შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხუთი წამი (თავი 11)


გუშინ, 11:15
ავტორი ანნა ანუკი
ნანახია 165

..
დღეები ანაცვლებდნენ ერთმანეთს როგორც ზღვის ტალღები ერთმანეთს. შეხვედრის დღის შემდეგ თითქოს ოდნავ მოშუშებულ ჭრილობას თავიდან მიეღო ზიანი, მეტად გახსნილიყო, იმაზე მეტად მწვავე იყო ვიდრე მანამდე, მეტად მარტივი იყო ცხოვრება ქებაძესთვის უტასთან შეხვედრამდე. შეიბოჭა, დაითრგუნა, დეპრესიული გახდა მეტად, ადრე თუ შეძლებდა სადმე გასვლას გართობას, ახლა უბრალოდ სახლში სურდა სიჩუმეში, რადგან არავინ გააკრიტიკებდა, არც ვინმესგან დაწყნარება სჭირდებოდა, ესეც აღიზიანებდა გონება არეულს. ერიდებოდა გრძელ დიალოგებს, ვინმესთან საუბრის გაბმას და ხალხმრავლობაში გასვლას. ვინაიდან ცეკვის არდადეგებიც დაწყებულიყო, იჯდა სახლში გადაეშალა მხოლოდ წიგნები დროის გასაყვანად, ნერვოზულად შეამოწმებდა ხოლმე ტელეფონში ალავიძესთან გაგზავნილ მესიჯებს თვალს, თითქოს ყოველ წუთს ელოდა ყოველ წამს ელოდებოდა მის ზარს ან მესიჯს, ამინდიც ისე შეცვლილიყო თითქოს გრძნობდა ნიტას ტკივილს საკუთარ თავთან ბრძოლას, ან კი სიყვარულის წინააღმდეგ ბრძოლას... ცას სქელი ჯანღი გადაკვროდა, ჩამოქუფრულიყო ცა და წვიმდა გადაუღებლად, წვიმდა თითქმის ყოველ დღე არა მხოლოდ ცაში არამედ ნიტას გულშიც...
....
გასულიყო კიდევ ერთი კვირა... თითქოს ამინდმაც გამოიდარა, თუმცა საღამო ხანს მაინც თავსხმად დაეშვა ციდან წვიმა, მძვინვარე გრიგალი უბერავდა თან, ტოტებს ღუნავდა და ასწორებდა, კენწეროებს აქეთ-იქით ისე მძლავრად დაარწევდა, როგორც ქარიშხალი ზღვის ტალღებს, ცის ჩამოქცევამდე სქელი წვიმა ჩამოდენილიყო ციდან და მოვარდნილ გრიგალს სხვა მხარეს მიაქროლებდა თანდათან. სახლში ვერ მიუსწრო ნიტამ წვიმას. განსატვირთად გასულიყო "საშოპინგოდ" ეყიდა თეთრი თავშალი მხოლოდ, მაგრამ სავაჭრო ცენტრიდან გამოსულს ისეთი თავსხმა დახვდა წამით ძეგლად იქცა, სახეც მოექუფრა ღრუბლებივით და დააკვირდა წვიმის წვეთებს, უკმაყოფილო იდგა გარეთ ჯერ სრულად არ გასული შენობიდან. ფიქრობდა ღირდა თუ არა სრულად დასველება, დახედა მის თეთრ მაისურს, მიხვდა ამად არ ღირდა, ნაჭერი გამჭვირვალედ იქცეოდა, რადგან აბრეშუმის იყო
- ახლა ძალიან დასველდები...
— გაიგო ხმა. დაებრიცა სახე ნაწყენს მხოლოდ თავი დააქნია საპასუხოდ
- ძალიან დავსველდები, — უკმაყოფილოდ ამოიოხრა, გვიან გაიაზრა რომ ეს მისი ქვეცნობიერი კი არა ნამდვილად ვიღაც გამოესაუბრა, აწკიპა წარბები ერთბაშად, შეხედა გვერდით ღიმილით ამომდგარ მამაკაცს,
- ნიკა? — გაუფართოვდა თვალები და მისკენ დახრილი მანაც გადაკოცნა
- როგორც ჩანს სახლში ვეღარ მიდიხარ,
- ზედმეტად თეთრები მაცვია, წვიმაში გასასვლელად, ვფიქრობ ყველაფერი ზედ დამეტყობა, უბრალოდ იმდენად კარგი ამინდი იყო ვერც ვიფიქრებდი რომ ასე იწვიმებდა, აქ რას აკეთებ? — გაუღიმა თვითონაც,
- მხოლოდ შენ არ შოპინგობ საღამო ხანს, — გაეცინა მამაკაცს, ასწია ქაღალდის შეფუთვა,
- სახალისოა — გაეცინა ქებაძეს
- არ გინდა? ბარემ აქ ვართ დავსხდეთ სადმე? იქნებ მანამდე გადაიღოს — მორცხვად მიუთითა კაცმა
- იციი სახლში დედა მელოდება და მინდა რომ მალე მივიდე — უხერხულად ჩაიცინა როცა ტყუილით სცადა თავის გამართლება
- კარგი, მაშინ ასე კარში რომ არ ვიდგეთ მე წავალ, მანქანას მოვიყვან და შენც ეცადე, რომ მანქანამდე სწრაფად მოირბინო შემდეგ თავად გაგიყვან, — ნიტამ თავი დაუქნია მხოლოდ და გაქცეულს თვალი გააყოლა, გაეხარდა მისი ნახვა, ციოდა ისედაც მასაც იმდენად თხელი სამოსი ჩაეცვა, გაყინვასა და თან დასველებას ერჩივნა კომფორტულად ემგზავრა...

...
- ნუ გადაუხვევ, აი წინა კორპუსთან შეაჩერე — სიცილით მიუთითა როცა მისამართის არა მცოდნემ კინაღამ სხვაგან წაიყვანა...
- საკმარისია აი ამ კორპუსთან შეაჩერე,
- კარგი მაშინ, სადარბაზოს მივაჯდები რომ არ დამისველდე, — სიცილით გადახედა წამით
- უღრმესი მადლობა, — სიცილით გადახედა ისევ,
- ჩვენ წვიმას გავურბივართ აქ კიდე ვიღაც პირდაპირ წვიმაში ისვენებს, — გაეცინა კაცს როცა შენიშნა სილუეტი სარკიდან, გაეცინა ნიტას მაგრამ დანახვა ვერ შეძლო, არც მნიშვნელოვანი იყო ეს მისთვის
- არ დაიკარგო ნიტა, თავადაც იცი რომ ხალხთან ურთიერთობა კარგად გხდის, — ნაზად მიეფერა სახეზე, ქებაძემ მხოლოდ გაუღიმა, სწრაფად გადავიდა მანქანიდან, სადარბაზოს შესასვლელს ამოეფარა დაუქნია ხელი და გააყოლა თვალი მანქანას, წამით ახედა ცას, მსხვილი გახშირებული წვეთები ცვიოდა, გამაყრუებელ ხმაურს ქმნიდა, ალბათ ხმის ყველაზე მაღალი ტემბრითაც კი ძლივს გააგებინებდი ადამიანს ხმას, შრიალებდა და ჩამოჰქონდა ზეცა ქვევით, თითქოს ადგილის გაცვლა სურდა, გეღიმა უნებურად, ესიამოვნა მშრალი რომ იყო, ის ის იყო უნდა შებრუნებულიყო, მოისურვა იმ არანორმალურის ნახვა წვიმის ქვეშ რომ იჯდა, პირისპირ მოშორებით სკამეიკაზე წააწყდა ჩამომჯდარს, დააკვირდა დიდხანს წვიმის ხშირი და სქელი წვეთები უშლიდა ხედვას, შეეჩეხა ალავიძეს, თავზარი დაეცა, ძარღვებში ზათქითა და ზრიალით უჩქეფდა სისხლი, ყურებში ხმაური ედგა, მოეწურა გული, ისე გააჟრიალა წყალში ჩასვლისას რომ ემართებათ ხოლმე, სახე ეცვალა უმალ შეეყინა ღიმილი, მძიმედ გადააგორა ყელში მსხვილი ბურთი და უნებურად აუთრთოლდა სხეული... მოჩვენებას ჰგავდა, თავსხმა წვიმაში წესიერად რომ ვერ ამჩნევდა იფიქრა რომ მოელანდა ალავიძის სახე, ალავიძის მკაცრი მზერა და მისი შავი თვალები, მაგრამ, ის მკაცრი მზერა, ის კუშტი გამოხედვა რისხვით შეყრილი წარბებს ქვემოდან, რაც ნიტას მიმართ იყო, ნამდვილად ალავიძეს ეკუთვნოდა, იჯდა ფეხებ გადაშლილი მთელი სხეულით სველი, სახეზე სდიოდა წყალი, მაგრამ ის მაინც ჯიუტად იჯდა, მაინც იგივე მზერით აკვირდებოდა ნიტას, დაბნეულს შეშინებულს აღელვებულს, იფიქრა სწრაფად გაიქცეოდა სახლში და აღარასდროს მიუახლოვდებოდა ამ კაცს, მაგრამ უნებურად წავიდა წინ, გაუაზრებლად, შეერწყა წვიმას თავადაც, ერთბაშად გასველდა, ერთბაშად დაულპა თმაც, წავიდა მისკენ და წამოდგა ალავიძეც, დაელოდა როდის მიუახლოვდებოდა ნიტა... ჩამოდგნენ ერთმანეთის პირისპირ მაგრამ მაინც ერთმანეთს ელოდებოდნენ, წარბებს ქვემოდან ისე უმზერდა ალავიძე ამ უკანასკნელს, რომ შხამიანი გველივით ჩაასო ეშვები ნიტას გაწამებულ სულს
- აქ რას აკეთებ?! — მკაცრად ჟღერდა ნიტას ხმა,
- ბრავო ნიტა, საოცარ ურთიერთობაში ხარ! — გაიღიმა, ისეთი ირონიით, რომ ერთბაშად გააცია ნიტას
- გთხოვ ნუ დაიწყებ, — გადააქნია თავი, დაღლილმა და გათანგულმა
- ნუ დავიწყებ?.. არა! არ ვიწყებ უბრალოდ გაოგნებას ვერ ვმალავ! მეგონა გიყვარდი და შენ ორ თვეში უკვე შეძელი ჩემი დავიწყება, როგორც ვხედავ,
- უტა რა გინდა? გინდა, რომ მთელი ცხოვრება შენ შემოგტიროდე? გინდა რომ გავაგრძელო უბედური ცხოვრებით ცხოვრება? ასეთი ეგოისტი ხარ? — დაყარა ხელები ჩვრებივით
- ვარ! ვარ! — უღრიალა, თითქოს მთელი ტკივილი მას ამოაყოლა
- ნუ მიყვირი!.. აქედან წადი,
- შენ გადამიწყვეტ მე სად ვიარო?!
- დავიღალე! შენ ასე აპირებ ყველგან გამომეცხადო? ხო შეგიძლია მშვიდად ყოფნის უფლება მომცე? როცა ვამბობ რომ ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო, ყოველთვის მაშინ მახსენებ თავს! თავი დამანებე ბოლოს და ბოლოს! საერთოდ მოშორდი აქაურობას! — უყვიროდა ქებაძეც, მაგრამ ნერვები აღარ მოუთოკავს უტას ისე ჩააფრინდა მხრებში ძლიერად, ლამის ჭკუიდან შეშალა იმ ფაქტმა თავის გამართლება რომ არ დაიწყო ნიტამ, რომ დაეთანხმა უტას სიტყვებს, თითქოს მართლაც დაევიწყებინა ეს კაცი და ახალ ურთიერთობას ცდილობდა მართლაც
- შენ ვერ გადამიწყვეტ მე სად უნდა ვიარო! შენი თავი აკონტროლე! ხან ვინ გაცილებს, ხან ვისთან ერთად ზიხარ რეატორნებში და ხან ვინ დაგსდევს!
- ერთიდაიგივე ადამიანი იყო შე იდიოტო! — გამოუცრა კბილებში,
- არ მაინტერესებს ვინ ჯანდაბაა,
- ხოდა თავი დამანებე! არ არის შენი საქმე ვისთან ერთად ვიქნები! შენი საქმე არ არის ვინ შემიყვარდება,
- შეგიყვარდება? — გაეცინა ირონიულად უტას, ზიზღით მოშორდა გოგოს, უკან დაიწია ნაბიჯით და სეულად შეათვალიერა აცახცახებული, ტანსაცმელი რომ გამჭვირვალედ მიტმასვნოდა სხეულზე
- უკვე შეგიყვარდა კიდეც ნიტა? მგონი კარგია რომ წახვედი, — მწარედ ჩაეცინა კაცს,
- მადლობაც კი მაქვს შენთვის სათქმელი მგონი! რომ შენნაირი ჩამოვიშორე! — თვალები დაუწითლდა ნიტას, ერთიანად შეერწყა მისი ცრემლები წყალს, იმდენად ძლიერი ნაკადით, რომ მისი ღრმა, თბილი მზერა, მისი მომხიბვლელი თვალები ახლა ერთიანად შეფერილიყო სისხლისფრად
- უტა! — სულის ტკივილი ამოაყოლა სიტყვებს, ქვედატუჩი სატირლად დაბრიცა ვედრებით შეაჩერდა თვალებში დააკვირდა როგორ შეამცირა მანძილი უტამ
- შშშშშ — ჩაავლო სახეზე ხელები, მის თვალებს მიშტერებული დამშვიდდა ერთიანად, დახედა მის ტანზე მიტმასნილ სამოსს, ნათლად უჩანდა ქებაძეს სხეულის მომხიბვლელი ნაწილები, ერთბაშად მოაწვა ალავიძეს ნოსტალგია. ვნებამ შეიპყრო მთელი სხეულით, თან დაწითლებული გასაოცარი თვალებით მაყურებელმა ნიტას მზერამ ისე მიიზიდა, ვნებააშლილილმა მისწია თავისკენ, მიადო შუბლი შუბლზე ყბები დაეჭიმა ბრაზის გულისწყვეტისა და სიყვარულისგანაც კი
- მადლობა ნიტა, რომ თავადვე ჩამომაშორე მატყუარა ადამიანი — ვერ შეძლო ეთქვა რამე თბილი, დაეწყნარებინა ნიტა, ეგოისტობდა იმდენად ძლიერ რომ, სურდა სიტყვებით სტკენოდა ნიტას. რაღაც ცივი და მდუღარე ჩაეღვარა გულში ქებაძეს, ტკივილისგან ჩაუდგა სითხე თვალებში, ჰაერი არ ყოფნიდა თითქოს, დააშორა ბაგეები ერთმანეთს და ღრმად სუნთქვისგან მკვეთრად ადი-ჩაუდიოდა მკერდი. წასძლია სულმა უტას მიჰფერებოდა ეკოცნა მისი სხეულის სიმხურვალე ეგრძნო, რაც არ უნდა ეთქვა ყველაფერი იცოდა, როგორც არ უნდა უარ ეყო მისი სიყვარული, მაინც უყვარდა, მის შეხებაზე მაინც ძლიერად უნდოდა ეკოცნა, მოფერებოდა, ჩახუტებოდა, მისი სურნელი მაინც აბრუებდა.
აღტაცებითა და სურვილით სავსე თვალებით შესცქეროდა, უყურებდა ამ ქალს, მთელი მისი არსებით ვნებას მიცემული თანდათან უფრო მწველი უხდებოდა ეს მზერა და ნიტასთვისაც წაეკიდა ცეცხლი.
- მადლობა რომ წახვედი, თორემ მე ვერ გაგიშვებდი...
- უტა საკმარისია! — დაისისინა მის ტუჩებთან, სახე დაბრეცვოდა ტიროდა ისე როგორც ცა, ისევე დიდი წვეთებით როგორც წვიმა, ეხებოდა საყვარელი მამაკაცი სახეზე მიეხუჭა თვალები უტას, ისე აჭერდა შუბლს შუბლზე, მოექცია მისი სახე ხელებში და მხოლოდ თვალებ დახუჭული შეიგრძნობდა მის სითბოს,
- ჩჩჩჩჩ— გადაუსვა ცერა თითი ტუჩებზე დააჩერდა თვითონაც, კიდევ მეტად მისწია ნიტა თავისკენ და ერთბაშად გზნებარებით აღგზნებულს მიეფერა
- ჩუმად იყავი, ყველაფერი დასრულდა!..
ისედაც ყველაფერი დასრულდა!.. — მიეფერა სახეზე ისევ, ლაპარაკის დროსაც კი ეხებოდა მისი ტუჩები ქალის ათრთოლებულ ბაგეებს, კანკალებდა ნიტა, დაებნია უტას თითოეულს საქციელსაც, ყოველ შეხებაზე დენის ტალღას გრძნობდა სხეულში და ძალაც კიარ ჰქონდა შეწინააღმდეგების, ან თავის დაცვის თუნდაც სიტყვებით მაინც
- მე შენთან არ მოვსულვარ ქებაძე, ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა! — ჩააჩერდა თვალებში, დააკვირდა წამით, როგორ ეცვალა თვალები ნიტას ტკივილით, იგრძნო როგორ ჩაწყვიტა გული და ღიმილიც მოეფინა ბაგეებზე ბოროტულად, თითქოს ახლა გათანაბრდნენ თითქოს ისევე ატკინა გული, როგორც ნიტამ მისი წასვლით,
- მე ჩემს კლიენტთან მოვედი, რომელიც ახლა მოვიდა და გადმოვა მანქანიდან, ჩვენ ყველაფერი დავასრულეთ ნიტა, — გადაუწია ყურსუკან თმა, არ მოშორებია, წამით გახედა მხოლოდ თვალებით, მართლაც მანქანით ახლახანს შემოსულს და არც უცდია თავის შეკავება, გახედა ნიტამაც მანქანას დააკვირდა კაცს, ტუჩები დაებრიცა აუკანკალდა თითები, რომლითაც უტას ძლიერ მაჯებს ჩაჰფრენოდა მოავლო ქალის კისერს თვალი უტამ და როგორც კი მზერა დაუბრუნა ქებაძემ, მცირედ ნაზად დაეკონა ნიტას ბაგეებს, ხანგრძლივად, მოწყვეტით, თბილი, რბილი, ყოვლის მომცველი შეხებით ერთბაშად გააბრუა ნიტა, თავისი სველი ჟაკეტი მიაფინა მკერდზე ქალს და სრულად ჩამოშორდა,
- ბატონო უტა, დამაგვიანდა მაპატიეთ, სულ დასველებულხართ, — გაისმა ნიტას ზურგს უკან ხმა, დახედა ნიტამ, უკვე დამალულ სიშიშვლეს, კორპუსის დერეფანში რომ მიიმალნენ, მაშინ შეძლო შეტრიალება ჩამოშლილმა, დაბნეულმა, გულგადახსნილმა, ფორთხვით ავიდა სახლში, შესული დედის მუხლებთან დაეცა და მოთქმით ატირდა...
.....
დღის ბოლოს საწოლზე უძალოდ გართხმული უსმენდა სევდიან მუსიკებს ქებაძე, მოულოდნელ
ტელეფონის გაბმულ ზარს უპასუხა ნომრის შეუმოწმებელად ყურსასმენიდანვე,
- დიახ? — უგულოდ ამოილაპარაკა
- ნიტა, — ხმაზე მთელი სხეულით დაიძაბა ქებაძე
- რატი?
- არ გამოხვალ? — ძალიან მშვიდი იყო არჩემაშვილის ხმა და თან მოზომილიც
- სად ხარ?
- შენს კორპუსთან,
- კარგი — თქვა და გათიშა, აღელვდა, მიუხედავად მონატრებისა მისი ნახვის სურვილისა, მაინც აუჩქარდა გული, აუთრთოლდა სხეული მაინც... რამდენიმე წუთში სადარბაზოდან გასულმა შეამჩნია მანქანას მიყუდებული სხული, მასთან ახლოს მისულმა კი ძლიერად მოჰხვია ხელები, ჩაეკრო გულ-მკერდში ბავშვივით,
- ჩემო პატარა... — დაიჩურჩულა რატიმ, ახლართა მის თმებში ხელები და მიაკრო თავზე ცხელი ტუჩები. მის სითბოზე კიდევ მეტად აუჩუყდა გული ნიტას, მისმა ნახვამ ალავიძე მეტად გაახსენა და მის მკლავებშივე დაიწყო ტირილი, იცოდა რატიმ ყველაფერი იცოდა,
- ნიტააა! — მკაცრი გაფრთხილებით მოიშორა სხეულიდან, როცა მიხვდა რომ აღელვებულმა ტირილი ვერ შეიკავა,
- მორჩი! — მოითავსა მისი სახე ხელებში,
- არ შემიძლია — დაიჩურჩულა, ჩახარა თავი...
- ყოველ ჯერზე მხვდება, დღესაც, მაშინ როცა ძლივს მის დავიწყებას გადავწყვეტ, მაშინვე მეცხადება, მოსვენებას არ მაძლევს, მეჩხუბება მოღალატეს მეძახის, გაპარულს , ადამიანი ხარ ვინც მომატყუა და ორ თვეში სხვას ხვდებაო, მერე მკოცნის მერე ისევ მეჩხუბება, ვერ გავიგე როგორ უნდა მოვიქცე რა უნდა გავაკეთო! ისედაც უძლური ვარ მასთან ის ყოველ ჯერზე მიმატებს! — ტიროდა უკვე ხმამაღლა და საშუალებას აძლევდა რატის შეეწმინდა მისთვის ცრემლები,
- ნიტაა... — ისეთი დაბალი მშვიდი ბარიტონით ამოთქვა რატიმ წამით სასიამოვნოდაც მოხვდა ქებაძეს,
- მასაც სტკივა, ის კი სხვანაირად გამოხატავს,
- დავიღალე რატი... ყველაფერი გაფუჭდა, მეგონა რომ ყველაფერი რთული დასრულდა ჩემს ცხოვრებაში, მეგონა ყველაფერი გადატანილი მქონდა...
- ვიცი, ვიცი, მაგრამ ძლიერი გოგო ხარ— მიეფერა სახეზე
- არ ვარ, დავიშლები, მალე შინაგანად დავიშლები...
- ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახე — მიაკრო საფეთქელზე ტუჩები და ძლიერად ჩაიკრო გულში ისევ.

....
უფერული ცხოვრებისთვის დრო იყო ფერი მიეცა ქებაძეს, აძლევდა დაქალს საშუალებას დახმარებოდა, გამოეყვანა ამ საშინელი სიტუაციიდან, დაეჯავშნათ წინა დღეებში ბილეთები და ელენესთან ერთად წინასწარ დაჯავშნილ კინოში დაგვიანებით შეცვივდნენ , სიბნელეში მათი ადგილი ჩუმად მონახეს და სწრაფად ჩამოსხდნენ, სპეციალური სათვალეები მოირგეს თუ არა თვალებზე მაშინვე მშვიდად გადახედეს ერთმანეთს ,რადგან ფილმი აშკარად იმ წამის დაწყებული იყო... ისხდნენ მშვიდად და უყურებდნენ მანამ სანამ გვერდით სხეული არ მიუჯდა, სიბნელეში არც გაუხედავს და არც დაუნახავს სხეული, მშვიდად განაგრძო ყურება, მაგრამ შინაგან ფორიაქს აეტაცა, ღელავდა თითქოს, მონოტონურად ათამაშებდა თითებს, გვერდზე ბავშვის საუბრის ხმაც ხშირად ესმოდა და ქალის გამაფრთხილებელი ლაქლაქიც, მაგრამ არ მიუქცევია ყურადღება... გადაწყვიტა ხელის დასაყრდენზე ჩამოედო ხელი, სწორედ მაშინ გადაწყვიტა მის გვერდზე მჯდომმაც იგივე, მათი ხელებიც ერთმანეთს ჩაეჭიდა წამით და უხერხულად გასწიეს ხელები, დენის გავლა იგრძნო ნიტამ, ანერვილდა უცებ.
- მაპატიე, — ერთხმად გახედეს ერთმანეთს და ისევე ერთხმად ეცვალათ მზერა გაცბუნებულებს
- შენ?! — თითქმის წამოიკივლა ნიტამ,
- ჩჩჩჩჩჩ— გააფრთხილა ალავიძემ, თვალით ანიშნა თუ სად იმყოფებოდნენ ადგილის შესახებ და უნებური ღიმილი გაეპარა
- ყველგან შენ რატომ ხარ?! რა დავაშავე! — იჩურჩულა სახე დაღრეჯვით, ჩამოისვა სახეზე ხელები
- ცოდვებისთვის ისჯები, როგორც ვხედავ,
- შენი დანახვა ნამდვილად დასჯაა უტა! — ახედა ირონიულად,
- ნუ იფიქრებ რომ მე ვარ ბედნიერი შენი ნახვით... ხო მართლა ის ტიპი სადაა? — გადახედა ჩუმად ელენეს ინტერესით რომ აშტერდებოდა უზარმაზარ ეკრანს,
- რა შენი საქმეა?! ნუ მაწუხებ და უყურე ფილმს,
- ბოდიშს ვერ მოგიხდი, — ნიტა ბრაზისგან წამოდგომას აპირებდა მის ხელს ხელი ჩაავლო ალავიძემ და უკან დააბრუნა, მკაცრი მზერა სტყორცნა მაშინვე ნიტამ,
- ვერსად გაიქცევი, ყველა ოჯახისწევრი აქ არის...
- რა?! მათ ვერ ვნახავ უტა, — ვედრებასავით წარმოსთქვა სიტყვები
- რატომ? ვერ აუხსნი იმ ღამეს შენი გაპარვის მიზეზს?
- უტა ამას ნუ იზამ, ვერ შეძლებ...
- ისინიც ისეთივე გაბრაზებულები არიან როგორც მე ვიყავი, შენ ხომ მათაც გაეპარე,
- გთხოვ, როცა დასრულდება უბრალოდ როგორმე წადით აქედან, ისე რომ არავინ შემამჩნიოს,
- ეს ჩემზე დამოკიდებული არ არის,
- გთხოვ! — შეაჩერდა საწყლად
- მეც ასე გთხოვე რომ არ წასულიყავი,
- ერთმანეთში ნუ ურევ სრულიად სხვადასხვა რამაა!
- თხოვნა ხომ ერთიდაიგივეა? — გადასწია მისკენ ხელი და მშვიდად მოაშორა თმა სახიდან. ესიამოვნა ნიტას, მილულა წამით თვალები, უტაც ისეთი მშვიდი და წყნარი იყო, სხვა შეხვედრებთან შედარებით რომ ესეც ამშვიდებდა.
- კისერი გიტეხია, თავი დამანებე, ყურება მინდა — გადაჩურჩულა ბრაზით და მხარი აქცია...
სიამოვნებდა კიდეც მისგან წამოსული სურნელი, აბრუებდა თან გულს სტკენდა, ვერაფრით კონცენტრირებულიყო ფილმზე, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა ვინ ეჯდა ახლა გვერდით, ძლიერად ჩაჭიდებულიყო ხელის ჩამოსადებს და ისე ძლიერად უჭერდა, თითების დალეწვას მალე იგრძნობდა, მის ხელს წაავლო უტამ ხელი, მასაც სურდა ხელის შესვენება, გადახედა ნიტას
- ჩემი ჯერია გაწიე,
- შენთვითონ გაწიე! ხომ ხედავ მიდევს?!
- ვხედავ ისე უჭერ ან თითები შემოგეფშვნება ან თვითონ ეგ, — სარკაზმულად დახედა მის ხელს,
- იუმორინა ხარ, გაიწიე! — ჰკრა ხელი მის ხელს და მოიშორა ცქვიტად,
- შენთვითონ გასწიე, — მანაც მოიშორა ნიტას ხელი, მძვინვარებისგან წამოიწია ნიტა უხეშად გასწია მისი ხელი ისევ და ძლიერად ჩაებღაუჭა თავად, სცადა ფრთხილად უტამ მოეშორებინა მისი ხელი
- გეყოფა უტა! გადავჯდები!
- გადაჯექი! — იცოდა ალავიძემ ადგილი არსად იყო, მოათვალიერა ნიტამ საჩქაროდ, მიხვდა ვერსად გადაჯდებოდა, შეაჩერდა სიბნელეშიც კმაყოფილებისგან მოცინარს,
- თავი დამანებე! ხელს მიშლი! — უჩურჩულა ისევ და ხელი არაფრით შეუშვა, მოჰკიდა უტამ მის ხელს ხელი, ჯიუტად გადახედა ნიტამ,
- ნუ მეხები!
- ხელს ვასვენებ! თუ არ მოგწონს გადაჯექი! — გაუცინა დაუდევრად და ფილმის ყურება განაგრძო, ერთხანს მძვინარედ იჯდა ნიტა, მშვიდად გადახედავდა ხოლმე უტა, კმაყოფილს გაეღიმებოდა ხოლმე, ნიტა კი მეტად დაძაბულიყო, ალავიძეც თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ ხშირად მეფერებოდა ხოლმე თითებზე და მეტად აბნევდა ამ გოგოს.

ფილმი დასრულდა, უტა მის გვერდით აღარ იჯდა და მანამ კი შუქები აინთებოდა მანამ წამოდგა ნიტა, სწრაფად გადავიდა ყველაზე პირველი კიბეებისკენ, დარბაზი განათდა თუ არა მანაც სწრაფად ჩაირბინა კიბეები და მოჩვენებასავით გაქრა კარიდან, ასევე სწრაფად გაჰყვა, ელვასავით მოწყვეტილ დაქალს ელენე და გაოგნებული მზერა სტყორცნა, სწრაფად ჩაავლო ნიტამ ხელი
- ჩქარა წავიდეთ აქედან! მთელი მისი ოჯახი აქ არის,
- ვისი ოჯახი?! — გაკვირვება ვერ დამალა ელენემ,
- ალავიძეების მთელი არმია აქ არის,
- რა? სად? — გაიხედა უკან ინტერესითა და გაფართოებული თვალებით
- წამოდიიი, — მთელი ძალით გაქაჩა დაქალი და ცოტახანში იმდენად გაუარესდა მისი დაძვრაც კი, რომ გაოცებულმა გახედა, ჯერ ელენეს შეხედა შემდეგ მის ხელს, რომელსაც ალავიძე ჩაჭიდებოდა,
- სერიოზულად? — დაისისინა ჩუმად და ელენეს ხელი უშვა,
- ხომ შევთანხმდით?! — ჩამოუდგა წინ მკაცრად და საქმიანად ნიტა
- არაფერზე არ შეთანხმებულვართ საერთდ, — აიჩეჩა მხრები მშვიდად
- უტა რა ჯანდაბა გინდა! ცოლი გყავს! შვილს ელოდები შენს ოჯახს მიხედე! თავი დამანებე უკვე! ხო თქვი რომ ყველაფერი დასრულდა! რაღა გინდა? რა გინდა? რას მერჩი!.. — ჰკრა გაღიზიანებულმა ხელი უყვიროდა დაბალხმაზე, უხეშად ჩაავლო კეფაში ხელი ალავიძემ ეცვალა მზერა მისწია თავისკენ ნიტა და დააჩერდა ახლოდან, შეკრთა ელენე, შეეშინდა ამ კაცის რომელსაც იმდენად ახლოს მიეწია ნიტა თავისკენ რომ ლამის ბაგრებით ეხებოდნენ ერთმანეთს
- უნდა ინანო ნიტა! წასვლა და ჩემი მიტოვება უნდა ინანო!
- ვნანობ!.. ვნანობ ადამიანო! შენ რა გგონია იქიდან ჩიტივით გამოვფრინდი?! მე ვიყავი ის ვინც ბრმად მოგენდო და თვალებ ახვეული დაგყვებოდა ყველგან, როგორ ფიქრობ რამე შენზე ნაკლებად მეტკინა? შენზე ნაკლებად გამიჭირდა? ჩემმა გადაწყვეტილებამ მე თავად მომიღო ბოლო! ხო შეგიძლია შეეგუო ამ ფაქტს?! მორჩა! დასრულდა ყველაფერი და დამანებე თავი! ნუღა მახსენებ ყოველ წუთში შენ თავს! — ისევ კრა ხელი მოიშორა მისი ხელი, მანძილიც გაადიდა დაიწია უკან და მაინც დაელოდა მისგან პასუხს.
- გეყოფათ! ყველა თქვენ გიყურებთ! — უხერხულად მოავლო ხალხს თვალი ელენემ, თავადაც შეშინებული და დაძაბული მათი დიალოგით, დაბალხმაზე ამოილაპარაკა და ნიტას მხარზე შეეხო,
- აღარაფერი თქვა უტა, ამ თემის განსახილველი ადგილი აქ არ არის! — ჩამოუდგა წინ ელენე, ნიტა კი უბრალოდ შეტრიალდა და გასასვლელისკენ დაიძრა,
- უტა მართლა შეეშვი ამ გოგოს, შენს გამო ბევრი გადაიტანა,
- ბევრი? ორჯერ წავაწყდი! დეითებზე როგორ დადის, ხან ვინ აცილებს და ხან ვინ,
- რა სისულელეს ამბობ თავად თუ იცი ნეტავ?! — სახე ბრაზით ეცვალა ელენესაც და წამით გააყოლა მზერა გვერდზე ქარიშხალივით ჩავლილ ნატალიას თვალი, რომელიც ქებაძეს აედევნა, დაეჭიმა კისერი გოგოს
- კარგი არაფერი მოხდება, — გვიან ამოილაპარაკა და ალავიძესთან ერთად აედევნა მათ...
ექსკავატორზე ჩამავალ ქებაძეს წინ ჩაუდგა ნატალია და წამით შეხედა ადევნებულებს,
- ნიტა! უნდა დავილაპარაკოთ,
- მე შენთან არაფერი მაქვს სალაპარაკო!
- გაქვს! ჯერ მიდიხარ გვტოვებ შემდეგ ისევ ჩნდები ვერ გავიგე რას აკეთებ!
- ნატო შენი შვილის მამას კითხე ეგ კარგი? — ბრაზით გახედა უკან მდგომებს,
- იმას როგორ ვკითხო ნიტა? შენ გამოგვეცხადე? ისედაც ჩემს ცოლად მოყვანასაც კი არ აპირებს! ჯერ არაფერი დალაგებულა!
- ნატალია შენი შვილის მამას კითხე-მეთქი! დარწმუნებული ვარ ყველაფერზე ექნება პასუხი, — აჰხედა ისევ მათ. მათ წინ ბიჭი ჩამორბოდა, სწორედ მაშინ გადააჯვარედინა ბრაზის ნიშნად ნატომ ხელები როცა უცნობს გვერდი უნდა ჩაევლო, მხარი გაჰკრა გოგოს, საპირისპიროდ მდგარმა თავი ვეღარ შეიკავა ერთი შეკივლა და კიბეებზე დაგორდა, მაშინ გახედა ნიტამ ფერები ეცვალა სახეზე, ვერაფრით მოასწრო მისი დაჭერა, გაყინული უყურებდა როგორ მიგორავდა კიბეებზე, რამდენიმე საფეხური იგორა და ძირს დაცემულმა ტირილი დაიწყო, ხმაური ჩაუდგა ნიტას ყურებში რაღაც ზარების გუგუნის მსგავსი, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ერთბაშად მოაწვა თვალებში სისხლი და მერე თითქოს ყველაფერი ბურანში შთაითანთქა, კიბის ბოლოში ჩასულიყო ქალი,
- ნატო, — ეცა მაშინვე ქებაძე
- მოიცადე ფრთხილად — ასწია შეძლებისდაგვარად, მაგრამ როცა მის ხელებს უტა ჩაეჭიდა სრულად მას მიანდო უშვა აკანკალებული ხელები თავად
- სასწრაფოში დავრეკავ, — ხელები უთრთოდა ელენეს
- არა, არ დარეკო, ყველაფერი კარგადაა, ჩემს ექიმთან წავალ,
- რა დროს შენი ექიმია ნატალია?! — დაიგრგვინა ალავიძემ,
- არ დარეკოთ-მეთქი კარგად ვარ, — ამოიტირა, გაჯიუტდა, ეცვალა ფერები სახეზე, მაგრამ წელი ძალიან სტკიოდა, ისე ატრიალებულიყო მის გარშემო ყველაფერი, გულის რევის შეგრძნება დაეუფლა მაშინვე,
- ჩემს ექიმთან წავალ, კარგად ვიქნები, — ანერვიულებული ხაოდა, ჩახლეჩილი ხმით და ასავსავებდა ხელებს
- ნატო ძალიან ცუდად გამოიყურები, თვალებს ვერ ახელ,
- არა, ჩემს ექიმთან მინდა... — ტიროდა მოთქმით, ფრთხილად წამოაყენა უტამ, მაშინვე აატრიალა თვალები ქალმა, უეცრად აუტრიალდა სამყარო თვალწინ და უგონოდ გადაეშვა ალავიძის მკლავებში...
- არსად წაიყვანოთ მე უკვე დავრეკე სასწრაფოში, ორ წუთში მოვლენ, — იყვირა უცნობმა,
- სად წავიდა ის? — შეხედა ნიტას უტამ,
- არ ვიცი! არ ვიცი...გაიქცა, — ჩამოუგორდა ცრემლები ნიტას და მოავლო მანაც თვალი ადგილს, რომ სადმე დაენახა ის ბიჭი, რომელმაც დააგორა...
- კარგი, ნუ ტირიხარ, კარგად იქნება,
- უტა... — ამოიტირა ისევ,
- მაღლა ჩემები არიან, მათთან ადი, ყველაფერი უთხარი,
- ბავშვი... — აიფარა სახეზე ხელები ქებაძემ
- კარგად იქნება ნიტა! — მკაცრად შეხედა ისევ
- კარგი ნიტა აქ დარჩი მე ავალ მათთან, — შეახო მხარზე ხელი და სწრაფად მოშორდა ადგილს ელენე... შემოერტყათ კრუგი უცნობებს, თითქოს რამის გაკეთებას შეძლებდნენ ყურებით... მართლაც მალევე მოვიდა სასწრაფო, სწრაფად გადაიყვანეს საკაცეზე და ერთბაშად გააქცუმეს,
- მე გავყვები... — სწრაფად მიუტრიალდა ნიტა ალავიძეს
- კარგი, მანქანით აგედევნებით, — წამით შეახო მის სახეს ხელი უტამ ნუგეშად და ადგილს მოშორდა...

სასოწარკვეთა
.....
– ღმერთი ჩემო, როგორ არის? ბავშვს რამე დაემართა? — სწრაფად შემოვარდა საავადმყოფოს კარში ირმა და მიეჭრა უტას მაშინვე, სახეზე ფერი არ ჰქონდა ნერვიულობისგან ვერც შეემჩნია კუთხეში მდგარი ნიტა
- არ ვიცით... არაფერი ვიცით,
- როგორ მოხდა?
- ვიღაც დაეჯახა და გაიქცა,
- ღმერთო ჩემო, — აიფარა სახეზე ხელები,
- ბავშვები სად არიან დედა?
- მამაშენს გავაყოლე, — ელენე მიეჭრა ნიტას, როგორ ხარო ჰკითხა, მაშინ შეამჩნია ირმამ კუთხეში ატუზული გოგო, ცრემლებს რომ ყლაპავდა
- ნიტა? — გაკვირვება ვერ დამალა,
- შენც იქ იყავი? — მხოლოდ თავი დაუქნია ნიტამ და თბილად მისკენ წასულს მოეხვია ძლიერად
- ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება, — მიეფერა თავზე ნაზად, როცა მიხვდა რომ ნიტა ყველაზე მეტად ნერვიულობდა,
- დამელოდეთ რამეს მოგიტანთ, ძალიან შეშინებულები ხართ, — გადახედა მის შვილსაც და ადგილს გაშორდა, აუცრემლიანდა თვალები ნიტას, უცნაურ შეხვედრაზეც იმ სითბოზე რაც ახლა იგრძნო, ალბათ სრულიად სხვა რამეს ელოდა მისგან
- ხომ იცი რომ შენი ბრალი არ არის? — ხმაზე შეაჩერდა წინ ჩამომდგარს,
- პირიქით უნდა იყოს, ამასაც უნდა მაბრალებდე წესით, — შეიწმინდა მაჯით ცრემლები ქებაძემ
- გეყოფა! კარგად იქნება ხომ იცი? არაფერი დაემართება
- თავი დაარტყა უტა, მაგას რომ შეეშვა ბავშვი? 4 თვისაა... რამე რომ დაემართოს, — აქვითინდა ისევ
- ჩჩჩ, არაფერი დაემართება, კარგად იქნება, დარწმუნებული ვარ, — ჩაეხუტა ატირებულს მიეფერა სახეზე და მის დაწყნარებას მოჰყვა...
ღელავდა თვითონაც, მაგრამ კარგად იცოდა ნიტა საკუთარ თავს არ აპატიებდა, მხოლოდ საკუთარ თავში ამოიცნობდა დამნაშავეს მიუხედავად იმისა, რომ ყველამ დაინახა ნიტა არც შეხებია ქალს, იცოდა ეს უტამ და ყველაზე მეტად არ სურდა მომხდარიყო ის რასაც ელოდნენ.
....
- ცოტა დალიე, უკეთ იქნები, — მიაწოდა წყალი ირმამ ქებაძეს და დააკვირდა მშვიდად, რამდენი კითხვა ჰქონდა მასთანაც, მაგრამ არაფრით შეეძლო ახლა ასეთ დროს დაესვა ეს კითხვები...
მალევე შეუერთდა არჩემაშვილი მათ, არ იცოდა ნიტა უნდა დაეწყნარებინა თუ უტა, ეხუტებოდა ქებაძეს და ისიც მეტად დამშვიდებული ეკრობოდა მამაკაცს...
თეთრ ხალათში გამოწყობილი ქალი რომ გამოვიდა პალატიდან, ლოდინით გაწამებულები ერთბაშად მიეჭრნენ ექიმს, მგზნებარედ შესციცინებდა ნიტა კარგი ამბის მოლოდინში
- როგორ არის? — იკითხა ირმამ საჩქაროდ
- ყველაფერი კარგადაა, მცირედი ტვინის შერყევა აქვს, მეგონა უკვე გითხრეს მისი მდგომარეობა, გვაპატიეთ რომ ამდენ ხანს გალოდინეთ, პაციენტს გვერდები აქვს დაბეჟილი და მცირედი ტვინის შერყევა აქვს, წოლით რეჟიმში უნდა იყოს, ამჟამად მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, წარსულში დარჩეს... — ღრმად ამოისუნთქა ქებაძემ, შიშისგან განთავისუფლდა და თან ისეთი შვება ეგრძნო როგორსაც განიცდის ტუსაღი საპყრობილიდან მზის სინათლეზე გამოსვლისას, გადახედა უტას გაცისკროვნებული თვალებით. სანამ წავიდოდა, მანამ შეაჩერა ირმამ,
- ბავშვი როგორაა? საფრთხე ხომ არ ემუქრება? — ხალათიანი დაიბნა, სახეზე გაკვირვება გამოესახა ქალს,
- მაპატიეთ, რომელი ბავშვი?
- კი მაგრამ პალატაში ორსული ქალი არ წევს?
- რაღაც გეშლებათ, ქალბატონ ნატოსთან ხართ ხომ სწორია?
- დიახ, ნატალია — დაუდასტურა შეშფოთებულმა ალავიძემ და წინ მიიწია ექიმისკენ თითქოს უფრო სწრაფად გაიგებდა მის პასუხს
- არა ქალბატონო, პაციენტი ორსულად არ არის... — სეტყვასავით დაეყარა უტას ექიმის სიტყვები. თითქოს ფეხქვეშ ნიადაგი გამოაცალესო შეშფოთდა ქებაძეც, თავზარი დაეცა ალავიძეს და უბრალოდ გაქვავდნენ დანარჩენები, ხმა არცერთს ამოუღია თითქოს დიდ სირცხვილს ჭამდნენ ამ ამბის გაჟღერებით, ერთმანეთს გადახედეს ყოვლისმთქმელი თვალებით
- რაღაც გეშლებათ — ჩაეჭრა ალავიძე დაება ენა,
- იქ, ქალი წევს, 4 თვეში იყო უკვე, ბავშვის გულისცემაც მოვისმინე, სქესიც კი უნდა გაგვეგო, რაღაც შეცდომაა... გთხოვთ, — თეთრხალათიანს სახე აელეწა, დაიბნა, შეეშინდა კულმინაციის, შიშით გადახედა ირმას,
- არა, ბატონო, შიგნით მხოლოდ ერთი პაციენტია, დანამდვილებით გეუბნებით რომ, მსგავსი არაფერი ხდება, ჯანმრთელადაა მხოლოდ მსუბუქი თავის ტრამვა აქვს, მაპატიეთ, სხვას ვერაფერს გეტყვით მასზე, — ძლივს გრძნობდა უტა მოდუნებულ ხელებს, უეცრად ისეთმა კანკალმა აიტაცა როგორც ციებისას ემართებათ ხოლმე, ყელში რაღაც ნაღველივით მწარე აწვებოდა, გული ერეოდა, უნდოდა ეყვირა რამესთვის დაეშინა მუშტები რომ განთავისუფლებულიყო ამ საშინელი ფაქტისგან, რომელიც ნემსკავივით ერსობოდა ყელში. მოულოდნელად ეცა პალატის კარებს, ძლიერად დასტაცა ექიმმა ხელი, ფორთხვით სცადა მისი შეჩერება
- არა გთხოვთ, იქ შესვლა არ შეიძლება, — შეევედრა
- გამატარეთ! — დაბალხმაზე ღრიალს გავდა მისი გაველურებული ტონი, ექიმი ისე მძვინვარედ გადასწია ძლივს შეიკავა თავი არ დავარდნილიყო, მაგრამ არაფრით მისცა ამ გაველურებულს პალატაში შესვლის უფლება, ჩაავლო არჩემაშვილმა ხელი და გამოსწია უკან!
- გაჩერდი! — დაუგრგვინა აჩიმ და კეფაში ჩავლებული ხელით ძლიერად გააკავა, რომ ჩაეხედა მის გაველურებულ თვალებში,
- დამშვიდდი გთხოვ — შორიდან ჩაესმა თითქოს ირმას ხმაც და გაუშტერა თვალი ნიტას შეყინულ სახეს, შუშის თვალებით რომ იცქირებოდა.
- მაპატიეთ, ნუ შეხვალთ, დროებით, დასვენება სჭირდება, წამალი აქვს გაკეთებული სძინავს, გამძლეობასა და ჯანმრთელობას გისურვებთ — ამოილაპარაკა ექიმმა დაქანცული, გულ ამომჯდარი გულით და მათ გაშორდა... მოულოდნელად ისტერიულად ახარხარდა უტა, ისე ხმამაღლა ისე გულიანად, რომ ვერაფერით გაარჩევდი მძვინვარების შეშლილი სიცილი იყო თუ საოცრად მოყოლილი ანეგდოტის, უხერხულად სცადა მისი გაჩუმება ირმამ, მოეგო ნიტა გონს და ისე ჩახარა დამცირებულმა თავი თითქოს მისთვის დაეცინათ
- არ არსებობს დედა! შეუძლებელია!
4 თვის?... შვილიო? მამა ხდებიო?... — დააჩერდა ნიტას, რომელიც კიდევ მეტად დაპატარავდა
- ქვესკნელში ვართ! მაგრამ ზოგიერთი ჩვენგანი ვარსკვლავებს უმზერს! არა ნიტა?! — დააჩერდა მძვინვარედ თითქოს რამე ბრალი მიუძღვოდა
- როგორ? — შეხედა ახლა ირმას, პასუხი არ ჰქონდა, შოკირებულსა და გაცბუნებულს აეფარებინა პირზე ხელი და იატაკისთვის გაეშტერებინა მზერა.
მძვინვარედ წაიწია პალატისკენ უტა ისევ, ცქვიტად ჩაუდგა ირმა წინ,
- გთხოვ, ჯერ არა! რაღაც შეცდომაა, თავადაც ხომ ხვდები? ერთად მოვუსმინეთ მის გულისცემას თვე ნახევრისწინ, მეც კი გავყევი ულტრაბგერით გამოკვლევაზე... — წაივლო დაბალ თმაზე ხელები, ნერვოზულად აიჩეჩა
- რატომ არ უნდოდა სასწრაფოს გამოძახება? მის ექიმთან წასვლა უნდოდა — ჩაფიქრებულს გაუნათდა გონება, წამით გაეხსნა რისხვით შეყრილი კოპები,
- დედააა — დაეღრიცა სახე თითქოს ამოცანა ამოხსნა, პალატისკენ წავიდა მძიმე ნაბიჯებით, ჩქარა ჩაეჭიდა მის ხელს ნიტა,
- გაჩერდი უკვე! რას მოსთხოვ იქ რომ მიდიხარ?!
- როგორ შეგიძლია?! ამ ქალის გამო მეორედ მეტკინა!.. ცხოვრება თავდაყირა დამიყენა! ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია!... ხვდები მაინც როგორ სატანად გადაიქცა ჩემთვის? ხვდები მაინც რად იქცა?.. რომ შემეძლოს ახლავე მოვკლ... !
- არ გაბედო! გავიგებთ... არაფერი ვიცით რა მოხდა, ცუდად ხდებოდა უტა, ორსულად იყო...
- და ბავშვი მოიშორა? რადგან საწადელს მიაღწია და ხელში ჩამიგდო?! —
- ნუ აზროვნებ ისე როგორც გაწყობს! რა იცი რა გადაიტანა?!— კბილები გააღრჭიალა უტამ, დამცინავად დახედა მყარად მდგარს. გასასვლელისკენ მოზრდილი ნაბიჯებით გააჭრა. მიდიოდა ყურებ დახშული და მხოლოდ შურისგება ჩაებეჭდა გონებაში... მიიწევდა რუდუნებით ღვარძლით სავსე.
სწრაფად დაიკავა მძღოლის ადგილი ღვედი გაიკეთა, მანქანა უნდა დაეძრა, მაშინვე შეუხტა ცქვიტად ნიტა გვერდითა სავარძელზე,
- მეც მოვდივარ,
- მანქანიდან გადადი!
- არა! — მტკიცე იყო ნიტა იმდენად რომ აღარაფერი უთქვად უტას ისე სრაფად მოსწყდა ადგილს, მთელი ძალით ჩაეჭიდა სახელურს ნიტა,
....
გაველურებულმა შეაღო მეან-გინეკოლოგის კაბინეტი თუ არა, იცნო კაცი, გაეღიმა მძაფრად და მძვინვარედ გააღრჭიალა კბილები,
დახედა მუცელ გაბერილ პაციენტს გაკვირვებული რომ იწმენდდა მუცლიდან ულტრაბგერითი გელის სითხეს.
- შე ფულის ძაღლო! — ჩაავლო საყელოში ხელი მძვინვარედ, გამოუცრა კბილებში, სანამ კი რამეს იტყოდა, სწრაფად ჩაავლო ნიტამ მხარში ხელი, შეკივლა პაციენტმაც და ერთბაშად უშვა ხელი უტამ კაცს, ჩამოისვა სახეზე გამაგრებული ხელი და ცალი დოინჯი შემოიდო მენჯზე დააკვირდა დამრგვალებულ მანდილოსანს როდის, წამოდგებოდა, დააკვირდა ერთი სულითა და სურვილით როდის გავიდოდა,
- თქვენი სიანსები ამოიწურა, სხვა დროს გვესტუმრეთ — ღია კარებისკენ ანიშნა, თავადვე მიეხმარა წამოდგომაში და დააკვირდა შეშინებულს როგორ გააჭრა კარში, ძლიერად მიუკეტა უტამ და ავად მიუბრუნდა კაცს,
- საიდან მოგაქვს ყალბი ორსულობის დოკუმენტები?! ან საერთოდ შენ რატომ ზიხარ აქ?
- რას ნიშნავს ეს საქციელი ვერ გავიგე?! როგორ ბედავ.... — არ დაასრულებინა ალავიძემ მძვინვარედ მოუქნია მუშტი და შეუკავებლად გადავარდნილმაც მთელი სამუშაო ნივთებიც ძირს გაიყოლა. შეკივლა ქებაძემ გაუფართოვდა თვალები არ ელოდა ამ კულმინაციას.
- უტა! გეყოფა! — დაიგრგვინა მის უკნიდან
- ნატალია გემახსოვრება შენ! რას აპირებდით მერე, მუცლის გაზრდას როგორ აპირებდით მაინტერესებს
- ვინ ნატალია? არ ვიცი?...
- არ იცი? იქნებ რო ნახო გაიხსენო,— ჩაავლო ხელი საყელოში წამოაყენა უხეშად
- მის სანახავად საავადმყოფოში მოგიწევს დაწოლა!
- უტა ხელი გაუშვი! — დასძინა ქებაძემ
- უტა! — ჩაავლო ხელი მკლავში და ეცადა მისკენ მიეტრიალებინა,
- საკმარისია! ჯავრს მასზე ნუ იყრი! — დაუგრგვინა ქებაძემ
- რა გავაკეთო? რას მთავაზობ? ნატალია ვცემო? რა ვქნა ნიტა! გული მერევა! ტვინში ვგრძნობ სისხლის ნაკადს, ბრაზი სად წავიღო? — უხეშად კრა კაცს ხელი
- უტა წავიდეთ ადამიანურად ლაპარაკი არ შეგიძლია! როცა შეძლებ მაშინ მოვიდეთ! — ჩაჭიდა მის ხელს ხელი ნიტამ,
- ჯერ მაცადე — შეუტრიალდა ისევ, მამაკაცს სისხლს რომ იწმენდდა ტუჩიდან
- სიცოცხლე თუ გიყვარს განცხადება დაწერე და აქედან აუდე! გპირდები მეორედ თუ აქ დაგინახავ....
- მორჩი! თავი ხელში აიყვანე! ან მშვიდად გავიგოთ სიმართლე! მეც ისევე შოკირებული ვარ, ისეთივე დაბნეული და გულნატკენი, როგორც შენ! მეც ისევე იმედგაცრუებული ვარ როგორც შენ! ხვდები მაინც როგორ იქცევი? პათეტიკურობას მოკლებული იყო ის ამბავი რაც გავიგეთ! აგვრია და დაგვაბნია მაგრამ, ჩხუბის მაგივრად ჯერ რომ სიმართლე გავიგოთ? ნუ ვიქნებით ასე ემოციურები! მითუმეტეს შენ უტა, შენთვის შესაფერისი არ არის!
- მე შეცდომა დავუშვი რადგან მის ვედრებას დავთანხმდი და გამოვატანე ყალბი ფოტოები, მაგრამ, ჩემს ფეხებთან იყო გართხმული ისე ტიროდა! მინდა რომ ვუყურო ამ ფოტოებს, რადგან სული მინდა დავიწყნაროვო. მეც მყავს შვილები, ცოლი! მე მათთვის ვშრომობ, მე მათთვის ვაკეთებ ყველაფერს... ბავშვის მოშლის მერე, იმედი ჰქონდა რომ თქვენს შორის ურთიერთობა დალაგდებოდა, რომ თქვენს შორის რამე მოხდებოდა, იმედი ჰქონდა რომ ოცნებას აისრულებდა და ნამდვილად გახდებოდა დედა, რომ კიდევ შეძლებდა განეცადა ორსულობა, მეც გამიგეთ! არ ვიცი როგორი ამბით მოვიდა თქვენთან მაგრამ ეს ასეა! — მონოლოგი დაასრულა აღელვებულმა მამაკაცმა, ქოთქოთებდა ქშენით და თითქოს მხოლოდ ნიტასთვის საუბრობდა მას შეჰყურებდა შეშინებული თვალებით, მიხვდა აწყნარებდა გაცოფებულს
- მოეშალა? — ეცვალა სახე ალავიძეს
- დიახ! მესამე თვეში უკვე მოეშალა,
პროგესტერონის დეფიციტი ჰქონდა ასევე ქრომოსომული პრობლემები,
განაყოფიერებისას ხდება ქრომოსომების არასწორი გაყოფა, რის გამოც ემბრიონი სიცოცხლის უუნაროა და ორგანიზმი თავად აჩერებს ორსულობას სწორედ ეს დაემართა და ვერ შევუნარჩუნეთ, ამის მერე ძალიან ცუდად იყო და მთხოვა, რომ ხშირად მოვიდოდა, რა უნდა გამეკეთებინა? ჩემს ფეხებთან ტიროდა, მთხოვდა სხვა ექოსკოპიის ფოტოები მიმეცა მისთვის — შოკისგან გაეცინა ალავიძეს აუთრთოლდა შეკრული მუშტები და ექიმსს ავად შეხედა
- შვილი დაკარგა... რაც არ უნდა იყოს შენც ღელავდი პალატის წინ როცა ფიქრობდი რომ შენ შვილს რამე საფრთხე ემუქრებოდა, დედა უნდა გამხდარიყო და მოულოდნელად ყველაფერი თავზე ჩამოენგრა!.. წავიდეთ კარგი? — ძლიერად დააჭირა წამწამები ერთმანეთს კაცმა
- უტა, წავიდეთ გთხოვ...
- და გგონია ამ ყველაფრის მერე მაინტერესებს საერთოდ როგორ არის? — დაბალი ტემბრით ეცვალა ხმა, ზიღსა და ღვარძლს შეევსო ერთიანად. სულ ერთიას ხმით ამოიგმინა
- იქ ხომ არ დატოვებ?!
- დავტოვებ!
- უტა!
- მოგატყუეს სულში ჩაგვაფურთხეს! მეც და შენც! დაგვაბრმავეს! რა არის შენთვის საკმარისი რომ ადამიანის მიმართ ზიზღი იგრძნო?!
- ფიქრობ რომ არ ვბრაზობ?! და რა ვქნა თმით ვითრიო? მოვკლა? ვეჩხუბო? აზრი? რა აზრი აქვს ჩემი სიტყვების გაფლანგვას? გგონია გაიგებს? ადამიანს რომელსაც შეუძლია ასეთ ტყუილში ცხოვრება რამეს გაიაზრებს? შეგვიძლია გავუგოთ, ორივემ შეგვიძლია გავუგოთ, იმ ყველანაირი სტრესის მერე ბავშვი დაკარგა! კიდევ დაემატა მის ცხოვრებას სიმძიმე, შვილი მოუკვდა! რაც არ უნდა პატარა ყოფილიყო საშინელი სტრესია! ურთულესია უტა! შეძლებ რომ გაუგო, თუ მხოლოდ ზიზღითა და ბრაზით არ იმოქმედებ...
- ნიტა...
- ვიცი ძალიან გულნატკენი ხარ, ვიცი რომ იმედგაცრუებული ხარ, ვიცი რომ ძალიან დაიღალე, მაგრამ როგორც მან ისევე შენ დაკარგე შვილი ახლა,
მოთმინება გმართებს, რადგან ის რაც გსურს თავად მოვიდეს შენთან. ჰარმონია, სიმშვიდე და ბედნიერება! ერთი ტკივილი გაქვთ რაც არ უნდა იყოს და ის გამოგონილი ერთ თვიანი ორსულობა აღარაფერს წყვეტს! ყველაფერი კარგად იქნება...
ძლიერი უნდა იყო და ამ სირთულის დროს არ უნდა დასუსტდე უტა, თორემ თუ ახლა მოგერია, მერე ვეღარაფერ მოუხერხებ თავს!
...
საავადმყოფოში დაბრუნებულებს მიეჭრა ირმა წყვილს, შეაჩერდა შვილის გაქვავებულ სახეს, მიმიკები რომ არ ემჩნეოდა ზედ, დაღლილს თვალები დამძიმებოდა. ნიტას გამოჰკითხა როგორ გრძნობდა მდუმარედ მყოფი ალავიძე თავს,
- უკეთ იქნება — გააყოლა თვალი უტას და გახლართა ირმას ხელებში ხელი...
- ძალიან ვნერვიულობ, ასეთი რაღაც როგორ დაემართა, რატომ ტანჯავს ამ ჩემს შვილს! ოჯახში შევიფარეთ, შევიყვანეთ, კარგად მოვექეცით, ასე რატომ დაგვიბრუნდა?
- ყველაფერი ჩაივლის, ისიც გამწარებულია!
- რა მოხდა? — შეშფოთდა ირმა , ნიტამ კი სრულად მოუყვა
....
იჯდა განმარტოებით საათი, ძეგლივით შეყინულიყო ადგილზე და გაეშტერებინა იატაკისთვის თვალი,
ფიქრობდა დიდხანს... აღარ იცოდა რას გრძნობდა და სწორედ ამის გარკვევას ცდილობდა, რა იყო ეს გულში რომ უღიჭინებდა ბოროტულად და როცა მეტად ჩაუფიქრდებოდა ყელში ნაღველივით აწვებოდა, ეზიზღებოდა ეს გოგო, თუ უბრალოდ ბრაზი იყო ვერ გაეგო. ცდილობდა მართლაც გაეგო მისი, მასაც ხომ ერთბაშად ჩამოენგრა ცხოვრება თავზე. ცდილობდა გაეკონტროლებინა თავი. არაფრით სურდა მისი დანახვაც კი, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო. უნდა დალაპარაკებოდა მაგრამ არა ზიზღით, არა ბრაზით... არა იმ ნაღველითა და უხიაგი ზნეობით, სწორედ რომ ამ გამწარებული ქალის წინ უნდა ჩამომდგრიყო, ერთი ტკივილი რომ აკავშირებდათ, იცოდა მისი დანახვისთანავე ჩაესობოდა სადგისები ყელზე, მისი უსახური ამბების მოსმენისგან უკონტროლო გახდებოდა. მოიკრიბა ძალები და წამოდგა...
- ნიტა... — ჩამოადგა თავზე ქებაძეს, გაკვირვებული წამოიწია ნიტა და გაცბუნებულმა დახედა ირმას მის გულმკერდზე რომ ედო თავი და წამოიწია, შეაჩერდა წამით ჩუმად,
- რა მოხდა? — წამოდგა მდორედ
- მასთან უნდა შევიდე,
- უტა შენ თუ...
- არა, მინდა რომ მშვიდად ვუთხრა, ყველაფერი დასრულდა.
- რას აპირებ? — დაიძაბა ქალი
- შემომყევი ნიტა — წამით დაიბნა ქებაძე, შეხედა ირმას და გადააგორა ყელში მძიმედ ნერწყვი. მანაც ანიშნა მზერით რომ უტას თხოვნა შეესრულებინა,
- კარგი — მცირედ დაუკრა თავი და მას გაჰყვა....
შესვლისთანავე მძიმედ გადააგორა ყელში მომდგარი მძვინვარების ბურთი უტამ, ნეგატივისგან ისე გაბერილიყო, თითქოს მცირედი სჭირდებოდა რომ გამსკდარიყო და შემდეგ ამოეფრქვია ზიზღი, რომელსაც სულში ვეღარ იტევდა. მდორედ მიაბიჯებდა და მოკრა კიდეც თვალი მწოლიარეს, მონოტონურად რომ ათამაშებდა თითებს, დაინახა თუ არა ნატალიამ სახე აელეწა, იგრძნო საშინელი კულმინაცია, აუტყდა ტირილი, წამოიწია შეძლებისდაგვარად, მაშინვე აუტრიალდა სამყარო ირგვლივ მაგრამ მაინც არ შეეძლო ასე მშვიდად წოლილიყო ახლა
- უტა...
- ჩჩჩჩ, — ზავთიანად გააფრთხილა,
- არაფერი თქვა ნატო! აქ შენს მოსასმენად არ შემოვსულვარ...
- უტა მომისმინე გევედრები!
- ხმა არ ამოიღო-მეთქი! — აუწია ტონს ამრეზილად ეცვალა მიმიკები სახეზე და ნიტას ჩაავლო ხელში ხელი, თითქოს ის იყო მისი დამამშვიდებელი ძალა,
- მე უბრალოდ... — სცადა წამოეწყო ისევ
- როცა გამოკეთდები, — არ აცადა დასრულება ჩაეჭრა მარდად
- როცა ეგ ყველაფერი გაგივლის, ჩემს კომპანიაში მიდი, ლაშასთან მიდი მოსთხოვე თანხა რამდენიც დაგჭირდება, იმისთვის რომ ცხოვრება წამოიწყო, ბილეთები იყიდე და ისე შორს წადი! იმდენად შორს გადაიხვეწე რომ შენი არსებობის შესახებაც ვერაფერი გავიგო!
- უტა გემუდარები! — სახე დაეჯღანა, დააკვირდა მართლა ამბობდა ამას თუ არა, და როცა მის ტონში სიმტკიცე ამოიცნო აღრიალდა, ფერები ეცვალა სახეზე. მძიმედ გადმოვიდა საწოლიდან,
- ასე არ მომექცე გემუდარები უტა — სასოწარკვეთილი ყვიროდა, იშორებდა ჩადგმულ ვენურ კათეტერს... ნერვიულად შემოცვივდნენ ექთნები პალატაში ხმაურზე, ქალი უტას ფეხებთან ისე მოულოდნელად ჩაეცა თავადაც კი ვერ მოასწრო გააზრება
- ასე ნუ იქცევით! ცუდად გახდებით... — დასწვდნენ ექთნები გაჭირვებით ასწიეს მწყობრიდან გამოსული
- გევედრები უტა, აქედან ნუ გამიშვებ!
- მე ნიტა არ ვარ ყველაფერს ოპტიმისტურად შევხედო, ეს არ შემიძლია! გირჩევნია თავისუფალი ნება გამოიყენო და იქ წახვიდე სადაც გინდა ნატო, თუ ასე არ მოიქცევი გპირდები ცხოვრებას შეგაძულებ... ჩემი ბიჭები შენს კართან იქნებიან, თავად მოგიყვანენ ლაშასთან, როგორც კი გამოკეთდები...
- გთხოვთ პაციენტი დატოვოთ!... — მოუტრიალდა ქალი მამაკაცს
- ახლავე! — დახედა ქალს მკაცრად და ნიტასთან ერთად გაბრუნდა,
- უტა! შვილი დავკარგე! როგორ არ შეგიძლია გაიგო?! ცხოველივით როგორ მექცევი?! — დააწია ღრიალი კართან მისულს, სიტყვა გაუწყდა, ისე ცუდად გამხდარიყო, მათ უკანვე გაისმა გულის რევის ხმა, გახშირებული სუნთქვა და ექთნების გაფაციცებული სირბილი, უკანაც კი არ გაუხედავს უტას... ცივად გავიდა კარში.
- ღმერთო უტა, ასეთი რა უთხარი გოგო გადაირია! — კარებშივე უყურებდა ირმა, სანახაობას მოუსვენრად იფარებდა სახეზე ხელებს
- არაფერი დედა, ნიტაა მოწმე... წავედით, არაფერი დამრჩენია აქ... — ხელი უშვა ქებაძეს და წინ მძიმე ნაბიჯებით გააჭრა... დააკვირდა ნიტა კარში გაუჩინარებულს და ახლაღა ამოისუნთქა ღრმად ემოციებით დაღლილმა.
ნიტამ საავადმყოფო ფეხით დატოვა, დრო ჰქონდა ფიქრისთვის გაბრაზებისთვის და ტირილისთვის. საბოლოოდ ისევ გაეყარნენ ერთმანეთს, მეტიც ახლა თითქოს შეხვედრის იმედიც აღარ ჰქონია ნიტას, ეცადა წარსულითვის ჩაებარებინა ეს ყველაფერი. და საბოლოოდ ისევ გაშორდნენ ერთმანეთს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent