შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი თამაში..! (ნაწილი VI)


25-03-2015, 22:17
ავტორი ნინი-21
ნანახია 3 136

-ნიკუშ...
შემოვძახე გახარებულმა და კისერზე ჩამოვეკიდე.
-ნელა გოგო კისერი არ მომტეხო.
მეც ჩამოვცილდი.
-რამხელა გაზრდილხარ ტასუნა. დატრიალდი აბა, აღარ ხარ 18 წლის ქარაფშუტა გოგო.
-ქარაფშუტა არც მაშინ ვიყავი, ახლა მითუმეტეს.
-ენაც დაგიგრძელებია.
მითხრა და ხელი გადამხვია.
-ძალიან მომენატრე.
-რომ მოგნატრებოდი ერთხელ მაინც დამირეკავდი.
-რომ, დამერეკა ლონდონში ჩამოგაკითხავდი.
მომიჭრა მოკლედ.
-ხო როგორ არა, მე გოგოებთან გავალ.
-ჩვენ მერე ვილაპარაკოთ.
-კარგი.
ვუთხარი და მერისკენ წავედი.
-რა იგრძენი?
მისული არ ვიყავი ეს საკმაოდ ადეკვატური კითხვა მესროლა, მერიმ.
-საერთოდ არაფერი.
მართლაც ასე იყო, ამ არაფერში რათქმაუნდა ქალურ ლტოლვას, მონატრებასა და სიყვარულს ვგულისხმობდი, და როცა გადავეხვიე მივხვდი, რომ მხოლოდ მეგობარი შეეძლო ყოფილიყო და სხვა ვერავინ.
-ეგ ბიჭი არასდროს მომწონდა, მარამ შენი ხათრით ვიტანდი, ახლა კი ძალიან გამიხარდა, რომ მისდამი გრძნობა აღარ გაქვს.
-სიმართლე გითხრა?
-რათქმაუნდა!
-მეც გამიხარდა რომ ვერაფერი ვიგრძენი!
ვუთხარი და იქვე მაგიდაზე მერის კოქტეილის ჭიქას დავწვდი, ხვალ კვირა იყო ეს კი ნიშნავდა რომ არანაირი სამსახური და დილით გაღვიძება არ მელოდა, ამიტომ სასმელს მოწყურებულმა იმ დღეს მთელი დანაკლისი ავინაზღაურე, საკმაოდ გაბრუებული ვიყავი, როცა გვერდით ნიკა მომიჯდა.
-როგორ გაზრდილხარ ტასუნა, რამდენი დრო გავიდა!
-დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს!
-როგორ ფიქრობ ჩვენი სიყვარული დაინდო?
-იყო კი ის გრძნობა სიყვარული?
-თან პირველი სიყვარული, მე ისევ მიყვარხარ.
ხმა ისეთი თბილი ჰქონდა, რომ ჩემდა უნებურად გამეღიმა.
-მე ახალი ცხოვრება დავიწყე, იქ კი შენი ადგილი არ არის !
-ეგ როგორ?
ვიგრძენი როგორ დაებერა ძარღვები.
-აი, ასე. მთელი ორი წელი ვცდილობდი შენს დავიწყებას, ამ ხნის განმავლობაში არცერთი ზარი, არცერთი მოკითხვა, არც დაბადებისდღის მოლოცვა ! იცი როგორ განვიცდიდი, ჰმმ თუმცა რას გეკითხები ! რათქმაუნდა არიცი და ვერც წარმოიდგენ რა გადავიტანე ამ ორი წლის განმავლობაში, მაგრამ დავასრულე, შენთან ურთიერთობა საბოლოოდ დავასრულე.
-კი მაგრამ, ჩემიც გაიგე.
-არ მინდა, გესმის?! არ მინდა შენი გავიგო, მე ჩემი ცხოვრება მაქვს ,შენ შენი, ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის, მე ჩემს გულთან ახლოს აღარ მოგიშვებ.
-რაც არ უნდა მოხდეს?
-რაც არ უნდა მოხდეს !
ვუთხარი გადაჭრით და მზერა ავარიდე.
-კარგი.
მითხრა და მარტო დამტოვა.
რომ გითხრათ, რომ გული დამწყდა უნდა მოგატყუოთ, სრულებითაც არა !
უფრო მეტიც თითქოს ამდენი წლის ნაგროვები ტკივილი გადმოვალაგე და დიდი ტვირთისგან გავთავისუფლდი. მეც მიკვირდა საკუთარი თავის, ამდენ ხნიანი ურთიერთობის შემდეგ თუ ასე უემოციოდ შევხვდებოდი ამ ყველაფერს, მაგრამ ახლა გავიაზრე ამ სიტყვების ჭეშმარიტება.
,,დრო ყველაფრის მკურნალია“
მართლაც, ამ შემთხვევაში ის ჩემი საუკეთესო ფსიქოლოგი, მასწავლებელი და მკურნალი აღმოჩნდა.
-აბა წავიდეთ?
ვუთხარი მერის, კოქტეილის სავსე ჭიქა ავიღე და რამდენიმე წუთის შემდეგ ცარიელი ჭიქა დავაბრუნე მაგიდაზე.
-რატომ სვამ ამდენს?
-არვიცი, უბრალოდ ასე მინდა.
-და გშველის ვითომ?
-საშველი არაფერი მაქვს, უბრალოდ ისე დავცარიელდი, თუ სითბოთი არა ალკოჰოლთ მაინც ავივსებ გულს!
-რა სულელი ხარ ტას, უკვე გვიანია არ წავიდეთ?
-რომელი საათია?
ვუთხარი, ცოტა შემაბარბაცა ამიტომ ხელით სკამს დავეყრდენი.
-ღამის სამის ნახევარი.
-ხო თან ძალიან მეძინება.
-ასეთი ნასვამი საჭესთან ვერ დაჯდები, მე გაგიყვან წამო.
მომესმა ზურგს უკან ნიკუშას ხმა.
-არა იყოს მე წავიყვან.
მის სიტყვებს გამოეხმაურა მერი.
-მასთან სალაპარაკო მაქვს!
-ახლა მაინც ვერაფერს გიპასუხებს, ვერხედავ ნასვამია.
-მგონი მეც აქ ვარ!
განვაცხადე კატეგორიული ხმით და ორივეს გადავხედე.
-მერი, სახლში ნიკუშა წამიყვანს, დილით ადრე ნუ დამირეკავ სავარაუდოდ პირველამდე მეძინება მერე დამირეკო შეგიძლია.
ვუთხარი, ჩანთა ავიღე, მერის დავემშვიდობე და ნიკას გავყევი.
-მადლობელი ვარ რომ წამომყევი.
-სახლში მიმიყვან და დამტოვებ. სამადლობელი არაფერია.
-ხო რავიცი.
მანქანაში ჩავსხედით თუ არა ნიკა ჩემკენ შემოტრიალდა და თბილი მზერა მომაპყრო.
-ნუთუ საერთოდ აღარაფერს გრძნობ ?
-კი როგორ არა !
-რას?
-გულგრილობას და ეს მეც არანაკლებ მაკვირვებს.
-ასე როდის შეიცვალე?
-ამაში დიდი წვრილი მიგიძღვის.
-არმინდოდა ყვეალფერი ასე მომხდარიყო.
-არაუშავს, ყველაფერი გავიარეთ და წარსულის ნაყვით ვერაფერს მოვიგებთ და საერთოდ აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ! გინდა ჩემთან მეგობრობა?
-თუ სხვა არ მოხერხდებაა...
-სხვა არაფერი მოხერხდება.
დავასწარი წინადადების დასრულება .
-მაშინ, მე რათქმაუნდა თანახმა ვარ.
-ძალიან კარგი, მეც. ახლა წავედით ძალიან დავიღალე და ძალიან მეძინება.
-როგორც გინდა.
მითხრა და მანქანა დაქოქა. ნახევარ საათში უკვე ჩემს ლოგინში ვიწექი და სიზმრების სამყაროში დავხეტიალებდი. შეპირებისამებრ მეორე დღეს პირველ საათზე გამეღვიძა, იქვე პატარა მაგიდაზე საუზმე იდო სინით, ზედ კი პატარა ბარათი. უცებ წამოვხტი ლოგინიდან და წერილს დავტაცე ხელი.
,,ჩემო გოგოვ, მე და დედაშენი ერთი კვირით აგარაკზე წავედით წყნეთში, მაქვე ჩემი საბანკო კარტა დევს დღეს ჰიუნდაის ცენტრში წადი და მანქანა შეიძინე, ჩემი მე წავიყვანე. ვიცოდით, რომ მოშიებული იქნებოდი ამიტომ საჭმელი გამზადებული დაგიტოვეთ, აბა შენ იცი ამ ერთ კვირაში ბინას ნუ გადაწვავ სხვა ყველაფრის უფლება გაქ, ერეკლე და გიო გავაფრთხილე და მოგაქცევენ ყურადღებას, მერი შენთან დარჩება ამ რამდენიმე დღეს.“
დიდი სიყვარულით შენი მშობლები !
პ.ს დედაშენმა დაგიბარა თბილად ჩაიცვას გარეთ საკმაოდ ცივა და სუსხიაო, აბა შენ იცი!

ღიილიანი სახით ჩავიკითხე წერილი, ერთი კრუასანი ბოლომდე გადავსანსლე და ცხელი შხაპის მისაღებად აბაზანაში შევედი. მალე ყველანაირი დაღლილობისგან განთავისუფლებული ოთახში დავბრუნდი, დედიკოს დარიგებისამებრ თბილად ჩავიცვი, ბავშვებს დავუკავშირდი და ერთად წავედით ჰიუნდაის ცენტრში.
მთელი ორსაათიანი ორჭოფობის შემდეგ არჩევანი ჰიუნდაი სონატაზე შევარჩიე და ბავშვებთან ერთად სახლში დავბრუნდი. მთელი საღამო ერთად ვიყავით, ტრიდე ფილმს ვუყურეთ სათვალეებითა და პოპკორნით, შემდეგ ბიჭები წავიდნენ, მერი კი ჩემთან დარჩა, გუშინდელი ნიკას ამბები მოვუყევი და ისიც გაკვირვებული მისმენდა.
-რაღაც ძააან შეცვლილია ეს ბიჭი ხოიცი?
-ხოო ძალიან სხვანაირია, თან როგორი გასიმპატიურებულია.
-ესეიგი გუშინდელი დღიდან მეგობრები ხართ?
-მასე გამოდის.
ამ ლაპარაკ-ლაპარაკში მალე დაღამდა, ჩვენც ადრე დავიძინეთ, იმ მიზეზით რომ ხვალ სამსახური მქონდა და არ უნდა დამეგვიანებინა და საძინებელ ოთახს სიცილ-კისკისით მივაშურეთ.

ეს ერთი კვირა ჩვეულებრივად გავიდა,დედ-მამაც ჩამოვიდა და სახლიც თითქოს ჩემთან ერთად შეივსო. ერეკლე ისე მაიგნორებდა, რომ ბოლოს მეც ეჭვი შემეპარა თუ მთვლის საერთოდ ადამიანად მეთქი. პირველი ორი დღე ძალიან მეშლებოდა ამ ყველაფერზე ნერვები, დანარჩენ დღეებში კი მის უყურადღებობას, ორმაგი უყურადღებობით ვპასუხობდი. ორშაბათსაც ჩვეულებრივად მივედი სამსახურში, კაბინეტში შესულს კი ტელეფონზე შეტყობინება დამხვდა ბატონი ერეკლე გიბარებთო.
-ახლა რაღა უნდა ?!
მეთქი გავიფიქრე და მისი კაბინეტისკენ გავწიე. კარებზე დავაკაკუნე და შევედი
-შენ ნებართვა ვერ ისწავლე ხომ?
-რას ვიზამთ, ცუდი მოსწავლე ვარ.
-არც მასწავლებელი გივარგა დიდად.
ამყვა თავისი ჭკუით და მის წინ სკამზე მიმითითა დაჯექიო. დღეს რაღაც კარგ ხასიათზე იყო, ამიტომ მეც გაღიმებული გავემართე მისკენ.
-აბა რატომ მიბარებდით?
-მე და შენ ერთად მოგვიწევს წასვლა, ბერლინში ერთი კვირით
-მე მაინც და მაინც რატომ, სხვა წაიყვანეთ.
-მე მინდა, რომ შენ იყო ჩემთან ერთად და არა სხვა.
ახლა მართლა ძალიან მომეშალა ნერვები?! ვეღარ ვხვდები რა უნდა ხანს ისე მაიგნორებს რომ ჩემ არსებობაში ეჭვი მეპარება, ხანაც ხელი ხელ გადახვეული ხეივანში ვსეირნობთ, შემდეგ ერთი კვირით სადღაც დაიკარგება, მერე გამოჩნდება და გამოგიცხადებს რომ ბერლინში მასთან ერთად მიდიხარ და რომ მხოლოდ შენთან ერთად უნდა წასვლა!
მითხარით რა ქვია ასეთ ურთიერთბას ?! ან არის კი საერთოდ ეს ყოველივე ურთიერთობა?!
ასეთ უცნაურ ადამიანს არასდროს შევხვედრივარ და მაინც პირველივე წამიდან სიგიჟემდე მიყვარს.
-შენი ვერ გამიგია ! ერთდღეს მოდიხარ და გასეირნებას მთავაზობ, მეფლირტავები, მეორე დღეს ისე იქცევი ვითომ არც ვარსებობდე, მესამე დღეს შენთან ერთად ბერლინში წამოსვლას მაძალებ და მიზეზად მხოლოდ ჩემთან ერთად გამგზავრების სურვილს ასახელებ, ვერაფერს ვხვდები!
-ვერა გამიგია, თავისა შენ რას გაიგებდი ამისას?!
ჩაილაპარაკა ორაზროვნად და მზერა ლეპტოპზე გადაიტანა.
-მთელი ერთი კვირა ვცდილობ შენი არსებობა ამოვიგდო თავიდან, ასე ცივად მაგიტომაც გექცეოდი, მაგრამ გუშინ შენმა ორმაგმა ცივმა საქციელმა მიმახვედრა, რომ ასე დიდხანს ვეღარ მივატან.
-რას მთავაზობ?
-მოდი ვცადოთ, ვცადოთ ყველანაირი ტყუილის, ფულის და ყალბი გრძნობების გარეშე. თუ გამოვა გამოვა, თუ არადა...
-თუ არა და რა?!
ჩავეძიე მე.
-თუ არა და ჩვენ ჩვენ გზას გავყვებით. ხო კიდევ ერთი სამსახური არასდროს დავუკავშიროთ პირადს თანახმა ხარ?
მისმა სიტყვებმა ანარქია გამოიწვია ჩემში, არ ველოდი ყველაფრის ასეთ შემოტრიალებას და მითუმეტეს არ ველოდი, რომ ყველაფრის ინიციატორი ერეკლე იქნებოდა.
-თანახმა ვარ.
-ძალიან კარგი, მაშინ დღეს საღამოს ექვსზე გამოგივლი და ბერლინში გავფრინდებით, ახლა კი შეგიძლია სამსახურიდან წახვიდე, ბარგის ჩასალაგებლად გიშვებ.
მითხრა, სავარძელი დატოვა და ჩემკენ გამოემართა. იმ წუთშივე დამკრა გულში რაღაცამ, სისხლი ამიდუღდა და მის მოქმედებას დაველოდე. ჩემკენ ნელა მოდიოდა ბოლოს მომიახლოვდა, თავი ყელსა და თავს შორის ჩამიდო, ხარბად შეისრუტა სუნამოს სუნი და მალევე გამეცალა. მის შეხებაზე ჟრუანტელმა ფეხის თითამდე ამიარ-დამიარა. შემდეგ კი ყველა ემოცია გულში დაგროვდა. მისი ტუჩების ადგილი საშინლად (სასიამოვნოდ) ამეწვა, ლოყები ამიწითლდა და თავი დავხარე. (ღმერთმანი ასეთი რაღაცეები არ მჩვევია, მაგრამ ამ სიყვარულს რას გაუგებ?! ვერც ვერაფერს).
ის კი მიყურებდა და იღიმოდა.
-მალე წადი თორემ თავს ვეღარ შევიკავებ...
გამაფრთხილებლად გაისმა მისი ხმა კაბინეტში, მეც მალე წამოვდექი საბუთები ავიღე, ვნებიანად გავუღიმე და ოთახი დავტოვე. როგორც კი კაბინეტის კარები მივხურე, კარებთან შევჩერდი და ღრმად ამოვისუნთქე, ასეთი აწითლებული რომ დამინახა მდივანმა გამკიცხველი მზერა შემავლო და მკითხა ხომ კარგად ხარო?
-უკეთესად ვერც წარმომიდგენია.
ჩავიქირქილე და ჩემს კაბინეტს მივაშურე. საბუთები მაგიდაზე დავდე ჩანთა და ტელეფონი ავიღე და სახლისკენ წავედი. გზაში მერის ყველაფერი მოვუყევი, ის კი აჟიოტაჟით მიმტკიცებდა რომ ერეკლე ყველას ჯობდა ვინც კი ოდესმე მყოლია. მეც ვეთანხმებოდი. სახლში მივედი თუ არა მშობლებს ვუთხარი სამუშაოდან ერთი კვირით ბერლინში მიშვებენ თქო, მათაც არაფერი უთქვამთ ამიტომ მეც ბარგის ჩალაგება დავიწყე. ოთხი საათისთვის უკვე ყველაფერი მზად მქონდა და ოთახში ვცემდი ბოლთას, უკვე თვლა ამერია მერამდენეჯერ გადავამოწმე ყველაფერი რამე ხომ არ გამომრჩა მეთქი, ბოლოს აბაზანაში შევედი და ცხელი შხაპით სრული განტვირთვა მოვახდინე.
,,ქვემოთ გელოდები, იჩქარე“
მაჯის საათს, რომ დავხედე უკვე ექვს უჩვენებდა, ყველაფერი მზად მქონდა, ქურთუკი მოვისხი, ბარგი ავიღე, მშობლებს დავემშვიდობე და ქვემოთ ჩავედი. იქ კი შავი ბმვ დამხვდა, როგორც კი შემამაჩნია, მანქანიდან გადმოვიდა და ბარგი გამომართვა.
-რა იყო მთელი წლით კიარ მიმყავრხარ!
-ქალის ბუნებას ხომ იცნობ, ის ყველაფერი რაც მანდ წყვია ჩემი სიმშვიდის გარანტიაა!
-თუ ასეა მაშინ არაფერი მეთქმის.
მითხრა თბილად გამიღიმა და ბარგი სავარგულში ჩადო. თხუთმეთ წუთში უკვე აეროპორტში ვიყავით, მალევე გავიარეთ რეგისტრაცია. თავს უბედნიერეს ქალად ვგრძნობდი რადგან, გვერდით საყვარელი მამაკაცი მედგა და თან ერთად წინ, კიდევ ერთი ემოციებითადა, გრძნობით გაჟღენთილი წუთები გველოდა.
”სიყვარული ისეთი შეუფასებელი საგანძურია, მთელ სამყაროს შეგაძენინებს”
-დოსტოევსკი.
მართლაც, იმ მომენტში მე სამყაროს შევიგრძნობდი!

აბა როგორია?! მგონი საკმაოდ დიდი თავი გამოვიდა. wink



№1  offline წევრი Eternity8

ძალიან კარგია. მომწონს ბატონი ერეკლე))

 


№2  offline წევრი მარგო ♥

Rogoria da mshvenialuri! Da ssertod madloba shen rom qse gvaxareb.. vgojdebi am istoriaze ❤❤❤

 


№3  offline წევრი Shore

ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მწერლად გასახელებ .. მეტი რაღა ვთქვა მგონი ამ სიტყვებით ყველაფერია ნათქვამი ❤❤❤

 


№4  offline წევრი knuwik

აიიი უმაგრესი გოგო ხარ შენ და უმაგრესია ეს ისტორიაც რა... <3 მალე დადე გთხოვ ძალიან მაინტერესებს love request

 


№5 სტუმარი orginal

ძაან კაია.. ძაან მიყვარს ეს ისტორია და რომ დავინახავ თვალები მიბრწყინდება, მადლობა შენ ამისთვის ♥ ♥ ♥

 


№6  offline წევრი ნინი-21

დიდი, დიდი, უდიდესი მადლობა თქვენ ჩემო თბილებო და ტკბილებო ! love ძალიან მიყვარხართ ყველანი... ♥

 


№7  offline წევრი knuwik

აღარ დებ, უკვე რამდენი ხანია გეოდები ? :(( love

 


№8  offline წევრი Shore

ნინი-21
დიდი, დიდი, უდიდესი მადლობა თქვენ ჩემო თბილებო და ტკბილებო ! love ძალიან მიყვარხართ ყველანი... ♥
რატო აგვიანებ ?? მალე დადეეე რა ხანია ველი ახალ თავს ყოველ დილით იმ იმედით შემოვდივარ რო ახალი თავი გექნება დადებილი ;(( :*

 


№9  offline წევრი მარგო ♥

Shore
ნინი-21
დიდი, დიდი, უდიდესი მადლობა თქვენ ჩემო თბილებო და ტკბილებო ! love ძალიან მიყვარხართ ყველანი... ♥
რატო აგვიანებ ?? მალე დადეეე რა ხანია ველი ახალ თავს ყოველ დილით იმ იმედით შემოვდივარ რო ახალი თავი გექნება დადებილი ;(( :*


მარგო ♥
Shore
ნინი-21
დიდი, დიდი, უდიდესი მადლობა თქვენ ჩემო თბილებო და ტკბილებო ! love ძალიან მიყვარხართ ყველანი... ♥
რატო აგვიანებ ?? მალე დადეეე რა ხანია ველი ახალ თავს ყოველ დილით იმ იმედით შემოვდივარ რო ახალი თავი გექნება დადებილი ;(( :*
Mec zustad mase var imedi mak xval mainc dadeb... Dzaan mogvanatre tavi ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent