შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოქროსფერი რეცეპტი (ნაწილი 7)


გუშინ, 22:40
ავტორი თინათინი10
ნანახია 415

ნიკოლასი დიდხანს უყურებდა ნახევრად გონწასულ ნინის, რომელიც თვალებდახუჭული ისევ რაღაცას ბუტბუტებდა.
- მომკლავს... მომაგნო... -
ნიკოლასმა თვალები გადაატრიალა.
- შესანიშნავია... - გოგონას მიუახლოვდა და მის სახესთან დაიხარა, რამდენიმე წამით დააკვირდა, ფერმკრთალი იყო, თუმცა უკვე ეტყობოდა, რომ გონზე მოსვლას იწყებდა. ნიკოლასმა ხელის ზურგით შუბლთან თმა ოდნავ გადაუწია და ისევ ჩაილაპარაკა:
- ჰეი, წითურო... - ნინისგან პასუხი არ ყოფილა.
- გეყოფა ბოდვა. თვალები გაახილე, შენი ძიძა კი არ ვარ! - მხარზე ხელი მოკიდა და ოდნავ შეანჯღრია, ნინიმ წარბები შეკრა, რამდენიმე წამში თვალები ნელა გაახილა, ოთახს მოავლო თვალი, შემდეგ კი მის წინ დახრილი ნიკოლასი დაინახა,
სახეზე გაოცება მაშინვე გამოესახა.
- შენ?! - ნიკოლასმა წარბი ასწია.
- მეც მიხარია შენი ნახვა! - ნინი სწრაფად წამოჯდა.
- შენ რა გინდა აქ?! ნიკოლასმა უკან დაიხია.
- შენთან შემოსვლა დიდად არ მქონდა დაგეგმილი..მაგრამ - ნინის უცებ გაახსენდა ყველაფერი, ოთახში თვალები სწრაფად ააცეცა და შეშინებული წამოხტა ფეხზე.
- სად არის?!
- ვინ?
- სად წავიდა?! - ნიკოლასი დაიბნა, გოგონა ოთახს ათვალიერებდა.
- აქ არავინ ყოფილა?!
- არა.
- დარწმუნებული ხარ?
- საკმაოდ - ნიკოლასმა ხელები ჯიბეში ჩაიწყო.
- კარი ოდნავ ღია იყო, დავაკაკუნე, არავინ მიპასუხა და რომ შემოვედი, იატაკზე ეგდე - ნინი გაჩერდა, სახეზე დაბნეულობა დაეტყო.
- რა მოგივიდა?
- ალბათ გადავიღალე - რამდენიმე წამიანი პაუზა ჩამოვარდა, ნიკოლასს ირონიულად ჩაეღიმა.
- გადაიღალე? - ნინი დუმდა, ნიკოლასი ნელა მიუახლოვდა.
- დარწმუნებული ხარ, რომ სხვა არაფერი ყოფილა მიზეზი?
- დარწმუნებული ვარ! - პასუხი ზედმეტად სწრაფი და ხმამაღალი გამოუვიდა, ნიკოლასი გაჩერდა, დაჟინებით დააკვირდა.. ნინი მის მზერას ვერ უძლებდა, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
- საინტერესოა... - ჩაილაპარაკა ნიკოლასმა.
- რა არის საინტერესო?
- ის, რომ მატყუებ! - ნინი გაჩუმდა, ნიკოლასმა თავი ოდნავ გადახარა.
- ვის უნდა მოეკალი? - ნინიმ მაშინვე შეხედა.
- რა?
- ვის უნდა მოეკალი?! - კითხვა გაუმეორა
- არავის! ეს საიდან მოიტანე რომ ვინმეს უნდა მოვეკალი?
- რამდენიმე წუთის წინ იატაკზე ეგდე და ერთი და იგივე ფრაზას იმეორებდი, ნიკოლასმა მისი ხმა ზუსტად გაიმეორა, ნინის ხმის ტემბრით
- „მომაგნო... მომკლავს...“ - ნინის სახეზე ფერი შეეცვალა, ნიკოლასმა ეს ცვლილება მაშინვე შეამჩნია.
- ისევ რაღაც შარში ხარ გახვეული, არა? -
ნინი გაჩუმდა.
- შენ და შენი ძმა კრიმინალები ხართ, თუ ვინ ჯანდაბა ხართ, მოსაკლავად რომ დაგსდევენ?
- შენ ამას ვერ გაიგებ! - ნერვიულად დაიყვირა ნინიმ
- ჩემი თანამშრომელი ხარ, ამიტომ მაქვს უფლება ვიცოდე, იქნებ ვინ მყავს დასაქმებული.
- სამსახურთან ამას რა კავშირი აქვს?
- საკმაოდ ბევრი.
- არანაირი!
- თუ ვიღაც შენს მოკვლას აპირებს, მერე რა ეშველება მანგოს ტორტებს და დედაჩემის ბიზნესს. საიდუმლო რეცეპტი მაინც გაგვანდე
- დამცინი?
- ცოტას - თვალი ჩაუკრა
- ძალიან სასაცილოა! - შემდეგ ნიკოლასმა ფურცელი მაღლა ასწია, ჯერ ფურცელს დახედა, შემდეგ ნინის.
- „შენ 13 რიცხვში მოკვდები“... ვინ გამოგიგზავნა ეს?
- არ ვიცი.. - ძალიან ხმადაბალი ხმით წარმოთქვა გოგონამ, ნიკოლასი მას რამდენიმე წამით ჩუმად აკვირდებოდა, შემდეგ ხელით ნიკაპზე შეეხო, თვალებში ჩახედა, ნიკოლასმა პირველად დაინახა ნინის თვალებში შიში.. ნამდვილი შიში
და სწორედ ამან გააქრო მის სახეზე დარჩენილი ირონია.
- მატყუებ! ძალიან კარგად იცი ვინც არის ამ წერილის ავტორი! ვინ გემუქრება? რამდენი ხანია ეს გრძელდება? - გოგონამ ტუჩები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა.
- არ მინდა ამაზე საუბარი.. - ნიკოლასმა ფურცელი ნელა დაუშვა.
- კარგი.. დიდად არც მაინტერესებდა! -
ნიკოლასმა ფურცელი მაგიდაზე დააგდო და ბინიდან გავიდა, დერეფანში ბურტყუნებდა
- სულელი გოგო! თუ არ იტყვის ხვერწნას დავუწყებ რა ჰგონია.. იდიოტი! სულ კი არ ვიქნები მისი დახმარების ხასიათზე, ჯერ რა იცის რა ელოდება! - სიცილით შევიდა თავის ბინაში, პირდაპირ საწოლში გადაეშვა ტანსაცმელებიანად და მაშინვე ტკბილად დაეძინა.


დილა გათენდა, ნიკოლასმა მაღვიძარას გამოსართავად ხელი ავტომატურად გაიწოდა, გამორთო და საწოლიდან წამოდგა. ხუთი წუთიც არ დასჭირვებია,
სწრაფად გადაივლო წყალი, კარადა გამოაღო, პირველი რაც ხელში მოხვდა ჩაიცვა, თმა ხელით გადაიწია და სარკეში მხოლოდ იმდენ ხანს ჩაიხედა, რამდენიც იმის დასადგენად სჭირდებოდა, რომ როგორც ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდა.
- მზადაა - ჩაილაპარაკა თავისთვის, სუნამო მიიპკირა და კარისკენ წავიდა.
ამ დროს, მისგან სულ რამდენიმე მეტრში, ნინი უკვე თითქმის საათნახევარი იყო, რაც საკუთარ დილას ებრძოდა.
ჯერ საწოლი გაასწორა, შემდეგ ოთახები მოაწესრიგა, სამზარეულოში ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნა. ბოლოს სარკის წინ დაჯდა, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, თმა დაივარცხნა და კიდევ ერთხელ შეამოწმა საკუთარი თავი.
ნინის დილისთვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავი იყო, როგორც კი ნინიმ კარი დაკეტა და გასაღები გადაატრიალა, ზუსტად იმავე წამს მოპირდაპირე კარიც გაიღო, ორივემ ერთდროულად გამოიხედა, ერთმანეთს შეხედე, შემდეგ კი, ორივემ ერთდროულად დაკეტა კარი, ნიკოლასმა წარბი ასწია და მაშინვე თავისი ჩვეული ღიმილი მოეფინა სახეზე.
- დილა მშვიდობისა, მეზობელო. როგორ გეძინა? - რამდენიმე წამით დააკვირდა
- ხომ არ მოსულა ვინმე შენს მოსაკლავად? - ნინიმ თვალები დახარა და ღრმად ჩაისუნთქა.
- იმიტომ გეკითხები, რომ დღეს სწორედ ცამეტი რიცხვია - განაგრძო ნიკოლასმა სრულიად მშვიდი ტონით
- შენი წერილის ავტორი კი...
- დაივიწყე ის წერილიც და ის ამბავიც! -
ნიკოლასმა მხრები აიჩეჩა, თითქოს საერთოდ არაფერი უთქვამს.
- კარგი..დავიწყებული მაქვს - ერთი ნაბიჯი გადადგა კიბეებისკენ
- წავედით სამსახურში? - ნინიმ უხმოდ, აშკარად გაბრაზებულმა გახედა და წინ გაიჭრა, ნიკოლასმა ჩაიცინა.
- როგორი თბილი მეზობელია... -
და უკან მიჰყვა.

სამსახურში თითქმის ერთდროულად შევიდნენ. ნანკას ეს, საერთოდ არ მოეწონა..ჯერ ნიკოლასს შეხედა, შემდეგ ნინის, მერე ისევ ნიკოლასს.
- დილა მშვიდობისა, ნიკოლას - ჩვეულებრივზე მეტად მხიარულად მიესალმა და მაშინვე მის საყელოს მისწვდა
- მოიცა, ეს ასე არ შეიძლება! საყელო გაქვს არეული.
- ნანკა, ხუთ წუთში მოვემზადე. ამაზე მეტს ნუ მომთხოვ.
- ხუთ წუთში?! - ნანკამ თვალები გადაატრიალა და საყელო მაინც გაუსწორა, ნიკოლასმა ჩაიღიმა.
ნინი უხმოდ გაეცალა მათ და საწარმოსკენ წავიდა, კარის გაღებისთანავე სასიამოვნო, ტკბილი და საოცრად გემრიელი სურნელი შეეგება.
საწარმო უკვე ცოცხლობდა, სადღაც მიქსერი მუშაობდა, თანამშრომლები შეკვეთებს ამზადებდნენ, ახლად გამომცხვარი ცომის, შოკოლადისა და კრემის არომატი კი მთელ სივრცეში იფანტებოდა.
- დილა მშვიდობისა - ღიმილით მიესალმა ნინი თანამშრომლებს.
- დილა მშვიდობისა, ნინი! - სალომე მაშინვე მისკენ წამოვიდა
- ნახე, რა არომატები ტრიალებს? - ნინიმ ღრმად ჩაისუნთქა და გაიღიმა.
- საუცხოოა.
- კი, საუცხოოა... მე კი წელი მომწყდა თქვენი ახალი გამოგონების წყალობით, ქალბატონო ნინი! - მოულოდნელმა მკაცრმა ხმამ ორივე შეაბრუნა. კარში ახალგაზრდა ბიჭი იდგა, სახეზე ისეთი სერიოზული გამომეტყველებით, თითქოს ახლა მთელი საწარმოს დახურვას აპირებდა, ნინიმ გაკვირვებულმა შეხედა.
- უკაცრავად? - სალომემ სიცილი ძლივს შეიკავა.
- ყურადღებას ნუ მიაქცევ. ზურაა, ჩვენი დისტრიბუტორი. დაიღალა ამდენი შეკვეთის დარიგებით - ზურამ ხელები გაშალა.
- დავიღალე კი არა, აღარ შემიძლია! რა გამოიგონეთ ასეთი? მსგავსი მასშტაბით არაფერი გაყიდულა. ყველაზე მკვდარი ფილიალებიც კი ამ ტორტებს უკვეთავენ! -
ნინის სახეზე ღიმილი გაეპარა.
- განა ეს ცუდია? - ღიმილით იკითხა ნინიმ.
- ცუდი კი არა, სასწაულია! - ამჯერად კარში შემოსულმა შორენამ უპასუხა,
კმაყოფილი ღიმილით შემოვიდა ოთახში და ზურას მხარზე ხელი მსუბუქად დაჰკრა.
- მოგესალმებით, ქალბატონო შორენა - თავაზიანად მიესალმა ზურა.
- დილა მშვიდობისა - შორენამ კმაყოფილმა მოათვალიერა საწარმო. აშკარად ჩანდა, რომ ის, რასაც ხედავდა, სიამოვნებას ანიჭებდა. შეკვეთები იმატებდა, თანამშრომლები დატვირთულები იყვნენ, ტკბილი არომატი კი მთელ სივრცეს ავსებდა.
ბოლოს მისი მზერა ნინიზე შეჩერდა.
- ნინი, როგორ მოეწყვე ბინაში? -
ნინიმ ოდნავ გაუღიმა.
- კარგად, ქალბატონო შორენა. მადლობა, ძალიან მომწონს.
- მიხარია - შორენამ თავი დაუქნია
- ერთ საათში თათბირი გვაქვს და მინდა, შენც დაესწრო - ნინის სახეზე მოულოდნელი გაკვირვება გამოესახა.
- მე?
- დიახ - შორენამ თბილად გაუღიმა - აუცილებლად უნდა დაესწრო - ნინიმ თავი დაუქნია.
- კარგი.

ერთი საათის შემდეგ საკონფერენციო ოთახში საწარმოს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები იკრიბებოდნენ. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომელთა ყოველდღიური შრომისა და გადაწყვეტილებების წყალობითაც საკონდიტრო ფეხზე იდგა და ყოველდღიურად უფრო მეტად იზრდებოდა, თუმცა ამჯერად არავინ იცოდა, კონკრეტულად რასთან დაკავშირებით მართავდა შორენა თათბირს, შორენა თავის ადგილას იჯდა და დოკუმენტებს ათვალიერებდა.
- ყველა ვართ? - იკითხა ბოლოს.
ოფიციალური შეკრებების დროს მისი ხმა ყოველთვის იცვლებოდა - უფრო მკაცრი, საქმიანი და დამაჯერებელი ხდებოდა
გიორგიმ საათს დახედა.
- ნინიც შემოგვიერთდება რამდენიმე წუთში - თქვა და მსუბუქად ჩაახველა, შორენამ თავი დაუქნია.
- კარგი. მეგი სად არის?
- აქ ვარ - ოთახის კართან მეგი გამოჩნდა,
ზუსტად იმ წამს კი მის უკან ნინიც შემოვიდა.
- მშვენიერია - შორენამ ორივეს გადახედა
- დაიკავეთ ადგილები, გოგონებო. -
მაგიდასთან ორი თავისუფალი ადგილი დარჩენილიყო, ერთი გიორგის გვერდით მეორე - ზურას გვერდით. ნიკოლასს გვერდით უკვე ნანკა ჰყავდა "მიწეპებული", მეგიმ ერთი წამითაც არ დააყოვნა. პირდაპირ გიორგისკენ წავიდა და მის გვერდით ჩამოჯდა, ისე თავისუფლად და უშიშრად მოეწყო, თითქოს წინა საღამოს არაფერი მომხდარა.. გიორგის მხოლოდ ერთხელ გადახედა - გამომწვევი, თითქმის კმაყოფილი ღიმილით, გიორგის კი მისკენ თავი არც კი მიუბრუნებია.
ჩვეული, გაყინული გამომეტყველებით იჯდა და დოკუმენტებს ათვალიერებდა, თითქოს გვერდით მჯდომი მეგი საერთოდ არ არსებობდა. ნინი კი მეორე თავისუფალ ადგილას, ზურას გვერდით დაჯდა.
- აქ დაბრძანდი - მაშინვე გაუღიმა ზურამ და სკამი ოდნავ მისკენ გამოწია.
- მადლობა - უხერხულად უპასუხა ნინიმ.
ნინი ძლივს მოეწყო, რომ ზურას მზერა ისევ მისკენ დაბრუნდა, იღიმოდა..
არა უბრალოდ თავაზიანად, აშკარად ზედმეტად თბილად, გოგონამ ეს მაშინვე შეამჩნია და ოდნავ დაიძაბა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ამიტომ უბრალოდ მაგიდაზე დადებულ ფურცლებს დახედა,
ზურა კი მაინც უღიმოდა.
- ახალი ტორტები მართლა ძალიან კარგია - ჩუმად უთხრა მან
- თქვენ რომ არა, ასეთი წარმატება არც კი დაესიზმრებოდათ.
- მადლობა - უპასუხა ნინიმ და კიდევ ერთხელ აარიდა მზერა, მაგრამ ეს ყველაფერი გიორგის არ გამოჰპარვია,
თავიდან უბრალოდ მშვიდად უყურებდა მათ, შემდეგ კი მისი მზერა ზურას სახეზე გაჩერდა, თვალები გაუმკაცრდა,
ზურას ერთი ცივი, გამაფრთხილებელი მზერა ესროლა, ზურამ თითქოს იგრძნო კიდეც, მაგრამ ვერ გაიგო მიზეზი და კვლავ ნინისკენ შებრუნდა. ამ ყველაფერს კი ნიკოლასი ჩუმი ირონიული ღიმილით აკვირდებოდა, თითოეულის ქცევასა და მიმიკებს.
- ზურა, შეხვედრა იწყება - მშვიდად წარმოთქვა გიორგიმ.

პირველად სიტყვით სალომე გამოვიდა.
- მეგობრებო, როგორც იცით, ძალიან კარგი და სასიამოვნო სიახლეები გვაქვს. ახალი პროდუქცია ელვის სისწრაფით იყიდება და მომხმარებლებში ძალიან დიდი კმაყოფილება გამოიწვია. ამაზე კი კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ნინის - ყველას მზერა ნინისკენ მიემართა, ნინიმ უხერხულად ჩაიცინა და თავი ოდნავ დახარა, სალომემ რამდენიმე წამით შეხედა, შემდეგ კი განაგრძო:
- დღეს თქვენი შეკრება მე ვთხოვე შორენას. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ დავოჯახდი და ჩემმა მეუღლემ სამსახურის გამო სხვა ქალაქში გადასვლა გადაწყვიტა. შესაბამისად, მეც მომიწევს მას გავყვე - ოთახში მაშინვე ჩურჩული ატყდა, ნიკოლასმა გაკვირვებულმა შეხედა სალომეს.
- ანუ... სამსახურს ტოვებ, სალომე? -
მის ხმაში აშკარად იგრძნობოდა, რომ ეს ამბავი მისთვის მოულოდნელი იყო.
- ასეა - მშვიდად გაუღიმა სალომემ
-ბათუმში გადავდივართ - მერე წამით ოთახს მოავლო თვალი.
- ძალიან მიჭირს და მიმძიმს ამაზე საუბარი. მე და შორენამ ერთად ავაშენეთ ეს საკონდიტრო. თავიდან ბოლომდე ერთად მოვედით და დღემდე ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მოვიყვანეთ აქამდე. ამიტომ ჩემთვის ეს უბრალოდ სამსახურის დატოვება არ არის... მაგრამ ალბათ დადგა დრო, დავემშვიდობოთ -
შორენამ თავი დაუქნია და სიტყვა აიღო.
- სალომე ამ საწარმოს გული და სულია. ამაში, ალბათ, ყველა დამეთანხმებით. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ გვტოვებს, თუმცა ჩვენ უკვე გვაქვს გეგმა -
ოთახში ყურადღება მაშინვე მისკენ გადავიდა.
- ვფიქრობთ, „ბონ-ბონი“ ქალაქგარეთაც უნდა გახდეს ცნობილი, მხოლოდ თბილისით არ უნდა შემოვიფარგლოთ. რადგან სალომე ბათუმში გადადის, გადავწყვიტეთ, პირველი ფილიალი სწორედ იქ გავხსნათ და მას მთლიანად სალომე უხელმძღვანელებს. თავიდან ერთი ფილიალით დავიწყებთ, შემდეგ კი გაყიდვები გვიჩვენებს, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ-
გიორგიმ მაშინვე თავი დაუქნია.
- კარგი აზრია, მივესალმები. დიდ ქალაქებში ფილიალების გახსნა, ვფიქრობ, ნამდვილად წაგვადგება.
- მაშინ კიდევ ერთი საკითხი რჩება - თქვა ანანომ
- აქ ვინ იქნება წარმოების მენეჯერი? -
მან მაგიდას თვალი მოავლო.
- სალომეს ღირსეული შემცვლელი გვჭირდება. ვფიქრობ, ნანკას საკმარისი გამოცდილება აქვს ამისთვის - ნანკამ კმაყოფილად გაუღიმა ანანოს და თვალიც ჩაუკრა, სალომემ შეაწყვეტინა
- მე მყავს ჩემი კანდიდატურა, ვინც უნდა დარჩეს ჩემს მემკვიდრედ - ანანომ წარბი ასწია.
- ვინ? - სალომემ პირდაპირ ნინის შეხედა.
- ვფიქრობ, ნინი იდეალურად შეძლებს ჩემს ჩანაცვლებას. ამ მცირე პერიოდში, რაც ერთად ვიმუშავეთ, ძალიან კარგად დავაკვირდი მის შესაძლებლობებს და, ჩემი აზრით, ბრწყინვალე კანდიდატია -
ოთახში რამდენიმე წამით სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ნინის სახეზე გაოცება აღებეჭდა.
- ხუმრობ, სალომე? - მაშინვე გააპროტესტა ანანომ
- ნინი რამდენიმე დღის წინ მოვიდა. ნანკა კი წლებია ამ სფეროში მუშაობს.
- მე სალომეს აზრს ვეთანხმები - მშვიდად, მაგრამ საბოლოო ტონით თქვა შორენამ.
- ნინის სწორედ სალომეს შემცვლელად მოვიაზრებ - ნიკოლასმა სკამი უკან გასწია და ფეხზე წამოდგა.
- მაგრამ, დედა...
- თათბირი დასრულებულია! - მკაფიოდ შეაწყვეტინა შორენამ, ყველას გადახედა.
- შეგიძლიათ, საქმეს დაუბრუნდეთ და მიულოცოთ თქვენს ახალ მენეჯერს! -
შორენამ სწრაფად შეკრიბა ფურცლები და ოთახიდან გავიდა, ნინი ისევ ადგილზე იჯდა, თითქოს ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა, რა მოხდა, გიორგის სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა, სალომეც აშკარად კმაყოფილი ჩანდა. მეგი კი ნინისთან მივიდა და გახარებულმა მიულოცა.
- გილოცავ, ნინი! ნამდვილად დაიმსახურე! - ნინიმ მხოლოდ ღიმილით უპასუხა, ამასობაში ანანომ და ნიკოლასმა ერთმანეთს გადახედეს და დედას უკან გაჰყვნენ, შორენას კაბინეტში შესვლისთანავე ნიკოლასმა კარი მიხურა.
- დედა! - შორენამ მშვიდად მოიხედა.
- შეგიძლია ამიხსნა, ამ გოგოს ასე რატომ მფარველობ? შენ იცი, ვის ანდობ ამ თანამდებობას?! - გაბრაზებული აგრძელებდა
- სალომეს ადგილს ორიოდე დღის მოსულ ვიღაც ნინის ანდობ?! - ანანოც მაშინვე ჩაერთო.
- დედა, არც მე მომწონს ეს გადაწყვეტილება. ჯერ ბინაში შეასახლე, ზედმეტი უფლებები მიეცი, რამდენიმე დღეში დააწინაურე და ახლა პირდაპირ წარმოების მენეჯერად ნიშნავ. რა დაგემართა? - შორენამ ორივეს გაბრაზებულმა გადახედა.
- თქვენ ორნი გაგიჟდით? ვერ ხედავთ, ამ გოგოს ოქროს რეცეპტების წყალობით რა შედეგზე გავდივართ? ვერ ამჩნევთ, გაყიდვები როგორ გაიზარდა? ის რომ არა, შეიძლება საერთოდ სხვა მდგომარეობაში ვყოფილიყავით! იცით, რა საოცარ რაღაცებს ამზადებს? სალომეს ჰკითხეთ!
- არ მინდა ეს გოგო წარმოების მენეჯერად! - კბილებში გამოსცრა ნიკოლასმა,მისი გაღიზიანების მიზეზი მხოლოდ თანამდებობა აღარ იყო.
რაც უფრო მეტ დროს ატარებდა ნინი კომპანიაში, მით უფრო მყარად იკიდებდა ფეხს იქ და ნიკოლასს თავიდანვე სწორედ ამის ეშინოდა, მას მისი აქედან გაქცევა ჰქონდა განზრახული, ახლა კი ყველაფერი პირიქით ხდებოდა.
- არ მაინტერესებს, რა გინდათ! - მკაცრად თქვა შორენამ
- თქვენი კაპრიზების გამო ჩემს ბიზნესს ვერ დავანგრევ. მორჩა! ამ თემაზე აღარ მესაუბროთ! - ანანომ უკმაყოფილოდ ამოისუნთქა და კარისკენ წავიდა,
ნიკოლასი კი ადგილზე დარჩა.
რამდენიმე წამით დედას ჩუმად უყურებდა.
- მე არ დავუშვებ ამას, დედა! - შორენამ წარბი შეკრა.
- რატომ არ მოგწონს ნინი?
- არ მომწონს და მორჩა!
- შვილო... - შორენას ხმა დაურბილდა.
- მოდი, დავაკვირდეთ. არ მინდა მისი დაკარგვა. გეფიცები, მისი იდეები სალომეს იდეებზე მეტადაც კი მომწონს. ისეთი უცხო და საინტერესო დესერტები იცის, როგორსაც აქამდე საერთოდ არ ვაკეთებდით - ნიკოლასი ჩუმად იდგა.
- ეს გოგო ოქროს საბადოა - განაგრძო შორენამ
- მე ასეთ ადამიანს ვერ დავკარგავ. ამიტომ მითხარი, რა პრობლემა გაქვს მასთან? რატომ ხარ მის მიმართ ასე აგრესიული? - ნიკოლასმა მზერა აარიდა.
- იმიტომ რომ... - სიტყვა შუა გზაზე გაუწყდა.
- არაფერი - შორენა დაეჭვებული დააკვირდა, ნიკოლასმა ირონიულად ჩაიცინა.
- კარგი იყოს ასე დედა.. იმუშაოს აქ თქვენმა პრინცესამ. ვნახოთ, რამდენ ხანში გაიქცევა.
- გაფრთხილებ - მკაცრად უთხრა შორენამ
- მას გვერდით დაუდგები, შენ ჩემს შემდეგ მეორე ადამიანი ხარ კომპანიაში, არაფრით გამოარჩევ სალომესგან! -
ნიკოლასმა დედას შეხედა, სახეზე ისევ ის ირონიული ღიმილი ჰქონდა, თუმცა თვალებში გაღიზიანება ჯერ კიდევ არ გამქრალიყო.
- ნუ ღელავ, დედიკო. გვერდით დავუდგები! დარდი არ გქონდეს! -
კარი გაიჯახუნა და ოთახიდან გავიდა..

თათბირის დასრულების შემდეგ სალომემ ნინი თავის სამუშაო ოთახში შეიყვანა, მაგიდაზე უკვე დახვდა ყველა საჭირო დოკუმენტი, შეკვეთების სია და საწარმოს მიმდინარე საქმეები.
- აბა, ნინი, დღეიდან ეს ყველაფერი შენი პასუხისმგებლობაა - გაუღიმა სალომემ და ფურცლები მის წინ დაალაგა
- არ შეგეშინდეს, ყველაფერს ეტაპობრივად გაგაცნობ. მე კი ბათუმიდანაც შენს გვერდით ვიქნები -
ნინიმ ცოტა დაბნეულმა, მაგრამ ამაყად გაუღიმა.
- მადლობა, სალომე. ვეცდები, შენი ნდობა გავამართლო - სალომემ ხელი მხარზე მოხვია.
- ვიცი, რომ გაამართლებ.

ცოტა ხანში სალომე ოთახიდან გავიდა,
ნინი და გიორგი მარტო დარჩნენ, გიორგი კართან იდგა და ნინის აკვირდებოდა, რომელიც ახალ დოკუმენტებს ათვალიერებდა.
- დიდი პასუხისმგებლობაა - უთხრა მშვიდად, ნინიმ თავი ასწია და გაუღიმა.
- ცოტა მაშინებს კიდეც.
- ნუ შეგეშინდება! ყველაფერს შეძლებ, მთავარია არ დანებდე! ბოლომდე მყარად უნდა იდგე ფეხზე, ბევრი მტერი გყავს, უკვე შეამჩნევდი..
- სხვათა შორის... ჩვენი დისტრიბუტორი, ზურა რომ არის... - გიორგიმ ოდნავ შეკრა წარბები.
- ზედმეტად არ დაუახლოვდე. არ მომწონს ეგ ტიპი და არ მინდა, მასთან რამე გქონდეს საერთო - ნინიმ გაკვირვებულმა შეხედა.
- რატომ? რამე ისეთი გააკეთა?
- უბრალოდ არ მომწონს - მოკლედ უპასუხა გიორგიმ
- ზედმეტად თავისუფლად იქცევა!
- კარგი.. გავითვალისწინებ.
- და კიდევ... რას იტყვი, ამ საღამოს ჩემთან რომ მოხვიდე ვახშამზე ჩემთან?ბებიაჩემს ძალიან მოენატრე თან შენს ამბავსაც ავღნიშნავდით - ნინის სახე მაშინვე გაუთბა.
- სიმართლე გითხრა, მეც მომენატრა. მოვალ აუცილებლად - შემდეგ მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს გადახედა და ამოიოხრა.
- ხვალიდან შევუდგები საქმეებს. დღევანდელი დღე, ვფიქრობ, მეპატიება -
გიორგიმ გაიღიმა.
- რა თქმა უნდა - რამდენიმე წამით ნინის უყურებდა, შემდეგ კი ხელი მისკენ გაიწოდა და მისი ხელი ხელში მოიქცია.
- ყველანაირად შენს გვერდით მიგულე, ნინი - ნინიმ თბილად გაუღიმა. ამ დროს, ოთახის ნახევრად ღია კართან ნიკოლასი რამდენიმე წამი ჩუმად უსმენდა მათ,
მის მზერას ჯერ გიორგის ხელში მოქცეული ნინის ხელი მოხვდა, ტუჩის კუთხე ირონიულად აეწია..ჩაეცინა
- ვნახოთ, თუ გეპატიება დღევანდელი დღე... ასე არა?..მაგასაც ვნახავთ წითურო..

გიორგის სახლში საღამოს ყოველთვის განსაკუთრებული სიმყუდროვე სუფევდა. სამზარეულოდან ახლად მომზადებული კერძების სურნელი გამოდიოდა, ბებია კი მაგიდასთან ფუსფუსებდა და ყველაფერს თავისი ხელით ამზადებდა, თითქოს ნინის მოსვლისთვის მთელი სახლი უნდა გამზადებულიყო.
- ვგიჟდები, ბებო, შენს გაკეთებულ საჭმელებზე - გაეღიმა გიორგის, ბებიას ხელის გულზე აკოცა
- მე შენზე ვგიჟდები, ჩემო გულო - ბებიამ სახე დაუკოცნა შვილიშვილს, გიორგიმ სიცილით თავი გააქნია, შემდეგ კი თითქოს რაღაც გაახსენდა.
- ჰო, მართლა... წუხელ სად ბრძანდებოდით შენ და ბატონი სოსო? გვიან ავდექი და სახლში აღარ დამხვდით. სადღაც გაპარულები იყავით. სად დაძვრებით თქვენ ორნი? - ბებიამ ერთი წამით ხელები შეაჩერა, თუმცა მალევე ჩვეულებრივი ღიმილი დაიბრუნა.
- სუფთა ჰაერზე ვიყავით, შვილო - გიორგიმ გაკვირვებულმა შეხედა.
- შუაღამეზე?
- მერე რა მოხდა? - ბებიამ უდარდელად ჩაიცინა
- შუაღამეზეა სუფთა ჰაერი ზუსტად ყველაზე კარგი! - გიორგიმ ეჭვით მოჭუტა თვალები, მაგრამ აღარ ჩაძიებია.
- მიდი, წვენები გამოიღე საყინულედან, არ გაიყინოს. მალე მოვა ნინი?
- კი, მალე მოვა.
- ჩემი ლამაზი გოგო... მომენატრა -
სწორედ ამ დროს კარზე კაკუნის ხმა გაისმა, გიორგის სახე მაშინვე გაუნათდა.
- მოვიდა - სწრაფად გავიდა დერეფანში, კარი გამოაღო და...ღიმილი სახიდან ერთ წამში გაუქრა, კართან მეგი იდგა, როგორც ყოველთვის, ზედმეტად თვალშისაცემად გამოწყობილი: მოკლე, თამამი კაბა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ისეთი თავდაჯერებული გამომეტყველება, თითქოს ვინმეს დაეპატიჟებინა და განსაკუთრებული მოწვევით იყო მოსული
- სიურპრაიზ! - მხიარულად შესძახა მეგიმ.
- მეგი?.. - გიორგის ხმა აშკარად იმედგაცრუებული იყო.
- ვიცი, არ მელოდებოდი, მაგრამ შენმა სტუმარმა მოსვლა ვერ შეძლო. ამიტომ, ტყუილად რომ არ ეწვალა ოჯახს, გადავწყვიტე, მე მოვსულიყავი სტუმრად! -
მეგიმ ისე თავისუფლად გაიარა გიორგის გვერდით, თითქოს მის სახლში პირველად კი არა, მეასედ მოდიოდა,
ბებიამ მას ღიმილით შეხედა.
- მობრძანდი, შვილო.
- მადლობა, ბებო! - მეგი მაშინვე მისაღებში შევიდა და ყოველგვარი მორიდების გარეშე, დივანზე წამოსკუპდა.
გიორგი კი კართან რამდენიმე წამით გაშეშებული იდგა.
- შესანიშნავია... - ჩაილაპარაკა თავისთვის..

საღამოს, როცა ნინი გიორგისთან წასასვლელად ემზადებოდა, მის ტელეფონზე მეგისგან ზარი შევიდა.
- ნინი, სასწრაფოდ უნდა მიხვიდე საწარმოში.
- ახლა? - გაკვირვებულმა იკითხა ნინიმ
- რა მოხდა?
- რაღაც პრობლემა გვაქვს. ხვალ ქორწილია და შეკვეთასთან დაკავშირებით არის ცვლილება.. შორენამ მითხრა, შენ უნდა მიხვიდე აუცილებლად.. რადგან წყვილს თავიდან საქორწილო ტორტი ჟოლლსი უნდათ მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალეს და შენი მანგოს შიგთავსი მოუნდათ.. შენს გარდა ვერავინ გააკეთებს ამას.. - ნინიმ უკმაყოფილოდ ამოიოხრა.
- დღეს მთელი დღე სამსახურში ვიყავი, მეგი...
- ვიცი, მაგრამ მართლა სასწრაფოა..შორენამ ისეთი მომხმარებლები არიან უარს ვერანაირად ვერ ვეტყვითო..
- თან მე ახლა გიორგისთან მივდიოდი.. - -გთხოვ, რა... მთელი გულით სურთ შენი საფირმო ოქროსფერი ტორტი.. - ნინი რამდენიმე წამით გაჩუმდა.
- კარგი... მოვდივარ.. გიორგის დავურეკავ
- არა, არ გინდა.. მე მივალ გიოსთან და ავუხსნი რაც მოხდა..

ნინის საწარმო თითქმის მთლიანად ჩაბნელებული დახვდა, კარი გააღო და შიგნით შევიდა.
- რა ჯანდაბაა... - თავისთვის ჩაიბურტყუნა
- ქორწილი თუ ხვალ ჰქონდათ, აქამდე სად იყვნენ, საინტერესოა! - ჩანთა დადო და შეკვეთის ფურცლები მაგიდაზე გადაშალა.
- და შუაღამეზე შიგთავსის შეცვლა...ხვალამდე როგორ უნდა მოვასწრო? - ნერვიულად ხელები წელზე შემოიწყო.
- ყველა იდიოტი მე როგორ უნდა შემხვდეს...- საწარმოში მხოლოდ მისი ხმა ისმოდა, ნინიმ ღრმად ამოისუნთქა, შემდეგ შუქის ჩამრთველისკენ წავიდა.
ჩამრთველს ხელი დააჭირა.
- აააააააააა! - შეშინებული უკან შეხტა, ერთ-ერთ სკამზე, ნახევრად სიბნელეში, სრულიად არხეინად იჯდა ნიკოლასი. ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული, ხელები გულზე გადაეჯვარედინებინა და ისეთი სახით უყურებდა, თითქოს ნინის ყვირილი საღამოს ყველაზე გასართობი ნაწილი ყოფილიყო, რამდენიმე წამით ორივე ჩუმად იყურებოდა.
ნინიმ ხელი გულზე მიიჭირა.
- შენ?! რას აკეთებ ამ სიბნელეში მოჩვენებასავით?!
- ვზივარ
- ამას ვხედავ! - გაბრაზებულმა შესძახა ნინიმ
- რატომ ზიხარ აქ სიბნელეში?!
- ატმოსფერო მომწონს, ხვალინდელი შეკვეთა განსაკუთრებულია.. ამიტომ ჩემს გარეშე ვერ დამზადდება ეს ტორტი.. ჩემი ძალიან ახლო მეგობრის ქორწილის ტორტია.. მე ვურჩიე ოქროს ტორტი დაემზადებინათ - ნინიმ თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა, ნინიმ ნიკოლასს გაბრაზებული მზერით შეხედა.
- მარტოც გავართმევდი თავს, როგორმე. მეთვალყურის გარეშე! თანაც ბისკვიტები უკვე მზად ყოფილა. კრემს და შიგთავსს მოვამზადებ და სულ ესაა.
- მაგრამ მაინც ჩავთვალე საჭიროდ, რომ ხელმძღვანელი აქ უნდა ყოფილიყო! -
ნიკოლასმა ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ლექციის ჩატარებას აპირებდა.
- შენ წარმოების მენეჯერობა რა გეგონა? უბრალოდ დაწინაურება და უფრო ლამაზი სკამი? - ნინიმ წარბები შეკრა.
- რას გულისხმობ?
- წარმოების დაგეგმვა, შეკვეთების კონტროლი, მარაგების შემოწმება, ინგრედიენტების დროული მომარაგება, თანამშრომლების განაწილება, სამუშაო გრაფიკები, ხარისხის კონტროლი, პროდუქციის თვითღირებულების დათვლა, ხარჯთაღრიცხვა, საწყობის ნაშთები, დისტრიბუტორებთან ურთიერთობა, ყოველდღიური ანგარიშები, გაყიდვების მონაცემები, ახალი პროდუქტების ტესტირება... -
ნიკოლასი თითებზე ჩამოთვლას აგრძელებდა.
- კიდევ? - ნინი გაოგნებული უყურებდა
- კიდევ ძალიან ბევრია.
- დამცინი?
- რატომ უნდა დაგცინო?
- ამდენი რამ სალომეს მოვალეობაში არ შედიოდა! - ნიკოლასმა მაშინვე უპასუხა:
- მაგრამ შენს მოვალეობაში შევა! -
ნინიმ გაბრაზებულმა ამოისუნთქა.
- ძალით მიკეთებ ამას?!
- არა - ნიკოლასმა მხრები აიჩეჩა.
- ეს შენი მოვალეობაა - მაგიდაზე დადებულ ინგრედიენტებს ხელი დაადო.
- მიდი, ჯერ კრემი მოამზადე, შემდეგ დანარჩენს მივხედოთ, მინდა საწყობი ავღწეროთ, ასევე მაცივრის ნაშთები
- ამაღამ?
- დიახ
- ამ შუაღამეზე რა საჭიროა?
- სალომე აქ გვიანობამდე მუშაობდა - მშვიდად განაგრძო ნიკოლასმა
- ის საწარმოს ხერხემალი იყო, წითურო. შენც ასე უნდა იყო ანალოგიურად, ამიტომ ხშირად მოგიწევს აქ ყოფნა.
- რა გეგონა, რატომ შემოგთავაზა დედაჩემმა ბინა აქვე ახლოს? ადვილად რომ შეძლო სამსახურში მოსვლა -ნინიმ გაოგნებულმა გახედა.
- ვერ გავიგე, რა გინდა, საკონდიტროს დარაჯობაც ხომ არ შევითავსო?!
- მე მინდა, რომ შენი დაკისრებული მოვალეობა კარგად შეასრულო -
ნიკოლასმა წინ გაიწია და ტორტზე მიუთითა.
- ჯერ დაკრემე შენი საფირმო ოქროსფერი ტორტი, შემდეგ აღწერას მივხედოთ
- ეს ხვალამდე ვერ მოითმენს? - ნიკოლასმა ოდნავ გაიღიმა.
- ვერა..
- რატომ?
- იმიტომ, რომ მე ამაღამ მსურს, შენ ჩემი თანამშრომელი ხარ, მე შენი ხელმძღვანელი ვარ, ისე იქნება როგორც ვიტყვი
- ეს უკვე ათჯერ მაინც მითხარი, გავიგე რომ ხელმძღვანელი ხარ!
- მაშინ შესანიშნავია.. იმუშავე - ნინიმ კბილები გააკრაჭუნა.
- აუტანელი! სპეციალურად აკეთებს!! ღმერთო, როგორ მაღიზიანებს! - ნინი გაბრაზებული შეუდგა კრემის მომზადებას, რამდენიმე წუთის განმავლობაში მხოლოდ მიქსერის ხმა ისმოდა. ნინი გამალებით მუშაობდა, თან ყოველ რამდენიმე წამში ნიკოლასს გადახედავდა, რომელიც თითქოს საერთოდ არაფერს აკეთებდა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს აკვირდებოდა.
- ეს დაამატე.
- ვიცი!
- ცოტა ნელა, ზედმეტად სწრაფად ურევ -
ნინიმ კოვზი მაგიდაზე დაარტყა.
- ნიკოლას!
- გისმენ!
- მგონი უკეთ ვიცი როგორ უნდა მოვამზადო, შეგახსენებ ეს ჩემი რეცეპტია! - რამდენიმე წუთში ნინი უკვე ისე იყო გაცეცხლებული, რომ მის გვერდით დადებულ ნივთებსაც კი უხეშად დებდა, ერთ-ერთი ჯამი ხელიდან ოდნავ გაექცა.
- ჯანდაბა! - ნინიმ სწრაფად დაიჭირა, მაგრამ ამ დროს მეტალის ჯამი ონკანის კიდეს მოხვდა, მოულოდნელად გაისმა მკვეთრი ხმა, ონკანიდან წყლის ძლიერი ნაკადი პირდაპირ წინ გადმოიფრქვა.
- აააა! ნიკოლას! - წყალი წამებში მოედო სამუშაო მაგიდას, იატაკს და იქვე დაყრილ ნივთებს, ნიკოლასი მაშინვე მისკენ გამოიქცა, ნიკოლასმა ონკანის გადაკეტვა სცადა.
- სად არის მთავარი ჩამკეტი?!
- არ ვიცი!
- შესანიშნავია!
- შენ თქვი, რომ უფროსი ხარ, შენ უნდა იცოდე!
- ახლა ამის დროა?! - ნინი ცდილობდა წყლის ჭავლი ხელით შეეკავებინა, მაგრამ სრულიად უშედეგოდ.
- ნიკოლას, გააჩერე!
- ვცდილობ! - ორივემ ერთდროულად მისწვდა ონკანს, მათი ხელები ერთმანეთს შეეხო, ორივემ ინსტინქტურად უკან გაიწია..ნინიმ უკან დახევა სცადა, ამ დროს ფეხი სველ იატაკზე აუსრიალდა.
- ფრთხილად! - ნიკოლასმა ინსტინქტურად ხელი წაავლო წელზე და თავისკენ მიიზიდა, ნინი პირდაპირ მის მკერდს შეეჯახა, ორივე გაჩერდა, წყალი ისევ მთელი ძალით ისხმებოდა, ნინი გაოგნებული უყურებდა..ნიკოლასმაც რამდენიმე წამით ხმა დაკარგა, მერე ნინიმ სწრაფად დაიხია უკან, ორივემ უხერხულად აარიდა მზერა ერთმანეთს..
ბოლოს, ორივემ ერთად, მთელი ძალით მოქაჩა ჩამკეტს და წყალი უცებ შეწყდა.. საწარმოში სიჩუმე ჩამოვარდა, ორივენი სველი იდგნენ.. ნიკოლასმა ნინის გადახედა.
- შესანიშნავი დასაწყისია შენი მენეჯერული კარიერისთვის - ნინიმ სველი თმის ღერი სახიდან გადაიწია..
რამდენიმე წუთის შემდეგ იატაკი მეტ-ნაკლებად მოაწესრიგეს და ნინი ისევ ტორტს მიუბრუნდა..დიდი, მრგვალი ტორტი ოქროსფერი კრემით ნელ-ნელა იძენდა საბოლოო სახეს. ზედაპირი იდეალურად გლუვი იყო, ოქროსფერი საფარი სინათლეზე მსუბუქად ბრწყინავდა, გვერდებზე კი ნინი ფრთხილად ავლებდა დეკორატიულ ხაზებს, ბოლოს რამდენიმე პატარა დეტალიც დაამატა და უკან დაიხია, ტორტი მართლაც ულამაზესი იყო.
ნინიმ ამაყად შეხედა.
- მზადაა - ნიკოლასი ტორტთან მივიდა, დიდხანს დააკვირდა, ნინი ელოდებოდა მის შეფასებას, ნიკოლასმა თავი ოდნავ გადახარა.
- ჰმ...
- რა? - ნიკოლასმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
- ვფიქრობ, ბისკვიტები გადახრილია.. კი... ნამდვილად ასეა - ტორტს კიდევ ერთხელ შეხედა
- ეს არ ივარგებს.
- ანუ? - ნიკოლასმა მშვიდად შეხედა.
- ანუ თავიდან არის გასაკეთებელი.
ნინის სახეზე გაოცება და გაბრაზება ერთდროულად გამოესახა.
- რას ამბობ?!
- ეს საქორწილო ტორტია. ასეთი რამ იქ არ წავა.
- მაგრამ იდეალურად გამოიყურება!
- არა! თავიდან არის მოსამზადებელი ყველაფერი!
- შეუძლებელია!
- არაფერია შეუძლებელი - ნინიმ ხელი თმაში შეიცურა
- ღმერთო, შენთან მუშაობა შეუძლებელია! ეს ტორტი ჩვეულებრივია!
- ეს ტორტი არ ვარგა!
- ვარგა!
- არა!!
- შენ სპეციალურად აკეთებ ამას!- ნიკოლასმა რამდენიმე წამით ჩუმად შეხედა, შემდეგ მშვიდად უთხრა:
- ან თავიდან დაამზადებ ...ან, სამწუხაროდ, სამსახურის დატოვება მოგიწევს - სიჩუმე ჩამოვარდა
- რა?!
- შენი უპასუხისმგებლობის გამო იმ წყვილის წინაშე სირცხვილს ვერ ვჭამთ! თუ მენეჯერი ხარ, უნდა დაამტკიცო, რომ შეგიძლია.
- მე ამ ტორტს თავიდან არ გავაკეთებ!
- მაშინ კარი იქ არის - ნინიმ კარისკენ გაიხედა, შემდეგ ისევ ნიკოლასს შეხედა.
- შენ მართლა გგონია, რომ ასე მარტივად შემაშინებ? ან ასე მარტივად დავყრი ფარხმალს? - ნიკოლასის ტუჩის კუთხეში ღიმილი გაჩნდა, ნინიმ მზერა გაუსწორა,
მან წინსაფარი უფრო მჭიდროდ შეიკრა, ტორტს ხელი მოჰკიდა და მაგიდისკენ მიაბრუნა.
- თავიდან გავაკეთებ - ნიკოლასს ჩაეცინა, ნინიმ კბილებში გამოსცრა:
- ერთხელაც იქნება, შენს ამ ცინიკურ ღიმილს მოგაშორებ, აი ნახავ! -სამზარეულოში კვლავ ტკბილი, ცხელი არომატი ტრიალებდა. ნინიმ ფქვილი ფრთხილად გაცრა, კვერცხის მასა ნელ-ნელა შეურია და მიქსერი ჩართო, მოძრაობებში უკვე ისეთი სიზუსტე აღარ ჰქონდა, როგორიც თავიდან - დაღლილობა ნელ-ნელა ერეოდა, თუმცა ამას საკუთარ თავსაც კი არ უმხელდა.
- ცოტა კიდევ და მორჩა... - ჩაილაპარაკა თავისთვის და თვალები რამდენჯერმე სწრაფად დაახამხამა, ნიკოლასი იქვე, სამუშაო მაგიდასთან იდგა და აკვირდებოდა, ნინის აშკარად ეძინებოდა.
თავი რამდენჯერმე ნელა დაუქნია, მერე თითქოს გამოფხიზლდა და ისევ საქმეს მიუბრუნდა. ერთხელ კოვზი ხელიდან გაუვარდა, ნიკოლასმა წარბი ასწია.
- გეძინება?
- არა!
- თვალები რატომ გეხუჭება?
- არ მეხუჭება!
- ხუთი წუთის წინ თითქმის მიქსერში ჩაგივარდა თავი - ნინიმ გაღიზიანებულმა შეხედა.
- თუ ასე კარგად აკვირდები, იქნებ შენ გააკეთო?
- მე არ ვიცი შენი საიდუმლო ი გრედიენტები - ნინიმ არაფერი უპასუხა, ისევ საქმეს შეუდგა.. ნიკოლასს გაეღიმა, რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა. აშკარა იყო, რომ გოგო ძლივს იდგა ფეხზე, მაგრამ მაინც ჯიუტად აგრძელებდა მუშაობას, ოდნავ შეეცოდა.
- მოდი, ამას მე გავაკეთებ - მოულოდნელად უთხრა, ნინიმ მაშინვე შეხედა.
- რა?
- კრემს მოვამზადებ. შენ ბისკვიტებს მიხედე.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მალე აქვე ჩაგეძინება
- არ მეძინება-მეთქი.
- ჰო, რა თქმა უნდა - ნიკოლასმა მის ხელიდან ჯამი თითქმის ძალით გამოართვა.
- დაჯექი ხუთი წუთით მაინც - ნინიმ უკმაყოფილოდ ამოისუნთქა, მაგრამ აღარ შეეკამათა, ნიკოლასი საქმეს შეუდგა. ჩვეულებრივზე ნაკლებად დამცინავი იყო. ნინი კი ჩუმად აკვირდებოდა, როგორ აკეთებდა ის კრემს, რამდენიმე წუთით თითქოს ყველაფერი მშვიდად იყო, სანამ ნინის ტელეფონი არ აწკრიალდა, უპასუხა..ერთ წამში სახიდან ფერი დაეკარგა, თვალები გაუფართოვდა.
- რა ხდება? - ნიკოლასმა მაშინვე შეამჩნია ცვლილება, ნინიმ ზარს უპასუხა.
რამდენიმე წამი მხოლოდ უსმენდა.
- რა?.. სად?.. ახლა?.. - ხმა უკანკალებდა.
- ჯანდაბა... - წინსაფარი სწრაფად გაიხადა, ჩანთა აიღო და თითქმის ყველაფერს, რაც გზად შეხვდა, ადგილზე ყრიდა.
- რა ხდება? - ნიკოლასი მაშინვე მისკენ შემობრუნდა.
- ჩემი ძმა... მგონი რაღაც შარშია... უნდა წავიდე. სასწრაფოდ.
- ვინ დაგირეკა?
- არ ვიცი... ჩემი ძმა უნდა წავიყვანო! - ნინი უკვე კარისკენ გარბოდა, გარეთ გავიდა და გზაზე ტაქსის ძებნა დაიწყო.
- მოიცადე! - ნიკოლასიც უკან მიჰყვა
- დაჯექი, მე წაგიყვან - ნინი იმდენად შეშინებული იყო, წინააღმდეგობა არც კი გაუწევია. მანქანაში ჩაჯდა და კარი მაშინვე მიხურა, ნიკოლასმა ძრავა ჩართო.
- ვინ დაგირეკა და რა გითხრეს?
- არ ვიცი ზუსტად... მგონი იჩხუბა და ცუდადაა - ნიკოლასმა საჭეს ხელი უფრო ძლიერად მოუჭირა.
- შენი ძმის გამო სულ ასეთ პრობლემებში ხარ? - ნინის პასუხი არ გაუცია, თავი ჩახარა, ნიკაპი მსუბუქად აუკანკალდა.
ნიკოლასმა გვერდულად გახედა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს..რამდენიმე წამი მანქანაში მხოლოდ ძრავის ხმა ისმოდა.
- სად მივდივართ? - ბოლოს იკითხა ნიკოლასმა, ნინიმ მისამართი უთხრა, ნიკოლასმა შუბლი შეკრა.. ადგილი ქალაქის განაპირას იყო - ძველი საწყობებისა და მიტოვებული სახელოსნოების უბანი, სადაც ღამით ქუჩები თითქმის ცარიელი რჩებოდა.
- გუშინ სად იყო შენი ძმა? - ჰკითხა მან.
- მეგობართან დარჩა... - ნინიმ ამოისუნთქა.
- რა მოვუხერხო ამ ბიჭს უკვე აღარ ვიცი... -
რამდენიმე წუთის შემდეგ მანქანამ ნელა შეანელა, ნინიმ წინ გაიხედა.
- აი... იქაა! - ნიკოლასმა იმავე მიმართულებით გაიხედა, გზის მეორე მხარეს ახალგაზრდა ბიჭი იდგა
- გუგა... - ნინის ხმაში შვება და შიში ერთდროულად გაისმა, მაგრამ ნიკოლასს სახე შეეცვალა, მთელი სხეული დაეძაბა, თვალები გუგას მიაშტერდა.. ის სახე..
ერთი შეხედვით ყველაფერი დაბრუნდა , ის დღე, ის მოედანი, ყვირილი, დაცემა და წამები, რომლებმაც მისი ცხოვრება სამუდამოდ ფეხბურთი, მისი ფეხი, ტკივილი და ის დღე, როცა პირველად გაიაზრა, რომ ვეღარასდროს ითამაშებდა ისე, როგორც ადრე.. ნიკოლასს ყბა დაეჭიმა, საჭეს ისე ძლიერად მოუჭირა ხელი, თითები გაუთეთრდა, ნინიმ მისკენ გაიხედა.
- ნიკოლას? - მაგრამ პასუხი არ მიუღია, ნიკოლასმა გაზს ფეხი ძლიერად დააჭირა.
მანქანამ უცებ აკრიფა სიჩქარე.
- რას აკეთებ?! გაგიჟდი?! - ნინი შეშინებული წამოიწია, მანქანა გუგასკენ მთელი სისწრაფით მიემართებოდა.
- ნიკოლას, გააჩერე! - ნიკოლასის თვალებში მხოლოდ გუგა ჩანდა.
- არააა!.. გუგააა - ნინის კივილი მანქანაში გაისმა, მანქანა კი უკვე სულ რამდენიმე მეტრში იყო..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent