შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშგულში ნაპოვნი ანგელოზი [15]


3-03-2015, 01:27
ავტორი მარრიამი
ნანახია 5 410

ბედნიერებით სავსე სამი წელი გავიდა მათი თანაცხოვრებიდან.. ყველაფერი ძველებურადაა, ზედმეტად ძველებურად.. არც მათ სიყვარულს ეტყობა განელება, გახუნება. არღვლიანი ისევ ისეთი თბილია, მზრუნველი, ყურადღებიანი, მარიამიც ძველებურად უღიმის მეუღლეს და ანებივრებს. ქალბატონი დალიც ისევ ისე იქცევა, არც თბილად, არც ზედმეტად ცივად და ესეც საკმარისია იმნაძესთვის. წყვილის ერთადერთი პრობლემა შვილია. მარიამი უკვე სერიოზულად ღელავს ამ საკითხზე, ანდრონიკე არ იმჩნევს, მაგრამ ისიც ნერვიულობს. შვილი ორივეს ძალიან უნდათ, თუმცა ამ თემაზე საუბარს ერიდებიან, არ სურთ ერთმანეთს გული ატკინონ. სამაგიეროდ, სხვები არ იღლებიან ამ თემის განხილვით, ყველა იმას ეკითხება მატება რატომ არ აქვთ ან როდის ექნებათ. ამას მოჰყვება მარიამის ამღვრეული თვალები, სვანის დაძაბული მზერა და უბრალო, მარტივი პასუხი „ყველაფერი ღვთის ნებაა.“ ყოველი საღამო ქალბატონი დალის მხრიდან უშვილობის განხილვით სრულდება. იმნაძე კი ვერაფერს ამბობს, თავდახრილი ისმენს ქალის სიტყვებს და შემდეგ ოთახში, თავისთვის ჩუმად ტირის. ამ საღამოსაც ასე მოხდა. დედამთილმა კიდევ ერთხელ შეახსენა რომ შვილიშვილს ელოდება, შვილიშვილს რომელიც უკვე მესამე წელია არ ჩანს.

- ვისაუბრებთ მე და ანდრონიკე და ამ დღეებში ექიმთან წავალთ. _ ჩუმად უპასუხა იმნაძემ.
- რა თქვი? რა უნდა ჩემს შვილს ექიმთან? ჩემი შვილის რა ბრალია შენ რომ უშვილო ხარ _ საკმაოდ ცუდი რეაქცია ჰქონდა ქალბატონ დალის.
- იქნებ მეც არ ვარ უშვილო _ აცრემლებულმა ჩაილაპარაკა და თავი ისევ ოთახს შეაფარა. ლოგინზე წამოწვა, მოიკუნტა და ცრემლებს გასაქანი მისცა.

სამსახურიდან დაბრულებულ არღვლიანს მეუღლის მგაივრად დედა რომ შეეგება გაუკვირდა. სახლს თვალი მოავლო, მაგრამ მარიამი ვერ იპოვა.

- მარიამი სად არის დედა?
- თავის ოთახშია.
- ცუდადაა? _ შეშფოთდა.
- არ ვიცი _ ცივი ტონით მიუგო ქალბატონმა დალიმ და სამზარეულოს მიაშურა. ანდრონიკემ კი მაშინვე ოთახის კარები შეაღო. მოკეცილი მარიამის დანახვაზე უსიამო შეგრძნება დაეუფლა, ჩასძინებოდა, სახეზე კი ჯერ კიდევ შეუმშრალი ცრემლები შერჩენოდა. ადვილი მისახვედრი იყო ვინ იქნებოდა ტირილის მიზეზი. უკან გამობრუნდა და სამზარეულოში შევიდა.

- რას შეჭამ დედიკო? _ ფეხის ნაბიჯზე უკან მოიხედა დედამ.
- არაფერს არ შევჭამ, შეგიძია ამიხსნა რა გინდა მარიამისგან? _ ცივი ტონი ეუცხოვა შვილისგან, გაკვირვებულმა შეხედა.
- რაო რა გითხრა, რა იჩივლა?
- არაფერი არ უთქვამს, სძინავს, მაგრამ ნამტირალევია.
- ჩემი ბრალია?
- სხვა ვინმე იყო სახლში?
- არაფერს არ ვერჩი.
- მაშინ მითხარი რატომ იტირა.
- სიმართლე ვუთხარი და იმიტომ.
- რა სიმართლე?
- ვუთხარი რომ უშვილოა.
- რა?? _ დედის პასუხმა სულ გადარია.
- არ არის სიმართლე? მესამე წელია ერთი შვილი ვერ გაგიჩინა.
- შენ არ იცი სიმართლეა თუ არა, რატომ არ უშვებ რომ შეიძლება შენი შვილი იყოს უნაყოფო.
- ასე არ იქნება და იმიტომ _ არანაკლებ აღშფოთებულმა დაბეჯითებით ჩაილაპარაკა.
- შეუძლებელი არაფერია, კიდევ ერთხელ რომ ვნახო მარიამი ატირებული ამ სახლიდან წავალთ.
- მემუქრები?
- კარგად იცი რომ უბრალო მუქარა არაა, იცი რომ შევასრულებ. იცი როგორ მიყვარხარ და რამხელა პატივს გცემ, მაგრამ როგორც ჩანს შენ არ სცემ პატივს ჩემს არჩევანს. ისედაც დიდი ხანია გითმენს მარიამი, აქამდე სწორედ მისი სურვილით არ ვერეოდი თქვენს ურთიერთობაში, მაგრამ დღეიდან აღარ ავიტან. ვეღარ ვუყურებ მარიამის ცრემლიან თვალებს.
- მშვენიერია, დედაზე მეტად მას აფასებ _ აღელვებულმა ჩაილაპარაკა ქალბატონმა დალიმ და სკამზე ჩამოჯდა.
- ყველაფერს დამსახურება უნდა _ მკაცრად უთხრა და გამობრუნდა.
- შეგიძლიათ წახვიდეთ, ამ სიტყვების შემდეგ მით უმეტეს ვეღარ შევძლებ შენს ძვირფას მეუღლესთან ცხოვრებას _ ჰაერში გაიჟღერა დედის ხმამ. გაოგნებული მიბრუნდა ანდრონიკე, ქალის სახე კი კვლავ შეუვალი იყო. შვილისგან ამ სიტყვებს არ ელოდა და არც აიტანდა, ზედმეტად მტკიცე ხასიათი ჰქონდა ქალბატონ დალის.
- კარგი, გასაგებია _ არანაკლებ მტკიცე იყო არღვლიანი, გაყინული სახით შებრუნდა უკან და ოთახისკენ წავიდა. _ მარიამ, გაიღვიძე _ მშვიდი ხმით შეაღვიძა მეუღლე.
- რა ხდება? _ თვალები მოიფშვნიტა და ლოგინზე წამოჯდა.
- მივდივართ.
- სად მივდივართ? _ გაოცებულმა შეხედა.
- ამ სახლიდან მივდივართ.
- რატომ? _ კიდევ უფრო გაოცდა.
- იმიტომ რომ ყოველ დღე შენს ცრემლიან თვალებს აღარ ვუყურო.
- ჩემ გამო? ანდრონიკე არ ღირს _ თხოვნით ჩაილაპარაკა.
- ღირს _ მტკიცე იყო სვანის გადაწყვეტილება.
- დედაშენი? მარტო ტოვებ? არ გეცოდება?
- მარიამ ძალიან გთხოვ, შენ თუ არა მე დავიღალე. გგონია აქამდე ვერაფერს ვამჩნევდი? ისედაც დავაგვიანე გადაწყვეტილების მიღება.
- ანდრონიკე ის დედაშენია.
- დედა რომელმაც ჩემი მეუღლე, საყვარელი ადამიანი არ მიიღო. ის ყოველთვის დედაჩემი იქნება, მაგრამ არ დავუშვებ მის გამო ჩვენი ურთიერთობა დასრულდეს.
- იქნებ.. _ მაინც თავისას გაიძახოდა მარიამი.
- მორჩა, ჩაალაგებ თუ მე ჩავალაგო? არავითარი კამათი.
- კარგი მაგრამ სად მივდივართ?
- სასტუმროში, რამდენიმე დღე სანამ ბინას ვნახავთ იქ ვიქნებით.
- კარგი.
- ბევრი არაფერი ჩაალაგო, იმდენი რომ რამდენიმე დღე გვეყოს და მერე პირდაპირ სახლში გადავიტანოთ ბარგი.
- კარგი. მაგრამ დედაშენი მეცოდება, სულ მარტო უნდა დარჩეს.
- გადამრევ შენ, მას რატომ არ ეცოდები? პირდაპირ რომ მოგახალო უშვილო ხარო შეგიბრალა მაშინ? _ მარიამს სიმწრით ჩაეცინა და ჩალაგება განაგრძო _ ჰო და კიდევ, ხვალვე მივალთ ექიმთან. სულაც არ მინდა რომელიმეს თავი „დამნაშავე“ გვეგონოს. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ _ ზურგიდან მიეხუტა და კისერში აკოცა.
- იმედია _ ღრმად ამოისუნთქა იმნაძემ და ჩანთა შეკრა.
- მზად ხარ?
- კი. _ არღვლიანმა ცალ ხელში ჩანთა აიღო, მეორე ცოლს მოჰხვია და ოთახიდან გავიდნენ.

არაფრისმთქმელი თვალებით შეათვალიერა ქალბატონმა დალიმ წყვილი და ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა. მხოლოდ მას შემდეგ მისცა თავს სისუსტის გამოვლენის უფლება, რაც კარების დაკეტვის ხმა გაიგონა. მხოლოდ მაშინ ჩამოუგორდა ობოლი ცრემლი ლოყებზე, ხანდახან თვითონაც ხვდება რომ კარგად არ გამოდის მაგრამ ამდენი წლის მანძილზე ვერაფრით შეელია პრინციპულ ხასიათს. რასაც იტყვის, იმას აღარ გადათქვამს და აი, რა შედეგამდე მიიყვანა ამ ყოველივემ.

წყვილი სასტუმროში დაბინავდა. უთქმელად მოწესრიგდა მარიამი და დაწვა. ჩუმად მიუწვა გვერდით ანდრონიკეც. ჯიუტად დუმდნენ, ორივემ ბევრი იწრიალა და როგორც იქნა მოთავსდნენ. ზურგშექცევით მწოლიარე ცოლს ხელი შემოჰხვია მუცელზე და თავისკენ მიიზიდა, მიიხუტა, ცხვირი მის მხარსა და ყელს შორის მოათავსა და ტუჩებით შეეხო მის ზურგს.

- ნუ ღელავ რა, ყველაფერი დალაგდება _ ჩურჩულით უთხრა და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია მეუღლეს.
- როგორ არ ვინერვიულო, ჩემ გამო სახლიდან წამოხვედი.
- კი არ წამოვედი წამოვედით და შენ გამო კი არა, მის გამო. მშვენივრად იცის ჩემი ხასიათები, იცის როგორ ვერ ვიტან როცა არჩევანს მიწუნებენ და მას შესაბამისად არ ეპყრობიან.
- არ ვიცი, მაინც მგონია რომ არასწორად მოვიქეცით.
- შენ არაფერი ჩაგიდენია, სწორად მოვიქეცით თუ არასწორად მაგაზე პასუხს მე ვაგებ. ახლა დაიძინე, ხვალ ექიმთან უნდა წავიდეთ.
- არც ის მინდა ექიმთან იძულებით, მხოლოდ იმის გამო წავიდეთ რომ მე არ ვინერვიულო.
- ექიმთან იმიტომ მივდივართ რომ ორივესთვის ასე ჯობს, ორივესთვის და კიდევ მომავალი შვილისთვის _ შეხედვის გარეშე იგრძნო მარიამმა როგორ ჩაეღიმა ანდრონიკეს. თვითონაც გაეღიმა და თვალები დახუჭა.
- ძილინების _ ჩუმად, არღვლიანის გასაგონად ჩაილაპარაკა.
- ძილინების პეპელა.

დილით გაღვიძებულს ანდრონიკე გვერდით არ დახვდა. ოთახშიც ვერ შენიშნა, თავისთვის რაღაც ჩაიფრუტუნა და მხარი იცვალა. კარების ხმაზე თავი წამოყო, ოთახში შესულ სვანს გაუღიმა.

- დილამშვიდობის _ კოცნით მიესალმა ქმარი.
- დილამშვიდობის, სად იყავი?
- დილაობით სად დავდივარ? _ ღიმილით ჰკითხა.
- მერე მე?
- აღარ გაგაღვიძე ისე ტკბილად გეძინა.
- გასაგებია.
- მოემზადე და გავიდეთ, ჯერ კოსტა უნდა ვნახო, დილით ველაპარაკე და რაღაც ბინები იცის, გვაპოვნინებს რამეს და მერე ექიმთან ვართ მისასვლელები.
- კარგი. _ მშვიდად მოემზადა და ქმართან ერთად დატოვა სასტუმრო.

კოსტას შეხვდნენ, ბინების ამბავი გაარკვიეს. გაოცებული იყო ნაკაშიძე ქალბატონი დალის საქციელით, იცოდა მისი რთული ხასიათები, მაგრამ აქამდე თუ მივიდოდა არ ეგონა. წყვილი „გაამხნევა“ და მარტო დატოვა.

- ყავა დავლიოთ და წვიდეთ _ გადახედა ანდრონიკემ ცოლს.
- კარგი.
- ნერვიულობ? _ გაუღიმა.
- ძალიან.
- ყველაფერი კარგად იქნება _ დაბეჯითებით ჩაილაპარაკა და მარიამის ხელი ტუჩებთან მიიტანა.
- იმედია _ გაუღიმა ქმარს და ყავა მოსვა.

საავადმყოფოში შესვლისას გული აუჩქარდა, ასე მას შემდეგ აღარ უნერვიულია რაც 5 წლის ასაკში დედას აცრაზე ჰყავდა მიყვანილი. ნემსების ეშინია, ვერ იტანს, არადა იცის რომ ახლა აუცილებლად მოსთხოვენ ანალიზის გაკეთებას და წინასწარ, ფსიქოლოგიურად ემზადება. ექიმის კაბინეტში რომ შეაბიჯეს, უკვე მუხლები ეკეცებოდა. ჩამოსხდნენ და საუბარი დაიწყეს. ექიმმა დაწვრილებით გამოკითხა ყველაფერი, საბოლოოდ ანალიზები აიღეს და გამოკვლევები ჩაიტარეს. პასუხები ერთ კვირაში უნდა ყოფილიყო, აღელვებულები დაბრუნდნენ სასტუმროში და ოთახში შეიყუჟნენ.
ამ ერთ კვირაში მოახერხეს სახლის პოვნა, გადაბარგება, მოწყობა. იმდენ ხანს ალაგებდა მარიამი, სანამ როგორც თვითონ თქვა „თავის ჭკუაზე არ მოიყვანა“. მთელი სამი დღე არ დაუსვენია, ოთახებს შორის დაფარფატებდა და ყველაფერს აწესრიგებდა. საბოლოო შედეგით კმაყოფილი დარჩა თვითონაც და ანდრონიკეც. ეს სამი დღე გადააყოლა გული სახლის დალაგებას, აღარ გახსენებია გამოკვლევების შედეგის მოლოდინი, მაგრამ როგორც კი გაახსენდა, შიგნაგანად ისევ აფორიაქდა. შიში არ ასვენებდა, ერთნაირად ტკიოდა შესაძლო პასუხები, ტკიოდა რომ შეიძლება თვითონ ყოფილიყო უშვილო, კიდევ უფრო ტკენდა რომ შეიძლება ანდრონიკე ყოფილიყო უშვილო. ცდილობდა არ ეგრძნობინებინა არღვლიანისთვის თავისი განცდები, მაგრამ სვანი უთქმელადაც ყველაფერს ხვდებოდა. თვითონაც უმძიმდა მოსალოდნელი პასუხები. უმძიმდა რომ ვერაფრით ამშვიდებდა იმნაძეს. უკვე თითქოს ფასი დაკარგა სიტყვებმა „ყველაფერი კარგად იქნება“, მაგრამ მაინც ჯიუტად იმეორებდა. ყოველი დილა გულმოდგინე ლოცვით იწყებოდა წყვილისთვის, აქამდეც ლოცულობდნენ, მაგრამ ახლა რაღაც განსაკუთრებული შეგრძნებით, ყოველი საღამოც ლოცვით სრულდებოდა. თითქოს რაღაც განსაკუთრებულს მოელოდნენ, თითქოს სწორედ ამ პასუხებს უნდა შეეცვალა მათი ცხოვრება. თითქოს? თითქოს კი არა დაზუსტებით, სრულიად შეცვლიდა ეს პასუხები მათ ცხოვრებას.

- იცი რა? აღარ მინდა რომ ასე ინერვიულო _ კატეგორიული იყო სვანის ტონი.
- არ ვნერვიულობ _ გაუღიმა.
- კარგი რა, ვის ატყუებ _ ჩაეცინა _ გამოსავალი ყოველთვის არსებობს მარიამ.
- არასასურველი პასუხის შემთხვევაში რა გამოსავალს იპოვი?
- იცი რამდენ ბავშვს აკლია მზრუნველობა? იცი რამდენს უნდა მშობლების სითბო? ჩვენც ერთ-ერთ მათგანს გავაბედნიერებთ _ ქმრისგან ასეთ პასუხს არ ელოდა. იგრძნო როგორ აივსო სითბოთი და სიამაყით. საშინლად ამაყი იყო იმით, რომ ასეთი მეუღლე ჰყავდა. აცრემლებული თვალებით წავიდა მისკენ და ჩაეხუტა.
- იცი რა? მე იდეალური არჩევანი გავაკეთე _ გაუღიმა და ხმაურიანად აკოცა ყელში.
- როგორც იქნა აღიარე _ გაუცინა და ცხვირზა წაეთამაშა. იმნაძემ ფეხები აიკეცა დივანზე, უკეთესად მოთავსდა ქმრის გულ-მკერდზე და ემოციებით დაღლილს მალევე ჩაეძინა.

_______________________

ესეც მეთხუთმეტე თავი შოკოლადებო.. მინდოდა დასასრული ყოფილიყო, თუმცა ფიზიკურად ვერ მოვახერხე დაწერა.. მოცულობით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის, თუმცა იმედი მაქვს შინაარსით მოგეწონებათ.. ცოტა არ იყოს და მეჩვენება რომ პასიურობთ შოკოლადებო... იმედი მაქვს ეს თავიც მოგეწონებათ, ბოდიში შეცდომებისთვის, ველი შეფასებას, კრიტიკას და ემოციების გაზიარებაას...



№1  offline წევრი p♥♥h ^^

პასიურობაზე გვასყვედურობბ და შენ 2აბაზაც რომ დებ? არდა წინა თავში დაგვპირდიი მომვდევნო იქნება დიდიო :)
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№2  offline წევრი Sweetiko

თAვების დაგროვებას ველოდებოდი როგორც ყოველთVის და Aხლა ჩAვუჯექი.
ძალიან Mომწონს.ამ Qალბატონის გაპიკვას ველოდი და Aი ბატონო!
თAვის სიმცირეზე ვერ შEგედავები,მესმის რომ თIთOეულ მცირე თAვსაც დიდი Eნერგია და Dრო მიაქვს.
Aუცილებლად უნდა VთQვა რომ ისტორიიდან Iსტორიამდე პროგრესს განიცდი :)))
წარმატებები Bევრიცალი

 


№3 სტუმარი დიკო

ძალიაან ძაააააალიან კარყი იყო... კი დამეწვა გული ყველას საცოდაობით .((((

 


№4  offline წევრი Unnamed

Dzalian kargia... Momwons dzaan. Gushin mteli sagamo velodi :D

 


№5 სტუმარი tetrishokoladi

Mariam's unda gauchndes shvili :))

 


№6  offline მოდერი მარრიამი

p♥♥h ^^
პასიურობაზე გვასყვედურობბ და შენ 2აბაზაც რომ დებ? არდა წინა თავში დაგვპირდიი მომვდევნო იქნება დიდიო :)

ვიცი ბოდიში :( <3
Sweetiko
თAვების დაგროვებას ველოდებოდი როგორც ყოველთVის და Aხლა ჩAვუჯექი.
ძალიან Mომწონს.ამ Qალბატონის გაპიკვას ველოდი და Aი ბატონო!
თAვის სიმცირეზე ვერ შEგედავები,მესმის რომ თIთOეულ მცირე თAვსაც დიდი Eნერგია და Dრო მიაქვს.
Aუცილებლად უნდა VთQვა რომ ისტორიიდან Iსტორიამდე პროგრესს განიცდი :)))
წარმატებები Bევრიცალი

დიკო
ძალიაან ძაააააალიან კარყი იყო... კი დამეწვა გული ყველას საცოდაობით .((((

tetrishokoladi
Mariam's unda gauchndes shvili :))

მადლობა <3
Unnamed
Dzalian kargia... Momwons dzaan. Gushin mteli sagamo velodi :D

დამაგვიანდა გუშინ :D მადლობა <3

 


№7  offline მოდერი ლილიანა

მარ ეს თავი ისეთი იყო როგორის კითხვაც მე მიყვარს.გრძნობების და განცდების აღწერა.ზომიერად დიალოგები.ალბათ დღეს მორჩები.კარგია ძალიან
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№8  offline წევრი Overthinking

sauketesoa... shemikvarda es istoria unakloa..
dzalian kargi xar shen :-*
velodebi shemdeg tavs ...

 


№9  offline წევრი natia23

ჩემი აზრით არღვლიანი სწორად მოიქცა სახლი რომ დატოვა, ვაფასებ მის ასეთ საქციელს. არ იქცეოდა დალი სწორად,მერე რა რომ რძალია, შვილის სიყვარულში ხო არ ეცილება,. დღემდე გაუგებარია ჩემთვის დედამთიელბის ასეთი დამოკიდებულება. მარიამს კიდე იმიტომ ვაფასებ,რომ არღვლიანს არაფერი უთხრა ცუდი დედაზე და მაინც ეცადა სახლში დარჩენას,დამცირების მიუხედავად, შენ კიდე არაჩვეულებრივი ხარ და იმედია დღეს მაინც დადებ ცოტა ადრე,წუხელ წავიკითხე მაგრა, რადგან ტელეფონით ვიყავი კომენტარს დღეს გიწერრ

 


№10  offline წევრი vighaca

Ukomentarod .... ❤

 


№11  offline წევრი anka12

კარგი თავი იყო, მიყვარს ეს მოთხრობა არ მინდა დასრულდეს

 


№12  offline წევრი Mkitxveli

დიდი ხნის წინ უნდა წასულიყვნენ სახლიდან.
ბოლოს ლამის ცრემლები გადმოვყარე :დ
წარმომიდგენია, რა რთულია წყვილს შორის ეს პრობლემა.

 


№13  offline მოდერი მარრიამი

ლილიანა
მარ ეს თავი ისეთი იყო როგორის კითხვაც მე მიყვარს.გრძნობების და განცდების აღწერა.ზომიერად დიალოგები.ალბათ დღეს მორჩები.კარგია ძალიან

Overthinking
sauketesoa... shemikvarda es istoria unakloa..
dzalian kargi xar shen :-*
velodebi shemdeg tavs ...

natia23
ჩემი აზრით არღვლიანი სწორად მოიქცა სახლი რომ დატოვა, ვაფასებ მის ასეთ საქციელს. არ იქცეოდა დალი სწორად,მერე რა რომ რძალია, შვილის სიყვარულში ხო არ ეცილება,. დღემდე გაუგებარია ჩემთვის დედამთიელბის ასეთი დამოკიდებულება. მარიამს კიდე იმიტომ ვაფასებ,რომ არღვლიანს არაფერი უთხრა ცუდი დედაზე და მაინც ეცადა სახლში დარჩენას,დამცირების მიუხედავად, შენ კიდე არაჩვეულებრივი ხარ და იმედია დღეს მაინც დადებ ცოტა ადრე,წუხელ წავიკითხე მაგრა, რადგან ტელეფონით ვიყავი კომენტარს დღეს გიწერრ

vighaca
Ukomentarod .... ❤

anka12
კარგი თავი იყო, მიყვარს ეს მოთხრობა არ მინდა დასრულდეს

Mkitxveli
დიდი ხნის წინ უნდა წასულიყვნენ სახლიდან.
ბოლოს ლამის ცრემლები გადმოვყარე :დ
წარმომიდგენია, რა რთულია წყვილს შორის ეს პრობლემა.

უუუუღრმესი მადლობა <3 ^_^

 


№14 სტუმარი nini

უზომოდ მიყვარხარ შენც და შენი ისტორიებიც <3

 


№15  offline მოდერი მარრიამი

nini
უზომოდ მიყვარხარ შენც და შენი ისტორიებიც <3

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent