გაზაფხულს გავცვლიდი შენს ერთ კოცნაში ... 15
ამიხსენით რატომ უნდა ვიჯდე ახლა მე ვიღაცა კოკას დაბადების დღეზე? , ნერვები დაწყვეტას მაქვს ,სახეზე კი უბრალო და არაბუნებრივი ღიმილი მაქვს აკრული. ჩემსკენ წამოსული საოცრად გასიმპატიურებული კოკა რომ დავლანდე თვალები გადავატრიალე და მისკენ გავიხედე -ეს ნახეთ რამხელა გამხარა- სიცილით მომიახლოვდა და ვითომ ძალიან ვეატრებოდი მაგრად ჩამეხუტა. ცივად ვიდექი და არც გავნძრეულვარ -მეჩვენება თუ რაც ასაკი გემატება უფრო ლამაზდები? -ოდავ გაიწია და თვალი შემავლო. ღმერთო რა იდიოტის გამომეტყველება აქვს . აი ესაა საკუთარ თავსა და მამიკოს ფულზე შეყვარებული იდიოტი! -აშკარად -ოდნავ გავუცინე - შენგან განსხვავებით - ბოლო სიტყვები ღიმილით წარმოვთქვი ვითომ ხუმრობაში გავუტარე მაგრამ რამდენად გამომივიდა ვერ გეტყვით -როგორი მწარეც იყავი ისევ ისეთი ხარ - წარბაწეულმა ჩაილაპარაკა და ირაკლის გვერდით დაჯდა. ხელით ვანიშნე ირაკლის მოკალითქო და მანაც ძლივს შეიკავა სიცილი ჩემს გამომეტყველებაზე. ცოტახანს დებილურად ვილაპარაკეთ და მეც სულ გამოვუშვი ჩემი ირონია და კოკასკენ მივმართე . ცოტახანში ვიღაც ორი "გოგოშკა" მოგვიახლოვდა და გადათხაპნილი პომადიანი ტუჩებით გადაკოცნეს კოკა, მერე წუწუნით წაიყვანეს და მეც გულში მადლობა გადავუხადე ამ ორ საშინლად გამომწვევად ჩაცმულ ადამიანს . -აუ იკა მალ წავიდეთ რაა - მუარით გადავხედე ირაკლის -მე ვერ წამოვალ მაშო , სირცხვილია თან ჩემი კარიერისთვის აქ ყოფნა ძალიან კარგია. გუკას დავურეკავ ან მამაშენს და გაგიყვანენ -მარტოც წავალ - გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და ფეხზე წამოვდექი -სად წახვალ გადაირიე ხო? როდის იყო მარტოს გიშვებდი? -მკლავზე მომქაჩა და ისევ სკამზე დამსვა . დაახლოებით ოც წუთში გუკას მაქააში ვიჯექი და მის გაბრაებულ სახეს და გახეთქილ წარბს ვუყურებდი -რატო ხარ გაბრაზებული ? ან წარბზე რა დაგემართა ? -წუწუნით ავხედე და წარბები შევკარი -არ ვარ გაბრაზებული და არც არაფერი დამმართვნია - უხეშად ჩაილაპარაკა -რამე დავაშავე? -შენ რა უნდა დაგეშავებინა?-ღიმილით დამხედა და მერე ისევ ის სახე მიიღო - რაღაც საქმეებია , ჩაივლის და მერე ისევ სულ ვიცინებხოლმე - ისევ საყვარლად გამიღიმა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია . -რა საქმეები? -არაფერია ისეთი -გუკა მითხარი რა -რა მოუსვენარი ხარ მაშო , არაფერია ისეთითქო რომ ვთქვი ესეიგი არაფერია - კატეგორიულად შემომხედა და ისევ გზას გახედა. პირველად ვნახე მის თვალებში სიბრაზეთქო ვერ გეტყვით მაგრამ რაც ერთად ვართ არ მინახია. ახლა ისე გამიკვირდა და თითქოს გულიც დამწყდა ასეთი გუკა რომ დავინახე . ჩუმად ვიჯექი ჩემთვის და ხანდახან მის კოცნას ვგრძნობდი ხელზე -შენ როგორ გაერთე? -ოდნავ გამიღიმა -სრული იდიოტობა იყო- მომაბეზრებლად ჩავილაპარაკე და ლამის თავში ჩავარტყი დიალოგი რომ შეწყვიტა. პირველად იყო ასეთი მომენტი როცა არაფერი მქონდა მისთვის სათქმელი და ეს საზიზრარი სიჩუმეც ნერვებს მიჭამდა. სალხამდე მიმიყვანა და მანქანა გააჩერა. მეც აღარ გავჩელებურვარ კარი გავაღე და გადმოვედი. გამიკვირდა მანქანიდან რომ გადმოვიდა და წინ ამესვეტა -მისმინე დღეს იმ არაკაცს შევხვდი არ გახვიდე არსად უჩემოდ, მე თუ ვერ დამიკავშირდი რისი შანსიც ნულია აკოს და ლუკას უთხარი და მარტოს არსად არ გაგიშვებენ . მპირდები? - ახლა მივხვდი რატომ ჰქონდა წარბი გახეთქილი და რატომიყო ასეთ ცუდ ხასიათზე . ის არაკაცი ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ მაძლევს ... ნეტავ გამაგებინა რა დავუშავე ასეთი? -შენი წარბი? ამიტომ ხარ ცუდ ხასიათზე ? - აცრემლებული თვალებით გავხედე -მპირდებითქო მაშო? - ჩემი კითხა დააიგნორა და სახეზე ხელები შემომაჭდო. ოდნავ დავუქნიე თავი და თვალები დავხუჭე. როცა მისი ცხელი სუნთქვა სახეზე ვიგრძენი ასე მეგონა გული საგულედან ამოვარდა და სადღაც შორს გაიქცა . დაეთებულმა გავახილე თვალები და გუკას ანთებულ თვალებს რომ გადავაწყდი ერთიანად შემაკანკალა . ნელ ნელა მომიახლოვა სახე და ჩემს ტუჩებზე ვიგრძენი მისი ცხელი ტუჩები . გული გაჩერდა და სუნთქვაც კი შევწყვიტე . ღიმილით მომშორდა და ხელები მომხვია -მაშო ისუნთქე რა - სიცილით მითხრადა მეც ისევ გაბრუებულმა ამოვისუნთქე . -რაღაც სხვას ველოდი მეგონა გამარტყავდი ან თავს გამიტეხავდი - სიცილით მითხრა და მეც სიცილით ავხედე -რატომ უნდა გამეტეხა თავი ან გამერტყა? -ცხვრზე წავარტყითითი -რავი გოგოებმა ეგრე იცით ხოლმე- მხრები აიჩეჩა -რა სულელი ხარ -მიდი გაიქეცი , ტკბილი ძილი - შუბლზე მაკოცა და გამირიმა -შენც ტკბილი ძილი - დებილური ღიმილით წავედი სადარბაზოსკენ და ის შეგრძნბა გავიხსენე წეღან რომ დამეუფლა გუკას კოცნისას. ისევ შემაჟრჟოლა , კარები გავაღე და ოთახის არი ხმაურით მიკეტე დედას რომ გაეგო მივედი.... *** სვანეთში წასვლის დღც მალე დადგა , ჩემი ჩანთა ავიღე და მისაღებში დედაჩმთან და გუკასთან გავედი -წავედით? -გუკას გავუღიმე და დედაჩემის ორმოცსართულიანი დარიგებების მოსასმენად გავემზადე . -მისმინე მაშო -დედი სილისან სულ ეგრე მარიგებ , ბევრი არ უნდა ვიგუნდაო ჭკვიანად უნდა მოვიქცე, თბილად ჩავიცვა , გუკას დავუჯერო და ასეშემდეგ ... -სიტყვა გავაწყვეტინე და მისი სათქმელი მე ვთქვი . -ოხ მაშო მაშო, მიდი წადით გაგვიანდებათ - კარისკენ წამოვდა დედაჩემი და მეც გუკასთან ერთად ჩავიარე კიბეები -მაგარი ქალია ქეთო, გაიგე რა გითხრა ? გუკას დაუჯერეოოო -ძიძის კვალობაზე ზედმეტად აგივარდათ თავში ჩემი მოვლის პატივი ბატონო გურამ - წარბაწეულმა ვუთხარი ბოხი ხმით და მის სახეზე გულიანად გადავიხარხარე -ვინაა გოგო გურამი ? გუკა მქვია -ეგ შემოკლებით გურამ -ისევ ვაგრძელებდი მის ნერვებზე თამაშს -მაშუშუკ აბა ჩქარა მანქანაში -მაშო მქვია იდიოტო და ეგრე ნუ მეძახი - მეც გავბრაზდი , როგორ ვერვიტანდი ასე რომ მომმართავდნენ -რაო მაშუშუკ ძველი სახელი დავიბრუნეთო ?-ახლა ირაკლი მოგვიახლოვდა და მაგარიმუშტიც ვუთავაზე მუცელში -ქაჯი ხარ გოგო ქაჯიი - ორად მოიკეცა იკა და გუკას ახედა -ვიზიარებ ამის ხელში რომ ჩავარდი -ნუ ტლიკინებ თორე მეორესაც ჩაგარტყავ - წარბი ავუწიე და მუშტი დავანახე -ბიჭო , აკო და ლუკა შენ მოგყვებიან ბარგი მე მომეცით და ელეც მე მომყავს - კიდევ მომინდა მისთვის ჩამერტყა რა გაუძლებს ახლა მთელი 5 საათი აკოს და ლუკას.... ჩმი ვარაუდები გამართლდა, 10 წუთის გასულები არ ვიყავით აკომ რო წინიდან სულ ძალით გადამტენა უკან გინდათუარა ცუდად ვხდებიო, ლუკას მთელი გზა ჩემს მხარზე ეძინა და უკვე გახევებულს ზურგი რომ საშინლად მტკიოდა ვეცადე ლუკა გამეღვიძბინა -აეთრიე ბიჭო მომწყდა მხარი - თავში ჩავარტყი და პასუხად რამდენიმე "მმმ მივიღე -ვერ გააღვიძბ ეგრე უფრო მაგრად ჩაარტყი- სიცილით გადმომხედაგუკამ და მერე ისევ გზას გახედა -ყურები "დახუჭეთ " - სიცილით ვთქვი და ლუკას მკლავზე მაგრად ვუკბინე , აი ამას მოყვა ქალივით კივილი, აკო რასაცქვია გადაბჟირდა , არც მე და გუკა ვიყავით ნაკლებ დღეში -ძაღლოოო-მხარზე დამარტყა ლუკამ და გაბრაზებულმა დამიბღვირა -ქალოოო - მე ენა გამოვუყავი და ფეხები სავარძელზე ავიკეცე .მალევე ჩავედით სვანეთში , ულამაზესი იყო, დათოვლილი მთები და ნისლში გახვეული კოშკები რაც მთავარია თბილი ბუხარი და საყვარელი ადამიანები ჩემს გარშემო. მაგრამ მთელი 2 კვირა არ მასვენებდა ლუკა, ცუგა-ცუგა-თი დამსდევდა და ხან პურის ნატეხს მიგდებდა ხანაც ნაჭამ ძვლებს. მთელი 3 დღ ვგუნდაობდით მაგრამ მერე კიდევ დაიწყო თოვა და ჩვენც სახლში ჩავიკეტეთ . საღამო იყო და შეშის მოსატანად გავედით მე და გუკა . -რა მაგარია არა? -გარემოს თვალი მოავლო და ხელი მომხვია . -უმაგრესია- ღიმილით ავხედე და მეც ხელები მოვხვიე . დაჩეხილ კუნძებთან ვიყავით მისულები კატის კნავილი რომ გავიგე და გუკას ხელი გავუშვი . ეკლიან ბარდებში იყო გახვეული პატარა არსება და განწირული კნაოდა. -რას აკეთებ?-გაკვირვებული მოვიდადა ჩემს გვერდით დაიხარა -აუ გამომაყვანინე რა - ხელები კნუტისკენ წავიღე მაგრამ გუკამ გამაჩერა -რამეს იტკენ, მაცადე გამოვიყვან - ფრთხილად მოკიდა კნუტს ხელი და მანაც კნავილს უფრო უმატა, გამარჯვებულის ღიმილით მომაწოდა კნუტი და გამიღიმა , კნუტი გამოვართვი და გაყინული არსება გულზე მაგრად მივიკარი, სითბო იგრძნო და კნავილი შეწყვიტა . -რა საყვარელია - ხელები დავუსვი და დებილი ღიმილით მომღიმარ გუკას გავხედე -რა სულელი მყავხარ - ცხვირზე მაკოცა და ფეხზე წამომაყენა -მიდი შედი სახლში არ გაცივდე და მე შეშას მოვიტან -ოდნავ დავუქნიე თავი და სახლისკენ კნუტთან ერთად წავედი . -ეგ რა მოიყვანეეეე- ფეხზე წამოვარდა აკო -კნუტია რაიყო? -სცილით გავწიე მისკენ კნუტი -აააა გაწიეე , ფუუ რასგავს - კივილით მომშორდა და იკას ამოეფარა -რა დონის დებილი უნდა იყო ამის რომ გეშინოდეს - ლუკამ კნუტი გამომართვა და მიეფერა -აუუ ჩემი სიკვდილი გინდათ ტოო, ალერგია მაქ მაგეებზე - ერთი დააცემინა აკომ დაკნუტისკენ გამოიშვირა ხელი -ნუ ცეტობ რა - თავში წამოარტა ელენემ და ლუკას კნუტი გამოართვა -რას არქმევ ? ცხვირაწითლებულმა გუკამბუხართან დაყარა შეშა და კნუტს მოეფერა -მმმ ფუსი - უცებ მოვიფიქრე სახელი და კმაყოფილმა გავიღიმე .გუკამ ხმამაღლა გაიცინა და კნუტს დახედა - გაგაგიჟებს შენი პატრონი - ვითომ თავისთვის ჩაილაპარაკა მაგრამ მაინც გავიგე -გავიგე იდიოტო - ხელებიდან ავაგლიჯე კნუტი და ერთი შევუბღვირე . აეროვანი კოცნა გამომიგზავნა და სავარძელში ჩაეხეთქა -რა საყვარელიაა, წამო დავბანოთ - სიცილით მითხრა ელემ და კიბეებისკენ წავიდა დაბღვერილი წავყევი ელეს და კნუტი ვაბანავეთ . მერე ყოველ დღე ვისმენდი აკო წუწუნს და ლანძღვას მაგრამ კნუტი თბილისში მიმყავდა , თან დედაჩემსაც მოსწონს ცხოველები და გაუხარდება. მაგარი იყო ახალი წლის ღამე ,უკუთვლა და ღამის თორმეტსაათზე ნათქვამი "მიყვარხარ " მერე ერთად ყოფნის დაბედება და უბედნიერესი წუთები. ყველაზე მაგარი არდადგები იყო , აი ყველაზე ისეთი სიზმარშიც რომერ ვნახავდი. ორ კვირაში მოღუშულები ჩავსხედით მანქანებში და სახლისკენ წამოვედით. კნუტი ჩემტან იყო ამიტომ აკო იკას მანქანაში გადაჯდა და მეც ღიმილით დავიკავე ადგილი გუკას გვერდით . ფუსის ღრმად ეძინა და მეც მასზე ჩახუტებული ვნებივრობდი . ქალაქში გადალილები ცავედით რადგან გზები მოყინული იყო და დაძაბულები ვიყავით . თბილისშიც თოვლი დაგვხვდა და მც ძალიან გამიხარდა თთრი თბილისის დანახვა . სახლი დაქანცულმა შევაღე და ჩანთები იქვ მვყარე -დეეეე მოვედიიიიი -ქეთოც მაშინვ გამოიქცა და ჩამეხუტა . ფუსი რომ დაინახა ტაში შემოკრა და ხელიდან ამაცალა -დედიი მომენატრე, აბა როგორი იყო? და ეს არსება საიდან მოიყვანეე ? -ყოველ 2 საათში მირეკავდი და ახლა თავიდან უნდა მომაყოლო? -თვალები გადავტრიალე და ქურთუკი საკიდზე დავკიდე. -ეგ კიდე იქ ვიპოვე ფუსი ქვია და დღეიდან ჩემი ფუსია - სიცილით წავედი სამზარეულოსკენ . -ვა მაა? ორშაბათს ისვენებ? -სიცილით მივედი მამასთან -კარგად მაშო შენ როგორ ხარ? -სიცილით ჩაილაპარაკა და მომეხვია -მა ნახე ფუსი უნდა გაგაცნო - სახესთან ახლოს მივუყვანე კნუტი და ისიც დაფეთებული წამოხტა ფეხზე -ვაიმე მაგას მე სახლში არ გა ვა ჩე რებ - დამარცვლით მითხრა და თმა მომჩეჩა -კაი რა იყო გეხუმრე , ხო იცი როგორ მომენატრეე თან ფუსისაც მოენატრეე - ისევ მოეხვიე და კატა დედას მივაწოდე -სუსია თუ მუსი შენ მოუვლი და ფეხებშ თუ მომედება ფანჯრიდან ვისვრი - თითი დამიქნია და კატას ზიზღით დახედა -აკოს მამა მგონიხარ რაა - ხელი ავიქნიე და სკამზე ჩამოვჯექი -აკოსი რატო? არ ევასება ხო კნუტები? -მამა მსოწონს და არა ევასება , ამხელა კაცი ხარ და ჟარგონით საუბარი არ შეგშვნის- ენა გამოვუყავი და ფუსი მკლავებში მოვიმწყვდიე. მალეე მოვრჩი მათთან ლაპარაკს და ოთახში შევედი. როგორც კი ბალიშზე დავდე თავი მაშინვე დამეძინა . აი ეს იყო დაღლა , მთელი კუნთი მტკიოდა, რაც დღეში ხუთჯრ გუნდაობის შედეგი იყო. მიკვირს რომ არ გავცივდი მაგრამ ფაქტი სახეზეა სრულიად ჯანმრთელი ვარ ! არ ვიცი რამდენხანს მეძინა მაგრამ რომ გავიღვიძე 7 საათი ხდებოდა . არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან მომინდა ლუკასთან ასვლა, მომენატრა ჩემი ბიჭი რომელთანაც დიდი ხანია აღარ მისაუბრია .ქურთუკი მოვიცი, ყვავის ბუდესავით გაჩეჩილი თმა დავიარცხნე და სახლიდან გავედი.უკვე ბინდდებოდა მაგრამ ძალიან არ ციოდა , მალევე ავედი შემაღლებულ ადგილას და ლუკას სახე რომ დავინახე ისევ გაიხსნა გულში უზარმაზარი ჭრილობა და მეც ხელები მაგრად მივიჭირე. არ მიტირია, რადგან თითქოს აღარ მენატრებოდა ისე ძალიან , თითქოს ჩმთან ყო და გრძნობდი როგორ მეხუტებოდა , მოვუყევი სვანეთზე, ბავშვებზე, იკას და ელეს ახალდაწყებულ ურთიერთობაზე იმაზეც როგორ მიშლიდა ლუკა ნერვებს და წამოსლისას მაინც გადმომცვიდა ცრემლები -რა გულისამაჩუყებელია - ზიზღით გაჟღენთილი ხმა რომ გავიგე გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა და ადგილზე გავქვავდი . -რაო შეგაშინეე? - ახლოს მოვიდა და მაჯაზე მაგრად მომიჭირა ხელი -დათო შემეშვი- ხმადაბლა ჩავისისინე და მისკენ შევტრიალდი -არ შეგეშვები და შენ ეს ძალიან კარგად იცი -რა გინდა ჩემგან? -რა მინდა? აღარაფერი იმის ყურების გარდა როგორ იტანჯები! -მანიაკი ხარ -დიახ არ, შენ იცი რაარის ციხე? იცი 2 წელი რა გამოვიარე ? და ვის გამო?ვიღაც ლაწირაკის გამო რომელიც ახლა ცხორებით ტკბება -მაგრად მიჭერდა ხელს და მეც მწარე ცრემლები მისველებდა სახეს -შენც კარგად იცი რატომ იჯექი ციხეში , თუ არაფერი გინდა გამიშვი და მომეცი ნორმალური ცხოვრების უფლება -გაგიშვა? ამაზე კარგი საშუალება აღარ მექნება ახლა გაიგებ რაარის ტანჯვა , შენ რა? ვერაფერს გაიგებ მაგრამ ის ახვა** დაიტანჯება ბედნიერს რომ სძინავს და არც კი იცის შენ რა დღში ხარ , ახლა ნახავთ რა შეუძლია დათო შეყილაძეს - დავინახე როგორ გაიელვა მის ხელში რკინის საგანმა და საშინელმა ტკივილმა დამიარა მთელს სხეულში, თბილმა სითხემ დამისვარა მაისური და ტკივილმა მთლიანად მოიცვა გონება , მუხლებში ძალა აღარ მქონდა მხოლოდ დათოს ამაზრზენ სახეს ვხედავდი რომელსაც სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა, ფრთხილად დაიხარა ჩემსკენ და ყურთან ახლოს ჩამჩურჩულა -მალე ვეღარაფერს იგრძნობ პატარა ძუკ***- ტკივილს , ზიზიღი დაემატა და უარესად გამხადა , ვეღარ ვგრძნობდი კიდურებს და ნელ-ნელა მიწაზე ვეცემოდი, მიდნოდა მეყვირა მაგრამ გაუსაძლისი ტკივილი ამის საშუალებას არ მაძლევდა , ვერც ფეხზე ვდგებოდი სული მეყინებოდა და სულთან ერთად სხეულის თითოეული ნაწილიც ... ყინვა და ტკივილი გაბატონდა ჩემს სხულში და მეც შვებით ამოვისუნთქე როცა ტკივილი გაქრა თვალები დავხუჭე და გონებაც გაითიშა ... დაგვიანებული თავიც დავდე <3 როგორც იქნა მივედი მთავართან ...ველი თქვენს შეფასებას <3 ნუ გეზარებათ რა თქვენი აზრის კომეტარებით გადმოცემა თორემ ასე მგონია არ ღირს გაგრძელება :/ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.