შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მიყურე! მეშვიდე თავი


დღეს, 21:16
ავტორი Liliana1996
ნანახია 214

მეშვიდე თავი

უკვე მერამდენედ ურეკავდა დაჩი, მაგრამ ლიკა მობილურს არ პასუხობდა. ადგილს ვერ პოულობდა, არ სჩვეოდა ლიკას ასე გაუჩინარება. უკვე ღამის თორმეტი საათი იყო.
​აღარ შემიძლია უკვე, გაჩერდი ბოლო-ბოლო! რა პატარა ბავშვივით იქცევი, ზრდასრული ქალია, ცხოვრება აქვს. შენს გარდა ყავს დედა, და ასევე მეგობრები , რომლებზეც უნდა იზრუნოს, – შეუღრინა ლადომ.
​გაბრაზებულმა შეხედა ძმაკაცს დაჩიმ, მაგრამ მიხვდა, რომ მართალი იყო. თავი ხელში უნდა აეყვანა.
​ბიძაშვილო, რა იყო, რა ტოქსიკური ყოფილხარ შენ! ოღონდ რედფლეგად არ იქცე, შენი ჭირმე, თორემ დაგახვევინებს ლიკა, – ახარხარდა ანკა.
​რაო, ამან ახლა რა თქვა, როგორი ფლეგიო?
​უფს, მოხუცი ხარ შენ ამ ტერმინის გასაგებად, – არ ჩერდებოდა ანკა.
​ბოდიში, ძმაო, მაგრამ ამ იშვიათ შემთხვევაში ვეთანხმები ამ ქაჯანას, – ხელები ამიწევია, – მხარი აუბა ლადომ ანკას.
​გამაგიჟებთ თქვენ მე! – დანებდა დაჩიც, რადგან იცოდა, რომ ორივე მართალი იყო.
​-იმედია, ცოლად რომ მოიყვან, სახლში არ ჩაკეტავ, – ცალი წარბი აუწია გოგომ ბიძაშვილს და გულიანად გადაიხარხარა.
-​ღმერთო, შენ მომეცი გამძლეობა!
- ​მირიანი თბილისში აპირებს სასტუმროს მშენებლობას. წამოიწყო ანკამ საქმიანად. ინვესტორებიც იპოვა და უკვე მოლაპარაკებებს მართავს. გირჩევნია, ამაზე იფიქრო. ერთ-ერთი ინვესტორი სწორედ იმ მიწის მფლობელია, სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს. სანდო წყაროებიდან გავიგე, რომ სამ დღეში აწერენ ხელშეკრულებას ხელს.
​-ვის ეკუთვნის მიწის ნაკვეთი?
​გურამ გეგეშიძეს. შენ იცი, რა გაქანების კაცია ეგ, ადვილი არ იქნებოდა ასეთი „თევზის“ დაჭერა, მაგრამ მირიანმა მოახერხა. არ ვიცი, რას აპირებ, მაგრამ მალე უნდა იმოქმედო.
​-ზუსტი ტერიტორიის მისამართი ჩამიგდე, სადაც მშენებლობა უნდა დაიწყოს. დროა, ბატონ გურამს შევხვდე.
-​თუ ძმა ხარ, მაგათ დონემდე ვერ დავეშვებით, იაფფასიან საბოტაჟსს ვერ მოვუწყობთ.
- ​არც ვაპირებ, ლადო. გურამი ისეთი კაცია, ფულის გამო ყველაფერს გააკეთებს. ორმაგს შევთავაზებ და ის ტერიტორია ჩემი გახდება შესაბამისად , მირიანს მოუწევს ჩემი ხილვა პარტნიორად . .
​- დაჩი, ხვდები, რას ამბობ? მილიონებზეა საუბარი და ასე მშვიდად ხარ? პროექტმა რომ არ გაამართლოს, გავკოტრდებით! – აღშფოთებას ვერ მალავდა ანკა.
​- ვეთანხმები. დაბრმავებული ხარ მირიანის სიძულვილით, ძმაო, საღი აზროვნება გვჭირდება...
-​ჯერ დეტალები გავარკვიოთ და პროექტის რისკებზე მერე ვიმსჯელოთ.
- ​ღმერთო, რა დავაშავე, რა... გაგიჟდი! ყველაფერი შენი ყოფილი ცოლის ბრალია, მაგის გამო ვერ იტან მირიანს და რატომღაც დარწმუნებული ვარ, ძალით აეტორღიალა თიკუნა, თორემ მის დღემში ფეხზე ეკიდა მირიანს ეგ არსება.
- ​ანკააა! ეტკინა ის სიმართლე რასაც აკნა ასე უხეშად და პირდაპირ ახლიდა სახეში
​-კარგი, ჩუმად ვარ. წავედი, დავიძინო. დეტალებს ხვალ გავარკვევ, ლადო მომეხმარება... გაგიჟდება მამაშენი, წარმოვიდგინე უკვე...
​-ასე რატომ მიყურებ დაჩი ? ვეთანხმები ანკას . მოდი, დამისხი კიდევ, თორე ამიფეთქდა ტვინი

მობილური განათდა — მილა ურეკავდა. ალბათ, როგორ ნერვიულობდა! გაკიცხა საკუთარი თავი, რომ დაავიწყდა, დაებარებინა მისთვის. შეეცადა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა და ისე ეპასუხა.
— ხო, მი.
— ლიკა, სად ხარ? როგორ ვინერვიულე! გინდა, გავგიჟდე? იცი, რამდენჯერ დაგირეკე? — არ ჩერდებოდა მილა.
ჩაეღიმა ლიკას მის მზრუნველობაზე.
— მი, დამშვიდდი, გთხოვ. კარგად ვარ, მართლა. უბრალოდ, რაღაც უნდა მომეგვარებინა. ხომ იცი, არასდროს მოგატყუებ. უკვე სახლში მოვდივარ. სამ საათში სახლში ვარ.
— ღმერთო, ლიკა, ისე შემეშინდა. კარგი, სახლში გელოდები და ყველაფერს მომიყვები, იცოდე.
— კარგი, მი. მალე მოვალ.
დაემშვიდობა დას. სულ დაავიწყდა, რომ მობილურს ხმა ჰქონდა გამორთული. დაჩისგან ხუთი გამოტოვებული ზარი ნახა. ალბათ, როგორ ნერვიულობდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ღამის პირველი იყო, გადაწყვიტა, გაეჩერებინა მანქანა და დაერეკა.
რა იცოდა ლიკამ, რომ ძილი არ ეკარებოდა დაჩის.
პირველივე ზარზე უპასუხეს. აღელვებული ხმა ჰქონდა კაცს.
— პატარავ, სად ხარ? როგორ ვნერვიულობდი. რატომ არ პასუხობდი?
— დაჩი... — სიყვარულით ამოთქვა ლიკამ.
— ბოდიში, რა... მობილურისთვის არ მიმიქცევია ყურადღება. მე და მილა ვიყავით გასული მეგობრებთან... მაპატიე, რა, — ამოილაპარაკა ვედრებით.
— მთავარია, კარგად ხარ. იცი, როგორი შვება ვიგრძენი. ახლა სად ხარ?
— სახლში ვარ, დაჩი. ვიძინებ, — დაუმალა ისევ სიმართლე უნებურად კაცს.
— კარგი, დაისვენე. მომენატრე.
— სულ რამდენიმე საათია, არ გინახივარ, დაჩი, — გაეცინა ლიკას.
— რატომ იცინი? რამდენიმე საათიც ბევრია ჩემთვის.
— კარგი, წავალ, დაჩი, ახლა.
— ტკბილი ძილი, პატარავ. ხვალ გნახავ.
— ტკბილი ძილი, დაჩ!
თავი საჭეზე ჩამოდო და ატირდა. მისცა უფლება თავს, ემოციები გამოეხატა. უყვარდა ეს კაცი — პირველად აღიარა საკუთარ თავთან ასე თამამად. და პირველად იგრძნო რაღაც შიშისმაგვარი. თითქოს ვინმე წაართმევდა ისევ ბედნიერებას. ზედმეტი იყო დღევანდელი დღისთვის ამდენი ემოცია.
მაინც გაუძლო დღევანდელ დღეს. შეძლო და არ გატყდა.
პირველი ემოცია მაშინ მოაწყდა, როდესაც ნუგოს საშველად მივიდა ციხეში. შეაბიჯა განყოფილებაში. პასუხიც არავინ გასცა ნორმალურად. მაგრამ რა გააჩერებდა უმოქმედოდ? პირდაპირ გამომძიებლის ოთახს მიაჭრა. ვერ დატოვებდა ძმას ციხის ოთხ კედელში.
— ქალბატონო, აქ რას აკეთებთ? — წამოდგა სავარძლიდან ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ოდნავ ჭაღარა შეჰპარვოდა თმებში. — ხვალამდე ვერ მიიღებთ ვერანაირ ინფორმაციას. ხომ გითხრეს უკვე?
— ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ. ჩემი ძმა დაკავებულია. აქ ვერ დარჩება. ძალიან გთხოვთ.
— ხომ გითხარით უკვე...
თავალი გაუსწორა მის წინ მდგომ გამომძიებელს ლიკამ... ამოიცნო მასში კლასელი — მათე ტუღუში.
ამოუტივტივდა გონებაში მათეს პიროვნება. გაახსენდა, როგორ სცემა მილამ, როდესაც მას დასცინა შეკერილი ფეხსაცმლის გამო.
ჩამოერეცხა ყველა ემოცია სახიდან. ეგონა, აღარ იყო მისი საშველი.
გაოცება ვერ დამალა კაცმა. მისი ბავშვობა ედგა წინ — ისეთი გამოხედვით, თითქოს მზად იყო, აქვე ყელი გამოეჭრა მისთვის.
ჩაეღიმა სევდიანად. დაარღვია უხერხული სიჩუმე.
— ლიკა, შენ ხარ?! არ მჯერა! როდის დაბრუნდი? რამდენი წელია, არ მინახიხარ. ისე მიხარია შენი ნახვა.
ისე თავისუფლად ელაპარაკებოდა, გაუკვირდა ლიკას. არ ელოდა, ასე თბილად თუ დაელაპარაკებოდა.
— მათე... მართლა შენ ხარ? გაოცებული ვარ.
— ხომ ხედავ, ვერ დავთმე სოფელი და შემოვრჩი აქ.
— მიხარია, რომ კარგად ხარ, — ჩაილაპარაკა ლიკამ.
აღარ შეხებიან წარსულს. არც დრო და არც ადგილი იყო საიმისოდ.
— ვიცი. ნუგოს გამო ხარ აქ, ესე იგი.
— უნდა გამოვიყვანო. დამეხმარე. გირაოს გადავიხდი. გამოვიდეს, მთავარია.
— კარგი, ლიკა. გამოვუშვებთ გირაოთი, ახლაც შეგვიძლია, მაგრამ თუ ალიკამ არ გამოიტანა სარჩელი, ვშიშობ, შარში გაეხვევა. დაველაპარაკები ალიკასაც, იქნებ გამოიტანოს საჩივარი. გავალ, დამელოდე, თუ შეგიძლია აქ და მოვაგვარებ გირაოს საკითხს.
იმ საღამოს გამოუშვეს ნუგო ბერაია. დატოვა საპატიმრო. გამოიყვანა საპატიმროდან მათემ.
მოჰკრა იქვე თვალი დას, რომელიც ტკივილიანი თვალებით უყურებდა. მიხვდა, დის წყალობით არ ათევდა ღამეს ამ საშინელ ადგილას.
მხოლოდ ერთი რამ უთხრა დას:
— გთხოვ, სახლში მოდი. ვიცი, ბევრს ვითხოვ. უკანასკნელი ადამიანი ვარ ვისაც უფლება აქვს რამე გთხოვოს ეგეც კარგად ვიცი . სევდიანი თვალები მიანათა დას და
წავიდა.
— ცუდად ხარ, ლიკა? მოდი, წყალი დაგალევინო.
— მადლობა, მათე, ყველაფრისთვის.
— მართალი გითხრა, არ მეგონა, ასე რომ შეიცვლებოდი.
კაბინეტში ისხდნენ, როდესაც ლიკამ გულწრფელად უთხრა სათქმელი.
— ხო... — სევდიანად ამოილაპარაკა მათემ. — სულელი თინეიჯერი ვიყავი. შენც ცუდად გექცეოდი. უბრალოდ, არ ვიცოდი, შენი ყურადღება როგორ მიმეპყრო. ყოველთვის დისტანციას იჭერდი და ეგ მაგიჟებდა.
დაიბნა ლიკა. არ ელოდა ასეთ საუბარს მათ შორის.
— მიხარია, რომ შეიცვალე. მართლა მადლობელი ვარ ყველაფრისთვის.
— არაფრის. მიხარია, რომ დახმარება შევძელი შენთვის.
დაემშვიდობნენ ერთმანეთს. საკონტაქტო ინფორმაციებიც გაცვალეს.
ამოიოხრა კაცმა. არასდროს უთქვამს ლიკასთვის, რომ უყვარდა. ბავშურად რწფელი სიყვარულით . იქნებ ეხლაც უყვარდა მათე ტუღუშსს ლიკა ბერაიაა.


შეაღო იმ სახლის ჭიშკარი, რომელიც ამდენ მოგონებას უკავშირდებოდა. სუნთქვა გაუხშირდა, გულმა სწრაფად დაიწყო ფეთქვა. მონატრება, სევდა, ტკივილი, ბრაზი — ყველაფერი ერთად იგრძნო. ვერ მიხვდა, რომელი გრძნობდა ჯაბნიდა გულში — ბრაზი თუ მონატრება.
​იცოდა, ძველებურად ვერაფერი იქნებოდა. იცოდა, რომ ვერ შეძლებდა პატიებას, მაგრამ უნდა დაეხურა ცხოვრების ეს ფურცელი.
​ხმამაღალი საუბარი მოესმა. გაარჩია მამისა და ძმის ხმა. არ დაუკაკუნებია, დაუპატიჟებელი სტუმარივით შეაღო საკუთარი სახლის კარი. კამათი შეწყდა. სამივემ მას მოხედა.
​სინანული ამოიკითხა ძმისა და დედის თვალებში ლიკამ, მაგრამ შვება ვერ იგრძნო. მამისკენ გააპარა მზერა. ვერ დაინახა მის თვალებში ვერაფერი — ასე იყო სულ. დავითი არასდროს გამოხატავდა ემოციებს: არასდროს ჩახუტებია შვილს, არასდროს გადაუსვამს თავზე ხელი, არასდროს დასცდენია მის მიმართ თბილი სიტყვა. მაშინაც კი, როცა შვილმა ოქროს მედალზე დაასრულა სკოლა, ვერც მაშინ ამოიკითხა ლიკამ მის თვალებში სიამაყე, რასაც ასე ეძებდა . თითქოს მიზნად ჰქონდა ერთხელ მაინც ეამაყა მამას მისით .არ მოდიოდა მამა არასდროს, როცა ტიროდა; არც მაშინ, როცა ძალიან სჭირდებოდა. ოცნებად ჰქონდა მამის სითბო ეგრძნო, მაგრამ ხშირად ოცნებები არ სრულდება — არც ლიკას ოცნება ახდა.
​ძმამ მისკენ გამოიწია. სინანული და ბრაზი უელავდა ნუგოს თვალებში. მხოლოდ ახლა შეამჩნია ლიკამ, როგორ სტკიოდა გული ძმას. ყოველთვის ასე იყო...
​ერთხელ თითი გაეჭრა ლიკას, როდესაც შემთხვევით მინის ნატეხზე დაეცა. არ უტირია, სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მაგრამ ნუგოს ვერ აჩერებდნენ — დის მაგივრად ის ტიროდა, თან სულს უბერავდა ჭრილობას, თითქოს ამით დის ტკივილს ამცირებდა. ახლაც ასე იყო. მიხვდა ლიკა, ძმასაც სტკიოდა მისი დაკარგული წლები.
​მაგრამ სისუსტის გამოჩენას არ აპატიებდა თავს, ემოციები უნდა მოეთოკა, იცოდა.
​— ლიკო, ჩემო პატარა, — ისე მიეფერა სიტყვებით, როგორც პატარაობაში, და ხელი წაიღო მოსაფერებლად.
​უკან დაიხია დამ. მიხვდა ნუგო, როგორ გაუუცხოვდა მისი სისხლი და ხორცი. ხანდახან სინანულიც დაგვიანებული ვიცით ადამიანებმა...
​დამუნჯებული იჯდა დედა დივანზე, თითქოს ერთ დღეში დაბერებულიყო. მხოლოდ ერთხელ შეხედა შვილს თვალებში, ვერ გაბედა და ვერ კადრა, მეორედ გაეყოლებინა მზერა მისთვის.
​— აქ არ მოვსულვარ ჩასახუტებლად და ცრემლებადაც არ დავიღვრები, თუ ამას ელოდებით ჩემგან. ის ბავშვი აღარ ვარ, ვინც ამ სახლის ზღურბლს გადააბიჯა იძულებით. არც ის ბავშვი ვარ — გულგატეხილი, ჭრილობებით სავსე, — გულიდან რომ მოიშორეთ. მარტო ნუგოს გამო ვწუხვარ, მან ბოლომდე არ იცოდა სიმართლე. მაგრამ თქვენ?.. შენ, მა... მა?! — დამარცვლით მიმართა მამას. — ხო, ვიცი, თბილი არასდროს ყოფილხარ, არასდროს გამოგიხატავს სიყვარული, მაგრამ ვიცოდი, გიყვარდი. ნუთუ ერთი წუთი არ გიღირდა, ჩემი სიმართლისთვის მოგესმინა?! მამებს ქალიშვილები განსაკუთრებულად უყვართო ამბობენ ,შენ კი განსაკუთრებულად მომიძულე! ხელის დარტყმასაც გაპატიებდი, მამა, მაგრამ იმ მზერას ვერ გაპატიებ, მაშინ რომ შემომხედე — უცხოსავით, უნდობლობითა და ზიზღით. მე ხომ ბავშვი ვიყავი! დაუჯერე იმ ნაგავს, რომელმაც შენი შვილის ღირსების ფეხქვეშ გათელვა მოინდომა, რომელმაც პატარა გოგოს იმხელა ტრავმა მიაყენა,გამოქცეულს შეეშინდა შენთან მოსვლა. ახლაც ვერ ვხვდები, რას ფიქრობ?! ახლაც ვერ გამირჩევია შენი აზრები.
​— შვილო, ეს ხელები გამიხმეს, შენზე რომ ავწიე, ნეტავ ახლა არ ვსუნთქავდე, მადლია ჩემზე ეგეც. მე საშინელი მამა ვიყავი, ვიცი, არც პატიებას გთხოვ. იმდენად უვარგისი ვარ, საკუთარი ხელითაც ვერ მოვკალი ის ნაგავი...
​პირველად ნახა ლიკამ მტირალი მამა, პირველად ნახა სინანული და ტკივილი მის თვალებში. სადღაც გულის სიღრმეში გაუხარდა ის, რომ თურმე მამას ადარდებდა და ნანობდა — ვერ გათელავდა კაცს ბოლომდე. შვილები ხომ მშობლებს არ ვირჩევთ!
​— მთელი რვა წელი გავიდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სად იყავით ეს წლები? იქნებ ქუჩაში მეძინა, იქნებ შიმშილით მოვკვდი?! შენ, ნათია?! შენ რანაირი დედობა გამოიჩინე?! შენ იცი, მე დედობა ვინ გამიწია? მთელი რვა წელი ვინ ზიდა ჩემი ტვირთი? სხვისმა დედამ, მილას დედამ . ის ტვირთი შენ, რომ უნდა გეზიდა! ჩემი უოჯახობა შეავსო მან, სიბნელეში ჩავარდნილს გზა გამინათა, ხელი გამომიწოდა, როცა წავიქეცი! იცი, რომ სიკვდილი მინდოდა? პატარა შეშინებული ბავშვი, რომელიც მარტო დარჩა — რისთვის უნდა მეცხოვრა?!
​იცი, ღმერთმა არ გამწირა ბოლომდე, ასე უბრალოდ, დაფიქრების გარეშე გახდა ჩემი მშველელი. ძმა არ მყავდა, მაგრამ და მყავდა — ამაშიც გამიმართლა. მილა მიცავდა, როდესაც თვითონაც პატარა და უსუსური იყო. დღესაც არ ვიცი, საიდან ჰქონდა ამდენი ძალა...
​— შვილო... — ამოილაპარაკა გატეხილმა ქალმა, — ჩემო პატარა გოგო... — უნდოდა ჩახუტებოდა, მაგრამ ვერ გაუბედა.
​ნუგოს მიუბრუნდა ისევ ლიკა
— გთხოვ, შეცვალე შენი ცხოვრება! ამოდი იმ ჭაობიდან, რომელმაც ჩვენი და-ძმობა დაგვაკარგვინა. შენ რომ ყოფილიყავი იმ დღეს აქ, ჩემთან, ვიცი, დამიცავდი. შენ ხომ იმასაც ვერ იტანდი, ერთი კლასელი თმას ,რომ მომქაჩავდა და ამის გამო საქმეებს ურჩევდი. ვიცი, შენში დარჩა ისევ ის ნუგო, ასე ძლიერ რომ ვუყვარდი.
​— ლიკო, მაპატიე, ასეთი უვარგისი რომ ვიყავი, — ამოილაპარაკა ტკივილით ძმამ.
​— ჩათვალე, გაპატიებ, თუ უკეთესობისკენ წაიყვან შენს ცხოვრებას. მხოლოდ ეს მინდა...
​გამოიხურა საკუთარი სახლის კარი და დატოვა ოჯახი უკვე მეორედ. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ახლა თავის ნებით მიდიოდა — წარსულისაგან თავისუფალი.
​იმ საღამოს ნუგომ გადაწყვეტილება მიიღო — წასულიყო ქვეყნიდან. მშობლებმა ვერ გაუბედეს შეწინააღმდეგება; ვერ პატიობდა ნუგო მათ იმას რომ მისი პატარა და მიატოვეს. დრო სჭირდებოდა, რომ აუცილებლად ყოფილიყო ისეთი ვერსია, როგორითაც დასთან მისვლა არ შერცხვებოდა.

უკვე თენდებოდა, სახლში რომ მივიდა. იცოდა, მილა არ დაიძინებდა. სასწრაფოდ გადავიდა მანქანიდან და შეაღო საკუთარი სახლის კარი. ხმაურზე გამოვარდა მილა, ისე მიეჭრა და ჩაეხუტა დას, თითქოს საუკუნე არ ენახა. იმდენ სითბოს იტევდა მისი გული...

— გამჭ....ტ, მიიი, — გაეხუმრა დას.

— სად იყავი? შემეშინდა. ყველაფერი მომიყევი, იცოდე.

მოუყვა დას ყველაფერი. ადგილს ვერ პოულობდა მილა, სიგიჟემდე ცოტა აკლდა.

— როგორ წახვედი იქ მარტო, დაიკო? როგორ? მე რისთვის ვარ აქ? — ეწყინა თითქოს.

— უნდა დავხმარებოდი ნუგოს. იყო რაღაც, რაც მარტო უნდა მომეგვარებინა, მი. იცი, მშვიდად ვსუნთქავ, როცა ვიცი, რომ ის კაცი მკვდარია. მაშინებს ჩემი თავი იმ ფიქრში, რომ კაცის სიკვდილი გამიხარდა.

— ეგ კაცი არ იყო, ცხოველი იყო. და ცხოველივით მოკვდა. ყველაფერი კარგად იქნება და შენ იქნები ყველაზე ბედნიერი სამყაროში.

— რით დავიმსახურე, რომ ჩემი და ხარ? — მიეფერა დას თავზე. — იცი, ჩემს ღვიძლ მშობელს ვუყურებდი და დედასთან ვაიგივებდი. რამხელა განსხვავება ვიპოვე მათ ქცევებს შორის, იცი? ზუსტად ვიცი, რაც არ უნდა დავაშავოთ, ჩვენ არასდროს გვაქცევს დედა ზურგს. იცი, ვერ ვაპატიებ, მი... ცუდი ადამიანი ვარ?

— მესმის შენი. პატიება მარტივი არ არის. არც ხარ ვალდებული, მაგრამ შენ უკვე დიდი ნაბიჯი გადადგი და მიუხურე წარსულს კარი სამუდამოდ. დამიჯერე, დრო აწი ყველაფერს დაალაგებს. შენ გიყვარს ისევ ისინი! არ უარყო, ასეც უნდა იყოს, იმიტომ, რომ შენ ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ მსოფლიოში. ერთ დღესაც აპატიებ მათ მჯერა უბრალოდ, ჯერ არ ხარ მზად და არც ამის დრო დამდგარა, — მოსწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი დას და სიყვარულით სავსე მზერა მიანათა.

დილით გაღვიძებულმა მობილურს დახედა. შეტყობინება დახვდა დაჩისგან.

„ძილისგუდა, დილა მშვიდობისა! მომენატრე!“

ჩაეღიმა. რა მცირეოდენია საჭირო დღის ბედნიერად დასაწყებად.

— მეც მომენატრე! — დაუბრუნა პასუხი და სააბაზანოში გაუჩინარდა.

— როგორც ყოველთვის, სამზარეულო შენ გაქვს ათვისებული! — გაეხუმრა მილას.

— ძალიან გთხოვ, ჩემს ტერიტორიაზე ნუ შემოიჭრები. მზად იქნება მალე საუზმე.

— არ მჯერა, დედა მოდის ორ დღეში. რა ქენი, შვებულება დაწერე?

— აბა, რას ვიზამდი? კოტემ ერთი კი შემიბღვირა, მაგრამ... ასე რომ, სამკვირიანი არდადეგები გვაქვს. კახეთით ვიწყებთ. დედას უნდა, რომ სახლშიც წავიდეს. მოენატრა იქაურობა. მეც მომენატრა, ლიკ.

— წავიდეთ, — ამოისუნთქა ლიკამ. — ხო, მართლა, აეროპორტში რომელზე უნდა ვიყოთ?

— საღამოს შვიდზე.

— ისე, დედას როდის უნდა უთხრა, რომ შეყვარებული გყავს? როდის გააცნო უნდა სასიძო?

— ჩამოვა და მოვუყვები ყველაფერს. არ ვიცი ჯერ, რა როგორ იქნება, მი. იმდენი რამე მაქვს დაჩისგან დამალული... ხანდახან მგონია, რომ ჩემს გამოგონილ ვერსიას ვაჩვენებ მხოლოდ და ჩემი ნამდვილი „მე“ საერთოდ არ ჰგავს იმ ვერსიას რომელსაც დაჩი იცნობს.

— მოუყევი ყველაფერი, ლიკ. რა გაქვს დასამალი?

— დღეს პაემანი გვაქვს საღამოს.

— თვალები გიბრწყინავს და ისინი არასდროს ტყუიან. ჩემი დაიკო შეყვარებულია.

— ხო, ასეა.

— ისე, როგორ ეგუება, რომ შვებულებას ოჯახთან გაატარებ და არა მასთან?

— გავიარეთ ეგ საკითხი უკვე და შეეგუა ამ ფაქტს.

— არადა, გული უსკდება ალბათ, სინამდვილეში, — გადაიხარხარა მილამ
​– იცი, მათე ტუღუშს შევხვდი. ჩვენს კლასელს, მას ებარა ნუგოს საქმე, გამომძიებელია.
– ის მათე, რომ გამწარებდა? თავხედი, კრეტინი, იდიოტი! სიამოვნებით ვცემდი კიდევ!
– რა გიჟი ხარ, – გაეცინა გულიანად ლიკას. – იცი, ის დამეხმარა ნუგოს გამოყვანაში, ათასი პროცედურა მოაგვარა. ძალიან შეცვლილია, იმ აუტანელი ბავშვისგან არაფერია დარჩენილი.
– ესე იგი, ბოლოს კარგად მოხვდა ჩემგან, რომ გონება გაეხსნა.
– ვაიმე, მიიი!..
– შენი ყურადღების მიქცევა მინდოდა და ამიტომ ვიქცეოდი აუტანლადო.
– რა იყო, გქრაშავდა და ვერ გეუბნებოდა?!
– რა სისულელეა!
– არადა, სულაც არაა სისულელე. რატომ არ უნდა მოსწონებოდი?! ხისთავიანი იყო სულ, რით იყო შენზე უკეთესი?!
– არ გვინდა ამ საკითხზე, გთხოვ! შენ ის მითხარი, რა ჩავიცვა დღეს?
– მარადიული კითხვა! – თვალები აატრიალა მილამ. – წამოდი, წამოდი, აგარჩევინო...
​
– ხო, ლადო, გისმენ!
– სად ხარ?
– რა ეჭვიანი ცოლივით მელაპარაკები! – გადაიხარხა დაჩიმ.
– აუუ, დავაი რა! არ ჯდები ჩემს გემოვნებაში, 1:1 ახარხარდა ლადო .
– მითხარი, რა მოხდა, დაიწყე. არ მცალია, ლიკას კორპუსთან ვარ და გავდივართ.
– გეგეშიძესთან ხვალ გაქვს შეხვედრა, არ დაგავიწყდეს! კარგად დაფიქრდი, იცოდე! პროექტს გადავავლე თვალი, კარგია ნამდვილად, პოტენციალი აქვს, მაგრამ ჩვეულებრივზე მეტი რისკებიც ახლავს.
– რისკის გარეშე არ კეთდება ბიზნესი, ლადო, ხომ იცი?!
– კარგი, შევხვდეთ ხვალ, გურამთან, სამზე.
– გასაგებია, ვკიდებ ახლა ყურმილს.
​ლიკას მოჰკრა თვალი. გაშეშდა, თვალი ვერ მოსწყვიტა მისთვის ამქვეყნად ყველაზე სასურველ ქალს. ატლასის შავი, გრძელი, სადა კაბა ეცვა, ხვეული თმები გაეშალა და მხრებამდე ჩამოჰყროდა, მსუბუქი მაკიაჟი ამშვენებდა.
წამში დაფარა მანძილი მათ შორის, ჩაეხუტა ისე, თითქოს საუკუნე არ ჰყავდა ნანახი.
– როგორი ლამაზი ხარ! სასურველი და საოცარი!
– ნუ მაწითლებ! – გაეცინა გოგოს.
​მყუდრო რესტორანში მიიყვანა დაჩიმ . ვინტაჟური სტილი ამშვენებდა ინტერიერს, - მომწონს აქაურობა, მყუდროა ძალიან, – აღფრთივანებული ათვალიერებდა გარემოს ლიკა.
– ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა. წამოდი, ჩვენი მაგიდა იქითაა!
შეკვეთა მისცეს.
– გუშინ როგორი დრო გაატარე მეგობრებთან? – დაინტერესდა დაჩი
სახეზე უცნაურმა ემოციამ გადაუარა ლიკას. შეამჩნია ეს დაჩიმაც. იქნებ დრო იყო, მოეყოლა ყველაფერი?!
– იცი, მაქვს მოსაყოლი რაღაც და არც ვიცი, როგორ დავიწყო.
– რა არის ისეთი, რომ გიჭირს მითხრა? – შეშფოთდა დაჩი.
– იცი, გუშინ...
– უკაცრავად... – მობილურზე დაურეკეს დაჩის.
– მეგობარი მირეკავს, გავალ ერთი წუთით, ბოდიში.
– კარგი.
​ყველაფერი მის წინააღმდეგ იყო. ისევ თავიდან მოუწევდა მოეკრიფა გამბედაობა. ფიქრებში იყო გართული, როდესაც ვიღაც მიესალმა:
– ქალბატონო ლიკა, თქვენ ხართ?!
– ბატონო მირიან, როგორ ხართ? რა სიურპრიზია?
– მართლაც, თან ძალიან სასიამოვნო. გამიხარდა თქვენი ნახვა. ლილიანი სულ გახსენებთ ხოლმე, ერთი კვირა არ მელაპარაკებოდა, როცა დაბადების დღის სტუმრების სიაში ვერ აღმოგაჩინა.
– უსაყვარლესი და გყავთ მართლა, მოკითხვა გადაეცით ჩემგან.
– აუცილებლად. რომ გნახეთ, ვიფიქრე, მივესალმებითქო. როგორც ჩანს, მარტო არ ხართ.
– დიახ! შეყვარებულთან ერთად ვარ.
​ საუბრობდნენ მხიარულად და უშუალოდ, როდესაც დაჩი დაბრუნდა. მოჰკრა თვალი ლიკა ვიღაცას ელაპარაკებოდა. არ ესიამოვნა ესეც, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, რომ ის ვიღაც მისი „მტერი“ იყო. მიუახლოვდა მათ და ამოიცნო ის, ვისი ნახვაც ყველაზე ძალიან არ უნდოდა. ბრაზისგან ძარღვები დაებერა,
– აქ რა ხდება?! საიდან იცნობ ამ კაცს, ლიკა?
– რით ვერ მოგიშორე ვერასდროს თავიდან? ყოველთვის რატომ ხარ იქ, სადაც არაფერი გესაქმება? – საყელოში წვდა დაჩი კაცს.
– დაჩი! – წამოიკივლა ლიკამ. – გაუშვი ხელი!
მერე?.. ჯერ მირიანისგან მოხვდა დაჩის, მერე – პირიქით.
– საკმარისია უკვე! ყველა ჩვენ გვიყურებს შუაში ჩადგა ლიკა.
– ბოდიში, ლიკა, ამის მომსწრე რომ გახდით, – მოუბოდიშა მირიანმა. – წავალ ეხლა ჯობია, გამიხარდა თქვენი ნახვა.
– კარგად ბრძანდებოდეთ...
ნაწყენი თვალებით შეხედა ლიკამ დაჩის. არ იცნობდა კაცის ამ მხარეს.
– ნუ მიყურებ ასე!
– როგორ, დაჩი?! შენ მითხარი...
– არ მინდა, მირიანთან რამე საერთო გქონდეს. არ მინდა, ოდესმე კიდევ ნახო.
– შენ უფლება არ გაქვს, მსგავსი რამე „მიბრძანო“, დაჩი. როგორმე თვითონ გადავწყვიტავ მსგავს რამეებს და ძალიან გთხოვ, იცოდე ზღვარი..
– ხომ შეგიძლია გაითვალისწინო რჩევა! არ არის მირიანი კარგი კაცი.
– ნაცნობია უბრალოდ, დაჩი, შემთხვევით შევხვდი აქ. რომელ ურთიერთობას მიკრძალავ? არანაირი ურთიერთობა არ არსებობს. შენ კი, პირდაპირ, სიტუაციაში გარკვევის გარეშე მიყენებ უაზრო მოთხოვნებს.
– კარგი, მაპატიე, ზედმეტი მომივიდა.
– წავიდეთ, გთხოვ! სახლში წამიყვანე.

​მანქანაში ისხდნენ. ხმას არცერთი იღებდა. დაჩიმ საუბრის დაწყება სცადა — იცოდა, ცუდად მოიქცა და მიხვდა, როგორ აწყენინა საყვარელ ქალს. მანქანა გზიდან გადაიყვანა.
​— მაპატიე. ასე ნაწყენი ვერ გაგიშვებ, მით უმეტეს, ლამის ერთი თვე ვერ გნახავ. დავაშავე, ვიცი.
​— მსგავსად აღარ მოიქცე, გთხოვ. ვერ ავიტან, მიმითითო, რა გავაკეთო, ან ვისთან ვიმეგობრო? მე შენ არ გაძლევ იმის საბაბს, რომ უნდობლობა გქონდეს ჩემ მიმართ. მე შენ გენდობი, დაჩი. ისევე, როგორც შენ არ უნდა უღალატო ჩემს ნდობას, ასევე მე არ უნდა ვუღალატო შენსას. გესმის? ვერ გადავიტან იმედგაცრუებას და ვერც გაპატიებ — ვერასდროს.
​ქალს მოეხვია, იქვე კისერში აკოცა. როგორ უყვარდა მისი სურნელი!
​— მიყვარხარ, ლიკა, — უყურებდა ქალს თვალებში და პასუხს ელოდა.
​გოგომ პასუხად აკოცა:
​— მეც მიყვარხარ, დაჩი. გთხოვ, არასდროს გამიცრუო იმედები.

- მეორე დღეს გურამ გეგეშიძესგან ზუსტად ის მიწის ნაკვეთი იყიდა დაჩი ახალკაცამა, რომელიც მირიანის პროექტის საფუძველს წარმოადგენდა.გაგიჟებული მირიანი ადგილს ვერ პოულობდა. ეხლა ხომ იძულებული იყო ეთანამშრომლა კაცთან, რომლიც რეალურად მისი მტერი არც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ცხოვრებამ სხვანაირად წაიყვანა მათი 'მეგობრობა'' მომდევნო დღეს კი მირიანსა და დაჩის შორის მტრობის ახალი ეტაპი დაიწყო.



მეშვიდე თავიც ადგილზეა ,♥️♥️გამიზიარეთ შთაბეჭდილებები ♥️





№1 სტუმარი სტუმარი ნანა

სიამოვნებითვკითხულობ♥️♥️👍

 


№2  offline წევრი Liliana1996

ნანა]სიამოვნებითვკითხულობ♥️♥️👍

♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent