შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი თამაში.. (ნაწილი IX)


3-04-2015, 21:17
ავტორი ნინი-21
ნანახია 2 879

-ცოლად გამომყვები?
წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
სხეულში სისხლი ამიდუღდა, მეთქი ასე მეგონა.
ვერ ვიაზრებდი თუ ეს ყველაფერი ჩემ თავს ხდებოდა.
და მაინც...
უბედნიერესი და უძალიანმაგრესად გაკვირვებული ვიყავი ამ ფაქტით.
-გამოგყვები.
ვუთხარი თუ არა მისკენ წავიწიე და ხელები მაგრად შემოვაჭდე კისერზე. შემდეგ მისი თითებიც ვიგრძენი, ხერხემლის ჰორიზონტალურად რომ დათარეშობდა და ჟრუანტელმა დამიარა.
-მაგიჟებ.
ჩამჩურჩულა ყურში და ყურის ბიბილოზე ცხელი კოცნა დამიტოვა.
-დამიჯერე მეც არანაკლებს მიკეთებ.
ვუთხარი და უფრო მტკიცედ შემოვაჭდე ხელები კისერზე.
-მგონი მალე დამკარგავ.
-რატომ?
-იმიტომ რომ ვეღარ ვსუნთქავ.
მივხვდი, რომ ზედმეტად გავჭყიპე ამიტომ ოდნავ მოვადუნე კუნთები, ის კი იცინოდა.
-ბავშვი ხარ რა! ჩემი პაწაწა ბავშვი.
მითხრა და ყელში, საძილე არტერიაზე მაკოცა.
ახლა უკვე ჟრუანტელის დავლა აღარ იკმარა სხეულმა და შესამჩნევად გამაკანკალა.
-მგონი შექცივდა პაწაწა წამო სასტუმროში დავბრუნდეთ.
მითხრა, წელზე ხელი შემომხვია და მაცდურად აათამაშა წარბები.
-ხო როგორ არა, სულ შემცივდა.
ვუთხარი და მკერდზე მივეხუტე, ასე ჩახუტებულები მივედით სასტუმრომდე.
-გშია?
-არაა.
-გეძინება?
-არაა.
კვალვ გავუმეორე მე.
-დაღლი ხარ?
-არა.
-გიყვარვარ?
სრულიად მოულოდნელად მკითხა მაგრამ მე არ დავბნეულვარ.
-შესაძლოზე მეტადაც.
ჩემს სხარტ პასუხზე გულიანად გაეცინა.
-ჩვენი შეუღლება ხომ უნდა ავღნიშნოთ?
-უნდა ავღნიშნოთ!
ვუთხარი და ყელში ხმაურიანად ვაკოცე, ვიგრძენი როგორ დაეხორკლა სხეული და კმაყოფილებით აღსავსეს ჩემთვის ჩამეცინა.
-ერთ ბოთლ წითელ ღვინოზე და გემოვნებიან მუსიკაზე რას იტყოდით მადამ?
-დიდი სიამოვნებით სერ.
ვუთხარი თუ არა ხელკავი გამოვდევი და სასტუმროს რესტორანისკენ წავედით.
არა რა ვერ ვხვდები როდის ხდება ეს ბიჭი ასეთი რომანტიკოსი და ჯელტმენი არადა მსგავსი რაღაცეები საერთოდ არ ახასიათებს, პირიქით ყოველთვის ზედმეტად ცივი და ოფიციალურია, ჩემთანაც კი, მაგრამ ახლა ჩემ წინ აღარ იყო შეFი ერეკლე, არამედ ჩემი ბიჭი ერეკლე მედგა წინ და თბილი მზერით შემომცქეროდა რაზეც მეც თბილ მზერას ვპასუხობდი.
ერთი საათი დავყავით რესტორანში და წითელი ფრანგული ღვინო ,,ბორდო“ დავაგემოვნეთ, როგორც გავიგე ეს ერეკლეს საყვარელი სასმელი ყოფილა. რაგინდა ამ ბიჭს გემოვნებას ვერ დაუწუნებ. რესტორანიდან კი პირდაპირ ოთახს მივაშურეთ.
-აბაზანაში შევალ, წყალს გადავივლებ.
-კარგი.
ვუთხარი და აივანზე გავედი. იმაზე დავფიქრდი თუ რა მოხდა სულ რაღაც საათსა და თხუთმეტი წუთის წინ.
არც მეტი არ ნაკლები მე დავინიშნე!
თან ვისზე?
ღამის ბიჭუნაზე, კლუბის ბიჭუნაზე, სამსახურის ბიჭუნაზე და რაც ყველაზე მთავარია ჩემ ბიჭუნაზე.
როდის მოვასწარი დაჩემება?!
არ ვიცი. მაგრამ ის კი კარგად ვიცი რომ მხოლოდ ჩემი უნდა იყოს და მხოლოდ ჩემთამ უნდა იყოს.
სხვა აღარაფერი მაინტერესებს.
არ ვნაღლობ ასე მალე, რომ დავაჩქარეთ მოვლენები. ჩემ საქციელზე ხომ საერთოდ არ ვნაღლობ. მე ბოლომდე მივენდე გულს და შედეგმაც არ დააყოვნა ^_^.
ასე აივნის სახელურზე გადამდგარი გავცქეროდი სიღნაღს და ოცნებებში მომავალის გზებს ვსახავდი, როცა წელზე ცხელი ხელების შეხება ვიგრძენი და რეალობას დავუბრუნდი. უკან არც შემიხედავს ძალიან კარგად ვიცოდი ვინც იყო, წამსე ამიწვა ცხვირი CHANEL N5ის სუნამოს სურნელმა და მის მკლავებში გავინაბე. მან კი თავი კისერში ჩამიდო და ხარბად შეისრუტა ჩემი სურნელი.
-რა კარგი სუნი გაქვს.
მითხრა და მზერა სიღნაღზე შეაჩერა.
-არც შენ გაქვს ურიგო ხომ იცი?!
-ვიცი. აბაზანა თავისუფალია.
მითხრა და ჩამომცილდა, მეც გავუღიმე, ჩანთას ხელი დავტაცე და აბაზანაში შევედი, მან კი ღიმილიანი თვალით გამაყოლა მზერა.
აი სააბაზანოში კი, დილემის წინაშე აღმოვჩნდი. ვეღარ გადამეწყვიტა ჩამეცვა ეს თეთრეული თუ არა. იმ მომენტში მომეკიდა სასმელიც და სიყვარულიც,ამიტომ გავიფიქრე:
,,რაც იქნება იქნება“
ჩანთიდან ღამის თეთრეული ამოვაძრე და ჩაცმა დავიწყე, ჰმ გასაკვირი არ იქნება ალბათ, თუ გეტყვით რომ ზუსტად მომერგო. ჩაცმა დავამთავრე თუ არა სარკეში ჩემ თავს ავხედე, იქიდან კი ძალიან სექსუალური, უკომპრომისო, რისკიანი ქალი მიცქერდა.
არვიცი ასე რამ გამათამამა და გამათავხედა მაგრამ...
მაგრამ იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა და ეს ქმედება არც მერე მინანია. აბაზანა დავტოვე და წამსვე ვიგრძენი ერთბაშად საოცრად გაკვირვებული მზერა რომელიც ჩემს სხეულზე დათარეშობდა ბოლოს კი სახესთან შეჩერდა. მოქმედებაც არ დააყოვნა, ჩქარი ნაბიჯებით გამოემართა ჩემკენ და წინ ამესვეტა.
-ამას რატომ აკეთებ? გინდა სულ გამაგიჟო?
-მინდა.
-მაშინ შენ თავს დააბრალე.
ჩაილაპარაკა ვნებამორეული, ბოხი ხმით, ოდნავ დაიხარა და ხელში ამიყვანა. ორ წუთში კი ლოგინზე აღმოვჩნდი, ის კი ჩემ ზემოთ მოკალათებულიყო და მიყოლებით მიკოცნიდა ჯერ ზედა შემდეგ კი ქვედა ტუჩს, თან გაურკვევლად რაღაცეებს ჩამჩურჩულებდა ყურში.
იმ მომენტში გრძნობათა და ვნებათა ზენიტში ვიყავი, ეს გრძნობა კი უფრო გამძაფრდა როცა ნელი, მაგრამ სხარტი მოძრაობით ბიუსჰალტერი გახსნა.
უცებ კი შეჩერდა.
-დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა?
ვნებისგან ხმა კიდევ უფრო ჩახლეჩოდა.
წამით აზრზე ვერ მოვედი, ან საერთოდ რა დროს ეს კითხვა იყო.
-მინდა.
-მე არასწორად გექცევი.
-რას გულისხმობ?
-ჩვენ საკმაოდ ბევრი დავლიეთ, და ხვალ როცა გაიღვიძებ არ მინდა ეს შეცდომად მიიჩნიო, და გასამართლებლად ალკოჰოლო მოუძებნო.
-ვერ ვხვდები.
-თუ ამას გავაკეთებთ მე არც შენთან და არც საკუთარ თავთან მართალი არ ვიქნები.
მითხრა და გვერძე გადაწვა.
იმ წამს მართლა შოკში ჩამაგდო მისმა სიტყვებმა და ვიგრძენი როგორ საგრძნობლად გაიზარდა მისდამი ჩემი პატივისცემა.
-იმედია არ მიბრაზდები.
მე ხმას ისევ არ ვიღებდი და ყველაფრის გაანალიზებას ვცდილობდი. უცებ ვიგრძენი როგორ გადმოიწია ჩემკენ, და თვალებში ჩამხედა.
-ხომ იცი რომ მიყვარხარ.
მე ისევ ვერ ვიღებდი ხმას, არა მისი არამედ საკუთარი თავის მცხვენოდა.
-ტას, ჩემო პაწაწა მზეთუნახავო.
მითხრა და ცხვირზე ხელი დამკრა.
-არმინდა ოდესმე ჩემ გამო რამე ინანო გესმის?
-მესმის, ძალიან მიყვარხარ.
ვუთხარი და ჩემდა უნებურად ლოყა მარილიანმა სითხემ დამისველა.
-აუუ კარგი რაა..! რა სენტიმენტალურები ხართ ეს გოგოები. რა გატირებს ჩემთავს გაფიცებ? არ იტირო რა, არ უხდება ჩემ პაწაწას ტირილი.
მე კი ჩემდა უნებურად ვტიროდი, ვტიროდი და ბოლოს ეს ყრუ ტირილი სლუკუნში გადავიდა. ის კი მიყურებდა და თავისთვის იღიმოდა.
-დამშვიდდი ცოტა?
-მგონი კი.
ვუთხარი და ნაძალადევად გავუღიმე.
-ასე არ ჯობია ! შენც ხომ იცი რომ ასე ჯობია და რაღას მალაპარაკებ ?
-რაღას ლაპარაკობ მერე?
-ტლიკინებ უკვე ახლა.
მითხრა და საჩვენებელი თითი ჰაერში გამაფრთხილებლად აიქნია.
-ახლა მე შენ ჩაგეხუტები, შენ მკერდზე დამადებ თავს, მე კი შენ თმებში ჩავმალავ და ძილის სამყაროს ასე ჩახუტებულები მივაშურებთ.
მითრა და თბილად ჩამიკრა გულში, მეც გამეღიმე თავი მკერდზე დავადევი და მის ნებას დავემორჩილე.

დილით მზის სხივმა გამაღვიძა რომელიც, ფანჯრიდან პირდაპირ ჩემ სახეს ეცემოდა და ვერაფრით მომეშორებინა. უკმაყოფილოდ გავახილე თვალები, სახეზე ბედნიერების ღიმილი მომეფინა როცა ჩემზე ჩახუტებულ ერეკლეს წავაწყდი. გუშინდელი ჩემი ქმედება, რომ გავიხსენე არ მინანია თუნდაც იმიტომ რომ ერეკლე კიდევ ერთხელ კარგად გავიცანი, ახლა კი ვუყურებდი მის ბავშვურ სახეს და თითებს მის თმაში ვხლართავდი.
როგორც ჩანს საკმაოდ ფრთხილი ძილი ჰქონია, წამსვეე იგრძნო ჩემი შეხება და თვალები დაჭყიდა. ბედნიერი სახით გამომხედა და ყელში მაკოცა.
-რატომ გამაღვიძე? შენ რომ 12 საათამდე გღვიძავს ხოლმე მე გაღვიებ?
მითხრა ისე რომ ჩემი მუცლიდან თავი არ აუწევია.
-აბა მე მეღვიძოს და შენ გეძინოს. ხომ იცი როგორი ეგოისტივარ !
ვუთხარი და ერთი კარგად ჩავპწკინე, ამაზე უცებ მოახდინა რეაგირება ჩემი მუცლიდან თავი აიღო და მუცელთან ღიტინი დამიწყო. არც კი ვიცი იმ წამს რა დამემართა, კინაღამ გავიგუდე სიცილისგან, თან მაგ დროს ცუდად ვხვდები ხოლმე, ზედმეტი ყველაფერი მავნებელიაო ხომ გაგიგიათ.
-ერეკლე შემეშვი. მეტს აღარ გიბრწკენ გპირდები .
ვერ ვხვდებოდი ეს ამხელა ბიჭი ამხელა რამ აააცენცერა ?!
მაგრამ მას რას ვერჩოდი მე ვიყავი მოსაკლავი, ვერ დავატიე ხელი ერთ ადგილას?!
-მთხოვე.
-არა!
გავჯიუტდი მეც, მან კი უფრო და უფრო უმატა.
-მთხოვ თუ გავაგრძელო?
მე ხმას არ ვიღებდი, ბოლოს უკვე როცა შეუძლებელი გახდა ამის ატანა მივხვდი რომ დანებება სჯობდა.
-ხო კარგი კარგი.
-კარგი არ მყოფნის მთხოვე.
-ხო კარგი გთხოვ გამანებე თავი.
-უფრო უკეთესად.
-ერეკლე თუ გიყვარდე გთხოვ, გემუდარები დამანებე თავი, თორემ გული წამივა ახლა.
-ნუ თუ მთხოვ.
მითხრა და ხელები ზემოთ აწია იმის მისახვედრელად, რომ შემეშვებოდა. მეც წამსვე წამოვხტი ლოგინიდან და აბაზანაში გავიქეცი. ნახევარ საათში თავი მოვიწესრიგე, და გამოვედი. ერეკლე ოთახში არ დამხვდა ამიტომ ფოიეში წავედი. არც ფოიეში იყო,არც რესტორანში, შემდეგ ბაღში გავედი და ძაღლებთან რომ დავინახე თვალები გამინათთდა. მისკენ დავიძარი, და უკნიდან მოვეხვიე.
-ჩემი თბილი გოგო.
მითხრა, თავი უკან გადმოწია და ლოყაზე ნაზად მაკოცა. მე კი როგორც ყოველთვის გავიტრუნე.
-გშია?
-კი ძალიან.
-წამო შევიდეთ, ვჭამოთ, ცოტა დავისვენოთ და თბილისში დავეშვათ, რაღაც საქმეები გამომიჩნდა და იძულებული ვართ წავიდეთ.
-არაუშავს.
ვუთხარი, გავუღიმე და სასტუმროშ შევედით. ერთსაათში ყველაფერი მზად გვქონდა. ჩვენი ეგრედწოდებული ბარგიც ჩავალაგეთ და თბილისისკენ დავეშვით. ერთ ხანს არცერთი არ ვიღებდით ხმას, შემდეგ სიჩუმე მან დაარღვია.
-ხო მართლა, შენი დაბადებისდღე მოახლოვდა ხომ?
მკითხა სრულიად მოულოდნელად და ახლა გამახსენდა რომ ორ კვირაში ჩემი დაბადებისდღე იყო.
-21 მაისს.
-ძალიან ცუდი, მაგ თვეში მივლინებაში მივდივარ, სავარაუდოდ არ ვიქნები.
-ძალიან ცუდია.
ამ ორ სიტყვაში მთელი იმედგაცრუება და წყენა ჩავაქსოვე.
-სამსახური სამსახურია ხომ გესმის?!
-რას ვიზამთ მწარე რეალობას ვერ გავექცევით ხომ ასეა?
სარკაზმი არც მე დავაკელი.
-ნამდვილად ასეა.
მითხრა და მე რომ მიყვარს იმ ღიმილით გამიღიმა, რითაც წამში მოიგო ჩემი გული.

აბა თუ მოგეწონოთ ?!
დაგვიანებისთვის ბოდიში, უბრალოდ ვერ ვახერხებ დაბეჭდვას, ძალიან გადატვირთული კვირა მაქვს, იმედია მომიტევებთ love
იცოდეთ რომ ყველანი მიყვარხართ love



№1  offline წევრი მარგო ♥

Pirveli var :D dzaan magari xar avtor da male dade xolme vegar votmen ❤❤❤

 


№2  offline წევრი knuwik

Auu vgijdebi am istoriaze da erekleze xom saertod ❤❤

 


№3 სტუმარი orginal

Auuu dzaan momwons es istoria ❤❤ avtor dzaan magari xar ! ❤❤❤

avtor dzaan magari xar! ❤❤

 


№4  offline წევრი teke08

Sheniii motxrobebidannn yvelazeee metadddd esss motxrobaaa momewonaaa daa gtxovvvv ar gawyviiiitooooo kaiiii <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent