდა, მათი ერთად ნახვა ხომ იხილა ახლა ამ საჩოთირო სიტუაციას უნდა გასცლოდა, როგორმე, წამომდგარს, ცქვიტად ჩაავლო მაჯაში ხელი ალავიძემ, უხმოდ დააბრუნა უკან და ანიშნა, რომ არაფრის მოსმენა არ სურდა, - თუ კი რამის თქმა გინდა, ან რამის ახსნა, აქვე ახსენი... თუ კი არ შეგიძლია ავდგებით და წავალთ და ეს თემაც სამუდამოდ დაიხურება... — პირქუში მგზნებარებით წარმოთქვა უტამ. შეაჩერდა ნიტა ცრემლებ გადმოყრილს, გულში რაღაც ჩაეწვა თითქოს, შეებრალა. - მოვყვები, ისე მოვყვები როგორც მხოლოდ შენ დაგელაპარაკებოდი, მაგრამ მოღალატე არ ვარ უტა! მე შენ მიყვარხარ! ამას ვერაფერი შეცვლის... — ალავიძის თითებს ოდნავ მოუჭირა თითები ნიტამ, ძლიერად ეტკინა სადღაც, გაღიზიანდა, შეეშინდა, მაგრამ ეს მხოლოდ საკუთარ თავში ჩაახშო მგზნებარებისგან პიკს მიღწეული აცეცებდა თვალებს - იმ წყეულ დღეს, არ ვიცი... როგორ გავითიშე არ ვიცი.... ვსვამდით მე და ჩემი დაქალი, ონლაინ გვქონდა დარეკილი, ის ხომ ჩეხეთშია, სამსახური დაიწყო და ამას აღვნიშნავდით, შენ გელოდებოდი ვიცოდი, რომ მოხვიდოდი... უგონოდ მთვრალი ვიყავი, ისე მომეკიდა გვიან, რომ ვერც გავაანალიზე. მეძინებოდა... ძალიან მეძინებოდა, მერე მახსოვს ის რომ მოვიდა, რაღაცეები მითხრა მაგრამ არაფერი მახსოვს, ჭიქა მომაწოდა კიდევ დავლიეთ... და ვუთხარი რომ შენ გელოდებოდი თქვა, რომ აღარ მოხვიდოდი გვერდით დამიჯდა და დროდადრო მის მაგივრად გხედავდი უტა... გეფიცები შენს სახეს ვუყურებდი იმ დღეს სრულად გათიშული ვიყავი... — სდიოდა მსხვილი ცრემლები და უცახცახებდა თითები მგზნებარედ. მთელი სხეულით თრთოდა ნიტა, მკერდიც საგრძნობლად ჩქარა ადი-ჩაუდიოდა, შეხედა ალავიძეს და სცადა მის მიმიკებში ან მის მზერაში ამოეცნო რამე. უყურებდა ნატალიას და გრძნობდა მის მიმართ გაურკვეველს სიბრალული იყო თუ ბრაზი ვერც თავად გაეგო. თავი ჩახარა ალავიძემ ნერვოზულად დაისვა თავზე ხელი, შეამჩნია ნიტამ როგორ დაეჭიმა ყბები, შემდეგ ისე ძლიერად ჩაჭიდა უტამ მის თითებს ხელი წამით ტკივილი იგრძნო ქებაძემ - პოლიციაში შენ დარეკე, რატომ დარეკე თუ შეგაცდინა? მოგატყუა თუ გამოგიყენა პოლიციაში რატომ დარეკე?! როგორ დარეკე თუ ასეთი უგონო იყავი? — მისი ხმა მძვინარე მგზნებარებით იყო სავსე, მიიწია მეტად და მაგიდაზე ამოსწია ხელები, ნიტას ხელისთვის ხელი არ შეუშვია... წამით დახედა ნატომ მათ ერთმანეთზე ძლიერად ჩაჭიდებულ ხელებს და ცრემლების შემშრალება სცადა - იმიტომ, რომ მოკლავდი... - რატომ არაფერი თქვი მასზე ის პერიოდი მე რომ წინასწარ პატიმრობაში მაყურყუტებდნენ?! შენ გგონია შენ საქციელებს ახსნა აქვს ნატო? ან ახლა რატომ გადაწყვიტე?!.. - არ ვიცი! დაბნეული ვიყავი! გამომიყენეს უტა! როგორც ნივთი! მომატყუეს! ჩემი სხეული გაიყიდა! მოღალატე გავხდი! ეს მარტივი გგონია?! ჩემი ცხოვრება ისე შეიცვალა იმ დღეს ვერასდროს წარმოიდგენ შენ ამას! ის თვეები იცი მაინც როგორ ვიყავი?! იცი მაინც რას განვიცდიდიი?! არაფერი იცი! საერთოდ არაფერი!.. — ხმამაღლა ატირდა ქალი, უყურებდა უტა და მხოლოდ აფერისტობასა და ორპირობას ხედავდა მასში, მხოლოდ გამართლებასა და თავის დაცვას, მცირედადაც კი აღარ სჯეროდა მისი, არცერთი მისი ცრემლის, მძვინვარება მოაწვა ყელში ძლიერად დაარტყა მაგიდას ხელი და წაიწია მისკენ გაავებული, სწრაფად შეაჩერა ნიტამ, გამოსწია უკან საჩქაროდ - არ გინდა! ყველა გვიყურებს!.. — გადაჩურჩულა ორივეს მორცხვად. რაც არ უნდა ყოფილიყო ახლა ნატალიას გავლენის ქვეშ სრულად მოქცეულიყო ქებაძე, მხოლოდ მის მხარეს იჭერდა ახლა, არც წარმოედგინა მსგავსი რამ გადახდენოდა თავად, იცოდა ეს შიში... განიცდიდა მის ტკივილსა და გრძნობებს ყველანაირად... - აღარაფერი თქვა გთხოვ... გაუგე, გონზე მოსვლისას იმ ყველაფრის გააზრება ჯოჯოხეთი იქნებოდა — გადაჩურჩულა ალავიძეს ისევ - კარგი... გეტყვი, რომ ცუდია საკუთარ სახლშიც რომ არ ხარ დაცული! მაგრამ საინტერესოა, მე შენს ბიძაშვილს, რომ არ ვიცნობდი!.. — დაამატა და ფეხზე წამოდგა უმალ, - ადექი ნიტა წავიდეთ... - ხო მაგრამ... - მე დავასრულე! გავუგე, ძალიან ცუდი ასე რომ მოხდა. ყველაფერი წარსულში დარჩეს!.. — მკვახედ მიახალა გოგოს და ნიტას დახედა, რომ წამომდგარიყო, - უტა ასე ნუ წახვალ... — ხმა ჩახლეჩვოდა ნატოს, ტირილისგან დაწითლებოდა თვალები, ძლივს ცდილობდა თავის ხელში აყვანას, რომ ღრიალი არ მოერთო შუა კაფეში, შეევედრა საცოდავად - ახლა გაბრაზებული ხარ უტა, ვიცი მოღალატეს ხედავ ჩემში, ვიცი მეც არასწორად მოვიქეცი, მაგრამ თუკი დაუფიქრდები მიხვდები როგორ მტკივა! მიხვდები რა ჯოჯოხეთს გავდივარ... - მართალი ხარ! მართლაც ჯოჯოხეთს გადიხარ, მაგრამ ყველაფერი დროებითია... — ჩამოჯდა ალავიძე ისევ მის წინ - თუ კი შეწყვეტ ამაზე ფიქრს, ხვალიდანვე შეიცვლება შენი ცხოვრება, ხვალიდანვე ძველ ცხოვრებას დაუბრუნდები ტკივილების გარეშე, მაგრამ შენ მხოლოდ ერთიდაიგივეზე ფიქრობ... — დაუმშვიდა ხმა ალავიძეს, შეიცვალა წამებში, თითქოს დაივიწყა ვინ იყო და ეცადა გამოცდილებით მიეცა გამოსადეგი რჩევა - მიყვარხარ უტა და ჩემს გვერდით აღარ ხარ ამაზე როგორ არ ვიფიქრო?!.. - ყველაფერი წარსულში დარჩა... - როგორ არ შეგიძლია მაპატიო? ასეთი უგულო როგორ იქნები?!... - მე შენ გაპატიე ნატო! - და რატომ არ შეგიძლია დავაბრუნოთ ყველაფერი ისე როგორც მაშინ იყო? ჩვენი ტკივილი ხომ ერთია უტა? ამას ხომ ერთად უფრო გავუმკლავდებით? მეტად გავუგებთ ერთმანეთს — სწორედ მაშინ შეუშვა ალავიძემ ნიტას ხელს ხელი და ნატალიას ხელები მოიქცია თბილ ხელებში... დააკვირდა ქალის წამით იმედიან თვალებს, გაცისკროვნებული მზერით რომ დააჩერდა თავის ხელებს უტას ხელებში. - მართალია, ძალა ერთობაშია! სიყვარულშია ძალა, ერთად ყველაფრის გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ ჩვენ ოდესმე რამე გადაგვიტანია ერთად? რამე შიში, რამე ტკივილი გამოგვიცდია?.. მიდი მიპასუხე... ერთად რამე რთული გამოგვივლია?.. — თითქოს მშვიდი და წყნარი იყო უტას ხმა მაგრამ იმდენად მომთხოვნი, სასოწარკვეთილების ფერები გადაუვიდა ქალს სახეზე, დაებრიცა სახე ისევ - არა... - მართალია! არა! და იმდენად არა რომ არასდროს გიკითხავს ჩემთვის როგორ ვიყავი... ალბათ ამიტომ შევეჩვიეთ ერთმანეთს, შენთანაც იმიტომ მინდოდა რომ იყავი ადამიანი ვისთანაც პრობლემებზე არ ვლაპარაკობდი, ვისთანაც პრობლემები უნდა დამევიწყებინა და მხოლოდ გართობისთვის მიმეცა თავი... მე და შენ ერთმანეთისთვის კარგი დროის გამტარებელი საშულება ვიყავით და არა რეალური ცხოვრების... ერთმანეთის დაკარგვის შიშიც კი არ გვქონია ნატო... მეტიც მაშინ უნდა დაგვესრულებინა რომ დამირეკე და მითხარი, ოჯახი სულ სახლში გყავს ცოტახნით მე მნახეო, მამაჩემის დაბადების დღე იყო მაგ დღეს, მაგრამ მაშინ რატომღაც ლაპარაკი ვამჯობინე, - მაშინაც ნასვამი ვიყავი, ვერ გავიაზრე რა გითხარი, ძალიან მინდოდა შენთან... მე მეშინია შენი დაკარგვის უტა! - ხვდები რას მთხოვ? რა აფსურდს და როგორ სისულელეს! ვერაფერს შევცვლით ეს ფაქტია! ჩემი ილუზიების შექმნაც დასრულდა! ტკივილიც, წყენაც, ყველაფერი, ბრაზი მაქვს მხოლოდ იმ ახ*არის მიმართ... მეტს ვერაფერს ვგრძნობ... ვერ შევცვლით იმას, რომ არცერთი დღე მენატრება რაც ერთად გაგვიტარებია... ისე გადავუსვი ხაზი ყველაფერს, რომ ეს თავისუფალს მხდის, ვერ შევამჩნიე ეს ფაქტი მანამდე რომ, ალბატროსივით თავისუფალი ვიყავი იმ დროს როცა გავაანალიზე ყველაფერი დასრულდა, ის ტყუილი დასრულდა სადაც ჩვენ ვცხოვრობდით!... მხოლოდ ბედნიერება, სიამოვნება, გართობა... ასეთი ცხოვრება არ არსებობს! .. ასეთი სიყვარული მითუმეტეს არ არსებობს... ჩვენ შორის კამათიც კი არ არსებობდა, ყოველთვის ვცდილობდი ამეხსნა როცა სისულელეს იტყოდი ვცდილობდი შემენარჩუნებინე ისევ შენს გამო, მეგონა ამით დაგამცირებდი, მეგონა შენს რეპუტაციას შევეხებოდი ამით. შეიძლება მხოლოდ იმაზე გვეკამათა სად წავიდოდით დასასვენებლად, ან რა ფილმს ვუყურებდით... ეგეც სულ ერთი იყო ჩემთვის და რაც გინდოდა იმას აკეთებდი ყოველთვის, უდარდელი და აფერისტი ცხოვრება სიყვარული არაა..! რამდენჯერ იჯექი ჩემს კალთაში მაშინ ჩემი გული გადახსნილი, რომ იყო ტკივილსგან... მაგრამ იმ დროს ორივე ვიღიმოდით.... ვერ გეტყვი, რომ სასიამოვნო მოგონებაა. მე შენთვის არცერთი ჩემი რთული პერიოდი არ მითქვამს, იმიტომ რომ არც შენ დაინტერესებულხარ და შენ თითქოს პრობლემები არასდროს გქონდა... ნატო ორივე უკეთეს ცხოვრებას ვიმსახურებთ, ეს შენც კარგად იცი... — შეუჩერებლად სდიოდა ცრემლები ნატოს და ხმას ვერ იღებდა, უნდოდა ეთქვა რამე მაგრამ ხმა ისე ჩახლეჩვოდა სიტყვას ვერ აკინძავდა, იჯდა ჩუმად წამით - საუკეთესო მყავდი უტა... მაგრამ მართალი ხარ... - ეცადე ყველაფერი ცუდი დაივიწყო... ეცადე ცხოვრება შეცვალო, წარსულით არ იცხოვრო ნატო, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ დღეს ან რა სახელი გაქვს ახლა! მთავარია ვინ იქნები ხვალ გესმის?!.. სამუდამო არაფერია სიყვარულის გარდა... მაგას შენ თვითონ მიხვდები მერე... გულდასაწყვეტია ასეთი დასასრული, მაგრამ რომ არა ეს... თავად შეიძლება გვიან მივმხვდარიყავით... ძალიან გვიან... - იცი რა არის სიყვარული? - ვიცი ნატო... უამრავი აუხწერელი გრნობაა სიყვარული ამას ვერასდროს ავხსნი მაგრამ ერთს გეტყვი... მეშინია მისი დაკარგვის! მაგრამ თანახმა ვარ მოვკვდე მისთვის... - აღარაფერი მაქვს სათქმელი, ბედნიერი უნდა იყო... ერთმანეთს გაუფრთხილდით... — მხოლოდ სევდიანად გაუღიმა უტამ, ხელები უშვა, ნიტას ხელში ახლართა თითები, მისთვის არც შეუხედავს წამოდგა და წამოაყენა ნიტაც... წინ წასულს ნელი ნაბიჯებით გაჰყვა უტას, მაგრამ მაგიდას არც მოშორებია შეჩერდა... გახედა ნატოს, ცრემლები რომ შეიწმინდა - ნატო... — ხმაზე ახედა ქებაძეს ნატალიამ, შურიანი მზერა წამებში გადაფარა მისმა ღიმილმა, ახედა და გაუღიმა შეძლებისდაგვარად, - კარგად ხარ? ფერი არ გაქვს, - კარგად ვიქნები... ნიტა... — ფრთხილად დაიდო მუცელზე ხელი და ინტერესიანი მზერა მიაპყრო ალავიძეს... გახედა ნიტამაც უტას და სიტყვები საჭირო აღარ იყო, თავი დაუქნია მხოლოდ თანხმობის ნიშნად უტამ, როცა მიუხვდა ნიტას მრავლისმეტყველი მზერით სათქმელს... - სახლში გაგიყვანთ... — უშვა ხელი ალავიძეს და მიიწია ქალისკენ, სახეზე ხელები ჩამოისვა, ემჩნეოდა მართლაც ცუდად ყოფნა, ფერები შეცვლოდა, - ნატალი კარგად ხარ? — დაიხარა მასთან შეეხო სახეზე ფრთხილად... - კარგად ვარ... თავბრუ დამეხვა უბრალოდ, პირი გამომიშრა... - თავზე რატომ იკიდებ ხელს? - ცოტა მტკივა.... — გასწორდა ნიტა, დიდი ნერწყვი გადააგორა ყელში მხოლოდ და დაბნეულმა მიაწოდა წყალი... გახედა უტას შეშინებული თვალებით - შენ... — დაიწყო მაგრამ ვერ განაგრძო, შიშით შეაჩერდა გვერდით ამომდგარ ალავიძეს მხოლოდ... - კარგად ვარ ნიტა... წადით, მხოლოდ თავბრუ დამეხვა - პირი გამოგიშრა და თავი გტკივა... ეს მხოლოდ ნერვიულობის დროს გემართება ხოლმე?.. — ხმა დაუსერიოზულდა ქებაძეს, თითქოს მკაცრად ჩააჩერდა ქალს თვალებში - ეს ხომ ნორმალურია? - გულიც ხომ არ გერევა ხოლმე?.. — მხოლოდ ცალი წარბის აწევაღა აკლდა ქებაძეს, მკაცრი მშობელივით ედგა თავზე... მაგრამ მისი გული ისე ჩქროლავდა თავად დაკარგავდა გონებას ღელვისგან - წადით უკვე!.. - ორსულად ხარ? — დაიწია მისკენ ნიტა ჩახედა თვალებში, გამომცდელად, მკაცრად რომ მისი მოტყუება არ გაებედა... ჯერ გაკვირვებისგან ეცვალა თვალები, შემდეგ წამით შეხედა გაცბუნებულმა უტას და შემდეგ ჩახარა თავი ქალმა, ხელახლა აუტყდა ტირილი... სახე დაებრიცა ნიტას არა ტირილის წამოსაწყებად, წამით განიცადა ახლა მისი არეულობა, მისი დაბნეულობა მისი ტკივილიც და გახედა ალავიძეს... ქალური სოლიდარობა იყო თუ უბრალოდ ასეთი უანგაროდ კეთილი იყო ქებაძე? იქნებ ზედმეტად ალალი და გულუბრყვილოც იყო, - ნატო... — დასძინა უტამ... იმის შიშით, რომ იტყოდა მამის ვინაობას სადაც შეიძლება მისი სახელიც კი ყოფილიყო - მერამდენე თვეში ხარ? — იკითხა ნიტამ - მესამე - კარგი ნუ ტირიხარ ნერვიულობა შეწყვიტე, მუცელი დაგეჭიმება და ცუდად გახდები... ადექი სახლში გაგიყვანთ... - არ შემიძლია... ბავშვის მოშორება არ შემიძლია.... - არც არის საჭირო მკვლელი გახდე! ამაზე საერთოდ რატომ ფიქრობ? — დაიხარა მისკენ ქებაძე მიეფერა ქალს ხელებზე - ეს ხომ ცოცხალი არსებაა, შენი შვილია ნატო, როგორ უნდა შეგეძლოს მისი მოკვლა? - მაგრამ ხომ გამახსენდება ვისი შვილია?! რაც გამიკეთა? მის მიმართ რომ სიძულვილი მქონდეს? — წამით მილულა თვალები უტამ, როცა მიხვდა მასზე არ საუბრობდა - შეუძლებელია! ის შენი შვილია ნატო, შენი სიხარული იქნება და წამითაც არ გაიფიქრო მკვლელობაზე! დედა ხარ! როგორ შეგიძლია ასეთი რამე თქვა საერთოდ?!.. — წამოაყენა ფეხზე ფრთხილად - ყველაფერი კარგად იქნება! ეს ის ბავშვი იქნება შენ ცხოვრებას რომ საუკეთესოდ შეცვლის... გაგაბედნიერებს! გაუფრთხილდი ნატო... ადექი, წავიდეთ... .... მადლობა გადაუხადა ნატალიამ ნიტას, შეხედა უკან მდგარ ალავიძეს, გაუღიმა მხოლოდ. დამშვიდებული იყო მეტად, დაიმედებული, არც დილემის წინაშე და არც ეჭვებში. ავიდა სახლში, მაგრამ აღარ ფიქრობდა აღარაფერზე თითქოს რაღაც სიმშვიდე ეგრძნო, რაღაც ეიფორია, თითქოს წარსულს მიაბარა ის წყენაც რაც უტას მიაყენა, ენდო სრულად... არ ბრაზობდა ახლა ნიტაზე მისი მადლიერიც იყო, მოეწონა კიდეც ნიტას გულჩვილობა მისი მიამიტობა და ადამიანური სიწმინდე, არ ჰქონდა ბრაზი ან შუღლი, ან კი შური ამ გოგოს მიმართ, მაგრამ უტა იყო მაინც მისი გონების მაცხოვრებელი.... .... - ძალიან დავიღალე... — ხმაურით შეაღო სახლის კარი ალავიძემ... დაღლილს ნიტა სჭირდებოდა ახლა ყველაზე მეტად, მაშინვე წამოდგა ნიტა დივნიდან ღიმილით... - ნიტა... — რომ ვერ მოკრა სამზარეულოში თვალი ოთახში შეიხედა უტამ, მეძებარი მზერით მიმოიხედა ყვრლა კუთხეში, არც იქ დახვდა ქალი, რომლის დანახვაც ეიფორიას მოჰგვრიდა - აქ ვარ... — დასძინა გასასვლელში გასულმა და ალავიძის განათებულ შავ თვალებს ღიმილით შეეგება, - მეგონა სახლში არ იყავი... — მოხვია ხელები, საფეთქელზე ძლიერად მიაკრო ტუჩები და ხელში ატაცებული შევიდა მასთან ერთად ოთახში, დივანზე ჩამომჯდარმა ჩაისვა კალთაში ქებაძე ჩაიხუტა ისევ ძლიერად და ღრმად შეივსო ფილტვები ქალის ნაზი საოცარი სურნელით, ერთბაშად განიტვირთა, ისე მოდუნდა უტა, რომ დაღლაც სრულად გადაავიწყდა, მოშორდა დააკვირდა მის ლამაზ თვალებს... - გევსაძე ვნახე, - გევსაძე? გამიგია მგონი შენთან რომ იყო ერთი პერიოდი და შემდეგ რომ დაგიპირისპირდა არა? - ჰო ეგ არის — კმაყოფილი იყო ახსნა, რომ არ უწევდა, რომ უკვე იცოდა მის შესახებ ქებაძემ, აკოცა ლოყაზე თითქოს დააჯილდოვაო - რამე მოხდა? - რისიც გვეშინოდა ის გააკეთა, რაც კი ჩემგან ისწავლა ზუსტად იმ ინფორმაციით მართავს თავის ციცქნა ბიზნესს, - ანუ კონკურენტი გყავს... - ჩემი ძალებით მებრძოლება,— გაეცინა კაცს - შენ უფრო ძლიერი ხარ!.. რამე უკეთესის მოფიქრება შეგიძლია სულ ერთიდაიგივეც არ შეიძლება, რაღაც ახალი აუცილებელია... ადვილი არ იქნება, მაგრამ ცდად ღირს, თან დარწმუნებული ვარ უმაგრესი გამოგივა... ვფიქრობ ერთ ხაზზე ყოფნა დიდი ხნით მისაღები არ არის, ხოდა მადლობა გევსაძეს მგონი მიგახვედრა კიდეც რომ რაღაც ახალის და ორიგინალურის დროა, - ასე ფიქრობ? - შენი მჯერა... — უყურებდა ალავიძე, გაცისკროვნებული, ამაყი და უგონოდ შეყვარებული, ეიფორიას აეტაცა იმ წამს, უსაზღვროდ ბედნიერი იყო - რა კარგია, რომ მყავხარ ნიტა... — მიეალერსა სახეზე, ეამბორა თითოეულ ნაკვთზე, ფრთხილად კოცნიდა ეფერებოდა ნაზად, - ხვალ გცალია? - გააჩნია რისთვის... - არ გინდა რამე გავსინჯოთ?.. - პაემანია? — გაეცინა ნიტას, - ერთხელ მაინც ხომ უნდა გქონდეს ახალგაზრდობის პაემნური მოგონება... ოღონ არა ისეთი როგორიც ყოველდღე გვაქვს ხოლმე - საერთოდ არ იყო ლამაზად წარმოთქმული... - ჰო ასეთებში მოვიკოჭლებ, - ასეთიც მომწონხარ... — სწრაფად აკოცა ლოყაზე დაიკმაყოფილა მისი სურვილი და წამოდგა მისი კალთიდან, - ხომ გშია? - რამე გვაქვს? - არა გადავწყვიტე მხოლოდ საკუთარი თავისთვის მეზრუნა, რომ მოვედი მე მივირთვი მხოლოდ, — ირონიულად დაემანჭა სამზარეულოსკენ წასული - კარგი მე გავაკეთებ... — წამოდგა ალავიძე, მაგრამ იცოდა ისევ ნიტას ხელით მომზადებული გემრიელი ვახშამი დახვდებოდა.... - დღეს მეზობელი იყო გადმოსული, შაქარი უნდოდა — კისკისით დაიწყო მოყოლა - უკვე დააკლდათ პროდუქტები? დააგვიანდათ არა? — ამრეზილად ჩაილაპარაკა უტამ და მაგიდას მიუჯდა - ნამდვილად დააგვიანეს, სახლშიც შემოვიდა, ყავაც დალია, გამომკითხა ყველაფერი, სულ ნამიოკებით მელაპარაკა, რა კარგი ბიჭი დადის შენთანო, გამეცინა რა უნდა მეთქვა... არ დადის ერთად ვცხოვრობთ, დედას ჩამოსვლამდე არ მინდოდა მარტო დამეტოვებინა სახლი და იძულებული გავხადე ჩემთან დარჩენილიყო-მეთქი — ხარხარებდა ქებაძე ინსტიქტურად საუბარშივე გააწყო მაგიდა და ალავიძის წინ ჩამოჯდა, - რაო? არ გკითხა ქორწილში რატომ არ დაგვპატიჟეო? - ნიშნობა მცირე ხალხში გადავიხადეთ და ქორწილი დედას ჩამოსვლის მერე-იქნებათქო. ღმერთო ჩემო დღეს იმდენი რამე ვიბოდიალე უტა, იმდენი რამ მოვიტყუე გეფიცები ღმერთი დამსჯის - სისრულეში მოვიყვანთ ნუ ნერვიულობ — გაეცინა უტას, - ვაიმე, დედაშენი ალბათ ბედნიერიაო, კი-ძალიან უხარია-მეთქი... ყველაფერზე პასუხი რომ გაიგო წავიდა კარში, რომ გავიდა ვკითხე შაქარს იყიდით თუ მოგცეთ-მეთქი? ვაიმე დედაიე- სულ გადამავიწყდა-ო — ახარხარდა ნიტა, - პარაზიტი — აჰყვა უტაც.... თანაცხოვრება საკმაოდ მსვიდი და სასიამოვნო აღმოჩნდა მაგრამ, დროც ისე ჩქარა გადიოდა სულ ვერ გაიაზრეს როგორ მიიწურა ორი კვირა .... დილა ადრიან ამდგარიყო ქებაძე, მოაწესრიგა სახლი და ხვდებოდა, რომ სულ რაღაც ორ დღეში უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ცხოვრების ახალი ეტაპის გამოცდისა... ღელავდა თრთოდა, ცქმუტავდა, ვერაფრით ისვენებდა... ცხელი ყავა ჩამოასხა ფინჯანში და ჩამოჯდა სამზარეულოს ბართან... ფიქრობდა ურთიერთობაზე, ყველაფერი დალაგებულიყო უტას არცერთ გრძნობაში ეპარებოდა ეჭვი, არც საკუთარ გრძნობებში, მაგრამ რაღაც აბრკოლებდა, რაღაც აშინებდა მაინც, ალავიძეს შესახებ, მხოლოდ მცირედი იცოდა... იცოდა რომ თბილისს უნდა ჩამოშორებოდა და არ იცოდა რა მოელოდა წინ... ხმაურზე გახედა კარებში მდგარს, ეცვალა მზერა წამით, წელს ზევით შიშველზე, ხარბად აათვალიერა ალავიძის უზადო სხეული, ახალი გაღვიძებული, იფშვნეტდა თვალებს, გაეღიმა ნიტას - ასე ადრე რატომ გღვიძავს? - გამეღვიძა, — დააკვირდა ისევ დაუდევრად სამზარეულოში შესულს... წყლის სურა რომ გამოცალა თითქმის, - მგონი მთელი ერთი კვირა უწყლოდ მყავხარ — გაეცინა ნიტას და ალავიძის ყელში კოცნა ვიზუალურად დააიგნორა, სასიამოვნოდ გააჟრიალა მხოლოდ, - დღეს საღამოს 6 ზე მოგიტაცებ, - 7ზე დავასრულებთ შეხვედრას, - რა შეხვედრას? - ქორეოგრაფებმა გადაწყვიტეს შეხვედრა დღესაც, რაღაცეები იცვლებაო და ვერ გავიგე რა ხდება, მგონი მე და ნიკა ერთად აღარ ვიქნებით, არ ვიცი რა იქნება... - დაღლილი არ იქნები? - შენთან დასასვენებლად გამოვალ ხოდა, - იქვე მოგაკითხავ და წამოგიყვან მაშინ, - კარგი, დაგირეკავ და გეტყვი მერე სად ვიქნებით, - დღეს რეპეტიცია რომ გქონდა? - მხოლოდ სტუდიას ჩავუტარებთ, მომზადებაც მინდა პირდაპირ რესტორანში არ მივდივართ სასტუმროში ავალთ იქ ჰქონიათ რესტორანი შეხვედრებისთვის და ძალიან მეზარება.... - ყველაფერი გამოგივა - ხალხმრავლობას ვერ ვიტან... - გინდა გამოგყვე? - მინდა მაგრამ არავის არავინ მიჰყავს, მხოლოდ ქორეოგრაფები ვიქნებით, - ადრე მოვალ და თუ შეძლებ მალევე წამოსვლას გამოექეცი, — საუბარშივე მოიმზადა დილისთვის ლუკმა ალავიძემ, - უტა... - გისმენ - ხვალ დედა ჩამოვა... - მშვენიერია, ისედაც ძალიან გენატრებოდა, - შენ?.. - იმაზე თუ ღელავ მე სად წავალ, გაგახსენებ რომ სახლი თბილისშიც მაქვს - ეგ რა შუაშია?! - აბა რა გინდა ნიტა? - არაფერი, ამ თემის წამოწყება არ ღირს... - ხვალ დედაშენი ჩამოვა მოისიყვარულე მასთან დარჩი, მეც გავიცნობ და ზეგ ჩემთან წაგიყვან... - რა შუაშია წაყვანა, ახლა ქონება უნდა დამათვალიერებინო და გგონია რომ მაგით გადავწყვეტ მე შენ ცოლად გამოგყვები თუ არა? გგონია შენი მატერიალური სამყარო გადაწყვეტს ჩვენს ერთად ყოფნას? - ეს არ მითქვამს ნიტა შენთვის... - ერთიდაიგივეა, მე უბრალოდ ვიაზრებ რას ნიშნავს ოჯახი და რა პასუხისმეგბლობები ეკისრება მას. რთულია ამაზე ფიქრი... მხოლოდ ეს არის... - გინდა თქვა რომ ქორწილი არ გინდა? - სხვა რამ ვთქვი მაგრამ ეგეც, დაახლოებით... — ჩაილაპარაკა ჩუმად, უტამ კი გემრიელად შეჭამა მისი აწყობილი ბურგერი, მცირედ ჩაიცინა და გაჩუმებულს დააკვირდა - მაგაზე ვერ შევთანხმდებით - კარგი რა რა საჭიროა? - რომ შემეძლოს მთელ დედამიწას გავაგებინებდი რომ ჩემი ცოლი ხარ, - ჯერ არ ვარ! - ხომ იქნები... - ქორწილის საჭიროებას მაინც ვერ ვხედავ, - დედაჩემი ჭკუიდან გადავა თუ ქორწილი არ გვექნება, შენც გიცნობს და მეც... მეც არ მომწონს ის ფაქტი რომ არც კი იცი რას წარმოვადგენ, მაგრამ ასე მოყოლა სისულელეა ნიტა თავად უნდა ნახო, თავად უნდა გაიგო, არ მიმყავხარ იმიტომ რომ ჩემი ქონება ნახო, იმიტომ მივდივართ, ჩემს გვერდით რომ იყო, რომ კარგად გამიცნო, ყველანაირი შემისწავლო, შენც კარგად იცი რომ სულ რომ 4 წელი ვიყოთ ერთად და თუნდაც ყოველდღე ვხვდებოდეთ ერთმანეთს მაინც ვერ გამიცნობ ისე კარგად როგორც ერთ კვირაში თანაცხოვრებისას, პატარები აღარ ვართ ორივე გავუგებთ ერთმანეთს სამომავლოდ გავუძლებთ თუ არა, დამაკვირდები მეტად გაიგებ, ჩემს ნაკლს შეეგუები თუ ვერ შეძლებ გაუძლო ამ ჩემ მინუსს. იქაც, შენით უნდა შეისწავლო ის ცხოვრება რაც იქ მაქვს, მერე შენით მიხვდები რომ საჭიროა ქორწილიც კი, მე კი მინდა ყველამ გაგიცნოს, როგორც ჩემი ცოლი... - კარგი, მაგრამ ცოლად არ გამოგყვები მანამ სანამ ქართულის ცეკვას შეუდარებლად არ შეასრულებ! - რა უცებ შეიცვალა თემა და თან როგორი პირობები წამოვიდა უკვეე... — გაეცინა ალავიძეს - დიახ! ქორეოგრაფი ვარ რას ქვია არ მაცეკვებ?! - არჩემამ არ გითხრა, რომ 8 წელი ვცეკვავდი და ქართულის სოლისტიც ვიყავი? - რა?! — შეკივლა ლამის, გაცბუნებულს გაუდიდდა თვალები, შოკის მომგვრელი იყო ქებაძესთვის, შემდეგ გაკვირვებისგან ბაგეები რომ დაეშორებინა ერთმანეთისთვის, სწრაფად დახურა პირი, შეათვალიერა წინ მჯდომი და გაახსენდა რომ ალავიძეს უზადო და შეუდარებელი სხეული ჰქონდა ცეკვისთვისაც, - ჰო... - რატომ არ მითხარი აქამდე... - საჭიროდ არ ჩავთვალე, - მაგრამ შენ თუ იცოდი რომ მე ქორეოგრაფი ვიყავი გეთქვა თუ ცეკვავდი შენც! ეს ხომ სასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა! - ეგ ბავშვობაში იყო... — სულერთიას მიმიკებით, დაუდევრად ჩაიქნია ხელი - მერე რა?! და თან ქართულის სოლისტი თუ იყავი აშკარად კარგად ცეკვავდი, რატომ არ გააგრძელე? - უნივერსიტეტში ჩავაბარე, მუშაობა დავიწყე დრო აღარ მქონდა, სერთიფიკატიც მაქვს ცეკვის კურსის დასრულების 4 წლიანი... - ზედმეტად საიდუმლოებით მოცული ხარ არა? - მე შენ არაფერს გიმალავ... ესე უბრალოდ ყველაფრის მოყოლა სისულელეა, ნახე მოულოდნელობისგან რა საყვარელი რეაქციები გქონდა? ყოველ თემაზე თითო თითო ახალ ამბავს გაიგებ ჩემზე — ნაზად აჰკრა ნიკაპქვეშ თითები, ეამბორა ლოყაზე და სამზარეულოდან საქმიანად გავიდა... დატოვა გაკვირვებული კმაყოფილი მგზნებარებისგან ნიტა ოთახში... ...... ფართო დარბაზში, გემოვნებიანად გაშლილიყო გრძელი სუფრა, კედლებსა და ინტერიერის დიზაინს წითელი ფერი მეტად შეჰფერვოდა, საქმიანი აურა ტრიალებდა უზარმაზარ ოთახში. იჯდა ნიტა მაგიდასთან ერთ მხარეს მხრებში გამართული საკმაოდ ლამაზი ქალბატონი უმშვენებდა გვერდს... მეორე გვერდით კი ნიკა ეჯდა, უსმენდა მომაბეზრებელ ისედაც მისთვის ნაცნობ ლექციის დასასრულს და მონოტონურად ათამაშებდა თითებს. ლექციის შემდეგ მშვიდ მუსიკაზე როკვას მიეცათ თავი, მხიარულად აქციეს დამღლელი საღამო უფროსმა პედაგოგებმა... იჯდა ქებაძე და ყოველ წუთში ელოდა ალავიძეს ზარს, რომელმაც დიდხანსაც არ დააყოვნა, თითქოს იგრძნო ნიტას მოლოდინი - მაპატიეთ — წამოდგა ფეხზე და უმალ გააჭრა აივანზე, ცქმუტავდა სიხარულისგან, ელოდა ეტყოდა რომ უკვე ადგილზე იყო და სასწრაფოდ გაშორდებოდა ამ ადგილს - რასშვები, ერთობი? - კარგ ხასიათზე ხარ აშკარად — გაეღიმა ნიტას, მამაკაცის ტონში რომ ამოიცნო კმაყოფილება - კი კი... სად ხარ აბა? ახლა გამოვედი, მანამდე ვერ მოვიცალე, ძლივს დავუსხლტი ოთკობიას — აუტყდა სიცილი - კიდევ კარგი დაუსხლტი, მისამართს მესიჯად მოგწერ, ზედა სართულზე ვართ - ნიტაა... — არ აცადეს ქებაძეს სიტყვის დასრულება, ჩაეჭრა აივანზე გამოსული ქალი საუბარში, - ოთახებში რომ შემოხვალ 402 ოთახია უტა... — საჩქაროდ მიაძახა და სწრაფად გათიშა, დაიბნა წამით ალავიძე, ვერ გაიგო ნომერი კარგად, მაგრამ კითხვის შებრუნება ვერ მოასწრო ისე ცქვიტად გათიშა ნიტამ - რატომ გაგვეპარე? - დამირეკეს და უნდა მეპასუხა — ანიშნა ტელეფონზე ღიმილით და გახსნილ ნომერს მაპი ჩაუგდო, - ხომ არ მოიწყინე? ვერ ერთობი ჩვენთან ვერასდროს — სიგარეტი მოიქცია ქალმა ტუჩებს შორის - არა რას ამბობთ უბრალოდ არ ვარ დიდად მიჩვეული ასეთ ადგილებს, - ახალგაზრდა გოგო ხარ, გართობას უნდა მიეჩვიო, მერე ყველაფერი შეიცვლება ისედაც... - ჰო მართალი ხართ — გაუცინა და აათვალიერა გემოვნებიანად ჩაცმული, წითელ კაბაში გამოწყობილი ეშხიანი ასაკიანი ქალი, - გათხოვილი ხარ? - არა... - მშვენიერია, კარგ ბიჭს ვიცნობ... გაგაცნობ ერთ დღეს... - გათხოვილი არ მქვია ჯერ მაგრამ დანიშნული ვარ — მორცხვად გადაიწია თმა ყურსუკან და მადლობაც გადაუხადა ალავიძეს, გარიგების მსხვერპლი, რომ არ გახდა - ოჰო! რას ელოდება მერე შენი ბიჭი? - და არ ჩქარობს? — ჩაიქირქილა თავისთვის, – უკვე აღარაფერს, მინდოდა კიდევ მეტი დრო მქონოდა მაგრამ, ალბათ ასე უკეთესია, - შეყვარებულობანას თამაში წლები სისულელეა მე თუ მკითხავ, მერე გამოხტება ხოლმე რაღაც და შორდებიან... ოჯახი შენარჩუნებადია, სხვა პასუხისმგებლობა აქვს და თან სხვა მიჩვევა, შენგან შორს რომ არ არის, სხვანაირად უდგები მის ყველა ხედვას ყველა სიტყვას და ყველა მოქმედებას, იცი როგორი დაღლილია და მისი უხეში სიტყვაც არ გეწყინება იმიტომ რომ გაუგებ, დაღლილია... მაგრამ როცა გარეთ გამოსულს წამოცდება უხეში სიტყვა ცხადია შენც უხეშადვე ეტყვი რადგან არ იცი რითი დაიმსახურე მისი სიუხეშე... მოკლედ! ასეთი უამრავი ნიუანსია ნუ გაწელავ... ოჯახი კარგია! გააჩნია სწორ ოჯახს შექმნი თუ არა და ეს შენზეა დამოკიდებული... ქმარია, მაგრამ პრინციპები ყოველთვის არსებობს, არც მას უნდა დაავიწყო ეს... - დიახ... გასაგებია... მადლობა რჩევისთვის, — ერიდებოდა ამ ქალის ქებაძეს, მოკრძალებულად უქნევდა თავს, ძლიერი ხმა ჰქონდა გვერდით ამომდგარს მომთხოვნი და მკაცრი, თან ისე გულით საუბრობდა ეს უკანასკნელი რომ დამორცხვებულს მეტის თქმა არც შეეძლო, - ჩვენ ბარში უნდა ჩავიდეთ, ზაზა არ მოდის ჯერ ვიღაცას ელოდება შენ რას იზამ? - მე? მეც ველოდები და თქვენ წადით, კარგ გართობას გისურვებთ... - კარგი! როგორც შენ გინდა... — მოტრიალდა ქალი დინჯად მოხდენილად, დააპირა წასვლა მაგრამ შეჩერდა მხარი მხარში გაუსწორა ნიტას და მხარზე გახედა, - შშშ, — მიიქცია ქებაძის ყურადღება ხმაურით - არც კი მოგინდეს საკუთარი თავის შეშინება რომ ცუდია დაოჯახება... ნამდვილი სიყვარულის გვერდით ჯოჯოხეთიც კარგია!.. — დასძინა და დელიკატურად, მოხდენილად დატოვა აივანი... თვალები ააატრიალა ქებაძემ გაკვირვებისგან დაძაბულობისგან და სკამზე ჩამოჯდა, უმალ გაუგზავნა ალავიძეს მესიჯი, რომ მხოლოდ ის და ზაზა რჩებოდა ნომერში.... დიდხანს ელოდა ალავიძეს, რომელიც აგვიანებდა, ყველა წავიდა, მაგიდის ლაგება დაიწყეს დიასახლისებმა იჯდა ნიტა კუთხეში ჩაერგო ტელეფონში თავი მორიდებულს და ჩუმად აპარებდა ხოლმე ასევე ჩუმად მჯდომი მამაკაცისკენ თვალს, - ვინმეს ელოდებით თქვენც? — იკითხა მამაკაცმა და მოკრძალებულად გაუღიმა ქებაძეს - დიახ, ალბათ ახლა მალე მოვა... - უხერხულად, ხომ არ ხართ? ასე ჩუმად რომ ვარ, მეც ჩემს ცოლს ველოდები ნომერშია და აქედან უნდა გადავიდეთ მეორე კორპუსში, — სხვათაშორის უთხრა, რომ ნიტას დაძაბულობა შეემცირებინა - არა, რას ამბობთ... გასაგებია — გაუღიმა თავადაც, - დაგეკითხებით... თქვენ რომელ ანსამბლს ასწავლით?.. შეიძლება თქვენსკენ გადმოვჯდე? ასე შორიდან, რომ არ გესაუბროთ... — წამოდგა დინჯად და მაგიდასთან ნიტას მოპირდაპირედ სკამის გამოტოვებით ჩამოდგა - რა თქმა უნდა დაბრძანდით...— შეიშმუშნა უხერხულად და ჩამომჯდარს დააკვირდა... .... ეს ქალაქის ჯოჯოხეთი იყო, ავტომობილით გადავსებული მანქანები, უამრავი შუქნიშანი, რაც კიდევ მეტად არ აძლევდა საცობს დაშლის საშუალებას, მოყოლილიყო უტა ამ ჯოჯოხეთში და თითქმის 40 წუთი უნდებოდა 2 კილომეტრის გავლას, ათამაშებდა მონოტონურად თითებს საჭეზე და ცდილობდა თავის ხელში აყვანას და მაინც მოთმინებით ელოდა, როდის გაახწევდა აქედან... სადარბაზოში რომ არავინ დახვდა დაგვიანებით მისულს, მანქანა საიმედო ადგილას დააპარკინგა, მაინც ეჭვიანად მოავლო თვალი ადგილს, სადმე ხომ არ იჯდა ლოდინით დაღლილი, ზარი გაუშვა... დიდხანს ელოდა... არავინ უპასუხა, მესიჯიც მიწერა დაელოდა ისევ, მაგრამ ამაოდ... მერე გაახსენდა ქებაძემ ოთახის ნომერი რომ მიასწავლა... ავიდა მეორე სადარბაზოში, უზარმაზარი იყო სასტუმროს ნომრებიც... სასტუმროს 202 ნომერს რომ მიაგნო მოკრძალებით დააკაკუნა კარებზე, არავინ რომ არ გასცა პასუხი ამ ლაბირინთივით სართულზე თავად შეაღო კარი, წითელ ხალიჩას გააყოლა თვალი და გახედა გრძელ დახვეწილ და განათებულ კორიდორს, დაბნეულმა აატრიალა თვალები და შეაბიჯა შიგნით, რამდენიმე მეტრის მოშორებით ვიწრო დერეფნის ბოლოს დახვდა კიდევ ოთახის კარი 202 ნომრით, გაუკვირდა, რა საჭირო იყო, მატყუარა შესასვლელი, თუ კი ისევ ამხელა დერეფნის გავლა მოუწევდა. რაც უფრო უახლოვდებოდა მით უფრო ერსობოდა ეკალი გულში, რაც მეტად უახლოვდებოდა კარებს მით მეტად ძლიერდებოდა ოთახიდან გამომავალი ხმა, ეს ხმა არც უხერხულობის, არც მარტოობის და არც ლოდინის გამომხატველი ხმა იყო, ერთობლივ ისმოდა ქალისა და მამაკაცის ხმა, ქალის კისკისი, შემაჩერებელი ხმები, რომ შეიძლებოდა ვინმეს დაენახათ, ვინმე შესულიყო, მამაკაცის უკმაყოფილო გმინვაც ისმოდა, კოცნისგან გამოწვეული ხმები ურცხვად აჭრიდა ოთახიდან შიგადაშიგ... გაქვავდა ალავიძე, გადაამოწმა ტელეფონი, წაიკითხა ნიტას მესიჯი, წარსულის გამოცდილი შიშისგან მოეწურა გული, მისი ბედი იყო ალბათ სწორედ ამ დროს მისულიყო, ან კი სწორედ ამ დროში წაესწრო წყვილისთვის ეს იყო მისი ცხოვრების დამანგრეველი მომენტი თითქოს, " მე და ზაზა ვრჩებით ოთახში მალე მოდი გთხოვ" შემდეგ გამოტოვებული ზარი და უნახავი მესიჯი გადაამოწმა... სახე დაებრიცა, ტკივილისგან, იმედგაცრუებისგან, მაგრამ უწინდელთან განსხვავებით ახლა ფეხებში ბლანტი იგრძნო, წებოვანი სითხე და წამით ძალაც დაკარგა... ვერ შეძლო შესვლა, ვერაფერი შეძლო შიში იგრძნო, თითქოს რაღაც ძლიერად უჭერდა ყელში და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა... კარებს დაეტაკა, არ დაიჯერა, მაგრამ იმდენად შეეშინდა იმდენად ეტკინა ვერ შეძლო კარის გაღება, არ ეჯერა, მაგრამ წარსულის გამოცდილება აჯერებდა, ვერ გაბედა კარების გაღება, ვერ შეძლო, იქ რომ ნიტა დაენახა, იქ რომ მართლა საყვარელი ქალი დაენახა, სულს დატოვებდა, ვერ შეძლებდა მის დანახვას... დაბლა დახრილი თავით უფერო, უილაჯო, ძალებ გათანგული, გაყინული და გაქვავებული გამოვიდა დერეფნიდან... ადგილზე შეყინული უყურებდა წითელ ყავისფერი ორნამენტებით მოქარგულ ხალიჩას... დახედა აკანკალებულ ხელში დაჭერილ ტელეფონს და აშტერდებოდა მესიჯებს, კითხულობდა ყოველი წაკითხვისას ხელახლა, მაგრამ ერთ სიტყვას ვერ იაზრებდა რა ეწერა მესიჯში - აქ ვარ!.. — ეს ხმა, ნაცნობი, საამო და სანუკვარი ხმა იყო, უტასთვის სიცოცხლის ტოლფასი, ყურებს აღარ უჯერებდა, ისევ შეეშინდა უკან ვერ გაიხედა. - უტა! — დაიძახა ისევ... თავად ამოუდგა ქებაძე ალავიძეს გვერდით, ღიმილით მოხვია ხელი მკლავზე და შემდეგ შეაჩერდა ფერწასულს, ეცვალა სახე ელვისსისწრაფით და წინ ჩამომდგარმა მოიქცია მისი სახე ხელებში, - რა გჭირს? რა ფერი გაქვს?.. — ნაზად დაუსვა სახეზე ხელები შეშინებულმა, მის შუშის თვალებზე კიდევ მეტად დაიბნა, - უტა რა გჭირს? ამოიღე ხმა! მოხდა რამე? — უტა დუმდა ენა გადაეყლაპა, უყურებდა მხოლოდ შუშის თვალებით, ჯერ ვერ გამოსულიყო მდგომარეობიდან დაწყებლილი ფეხი ჰქონდა ამ უკანასკნელს - უტა ნუ მაშინებ თუ ღმერთი გწამს! რატომ დაგაგვიანდა? რა გჭირს?.. — უყურებდა ქებაძეს შეშინებულ თვალებს როგორ უმოწმებდა ტემპერატურას ხელით, რომ ვერაფერს გახდა არც დაფიქრდა ისე გაარტყა სილა, - გამოფხიზლდი! — უყვირა და შემდეგ შეაჩერდა მის თვალებს, თითქოს გონზე მოსვლასთან ერთად მისმა სახემაც დაიწყო შეფერვა, - უტა!.. - სად იყავი?.. — ძლივს ამოიღო ხმა ალავიძემ - სად ვიქნებოდი? რა დაგემართა? - 202 კაბინეტში არ იყავი? - 402 უტააა! 402! რა ნახე ასეთი?! — თითქოს გაერკვა სიტუაციაში დამშვიდება იგრძნო მანაც, გახედა კარებს წამით, - როგორ ხარ ახლა? წყალი გინდა? - კარგად ვარ... — ჩამოისვა მძიმედ სახეზე ხელები, - რა ჯანდაბა ნახე იქ? — ხელები სრულად შეუშვა ქებაძემ წავიდა ოთახისკენ, ძლიერად სწვდა მუცელზე ალავიძე და დააბრუნა ისევ უკან, ისევ მის წინ, - არაფერი მინახავს!.. — შემდეგ ჩახედა წმინდა თვალებში ერთბაშად შეივსო ახალი ძალებით, აქამდე რომ არ განეცადა, - მაინც რა დაგემართა? — დაუმშვიდდა ხმა ნიტასაც, ძველებური ალავიძე რომ დაბრუნდა მის წინ - რომ ვერ გნახე, არც მიპასუხე, მერე ჩავიფიქრდი უბრალოდ, — ვიცი რომ მატყუებ, მაგრამ ალბათ ასეა საჭირო! იცოდე რამე თუ სერიოზულია რამეს თუ მიმალავ!.. - არაფერს გიმალავ... კარგად ვარ.. უბრალოდ ვერ გნახე და... - კარგი!.. რატომ დააგვიანე? - საცობში მოვყევი - ახლაც ასე იქნება არა? — დაებრიცა სახე დაღლილს, - ნელ-ნელა დაიშლებიან, ძალიან დაიღალე? - აუტანელი იყო ეს ლოდინი, ზაზასაც მოაკითხა ცოლმა და მთელი ეს დრო გამოვყრუვდი კინაღამ მარტო - გინდა სახლში წავიდეთ? — დახედა გვერდით ამომდგარს, - კი, მაგრამ? შენ ხომ გინდოდა, რომ... — შეემჩნა მის ტონს დაღლაც სახლში მყუდროებაც რომ ერჩივნა, მაგრამ თან ალავიძის სურვილი ახსოვდა, მათ ხომ უკვე გადაეწყვიტათ, - ხომ დაიღალე? - მაგრამ შენთან ერთად შემიძლია... - კარგი! — თქვა და გაჩუმდა. უცნაურად ახედა ქებაძემ, მთელი ეს დრო ეუცნაურებოდა ალავიძე, მაგრამ არ იცოდა ეს ცვლა საშიში იყო თუ მხოლოდ დაღლილობის ბრალი იყო... მისი სიჩუმე ეწყინა თითქოს, რომ არ შეეწუხებინა მანძილიც მცირედ გაადიდა მათ შორის, აქამდე თუ მხარზე ეხებოდა სიარულისას ახლა ისე ჩამოშორდა, რომ მცირედაც არ შეხებოდა... კიბეებს, რომ ჩაუყვნენ ჩუმად, მისაღების უზარმაზარ დარბაზში, ხალხი არეულიყვნენ, ბევრი მიმოდიოდა, ზოგიც დაბნეული, ზოგიც ახალი დაბინავებული და ზოგიც დამათვალიერებელი... წინ წასულმა ალავიძემ მცირედ გასწია უკან ხელი შეათამაშა თითები მინიშნებით, არც გამოპარვია ნიტას ეს მისი მანერა, ერთბაშად გაუნათდა სახე, დაეწია თუ არა გახლართა მის ხელში თითები... - სახლში გირჩევნია ხომ ასეა? - შენთან ერთად ყველგან უტა... - ყველაფერი ვიყიდოთ, მზაც, ჩქარი მოსამზადებელიც და სახლში მივირთვათ, თანახმა ხარ? — ნიტას გაეღიმა დაუქნია თავი მხოლოდ.... ურომანტიკო პაემანი .... - ძალიან ლამაზი გამოვიდა მგონი... — დააჩერდა ალავიძე მაგიდას კმაყოფილი - როგორ გეტყობა რომ რომანტიულობის მცირედი არ გაგაჩნია, — ახარხარდა ნიტა და სანთელს ცეცხლი მოუკიდა... - ეს აკლდა არა? — ახედა გვერდით მდგარს, - შეიძლება ესეც აკლია... — ასწია მარჯვენა ხელი, მიიქცია ნიტას ყურადღება წაიღო ნიტასკენ აუჩქარებლად და ცქვიტად მაგიური ილეთით არსაიდან გააჩინა გრძელი წითელი ვარდი, რომელიც ნიტას ჯელტმენურად მიაწოდა. გაცბუნებულმა შეხედა წამით გაეღიმა ქებაძეს - ყოვლისშემძლეც ყოფილხარ — გაეცინა და კმაყოფილმა გამოართვა ვარდი ხელიდან, - ნელ-ნელა გამოვასწორებ... ვიქნები ერთ დღეს რომანტიულიც, - ალბათ შენი ძალებით... - რა თქმა უნდა, შენ ჩემზე უარესი არარომანტიული ხარ... - ცდები ჯელტმენო... — აუფახურა წამწამები მამაკაცს და მის გამოწეულ სკამზე მოხდენილად ჩამოჯდა, — გულის სიღრმეში ძალიანაც მომწონს მცირედი, მაგრამ თუ კი ზედმეტად რომანტიული იქნები დაგშორდები... - იდეალური მუქარაა, — ჩამოჯდა მის წინ და გულიანად გადაიხარხარა ქებაძესთან ერთად... იყო მშვიდი, საღამო ერთმანეთის გაცნობით, ჰყვებოდნენ ამბებს, რაც ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, იცინოდნენ და ერთმანეთით იღებდნენ ულევ სიამოვნებას... ძლიერ ენერგიასა და ძალას. დროებით გაჩუმდნენ, მშვიდად მიირთმევდა ნიტა, იღიმოდა მცირედ , მაგრამ სულაც არ ყოფილა ეს სიჩუმე უხერხული, მათს ფონზე მეზობელს ჩაერთო მშვიდი სასიამოვნო მუსიკა და უმშვენებდა საღამოს ლამაზი ჰანგები წყვილს... მიირთმევდა ორივე სიმღერის ფონზე ღიმილით და ჩუმად თითქოს ესეც გეგმის ნაწილი იყო, მოულოდნელად ალავიძემ ულამაზესი ყუთი ამოიღო მაგიდაზე დადო და შეაჩერდა ნიტას უცვლელ სახეს თავად კი განაგრძო მოკრძალებულად საჭმლის მირთმევა, მოსვა ნიტამ ღვინო და ყუთი ხელში აიღო მოჰხადა თუ არა თავი ისე ლამაზად განათდა, თვალებიც აუციმციმდა იმ წამს, ულამაზესი ბრილიანტის ბეჭედი იწონებდა თავს ასევე ლამაზ ყუთში, გულის ჩქროლვა დააიგნორა, ის გაკვირვებაც ბეჭედი ძვირადღირებული და თანაც ბრილიანტის რომ იყო. ამოიღო ფრთხილად და გაიკეთა თითზე დააქნია თავი თანხმობის ნიშნად ჩანგალი აიღო ისევ და გემრიელად განაგრძო მირთმევა, გული ისე უცემდა გონებას დაკარგავდა იმ წამს ღელვისგან, მაგრამ უტას მომღიმარ სახეს რომ შეაჩერდა, ღიმილის დასამალად მოსვა ღვინო ისევ... სკამის საზურგეს მიეყრდნო ალავიძე, შეაჩერდა ქებაძეს და უნებურად აუტყდა სიცილი ნიტასთან ერთად... ისე ხარხარებდნენ მთელს კორპუსს ესმოდა - რა გაცინებს? — იკითხა ნიტამ - შენ რომ იცინი მაგიტომ ვიცინი, - მე შენ სიცილზე ვიცინი... - პირველი შენ დაიწყე, - შენ გაგეცინა პირველს... — გაგრძელდა მათი ხარხარი დიდხანს, მეზობლის სახლიდან კი ახალმა მშვიდმა ჰანგებმა ინაცვლეს, ღრმად ამოისუნთქა და ძლივს დამშვიდდა უტა. წამოდგა გაუწოდა ხელი ნიტას, რომელმაც უმალ შეაგება მის ხელს ხელი, წამოდგა მასთან ერთად მოჰხვია კისერზე ხელი და ნაზად აარხია მასთან ერთად ტანი ღიმილით.. - ოდესმე ვინმეს, რომ ეთქვა ცოლს მოიყვანო, დავემანჭებოდი და ვეტყოდი რომ სიზმრებით დამტკბარიყო... — მშვიდი ხმით დაიწყო ალავიძემ საუბარი, ნიტას შუბლს ეკრობოდა შუბლით და მის წელზე ნაზად შემოეხვია ხელები, - მერე, რომ ეთქვათ, რომ თითზე ბეჭედს თავისით გაიკეთებდა, სახეში დავცინებდი... - ვინმეს, რომ ეთქვა ერთი ნახვით შეგიყვარდებაო, ფსიქოლოგთან ვიზიტს ჩავუნიშნავდი... — აჰყვა ნიტა - 5 წამი!.. - მხოლოდ 5 წამია საჭირო ვინმე შეგიყვარდეს... — დაასრულა უტას სიტყვები და გულზე მიეხუტა.... საოცარი ქიმიითა და ნეტარებით სავსე აურათი შეივსო ოთახიც, სიმშვიდე სუფევდა მხოლოდ და თბილი, სასიამოვნო ჰანგები მეზობლის სახლიდან... გამარჯობა♥️ სამწუხაროდ დრო არ მქონდა იმისთვის რომ გადამეხედა, მეტად განმევრცო და დიდგვაროვანი სიტყვებით ჩამენაცვლებინა, მაგრამ ამასაც არაუშავ წესით, გამიხარდება თუ თქვენს აზრს გამიზიარებთ... არის ისევ ისეთი საინტერესო როგორც თავიდან? თუ როგორც თურქულ სერიალებშია მეორე სეზონის არევ-დარევა ისე გამომივიდა?😂😂 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


