შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულს გავცვლიდი შენს ერთ კოცნაში ... 9


6-03-2015, 21:30
ავტორი northern light
ნანახია 3 425

-მაშო ჩქარა რა დაგვავგიანდაა-გუკამ ფრთხილად მომიკაკუნა კარზე და მეც ჩანთას დავავლე ხელი. გასვლისას კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ჩემს თავს . უბრალო სარაფანი ჩავიცვი, სადა და შავი რომელიც სახლიდან წამოვიღე დაახლოებით ერთი საათის წინ , თან ცოტა მივალაგე იქაურობა ხვალ ჩემები ჩამოდიან და სუფთად რომ იყოს სახლი, დაღლილი იქნება დედაჩემი და არაფრის თავი არ ექნება , თან ჩემი მგონი ერთადერთი კაბაც ავიღე და წამოვედი. ბიჭებმა დარეკეს ფილმის მერე სადმე დავსხდეთ და ცოტა გავერთოთო ამიტომ არ მინდოდა უბრალო ჯინსითდა მაისურით წასვლა. მუხლს აცდენილი სარაფანი ძალიან საყვარლად მქონდა ტანზე და სქელი ნაქსოვი შავი ჟაკეტიც ძალიან უხდებოდა, ფეხზე როგორცყოველთვის კეტები მოვირგე, ოდნავ შევიღებე თვალები და საკუთარი თავი მე თვითონ მომეწონა . ფრთხილად ჩამოვწიე სახელური და გარეთ გავედი
-სად ხა...- როგორც კი თვალი შემავლო გუკამ მაშინვე შეწყვიტა ლაპარაკი და თვალები გაუფართოვდა
-წავედით? - მეც ვერ დავმალე გაკვირვება , მის თვალებს საშინლად უხდებოდა თეტრი ფერი , უბრალო ჯინსი თეტრი მაისური და პიჯაკი ეცვა . მაგრამ ეს თეთრი ფერი მის თვალებს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს და უფრო ლამაზს ხდიდა
-წავედით - უჩვეულოდ ჩაიღიმა და კარი გააღო მერე ისევ დაკეტარადგან ლია სახლში არ იყო და ლიფტის ღილაკს ხელი მიაჭირა
-ძალიან ლამაზი ხარ - ბოხი დამთბარი ბარიტონით თქვა და ისევ გამიღიმა . მეც მაშინვე წამოვწითლდი და ოდნავ გავუღიმე
-მადლობა - ხმადაბლა ჩავილაპარაკე და ლიფტში შევედი .ისევ გუკას მანქანით მივდიოდით და ისევ მისი სურნელი მაბრუებდა
-არ გითხრეს რა ფილმია? -ჩემსკენ გადმოიხედა და საშინელი სიცუმე დაარღვია
-აუ არ მიკითხავს - თავი მოვიფხანე . ასეთი ჩევევა მაქვს როცა რაღაც მავიწყდება თავს ვიფხან ხოლო ტყუილისას ან კისერზე ვიკიდებ ხელებს ან კიდე ცხვრის წვეროს ვეხები თითით. ეს საშინელი ჩვევა მაქვს რომლისგამოც ვერასოდეს ვამბობ ტყუილს. ფიქრებიდან ტელეფონის წკრიალმა გამომიყვანა , დავხედე და უცხო ნომერი იყო
-გისმენთ - ინტერესიტ ჩავძახე ყურმილში და სუნთქვა შემეკრა დიდი ხნის მონატრებული ხმა რომ გავიგე
-მაშო შენ ხარ? -ანერვიულებულმა ხმამ ისევ გამახსენა ძველი დრო და ჭრილობაც გაიხსნა გულში
-იკა ...ირაკლი შენ ხარ? -ძლივს წარმოვტქვი სახელი და გაკვირვებულ დემონს გადავხედე
-კი მაშო მე ვარ , ჩამოვედით აქ ვართ და ერთი სული მაქვს როდის გნახავ - ძლივს ვსუნთქავდი და ვცდილობდი ხელების კანკალი შემეცერებინა
-ვიცი თემო და მზია რომ ჩამოვიდნენ მაგრამ შენც ჩამოხვედი? -ისევ გაკვირვებულმა ჩავძახე ტელეფონში
-ვეღარ გავძელი იქ , თან ყველა ძალიან მომენატრეთ , აქ ვარ უკვე ორი დღეა
-ვაიმე იკა როგორ გამახარე , სად ხარ ახლა? - უკვე რიმილით ვლაპარაკობდი და ხელების კანკალიც ნელა ცხრებოდა
-სახლში ვარ , როგორცკი ნომერი ავირე დაგირეკე ჩემო ფერიავ , შენ სად ხარ? ქეთომ მითხრა ჩემ დაქალთანააო
-ხო არ ვარ ეს ერთი კვირა სახლში, ხვალ ჩამოდიან ჩემები , მისმინე "რუსთაველში" თუ მოახერხებ მოდი, 10 წუთში იქ ვიქნები, მეგობრები ვიკრიბებით - გახარბულმა დავაწყვე აზრები და აშკარად გაბრაზებულს და გაკვირვებულ დემონს გადავხედე რომლის თვალებსიც კითხვისნიშნები ციმციმებდნენ
-კაი 2 წუთში იქ გავჩნდები ისე მინდა ახლა შენთან ლაპარაკი - მივხვდი რო იღიმოდა და მერე გათიშა . მეცხრე ცაზე კი არა იმის იქით დავფრინავდი . ირაკლი ლუკას ბიძაშვილია, იმამბის მერე აღარ მინახავს , როგორ მომენატრა ეს დამპალი ბავშვი, მეგონა საერთოდ ვეღარ ვნახავდი მაგრამ სასწაულები ხდება !
-მშვიდობაა? -ოდნავ შეანელა სვლა და მე გადმომხედა
-ჩემი მეგობარი ჩამოვიდა გერმანიიდან და ხო არ გეწყინებათ ცოტახანს რომ წავიდე?თქვენ ფილმს უყურე და მე რესტორანში შემოგიერთდებით - ოდნავ გავუღიმე და გულში გეგმა დავსახე .
-ვინაა ეგ იკა? -აგდებით თქვა და გადმომხედა-მეწყინე აბა არ მეწყინება? შენ ჩემთან ერთად ხარდა ვერავინ წაგიყვანს ვერსად - მაცრად თქვა და გზას გახედა
-მისმინე , მე არავისთან არ ვარ და შენ არავინ გეკითხება სად წავალ და სად არა! - მისმა ტონმა და ზიზღით წარმოთქმულმა "იკამ"გამაბრაზა და ვეღარ მოვტვინე რა ვუთხარი
-მაშო შემოხვალ და უყურებ ფილმს და მერე ვინც გინდა ის ნახე - უკვე ხმას უწევდა რაც ჩემს ნერვებს უფრო შლიდა
-გუკა მისმინე მე სადაც მინდა, როცა მინდა, და როგორც მინდა ისე წავალ თან როცა საქმე ჩემს მეგობარს მითუმეტეს ირაკლის ეხება - ისე წყნარად ვთქვი რომ მე თვითონ გამიკვირდა
-ჯიუტი თხა - კბილებსშორის გამოსცრა და მანქანა გააჩერა . მანქანიდან კი არ გადავედი, გადავხტი. ხალხში თვალებით ირაკლის ვეძებდი და როგორც კი დავინახე თვალები ცრემლებით ამევსო და მისკენ გავიქეცი
-მაშოოო- ხელები დიდზე გაშალა და ჩემსკენ ჩქარინაბიჯით წამოვიდა. ისე მაგრად მიწერდა ხელებს მეგონა ძვლებს დამტეხავდა . ახლა ვიგრძენი რა განსხვავებაა სიყვარულსა და მეგობრობას შორის. გუკას ჩახუტებაზე ჟრუანტელი მივლის, სუნთქვა მეკვრება და წამით ყველაფერი ჩერდება , აი იკას როცა ჩავეხუტე ვიგრძენი რაარის ძმა ! რაარის შენი სულის ნაწილი რომელიც ასე ძალიან გიყვარს და გენატრება .... მაგრად ვიკრავდიგულში და თვალებიდან ცრემლები მომდიოდა
-რამხელა ხარ გოგო .... ვეღარ გიცანიი ეეე- სასაცილოდ მითხრა და ცრემლები მომწმინდა. ზურგს ვიღაცის მზერა მიწვავდა და მგონი ძნელი მისახვედრი არაა ვისი .
-მე კი არა ბიჭო, შენ რამხელა ხარ ნახე რაა - თვალი შევავლე საოცრად "სიმპაწიურ" იკას და ცხვირზე ვუქმიტე
-ეე კაი რა ტოო ხო იცი რო ვერ ვიტან ასეთეეებს - ცხვირი დაიზილა და მეორე ხელი მომხვია
-აუ ბიჭო ამ ტოებს ვერ გადაეჩვიე ხო?-წარბი ავუწიე და მეც ხელი მოვხვიე.
-არ გამაცნობ შენს მეგობრებს ? - ჩვენზე მოშტერებულ ბავშვებზე მიმითითა და მეც ღიმილი შემაშრა სახეზე გუკას მზერას რომ წავაწყდი. მათკენ წავედით , ელეს და ბიჭებს გავუღიმე და წინ დავუდექით
-ეს ელეა , ეს ლუკა , ეს აკო, ეს გუკა , ეს კიდე ირაკლია - ღიმილით გადავხედე ირაკლის და დანარჩენებსაც გავუცინე . ხელიჩამოართვა ყველას , მერე ისევ გვერდში ამპომიდგა და ხელი გადამხვია
-მოკლედ სასიამოვნოა ჩემი ფერიას სასტავის გაცნობა - ღიმილით გადახედა ყველას და თმა ამიჩეჩა . დავინახე გუკას თვალები ოცა იკამ ფერიათი მომმართა და შემეშინდა, ისე მაგრად აჭერდა კბილებს ერთმანეთს მეგონა დასცვივდებოდა ან სათითაოდ მოსტყდებოდა ყველა
-ჩვენთვისაც - ელემ გაუღიმა და გაბრაზებულმა გადმომხედა .
-შევიდეთ? -აკომ შესასვლელისკენ გაიშვირა თითი .
-ცოტახანს წაგართმევთ მაშოს და მე მივიყვან სახლში - ირაკლის სიტყვების მერე შემეშინდა და დემონს ვეღარ შევხედე. თვალები აქეთ იქით გამირბოდნენ. გუკამ თავი ოდნავ დაუქნია და შესასვლელისკენ წავიდა . ისე გამიკვირდა მისი საქციელი, ყველაფერს ველოდი მაგრამ ასე მალე თუ დათანხმდებოდა ამას არა . არ ვიცი რატომ მაგრამ გავბრაზდი მასზე და ირაკლის გავყევი.
-ვიღაცა შეყვარებულიაააა- წარბები ამითამაშა და მანქანის კარი გამიღო
-ოოო იკაა შენღა მაკლიხარ რაა - თავი გავიწნიე და მანქანაში ჩავჯექი
-რაო პატარა ქალბატონო როგორია სიყვარულიოო? -ისევ სასაცილოდ მელაპარაკებოდა და მანქანას ქოქავდა
-დამანებე თავი თორე გცემ -ერთი შვუბღვირე და რადიო ჩავრთე. "ქუჩის ბიჭები"-ს ერთ -ერთი სიმღერა გადიოდა . ხომ გაგიგიათ "old but gold " აი ესაა ზუსტად .
-ღადაოობ? - სიცილით გადმომხედა მეკიდე თავიდავუქნიე და სიმღერას ავყევი " წვიმაა შენს ლამაზ სახეს მახსენეეებს "ღიმილით დავიწყე და ხელით ვანიშნე ამყევითქო
-მაშოოო დაგაყრუებ იცოდე - როხროხით თქვა და თვითონაც ამყვა სიმღერაში . აი აქ იფეთქა ბავშვობს დრომ , ბავშვობი წლებმა , ბავშვობის გიჟობებმა რომელიც ლუკასთან ერთად ჩამიდენია, აქ იფეთქა იმ მოგონებებმა მე ლუკას და იკას რომ გვაკავშირებდა და მთელი გულით ავყევი სიმღერას... როგორ შეულია ერთ უბრალო მელოდია გაგახსენოს ბავშვობა ... სულ არ მახსოვდა ეს სიმღერა და ვერც წარმოვიდგენდი თუ კიდე წავაწყდებოდი სადმე... მაშინ მგონი ყველა ამას უსმენდა და მახსოვს ბაზრობებზეც სულ ეს იყო ჩართული... მოგონებებმა დაიწყო ფეთქვა გონებაში და როგორც კი იკას გადავხედე რომელიც მართლა ყროყინებდა გამეცინა
-კაი დავყრუვდი ბიჭოო - მუსიკას დავუწიე და სიცილი დავიწყე
-ოოო მაშოო მუღამში შევედი და შენ კიდე გამომირთე - გაბრაებულმა გადმომხედა მაგრამამლევე გამიცინა
-აუ ის გახსოვს ? - ლუკას სახე ამომიტივტივდა გონებაში და ღიმილით შევხედე იკას- აი ჯეირანი რომ ვითამაშეთ სურვილებზე და ლუკა ავეჯის მაღაზიაში საწოლზე რომ ვახტუნევეთ - სიცილით ვყვებოდი და ასევე ახარხარებულ იკას ვუყურებდი
-აუ ის ? შენ რო წააგე და მზესუმზირის გამყიდველს გვერდით რომ მიუჯექი და წყევლა რო დაიწყე მზესუმირის ფასზე - იმის გახსენებაზე როგორი მიყურებდა გამყიდველი სუნთქვა გამიჭირდა ისე გადავიხარხარე
-არაა ბაზალეთე , გოგოები რო გეპრანჭებოდნენ და შნ რომ მიგიშვით , მახსოვს როგორები გიყურებნენ ახლოს რომ მიხვედი და ცოტა ხანს ჩუმად იყავი , მერე უჩებდაპრუწულმა რომ კითხე ეს ბიკინი სად იყიდეთო - სევ სიცილი ამიტყდა და იკამაც ახარხარებულმაგააჩერა მანქანა .
-აუმაგას რა დამავიწყებს , და კიდე იმას რემონტი რომ იყო ლუკასთან და ფანჯარა რომცამოიღეს , შენკიდე დაგმალე და რო ვუთხარი ფანჯრიდან გადავერდათქო , ის მკრა ხელი სამარეულოს კარი შევიტანე და თვითონ კი ფანჯარასთან გიჟივით მივარდა - ისევ ხარხარებდა და მეც სიცილისგან წამოსულ ცრემლებს ვიწმენდდი -პატარა ბავშვი იყავი მაშო და ამხელა ბიჭებს შენს ჭკუაზე გვატარებდი - თავის ქნევით თქვა და ისევ დაქოქა მანქანა ... მერე იყო ემოციებით, მპოგონებებით დატვირთული საღამო, გახსენებული აჭარული, თბილისის ქუჩებში უარო სიარული და ბავშვობის გახსენება და ბოლოს ლუკათი გამოწვეული მონატრება ...

***

სახლის კარი ღია რომ დამხვდა გამიკვირდა მაგრამ მაინც შევედი და კარი ჩავკეტე. მაშინვე ლიას ოთახისკენ ავიღე გეზი და კარი ოდნავ შევაღე
-მოხვედი მაშო? -ღიმილით გადმომხედა უკვე მწოლიარე ლიამდაოდნავ წამოიწია
-ხო არ გაგაღვიძე? -მეც შიგნით შევედი და იქვე დავდექი
-არა კეკე დავაძინე , გშია? - ფეხზე აპირებდა წამოდგომას დაგავაპროტესტე
-არა არა არ მშია , არ ადგე - ხელები გავასავსავე
-კაი, აბა კაი იყო ბავშვობის მეგობართან? -ღიმილით მკითხა და საბანი გაუსწორა კეკეს
-კი მომენატრა ბავშვობა და ყველაფრეი რაც მასუკავშირდება - დანანებით ვთქვი და კარი გამოვაღე
-კაი გოგო ხარ რომ დამირეკე -პატარა ბავშვივით შემაქო და ხმამაღლა გამიცინა
-აბაა ... ჩემზე კაი გოგო არ დადის საქართველოში მეორე - მეც გავუცინე და კარში გავედი - ძილინებისა- ხმადაბლა ვუთხარი და კარი ფრთხილად დავხურე . როგორც კი მისაღებში შევედი დივანზე მწოლიარე დემონი დავლანდე .ახლოს მივედი დაროცა მისი ბავშვივით მძინარე სახე დავინახე გული საშინლად გამითბა . ტელევიზორის პულტი ხელში ეჭირა და თავი ხელე ედო, დაბლითა ტუჩი საყვარლად ჰქონდა გამოწეული და ღრმად სუნთქავდა . ოდნავ დავიხარე მის წინ , ვეღარ მოვითმინე და შუბლზე ფრთხილად ვაკოცე... როგორც კი ჩემმა ტუჩებმა მისიცხელი კანი იგრძნო ისევ სასიამოვნოდ დამიარა ჟრუანტელმა და ოდნავ გამეღიმა ჩემს რეაქციაზე. იქვე მიგდებულიპლედი ავიღე და ფრთხილად მივაფარე, ოდნავ შირხა და თვალები გაახილა
-მოხვედი?-ძილისგან დაბოხებული ხმით მითხრა და თვალები მოიფშვნიტა
-კი მოვედი- ხმადაბლა ვუპასუხე და იქვე სავარძელში ჩავჯექი
-კაია - უბრალოდ ეს მიპასუხა და ოთახიდან გავიდა . ისე მომეშალა ნერვები მომინდა ყველაფერი დამელეწა რაც გარშემო იყო... რატომაა დღეს ასე ცივი? რა დავაშავე? რატომაა ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ? ....უკვე ცრემლები მომდიოდა, ფრთხილად წამოვდექი და ოთახისკენ წავედი ... ლოგინი საშინლად ცივი იყო .... გუშინ ხომ გუკასტან ჩახუტებულს ჩამეძინა , რა კარგი იყო მთელი დღე, მაგრამჩამშხამდა, არ ვიცნობ ! საერთოდა არ ვიცნობ ამ ადამიანს ! ... პირველად ვიტირე ბიჭის გამო , პირველად ვიგრძენი რა გრძნობაა ეს ... ტირილში ისევ ფანჯრის რაფაე ჩამეძინა
დილით ისევ თბილმა ხელებმა გამაღვიძა და მეც დაფეთებულმა გავახილე თვალები იმის მოლოდინში რომ გუკაიქნებოდა მაგრამ შევცდი . პატარა კეკე იყო და იმ პატარა თითებით ცდილობდა ჩემს გაღვიძებას
-მაშოო ადექი რაა - წკრილა ხმით მითხრა და ხელზე მომქაჩა
-კაი პატარავ ავდგები - ცხვირე წავეთამაშე და გახევებული სხეული ფრთხილად "ავიღე " ფანჯრის რაფიდან . უხალისოდ ჩავიცვი ტანსაცმელი და დასიებული თვალებით გავედი მისაღებში .
-დილამშვიდობისა - ოდნავ გავუღიმე ლიას ისე რომ დემონისთვის არ შემიხედავს და იქვე ჩამოვჯექი . დღეს შაბათია ამიტომ არც სკოლა არც არაფერი ... აი აარის სრული ბედნიერება
-თვალები დასიებული რატო გაქ? -გაკვირვებულმა შემომხედა ლიამ და კეკე კალთაში ჩაისვა
-გვიანობამდე ვერ დავიძინე და ეტყობა მაგიტომ - ისევ კისერს დავუწყე თითებით წვალება და როცა მივხვდი რას ვაკეთებდი ხელები გავაჩერე. გუკას გავხედე რომელიც აშკარად გავრაზებული მიყურებდა და გუშინდელი გამახსენდა
-კარგი ფილმი იყო? - თვალებმოჭუტულმა გადავხედე
-კი მშვენიერი- თვალი ამარიდა და ტელევიზორს შეხედა - შენ კარგად გაერთე? - ისე მკითხა არც შმოუხედავს
-მშვენივრად - მეც მხრებისაჩეჩვით ვუპასუხე და აწრიალებული ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან
-ჰო დე - ღიმილით ვუპასუხე
-მოვდივართ დე და ნახევარ საათში გნახავ
-კაი გელოდებით - კიდევ უფრო გავიღიმე და ლიას გადავხედე-ნახევარ საათში ჩამოვალთო
-ძალიან კარგი მაგრამ მოგვენატრები - სასაცილოდ მითხრა და გამიღიმა
-ხო მოხვალ ხოლმე და მეთამაშებიი? - კეკემ ჩემთან მოირბინა და მეც მაშინვე მუხლებზე შემოვისვი
-კი მოვალ და ვითამაშოთ ხოლმე - მეც გავუცინე . -წყალს დავლევ და მოვალ - კეკე გადავსვი და სამარეულოსკენ წავედი,მიტრიალებული ვიყავი და წყალს ვსვამდი რაღაცის ბრახუნმა რომ შემაკრთო და მეც დაფეთებული მივტრიალდი
-შემაშინე - ფრთხილად დავდე ჭიქა და გუკას გავხედე
-მეც დამისხი რა - წყალეზე მანიშნა და მეც ჭიქა წყლით ავავსე
-მადლობა - როცა წყალი დალია მერე ვუთხარი და მის გაკვირვებულ თვალებს წავაწყდი
-რისთვის?
-იმისთვის რაც ჩემთვის გააკეთე , არ იყავი ვალდებული მაგრამ ეს დღეები მართლა ჩემი ძიძა იყავი - ოდნავ გავუღიმე
-გახსოვს რა გითხარი? ხომ გახსოვს არა? თუ ასე მალე დაგავიწყდა? ვალდებულება არაფერშუაშია , შენ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავ და მეორედ ეგეთი სისულელე აღარ თქვა - ჩამოშლილი თმა გადამიწია და თვალებში ჩამხედა
-მე არაფერი მავიწყდება - ხმადაბლა ვუთხარი და ლოყაზე ფრთხილად ვაკოცე. ვიგრძენი როგორ გააჟრჟოლა ჩემს კოცნაზე და გული სიხარულით ამევსო.
-წესით ხმას არ უნდა გცემდე და მოგიწევს რაღაცეები ამიხსნა ,მაგრამ მაინც ძალიან მომენატრება დილით შენი ხმა და ძილისწინ ნათქვამი ძილინებისა , გუშინწინდელი ღამეც ძალიან მომენატრება და როგორც არ უნდა ეცადო თავიდან მაინც ვერ მომიშორებ ! - ბოლო სიტყვები ღიმილით მითხრა და თითი დამიქნია . მეც გავუღიმე და როცა გულზე მიმიხუტა ისევ ისე შვიკარი სუნთქვა და მისი გაორმაგებული გულისცემის მოსმენა დავიწყე ...

ბავშვებო ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შემექმნა და გუშინ ვერ მოვახერხე დადება :( გპირდებით გამოვასწორებ და ხვალ აუცილებლად ავტვირთავ დიდ თავს <3 როგორც ყოველთვის ველოდები თქვენს შეფასებას მითხარით რას ფიქრობთ ან რა არ მოგწონთ , მაინტერესებს რადგან არ მინდა მოსაწყენი გახდეს <3 და ძაააალიან დიდი მადლობა ასეთი პოზიტიური კომენტარებისთვის :D <3



№1  offline წევრი tamooo

auu ai dzaliaan magaria mattla da gelodebi

 


№2  offline წევრი eelleeniko

ძალიან ძლიან მაგარია wink ვერ ავგწერ იმდენად wink მალე დადე რა შემდეგი თავი love wink

 


№3  offline წევრი ანა დევიძე

vaimeeeeeeeee.ukve cudad vaar.vecemiiiiiiiii.tavi sizmarshi mgoniaaaaaaaaaa.ra magari tavi iyo.gaagrdzele da shen ici ras moimoqmedebs guka.masho rom dabrundebs saclishi dzaan cidia.imediamiakitxavs xolme guka.auuuuu.dzalian dzalian magaria amis damweriiiiii.warmatebebiiiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent