შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულს გავცვლიდი შენს ერთ კოცნაში ... 18


26-03-2015, 21:26
ავტორი northern light
ნანახია 2 805

დილით კატის კნავილმა გამაღვიძა და მეც მომაბეზრებლად ავწიე თავი. დაბინდული მხედველობით მაინც დავინახე ფუსი რომელიც კარგად მოკალათებულიყო ჩემს თავთან ანუ გუკას გულმკერდზე სიცილით დავუსვი პატარა კნუტს ხელი და ოდნავ წამოვიწიე, მშვიდად ეძინა თბილ დემონს და ტუჩებს სასაცილოდ აცმაცუნებდა . ახალ წამოზრდილ წვერზე მივეფერე და ნუტი ხელებში შევათამაშე
-ოოუუ გაათრიე რა ფუსია თუ ვიღაც - ისე ამოილაპარაკა თვალი არ გაუხელია და ერთი ხელისმოსმით მომაქცია თავის მარწუხებში. ისე ვყავდი ზედ აკრული ვიგუდებოდი. ფუსიც ლამის გაიჭყლიტა და კნავილი გააგრძელა
-გუკა ადექი გვაგვიანდება - სულ ტყუილად გავიბრძოლე მის მკლავებში მაგრამ ვერაფერს რომ ვერ გავხდი აკნავლებული არსება გულზე მივიკარი და ისიც გაყუჩდა
-მოაშორე ეგ თორე ვისროლე აინიდან - ზმუილით ამოთქვა და თავი ჩემს თმებში ჩარგო
-აივნიდან ეს კი არა შენ უნდა გადახტე - სიცილით ვუთხარი და შევახსენე სად იყო. თავი წამოყო თვალები გადაატრიალა და სახით დაეცა ბალიშზე
-კარებიდან წასვლის შანსი არაა ?-თავაუღებლად მკითხა მოგუდული ხმით
-ნწუ- სასაცილოდ ჩავილაპარაკე და განთავისუფლებული წამოვდექი ფეხზე . საბანი გადავაძრე და კნუტი თავზე დავასვი
-აუუ შეგჭამთ შენც და ფუსისაც - თვალებდასიებულმა მითხრა და ფეხზე წამოდგა
-მიდიი ბუზღუნ აიღე ფეხსაცმელები და იძრომიალე აივნებზე - ტუჩები გავუწიე და ისე ვუთხარი
-იცოდე დაგსჯი - თითი დამიქნია და ახლოს მოვიდა
-მიდი აბა -მეც გათამამებულმა ვუთხარი და თვალებში შევხედე. ფრთხილად მოიწია ჩემთან და ტუჩებზე ფრთხილად მაკოცა , როგორც ყოველთვის ახლაც ამიარა ჟრუანტელმა და გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა . დადებილებულმაგავახილე თვალები და უცნაურად მომრიმარი გუკას დანახვისას "დებილი სიცილით " გამეცინა
-ეს იყო დასჯა? - წარბი ავუწიე
-ვერ გიმეტებ მეტისთვის , ჩამეკბიჩები და მერე რა ვქნა?
-იცი რმდენი გოგოა?
-მე მაშო მახარაძე მიყვარს და არავინ არ მაინტერესებს სხვა !-სერიოზულად ჩაილაპარაკა და შუბლზე მაკოცა . მეც დადებილებულმა გავუღიმე და ოთახიდან გავედი , კარებიდან მივაძახე სანამ შემოვალ აორთქლდითქო და თავი მოვიწესრიგე . რადგან უკვე საკმაოდ თბილოდა უბრალო მაისური , ღია ფერის ჯინსი და კეტები ჩავიცვი, თმა მაღლა ავიწიე და სამზარეულოში გავედი .
-დილამშვიდობისაოო -მამაჩემმა შუბლზე მაკოცა და ჩაის ფინჯანი გამომიცურა
-პრივეწებიოო - მე სიცილით ვუთხარი და ქეთოსკენ წავედი რომელიც ჩემს საყვარელ თეთრ შოკოლად ნატეხებად ტეხდა და თეფშზე ლამაზად აწყობდა
-მმმმმმმ სულ ჩემია?-ვიკითხე და ერთი ნატეხი გემრიელად ჩავკბიჩე
-ზურასაც უყვარს - ენა გამომიყო და შოკოლადები ქმარს წინ დაუდო
-სულ მე შევუჭამ და აზრი? - მხრები ავიცეჩე და მუჭით ავიღე ნატეხები რაზეც ზურას ჩაი გადასცდა და ხველა აუტყდა
-გოგო კი არა ღორია - თავი გადააქნია და მუჭიდან ორი ნატეხი მაინც ამაცალა. მართლა ღორივით მოვიქეცი და სულ შევჭამე შოკოლადი. მერე ჟლიბონიც მოვიკითხე . ჩანთა ჩავალაგე სკეიტი ავიღე და კიბეებზე დავეშვი . სადარბაზოსთან გუკა მელოდებოდა
-რამდენი ხანია არ მინახიხაააარ - სიცილით გაშალა ხელები და თავი გვერდზე გადასწია დაბღვერილმა ავუარე გვერდი და სკეიტზე შევდექი . არ განძრეულა ისევ ხელებგაშლილი იდგა
-ოოეეე ქანდაკება ხარ? -სიცილით გავხედე
-ჩამხუტე და გავცოცხლდები
-მაშინ იყავი ეგრე -წინ წავედი მაგრამ ისევ არ ინრეოდა
-გიგაური წამოეთრიე - ხმამაღლა დავუძახე და მისკენ შევტრიალდი
-ჩამეხუტეთქო - მეც თავისქნევით წავდი და ზურგიდან მოვხვიე ხელები , თითის წვერებზე ავიწიე და კისერში ფრთხილად ვაკოცე .
-ახლა წამოვალ - გაბრუებულმა ჩაილაპარაკა და იმ ღიმილით გამიღიმა მე რომ ძალიან მიყვარს . სკოლაში დებილური დღე იყო, ლუკა და აკო არ იყვნენ , ელენე ტელეფონში იყო ჩამძვრალი გუკაც ვერ იყო ხასიათზე , კლასიდან ერთხელ გავედი და ისიც უჟმური სახეების ყურება მომიწია, გიორგი აღარც კი მესალმება , ისე ჩამივლის თითქოს არც კი მიცნობს , ელენესმიესალმა რამდენჯერმე მაგრამ ისიც ცივად . აი ასე დებილურად გაიარა მთელმა სკოლისთვის გამოყოფიმასაათებმა .
-მისმინე ვერ გაგაცილებ , შენ და ელე წადით და დამირეკე რომ მიხვალ - კიბეებზე ჩასვლისას მითხრა და მეც გაკვირვებულმა ავხედე
-რამე მოხდა?
-არაფერი, მიდი და ჭკვიანად - ჩამეხუტა და მეც მაგრად მოვხვიე ხელები, ისევ დათოს ამბავია რაც მანადგურებს , იმის შიში რომ გუკას რამე მოუვა შიგნიდან მჭამს
-დათო?
-გთხოვ მაშო , არ დაიწყო, არაფერი მომივა - სახეზე შემომაჭდო ხელები და შუბლზე მაგრად მაკოცა . მეც თვალებაწყლიანებული გამოვეცალე და ელესთან ერთად სახლში წავედი
-ელე მეშინია - ასლუკუნებულმა ვუთხარი და მხარზე მივეხუტე
-ჩუ ჩემი გოგო , ხომ იცი არაფერი მოუვათ - ხელი ჩამკიდა და შუბლზე მაკოცა ჩემმა ტკბილმაგოგომ . სახლამდე ას მივედით მერე დავემშვიდობე და კიბეები დინჯად ავიარე . ვერც მეცადინეობას დავუდე გული, ვერც წიგნი წავიკითხე , კომპიუტერშიც ვერაფერი ვაკეთე და ანერვიულებული დავემხე ლოგინზე. ერც ერთი შეტყობინება და არც ერთი ზარი, ყველას გათიშული აქვს მობილური ,ლუკასაც აკპოსაც და გუკასაც . ლამის შევიშალე ნერვიულობით მაგრამ ღამის 4 საათზე მაინც ძილის ბნელეთის მორევში გადავეშვი და ჩამეძინა ... დილით ადრიანად გამღვიძა 3 საათი მეძინა და საშინლად ვიყავი გამოფიტული, მაშინვე ტელეფონს ვეცი და მესიჯი რომ დამხვდა შვებით ამოვისუნთქე "კარგად ვარ არ ინევიულო, დღეს ვერ გნახავ მაპატიე <3 " ბოლო წინადადება კიდევ ერთხელ გადავიკითხე და ვიგრძენი როგორ ჩამწყდა გულში რაღაც , ვერ წარმოვიდგენ იმას რომ გუკას შეიძლება რამე დაემართოს, მის გარეშე ხომ სრული უბადრუკობა იქნება ჩემი ცხოვრება ... სკოლაში წასვლა საშინლად მეზარებოდა და წუწუნით წავედი სამზარეულოსკენ
-დედი დღეს არ წავალ რაა -ყელი გამოვწელე და წარბაწეულ ზურას გადავხედე
-რამე მოგივიდა?
-აუ ვერ ვარ კარგადადავრჩები კარგი? - მთელი აფერისტობა გამოვუშვი და ქეთოსკენ მივმართე
-კარგი დარჩი - შუბლზე ტბილად მაკოცა და მეც ფეხშიშველი გავტანტალდი ისევ ჩემს ოთახში . ბევრი ფიქრისშემდეგ გადავწყვიტე რომ რამე უნდა გამეკეთებინა თორემ ასე გავგიჟდებოდი. როიალზე დაკვრა დავიწყე მაგრამ მალევე შევწყვიტე და ცივად დავხურე . ბოლოს კომპიუტესრ მივუჯექი და ჩემი მობილურიდან ფოტოების "გადაყრა დავიწყე" რამდენი სულელური ფოტო გადაგვიღია, ზოგი სვანეთში გადაღებული , ზოგი ჩემს დაბადების დღეზე , ზოგი კიდევ იმ დღეს აკომ და ლუკამ ნიძლავი რომ წააგესდა დანარჩენი კიდევ უამრავი სისულელე მაგრამ ჩემთვის მაინც ყველაზე საყვარელი და თბილი მოგონებებია . უცებ ერთმა იდეამ გამიელვა დენდარტმულივით წამოვხტი და ჩემი იდეაც განვხორციელე...


საღამოს შვიდი საათი ხდებოდა გუკამ რომ დამირეკა ჩამოდიო და სულ ხტუნვა ხტუნვით ჩავიარე კიბეებზე . როცა მანქანას მიყუდებული დავინახე სუნთქვა შევიკარი და მისკენ გავიქეცი , ისე ჩავეხუტე ისე რომ მეთვითონ მეკვროდა სუნთქვა , თვითონაც მაგრად მიჭერდა ხელებს და ტავი ჩემს კისერში ჰქონდა ჩარგული .
-თუ ასე ჩამეხუტები სულ წავალ ხოლმე - სიცილით მითხრა და თმაზე მომეფერა
-სულ ასე ჩაგეხუტები და არსად აღარ წახვიდე - თვალებაწყლიანებულმა ავხედე და ბუნდოვნად მაგრამ მაინც დავინახე შესიებული და დაწიტლებული ტუჩი . ხელი შევახე და მანაც უხეშად გააქნია თავი
-რა მოგივიდა ?
-არაფერი მაშო - ოდნავ გამიღიმა და მზერა ამარიდა
-ეს არაფერია?
-უბრალო ნაკაწრია - ტუჩზე მიიდო ხლი და ახლაღა შევამჩნიე მისი გადაყვლებილი ხელები
-და ხელებზეც ნაკაწრებია?
-კი მაშო ნაკაწრებია , წამოდი ახლა გავიაროთ - ხელი მომხვია და მანქანაში ჩამსვა
-რა მოხდა? - ისევ ზიზღით დავხედე მის დალუჯებულ თითებს რომლებზეც კანი ატყავებოდა და მის მაგივრად მე მეტკინა
-არაფერი! დათო დაიჭირეს - ჩემი ხელი აიღო და ნაზად მაკოცა ზედ
-იპოვეთ ?-ოდნავ გახარებულმა, იმ ამბით რომ ნორმალურად შემეძლებოდა ცხოვრება ცოტა ხნით მაინც , გაკვირვებით შევძახე და ხელი მოვუჭირე
-კი ვიპოვეთ და საკადრისიც მიიღო- ზზიღით ჩაილაპარაკა და აი აქ და ამ მპომენტში დავინახე ისეთი დემონი სულ პირველად როგორიც იყო . შიშის ჟრუანტელმა დამიარა ტანში და გზას გავხედე
-მთაწმინდაზე ავიდეთ კაი?
-კაი .- ცოტახანში მთაწმინდაზე ვიყავით , უხმოდ გადმოვედი მანქანიდან და გუკას დაველოდე რომელიც მანქანაზე მიყუდებული ტელეფონში იქექებოდა
-მოდიხაარ? -მპობეზრებულმა ვთქვი და ახლოს მივედი
-ლუკას დავურეკავ და წავედით - ხელი მომხვია და ცალი ხელით ტელეფონი მოიმარჯვა
-ჰო კი არა სად ხარ?.... კაი მისმინე , მთაწმინდაზე ვართ , საღამოს არ გავიდეთ სადმე? .... კაი მიდი ძმა და დაგირეკავთ . - ტელეფონი გათიშა და მე დამხედა - სარამოს ვქეიფობთ და კაბას იცვამ !-ბოლო სიტყვებზე თითი დამიქნია და მეც უკმაყოფილოდ ჩავიდუდღუნე ბოხი ხმით გუკას სიტყვბი რაზეც ორივეს გაგვეცინა და პარკისკენ წავედით .
-ბამბის "მაროჟნეეე " - სიცილით წავიდა ბამბის ნაყინისკენ და ოი ცალი იყიდა .
-იქნებ დაგატკბო ცოტა - სიცილით მომაწოდა და მეც სიცილით მოვაგლიჯე ბატარა ბამბისქულა . თავისი რომ გაატვა ჩემსახზე გადმოვიდა და მეც წუწუნით გაწიე ნაყინი
-ჩემე "მაროჟნეააა" - სიცილით ვუთხარი და გვედით გავწიე
-მეც მინდაა - სიცილით გამოიწია და მაინც წამართვა
-ღორი ხარ - ენა გამოვუყავი და ხელები გადავაჯვარედინე
-ეს რორი დაგიჭერს და ჩაგკბიჩავს - სიცილით დამანახა ცარიელი ქაღალდის ღერო რაზენ ნაყინი იყო და ენა გამომიყო
-ვერდამიჭერ - მეც ენა გამოვუყავი და მტელი სისწრაფით მოვწყდი ადგილს, თვიტონაც იგივე გააკეთა და მეც გიჟივით გავრბოდი , იმდენ ხანს ვირბინეთ სანამ გული არ ამომვარდა და მეც სვლა სევანელე , აქოშინებული მომვარდა და ზურგზე მომიკიდა . კივილი და მუშტების და ფეხების ქნევა ერთადდავიწყე მაგრამ ხარხარით მივყავდი ზურგზე მოკიდებული
-რაო? ვერ დამიჭერო?
-ღორის ხმა მესმის
-მე კიდე კნუტის რომელსაც თავი ვეფხვი ჰგონია -სიცილით მითხრა და იქვე მაღაზიასთან ჩამომსვა . სიცილით შევყევი მაღაზიაში და თვალები გამიფართოვდა ნაყინები რომ ამოკრიფა მაცივრიდან . იმდენი ეჭრა რომ 2 ცალი ზირს დაუვარდა და სიცილით მიაწოდა გამყიდველმა ქალმა
-მეც მინდა ნაყინიი - წუწუნით მივედი და მხარზე მივეყუდე
-არ გაჭმევ - პარკს ხელი მოჰკიდა და გამყიდველს ფული მიაწოდა
-ეე მინდაა , ცემი ბამბის ნაყინი ხომ შეჭამე ? - გავიბუსხე და ერთიცალია მოვაცალე პარკიდან
-ოხ რა ღორი ხა მაშუშუკ - სიცილით მაკოცა ცხვირზე და ნაყინს პარკი შემოაცალა. რამდენი ნაყინი ვჭამეთ უკვე სათვალავი ამერია , მერე სიცილით წავედით ატრაქციონებისკენ და ეშმაკის ბორბალთან გავჩერდით
-წამო რაა - ხელზე მოვქაჩე და ფერწასულს ავხედე
-შანსი არაა - თავი გააქნია და ერთხელ კიდევ ააყოლა თვალი უზარმაზარ ბორბალს
-გეშინია ფისო? -სიცილით ვკითხე და იმის გაფიქრებაზე რომ გუკას რამის ეშინოდა მეც გამეცინა
-აუ მაშო მართლა არ მევასება ეს ბორბალი წამო სხვაგან რაა
-ოო მე აქ მინდაა - ისევ ავწუწუნდი და 5 წუთში ეშმაკის ბორბალზე ვისხედიტ , ჩემს პირდაპირ იჯდა და სახეზე ფერი არ ედო . დაიძრათუ არა ღვედი გაიხსნა და ჩემტან გადმოვიდა . ჩემს კისერსი ჩარგო თავი და თვალები დახუჭა
-მართლა გეშინიაა? - იმ ამბით შეწუხებულმა რომ ჩემს გამო იყო ასე თავი დამნასავედ ვიგრძენი
-აუ ერთადერთია რისიც მეშინია შენ თავს ვფიცავარ , სიმაღლის შიში მაქვს - თავ აუწევლად მითხრა და მეც გულუბრყვილოდ მოვუხადე ბოდიში
-ბოდიში რაა - აცრემლებულმა ვუთხარი და სახეზე მივეფერე
-მაშო ახლა ომ იტირო და ყველაფერი გააფუჭო გადავხტები აქედან , რაიყო გოგო რა ბოდიშებს მიხდი? -სიცილი აწია გაფითრებული სახე და ოდნავ გამიცინა - მეც ხომ უნდა ვნახო ჩემი დედაქალაქი მთაქმინდიდან? - ხელი მომხვია და მეც მას ავეკარი . გაფითრებული იჯდა მთელი 7 წუთი და ჩასული არ იყო ბორბალი ბოლომდე , რომ გადახტა და მეც გადამსვა , ამაზე ბევრი დავცინე და დაბლა სიცილით გაგუსული აკოსკენ და ლუკასკენ წავედით რომებიც თურმე დაბლიდან გვიყურებდნენ და გუკას საქციელზე იცინოდნენ ....

ესეც დაპირებული დიდი ტავი <3 აღარ დავაგვიანებ და თუ არაფერმა შემიშალა ხელი ხვალ ავტვირთავ <3 ველოდები თქვენს სეფასებას და მახარებს თქვენი კომენტარები <3 <3



№1 სტუმარი ღამურა

ვაიმე ვგიჟდები ამ ისტორიაზე

 


№2 სტუმარი likuna

აი აი აი....არვიცი რავთქვა♥რა საყვარელია ჩემი გუკსიკა♥შენზე ხომ ლაპარაკი აღარ მაქვს ჩემო უტკბილესო უთბილესო და უნიჭიერესო♥♡♥მიყვარხარ და ველოდები შემდეგს I love you♥♡♥

 


№3  offline წევრი aniko:)))))

ძაან მაგარი ხარ მიყვარხარ მალე დადე სჰემდეგი

 


№4  offline წევრი bichinashvili ))

dzalian magari tavii iyoo ,sofo shen ki umagresi xar ase kargad rom werr!!
--------------------
mariam 13

 


№5  offline წევრი northern light

მადლობა სულ ყველას ძალიან დიდი <3 მეც ძალიან მაგრად მიყვარხართ <3 და მადლობა კიდევ ეთხელ ჩემს ნაჯღაპნს რომ კითხულობთ ამისთვის <3

 


№6  offline წევრი niniia

აუუუუ მალეე დადეე რაა ძაან მაგარიაა ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent