ზავი საკურთხველთან [დასასრული]
რამდენიმე კვირა ისე გავიდა, თვითონაც ვერ შეამჩნიეს,მათი ცხოვრება უცნაურად დალაგდა. დილა ისევ ყავით იწყებოდა, ოღონდ ახლა ანდრეი უკვე აღარ ელოდა, როდის გაუკეთებდა ანინე, რადგან ზოგჯერ თვითონ უმზადებდა და საწოლთან მიჰქონდა.ზოგჯერ კამათობდნენ, ზოგჯერ მთელი დღე ერთმანეთისთვის ერთი სიტყვაც არ ჰქონდათ ნათქვამი,ზოგჯერ კი ისეთი მშვიდი საღამოები ჰქონდათ, როცა ანინე დივანზე მოკალათებული წიგნს კითხულობდა, ანდრეი კი მის გვერდით იჯდა და ლეპტოპში მუშაობდა. არც ლაპარაკობდნენ, მაგრამ სიჩუმე აღარ იყო მძიმე. ერთ საღამოს ანინემ წიგნი დახურა და ბიჭს გახედა: -ანდრეი. -ჰო? -ჩვენ ახლა...ვინ ვართ? ანდრეიმ ლეპტოპიდან თავი ასწია: -ცოლ-ქმარი. -ეგ ვიცი. -მაშინ რატომ მეკითხები? ანინემ ჩაიღიმა. -არ ვიცი,უბრალოდ ადრე იმიტომ ვიყავით ერთად, რომ სხვა გზა არ გვქონდა. ახლა კი..., -გოგომ წინადადება ვერ დაასრულა... ანდრეიმ ლეპტოპი დახურა: -ახლა იმიტომ ხარ ჩემთან, რომ გინდა? ანინემ რამდენიმე წამს უყურა: -ალბათ ჰო. ამ ერთმა სიტყვამ ანდრეის სახეზე ისეთი ღიმილი გამოიწვია, იშვიათად რომ ჩნდებოდა: -მაშინ დანარჩენს სახელი არ სჭირდება. ანინემ თავი მის მხარზე ჩამოდო: -იქნებ სჭირდება. -როცა მოიფიქრებ, მითხარი. -შენ თვითონ ვერ მოიფიქრებ? -ურთიერთობებში ვერ ვერკვევი. გოგონას გაეცინა: -პირველად აღიარე, რომ რაღაც არ იცი. -არ გაავრცელო, - თვალი ჩაუკრა ბიჭმა. -დავიძინოთ, ანდრეი? -ასე ადრე? სხვა რაღაცეებით ხომ არ დავკავდეთ? - ეშმაკურად მიუგო ბიჭმა. -ოჰოო, გააჩნია რას შემომთავაზებ, - მომნუსხველი მზერით შეხედა ანინემ და ტუჩებზე წაეტანა. -ანინე, ბოლოს რომ ასე წავიდა მოვლენები სტუდიაში წასვლა და დამალვა მოგინდა, - დასცინა ბიჭმა. ანინესაც გაეცინა: -მაშინ არ ვიცოდი..., მაგრამ ახლა ვიცი, - ამოილაპარაკა გოგომ. -რა არ იცოდი, ანინე? -რომ მიყვარხარ. ბიჭი გაოცდა, შემდეგ გაუხარდა, ბოლოს ხელი სტაცა გოგონას და ოთახისკენ წააბრძანა: -იცოდე ვეღარ გავჩერდები. -არ გაჩერდე, - გადაიკისკისა გოგონამ. ამ დღის შემდეგ ანინემ საკუთარ თავში უცნაური ცვლილებები შეამჩნია, დილაობით ყავის სუნი აღარ სიამოვნებდა,ხშირად იღლებოდა, ზოგჯერ შუა საუბრის დროსაც კი უეცრად ეძინებოდა. ერთ დილას კი სამზარეულოში იდგა და მაცივრის წინ გაშტერებული იყურებდა, ანდრეი ოთახში შემოვიდა და მაშინვე შეამჩნია მისი სახე: -რა გჭირს? -არაფერი. -ანინე! -მართლა არაფერი. -მაშინ რატომ უყურებ მაცივარს ისე, თითქოს შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხს იქ ეძებ? გოგონას გაეცინა, მაგრამ სიცილი მალევე ჩაუწყდა: -უბრალოდ გულიმერევა. ანდრეის სახე შეეცვალა: -რამდენი დღეა? -არ ვიცი. -რამდენი დღეა, ანინე? გოგონამ მხრები აიჩეჩა: -რამდენიმე. ანდრეი რამდენიმე წამით ჩუმად იდგა: -ექიმთან წავიდეთ. -შეიძლება უბრალოდ გადავიღალე. -ექიმთან წავიდეთ. -ანდრეი... -არ გეკამათები. მის ტონში ისეთი სერიოზულობა იყო, რომ ანინემ პირველად იგრძნო, თვითონაც ეშინოდა. საავადმყოფოდან გამოსვლისას ანინე მთელი გზა ჩუმად იყო,ანდრეიც არაფერს ეკითხებოდა. სიმშვიდე ბიჭმა დაარღვია: -ანინე. გოგონა გაჩერდა: -ჰო? ანდრეიმ შეხედა: -ექიმმა თქვა, რომ... ანინემ თავი დაუქნია. ანინეს ხელში პატარა პასუხი ეჭირა,ორი ხაზი,რომელმაც მათი ცხოვრება რამდენიმე წამში შეცვალა. -ორსულად ვარ. ანდრეი გაჩუმდა,ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს სიტყვები საერთოდ დაავიწყდა. -ანდრეი? ბიჭმა მისკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა: -მართლა? ანინემ პირველად გაეღიმა. -ჰო. ანდრეიმ ხელი სახეზე მოისვა და რამდენიმე წამით თვალები დახარა, შემდეგ გოგონას წინ დაუდგა: -შენ როგორ ხარ? ანინეს თვალები აემღვრა: -არ ვიცი. -გეშინია? -ძალიან. ანდრეიმ მისი ხელი აიღო: -მეც. ანინემ გაკვირვებულმა შეხედა: -შენ? -ჰო. -მეგონა, არაფრის გეშინოდა. -ახლა მეშინია. -რისი? ანდრეიმ მის მუცელს დახედა: -იმის, რომ ორი ადამიანი უნდა დავიცვა. -ორი? ანდრეიმ მისი ხელი მუცელზე მიადო: -შენ და ჩვენი პატარა. ორსულობის პირველი თვეები მარტივი არ აღმოჩნდა,ანინე უფრო ემოციური გახდა,ხან ყველაფერზე იცინოდა, ხან უმიზეზოდ ტიროდა. ანდრეი კი ნელ-ნელა იმ ადამიანად იქცა, რომელსაც სახლში წესების ჩამოწერა შეეძლო: -კიბეზე ნელა ახვალ! -ანდრეი, კიბეზე ავდივარ, მთაზე კი არა. -ნელა! -ყავა მინდა. -ექიმმა გითხრა... -ერთი ჭიქა! -ნახევარი. -მთელი. -სამი მეოთხედი. -შენთან ვაჭრობა რატომ მიწევს საკუთარ ყავაზე? -იმიტომ, რომ შენ ახლა ჩემზე მნიშვნელოვანი საქმე ხარ. ანინე გაჩუმდა. რამდენიმე კვირის შემდეგ ანდრეის მზრუნველობა კვლავ გადაჭარბებულ კონტროლში გადაიზარდა.ერთ საღამოს ანინემ უთხრა, რომ სტუდიაში რამდენიმე საათით უნდა დარჩენილიყო. ანდრეიმ მაშინვე თავი ასწია: -არა. -რა არა? -დღეს არ წახვალ. -რატომ? -გადაიღალე. -მე გადავწყვეტ, დავიღალე თუ არა. -ანინე. -არა, ამჯერად მე გელაპარაკები. ბიჭი გაჩუმდა. -ორსულად ვარ, ავად არა. ეს სიტყვები პირდაპირ მოხვდა, ანდრეიმ ყბა დაჭიმა: -ვიცი. -მაშინ ნუ მექცევი ისე, თითქოს ოთახიდან გასვლაც აღარ შემიძლია. -უბრალოდ მინდა უსაფრთხოდ იყო. -მე მინდა, რომ შენ ჩემი ქმარი იყო და არა ჩემი მცველი. სიჩუმე ჩამოვარდა,ანდრეიმ თვალები დახარა: -მართალი ხარ. ანინემ ვერაფერი თქვა. -უბრალოდ... ბიჭმა ამოისუნთქა: -პირველად ცხოვრებაში რაღაც მაქვს დასაკარგი და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ანინეს გაბრაზება მაშინვე გაუქრა,მიუახლოვდა და ხელი ხელზე დაადო: -შეგიძლია უბრალოდ ჩემთან იყო. ანდრეიმ თითები მის თითებში ახლართო. დრო ისევ გავიდა,მუცელი ნელ-ნელა გაეზარდა,სახლში პატარა ოთახიც მოაწყვეს.ანდრეი თავიდან ამტკიცებდა, რომ ყველაფერი ზედმეტი იყო,მაგრამ საბოლოოდ თვითონ აირჩია საწოლი.შემდეგ კედლის ფერი,შემდეგ პატარა ნათურა,შემდეგ კი იმდენი ნივთი იყიდა, ანინემ გაოცებულმა უთხრა: -ბავშვის ყოლას აპირებ თუ საბავშვო მაღაზიის გახსნას? -ვერ გადავწყვიტე. -აშკარად ვერ. ანდრეიმ გაიცინა. იმ საღამოს ანინე საწოლზე იჯდა და პატარა ტანსაცმელს ათვალიერებდა,უცებ გაჩერდა: -ანდრეი. -ჰო? -მოდი. ბიჭი მივიდა,ანინემ მისი ხელი აიღო და მუცელზე დაადო.რამდენიმე წამი არაფერი მომხდარა, შემდეგ კი პატარა მოძრაობა იგრძნო.ანდრეი ადგილზე გაშეშდა. -იგრძენი? - ანინემ სიცილით ჰკითხა. -ჰო. ბიჭმა კვლავ დახედა მის მუცელს,მის სახეზე აღარ იყო არც მკაცრი გამომეტყველება, არც ის თავდაჯერება, რომლითაც ყველას აშინებდა,უბრალოდ ბედნიერი იყო. -ჩვენი შვილია. -ჰო. ანინემ თავი მის მხარზე დადო: -ახლა უკვე ნამდვილად ოჯახი ვართ. ანდრეიმ შუბლზე აკოცა: -თავიდანვე მინდოდა ასე ყოფილიყო. ანინემ თავი ასწია. -თავიდან? ანდრეიმ რამდენიმე წამით შეხედა: -თავიდან არ ვიცოდი, რომ შენ შეგიყვარდებოდი.ანინემ ჩაიცინა და თავი ისევ მის გულზე მიადო.იმ ღამეს პირველად მიხვდა, რომ მათი ისტორია იმ საკურთხეველთან დადებული ზავით აღარ მთავრდებოდა,იქ დაიწყო და ის, რაც ოდესღაც იძულება ეგონა, ნელ-ნელა საკუთარი არჩევანი გახდა. რამდენიმე წლის შემდეგ: -დამიანე, გეყოფა, ნუ აწვალებ შენს დას, - გაბრაზებით ესაუბრებოდა ანინე პატარა ბიჭუნას და ცალი ხელით თავის გაბერილ მუცელს ეფერებოდა. -მგონი, მალევე მოგვიწევს მეოთხე ბავშვის ყოლაც, მე და დამიანე უმცირესობაში რომ არ ვიყოთ, არა? - მოესმა გოგონას ანდრეის ხმა. -იქნებ კიდევ გოგო იყოს? -მეხუთე აღარ იქნება გოგონა. სალამი, მაპატიეთ დაგვიანებისათვის. რატომღაც მალევე დავასრულე ეს ისტორია, თუმცა ვეცდები მომდევნო ისტორია კარგი მსუყე იყოს და სრულად აგიტვირთოთ. დიდი მადლობა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


