ბედის ირონია 25 თავი
იმის მიუხედავად რომ ალექსანდრემ ზურას პირობა მისცა, გრძნობებთან გამკლავება მაინც ვერ შეძლო და მარიამთან დაახლოების მიზნით მთელი მთელი აგვისტო ვაჩესთან ერთად, სტადიონზე გაატარა. ხან ფეხბურთს ეთამაშებოდა, ხან ფრემბურთს, ხან კალათბურთს.
მის გვერდით ვაჩე ძალიან ბედნიერი იყო. თავიდან მარიამი ამ ყველაფერს დიდ მნიშნვნელობას არ ანიჭებდა, რადგან არა მხოლოდ ვაჩეს, არამედ უბნის ყველა ბავშვს შეაყვარა თავი ალექსანდრემ, მაგრამ მას მერე, რაც გააცნობიერა, რომ მასაც ზედმეტად დაუახლოვდა ალექსანდრე სახლში გამოიკეტა იმის შიშით რომ ჭორაობა არ დაეწყო ხალხს მათ ახლო ურთიერთობაზე. .... -გაგიჟდი გოგო?- ჩაყვირა ანამ ტელეფონში როცა ქურთუკის შესახებ გაიგო- რა ამბებში ყოფილხარ შენ და მე კიდე არაფერი ვიცოდი -არ ხარ შენ ნორმალური!- თვალები აატრიალა მარიამი და ფანჯრიდან, ქუჩაში მოთამაშე ბავშვებს გახედა -ისიც მანდააა?- თავი ვერ შეიკავა ანამ და მაინც კითხა -კიიი -აუუუუ... მიატრიალე რა კამერა და დამანახე -სულ გაგიჟდი ხო?! -მიდი რა.... მაინტერესებს რას ეთამაშება ბავშვებს ეგ დარტყმული -ფეხბურთს -დამანახე! -იცოდე გაგითიშავ -კარგი ხო!-მოიღუშა ანა და კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით კითხა- ქურთუკი დაუბრუნე? -ჯერ ვერ მოვახერხე -დაბრუნებას თუ ვერ ახერხებ ჯობია გადააგდო. -კიდევ ცოტახანს შევინახავ...იქნებ მოვახერხო დაბრუნება -გადასაგდებად თუ გენანება- ამ დროს წამიერად გაჩუმდა ანა-მაშინ მე მომეცი... სადმე შევხვდები და დავუბრუნებ! -აუ რა კარგი გოგო ხარ- სიხარულისგან თვალები ცრემლებით აევსო მარიამს -შეგეძლო ნაგავში მოგესროლა მაგრამ...! -კარგი რა ანა! -ჩვეულებრივი ქურთუკია მარიამ! -არ არის! -ვხვდები- ეშმაკურად აუციმციმდა თვალები ანას -ძალიან ვნერვიულობ, არ მინდა სოფომ რამე იეჭვოს -როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა ჩამოვალ და წამოვიღებ -მადლობა. -აქამდე რატომ არ მითხარი ქურთუკის შესახებ?! -შენი აზრით?! -კარგი რა მარიამ! ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი როგორ დამიმალე! -ანა გთხოვ -კარგი, კარგი! მითხარი აბა სხვა როგორ ხართ? ვაჩე როგორააა? -კარგად -ბაღი როდის ეწყება? -მალე, მაგრამ არამგონია ვატარო! -რატო? -გეგას გამო! -თუ ალექსანდრეს გამო? -არა საიდან მოიტანე?! -როგორც მახსოვს შარშანაც არუნდოდა გეგას რომ ვაჩეს ბაღში ევლო მაგრამ ატარებდი... -მაშინ სხვა სიტუაცია იყო -ეგ რას ნიშნავს? -სოფო და კახა მოვიდნენ უნდა წავიდე, მერე დაგირეკავ კაი? -კაი მიდი გაკოცე! იცოდე შენს ზარს ველოდები!-გამაფრთხილებელი ტონით უთხრა ანამ და გაუთიშა. სახლში შესვლისთანავე ქუსლიანი ფეხსაცმელები გაიხადა სოფომ და სამზარეულოში ფეხშიშველი შევიდა -ყავა აღარ გვქონია- ბუზღუნით თქვა და მისაღებ ოთახში გაბრაზებული სახით დაბრუნდა -წავალ ვიყიდი- დაღლილი ხმით თქვა კახამ და ფეხზე წამოდგა -ერთად წავიდეთ-შესთავაზა სოფომ და ქუსლიანი ფეხსაცმელის ჩაცმა დაიწყო. -თავს რატომ იტანჯავ?-აბუზღუნდა კახა -მზად ვარ წავიდეთ- სოფომ მის სიტყვებს ყურადღება არ მიქცია და იმის მიუხედავად რომ ფეხები ძალიან სტკიოდა ეზოში გრაციოზულად გავიდა. მათი წასვლის შემდეგ მარიამი ბავშვებთან გავიდა და ვაჩეს სახლში შესვლა სთხოვა -დედიკო ძალიან გთხოვ ცოტა ხანს კიდევ დავრჩები-შეეხვეწა ვაჩე და ისე რომ მის პასუხს არ დალოდებია თამაში გააგრძელა. მისმა ქცევამ მარიამი გააღიზიანა, მაგრამ სახეზე არაფერი შეიმჩნია და სიტყვის უთქმელად დაბრუნდა სახლში, რადგან არ უნდოდა ვაჩეს ენერვიულა. სახლში დაბრუნებისთანავე ვაჩე და ბარბარე მოიკითხა სოფომ და როცა აღმოაჩინა რომ არცერთიმათგანი შინ არ იყო საშინლად გაბრაზდა. მაშინვე გავიდა ქუჩაში და ატირებული ვაჩე სახლში ძალით შემოიყვანა. მერე ბარბარეს დაურეკა და სახლში დროულად მისვლა უბრძანა. ...... საშინლად გაბრაზდა გეგა როცა ბარბარე დაინახა -მარიამი სადააა რატომ არ მოვიდა?-მიახლოებისთანავე კითხა და მაგიდასთან უკმაყოფილო სახით ჩამოჯდა-ისევ გაბრაზებულია ჩემზე? -მე... არ ვიცი-დაიბნა ბარბარე -მარტო მოხვედი? თუ ვინმემ მოგიყვანა!? -ტაქსით მოვედი -მიკვირს -!? -რომ მოხვედი! -აქამდეც მინდოდა მოსვლა მაგრამ ვერ შევძელი -რატო?! -შენი ამ მდგომარეობაში ნახვა არ მინდოდა და იმიტომ! -და ახლა რატომ მოხვედი?! -იმიტომ რომ მომენატრე!-სლუკუნით უთხტა ბარბარემ და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა -ხოოო?-ჩვეული ირონიით ჰკითხა გეგამ და ცინიკურად გაუღიმა -შენ არ მოგენატრე? სულ ოდნავ მაინც? -ვაჩე როგორააა? მომიყევი მისი ამბები -კარგადააა! -იმედია არიამი მის ბაღში წაყვანას არ აპირებს -არა -კარგია! ისე... გადაწყვეტილება რატომ შეცვალა? -არ ვიცი-მხრები აიჩეჩა ბარბარემ და ხელსახოცით ცრემლები შეიმშრალა- სხვა? შემ როგორ ხარ? ნორმალური პირობები გაქვთ აააქ? -რომ გითხრა კარგად ვარ მეთქი დამიჯერებ? -4 წელი გამოხვალ-მისი გამხნევება სცადა ბარბარემ -ხოოო, სულ რაღაც 4 წელი და გამოვალ - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


