გაზაფხულს გავცვლიდი შენს ერთ კოცნაში ... 12
დღეს ჩემი დაბადების დღეა, 29 ნოემბერი ყველაზე მაგარი დღე მთელს მსოფლიოში. ძალიან მიყვარს ეს დღე მაგრამ არ მიყვარს აღნიშვნა არც ბევრი საჩუქრები ქეიფი და ამდაგვარი რაღაცეები მაგრამ მოლოცვებს და ტბილ სიტყვებს განაბული ვისმენ ხოლმე . ამინდმაც გამიკეთა საჩუქარი და მზის სხივები მაჩუქა . ხარბად ჩავისუნთქე ნოტიო ჰაერი რომელიც მიწის საამო სურნელით იყო გაჟღენთილი და გარემოს მოვავლე თვალი. მმმ რა ლამაზია როცა მზე ამოდის თან მაშინ როცა სუსხიანი სემოდგომაა და მალე ზამთარი მოვა , აი ამ დროს მიყვარს მზე თან როცა ნაწვიმია და მზის სხივები მიწას აშრობს . აიიი ეს სუნი მიყვარს სიგიჟემდე მაგრამ ამ სურნელზე მეტად გუკას საამო სურნელი მიყვარს ! . ფრთხილად მოვშორდი ფანჯარას და პიჟამათი ისევ ლოგინში შევწექი. ჯერ 8 საათია მაგრამ მაინც ვერაფრით მოვისვენე და დილაუთენია წამოვხტი ფეხზე. გამიკვირდა მაგრამ არც დედა და არც მამა არ შემოსულან არავინ დამცხრომია თავზე და დაბადების დღე არ მოულოციათ. ძილბურანში ვიყავი კარზე ბრახუნმა რომ გამომაფხიზლა , მაგრამ ფეხზე ადგომა არც მიფიქრია, სულაც არ ვაპირებ ამ დღეს სკოლაში წავიდე და გეოგრაფიაზე მოვიშალო ნერვები. როცა კარზე ბრახუნი არ შწყდა და არც არავინ გააღო კარი ყვირილით წამოვდექი და ოთახიდან პიჟამას ამარა გავედი -ხალხო დაყრუვდიიით?- დედაჩემის და მამაჩემის ოთახის კარს მივარტყი ხელი და როცა კარი გამოვაღე მაშინვე გავიგე ხმები " გილოოოცააააავვვვთ" და საყვირების ხმა, კიდევ რაღცები დამეყარა თავზე -ააააააააააააა-ხმამაღლა დავიკივლე და მოზეიმე ხალხს კარი ცხვირწინ მივუხურე. ამის მერე კარგად გავიგე "ეეეეე " "ოოოოეეე" ხმები კარს უკან და ახლა უკვე გაღიმებულმა გამოვაღე კარები. -ეიიი შე გველო გილოცავთ დაბადების დღეეეს- აკომ ცხვირზე მიჩქმიტა და მაგრად ჩამეხუტა . -ჩვენ ვულოცავთ და ამან კარი მოგვიჯახუნა , არ ხარ ღირსი მაგრამ აჰა ეს შენ ჩემგან - ღიმილით მითხრა ლუკამ და ესეც ჩამეხუტა -მსოოოფლიოში ყვუუეეელაზე მააააგარ მეგობარს ვულოცავ დაბადების დღეს და ეს ჩემგან - სიცილით მომეხვია ელენე და მანაც მომაჩეჩა კოლოფი ხელში. მეც უკვე ხელებდაკავებულმა გადავაწყვე იქვე კარებთან მდგარ კარადაზე საჩუქრები და ყვავილების თაიგულით დაფარულ ,თვალებში ჭინკებ ათამაშებულ გუკას გავხედე. -ჩემი პატარა დიდი გოგო -სიცილით მიმიხუტა გულზე და მაგრად მომხვია ხელები. მეც მაგრად ავეკარი და ღრმად ჩავისუნთქე მისი გამაბრუებელი სურნელი. -გილოცავ დაბადების დღეს და სულ , სუუულ ბედნიერი მენახე რათქმაუნდა ჩემთან ერთად ! - ფართოდ გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. მერე ყვავილები გამომიწოდა და მეც პირი დამრჩა ღია. გინახავთ ნოემბერში გვირილები ?აი მე ვნახე . მე ხომ სიგიჟემდე მიყვარს გვირილები და ვაბოდებ ამ ყვავილზე. -ვაიმე გუკა საიდან მოიტანე? -ღიმილით დავუსვი ხელი ვეებერთელა გვირილების თაიგულს და გახარებულმა ავხედე -რას ქვია საიდან , შენთვის გაუჩენელს გავაჩენ ! - თავდაჯერებით ჩაილაპარაკა და ლოყაზე საყვარლად მიჩქმიტა -აეეე ფშიუუუ, გვიტებოო შემოდით ახლა თორე გაიყინა სახლი- ვაშლმა ჩამიქროლა და პირდაპირ გუკას მოხვდა შუბლში . -აკო მოვალ და დაგატეხავ ბიჭო ხელებს , აუ პროსტა რო დამილურჯდეს კუკიაზე მიგაწვენ ! - ხელი მოიკიდა შუბლზე და დაბღვერილმა ისროლა ვაშლი ისევ სამზარეულოს მიმართულებით მაგრამ აკომ თავის შეყოფა მოასწრო და ლამაზად დაისვარა კედელი -ძაან გეტკინა ? - დაწითლებულ შუბლზე მივადე ხელი -უკვე გამიარა - ჩემს ხელს ხელითშეეხო და მაგრად მოუჭირა . - საჩუქარი სულ დამავიწყდა - ჯერ შრვლის ჯიბე მოისინჯა მერე პიჯაკის , ბოლოს ისევ პიჯაკის ჯიბეში ოღონს გულისჯიბეში იპოვა აშკარად ის რასაც ეძებდა და პატარა წიტელი კოლოფი გამომიწოდა -რაარის? -ინტერესით დავხედე ყუთს და ლენტა შემოვაცალე. მერე თავი ავხადე და თვალები ამიცრემლიანდა . ლამაზი ვერცხლისფერი კულონი იყო რომელზეც ლამაზად იწონებდა თავს ასევე ვერცხლისფერი ჟირაფი. კი მაგრამ საიდან გაიგო ? ერთხელ წავაწყდი ასეთ ყელსაბამს ერთ-ერთ საიტზე და მას შემდეგ ამოჩემებული მქონდა უნდა ვიყიდოთქო. 3 წელია ვეძებ იმ საიტს მაგრამ ვერაფრით ვიპოვე, კომპიუტერის ჭია არასოდეს ვყოფილვარ და დამავიწყდა დამემახსოვრებინა ის ბმული სადაც ამ სამკაულის ფოტო იდო. -კი მაგრამ რა იცოდი ? -აცრემლიანებული თვალებით ავხედე და ოდნავ გავუღიმე -დედაშენმა თქვა ჩვენთან რომ იყო მაშინ, ვერაფრით მივაჩვიე სამკაულებს არაფერს არ იკეთებს და კაბებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტიაო, მერე ახსენა ერთი ყელსაბამი მოეწონა ადრე მაგრამ ვაი იმ მოწონებას ვერცხლის ჟირაფი იყო და რომ ვეღარსად იპოვა მახსოვს რამდენი იტირაო- სულგანაბული ვუსმენდი და ვცდილობდი მხედველობის დაწმენდას მაგრამ უშედეგოდ. მერე გამეცინა როცა გამახსენდა როგორ შევუჭამე ლუკას და ირაკლის ტვინი მოძებნეთ და მომიტანეთთქო მაგრამ მათაც რომ ვერსად იპოვეს მთელი ღამე ვტიროდი . რა სულელი ვიყავი ღმერთო... მოგონებებზე გამეღიმა და გუკას ავხედე -ეეე მაშოოოო, არ იტირო კაი რაა, მაგიტომ კი არ გაჩუქე , ხო დიდი გოგო ხარ უკვე არაა? -თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი ისე მითხრადა ღიმილით მიმიხუტა -მადლობა, ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ მთლს მსოფლიოში - გატრუნულმაამოვილაპარაკე და ოდნავ დავიწიე უკან , მერე გვირილების თაიგული იქვე დავდე , კოლოფიდან ყელსაბამი მივაწოდე . აშკარად ჩემი სიტყვების მოსმენით კმაყოფილი და თვალებგაფართოებული მიყურებდა-არ დამეხმარები ?- სიცილით ვუთხარი და მანაც ფრთხილად მომარგო ყელსაბამი, ხოლო როცა ყელთან გუკას ცხელი ტუჩები ვიგრძენი მეგონა მიწა გამომეცალა და ჰაერში ვიდექი. ოდნავ შემახო მფეთქავ არტერიაზე თავისი მხურვალე ტუჩები და სამუდამო კვალი დამიტოვა ! მთელს ტანში მივლიდა ჟრუანტელი და გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილას -ოეეეე არ მოეთრევიიით? ძაან ხო არ გაგიტკბათ ერთმანეთიი? -ახლა ლუკამ გამოყო თავი სამზარეულოდან და ლამის სიფათი ავახიე ამ საქციელის გამო -გოგილაშვილი შეეთრიეე - ორივემ ერთად მივიხედეთ ლუკასკენ და ერთხმად დავუყვირეთ. "ვა მაშოო? მალადეც გოგო შენ " ქვეცნობიერმა ჩემს რეაქციაზე მაგრად გადაიხარხარა და მეც ამიყოლია სიცილში . -წამო თორე შემომაკვდებიან - სიცილით წავედით სამზარეულოსკენ და მაშინვე გაღიმებული დედაჩემისკენ ავიღე გეზი -გილოცავ ჩემო ტკბილო , რამხელა ხარ დედი უკვე - მაგრად ჩამიხუტა და ლოყაზე მაკოცა . -აბა სულ ჩემი პატარა გოგო იქნებიო? -სასაცილოდ ჩავილაპარაკა და ღიმილით გავხედე უკვე ჩემს წინ მდგომს -აბა რაა , მაგრამ მაინც იზრდები და რა გიყო - მხრებისჩეჩივთ ჩაილაპარაკა და ხმაურით მაკოცა ლოყაზე . -ვაიმეე, მაშო ეგრე უნდა იდგე ახლა ჩვენს წინ? მაგ დათუნიებიანი პიჟამათიი? ჩემი დაქალი მაინც არ იყო გოგო - ხმამაღლა მითხრა ელენემ და მხარში ჩამავლო ხელი.ახლაღა გამახსენდა ჩემი პიჟამა და მეც გამეცინა. სხვა გზა მქონდა? ფეხისთრევით გავყევი უკან და როცა ჩემს საწოლზე მიფენილი ლურჯი კაბა დავინახე შევცბი. საყვარელი კაბა იყო, წელში გამოყვანილი რომლის ბოლოებიც ლამაზად იყო გაშლილი შორიდან ასე ჩანდა -ელე ეს რაარი? -დოინჯი შემოვირტყი და ელენეს გავხედე -რადა ქეთოს საჩუქარია, მიდი ჩაიცვი ჩქარა, ოღონდ ჯერ თავი მოიწესრიგე რა გაბურძგნული ხარ იცი? -ჩემს თმაზე მიმანიშნა და მეც ახლაღა გამახსენდა თმა. სარკეში რომ ცავიხედე სიცილი ამიტყდა . ძილისწინ გაკეტებული კოსიდან ნახევარირა იყო დარჩენილი ხოლო ნახევარი ისე იყო აშლილი და აბურდული გეგონებოდათ ბუჩქი ადგას თავზეო, თუმცა გუკას ნაკოცნი ადგილი ამაზად იწონებდა თავს და როცა ისევ გამახსენდა ის შეგრძნება სახეზე საშინლად წამოვწითლდი -ე ჭარხალ მიდი დროზე ჩაიცვი - ენა გამომიყო ელენემ და სააბაზანოში ხელისკვრით შემაგდო. სადღაც 20 წუთში მზად ვიყავი. ლურჯი ლამაზი კაბა, შავი კეტები, მხრებზე დაყრილი კულულები და ოდნავ შეღებილი თვალები კარგ შეხამებას ქმნიდა და მეც თავმომწონედ ვტრიალებდი სარკის წინ . ისევ ელემ გამიყვანა ოტახიდან და სანამ სამზარეულოში შევიდოდით მარში წაიღიღინა . თავდახრილი შევედი და გამეღიმა გუკას გაფართოებული თვალები რომ დავინახე -ვაიმე ელენე რა უყავი ჩემი შვილი? -ისევ დაიწყო ქეთომ -აუუ დეეე კაი რა - წუწუნით ვუთხარი და აკოს გვერდით ჩამოვჯექი პატარა დივანზე. ვაჟბატონი კრესლოში იჯდა და ვერანაირად მივიდოდი ახლოს , არადაისე საყვარლად მიყურებდა მინდოდა სათითაოდ დამეკოცნა ის თვალები. -პერფექტოო - ცერა თითი ამიწია ლუკამ და ხელი მომხვია -პერფექტოს მოგცემ მე შენ! - თვალები დაუბრიალა გუკამ და შუბლზე ანიშნა , ისევ მტკივაო -ეი ქალბატონო ლამაზმანო , შენზე გაბრაზებულები ვართ , რამ მოგაფიქრა გოგო ქალის ტანსაცმელი რომ ჩაგვაცმევინე? - გაბრაზებულმა გადმომილაპარაკა ლუკამ და 4 დღისწინანდელი ამბავი გაიხსენა -ელეს ბებიასაც ჩვენ ბედზე ქონია დიდი ფეხი. ასევე გაბრაზებულმა გადახედა ელესაც და დაუბღვირა -მაგარი ნაშოჩკები იყავით - თითი აუწია ქეთომ და ყველასთნ ერთად მეც გაკვირვებულმაავხედე -მე ვანახე ვიდეო - ელემ სიცილით თქვა და ჩვენც მოვაშორეთ ქეთოს თვალი -კაით რა ქეთი დეიდა , ლამის ფეხი მოვიტეხე ეს ხარი რომ გამოგვეკიდა -კოჭზე მოიკიდა ხელი ლუკამ და ისევ გაბრაზებულმა ამომხედა. ვის ეცალალუკასთვის, დემონის მზერით ფერწასული ვიჯექი და ვცდილობდი ნამცხვრის ორი ლუკმამაინც გადამსვლოდა ყელში -აბა დღეს მივდივართ რესტორანშიიი - ხელი დაატყაპუნა მაგიდაზე აკომ და ფეხი ფეხზე გადაიდო -არააა ! -მკაცრად ჩავილაპარაკე და თავი გავაქნიე -მოიცა რა გოგო რა არა ?! - ხელით მანიშნა ლუკამ ვერხარო -ბუნებაში გავიდეთ რა , საგურამოში ჩემთნ და ამაღამ იქ დავრჩეთ ხვალ შაბათია თან დღეს ვაცდენთ - მშვენიერი აზრი გამოთქვა გუკამდამე გამომხედა. აიი ჩემი ბიჭიაა რააა , გულში ჩავიღიმე და გაბრწყინებული თვალებით გავხდე -გენაცვალე რა გუგსიკ - სამი თითი მოკუმა ელემმერე პირთან მიიტანა აკოცა და გუკასკენ გაიშვირა. თან ბოხი კაცის ხმითჩაილაპარაკა ეს სიტყვები -გუგსიკ მართლა კაი იდეაა - მეც დავამახინჯე მისი სახელი და გავუღიმე. თვითონ კი ისევ გვიბღვერდა- ჰა აკო ლუკა მობრძანდებით ? - ახლა აკოს და ლუკას შევხედე -კი ტოო აბა რაა - მათაც ერთად ჩაილაპარაკეს და კარზეც ზუსტად ამ დროს დარეკეს ზარი -დე მამა მოვიდა?-გაკვირვებულმა გავხედე დედაჩემს და მანაც უბრალოდ მხერბი აიჩეჩა .ყველა კარისკნ ვიყურებოდით და სამზარეულოში იკამ რომ შემოაბიჯა რაღც ყუთით ხელში მაგაზე გიჟივით წამოვფრინდი -ჩემოო ფერიაავ , გილოცაავ მაშუშუკ - მაგრად მოვხვიე ხელები მაგრამ გულში მაგრად გავბრაზდი, ასე პატარაობაში მაბრაზებდა ხოლმეერთი ბიჭი და მერე სულ ასე მეძახდა იკა, ბოლოს გადავაჩვიე და ახლა ისევ დაიწყო -მადლობა მარა ეგ სახელი აღარ დამიძახო თორე ცხვირ მოგატეხავ - სიცილით დავარტყი ცხვირზე ხელი და გავუღიმე -აბა მაშუშუკ აჰა ეს და მე კი არ მომატეხავ ცხვირს ფრთხილად იყავი შენ არ მოიტეხო ფეხი. - წითელი ფერის გრძლი ყუთი მომაწოდა და მეც ფრთხილად მოვხსენი შესაფუთი გარსი . სკეიტბორდი ოოხ მოსაკლავია რა -რაარი ახლა ეს? -წარბაწეულმაგავხედე და სკეიტი ძირს დავდე- მაგარი კია ზუსტად ისეთია ადრე რო გამიტეხე მარა ახლა მე გავიტეხავ სიფათს - ისევ გავიცინე და ზედშევდექი -ხოდა შენ რომ დამახინჯდები მერე მე დაგცინებ - ენა გამომიყო და სკეტიდან ჩამომაგდო. ისე კარგად მოიკითხა გუკა და ბიჭები გეგონებოდათ საუკუნეა იცნობენ ერთმანეთსო. მერე გაირკვა რომ სადღაც უნახავთ ერთნამეთი და დაულევიათ. ამიცანცარეს რა ეს ბიზნესმენი ბიჭი . ბევრი სიცილის მერე დავიშალეთ და 20 წუთში ისევ შევიკრიბეთ ჩემს სახლთან . მე გუკას მანქანაში ჩავჯექი, ელე იკასთან ჩავსვი., ვითომ არ უნდოდა ქალბატონს მაგრამ მე რას გამომაპარებდა.აი აკო და ლუკა ორი მოუშორებელი ჭირი ჩვენთან ერთად მოდიოდნენ. აკომ არაფრისდიდები არ დამსვა წინ ცუდად ვხდებიო და მეც ლუკასთან დავჯექი უკან. -ეე ბიჭო ეს რამეს დამმართებს გაზაში , დასვი რა მაშო წინ - აკოს წამოარტყა თავში და გადადიო ანიშნა -ოეეე დავაით რა , დავჯექი და მორჩა , ქშშშშა ახლა აქედან -. ღვედი შეიკრა და თვითკმაყოფილი მიეყუდა საზურგეს . 10 წუთის გასულები ვიყავით ლუკას რომ ჩემს მხარზე ჩეძინა და მეც ცოტახანში ამხელა ვირის სიმძიმემ წელი ამატკია .ხელით ავაწევინე თავი და ცოტა აქეთ გამოვიწიე. ცოტახანში ისევ ჩემს მხარზე ეძინა -მმმმმმმ დამაძიინეე რა მაშო -ისევ კარგად მოიკალათა ჩემს მხარზე და ახლა ხელებიც მომკიდა მხარზე -აუ წესიერად მაინც დამადე თავი მეტკინა მხარი - წუწუნით გავსწორდი და თვითონაც უფრო წესიერად მომეყუდა. ეს ორი ადამიანი უკვე ისე მაგრად მიყვარს როგორც საკუთარი ძმა . აი ყველაზე მეტად და განსაკუთრებით ლუკა რადგან ჩემი ლუკას მოსახელეა, არა აკოც ძალიან მიყვარს ორივე ერთნაირად მაგრამ ლუკა უკვე სხვაა ჩემთვის ის კიდეთავისი გიჟური გამოხტომებით ძმა კი არა დაიკოა . ღიმილით ვფიქრობდი ამ ორ ადამიანზე გუკას დაჟინებულ მზერას რომ წავაწყდი და მეც სარკეში შევხედე საყვარლად გამიღიმა და ისევ გზას გახედა. აი თურმე რაარის სიყვარული , როცა მისი უსიტყვოდაც კი გესმის , იცი რა უნდა , რა სტკივა რა სჭირდება და ბედნიერი ხარ ამით ! თიქმის ერთსაათში საგურამოში ვიყავით და ლამაზი ბუნებით ვტკბებოდით, იქვე სახლთან ახლოს გავშალეთ მინდორზე "სუფრა" და გარშემომივუსხედით. ბევრი ვიმხიარულეთ, ვიცინეთ, ხოლო ჩემს თმას გუკას ნაჩუქარი გვირილების გვირგვინი ამშვენებდა. იმ გვირილებთან ერთად იყო დილას რომმომიტანა და მეც წამოსვლისას ლამაზად მოვირგე თავზე . როცა შებინდდა და სიცივისგან უკვე ნიკაპი ამიკანკალდა ბავშვები სახლში შევინდნენ მე კი გუკაზე მიხუტებული და მის მოსაცმელში გახვეული ვუყურებდი ვარსკვლავებს და მის გულზე მოკალათებული ვსუნთქავდი სისუფთავით და გუკათი გაჟღენთილ ჰაერს . -გიხდება ეგ გვირგვინი - თითებით შეეხო ჩემს გვირგვინს და ოდნავშემისწორა -მადლობა ყველაფრისთვის - ლოყით გავეხახუნე მაისურზე და უფრო კარგად მოვკალათდი მის მკლავებში -მადლობა შენ ჩემო გვირილავ რომ ასე გამილამაზე უფერული დღეები - ისევ აგრძელებდა ჩემს დათბობას თავისი სიტყვებით და კარგადაც გამოსდიოდა -გუკა?! - უცებ ავხედე დარაღაც კითხვამ გამიელვა თავში -ჰო პატარავ - მზრუნველად დამხედა და გამიღიმა -რა ფერია სიყვარული? - მეგონა გაუკვირდებოდა მაგრამ უბრალოდ ჩაიღიმა და ისევ ცას ახედა -თეთრი და წითელი - უბრალოდ ჩაილაპარაკა მაგრამ ჩემი გაოცება მაინც შეძლო -რატო თეთრი და წითელი? -ისევ ინტერესით ავხედე -იმიტომ რომ თეთრი წმინდა ფერია და სიყვარულიც წმინდაა ხოლო წითელი კიდევ შენი ღაწვების ფერია როცა გეხები, გეხუტები და თვალებში გიყურებ - ლოყაზე მომეფერა გულაჩქარებულს და გამიღიმა. მისმასიტყვებმა ჯერ ამაწითლა და მერე ერთიანად ამასო სიყვარულით. როგორ შეიძლება გაბედნიერდე უბრალოდ ერთი სიტყვითაც კი ! აი ზუსტად ესაა , ესაა რომამბობებ ბედნიერება წვრილმანებშიაო ! ამ ფიქრებში ვიყავი გართული რომ ისევ გუკას იმდროინდელი თვალები გამახსენდა წვენი რომ გადავასხი, აი აქ დამემართა ისე მულტფილმებში თავთან ნათურა რომ ენთბათ ხოლმე . უებ წამოვიწიე რბილი მინდორიდან და გუკას დავხედე -არწივი - თვალმოჭუტულმა ჩავილაპარაკე და თვალებში ჩავაჩერდი -რა არწივი? -გაკვირვებული წამოიწია და მოსაცმელი გამისწორა - აი მაშინ , წვენი რომ გადაგასხი ხომ გახსოვს? - ისევ გაკვირვებულმა დამიქნია თავი -მაშინ შენი თვალები რომ დავნახე ბოროტი დემონის თვალებთან გავაიგივე მაგრამ შევცდი - ცოტახანში ყბს ჩამოაგდებდა , გაოგბენული მიყურებდა -მოიცადე და არწივი რა შუაშია? - მხების აჩეჩვით მკითხა და დიდრონი შავი, ინტერესით აღსავსე თვალები მომაპყრო -შუაში კი არა თავშია სულელო, ახლა მივხვდი რომ დემონის კი არა არწივის თვალები გაქვს - ხელებით ავუხსენი და როცა გავააანალიზე რა სისულელები წამოვროშე სახეზე წამოვწითლდი -მაშო მაგიჟებ - თავის ქნევით ჩაილაპარაკა და გულზე მიმიხუტა -რაარი აქ გასაგიჟებელი? -გულუბრყვილოდ ვკითხედა მის მკლავებში გავისუსე -რასქვია რაარის, ჯერ თავი შემაყვარე ახლა მეუბნები არწივის თვალები გაქო, აი რაარის გაგიჟება,რო გხედავ და მინდა სულ ჩახუტებული მყავდე, რომ გხედავ და მინდება ეგ ბავშვუი, სუფთა თვალები სათითაოდ დაგიკოცნო, რომ გხედავ და რაღაც არსებები დარბიან ჩემში, მიყვარხარ მაშო! მიყვარხარ - მთელი გრძნობით ამოილაპარაკა და ხელები მაგრად მომიჭირა ისე მაგრად რომ მეგონა ძვლები გამიტყდებოდა, მაგრა არაფრისთვის მიმიქცევია ყურადღება , მისი სიტყვებით გათამამამებული მეცხრე ცაზე დავფრინავდი და ყველაზე საამო სიტყვებს გონებაში ვიბეჭდდი.... მინდოდა რამე მეთქვა მაგრამ არ შემეძლო, არ მინდოდა ამ უსასრულობაში გატყორცნილი წამების გაფუჭება .... აიი დაპირებულიც <3 შემდეგი თავიც მოფიქრებული მაქვს და მალე დავდებ <3 ველოდები თქვენს შეფასებასმიხარია რომ არ პასიურობთ და დიდი მადლობა მუზას რომ აღარ მაწვალებს :D :D აბა არ დაგეზაროთ კომენტარის დაწერა და არ მაწყენინოთ :D <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.