პოეტი (ბოლო ნაწილები(დასასრული))
-კი მაგრამ ვინ ხარ? საიდან მიცნობ,სადაურიხარ ? ნია აშკარად ტონს უმატებდა და აღელვება ეტყობოდა. -ნი,გთხოვ,არ შემაწყვეტინო. 92 წელს მამამ სახლში სტუმარი მოიყვანა,მისი მეგობარი იყო , დედამ სუფრა გაუშალა ,მამა და სტუმარი მხიარულად სვავდნენ,ჰო ნი ის მამაშენი იყო. ცოტახნის მერე დაიწყო მოყოლა,რომ თბილისში ჰყავდა ულამაზესი შვილი,სახელად ნია,გრძელი შავი თმებით,შავი ,ლამაზი თვალებით,სწორი ცხვირით, ამბობდა რომ ნიას უყვარდა ხატვა,ლექსებს უყვებოდა დედ-მამას საღამოობით და მთელ დღეებს მასთან ატარებდა. გვიყვებოდა რომ ჰყავდა ულამაზესი ცოლი,რომელიც 83 წელს შემთხვევით გაიცნო და პირველივე დანახვის თანავე უზომოდ შეუყვარდა.ამბობდა რომ უბედნიერესი მამა და მეუღლე იყო . მერე ორი სურათი გვანახა,რომლებსაც გულისჯიბით ატარებდა ,ერთზე შენ იყავი მარტო,მეორეზე შენ და დედ-მამა. მეორე დღეს მათი ბატალიონი გაუშვეს ომში, ნი,მამაშენმა მამაჩემი გადაარჩინა,გადაეფარა მას , თუმცა სანამ დაიღუპებოდა ის ორი სურათი დაუტოვა და სთხოვა თუ იპოვით მათ აუცილებლად დაეხმარეთო. მამა იმ დღეს სახლში დაბრუნდა,ეს ორი სურათი დაუტვა დედას , მეორე დღეს კი მამა დამეღუპა. უცებ ღვარებად ცრემლები წასკდა ,დიდხანს ტიროდნენ ნიაც და პოეტიც, ახლოს იჯდა მასთან ,მიიწია და გულში ჩაიკრა .ცოტახნის მერე ისევ განაგრძო . -იმ დღის მერე საკუთარ თავს შევპირდი რომ გიპოვიდი,აუცილებლად გიპოვიდი და გულში ჩაგიკრავდი,ხედავ ?! ახლა ასეა . მე ზეპირად ვიცი შენი სახის თითოეული ნაკვთი,ათასჯერ მაქვს დახატული შენი ტუჩები,მე ვიცი როგორი თვალის ჭრილი გაქვს ,თმის ბოლოს სამგან გაქვს ხვეული თმა, მე შენი წამწამებიც დავითვალე ნი 35 თუ 36 ცალია, მე შენი ხმაც ჩამესმოდა თუმცა არასდროს მქონდა მოსმენილი. მე შენზე ვწერდი ,უამრავუ ლექსი დაგიწერე ნი,ზოგი დავბეჭდე ,ზოგი გადავყარე ,ზოგს კი სათუთად ვუფრთხილდები. 14 წელი გეძებდი და მაინც გიპოვე , ახლა ვვდები რომ მთელი ჩემი უაზროდ გალეული სიცოცხლე ამ ერთი დღისთვის მიღირდა . ნი , ჩემო პატარა , ნუ ტირი გთხოვ . მე მთელს სამყაროს დავუდგები წინ შენი ღიმილისთვის . ნი,მიყვარხარ , უსასრულობის ბოლო საზღვრამდე მიყვარხარ ნი. და მთელი ძალით ჩაიკრა გულში,ნაზად ეფერებოდა თმაზე ,უკოცნიდა ცრემლიან თვალებს,გრძელ თითებს,უყურებდა თვალებში და ტკბებოდა .ისე უყვარდა რომ მისი ყოველი ჩასუნთქვა ჟრუანტელს ჰგვრიდა . არაამქვეყნიური გრძნობით უყვარდა ,უდიდესი სიყვარულით. ღამე მიილია ,ძირითადად სიჩუმითა და ჩახუტებით , არც ერთი ამბობდა რამეს არც მეორე. ნია რაღაც არაჩვეულებრივს გრძნობდა,უცნაურს საუცხოოსა და ამაღელვებელს,ეიფორიაში იყო,სულ იღიმოდა,მთელი ძალით ეკვროდა მის გულს,მის ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას ითვლიდა . დილით სახლამდე მიაცილა დაემშვიდობა და მაინც ვერ უშვებდა ხელიდან ,წასვლის წინაც მთელი ძალით ჩაეხუტა. დღეები დღეებს მისდევდნენ კადრებივით,ნიას დღითიდღე უფრო და უფრო უყვარდებოსა პოეტი,პოეტის სიყვარული კი ყოველგვარ საზღვარს სცდებოდა. 23 დეკემბერი 2005 წელი, ღამე 2:00 ,თბილისი. -ნი ,ბავშვობიდან რაზე ოცნებობ? -ნიცა... ნიცაში მინდა წასვლა... ან უბრალოდ წასვლა მინდა, წამოხვალ? -სად? -არ ვიცი,სადმე ,ამ ქვეყნიდან,ამ ქალაქიდან ,ამ უბნიდან შორს. წავიდეთ რა,ჩვენ მშობლები გაგვანჩნდა და ახლა აღარაფერი გაგვაჩნია. -ერთმანეთის გარდა ნი... -ჰო... შენ რაზე ოცნებობ? -ოჯახზე ნი,ლამაზ თბილ ოჯახზე,სადაც მუდამ იდილია იქნება,ბუხართან ახლოს ჩემი მეუღლე იჯდება და ჩვენს შვილებს წაუკითხავს რომ სიბოროტეს მუდამ ამარცხებს სიკეთე,მერე სამსახურიდან მოსულს დახვდება ,გულში ჩამიკრავს და მეტყვის რომ ამ ქვეყნად მისთვის სამყაროს ფასი მაქვს. ერთი ოცნება ავიხდინე,ყველაზე სანუკვარი,შენ გიპოვე ... -მეც მინდა მსგავსი ოჯახი.ძალიან მინდა .ყოველ დილას ცხელი ყავა დაგახვედრო და გაგაღვიძო თბილი კოცნებით. - ჩემი შვილების დედა უნდა იყო. მათ შენნაირი ღიმილი ექნებათ ,შენნაირი ტკბილი ხმა -და მამიკოსნაირი თვალები... - ,,ვოცნებობ ხის სახლზე ტყის პირას, ბუხარში ცეცხლის გიზგიზის ხმას, საწოლში პატარა გოგონას სძინავს, პატარა ბიჭი საუზმეს ჭამს. გარეთ კი თოვლი ათეთრებს ტყეს, როგორც პატარძალს შემოსავს ნაძვს, დაორთქლილ მინას შევახებ ხელს ღიმილი,ცრემლი გაჩნდება კვლავ. 'ის' კი მოვა და გვერდით დადგება, ჩავეხუტები საყვარელ ქალს, ბედნიერება წამში გაჩნდება, წამით შევაღებ სამოთხის კარს. ვოცნებობ ხის სახლზე ტყის პირას, ბუხარში ცეცხლის გიზგიზის ხმას, პატარა გოგოს საწოლში სძინავს, ჩვენი ბიჭი კი საუზმეს ჭამს..." -მიყვარხარ ...უზომოდ მიყვარხარ . -მეც ნი, მეც ძალიან მიყვარხარ . დრო ჩქარი ტემპით გადიოდა ,არავის უცდიდა დრო,არავის ინდობდა დრო,მათი სიყვარული კი ყველა საზღვარს სცდებოდა .ყველაფერში ედგნენ ერთმანეთს გვერდით,ყველაფერს აკეთებდნენ ერთმანეთისთვის . 27 აპრილი,2006 წელი. ტელეფონზე წერილი :" წვიმა ისევ ასველებს შენი ტუჩის ბალიშებს და გითრთიან ტუჩები თითქოს კოცნა სწყურიათ, ახლა აქ რომ მოხვიდე აღარასდროს გაგიშვებ და ვინ როდის რას იტგვის არ მადარდებს სრულიად.... მიყვარზარ" -მეც მიყვარხარ . გარეთ მინდა მერე რა რ წვიმს. -ათ წუთში მანდ ვარ დამელოდე ნი . მთელი დღე დადიოდნენ აქეთ-იქეთ , წვიმაში გალუმპულები ერთმანეთს იკრავდნენ გულში და ათბობდნენ .მერე მთელი დღე ხეტიალი თბილისის ქუჩებში , პირველი კოცნა ლოყაზე მეორე კოცნა კი .... ეს იყო ყველაზე ლამაზი წყვილი,განსხვავებული თუმცა ერთმანეთისფერი თვალებით ,მომღიმარი ტუჩებითა და გაბრწყინებული სახეებით. ღამით ლამპიონის ქვეშ ტანგოს ცეკვა ,მთელს ტანში ჟრუანტელის დავლით შესრულებული და ჩახუტებით დაგვირგვინებული ულაზესი სანახავი იყო. არასდროს ჩუბობდნენ,არც კამათობდნენ,საკუთარ თაავზე მეტად უყვარდათ ერთმანეთი და ყოველი დღე სიყვარულში გაჰყავდათ. ორი წელი გავიდა ,ნიამ მისი დახმარებით ჩააბარა და სწავლაში იყო ჩაფლული,პოეტი მუშაობდა და ცივ ნიავს არ აკარებდა თავის ნის . 1 აგვისტო 2008 -ნი, შენით ვსუნთქავ მე ,ჰაერი ხარ ჩემი, ჩემი ყველაფერი ხარ . ნი აღარ შემიძლია ასე უშენოდ ,მინდა ჩემი მეუღლე გახდე,ჩემი შვილების დედა,ნი მინდა დილით შენ გხედავდე ,ყოველწუთს გულში გიკრავდე ,შენთან ერთად ვხვდებოდე მზის ამოსვლას,აღარ მინდა ასე სუნთქვა მეკვრება როცა ჩემთან არ ხარ .ნი თანახმა ხარ ჩემს გვერდით გაატარო სიცოცხლე? -კი ,კი ,კი აღტაცებით თქვა ნიმ მივიდა და მთელი ძალით მიეწება გულზე, -მიყვარხარ და უზომოდ ბედნიერი ვარ , გამიმართლა შენნაირი ქმარი რომ მყავს, ჩემო ... ..... -ქორწილი გვექნება 14 აგვისტოს ,ყვეელაზე კარგ რესტორანში,ნი კაბის ძებნას შეუდექი ,დანარჩენი ერთად შევარჩიოთ და მომენდე ბოლომდე . და ყველაზე მთავარი ,მეორე დღეს მივდივართ აქედან .. -სად მივდივართ ? -ნიცაში. -ვეე გავიგე - ნი ,ნიცაში მივდივართ. ეს იყო საოცარი დღე , სიხარულით აღსავსე, ბესნიერება ახლოს იყო მხოლოდ ხელი უნდა გაგეშვირა და .... 8 აგვისტო . "ეთერშია კურიერის საგანგებო გამოშვება ,გაცნობებთ რომ რუსეთის ჯარი შემოდის საქართველოში,ქართველთა ჯარი მზადყოფნაშია , მოვლენების განვითარებას ზედმიწევნით გადმოგცემთ დარჩით ჩვენთან " (აღელვებული ხმით ამბობდა ჟურნალისტი). -ნი ... -ვიცი . -დავბრუნდები... -მჯერა. -არასდროს მიგატოვებ ნი, მიმიწვიეეს ნი, უნდა დავიცვა სამშობლო . უზომოდ მიყვარხარ . -მეც უზომოდ მიყვარხარ .ყველაზე ძალიან . -ნი,შემპირდი. -რას? -რომ თუ ... რომ თუ მოვკვდები არ იტირებ,რომ გაიხსენებ მე შენი ღიმილი როგორც მიყვარდა და სულ გაიღიმებ. შემპირდი . ნი ( ზურგს უკან ნიჩურიტებით ) შეჰპირდა მას არ დაერღვია პირობა . ჩახუტება . კარის გაღება და ... 10 აგვისტო სროლის ხმა არ წყდება , პოეტი იბრძვის თავდაუზოგავად ..გაიჭრა წინ..უზომო ტკივილი მკერდის არეში...გონების დაკარგვა... საავადმყოფოს ცივი კედლები ... ნიას ღვარებად მომდინარე ცხელი ცრემლები მის სახეზე - ვერაფერს ვუშველით .ცოტაღა დარჩა .. ხელები ჩაიქნია ექიმმა,ოფლი მოიწმინდა და გრძელ კორიდორს გაუყვა. წამით გაახილა თვალი და ნი დაინახა . -ნი, ვერ ავასრულე დანაპირევი .ვერ შევძელი , შენ შეარულებ ხო? ნია იღიმის,თუმცა ცრემლები ყელში აქვს გაჩრილი და ძლივს სუნთქავს ,თავს უქნევს კი შევასრულებო . -ნი,მე ჩემს სიყვარულს უფალთან მივიტან,ნი არ დამელოდო რა ხოიცი დიდიხნით მივდივარ ,ნი შვილებს არაფერი მოუყვე ჩეზე,იცხოვრე ისე მე რომ გამიხარდებოდა.გიყვარდეს ყოველი დღის გათენება რადგან ეს ახალი შანსია , გიყვარდეს შენი ქვეყანა ,შენი ქალაქი რადგან ეს შენია ,მაგრამ აუცილებლად მოინახულე ნიცა. გიყვარდეს უფალი და გწამდეს ოდესმე კიდევ გნახავ ... ნი მიყვარხარ უუზზზ.... პულსი დაეცა მინიმუმამდე . გულის ფეთქვა შეწყდა ... ნია? ნია მას შემდეგ არავის უნახავს , ამბობენ სადღაც მთაში მონაზვნად აღიკვეცა . ზოგი ამბობს ჭკუიდან შეიშალაო , ზოგმა კი უფალს მიაბარა ,თავი მოიკლა ვიცი დაზუსტებითო . ეგ არა მაგრამ დაზუსტებით ის ვიცი რომ მათი სიყვარული მარადიულია და ზოგადად " არ არსებობს დავიწყებული სიყვარული, სიყვარული ან მარადიულია ან ჩვენ ვარქმევთ გრძნობებს არასწორ სახელებს . თ.ნ" დასასრული. ვიცი რომ ბანალური გამოვიდა რაღაც მომენტში,მე ძირითადად ლექსებს და ჩანახატებს ვწერ ,ჰოდა , თუ ვინმემ წაიკითხეთ გთხოვთ რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ , პატივისცემით : ანა ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.