უშგულში ნაპოვნი ანგელოზი [13]
სწრაფად გაირბინა ერთად ცხოვრების ექვსმა თვემ, სწრაფად და ბედნიერად. დღეს მეუღლის კოცნით იწყებს და ასრულებს. ვინმეს რომ ეთქვა ამდენს აიტანო, გაეცინებოდა. არასდროს ითმენდა დაუმსახურებელ სიცივეს, კომენტარებს, მაგრამ ახლა ითმენს. იცის რამდენად ძვირფასია ანდრონიკესთვის დედა და შესაბამისად არ სურს მათი ურთიერთობის არევა. როცა არღვლიანი სახლშია, ქალბატონი დალიც შედარებით მშვიდადაა, არც მაშინ აქტიურობს ზედმეტად როცა მისი შვილი შინ არაა, მაგრამ აშკარად აგრძნობინებს მარიამს თავის ცივ დამოკიდებულებას. თუმცა ყველაფრის ატანა შეიძლება.. დედამთილის ცივ დამოკიდებულებას ქმრის თბილი მზერა ანეიტრალებს. როცა დრო აქვს სულ იმნაძესთანაა, შინ, გარეთ. ძალიან ყურადღებიანია, მზრუნველი, მარიამი კი გიჟდება როცა ვინმეს მხრიდან ამხელა ყურადღებას გრძნობს. უკვე ივლისია, ქალაქში ტემპერატურა მაღალია, ხალხს გაძლება უჭირს, მიიჩქარიან ზღვისკენ, მთისკენ, სოფლებისკენ.. ანდრონიკეც შეპირდა მარიამს, როგორც კი შვებულებას მომცემენ, მაშინვე წავიდეთო. რამდენიმე დღით თავის სოფელში უნდა იმნაძეს წასვლა, შემდეგ სვანეთში წავლენ, საბოლოოდ კი თეკოსთან და კოსტასთან ერთად ზღვაზე წავლენ. ამ ორს რაც შეეხება, დაოჯახებას არ ჩქარობენ, ჯერ ისევ ასე სიარული ურჩევნიათ, ოჯახისთვის მზად არ ვართო გაიძახიან. - მარიამ _ სასიამოვნოდ ბოხი ხმა ჩაესმა იმნაძეს, თვალები არ გაუხელია. _ პეპელა, ვარჯიშის დროა. _ ნელა გაახილა თვალები და უკვე მომზადებულ ქმარს ახედა. თვითონაც მალე გამოფხიზლდა, სწრაფად მოიწესრიგა თავი, ბრეტელებიანი მაისური და მოკლე შორტი მოირგო, ფეხზე კედები, თმები კოსად აიკეცა და მზად იყო. მათი სახლიდან დაახლოებით ას მეტრში სტადიონი იყო და იქ მიდიოდნენ. სულ პირველად რომ დაიწყო მარიამმა ვარჯიში, ანდრონიკე ბევრს დასცინოდა, ადვილად იღლებოდა, ხშირად ისვენებდა. ახლა პირიქით, დასვენება აღარ სჭირდება და კმაყოფილია. - ზედმეტად გემრიელი ჩანხარ ამ ფორმაში _ ჩაეღიმა ქმრის კომპლიმენტზე. - მხოლოდ ამ ფორმაში? _ წარბის აწევით იკითხა. - ამ ფორმაში განსაკუთრებით. _ კმაყოფილმა გაუღიმა და სირბილი დაიწყო. ვარჯიშის შემდეგ სახლში დაბრუნება ყოველთვის ხმაურს იწვევს. პატარა ბავშვებივით კინკლაობენ ვინ შევა სააბაზანოში პირველი. ყოველ დილას კინკლაობენ და მაინც ყოველ დილას არღვლიანი თმობს. მარიამი გამარჯვებული ღიმილით კეტავს კარებს და მინიმუმ ნახევარი საათი მაინც ალოდინებს მეუღლეს. სააბაზანოდან გამოსული კარგად ხალისობს ანდრონიკეს უკმაყოფილო, დაბღვერილ სახეზე. დღესაც იგივე განმეორდა. სანამ სვანი თავს მოიწესრიგებდა, მარიამმა საუზმე გაამზადა და სუფრა გააწყო. მსუბუქად მიუკაკუნა დედამთილსაც ოთახის კარებზე, ნებართვის შემდეგ თავი შეყო და სუფრაზე მიიწვია. იმ დილით ყველამ ერთად ისაუზმა. - ანდრონიკე დღეს ჩემებთან უნდა ავიდეთ. - რა ხდება? - ჩემი ძმის დაბადების დღეა, თქვენც დაპატიჟებული ხართ _ გადახედა დედამთილს. ჯერ მიმართვის ფორმა ვერ მოუძებნა, დედას ვერ ეძახის, სახელით ხომ თავისთავად არ მიმართავს, ქალბატონოს დაძახებაც ეუხერხულება, ამიტომ ცდილობს ასე, ყოველგვარი მიმართვების გარეშე უთხრას თავისი სათქმელი. ქალბატონმა დალიმ თავი დაუქნია და ჭამა განაგრძო. - მე სამსახურიდან რომ გამოვალ, ამოვალ და შენ მანამდე ადი თუ გინდა. - არა, დაგელოდები და ერთად ავიდეთ. - კარგი, იქნებ ცოტა ადრე გამოვიდე, საჩუქარიც ვუყიდოთ და ავიდეთ. - კარგი. - წავედი მე, გემრიელი იყო _ გაუღიმა და ადგა. - უკაცრავად, გავაცილებ _ გაუღიმა დედამთილს და მეუღლეს უკან მიჰყვა. - საღამომდე _ გულზე მიიკრა სვანმა და კოცნით დაემშვიდობა. - დროებით _ გაუღიმა და კარები დაკეტა. სამზარეულოში დაბრუნდა, საუზმე დაასრულეს, მიალაგა და მისაღებში გავიდა. _________________________ საღამოს უკვე გამზადებული იჯდა მისაღებში და მეუღლეს ელოდა. ქალბატონი დალიც გამზადებულიყო, ანდრონიკემ მოსვლა შეატყობინა და ორივე ჩავიდნენ. მანქანაში მოკალათდნენ. საჩუქარი იყიდეს და მარიამის მშობლებთან ავიდნენ. საღამომ მშვიდად ჩაიარა. მიუხედავად იმისა რომ იმნაძე დედას არაფერს უმალავდა, არასდროს უსაუბრია დედამთილთან ურთიერთობაზე. ოჯახში სტუმრიანობა იყო, მოენატრა საკუთარ სახლში გატარებული თბილი, ხმაურიანი საღამოები. შესცქერის დედის თვალებს და ივსება, საყვარელი ადამიანები გვერდით ჰყავს, სხვა რა უნდა. პატარების სადღეგრძელო შესვეს და ჩვეულებრივ, წყვილს მალე ახალი წევრის მილოცვა უსურვეს. - რაღაც ძალიან აგვიანებენ _ ღიმილით განაცხადა ქალბატონმა დალიმ და ყველა დაეთანხმა. - თავის დროზე ყველაფერი იქნება _ საზოგადოებას თვალი მოავლო არღვლიანმა და გაუღიმა. ქმრის პასუხით კმაყოფილი გაღიმებული მიეხუტა. ჯერ სულაც არ ღელავს, ყველაფერი უფლის ნებააო ფიქრობს და მშვიდადაა. მაგრამ კარგად იცის როგორ უნდა სვანს შვილი, ამ მხრივ დედამთილიც საკმაოდ მონდომებულია, ხშირად ახსენებს რომ შვილიშვილს ელოდება. - ხომ არ დაიღალე? _ მზრუნველი ტონით ჰკითხა სვანმა. - არა, მაგრამ თუ გინდა წავიდეთ, ხვალ მუშაობ _ ღიმილით ახედა. - შენ თუ გინდა ვვიყოთ, არაუშავს, გავიღვიძებ როგორმე. - დედაშენს ჰკითხე, თუ დაიღალა წავიდეთ. ქალბატონმა დალიმ დავრჩეთ კიდევ ცოტა ხანსო. ამდენი ხნის განმავლობაში მგონი პირველად გაახარა ქალმა მარიამი. დედას მიუსკუპდა და მიეხუტა, მოენატრა დედის სითბო, ჯერ ისევ ბავშვია, მართალს ამბობს ანდრონიკე. მოგვიანებით დაემშვიდობნენ მშობლებს და შინ დაბრუნდნენ. ბედნიერებას ასხივებდა იმნაძე, მშვიდად მოემზადა დასაწოლად და ლოგინს მიაშურა. მეუღლეც მალე მიუწვა გვერდით, ჩვეულებისამებრ მიიხუტა და კისერში კოცნა დაუტოვა. - ხვალაც და მერე ვისვენებ. - სულ ისვენებ? - ერთი თვით სულ ვისვენებ, წავიდეთ ერთად დავისვენოთ. - კარგი _ ბედნიერმა ჩაიჩურჩულა და გაინაბა. მეორე დილით მეუღლე გააცილა, სუფრა აალაგა, ქალბატონ დალის ყავა შესთავაზა და ისიც დათანხმდა. ასეთი შემთხვევები იშვიათი იყო და გაუხარდა. სასწრაფოდ მოამზადა, მისაღებში გაიტანა და თვითონაც სავარძელში მოთავსდა. - სოფელში წასვლა არ გინდათ? _ ღიმილით ჰკითხა მარიამმა. - მე დავისვენო და თქვენ აქ იყოთ? _ გადაწყვეტილებით უკმაყოფილომ ჰკითხა. - არა, ხვალიდან ანდრონიკეც ისვენებს და ერთად წავიდეთ. - თქვენ ზღვაზე აპირებდით წასვლას. - დიახ, ვაპირებთ, მაგრამ ჯერ სვანეთში წავალთ, ჩემებთანაც გვინდა სოფელში შევლა. - არ ვიცი, მოვიფიქრებ, ანდრონიკეს უნდა დაველაპარაკო. - კარგი _ გაუღიმა. უხარია ასეთი შემთხვევები როცა ასე თუ ისე საერთო ენას პოულობს. თითქოს ცოტა დათბა კიდეც, იმედი აქვს კიდევ უფრო დათბება და შეეჩვევა. საღამოს ვახშამზე ანდრონიკესთან ერთად განიხილეს დასვენების საკითხი. გადაწყდა ჯერ სვანეთში წასულიყვნენ, ქალბატონი დალი იქ დაეტოვათ, შემდეგ სტუმრებოდნენ მარიამის სოფელს და შემდეგ ზღვისპირეთს. ზეგ წავიდეთო განაცხადა სვანმა და დაეთანხმნენ. ____ მთელი მეორე დღე მზადებაში გაატარეს. ენთუზიაზმით სავსე იყო იმნაძე. სვანეთში წასვლის მოლოდინი სიხარულით ავსებდა. ბედნიერმა დაიძინა და გაიღვიძა. გზა ხედების ყურებაში გალია და საყვარელ სახლთანაც მალე აღმოჩნდნენ. პირველი გადაფრინდა მანქანიდან, ეზოში შევიდა და იქვე მოფუსფუსე მოხუცს დაუძახა. - ხოშა დედე (ბებო) _ ღიმილით მივიდა მასთან და ჩაეხუტა. - გენაცვალოს ხოშა დედე შენ მიშგუ თვალუულდ (ჩემო ლამაზო) _ ღიმილით ჩაეხუტა ბებოც. - ხოჩა ლადეღ (დღემშვიდობის) _ ჩაიხუტა ანდრონიკემ. - გამარჯობა _ მიესალმა ქალბატონი დალიც თბილად. - რატომ არ გამაფრთხილეთ თუ მოდიოდით? კუბდარს დავაცხობდი, გავამზადებდი რამეს _ დამწუხრებით ქოთქოთებდა ქალი. - მე გამოვაცხობ _ სიამაყით გამოაცხადა მარიამმა. - დარწმუნებული ხარ რომ გამოგივა? _ ჩაეკითხა დედამთილი. - გავაკეთებ და შემიფასეთ _ მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა და სახლში შევიდა. ბებოს დახმარებით მოამზადა კუბდარი, სუფრაც გააშლევინა, ქალბატონი დალიც მიეხმარა სუფრის გაშლაში და მშვიდად ივახშმეს. - ხვალ „ლამარიაში“ წავიდეთ _ გაუღიმა მეუღლემ. - წავიდეთ ისევ „ლამარიაში“. - ახლა მაღლა ავიდეთ ჩვენი ოთახისკენ. - ავიდეთ _ გაუცინა _ ღამემშვიდობის _ ღიმილით დაემშვიდობა ქალებს და მეორე სართულისკენ წავიდა. ოთახში შესულმა სწრაფად მოჰხვია მკლავები სასურველ სხეულს და ტუჩებზე დაეწაფა. დილით გამოღვიძებულმა იმნაძემ ადვილად შეიგრძნო მთის სუფთა, თავისუფლებით გაჯერებული სურნელი. სუსხი იგრძნობოდა, მოემზადა, სქელი მოსაცმელი შემოიცვა და კიბეებზე დაეშვა. არღვლიანი ეზოში, ბალახზე წამოწოლილი დახვდა. ხელები თავ-ქვეშ ამოედო და თვალები დაეხუჭა. ჩუმი ნაბიჯებით მიუახლოვდა და იმავე პოზაში მიუწვა გვერდით. შეხება რომ იგრძნო, გაკვირვებულმა გაახილა თვალები, მარიამი რომ დაინახა ჩაეღიმა. გოგონა ცოცხალი თავით არ აპირებდა შეხედვას, ძილის იმიტაცია კარგად გამოსდიოდა, თუ მის მომღიმარ სახეს არ ჩავთვლიდით. ღიმილით დაიხარა ანდრონიკე და ტუჩებზე შეეხო. გოგონამაც არღარ შეიკავა თავი და ხელები ბედნიერად მოჰხვია კისერზე. კიდევ კარგა ხანს გააგრძელებდნენ ნებივრობას, რომ არა უკმაყოფილებით სავსე ტონი. - სირცხვილი და მორიდება არ იცით თქვენ? _ სახლის ზღურბლიდან გაბრაზებული იყურებოდა ქალბატონი დალი. იმნაძე გაწითლდა, სვანმა კი ვითომც აქ არაფერიო ისე უპასუხა. - ისეთს რას ვაკეთებდით, ჩემს ცოლს რომ ვაკოცო ნებართვა უნდა ავიღო? - ადგილს გააჩნია _ უკმაყოფილოდ უპასუხა დედამ და სახლში შებრუნდა. - ნუ მიაქცევ შენ ყურადღებას _ ღიმილით უთხრა და ცხვირზე გაეთამაშა. _ გინდა მაგარი იდეა გითხრა? - გისმენ აბა. - სიგიჟეა ოღონდ. - გისმენ. - შხარა დავლაშქროთ გინდა? - სულაც არაა სიგიჟე და მინდა _ გახარებული დაეთანხმა. _ მაგრამ ბოლომდე არამგონია. - ბოლომდე ზოგი მთამსვლელი ვერ ადის გოგო _ გაუცინა _ სადამდეც შევძლებთ იქამდე რა. - კარგი, მოვემზადები. _ მაშინვე მეორე სართულზე გაიქცა, ერთადერთი თბილი შემოსაცმელი ჰქონდა, შემოიცვა, არღვლიანისთვისაც წამოიღო და წავიდნენ. ჯერ „ლამარიაში“ მივიდნენ, მოილოცეს. „ლამარიიდან“ კი ფეხით გაუყვნენ გზას. თავიდან პატარა, ტალახიან ბილიკზე იარეს, მაგრამ იყო ჩაბღაუჭებული ანდრონიკეს მკლავს და ნელი ნაბიჯებით მიდიოდნენ. ვიწრო ბილიკი თანდათან გაგანიერდა, ნიშნები უჩვენებდა განვლილ კილომეტრებს. თავიდან დაღლას ვერ გრძნობდნენ, ენთუზიაზმით სავსეები მიუყვებოდნენ გზას, მგრამ შემდეგ მარიამი დაიღალა. ცოტა ხნით შეისვენეს და გზა განაგრძეს. ფეხები აღარ ემორჩილებოდა, მაგრამ იმდენად უნდოდა მწვერვალის დალაშქვრა, ხმას არ იღებდა. ხეობას მიჰყვებოდნენ და თან ხშირად იხედებოდნენ შხარასკენ. მწვერვალი სულ ნისლში იყო გახვეული. - აქ სულ ნისლია, მაგრამ ხშირად უნდა შეხედო, შეიძლება კიდეც გაიფანტონ ღრუბლები, ხანდახან რამდენიმე წუთით შესაძლებელი ხდება შხარას ნახვა _ ერთი ამოსუნთქვით უთხრა სათქმელი და ჩაისუნთქა. მარიამიც უჯერებდა და ყოველ წამს შხარასკენ იხედებოდა. ბოლოს ბილიკი დაახლოებით ორ მეტრზე ზემოთ მიცოცავს. ამ ბილიკს აუყვა წყვილიც. გოგონას უკვე საკმაოდ უჭირდა სიარული, ჩამორჩა სვანს. ის კი წინ მიიწევდა. უკან მოიხედა და ერთ ადგილას გაჩერებული მარიამი რომ დაინახა ჩაეღიმა, უკან დაბრუნდა, ხელი ჩასჭიდა და ნელ-ნელა სვენებ-სვენებით აჰყავდა. - ხელში ვერ აგიყვან, დამრეცია და ორივე დავგორდებით თორემ არ გაწვალებდი _ გაუღიმა. - დავიღალე _ ქოშინით ჩაილაპარაკა. რაც უფრო მაღლაა მიიწევდნენ, ტემპერატურა აშკარად ეცემოდა. - დავბრუნდეთ მაშინ. - გაგიჟდი? აქამდე ამოსული უკან გავბრუნდე? - კარგი, მაშინ ცოტაც და მყინვარამდე მივალთ, მეტი არც გვინდა _ გაუღიმა და მიიხუტა. _ შეგცივდა პეპელა? - სულ ცოტა. - ავად არ გახდე. - ახლა იქ რომ არ ავიდე უფრო ავად გავხდები _ გაუღიმა და მოშორდა _ აბა შემართებით, წავედით _ ხმამაღლა გამოაცხადა და წინ წავიდა. არღვლიანს ჩაეცინა, თავი გადააქნია. _ მეთაურო არღვლიანო არ მოდიხარ? _ მობრუნდა მარიამი და გაუცინა. - მოვდივარ გენერალო _ სიცილით ჩაილაპარაკა და ცოლს დაეწია. სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდნენ წინ, ალბათ კიდევ დიდხანს გაჰყვებოდა ეს შემართება სიცივე რომ არა. უკვე შესამჩნევად მოიბუზა იმნაძე. ხელები სულ გაეყინა, ფეხებიც, ცხვირსაც ვეღარ გრძნობდა. სვანმა თავისი მოსაცმელიც მარიამს შემოახვია და თვითონაც მოეხვია. - მე გაგათბობ გენერალო _ გაუღიმა და მობუზული კიდევ უფრო მიიხუტა. - თანახმა ვარ მეთაურო _ გაუღიმა და თვითონაც ჩაეხუტა. ........................... - ერთი.. ორი.. სამი.. ჩვენ მყინვარი დავლაშქრეთ _ საზეიმოდ განაცხადა არღვლიანმა და ეს ამბავი კოცნით აღნიშნა. - დავლაშქრეთ _ ბედნიერმა ამოთქვა და ახლა თვითონ დალაშქრა მეუღლის ტუჩები. უკვე ბინდდებოდა უკან რომ წამოვიდნენ. შედარებით ადვილი აღმოჩნდა გზა „ზემოდან ქვემოთ“. ღამე იყო ლამარიაში რომ მივიდნენ, იქ დატოვებული ჰყავდათ მანქანა, ჩასხდნენ და სახლში დაბრუნდნენ. შუაღამისას მიაღწიეს სახლში და ჩუმი სიცილით შეიპარნენ. - სად იყავით? _ შიშისგან შეხტა იმნაძე. - დედა გაუხეთქე გული რძალს, როგორ შეიძლება ასე _ გაუცინა ანდრონიკემ _ შხარა დავლაშქრეთ და ახლა გვშია. _ ჩაი მოამზადა და იქვე მიუსხდნენ მაგიდას. ერთიანად გაათბო ერთმა ფინჯანმა ცხელმა ჩაიმ. - წავედით ახლა გავათბოთ ერთმანეთი _ გაუღიმა არღვლიანმა და გასასვლელად უბიძგა. იმნაძემაც მხიარული კისკისით მიიტანა ხელი თავთან: - არის მეთაურო _ გაიცინა და მეუღლეს წინ გაუძღვა. ________________________ ესეც მეცამეტე თავი ჩემო შოკოლადებო, ტკბილებო და თბილებო.. მადლობა, მადლობა და კიდევ მადლობა თქვენი სითბოსთვის, რომელიც ასე მავსებს და მატკბობს და მათბობს და ა.შ. იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავი, ბოდიში შეცდომებისთვის, გადახედვა ვეღარ მოვასწარი, ველი შეფასებას, კრიტიკას და ემოციების გაზიარებას.. ჩემი გემრიელი შოკოლადები ხართ თქვენ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.