შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულს გავცვლიდი შენს ერთ კოცნაში ... 10


7-03-2015, 21:00
ავტორი northern light
ნანახია 3 692

ისევ ჩემი ოთახი რომელშიც 1 კვირაა არ დამიძინია , მომენატრა აქაურობა მაგრამ დარწმუნებული ვარ გუკა უფრო მომენატრება , არა აი 3 საათია სახლში ვარ და უკვე მენატრება .
-მაშოო გამოდი გოგო დაგვენახე რა ფერი ხარ - სიცილით გამომძახა მამაჩემმა და მეც ოთახიდან გავედი
-მა რაო სიდედრმა გამუშავაა? - სასაცილოდ გავწელე სიტყვები და სავარძლის სახელურზე ჩამოვუჯექი
-მამუშავა კი არა აღარვარგივარ კაცი -შუბლზე მოისვა ხელი და სიცილით გამომხედა
-ღირსები ხართ მარტო რომ დამტოვეთ - ენა გამოვუყავი და სამზარეულოში გავედი დედასთან, როგორც ყოველთვის დაღლილობის მიუხედავად ახლაც რაღაც გემრიელს ამზაებდა, უკნიდან მივეპარე და ხელები მოვხვიე
-ჩემი ტკბილი გოგო - ჩემსკენ შემოტრიალდა და შუბლზე მაკოცა
-ამ ტკბილ გოგოს შია - ინტერესით შევიხედე ღუმელში და პიცა რომ დავინახე ხტუნვა დავიწყე
-დეე რა მაგარიი ხააარ - ხმაურით ვაკოცე ლოყაზე
-ახლა მიხვდი რომ მაგარი ვარ? -წარბი სასაცილოდ ამიწია და გამიცინა
-არა სულ მაგარი ხარ მაგრამ როცა პიცას აკეთებ მაშინ ხომ აიი "ვუუაბშე" მაგარი ხარ - სასაცილოდ გავწელე სიტყვები
-ეხ მაშო 1 კვირაში 17 წლის ხდები და თავში ჭკუა არ გაქვს - თავისქნევით ჩაილაპარაკა და სამზარეულოში შემოსულ ზურას გახედა
-ქეთო მე კი არა შნი ქმარი ცოტახანში 40 წელს გადააბიჯებს და მაგას არ აქვს ჭკუა - სიცილით ვუთხარი და ამოვეფარე
-ოხ მაშო ამოგაცლი გოგო მაგ ენას - სიცილით მითხრა ზურამ და ქეთოს ლოყაზე აკოცა
-ხალხი მეც აქ ვარ რაა - თვალებაციმციმბულ და გაღიმებულ დიდ მაგრამ ჩემთვის პატარა ორ ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს გავხედე და გავიცინე
-ხოდა რომ ხარ ჩვენ უნდა გვიმადლოდე - ისევ გამიცინა ზურამ და ქეთოს კალბასი ააცალა . ქეთომაც ჩხუბი დაუწყო და ატყდა ერთი ამბავი, სიცილი ხარხარი დაჭერობანა
-ვაიმეეეეე, არ მაქვს მე თქვენი თავი- ხელები ავწიე და ისევ ჩემს ოთახში შევედი
-ამხელა ხალხია და თავში ჭკუა არ აქვთ რაღადროს მაგათი ცანცარია , მიშლიან ნერვებს რა - ბებერი დედაკაცივით ჩავილაპარაკე და ლოგინზე კი არ დავწექი მგონი გავტეხე ისე დავეხეთქე . ჩემს საქციელზე მე თვითონ ამიტყდა სიცილი და როცა დავწყნარდი დავფიქრდი იმაზე რაზეც არ უნდა მეფიქრა . რა შეიცვალა? ან როგორი გავხდი? ჩემს თავს ვეღარ ვცნობ , მათალია ისევ ის მაშო ვარ მაგრამ მაინც სულ სხვა , გუკამ ჩემში დიდი ცვლილება მოახდინა , შემცვალა თითქოს მეც მასზე გავხდი დამოკიდებული მაგრამ საშინლად მაბნევს მისი საქციელები , არ ვართ ერთად მაგრამ ვიცი რომ ჩემს მიმართ გულგრილი არაა თუმცა მე რას ვგრძნობმის მიმართ ძალიან კარგად ვიცი . ერთი დდი ცვლილებაც მოხდა ,ისევ დამიბრუნდა ბავშვობა და ისევ დამიბრუნდა ცხოვრებს ხალისის რაღაც ნაწილი მაინც ირაკლის ჩამოსვლით , თან 3 უმაგრესი ადამიანი გავიცანი და მივიღე , აკო , ელენე და ლუკა . ისინი ძალიან ბევსრ ნიშნავენ ჩემთვის და ააჰ ბოდიში მაქვს მოსახდელი გუშინდელის გამო . ტელეფონს დავწვდი და ელეს ნომერი ავკრიფე
-ელე რას შვრებიი?
-რავი გოგო , მე კი არა შენ რას შვრები ის იკა ვინ იყო? არ გამაგიჟო ნუ ამირიე ყველაფერი თავში - გაკაპასებულმა ჩამძახა ა ჩემს პასუხს დაელოდა
-მიდი გამო ჩემთან მისამართს მოგწერ და გეტყვი ვინც იყო პანიკებში რომ ვარდები -სიცილით ვუთხარი
-კაი მალე მოვალ მიდი მომწერე ჩქარა მოვკვდი ინტერესით- ისევ გაბრაზებულმა თქვა და გამითიშა . მეც მისამართი ავკრიფე და გავაგზავნე , ცოტა ხანში კი ელენე მადგა თავს თავისი გაბრაზებული . არ მიყვარს წითური ხალხი და არც ქერები მაგრამ აი ჩემი ელენე წითურია თან ყველაზე მაგარი ადამანიცაა !
-ქეთოო - დედაჩემს გავძახე და ისიც სამზარეულოდან გამოვიდა
-გაიცანი ეს ელენეა -ელენეზე მივუთითე - ეს ჩემი დედიკოა ქეთო - ახლა ქეთოსკენ გავიშვირე ხელი და ორივეს გადავხედე. ერთმანეთი გადაკოცნეს და დაახლოებით 15 წუთში სანამ მე სასუსნავები შევიტანე ჩემს ოთახში მშვენივრად გაუგეს ერთმანეთს , იმდენად კარგად , რომ როცა ელეს დასაძახებლად შევედი არც ერთმა ყურადღება არ მომაქცია ისე იყვნენ ლაპარაკში გართულები
-წამო გოგო სულ ნუ დაიცლები მეც მჭირდები - ხელი დავავლე და სიცილით წავათრიე ჩემს ოთახში
-მაშოოო ღადაოობ? ბიბლიოთეკაა თუ მოზარდი გოგოს ოთახი? - წიგნების დიდ კარადაზე მიმითითა და თვალებმოჭუტულმა შემომხედა
- არ ვარ დედამიწელი - სიცილით ვუთხარი და პატარა სავარძელში მოვთავსდი
-გოგო ბალიშების ბუმი გაქვს ოთახში , კიდევ წიგნების , პაარა ტანსაცმლის კარადა რომელიც ყველაზე დიდი უნდა იყოს და ეს როიალი , ღადაოობ? სადაა სარკიანი დიიდი "ტრილიაჟი" (ქართული შსატყვისი არ ვიცი მაპატიეთ ) -ისევ გაკვირვებულმა შემომხედა და ჩემს წინ დაჯდა
-ოო აი იქაა სარკე ხედავ? კარადასთან თან დიდია და მთლიანად ვჩანვარ , როგორც ხვდები მაკიაჟს არ ვიკეთებ და თვალის ფანქრის მეტი არაფერი გამაჩნია - ისევ გავუცინე
-ვერა ხარ რა შენ მაგრამ რა დროს ესაა ვინ ყო ის სიმპატიჩნი ჩელავეკიი? - წარბი სასაცილოდ აზიდა და ხელებით მაგიდას დაეყრდნო
-ვინ იყო და ირაკლი ! ჩემი ბავშვობის მეგობარი და ლუკას ბიძაშვილი რომელიც 2 წელია არ მინახავს და რაღაც სულელური ფილმის გამო ნამდვილად ვერ გავუშვებდი მისი ნახვის შანსს ხელიდან - ერთი ამოსუნთქვით ვუთხარი და ღრმად ჩავისუნთქე
-მოიცა აბა ფერიას რატომ გეძახდა? -დაბნეულმა მკითხა - უფ გამისკდა გული , გუკა უნდა გენახა რა დღეში იყო , ვიღაც ბიჭი რამის ცემა ჩუმად იყავიო , და მთელი საათ ნახევარი ისე აჭერდა კბილებს ერთმანეთ მეგონა დასტყდებოდა , და მისი თვალები რომ მახსენდება მბურძგლავს , და...
-მოიცა მოიცა ამოისუნთქე რა - სიცილით გავაჩერე ელენე და მანაც ღრმად ამოისუნთქა .
- გოგო გადარიე ის ბიჭი და მიხედე ახლა , ის იკა კიდე მე გამაცანი მაგრად მომეწონა - წაბები ამითამაშა და გამიცინა
-წითური გოგოები მოსწონს რომ იცოდე - მეც ავუთამაშე წარბები და ყავა მოვსვი -გინდა ახლა დავურეკავ და მოვა- მაგარმა იდეამ გამიელვა თავში და მეც მაშინვე ტელეფონს დავავლე ხელი
-არა გოგო გადაირიეე? ნახე რას ვგავარ , ცოტა ლამაზად რომ ვიქნები მერე გამაცანი - თმას დახედა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი
-აუ ელე იცი რა ლამაზი ხარ? ნუ წუწუნებ შენ გენაცვალე რაა, და შენ ხო ვიღაც შენი მეზობელი გიყვარს ? - მისი მონაყოლი გამახსენდა
-ოო გოგო მომბეზრდა ეს ცალმხრივი სიყვარული თან ეგ შენი იკა ისეთი საყვარელია ... ეჰ - ღრმად ამოისუნთქა და თავით ხელებს დაეყრდნო
-ვაახ ჩვენ სიყვარულში ძააააან რაა - ცერა თითი ავუწიე და ორივემ ხმამაღლა გავიცინეთ

***

ტელეფონის წკრიალმა გამომიყვანა ბურუსიდან და მეც მაშინვე ეკრანს დავხედე , ჩამძინებია, ელენე რომ გავაცილე და წიგნის კითხვას შევყევი , ვაიმე 9 საათია , რა მალე გასულა დრო.
-გისმენთ- ხმაჩახლეჩილმა ვუთხარი და გუკას ხმა რომ გავიგე მაშინვე თვალები ვჭყიტე
-რა გჭირს?
-მეძინა და ... - ჩამოშლილი თმა გადავიწიე და გადაშლილი წიგნი გვერდზე გადავდე
- გაგღვიძე?
-ააჰაამ
-გარეთ გამოხვალ?
-რავი ვკითხავ ჩემებს და მოგწერ - ვითომ სულ არ გამიხარდა ისე ჩავილაპარაკე არადა სიხარულისგან ლამის ცეკვა დავიწყე
-კარგი გელოდები - ყურმილი გამითიშა და მეც მაშინვე საწოლზე ხტუნაობა დავიწყე , რომ მოვტვინე რა სასაცილო მდგომარეიბაში ვიყავი აწითლებული ჩამოვჯექი ლოგინზე და პატარა კარადას გავხედე .დიდხანს არც ახლა მიფიქრია როგორც ყოველთვის ჯინსი, კეტები , უბრალო მაისური და თბილი შავი ჟაკეტი მოვიცვი , კულულები მხრებზე დავიყარე და მისაღებში გავედი
-დედი მე გავალ რა გარეთ ცოტა ხანს
-შენ გარეეთ?? -გაკვირვებულმა მკითხა და ზურას გადახედა
-არააა-ორივემ ერთად წამოიძახა და მე შემომხედა
-ჩემი შვილი რა უყავი? -მამაჩემმა გარშემომშემომიარა და დამათვალიერა
-მამიი- გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე
-თუ გინდა დაიგვიანე და დილამდე არ მოხვიდე სახლში , ოღონდ შენ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდი და ქეთოს იმ წითელ ჩექმებს ვუყიდი- სიცილით მითხრა და ქეთოს გადახედა
-ვაიმე ზურა მართლაა?-გახარებულმა გამოგვხედა ორივეს- მაშო წადი ახლა და სახლში მოსული არ დაგინახო - თითი დამიქნია და მეც გამეცინა . 1 თვეა ვეაფრით დაითანხმა ქეთომ ზურა 600 დოლარიანი ჩექმების ყიდვაზე . აშკარად მე არ ვარ ამათი შვილი
-მე ნაშვილები ვარ? - ორივეს შევხედე. ჯერ ერთმანეთს გადახედეს და ბოლოს სიცილი ატეხეს
-გაგიჟდი გოგო ?- სიცილით გამომხედა ზურამ
-აბა არც ერთს არ გგავართ და რა უბედურებაა - მხრების აჩეჩვით ჩავილაპარაკე და კარისკენ წავედი
-ვაიმე რა შტერია - რომ გამოვედი მამჩემის ხმა გავიგე და ისევ თავი შევყავი ოთახში
-მამა ჯერ არ წავსულვარ - პირი ვითომ ხელებით ჩაკეტა და გასაღები ქეთოს "გადააყლაპა " ამ ჟესტზე ერთი გულიანად გავიცინე და კიბეებზე დავეშვი . ტელეფონი ამოვიღე და მესიჯს ვკრეფდი სადარბაზოსთან მდგომი სხეული რომ დავლანდე. შემეშინდა და ტელეფონი მივანათე
-მე ვარ ნუ გეშინია - ღიმილით შმომხედა და მეც ღრმად ამოვისუნთქე მისი დანახვისას
-ახლა უნდა მომეწერა - ტელეფონი დავანახე და მერე ისევ ჯიბეში ჩავიდე
-ვიცოდი რო გამოხვიდოდი და რომ დაგირეკე უკვე აქ ვიყავი - წყნარადა ჩაილაპარაკა.
-რომ არ გამოვსულიყავი?-გაკვირვებულმა ავხედე და თვალები მოვჭუტე
-გამოხვიდოდი - ისევ წყნარად მითხრა და მანქანის კარი გამიღო
-ფეხით გავიაროთ რა - სულ არ მინდოდა ასეთ კარგ ამინდში მანქანით სიარული
-როგორც გინდა - ისევ წყნარად მითხრა და გვერდში ამომიდგა . ისევ მისი სურნელი რომელიც ჩემს ნერვულ სისტემაზე ძალიან ცუდად მოქმედებს და სურვილს მიჩენს მივიდე და მაგრად მოვხვიო ხელები . "ემოციები აკონტროლე სულელო " ჩემი თავი გავაფრთხილე და ფეხი ავუწყე
-აბა როგორია სახლში დაბრუნება ? - ისე მითხრა არ შემოუხედავს
-რავი , კარგია - მეც უბრალოდ ჩავილაპარაკე და სკვერში შევედით . ერთ -ერთ ცარიელი სკამი დავიკავეთ
-გუშინ სად იყავით? -წინ გადაიწია და გვერდულად გამომხედა
-არსად , უბრალოდ მანქანით ვიარეთ და ბავშვობა გავიხსენეთ - მეც უბრალოდ მხრების აჩეჩვით ვუპასუხე
-ბავშვობა ? - ოდნავ მოტრიალდა ჩემსკენ
-ხო , ლუკას ბიძაშვილია ირაკლი და ერთად გავიზარდეთ - ლუკას ხსენებისას ისევ გაიხსნა გულში ჭრილობა და მეც ხელები გადავაჭდე ერთმანეთს და გულზე მაგრად მივიჭირე
-უყვარხარ? - ცოტა ხნის ლოდინისშემდეგ ისე თქვა თითქოს ძალით აცლიდნენ სიტყვებს პირიდან
- რა სისულელეა , აუ გუკა რა სულელი ხარ. ფერიას მეძახის სულ - სიცილით გავხედე ოდნავ დამშვიდებულს და მანაც გამიცინა
-მე კიდე მეგონა ... - თავი გაიქნია და საყვარლად გამიღიმა
-ხო გეგონა - მეც გავუღიმე
- მაგრამ ცუდად მოიქეცი მაინც და დასჯილი ხარ - თითი დამიქნია და ფართოდ გაიღიმა , ისევ საყვარლად ჩაეჩუტა მარჯვენა ლოყა და ისევ ამიფრთხიალდა გული
-და რა იქნება ჩემი სასჯელი? - მეც გაღიმებულმა გავხედე და თვალები მოვჭუტე
- მე - ისევ გაიცინა და ცხვირზე მომჩქმიტა
- ოხ გუკა გუკა - თავისქნევით ვუთხარი და მანქანებს გავაყოლე თვალი
-იცი ? ჩემ სახელს ძალიან საყვარლად იძახი - თვითონაც საზურგეს მიეყუდა და მიმავალ მანქანებს გახედა
- უკვე გითხარი რომ სულელი ხარ? -მისი სიტყვებით აფორიაქებულმა ვუთხარი და სასაცილოდ გავხედე
-კი დაახლოებით 5 წუთის წინ - თვითონაც შემომხედა და გამიცინა. უბრალოდ მხრით ვეხებოდი და მისგან წამოსული სითბო მაინც ძალიან მათბობდა
-კარგი მაშინ კიდევ გაგიმეორებ . სულელი ხარ გუკა !- სახელი ხაზგასმით წარმოვთქვი და გავუცინე
-დაე ვიყო სულელი თუ ამას თვით მაშო მახარაძე მიბრძანებს- მთელი ემოციებით წარმოთქვა და გამიცინა . მეც ხმამაღა გავიცინე და დემონით გაბედნიერებულმა გავხედე
-იცი ირაკლის ელენეს ვურიგებ - სიცი;ლით გავხედე და მანაც გაკვირვებულმა გამომხედა
-ვაა , შენ რა მაგარი ხარ - დაბლითა ტუჩი საყვარლად გამოწია და ცერა თითი მიჩვენა -იცოდე შენთან ვარ !
-ეგ კი არა გიორგის რა უთხარი რომ გამარჯობასაც აღარ მეუბნება? - გამახსენდა გუშინდელი გიორგი რომელმაც ზედაც არ შემომხედა და წარბაწეულმა გავხედე
-ეგ მე ვიცი - ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და თვალი სივრცეს გაუშტერა
-არაფერს მიშავებდა და ხალხს ნუ დამიფრთხობ - გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე
-არ მაინტერესებს იქ ხალხი , სადაც მე და შენ ვართ ! - სრული სერიოზულობით ჩაილაპარაკა და თვალებში ჩამაჩერდა . ამ სიტყვებმა გამათბო , დამატკბო და კიდევ უფრო გამაბედნიერა . ვუყურებდი მის შავ თვალებს და მეამაყებოდა , ეს თვალები ხომ შევცვალე და ახლა ბრაზის და ზიზღის მაგივრად სითბოთი მიყურებენ ! ვუყურებდი მის შავ თვალებს და შიგნით ჩემს ანარეკლს ვხედავდი... ვუყურებდი მის შავ თვალებს და ჩემში საოცარი სითბო იღვრებოდა რომელიც დედამიწასაც კი გაათბობს ! არა , დედამიწას კი არა მთელს კოსმოსს, მთელს უსასრულობას ეყოფა ჩემი სიყვაული და დემონით გამთარი სული !
- ჰეი რას უყურებ? -ჩემს მზერას გააყოლა თვალი და მერე ისევ მე შემომხედა
-აა , არაფერს ჩავფიქრდი - აფორაჯებულმა ვცადე თავის დაძვრენა ამ სიტუაციიდან და თავი დავხარე
-რა საყვარელი ხარ მაშო - სიცილით მითხრა და ჩემს თმაზე დაიწყო თამაში
-ეგრე დამეძინება - მეც სიცილით ვუთხარი და დაბლიდან გავხედე
- დაიძინე მერე ვინ გიშლის - თვითონაც ღიმილით მითხრა და ისევ გააგრძელა თმაზე თამაში.
-რაზე ოცნებობ? - სტულიად მოულოდნელად დავუსვი კითხვა და მხარზე მივეყრდენი
-მე? -გაკვირვებულმა მკითხა მეც უბრალოდ თავი დავუქნიე
-მე ? არ ვიცი , კონკრეტულად არაფერზე , იცი? პატარაობაში ნამდვილი თოფი მინდოდა , მონადირის, -სიცილით მითხრა, ხელებით კი ისევ აგრძელებდა ჩემს თმაზე თამაშს - მერე კოსმოსში მინდოდა გაფრენა , მაგრამ რომ გავიზარდე გადამინდა, ახლა ალბად ... ვერ გეტყვი კონკრეტულად რაზე ვოცნებობ , ამ წამს არაფერი მინდა , ასეც ბედნიერი ვარ და სულ რომ არ დამთავრდეს ეს წუთები ძალიან კარგი იქნება - ღიმილით დაამთავრა სათქმელი -შენ რაზე ოცნებობ?
-არ ვიცი , მეც მინდოდა კოსმოსში გაფრენა , ახლა პატარა ხის სახლი მინდა ტყეში, ჩემი საყვარელი წიგნებით , ბევრი ჟელიბონით და ცაზე ვარსკვლავებით - ხმადაბლა ამოვილაპარაკე
-გიყვარს ჟელიბონი? -სიცილით მკითხა
-აჰაამ - მეც სიცილით ვუთხარი
- კიდე რა გიყვარს? - ყურთან ახლოს მესმოდა მისი სიტყვები ხოლო სუნთქვა კისერზე მელამუნებოდა და მეც ტანში საამო ჟრუანტელი მივლიდა
- იცი რა ? აი პირში რომ იყრი და შუშხუნებს მაგრამ მაღაზიებში ვესად ვიპოვე - როგორც კი სიტყვები დავამთავრე ხარხარი დაიწყო და მეც წამოვიწიე
-რა? -ისევ იცინოდა
-ოო ნუ დამცინიი - მეც გაბრაზებულმა დავარტყი მხარზე და ფეხზე წამოვდექი - წავიდეთ რა ცივა თან გვიანია - მართალია ძალიან არ მინდოდა ახლა წასვლა მაგრამ თითქმის 2 საათი გავიდა და არ მინდა ჩემებმა ინერვიულონ , მართალია ძალით გამომაგდეს სახლიდან მაგრამ ვიცი რომ როცა დავიგვიანებ ინერვიულებენ
-კაი რა , ცოტა ხანიც - შრეკის კატის თვალებით გამომხედა და საყვარლად გამიღიმა
-ნწუ რომდამცინე გაგიბრაზდი - თავი გავაქნიე და მისი ფეხზე წამოყენება ვცადე . ხელზე მოვქაჩე და ისიც ფეხზე წამოდგა . თავისი მოსაცმელი მე მომახურა და სახლამდე ხმის ამოუღებლად მიმიყვანა . მეც დროდდრო ვისუნთქავდი მის სურნელს და იქამდ ვიჩერებდი მის სურნელს სადამდეც გამყვებოდა
-ძილინებისა- ღიმილით ვუთხარი და მოსაცმელი მივაწოდე
-ძილინებისა , ეგ გქონდეს შეგცივდება სანამ ახვალ - თვითონაც გამიღიმა
-არ შემცივდება - მოსაცმელი გავუწოდე მაგრამ არ გამომართვა
-მაშინ ჩემი სურნელი მოგენატრება , მთელი გზა სასაცილოდ იკავებდი სუნთქვას რომ ქურთუკის სუნი გეგრძნო - სიცილით მითხრა და ცხვირზე მიჩქმიტა . ისე წამოვწითლდი მის სიტყვებზე მეგონა დავიწვებოდი. ისევ მოვიხურე ქურთუკი და კიბეებისკენ წავედი მაგრამ მივხვდი რომ რაღაც მაკლდა ,
-გუკა ?!- მისკენ მივტრიალდი და გავჩერდი
-ჰოუ? -კიბეებზე მიმავალს ამომხედა . მეც ისევ კიბეებზე დავეშვი და მაგრად მოვეხვიე . ჩემს საქციელზე ჯერ გაიცინა და მერე მაგრად მომხვია ხელები, ისე ჩამეხუტა ძვლები დამიტკაცუნდა
-მიდი გაიქეცი პატარავ , ტკბილი ძილი - შუბლზე ნაზად მაკოცა და მეც კიბეებისკენ წავედი მისი სურნელით , ჩახუტებით და შუბლზე დატოვებული კოცნით გაბრუებული .....



ესეც დაპირებული თავი ჩემო ტკბილებო :D <3 ველოდები თქვენს შეფასებას და მახარებს თქვენი კომენტარები <3 იმედია მოგეწონებათ



№1 სტუმარი katie

Kai iko dzaan <3 dzaan magaria da shen magari xar!!!

 


№2  offline წევრი tamooo

vaimee ra sayvarlebi ariaan :D kargia dzaan

 


№3  offline წევრი BvBArMy

ვაიმე რა კარგია, მალე გააგრძელე რაა
--------------------
I Hate Everything About You

 


№4  offline წევრი eelleeniko

ძალიან ძლიან მაგარია ძალიან ძლიან ძლიან ძლიან მაგარიააააა wink wink ენით აგუწერელია wink ძლაინ მაგარი გოგო ხარ love wink იმედია მალე დადებ შემდეგს

 


№5  offline წევრი FalLeN Angel

აიი ძალიან მაგარი ისტორიაა ! სულ მოუთმენელად ველოდები ერთი სული მაქ როდის დადებ ხოლმე მალე დადე ძაან გთხოოვ აიი ძაან მაგარია. სხვებისას არ გავს განსხვავებულია და ყველაზე მეტად ეს მოწმონს ამ ისტორიაში ყველაზე მეტად !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent