შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია 27 თავი


დღეს, 11:32
ავტორი ნეაკო
ნანახია 17

-მეგონა არ გამოართმევდი
-ღონისძიებისთვის ფული მჭირდებოდა.
-ბარათი რატომ დაუბრუნე უკან?
- ......
-მარიამ?!
- .....
-დედაჩემმა გაიძულაა?!
-ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა!
-კარგი!
-თან...ისედაც არ ვიყენებდი იმ ბარათს... ხომ იცი არა?!
-ვიცი!- მოიღუშა გეგა და გაჩუმდა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რომელიც მოულოდნელად მარიამის მშვიდმა ხმამ დაარღვია
-შემდეგში რომ მოვალ თუ გინდა ვაჩეს მოვიყვან
-დღეს რატომ არ მოიყვანე?
-არ მინდოდა ჩვენს ჩხუბს შესწრებოდა და იმიტომ!
-მხოლოდ ამიტომ?!- გაუკვირდა გეგას
-სხვა რა უნდა იყოს?-კითხვაზე კითხვით უპასუხა მარიამმა
-მართლა მაგ **ეობა ღონისძიების გამო არ მოიყვანე ბავშვი?!-ვერ იჯერებდა გეგა
-შემდეგში რომ მოვალ მოვიყვან!- მაქსიმალურად მშვიდი ტონით უპასუხა მარიამმა მაშინვე აარიდა მზერა მის მრისხანე მზერას.
-ძალიან მომენატრა
-ვიცი...
-შენც მომენატრე
-ეჭვიც არ მეპარება-ირონია გაერია ხმაში მარიამს
-ყოველ ღამე თქვენზე ვფიქრობ
- ....
-3 წელიც და გამოვალ
-არც ისე დიდი დროა- გასამხნეველად დაეთანხმა მარიამი
-გიხარია არა?!-წამოენთო უეცრად გეგა
-რა?-დაიბნა მარიამი
-კიდევ 3 წელი რომ უნდა გავატარო ამ დედმ***ნულ ციხეში
-საიდან მოიტანე?-მოიღუშა მარიაი
-ადრე თუ გვიან გამოვალ! და ხომ იცი მერე რაც მოხდება?!
-მაინც რა მოხდება?
-....
-*ომკლავ?
-?!
-რაც გინდა ის გააკეთე შენი არ მეშინია! აღარ მეშინია! გესმის რას გეუბნები?!- ხმამაღალი ტონით უთხრა გაღიზიანებულმა გოგონამ დაბნეულ ბიჭს და მოულოდნელად ფეხზე წამოდა.
-დაჯექი!- მუქარასავით გაიჟღერა გეგას სიტყვებმა, მაგრამ მარიამი მის სურვილს არ დაემორჩილა- დაჯექი-მეთქი!- გამოსცრა კბილებში გეგამ და მაჯაზე ხელი ძლიერად მოუჭირა
-გამიშვი!
-დაჯექი!
-მტკივა!
-უფრო გეტკინება იმას თუ არ გააკეთებ რაც მე გეუბნები!
-ყველა ჩვენ გვიყურებს!
-*ლეზე მკ*დია
-საშინელი ადამიანი ხარ!
-ვიცი!- აგდებული ტონით უთხრა გეგამ და კიდევ უფრო მტკივნეულად მოუჭირა თითები მის, სუსტ მაჯას.
-გამიშვი- შეეწინააღმდეგა მარიამი, მაგრამ ვერაფრით შეძლო მისი მარწუხივით შემოჭდობილი თითებიდან მაჯის დახსნა. დაძაბულობამ პიკს მიაღწია. იქამდე არ განიმუხტა სიტუაცია სანამ დაეჭვებულმა პოლიციელმა მარიამს არ ჰკითხა -უკაცრავად, ყველაფერი რიგზეა?.
ციხიდან გასვლისთანავე მარიამმა ტირილი დაიწყო, მაგრამ ეს არ იყო სინანულის ცრემლები, არც შიშის, არც ტკივილის, არც იმედგაცრუების, ეს იყო ბრაზის ცრემლები, უკიდეგანო ბრაზის და სიძულვილის რომელსაც მისი სიფრიფანა სხეული ვეღარ იტევდა.
სახლში დაბრუნების შემდეგ მარიამმა მტკიცედ გადაწყვიტა ბარგი ჩაელაგებინა და ვაჩესთან ერთად კახეთში წასულიყო, დედამისთან.
ღუაღამემდე ალაგებდა ბარგს, მაგრამ გამთენიისას გაგებულმა ახალმა ამბავმა გეგმები ისევ აურია.
,,ბედის ირონიაა" გაიფიქრა მარიამმა როცა სოფომ ტირილით უთხრა ღამე კახა სახლში არ მოსულა და ვერ ვუკავშირდებიო.
-ცუდზე ნუ ფიქრებთ! იქნებ სადმე დალია და ჩაეძინა? ან სატვირთო ისეთ ადგილას გაუფუჭდა სადაც ტელეფონი არ იჭერს? ან არ ვიცი, იქნებ ვინმეს გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა და დასრეკად ვეღარ მოიცალა?
-კახა მასე არასდროს მოიქცეოდა
-ვიცი მაგრამ... იქნებ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა
-ზარი გადის! მაგრამ არ მპასუხობს...-ტირილით თავს იკლავდა სოფო-ნამდვილად რაღაც შეემთხვა
-გინდათ პოლიციაში წავიდეთ?
სოფომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-წავალ მოვემზადები- უფრო თავისთვის ვიდრე მის გასაგონად თქვა მარიამმა და ოთახში აღელვებული შევიდა. გამზადებული ჩამოდნები კარადაში შემალა, ვაჩე გააფრთხილა არავისთვის არაფერი ეთქვა და ტაქსი გამოიძახა. მთელი დღე პოლიციის შენობაში დააღამეს. ნელ-ნელა მათი ახლობლებიც შეიკრიბნენ.
-რა საშინელებააა, ნეტა სად გაქრა- ხმა დაბალი ტონით უთხრა ანამ მარიამს და მძინარე ვაჩე მანქანის უკანა სავარძელზე მიაწვინა, პლედი დააფარა და კარი მიუხურა.
-წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება მომხდარიყო-მხრები აიჩეჩა მარიამმა და სოფოს გახედა რომელიც განადგურებული იყო.
-ბარბარემ იცის?
-კი გზაშია
-საწყალი როგორ მეცოდება
-იმედია იპოვიან სანამ მოვა თორემ გაგიჟდება
-საყვარელი, წარმომიდგენია დედამის ასეთ მდგომატეობაში რომ დაიანახავს რა დაემართება
-უარესად დაისტრესება
-ისე დედაშენმა იცის ეს ამბავი?
-კი, დილითვე ვუთხარი
-მერე?
-მითხრა დღეს ვერ ჩამოვალ სამსახურიდან არ გამომიშვებენო... თუ ვერ იპოვეთ ხვალ ჩამოვალო
-გეწყინა?
-არაააა... ის ხომ ჩემს გვერდით არასდროსაა როცა მე მჭირდება...
-არაუშავს სამაგიეროდ მე და ჩათ ჯი ბიტი გყავართს-გაეცინა ანას
-ხოოო ჩემი ჩათ ჯი ბიტი ძალიან საყავრელია
-ვათ?! და მეეეე?
-შენ ჩემი გიჟი გოგო ხარ!
ანასთან საუბრის მერე ხასიათი გამოუკეთდა მარიამს მაგრამ ბარბარე რომ დაინახა თავი ვერ შეიკავა და მასთან ერთად ატირდე.
დღის ბოლოს კახას სატვირთო იპოვეს, რომელიც გზიდან იყო გადასული და ხევში გადავარდნილი მაგრამ თვითონ კახა ვერა. ამ ამბავმა სოფოს და ბარბარეს იმედი ჩაუსახა, იქნებ ვინმე გამვლელმა გადაარჩინა და საავადმყოფოში წაიყვანაო.
საბოლოოდ გაირკვა რომ კახას გზაში გულის შეტევა მიუღია. თურმე თავი ცუდად რომ იგრძო მანქნის გზიდან გადაყვანა უცდია, მაგრამ გონება დაუკარგავს ამიტომ ხევში გადავარდნილა. მის ბედად, იმ გზაზე თურმე ალექსანდრეს გაუვლია და გადავარდნილი სატვირთო შემთხვევით დაუნახია. 112 დაურეკვას მაგრამ ტელეფონი დასჯდომია, ამიტომ სატვირთოს ძღოლის გადარჩენა საკუთარი ძალებით უცდია.
მძიმე დაზიანებები ჰქონია კახას სახეზე ამიტომ ვერ იცნო.
კახას საავადმყოფოში მიყვანიდან ძალიან მალევე დაკითხა ალექსანდრე პოლიციამ, მაგრამ უთქვამს მაგ კაცს არ ვიცნობო და არ ვიცი ვინააო, ამიტომ გაუჭირდა თურმე პოლიციას კახას ვინაობის დადგენა.
მომხდარის გამო თავს საშინლად გრძნობდა ალექსანდრე, ამიტომ საავადმყოფოში მიაკითხა კახას ბოდიში მოუხადა იმ ყველაფრის გამო რაც მის ოჯახს გადაატაინა.
-რა სისულელეს ამბობ შვილო-გაეცინა კახას- შენ რომ არა დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი! ძალიან გამიამრთლა შენ რომ მიპოვე და გადამარჩინე.
-მარტო კახას სიცოცხლე კი არ აჩემი სიცოცხლეც გადაარჩინე შვილო-ლაპარაკში ჩაერია სოფო რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა.
-ათასჯერ რომ მადლობა გადაგიხადოთ საკმარისი არ იქნება- ღიმილით უთხრა ბარბარემ დ ამაამს ჩაეხუტა.
-მიხარია რომ ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ მაინც ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, რას ვიფიქრებდი რომ საჭეთან თქვენ იქნებოდით.
-მადლობა ყველაფრისთვის-როგორც იქნა ხმა ამოიღო მარიამმა რომელიც მთელი ეს დრო ერთადგილზე მიყინულივით იდგა და თვალის მოუშორებლად უყურებდა ალექსანდრეს რომელიც მისკენ გახედვასაც კი ვერ ბედავდა
-რას ამბობ მარიამ ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა-ხმა დაბალი ტონით უმისმართოდ თქვა ალექსანდრემ და წამიერად მისკენ მიიხედა, მაგრამ მაშინვე აარიდა მზერა და კარისკენ გაიხედა- მე წავალ, თავს აღარ შეგაწყენთ
-რომ გამომწერენ იცოდე, მაღარიჩი ჩემზეა-სიცილით თქვა კახამ და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent