შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანამ ახალგაზრდები ვართ 3


15-11-2026, 23:59
ავტორი C’ est la vie
ნანახია 66

— ვინ ხარ ? - რაღაც ეს ღიმილი “კეთილ” ღიმილს არ ჰგავდა
— მე, მირიან მჭედლიშვილი ვარ - ხელი გამომიწოდა, ცივად შევაგებე ჩემი მარჯვენა
— სასიამოვნოა თქო ვერ ვიტყოდი მაგრამმ-გაეცინა - უფრო კარგად თუ ამიხსნი იქნებ შემდეგ გახდეს სასიამოვნო
— შენი ჩემი მეგობრის მეგობარი იყავი - სიტყვა მეგობარი განსაკუთრებით გამოკვეთა
— მაინც ვისი? - ვხვდებოდი დაახლოებით ვისაც გულისხმობდა მაგრამ დარწმუნება მჭირდებოდა
— დავიჯერო ვერ ხვდები ? -ირონია ნარევი ტონით მითხრა და ჩაიცინა
— და მაინც ? - წარბი ავუწიე
— უტა კანდელაკი - გამცრა
— ჰმმ საინტერესოა - ვეცადე არაფერი შემემჩნია, არ შემტყობოდა აღელვება და გზა განვაგრძე
— ხოო… სულ მაინტერესებდა ასე რატო მოექეცი, არადა ისე უყვარდი, როგორც კი ვინმე შენზე სიტყვას დაძრავდა ეგრევე იწევდა - გაეცინა დანანდებით - სულ მაინტერესებდა გოგოებს რატო არ შეგიძლიათ გიყვარდეთ ბიჭი რომელიც იცით რომ მთელ დედამიწას ამოატრიალებს თქვენ გამო ?
— შენი სახელი შემახსენე ? - წარბი ავუწიე, გაეცინა მიხვდა რომ მშვენივრად მახსოვდა მისი სახელი, უბრალო ამით ვაგრძნობინებდი რომ სულ სულ ერთი იყო ჩემთვის
— მირიანი
— მირიკო მისმინე ძვირფასო, შენ ალბათ არ გაგიგია რომ ცხვირი არ უნდა ჩაყო იქ სადაც არქფერი გესაქმება, ჩემი და უტას ურთიერთობა შენი გასარჩევი არაა, მე დღემდე მიყვარს უტა და ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან არ ვცდილობ კონტაქტს მხოლოდ იმიტომ რომ არ მინდა თავი შევახსენო და ჭრილობები გავუხსნა, შენც თუ არ ეტყვი რომ აქ ვარ , მისთვისვე უკეთესი
— თავი არ შეახსენო? რა ირონიული, ისედაც არ დავიწყებიხარ, ერთი წამითაც კი
— ხო მაგრამ რადგან ვერ მხედავს და კონტაქტიც არ გვაქვს უფრო უკეთ არის და იქნება, ახლა კი შენის ნებართვით - თავი დავუკარი და შედარებით სწრაფი ტემპით განვაგრძე გზა
—კიდევ შევხვდებით ალბათ - მომაძახა სიცილით
— იმედია არა - იგივე ტონით დავუბრუნე პასუხი.
5 წთში სახლში ვიყავი, შესვლისთანავე ჩემმა საყვარელმა ძმამ ეჭვით შემომხედა , სავარაუდოდ სახეზეც მეტყობოდა აღელვება.
— რა ხდება მილლ?
— არაფერი დავიღალე, სალამით ყველას, რას უყურებთ ? - დივანზე შუაში მოვთავსდიი
— ასტრალს
— ხოდა შენც აქ ხარ - ახარხარდა ვატო
— ენას ამოგადღლიზავ ვახტანგ
— ე, ე ვატო რაის ვახტანგი
— ვახტანგს რას უწუნებ ? ჩემი და მიხეილის ბაბუას ერქვა
— მოიცა რანაირად, ამას მიხეილი ბაბუის საპატივსაცემოდ არ ჰქვია? - თვალები ჭყიტა აჩიმ
— დედი მხრიდან ბაბუას ტვინგალო - თვალები ავატრიალე და წამოვდექი - წავედი გამოვიცვლი და ჩამოვალ, ვჭამოთ რამე თორე მშია
— საერთოდაც არ ვარ ტვინგალი - აწუწუნდა აჩი , პატარა ბავშვს გავდა
— ხო არა საერთოდ არჩილ- მივედი ლოყები დავუწე შუბლზე ვაკოცე და სიცილით წავედი ოთახისკენ
— შენ …. შენ ჯადოქარო - სხვა ვერაფერი მოიფიქრა, ვერავინ მივხვდით რა შუაში იყო ამიტომ ყველა ავხარხარდით
ხვალისთვის უნდა მოვმზადებულიყავი, უცებ გადავივლე წყალი, ავარჩიე ტანსაცმელი და მხოლოდ შემდეგ ჩავედი ქვემოთ.ბიჭებს საჭმელი უკვე გამზადებული ჰქონდათ, სუფრაც გაშლილი, ვჭამეთ , ვიცინეთ , რაღაცები მოვყევით და ისევ ჩემ ოთახს დავუბრუნდი , არ მჯერა რომ ხვალ სწავლა იწყება და მე უკვე სტუდენტი ვარ. ჩემ უნიში მხოლოდ დეა და ლილე სწავლობენ, მართა და ქეთო სხვა უნივერსიტეტში არიან , ლილე ჟურნალისტსტიკაზეა დეა მასწავლებლობას აწვება, მართა იურისტობას ჩემსავით და ქეთო ბიზნესს. რომ ვუფიქრდები ყველა ზუსტად ამ სფეროებში წარმომიდგენია.
დეა, ჩემი 18 წლის ლამაზმანი, მშვიდია, წყნარი უყვარს ბავშვები და მათთან საუბარი, ზუსტად ვიცი, რომ ეს სფერო მას გააბედნიერებს.
მართა 19 წლისაა, ლაპარაკი უყვარს, ყოველთვის თავის სიმართლეს ამტკიცებს და არასდროს იხევს უკან როცა უსამართლობას ხედავს.
ლილე 20 წლის და ეს კიდევ უფრო ლაპარაკის გიჟია, ცნობისმოყვარე, ყველაფერი აინტერესებს, გიჟდება კითხვების დასმაზე და მანამ არ გეშვება სანამ პასუხს არ მიიღებს.
აი ქეთოო ჩვენზე უფრო დიდია 22 წლისაა. ეს გოგო კიდე სხვა ლეველია, დინჯი, გაწონასწორებული, მუდამ ყველაფერი დაგეგმილი აქვს, ყოველთვის იცის ვის როგორ ესაუბროს და მოლაპარაკებებით დაითანხმობს სასურველზე. გიჟდება თავის პროფესიაზე , წელს ამთავრებს და ერთი სული აქვს მაგისტრატრაც დაიწყოს.
მე რაც შემეხება, არ ვიცი რა გითხრათ, სამართალი მგონია ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულიი, არ წარმომიდგენია ამ სფეროს გარდა სხვა რამემ დამაინტერესოს ოდესმე, ყოველთვის ისე შემიძლია გავაკეთო მოგებული დავრჩე, ჩემი გონება ყოველთვის წინასწარ ფიქრობს მოსალოდნელ პასუხებზე და იმაზე რა ვუპასუხო ამ თუ იმ პასუხზე. ჭკვიდან მშლის უსამართლობა და არ შემიძლია არ ჩავერიო, ხშირად მიწევდა კამათი ყველგან და თითქმის ყოველთვის მიმართული იყო ვიღაცის დასაცავად. ამ ფიქრებში გართულს როდის ჩამეძინა ვერც გავიგეე დილით სახეზე შეხება რომ ვიგრძენი და მიშოს ხმა მომესმა
— მილუუუ, გაიღვიძე უნიში უნდა წახვიდე - თან მეფერებოდა და თან ჩემ გამოღვიძებას ცდილობდა
— ავდგებიიი ჰოო - ამოვიბუზღუნე და გვერდი ვიცვალე
— 5 წთში თუ არ ადგები, დააგვიანებ და პირველივე დღეს, რომ აგვიანებ ავტომატურად უპასუხისმგებლობას ნიშნავს, შენ ხო ვერ იტან ვინმე ისე რომ გიყურებს როგორც უპასუხისმგებლოს - ზუსტად იცოდა ამ სიტყვების მერე რომ ეგრევე წამოვდგებოდი , ერთხელ სკოლაში მასწავლებელმა მითხრა უპასუხისმგებლო ხარო და ლამის თავზე დავიმხე მთელი სკოლა , მეზიზღებოდა ეს სიტყვა ჩემ მიმართ გაჟღერებული
— ავდექი, ავდექი - უცებ წამოვხტი გავემზადე და ჩავირბინე ქვემოთ, ჩემ ბიჭებს ყველას თათითოდ ვაკოცე ლოყაზე და იგივე მივიღე მათგანაც
— წარმატებები ლამასოოო- ვატი
— წარმატებები მილლ - ლუკა
— აბა შენ იცი, შენი გვჯერა ყველას -კოსტა
— ბოლომდე შეუბერე და არავის არაფერი დაუთმო , თუ ლექტორებთან რამე დაგჭირდეს აქ ვარ - აჩი
— ვინმე თუ ნერვებს მოგიშლის მოვუნგრევთ თავ-ყბას - თქვა მიშომ და ყველამ თავი დამიქნია
— კარგი, კარგი, ვიცი რა მაგრებიც ხართ , მიყვარხართ და თქვენც წარმატებებიიი.- დავიძარი უნისკენ და ჭკუაზე არ ვიყავი ისე მიხაროდა, გოგოები უკვე ადგილზე დამხვდნენ
— დეააა, ლილეეე - გავიქეცი და ჩავეხუტე, შემდეგ მართას და ქეთოსაც დავურეკეთ წარმატებები ვუსურვეთ.
მიდოდნენ სამნი და თან იყოლებდნენ ბევრ მზერას. დეა გამხდარი 1.58 სიმაღლის , მოქერაო თმით და თაფლისფერი თვალებით, ბავშვი გეგონებოდათ რომ დაგენახათ ისეთი საყვარელი იყო, ცხვირზე დაკოსებული სათვალით და თბილი ღიმილით
ლილეც საშუალო სიმაღლის ალბათ 1.65 მრგვალი მიმზიდველი ფორმებით, ყავისფერი თმით და არაჩვეულებრივი მწვანე თვალებით.
მეორე უნივერსუტეტში კიდევ მშვენიერი მართა და ქეთო მიაბიჯებდნენ
მართა ჟღალი, დიდრონი მწვანე თვალებით და მუდამ წარბებ შეკრული სახით
ქეთოს განსაკუთრებულად ჰქონდა მოდელის ტანი , მაღალი , მუქი წითელი თმა, მსხვილი ტუჩებით იდეალური ტანის მოყვანილობით . მუდამ ქუსლებზე შეხტუნებული დანარნარობდა.
ყველა ერთად და ცალცალკე იდეალურები იყვნენ. პირველ დღეს გაცნობითი სახე ჰქონდა , გაიცნო ფაქტობრივად ყველამ გაიცნო ერთი ორი კურსელი მაინც დღის ბოლოს ყველა შეიკრიბა მილესთან სახლში, გააცნო ბიჭებიც და კარგა ხანს ილაპარაკეს შემდეგ დაარიგა ყველა სახლში და მთელი დღის დაღლილობა ერთად მოეძალა, დადო თუ არა ბალიშზე თავი ეგრევე ჩაეძინა
1 კვირა არაფრის მომცემად გავიდა უნივერსიტეტში, თითქმის ყველა ლექცია გაცნობითი იყო, ზოგადი საუბრები და ა.შ
დღეს მეორე ყვირა დაეწყოთ და უფრო მეტი შემართებით დაიწყეს სწავლაც. მილე დილიდან ჩვეულ როლში იყო ყველას ამხიარულებდა და თავაც ერთობოდა სანამ კიდეებზე უცნობს არ შეეჯახა და მისივე მკლავებში არ აღმოჩნდა
— ღმერთო ჩემოოო, სიარული არ იცით ? კინაღამ დამაგორეთ კიბეებიდან - როგორც კი გასწორდა მაშინვე შეუტია მასზე ორი თუ არა ერთი თავით მაღალ ბიჭს და პასუხად სიცილი რომ მიიღო , სულ გადაირია- ეს … ეს რა უზრდელობაა
— გოგონა თვითონ დამეჯახე და აქეთ როგორ მიტევ, ჩემი რეფლექსები რომ არა ტრავმატოლოგიურში იქნებოდი, სულ მცირე მადლობებით უნფა მავსებდე და ყავაზე მეპატიჟებოდა
— უკაცრავად !? რა სითავხედეა ?
— კარგიატ არაუშავს, მიპატიებია, ყავა უშაქროდ მიყვარს და გაითვალისწინეთ - ირონიულად გაუცინა და გვერდი აუქცია გაცოფებისგან გაქვავებულ მილეს
— ეს თქვენც დაინახეთ? - გოგოებს მივუბრუნედი რომლებიც თავს ძლივს იკავებდნენ არ ეცინათ ბოლო ხმაზე - ახლა მეჩვენება თუ გეცინებათ ჩემზე , იმ თავხედზე და საერთოდ წუთის წინ რაც მოხდა იმაზე ? - ღმერთო იმაზე ამოსაყრელ ჯავრს ახლა ამათზე ვიყრი
— დამშვიდდი ძვირფასო, ყველაფერი რიგზეა, მთავარია მოასწრო და დაგიჭირია, ისეე რა ძლიერი ხელები კი მოუჩანდა - აუტყდა სიცილი ლილეს
— ლილე გამასწარი თუ არ გინდა მე დაგაგორო აქედან — კიდევ უფრო გავაკვესე თვალები და დეა და ლილეც ეგრევე გამეცალნენ.
ლილე და დეაც გაიფანტნენ , დეას სხვა სართულზე ჰქონდა ლექცია და იქით წავიდა. ლილე კიბეებზე ჩამოჯდა ცივი ყავა გვერდით დაიდო და წერა დაიწყო ლეპტობპში
— უკაცრავად, ჟურნალისტიკის პირველი კურსის აუდიტორია ესაა, თუ პანაშვიდია- იკითხა მირომ და ლილეს სერიოზულ სახეს თვალი შეავლო.
ლილემ ლეპტოპის ეკრანიდან თავი არც აუწევია, ისე უპასუხა:
— პანაშვიდია. შენი კარიერის, თუ ახლავე არ გაიწევი და სინათლეს არ დამიბრუნებ.
მირომ ჩაიცინა, გვერდით ჩამოუჯდა და ლილეს ჭიქას დახედა:
— დილის ცხრა საათზე ცივი ყავა და სარკაზმი? მომწონს. მე მირო ვარ.
— ლილე. და შენი ადგილი ბოლო მერხზეა, ჩემგან რაც შეიძლება შორს.
— კარგი , კარგი , კიდევ შევხვდებით მშვენიერო ლილი - სახელი განზრახ შეუცვალა და სასწრაფოდ გაეცალა სანამ ხმის ამოღებას მოასწრებდა ლილე.
მართას თავისი დრამე ჰქონდა ლექციაზე, საშინლად მწარე და მკაცრი ლექტორი ჰყავდა , თავს ძლივს იკავებდა არ გაელანძღა, იცოდა ეს რომ ექნა ეგრევე გაუშვებდა ლექციიდან და სავარაუდოდ საგანსაც ჩაუტოვებდა, ამიტომ ცდილობდა ცოტა კორექტულად ჩაჭროდა დრო და დრო საუბარში. ახლაც ახალგაზრდა ლექტორი, დაფასთან იდგა და სისხლის სამართლის რთულ კაზუსს ხსნიდა. აუდიტორია სულგანაბული უსმენდა სანამ მესამე რიგიდან მტკიცე, მკაფიო ხმა არ გაისმა:
— ბატონო დამიანე, თქვენი არგუმენტი უზენაესი სასამართლოს ორი წლის წინანდელ პრაქტიკას ეწინააღმდეგება - მართას ხმამ მეხივით გაიჟღერა,
აუდიტორიაში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. დამიანე ნელა შემობრუნდა, მზერა პირდაპირ მართას შეუვალი, ამაყი სახისკენ მიმართა და წარბი ასწია:
— გვარი?
— მართა შენგელია.
— კარგი შენგელია, — დამიანემ მაგიდას დაეყრდნო და ოდნავ წინ გადმოიხარა, — რადგან ასე კარგად იცნობთ პრაქტიკას, სემინარის შემდეგ დარჩით და დამიმტკიცეთ, რომ ვცდები.
— იცით მეე…
— ყოყმანოთ ? თუ არ შეგიძლიათ - ხელები გაშალა ლექტორმა და ცინიკურად ჩაიცინა
— როგორ გეკადრებათ, დავრჩეთ და ვიკამათოთ ამ საკითხზე
— მშვენიერი, ახლა თქვენის ნებართვით მასალის ახსნას განვაგრძნობ - ტუჩის კუთხეში ღიმილი შეპარა, მიხვდა მართასთან ყველა სემინარზე მოუწევდა მსგავსი კამათი და აზარტში შედიოდა.
სემინარის დასრულების ზარი დაირეკა, მაგრამ აუდიტორიიდან გასვლას არავინ ჩქარობდა — სტუდენტები ცნობისმოყვარე მზერით აპარებდნენ თვალს ხან დაფასთან მდგარ დამიანესკენ, ხან მესამე რიგში მჯდარი მართასკენ, რომელიც აუჩქარებლად, ზედმეტი ემოციის გარეშე ალაგებდა თავის ნივთებს.
ბოლო სტუდენტმაც დატოვა ოთახი და კარი მიიხურა. დიდ, ცარიელ აუდიტორიაში უცნაური, დამუხტული სიჩუმე ჩამოვარდა.
მართამ ტყავის ჩანთა მხარზე გადაიკიდა, პირველ რიგამდე ჩამოვიდა და კათედრის წინ გაჩერდა. ზუსტად ისეთი მტკიცე და თავდაჯერებული იდგა, თითქოს გამოცდაზე კი არა, უზენაესი სასამართლოს დარბაზში იყო.
დამიანემ პიჯაკის ღილი შეიხსნა, კათედრას მიეყრდნო და ხელები გადაიჯვარედინა. მის მზერაში გაღიზიანების ნატამალიც არ იყო — პირიქით, თვალებში აშკარა ინტერესი და გამოწვევის აზარტი უელავდა.
— გისმენთ, მართა შენგელია, — მშვიდად, ოდნავ დაბალი ხმით დაიწყო მან. — რომელ გადაწყვეტილებას გულისხმობდით?
მართამ ჩანთიდან თხელი საქაღალდე ამოიღო, მაგიდაზე დადო და თითი კონკრეტულ აბზაცს დაადო:
— 2024 წლის ნოემბრის პალატის განჩინებას. თქვენ ახსენეთ, რომ განზრახვის დასადგენად საკმარისია შედეგის წინასწარ განჭვრეტა, მაგრამ ამ საქმეში სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ არაპირდაპირი განზრახვისთვის აუცილებელია შედეგისადმი გულგრილი დამოკიდებულების მტკიცება. თქვენი კაზუსის ფაბულაში კი ეს ელემენტი საერთოდ არ იკვეთება.
დამიანე წინ გადმოიხარა, საქაღალდეს დახედა, მაგრამ რეალურად უფრო მართას დაძაბულ, კონცენტრირებულ პროფილს აკვირდებოდა.
— შთამბეჭდავია, — თქვა დამიანემ ისე, რომ თავი არ აუწევია. — ერთი პატარა დეტალის გარდა.
მართამ წარბი შეკრა:
— რა დეტალის?
დამიანე გასწორდა, კათედრას შემოუარა და მართას წინ, სულ რაღაც ერთი ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა. მისი სიმაღლე და მშვიდი, ავტორიტეტული აურა სივრცეს მთლიანად ავსებდა, მაგრამ მართას უკან არ დაუხევია — თავი ასწია და პირდაპირ თვალებში შეხედა.
— იმ განჩინების ბოლო გვერდი წაიკითხეთ, მართა? — ჰკითხა დამიანემ და ტუჩის კუთხეში ოდნავი, თითქმის შეუმჩნეველი ღიმილი გაუკრთა. — იქ მოსამართლეთა კოლეგიის განსხვავებული აზრია დართული. და იცით, ვინ იყო იმ საქმეზე მოწვეული ექსპერტი, რომლის დასკვნაზეც ეგ განსხვავებული აზრი აიგო?
მართა წამით გაჩუმდა. გონებაში სწრაფად გადახარშა ნათქვამი, მერე კი ოდნავ გაფართოებული თვალებით შეხედა ლექტორს:
— თქვენ...
— სწორად მიხვდით, — დამიანემ ოდნავ დაუქნია თავი. — სასამართლომ მაშინ სხვა გზა აირჩია, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ პრაქტიკა ზუსტად ჩემი არგუმენტის სასარგებლოდ შეცვალა. უბრალოდ, ეგ გადაწყვეტილება ჯერ ბაზაში არ ატვირთულა.
აუდიტორიაში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მართა მიხვდა, რომ წააგო — მაგრამ არა უცოდინრობის, არამედ ინფორმაციის არქონის გამო. სიამაყე არ აძლევდა უფლებას, დამარცხება ადვილად ეღიარებინა.
— მაშინ გამოდის, რომ სტუდენტებს ისეთი პრაქტიკით გვცდით, რომელზეც წვდომა არ გვაქვს, ბატონო დამიანე. ეს არასამართლიანია.
დამიანეს გაეცინა — მოკლედ, გულწრფელად და ოდნავ ხმადაბლა.
— ცხოვრებაშიც და სასამართლო დარბაზშიც ზუსტად ასე ხდება, მართა. მოწინააღმდეგეს ყოველთვის ექნება კოზირი, რომელიც შენ არ იცი. მთავარია, ამ დროს უკან არ დაიხიო. — დამიანე წამით გაჩერდა, მზერა მის თვალებზე შეაჩერა და უფრო სერიოზული ტონით დაამატა: — და სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია ამ აუდიტორიაში არავის გაუბედავს ჩემი შეწყვეტა. მით უმეტეს, ასეთი არგუმენტით.
მართამ საქაღალდე აიღო და ჩანთაში ჩაიდო. გული უცნაურად, იმაზე სწრაფად უცემდა, ვიდრე უნდოდა, რომ ეღიარებინა.
— შემდეგ ლექციაზე იმ განსხვავებულ აზრსაც წავიკითხავ, — თქვა მტკიცედ, მაგრამ ხმაში ადრინდელი სიცივე აღარ ჰქონდა.
— დაველოდები, მართა შენგელია, — უპასუხა დამიანემ და მზერა გააყოლა, სანამ გოგონა აუდიტორიის კარს გამოაღებდა და დერეფანში გავიდოდა.

დეასთვის და ქეთოსთვის ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, როგორც მათ შეეფერებოდათ , ისხდნენ ლექციაზე უსმენდენეენ და არც ერთი ბედავდა ლექტორთან შეკამათებას, მიუხედავად იმისა, ერთანხმებოდნენ თუ არა.
დღის ბოლოს ყველა შეიკრიბა და გააბეს ჭორაობა, თუმცა მალევე დაიშალნენ, ყველას აუარება სასწავლი ჰქონდათ, იცოდნენ ყველაფერი ახლა იწყებოდა და ახლა უნდა ჩაედოთ მთელი თავისი ენერგია და დრო არჩეული საქმეებისთვის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent