შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა ფერი{10}


13-03-2015, 17:20
ავტორი malaizia
ნანახია 2 167

მათი ცხოვრება გრძელდებოდა,ბედნიერად,სულ მცირე კამათებით და გაბუსხვებით,რაც მე თუ მკითხავთ შერიგების საოცრად სასიამოვნო პროცესის გამო უფრო იყო ასეთი ხშირი. გიგა საოცრად შეიცვალა,არასდროს შეეძლო გრძნობებზე ხმამაღლა საუბარი,ნათქვამის შებრუნება და ასჯერ გამეორება,მაგრამ როდესაც დინას სახეს ხედავდა,მის ბავშვურობას,სინაზეს,ღიმილს,ვნებიან გამომწვევ სხეულს,არ შეეძლო რომ სიტყვებით არ მოფერებოდა.შეყვარებული პირველად იყო და მართლა უკვირდა რომ ასეთი სიყვარული შესძლებია. დინაც შეცვალა ავალიანმა,ისეთი თბილი და მზრუნველი ყოფილა რომ ვერასდროს წარმოიდგენდა თუ შეეძლო ვინმეზე ამდენი ეფიქრა და ეზრუნა. ერთხელ გიგას სიცხემ აუწიადა სამსახური გააცდინა.დინამაც ვერაფრით მოისვენა და ლელას თხოვა გაეშვა. კარგად იცოდა ლელამ მათი ამბავი.ეს თუ აქ ინერვიულობდა მაინც ვერაფერს გააკეთებდა ნორმალურად,ამიტომ დათანხმდა და დინაც სინატლის სიჩქარით გაჩნდა ავალიანის სახლში,ბოსტნეულითა და წამლებით დატვირთული. მთლი დღე პატარა ბავშვივით უვლია,საჭმელსაც კი თავის ხელით აჭმევდა.წამლებით და ჩაის სმით ხომ საერთოდ გაჭყიპა ,იმ საღამოსვე დაუვარდა სიცხე და მეორე დღეს უკვე კარგად იყო. უყურებდა ავალიანი მის სამზარეულოში მოფუსფუსე ანგელოზს და წამებში მიიღო გადაწყვეტილება.
-დინ, საოცრად თბილი ხმით იხმო თავისთან.
-გისმენ სვანო, ხშირად მიმართავდნენ ერთმანეთს ამ სიტყვითაც.
-გიყურებ ახლა და საოცრად უხდები ჩემს სამზარეულოს,ეშმაკური ღიმილით დაიწყო გიგამ.
-მადლობა მაგრამ მაგის გულისთვის მომაცდინე? მაცადე ამოვრეცხავ ჭურჭელს და მოვალ მალე,ადგომა დააპირა დინამ,მაგრამ ავალიანმა ხელი დაუკავა და კვლავ თავის ადგილას დაუბრუნა.
-დამამთავრებინე,ოდნავ წყრომით ჩაილაპარაკა.მინდა ამ დღეებში ჩემს მშობლებთან აგიყვანო,და საერთოდ შენი მშობლების გაცნობაც მინდა,ღიმილით დაასრულა და დაშნიანის ნასიამოვნებ და შეშინებულ სახეზე გულიანად გაეცინა.
-ჩემს მშობლებს გაგაცნობ როგორც კი გამოჯანმრთელდები,მორცხვად დაიწყო დინამ,მაგრამ იქნებ შენების გაცნობა გადაგვედო ჯერ?
-დაშნიანების ასულს ეშინია სადედამთილომ არ დაიწუნოს? სიცილით მიიკრა გულზე გაწითლებული დინა.
-ხოო, ჩუმად ამოილუღლუღა.
-კარგი რა პატარავ,სულ ტყუილად გეშინია,აი ნახავ დედაჩემს ჩემზე მეტად შეუყვარდები,სულ იმაზე მეწუწუნებოდა შვილიშვილს მომასწარიო და ახლა რეალური შანსი რომ მიეცემა შენ გგონია დაწუნების თავი ექნება? თანაც გულითაც რომ მოინდომოს შენ ნაკლას ვერ გიპოვის ჩემო ლამაზო, უფრო და უფრო იკრავდა გულში და სახეს უკოცნიდა.
-ჯერ ადრეა ოჯახზე ლაპარაკი,უბრალოდ ერთმანეტს გავიცნობთ,ჩუმად თქვა ავალიანის ყელში თავჩარგულმა დაშნიანმა.
ცინიკურად ჩაეცინა გიგას და როგორ არაო გულში გაივლო,თუმცა ხმამაღლა არაფერი უთქვამს,მხოლოდ ყელში აკოცა და კვლავ თავის ფიქრებს მიუბრუნდა,რომლის ასრულებასაც უახლოეს მომავალში აპირებდა.
ორი დღის შემდეგ წაიყვანა ავალიანმა დინა მშობლებთან. დიდხანს არჩევდა რა უნდა ჩაეცვა ასეთ დროს, ბოლოს მუხლამდე სწორი ქვედაბოლო და კრემისფერი ზედა აარჩია მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად. არ უნდოდა ზედმეტად გაპრანჭული მისულიყო.მთელი გზა კანკალებდა,გიგაც ხედავდა მის ნერვიულობას და ყველანაირად ცდილობდა დაეწყნარებინა.
-მზად ხარ?,უკვე კარის წინ იდგნენ და გამომცდელად უყურებდა გიგა.
-კი,მგონი კი, მოიცა როგორ გამოვიყურები მითხარი რამე ხომ არ შევისწორო? ზარისკენ წაღებული ხელი დინას სახეზე მოათავსა და თბილად დაიწყო საუბრარი გიგამ
- ულამაზესი ხარ,სანერვიულო არაფერი გაქვს,ჩემს მშობლებს კი არა მე უნდა მომწონდე და ჩემი მოწონება კი არადა გადარევა პირველივე დღეს მოახერხე,ასე რომ დაწყნარდი და ნუ ნერვიულობ.იცოდე რომ შევალთ თუ კიდევ ასე ინერვიულოებ,დაგტაცებ ხელს და აღარასდროს აღარ განახებ ჩემებს,სიცილით დააბოლოვა, ცოტა ვეჭვიანობ მემგონი, დააყოლა კვლავ სიცილით,მგონი წყნეთში რომ მიმყავდი მაშინ არ ნერვიულობდი ასეო.
-კარგი დარეკე ზარი მზად ვარ,ღრმად ჩაისუნთქა და შინაგანად მოემზადა.
კარი საშუალო ასაკის სასიამოვნო შესახედაობის ქალმა გაუღო,მის უკან კი გიგას ასლი იდგა,ოღონდ ასაკში შესული.ორივე ღიმილიანი სახით შეყურებდა ახალმოსულებს და დინას ნერვიულობამაც შედარებით უკანა ფლანგზე გადაიწია.
ძალიან სასიამოვნო საღამო გაატარა,ავალიანებთან.მართალია ცოტას კიდევ ნერვიულობდა მაგრამ გიგა წუთით არ ტოვებდა მარტოს და საფირმო ღიმილით მუდამ ამშვიდებდა. იმაზე თბილები გამოდგნენ მზია და გურამი ვიდრე წარმოედგინა,ერთი ნახვით შეაყვარა ორივემ თავი და სახლშჳ დაბრუნებისას ემოციებს დაუფარავად უზიარებდა გიგას,რომელიც სიამოვნების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე მშობლების ქებისას.
უკვე უნდა გადასულიყო მანქანიდადნ,როცა ავალიანის ხმამ შეაჩერა
-დინა,უცებ რომ გითხრა ცოლად გამომყევითქო რას იზამ?
ცოტა დაიბნა,არ ელოდა ასეთ შეკითხვას,ისიც იფიქრა ახლავე მთხოვს ხელსო ,სულ ცოტახანს ჩაფიქრდა და მტკიცედ უთხრა დაგთანხმდებოდიო. ეგონა ბეჭედს ამოიღებდა და თითზე გაუკეთებდა ან უბრალოდ ეტყოდა ცოლად გამომყევიო,თუმცა იმედები გაუცრუვდა
-ჩემი ჭკვიანი გოგო ხარო მხოლოდ ეს უთხრა ავალიანმა,კიდევ ერთხელ დაუკოცნა ბაგეები და დინაც მიხვდა რომ სულ ტყუილად ელოდა ცოლობის თხოვნას.ცოტა გაწბილებულმა ავიდა სახლში,რას გამამაიმუნა,თუ ხელს არ მთხოვდა რას მეკითხებოდა მაგასო ბუზღუნებდა თან. ავალიანმა კი სიცილი ძლივს შეიკავა დინას სახის შემხედვარემ.
-მაპატიე პატარავ,უბრალოდ უნდა დავრწმუნებულიყავი რომ ეს შენც გინდოდაო,უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა,როდესაც დინამ დატოვა მისი მანქანა და კმაყოფილი ღიმილით გაუდგა სახლის გზას.



№1 სტუმარი ნი–ნუცა

სად დაგვეკარგეეე მაინთერესებს რა მოხდებააა.................

 


№2  offline წევრი malaizia

რაღაც პრობლემების გამო ვერ ავტვირთე ეს დღეები,მალე დავდებ,აუცილებლად დავასრულებ შუა გზაზე არ მივატოვებ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent